You are on page 1of 8

თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოები

ქორეოგრაფიული ნაწარმოების შექმნის პროცესი აქტუალურ თემაზე _ ეს არის


მუდმივი შემოქმედებითი გზების ძიება ქორეოგრაფიული ხელოვნების გამომხატველ-
გამომსახველობითი საშუალებების სისტემის სრულყოფისათვის.

თემატური მიმართულების ნაწარმოებზე მუშაობის სირთულეები მდგომარეობს


ისეთი გზების ძიებაში, რომელიც ორგანულად ერწყმის თემასა და იდეას. ის უნდა
გამოხატავდეს ეპოქისათვის მახასიათებელ თვისებებსა და ფორმებს. ასეთ ფორმებად იქცნენ
თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული კომპოზიციები, რომლებიც პირობითად
შეიძლება დაიყოს ორ სახეობად: თემატურ და სიუჟეტურ-თემატურად.

თემატური ქორეოგრაფიული კომპოზიციების ძირითადი თვისებები და თავისებურებები

თემატური ქორეოგრაფიული კომპოზიციები სათავეს იღებენ ორნამენტული


ცეკვებიდან. მათ აერთიანებთ კომპოზიციაში სიუჟეტური ხაზის უქონლობა, ამავე დროს,
ცეკვის ნახაზისა და პლასტიკური ინტონაციებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მინიჭება.
შინაარსის მიხედვით თემატური ქორეოგრაფიული ნაწარმოებები არსებითად
განსხვავდებიან ცეკვის ტრადიციული ფორმებისაგან. ისინი თავის თავში ახდენენ მაღალი
იდეებისა და მიზანსწრაფვის კონცენტრირებას და ქმნიან ხალხის განზოგადებულ სახეს.
ასეთ ნაწარმოებებში განზოგადება ხდება ტიპიზაციის გზით, ე.ი. უფრო მეტად არსებითის,
ცხოვრებისეული ნიშან-თვისებების გამოვლენის საშუალებით. ეს გვაძლევს ერთი და იგივე
თემის არასტანდარტული გადაწყვეტის უდიდეს შესაძლებლობებს. მაგალითად, შრომის
თემას თავისი ხორცშესხმისათვის აქვს ვარიანტების უმდიდრესი მრავალფეროვნება. ყოველ
კონკრეტულ თემატურ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებში თემის ესა თუ ის ზღვარი დამდგმელი
ქორეოგრაფის სურვილის მიხედვით გამოიკვეთება სხვა თემებისაგან და სხვადასხვაგვარად
შეესატყვისება მათ.

თემატური ქორეოგრაფიული ნაწარმოების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა


ასევე, ცეკვის ეროვნული თვისებების მცირეოდენი წაშლა. თემატურ მიმართულებას მასში
შეაქვს ინტერნაციონალური შტრიხები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქორეოგრაფმა
რასაკვირველია, ერთმანეთისგან უნდა გაარჩიოს სასცენო-ხალხური ცეკვები, რომელსაც
ასევე გააჩნია თავისი თემა.

თემატურ ცეკვებში არ არის სიუჟეტი, ხოლო თემა გამოიხატება შინაარსის იდეურ-


ემოციური საშუალებებით და მჭიდროდაა დაკავშირებული კომპოზიციურ წყობასთან.
ამიტომ, თემატური ქორეოგრაფიული ნაწარმოებების თვისებად ითვლება მათი ღია
ტენდენციურობა. დამდგმელი ვალდებულია პირდაპირ განაცხადოს თავისი პოზიციების
შესახებ, თუ რის პროპაგანდას ეწევა თავისი ნაწარმოებით. ამგვარად, იდეურ-მხატვრული
შინაარსის საშუალებით ქორეოგრაფი აშკარად გამოხატავს თავის შეხედულებებს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ თემატურ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებში ზოგჯერ


შეიმჩნევა სიუჟეტურობის ელემენტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სიუჟეტურ-თემატურია,
რადგან ის არ ფლობს დრამატურგიული და მუსიკალური წყობის საკმარის სიღრმეებს.
არც თემატურ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებში და არც ორნამენტულ ცეკვებში არ
არის სიუჟეტური ხაზი. ორივე მიმართულებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცეკვის
ნახაზსა და პლასტიკურ ინტონაციებს.

• თემატურ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებზე მუშაობის ეტაპები

თემატური მიმართულების ნაწარმოების მუშაობის პროცესში ბალეტმაისტერს


უხდება შემოქმედებითი მოღვაწეობის ყველა ეტაპის გავლა, რომელიც აუცილებელია
ნებისმიერი ქორეოგრაფიული კომპოზიციის შესაქმნელად _ ჩანაფიქრიდან მის მხატვრულ
გარდასახვამდე. თუმცა არსებობს თემატური ნაწარმოებების დადგმის გარკვეული
სპეციფიკა, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მათ თემატურ მიმართულებასთან.

 ჩანაფიქრის დაბადება ითვლება თემატური მიმართულების ნაწარმოებზე მუშაობის I


ეტაპად. მის საფუძველში ყოველთვის დევს რომელიმე საზოგადოებრივი მნიშვნელობის
ცხოვრებისეული მოვლენა. ჩანაფიქრის მასშტაბურობას ბევრად განსაზღვრავს ქორეოგრაფის
ინტერესების მრავალფეროვნება, მისი მსოფლხედვა და სულიერი ფასეულობები. სწორედ
მასზეა დამოკიდებული მომავალი ქორეოგრაფიული ნაწარამოების თემატური და იდეური
მიმართულება.

ჩანაფიქრის დაბადება შეიძლება დაიყოს ორ თანმიმდევრულ ხაზად. პირველია _


დამდგმელი ქორეოგრაფის ზოგადი წარმოდგენა მომავალ ნაწარმოებზე; მეორე _ ჩანაფიქრის
დაკონკრეტება.

ჩანაფიქრის დაბადების წინაპირობად შეიძლება იქცეს დამდგმელისათვის


საინტერესო ექსტრემალური მოვლენებით მდიდარი სიტუაციები, რომლებშიც ადამიანები
ამჟღავნებენ ხასიათის საუკეთესო თვისებებს. მაგალითად შეიძლება დასახელდეს ჩვენი
ხალხის გმირული წარსული, რომელიც იზიდავს ქორეოგრაფიული ანსამბლების დამდგმელ
ბალეტმაისტერებს.

ჩანაფიქრის წარმოშობის პირველწყაროდ შეიძლება იქცეს სახვითი ხელოვნებისა და


ლიტერატურული ნაწარმოებები, სტატიები გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, რომლებიც
მოგვითხრობენ ხალხის ცხოვრებაზე, შრომით პროცესებზე. ბოლო დროს, სულ უფრო
ხშირად ჩანაფიქრის წარმოშობის იმპულსად ხდება დოკუმენტური მასალები, რომლებიც
ასახავენ ხალხის გმირული ბიოგრაფიების კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც შევიდნენ
ქვეყნის ისტორიაში.

ქორეოგრაფის შემოქმედებითი ჩანაფიქრის პირველწყაროდ შეიძლება იქცეს


მუსიკალური ნაწარმოებები, მხოლოდ ეს უნდა იყოს ღრმა იდეური და ემოციური შინაარსით
გამორჩეული მუსიკა, რომელიც შთააგონებს დამდგმელ ქორეოგრაფს შექმნას თემატური
მიმართულების მაღალმხატვრული ნაწარმოები.

მომავალ დადგმაზე თავისი წარმოდგენის შექმნის შემდეგ, ბალეტმაისტერმა უნდა


ჩაატაროს სერიოზული სამუშაოები იმ მასალის შესაკრებად და შესასწავლად, რომელიც
აუცილებელია ამა თუ იმ თემაზე სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.

 თეორიული მასალის შესწავლა

ეს სამუშაო აერთიანებს რამდენიმე ეტაპს, რომელთა შორის პირველია მასალების


შეკრება. ეს სამუშაო ორი სახისაა: I _ თეორიული მასალის შეკრება. მას მიეკუთვნება
ისტორიული დოკუმენტების, საგაზეთო და საჟურნალო სტატიების შესწავლა, მხატვრული
და მემორიალური ლიტერატურის კითხვა, ქრონიკული და დოკუმენტური ფილმების ნახვა,
მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა გარკვეულ თემაზე, საბრძოლო და შრომითი
მუზეუმების დათვალიერება. II _ იმ მოვლენებთან დაკავშირებული ხალხის გაცნობა,
რომელიც ქორეოგრაფიული ნაწარმოების ჩანაფიქრის საფუძველს წარმოადგენს. ასეთი
ცნობების შეგროვების შედეგად, ბალეტმაისტერი უფრო კონკრეტულად წარმოიდგენს
თავისი დადგმის ჩანაფიქრს.

მუშაობის შემდეგი ეტაპია მიღებული ინფორმაციის სისტემაში მოყვანა დამდგმელის


ჩანაფიქრის გათვალისწინებით. ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების სისტემატიზაცია,
ადამიანთა მოქმედებებისა და ქცევების შერჩევის პრინციპით.

ამრიგად, თანდათანობით ხდება იმ მასალის დაკონკრეტება, რომელიც აუცილებელია


ქორეოგრაფიული დადგმისათვის.

მომავალი ქორეოგრაფიული ნაწარმოების თეორიულ გააზრებაზე მუშაობის ბოლო


ეტაპად ითვლება შეკრებილი და სისტემაში მოყვანილი მასალების დამუშავება. რამდენადაც
ქორეოგრაფია გულისხმობს გამომხატველ-გამომსახველობითი საშუალებების პირობითობის
მაღალ ხარისხს, შემოქმედებითი მოღვაწეობის ამ ნაწილში ქრება ბევრი კონკრეტული
ყოფითი დეტალი, ყველაფერი ზედმეტი, რაც არ უნდა საინტერესოდ გვეჩვენებოდეს იგი.
ყალიბდება დადგმის რეალური სახე, რომელიც შეიძლება ქორეოგრაფიული ნაწარმოების
პროგრამის შემუშავების საფუძველი იყოს.

 თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების პროგრამა

პროგრამა შეიცავს დადგმის სიუჟეტისა და ფაბულის დაწვრილებით ლიტერატურულ


შინაარსს. მასში ბალეტმაისტერი ზუსტად განსაზღვრავს მოქმედების ადგილსა და დროს,
ძირითადი შტრიხებით ხსნის გმირთა სახეებსა და ხასიათს. პროგრამა იწერება
დრამატურგიული განვითარების ყველა კანონის გათვალისწინებით, რომლის საფუძველსაც
წარმოადგენს თითოეულ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებში ექსპოზიციის, კვანძის შეკვრის,
მოქმედების განვითარების საფეხურების, კულმინაციისა და კვანძის გახსნის არსებობა.

თემატური კომპოზიციების შექმნისას ნაწარმოებებში არ არის ნათლად გამოხატული


სიუჟეტური ხაზი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებს არა აქვს
ცეკვის დრამატურგია. ამ შემთხვევაში დრამატურგიას ქმნის მოცეკვავეთა ხასიათისა და
მდგომარეობის გამომხატველი მოქმედებები.

ჟანრის ამორჩევისას აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ მთლიან დადგმაში იყოს


ერთიანი ჟანრობრივი განწობა, მაგრამ, ამასთან ერთად, არ უნდა იკარგებოდეს ხასიათების
ინდივიდუალობა.

ამგვარად, ქორეოგრაფიული ნაწარმოების პროგრამაში უკვე ჩანს თემა (სინამდვილის


ასახვა), ამასთან, ბალეტმაისტერის დამოკიდებულება (იდეა, იდეურ-ემოციური ხასიათი) და
აუცილებლად ის ამოცანა, რომელიც დაისახა დამდგმელმა, როცა ისწრაფვოდა ზემოქმედება
მოეხდინა მაყურებელზე.

 თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების კომპოზიციური გეგმა

კომპოზიციური გეგმა ეს არის მომავალი ქორეოგრაფიული ნაწარმოების


რეჟისორულ-ბალეტმაისტერული გადაწყვეტა, რომელშიც დევს ცეკვის შინაარსის
დრამატურგიული განვითარება და გამომსახველობით-გამომხატველი საშუალებანი.
კომპოზიციური გეგმა შეიცავს მომავალი დადგმის შესახებ ინფორმაციის დაკონკრეტების
ეტაპს. მასში დაზუსტებულია მოვლენების დრო და ადგილი, გადმოიცემა ცეკვის შინაარსი,
მითითებულია მუსიკის ხასიათი, ტემპი და ზომა, აღნიშნულია ზუსტი ქრონომეტრაჟი,
სქემატურად აღწერილია სასცენო მოქმედებები... ამგვარად ყალიბდება მომავალი მომავალი
კომპოზიციის ფორმა – სტრუქტურა.

შემოქმედებითი მოღვაწეობის ამ ნაწილში დამდგმელმა ქორეოგრაფმა


განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ქორეოგრაფიული ნაწარმოების შინაარსს და
სახეთა ზუსტ დახასიათებას. დაუშვებელია კოპოზიციურ გეგმაში უარყოფითი სახეები
გადამეტებულად ნათლად გამოიკვეთოს, მაშინ, როდესაც დადებით სახეებს არა აქვს
სამარისი გამოხატვა.

შედარებით ადვილია კომპოზიციური გეგმის დაწერა ისეთი ქორეოგრაფიული


ნაწარმოებებისათვის, როდესაც ისინი ერთ მხატვრულ სახეს ქმნიან. მაგალითად, თემატური
კომპოზიციები, რომლებიც შინაარსის იდეურ-ემოციური განწყობის საშუალებით
განსაზღვრულ თემას გამოხატავენ.

 თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების მუსიკა

თემატური მიმართულების კომპოზიციისათვის მუსიკალური მასალის შერჩევისას


აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი იდეური და ემოციური შინაარსი,
გამომსახველობითი საშუალებების სიმდიდრე. საერთო დებულებებთან ერთად არსებობს
თემატური და სიუჟეტურ-თემატური ცეკვებისათვის მუსიკალური მასალის შესარჩევი
განსაზღვრული სპეციფიკა.

ისეთი თემატური ნაწარმოებები, რომლებსაც საფუძვლად უდევს ერთი მხატვრული


სახე, საჭიროებენ ისეთ მუსიკალურ მასალას, რომელიც ასევე ერთ მხატვრულ სახეს
წარმოადგენს. ჩვეულებისამებრ გამოიყენება სიმღერები, მარშები, მუსიკა კინოფილმებიდან...
მუსიკალური ნაწარმოები ხშირად კარნახობს ბალეტმაისტერს ქორეოგრაფიული
ნაწარმოების იდეურ მიმართულებას. არ არის მიზანშეწონილი ქორეოგრაფიული
ხელოვნების საშუალებით გამოისახოს სიმღერის ტექსტი. უფრო რთულია სიუჟეტურ-
თემატური ქორეოგრაფიული ნაწარმოებისათვის მუსიკალური მასალის შერჩევა და მასთან
მუშაობა.

აუცილებელია სწრაფვა იმისკენ, რომ მუსიკა მთლიანად პასუხობდეს დამდგმელის


ჩანაფიქრს და თავისი დრამატურგიით ზუსტად ემთხვეოდეს ქორეოგრაფიული ნაწარმოების
დრამატურგიას. როდესაც ქორეოგრაფი ზუსტად აღიქვამს მუსიკას, მაშინ ის
ქორეოგრაფიული ლექსიკის საშუალებით აუცილებლად გახსნის მას. წარუმატებლობები
თემატურ ნაწარმოებზე მუშაობისას ხშირად განპირობებულია მუსიკისა და ქორეოგრაფიის
იდეურ-ემოციური შინაარსის ერთმანეთთან აცდენით. ეს იწვევს იდეის არასწორ
გადაწყვეტას. ასეთი შეცდომები ჩნდება მაშინ, როდესაც დამდგმელი მიისწრაფის გაიგოს
მუსიკალური ნაწარმოების მხოლოდ რიტმული საფუძველი და არ უკვირდება მასში
ჩადებულ იდეასა და აზრებს.

ბალეტმაისტერი ვალდებულია დაუკვირდეს მუსიკის მელოდიურ ხაზს,


ყურადღებით აღნიშნოს მუსიკალური აქცენტები, რიტმი. ამ მხრივ ცალკეულ სირთულეს
იწვევს სიმფონიურ მუსიკასთან მუშაობა, რამდენადაც მასში თემების განუწყვეტლივ
ურთიერთმოქმედი ლაიტმოტივის არსებობა მოითხოვს ქორეოგრაფისაგან ისეთივე მოქნილ
და გამჭოლ პლასტიკურ ენას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაწარმოების ყოველი
მუსიკალური შტრიხი ზუსტად უნდა აისახოს ქორეოგრაფიულ მოძრაობაში.
ეს პროცესი უფრო წარმატებით ვითარდება, როდესაც დამდგმელი იყენებს მზა
მუსიკალურ ნაწარმოებს. მუსიკალური ნაწარმოები ამ შემთხვევაში ხელს უწყობს ჩანაფიქრის
დაბადებას, მომავალი ნაწარმოების თემის, იდეის და ჟანრის განსაზღვრას. უფრო ძნელია
მუსიკის პოვნა ქორეოგრაფიული კომპოზიციის უკვე გააზრებული და დამუშავებული
სიუჟეტისათვის. აქ დამდგმელები ხშირად იყენებენ მუშაობის კომპილაციურ მეთოდს _
ქორეოგრაფიულ სახეებს უახლოვებენ მუსიკალურ მასალას. ამ საშუალებით ზოგჯერ ჩნდება
მუსიკის ქაოსური შერჩევის, ერთიან ნაწარმოებში მუსიკის ნაწილების უსისტემო შეერთების
შემთხვევები. მუსიკალურ მასალაზე ამგვარი მუშაობა ქორეოგრაფიულ კომპოზიციას
მთლიანობას ართმევს.

თემატური მიმართულების მქონე ქორეოგრაფიულ ნაწარმოებზე მუშაობის შემდეგი


ეტაპია უშუალოდ ცეკვის კომპოზიციის შექმნა.

 თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების კომპოზიცია

ეს არის ცეკვის ყველა შემადგენელი ნაწილის _ მუსიკალური მასალის, ცეკვის


ნახაზის, საცეკვაო ლექსიკის _ თანაფარდობა და ორგანიზება (წესრიგში მოყვანა).
კომპოზიციამ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებს უნდა მისცეს ერთიანი ფორმა, რომ მისი
ცალკეული ნაწილების ამოღება შეუძლებელი გახდეს ნაწარმოების იდეურ-ემოციური
მხარის დაურღვევლად. კომპოზიციასთან მტკიცედაა დაკავშირებული ქორეოგრაფიული
დადგმის შინაარსი. თემატურ ქორეოგრაფიული ნაწარმოების ერთიან ფორმაში მისი
დატვირთვაა ნაწარმოების იდეურ-ემოციური აზრი. ამიტომ, ქორეოგრაფიული ტექსტისა და
მუსიკალური მასალის ხარისხზე დამოკიდებულია მთელი ქორეოგრაფიული ნაწარმოების
შინაარსის ასახვის სიღრმე. მაღალი იდეური შინაარსის მქონე საუკეთესო კომპოზიციური
გეგმა არ წარმოადგენს მხატვრულ ღირებულებას, თუ იგი არ განხორციელდება
ქორეოგრაფიულ მასალაში. ამასთან, საყურადღებოა ის, თუ რომელი მუსიკალური მასალა,
ცეკვის ნახაზი და საცეკვაო ლექსიკა გამოიყენება ამისათვის.

შინაარსის, იდეურ-ემოციური აზრისა და კომპოზიციური გეგმის დაურღვეველი


ერთიანობის მიუხედავად, მისი შინაარსი მთავარია, რადგან ის შეიცავს თემის
მასშტაბურობას, იდეის მიზანმიმართულებას და სახეთა აქტუალობას. დადგმის შინაგან
ფორმაზე დაწვრილებით მუშაობისას ბალეტმაისტერმა არ უნდა დაივიწყოს მისი
გარეგნული ფორმაც. მასში შედის ქორეოგრაფიული ნაწარმოების შესრულების დონე.
ბრწყინვალე ტექნიკა ვერ შეცვლის უინტერესო შინაარსს, მაგრამ გამოკვეთილი
შინაარსობრივი დადგმა დაკარგავს თავის განუმეორებლობას, თუ ქორეოგრაფი არ იმუშავებს
შემსრულებელთა ტექნიკური ოსტატობის სრულყოფაზე. ამგვარად, ქორეოგრაფიული
ნაწარმოების ფორმა მტკიცედაა დაკავშირებული შინაარსთან და უნდა შეესაბამებოდეს მას.
ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობა თემატურ დადგმებში ამახინჯებს ჩანაფიქრსა და იდეურ
საფუძველს, შეაქვს ნაწარმოებში მისთვის უცხო სული.

ქორეოგრაფიული ნაწარმოების შინაარსის ყველაზე სრული გახსნისათვის


მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ლექსიკა და ცეკვის ნახაზი.

 თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების საცეკვაო ლექსიკა

თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების საცეკვაო ლექსიკა


განსხვავდება განზოგადების მეტი უნარით. მისი სათავე თემატური დადგმების იდეების,
თემებისა და სახეების მნიშვნელობაშია. განზოგადების საინტერესო ფორმები დამდგმელმა
უნდა ეძებოს კლასიკური და ხალხური ქორეოგრაფიის მდიდარ ტრადიციებზე
დაყრდნობით. ამისათვის ყველაზე ოპტიმალური გზა კლასიკური და ხალხური ცეკვის
მოძრაობებისა და საესტრადო-სპორტული პლასტიკის შერწყმაა.

თუმცა ასეთი ლექსიკური სინთეზის გამოყენებისას რაც შეიძლება ბუნებრივად და


ორგანულად უნდა შეერწყას ერთმანეთს და იმავდროულად თანამედროვე ადამიანის
პლასტიკასა და ქცევის მანერას. ლექსიკურ მასალაზე მუშაობისას დაუშვებელია
ქორეოგრაფიული მოძრაობებისა და ელემენტების დაუფიქრებელი, მექანიკური შეთავსება.
მათ, ყველამ ერთად და ცალ-ცალკე, უნდა გახსნან პერსონაჟების გრძნობათა გამა,
განწყობილება, ხასიათი, სახის შინაგანი არსი და სხვ.

ქორეოგრაფიული ლექსიკა მტკიცედაა დაკავშირებული მუსიკალურ მასალასთან.


ბალეტმაისტერს შეუძლია თავისი ნაწარმოები წარმატებით გადაწყვეტილად ჩათვალოს იმ
შემთხვევაში, თუ მისი დადგმის ლექსიკური საფუძველი შეესაბამება წარმოქმნილ
მუსიკალურ სახეს. სწორედ მუსიკა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ლექსიკის ხასიათსა და
სტილზე.

თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების ლექსიკური მასალა


მტკიცედაა დაკავშირებული დრამატურგიის კანონებთან. დამდგმელი უნდა ისწრაფოდეს
არა მარტო საინტერესო, ორიგინალური მოძრაობებისა და მათგან ცალკეული ფრაზების
შედგენისაკენ, არამედ აზრობრივად და დრამატურგიულად მთლიანი კომპოზიციის
შექმნისკენაც. განსაკუთრებით ეს ეხება თემატურ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს, სადაც
მტკიცე სიუჟეტური საფუძველის არარსებობა ზოგჯერ იწვევს არეულობას საცეკვაო ენაში და
მთელი ქორეოგრაფიული ნაწარმოების ერთიანი ხაზის დაკარგვას. თუმცა, თემატური
მიმართულების ამა თუ იმ ნაწარმოების ქორეოგრაფიული ენის საერთო სტილის
ერთიანობის აუცილებლობის მიუხედავად მიზანშეწონილია, რომ განვითარების ყოველი
საფეხურის ლექსიკა განსხვავდებოდეს ინტონაციურად.

ყველაზე საინტერესო ქორეოგრაფიულ გადაწყვეტას ქორეოგრაფმა უნდა მიაღწიოს


კულმინაციაში. თემატურ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებში ეს შეიძლება იყოს ცეკვის ყველაზე
საინტერესო ნახაზი, მოძრაობის ყველაზე დიდი დინამიკა, შესრულების უმაღლესი
ემოციური დატვირთვა.

თემატურ ცეკვებში როგორც წესი, გამოიყენება ყველა შემსრულებლისათვის ერთიანი


ლექსიკური ხაზი. არსებითია ლექსიკისა და ცეკვის ნახაზის კავშირი, ნახაზის აგების
კანონებისა და მათი გამოყენების ცოდნაც, ბევრადაა დამოკიდებული ცალკეული
ფრაგმენტებისა და მთლიანად ქორეოგრაფიული ნაწარმოების ლექსიკური გადაწყვეტის
ელფერი.

 თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების ნახაზი

თემატური მიმართულების ნაწარმოებებში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს


ცეკვის ნახაზი. იგი გავლენას ახდენს ქორეოგრაფიული ნაწარმოების შინაარსის გახსნაზე,
ეხმარება მისის განწყობილებისა და ხასიათის გადმოცემაში. ნახაზის დახმარებით
დამდგმელმა უნდა მიაღწიოს ყველაზე მკაფიო გამოსახულებას, ქორეოგრაფიული
ნაწარმოების დინამიკის გაზრდას. ცეკვის ნახაზი ურღვევ კავშირში იმყოფება მუსიკალურ
მასალასთან. მან უნდა ასახოს მუსიკალური ნაწარმოების სახეობრივი შინაარსი, მისი
ხასიათი, სტილი, მჭიდრო კავშირში უნდა იყოს მის ტემპთან და რიტმთან.

მუსიკალური ნაწარმოების მკაფიო ჟღერადობა აისახება მთელ ქორეოგრაფიულ


ტექსტზე, მათ შორის ნახაზზეც. ამ შემთხვევაში დამდგმელმა უნდა გამოიყენოს ნახაზის
დინამიური ცვლა, მოულოდნელი ბრუნვები, შემსრულებელთა მოძრაობის მიმართულებაში
მკვეთრი ცვლილებები.

ცეკვის ნახაზი მჭიდროდაა დაკავშირებული ქორეოგრაფიული ნაწარმოების


დრამატურგიასთან. იგი კარნახობს ნახაზის სირთულის თანდათანობით გაზრდას
კულმინაციურ მომენტამდე, რომელსაც შეესაბამება ცეკვის ყველაზე დატვირთული ნახაზი.
ეს განსაკუთრებით ეხება თემატურ ნაწარმოებებს, სადაც ცეკვის ნახაზი ასრულებს ერთ-ერთ
ძირითად ფუნქციას. თუმცა, არც ის შეიძლება, რომ ძლიერ გადავტვირთოთ კულმინაციური
წერტილი ან მთელი დადგმა რთული, ჩახლართული ნახაზით. ამან შეიძლება მიგვიყვანოს
ნაწარმოების ძირითადი აზრის დაკარგვამდე, გმირთა სახეებისა და ხასითების
გაუფერულებამდე. მაგ., თემატურ დადგმებში ზოგჯერ მიზანშეწონილია მთელი ცეკვის
დროს სიმეტრიულად აგებული ნახაზის გამოყენება. ეს არის ცეკვის შინაარსში ჩადებული
ერთობის სულის ყველაზე მარტივად გამოხატვის საშუალება. თუმცა, თუკი ქორეოგრაფი
დადგმის ძირითადი აზრის დაურღვევლად შეძლებს ნახაზის ტიპიურობის ბუნებრივად
შეცვლას, მაშინ ნაწარმოების პლასტიკური მოტივი უფრო საინტერესოდ და
მრავალფეროვნად აჟღერდება.

ცეკვის ნახაზის შექმნაზე მუშაობისას აუცილებელია აგრეთვე, გავითვალისწინოთ


მისი აგების ლოგიკა _ ყოველი მომდევნო ნახაზი უნდა იყოს წინამორბედის ლოგიკური
გაგრძელება.

თემატურ ცეკვებში ნახაზი უფრო ხშირად მიმართულია მაყურებელთა


დარბაზისაკენ. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ემოციურ ზემოქმედებას, საშუალებას იძლევა
უფრო ეფექტურად გადაწყდეს თემატური ნაწარმოების ამოცანები. ამგვარად, ცეკვის ნახაზის
საშუალებით მნიშვნელოვნად გამოიხატება თემატური მიმართულების ქორ. ნაწარმოების
აზრობრივი ამოცანა, დადგმის განწყობილება და ხასიათი.

 თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების გაფორმება

თემატური მიმართულების მქონე ქორეოგრაფიულ ნაწარმოებზე მუშაობის


წარმატებით დასრულებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დადგმის გაფორმებას. მას
მიეკუთვნება უპირველეს ყოვლისა კოსტიუმები, აქსესუარები, რეკვიზიტი, სცენის ტექნიკა
(დეკორაცია, მხატვრული გაფორმება). გაფორმების ყველა ეს შემადგენელი ნაწილი
მოწოდებულია აქტიურად შეუწყოს ხელი ქორეოგრაფიული ნაწარმოების შინაარსის, მისი
იდეური მიმართულების გახსნას. ცეკვის გაფორმებაზე მუშაობა დამდგმელმა უნდა დაიწყოს
კოსტიუმის სასცენო გადაწყვეტით. ამისათვის უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ
დრამატურგია და სტილისტური ხერხები, რომელიც გამოიყენება სახის ყველაზე უფრო
სრულად გახსნისათვის, არამედ პირობებიც (სცენის ხელოვნური განათება, მანძილი),
რომლებშიც მაყურებელი აღიქვამს სასცენო მოქმედებას. საჭიროა კოსტიუმის უფრო
განზოგადებული ფორმა, განსაკუთრებული სილუეტი, რომელიც ორგანულად ეხამება
მუსიკას და ხაზს უსვამს მოცეკვავეთა მოძრაობებს, მათ ჟესტებსა და პოზებს. დადგმის
ჩანაფიქრის შესაბამისად დამდგმელმა უნდა შეარჩიოს შემსრულებელთა კოსტიუმების
ფერთა გამაც. კოსტიუმის სხვადასხვა ნაწილის ფერთა შეხამების საშუალებით უნდა
მივაღწიოთ მათ ერთობას მთელი საცეკვაო კომპოზიციის მხატვრულ სახესთან. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ისინი ხელს შეუშლიან ქორეოგრაფიული ნაწარმოების მთავარი აზრის გახსნას.

კოსტიუმის შემადგენლობაში შედის ყოველგვარი აქსესუარი: თავსაბურავი,


ფეხსაცმელი და სხვ. მათი შერჩევა აუცილებელია მთელი კოსტიუმის ფერთა გამისა და
სტილისტური ერთიანობის დაურთვევლად, პერსონაჟთა დამახასიათებელ თავისებურებათა
გათვალისწინებით.

ასევე, ყურადღებით უნდა შევარჩიოთ და გამოვიყენოთ რეკვიზიტი _ საგნები,


რომელთა გამოყენებით სრულდება ცეკვა. ქორეოგრაფიული ნაწარმოების შესრულებისას
აუცილებელი საგნების სწორად გამოყენების არცოდნას შეუძლია დაარღვიოს
გულმოდგინებით შექმნილი მხატვრული სახე. ყოველ საგანს, ეს იქნება ავტომატი, ნიჩაბი,
ხმალი თუ ნაბადი, აქვს ხმარების განსაზღვრული წესები, რომელიც აუცილებლად
გასათვალისწინებელია.

ხშირად, თემატური მიმართულების ნაწარმოებებში გამოიყენება ხმის ეფექტები _


ტყვიამფრქვევის ჯერი, ბომბების აფეთქება, ორთქმავლების საყვირი და სხვ. ისინი
მაყურებელზე ემოციური ზემოქმედების საშუალებანი არიან. თუმცა, ის უნდა იყოს
მხატვრული და არ უნდა დაეშვას ნატურალიზმამდე.

ქორეოგრაფიული ნაწარმოების დეკორაციულად გაფორმებისას უნდა იყოს სწრაფვა


იმისკენ, რომ დეკორაცია მაქსიმალურად შეესაბამებოდეს შემსრულებელთა კოსტიუმის
ფერებს, ცეკვის მოქმედების განვითარებასა და ატმოსფეროს.

თემატურ ცეკვებში ბალეტმაისტერს შეუძლია გამოიყენოს ცეკვის გასაფორმებლად


კინო-მასალა, სლაიდები, რომლებიც თავისი თემატიკით შეესაბამება ქორეოგრაფიული
ნაწარმოების ამოცანებსა და იდეურ შინაარსს.

 თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების აღმზრდელობითი


მნიშვნელობა

თემატურ ნაწარმოებზე მუშაობის პირველივე ეტაპიდან _ თემის არჩევიდან _


ბალეტმაისტერი განსაზღვრავს თავის პოზიციას, თავის დამოკიდებულებას მომხდარი
მოვლენებისადმი. შემდგომში, შემსრულებლისათვის კომპოზიციის ჩანაფიქრის მოთხრობის
დროს, იგი ახალგაზრდობაში აღძრავს გარკვეულ დამოკიდებულებას ცხოვრებისეული
მოვლენებისადმი. თემატურ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში ანსამბლის
წევრებში ხდება პატრიოტული გრძნობის, იდეური რწმენის, მიზანმიმართულების აღზრდა,
რომლებიც შინაგანად ამდიდრებენ მათ და ბევრად განსაზღვრავენ მათ პოზიციას
ცხოვრებაში.

თუმცა, თემატური მიმართულების ქორეოგრაფიული ნაწარმოების აღმზრდელობითი


ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ დამდგმელისა და შემსრულებელთა ურთიერთობით.
იდეურად ჩამოყალიბებული მაღალმხატვრული ნაწარმოები დიდ გავლენას ახდენს
მაყურებელზე, მის შეხედულებებსა და მსჯელობაზე. სწორედ ამიტომ, თემატურ
ნაწარმოებზე მუშაობისას ბალეტმაისტერის იდეური პოზიციების გარკვეულობა
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. უდავოდ, ყველა ანსამბლს არ შეუძლია თემატური
ნაწარმოების დადგმა. ამისათვის საჭიროა ანსამბლის მოწიფულობა, რაც მოიცავს მრავალ
ფაქტორს _ საკმარის ტექნიკურ ოსტატობასა და მონაწილეთა სამსახიობო გამომხატველობას.
ეს მიიღწევა თავდაუზოგავი შრომით არა მხოლოდ თავის, არამედ მონათესავე დარგებშიც _
მუსიკაში, ესთეტიკაში, სამსახიობო ხელოვნებაში და სხვ. ასევე, მოცემულ თემაზე
თეორიული მასალის შესწავლით, რადგან მხოლოდ ღრმა ცოდნას შეუძლია დაიფაროს
აქტუალური თემა ვულგარიზაციისაგან და პრიმიტიული ახსნისაგან. ყოველმა იდეურმა და
მხატვრულმა შეცდომამ თემატური მიმართულების ქორეოგრაფიულ ნაწარმოებზე მუშაობის
დროს შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დანაკარგი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში,
გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ახალგაზრდა ადამიანის ჩამოყალიბებას.

You might also like