You are on page 1of 11

1

წრეწირთან დაკავშირებული კუთხეებისა და მონაკვეთების


თვისებები

1 ) ჩახაზული და შემოხაზული კუთხეები

კუთხეს, როლმლის წვერო წრეწირზე მდებარეობს, ხოლო გვერდები ქორდების


მომცველ წრფეებს წარმოადგენს, ეწოდება ჩახაზული კუთხე.

B მოცემულ ნახაზზე AB და BC ქორდებია,


ხოლო B წერტილი წრეწირზე მდებარეობს,
ამიტომ < ABC ჩახაზული კუთხეა.
A
თეორემა: ჩახაზული კუთხე იზომება იმ
რკალის ნახევრით, რომელსაც ის
C ეყრდნობა.

დამტკიცება
A
განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა:

I. დავუშვათ, რომ ჩახაზული კუთხის ერთ–ერთი გვერდი დიამეტრია.


C
AOB სამკუთხედში  კუთხე ამ
სამკუთხედის გარე კუთხეა, ამიტომ
A B
   = 2  =  AC. მაშინ  =  /2=
A
 O (  AC ) : 2. ამრიგად,
C
 AC
 =<B= ,
C 2

რის დამტკიცებაც გვინდოდა.

II. დავუშვათ, რომ წრეწირის ცენტრი ქორდებს შორის მდებარეობს.


2

A გავავლოთ BK დიამეტრი. მაშინ

  = (  AK ) : 2,  = (  CK ) : 2,
̆
𝐴𝐾 ̆
𝐾𝐶
B O K საიდანაც < B =  +  = + =
2 2

 AC
= , რის დამტკიცებაც
C 2
გვინდოდა.

III. განვიხილოთ შემთხვევა, როცა წრეწირის ცენტრი კუთხის ცალ მხარეს


მდებარეობს.
A გავავლოთ BK დიამეტრი. ნახაზიდან
ჩანს, რომ < ABC= < ABK - < CBK=
 C
 AK  CK  AK  CK  AC
B O =    .
2 2 2 2
K
 AC
< ABC= , რის დამტკიცებაც
2
გვინდოდა.

გამომინარე ამ თეორემიდან, მივიღებთ შემდეგ შედეგებს:

შედეგი 1 : ჩახაზული კუთხეები, რომლებიც ერთსა და იმავე რკალებს


ეყრდნობიან, ტოლია.

< 1 = < 2 , ვინაიდან ორივე კუთხე ერთსა და


1
იმავე AB რკალს ეყრდნობა.
A 2
შედეგი 2 : ჩახაზული კუთხე, რომელიც
ნახევარწრეწირს ეყრდნობა, ნახევარწრეწირს ეყრდნობა, მართია კუთხეა.
.თხეა. B
3

B C < 1 = < 2 , ვინაიდან ორივე


კუთხე ერთსა და იმავე AKD
2 1
რკალს ეყრდნობა.  AKD 
A D 1800, ვინაიდან AD დიამეტრია,
ამიტომ

1800
< 1 = < 2 = < AKD = = 900 .
2

2 ) კუთხეს , რომლის წვერო წრეწირის გარეთ მდებარეობს, ხოლო გვერდები


მხებებია, ეწოდება შემოხაზული კუთხე.

B მოცემულ ნახაზზე < ABC შემოხაზულიკუთხეა.

თეორემა: შემოხაზული კუთხე იმ


რკალების გრადუსულ ზომათა
ნახევარსხვაობის ტოლია,
C რომლებადაც წრეწირი შეხების
წერტილით იყოფა.
შევაერთოთ A წერტილი C წერტილთან.  კუთ-
ხე არის მხებითა და ქორდით შედგენილი კუთ-
ხე , ამიტომ წინა გაკვეთილზე დამტკიცებული
A
 AMC
თეორემის თანახმად = . ანალოგი-
 B 2
 ურად  არის მხებითა და ქორდით შედგენილი
N M
 ANC
კუთხე, ამიტომ  = . ამავე დროს  არის
2
ABC სამკუთხედის გარე კუთხე, ამიტომ  =  +
C
 ANC  AMC
< B, საიდანაც < B=  –  = - ,
2 2
რის დამტკიცებაც გვინდოდა.
4

განვიხილოთ რამდენიმე ამოცანა.

ამოცანა 1 : ტოლფერდა სამკუთხედის კუთხე წვეროსთან უდრის 400 –ს. ერთი ფერდი
წარმოადგენს ნახევარწრეწირის დიამეტრს. ეს ნახევარწრეწირი სხვა გვერდებით იყოფა
სამ ნაწილად. იპოვეთ ეს ნაწილები.

ა მ ო ხ ს ნ ა: მოც.: < BAC =400 ; AB=AC; AB დიამეტრია

A უ. ვ.  AM ,MN  BN

რადგან AB=AC, ამიტომ <ABC = < ACB=


400
= 700 . აქედან გამომდინარე  AN=
=1400, მაშინ  BN= 00. რადგან < BAC =
M = 400,  BM= 800,  MN= 400,
O

700
C  AM=1800 – (400 + 400 ) = 1000 .
N პასუხი:  AM = 1000 ,  MN= 400,
B  BN= 400.

ამოცანა 2 : 600 - ის ტოლ მახვილ კუთხეში ჩახაზულია ორი წრეწირი,


რომლებიც გარედან ეხებიან ერთმანეთს. მცირე წრეწირის რადიუსი უდრის r – ს.
იპოვეთ დიდი წრეწირის რადიუსი.
C ა მ ო ხ ს ნ ა:

A მოც. : <CKD=600; OA=OB= r;

O1 O უ.ვ. R

K რადგან < K წრეწირზე შე-


D B მოხაზული კუთხეა, CK
და DK მხებებია, ამიტომ

∆ AOK და ∆ CO1K მართკუთხა სამკუთხედებია. < AKO = 300 , ამიტომ OK = 2r;

∆ O1CK - დან O1K = 2O1C= 2 R; O1K = O1O + OK= R+r + 2r= R +3r; O1K = 2 R,

ანუ 2 R= R +3r, საიდანაც R =3r. პასუხი: R =3r.


5

დავალებები

24.1. მოცემული კუთხეებიდან რომელია ჩახაზული კუთხე?


ა) ბ) გ) დ)

1)ბ 2)გ 3) დ 4)ა

24.2. მოცემული კუთხეებიდან რომელი არ არის ჩახაზული კუთხე?


ა) ბ) გ) დ)

1) გ 2)გ 3) დ 4)ა

24.3. ნახაზზე მოცემული წრეწირი ტოლი ქორდებით მიმდევრობით


დაყოფილია სამ ტოლ ნაწილად. რამდენი გრადუსი იქნება თითოეული
კუთხის ზომა?

1 ) 700 2 ) 800
A

C
3 ) 600 4 ) 1200
6

24.4. ნახაზზე მოცემული წრეწირი ტოლი ქორდებით მიმდევრობით


დაყოფილია ოთხ ტოლ ნაწილად. რამდენი გრადუსი იქნება ქორდების
გადაკვეთით მიღებული თითოეული კუთხის ზომა?

1 ) 700 2 ) 800

3 ) 600 4 ) 900

24.5. ნახაზზე მოცემული წრეწირი ტოლი ქორდებით მიმდევრობით


დაყოფილია რვა ტოლ ნაწილად. რამდენი გრადუსი იქნება ქორდების
გადაკვეთით მიღებული თითოეული კუთხის ზომა?

1 ) 1350 2 ) 1200

3 ) 1100 4 ) 1300

24.6.  AB - ს გრადუსული ზომაა 800. მაშინ < AKB -ს გრადუსული ზომაა

1 ) 300
A K
2 ) 400

3 ) 1600
B
4 ) 800
7

24.7. მოცემული ნახაზის მიხედვით რისი ტოლია  AB ?

1 ) 400 2 ) 800

400 3 ) 1600 4 ) 1200


A B

24.8. მოცემული ნახაზის მიხედვით


C 1 ) <ACB ≥ ADB 2 ) <ACB ≤ ADB
A D

3 ) <ACB = <ADB 4 ) <ACB ≥ 2·<ADB


B

24.9. მოცემული ნახაზის მიხედვით რისი ტოლია ABC სამკუთხედის C კუთხე?


C 1 ) 300

2 ) 600
A O B
3 ) 900

4 ) 450

24.10. მოცემული კუთხეებიდან რომელია შემოხაზული კუთხე?

ა) ბ) გ) დ)

1)ა 2)ბ 3)გ 4)დ


8

24.11. მოცემული ნახაზის მიხედვით  ANB = 1300 . რას უდრის < ACB?

A C 1 ) 500 2 ) 400
N

3 ) 600 4 ) 800
B

24.12. მოცემული ნახაზის მიხედვით < ACB = 400 . რას უდრის  AMB

A C

M N 1 ) 1400 2 ) 2000

B 3 ) 2200 4 ) 1800

24.13. შემოხაზული კუთხე წრეწირთან შეხების წერტილებით წრეწირს ჰყოფს


ორ რკალად, რომელთა შეფარდება არის 7 : 2 . რისი ტოლია შემოხაზული
კუთხე?
A C
1 ) 1400 2 ) 800
M

3 ) 1200 4 ) 1000
N

24.14. წრეწირის მოცემული წერტილიდან გავლებულია რადიუსის ტოლი


ორი ქორდა. იპოვეთ კუთხე მათ შორის.

1 ) 1400 2 ) 800 3 ) 1200 4 ) 1000


9

24.15. ნახაზზე მოცემული წრეწირი ტოლი ქორდებით მიმდევრობით


დაყოფილია სამ ტოლ ნაწილად. დაყოფის წერტილებზე გავლებულია AK და KB
მხებები. რამდენი გრადუსი იქნება AKB კუთხის ზომა?

A K 1 ) 700 2 ) 800

B
3 ) 600 4 ) 1200

24.16. ნახაზზე მოცემული წრეწირი ტოლი ქორდებით მიმდევრობით


დაყოფილია ოთხ ტოლ ნაწილად. დაყოფის A და B წერტილებზე
გავლებულია AK და KB მხებები. რამდენი გრადუსი იქნება ქორდების
გადაკვეთით მიღებული AKB კუთხის ზომა?
A K
1 ) 700 2 ) 800

B
3 ) 600 4 ) 900

24.17. ნახაზზე მოცემული წრეწირი ტოლი ქორდებით მიმდევრობით


დაყოფილია რვა ტოლ ნაწილად. დაყოფის A და C წერტილებზე გავლებულია
AK და KC მხებები. რამდენი გრადუსი იქნება ქორდების გადაკვეთით
მიღებული AKC კუთხის ზომა?

A 1 ) 1350 2 ) 1200
K

C
3 ) 1100 4 ) 1300
10

24. 18. მოცემულია წრეწირის ორი ურთიერთმართობული ქორდა. თითოეული


მათგანი მეორით იყოფა 3 სმ და 7 სმ – ის სიგრძის ორ მონაკვეთად. იპოვეთ
მანძილი ცენტრიდან თითოეულ ქორდამდე.

1 ) 1 სმ 2 ) 2 სმ 3 ) 1, 5 სმ 4 ) 2, 5 სმ

24. 19. იპოვეთ რკალის გრადუსული ზომა, თუ ამ რკალის ბოლოდან


გავლებული მისი მომჭიმავი ქორდის მართობული წრფე დამატებით რკალს
ჰყოფს შეფარდებით 5 : 2.

1 ) 1400 2 ) 1080 3 ) 1350 4 ) 1020

24 . 20. სამი წერტილით წრეწირი გაყოფილია სამ რკალად, რომელთა


გრადუსული ზომები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 7 : 11 : 6 . იპოვეთ იმ
სამკუთხედის უმცირესი კუთხე, რომლის წვეროებსაც ეს წერტილები
წარმოადგენენ.

1 ) 400 2 ) 450 3 ) 350 4 ) 600

24 .21. რამდენ გრადუსიან კუთხეს ადგენს წრეწირის რადიუსის ტოლი AB


ქორდა A წერტილში გავლებულ მხებთან?

1 ) 400 2 ) 500 3 ) 200 4 ) 300

24. 22. იპოვეთ 2000 – ანი რკალის ბოლოებზე გავლებული მხებებით შედგენილი
კუთხე.

1 ) 400 2 ) 800 3 ) 200 4 ) 500

24 . 23. ქორდა წრეწირს ყოფს შეფარდებით 11 : 7. იპოვეთ ამ ქორდის


ბოლოებზე გავლებული მხებებით შედგენილი მახვილი კუთხე.

1 ) 400 2 ) 800 3 ) 200 4 ) 500


11

24 .24. მოცემულ ნახაზზე BO1D ცენტრული კუთხის გრადუსული ზომა 120 0- ია,
ხოლო BK და KD ორივე წრეწირის საერთო მხებებია. მოცემული ნახაზისა და
მონაცემების მიხედვით რამდენი გრადუსი იქნება K კუთხის გრადუსული ზომა?

B 1 ) 300 2 ) 600
O1

D 3 ) 400 4 ) 500
O

24 .25. მოცემულ ნახაზზე BO1D ცენტრული კუთხის გრადუსული ზომა 120 0- ია,
ხოლო BK და KD ორივე წრეწირის საერთო მხებებია. მოცემული ნახაზისა და
მონაცემების მიხედვით რამდენი გრადუსი იქნება AOC ცენტრული კუთხის
გრადუსული ზომა?

B 1 ) 1300 2 ) 1600
A O1

D 3 ) 1200 4 ) 1500
O C

ავტორები : გულიკო საბაძე , ნუნუ


წიკლაური gulikosabadze@gmail.com

You might also like