You are on page 1of 1

ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „CCloan.

ge“ აქტიურად ავრცელებდა რეკლამების


სერიას, რომლებიც დისკრიმინაციული ხასიათის იყო, მათ შორის არის შემდეგი
კომერციული რეკლამაც, რომელიც „TBCTV Advertising“ კომპანიის მიერ იყო შექმნილი.

https://www.youtube.com/watch?v=9ZJKFipEMac

CCloan-ის რეკლამაში ნაჩვენებია ე.წ პანელი, სადაც დგანან სექს-მუშაკები და ქალის


ტანსაცმლით შემოსილი მამაკაცი, რომელიც შესაძლოა იყოს ტრანსგენდერი სექს-მუშაკი.
ქალთა უფლელების დამცველმა ორგანიზაციამ, „საფარი“, გავრცელებულ რეკლამას
დისკრიმინაციული უწოდა. ეს რეკლამა შეიძლება ხელს უწყობდეს , ერთი მხრივ
ტრანსგენდერი,მეორე მხრივ ფინანსურ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ
უარყოფითი წარმოდგენებისა და სტერეოტიპების აგვრცელებას. რეკლამა დასცინის
ზოგადად სექს-მუშაკებს და აძლიერებს უარყოფით შეხედულებებს ტრანსგენდერი
ადამიანების მიმართ, რომლებიც ისედაც ხშირ შემთხვევაში მრავალნაირი ჩაგვრის
მსხვერპლები არიან საკუთარი გენდერული იდენტობის, სექს-მუშაკობის და ამასთან
დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამო.

ნებისმიერი ეთიკური ხასიათის საკითხი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებასთან არის


დაკავშირებული, უნდა იყოს რეგულირებადი. არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა ამ
რეკლამის, როგორც დისკრიმინაციული და არასათანადო კომუნიკაციის საშუალებად
შეფასება.ისინი აცხადებენ : “სამწუხაროა, რომ CCloan-ი ვერ აცნობიერებს იმ ზიანს, რომელიც
დისკრიმინაციულმა რეკლამამ უკვე გამოიწვია, არ გრძნობს პასუხიმგებლობას
დისკრიმინაციული რეკლამის განთავსების გამო და ამ საკითხს არააქტუალურს უწოდებს.”

ეთიკური ხასიათის საკითხს, რომელიც ეხება ადამიანის პირადი ღირებულებების


გამოხატვას, იხილავს მაუწყებლის მიერ შექმნილი თვითრეგულირების ოგანო. საჩივარს
მოყვა გამოხმაურება დამკვეთი ორგანოს მიერ, „CC Loan“ - მა მიიღო გადაწყვეტილება და
ტოგორც კომპანიის მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენლმა თქვა:"სარეკლამო
რგოლები ბადეში უკვე აღარ არის რამდენიმე კვირაა და მათაც შეუძლიათ ამის გადამოწმება.“

რეკლამების შემქმნელები თავს იმართლებდნენ, რომ იგი ეხმაურებოდა საქართველოს


რეალობას და მომხმარებლის დასაინტერესებლად დასაშვებია ცოტათი გაზვიადებული,
თუნდაც არასასიამოვნო რეალობის ჩვენება. მიუხედავად ამისა, ეს რეკლამა მაინც იქნა
დაბლოკილი და აღარ გასულა სატელევიზიო ეთერში.

You might also like