You are on page 1of 2

საერთაშორისო ურთიერთობების,როგორც სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბება

საერთაშორისო ურთიერთობების,როგორც სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბება


განაპიორობა მე-20 საუკუნეში მსოფლიოს დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფამ და პირველმა
მსოფლიო ომმა. I-ლი მსოფლიო ომის შედეგები იმდენად მძიმე იყო.იმდენად დიდი იყო
მსხვერპლი მსოფლიოში გაჩნდა აზრი რომ აუცილებლად უნდა შესწავლილიყო ომის
გამომწვევი მიზეზები,რათა მომავალში მსგავსი საშინელი მოვლენები თავიდან აეცილებინა
კაცობრიობას.ჩამოყალიბებისთანავე საერთაშორისო ურთიერთობები განვითარდა
კონკრეტული მიმართულებით და მისი ხედვა აიგო იდეალიზმის თეორიის საფუძველზე.
პირველ მსოფლიო ომამდე საერთაშორისო ურთიერთობები,როგორც სამეცნიერო დისციპლინა
არ არსებობდა და მის ფუნქციებს,ძირითადად,ითვისებდა ისტორია და სამართალი,ასევე
პუბლიცისტები და ჟურნალისტები.დიპლომატიის ისტორიკოსები ხშირად ახდენდნენ
ისტორიული ფაქტების ანალიზს,თუმცა ამ ფაქტებს არავინ ანზოგადებდა და დასკვნებიც არავის
გამოჰქონდა.ვინმე აინშტაინმა პირველ მსოფლიო ომამდე გამოაქვეყნა სტატია,რომელშიც
მოუწოდებდა ამერიკას,შეეწყვიტა იზოლაციონისტური პოლიტიკა და ყურადღება მიექცია
ევროპაში მიმდინარე მოვლენებისთვის.

პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ევროპაში ომი სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა
როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.კარლ ფონ კლაუზევიცმა სთქვა:ომი
დიპლომატიის უფრო ძლიერი ფორმაა,ხოლო საბრძოლო ასპარეზი მოლაპარაკებების
კონფერენციის გაგრძელება.პირველი მსოფლიო ომის შედეგად მიღებული შედეგების შემდეგ
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკური ელიტები მიხვდნენ რომ ომი მომგებიანი
არავისთვისაა და შეიქმნა სასწავლო ცენტრები,სადაც საერთაშორისო ურთიერთობები
ისწავლებოდა.საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კათედრა და პირველი
დეპარტამენტი დაარსდა 1919 წელს.კათედრა-უელსში,დეპარტამენტი-ჯორჯთაუნის
უნივერსიტეტში.ამ პერიოდში მოღვაწე სპეციალისტებში ომი აღიქმებოდა როგორც
ტრაგედია,რადგანაც ბრძოლებში დაიღუპა უამრავი ადამიანი.დიკინსონი ამბობდა:ომი არ არის
ადამიანის ბუნების გარდაუვალი შედეგი,ის ბუნების გარკვეულ პირობებში
გამოვლენაა.ტოინბიმ კი ომს კაცობრიობის მომაკვდინებელი სენი უწოდა.

რატომ ხდება ომები როცა ომისგან მიღებული მსხვერპლის გათვალისწინებით მოგება სულ
ქვეყნებისთვის უფრო მცირდება?ამ კითხვაზე პასუხი დაფუძნებული იყო ორ ომს შორის
გაბატონებულ ტრადიციაზე,რომელსაც ლიბერალური იდეალიზმი ეწოდება.საჭირო გახდა
ძალთა ბალანსის და ალიანსთა სისტემის შეცვლა.იდეალიზმზე დაფუძნებული ხედვით უნდა
მომხდარიყო მსოფლიო სისტემის რეფორმირება და ავტოკრატიულ სახელმწიფოებშ შდა
ცვლილებების მოხდენა.იდეალიზმის მანიფესტად მიიჩნევა აშშ-ის პრეზიდენტ,ვუდრო
უილსონის მიერ წამოყენებული 14 პუნქტი.მასში შედის პუნქტები საიდუმლო დილპომატიის
აღკვეთის და შთანხმებების ღიად დადების შესახებ,ნავიგაციის თავისუფლებაზე,ყველასთვის
თვითგამორკვევაზე.შეიარაღების შემცირებაზე და ა.შ. ბოლოს კი საუბრობს ერთა ლიგის
ჩამოყალიბებაზერომელსაც უნდა დაეცვა საერთაშორისო წესრიგი და
მშვიდობა.უილსენისეული იდეალიზმი გულისხმობდა რაციონალური და ინტელიგენტური
საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნას,რომელთა საშუალებითაც უნდა შკავებულიყო ომები
და მსოფლიოში მშვიდობა დამკვიდრებულიყო.იდეალიზმის წარმომადგენელია ნორმან
ანჯელიც,რომელიც თავის ნაშრომ „დიდ ილუზიაში“ ამბობს:ზოგიერთს ჯერ კიდევ ჰგონია,რომ
ომი არის მომგებიანი,ხოლო დღევანდელ სამყაროში ეს ასე არ არის. ანჯელი გამოთქვამდა
იმედს,რომ თუ სახელმწიფოთა ლიდერები გაიაზრებენ ამ ფაქტს მიხვდებიან ომის
უმიზნობას.უილსონის და ანჯელის მოსაზრებები ეყრდნობა აზრს რომ ადამიანები არიან
რაციონალურები და თუკი ისინი საერთაშორისო ურთიერთობებს გონებით მიუდგებიან,მაშინ
შეძლებენ შექმნან ისეთი ორგანიზაციები,რომლებიც სამყაროს მშვიდობასა და სიკეთეს
მოუტანს.

1928 წელს დაიდო კელოგ-ბრიანის პაქტი,რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები უარს


აცხადებდნენ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებაზე და კონფლიქტების
მშვიდობიანი გზით მოგვარებას ირჩევდნენ.მაგრამ ლიბერალურმა იდეოლოგიამ კრახი
განიცადა.ნაციზმის აღზევებასთან ევროპის წამყვანი ქვეყნები ავტორიტარულნი
გახდნენ,ნაცვლად დემოკრატიისა.კრახი განიცადა ერთა ლიგამაც.იგი ხუთ უმნიშვნელოვანეს
შემთხვევაში ჩავარდა,თუმცა წარმატება მიაღწია ისეთ საკითხებში როგორიცაა ნარკოტიკების
შეკავება,ტრეფიკინგი,პირველი მსოფლიო ომის ლტოლვილები და ა.შ.

ისტორიამ აჩვენა,რომ ძალა კვლავაც იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთაშორისო


ურთიერთობებში დაერთა ლიგის სახით თანამშრომლობამ და კოლექტიურმა უსაფრთხოებამ არ
გაამართლა.

You might also like