You are on page 1of 9

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები

ფიზიკის ზოგადი განათლება

BIO306001 ბიოლოგია

პრერეკვიზიტი: ბუნებისმეტყველება

სასწავლო კურსი სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნოს ყველა ის ძირითადი და


მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესი, რომელთა აღქმა სისტემურ ერთობლიობად ქმნის
თანამედროვე მეცნიერულ შეხედულებას სიცოცხლის ფენომენის შესახებ. კურსის დიდი ნაწილი
უკავია ბიოლოგიური პროცესების მოლეკული ასპექტების განხილვას, რაც აუცილებელ წინაპირობას
წარმოადგენს იმისათვის, რომ სტუდენტმა აითვისოს ბიოლოგია, როგორც მოვლენების ერთიანი
ლოგიკური ჯაჭვი და არა როგორც ცალკეული დოგმატური მოცემულობების კონგლომერატი. ამავე
მოსაზრებიდან გამომდინარე კურსი არ შეიცავს კლასიკური აღწერილობითი ბიოლოგიის საკითხებს და
პირიქით მდიდარია თანამედროვე ბიოლოგიის დარგების (ბიოქიმია, გენეტიკა, მოლეკულური და
უჯრედული ბიოლოგია, ნეირობიოლოგია და ა.შ) საკითხებით.

CS206023 პროგრამირების მეთოდოლოგია

პრერეკვიზიტი: არ აქვს

კურსი არის ერთგვარი შესავალი პროგრამირებაში. კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან


პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის პრინციპებს, ასევე თანამედროვე კომპიუტერულ
ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებად პროგრამულ ენას - ჯავას. მთავარი ყურადღება მიექცევა
პროგრამირების კარგ სტილს.

CS206039 პროგრამირების აბსტრაქციები

პრერეკვიზიტი: პროგრამირების მეთოდოლოგიები

ეს კურსი არის “პროგრამირების მეთოდოლოგიების” გაგრძელება. კურსის განმავლობაში სტუდენტები


შეისწავლიან პროგრამული ინჟინერიის პრინციპებს, ასევე თანამედროვე კომპიუტერულ
ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებად პროგრამულ ენას - C++. მთავარი ყურადღება მიექცევა
პროგრამირების კარგ სტილს და პროგრამულ აბსტრაქციებს.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები
პრაქტიკული განათლება

PRAC103003 საველე სამუშაო პრაქტიკა I

პრერეკვიზიტი: არ აქვს

საველე პრაქტიკა არის თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი,


რომელიც სტუდენტთათვის სავალდებულოა. პრაქტიკის გავლა მოიცავს სტუდენტთა ჯგუფების
გამგზავრებას პრაქტიკის ადგილზე. პრაქტიკის დაწყებამდე, სტუდენტთა ჯგუფებს შორის ხდება
ამოცანების გადანაწილება. შესაბამისად, პრაქტიკის მსვლელობისას, ამ ამოცანებიდან გამომდინარე,
მიმდინარეობს კონკრეტული აქტივობების განხორციელება. აქტოვიბები მიზნად ისახავს
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და შემეცნებითი მიზნების მიღწევას. საველე პრაქტიკას უძღვება
ჯგუფის კოორდინატორი. პრაქტიკა შესაძლებელია იყოს ანაზღაურებადი.

PHYS405902 სწავლების პრაქტიკა

ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ბაკალავრის მიერ საგნის პროფესორის ასისტირება. სწავლებაში


პროფესორის ასისტირება, ერთი მხრივ ბაკალავრს აძლევს საშუალებას განავითაროს თავის თავში
მთელი რიგი ტრასნფერული უნარები, რომელიც მას სჭირდება როგორც მომავალ ლექტორს. მეორე
მხრივ, ამ ტიპის გამოცდილებით მას ეძლევა შესაძლებლობა, სტუდენტებთან და პროფესორთან
ურთიერთობაშისაკუთარი ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადოს და ამასთან ერთად განივითაროს
კომუნიკაციის და ცოდნის გადაცემის უნარი. გარდა ამისა, სტუდენტის სურვილის შემთხვევაში,
მომავალი პედაგოგიური კარიერისთვის იძენს მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებას. როგორც ვიცით,
“ადამიანი სწავლობს 100% იმისა რასაც ასწავლის”. სწავლება ასევე ეხმარება ბაკალავრს ისწავლოს და
ივარჯიშოს იმაში, თუ როგორ გადასცეს სემინარებზე საკუთარი ცოდნა ეფექტურად.

ფიზიკის საბაზო განათლება

MATH106039 მათემატიკური ანალიზი I

პრერეკვიზიტი: ზოგადი ფიზიკის მათემატიკური მეთოდები ან კალკულუსი

კურსი ითვალისწინებს მათემატიკური ანალიზის საკვანძო საკითხების ღრმა შესწავლას. ეს საკითხები


მოიცავს ნამდვილ რიცხვთა თეორიას, მეტრულ სივრცეებს და კომპაქტურ სიმრავლეებს,
მიმდევრობებს, მწკრივებს და ზღვართა თეორიის საფუძვლებს, აგრეთვე, დიფერენციალური და
ინტეგრალური აღრიცხვის მნიშვნელოვან ნაწილებს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფიზიკის
ძირითად აპარატს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათემატიკური ცნებების და პროცედურების
გამოყენებას ფიზიკაში.

MATH206040 მათემატიკური ანალიზი II


თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები
პრერეკვიზიტი: მათემატიკური ანალიზი I

კურსში მათემატიკური ანალიზი II განიხილება დიფერენციალურ-ინტეგრალური აღრიცხვის


საკითხები მრავალსახეობებზე, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფიზიკის ძირითად აპარატს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათემატიკური ცნებების და პროცედურების გამოყენებას
ფიზიკაში.

PHY306019 ტენზორული აღრიცხვა ფიზიკაში

პრერეკვიზიტი: კალკულუსი ან მათემატიკური ანალიზი II

ტენზორული აღრიცხვა (ტენზორული ალგებრა და ანალიზი) მათემატიკის ის დარგია, რომლის მთელი


რიგი მნიშვნელოვანი მეთოდების ცოდნის და პრაქტიკული გამოყენების უნარის გარეშე თანამედროვე
ფიზიკა წარმოუდგენელია. ტენზორული აღრიცხვის ელემენტები გვჭირდება ფიზიკის პრაქტკულად
ყველა დარგში, განსაკუთრებით კი კლასიკურ მექანიკაში, უწყვეტ გარემოთა ფიზიკაში,
ჰიდროდინამიკაში, ელექტროდინამიკაში, პლაზმის ფიზიკაში, ფარდობითობის თეორიაში, ველის
კლასიკურ და კვანტურ თეორიაში, თეორიულ ასტროფიზიკაში და ელემენტარულ ნაწილაკთა
ფიზიკაში. ამდენად, ნათელია, რომ ტენზორული აღრიცხვის ჯეროვანი დაუფლების გარეშე
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი ფიზიკოსის მომზადება შეუძლებელია!
ტენზორული აღრიცხვა მათემატიკის ჰიბრიდული დარგია და ემყარება მათანალიზის, უმაღლესი
ალგებრის, ვექტორული ანალიზის, დიფერენციალური გეომეტრიის დარგებში გენერირებულ ცოდნას,
რომელსაც მწყობრი, სისტემური სახე აქვს მიცემული ტენზორების ალგებრული, ანალიტიკური და
გეომეტრიული თვისებების ფორმულირებისას. ეს ცოდნა პირდაპირ გამოყენებას ჰპოულობს ფიზიკაში
იქ, სადაც ესა თუ ის ფიზიკური სიდიდე ტენზორულია და შესაბამისი კანონი ტენზორული ტოლობის
სახით იწერება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 'ტენზორული აღრიცხვის ელემენტების' კურსი
ფიზიკოსთა კურიკულუმში სავალდებულო დისციპლინად ჯერ კიდევ 40 წლის წინ, 1974 წელს, იყო
შეტანილი. გამოჩენილმა ქართველმა ფიზიკოსმა და პედაგოგმა, გურამ ჭილაშვილმა, დაწერა მაღალი
დონის ამავე სახელწოდების ლექციათა კურსი, რომლის საფუძველზე საქართველოში ფიზიკოსთა
არაერთი თაობა აღიზარდა. დღეს ეს წიგნი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. მე მოვამზადე ამ
კლასიკური სახელმძღვანელოს ახალი, ელექტრონული გამოცემა, რომელიც, ბუნებრივია,
ინტენსიურად იქნება გამოყენებული 'ტენზორული ანალიზი ფიზიკაში' კურსის სწავლებისას.

MATH306027 კომპლექსური ცვლადის თეორია

პრერეკვიზიტი: მათ. ანალიზი II ან კალკულუსი II

კურსი ითვალისწინებს კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის საკვანძო საკითხების, რომელთა


გამოყენება მოიაზრება ფიზიკაში, საფუძვლიან შესწავლას. ამასთანავე იგი წარმოგვიდგენს
კალკულუსში ნასწავლი ძირითადი ცნებების (უწყვეტობის, წარმოებულის, ინტეგრალის) ელეგანტურ
გამოყენებას. კომპლექსური რიცხვებისა და ფუნქციების ძირითადი თვისებებისა და ხარისხოვანი
მწკრივების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ელემენტარული (რაცოინალური,
ექსპონენციალური, ლოგარითმული, ტრიგონომეტრიული, ჰიპერბოლური, ეილერის) ფუნქციების
განხილვას, კოშის ფორმულას და მის გამოყენებებს, სხვადასხვა ტიპის წირითი ინტეგრალების
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები
გამოთვლას ნაშთთა თეორიის გამოყენებით, ფურიეს და ლაპლასის ინტეგრალურ გარდაქმნებს,
ანალიზურ გაგრძელებათა და რიმანის ზედაპირთა თეორიას, კონფორმულ ასახვათა საფუძვლებს

MATH206033 დიფრენციალური განტოლებები

პრერეკვიზიტი: კალკულუსი I ან მათ. ანალიზი I

დიფერენციალური განტოლებები მოიცავს ძირითადი ფიზიკური პროცესების აღმწერი


დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის მეთოდებს. ყურადღება მიექცევა როგორც განტოლებების
ანალიზურად ამოხსნის მეთოდებს, ასევე ანალიზური ამოხსნის არ არსებობის შემთხვევაში როგორ
უნდა გამოვიკვლიოთ განტოლება. კურსის პატარა ნაწილი დაეთმობა სხვაობით განტოლებებსაც.

MATH203041 რიცხვითი მეთოდები (მატლაბი)

პრერეკვიზიტი: კალკულუსი I ან მათ. ანალიზი I

კურსი მოიცავს რიცხვითი ანალიზის და კომპიუტერული პროგრამა -„მატლაბის“ ძირითად მეთოდებს.


შესწავლილი მეთოდები გამოყენებული იქნება ფიზიკური ამოცანების ამოსახსნელად.

ფიზიკის ძირითადი განათლება

PHYS106018 ზოგადი ფიზიკის მათემატიკური მეთოდები

პრერეკვიზიტი: არ აქვს

ზოგადი ფიზიკის მათემატიკური მეთოდების კურსი ითვალისწინებს ფიზიკის საუნივერსიტეტო


პროგრამის შესაბამისი მათემატიკური აპარატის შესწავლას. კურსი მოიცავს ალგებრისა და
მათემატიკური ანალიზის რიგ ფუნდამენტალურ საკითხებს და ამავე დროს ყურადღებას ამახვილებს
თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე, რაც გულისხმობს ზოგადი ფიზიკის მათემატიკური
მეთოდების ათვისებას. კონკრეტული ფიზიკური ამოცანების მაგალითზე აღწერილი იქნება ალგებრისა
და მათემატიკური ანალიზის მეთოდები. ყურადღება იქნება გამახვილებული ისეთი მათემატიკურ
მეთოდებზე, რომლებიც უნივერსალურია და გამოიყენება ფიზიკის სხვადასხვაა დარგის ამოცანების
ამოსახსნელად.

PHYS108003 ფიზიკა I: კლასიკური მექანიკა


თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები
პრერეკვიზიტი: ზოგადი ფიზიკის მათემატიკური მეთოდები ან კალკულუსი

მექანიკა წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან კურსს ზოგადი ფიზიკის პროგრამისა. მექანიკა
არის აღნიშნული პროგრამის პირველი კურსი და ამიტომ მას ენიჭება დიდი როლი, რადგან სტუდენტი
ფიზიკის საგანს ეცნობა. ამავე დროს აღნიშნული კურსი წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის პროგრამის
დანარჩენი კურსების პრერეკვიზიტს, რადგან მოლეკულური ფიზიკის, ელექტრობა და მაგნეტიზმის და
ოპტიკის შესწავლისას აუცილებელი იქნება იმ ცოდნის გამოყენება, რაც სტუდენტმა უკვე დააგროვა
მექანიკის სწავლის პროცესში. ამ თვალსაზრისით ეს მექანიკა წარმოადგენს ერთგვარ მოსამზადებელ
საგანს. ამას გარდა ის მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, რომლის გარეშეც
შეუძლებელია ფიზიკის საგნის ათვისება, როგორიც არის მოძრაობის კინემატიკა და დინამიკა, შენახვის
კანონები, რხევითი მოვლენები და სხვა.

PHYS208004 ფიზიკა II: თერმოდინამიკა. აირების კინეტიკური თეორია

პრერეკვიზიტი: ფიზიკა-I

ფიზიკა II მოიცავს ტალღების დინამიკას, სითხეების მექანიკას, თერმოდინამიკას და აირების


კინეტიკურ თეორიას. ის წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან კურსს ზოგადი ფიზიკის
პროგრამისა. ის მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, რომლის გარეშეც
შეუძლებელია ფიზიკის საგნის ათვისება.

PHYS208005 ფიზიკა III: ელექტროობა და მაგნეტიზმი

პრერეკვიზიტი: ფიზიკა -II.

ფიზიკა III მოიცავს შემდეგი საკითხების შესწავლას: ელექტრული ველები და გაუსის კანონი;
ელექტრული პოტენციალი; ტევადობა და დიელექტრიკები; დენი და წინაღობა; მუდმივი დენის
წრედები; მაგნიტური ველები; მაგნიტური ველის წყაროები; ფარადეის კანონი; ინდუქციურობა;
ცვლადი დენის წრედები; ელექტრომაგნიტური ტალღები; მაქსველის განტოლებები.

PHYS308006 ფიზიკა IV: ოპტიკა. ფარდობითობის სპეციალური თეორია

პრერეკვიზიტი: ფიზიკა-III

ფიზიკა IV მოიცავს შემდეგი საკითხების შესწავლას: ფარდობითობის სპეციალური თეორიის


პრინციპები; ლორენცის გარდაქმნები; რელატივისტური კინემატიკა და დინამიკა; სინათლის ბუნება და
გეომეტრიული ოპტიკის პრინციპები; გამოსახულების ფორმირება; ტალღური ოპტიკა; ინტერფერენცია,
დიფრაქცია და პოლარიზაცია; მაიკელსონ–მორლის ექსპერიმენტი; შავი სხეულის გამოსხივება და
პლანკის ჰიპოტეზა; სინათლის კვანტურ–ტალღური დუალიზმი; ფოტოეფექტი; კომპტონის ეფექტი;
ნაწილაკების ტალღური ბუნება; კვანტური მექანიკის ელემენტები: ტალღური ფუნქცია; შრედინგერის
განტოლება და მისი გამოყენება; ბორის ატომური მოდელი და მისი გამოყენება; წყალბადის ტალღური
ფუნქცია; კვანტური რიცხვები; ბირთვული ფიზიკის ელემენტები: ბმის ენერგია; ბირთვული
მოდელები; რადიოაქტივობა და ბირთვული რეაქციები; ნაწილაკების და კოსმოლოგიის ელემენტები.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები
კონცენტრაცია: თეორიული ფიზიკა

PHYS306009 თეორიული ფიზიკის მათ მეთოდები

პრერეკვიზიტი: თეორიული მექანიკა

კურსი ითვალისწინებს თანამედროვე თეორიულ ფიზიკის მათემატიკური აპარატის შესწავლას, რაც


გულისხმობს მათემატიკის რიგი ფუნდამენტალური საკითხების ღრმა ანალიზს და კარგად ათვისებას.
ეს საკითხები მოიცავს ჯგუფთა თეორიას, ლის ალგებრებს, რიმანულ და სიმპლექტურ გეომეტრიას,
განზოგადოებულ ფუნქციებს, ფუნქციონალური ანალიზის ელემენტებს, კერძოწარმოებულიან
დიფერენციალურ განტოლებებს, დინამიური სისტმების ინტეგრებას. განსაკუთრებული ყურადღება
ექცევა მათემატიკური ცნებების და პროცედურების გამოყენებას თეორიულ ფიზიკაში.

PHYS406012 კონდესირებული გარემოს ფიზიკა

პრერეკვიზიტი: კვანტური მექანიკა.

კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კურსი მოიცავს შემდეგ სასწავლო საკითხებს: მესრის აგებულება,
მესრის რხევები, ელექტრონების მოძრაობა მყარ სხეულში, თერმოდინამიკური სიდიდეების გამოთვლა,
ელექტრონების ურთიერთქმედების შესწავლა, ელექტრული გამტარებლობა, ჰოლის ეფექტი, მყარი
სხეულის ოპტიკური თვისებები, სინათლის რეფრაქცია და შთანთქმა, მაგნიტური თვისებები,
ზეგამტარობა, ზედენადობა, ფაზური გასასვლები.

PHYS406015 ასტროფიზიკა და კოსმოლოგია

პრერეკვიზიტი: ფიზიკა-III ან ველის თეორია

ასტროფიზიკა წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან კურსს თეორიული ფიზიკის


პროგრამისა. ამ კურსის ფარგლებში მოხდება იმ ძირეული საკითხების შესწავლა, რაც
უმნიშვნელოვანესია სამყაროში არსებული კოსმოსური ობიექტების ევოლუციის გაგებისთვის.

PHYS406016 მაღალი ენერგიების ფიზიკა

პრერეკვიზიტი: თეორიული ფიზიკის მათ. მეთოდები ან კვანტური მექნიკა და ველის თეორია.

კურსი ითვალისწინებს ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის საკვანძო საკითხების ღრმა შესწავლას, რაც
მოიცავს: ელემენტარულ ნაწილაკთა თვისებების დახასიათებას, მათი დაკვირვების ძირითად
მეთოდებს, მათ ურთიერთქმედებებს - ელექტრომაგნიტურს,ძლიერს, სუსტს. მატერიის
ფუნდამენტალურ შემადგენლებს - ლეპტონებს და კვარკებს, მათ შორის მიმდინარე პროცესების-
დაშლების, დაჯახებების, ურთიერთგარდაქმნის აღწერის მეთოდებს, სიმეტრიებს და შენახვის
კანონებს, სიმეტრიების დარღვევის მექანიზმებს. ლოკალურ ყალიბრულ ინვარიანტობას, სიმეტრიის
სპონტანურ დარღვევას, გოლდსტოუნის და ჰიგსის რეალიზაციებს. ურთიერთქმედებათა
სტანდარტულ მოდელს - კვანტურ ელექტროდინამიკას, ელექტროსუსტ გაერთიანებას, კვანტურ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები
ქრომოდინამიკას. კვარკების ბმულ მდგომარეობებს - კვარკონიუმებს, აღწერას არარელატივისტური და
რელატივისტური განტოლებებით. დისკრეტულ სიმეტრიებს და მათ დარღვევას და ა.შ. აგრეთვე
კავშირს ასტროფიზიკასა და კოსმოლოგიასთან.

PHYS306007 თეორიული მექანიკა

პრერეკვიზიტი: ფიზიკა-I, კალკულუსი ან მათ. ანალიზი-I

კურსი ითვალისწინებს თეორიელი მექნიკის საკვანძო საკითხების ღრმა შესწავლას. ეს საკითხები


მოიცავს უმცირესი ქმედების პრინციპს და ლაგრანჟის განტოლებებს, შენახვის კანონებს და მოძრაობის
განტოლებების ინტეგრირებას, ნაწილაკთა გაბნევებს, რხევით მოძრაობებს, ჰამილტონის ფორმალიზმს.
ცოდნის გაღრმავებას თან უნდა ახლდეს პრაქტიკული გამოყენების უნარების განვითარება კლასიკური
მექანიკის ამოცანების გადაწყვეტისას.

PHYS306010 კვანტური მექანიკა

პრერეკვიზიტი: ფიზიკა-III; დიფერენციალური განტოლებები, თეორიული მექანიკა.

კვანტური მექანიკა შეისწავლის მიკროსამყაროში მიმდინარე მოვლენების კანონზომიერებებს და მათი


აღწერის მათემატიკურ მეთოდებს. მიკრონაწილაკები ამჟღავნებენ როგორც კორპუსკულურ, ასევე
ტალღურ ბუნებას, ამდენად, მიკროპროცესების შესწავლა საჭიროებს კლასიკური მიდგომისგან
განსხვავებულ მეთოდებს. კურსში განიხილება კვანტური ფიზიკის ძირითადი პრინციპები და
შესაბამისი მათემატიკური აპარატი - ფიზიკური სიდიდეების აღწერა წრფივი ოპერატორებით და
მატრიცების გამოყენებით (შრედინგერისა და ჰაიზენბერგის წარმოდგენები), ასევე მეორადი
დაკვანტვის მეთოდი.კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: მდგომარეობის კვანტური აღწერა;
შრედინგერის ტალღური განტოლება; ფიზიკური სიდიდეების შესაბამისი ოპერატორების აგება და
მათი თვისებები; წარმოდგენათა თეორიის ელემენტები;ჰაიზენბერგის მატრიცული
განტოლება;შრედინგერის განტოლების ზუსტი და მიახლოებითი ამოხსნის მეთოდები;ზუსტად
ამოხსნადი ამოცანები - ჰარმონიული ოსცილატორი, წყალბადისებრი ატომი; მეორადი დაკვანტვის
მეთოდი; ფოკის წარმოდგენა; შეშფოთების თეორია მარტივი და გადაგვარებული სპექტრისათვის;
ზეემანის და შტარკის ეფექტი; სპინის თეორია, პაულის განტოლება; იგივურ ნაწილაკთა სისტემების
აღწერა; არარელატივისტური კვანტური მექანიკის გამოყენების ფარგლები.

PHYS306008 ველის თეორია

პრერეკვიზიტი: თეორიული მექანიკა; ტენზორული აღრიცხვა; ფიზიკა III.

ველის კლასიკური თეორიათეორიული ფიზიკის უმნისვნელოვანესი ნაწილია, რომელიც


ტრადიციულად შეისწავლება თეორიული მექანიკის შემდეგ. ჩვეულებრივ, საბაკალავრო დონეზე, ამ
კურსის ფარგლებში მხოლოდ ელექტრომაგნიტური ველის თეორია შეისწავლება ხოლმე. არადა ეს არაა
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები
გამართლებული, რადგან ელექტრომაგნიტურთან ერთად გრავიტაციული ველი მეორე მაგალითია
კლასიკური (არაკვანტური აზრით) ველისა, რომლის ადგილი ფიზიკაში უდიდესია. შემთხვევითი არაა,
რომ ლანდაუს და ლიფშიცის თეორიული ფიზიკის კურსის მეორე ტომს ინგლისურ გამოცემაში
პირდაპირ ასე ჰქვია The Classical Theory of Fields და ამ ტომში მოცემულია როგორც ელექტრომაგნიტური
ასევე გრავიტაციული ველის თეორიები. ამ კურსში სწორედ ეს წიგნი იქნება თეორიული მასალის
ძირითადი წყარო. სასწავლო რესურსის დაახლოებით 3/4 დაეთმობა ფარდობითობის სპეციალური
თეორიის და ელექტრომაგნიტური ველის შესწავლას, ხოლო 1/4 კი გრავიტაციული ველის თეორიის
საფუძვლებს.

PHYS406011 სტატისტიკური ფიზიკა

პრერეკვიზიტი: თეორიული მექანიკა; კვანტური მექანიკა.

სტატისტიკური ფიზიკა შეისწავლის ბუნების იმ ფუნდამენტურ კანონებს, რომელთა საფუძველზე


განიხილება მაკროსკოპული სხეულების (აირების, სითხეების, მყარი სხეულების, პლაზმის) თვისებები.
ლექციათა კურსს საფუძვლად უდევს გიბსის ზოგადი მეთოდი, რომელიც მართებულია
სტატისტიკური ფიზიკის ფარგლებში დასმული ყველა ამოცანის განხილვისას.

PHYS406013 ფიზიკური ამოცანიების კომპიუტერული მოდელირება

პრერეკვიზიტი: მათემატიკური ანალიზი II, დიფერენციალური განტოლებები, რიცხვითი მეთოდები


(მატლაბი)

ფიზიკური ამოცანების კომპიუტერული მოდელირება მოიცავს ფიზიკის რამდენიმე კლასიკური


ამოცანის მათემატიკურ მოდელირებასა და მათთვის სასრულ-სხვაობიანი განტოლებების შესწავლას
რიცხვითი გამოთვლების ჩასატარებლად. შესწავლილი მეთოდების საშუალებით გამოკვლეული
იქნება სითბოსა და ტალღის გავრცელების ფიზიკურ პროცესებთან დაკავშირებული ამოცანები.
კურსის მიზანია სტუდენტს განუვითაროს დამოუკიდებელი მეცნიერული მიდგომის უნარ-ჩვევები და
შეძლოს დასახული ამოცანა გადაწყვიტოს ანალიზური და რიცხვითი მეთოდების ეფექტური
გამოყენებით.

PHYS406014 პლაზმის ფიზიკა

პრერეკვიზიტი: ფიზიკა III ან ველის თეორია, თეორიული მექნიკა

პლაზმა წარმოადგენს კვაზინეიტრალურ იონიზირებულ გაზს სადაც ადგილი აქვს კოლექტიურ


მოვლენებს. პლაზმის თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ნეიტრალური გაზისგან. მაშინ
როდესაც ნეიტრალური ნაწილაკები სუსტად ურთიერთქმედებენ მაგნიტურ ველებთან პლაზმის
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ფიზიკის სკოლის საგნების ანოტაციები
დამუხტული ნაწილაკები ძლიერად ურთიერთქმედებენ მაგნიტურ ველებთან ლორონცის ძალის
მეშვეობით რომელიც თავის მხრივ როგორც შორსქმედია, ასევე გაცილებით ძლიერია ვიდრე
გრავიტაციული ძალები. პლაზმის ფიზიკა შეისწავლის დამუხტული ნაწილაკების კოლექტიურ
ურთიერთქმედებეს რაც მნიშვნელოვანია რათა გავიგოთ და ავხსნათ მთელი რიგი მოვლენებისა
რომელთაც ადგილი აქვთ როგორც ლაბორატორიულ ასევე ასტროფიზიკურ პლაზმაში. მოცემულ
კურსში გათვალისწინებულია პლაზმის კინეტიკისა და ჰიდროდინამიკის საფუძვლების დეტალეური
შესწავლა; პლაზმის ჰიდროდინამიკა ერთის მხრივ მსგავსია მაგრამ ამავე დროს ფუნდამენტალურად
განსვავდება განსხვავდება ჩვეულიბრივი სითხის ჰიდროდინამიკისგან. ამ გასხვავების და მსგავსების
გასაგებად კურსი ითვალისწინებს ჩვეულებრივი და დამუხტული სითხეების ჰიდროდინამიკის
საკითხების დეტალურ შესწავლას. გათვალისწინებულია ტალღური მოვლენების და პლაზმური
არამდგრადობების დინამიკის შესწავლა როგორც ჰიდროდინამიკური ასევე კინეტიკური განტოლების
(ვლასოვის განტოლების) გამოყენებით, ; ასევე ზემოთაღნიშნულ მოვლენებზე თანამედროვე
მიდგომების განხილვა და შესამაბისი მათემატიკური მეთოდების დაუფლება.

PHYS407017 საბაკალავრო ნაშრომი

პრერეკვიზიტი: ზოგადი ფიზიკა-IV

სტუდენტი შეასწავლის სამეცნიერო მოღვაწეობის უნარ ჩვევებს და დამოუკიდებელი სამეცნიერო


აზროვნებას. პროფესორების ხელმძღვანელობით ჩაატარებს დამოუკიდებე კვლევას ფიზიკაში.
საბაკალავრო ნაშრომის თემატიკა შეთანხმებული იქნება ფიზიკის სკოლის დეკანთან.

You might also like