You are on page 1of 4

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და

მისი ანალიზი (ნაწ. 1)

გურჯიევი ადამიანს განიხილავს როგორც გარკვეულ მექანიზმს , მანქნას, რომელსაც არ


გააჩნია ერთი ურყევი - მე - ანუ ნებელობა , ის მთლიანად გარე თუ შინაგანი ზეგავლენების
მსხვერპლია და სიცოცხლეს ამ გამაღიზიანებლებზე მექნიკურ რეაგირებაში ატარებს.

თუნდაც ერთი შეხედვით ძლიერი ნების პიროვნებასაც, რომელმაც ბევრს მიაღწია ცხოვრებაში
ამ უნარით, ის განიხილავს მხოლოდ ცალმხრივად განვითარებულ არსებად და არა მთლიან
ურყევ ნების მქონე ინდივიდად, რადგან მისი აზრით ასეთი ადმიანიც თუ ის ცნობიერად არ
მუშაობს საკუთარ თავზე და გარკვეული არ არის იმ სისტემის კანონებში რომლის
ტყვეობაშიც ის დაბადებიდანვე მოხვდა მისი ნებისყოფა რომელიც მიმართულია ცხოვრების
გარკვეულ სეგმენტისადმი აუცულებლად დაბალანსდება სხვა სფეროებში მისი ქცევის
სრული მექანიკურობით და უნებსყოფობით.

გურჯიევი ამბობდა რომ ადამიანი ძალაინ მარტივად ხმარობს სიტყვა -მეს- და ვერ
აცნობიერებს რომ ის შედგება არა ერთი არამედ უამრავი ერთმანეთისგან დამოუკიდბელი
ემოციის და მიზნის მქონე - მე-ებისგან, რომლებიც განუწყვეტლივ იბრძვიან ერთმანეთთან
ლიდერობის მოსაპოვებლად, როდესაც გარკვეულ მომენტში ადამიანი იძახის მე -ს, ეს -მე-
მხლოდ იმ მომენტში გამარჯვებული დროებითი მართველია, რაც გარე თუ შიდა ფაქტორების
შეცვლასთან ერთად მალევე შეიძლება ჩანაცვლდეს სურულიად სხვა მეთი, ხოლო იგივე
ადამიანი არც კი მაიქცევს ამ მისი სხვა და სხვა მეების ურთიერთ გამომრიცხავ ცვლილებებს
ყურადღებას.

მას მოყავს ასეთი მაგლითი : ,, ერთ დღესაც თქვენ გადაწყვეტთ ებრძოლოთ თქვენ თავში
გვიან გაღვძების ნეგატიურ თვისებას და მიიღებთ გადაწყევეტილებას ხვალიდან დაიწყოთ
ყოველ დღე დილით ადრე ადგომა, ეს თქვენში იმ მომენტში გამარჯვებული -მეს - მიღებული
გადაწყვეტილებაა ხოლო როდესაც გათენდება დილა და თქვენ უნდა შეასრულოთ ეს
გადაწყვეტილება აღმოეჩენთ რომ იმ -მესგან- რომელმაც მიიღო გადაწყევტილება დილას
ადრე ამდგარიყო აღარაფერია დარჩენილი, ეხლა სრულიად სხვა მე გარწმუნებთ რომ გარეთ
ცივა ,ცუდი ამინდია თქვენ კი ასე თბლად ხართ, ჯობია ისევ განაგრძოთ ძილი’’

სწორედ ამ მექნიკურობის და ცნობიერების ძილისგან განთავისუფლებას შეადგენს


გურჯიევის სწავლების პრაქტიკული მხარე, ხოლო პირველი ნაბიჯი ამ ყველაფერთან არა
ბრძოლის დაწყება არამედ მისი გაცნობიერებაა.

ახლა განვიხილავთ გიორგი გურჯიევის სწავლების მთავარ ,,იარაღს’’ რაც მისი აზრით
ადამიანის ტყვეობიდან დაღწევის ერთადერთი საშუალებაა, იგი მას - თვითდაკვირვებას -
ეძახდა .

მომუშავე პრაქტიკანტი მას შემდეგ რაც გააცნობიერებს მის ამჟამინდელ ნახევარძილის


მდგომარეობას, იწყებს ხანგრძლივ და უმნიშვნელოვანეს პროცესს, რასაც შეგვიძლია
ადამიანში შინაგანი დამკვირვებლის ფორმირება ვუწოდოთ, ანუ ,,ერთი ყურადღების’’ გარდა,
რომელიც მიჩვეული იყო გარე სამყაროსთან მის ხასიათში გამჯდარი შაბლონებით
რეაგირებას, ჩნდება ,, მეორე ყურადღებაც ‘’ რომლითაც ადამიანი გარკვეული დროის
მანძილზე ახდენს მხოლოდ დაკვირვებას საკუთარ თავზე, ეს გამოიახატება დაკვირვებით
იმაზე თუ რა სიტუაციაში რა მექანიკური გრძნობა იბადება მის შინაგან სამყაროში და როგორ
რეაგირებს ის გარე სამყაროში მომხდარ მოვლენებზე 
საწყის ეტაპზე პრაქტიკანტი არ ცდილობს ძალისხმევით რაიმე შეცვლოს, არც საკუთარ
ემოციებში და არც რეაქციებში, ის უბრალოდ ახდენს ერთგვარ აღწერას იმ პროგრამების,
რითაც მისი პიროვნება გამოიხატება ამა თუ იმ სიტუაციაში. საკმარისი მასალის დაგროვების
შემდეგ , მაგალითად როდესაც ჩვენ ერთი თვის განმავლობაში შევეცდებით მაქსიმალური
ინფორმაცია დავაგროვოთ თუ როგორ მუშაობს ჩვენი მექანიკურობა , მხოლოდ შემდეგ იწყება
ამ მექანკურ გამოვლინებეთან უკომპრომისო ბრძოლა, ეს კი ხდება იმ პრაქტიკის საშუალებით
რომელსაც გურჯიევი -თვითმახსოვრობას- ეძახის.

-თვითმახსოვრობა - შემიძლია ავხსნა ასე: ახლა როდესაც მე ამ სიტყვებს ვწერ ეს


შესაძლებელია წარიმართოს ორნაირად, ან უბრალოდ ვწერო ან ამასთანავე ე.წ. ,,მეორე
ყურადღებით’’ აღვიქვა ეს პროცესი, ანუ მახსოვდეს ჩემი თავი რომ ეხლა მე ვწერ ამ ტექსტს.
ასევე როდესაც ელაპარაკებით მეორე ადამიანს, საკუთარი თავის მახსოვრობა გამოიხატება
იმაში რომ თქვენ კი არ ხართ თავდავიწყებით ჩართული ამ დიალოგში, არამედ თუ შეიძლება
ასე ითქვას ,,უკანა ფონზე’’ აღიქვავთ ამ მიმდინარე აქტივობას.

იგივე - თვითმახსოვრობის - მდგომარეობას ინარჩუნებთ როდესაც დადიხართ ქუჩაში, ანუ არ


აძლევთ თქვენ შინაგან ასოციაციებს და ფიქრებს დაგაკარგვინონ შეგრძნება თქვენი არსებობის
(თქვენს Presence -ს , собственное присутствие -ეს ) ამ სავარჯიშოს გამოყენებით, გურჯიევის
ენაზე რომ ვთქვა ადამიანში ნელ ნელა კრისტალიზდება ისეთი სუბსტანცია რომელიც ხელს
უწყობს მის შინაგან ქაოსში ისეთი ცნობიერების ფორმირებას რომელიც არ არის
დამოკიდებული გარე თუ შინაგანი სამყაროს ცვალებადობებზე , სწორედ ასე იწყებს უამარვი
ზეგავლენისგან (კოსმიური ანუ პლანეტარული, აღზრდის, ჩვებევბის ,თავს მოხვეული
იდეოლოგიებისგან და გარემოსგან ) ჩამოყალიბებული ეწ ,,პიროვნება’’ რომელსაც გურჯიევი
მანქანას ეძახის, შინაგან ალქიმურ პროცესს, რომელსაც მივყავართ - ნების- ანუ ერთი
უცვლელი -მეს - ფორმირებამდე .

ეს პროცესი გავს საკუთარი თავის კოსნტრუირებას ოღონდ ამჯერად უკვე არა ბუნების
მექანიკური ევოლუციით არამედ საკუთარი ცნობიერი ძალისხმევით. ახლა მინდა
ვილაპარაკო უფრო კონკრეტულად თუ როგორ ხდება ამგვარად მუშაობა ყოველდღიურ
ცხოვრებაში. შინაგანი დამკვირვებლის ზრდა ანუ - საკუთარი თავის მახსოვრობა ყველაზე
კარგად ჩანს კრიტიკულ ანუ ჩვენთვის უსიამოვნო სიტუაციებში, როდესაც ჩვენ
იმპულსურად, ,მექანიკურად’’ ვრეაგირებთ მათზე.
გურჯიევის აზრით სანამ ადამიანები სიკვდილის შემდეგ სულის, ანუ ცნობიერების
შენარჩუნებაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ჯერ ამ ცხოვრებაში მატრავმირებელი სიტუაციების
დროს შინაგანი დამკვირვებლის, ანუ ცნობიერების გაზრდაზე უნდა იზრუნონ. სწორედ
ამისთვის საჭიროდ თვლიდა, რომ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია მის მოსწავლეებს
შინაგან სამუშაოდ გადაექციათ. მისი აზრით, ადამიან-მანქანას ყოველთვის უნდა, რომ
აირიდოს ის, რაც აღელვებს ან მის ჩვეულ კომფორტს არღვევს. თუმცა, რადგან ეს ყალბი
სტაბილურობა მუდმივ ცვალებად სამყაროსთან წინააღმდეგობაში მოდის, სიძნელეებთან
ცნობიერ მუშაობას იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა .

ახლა განვიხილოთ ,,მანქანიდან საკუთარი თავის გამოცალკევების’’ მაგალითი, ვთქვათ თქვენ


აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ძალიან გაბრაზებთ ,სიტუაცია
ეწინააღმდეგება თქვენს მოლოდინებს და ამას გამოყავხართ წყობიდან . ეს შეიძლება
გამოიხატოს როგორც სიტუაციით ასევე თქვენს ირგვლივ არსებული კონკრეტული
ადამიანებით რომელებიც გაღიზიანებენ, მათთან ურთიერთობისას თქვენი შინაგან სამყარო
კარგავს ბალანსს , ამ დროს - საკუთარი თავის მახსოვრობა- არ ნიშნავს ამ გარე
გამაღიზიანებლ სიტუაციაზე პასიურ მოქმედებას ან ემოციების დათრგუნვას , ასეთი აღქმა
გურჯიევის სწავლების არასწორი აღქმაა. -თვითმახსოვრობა- ასეთ სიტუაციებში ნიშნავს
ცნობიერ არჩევანს იმ რეაქციისა, რომელსაც ამ მოვლენაზე მოახდენთ, ეს მეთოდი თქვენ
გაძლევთ საშუალებას გაჩნდეს გარკვეული წყვეტა მომხდარ უსიამოვნო მოვლენასა და თქვენს
რეაქციას შორის , სწორედ ამ წყვეტის დროს მიიღება არა დაპროგრამირებული არამედ -
საკუთარი ნებელობის- გადაწყვეტილება 

რაზეც ახლა ვსაუბრობთ მისი (მიუხედვად რომ შეიძლება საკმაოდ მარტივად ჟღერდეს)
ცხოვრებაში დანერგვა თავიდან ნებისმიერ პრაქტიკანტს გაუჭირდება, მდგომარეობა როდესაც
თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში შინაგანი დამკვირვებლის პოზიციიდან შეგეძლებათ ზოგჯერ
თავის შეკავება, ხოლო ზოგჯერ როგორც გურჯიევი იძახდა ისეთი პასუხის გაცემა რომ ,, ის
საკუთარმა ბებიამაც ვერ იცნოს’’ , გურჯიევის სისტემის ასე ვთქვათ ,,უმაღლესი პილოტაჟია’’.

ჩემი დაკვირვებიდან მინდა გითხრათ რომ, როდესაც თვითმახსოვრობას აპრაქტიკებ თავიდან


გექნებათ შეფერხებები კრიტიკულ სიტუაციების წარმოქმნისას ანუ გექნებათ შერგძნება, რომ
ან არაცნობიერი უნდა გახდეთ და უპასუხოდ მექანკურად, შეგექმნებათ ილუზია თითქოს
შინაგანი დამკვრვებელი გაფერხებთ სხარტად იმოქმედოთ , თუმცა მინდა გითხრათ რომ
დროთა განმავლობაში -დამკირვებლით- მიღებული გადაწყვეტილება სულ უფრო და უფრო
სწრაფი გახდება .

გურჯიევი იწყებს სულ თავიდან და გვთავაზობს შემდეგ მეთოდებს, მაგალითად : თუ


ეცდებით თვითმახსოვრობის პრაქტიკის დანერგვას თქვენს ცხოვრებაში აღმოეჩენთ, რომ ეს
საკმაო ენრგიას მოითხოვს, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახავთ, რომ თუ გადაწყვეტთ
გაისეირნოთ ქუჩაში ისე რომ ეს -მახსოვრობის გრძნობა სახლში დაბრუნებამდე
შეინარჩუნოთ, მცირე ხნის შემდეგ აღმოაჩენთ თქვენს თავს სრულიად დაკარგულს, როგორც
გარეთ მომხდარ მოვლენებსა, ასევე თქვენი ფიქრების უკონტროლო ნაკადში, ამიტომ
გურჯიევი ურჩევდა პრაქტიკანტებს თავიდანვე კი არ შეჭიდებოდნენ მთელი დღის მანძიზლე
თვითმახსოვრობით ცხოვრებას, არამედ აერჩიათ კონკრეტული მოვლენა და ხანგრძლივობა ,
რა დროსაც წინასწარი განზრახვის შესაბამისად ამაგავრ შინაგანი მუშაობის მდგომარეობაში
გაატერბდენ მათ მიერ შერჩეულ სიტუაციას .

ასეთი წინასწარ არჩეული სიტუაცია შეიძლება იყოს როგორც ერთი საათი სერინობა ,
სამარშუტო ტაქსში მგზავრობა , ან კონკრეტული ადამინის არჩევა და მასთან ყოფნის დროს
მისდა შეუმჩნევლად ამ პრაქტიკის გატარება.
თქვენს მიერ შერჩეული დროის მონაკვეთების ცნობიერი გავლა მოგცემთ შესაძლებლობას
გავარჯიშოთ ზემოთ ხსენებული ,,მეორე ყურადღება ‘’ ისე რომ ენერგია გეყოთ მის
განსახორციელებლად, ამგვარი მიდგომა მოგცემთ საშუალებას გაიგოთ ამ პრაქტიკის ,,გემო’’
ხოლო შემდგომ აღმოაჩენთ რომ თანდათან შეძლებთ უფრო გაზარდოთ თქვენი ცნობიერი
მუშაობის ხანგრძლივობა , როგორც დროის თავლსაზრისით ასევე ემოციურად რთულ
სიტუაიციების გავლით.

You might also like