You are on page 1of 2

N 311-2021 311-2021-2-202107121611

12/07/2021

„მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“-ს მკვლევარს


ქალბატონ სალომე კვირიკაშვილს
ელ. ფოსტა: mekvirikashvili@gmail.com
ტელ: 598 862962

ასლი: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს


ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს
ქალბატონო სალომე,
თქვენი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
სამინისტროში წარდგენილი 2021 წლის 24 ივნისის განცხადების (სამინისტროში რეგ. N01-
01-09/6137) პასუხად გაცნობებთ შემდეგს:
1. 2021 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა N27-ში
მდებარე მიწის ნაკვეთზე საცურაო აუზი და ყინულის არენა არ არის დასრულებული და
შესაბამისად არ ფუნქციონირებს;
2. სამუშაოების დაუსრულებლბის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ მიუხედავად
ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა „Westincor Limited“-ზე, ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით, მისი მხრიდან ადგილი
ჰქონდა ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევას და არ შესრულდა
სახელშეკრულებო ვალდებულებები (ყველანაირი გონივრული ვადების
გათვალისწინებით), რის გამოც მივიჩნიეთ, რომ შექმნილ სიტუაციას შეუძლებელია
ჰქონოდა დაუსრულებლად განგრძობადი ხასიათი და 2020 წლის 01 აპრილიდან
ხელშეკრულების 11.2. პუნქტის საფუძველზე ცალმხრივად შევწყვიტეთ N14 სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (SMP 180000399).
3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ჩვენს მიერ სრულად იქნა გამოთხოვილი
ს.ს თიბისი ბანკის მიერ 2018 წლის 02 აპრილს პრინციპალის - ვესტინკორ ლიმიტედ
საქართველოს (ს/კ 405251668) მოთხოვნის საფუძველზე გაცემული #6314892-9750101
საბანკო გარანტია საავანსო გადახდაზე 3 998 000,48 აშშ დოლარის ოდენობით და ასევე
სრულად იქნა გამოხმობილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით THE BANK OF
NOVA SCOTIA-ს მიერ აპლიკანტის - „Westincor Limited“ (მოთხოვნის საფუძველზე
გაცემული საბანკო გარანტია 999, 500. აშშ დოლარის ოდენობით.
4. „Westincor Limited“-ის მიერ ქალაქ ბათუმში დახურული სპორტული
კომპლექსის - ყინულის არენისა და საცურაო აუზის დარბაზის მშენებლობაზე
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, სსიპ
,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“
დანიშნულია სასაქონლო და სამშენებლო ექსპერტიზა, რომლის პასუხიც ჯერ არ არის
მოსული. ამ ეტაპზე „Westincor Limited“-ზე არანაირი თანხა არ არის გადახდილი.
5. ლადო ასათიანის N27-ში არავითარი ყინულის სასახლის დემონტაჟი და მისი სხვა
ადგილას გადატანა შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანია“-ს მიერ არ
განხორციელებულა, შესაბამისად არც რაიმე ხარჯი იქნა აღნიშნულზე გაწეული.

პატივისცემით,

ბაქარ ჩიტაია

დირექტორი

You might also like