You are on page 1of 3

ივანე მრისხანეს დაკარგული ბიბლიოთეკა

დაკარგულ ბიბლიოთეკაზე ფიქრი ადამიანში დიდ ცნობისმოყვარეობას აღვიძებს,


რამდენი ცოდნა შეიძლება იყოს დაკარგული. ამიტომაც დიდად გასაკვირი არაა, რომ
არსებობენ ადამიანები, რომლებაც მთელი თავიანთ ცხოვრება მოუხელთებელი
ბიბლიოთეკების ძიებას შეალიეს. ერთ-ერთი ასეთი ზღაპრული ბიბლიოთეკაა
რუსეთის პირველი „ცარის“, ივანე IV ვასილის ძის, რომელიც უფრო ცნობილია,
როგორც ივანე მრისხანე.

ივანე მრისხანეს ბიბლიოთეკა შეიქმნა ჯერ კიდევ მისი ბაბუის, ივანე III-ის დროს.
ივანე III-ის პირველი ცოლის, მარიამის გარდაცვალების შემდეგ, 1467 წელს პაპმა
პავლე II-მ მეფეს ურჩია სოფია პალეოლოგზე დაქორწინებულიყო, ბიზანტიის ბოლო
იმპერატორის ძმისშვილზე. ამით რუსეთი რომის იმპერიის ათასწლოვან წარსულს
დაუკავშირდებოდა. 1472 წელს ივანე და სოფია დაქორწინდნენ და მოსკოვში მის
ჩამოსვლა წიგნების კოლექციაც მოჰყვა. მათში შედიოდა ის წიგნები, რომელთა
გადარჩენაც შეძლეს თურქებისგან კონსტანტინოპოლის დაცემისას 1453 წელს, ასევე
რამდენიმე მანუსკრიპტი ალექსანდრიის უძველესი ბიბლიოთეკიდან.

ივანე მრისხანეც აგროვებდა წიგნებს და ბაბუამისის ბიბლიოთეკას ბევრი შემატა.


ითვლება, რომ მის ბიბიოთეკაში შედიოდა ბერძნული, ლათინური, ებრაული,
ეგვიბტური (სავარაუდოდ ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან), ძველი ჩინური და მის
დროს დაწერილი წიგნები.

გადმოცემის მიხედვით, ივანე მრისხანე შეუფასებელ ნაწერებს მოსკოვის კრემლის


სარდაფში ინახავდა ხანძრის შიშით, რომელიც ხშირი იყო იმ დროინდელ ქალაქში.
თუმცა, ეს წიგნები იქ არ იყო, რომ უბრალოდ მტვერი უბრალოდ დასდებოდა. ივანემ
ისინი რუსულად გადათარგმნა. ერთი ლეგენდის მიხედვით სწავლულებმა უარი
თქვეს გაეგრძელებინათ თარგმნა, რადგან ეშინოდათ მეფე, ზოგი „შავი მაგიიდან“
მიღებულ ცოდნას ხალხის ტერორიზებისთვის გამოიყენებდა.

რუსეთის მეფის გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკა გაუჩინარდა. ზოგი მიიჩნევს,


რომ ის ხანძარმა გაანადგურა. სხვა ვარაუდების მიხედვით ივანემ ბიბლიოთეკა
გადამალა და დაწყევლა, რომ ყველა ვინც მის ძიებას შეეცდება მუდამ დაკარგავდა
კვალს.

მიუხედავად ამისა, განძის მაძიებლები დღემდე ეძებენ მას, საუკუნეების


განმავლობაში მრავალმა ცადა მისი პოვნა. მაძიებლებს შორის არიან პეტრე დიდი და
ვატიკანის წარმომადგენელი ბორის გუდუნოვის მართველობისას, მაგრამ ვერც
ერთმა მიაღწია მიზანს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსმა არქეოლოგმა იგნატიუს სტელცკიმ მთელი
სიცოცხლე ბიბლიოთეკის ძიებას შეალია.სხვადასხვა საუკუნეების კრემლის რუკების
გამოყენებით ივარაუდა სად შეიძლებოდა ყოფილიყო ბიბლიოთეკა. 1929 წელს
საბჭოთა კავშირმა მას გათხრების უფლება მისცა. გათხრები 1933 წელს დაიწყო,
მაგრამ სერგეი კიროვის სიკვდილის შემდეგ მეორე წელს იგნატიუს ძიება აეკრძალა.
მეორე მსოფლიო ომმა კიდევ უფრო შეაფერხა ძიება. მართალია სტელცკი ომის
დასრულების შემდეგ აპირებდა საქმიანობის გაგრძელებას, მაგრამ 1949 წელს ცუდი
ჯანმრთელობის გამო გარდაიცვალა.

ძიების მცდელობა 1990-იან წლებშიც გრძელდებოდა. ზოგმა ივარაუდა, რომ ივანე


მრისხანეს ბიბლიოთეკა კრემლის მოშორებით ყოფილიყო, რადგან ზოგის აზრით
ბიბლიოთეკა სხვა ადგილას გადაიტანეს, როგორიცა სერგეიე პოსადი, ალექსანდროვი
და სოფელი დიაკოვო კოლომენსოიას ახლოს.

ჯერ-ჯერობით უცნობია იპოვიან თუ არა როდისმე ივანე მრისხანეს ბიბლიოთეკას.


თუნდაც ბიბლიოთეკის ადგილი დაადგინონ, მცირეა შანსი, რომ წიგნები
შემორჩენილიყო. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს ყოველთვის იქნებიან ადამიანები,
რომელნიც შეეცდებიან მოუხელთებელი ბიბლიოთეკის ძიებას.

You might also like