You are on page 1of 4

ლიტერატურული ნაწარმოების ქორეოგრაფიული

გადაწყვეტა

ქორეოგრაფს სიუჟეტური ცეკვის შექმნამდე, იქამდე სანამ ცეკვას დასრლებული სახე


ექნება, გადის კონკრეტულ ეტაპებს. ეს ეტაპები რამდენიმე აუცილებელ ასპექტს
მოიცავს, რომელიმეს ამოკლების შემთხვევაში ცეკვა კომპოზიციურად გამართული
ვერ იქნება.

მინდა ყურადღება გავამახვილო კონკრეტულად იმ იტაპზე, როცა უნდა შეირჩეს


საფუძველი ქორეოგრაფიული ნომრისთვის, ეს შეიძლება იყოს რომელიმე
ცხოვრებისეული მოვლენა,რომელიც თავს გადახდა დამდგმელს და ძლიერი კვალი
დატოვა მის ქვეცნობიერზე. აგრეთვე საფუძველი შეიძლება გახდეს ისტორიული
მოვლენა, ან ფაქტი,ქვეყნის საამაყო წარსულიდან, იქნება ეს რევოლუცია, ომი თუ სხვა
პატრიოტული ნიუანსი. ამგვარი თემები დიდი პოპულარობით სარგებლობს
ქორეოგრაფებში. ქორეოგრაფიული ნომრის საფუძველი შესაძლოა ასევე გახდეს
მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევარი, მუზეუმებში ნანახი გარკვეული ექსპონატი,
ლიტერატურული მასალები და სხვა.

თუ ამ უკანასკნელს დეტალურად განვიხილავთ მივაგნებთ საკმაოდ მნიშვნელოვან


დეტალებს,რომლებოც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დამდგმელმა
ქორეოგრაფმა. მეტად საინტერესოა როგორ ხდება ლიტერატურული მასალის
საფუძველზე ქორეოგრაფიული ნომრის შექმნა, საიდან იწყება და სად მთავრდება
სხვადასხვა კომპონენტების გარდასახვა, რამდენად აქვს დამდგმელს უფლება
შეცვალოს უკვე დაწერილ ნაწარმოებში ესა თუ ის დეტალი.

როცა დამდგმელი იყენებს ლიტერატურულ მასალას, ლიტერატურული ნაწარმოების


ავტორს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი რა ჟანრში, სად და როდის ხდება მოქმედება. რა
არის ძირითადი თემა და იდეა, განსაზღვრული აქვს გმირები და მათი ხასიათი, მათი
ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.

სანამ დამდგმელი შეუდგება ლიტერატურული ნაწარმოების ქორეოგრაფიულად


გადაწყვეტას, წინასწარ კარგად უნდა გაეცნოს ტექსტს ჩაწვდეს იმ იდეას
რომელიც ავტორს აქვს გადმოცემული, თუმცა ქორეოგრაფი არ არის
ვალდებული ზუსტად გაიმეროს ყოველი დეტალი რაც ავტორს აქვს
გამოყენებული, ვინაიდან რაც ლიტერატურაში გამოიყენება მეტი
თვალსაჩინოებისთვის და სიმძაფრისთვის იგივე ხერხი ქორეოგრაფიაში
არ გამოდგება.
რა თქმა უნდა ქორეოგრაფიული გადაწყვეტისთვის ხერხების ძიების პროცესში, როცა
ლიტერატურული ნაწარმოები ქორეოგრაფიულად იქმნება დამდგმელი
ვალდებულია მაყურებელმა ესთეტიური სიამოვნება მიიღოს ნომრის ყურებისას,
ნათლად აღიქვას გმირების ხასიათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება
ამიტომ დადგმის პროცესში გარკვეული ცვლილებები აუცილებელია.

როდესაც დამდგმელი იღებს კონკრეტულ მასალას ცეკვის დასადგმელად,


პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს რამდენად აქტუალურია მისი იდეა,
რამდენად დგას დღეს ის პრობლემა რომელიც არჩეულ ლიტერატურულ
წტყაროშია გადმოცემული, სავსებით შესაძლებელია, საუკუნეების წინ
დაწერილ ნაწარმოებში ასახული პრობლემების წინაშეც დღესაც ვიდგეთ. ამ
შემთხვევაში ქორეოგრაფს აქვს უფლება იგივე პრობლემა 21-ე საუკუნეს
მოარგოს და ისე წარმოგვიდგინოს, მას შეუძლია შეცვალოს კოსტიუმი,
ეპოქა გამოიყენოს რეკვიზიტი, რომელსაც იგი თვლის საჭიროდ და არა ის
რომელიც ავტორს აქვს არჩეული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ყველა
ეპოქაში არიან რომეო და ჯულიეტა და ყველა ეპოქას ჰყავს ლუარსაბ
თათქარიძე, ამიტომ საერთოდ არ არის სავალდებულო ქორეოგრაფიული
ნომერი კონკრეტულად იმ ეპოქის ამსახველი სურათებით დაიდგას როცა
ისინი დაიწერა.

როცა იქმნებასიუჟეტური ცეკვა ლიტერატურული ნაწარმოების საფუძველზე,


გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველი და
ყველაზე მთავარი რაც არის - უნდა იყოს თითოეული გმირის სახე მკვეთრად
გამოხატული, ნათლად უნდა ჩანდეს რა დანიშნულება აქვთ მათ მთლიან
კომპოზიციაში. დადებით გმირთან ერთად აუცილებლად უნდა გავეცნოთ
უარყოფით გმირსაც . დადებითი და უარყოფითი გმირების არსებობა გარკვეული
სიუჟეტური ხაზის არსებობის და განვითარების წინაპირობაა

ვინაიდან ლიტერატურაში ავტორი თხრობისთვის იყენებს სიტყვას, ქორეოგრაფიაში


იმავე როლს მოძრაობა ლექსიკა ასრულებს. შესაბამისად სიუჟეტური ცეკვის
შექმნისას ლექსიკა უნდა იყოს "მსუყე", დაკვირვებით შერჩეული, თოთოეულ გმირს
თავისი როლის შესაბამისი ლექსიკა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ შედგეს დიალოგი
მოქმედ გმირებს შორის.

ქორეოგრაფიულ ლექსიკასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია მუსიკალური


გაფორმება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლიტერატურული ნაწაემოების
ქორეოგრაფიულ კომპოზიციას გადაწყვეტა ხდება. ასეთ შემთხვევაში რთულია ჯერ
თემა აიღო და შემდეგ მუსიკა მოარგო მას, უმჯობესია ჯერ მუსიკალური ნაწარმოები
მოიძებნოს, რათა მისი შინაარსი ზუსტად შეესაბამებოდეს ლიტერატურული
ნაწარმოების შინაარსს. საუკეთესო ვარიანტია, როცა მუსიკალური ნაწარმოები
წინასწარ იქმნება კომპოზიტორის მიერ კონკრეტული ქორეოგრაფიული
ნომრისთვის, ამ შემთხვევაში,როცა დამდგმელი შექმნილ მუსიკას ისმენს
შესაძლოა სხვაგვარი კუთხით შეხედოს დასადგმელ ცეკვას და ახალი
იდეები დაებადოს მას.

ქორეოგრაფიული ნაწარმოების დადგმისას დიდი მნიშვნელობა აქვს გმირის


ვიზუალს, სწორად ასახავდეს დამდგმელის მიერ მინიჭებულ როლს.ილია ჭავჭავაძე
საკუთარ პერსონაჟს ასე აღწერს: მითუმეტეს საყურადღებოა ეს თავადი ლუარსაბ
თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი —
უკაცრავოდ არ ვიყო ამ სიტყვაზედ — როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის
კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო
იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი,
თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების
აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი.- ამ შემთხვევაში ავტორს ფიზიკური აღნაგობა
აწვს აღწერილი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მეორე მხირდანაც
დავინახოთ, ილიას ამგვარ აღწერაში შესაძლოა გარეგნული თვისებები
გმირის შინაგანი მდგომარეობისა და ხასიათის გამომხატველი იყო,
ხდა საერთიდ არ არის ვალდებული დამდგმელმა ზუსტად ამგვარი
აღწერილობის ოერსონაჟი შეარჩიოს .

განვაგრძოთ: იმ თათქარიძის ოთახში იდგა ორი გრძელი ტახტი, ერთმანეთის


პირდაპირ. ასეთი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა, რომ, როცა კნეინა ადგებოდა,
ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზედ ისე
ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა. - ამ
მონაკვეთიდან აშკარად იკვეთება ის თვისებები რომელიც გმირს
გააჩნია, მისი სიზარმაცე, მოჩვენებითი სიდარბაისლე, რაც მთავარი
იდეის გამოხათვაში მნიშვნელოვანია, დამდგმელს შეუძლია
გამოიყენოს, თუმცა თუ დღევანდელობაში გადმოიტანს სავსებით
შესაძლებელია ეს თვისებები მორგებული იყოს 21-ე საუკუნეს.

ჩემი ვიდეო მაგალითი გახლავთ ყველასთვის ნაცნობი რომეო და ჯულიეტა ოღონ


არა ლიტერატურული ფორმით არამედ სასცენო, ქორეოგრაფიული ვარიანტით. ეს
ვიდეო კარგად ადასტურრბს ყველაფერს იმას, რაც ზევით მაქვს განხილული.

უილიამ შექსპირის ტრაგედიაში “რომეო და ჯულიეტა” მოქმედება მეთექვსმეტე


საუკუნეში ხდება. თუმცა იგი დღესაც, 4 საუკუნის შემდეგ აქტუალური თემაა
ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მათ შორის ქორეოგრაფიაშიც. რატომ? იმიტომ რომ
მასში წინ წამოწეული თემა და იდეა ნებისმიერ საუკუნეში მოქმედი და აქტიურია.
ჩემს მიერ აღნიშნული ბალეტის ქოტეოგრაფია ივო ვანა ფსოტა, კომპოზიტორი
სერგეი პროკოფირვი. შემსრულებლები ივო ვანა ფსოტა და ზორა სემბეროვა.
კონკრეტულად ეს ბალეტი დადგმულია 1938 წელს.

მინდა დავიწყო იქიდან, რომ დამდგმელ ქორეოგრაფს არაქვს გამოყენებული


მეთექვსმეტე საუკინისთვის დამახასიათებელი არანაირი რეკვიზიტი,მათი
კოსტიუმიც კი უფრო თანამედროვეობისკენ იხრება. უილიამ შექსპირს ასახული აქვს
თავისი გმირების ხასიათი, თუმცა უკვე სცენაზე გადმოტანილ სიუჟეტში
დამდგმელის თვალით დანახული რომეო და ჯულიეტა გვევლინებიან. ლაღი და
ერთმანეთზე შეყვარებული ქალ-ვაჟის ემოციები მათ სახეზე, ყოველ
გამომეტყველაბასა და მიმიკაში აისახება,ამ ყველაფრის თვალნათლივ დანახვა
განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს მაყურებელში.

აღნიშნულ წარმოდგენაში თვალშისაცემია დამდგმელის მიერ შექმნილი


ქორეოგრაფიული ლექსიკა,რომლითაც მეტყველებს თითოეული პერსონაჟი.
იმდენად შესაბამისობაშია ლეწსიკა და ნაწარმოების თემა ერთმანეთთან, რომ
ქორეოგრაფიისგან შორს მდგომი ადამიანიც კი მარტივად მიხვდება რისი თქმა სურს
დამდგმელს, ან რა დიალოგი იმართება პერსონაჟებს შორის.

როგორც ვხედავთ დამდგმელ ქორეოგრაფს აქვს უფლება შეცვალოს მცირე


დეტალები. მაგალითად თუ ერთი კომპონენტი ლიტერატურაში მისაღებია იმავეს
ქორეოგრაფიაში გადმოტანა შესაძლოა არიყოს ესთეტიური, ამიტომ დამდგმელი
ვალდებულია მოძებნოს გადაწყვეტის ისეთი ხერხი,რომელიც მკვეთრად
განსხვავებული არ იქნება პირველწყაროსგან. ამან შეიძლება გამოიწვიოს
ქრონომეტრაჟს შეცვლა,თუმცა არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქორეოგრაფიული სიუჟეტი
ამოგდებული იყოს ყოველგვარი შინაარსიდან თუ ლიტერატურული ნაწარმოები
მოცულობით დიდია. ასევა დამდგმელს უფლება აქვს დაგბანახოს საკუთარი
დამოკიდებულება ამათუ იმ მოვლენის შესახებ, რა თწმა უნდა სათქმელი და იდეა
იგივე რჩება რაც ლიტ.ნაწარმოების ავტორს აქვს ჩაფიქრებული, თუმცა
ქორეოგრაფიული გადაწყვეტისას ჩვენ ვეცნობით დამდგმელის
დამოკიდებულებასაც.

You might also like