You are on page 1of 4

დიდი დროა გასული დიდი იოსების გარდაცვალების

შემდეგ. იმ დღიდან,  რაც იოსები წინ გაქანდა წაქცეული


ბერბერას მისაშველებლად, თავად კი წაიქცა და
აზვავებულმა ავომობილმა ელვის სისწრაფით გასრისა
დიდი იოსების უზარმაზარი სხეული. 
 კვლავ გაზაფხულდა. ეს ის დროა, როცა ჯერ კიდევ
ცოცხალი საწყალი იოსები, სტუდენტ გივის კიბეებზე 
მიბობღავდა გვიან ღამით. ის დროა, ჯერ კიდევ სანამ
სტუდენტს გაიცნობდა “მთვარეს, რომ ელაპარაკებოდა”
გარდაცვლილი. ის დროა, როცა მძიმე ჩემოდნებით
დაატარებდა ყალბი ბუსუსიანი ბონების დასტას დიდი
იოსები. 
... და აი, თბილ ამინდში, გზაჯვარედინზე ერთმანეთს
ხვდებიან სტუდენტი გივი, რომელიც უკვე სტუდენტი
არა ყოფილიყო და ბერბერას პატრონი, რომელიც იოსების
გამოჩენამდე ზრუნავდა ბერბერაზე. მოაბიჯებს უკვე
ზრდასრული გივი, ხელში პორტფოლიოთი. მისკენ კი
ნელი სიოსავით მოეხეტიალება სახლის ბატონი, მაგრამ აი
რა იყო ყველაზე გასაკვირი, ბერბერა ჯერ კიდევ
ცოცხალი, მაგრამ ფეხმოტეხილი მოაბიჯებდა პატრონის
უკან. გივი და პატრონი ვერა სცნობდნენ ერთმანეთს.
სწორედ იმ მომენტში როცა ერთმანეთისთვის გვერდი
უნდა აეარათ, ბერბერამ დაიყეფა და ორივენი ადგილზე
შეჩერდნენ. გივიმ ძაღლს მწუხარებით სავსე თვალები
მიაპყრო, პატრონი კი ვერ მიხვდა საქმე რაში იყო და
გივის უთხრა:
-ბატონო კარგად ხართ?
-ეს, ეს ხომ.. ბერბერაა?-პატრონს სახეზე გაურკვევლობა
გამოეხატა, მაგრამ წამებში ინტერესით შეხედა
ახალგაზრდა ყმაწვილს .
-გივი?
-ჰო, ჰო. გახსოვართ?
-საით მიეშურები?
 კითხვაზე პასუხი არსაიდან ისმოდა, გივი ბერბერას
მისჩერებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.
პატრონმაც დახედა ცხოველს და სთქვა:
-გავიგე იოსებ ქველიძეს გადაურჩენია ბერბერა თავის
დროზე- ამოიოხრა და გივის მიაჩერდა.
-ჰო, კარგი კაცი იყო იოსები-ღრმად ჩაისუნთქა და
გააგრძელა- მე არ მენახა ადამიანი, რომელიც თავს
გაწირავდა ცხოველისთვის, არ მენახა ადამიანი,
რომელსაც ასე ჰყვარებოდა ეს ბეწვიანი არსება. ჩვენ დროს
იშვიათია ვინმემ თავის სიცოცხლეზე მეტად შეიყვაროს ეს
ბეწვიანი არსება, იოსებმა სიკვდილი არჩია მის
გადარჩენას.
-საოცარი ადამიანია, მადლობაც ვერ მოვუხადე, რომ ჩემს
ბერბერაზე ასე ძალიან ზრუნავდა. ჩემზე მეტად მას
უყვარდა ეს ოხერი ცხოველი და პატრონი მაინც მე
მერქმის- დარცხვენილმა თავი ქვემოთ დახარა.
-როგორ თუ არ გადაუხადე მადლობა? შენ მას სახლი
დაუთმე დროებით, მისთვის ესეც საკმარისი იყო.
-როგორ თუ ეს საკმარისი იყო?
-იოსები კარგი ადამიანია, ის სხვის ქონებას დაუკითხავად
არასდროს იღებდა, საცხოვრებელი მაშინ ძალიან
სჭირდებოდა და ეგონა ის სახლი, რომელიც თქვენი
საკუთრება იყო, მიტოვებული ყოფილიყო. მაშინ, როცა
საცხოვრებელი დატოვა, უბანში ჭორები გავრცელდა
ჭკუიდან შეიშალაო. 
-მართლა?
-გაზაფხულის ღამე იყო, გვიანი ღამე. შემთხვევით
წავაწყდი ბერბერას ელაპარაკებოდა. მერმე მითხრა, რომ
მთვარეს ადიდებდა, მაგრამ სიმართლე ორივემ ვიცოდით.
-ბერბერას ელაპარაკებოდა?-გაოცდა პატრონი.
-ბერბერა მისთვის ყველაზე ერთგული მეგობარი იყო. მის
გარდა სხვა ასე ძალიან მგონი არც ჰყვარებია-
პორტფოლიო მეორე ხელში გადაანაცვლა და საუბარი
გააგრძელა- ერთ დროს ვმეგობრობდით, მაგრამ
დარწმუნებით ვიტყვი ბერბერა ჩემზე ძალიან უყვარდა-
ჩაიცინა გივიმ და სიცილში პატრონიც აჰყვა, მაგრამ
წამებში ეს სიცილი გივის ცრემლებში გადაენაცვლა,
პატრონმა სიცილი შეწყვიტა და დაბნეული სახით
ბერბერას შეხედა. ცრემლმორეულმა გივიმ საუბარი
გააგრძელა- ბევრჯერ მინახავს იოსები თავისი სარჩენის
ნაწილს ბერბერას, როგორ უნაწილებდა. ეს კიდე ცარიელ
პურს არ კადრულობდა და საწყალი იოსები იძულებული
იქნა მისთვის თავისი საკვები ეჭმია.
 ორივენი დადუმდნენ ერთხანს. ნელი ნაბიჯით სვლა
გააგრძელეს. ბერბერა კუდის ქიცინით და კოჭლობით
მიაბიჯებდა მათ უკან.
-კარგი ადამიანი იყო იოსები-თქვა პატრონმა.
-იმ უბანში სადაც იგი ბერბერასთან ერთად ცხოვრობდა,
დღემდე ახსოვს ხალხს, მაგრამ დღეს მას დიდი იოსების
სახელწოდებით მოიხსენიებენ-თქვა გივიმ.
-დიდი იოსები..- ჩაილაპარაკა პატონმა 
-მე ვფიქრობ ეს სახელი მისთვის შესაფერისია.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო, მართლაც იმსახურებს
“დიდის” წოდებას. 
 ასე, ორივენი კვლავ დადუმდნენ და გზას გაუყვნენ.
ბერბერა, ამ ამბის მთავარი გმირი კი მიაბიჯებდა სამი
თათით მათთან ერთად. საოცარი სურათი იშლებოდა.
გივი, პატრონი და მათ უკან ძაღლი. მხატვარი, რომ
ვყოფილიყავი ამ სცენის დახატვა მომინდებოდა, ფუნჯს
მოვიმარჯვებდი და დავხატავდი, მაგრამ ჩემი ნახატი
სამუდამოდ დაუსრულებელი იქნებოდა, რადგან მას
დიდი იოსები დააკლდებოდა. 

You might also like