Professional Documents
Culture Documents
1533. 10 წლის ბავშვი (სიმაღლე 130 სმ, წონა 25 კგ) შემოვიდა კლინიკაში
ჩივილებით: ზრდის შეფერხება, წონაში მატება არ არის. აღენიშნება თავის
ტკივილი, ასევე ტკივილი ქვედა კიდურებში, მუცლის შებერილობა, კუჭის
მოქმედების გახშირება, ღებინების ეპიზოდები. ანამნეზში 6 თვის ასაკიდან
აღენიშნება მუცლის შებერილობა და მოუსვენრობა. წლინახევრიდან კი
პერიოდულად მუცლის ტკივილი, ზომაში მომატება, შებერილობა, ხშირი
ჭარბი განავლოვანი მასები, ღებინება. კოპროლოგიული კვლევისას -
სტეატორეა. ენდოსკოპიური კვლევისას გამოვლინდა სუბატროფიული
დუოდენიტი. თქვენი კლინიკური დიაგნოზი:
ა) პანკრეატიტი;
ბ) საკვების მიერი ალერგია;
*გ) ცელიაკია;
დ) გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
ე) ქოლეცისტიტი.
1946. 31 წლის ქალს აქვს ტკივილი მუცლის ზედა არეში, რაც 4 საათია
გრძელდება და ზურგში გადაეცემა. მას აქვს გულისრევა, მაგრამ ღებინება არ
ჰქონია. ის აღნიშნავს, რომ მსგავსი ეპიზოდი ქონდა სამი თვის წინ. მაშინ
ექიმისთვის არ მიუმართავს. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება,
პალპაციისას მუცელი მტკივნეულია მარჯვენა ზედა კვადრანტში. t - 36.9℃,
HR 95 წუთში, T/A 130/90 მმ. ვწ. სვ. კვირაში 20 ერთეულ ალკოჰოლს
იღებს. ჩამოთვლილთაგან რომელია შესაბამისი დიაგნოზი?
*ა) ნაღლის ბუშტის კოლიკა;
ბ) ქრონიკული პანკრეატიტი;
გ) C ჰეპატიტი;
დ) პეპტიური წყლული;
ე) თირკმლისმიერი კოლიკა.
1956. 55 წლის ქალს ერთი კვირაა აქვს მუცლის ტკივილი. გასული 5 წლის
განმავლობაში მას ჩატარებული აქვს ტოტალური აბდომინალური
ჰისტერექტომია და აპენდექტომიის ოპერაციები. გაკეთდა მუცლის რენტგენი,
რომელზეც „კლოიბერის ფიალებია“. t - 37.1℃, HR - 115 წუთში, T/A -
140/90 მმ. ვწ. სვ. ჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემებიდან რომელი
ერთი წყვილია შესაბამისი ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზის?
ა) ფაღარათი + მოგზაურობა ახლო წარსულში;
ბ) თავბრუსხვევა + მელენა;
გ) ნაწლავების მოქმედების სისუსტე + წონაში კლება;
დ) ხანგამოშვებითი შეკრულობა + რექტალური სისხლდენა;
*ე) ღებინება + რამდენიმე დღეა არ ჰქონია კუჭის მოქმედება.
1960. 72 წლის მამაკაცს აქვს ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა არში ბოლო
12 საათის განმავლობაში. აქვს გულისრევა და არ შეუძლია სიარული. t -
37.2℃, HR -100 წუთში, T/A -90/60 მმ. ვწ. სვ. მარცხენა საზარდულში
არის წარმონაქმნი, რომლის ჩასწორება ვერც ექიმმა და ვერც პაციენტმა ვერ
მოახერხა. რომელია დამატებითი ნიშანი, რომელსაც აუცილებლად უნდა
მიექცეს ყურადღება?
ა) კუჭის მოქმედება არ ქონია ბოლო 4 დღეა;
*ბ) წარმონაქმნის ჩასწორება ადრეც არ ხერხდებოდა, მაგრამ ასე
მტკივნეული არ ყოფილა;
გ) წარმონაქმნი თბილი და მტკივნეულია შეხებისას;
დ) პაციენტმა გადაიტანა 3 ლაპარატომია;
ე) ტკივილი გადაეცემა ქვემოთ სათესლე პარკში.
1970. 62 წლის მამაკაცს ორი თვეა აქვს კუჭის მოქმედება მცირე ოდენობის
სისხლით განავალში. ის არ არის დარწმუნებული შერეულია თუ არა ის
განავალთან, მაგრამ სისხლი ღია წითელი ფერისაა და ფიქრობს, რომ
თანთადათანობით მცირდება. მას ყოველთვის აწუხებს შეკრულობა, მაგრამ
რაიმე ცვლილება კუჭის მოქმედებაში ბოლო დროს არ შეუმჩნევია. აქვს
ოსტეოართრიტი და რეგულარულად იღებს დიკლოფენაკს სიმპტომების
მოსახსნელად. ოჯახურ ანამნეზში არ აქვს ნაწლავების კიბო. რომელია
ყველაზე შესაფერისი მკურნალობა?
ა) დაამატეთ 40 მგ ომეპრაზოლი პერორალურად დღეში ერთხელ;
ბ) 20 მლ რეგულარული ლაქტულოზის დაწყება პერორალურად დღეში
ორჯერ;
გ) რუტინული მიმართვა ქირურგიულ ამბულატორიულ კლინიკაში;
დ) გააკეთეთ სისხლის სრული ანალიზი და ნახეთ არის, თუ არა ანემია;
*ე) გადაუდებელი მიმართვა ამბულატორიულ ქირურგიულ კლინიკაში.