Professional Documents
Culture Documents
რატომ აღარ მოგვწონს დრამატული თეატრი დღეს, აქ?
რატომ აღარ მოგვწონს დრამატული თეატრი დღეს, აქ?
რამოდენიმე ასეული წლის განმავლობაში დრამატულმა თეატრმა1 ბევრ რამეს მეაღწია, ბევრი
რამეც დაკარგა, იუდეურ-ქრისტიანულ მატრიცაზე საბოლოოდ დამკვიდრებულმა ლოგოსის
(სიტყვის ჭრილში მხოლოდ) ფეტიშიზაციით, გარკვეულწილად დაკარგა ზედროულიზაცია
და „დიდებული წარსულიდან“ პრიმიტიულ მექანიზაციაში გადავიდა. საერთაშორისო
გამოცდილების კრიზისის პარალელურად „პერიფერიული“ - ქართული თეატრის
მდგომარეობა (ევროპისა და აზიის საზღვარზე) კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება, სადაც
ორმოცდაათამდე სახელმწიფო თეატრი ერთმანეთს ეპაექრება „უნიჭობასა“ და სამოქალაქო
უპასუხისმგებლობაში.
ილია ჭავჭავაძე საუკუნეზე მეტი ხნის წინ ეკითხებოდა თავის თანადროულ საზოგადოებას -
რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
1970 -იან წლებში, როდესაც რობერტ სტურუამ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“
განახორციელა (სხვათა შორის პიესაში / რომელიც დაიწერა 1945 წელს და დაიბეჭდა 1948
წელს/, რაც სოციალისტურ კოლმეურნეობაში მომხდარი ამბავის შესახებ იყო). სპექტაკლში
აზდაკის ზონგი გახადა წარმოდგენის კულმინაციად და ჩემის აზრით განაჩენი საბჭოთა
კავშირის სისტემისთვის, რეჟიმისთვის ტექსტით:
აი დღეს სულ ამაზე ვფიქრობ, ან იმათ რა დაემართათ ვისაც ადრე არ ეშინოდათ სიმართლე
ეთქვათ, ან ახლებს რა არ დაემართათ, რომ მათ დაბრმავებას დამუნჯებაც მოჰყვა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისის სამეფო კარი ზამთარში ბუხარს არ ანთებდა,
მოსახლეობას ცივა და უხერხულია სასახლიდან ცეცხლის კვამლი ავიდესო!
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანგრეულ გაპარტახებულ, ომში წაგებულ გერმანიაში რურის
მაღაროელები, ბერლინის თეატრებს/მსახიობებს ნახშირს უგზავნიდნენ გასათბობად, მათ
სანაცვლოდ მათთვის თეატრალური წარმოდგენები რომ გაემართათ.
ამბები შეიძლება კიდევ მრავლად იყოს, მაგრამ ხელოვანის ღირსების საკითხი საკუთარი
ქვეყნის მიმართ დროთა მანძილზე იყო ლაკმუსი, პასუხისმგებლობა და ა.შ.
იმიტომ რომ ხელოვნებას უკვე დიდი ხანია აღარ ჭირდება საზოგადოება, თავისი
ტკივილით და პრობლემებით. საერთოდ არ ფიქრობს მაყურებელზე, საკუთარ
თანამოქალაქეებზე.
საეჭვო რეპუტაციის ქართველი ე.წ. ხელოვანთა ერთი ნაწილი პოზებში მყოფი ერთი
კლასიკოსიდან მეორე კლასიკოსზე მიმდგარი - მაშინ, როდესაც გაქცეულია თავისი ხალხის
და ქვეყნის პრობლემებისგან.
2
„ტიმონ ათენელის“ ტომას შედველის ამ ადაპტაციაზე თხრობა ეყრდნობა წიგნს: Н. В. Минц,
Парадоксы Шекспира. М. И. 1990 გვ-ები 30-33
შედველი მთელი პიესის განმავლობაში აკეთებს პირდაპირ კავშირებს თანადროულ
ინგლისთან, აძლიერებს, ამწვავებს გადამუშავებას, რაც უფრო მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე
ითხოვს ამას სიუჟეტი, დიდი ყურადღება დაუთმო პოლიტიკურ მსჯელობა-განსჯას.
სხვადასხვა პერსონაჟების მიერ შემოტანილია რეპლიკები, რაც პირდაპირ შეიძლებოდა
მიგვეწერა ინგლისის პოლიტიკური მოვლენებისადმი იმ წლებში, თუმცა როგორც შექსპირის
ორიგინალში მოქმედების ადგილად რჩებოდა კვლავ ანტიკური საბერძნეთი. ათენელი
სენატორები ძალიან ჩამოგავდნენ ინგლისელ პარლამენტარებს. რომლებიც მთელი ძალით
ცდილობდნენ მეფე და მისი მომხრენი გაეშავებინათ, ხოლო ფილოსოფოსი აპემანტოსი
ორიგინალში (შექსპირთან) განასახიერებდა შეურიგებლობას სამყაროსთან და მის
კანონებთან, შედველთან კი მთელი მისი უკმაყოფილობა გადატანილი იყო მხოლოდ ცუდ
მთავრობაზე, რომლის სათავეშიც იყო სახალხო კრება, რასაც იგი „ყაჩაღების თავყრილობად“
იხსენიებდა.
ნუთუ ჩვენი თეატრი მშიშარა კონფორმისტია, რომელიც ვერ ბედავს, ვერ ხედავს, არა
აქვს სითამამე, რომ ან ისტორია ბოლომდე გაათანამედროვოს ან უბრალოდ თანამედროვე
პრობლემებზე ისაუბროს.
ტყუილად აშინებენ ერთმანეთს, რომ თანამედროვე პრობლემებზე საუბარი თითქოს
პოლიტიკა იყოს. ჩვენს გარშემო არსებული უბედურება თუ უკანონობა, ვერ იქნება ახსნილი
პოლიტიკური სიმპატია - ანთიპატიით. ჩვენს გარშემო არსებული რეალობა ჩვენი ცხოვრებაა.
პიესაში მოქმედებს მეორე ქალიც - ევანდა, ტიმონის საყვარელი. მხოლოდ იგი რჩება
მისი ერთგული, მაშინაც კი როდესაც იგი გაკოტრდება. იგი ყიდის სასახლეს და
ძვირფასეულობას, რაც ოდესღაც ტიმონმა აჩუქა მას, და მასთან მიაქვს გაყიდვის შემდეგ
მიღებული თანხა, რათა მას შეძლებოდა თავისი ვალების გასტუმრება. როდესაც ტიმონი
უარს ეუბნება ამ მსხვერპლის მიღებაზე თან ეუბნება, რომ აღრ აპირებს ათენში დაბრუნებას,
ის პასუხობს, რომ მასთან ერთად გაიზიარებს ყველა გასაჭირს და მასთან რჩება მის
გამოქვაბულში. ხოლო როდესაც ტიმონი ღებულობს საწამლავს და კვდება, ევანდაც მასთან
ერთად იკლავს თავს.
ამბობს დღევანდელი თეატრი, ინტელექტუალი იმას რასაც ხედავს, იმას რასაც ჩვენ
გარშემო აკეთებენ? ამბობს თუ არა იმას რაც უნდა თქვას, ამბობს იმასაც თუ არა რასაც ხედავს
და ევალება?
ოქტომბერი, 2020