You are on page 1of 28

აუდიტორული კომპანია

ქ. თბილისი 13 მარტი, 2023 წელი

აუდიტორული დასკვნა №13/03/2023-01

,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების


თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის
N139 განკარგულების, სააგენტოს, ბანკს და ბენეფიციარს შორის 2022 წლის 14 სექტემბერს
გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის (პ/ნ:
20001027509) მიერ მიღებული სესხის მითითებული მიზნობრიობით გამოყენების შესახებ

დასკვნა მომზადებულია ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის (პ/ნ: 20001027509) და


აუდიტორულ კომპანია ,,ინტელექტ-აუდიტს“ (ს/კ 404906973; აუდიტორული ფირმების სახელმწიფო
რეესტრში რეგისტრაციის ნომერი SARAS-F-583489) შორის გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე, რომლის თანახმად, დამოუკიდებელმა აუდიტორმა და ექსპერტმა ივანე გაჩეჩილაძემ,
სპეციალობით მუშაობის 32 წლის სტაჟით (პ/ნ: 01003005360; საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა
და აუდიტორთა ფედერაციის ნამდვილი წევრი, მოწმობა: №0043; აუდიტორების სახელმწიფო
რეესტრში რეგისტრაციის ნომერი SARAS-A-516713) განვახორციელე ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების
სააგენტოს“, ბენეფიციარს - ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს და სს ,,ლიბერთი ბანკს“ შორის 2022
წლის 14 სექტემბერს გაფორმებული მიზნობრივი თანადაფინანსების სამმხრივი შეთანხმებისა და
,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში კომერციულ ბანკსა და ბენეფიციარს შორის 2022
წლის 14 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების (#0642.5142922.003)
საფუძველზე მიღებული სესხის მითითებული მიზნობრიობით გამოყენების შესწავლა.
ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმებითა და საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია
სესხის გაცემის კონკრეტული მიზნობრიობა: ძირითადი საშუალებების ფინანსირება, კერძოდ:
ბენეფიციარის - ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მიერ რძის საწარმოს მშენებლობა. ინდ. მეწარმე
კახაბერი ძამუკაშვილის მიერ აღებული სესხის (კრედიტის) თანხა შეადგენს 50000 (ორმოცდაათი ათასი)
ლარს.
აუდიტორული დასკვნის მომზადებისას გამოყენებული იქნა მარწმუნებელი გარიგებების
საერთაშორისო სტანდარტი (მგსს) 3000. გამოცემული დასკვნა ითვალისწინებს ამ სტანდარტით
განსაზღვრულ დასკვნის მომზადების მეთოდოლოგიას და აუდიტორის პასუხისმგებლობებს.
აუდიტი დაიგეგმა იმგვარად, რომ აუდიტორმა მიიღო დასაბუთებული გარანტია იმისა, რომ
გამოტანილი დასკვნა გულისხმობს მაღალი ხარისხის სანდოობას. გარიგების მიზნის მისაღწევად
ჩატარებული პროცედურები საკმარისია იმისთვის, რომ უტყუარი ინფორმაცია წარდგენილ იქნას

აუდიტორული კომპანია „ინტელექტ-აუდიტი“. ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის ქუჩა №6; E-mail: intelektauditi@gmail.com; 1


ბენეფიციარის - ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მხრიდან მიღებული სესხის მითითებული
მიზნობრიობით გამოყენების თაობაზე.
დასკვნა მომზადდა აუდიტორის მიერ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მოძიების,
ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასებისა და შეგროვილი ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზის
საფუძველზე, გარემოებათა სრულფასოვანი შესწავლის შედეგად. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში
ობიექტი ვიზუალურად იქნა დათვალიერებული და დასურათებული. დასკვნის მომზადების პროცესში
აუდიტის მტკიცებულების მოპოვებისათვის გამოყენებული იქნა გასაუბრების, ჩანაწერებისა და
დოკუმენტების შემოწმებისა და ანალიზის მეთოდი. აუდიტორი დაეყრდნო დამკვეთის მიერ
მოწოდებულ როგორც ზეპირ, ასევე წერილობით და დოკუმენტალურ ინფორმაციას. აუდიტორის მიერ
იგულისხმება, რომ დამკვეთის მიერ მოწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია (როგორც ზეპირი,
ასევე წერილობითი და დოკუმენტალური) სწორია და შეესაბამება სინამდვილეს. ამ ინფორმაციის
სისწორეზე, ობიექტურობაზე, ნამდვილობაზე და სხვა რაიმე ფარული ფაქტორების არარსებობაზე
პასუხისმგებელია თავად დამკვეთი. აუდიტორის პასუხისმგებლობაა მასზედ, რომ გამოთქვას
მოსაზრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე და გასცეს აუდიტორული დასკვნა.
აუდიტორულ კომპანია ,,ინტელექტ-აუდიტი“ იყენებს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო
სტანდარტს და, შესაბამისად, გააჩნია ხარისხის კონტროლის კომპლექსური სისტემა, მათ შორის,
დოკუმენტირებული პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც ეხება ეთიკური ნორმების, პროფესიული
სტანდარტებისა და შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვას.
ჩვენ დავიცავით ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (ბესსს) მიერ
გამოცემული პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსით განსაზღვრული, დამოუკი-
დებლობასთან დაკავშირებული და სხვა ეთიკური ნორმები, რომლებიც დაფუძნებულია პატიოსნების,
ობიექტურობის, პროფესიული კომპეტენციისა და სათანადო გულისხმიერების, კონფიდენციალობისა
და პროფესიული ქცევის ძირითად პრინციპებზე.
დასკვნის მომზადების პროცესში ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის (პ/ნ: 20001027509) მიერ
წარმოდგენილი იქნა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“, ბენეფიციარს - ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს და სს
,,ლიბერთი ბანკს“ შორის 2022 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული მიზნობრივი თანადაფინანსების
შეთანხმება სააგენტოს, საფინანსო ინსტიტუტსა და მსესხებელს შორის.
2. სს ,,ლიბერთი ბანკს“ და ბენეფიციარს - ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს შორის 2022 წლის 14
სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#0642.5142922.003).
3. ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულებისა და თანხის გადახდის დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის სახელზე სხვადასხვა მომწოდებლების მიერ, სასაქონლო-
მატერიალური ფასეულობების მოწოდებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები (რისთვისაც
გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში (RS.GE) არსებული

აუდიტორული კომპანია „ინტელექტ-აუდიტი“. ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის ქუჩა №6; E-mail: intelektauditi@gmail.com; 2


მონაცემები). წარმოდგენილი ინფორმაციით, ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მიერ 31807.61
(ოცდათერთმეტი ათას რვაას შვიდი ლარი და 61 თეთრი) ლარის ღირებულების საქონლისა და
სამშენებლო მასალების შესყიდვები განხორციელებულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების
საშუალებით. ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მიერ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების
საშუალებით განხორციელებული შესყიდვების რეესტრი თან ერთვის აუდიტორულ დასკვნას;
ბ) ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს და ბაქარი გურგენაშვილს (პ/ნ 20001063613) შორის 2022 წლის 10-
11-12 დეკემბერს გაფორმებული და მხარეების მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოს
(საწარმოსთვის ტერიტორიის მომზადება, საძირკვლის გაჭრა, კანალიზაციის ორმოს მოთხრა, ზედმეტი
მიწის გატანა) აქტი - ღირებულება 1650 (ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი;
გ) ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს და სერიოჟ ახმედოვს (პ/ნ 20401071540) შორის 2023 წლის 20
იანვარს გაფორმებული და მხარეების მიერ ხელმოწერილი ხე მასალის შესყიდვის აქტი - ღირებულება
2300 (ორი ათას სამასი) ლარი;
დ) ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს და გიორგი პაპუნაშვილს (პ/ნ 20001049523) შორის 2023 წლის 01-
21 თებერვალს გაფორმებული და მხარეების მიერ ხელმოწერილი შესყიდვის (80 კვადრატული მეტრის
ფილისთვის აპალოვკის კომპლექტის ქირაობა 20 დღით) აქტი - ღირებულება 8000 (რვა ათასი) ლარი;
ე) ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს და ვაჟა ზაზაშვილს (პ/ნ 20001045941) შორის 2022 წლის
ნოემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით გაფორმებული და მხარეების მიერ ხელმოწერილი
შესრულებული სამუშაოს (საძირკვლის არმატურის დაწვნა-ჩასხმა, 2.30 მ სიმაღლის სვეტების
მომზადება ჩამოსასხმელად და ჩასხმა, სარდაფის ფილის არმატურის დაწვნა-დასხმა, კედლის ორმაგი
აპალოვკის მომზადება, პირველი სართული სახურავის სარტყელის და ფილის არმატურის დაწვნა-
დასხმა) აქტი - ღირებულება 9510 (ცხრა ათას ხუთას ათი) ლარი.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია განხილული და შესწავლილი იქნა აუდიტის პროცესში.
ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 13 მარტის მდგომარეობით, ა(ა)იპ ,,სოფლის
განვითარების სააგენტოს“, ბენეფიციარს - ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს და სს ,,ლიბერთი ბანკს“
შორის 2022 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული მიზნობრივი თანადაფინანსების სამმხრივი
შეთანხმებისა და ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში კომერციულ ბანკსა და
ბენეფიციარს შორის 2022 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების
(#0642.5142922.003) საფუძველზე ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მიერ მიღებული სესხის
(კრედიტის) თანხა - 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი გამოყენებულია მიზნობრივად. კერძოდ: ინდ.
მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მიერ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, თანასაკუთრებაში
არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 53.11.44.032, ახალი კოდი: 53.11.44.125) მიმდინარეობს რძის საწარმოს
მშენებლობა. საჭირო სამუშაოებსა და შესყიდვებზე ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მიერ
დახარჯულია 53267.61 (ორმოცდაცამეტი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და 61 თეთრი) ლარი.
აუდიტმა იმოქმედა როგორც დამოუკიდებელმა მხარემ. ფაქტობრივი მონაცემები, რომელსაც
ეყრდნობა აუდიტორული დასკვნა, შეგროვებული და შესწავლილი იქნა კეთილსინდისიერად და

აუდიტორული კომპანია „ინტელექტ-აუდიტი“. ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის ქუჩა №6; E-mail: intelektauditi@gmail.com; 3


საფუძვლიანად. მიგვაჩნია, რომ ჩატარებული აუდიტი და აუდიტის მიმდინარეობისას მოპოვებული
მტკიცებულებები საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს გვაძლევს დასკვნის შესადგენად.

დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და დამკვეთის მიერ წარმოდგენილი
დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ვადასტურებთ, რომ ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ ,
ბენეფიციარს - ინდ. მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილს და სს ,,ლიბერთი ბანკს“ შორის 2022 წლის 14
სექტემბერს გაფორმებული მიზნობრივი თანადაფინანსების სამმხრივი შეთანხმებისა და ,,შეღავათიანი
აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სს ,,ლიბერთი ბანკს“ და ბენეფიციარს შორის 2022 წლის 14
სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების (#0642.5142922.003) საფუძველზე, ინდ.
მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის მიერ მიღებული სესხის (კრედიტის) თანხა - 50000 (ორმოცდაათი
ათასი) ლარი, გამოყენებულ იქნა სამმხრივ შეთანხმებაში მითითებული მიზნობრიობით. კერძოდ: ინდ.
მეწარმე კახაბერი ძამუკაშვილის (პ/ნ: 20001027509) მიერ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში,
თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 53.11.44.032, ახალი კოდი: 53.11.44.125) მიმდინარეობს
რძის საწარმოს მშენებლობა. მიღებული სესხის (კრედიტის) თანხის ხარჯვა განხორციელებულია
შეთანხმების პირობების მიხედვით - სესხის გაცემიდან 6 თვეში.

შპს „ინტელექტ-აუდიტი“-ს
დირექტორი: ივ.გაჩეჩილაძე

აუდიტორული კომპანია „ინტელექტ-აუდიტი“. ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის ქუჩა №6; E-mail: intelektauditi@gmail.com; 4


კახაბერი ძამუკაშვილი (პ/ნ 20001027509)

სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი მასალები

ზომის ზედნადების
საქონლის დასახელება რაოდ. ერთეულის ფასი საქონლის ფასი გამყიდველი თარიღი
ერთეული ნომერი
გლინულა 05.5 მმ (ხვეული) ტონა 0,15 2640 396 0693814091 (406258259) შპს ფოლადის სახლი 24.09.2022
არმატურა 18 მმ GEO ტონა 2 2394 4788 0693814524 (406258259) შპს ფოლადის სახლი 24.09.2022
არმატურა 08 მმ B500B ტონა 0,5 2422,5 1211,25 0693814524 (406258259) შპს ფოლადის სახლი 24.09.2022
არმატურა 10 მმ B500B ტონა 1,3 2394 3112,2 0693814524 (406258259) შპს ფოლადის სახლი 24.09.2022
არმატურა 12 მმ B500B ტონა 1,6 2337 3739,2 0693814524 (406258259) შპს ფოლადის სახლი 24.09.2022
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა კვ.მ 15 220 3300 0700759419 (416352057) შპს ნიუ პლასტი 27.10.2022
ცემენტები საბათქაშე და ქვის წყობური
ხსნარებისათვის (შეფუთული) ცალი 20 15 300 0700936421 (20001062597) ელშან ოსმან ოღლი 28.10.2022
საამშენებლო ქვიშა მ³ 4 50 200 0700946892 (431165017) შპს არტოზანი 28.10.2022

საამშენებლო ბლოკი ცალი 500 1,7 850 0700953798 (08001021441) გიორგი შათირიშვილი 28.10.2022
CEM I 42,5 R / შ 500 მარკიანი ჰაიდელბერგ
(40კგ) 500 მარკიანი (თელ) ცალი 2 16,8 33,6 0701449284 (245621288) შპს გორგია 31.10.2022
100 მმ. გოფრირებული მილი SN8 ქუროთი
და რეზინით (Kuzenler ) მეტრი 12 6,78 81,36 0701449841 (245621288) შპს გორგია 31.10.2022
SS ცალმხრივი ხრახნი დ 15 ცალი 3 5 15 0709374645 (206345748) შპს ინგი-77 08.12.2022
SS ცალმხრივი ხრახნი დ 20 ცალი 1 7 7 0709374645 (206345748) შპს ინგი-77 08.12.2022
ონკანი SS დ 15 ცალი 2 25 50 0709374645 (206345748) შპს ინგი-77 08.12.2022
ბურთულიანი სარქველი SS დ 20 ცალი 1 30 30 0709374645 (206345748) შპს ინგი-77 08.12.2022
მეტალო-პლასტმასის გამყოფი ტიხარი
სენდვიჩ-პანელით კვ.მ 20 170 3400 0713801303 (416352057) შპს ნიუ პლასტი 29.12.2022
ბეტონის პომპით მომსაურება ლარი 1 600 600 0716239477 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 16.01.2023
ბეტონი M-B 25 მ³ 6 180 1080 0716257010 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 16.01.2023
ტრანსპორტირება ლარი 1 170 170 0716257010 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 16.01.2023
ბეტონი M-B 25 მ³ 6 180 1080 0716239477 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 16.01.2023
ბეტონის პომპით მომსაურება ლარი 1 600 600 0719127007 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 31.01.2023
ბეტონი M-B 25 მ³ 9 180 1620 0719127007 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 31.01.2023
ტრანსპორტირება ლარი 1 170 170 0719134287 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 31.01.2023
ბეტონი M-B 25 მ³ 9 180 1620 0719134287 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 31.01.2023
ტრანსპორტირება ლარი 1 170 170 0719188952 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 31.01.2023
ბეტონი M-B 25 მ³ 2 180 360 0719188952 (424616641) შპს ალვანი ჯგუფი 31.01.2023
საამშენებლო ღორღი მ³ 1,2 20 24 0719207452 (431165017) შპს არტოზანი 31.01.2023
საამშენებლო ქვიშა მ³ 5 50 250 0719207668 (431165017) შპს არტოზანი 31.01.2023
საამშენებლო ქვიშა მ³ 5 50 250 0719207778 (431165017) შპს არტოზანი 31.01.2023
საამშენებლო ქვიშა მ³ 5 50 250 0719208498 (431165017) შპს არტოზანი 31.01.2023
საამშენებლო ქვიშა მ³ 5 50 250 0719216324 (431165017) შპს არტოზანი 31.01.2023
მეტალო-პლასტმასის კარები კვ.მ 12 150 1800 0722057249 (416352057) შპს ნიუ პლასტი 14.02.2023
ჯამი: 31807,61 ლარი

You might also like