Professional Documents
Culture Documents
სუბიექტურობის გენეზისის თეორია
სუბიექტურობის გენეზისის თეორია
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
გიორგი ხარიბეგაშვილი
16.01.2020
1
შესავალი
1
მარქსისადმი სიმპატიების და რადიკალ-მემარცხენე პოზიციების მიუხედავად, ჟიჟეკი თავის ამ თეორიაშიც არა იმდენად
მარქსსა და მარქსისტებს, რამდენადაც გერმანული იდეალიზმის(კანტი, შელინგი, ჰეგელი) ფსიქოანალიტიკურ
ინტერპრეტაციას ეყრდნობა.
2
რადგან იმანენტიზმისგან განსხვავებით, უშვებს მატერიის თვითტრანსცენდირების
შესაძლებლობას. ამ აზრით, გონითი, სუბიექტური განზომილება მატერიალურში
იმთავითვეა მოცემული. თანამედროვე მატერიალიზმი არა იდეალურთან შედარებით
მატერიის პირველადობას ეყრდნობა, არამედ ბადიუს ონტოლოგიურ მიგნებას, რომ
ყოფიერება სიცარიელისაგან არის მოქსოვილი.
ყოფიერების უსრულობა2
2
Incompleteness of Being - ყოფიერების უსრულობას ონტიურ დონეზე შეესაბამება ყოველგვარ არსებულთა
არასრულყოფილება და მიდრეკილება ენტროპიისადმი.
3
იგულისხმება რაღაც ისეთი რისი ყოფიერების წესის დადეგნაც პრინციპულად შეუძლებელია
3
რაც მასში ჩვენს ჩართულობაზე, სუბიექტურობის ადგილზე მეტყველებს. სუბიექტურობის
ონტოლოგიური დაფუძნება მატერიის იმანენტური რღვევის, ყოფიერების უსრულობის
დადგენით უნდა დავიწყოთ: “სუბიექტი ნიშნავს სუბსტანციის არასრულყოფილებას,
განუყოფელ ნაპრალს....რაც სამარადჟამოდ ხელს უშლის სუბსტანციას რეალიზდეს და თავის
თავად იქცეს.” (Žižek 1997, 7).
4
რაზედაც დეტალურად ქვემოთ იქნება საუბარი
4
სუბიექტურიდან ობიექტურზე მსგავსი გზით გადასვლას დეკარტე ვეღარ ახერხებს, რის
გამოც ობიექტურობაზე გადასვლის გარანტორად ისევ ღმერთის მოშველიება უწევს5.
5
ტრანსცენდენტალური მატერიალიზმი სუბიექტიდან ობიექტზე გადასვლას აკეთებს კონტინგენტური სუბიექტისთვის
ტრანსცენდენტალური მაკონსტიტუირებელი პრედიკატის მიწერით; სუბიექტი, წინარე-ონტოლოგიურ ქაოტურ
მრავლობითობას გარდაქმნის და აკონსტიტუირებს ობიექტურ წესრიგს, მას შემდეგ რაც თავისი ნეგატიური სვლით
უარყოფს ბუნებით უშუალობას.
6
შემთხვევითი სულაც არ არის, რომ როგორც ანტიკურობა, ასევე აღმოსავლური ცივილიზაციები არ იცნობენ სუბიექტის
კონცეფციას. სუბიექტი მოდერნიზაციისა და სეკულარიზაციის კვალდაკვალ ჩნდება.
5
ნეგატიურობა, ფსიქონალიტიკური პერსპექტივით, განძარცვულია მნიშვნელობისაგან,
პოზიტიური განსაზღვრულობისაგან და ამდენად, ცარიელია.
7
ობიექტური მორალური კანონი სინამდვილეში არსებობს იმდენად, რამდენადაც მას სუბიექტი აღიარებს ასეთად,
რამდენადაც პატივისცემით ეპყრობა მას.
8
ონტოლოგიურ ნაპრალში ტრანსცენდენტალური მატერიალიზმი გულისხმობს წმინდა განსხვავებას ერთეულსა და მის
ადგილს შორის, რაც საფუძვლად ედება ცალკეულ იგივეობებს შორის განსხვავებასა და დიალექტიკურ დაპირისპირებას
6
ონტოლოგიურ ფაქტად დაადგენს. ჩვენი გონების უნარების შეზღუდულობა, სწვდეს
უსასრულოს, ფენომენალური სინამდვილის ონტოლოგიური პირობაცაა.
7
სუბსტანციურ შინაარსს ვერ ვპოულობ, რაც ჩემი თვითიგივეობის გარანტი უნდა ყოფილიყო.
აღმნიშვნელთა მხრიდან, აღსანიშნი შინაარსის წარუმატებული ძიება, თვით-რეფერენციის
სიმბოლური აქტით სრულდება: მე ვარ მე - ტრანსცენდენტული აპერცეფცია, რაც მხოლოდ
იმას ნიშნავს, რომ ჩემი ცნობიერების ყოველი პოზიტიური შინაარსი(თვითი) მინიმალურად
მაინც არის თვითცნობიერებით დადგენილი და რეფლექტირებული.
9
ეს გასაგებს ხდის იმას, თუ კანტის კატეგორიული იმპერატივი რატომ არის უზოგადესი და შინაარსობრივად ღარიბი,
კონკრეტიკას მოკლებული. მას რომ რაიმე კერძო შინაარსი ჰქონოდა მხოლოდ სუბიექტურ მაქსიმად დარჩებოდა და ვერ
ექნებოდა საყოველთაო, უნივერსალური ხასიათი.
8
რათა “ადგილი დაგვეტოვებინა რწმენისთვის” ანდა სუბიექტურ-ეთიკური მოქმედებისთვის,
ნივთი თავისთავადის ობიექტურ მნიშვნელობის დადგენაზე ხელი ავიღეთ. მაგრამ თუ მაინც
მოვინდომებთ მის მოაზრებას(და არა შემეცნებას), ის ონტოლოგიური თვალსაზრისით
არაკონსისტენტური მრავალნაირობა გამოდის, რაც ბუნების გაორების, სუბიექტ-ობიექტად
გახლეჩის საფუძველიცაა. თავის მხრივ, გამოცდილების მიღმა გასულ, ანუ
ტრანსცენდენტული სუბიექტის შესახებ მხოლოდ მისი სახელი ვიცით, კერძოდ ის, რომ არა
რაიმე შინაარსის მქონე, არამედ ცნობიერების სინთეზური ერთიანობაა.
9
იდეალურის რეალურიდან წარმოშობა, ცხადია პირველის მეორეზე დაყვანას არ ნიშნავს.
იდეალური სულიერება, გონითობა და მაშასადამე, სუბიექტურობაც, ერთსა და იმავე დროს,
დამოუკიდებელიც არის მის მატერიალურ პირობებისგან და მათზე დამოკიდებულიც.
სუბიექტურობის პირველადი ფორმები, სურვილი და ენა, “შეიცავს როგორც სულიერ, ასევე
ხორციელ არსს”(Schelling 2002, 72). რაღაცის სურვილისას, მართალია საკუთარი თავისგან
ვტრანსცენდირდები, მაგრამ მისი დაკმაყოფილება კვლავ მატერიაზე მიმაჯაჭვავს. ენა
შესაძლოა მნიშვნელობათა არამატერიალურ ველს ქმნიდეს, მაგრამ არც ენა არსებობს,
აღმნიშვნელების და მაშასადამე, მატერიალურობის გარეშე.
იოანეს სახარების პირველივე მუხლი, “დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან“-
სიმბოლიზაციის საწყისისეულობაზე და მის სიმბოლიზიაციამდელ რეალურთან
თანადასწრებულობაზე მეტყველებს; თუმცა შესაქმეს პირველივე სიტყვებიდან,
“თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“-დან ჩანს, რომ შესაქმის თაურ-ხდომილების
აქტით, ხდება რაღაც არადიფერენცირებულის განწილვა, მისი სახელდება, სიმბოლიზება
“ცად” და “მიწად”; ანუ თუ სიმბოლიზაციის აქტი და განსხვავების გაკეთება ერთმანეთს
ემთხვევა, აქვე უნდა იყოს რაღაც განუსხვავებელი, ბრმა ლტოლვათა ქაოსი, რაც
პარადოქსულად ამ დასაბამზე უწინარესია. ამგვარი რეალობა ვერ იქნებოდა უცვლელი არსი,
რადგან ასეთი ჰარმონიული სტატიკურობის შემთხვევაში შეუძლებელი უნდა ყოფილიყო
არამცთუ “შესაქმე”, არამედ ნებისმიერი ხდომილება. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც სულ მუდამ
ხდება; მოსახდენი ხდება სწორედ იმიტომ რომ “რაღაც ისე ვერ არის”, რომ ყოფიერება
არასრული და ნაკლულია. სიტყვაზე უწინარეს გვაქვს მხოლოდ სტერილური წრებრუნვა
“ერთი და იმავესი”, მოჯადოებული წრე, რაც წარუმატებლად ცდილობს “დაწყებას”, ვიდრე
ჩიხში არ შევა არქე-ხდომილებით და რადიკალურად ახალი არ დაიწყება.
10
ქმედების ამ დამფუძნებელი ჟესტით, არაცნობიერში განდევნილი ლტოლვები აბსოლუტის
პოზიციიდან უკვე გაიგება ბოროტებად, ოღონდ თავად ამ განდევნის აქტის
გაუცნობიერებლად. ყოველგვარი ცვლილების აგენტის, სუბიექტის ღვთაებრივი მზერა
ყველაფერს მოიცავს, გარდა საკუთარი მხედველობის “ბრმა ხალისა”, საკუთარ თავში
პოტენციურად მყოფ ბოროტ საწყისამდე ჩამოცურების ცდუნების შესაძლებლობისა.
10
ჰეგელიც მსგავს პოზიციას იზიარებს, რადგან მის რელიგიის ფილოსოფიაში ლუციფერის დაცემა ღვთაებრივი იდეის
წიაღში ხდება, ადამიანური პირველ-ცოდვა კი წარმოადგენს ადამიანის, როგორც სინდისის მქონე, ზნეობრივი არსების
აუცილებელ წინაპირობას.
11
წინააღმდეგობრივ ხასიათში. სხვა სიტყვებით, წესრიგი უწესრიგობის ძალისმიერად
დათრგუნვით მიღწეული მდგომარეობაა, რომელიც თავის თავში დასაბამიერი ქაოსის
დაბრუნების, რეაქტუალიზაციის შესაძლებლობას გამუდმებით ატარებს11.
12
ესმოდა, არამედ მთელი ყოფიერების არარასთან გათანაბრებულობაზე13; სუბიექტის
სასრული ყოფიერება, თავის მხრივ მთელი ყოფიერების, ტოტალობის არასრულყოფილებით
აიხსნება. ჟიჟეკის სიტყვებით რომ ვთქვათ, სუბიექტური თვალსაზრისის ეპისტემოლოგიური
შეცვლა ყოველთვის ირეკლავს ონტოლოგიურ ცვლილებას ობიექტის მხარეს.
13
შეად. ჰეგელის ცნობილი თვალსაზრისი, გამოთქმული ლოგიკის მეცნიერების დასაწყისშივე, ყოფიერებისა და არარას
იგივეობის შესახებ.
14
ჯონ მილბანკის(2005) მტკიცებით, ჟიჟეკის ონტოლოგია თავისი სიცარიელისადმი ლტოლვით, რადიკალური
გნოსტიციზმია, სუბიექტივაციის თეორია - ღრმად ნიჰილისტური, ხოლო მისი „ტრაგიკული სუბიექტი მოკლებურია
რევოლუციურ სერიოზულობას“ და რომ ის „მხოლოდ ნიჰილისტური რევოლუციის ფუნდირებას ახდენს“. სტატიის მიზანი
ჟიჟეკის ფილოსფიის კრიტიკის მოგერიება არ არის, მაგრამ როგორც ამ პასაჟიდანაც ჩანს, ეს არასერიოზული აქტორი,
სიკვდილის ლტოლვის გამომხატველი ეს აბსტრაქტული ნეგატიურობა, სულაც არ არის მარქსის „რევოლუციური
სუბიექტის“ იდენტური. ეს შეშლილი ფიგურა მხოლოდ გასავლელი ეტაპია და არა მიზანი. ცხადია, ჟიჟეკის ფილოსოფია
მართლაც ღრმად ნიჰილისტურია, მაგრამ ჟიჟეკისთვის, ისევე როგორც ნიცშესთვის, ნიჰილიზმზე გამარჯვება მხოლოდ მისი
რადიკალიზებით, მისი ბოლომდე მიყვანითა და ამოწურვითაა შესაძლებელი.
13
ამდენად, სუბსტანცია და სუბიექტი ერთმანეთისგან ცალ-ცალკე მდგომი საწყისები არ არიან;
სუბიექტი გარედან კი არ მიაპყრობს სუბსტანციას მზერას, არამედ ყოფიერების
სინამდვილეშივეა ჩაწერილი. სუბიექტის მიერ სუბსტანციის ხედვა იგივეა, რაც უსრული
სუბსტანციის თვით მი(ხედვა), გაორება და გაორმაგება, რაც ჟიჟეკის გაგებით,
სუბსტანციისვე იმანენტურია; სუბიექტი სუბსტანციის თვითგახლეჩილობაშია ჩაჭერილი.
15
აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ სუბიექტისა და პიროვნების დამკვიდრებული გაიგივება, ჰეგელიანური თვალსაზრისით,
მცდარია. სუბიექტი წარმოიქმნება პიროვნებებისაგან, როგორც მათი სხეულის კერძო ობიექტად ძალადობრივი რედუქციის
შედეგი. მარქსისტულ პერსპექტივაშიც, მუშა კი არ არის სუბიექტი, არამედ სუბიექტი ხდება კაპიტალის მიერ
დაქვემდებარები,ს პროლეტარად ქცევის პროცესში. პროლეტარიატი, როგორც სუბიექტი, წარმოიქმნება მაშინ, როცა მუშა
ნაქცევია ფულად-ეკვივალენტად, ბაზარზე გასაყიდად გატანილ, გასაქონლებულ სამუშაო ძალად.
16
ჰეგელისეული “ყელში გაჩხერილი ძვლის” კონცეფია გვახსენებს რომ ეს დაბრკოლება, არის ფიხტესეული ორაზროვანი
ცნება Anstoß რომ ვიხმაროთ, გონების შემაფერხებელ-მასტიმულირებელი კატალიზატორია, რაც შობს კიდეც იმას, რასაც
აბრკოლებს.
14
უსრულობა, მაგრამ მის შესავსებად მოსული სუბიექტი არ აღმოჩნდება დაპირებული მესია,
რომელიც ნასურვებ ხსნას მოიტანს და განკუთვნილ ადგილს დაიკავებს. რეალური „მესია
მოდის ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან“, ანუ ნაკლულობის გამო მოხმობილი
სუბიექტი ყოველთვის ზედმეტობისთვის არის განწირული17.
17
კულტურა, თავისი სიმბოლიზაციის ძალადობრივი აქტით, კასტრირებით, ძალაუფლება, თავისი რეპრესიული და
იდეოლოგიური აპარატებით სოციალური სუბსტანციის დაქვემდებარებას, მის დამორჩილებას ცდილობს, მაგრამ
წარმატებას ბოლომდე ვერ აღწევს. მასუბიექტივირებელ გარემოში ცხოვრება რომ შევძლო, იძულებული ვხდები მის მიერ
შემოთავაზებული როლები მოვირგო და ვითამაშო, მაგრამ რაც მე ადამიანურ სუბიექტად მაქცევს, არის არა ეს
სუბიექტივაციის პროცესი, არამედ მისი წარუმატებელი განხორციელება. ცხადია, განურჩევლად არ ვირგებ ნიღბებს, რითაც
ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებას ვამჟღავნებ, ვეჯაჭვები სუბიექტივაციის ჩემს მიერ შერჩეულ ტენდენციებს, რითაც
ვზღუდავ კიდეც სხვა ნიღბების მორგების შესაძლებლობას.
18
ბადიუს და ჟიჟეკის მიერ გაგებული ტოტალობა არაა ტოტალური შინაარსი. ამოდის რა კანტორის უსრულობის
აქსიომიდან, რომლის მიხედვითაც „ყველა სიმრავლის სიმრავლე არ არსებობს“, ბადიუს აზრით, ჰეგელის ტოტალობა
მოითხოვს სულ მცირე ერთ ელემენტს მაინც, რომელიც მას, ამ ტოტალობას არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც ექსისტირებს
„ჩართული გარიყულობის“ სახით.
15
რაც უფრო დისტანცირდა სუბსტანციისაგან, მით უფრო მივიდა სუბსტანციის იმანენტური
ნაპრალის ამოვსების შეუძლებლობის გაცნობიერებასთან, აბსოლიტურ შემეცნებასთან, იმის
აღიარებასთან რომ სხვა არაფერია თუ არა სიცარიელის სახელი, ცარიელი აღმნიშვნელი,
პოზიტიური მნიშვნელობა რომ გამუდმებით ხელიდან უსხლტება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
16
4. ცოფურაშვილი, თ., “თავისუფლების არსის დეფინიცია შელინგის ფილოსოფიაში”,
ჟურნ. „ფილოსოფიური განაზრებანი“, თბ., 2002. გვ.62-84. #1
5. ჰეგელი ვ., გონის ფენომენოლოგია, თბ., “carpe diem”, 2017
6. ჰეგელი ვ., ლოგიკის მეცნიერება, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1962
7. Badiou, A., Briefings on Existence: A Short Treatise on Transitory Ontology, “State University
of New York Press”, 2006
8. Badiou, A., Theory of the Subject, London, “continuum”, 2009
9. Johnston, A. A New German Idealism: Hegel, Žižek, and Dialectical Materialism, “Columbia
University Press”; Reprint edition, 2019
10. Johnston, A. Žižek’s Ontology: A Transcendental Materialist Theory of
Subjectivity, “Northwestern University Press”, 2008
11. Milbank J. Materialism and transcendence § Theology and the Political: The New
Debate (eds. C. Davis, J. Milbank, S. Žižek). — Durham, L.: Duke University Press,
2005. P. 393–426.
12. Žižek, S. Less Then Nothing: Hegel and The Shadow of Dialectical Materialism, New York,
“Verso”, 2012
13. Žižek, S. The Ticklish Subject: The Absent Centre of Political Ontology, London ,“Verso”,
2008
14. Žižek, S. The Indivisible Remainder: On Schelling and Related Matters, London,“Verso”, 1996
15. Žižek, S. The Parallax View, London, “MIT Press”; 2009
17