You are on page 1of 8

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაქულტეტი:ბიზნესისა და სოციალურ
მეცნიერებათა
მაინორი:ურთიერთობის ფსიქოლოგია
მე-3 კურსი
პრეზენტატორები:
დარეჯან ლიპარტელიანი
ხათუნა აქუბარდია
ლექტორი:ირმა შომახია
თემა:ცრურწმენები
გეგმა
1.სოციალური ცრურწმენები
2.ცრურწმენების თავისებურება
3.ეთნიკური ცრურწმენები
4.სქესობრივი ცრურწმენები
5.ცრურწმენების შემეცნებითი მიზეზები
გამოყენებული ლიტერატურა:
1.დავით ჩარკვიანი-ექსპერიმენტული სოციალური
ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბილისი 2004
2.

სოციალური ცრურწმენების შინაარსი და ფორმები, მათი დინამიკის თავისებურებაა,


ადამიანის ურთიერთობის წარმართვაში მათი ფუნქციის, მასობრივ ცნობიერებაზე
მათი მძლავრი ზემოქმედების შესწავლა სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე
მკვლევარების წარსულში და ამჟამადაც დიდ ინტერესს იწვევს.

მკვლევარების ამგვარი ინტერესი სავსებით გამართლებულია, რადგან რადგანაც


ადამიანთა ურთიერთობის ნებისმიერ დონეზე იქნება ეს ინდივიდუალური,
ჯგუფური სახელმწიფოებრივი და ა.შ, მისი ფუნქციონირების თავისებურებათა
გათვალისწინების გარეშე თვით ამ ურთიერთობის მიმდინარე კანონზომიერება
გაუგებარი და აუხსნელი რჩება.

ცრურწმენა არის ფიქსირებული სოციალური განწყობის ერთ-ერთი სახე,იგი არის


წინასწარდასწავლილი დამოკიდებულება სამიზნე ობიექტის მიმართ, რომელიც
ურყოფით ემოციურ, იქნება ეს ანტიპათია თუ შიში, კოგნიტურ და ქცევით
კომპონენტებს მოიცავს. თავისი არსით ცრურწმენა მცდარი და ირაციონალურია.

ცრურწმენა შეიძლება იყოს იმპლიციტური ანუ ამ შემთხვევაში არაცნობიერი


იგულისხმება, ან ექსპლიციტური ანუ ცნობიერი.
ცრურწმენებით სამიზნე ჯგუფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და
ქცევითი განზრახვების გამართლება ხდება. ცრურწმენა სოციალურად საზიანო და
სახიფათო მოვლენაა. ცრურწმენების მგლითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ყველაზე
მკაფიო და არაადამიანური მაგალითი ნაცისტების მიერ ებრაელებისა და სხვა
ჯგუფების დევნა, შევიწროება და ფიზიკური განადგურება.

ცრურწმენას საფუძვლად სოციალური კატეგორიზაციის ფენომენი უდევს. რაც


შეეხება სოციალურ კატეგორიზაციას, იგი არის პროცესი, რომელსაც ადამიანები
იყენებენ, რათა მოახდინონ სოციალური გარემოს ორგანიზება და ასევე
კლასიფიცირება „მეს“ და „სხვას“ შორის, ისევე როგორც „სხვებს“ და „ჩვენს“ შორის.

სწორედ ამგვარი დაპირისპირება სამყაროს ორად ჰყოფს- შიდა ჯგუფად და გარე


ჯგუფად. შედეგად შიდა ჯგუფის მიმართ ყალიბდება ერთგვარი პოზიტიური,
შიდაჯგუფური მიკერძოება. ჯგუფს, რომლისადმიც ინდივიდს მიკუთვნებულობის
განცდა აქვს, გაცილებით დადებითად აფასებს ვიდრე გარე ჯგუფს. გარდა ამისა გარე
ჯგუფის მიმართ ძალიან ადვილად ყალიბდება ტენდენციურობა და სტერეოტიპული
შეფასების პატერნები.

ცრურწმენები კარგ წინაპირობას წარმოადგენენ ისეთი დისკრიმინაციული ქცევების


განსახორციელებლად როგორიც არის, მაგალითად, კანის ფერის ან ეთნიკური
წარმომავლობის მიხედვით ადამიანის უარყოფითად გამორჩევა-რასიზმი ან
სექსიზმი, სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, ჰომოჰობია, რომელიც სექსუალური
ორიენტაციის გამო, გამოარჩევს ჰომოსექსუალ ადამიანებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ სოციალური კატეგორიზაცია „ჩვენ“ და „სხვებად“


კლასიფიცირების ტენდენცია მწვავდება მაშინ, როდესაც აღიქმება, რომ რესურსები
ცოტაა და შესაძლოა მხოლოდ ერთ ჯგუფზე გადანაწილდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანისათვის დამახასიათებელი ყველა სისუსტიდან არც


ერთს არ გააჩნია ისეთი დამანგრეველი ძალა, როგორიც ადამიანის ღირსებასა და
სოციალური ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინასწარ სემქნილ ცრურწმენბეს.

ცრურწმენების არსებობა იმის მანიშნებელია, რომ დამახინჯებულია სოციალური


რეალობა, ადამიანების გონებაში შექმნილი სიტუაცია, რომელსაც შეუძლია
დაამციროს და გაანადგუროს სხვა ადამიანების ცხოვრება.

ცრურწმენა(prejudice) მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს რომელშიც შეიძლება


შედიოდეს არმოწონება, შიში და ა.შ.

ერთ-ერთი სამწუხარო ჭეშმარიტება, რომელიც ცრურწმენების შესწავლამ


გამოავლინა, ის სიმარტივეა, რომლითაც ადამიანები შეიძლება უარყოფითად
განეწყონ უცხო ადამიანებისადმი.
სოციალური ფსიქოლოგია ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს უთმობს
ცრურწმენების შესწავლას, ვინაიდან ცდილობს, გაიგოს მათი სირთულე, სიმყარის
მიზეზები და შეიმუშაოს მათი შეცვლისა და დაძლევის სტრატეგიები.

ცრურწმენებთან დაკავშირებული სავალალო რეალობა ისაა, რომ ძაალზე


მინიმალური მანიშნებელიც კი საკმარისია მავნე ტენდენციების
ჩამოყალიბებისათვის. კვლევებმა ცხადყო, რომ სოციალური კატეგორიზაცია
სწრაფად კრავს უცხო ადამიანებს მჭიდროდ შეკავშირებულ ჯგუფებად, რომლებიც
შიდა ჯგუფების წევრებს უფრო პოზიტიურად აღიქვამენ ვიდრე გარე ჯგუფების
წევრებს.

სტერეოტიპები ზღუდავენ ადამიანის მიერ „რეალობის“ განცდას.

შერიფის ექსპერიმენტმა დაგვანახა, რომ ცრურწმენები შეიძლება შემცირდეს იმ


პროგრამებით, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო მიზნების მიღწევას.

ასაწყობი სურათების მეთოდი ამას საკლასო ოთახში აკეთებს. კვლევები აჩვენებნ,


რომ განსხვავებული ჯგუფების წევრთა რაოდენობა ცრურწმენების შემცირებას
იწვევს. ვინაიდან და რადგანაც ვახსენეთ მუზაფერ შერიფის ექსპერიმენტი
განვიხხილოთ თუ რაში მდგომარეობდა ამ ექსპერიმენტის არსი.

სოციალურ ფსიქოლოგიასი ერთ-ერთმა კლასიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „ჩვენ“


ჯგუფის დაპირისპირებამ „ისინი“ ჯგუფთან, შესაძლოა, სერიოზულ მტრობამდე
მიგვიყვანოს.

1954 წლის ზაფხულში მუზაფერ შერიფმა და და მისმა კოლეგებმა ორ ჯგუფად


დაყოფილი ბიჭები ოკლაჰომის შტატის სახელმწიფო პარკში წაიყვანეს. ჯგუფებს
პირობითად „არწივები“ და „ჩხაკუნები“ უწოდეს. თითოეული ჯგუფი თვითონ
უვლიდა თავის თავს და ერთი კვირის განმავლობაში არაფერი არ იცოდნენ მეორე
ჯგუფის არსებობის შესახებ. ჯგუფებმა ერთმანეთი ბეისბოლში, ფეხბურთსა და
ბაგირის გადაწევაში შეჯიბრების დროს გაიცნეს. ასეთ დასაწყისს ორ ჯგუფს შორის
გამძვინვარებული მეტოქეობა მოჰყვა. დაწვეს ერთმანეთის ალმები, დაარბიეს და
გაძრცვეს საცხოვრებელი კოტეჯები და საკვების გამო ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს.

ექსპერიმენტატორებმა სცადეს პროპაგანდისტული ხერხი-ერთ ჯგუფს უქებდნენ


მეორეს. ამან არ გაჭრა. ამის შემდეგ შეეცადნენ ჯუგუფისთვის ისეთი გაერემო
შეექმნათ, რომემელიც გამორიცხავდა შეჯიბრს. არც ამან იმოქმედა. მტრობა მაშინაც
გრძელდებოდა, როდესაც ჯგუფები ერთად უყურებდნენ ფილმს. ბოლოს
მკვლევარებმა ერთი რამ მოიფიქრეს. მათ უნდა შეექმნათ ისეთი პრობლემები,
რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელი იქნებოდა საერთო მიზნების დასახვითა და
თანამშრომლობითინ აქტივობით. მაგალითად, მკლევარებმა შექმნეს ასეთი
სიუტუაცია, რომ ბიჭებს ხრამიდან ტვირთი ამოეთრიათ.

საერთო ამოცანის წყალობით მტრობა გაქრა და ფაქტობრივად, ისინი საუკეთესო


მეგობრებად იქცნენ „ჯგუფის საზღვრების“ დარღვევის გარეშე.

მაშასადამე, ამ ექსპერიმენტმა დაადასტურაა კონტაქტის ჰიპოთეზა, რომ მტრულ


ჯგუფებს შორის პირდაპირი კონტაქტი ამცირებს ცრურწმენებს.

ცრურწმენების თავისებურება-ადამიანის განწყობისეული მსჯელობის


დახასიათების დროს ხშირად იმას ავღნიშნავდით, რომ მისთვის სოციალურ
სამყაროში არსებული ობიექტების, მასში მიმდინარე პროცესების, მათ შორის
არსებული კავშირების გადაჭარბებული განზოგადება და, ამავე დროს,
გადაჭარბებული გამარტივებაც არის ნიშანდობლივი.

ამგვარი სახის მსჯელობა ადამიანის სტერეოტიპული აზროვნების გამომხატველია.

რთული და მრავალფეროვანი სოციალური გარემოს მახასიათებელთა გამარტივების


ხარჯზე ადამიანის აზროვნების „ეკონომიკასთან“ გვაქვს საქმე, რას ეს მას ხშირ
შემთხვევაში ძალიან ძვირადაც კი უჯდება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში განზოგადებული იარლიყების გამოყენება ჩვეულებრივი


რამ გახლავთ. მაგალითისათვის მოვიყვანოთ ისეთი გამონათქვამები როგორიცაა
მაგალითად „ზანგები ზარმაცები“, „რუსები ლოთები“, „გერმანელები ცივები“,
„გლეხები ძუნწები“, „ხელოსნები მატყუარები“ და ა.შ. ამგვარი იარლიყები გახლავთ
სუბიექტის ან ჯგუფის სტერეოტიპული აზროვნების ნიმუშები.

როგორც ვხედავთ, ამ გამონათქვამებში მსჯელობის ობიექტის მიმართ უარყოფითი


შეფასებითი დამოკიდებულებებია გამოვლენილი. რასაკვირველია, ამავე ობიექტების
მიმართ დადებითი ზედსართვი სახელების გამოყენებით გამოთქმები პოზიტიურ
შეფასებით ვერბალიზებულ დამოკიდებულებებს გამოამჟღავნებენ.

ცრურწმენას რაც შეეხება, მას მკვლევართა უმრავლესობა გარკვეული ჯგუფის და


მისი ცალკეული წევრის მიმართ უსაფუძვლო უარყოფით დამოკიდებულებებად
განიხილავს. ცრურწმენა ნათლად განსხვავებული ჯგუფის მიმართ ვლინდება.
ადამიანში ცრურწმენა კომკრეტული ჯგუფის მიმართ ამ ჯგუფის შესახებ
დამახინჯებული და არასრული ინფორმაციის საფუძველზე ყალიბდება. ცრურწნმენა
სოციალური ობიექტის მიმართ უარყოფით განწყობად, ხოლო დისკრიმინაცია ამავე4
ობიექტისადმი ნეგატიურ ქცევად განიხილება.

ცრურწმენის არსი ადვილად გასაგები ამ მოვლენის მეცნიერული შესწავლის ერთ-


ერთმა ფუძემდებელმა გ.ოლპოტრმა ორი ადამიანის შემდეგი დიალოგით გახადა:

X-ი: ებრაელებთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ისინი მხოლოდ


საკუთარი ჯგუფის წევრებზე ფიქრობენ.

Y-ი: მაგრამ როგორც ნებაყოფლობით შეწირულობათა ადგილობრივი ფონდის


მოხსენებიდან გამომდინარეობს, იმავე ადგილობრივი თვითმმართველობის
საჭიროებისათვის მათ მეტი ნებაყოფლობითი შეწირულობეი აქვთ, ვიდრე
ებრაელებს.

X-ი: ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ მათთვის პოპულარობის ყიდვა და


ქრისტიანების ყოველგვარ საქმეში „ხელების ფათური“ არის მთვარი. ისინი ფულის
გარდა არაფერზე არ ფიქრობენ! ბანკირებს შორის ამდენი ებრაელი სწორედ ამიტომ
არის.

Y-ი: ახლახან ჩატარებულ გამოკვლევებში კი ნათქვამია, რომ საბანკო ბიზნესში


ებრაელების პროცენტი უმნიშვნელოა, ის არაებრაელების პროცენტხე
მნიშვნელოვნად ნაკლებია.

X-ი: მე სწორედ მაგას ვამბობ-მათ რესპექტაბელური ბიზნესით დაკავება არ სურთ;


თუ კი ისინი რამეთი დაკავებული არიან, მხოლოდ იმით, რომ კინობიზნესში
თავისთვის ფულს აკეთებენ და ღამის კლუბებს მართავენ.

ამ ორი ადამიანის დიალოგში ნათლად მჟღავნდება, რომ X-ს ებრაელების მიმართ


მძლავრი სოციალური ცრურწმენა გააჩნია, მას რაც არ უნდა დასაბაუთებული
არგუმენტები მოუყვანო, ის წინასწარაკვიატებულობის გამო, ებრაელების მიმართ
მაინც უკიდურეს ტენდენციურობას და „შეუვალობას“ გამოავლენს.

გარდა ამისა, ხაზგასასმელი შემდეგი გახლავთ: სოციალური ცრურწმენების


საფუძველზე მსჯელობა გარკვეული ჯგუფის წევრებისადმი, ადამიანებს შორის
პიროვნული განსხვავების მიუხედავად, ერთი და იგივე თვისებების მიწერას
გულისხმობს.

You might also like