You are on page 1of 3

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის

მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს


მონიტორინგის და შეფასების სამმართველოს
უფროსს, ბატონ ზაზა ხუხუნაიშვილს

ბატონო ზაზა,

თქვენი 2023 წლის 9 მარტის №1000318 8 23 00254722 წერილის პასუხად გაცნობოთ,


რომ, როგორც თქვენთვის ცნობილია მარტყოფის შშმპ პანსიონატში 2022 წლის სექტემბრის
თვეში განხორცილდა თქვენდამი დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ვიზიტი, რის
შემდგომ 2022 წლის 01 ნოემბერს მონიტორინგის და შეფასების სამმართველოს მიერ
მომზადებული იქნა №1000318 7 22 00484880 წერილი, სადაც მარტყოფის შშმ პირთა
პანსიონატის ბენეფიციარს (ამავდროულად თანამშრომელს) მომვლელს ნინო ჩხუტიაშვილს
მიეცა რეკომენდაცია, რომ გონივრულ ვადაში მიეღო ზომები დაწესებულების ეზოს
ტერიტორიაზე არსებულ ერთსართულიან დამხმარე ნაგებობაში მის მიერ თვითნებურად
განთავსებული შინაური ცხოველების (ღორების) გაყვანის თაობაზე.
მინდა, მოგახსენოთ, რომ სწორედ ამ პერიოდიდან ბენეფიციარმა ნინო ჩხუტიაშვილმა,
გაითავისა, რა რომ მის შინაურ ცხოველებს შეიძლება შექმნოდა საფრთხე და დარჩენილიყო
შენობის გარეშე, დაიწყო დაწესებულების მისამართით მის პირად ,,ფეისბუქის“ გვერდიდან
ე.წ. ,,ლაივების“ ჩაწერა, თითქოსდა მისი და მასთან ერთად მცხოვრები ბენეფიციარების
უფლებები ირღვევა. ამ გარემოებას დაემატა, ის რომ დაწესებულებაში ადმინისტარაციის
მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ბენეფიციართა საკვები ნორმის მიღების პირობების
გაუმჯობესების. ეს გადაწყვეტილებაც არ გახდა მისაღები ბენეფიციარ ნინო
ჩხუტიაშვილისთვის, რადგან მას შინაური ცხოველების გამოსაკვებად შეეშლებოდა ხელი.
გამომდინარე აქედან, ნინო ჩხიტიაშვილმა დიდი ფიქრის შემდეგ, იპოვა გამოსავალი,
კერძოდ შეკრიბა ის ბენეფიციარები, რომლებიც ადვილი სამართავია და საკუთარი
ინტერესების საკეთილდღეოდ ბენეფიციარების: ელენე ბელაიას, მაია ჩიტიშვილის, დენის
ანოშკინის, უჩა ოსეფოვის, თინათინ რაზმაძის, სიმა შაკაიას და ლოლიტა რაზმაძის დღიური
საკვები ნორმის მიღებას პირადად აკონტროლებს.
აქვე, მინდა მოგახსენოთ, რომ 2023 წლის 10 თებერვალს ჩემს მიერ გადმოგზავნილი
წერილი ამ ფაქტებზე დაყრდნობით იყო გადმოგზავნილი. მიუხედავათ ბევრი დათმობისა
ბენეფიციარი ნინო ჩხუტიაშვილი, მაინც უკმაყოფილოა და სისტემატიურად ახდენს
დაწესებულების მისამართით მის პირად ,,ფეისბუქის“ გვერდიდან ე.წ. ,,ლაივების“ ჩაწერას,
თითქოსდა მისი და მასთან ერთად მცხოვრები ბენეფიციარების უფლებები ირღვევა. მაგრამ
ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატება მისი ან/და ბენეფიციარების უფლებების დარღვევა.
რაც შეეხება თქვენს მიერ ხაზგასმულ საკითხს , კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში
ნინო ჩხუტიაშვილის მხრიდან, შესაძლო დანაშაულის ნიშნებს ააქვს თუ არა ადგილი
ბენეფიციარების მისამართით, ვერ ვიქნებით კომპეტენტური მისი სამართლებრივი შეფასება
მოვახდინოთi,რადგან ზემოთაღნიშნული ბენეფიციარები გარკვეული მიზეზების გამო არ
ამხელენ ნინო ჩხუტიაშვილს. რაც შეეხება, რეაგირებას, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ
დაწესებულებაში შექმნილ სიტუაციაში გაცნობას, პირველ რიგში მოახდენდა
მონიტორინგის და შეფასების სამმართველო, რის შემდგომაც მიღებული იქნებოდა
შესაბამისი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,

დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბალანსზე რიცხულ ამორტიზებული და

გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზით სააგენტოს დირექტორის 2022

წლის 16 დეკემბრის N100031802200000078 ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 23 დეკემბერს

შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება,(რაშიც

გამოყენებულია 2022 წლის 18 ნოემბერს სახელმწიფო შეყიდვების მიერ გაფორმებული

N260/ბ ხელშეკრულებით, შპს ,,თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის დასკვნა, გაცემული 2022 წლის

28 ნოემბერს), რომ ვინაიდან შენობის შემდგომი ექსპლოატაცია და გამოყენება

დანიშნულებით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული და გამომდინარე აქედან ჩამოწერას

დაექვემდებარა უძრავი ქონება. ამის შემდგომ უნდა განხორცლედეს დემონტაჟის

პროცედურები, რაც გაწერილია მოქმედი კანონმდებლობით.

პატივისცემით,

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის


მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა პანსიონატის უფროსი ვახტანგ ტეფნაძე
i

You might also like