You are on page 1of 2

მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურა ძირითადად იყოფა 4 პერიოდად: 1 -1900-1910-იანი

წლებია,1921 წლის თებერვლის ტრაგედიით სრულდება. 2- 1921-1932 წლებია. 3- 1932-1950


წლები. 4 – 1950- იანი წლებიდან 1990- წლამდე.

1900-1910 იანი წლები ქართულ ლიტერატურაში ახალი სტადიის საწყისი ეტაპია, კერძოდ, ამ
პერიოდში სამწერლობო ასპარეზიდან მიდიან მიყოლებით : ლია,აკაკი,იაკობი. 1915 წელს
ვაჟაც. მათი გარდაცვალებით დაცარიელდა ერის სულიერი ცხოვრება.

ქართული მწერლობა შემოქმედებითი განახლების ახალ ეტაპს მოითხოვდა და სწორედ მაშინ


დაიწყო ევროპეიზაციის პროცესი. 10-იანი წლების ყველაზე დიად პოეტად გალაქტიონ
ტაბიძე გვევლინება , მან შექმნა 1914 და 1919 წლებშ არნახული წიგნები და სიმაღლეზე
აიყვანა ქართული ლექსი, ვფიქრობ განსაკუთრებულია მისი მეორე წიგნი - „ არტისტული
ყვავილები“ , რომელიც ახალ პოეტურ ერას ამკვიდრებს ქართულ ლიტერატურაში.

აღსანიშნავია რომ ქართული ლიტარატურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს


„ცისფერყანწელებმა“ - : ტიციანმა,პაოლომ, ვალერიან გაფრინდაშვილმა, ლეონიძემ, კოლაუ
ნადირაძემ, და სხვებმა. მათ უდიდესი წვლილი ის არის, რომ ეროვნული პოეტური
ტრადიციები განაახლეს და ევროპეიზაციას შეუწყვეს ხელი. 1916 წელს შეიქმნა
ცისფერყანწელთა დასი , მათ შექმენს პაოლო იაშვილის რედაქტორობით ჯურნალი :
ცისფერი ყანწები“. მათ ასევე შექმენს მრავალი ჟურნალ-გაზეთი , სადაც ქართული
ლიტერატურის ევროპულთან დაკავშირებას შეეწყო ხელი. ეს ჯგუფი არსებობდა 1932
წლამდე.

მნიშვნელოვანია 1905 წლის რევოლუციაც. ჟანრობრივი თვალსაზრისით განვითარდა


ქართული ლიტერატურა, მყარი ლიტერატურული საფუძელი შეიქმნა პროზაში, რომანში და
სხვ. ფართოდ დამკვიდრდა ეტიუდები, ესკიზი, მინიატურა, ნოველა( შ.არაგვისპირელი,
ჭ.ლომთათიძე, ვ.ბარნოვი და სხვ.) პოეზიაშიც არსებითი ცვლილებებია, ჩნდება სონეტი,
ტრიოლეტი, ვერლიბრი. ახალი პერსპექტივები იკვეთება დრამატურგიაშიც.

ასევე, მნიშვნელოვანია 1917 წლის რევოლუცია , 1918 წლის 26 აისი კი ოცნების ახდენის
თარიღია , ეს არის ისტორიის გარდამტეხი ნაბიჯი, საქართველო ეზიარა თავისუფლებას.
ნათლად გამოხატავენ ტაბიძე, ლორთქიფანიძე, ჯავახიშვილი, ლეონიძე და სხვანი ეროვნულ
სულისკვეთებას, აქ შეიძ₾ება გამოვარჩიოთ გალაქტიონის „ დროშები ჩქარა“. 1918-21 წლებშ
ქართულმა მწერლობამ კიდევ უფრო გააღრმავა კავშირი მსოფლიოსთან.

ვასილ ბარნოვი

ვასილ ბარნოვის შემოქმედებითი ბიოგრაფია მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან


იწყება,კერძოდ მისი პირველი ნაწარმოებით „სურათები“ , რომელიც გაზეთ დროებაში
გამოქვეყნდა. ამის შემდგომ ბარნოვი ქმნის ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც თემატიკითაც და
მხატვრული წარმოსახვის სპეციფიკითაც ახალ მოვლენას წარმოადგენს მეოცე საუკუნის
ქართულ ლიტერატურაში. ვასილ ბარნოვი ყველაზე დიდ ენერგიას თავის რომანებში
დებდა , იგი ერთდროულად აცოცხლებს თავის რომანებში წარმართული ეპოქიდან თავისი
დროის ეპოქამდე არსებულ ისტორიულ ფაქტებს. მისი ნაწარმოებები მხატვრულ-
შემოქმედებითი და მეცნიერული თვალსაზრისითაც ძალიან ფასეულია, რადგან ვასილი
დიდად განათლებული პიროვნება იყო.
ბარნოვი დაიბადა 1857 წელს ქვმო ქართლის სოფელ კოდაში. მაამა- ზაქარია მღვდელი იყო,
დედა დიასახლისი. მშობლებს ბარნოვისთვის ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე
შეუსწავლებიათ ქართული და რუსული წერა- კითხვა. 8 წლის ვასილი თბილისის
სასულიერო სასწავლებელშ შეიყვანეს, შემდგომ სწვალას სასულიერო სემინარიაში განაგრძო ,
რომელიც 1877 წელს დაამთავრა, იგი ერთი წელი იქვე მუშაობდა ზედამხედველად, 1878
წელს კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილაბეში. ამის
შემდგომ იგი სამშობლოშ დაბრუნდა და თავისი ცხოვრების ძირითად სპეციალობად
მასწავლებლობა არირჩა. 1934 წელს გარდაიცვალა იგი და დაასფლავებულია მწერლათა და
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ვასილ ბარნოვი ძირითადად წერს
სიყვარულზე, ღალატზე, ერთგულებაზე, პატრიოტიზმსა და ა.შ.

ნაწარმოებები:

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6903/1/Barnovi_%20VI_%20tomi.pdf

განასკვილი სიმი - 61გვ- 77.

სარო მეტყველი - 108 - 112

http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=12381 ფარჩის სახლი

http://library.accept.ge/?id=72 ყვავილებში

http://library.accept.ge/?id=70 ტკბილი დუდუკი.

You might also like