You are on page 1of 12

სარჩევი

ძირითადი თეზისები .................................................................................................................................... 2


რა არის კონსულტაცია?................................................................................................................................ 2
კონსულტაცია როგორც დახმარება ............................................................................................................. 2
კონსულტაცია როგორც ზემოქმედების რეპერტუარი .............................................................................. 3
კონსულტანცია როგორც ფსიქოლოგიური პროცესი ................................................................................ 3
რა არის კონსულტირების მიზანი? .............................................................................................................. 3
ვინაა დაკავებული კონსულტირებით? ....................................................................................................... 4
კონსულტაცია და ფსიქოთერაპია ................................................................................................................ 4
რა არის თეორია? ............................................................................................................................................ 5
კონსულტაციის თეორიის ფუნქციები ........................................................................................................ 5
თეორიები, როგორც კონცეპტუალური სტრუქტურები ........................................................................... 5
შესავალი ......................................................................................................................................................... 5
თეორია, როგორც ენა..................................................................................................................................... 6
თეორია, როგორც გამოკვლევის ჰიპოთეზების ერთიანობა ..................................................................... 7
კონსულტაციური თეორიის წყაროები ....................................................................................................... 7
ისტორიული და კულტურული წყაროები ............................................................................................. 7
ცალკეული პიროვნების ცხოვრების ისტორია ...................................................................................... 7
ინდივიდუალიზმი .................................................................................................................................... 8
თეორეტიკოსების მხრიდან იდეების გადმოცემის შესაძლებლობა ........................................................ 8
პროფესიული გამოცდილება და იმედგაცრუება ....................................................................................... 9
კვლევა ............................................................................................................................................................. 9
სხვა თეორეტიკოსები. ................................................................................................................................... 9
სხვა დისციპლინები. ..................................................................................................................................... 9
კონსულტაციის თეორიის შეზღუდვები................................................................................................... 10
როგორ შევისწავლოთ კონსულტაციის თეორიები ................................................................................. 11

1
ძირითადი თეზისები
1. კონსულტაცია შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც განსაკუთრებული სახის ურთიერთობა, როგორც შესაძლო
ზემოქმედება, როგორც ფსიქოლოგიური პროცესი. კონსულტაციის დროს უნდა განიხილოთ კონსულტანტის
და კლიენტის თვალსაზრისები. არ შეიძლება ერთმანეთისგან გავმიჯნოთ კონსულტაცია და ფსიქოთერაპია.
2. კონსულტირების თეორიის დროს გამოიყოფა სამი მთავარი ფუნქცია: სტრუქტურის კონცეპტუალურად
უზრუნველყოფა, ტერმინების შემუშავება და კვლევების ჩატარება.
3. კონსულტაციის თეორიის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითადი ასპექტებია: ისტორიული და
კულტურული წინაპირობა, თეორიტიკოსების ბიოგრაფია - მათი პიროვნულობის განსაკუთრებულობა, იდეების,
ჩანაწერების და გადმოცემის ინტერესი, იმედგაცრუებასთან თანხვედრილი პროფესიული გამოცდილება,
გამოკვლევები, სხვა თეორეტიკოსების გავლენა.
4. კონსულტირების თეორია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბოროტად, ისე - კეთილად. თეორიული
კონსულტაციის პოტენციური ნეგატიური ასპექტები არის შემდეგი: სფეროს შეზღუდვა, რომელზეც ხდება
ფოკუსირება, კონსულტანტის სიმკაცრე, არაეთიკური კომერციული ოპერაციები, კლიენტის ძალიან
გადატვირთვა, სტატუს–ქვოს შენარჩუნებისკენ სწრაფვა.

5. თეორეტიკულ კონსულტაციაზე ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ წიგნთან მუშაობის დროს და ასევე მაშინ,
როცა ამ თეორიას გამოვცდით საკუთარ თავზე. დაესწრო სასწავლო კურსს და სემინარს, ასევე პრაქტიკა
გაიარო კვალიფიცირებულ კონსულტანტთან.

რა არის კონსულტაცია?
ტერმინი კონსულტირება გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევებში. მაგ: კონსულტაცია შეიძლება განვიხილოთ,
როგორც დახმარებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც შესაძლო ზემოქმედების
ფსიქოლოგიური პროცესი. ამასთან კონსულტაცია შეგვიძლია განვიხილოთ იმის მიხედვით, თუ რა დავალებასთან
გვაქვს საქმე და რა დამოკიდებულებაშია ეს ფსიქოთერაპიასთან და როგორია თვით კონსულტანტის
თვალთახედვა.

კონსულტაცია როგორც დახმარება


პრაქტიკულად ყველა კონსულტანტი თანხმდება იმაში, რომ კლიენტთან კარგი დამოკიდებულება აუცილებელია
მუშაობის ეფექტურობისათვის. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტორების არსებობა არამარტო
აუცილებელია, არამედ საკმარისიცაა იმისათვის, რომ მოხდეს კლიენტის საფუძვლიანი შეცვლა. კონსულტანტი
უნდა განიცდიდეს კლიენტისადმი 3 საყრდენ პირობას: ემპირიული გაგება, დაფასებული დამოკიდებულება, რომ
კლიენტს თვითონ სურს ცხოვრების მოწყობა, კონგრუენტულობა გულახდილობასთან დამოკიდებულებაში.
აგრეთვე დახმარების რეალიზაციის მოხდენა შესაძლებელია კარგი მოსმენით. ძალიან ბევრი სპეციალისტი
კონსულტაციას განიხილავს, როგორც დახმარებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. პრაქტიკულად ესაა
პიროვნებაზე ცენტრირებული კონსულტაცია.

2
კონსულტაცია როგორც ზემოქმედების რეპერტუარი
კონსულტანტების უმრავლესობა არ თვლის ამ ურთიერთობას საკმარისად იმისათვის,რომ მოხდეს კლიენტში
კონსტრუქტირებული ცვლილება. ამიტომ ბევრი სპეციალისტი იძულებულია, გამოიყენოს ზემოქმედების
რეპერტუარი. ზემოქმედების ალტერნატივად ითვლება კონსულტანტის მეთოდები და დახმარების სტრატეგიები.
კონსულტანტს რომელსაც აქვს ზემოქმედების რეპერტუარი, უნდა განსაზღვროს, როგორი ზემოქმედება იქნება
საჭირო კლიენტთნ და როგორი იქნება წარმატების ალბათობა. ზემოქმედების რეპერტუარი, რომელსაც იყენებს
კონსულტანტი, განსაზღვრავს მის თეორიულ ორიენტაციას. მაგ: კონსულტანტ–ფსიქოანალიტიკოსი გამოიყენებს
ფსიქოანალიტიკურ ზემოქმედებას, რაციონალურ–ემოციური ყოფაქცევის დარგში მოღვაწე კონსულტანტი
მიმართვს რაციონალურ–ემოციურ ზემოქმედებას, გეშტალტ ფსიქოლოგი მიმართავს გეშტალტურს.

კონსულტანცია როგორც ფსიქოლოგიური პროცესი


მოცემულ წიგნში სიტყვა ’’კონსულტირება’’ გამოიყენება, როგორც შემოკლებული ვარიანტი ფსიქოლოგიური
კონსულტანციისა. განიხილება რა, კონსულტაცია როგორც განსაკუთრებული სახის დახმარების ურთიერთობა,
რომლის ღერძული პირობაა, თუ როგორ ზემოქმედებს კონსუტანტი (სხვადასხვა თეორიებში ეს განიხილება
როგორც ფსიქოლოგიური პროცესი). ძირითადი კავშირი ფსიქოლოგიასა და კონსულტირებას შორის არის

შემდეგი:
1. კონსულტაციის მიზანი არის კავშირი ცნობიერების ასპექტთან. ყველა კონსულტანტური მიდგომა
განსხვავებული ხარისხით ფოკუსირდება გრძნობის შეცვლაზე და იმაზე, რომ ადამიანებმა იფიქრონ, თუ
როგორ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება ეფექტურად;
2. კონსულტაცია არ არის სტატიკური მოვლენა. მასში იგულისხმება ფიქრი, აზროვნება, განცდებისა და
აზროვნების გაცვლა კონსულტანტსა და კლიენტს შორის.
3. ფსიქოლოგები: როჯერსი, ფსიქიატრი - ბეკი, ბერნი და ა.შ;
4. თეორიული კონსულტაციის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს კვლევებმა.

რა არის კონსულტირების მიზანი?


კონსულტანტებს აქვსთ სხვადასხვა მიზანი სხვადასხვა კლიენტებტან მიმართებაში. მაგ: სპეციალისტებს
შეუძლით, დაეხმარონ კლიენტს, გამოვიდნენ დეპრესიული მდგომარეობიდან, რომელიც დაკავშირებულია
წარსულში მომხდარ ემოციურ დანაკარგთან; გაუმკლავდნენ მიმდინარე პრობლემებს; მიიღონ გადაწყვეტილებები;
განივითარონ სპეციფიკური ცხოვრებისეული უნარები პრაქტიკიდან გამომდინარე. ზოგჯერ კონსულტირების
დროს ერთმანეთისგან გამოყოფენ გამოსწორებასთან დაკავშირებულ მიზნებს, განვითარებასთან დაკავშირებული
მიზნებისაგან. ამ ორი მიზნისთვის უნდა უზრუნველყო პროფესიული პირობების შესრულება. ამ მიზნებს
შორის კავშირს განაპირობებს პროფილაქტიკა, ანუ კონსულტირების დიდი ნაწილი ეთმობა გამოსწორებას.
კონსულტანტები ფოკუსირდებიან განვითარებაზე. ისეთი ამოცანების გადაწყვეტაზე, რომელიც ახასიათებს
ძალიან ბევრ ჩვეულებრივ ადამიანს.
განვითრების ამოცანა წარმოადგენს ამოცანს, რომელსაც ადამიანები ხვდებიან საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა
ეტაპზე. მაგალითად: გადასვლა დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, პარტნიორის მოძებნა, ბავშვის აღზრდა, სიბერასთან
3
ადაპტაცია. განვითარებასთან დაკავშირებული მიზნის მისაღწევად აუცილებელია, როგორც ამ ეტაპისთვის
დამახასიათებელი ნეგატიური ხაზების ჩახშობა ასევე დადებითი ხაზების გაძლიერება. კონსულტირების დროს
დიდი ყურადღება ექცევა ფსიქოლოგიური კონფორტის მიღწევას და სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
კონსულტანტები (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი თეორიის მიმდევარი იქნება) დიდ ყურადღებას აქცევენ
კლიენტების პიროვნული პასუხისმგებლობის გაძლიერებას. კლიენტს უნდა მისცე არჩევანი, რომელიც თავის
მხრივ, მისცემთ მათ შესაძლებლობას იგრძნონ, იფიქრონ და იმოქმედონ ეფექტურად. კლიენტს უნდა ჰქონდეს
უნარი გამოხატოს და გადმოცეს განცდები, იფიქრონ რაციონალურად და მოიქცნენ ეფექტურად, რომელიც
დაეხმარება მათ მიზნის მისაღწევად.
კონსულტანტების მუშაობა ჩაითვლება ეფექტურად, როცა ისინი შეძლებენ, რომ კლიენტი თავად დაეხმაროს
საკუთარ თავს კონსულტირების დასრულების შემდეგ. ასე რომ, კონსულტირების საბოლოო მიზანი არის, ასწავლო
კლიენტს, როგორ დაეხმაროს საკუთარ თავს და ასწავლო კლიენტს, რომ საკუთარი თავის კონსულტანტი თავად იყოს.

ვინაა დაკავებული კონსულტირებით?


კონსულტირებით დაკავებულია ადამიანთა ფართო წრე. ქვემოთ ჩამოთვლილია ადამიანების 4 კატეგორია,
რომლებიც არიან პრაქტიკული კონსულტანტები:
1. პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა დახმარების სამსახურში კონსულტანტ-ფსიქოლოგებად.
მაგალითად, სპეციალისტები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს კარიერის გაკეთებაში, სოც. მუშაკები,
ფსიქიატრები;
2. მოხალისე კონსულტანტები, რომელთაც შეუძლიათ კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა. მაგალითად:
საქორწინო სახლებში, ახალგაზრდულ ცენტრებში მომუშავე ადამიანები;
3. ადამიანები, რომლებიც კონსულტირების ელემენტებს იყენებენ საკუთარ სამსახურში (ექთანი, მასწავლებელი,
მღვდელი, ინსპექტორი და ა.შ.);
4. არაფორმალური კონსულტანტები, რომლებიც ეხმარებიან გარშემო მყოფებს ყოფითი პრობლემების
გადაწტყვეტაში.
პრაქტიკულად ყველას შეუძლია დაეხმაროს, ხელი შეუწყოს მეგობარს, მეუღლეს, ბავშვს, კოლეგას განვითრებაში.

კონსულტაცია და ფსიქოთერაპია
არ შეიძლება მკვეთრად განვასხვავოთ ერთმანეთისაგან კონსულტაცია და ფსიქოლოგია. კონსულტაცია და
ფსიქოლოგია შედგება მრავალი ელემენტისაგან. კონსულტაცია და ფსიქოთრაპია ემყარება დაგეგმილ
მეთოდიკებს, რომელიც შემუშავებულია ფსიქოლოგიური პრინციპებით მიღებულ ბაზაზე.
ფსიქოთრაპევტი აქცენტს აკეთებს რაღაცა ტიპის პირად გარდაქმნებზე, მაშინ როცა კონსულტანტი მიმართულია
პირველ რიგში, რომ ადამიანს დაეხმაროს, გამოიყენოს თავის თავში არსებული ყველა რესურსი, რათა უფრო
კარგი გახადოს თავისი ცხოვრება. არსებითი განსხვავება კონსულტაციასა და ფსიქოთერაპიას შორის
წარმოადგენს ის, რომ თერაპევტი კონსულტანტისაგან განსხვავებით მეტად უსმენს კლიენტს და ცოტა დროს
ხარჯავს მათ ახსნა-დარიგებაზე. ფსიქოთერაპევტებს აქვთ უფრო მძიმე აშლილობებთან საქმე და ფსიქოთერაპია
უფრო სამედიცინო ტერმინია, ვიდრე - კონსულტაცია.
4
კონსულტანტებიც და ფსიქოთერაპევტებიც აღნიშნავენ იმას, რომ პატივი უნდა სცენ კლიენტის პიროვნებას და
შეუქონ კლიენტს მისწრაფება, რომ მას სურს, დაეხმაროს საკუთარ თავს. პატერსონი აკეთებს დასკვნას, რომ
არსებითი განსხვავება ამ ორ ტერმინს შორის არ არსებობს.

რა არის თეორია?
ხოლი და ლინდზი წერდნენ: “თეორია ეს არის დაუმტკიცებელი ჰიპოთეზა ან ვარაუდი, რომელიც დაკავშირებულია
სინამდვილესთან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ნამდვილად ისეა თუ არა, როგორც ივარაუდება. როცა
თეორია დამტკიცდება, იგი ხდება ფაქტი”. ეს ავტორები თეორიასა და პრაქტიკას შორის ავლებენ საზღვარს. თეორიის
არსი მდგომარეობს პრონციპების ფორმულირებაში, რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ დასაკვირვებელ
ფენომენზე, რომლის ნამდვილობა, გარკვეულ მომენტში დამტკიცებულია. თეორიის დამამტკიცებელ კრიტერიუმად
ითვლება არსებულ თეორიაზე დაყრდნობით შემუშავებული პროგნოზების დამაჯერებლობის ხარისხი, რომლებიც
დასტურდება (ან არ დასტურდება) საქმესთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებით. რაც უფრო მეტი
დამამტკიცებელი საბუთი მოიძებნება თეორიის სინამდვილისა, მით უფრო ზუსტია იგი. ფაქტები თეორიას უფრო
აძლიერებენ, ვიდრე ცვლიან.
თეორია შედგება ჩამოყალიბებული ძირითადი დაშვებებისა და კონცეფციების ნაკრებისაგან, რომელიც
იდეალურადაა დაკავშირებულია ერთმანეთთან და შეესაბამება ერთმანეთს შინაარსობრივად. თეორიის დაშვებები და
კონცეფციები უნდა ქმნიდნენ მნიშვნელოვან სტრუქტურას, რომელიც მოიცავს იმ ფენომენს, რომლის დახმარებითაც
შესაძლებელი იქნება ამ თეორიის აღწერა და განმარტება.

კონსულტაციის თეორიის ფუნქციები


ზუსტად რას გულისხმობს კონსულტაციის თეორია? რატომ არის ის საჭირო? ყველა კონსულტანტი აკეთებს ჩანაწერს
იმის შესახებ, თუ როგორ გახდა კლიენტი ისეთი, როგორიც არის მოცემულ მომენტში და ფიქრობს იმაზე, თუ როგორი
უნდა იყოს ცვლილება. კონსულტაციის თეორიის 3 მთავარი ფუნქცია მდგომარეობს შემდეგში: უზრუნველყოს
კონცეპტუალური სტრუქტურები, ტერმინოლოგიის შემუშავება და გამოკვლევის ჩატარება.

თეორიები, როგორც კონცეპტუალური სტრუქტურები


კონსულტანტები გამუდმებით წყვეტენ, თუ როგორ შეიძლება შეცვალონ კლიენტის ქმედება, როგორ უნდა მოეპყრა
მათ და როგორი რეაგირება მოახდინო კონსულტაციის დროს მათ ყოველ ნათქვამზე, დროის თითოეულ კონკრეტულ
მომენტში. თეორიები კონსულტანტებს აძლევს კონცეფციებს, რომელთა საშუალებითაც კონსულტანტები
გამუდმებით ფიქრობენ კლიენტთა განვითარებაზე და კონსულტაციის პრაქტიკაზე.

შესავალი
არსებობს კონსულტაციის თეორიის შემდეგი ფუნდამენტური ელემენტები:
1. მთავარი დებულებების ფორმულირება, რომელიც დაფუძნებულია თეორიაზე;
2. ინფორმაციის განმარტება “სასარგებლო” და “უსარგებლო” ქცევაზე;

5
3. ახსნას მიდრეკილება არა-ადეკვატური საქციელისაკენ და მიდრეკილება მუდმივად სასარგებლო და
მუდმივად უსარგებლო ქმედებების ჩადენისაკენ;
4. ახსნას ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს კლიენტს თავისი ქმედების შეცვლაში და შეინარჩუნოს მოღწეული
კონსულტაციის დამთავრების შემდეგ.
ოლპორტმა ივარაუდა, რომ რაც არ უნდა საუკეთესო იყოს კონსულტანტის მხედველობა, ისინი თავის კლიენტებს
ყოველთვის უყურებენ პროფესიონალური სათვალით და ამ სათვალეს გააჩნია „სამი სახის ლინზა“. ეს ლინზები
შემდეგია:
1. ადამიანების განხილვა, როგორც მოქმედი არსება (როგორც ბიჰევიორიზმში);
2. ადამიანის განხილვა, როგორც არსების, რომელიც ღრმად რეაგირებს (როგორც ფსიქოლოგიაში);
3. ადამიანის განხილვა, როგორც “არსება ფორმირების პროცეში” (როგორც, ე.წ. ჰუმანურ-ეგზისტანციალურ
ფსიქოლოგიაში).
დღეს, როდესაც უკვე გასულია 30 წელზე მეტი, ოლპორტის 3 ლინზის ნაკრები უნდა შეივსოს “შემეცნებითი” და
“შემეცნებით-შემოქმედებითი“ ლინზებით.

თეორია, როგორც ენა


თეორიის ერთ-ერთი ფუნქცია მსგავსია იმ ფუნქციისა, რომელსაც უზრუნველყოფს ენა. ენა გულისხმობს ლექსიკონს
და ლინგვისტურ სიმბოლოებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გავცვალოთ ინფორმაცია სხვადასხვა
ფენომენთან დაკავშირებით. მსგავსად იმისა, თუ როგორ ანვითარებენ ადამიანები მთავარ სალაპარაკო ენას,
სხვადასხვა თეორიტიკოსები შეიმუშავებენ ენებს, რათა აღწერონ ფენომენი, მაგალითად ქცევითი,
ფსიქოანალიტიკური, პიროვნებაზე ორიენტირებული ენები. ენას შეუძლია, ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის
ურთიერთობებს, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, მაგრამ შესაძლებელია ურთიერთობა აეწყოს იმ ადამიანებს
შორის, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. ყველა თეორია მოიცავს კონცეფციებს, რომელთა აღწერისთვისაც
გამოიყენება უნიკალური ენა. მაგრამ ენის უნიკალურობამ შეიძლება შენიღბოს თეორიის მთლიანი ელემენტები.
კონსულტაციის პროცესი მოიცავს საუბრების მთელ რიგს, რომელთა ხელმძღვანელობისთვისაც საჭიროა შესაფერისი
ენა. კონსულტაციისას, ნებისმიერი ურთიერთობისას, შეიძლება გამოვყოთ 4 სახის მოხსენება: ეს არის კონსულტანტის
შინაგანი და გარეგანი მოხსენება და პაციენტის შინაგანი და გარეგანი მოხსენება (ნელსონ ჯონსი, 1986).
კლიენტები, ასევე გვევლინებიან თეორიტიკოსებად, მაგრამ როგორც ყოველთვის, ისინი არ არიან ისეთი
„ცდუნებულნი“, როგორც კონსულტანტები. კონსულტანტები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ რაციონალურ-
ემოციურ ქცევით კონსულტაციას და კონსულტაციას ცხოვრებისეული უნარის შესახებ, ცდილობენ რეაგირება
მოახდინონ ენაზე, რომელზეც საუბრობენ კლიენტები, საკუთარ თავთან მეცადინეობის ეფექტის ამაღლების მიზნით.
გარკვეულ წილად, კონსულტანტის ენა გადაეცემა კლიენტს, რისი დახმარებითაც კლიენტს შეუძლია, უკეთესად
დაეხმაროს საკუთარ თავს კონსულტაციის დამთავრების შემდეგ. მითითებული მიდგომის გამოყენებით,
კონსულტანტები ასწავლიან კლიენტებს საკუთარ თავთან ურთიერთობას.

6
თეორია, როგორც გამოკვლევის ჰიპოთეზების ერთიანობა
სოციალური ფსიქოლოგი კურტ ლევინი ამტკიცებდა, რომ: “არ არსებობს უფრო პრაქტიკული რამ, ვიდრე კარგი
თეორია”. თუ მოვახდენთ მის პერეფრაზირებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ: “არ არსებობს უფრო სამეცნიერო რამ, ვიდრე
თეორია”.

კონსულტაციური თეორიის წყაროები

ისტორიული და კულტურული წყაროები


თეორიტიკოსები ისტორიული და კულტურული ფაქტორის გავლენის ქვეშ იმყოფებიან.
მაგალითად: მეოცე საუკუნის დასაწყისში, ავსტრიაში, ადამიანის სექსუალობის დაქვეითებამ გავლენა იქონია
ფროიდზე იმგვარად რომ, შექმნა თეორია, რომელშიც დიდი ადგილი უჭირავს ადამიანური სექსუალობის ჩახშობას.
განვიხილოთ მეორე მაგალითი: მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მშობლები, ჩვეულებრივ, ბავშვებზე უფრო მეტად
დომინირებდნენ, ვიდრე ჩვენს დროში. კარლ როჯერსის მიერ შექმნილი ,,კლიენტზე ორიენტირებული თეორია’’
ასახავს ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებას, რომ გადალახოს ,,ოჯახის გადაჭარბებული კრიტიკული გავლენა,’’
რათა შეძლოს გახდეს პიროვნება.
ეგზისტენციალური კონსულტაციის პოპულარობა, მეოცე საუკუნის ბოლოსთვის, გარკვეულ წილად აიხსნება
თანამედროვე საზოგადოების რეაქციით ბისექსუალობაზე. ჭეშმარიტებაა ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი
შეუსაბამობაში იყო თავის ცხოვრებასთან.
კულტურულმა ფაქტორებმაც დიდი გავლენა იქონიეს კონსულტაციურ თეორიებზე. მაგალითად: დასავლეთ და
აღმოსავლეთ კულტურაში არსებითად განსხვავებული ქცევები ვლინდება. დასავლეთში კონსულტაციის თეორიებში
უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ ღირებულებას, რომელიც არ შეუძლია მიიღოს აღმოსავლეთში გაზრდილმა
ადამიანმა, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება ,,ჯგუფურ (კოლექტიურ) ჰარმონიაზე”.

ცალკეული პიროვნების ცხოვრების ისტორია


რამდენიმე კონსულტანტ-თეორეტიკოსი, როგორც ჩანს, მიდრეკილია იმ თეორების განვითარებისკენ, რომელთაც
შეუძლიათ არა მარტო მათი კლიენტების დახმარება, არამედ საკუთარი თავისაც. ფროიდს ფსიქოანალიზმა საშუალება
მისცა, დაეწერა ,,სიზმრების ინტერპრეტაცია”. ფრანკლინი ლოგოთერაპიას დაეუფლა სასოწარკვეთილების
პერიოდში, ახალგაზრდა ასაკში აბსურდული ცხოვრების გამო.
როჯერსი მოგვითხრობს თავის აღზრდაზე: ,,მე ვიცი, რომ ჩემ მშობლებს ვუყვარვარ, მაგრამ მე არასდროს მომსვლია
აზრად, რომ მათთვის გამენდო ჩემი აზრები და გრძნონები, რადგან ვიცოდი, ჩემი აზრები კრიტიკის სახით
დამიბრუნდებოდა და არ იქნებოდა აღიარებული”. როჯერსი, როგორც პიროვნებაზე ორიენტირებული თეორიის
ავტორი, ავლენდა ემპათიას და უანგარო ,,გულითადობას”, რაც მას მშობლებთან ურთიერთობისას არ შეუძენია და
რომელიც იყო აუცილებელი მისი აღზრდისა და განვითარებისთვის.

7
ინდივიდუალიზმი
კონსულტანტ-თეორეტიკოსები, ხშირად ქმნიდნენ თეორიებს, რომლებიც გამიზნული იყო არა მარტო საკუთარი
პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ სხვა პიროვნების დასახმარებლადაც. მაგალითად, კორსინი აღნიშნავდა, რომ
ფროიდის ფსიქოანალიზის კითხვის დროს, რომლის დროსაც კლინიცისტი ზის კლიენტის უკან და ყურადღებით
უსმენს მის მონაყოლს, ასახავს ფროიდის თავდაჭერილობას (სიმორცხვეს). კორსინი თავის დროზე როჯერსის
მომავალი კლიენტი და სტუდენტი, იცნობდა მას, როგორც პიროვნებას და საზოგადოებრივ შემოქმედს. კორსინი
აღნიშნავს, რომ როჯერსის პიროვნება და მის მიერ შემუშავებული თეორია სრულებით შეესაბამება ერთმანეთს.
მიუხედავად იმისა, რომ როჯერსი არ იყო ამბიციას მოკლებული და ხანდახან იქცეოდა აგრესიულადაც, მის მიერ
შემუშავებულ ,,კლიენტზე ორიენტირებულ თეორიაში” აისახა მისი სინაზე და მგრძნობელობა, მეორე მხრივ, კი
თეორეტიკოსები, მაგალითად, ელისი და პერლსი თავს გრძნობდნენ უფრო კომფორტულად, როცა თავისი
ირაციონალური იდეებით იწვევდნენ კლიენტს. შესაძლოა, ეს გამომდინარეობს როგორც მათი პირადი, ასევე
პროფესიული ცხოვრებიდან.
კონსულტანტ-თეორეტიკოსებს აქვთ როგორც მსგავსი, ასევე განსხვავებული ტიპიური პიროვნული თვისებები. არის
ისეთი საერთო ტიპიური თვისება, როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია
ახალი სამუშაო მეთოდების შემუშავება და გამოყენება.

თეორეტიკოსების მხრიდან იდეების გადმოცემის შესაძლებლობა


თეორეტიკოსებმა უნდა იცოდნენ არა მარტო თეორიები, არამედ უნდა წერდნენ საკმარისად კარგად, რომ
შესაძლებელი იყოს მათი ნაშრომების გამოქვეყნება. აუცილებელია ბიოგრაფიული ცნობების შესწავლა, რათა
დაიწეროს ეს წიგნები. მე ვიყავი გაოცებული, რომ ბევრი თეორეტიკოსი, თავისი შემოქმედებითი გზის დასაწყისში
დაინტერესებული იყო ,,წერილობითი ნაშრომებით”. ლაზარუსი დაეხმარა ჟურნალის რედაქტირებას
„ბოდიბილდერების“ შესახებ. ბეკი იყო გაზეთის რედაქტორი, როცა სწავლობდა საშუალო სკოლაში, ხოლო
უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სპეციალიზირდებოდა ინგლისურ ლინგვისტიკაში. სკინერი იყო ინგლისური ენის
სპეციალისტი, ერთ დროს კი სკინერს ზოგადად უნდოდა ყოფილიყო მწერალი. ელისაც დაინტერესებული იყო
მწერლის კარიერით, მიისწრაფოდა გამხდარიყო ცნობილი ამერიკელი მწერალი. მეი დაინტერესებული იყო
ინგლისური ლიტერატურით. ბერნმა უნივერსიტეტში სწავლების ბოლო კურსზე ისწავლა ინგლისურ ენასთან ერთად
ფსიქოლოგია და მედიცინა, მისი დედა კი ჟურნალისტი იყო.
ყველა თეორეტიკოსი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ, ხალხს შესთავაზონ რაღაც ძვირფასი. მაგალითად, პრაქტიკოსი
კონსულტაციისას იმუშავებს ახალ მიდგომას; როჯერსი დაინტერესებული იყო სხვაზე გავლენის მოხდენით. თუმცა
თეორეტიკოსის მოტივაცია საკმაოდ რთულია, ალბათ, ალტრუიზმი, სოციალური ინტერესი და სურვილი წარმართავს
სხვებისადმი დახმარების გამომუშავების უნარს.

8
პროფესიული გამოცდილება და იმედგაცრუება
იმედგაცრუება, შემოქმედებითი შორსმჭვრეტელობა, კლინიკური ექსპერიმენტები და დაკვირვება ხელს უწყობს
კლინიკური თეორიის განვითარებას. ბეკი, ბერნი, ელისი და პერლსი დაეუფლნენ და პრაქტიკაში იყენებდნენ
ფსიქოანალიზს. უარყოფითმა გამოცდილებამ, რომელიც მიღებულია ფსიქოანალიზის ჩატარებით, გამოიწვია მათი
განვითარება. თითოეული მათგანი ასრულებდა სამსახურს კლიენტებთან, რომ დახმარება გაეწია მათთვის. რეალური
კონსულტაცია წარმოიშვა გლასერის იმედგაცრუებისაგან ფსიქოანალიზში.
ლაზარუა შთააგონა კონსულტაციის მრავალფეროვანი მიდგომის განვითარებამ. როჯერსმა დაიწყო კლიენტზე
ორიენტირებული თეორიის განვითარება მას შემდეგ, რაც დააფიქსირა, რომ არსებობს შეზღუდული სამუშაო
მეთოდები.

კვლევა
კვლევას შეუძლია, გავლენა იქონიოს არა მარტო თეორიის განვითარების დასაწყისში, არამედ შეაფასოს კიდეც მათი
,,სარგებლიანობა”. ბიჰევიორალური თეორია ეფუძნება მთელ რიგ ექსპერიმენტებს. მაგალითად, პავლოვის მიერ
შემუშავებული კლასიკური განპირობების თეორია ეფუძნება ექსპერიმენტებს, რომლებიც ტარდებოდა ძაღლებზე.
სკინერის ოპერანტული თეორია ეფუძნებოდა მტრედებზე და ვირთხებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს.
კონსულტაციის თეორიის განვითარება ასევე დაფუძნებულია კონსულტაციურ ინტერვიუზე ან კლინიკურ კვლევაზე.
კონსულტანტ-თეორეტიკოსი აყალიბებს ჰიპოთეზას კონსულტაციის პროცესში. ზოგი მათგანი ძირითადად
ახორციელებს ფორმალურ კვლევას კლიენტის ინტერვიუზე დაყრდნობით, ზოგი მათგანი კი კვლევის მთავარ
საკითხებს თვითონ იმუშავებს. ერთი მხრივ, ისეთი მიდგომები, როგორიცაა კოგნიტური, რაციონალურ-ემოციური,
პიროვნებაზე ორიენტირებული და ბიჰევიორალური კონსულტაცია მეტი ინტერესით შეისწავლება. მეორე მხრივ,
ისეთი მიდგომები, როგორიცაა ანალიზი, გეშტალტ-თერაპია, ეგზისტენციალური კონსულტაცია ნაკლები
ინტენსიურობით ისწავლება კონსულტაცია.

სხვა თეორეტიკოსები.
თეორეტიკოსები გავლენას ახდენენ სხვა თეორეტიკოსების როგორც ცხოვრებაზე, ასევე საქმიანობაზე. მაგალითად,
ფსიქოანალიზის გავლენით განვითარდა ეგზისტენციალური კონსულტაციის ვერსიები, ბერნის ანალიზი, პერლსის
გეშტალტ-კონსულტაცია. ბეკი მიიჩნევს, რომ კოგნიტური თეორიის ,,დადგენილი’’ ელემენტები მოპოვებულია სხვა
თეორიებისგან.

სხვა დისციპლინები.
კონსულტაციის თეორიის განვითარებაზე, გარდა ფსიქოლოგიისა, გავლენა იქონიეს სხვა დისციპლინებმა.
მაგალითად, ფროიდი აღიარებს მედიცინის გავლენას. ელისი განიცდიდა ფილოსოფიის გავლენას. ფრანკლის
ლოგოთერაპიას კი ეტყობა თეოლოგიის გავლენა. არსებობს სხვა დისციპლინებიც, რომლებმაც გავლენა იქონიეს
კონსულტაციის თეორიებზე. ესენია: სოციოლოგია, ანთროპოლოგია, პოლიტოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია.

9
კონსულტაციის თეორიის შეზღუდვები
ყველა კონსულტაციის თეორიაში უნდა იყოს გათვალისწინებული თავდაცვის ზომები. ეს თეორიები შეიძლება
გამოყენებული იქნას როგორც სასიკეთოდ, ისე საზიანოდ. აი, რამოდენიმე ნაკლი კონსულტაციის თეორიისა:
1. შეზღუდვების თვალსაზრისით ბევრ კონსულტაციის თეორიას აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ისინი სიმართლეს
მხოლოდ ნაწილობრივ ასახავენ და არა - მთლიანად. მაგალითად, როჯერსი უპირატესობას ანიჭებდა ზედმეტ
განზოგადებას. იგი კლიენტის მთელი პრობლემების წყაროს ერთ რამეში ხედავდა, კერძოდ, იმაში რომ,
კლიენტები არ იყენებენ თავიანთ “განვითარების ტენდენციებს”. როჯერსი თვლიდა, რომ დახმარებითი
ერთიერთობების ჩამოყალიბება საჭიროა ნებისმიერ სიტუაციაში. ტრადიციული ბიჰევიორისტები საკმარის
დროს არ უთმობენ ფიქრებს და გრძნობებს. ელისი ყურადღებას ამახვილებს ირაციონალურ რწმენაზე და
ნაკლებ ყურადღებას უთმობს აზროვნების სხვა ასპექტებს, მაგალითად, ზუსტ აღქმას ან შინაგანი გრძნობის
გამოყენებას. ფროიდი აქცენტს აკეთებს არაცნობიერზე სიზმრის ანალიზისას, მაგრამ ცოტას ლაპარაკობს ქცევის
გარკვეული ეფექტური მოდელების შემუშავებაზე, რომელიც საჭიროა ყოველდღიური პრობლემების
გადასაჭრელად.

2. კონსულტანტის სისასტიკე - თეორიის ერთ-ერთი ფუნქცია მდგომარეობს, დაეხმაროს კონსულტანტებს,


რომლებსაც ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავდაჯერებულობაში. კონსულტანტების დავდაჯერებულობა
კლიენტებსაც გადაეცემათ. ამასთან, ზედმეტი ნდობა შეიძლება არა გონივრული იყოს. ბევრი კონსულტანტი,
რომელიც დარწმუნებულია თავისი შეხედულებების სინამდვილეში, შემდეგში კლიენტები თავად ხდებიან.
ტენდენცია, კონსულტანტების მიერ სისასტიკის გამოვლინებისა, იზრდება თეორიული სკოლების
განვითარებასთან ერთად. ასეთი სკოლების დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეუძლიათ ხელი
შეუწყონ სასარგებლო კვლევებსა და სწავლებებს. მაგრამ, არის საშიშროებაც, რომ კონსულტაციის სკოლები
შეიძლება გადაიქცეს პრესტიჟულ სისტემებად. უპირატესობა ენიჭება მათ, რომელნიც მკაცრად მისდევენ წესებს,
ვიდრე, მათ ვინც დაინტერესებულია გააფართოვოს თეორიული მსოფლმხედველობა. განსხვავებული ენები,
რომლებითაც სარგებლობენ თეორიული სკოლები, შეუძლიათ დაფარონ მათ შორის მსგავსება. გარდა ამისა,
ენათა შორის განსხვავების დროს ურთიერთობა მყარდება მხოლოდ მათ შორის, ვინც ეს ენა იცის.

3. არაეთიკური ბიზნეს ოპერაციები - ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თეორიული სკოლების განვითარებამ შეიძლება
წარმოშვას კონსულტაციური მომსახურების დროს ეთიკის არ არსებობა. ზოგიერთ მათგანს ეკარგება სურვილი,
შესთავაზოს სრულყოფოლი ფსიქოლოგიური მომსახურება. მთელი რიგი პრაქტიკანტი კონსუნლტანტები,
რომელთაც აქვთ გარკვეული მომზადება, ვაჭრობენ თეორიული მიდგომებით, ფულის მოღების მიზნით.
საზოგადოება მოითხოვს ასეთი ქმედებებისგან დაცვას. ხშირად ძნელია, იმის დამტკიცება, რომ ადგილი აქვს
დარღვევას, ან ბორიტად გამოყენებას და ძნელია მათი აღმოფხვრა.

4. კლიენტებისთვის “ძალის გამოცლა” - პრაქტიკაში, რამოდენიმე თეორიის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს


კლიენტებში პათოლოგია, რადგან ამ თეორიებში აქცენტი გაკეთებულია ცუდზე და არა - კარგზე. გარდა ამისა,
შეიძლება კლიენტის პრობლემები შეიძლება წარმოვიდგინოთ ისე, რომ ისინი მოგვეჩვენება უფრო
სერიოზულად, ვიდრე სინამდვილეში არის. მაგალითად, ფსიქოანალიტიკოსები ხშირად ფიქრობენ, რომ
10
არაეფექტური ქცევის სიმპტომები უფრო ღრმა კონფლიქტების საფუძველია. თეორიის ენის დახმარებით
შეიძლება შეიქმნას ძალთა დისბალანსი კლიენტსა და კონსულტანტს შორის. კლიენტი, რომელსაც არ შეუძლია
ზუსტად ჩამოაყალიბოს, თუ რაზე უნდა იფიქროს, ან რა გააკეთოს პრობლემასთან შეჯახებისას, კონსულტაციის
დამთავრების შემდეგ, ნაკლებად შეძლებს, შეინარჩუნოს საკუთარი შედეგი, ვიდრე ის, ვინც ადეკვატურად
იმოქმედებს.

5. სტატუს-კვოს შენარჩუნება - კონსულტაციის თეორიები შეიძლება შეიცავდეს ბევრ დაუზუსტებელ ფაქტს


იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და რა არის მათი ქმედების მიზეზი. შეიძლება,
ბევრ კონსულტაციის თეორიაში არასაკმარსი ყურადღება ეთმობა კროს-კულტურულ სხვაობას. კონსულტანტ-
თეორიტიკოსები თავიანთ იდეებს წარმოაჩენენ, როგორც უნივერსალურ-კულტურულს, უფრო ზუსტად კი
კულტურულ-სპეციფიკურად, ვიდრე ისინი სინამდვილეშია. გარდა ამისა, თეორიტიკოსები ძირითადად
განიხილავენ ცალკეულ პიროვნებებს, წყვილებს და ოჯახებს, და ყურადღებას არ აქცევენ სოციალურ ფაქტორს
ან ვერ აფასებენ მათ მნიშვნელობას იმის ახსნისას, თუ რატომ იქცევიან ადამიანები არა-ადეკვატურად.
კონსულტაციის თეორიების უმეტესობაში ნაკლები ყურადღება ეთმობა სექსუალობას. გარდა ამისა,
კონსულტანტ-თეორიტიკოსების უმრავლესობა აღიარებს მხოლოდ ჰეტეროსექსუალობას და საერთოდ
ყურადღებას არ აქცევენ ლგტბ ადამიანების მოთხოვნილებებს.

როგორ შევისწავლოთ კონსულტაციის თეორიები


ყველა, ვინც დაკავებულია კონსულტაციით, გარკვეულ შემთხვევაში წარმოადგენს კონსულტანტ-თეორიტიკოსს.
როგორ შეიძლება გახდე კარგი კონსულტანტ-თეორიტიკოსი და ამასთან, ეფექტურად იმუშაო კონსულტანტად? აი,
რამოდენიმე წინადადება.
იმუშავეთ ამ წიგნით. მართალია, ეს წიგნი დაფუძნებულია კონსულტაციის თეორიის მთავარი ფუძემდებლების
ნაშრომებისგან, მაგრამ იგი არის მეორადი წყარო. იმისთვის, რომ ზედმიწევნით შეისწავლოთ ნებისმიერი თეორია,
აუცილებელია დაწვრილებით შეისწავლოთ მისი მთავარი კონცეფციები. საკმარისი არ არის მხოლოდ მათი კითხვა.
თქვენ უნდა აქტიურად იმუშაოთ და შეეცადოთ გაიგოთ და დაიმახსოვროთ მთავარი.
გამოსცადე თეორიები საკუთარ თავზე. სხვადასხა თეორიების საკუთარ თავზე გამოცდა ერთ-ერთი საუკეთესო
საშუალებაა მათი უკეთ შესწავლისთვის და თანაც, უფრო საინტერესოა. თქვენ ასევე შეგიძლიათ, შეადაროთ და
დაუპირისპიროთ სხვადასხვა თეოირები ერთმანეთს და შეეცადოთ, შეაფასოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.
თეორიის შესწავლის კიდევ ერთი საშუალებაა, შეეცადოთ, თქვენ თვითონ შეიმუშავოთ საკუთარი თეორიული
პოზიცია.
წაიკითხეთ პირველადი წყარო. პირველადი წყარო, ეს არის წიგნი ან სტატია, რომელიც დაწერილია თავად
თეორიტიკოსის მიერ. უნდა აღინიშნის, რომ პირველადი წყაროს კითხვას არაფერი შეედრება. უფრო ღრმად
ჩაწვდებით თეორიის არსს და შეგექმნებათ უფრო ობიექტური აზრი.
კონსულტაციის თეორიისა და პრაქტიკის შესწავლა ეფექტურია დახმარებისთვის, განსაუთრებით კვალიფიკაციურ
სფეროში. მაგალითად: შენ შეგიძლია ძირფესვიანად შეისწავლო რომელიმე მიდგომა, შემდგენ გაიფართოვო
ცნობიერების სფერო და დადო დახმარების პირობა, როგორც გამოცდილმა თეორეტიკოსმა.

11
გამოყენებული ლიტერატურა:

Нельсон-Джоунс Р. Теория и практика консультирования (I თავი)

ტექსტის თარგმანზე და რედაქტირებაზე მუშაობდნენ:


1. ოქრუაშვილი მარი

2. ცუხიშვილი გვანცა

3. თევდორაშვილი დავით

საკონტაქტო ინფორმაცია: info@davit.ge

12

You might also like