You are on page 1of 4

კომპანია „Nestlé“-ს კონკურსი დედებისთვის „Nestlé“-ს ხილის პიურე (წარმართვის)

წესები (შემდგომში „წესები“)

1. აქციის წარმართვის პირობები.


1.1. კოპანია „Nestlé“-ს კონკურსი დედებისთვის „Nestlé“-ს ხილის პიურე (შემდგომში „აქცია “)
ორგანიზატორი -შპს ედსამფიშ
1.2. აქციის დამკვეთი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნესტლე
საქართველო“.
1.2. აქციის შემსრულებელი -შპს ედსამფიშ
1.3. აქცია წარიმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (შემდგომში „აქციის
წარმართვის ტერიტორია“).
1.4. აქცია წარიმართება 24.12.2020-დან 29.12.2020-მდე პერიოდის ჩათვლით (შემდგომში
„აქციის წარმართვის ვადები“).

2. მოთხოვნები აქციის მონაწილეების მიმართ.

2.1. აქციაში შეუძლიათ (მოწვეულ არიან) მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ქმედუნარიან


მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, 6 (ექვსი) თვიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვემდე ასაკის
ბავშვების მშობლებს (შემდგომში „აქციის მონაწილეები“).

2.2. აქციის მონაწილედ ითვლება პირი, რომელიც პასუხობს წინამდებარე წესების მე -2 და მე -3


ნაწილების მოთხოვნებს, და რომელმაც სათანადოდ შეასრულა ამ წესების ყველა პირობა .

2.3. აქციის მონაწილეებად არ მიიჩნევიან და ვერ იქნებიან შემდეგი პირები , მიუხედავად მათ


მიერ ამ წესების პირობების შესრულებისა:
2.3.1. აქციის დამკვეთის/შემსრულებლის და აქციის მომზადებასა და წარმართვაში მონაწილე
ნებისმიერი სხვა პირის თანამშრომლები, ასევე მათი ახლო ნათესავები (ქმარი/ცოლი ,
ბავშვები, ძმები/დები, მშობლები);
2.3.2. 18 წელს არ მიღწეული, ქმედუნარიანობა შეზღუდული და ქმედუუნარო პირები ;
2.3.3. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები;
2.3.4. პირები, რომლებსაც არ ჰყავთ 6 (ექვსი)თვის და ზემოთ ასაკის ბავშვები;
2.3.5. პირები, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში.

2.4. აქციის მონაწილეები აქციაში მონაწილეობის განმავლობაში ვალდებულნი არიან :


2.4.1. დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის წესებისა და ნორმების
მოთხოვნები;
2.4.2. მიუთითონ ამ წესებში მითითებული სრული, სწორი და ნამდვილი ცნობები .

2.5. აქციაში მონაწილეობის მიღებისას, აქციის მონაწილე თანხმობას იძლევა და ადასტურებს


ამ წესების გაცნობისა და მათთან სრული თანხმობის ფაქტს.

2.6. აქციაში მონაწილეობის მიღებისას, აქციის მონაწილე აცნობიერებს და ეთანხმება იმას ,


რომ ნებისმიერი მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ინფორმაცია , აქციის მონაწილეს
პირადი მონაცემების ჩათვლით, შესაძლოა დამუშავებული იყოს დამკვეთის/დამკვეთის მიერ
უფლებამოსილი პირების მიერ მისთვის ინფორმაციის შემდგომი შესაძლო მიწოდების
მიზნით, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის ჩათვლით. ამ წესების პირობების მიღებით
(პირობებზე თანხმობით), აქციის მონაწილე ამგვარად იძლევა თანხმობას პირადი
მონაცემების ასეთი დამუშავების შესახებ დამკვეთის ან/და აქციის დამკვეთის მიერ სხვა
უფლებამოსილი პირების მიერ გამოყენების მიზნით მანამდე, სანამ არსებობს წინამდებარე
წესებით განსაზღვრული საჭიროება.

2.7. აქციაში მონაწილეობის მიღებით, აქციის ყოველი მონაწილე ამგვარად ადასტურებს


საკუთარ თანხმობას მის მიერ საკუთარ თავზე წარმოდგენილი ინფორმაციის აქციის
დამკვეთის მიერ მარკეტინგული ან/და ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენებაზე იმ მეთოდებით ,
რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას (მესამე
პირებისათვის გადაცემის ჩათვლით) და იმ მოცულობით, რომელზეც განცხადებული იქნა
თანხმობა, კერძოდ მისი სახელის, გვარის, აქციის მონაწილეს გამოსახულების, ინტერვიუს ან
მის შესახებ სხვა მასალების უფასო გამოყენებაზე სარეკლამო /მარკეტინგული მიზნებით , რაც
მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, მასმედიის საშუალებებით , ნებისმიერი ბეჭდური , აუდიო -
და ვიდეომასალების, მასმედიასთან ინტერვიუების მეშვეობით გამოქვეყნების (მისი სახელისა
და ფოტოსურათის ჩათვლით) უფლებას, ასევე ინფორმაციის, შეტყობინებების (მათ შორის ,
სარეკლამო ხასიათისა), “Facebook”-გვერდის „@Nestle.Baby.Geo“ და აშ. გადაცემას, ყველანაირი
ტერიტორიული, დროისა და გამოყენების მეთოდის შეზღუდვის გარეშე, და ასეთი გამოყენება
არანაირად არ იქნება ანაზღაურებული აქციის შემსრულებელის ან დამკვეთის , ან /და
ნებისმიერი მესამე პირის მიერ. 

2.8. ამ წესების პირობების მიღების (პირობებზე თანხმობის) მომენტიდან , ისეთი ქმედებების


განხორციელების გზით, რომლებიც მოწმობენ აქციაში მონაწილეობის მიღებას , ამ წესების
პირობებზე თანხმობა და პირადი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა ითვლება
წარმოდგენილად შესაბამისი აქციის მონაწილეს მიერ.

2.9. აქციის მონაწილე, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე წესების პირობებს ან /და უარს


აცხადებს პირადი მონაცემების დამუშავებისათვის თანხმობის მიცემაზე , კარგავს აქციაში
შემდგომი მონაწილეობის უფლებას.

3. აქციაში მონაწილეობის მიღების პირობები.


3.1.  აქციაში მონაწილეობის მისაღებად მონაწილე უნდა:
3.1.1. გახდეს Facebook-გვერდის „@Nestle.Baby.Geo“ გამომწერი
3.1.2. მოიწონოს გვერდი „@Nestle.Baby.Geo“
3.1.3. დატოვოს კომენტარი „Nestlé“-ს ხილის პიურეს საკონკურსო პოსტის ქვეშ
3.1.4. მონიშნოს მისი ორი მეგობარი
3.1.6. ყოველი მონაწილე, რომელმაც შეასრულა 3.1.1-ე, 3.1.2-ე, 3.1.3-ე, 3.1.4-ე და პუნქტების
პირობები, ავტომატურად იღებს მონაწილეობას „Nestlé“-ს ხილის პიურეს პრიზების
გათამაშებაში.
3.1.7. მონაწილეობა გულისხმობს, რომ მონაწილე ეთანხმება აქციის წესებს.
3.2. წესების არცოდნა არ იწვევს მათი შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლებას.

4. აქციის ხელშეწყობის ფონდი


4.1. აქციის საპრიზო ფონდი შეზღუდულია და შეადგენს:
4.1.1. „Nestlé“-ს ხილის პიურის 3სხვადასხვა გემო 10 ცალი (შემდგომში „საჩუქარი“).
4.2. აქციის დამკვეთის პასუხისგებლობა შემოიფარგლება წინამდებარე წესების მე -4 ნაწილით
გათვალისწინებული ხელშეწყობის ფონდის ღირებულებითა და რაოდენობით .
4.3. ხელშეწყობის ფონდი ყალიბდება აქციის დამკვეთის საკუთარი სახსრების საფუძველზე
და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ საჩუქრების მიწოდების მიზნით იმ აქციის
მონაწილეთათვის, რომლებმაც მოიპოვეს მათზე უფლება.
4.5.  დამკვეთის/შემსრულებლის მოვალეობები საჩუქრების წინამდებარე წესებით
გათვალისწინებულ ხარისხთან მიმართებაში შეზღუდულია მათი მწარმოებლის მიერ
წარმოდგენილი გარანტიებით. 

5. აქციის გამარჯვებულთა გამოვლენა


5.1. აქციის მონაწილე და გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი , რომელმაც
შეასრულა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქციის ყველა პირობა და
მოთხოვნა.
5.2. აქციის მონაწილეს და აქციის გამარჯვებულს აქვს უფლება საჩუქრის მხოლოდ ერთი
ერთეულის მიღებისა, წინამდებარე წესების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქციის
პირობების შესრულებისას.
5.3. აქციის მონაწილეები და კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ აქციის საჩუქარს
წინამდებარე წესების მე-6 ნაწილით გათვალისწინებული წესების შესაბამისად .
5.4. აქციის გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება „Facebook“-ის იმ მომხმარებელთა
ანგარიშებით, რომელთაც შეასრულეს კონკურსის ყველა პირობა, “excel“-ის ფაილის
ფორმატით სპეციალურ პროგრამაში ჩატვირთვა - randomresult.com
პროგრამა შემთხვევითი მეთოდით ირჩევს 20 (ოცი) გამარჯვებულს. შედეგები გამოქვეყნებულ
იქნება სოციალური ქსელის „Facebook“-გვერდზე „@Nestle.Baby.Geo“ 30.12.2020 წელს.
5.5. აქციის შემსრულებელი აცნობებს აქციის მონაწილეს მისი გამარჯვების თაობაზე
მომხმარებელთან მისი „Facebook“-გვერდის მეშვეობით დაკავშირებით, გამარჯვებულთა
გამოცხადების თარიღის მომენტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში .
6. საჩუქრის მიღების პირობები და წესი

6.1. აქციის გამარჯვებულები მოიპოვებენ აქციის ხელშეწყობის ფონდიდან საჩუქრის მიღების


უფლებას წინამდებარე წესების მე-5 ნაწილის თანახმად.
6.2. წინამდებარე წესების მე-4.1 პუნქტში მითითებული საჩუქრის მისაღებად , აქციის
მონაწილემ, რომელსაც მოპოვებული აქვს საჩუქრის მიღების უფლება, აქციის დამკვეთს უნდა
გადაუგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი
პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) ასლი, მონაწილეს შვილის დაბადების მოწმობის ასლი,
მისი ფაქტიური ადგილსამყოფელის სრული მისამართი. აღნიშნული მონაცემები
წარედგინება შემსრულებელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე
nini@adsomefish.com აქციის მონაწილეები, აქციაში მონაწილეობის მიღებით, ამგვარად
იძლევიან უპირობო თანხმობას აღნიშნულის თაობაზე.
6.3. თუ გამარჯვებულმა მიუთითა არასარწმუნო ინფორმაცია, არ შეასრულა წესების
მოთხოვნები ან არ წარმოადგინა მისი საკონტაქტო ინფორმაცია მისი აქციის გამარჯვებულად
გამოვლენის თარიღიდან 10 დღის ვადაში, დამკვეთს აქვს უფლება განკარგოს საჩუქარი
საკუთარი შეხედულებით.
6.4. დამკვეთი იტოვებს უფლებას, არ გაუგზავნოს საჩუქარი და გადახედოს გამარჯვებულის
გამოვლენის შედეგებს, თუ გამარჯვებული უარს აცხადებს წარმოადგინოს წინამდებარე
წესებში მითითებული საჭირო ინფორმაცია და მონაცემები.
6.5. საჩუქარი გადაიგზავნება აქციის გამარჯვებულის მისამართზე, რომელიც მან წინამდებარე
წესების მე-6.2. პუნქტით გათვალისწინებული წესით მიუთითა, საფოსტო გზავნილის სახით
ან/და კურიერის სერვისით (მიტანით), როგორც ამას აქციის დამკვეთი გადაწყვეტს . საჩუქარი
ითვლება აქციის გამარჯვებულისადმი გადაცემულად მისი გადამზიდისათვის მიწოდების
მომენტიდან. საჩუქრის აქციის მონაწილეებისათვის გადაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს
კისრულობს აქციის შემსრულებელი.
6.6. პრიზს მიიღებს მხოლოდ ის პირი, რომელმაც მოიპოვა მასზედ უფლება წინამდებარე
წესების პირობათა მე-2, მე-3 პუნქტების თანახმად და მხოლოდ და მხოლოდ ამ წესებით
დადგენილი წესით. 
6.7. იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საჩუქარის პირადად
მიღება, ასეთი აქციის მონაწილეს არ აქვს თავისი უფლების ნებისმიერი მესამე პირისათვის
გადაცემის/დათმობის უფლება. ამ შემთხვევაში დამკვეთს აქვს უფლება განაგოს საჩუქარი
საკუთარი შეხედულებით.
6.8. ამ წესების ყველა პირობის განუხრელი შესრულება და ყველა ზემოთ მითითებული
ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს საჩუქრის მიღების აუცილებელ პირობას .
6.9. წინამდებარე წესებით განსაზღვრული ნებისმიერი პირობის შეუსრულებლობა ართმევს
აქციის შესაბამის მონაწილეს მისთვის კუთვნილი საჩუქრის მიღების უფლებას. ამასთან,
ითვლება, რომ აქციის მონაწილემ განაცხადა უარი შესაბამისი საჩუქრის მიღებაზე და არ
გააჩნია დამკვეთის/შემსრულებლის მხრიდან რაიმე კომპენსაციის მიღების უფლება .
6.10. გამარჯვებული ავტომატურად კარგავს მის მიერ მოპოვებულ საჩუქრის მიღების
უფლებას, ამ შემთხვევებში რაიმე კომპენსაციის მიღების ან/და მისი სხვა პრიზით
ჩანაცვლების შესაძლებლობის გარეშე, იმისდა მიუხედავად რა დროს გამომჟღავნდა
აღნიშნული გარემოებები:
6.10.1. პრიზის მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ;
6.10.2.  ამ წესების პირობების სათანადო შეუსრულებლობის შემთხვევაში , წინამდებარე
წესების no. 3 ნაწილით დადგენილი პირობების დარღვევის ჩათვლით;
6.11. დამკვეთი/შემსრულებელი და აქციასთან დაკავშირებული პირები არ არიან
პასუხისმგებელნი აქციის მონაწილეთა მიერ აქციის საჩუქრების შემდგომ გამოყენებასთან
მიმართებაში ასეთი საჩუქრების მიღების შემდგომ ან/და აქციის მონაწილეთა მიერ
მიწოდებული აქციის საჩუქრების ნებისმიერ მიზეზის გამო გამოყენების შეუძლებლობის
შემთხვევაში. აქციის მონაწილეების მიერ აქციის საჩუქრების მიღების მომენტიდან
დამკვეთი/შემსრულებელი და აქციასთან დაკავშირებული პირები არ აგებენ პასუხს იმაზე , თუ
შემდგომ რა ბედი ეწევა მათ. 

7. აქციის სხვა პირობები.


7.1. აქციის დამკვეთი ან/და შემსრულებელი იტოვებენ აქციის მონაწილის ასაკისა და
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების უფლებას .
7.2. აქციის დამკვეთი/შემსრულებელი იტოვებენ უფლებას არ აწარმოონ წერილობითი
მოლაპარაკებები ან დაამყარონ სხვაგვარი კონტაქტები აქციის მონაწილეებთან , გარდა
წინამდებარე წესებით დადგენილი შემთხვევებისა.
7.3. აქციის ყველა მონაწილე დამოუკიდებლად ფარავს აქციაში მონაწილეობასთან
დაკვშირებით გაღებულ ყველა და ნებისმიერ ხარჯს (რაც შეზღუდვების გარეშე მოიცავს
აქციის შესახებ ნებისმიერი ინფომრაციის მიღების მიზნით ინტერნეტ ქსელის მოხმარებასთან
დაკავშირებულ ხარჯებს).
7.4. აქციის დამკვეთს/შემსრულებელს თავისი შეხედულებით შეუძლიათ ძალადაკარგულად
სცნონ ნებისმიერი რეგისტრაცია და ასევე ნებისმიერ პირს, რომელიც აყალბებს ან
სარგებელს იღებს რეგისტრაციის პროცესის გაყალბებისგან ან აქციის სხვა ეტაპებისგან ,
ანდა მოქმედებს აქციის წინამდებარე წესების დარღვევით, მოქმედებს დესტრუქციული გზით ,
ან განახორციელებს ქმედებებს თავის მობეზრების, შეურაცყოფის, მუქარის ან ამ აქციასთან
შესაძლო კავშირში მყოფ ნებისმიერი სხვა პირისთვის ზიანის მიყენების განზრახვით ,
აუკრძალონ შემდგომი მონაწილეობის მიღება აღნიშნულ აქციაში .
7.5. ამ წესებში გამოყენებული ტერმინები ეხება მხოლოდ ამ აქციას.
7.6. ეს წესები წარმოადგენს აქციაში მონაწილეობის ერთადერთ წესებს . ოფიციალურ წესებში
აქციის დამკვეთის მიერ შესაძლოა შეტანილ იქნას ცვლილებები ან/და დამატებები აქციის
მიმდინარეობის ნებისმიერ დროს. აქციის ოფიციალურ წესებში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანა შესაძლებელია აქციის დამკვეთის მიერ მათი დამტკიცების და მათი
წესებზე ინფორმირების შესახებ დადგენილი წესის თანახმად გამოქვეყნების
შემთხვევაში. ამგვარი ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის გამოქვეყნების
მომენტიდან, თუ სხვაგვარად არ იქნება სპეციალურად განსაზღვრული უშუალოდ აქციის
წესებში ცვლილებების/დამატებების შეტანით.

You might also like