You are on page 1of 23

პოლიტიკური აქტორები და პროცესები

Tanamedrove saxelmwifo da politikuri procesi SeuZlebelia warmovidginoT politikuri partiebis


gareSe. dRes TiTebze CamosaTvlelia iseTi qveynebi, sadac ar arsebobs partia. demokratiuli
iqneba saxelmwifo, avtoritaruli Tu gardamavali tipisa, rogorc Cans, politikuri partia yvelgan
saWiroa. raSi mdgomareobs es saWiroeba da SesaZlebelia Tu ara, rom Tanamedrove
saxelmwifom iarsebos partiis gareSe? samecniero da sazogadoebriv arenaze ukve
mimdinareobs diskusia Tanamedrove epoqaSi partiis Secvlili da Semcirebuli rolis Sesaxeb; mcire
nawili imasac ki amtkicebs, rom partia TandaTanobiT gaqreba politikuri arenidan, rogorc
politikuri institucia, romelmac Tavisi istoriuli funqcia ukve Seasrula. meti nawili ki fiqrobs, rom
partia mTel msoflioSi mimdinare procesebis kvaldakval ganicdis evoluciasa da saxecvlilebas,
Tumca mis gaqrobas ar unda velodeT. am diskusiaSi ukeT gasarkvevad qvemoT mokled
mimovixilavT politikuri partiebis warmoSobas, funqciebs da maT transformacias bolo
ramdenime saukunis manZilze; am fonze ufro cxadad unda gamoCndes politikuri partiebis
samomavlo perspeqtivebi msoflioSic da Cvens qveyanaSic.

politikuri partia mocemuli qveynis politikuri sazogadoebis ZiriTad Semadgenel nawils


warmoadgens da misi mizani sakuTari idealebisa da Rirebulebebis gansaxorcieleblad qveynis
marTvaSi monawileobis miRebaa. politikur sazogadoebas samoqalaqo sazogadoebisgan swored
es principi ganasxvavebs – am sazogadoebis Semadgeneli elementebis ZiriTadi mizani
mmarTvelobis sadaveebis mopoveba da am gziT sakuTari politikuri xedvis xorcSesxmaa. •
samoqalaqo sazogadoeba ki mocemuli qveynis moqalaqeTa socialurad aqtiuri jgufebis an
individebis erTobliobaa, romelTac aseve surT sakuTari idealebisa Tu Rirebulebebis gavrceleba,
Tumca am mizniT xelisuflebaSi mosvlas ar eswrafvian. • partia, romelic Tavisi SinaarsiT
sazogadoebis nawilia, magram ar warmoadgens mTel sazogadoebas, politikur sazogadoebaSi
urTierTqmedebis gansakuTrebul, gansxvavebul TamaSis wesebs qmnis; aq
mowinaaRmdegesTan kompromisi, aliansi, koaliciebis Seqmna da daSla Cveulebrivi procesia. •
msgavsi xasiaTis qmedebebi miuRebelia samoqalaqo sazogadoebisTvis; es ukanaskneli iseTi tipis
organizaciebisgan Sedgeba, romelTa mizans, upirveles yovlisa, samarTlianobisa da
WeSmaritebis dacva warmoadgens. aqedan gamomdinare, samoqalaqo sazogadoebis
Semadgenel organizaciebs ufro metad uWirT kompromisze wasvla da pragmatulad
gamarTlebuli aliansebis Seqmna – samarTlianobisa da WeSmaritebisTvis brZolaSi kompromisi
xom Ralats waagavs. • politikur partias amgvari dabrkoleba ar eRobeba – is konkretuli
jgupolitika Sua saukuneebis inglisis parlamenti da mefe eduard III, daaxl. 1300-iani wlebi 5 fis
interesebs icavs da amitomac aRiarebs sxva jgufis interesebis arsebobasac, aseT pirobebSi ki
kompromisi da mokavSireebis pragmatulad SerCeva qcevis savsebiT misaRebi wesia.

პოლიტიკური პარტია (შემდგომ – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და


ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი,
დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით
დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს
კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ფარგლებში.

პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი


კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და
კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა
პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.

პოლიტიკური პარტიები თანამედროვე დემოკრატიის ფუნქციონირების


აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. პარტიული სისტემის
ინსტიტუციონალიზების დონე ხშირად მოცემულ ქვეყანაში
დემოკრატიის ხარისხის სანდო საზომადაც მოჰყავთ. პოლიტიკური
პარტიების სისტემის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთ
ქვეყნებშია, რომლებიც დემოკრატიის ფუნქციონირების ხანმოკლე ან
არაერთგვაროვანი ისტორიით ხასიათდებიან.

1 პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი


პრინციპები:

1. პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის


ნებაყოფლობითობა;

2. დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;

3. არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;

4. პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე;

5. პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

 პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს


საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს
მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი. მოქალაქეს,
რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების
პირად შემადგენლობაში, დაინიშნება საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამის სამსახურში სპეციალური უფლებამოსილებების
მქონე მოსამსახურედ ანდა გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად,
აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში, შეუწყდება პარტიის წევრობა.
დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის,
სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პარტიის შესაქმნელად მოქალაქეთა
არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფი წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებს
პარტიის დამფუძნებელ ყრილობას (კონფერენციას, კონგრესს, ასამბლეას
ან სხვ.). დამფუძნებელი ყრილობა იღებს პარტიის წესდებას.
დამფუძნებელ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი.

-------პოლიტიკური პარტიები არიან ძირითადი აქტორები როგორც


დემოკრატიული სისტემების ასევე მრავალი ავტორიტარული თუ
ტოტალური რეჟიმების.

ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია რომ პოლიტიკური პარტიების


ძირითადი ფუნქციები ჩაანაცვლონ სოციალურმა მოძრაობებმა და
მმართველობის სხვადასხვა სტრუქტურებმა თუ კავშირებმა.

ზოგიერთი პოლიტიკის მეცნიერების მკვლევარის მიხედვით


პოლიტიკური პარტია შემდეგი სამი მახასიათებლებით გამოირჩევა:

1.გუნდურობა(ანუ ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება და კოლექტიური


ქმედება)

2. სურვილი და მიზანი რომ მოიპოვოს და დაეუფლოს პოლიტიკური


სადავეებს და ძალაუფლებას.
3. ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ლეგიტიმური საშუალებები და
არჩევნებში წარმატება.

პოლიტიკური პარტიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საჯარო

მოხელეებსა და მოქალაქეებს შორის პრეფერენცეების კოორდინირებაში.

. პოლიტიკური პარტიები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს საჯარო


მოხელეებსა და მოქალაქეებს შორის პრეფერენციების კოორდინირებაში.

. ასევე უმთავრეს როლს ასრულებენ არჩევნებში, ისინი უზრუნველყოფენ


კანდიდატებს და საჯარო საკითხებს, რაზეც ამომრჩეველს შეუძლია
არჩევანის გაკეთება.

. გარდა ამისა პარტიებს ეკისრებათ მთავარი როლი პპოლიტიკური

თანამდებობების( როგორც არჩევით ისე დანიშვნით) რეკრუტირებაში.

. ხმის მიცემის საყოველთაოდ გავრცელებით და საზოგადოებრივი

ცვლილებებით პარტიათა ორგანიზაციულმა სტილმა და ფორმამ

ევოლუცია განიცადა.

.თითქმის მთელს დემოკრატიულსახელმწიფოებში, პარტიული წევრობა

და მოქალაქეების ჩართულობა პოლიტიკურ პარტიებშიი კლებას


განნიცდის.

პარტიული სისტემები შემდეგი სახისაა:

უპარტიო სისტემები- ირანი, ომანი,ყატარი,საუდის არაბეთი

ერთპარტიული სისტემები-ჩინეთი,კუბა, ლაოსი, ვიეტნამი,ჩრდ კორეა

დომინანტი პარტიული სისტემები- ალჟირი, ანგოლა, იაპონია,


უნგრეთი, რუსეთი,სინგაპური, სამხრ აფრიკა,
სირია,ტანზანია, თურქეთი
ორპარტიული სისტემები- ავსტრალია,აშშ

მრავალპარტიული სისტემები- თითქმის ყველა ევროპულ


სახელმწიფოში

პოლიტიკური პარტიების მდგომარეობა

პოლიტიკური პარტიები ერთხანს საზოგადოების ძირითად


წარმომადგენლებს და პოლიტიკური მობილიზების
საშუალებას წარმოადგენდნენ, მაგრამ ბოლო დროს ჩანს რომ
მათ მიმართ გავლენის ქონის და პოლიტიკური როლის
კუთხით იმედგაცრუება გაიზარდა.

პოლიტიკურ პარტიებს 6 ძირითადი როლი გააჩნიათ,მატ შორის,


ამომორჩეველთა მოტივირება და მობილიზება,პოლიტიკური
ინტერესების გაერთიანება და მთავრობის ფორმირება.

პარტიული სისტემები გვხვდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ


შეინიშნება დომინატი პარტიული და ოპერატიული
სისტემების კლება, ხოლო მრავალპარტიული სისტემების
მატება.

ავტორიტარულ რეჟიმებში პოლიტიკური პარტიები კონფლიქტის


მოგვარების, საფრთხეები დაბალანსების, არჩევნების
მართვის, გავლენის გაფართოებისა და ამომრჩეველთა ჭკუის
სწავლების საშუალებაა.

ინტერესთა ჯგუფები რეგიონალიზმი


ინტერესთა ჯგუფები წარმოადგენენ იმ საწევრო ორგანიზაციების და
ადვოკატირების ჯგუფებს რომლებიც მთავრობას ამ თუ იმ
საჯარო პოლიტიკის შესახებ ,მიმართავენ და მიუთითებენ.

ინტერესთა ჯგუფების შესწავლა ბევრ სხვადასხვა სფეროს კვეთ:


პოლიტიკური პარტიები; საარჩევენო პოლიტიკია, საჯარო
პოლიტიკა და სხვა.

ინტერესთა ჯგუფების შესასწავლად გამოიყენება სხვადსხვა თეორიული


მიდგომები: კოლექტიური მოქმედება,ნორმატიული
თეორიები და პლურალიზმი.

ფორმირება

ინტერესთა ჯგუფების ფორმირება დამოკიდბეულია ინსტიტუციურ და


კულტურულ ფაქტორებზე(მაგ. რელიგიურობა ,ტოკვილი:
დემოკრატია ამერიკაში)

თითოეული ინდივიდის პერსპექტივიდან ინტერესთა ჯგუფებში


გაწევრიანება არც თუ ისე რაციონალურად გამოიყურება და
ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თან
ახლავს გარკვეული სტიმულები ინდივიდევ=ბისთვის.

გამომდინარე სახელმწიფო რეგულაციებიდან პარტიების დაფინანსების


და კამპანიების შესახებ (აღსანიშნავია მაგ.სატელევიზიო
რეკლამა) ინტერესთა ჯგუფები მჭიდროდ არიან ჩართულები
საარჩევნო პროცესებში,ძირითადად პოლიტიკური.

ფუნქციები

ინტერესთა ჯგუფები ცდილობენ ლობირება მოახდინონ იმსახელმწიფო


ინსტიტუტებზე რომელთა ხელშიც თავმოყრილია
ძალაუფლება.
მეორეს მხრივ, ისინი ცდილობენ იმ ინსტიტუტებზე ლობირებას სადაც
შესაძლებელია თავიანთი გავლენის განხორციელება.

ეს ინსტიტუტებია: საკანონმდებლო,აღმასრულებელი, სასამართლო და


საჯარო სექტორის უწყებები.

ფაქტორები რომლებიც ახდენენ ინტერესთა ჯგუფების


ფორმირებაზე გავლენა

ინსტიტუტები ძლიერ გავლენას ახდენენ ინტერესთა ჯგგუფების


კონფიგურაციების ფორმირებაში.

ხშირ შემთხვევებში ხდება ისეც რომ ინტერესთა ჯგუფების ხელშეწყობა


და დასპონსორება მთავრობის მიერ ხდება.

უფრო ზოგადად, ინსტიტუციური ჩარჩო ზეგავლენას ახდენს ინტერესთა


ჯგუფების სტრუქტურირებაზე: მაგ. ფრაგმენტირებული
ინსტიტუტები ხელს უწყობს უფრო ფრაგმენტირებულ ინტერესთა
ჯგუფების შექმნას. ხოლო უფრო ცენტრალიზაცისკენ
მიდრეკილლი პოლიტიკური ინსტიტუტბეი ხელს უწყობენ უფრო
ერთიან ინტერესთა ჯგუფების შექმნას.

ინტერესთა ჯგუფები დიდ როლს თამაშობენ სახელმწიფოსა და


საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირებაში.

მათი როლი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ზეგავლენის მოხდენა

ისინი სახელმწიფოს მართვაში ასრულებენ „სოციალური პარტნიორის“


როლს, რაც გამოიხატება სხვადასხვა სევრისების
უზრუნველყოფაში და პოლიტიკური პრობლემების საკითხების
გადაჭრაში.

ინტერესთა ჯგუფების როლი და გავლენა გადაწყვეტილების მიღების


პროცესებში დემოკრატიულობის თვალსაზრისით ძალიან
მნიშვნელოვანია რადგან ეს წარმოადგენს გარკვეულ
პლურალიზმის ფორმას და ძალაუფლების დიფუზიას
სახელმწიფოს გარეთ.

ამას გარდა ინტერესთა ჯგუფებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ


მოქალაქეეების წვრთნაში, უზრუნველყოფენ რა მათ სოციალური
თანამონაწილეობაში და დემოკრატიულ პრაქტიკებში
ჩართულობის გამოცდილებით.

რეგიონალიზმი

შეხედულებებისა და იდეების კომპლექსი, რომელიც მოსახლეობას შიდა სახელმწიფოებრივ


ან საერთაშორისო დონეზე არსებული რეგიონის მიმართ აქვს. რეგიონები,
ძირითადად, გეოგრაფიული სიახლოვისა და სოციალური ერთგვარობის
პრინციპებით განისაზღვრება. სახელმწიფოთა შიგნით რ-ის იდეა ხშირად ეთნიკურ
სეპარატიზმსა და რეგიონის დამოუკიდებლობის ან მეტი ავტონომიის მოთხოვნებს
უკავშირდება. საერთაშორისო დონეზე რ. ეკონომიკური ეფექტურობის ზრდასთან და
საერთო უსაფრთხოების მოთხოვნილებებთან ასოცირდება. რ-ის ინსტიტუციური
განხორციელების მაგალითებია ალიანსები, საერთო ბაზრები და თავისუფალი
ვაჭრობის ზონები. რ-ის ზრდა მსოფლიოში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს
სუვერენიტეტის შემცირებას იწვევს, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების, ეკონომიკის,
გარემოს დაცვისა და სხვა დარგებში უნივერსალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას
უშლის ხელს.

რეგიონალიზმი ძალიან ხშირად ასოცირდება, ტერიტორიულ სივრცესთან.

თუმცა ზუსტი განსაზღვრება თეორიული თი პოლიტიკური მიზნებიდან და საჭიროებიდან


გამომდინარეობს

რეგიონები არსებობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ადიმინისტრაციული


ერთეულების სახით.

რეგიონალიზმის თეორიული პარადიგმები

რეგიონების ჩამოყალიბება და ფორმირება ხშირად კაპიტალიზმის განვითარების დინამიკით


და გლობალური კაპიტალიზმის საშუალებით ხდება(მარქსიზმი)

რეგიონალიზმის შესწავლისას მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება რეგიონების


ისტორიულ სპეციფიკურობებზე და ეკონომიკის თეორიებზე

დასავლურმა ლიბერალურმა დმეოკრატიებმა აჩვენეს მნიშვნელოვან მდგრადობა


ავტონომიური და სეცესიური ტენდენციების მიმართ.
ინსტიტუტების გავლენა რეგიონალიზმზე~

რეგიონალიზმი შრსაძლოა განხორციელდეს როგორც ქვემოდან ისე ზემოდან

ემცირესობათა წარმომადგენლებს შესაძლოა გააჩნდეთ სხვადასხვა იდენტობები იმის და


მიხედვით თუ როგორ არის ინსტიტუციურად მოწყობილი ამ თუ იმ ქვეყანაში ( თუ
სახელმწიფოში) თანაცხოვრების და ინტეგრაციის საკითხები.

რეგიონალური პარტიების ზრდა შშესაძლოა რამდენიმე ფაქტორით და ტენდენციებით


აიხსნას.

ისეთ მრავალეროვან ქვეყნებში როგორებიც კანადა და ესპანეთი არიან, რეგიონალური


პარტიები წარმოადგენენ შემადგენელ ნაწილს შესაბამისი ეროვნული დონის
პარტიული სისტემების, რაც ხანდახან შესაძლებელია სტაბილურობის ან
არასტაბილურობის ელემენტებსაც მოიცავდეს.

ძირითადად უნდა აღინიშნოს რომ რეგიონებმა ყველაზე დიდი ხარისხის ავტონომიურობას


მიაღწიეს იქ სადაც არსებობს კონსტიტუციურად გარანტირებული ფედერალური
ინსტიტუტები.

ზოგიერთ უნიტარულ ქვეყნებში ადგილი აქვს ასიმეტრიულ რეგიონალიზაციას.

ზოგანაც ადგილი აქვს ე.წ. „ინსტიტუციურ შერწყმას“ რაც ძნელად განმასხვავებელს ხდის
უნიტტარული სახელმწიფოს ფედერაალური სისტემისაგან თავისი ძალაუფლები
გაზიარების მექნიზმების დამკვიდრებით რეგიონებში.

იმის მიუხედავად ქვეყანა ფედერალური მოწყობისა თუ არა, რეგიონალურო ავტონომიების


და სიმეტრიული მიდგომების შემოღება მოხდა იმ რეგიონებთან მიმართებაში სადაც
წარმოდგენილია ეროვნული უმცირესობები.

სოციალური მოძრაობები

მთავარი პოლიტიკური პროცესების შემადგენელ ნაწილს წარრმოადგენენ, სოციალური


მოძრაობები და არ არიან მორიგი ინტერესთა ჯგუფები .

სოციალურ მოძრაობებს გააჩნიათ იმგვარი მოქმედებების სტილი რაც განასხვავებს მათ


დამკვიდრებული პოლიტიკური მოთამაშეებისგან.

პოლიტიკური კულტურა

კულტურულ მოდელთა ათვისება – ინტერიორიზაცია – ესაა მთავარი. სოციალიზებული


ადამიანი “ჯდება” თავის “გარემოში”. იგი იზიარებს თავისი სოციალური ჯგუფის
შეხედულებებს, ფასეულობებს, ღირებულებებს და ურთიერთობას ამყარებს იმავე
კულტურის სხვა წარმომადგენლებთან. პოლიტიკის დონეზე კვლავ მეორდება და
ვლინდება იგივე პროცესი. პოლიტიკური სოციალიზაციის გზით ადამიანთა
ცხოვრებაში ინერგება პოლიტიკური კულტურა – მსოფლმხედველობა გადაეცემა
ინდივიდებს, რომლებიც ითვისებენ პოლიტიკური სისტემის მიმართ არსებულ
შეხედულებებს, ორიენტირებსა და პოზიციებს. ამ შემთხვევაში პოლიტიკური
კულტურა გვევლინება ამა თუ იმ ქცევის წინასწარგანწყობათა და ორიენტირთა სახით.
მართალია, იგი არ აწესებს ქცევის ისეთ წესს, რომელიც სავალდებულოა დაიცვას
ინდივიდმა სასურველი მიზნის მიღწევის პროცესში, მაგრამ ხელს კი უწყობს
ადამიანური ქცევის გარკვეული მიმართულებით წარმართვას. გარდა ამისა,
პოლიტიკური კულტურა ფუნქციობს, როგორც ლეგიტიმურობის ინსტიტუტი.
პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა და ქმედითუნარიანობა კი ძლიერაა
დამოკიდებული ლეგიტიმურობაზე. მართალია, “პოლიტიკური კულტურის”
ტერმინის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას
არსებითი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკის სფეროში მოქმედების მოდელთა ზოგადი
აღწერისათვის. ჩვეულებრივ, იგი გულისხმობს მოცემულ პოლიტიკურ სისტემაში
კოლექტიურ გამოცილებათა მიღების პროცესში ინდივიდის მიერ შეძენილ
ადათწესებს, ჩვევებს, მიდგომებს. “პოლიტიკური კულტურა – ესაა მიდგომათა,
გრძნობათა და წარმოდგენათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს პოლიტიკურ
პროცესს. იძლევა საფუძველმდებელ, ამოსავალ ვარაუდებსა თუ დაშვებებს, რომელიც
განსაზღვრავს მოქმედებათა მიმართულებას პოლიტიკურ სისტემაში. იგი მოიცავს
როგორც პოლიტიკურ იდეალებს, ისე პოლიტიკური ცხოვრების მაორიენტირებელ
ნორმებსაც. ამგვარად, პოლიტიკური კურლტურა ესაა პოლიტიკაში ფსიქოლოგიურ
და სუბიექტურ განზომილებათა გამოვლენა აგრეგირების ფორმით” (164, ტ. 2, 153).
ალმონდისა და პაუელის აზრით, პოლიტიკური კულტურა ესაა ინდივიდუალურ
მიდგომათა სისტემა პოლიტიკის სფეროში, რომელიც ხაზს უსვამს პოლიტიკის
მოქმედებათა მნიშვნელობას. თვით ინდივიდუალურ მიდგომებში კი ისინი
გამოყოფენ სამ კომპონენტს: კოგნიტურ, ემოციონალურსა და შეფასებითს. ამ
განსაზღვრებათა მიხედვით, პოლიტიკური კულტურა ეს არის წარმოდგენათა
სისტემა, რომელიც გვეხმარება გავიგოთ კავშირი ფორმალურ ინსტიტუციონალურ
წყობასა და ფაქტობრივ საზოგადოებრივ ქმედებას შორის. ლ. პაისა და ს. ვერბას
აზრით, “პოლიტიკური კულტურა – ახალი ტერმინია, რომელიც გვეხმარება უფრო
ნათლად და სისტემური ფორმით გავიგოთ ისეთი ფენომენები, როგორიცაა:
პოლიტიკური იდეოლოგია, ეროვნული ხასიათი და გონი, ეროვნული პოლიტიკური
ფსიქოლოგია და ერის (ხალხის) ფუნდამენტური ღირებულებები” (164, ტ. 2, 153).
საყურადღებოა როუზისა და დოგანის მიერ მოცემული განსაზღვრებაც: “წარმოდგენა
პოლიტიკური კულტურის შესახებ – ესაა იმ ღირებულებათა, ემოციათა და
წარმოდგენათა აღნიშვნის უმოკლესი გზა, რომელიც ასაზრისიანებენ პოლიტიკურ
ცხოვრებას... მათი ერთობლიობა არის ქვეყნის პოლიტიკური კულტურა” (იქვე).
პოლიტიკური კულტურა შედგება განსახილველი პოლიტიკური სისტემის თავისებურებათა:
პოლიტიური წყობის რაობის, მთავრობის სასურველი და არასასურველი
მოქმედებების, ინდივიდთა, როგორც პოლიტიკური საქმიანობის მონაწილეთა,
როლის მიმართ დამოკიდებულებათა დამახასიათებელი ტიპებისაგან. პოლიტიკური
კულტურა იზომება პოლიტიკურ მოქმედებაზე ორიენტაციის თვალსაზრისით,
რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ინდივიდების მიერ პოლიტიკის სფეროში
არსებული ამოცანების, ხდომილებებისა და პრობლემათა გაცნობიერების ემოციური
აღქმისა და შეფასების წესთან, ბოლოს ინდივიდის მზაობასთან – იმოქმედოს ამ
პრობლემათა გადასაჭრელად. ამგვარად, პოლიტიკური კულტურა ესაა მოცემული
საზოგადოების შიგნით პოლიტიკურ მოქმედებაზე ორიენტაციების სისტემა;
სხვაგვარად, პოლიტიკურ კულტურას – ძირითად პოლიტიკურ პოზიციათა
ერთობლიობასაც უწოდებენ. ამ შემთხვევაში ორიენტაცია და პოზიცია სინონიმურ
ცნებებად გვევლინება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოზიცია ნიშნავს წინასწარგანწყობას
ან თვით მზაობასაც კი, იმოქმედო ასე და არა სხვაგვარად. პოზიცია ეს არის იმის
ალბათობა, რომ გარკვეული ტიპის სიტუაციაში მოსალოდნელია შესაბამისი
მოქმედება. ამიტომ, პოლიტიკური ორიენტაცია, პოზიცია ნიშნავს წინასწარგანწყობას,
ფარულ მიდრეკილებას განსაზღვრულ პოლიტიკურ სიტუაციებთან შეჯახებისას
იმოქმედო განსაზღვრული წესით. მაგალითად, შოვინიზმი არის პოზიცია, რომელიც
გარკვეულ პოლიტიკურ სიტუაციებთან შეჯახებისას პროვოცირებას უწევს გარკვეულ
მოქმედებას. ალმონდისა და პაუელის თანახმად, პოლიტიკური ორიენტაცია ანუ
პოზიცია ამოიცავს სამ ელემენტს: 1. კოგნიტურს (ცოდნა); 2. აფექტურს (გრძნობები); 3.
შეფასებითს (ღირებულებები). ამგვარად, პოლიტიკური კულტურა ერთდორულად
არის ის, რასაც გრძნობენ და ისიც, რაც სწამთ. კოგნიტური ელემენტები – ესაა
პოლიტიკურ მიზანთა და ხდომილებათა ცოდნა; ცოდნა იმისა, რაც იციან ან
ფიქრობენ, რომ იციან – პოლიტიკური ინსტიტუტების, პარტიების, პოლიტიკური
ხელმძღვანელობის შესახებ. ცოდნა, იმისა, რაც განაპირობებს თქვენს რეაქციას,
განწყობას, იმოქმედოთ ამა თუ იმ წესით. დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში
ითვლება, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სამთავრობო საქმეების ცოდნისა და
დაინტერესების ისეთი დონე, რომელიც მათი, როგორც დემოკრატიული
საზოგადოების ამომრჩეველთა უფლებებისა და მოვალეობების თანაზომადი ანუ
ტოლი იქნება. აფექტური ელემენტები – ესაა პოლიტიკური სისტემებისადმი
მიკუთვნებულობის, პოლიტიკურ სისტემაში ჩაბმულობის ან ათვალწუნების,
სიყვარულის ან ზიზღის და ა.შ. გრძნობები. სწორედ, მათ ეყრდნობა ძალაუფლების
(ხელისუფლების) პერსონალიზაცია, ის ერთგულება და თავდადებულობა, რომელიც
აკავშირებს ადგილობრივ გავლენიან ადამიანებს მათ “სამწყსოსთან”. შეფასებითი ანუ
ნორმატიული ელემენტები – ესაა ღირებულებები, იდეალები, იდეოლოგიები და მათ
საფუძველზე ეთიკური და ნორმატული მსჯელობები პოლიტიკური ობიექტებისა და
ხდომილებების შესახებ, რომელიც გულისხმობს და ეყრდნობა ღირებულებით
სტანდარტებსა და იდეალებს. იმის მიხედვით, თუ ამ ელემენტთაგან რომელია
მადომინირებელი, პოლიტიკური კულტურა მეტად ან ნაკლებად “სეკულირებული”
იქნება. ალმონდისა და პაუელის აზრით, “კულტურული სეკულარაზიცია” არის
პროცესი, რომლის შედეგადაც ინდივიდის პოლიტიკური მოქმედება უფრო
ანალიტიკური,რაციონალური და ემპირიული ხდება. გონება ომარჯვებს გრძნობებსა
და იდეოლოგიაზე. გაბატონებულ მდგომარეობას რაციონალური მსჯელობები იჭერს.
პოლიტიკური კულტურის გამოვლენის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია –
საზოგადოების პოლიტიკური სტილი. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ღია,
მისადგომი და დემოკიდებულია ინდივიდთა შორის არსებულ ასოციაციაზე
პოლიტიკური ცხოვრება, შეიძლება ვილაპარაკოთ მის ღიაობაჩაკეტილობაზე,
შეზღუდულობა-შეუზღუდაობაზე, თავისუფალ და იძულებით ხასიათზე. ასევე
პოლიტიკური კულტურის გამოვლენაა საზოგადოების პოლიტიკური განწყობა.
მადომინირებელი განწყობა შეიძლება ატარებდეს რევოლუციურ, იმპერიალისტურ,
ნაციონალისტურ ან იზოლაციონალისტურ ხასიათს. გამოვლენის კიდევ ერთ ფორმად
ითვლება საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური ურთიერთგაცვლის ტონალობა.
შეიძლება მადომინირებელი იყოს უერთიერთგაცვლა, რომელიც კომპრომისს,
მუქარას, ნდობას ან იმედს ემყარება.

http://socium.ge/downloads/politikurisociologia/politikuri-kultura-da-
socializacia.pdf

პოლიტიკური ჩართულობა

სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბრისას უპირველესად არასამთავრობო


ორგანიზაციები გვახსენდება, თუმცა ეს ცნება გაცილებით ვრცელია
და მასში მოიაზრება ავტონომიური ასოციაციებისა და ჯგუფების
ფართო არეალი, რომელსაც აყალიბებენ კერძო მოქალაქეები და
რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელია; სამოქალაქო
საზოგადოება მოიცავს ბიზნესებს, კლუბებს, ოჯახებს და ა.შ.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები გამოირჩევიან მაღალი სოციალურ–


პოლიტიკური აქტივობით, სახელმწიფოსთან ურთიერთობაში
პრიორიტეტს საზოგადოებას ანიჭებენ და ხაზს უსვამენ
სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისათვის სამსახურის
აუცილებლობას. სამოქალაქო საზოგადოების წარმოქმნა
განუხრელად უკავშირდება თანამედროვე ცივილიზაციის
სრულყოფას. თანამედროვე გაგებით სამოქალაქო
საზოგადოება შეუთავსებელია ტოტალიტარიზმსა და
ავტორიტარიზმთან, ადამიანის, ხალხებისა და ეროვნული
უმცირესობების უფლებების
დარღვევასთან, შოვინიზმთან, რასიზმთან, რელიგიურ
შეუწყნარებლობასთან და ა.შ.

სამოქალაქო საზოგადოების როლი

სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.


ასეთ საზოგადოებაში ჩაბმული მოქალაქეები ერთიანდებიან ისეთი
საკითხების ირგვლივ, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ
მათთვის, არამედ იმ საზოგადოების განვითარებისათვის, რომლის
წევრებიც ისინი არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიის
ყველა თვალსაჩინო მაგალითი ამგვარი ასოციაციების დახმარებით
განვითარდა.

სამოქალაქო საზოგადოებების ჩამოყალიბება ყველაზე აქტიურად მე-19


საუკუნეში დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიის
განვითარება ამგვარი ასოციაციების შექმნის პარალელურად
მიმდინარეობდა. მოქალაქეები კერძო და საზოგადო პრობლემების
გადაჭრის გზად სწორედ ასეთი ორგანიზაციების შექმნას
ხედავდნენ, ვინაიდან დემოკრატიულ საზოგადოებაში,
მოქალაქეთა მიერ ასოციაციების შექმნა ხელს უწყობს სახელმწიფო
პოლიტიკის კეთების პროცესში ჩართული პირებისათვის საერთო
სიკეთეებზე ზრუნვის უნარის განვითარებას.

საქართველოში ერთ-ერთ პირველ არასამთავრობო ორგანიზაციად


შეგვიძლია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
მივიჩნიოთ, რომელიც მე-19 საუკუნის საქართველოში, სხვა მრავალ
დანიშნულებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის -
განათლების დაბალი დონის, გადაჭრისათვის შეიქმნა.

ნებისმიერ ქვეყანაში, მოქალაქეთა თავისუფალი ნების საფუძველზე


შექმნილი ასოციაციებისათვის დამახასიათებელია:

 წევრობის ნებაყოფლობითობა;

 გაერთიანების თვითწარმოქმნა;

 თვითგანვითარება;

 ავტონომიურობა;

 საკანონმდებლო, ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით


მოქმედება.

სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია


სახელმწიფოს წინააღმდეგ მოთხოვნების წამოყენება და
საზოგადოების წინაშე მოხელეთა ანგარიშვალდებულების
უზრუნველყოფა. ამ მახასიათებლებით ასოციაციები ზღუდავენ
სახელმწიფოს თვითნებობას. მოქალაქეებს საშუალება აქვთ
აქტიურად ჩაებან სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის წარმოების
პროცესში, რაც ლეგიტიმაციისა და ნდობის ხარისხს ზრდის.

გარდა ხსენებული დანიშნულებისა, სამოქალაქო საზოგადოებამ


შეიძლება ხელი შეუწყოს „იდეათა ბაზრის“ არსებობას და
საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის ინფორმაციის სწრაფ
მიმოცვლას. ამგვარი გაერთიანებების შიგნით წევრები ინარჩუნებენ
საკუთარ შეხედულებებს და არ ხდება მათი იძულება რომელიმე
მოსაზრების მხარდასაჭერად.

ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, ლარი დაიმონდი აქტიური


სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ჩართულია ხელისუფლების
ყოველდღიურ საქმიანობაში, 10 ძირითად ფუნქციას გამოყოფს.
1. უკვე შემდგარ, დემორკატიულ სახელმწიფოში, ასეთი ასოციაციები
აქტიურად აკონტროლებენ ხელისუფლებას და უზრუნველყოფენ,
იმას რომ მან არ გადაუხვიოს დემორკატიულ კურსს, ხოლო
ავტორიტატულ სახელმწიფოებში ხელს უწყობენ დემოკრატიული
იდეების განვითარებას და სახელმწიფოს დემოკრატიზაციის
პროცესს.

2. მოქალაქეთა დიდი მასების აქტიური მონაწილეობა ამ პროცესებში


ზრდის პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეფექტურობასა და
მათი ავტორების კვალიფიკაციას.

3. სხვადასხვა ასოციაციებში გაწევრიანებული ინდივიდები


იზიარებენ ერთმანეთის შეხედულებებსა და ფასეულობებს, რითაც
ხელს უწყობენ როგორც საზოგადოების შიგნით, ასევე მის მიღმა
ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების დამკვიდრებას როგორიცაა
ტოლერანტობა, თანხმობა და სხვა.

4. ასევე ხელს უწყობენ ისეთი ჯგუფების წახალისებასა და


საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას, რომლებიც ისტორიულ
კონტექსტში გამოთიშულნი იყვნენ აქტიურ პოლიტიკურ-
სოციალურ ცხოვრებას და ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მონაწილეობას.

5. ამგვარი ასოციაციები მონაწილეობენ საზოგადოების შიგნით


არსებულ კლასთა შორის კონფლიქტების დარეგულირებაში, რაც
საბოლოო ჯამში სასარგებლოა მთლიანად საზოგადოების
დემოკრატიული განვითარებისათვის.

6. ამგვარ დაპირისპირებებში მონაწილეობა და გადაწყვეტა ხელს


უწყობს პოტენციური პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბებასა
და გარდამავალ პერიოდში ადამიანის ისეთი ძირითადი უფლების
დაცვას, როგორიც არის საარჩევნო ხმის უფლება და მთლიანად
საარჩევნო პროცესის მონიტორინგი.
7. ზოგადად, ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან
ადამიანის უფლებების დაცვაზე დემოკრატიული გარდაქმნის
პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ განაგრძობენ აქტიურ
ჩართულობას რეფორმის განხორციელების პროცესში, რათა
მთავრობამ უარი არ განაცხადოს დაპირების შესრულებაზე.

8. „იდეათა ბაზრისა“ და ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლის


შესაძლებლობის ზრდით იგი ახერხებს მოქალაქეების ჩაბმას
თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და დაცვაში.

9. ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოებების შექმნა ხელს უწყობს


ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმ ადამიანების
ჩართულობას, რომელთაც უშუალოდ შეიძლება შეეხოთ ესა თუ ის
რეფორმა.

10.რაც შეეხება უკანასკნელ ფუნქციას, იგი მნიშვნელოვანწილად არის


დაკავშირებული პირველ ცხრასთან, რომლის საფუძველზეც
საზოგადოება ინდივიდში ზრდის სახელმწიფოს პატივისცემას. ეს
უკანასკნელი კი ხელს უწყობს ინდივიდის ჩართულობას,
პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობის ზრდას და ამით
თავად სისტემის ლეგიტიმაციის ზრდას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი რაოდენობით სამოქალაქო


ორგანიზაციების შექმნა ყოველთვის და ავტომატურად
ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას არ განაპირობებს.
მაგალითად მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, გერმანიაში დიდი
რაოდენობით სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბებამ,
რომლებიც ძირითადად უმრავლესობაში მყოფი პირების იდეებისა
და ფასეულობების გავრცელებას ისახავდნენ მიზნად, სუსტი
პოლიტიკური ძალის არსებობის პირობებში თავად შეუწყო ხელი
ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების მოსვლას.

პოლიტიკური კომუნიკაცია
http://www.socium.ge/downloads/politikurisociologia/politikuri-komunikacia-
da-sazogadoeba.pdf

საჯარო პოლიტიკა

ზოგადი პოლიტიკური სისტემის მთავარი და ძირითადი ნაყოფია


საჯარო პოლიტიკა

საჯარო პოლიტიკის ფორმები განსხვავებულია: კანონები, რეგულაციები,


დადგენილებბები,

პოლიტიკის ანალიზის შესახებ არსებული ლიტერატურა ძირითადად


შემოიფარგლება პოლიტიკის ტიპოლოგიიებისა და საჯარო
პოლიტიკის შემუშავების განსხვავებული ინსტრუმენტების
დადგენით, (როგორც საჯარო პოლიტიკის კეთების
ფუნდამენტური საფუძვლებისა).

საჯარო პოლიტიკის ანალიზის ძირითადი კონცეპტი-

ინსტიტუციური მოდელი

რაციონალური მოდელი)მიზნის დასახვა ჯერ და მერე შესაბამისი


მიდგომების შემუშავება)

თანდათანობით მოდელი(ინტერესთა ჯგუფებთან ერთად


თანმიმდევრობით პოლიტიკის გაუმჯობესება)

ჯგუფური მოდელი

საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესი:


დღის წესრიგის დადგენა; საჯარო პოლიტიკის ფორმულირება; საჯარო
პოლიტიკის მიღება; საჯარო პოლიტიკის განხორციელება; საჯარო
პოლიტიკის შეაფასება;

როდესაც საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესო დღის წესრიგის


დადგენიდან განხორციელებაზე გადადის, შესაბამისად
კლებულობს პროცესში მონაწილე ააქტორთა რაოდენობაც. საჯარო
პოლიტიკის შეფასევის ეტაპი უფრო ფორმალურ კომპონენტია
ზოგადად საჯარო პოლიტიკის კეთები, სადაც ძირითადად
ექსპერტები არიან ჩართულნი.

გლობალიზაციის პირობებში საჯარო პოლიტიკის შემუშავებაზე ასევე


გავლენა სახდენს საჯარო პოლიტიკის შეფასება.

კეთილდღეობის სახელმწიფო არის პოლიტიკური თანასწორობის


(დემოკრატია) და ეკონომიკური უთანასწორობის (კაპიტალიზმი)
ურთიერთქმედების ნაყოფი.

1945 წლის შემდგომ კეთილდღეობნის სახელმწიფო წარმოადგენს


მოწინავე კაპიტალისტური დემოკრატიების ფუნდამენტურ
ტრანსფორმაციას.

შედარებითი პოლიტკა ცდილობს ახსნას კეთილდღეობის სახელმწიფოს


ტრანსფორმაცია.

კეთილდღეობის სახელმწიფო მოქალაქეებს უზრუნველყოფს უფასო


განათლებით და იცავს მათ უკიდურესი სიღარიბისგან.

გარდა ამ მინიმალური სოციალური უსაფრთხოებისა. კეთილდღეობის


სახელმწფიოები განსხვავდებიან თავიანთი ხელგაშლილობით
ისეთი რისკების მიმართ როგორებიცაა ავადმყოფობა,
შეზღუდული შესაძლებლობა, უმუშევრობა სიბერე.
თუმცა სახელმწიფო არ არის ერთადერთი ინსტიტუტი რომელიც
კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ერი სახელმწიფოს მიღმა არსებული სტრუქტურები ინსიტუტები

სულ რაღაც დაახლოებით 50 წელიწადში ევროკავშირრი რომელიც


თავიდან უბრალოდ ქვანახშირის და რკინის წარმოებას
კურირებდა და საერთო ევროპულ ბაზარს
ამკვიდრებდა,თანდათანობით განვითარდა როგორც
მძლავრი საკონტინენტ ო მასშტაბის პოლიტიკურ-
ეკონომიკურ სისტემად,რომელიც აღჭურვილია თავისი
ფართო აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო
ძალაუფლებებით.

თავიდან ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესი ექვსი სახელმწიფოთი


დაიწყო(გერმანია იტალია საფრანგეთი)

თავისი არსებობის მანძილზე,ევროკავშირი, როგორც ფენომენი,


სოციალური მეცნიერებების მკვლევრებისთვის რჩებოდა
როგორც სუვერენულ ერ სახელმწფიოებს შორის დაწყებული
პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის უნიკალური
ქეისი.

ინტერგოვერმენტაალისტების ფოკუსია ევროკავშირის ინტეგრაციის


პროცესები და განვითარების ეტაპები შემუშავდეს ევროპული
სახელმწიფოების სურვილების და პრეფერენციების
მიხედვით.

დემოკრატიის ხელშეწყობა

საზღვრებს გარეთ დემოკრატიის ხელშეწყობა და წახალისება


მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო ათწლეულებში, და არა
მხოლოდ პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან,
მიმართებაში, არამედ სხვა განვითარებად სახელმწიფოებთან
მიმართებაშიც(აფრიკის ახლო აღმოსავლეთისა და აზიის
ქვეყნები)

დემოკრატიის აქტიური ხელშეწყობა და წახალისება მიზანმიმართული


და განზრახული მიდგომაა, თუმცა ყოველთვის
წარმატებბული ვერ არის.

ამგვარ პროცესებზე როგორც პოზიტიურ ისე ნეგატიურ გავლენას


შესაძლოა ბევრი საერთაშორისო ფაქტორი
ახდნდეს(დემოკრატიის პასიური ხელშეწყობა „კარგი“ ან
„ცუდი“ მაგალითის ჩვენების სახით).

დემოკრატიის აქტიური წახალისებისას ხშირად სხვადასხვა მეთოდები


გამოიყენება, დაწყებული რბილი ძალის მეთოდებიდან(მაგ.
ფინანს. წახალისება და დახმარება, სხვადასხვა სარგებლების
შეთავაზება, პირობების წაყენება, გაწევრიანება და ა.შ.)
დამთავრებული მყარი ძალის მეთოდებით (მაგ. სანქციები,
ფარული თუ ღია სამხედრო ინტერვენციები).

პირდაპირი მეთოდები მიმართულია პოლიტიკური მიზნებისკენ.

არაპირდაპირი მიდგომები კი უფრო დემოკრატიის ეკონომიკურ და


კულტურულ განზომილებებს ეხება.

აშშ-ს და ევროპას სხვადასხვა რეპუტაცია და მიდგომები გააჩნიათ


დემოკრატიის ხელშეწყობის და წახალისების კუთხით.

ევროპული მიდგომა უფრო პოლიტიკურ დიალოგს და პარტნიორობას


მოიცავს, თუმცა, ევროპის ყველაზე მძლავრიიარაღი ამ
კუთხით პოლიტიკური პირობების წაყენება გამოდგა(მაგ.
ევროკავშირის გაფართოება ცენტრალურ და აღმოსავლეთ
ევროპის სახელმწიოები)
განსხვავებით აშშ რიგ შემთხვევებში, დემოკრატიის წასახალისებლად
უფრო ძალისმიერ მეთოდებს ამჯობინებს(მაგ. ლათინური
ამერიკა, ავღანეთი, ვიეტნაბი, ერაყი, ირანი)

არაარის ერთიანი აზრი თუ რომელი დემოკრატიის წახალისების ფორმა


სჯობს, თუნდაც 1980 წლის ბოლო მოვლენებიდან
მოყოლებული (ანუ ჯერ ეკონომიკური მოდერნიზაცია და
მერე დემოკრატიზაცია თუ პირდაპირ პოლიტიკური
დემოკრატიზაცია, რასაც ეკონომიკური კეთილდღეობას უნდა
მოჰყვეს).

11მა სექტემბერმა ახალი ბიძგი მისცა მსოფლიო მასშტაბით


დემოკრატიის გავრცელების და ხელშეწყობის ტენდენციებს
და პოლიტიკას განსაკუთრებით პოლიტიკოსების რიტორიკის
დონეზე.

თუმცა ბევრი მეცნიერი თუ კომენტატორი ეჭვქვეშ აყენებს ამგვარი


რიტორიკის გულწრფელობას და იმ თეორიებსაც რომელიც
ამგვარ პოლიტიკას თან ახლავს (მაგ. პოპულარული თეორია
რომ დემოკრატიული ქვყენები ერთმანეთში არ ომობენ).

დემოკრატიის წახალისების და ხელშეწყობის აქტორები

ბევრი სხვადასხვა აქტორი იღებს მონაწილეობას მსოფლიოში


დემოკრატიის ხელშეწყობაში და გავრცელებაში(გაერო,
ეუთო, საერთ. თუ ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციები, კერძო და საჯარო ფონდები, ევროკავშირი
და ა.შ.)

განვითარების სააგენტოები (უსაიდი, ნედ) აქცენტს უფრო


დემოკრატიულ მმართველობაზე აკეთებენ (აუ უფრო
ტექნიკურები და შედეგზე ორიენტირებულები არიან).
დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდები კი ზოგადად დემოკრატიული
ღირებულებების დამკვიდრებისთვის იღწვიან(ისინი
დემოკრატიას თვითონ როგორც ღირებულებას ისე
უყურებენ).

დემოკრატიის გავრცელებაში და წახალისებაში(განსაკუთრებუთ


ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში) განსაკუთრებული
წვლილისთვის ევროკავშირმა ღრმა ინტერესი და მოტივაცია გააღვივა
როგორც ეროვნულ დონეებზე ისე ევოკავშირის დონეზეც.

თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თუ რამდენად ეფექტური იქნება


დემოკრატიზაციის კუთხით ევროკავშირის სამეზობლო
პოლიტიკა(გაწევრიანების გარანტიის გარეშე).

თუმცა გლობალური მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, აქ მეტი წვლილი აშშ-


ზე მოდის მისი გავლენებიდან გამომდინარე. ასე რომ მთლად ნათელი
სურათი არგვაქვს თუ ვინ უფრო ეფექტურია(ევროპის გარეთ)
დემოკრატიის გავრცელებაში და ხელშეწყობაში, აშშ თუ ევროკავშირი.

ძნელია განსაზღვრო ან დაადგინო თუ რამდენად რეალურია


დემოკრატიის მოთხოვნა, მიუხედავად იმისა რომ ხალხს დასავლურ
ჩამოყალიბებულ და განვითარებულ დემოკრატიებში შესაძლოა
სჯეროდათ რომ მათ მიერ შერჩეული პოლიტიკური სისტემა
წარმოადგენს უნივერსალურ ღირებულებას.

ხშირად დემოკრატიის წახალისება და გავრცელება ეჯახება რეალურ


პოლიტიკას რაც უფრო ართულებს რიგ ქვეყნებში დემოკრატიის
გავრცელებას (ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთი, ერაყი, ჩინეთი, რუსეთი,
ვენესუელა, ჩრდ კორეა..)

დემოკრატიის დამკვიდრება გარე ძალის მიერ ზოგადად არ არის


მიჩნეული მაინც და მაინც ეფექტუურ მეთოდი მყარი დემოკრატიული
და სტაბბილური გარემოს შესაქმნელად.
ძირითადად სამოქალაქო საზოგადოება გვევლინება ყველაზე
პრივილეგირებულ მიმღებად დემოკრატიისთვის გაღებული
დახმარებების. რადგან ეს ფორმა უფრო მეტ საშუალებას იძლევა
საერთაშორისო ჩართულობის ქვეყნის შიდა პროცესებში თან ისე რომ ეს
ნაკლებად სენსიტიური იყოს ადგილობრივი მთავრობებისთვის.

მაგრან როგორც გამოცდილება გვიჩვენებს არადემოკრატიული რეჟმები


ძალიანაც სენსიტიურები არიან უცხო ჩარევების მიმართ
თუნდაცსამოქალაქ სექტორში(რუსეთი, ჩრდ კორეა, თურქეთი, ირანი).

ბოლო დაკვირვებებიდან ჩანს,რომ დემოკრატიის განვითარების


პროექტებმა და პროგრანებმა თავიანთი ფოკუსი არჩევნებიდან და
არასამთავრობო ინსტიტუტებიდან გადაიტანეს სამოქალაქო
საზოგადოებაზე და პოლიტიკურ პარტიების გაძლიერებაზე, რომლებიც
მიიჩნევიან მთავარ მოთამაშეებად დემოკრატიის მშენებლოობაში.

დემოკრატიის დამკვიდრება განსაკუთრებით პრობლემატურია მყიფე


სახელმწიფოებში და პოსტ-კონფლიქურ საზოგადოებებში.შესაბამისად
საერთაშორისო მოთამაშეები ძალზედ ფრთხილად უნდა იყვნენ
როდესაც ითვალისწინებენ იმას რომ მშვიდობის მშენებლობის და
დამკვიდრების, დემოკრატიზაციის და ეკონომიკური განვითარების
მოხოვნები შესაძლოა ერთმანეთთან არ იყვნენ ჰარმონიულ კავშირში.

You might also like