You are on page 1of 6

დარგის ანალიზი

მსოფლიოში ძალიან აქტიურად ვიტარდება მოცვის წარმოება. მოცვი სხვა კულტურებთან


შედარებით მეტ მოსავალს იძლევა ჰექტარზე, მალე იძლევა ჩადებული კაპიტალის
ამოღების შესაძლებლობას, დარგვიდან მესამე წელს იძლევა შემოსავალს, ხოლო მეხუთე
წელს შედის სრულ მსხმოიარობაში. მისი სარეალიზაციო ღირებულება ევროკავშირის
ბაზარზე 18-22$ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს მოცვის ფასი
სეზონზე მერყეობს 15-30 ლარის ფარგლებში.

მსოფლიოში ლურჯი მოცვი პოპულარული გახთა როგორც ჯანსღი ხილი. მოცვი


განსაკუთრებით უყვართ გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში . ლურჯი მოცვი
საქართველოში ახალი კულტურაა, მისი გაშენება დასავლეთ საქართველოში 2006
წლიდან დაიწყო. მოცვის პლანტაციის გასაშენებლად იდეალური კლიმატური და
ნიადაგური პირობებია გურიასა და აჭარაში. ლურჯი მოცვი გამოირჩევა განსაკუთრებული
გემოთი და ხარისხით, ის საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 2013
წელს მოცვის წარმოებამ მსოფლიოში 526 ათასი ტონა შეადგინა, რაც 20%-ით მეტია წინა
წლის მაჩვენებელზე და მას შემდეგ შეინიშნება მზარდი დინამიკა . მოცვით ვაჭრობის
მსოფლიო ბრუნვამ იმავე წელს 1407 მილიან აშშ დოლარს მიაღწია. ამ კულტურის
პოპულარულობა გლობალურად იზრდება და მოხმარების მზარდი ტრენდია
ევროკავშირში, ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და სხვა ქვეყნებში .

საქართველოში ყოველწლიურად 200-300 ჰექტარი მოცვის პლანტაცია შენდება,


დღეისთვის კი უკვე თითქმის 1000 ჰექტარს მიაღწია. 2020 წელს საქართველომ,
დაახლოებით, 750 ტონა მოცვი მოიყვანა, რომლის 90% ექსპორტზე გავიდა. გაეროს
სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (FAO) პროგნოზით, თუკი
საქართველო მიმდინარე სეზონზე მოსავალს გააორმაგებს, ქვეყანა მოცვის 25 მსხვილ
ექსპორტიორთა რიცხვში ჩაეწერება.

გრაფიკი 1. მოცვის ექსპორტი საქართველოდან (1000 აშშ დოლარი)


მოცვის ექსპორტი ძირითადად ხდება განვითარებადი ქვეყნებიდან. მოცვი იმდენად
მომგებიან კულტურაა, რომ უკვე დაიწყეს უდაბნოებში, ქოთნებში მოყვანა, ამ გზით
მოჰყავთ მოცვი სხვა ქვეყნებთან შედარებით ადრე, რაც იძლევა საშუალებას
ყოველწლიურად პირველები გაჩდნენ მოცვის ბაზარზე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამარტივებული კანონმდებლობით და


თანადაფინანსების პროექტებით ცდილობს ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას .
პროექტი „დანერგე მომავალის“ ფარგლებში 0,15-0,5 ჰექტრის ფარგლებში მოცვის
გაშენების მსურველებს უფნინსდებათ ნერგებისა და სარწავი სისტემის 70%-მდე .

როდესაც ლურჯი მოცვის ექსპორტი ევროპაში შეწყდება მაროკოდან და სანამ ევროპა


მიიღებს სერბულ და უკრაინულ მოცვს მათ შორის შუალედში შეუძლია ამოავსოს
ქართულმა მოცვმა ბაზარზე არსებული დეფიციტები. ლურჯი მოცვი ბოლო პერიოდში
ძალიან პოპულალური და ცნობილი გახდა მისი თვისებებით. დღეისთვის ლურჯი მოცვის
მომხმარებლებისთვის მარტივია გაარჩიონ მოცვის სხვადასხვა ჯიშები და მომხმარებელი
უპირატესობას ანიჭებს არომატულ და მრავალფეროვანი გეომების მქონე მოცვს ,
ამიტომაც მოცვის გაშენებისას საჭიროა სიფრთხილით შევარჩიოთ გასაშენებელი ჯიშები .

პლანტაციის გაშენებამდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორად შერჩევას


და მის მომზადებას.

გაშენებამდე 1 წლით ადრე ნიადაგი უნდა მოიხვნას 40-50 სმ-ის სიღრმეზე. შემდეგ
ჯვარედინად გადაიხვნას 30-35 სმ-ის სიღრმეზე, დაიფარცხოს და დაიგეგმოს.

რიგთაშორისებში დაშორების მანძილი უნდა იყოს 3-3,2 მ. ხოლო რიგებში მცენარეთა


შორის დაშორება 0,9-1,2 მ. ასეთი კვების არის გათვალისწინებით ერთ ჰა-ზე საჭიროა 2800-
3300 ძირი ნერგი.
ნერგების დარგვამდე, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით , მიწის ზედა ფენაში
შევიტანთ წინასწარ მომზადებულ ორგანულ სუბსტრაქტს - ნახერხის, გადამწვარ ნაკელისა
და ტორდკომპოსტის ნარევით

ნერგების დარგვისას მცენარის ფესვთა სისტემა მთლიანად უნდა მოთავსდეს ნიადაგში ,


მოიტკეპნოს და მოირწყას. სასურველია მულჩირება და წვეთობრივი მორწყვის სისტემის
მოწყობაც. მულჩირება ხდება მცენარის გარდი-გარდმო 60 სმ-ის გასწვრივ.

მულჩირება საგრძნობლად უწყობს ხელს მცენარის ზრდა-განვითარებას, იცავს მას


სარეველებისაგან და გადახურებისაგან, ინარჩუნებს ტენს და ნიადაგს ამდიდრებს
ორგანული ნივთიერებებით.

ცხრილი 1. ლურჯი მოცვის ექსპორტი


კომპანიის აღწერა

მოცვი გაშენდება ტყიბულის რაიონ სოფელ მუხრაში ზღვის დონიდან 700 მეტრზე. 1
ჰექტარის ოდენობის ნაკვეთზე ნიადაგი არის მჟავა ბუნების რაც კარგია მოცვისთვის . 1
ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება ბლუკროპის ჯიშის მოცვი, ბლუკროპის სიმწიფის
პერიოდი იწყება ივლისის მესამე დეკადაში, მოსავლიანობა მაღალი აქვს 6-9კგ ერთ
ბუჩქზე, ნაყოფები დიდია 18-20 მმ დიამეტრის და 1.8-2.0 გრამი. ნაყოფი მკვრივი,
უმაღლესი ხარისხის, კარგი არომატის მქონეა. ბლუკროპი რეზისტენტულია
დაავადებების მიმართ, ასევე კარგად ეგუება ტემპერატურის ცვლილებას , ყვავილობის
პერიოდში შეუძლია გადაიტანოს - 7˚C. ხასითდება შენახვისუნარიანობით და არაა რთული
მისი ტრანსპორტირება.

ჩვენი მისიაა ვაწარმოოთ მაღალ ხარისხიანი და მრავალფეროვანი გემოების მქონე


მოცვი. გავხდეთ ლიდერი მწარმოებელი იმერეთის რეგიონში და მთლიანი პროდუქცია
გავიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია მთლიანად ჩაბარდება
ექსპორტიორ კომპანიას.

მოცვი ჩაბარდება ადგილობრივ ექსპორტიორ კომპანია „არომა პროდუქტს“.

კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსი იქნება „ინდივიდუალური საწარმო “

ბაზრის ანალიზი

როგორც ზემოთ არის აღნიშნული ევროპაში ყველაზე დიდი მოხმარება მოცვზე


არის გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში მოცვს
იყენებენ ტრადიციულ კერძებში და სეზონზე მასზე მოთხოვნა ძალიან იზრდება,
ასევე მომხმარებლები მოცვს მისი სასარგებლო თვისებების გამო ყიდულობენ , მას
აქვს მაღალი კვებითი და დიეტური ღირებულება.
საქართველოში მოცვს ძირითადად ადგილობრივი ფერმერები აწარმოებენ
დასავლეთ საქართველოში, და პროდუქციის 90% ექსპორტზე გადის, ექსპერტების
თქმით ქვეყანაში წარმოების გაზრდა არ შეამცირებს ფასს და არ შეუქმნის
რეალიზაციას პრობლემას.
1 ჰექტარზე დაახლოებით 6-9 ტონა ბლუკროპი მოდის.

ბიზნესი და ეკონომიკა
1 ჰა. - გაშენების სქემა 3.0 X 1,2 მეტრი . საშუალო მოსავლიანობა 8 ტონა/ჰ

მოცვის პლანტაციის გაშენების ხარჯი.

0 სამუშაოს/მასალ შესრულე ერთეუ რაოდენ ერთეული სულ


ის დასახელება ბის დრო ლი ობა ს ღირებულ
ღირებულ ება
ება
1 პლანტაციის დეკემბერ ჰა 1 300 300
გასუფთავებამოსწ ი
ორება
2 გადახვნა იანვარი ჰა 1 250 250
3 დაფარცხვა, იანვარი ჰა 1 250 250
გაფხვიერება
ფრეზით
4 ბაზოკვლების თებერვა მეტრი 3000 0.2 600
მოწყობა ლი
5 წვეთოვანი თებერვა მეტრი 3000 2.5 7500
სარწყავი სისტემა ლი
+ მონტაჟი
6 აგროქსოვილი თებერვა მეტრი 3000 1.5 4500
+ბაზო კვლებზე ლი
გადაფარება
7 ნახერხი + თებერვა კგ 3000 0.1 300
ორმოებში შეტანა ლი
8 სანერგე თებერვა ჰა 3000 0.1 300
ორმოების ლი
ამოღება და
განოყიერება
9 ნერგის შეძენა (2 თებერვა ცალი 3000 10 30000
წლიანი) ლი
10 ნერგის დარგვა თებერვა ცალი 3000 0.1 300
+მორწყვა ლ-მარტი
11 ტრანსპორტირებ ა 500
(ნერგის და
მასალების)
12 გაუთვალისწინებე 2000
ლი ხარჯი
13 სულ ჯამი 46800

მსხმოიარე პლანტაციის მოვლა.

0 სამუშაოს/მასალ შესრულ ერთეუ რაოდენ ერთეულ სულ


ის დასახელება ების ლი ობა ის ღირებუ
დრო ღირებუ ლება
ლება
1 მინერალური მარტი- კგ 200 1.2 240
სასუქები NPK - ივლისი
ფერტიგაცია
2 აზოტოვანი სასუქი მარტი კგ 250 0.9 225
- ფერტიგაცი
3 პესტიციდები მარტი- კგ 400
აგვისტო
4 რიგთშორისებში მაისი- ჰა 3-ჯერ 100 300
სარეველების აგვისტო
კონტროლი
5 მცენარეების მაისი- ჰა 3-ჯერ 50 150
გარშემო აგვისტო
სარეველების
მოცილება
6 მავნებელდაავადე მარტი- ჰა 3-ჯერ 50 150
ბებთან აგვისტო
ბრძოლაშესხურებ

7 გასხვლა, იანვარი მც/ჰა 3000 0.1 300
ნასხლავის
გამოტანა
8 კრეფა + ივნისი- კგ 8000 0.45 3600
დასაწყობება აგვსტო
9 გაუთვალისწინებე 1000
ლი ხარჯი
10 სულ ხარჯი 6365

პლანტაციის ერთჯერადად გაშენების ხარჯია 46800 ლარი, ყოველწლიური ხარჯი


შეადგენს 6365 ლარს.

You might also like