You are on page 1of 8

ეტიენ ბალიბარის ეს სტატია გამოქვეყნდა გაზეთ ლ’უმანიტეში 1976 წლის 22 იანვარს.

იმავე წლის თებერვლის დასაწყისში დაგეგმილ საფრანგეთის კომპარტიის 22-ე ყრილობაზე,


პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს პროლეტარიატის დიქტატურის ცნების ამოღება
პარტიული დოკუმენტებიდან. ეს, ყრილობამდე რამდენიმე კვირით ადრე, განსახილველი
საკითხების წინასწარი მონახაზის გამოქვეყნების შემდეგ გამოაშკარავდა. პარტიის
თავმჯდომარის ჟორჟ მარშეს აზრით დიქტატურის მაგივრად აქცენტი სოციალიზმის
დემოკრატიულ ასპექტებზე უნდა გაკეთებულიყო. სწორედ მარშეს ამ განცხადებებს
აკრიტიკებს ბალიბარი წინამდებარე სტატიაში.

პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ

ლ’უმანიტესა და ფრანს ნუველში გამოქვეყნებული დისკუსიის


კონტრიბუციები იზიარებენ, ყრილობის მიერ განსახილველ დოკუმენტში,
„პროლეტარიატის დიქტატურის“ ხსენების მომხრე ან მოწინააღმდეგე
შეხედულებებს, მეტიც ამ ცნების პარტიულ წესდებაში არსებობის მომხრე ან
მოწინააღმდეგე შეხედულებებსაც. 7 იანვარს ანტენ2-სთვის მიცემულ
ინტერვიუში, ჟორჟ მარშემ გამოაცხადა, რომ ის „პროლეტარიატის
დიქტატურის“ უარყოფის მომხრეა, რომლის შემადგენელი აღარცერთი
ტერმინი, აღარ შეესაბამება, აღარც მიმდინარე მდგომარეობას და არც
კომუნისტების მიზნებს. მან დაამატა : „ყრილობა გადაწყვეტს.“
შესაბამისად ჩვენ ასეთი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით: 22-ე კონგრესმა
შესაძლოა ოფიციალურად დაამტკიცოს იმ პრინციპების ცვლილება,
რომლებზეც დასაწყისშივე დაფუძნდა კომუნისტური პარტიების
პოლიტიკური ქმედება და ორგანიზება.
მარქსის არაორაზროვანი არგუმენტების მოხმობისას, ლენინი წერდა :
„მარქსიზმის შემოფარგვლა კლასების ბრძოლის მოძღვრებით იმას ნიშნავს,
რომ შეკვეცო მარქსიზმი, დაამახინჯო იგი, აქციო იმად, რაც მისაღებია
ბურჟუაზიისთვის. მარქსისტი მხოლოდ ის არის, ვინც კლასების ბრძოლის
აღიარებას პროლეტარიატის დიქტატურის აღიარებამდე განავრცობს.“1
1. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი
თეორიული ცვლილება არ შეიძლება ჩვენი სურვილებისამებრ
განხორციელდეს. როგორ მოხდა ასე, რომ ყრილობის წინასწარი მონახაზი,

1
ვ.ი. ლენინი. სახელმწიფო და რევოლუცია. თხზულებანი, 25-ე ტომი. 506-507 გვ.
რომელსაც ეფუძნება მიმდინარე დისკუსია, საერთოდ არც კი შეიცავს ამ
საკითხს? ნუთუ კომუნისტ მილიტანტებს არ შესწევთ ძალა შეეჭიდონ
მკაფიოდ დაყენებულ შეკითხვას და ორგანიზება გაუწიონ თავიანთი
პოლიტიკის პრინციპების ამომწურავ განხილვას? სწორი ხომ არ იქნებოდა
სწორედაც ყრილობაზე განგვეხილა დეტალურად, მსჯელობის მთელი ხაზი,
რომელიც ამართლებს კომუნისტების მოქმედების ახალ საფუძვლებზე
დამყარებას, ახალი ისტორიული მიზნების დასახვას, და პროლეტარიატის
დიქტატურის გაუქმებას, იმისთვის რათა კომუნისტებმა შეძლონ თავიანთი
გადაწყვეტილების მიღება ამ ფაქტების ამომწურავი ცოდნის საფუძველზე,
და არა უბრალოდ ზიზღის გრძნობის საფუძველზე, რომელსაც მათში სიტყვა
„დიქტატურა“ იწვევს.
ფაქტობრივად, და ეს ჩემი მეორე თეზისია, სამწუხაროდ არსებობს შიშის
საფუძველი, რომ ჩვენ, კომუნისტებს - ანუ პარტიას - ამჟამად არ შეგვიძლია
ამ საკითხის სიღრმისეული განხილვა. რადგან ამისთვის აუცილებელი
პირობები არ არსებობს.
თუნდაც კონგრესის დოკუმენტი სხვანაირად ყოფილიყო ჩაფიქრებული,
ჩაფიქრებული არა როგორც სამომავლო „მანიფესტი“, არამედ როგორც იმ
პოლიტიკური პრობლემების ანალიზი, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ
აყენებენ პარტიის ამჟამინდელ თეორიასა და ტაქტიკას, ეს პირობები ერთ
დღეში მაინც ვერ შეიქმნებოდნენ. პარტიისთვის წინა წლებში აუცილებელი
იქნებოდა პროლეტარიატის დიქტატურის პრობლემების სიღრმისეული
შესწავლის ამოცანის საკუთარი თავისთვის დაყენება, ყოველდღიურ
გამოცდილებაში მიღებული გაკვეთილების მეშვეობით მათი სისტემატიური
კრიტიკის გზით. ამის მაგივრად, ნებით თუ უნებლიედ, პარტია ამ
საკითხთან დაკავშირებით დუმდა, და ამის გამო წარმოიქმნა უფსკრული მის
ანალიზს, მის პროგრამულ პროექტებსა და მარქსისტულ პოლიტიკურ
თეორიას შორის. იმდენადაც, რომ ეს სპეციფიური „პროლეტარიატის
დიქტატურა“, რომელიც ახლა უნდა იქნას მოშორებული, როგორც
დაძონძილი ტანსაცმელი, არაფერია სხვა გარდა მოჩვენებისა, იმ ცნების
კარიკატურისა, რომელიც მარქსმა და ლენინმა შეიმუშავეს, რომელიც მათ
აქციეს რევოლუციური კლასობრივი პოზიციის ქვაკუთხედად და რომლის
ახსნასაც, სირთულეების მიუხედავად, ისინი იმდროინდელი მშრომელთა
მოძრაობისთვის ცდილობდნენ, იმ იმედით, რომ მოძრაობა მიიღებდა ამას.
ფრანგ კომუნისტებს სთავაზობენ, უმოკლეს ვადებში და საკითხის
მეცნიერული ანალიზის გარეშე, იმ ცნების უარყოფას, რომელიც
მარქსისტული ტრადიციის განუყოფელი ნაწილია, და რომელიც არ
დაიყვანება ენობრივ პრობლემაზე. შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში ვიყოთ
დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენ იმის ობიექტური გაგება გვაქვს, რითიც
მის ჩანაცვლებას ვაპირებთ?
2. მე ლენინი დავაციტირე. შემეძლო ათასი სხვა ციტირება მეწარმოებინა.
ციტატები ვერაფერს ამტკიცებენ. ციტატებამდე დაყვანით მარქსიზმი იქცევა
სტერილური დოგმატიზმის ნაირსახეობად, ფორმულების რელიგიად: მწარე
გამოცდილებამ რაღაც გვასწავლა ამის შედეგების შესახებ. მოდით
გავიხსენოთ ერთი ფაქტი, რომ: “პროელტარიატის დიქტატურა“ არ არის
თეორიული გამოგონება, მოგონილი მარქსისტი ინტელექტუალების მიერ; ის
აღმოჩენაა, რომელიც აუცილებელი იყო, რომელიც გამოხატავს წლების
განმავლობაში პრაქტიკაში მიღებულ გაკვეთილებს. და ეს პრაქტიკა ჩვენ
გვასწავლის, სპეციფიურ რამეს, რომ რევოლუციურმა კლასმა არ უნდა
დაიჩრდილოს მზერა, არ უნდა მიიღოს მისტიური ალტერნატივები,
რომლებზეც ბურჟუაზიული ლეგალური იდეოლოგიაა დაფუძნებული:
მხოლოდ ‘დიქტატურა’ ან მხოლოდ ‘დემოკრატია’; მშრომელთა მმართველ
კლასად ორგანიზება სახელმწიფო იძულების მეშვეობით ან დემოკრატიული
მასობრივი ბრძოლა ემანსიპაციისთვის. თუმცა სწორედ ესენია ის
ალტერნატივები, რომლებშიც ჩვენ ახლა საკუთარ თავებს ვიმწყვდევთ.
თქვენ უნდა გესმოდეთ თუ რა არის აქ საფრთხის ქვეშ. თუ კი მშრომელთა
მოძრაობა კლასობრივი ბრძოლის მსვლელობისას იძულებული გახდა თავის
მიზნად დაედგინა პროლეტარიატის დიქტატურა, მთელი თავისი
სირთულეებითა და თუნდაც უზარმაზარი
წინააღმდეგობებით(contradiction), რომლებიც მას თან ახლავს, და ის, რომ
შეუძლებელი იყო მიზნად ‘უბრალოდ’ გამოცხადებულიყო ბედნიერება,
თავისუფლება, დემოკრატია და ა.შ., ამის მიზეზი მატერიალური იყო.
იმიტომ, რომ კაპიტალისტურ ექსპლუატაციას გარდაუვლად მოაქვს
ბურჟუაზიის კლასობრივი დიქტატურა, და მასზე ფუძნდება კიდევაც,
მიუხედავად იმისა თუ როგორი იქნება მეტნაკლებად ძალადობრივი და
ღიად რეპრესიული ფორმები, რომლებსაც მიიღებს ეს დიქტატურა ცალკეულ
ისტორიულ პირობებში; და ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ
ბურჟუაზიული დიქტატურის ისტორიული საფუძვლების დანგრევა,
არსებული სახელმწიფო აპარატის ამავდროული განადგურების გარეშე,
რომელიც ვერასდროს ვერ ჩადგება ‘მშრომელი ხალხის სამსახურში’. იმის
წარმოსახვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ‘რეალური’
დემოკრატიისთვის, ხალხის მასების დემოკრატიისთვის, პროლეტარიატის
დიქტატურის გავლის გარეშე ეს არის იგივე, რაც უარყო ბურჟუაზიის
დიქტატურის არსებობა, უარყო სახელმწიფო აპარატის მიერ
ექსპლუატაციაში შეტანილი წვლილი. ნუთუ ეს მართლა შეესაბამება
საფრანგეთის მშრომელი ხალხის მიმდინარე ბრძოლებში მიღებულ
გამოცდილებას?
3. ჩვენ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით,
რომლის შესახებაც ჩვენ როგორც იქნა მოგვიწია გვეღიარებინა, რომ ის დიდი
წინაღობა იყო მასობრივი მოძრაობისთვის. ეს ფაქტი ის არის, რომ
სოციალისტური ქვეყნების ისტორიამ (ან ზოგიერთი სოციალისტური
ქვეყნის ისტორიამ) დააუშნოვა და დისკრედიტაცია გაუწია
‘პროლეტარიატის დიქტატურას’. მოხდა მისი პროლეტარიატ-ზე
დიქტატურასთან არევა, პარტიის სახელმწიფოსთან გაიგივების შედეგად;
მათ ერთმანეთს შეუპირისპირეს პროლეტარიატის დიქტატურა და
მასობრივი პოლიტიკური დემოკრატია. ამან საბოლოოდ მომაკვდინებელ
პოლიტიკურ კრიზისებამდე და ღრმად ფესვებგადგმულ
დაპირისპირებებამდე მიიყვანა საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობა.2
მაგრამ კარგი არ იქნება, რომ უბრალოდ ჩვენი სინანული გამოვთქვათ ამ
მდგომარეობასთან დაკავშირებით ან იმედი ვიქონიოთ, რომ მისი არ
შემჩნევით შევძლებთ მას თავი ავარიდოთ ან საერთოდაც ღიადაც უარვყოთ
პროლეტარიატის დიქტატურის საკითხი. პირიქით, ეს სიტუაცია უნდა
გავაანალიზოთ. ისტორიულ ფენომენს ისტორიული მიზეზები აქვს. რა არის
ის ისტორიული მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუშალეს სოციალისტური
ქვეყნების ხალხებს პროლეტარიატის დიქტატურის სრულად
განხორციელებაში(გვერდზე გადავდოთ ინდივიდუალური ‘პიროვნებების’
განხილვა), და რომლებმაც ის თავისი საპირისპიროსკენ გადახარეს? რა

2
იგულისხმება ს.ს.რ.კ.-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის
ურთიერთობების დაძაბვის შედეგად, საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის ორ
ბანაკად გაყოფა.
ისტორიულმა მიზეზებმა შეუშალეს ხელი ბურჟუაზიული სახელმწიფო
აპარატის ეფექტურ განადგურებას და მაშასადამე საუკუნეების მანძილზე
კლასობრივი ჩაგვრისგან მემკვიდრეობით გადმოცემული გიგანტური
სოციალური წინააღმდეგობების საბოლოო გადაჭრას? როგორ ფორმებს
იღებენ ეს მიზეზები დღეს სოციალისტურ სამყაროში და კაპიტალისტურ
სამყაროში და როგორ შეიძლება მათ დავუპირისპირდეთ? რომლებია ამის
შედეგად მიღებული დამატებები (მათ შორის შესწორებებიც), რომლებიც
უნდა განხორციელდეს პროელტარიატის დიქტატურის ცნებაში, რათა მან
შეძლოს კომუნისტების რევოლუციური მოქმედებისთვის გზის გაკვლევა?
4. ამ შეკითხვების არ არსებობა ამახინჯებს ამჟამინდელ დებატებს პარტიაში.
ამის ეფექტები იგრძნობა დოკუმენტის წინასწარი მონახაზის ყოველ ხაზში,
ზოგჯერ ამის შედეგად საოცარ დასკვნებამდეც მივდივართ. მე მხოლოდ ერთ
მაგალითს ვაჩვენებ. დოკუმენტში ერთი პატარა პარაგრაფია დათმობილი
‘საერთაშორისო კონტექსტისთვის’. შთაბეჭდილება რჩება თითქოს
მოვლენები, ერთის მხრივ მსოფლიოში ყველგან იმპერიალიზმის საზიანოდ
წარიმართება და თან სოციალისტური ბანაკის, ერონვულ
განმანთავისუფლებელი ბრძოლების, მშრომელთა მოძრაობის და ამ
პროგრესის ძალების ერთობისთვის კი სასიკეთოდ; მეორეს მხრივ კი
საფრანგეთს, თავისი ‘მსოფლიო მნიშვნელობის’ გამო, გააჩნია საშუალებები,
რომ თავისი შიდა სოციალური ტრანსფორმაცია გაატაროს ისე, რომ
ამავდროულად თავი დააღწიოს იმპერიალიზმის ინტერვენციას. მაგრამ
ფაქტები გვიჩვენებენ, რომ ეს ზედაპირული და ზედმეტად ოპტიმისტური
შეხედულება სრულიად მცდარია. ხალხები, რომლებმაც ბოლო დეკადის
განმავლობაში წარმატებას მიაღწიეს იმპერიალიზმისგან საკუთარი თავის
განთავისუფლებასა და სოციალიზმის გზაზე დადგომაში იყვნენ მხოლოდ
ისინი, რომლებმაც ეს იმპერიალისტური ინტერვენციის წინააღმდეგ
განგრძობითი ბრძოლის შედეგად შეძლეს: კუბა და ვიეტნამი. ცხადია, რომ
არ შეიძლება ამ გამარჯვებების ისტორიული მნიშვნელობის არდაფასება,
რადგან ისინი გვიჩვენებენ, რომ რევოლუცია შესაძლებელია
განხორციელდეს მსოფლიოს ხალხებისა და მუშების მიერ. და ეს
მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც სოციალისტური ბანაკის
ერთიანობის არ არსებობიდან და სოციალიზმსა და ეროვნული
დამოუკიდებლობის ბრძოლების მყიფე კავშირიდან გამომდინარეობს
(მაგალითად ახლო აღმოსავლეთში!), რასაც იმპერიალიზმი მუდმივად
იყენებს.
მაგრამ რა უნდა ვიფიქროთ არგუმენტზე საფრანგეთის ‘მსოფლიო
მნიშვნელობის’ შესახებ, რომელიც იმპლიციტურად არის ნაგულისხმევი,
რათა ამ შენიშვნას გასცეს პასუხი? ის შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს
აღნიშნავდეს : ვინაიდან საფრანგეთი იმპერიალისტური ქვეყანაა, მას
უკეთესი პოზიცია უკავია მის შიდა საქმეებში მსოფლიო იმპერიალისტური
სისტემის(რომლის ნაწილი თავადაც არის) მიერ ნებისმიერი ინტერვენციის
ნეიტრალიზებისთვის, ან თუნდაც მსგავსი ინტერვენციისთვის სრულიად
თავის არიდებისთვის! მაგრამ ეს არგუმენტი ძალიან მიუღებელია, და
სწორედ ამიტომაც ის ამ სახით ღიად არავის არასდროს ჩამოუყალიბებია;
იმიტომ რომ სიმართლე ამის საწინააღმდეგოა: მით უფრო ახლოსაა ქვეყანა
იმპერიალისტური სისტემის ცენტრთან, მით უფრო სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია იმპერიალიზმისთვის მისი რევოლუციური განვითარების
შეჩერება და მით უფრო დიდია იმპერიალიზმისთვის ხელმწისაწვდომი
საშუალებებიც - ეკონომიური, იდეოლოგიური, პოლიტიკური და სამხედრო
- და ასე შემდეგ. მაშასადამე იმპერიალიზმს უფრო ნაკლებადა უდგას სწრაფი
საგარეო შეტევის უკიდურესი ზომების მიღების საჭიროება, რაც საბოლოო
ჯამში სახალხო ძალების ნაციონალურ ერთობას გააძლიერებდა. ერთხელ
უკვე მოხდა სახალხო მოძრაობის იზოლირება და დამარცხება1945-47
წლებში. მაგრამ ფრანგული საზოგადოების მსოფლიო იმპერიალისტურ
სისტემაზე დამოკიდებულების დონე დღესდღეობით არ შემცირებულა.
პირიქით საგრძნობლადაც გაიზარდა.
რა გაკვეთილები გვასწავლეს, პირველ რიგში ჩილემ, პორტუგალიამ და
დღესდღეობით იტალიამაც? რა თქმა უნდა ის, რომ იმპერიალისტური
ინტერვენცია არასდროს არ იღებს ერთი და იგივე ფორმას, ის ერგება
არსებულ პირობებს. ამის გათალისწინებით ძალიან წარმატებულად ართმევს
თავს, ერთ შემთვევაში სამხედრო პუტჩის, მეორე შემთხვევაში საერთო
ბაზაზრზე ეკონომიკური ზეწოლის მეშვეობით, რის შუამავლად და
ხელმძღვანელადაც ევროპული სოციალ-დემოკრატიის კონტრ-
რევოლუციური ქმედებები გვევლინება, ის ყველგან იყენებს მასობრივი
მოძრაობის სპეფიციურ სისუსტეებს. ეს მაგალითები გვიჩვენებენ მარტივ
ფაქტს, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას აღწერს: იმპერიალიზმის ჯერ
კიდევ უზარმაზარი ძალის ფაქტს, მისი აგრესიისა და პრევენციული
ზომების მიღების შესაძლებლობებს. მაშინათვე როდესაც მასები,
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, თვითონ იწყებენ პოლიტიკური სცენის
დაკავებას, თუნდაც ისინი მოზომილი სოციალური ცვლილებებისთვის
იბრძოდნენ, თუნდაც მათ შემდგარი პოლიტიკური ერთიანობა ჯერ კიდევ არ
ჰქონდეთ, თუნდაც მათ ჯერ არ ესმოდეთ ის ფაქტი, რომ თუ მათ თვიანთი
ბრძოლის წარმატებულ დასკვნამდე მიყვანა სურთ, მათ კაპიტალიზმიც
უნდა დაამარცხონ, მიუხედავად ამისა იმპერიალიზმი მაინც მზად იქნება
ინტერვენციისთვის, მეტიც თავის მტრებზე ადრეც კი დაიწყებს კონტრ-
რევოლუციის დაგეგმვასა და ორგანიზებას.
სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც ამ ქვეყანაში
რეალური სოციალური ცვლილებების საჭიროება და მათი პირობების
ჩამოყალიბება დაიწყება, ჩვენ არ შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ
სტრატეგიით, რომელიც იმ ყველა სოციალური ჯგუფის შეკრებას
გულისხმობს, რომლებიც ამ დროისთვის გადათელილები არიან მსხვილი
კაპიტალის მიერ და რომლებსაც წესით უნდა შესწევდეთ ძალა მის
წინააღმდეგ გასაერთიანებლად; ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილები
რამოდენიმე ზოგადი ლოზუნგისა და უნივერსალური იდეოლოგიური
თემის წინ წამოწევით, რომლებსაც უმრავლესობის სპონტანურ შეკრებას
აკისრებენ. ჩვენ წინასწარ უნდა განვჭვრიტოთ ფორმები, რომლებსაც
იმპერიალისტური ინტერვენციები მიიღებენ, ფორმები რომლებიც მის
არსებობაშივე არიან ჩაწერილები; ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ხალხის
ბანაკში არსებული წინააღმდეგობები, რომლებსაც იმპერიალიზმი
გამოიყენებს, და მის ხელთ არსებული საშუალებები - ის ყველაფერს
გამოიყენებს რაც კი გააჩნია - ხალხის მასების მოსაბილიზებლად, მათ შორის
ექსპლოატირებული მასების ნაწილისაც, ცვლილებების წინააღმდეგ,
თუნდაც მათი ინტერესების საზიანოდ (პორტუგალიის შემთხვევაში
წარმატებულად გამოიყენეს დამრტყმელი ძალის სახით ღარიბი გლეხები,
რომლებიც მანამდე თავად გააღარიბეს და ემიგრირება აიძულეს). მოკლედ
რომ ვთქვათ: ჩვენ უბრალოდ ცვლილებებისთვისა და სოციალიზმზე
გადასვლისთვის შექმნილი სახალხო ერთობის საფუძვლების
გათვალისწინება კი არ გვმართებს, არამედ ჩვენ ასევე უნდა
გავითვალისწინოთ - კონტრ-რევოლუციის პოტენციური საფუძვლები, რათა
შევძლოთ მათი გაანალიზება და შევიმუშვოთ ბრძოლის შესაბამისი
ფორმები. ნებისმიერი სტრატეგია უტოპიურია, რომელიც ორივე ასპექტს არ
უმკლავდება; ის გამარჯვების კი არა მარცხის მომტანი იქნება.
მაშასადამე - და ზემოთ ხსენებული მხოლოდ ერთი ასპექტია პრობლემის,
რომელიც მე გამოვკვეთე, რათა ჩავტეულიყავი გამოყოფილ ლიმიტებში -
ჩვენ ვუბრუნდებით პროლეტარიატის დიქტატურის შეკითხვას. არა მარტივი
ტერმინის ‘პროელტარიატის დიქტატურა’ საკითხს, არამედ იმ შეკითხვებს,
რომლებიც დაესმით პროლეტარიატის დიქტატურის მიერ წამოწეულ
პრობლემებს, რომლებიც ჩვენ უნდა დავსვათ და ჩვენვე გავცეთ ჩვენებური
პასუხები, და რომლებზე ჩვენს მაგივრად ვერავინ ვერ გაგვცემს პასუხებს. ეს
ის შეკითხვა არ არის რომელიც ალტერნატივებს გვაძლევს: ან
პროელტარიატის დიქტატურა ან მასობრივი დემოკრატიული ბრძოლა; ეს ის
ალტერნატივაა, რომლის ჩვენთვის თავს მოხვევა ბურჟუაზიას უნდა.
შეკითხვა შემდეგია: როგორ უნდა გავანვითაროთ ფართოდ და
დემოკრატიულად მასობრივი ბრძოლის ფორმები, რომლებსაც შესწევთ ძალა
აქციონ პროლეტარიატის დიქტატურა რეალობად, გააერთიანონ
მშრომელები და მთლიანად ხალხი ექსპლუატატორებისა და ბურჟუაზიული
სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ჩემის მხრივ სრულიად დარწმუნებული ვარ,
რომ სოციალიზმზე გადასვლა, თავისი ყველა საფეხურით, ფრანგული
საზოგადოების ‘დღის წესრიგში’ დგას, ისევე როგორც ეს სხვა
კაპიტალისტური ქვეყნებისთვისაა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ჩვენ ამის
განხორციელების რაიმე შანსი გვექნება, თუკი ჩვენ მტრის იდეოლოგიურ
წნეხს ვერ გავუძლებთ, ან თუკი ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასებთ ამ
პროცესში ჩართულ წინააღმდეგობებს, და თუ საკუთარ თავებს მოვატყუებთ
კლასობრივი ბრძოლის იმ სიმწვავის შესახებ, რომელიც მასში იგულისხმება,
და დიდი რისკების შესახებაც, რომლებიც მას თან ახლავს.
ამხანაგებო - მოდით ნუ ვუარყობთ დაუფიქრებლად პროლეტარიატის
დიქტატურის ლოზუნგს! მოდით დავამტკიცოთ, როგორც თეორიაში ისევე
პრაქტიკაშიც, რომ ჩვენ ნამდვილი კომუნისტები ვართ!

You might also like