You are on page 1of 1

08/10/2018

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას დმანისისა და აგარ-ტაშირის,


დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონს

დაგვლოცეთ, თქვენო მოღალყოვლადუსამღვდელოესობავ!

როგორც მოგეხსენებათ, საეკლესიო მოძღვრების თანახმად - ეპისკოპოსის გარეშე არ არსებობს ეკლესია!


ეპისკოპოსი უფლებამოსილია ეკლესიის მართვაზე, სახარებისეული სწავლებების და წმ. მამათა კანონიკური
წესების მიდევნებით.

დასანანია, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის ისტორიაში თითქმის არ მოგვეპოვება


მონოგრაფიული ხასიათის კანონიკურ-სამართლებრივი ნაშრომები. დიდი სჯულისკანონი, რუის-ურბნისის
ძეგლისწერა და სხვა ფუნდამენტური წყაროები იმ უნიკალურ მასალას წარმოადგენს, რომელიც მომავალში
საფუძვლად უნდა დაედოს ქართული კანონიკური სამართლის თანამედროვე სამეცნიერო დარგად
ჩამოყალიბებას და აკადემიური სახელმძღვანელოების შექმნას. ამ მიმართულებით დღემდე ჩატარებული
სამეცნიერო კვლევები საკითხის ოდენ ტექსტოლოგიურ და ისტორიულ-ფილოლოგიურ ანალიზს გვთავაზობენ,
რაც არ პასუხობს ეკლესიის წინაშე მდგარ გამოწვევებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიაში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სრული სიცხადით
დაგვანახა მართვისა და ადმინისტრირების სფეროში არსებული ხარვეზები და მათი კანონიკური წესებით
მოგვარების აუცილებლობა. მეტიც, ვინაიდან კანონიკური სამართალი ეკლესიის როგორც შიდა ასევე გარე
ურთიერთობების ფუნქციონირების “ლეგიტიმური ენაა“, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თანამედროვე
ქრისტიანულ სამყაროში, ეს ფაქტი დამატებით მოითხოვს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიიდან
კანონიკური სამართლის მეცნიერების განვითარებისათვის ზრუნვას და ხელშეწყობას.

ამ წერილის მიზანია გაგაცნოთ “კანონიკური სამართლის კვლევითი ცენტრის“ პროექტი - ქართული


კანონიკური სამართლის აკადემიური კვლევა-ძების შესახებ და გთხოვოთ, მხარი დაუჭიროთ პროექტის
განხორციელებას!

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება მასალათა შედარებით-


ტიპოლოგიური და სტრუქტურულ-ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით, რაც დაგვეხმარება დავადგინოთ
საკითხზე ობიექტური ჭეშმარიტება, მეცნიერული რიგორიზმით და მიუკერძოებლობის წესების დაცვით.
კვლევა ითვალისწინებს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიკურ-სამართლებრივი
ტრადიციების შედარებით მიმოხილვას, სათანადო ორიგინალური და ნათარგმნი წყაროების/დოკუმენტების
შესწავლას, ეპისტოლარული ტექსტების და საეკლესიო კრებების მასალათა კანონიკურ-სამართლებრივ
ანალიზს. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება ქართულ ენაზე მართლმადიდებლური კანონიკური
სამართლის სახელძღვანელო(ებ)ის მომზადებას. საკვლევ საკითხებზე მოეწყობა საუნივერსიტეტო-აკადემიური
განხილვები და შეიქმნება ვებ-პორტალი განახლებადი ელექტრონული რესურსებით, რომელიც უპირველესად
მოემსახურება ეკლესიის წმინდა სინოდის, როგორც - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ერთადერთი მმართველი ორგანოს ფუნქციონირების მიზნებს.

თქვენი მხარდაჭერა გაგვამხნევებს და მოგვცემს ძალას კვლავ ვემსახუროთ დედა ეკლესიას ჭეშმარიტი რწმენით
და უკეთესი მომავლის იმედით!

ღრმრა პატივისცემით და ქრისტესმიერი სიყვარულით,

ვლადიმერ ნარსია
კანონიკური სამრთლის კვლევითი ცენტრის
ხელმძღვანელი

You might also like