You are on page 1of 5

საბაკალავრო პროგრამა

კლასიკური ფილოლოგია

შესავალი კლასიკურ ფილოლოგიაში

Introduction to Classical Philology

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიანკლასიკურ ფილოლოგიას, როგორც


მეცნიერების დარგს, მის მრავალმხრივობასა და სპეციფიკას; კურსი აძლევს სტუდენტებს
დარგის თითოეულ დისციპლინასთან დაკავშირებით თეორიულ, პრაქტიკულ და
ბიბლიოგრაფიული ხასიათის ცოდნას, რაც დამწყები სპეციალისტისა და, ზოგადად,
ფილოლოგის კომპეტენციისთვის ერთობ მნიშვნელოვანია.

ლინგვისტური კომპარატივისტიკა

(ძველი ბერძნული და ლათინური ენათმეცნიერება)

Linguistic comparison

(Old Greek and Latin linguistics)

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ძველი ბერძნული და ლათინური


ენების გრამატიკის (ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის) შეპირისპირებით ანალიზს,
გრამატიკულ ფორმათა შორის პარალელების გავლებასა და მსგავსება-განსხვავების აღნუსხვას,
რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლოს ლინგვისტური კომპარატივისტიკის
ძირითად თეორიებსა და პრინციპებს, ბერძნული და რომანული შედარებითი ენათმეცნიერების
საფუძვლებს, ლათინური ენის გრამატიკული ფორმების ჩამოყალიბების ისტორიასა და მათ
მიმართებას ძველი ბერძნული ენის გარამატიკასთან.

თარგმანის თეორია და პრაქტიკა

(ძველი ბერძნული და ლათინური ენებიდან თარგმნის თეორია და პრაქტიკა)

Theory and Practice of Translation

(Theory and practice of translation from Ancient Greek and Latin)

სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ძველი ბერძნული და ლათინური


ენებიდან თარგმნის პრობლემებს და მათი დაძლევის საშუალებებს; ანტიკური ქმნილებების
თარგმნისა და ინტერპრეტაციის ხერხებს.
ძველი ბერძნული ენა 1, 2, 3 / Ancient Greek Language 1, 2, 3

სამ სასწავლო სემესტრზე გათვლილი კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი დაეუფლება ძველი
ბერძნული ენის მორფოლოგიისა და სინტაქსის საფუძვლებს, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს
სტუდენტის მხრიდან მარტივი ტექსტების ძველი ბერძნულიდან ქართულად თარგმნის უნარის
ჩამოყალიბება.

ლათინური ენა 1, 2, 3 / Latin 1, 2, 3

სამ სასწავლო სემესტრზე გათვლილი კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეისწავლის მარტივი
ტექსტის სათარგმნელად და გასაგებად საჭირო ლათინური ენის გრამატიკას (ფონეტიკას,
მორფოლოგიას, სინტაქსს). აითვისებს ლექსიკურ მარაგს, ზეპირად ეცოდინება ლათინური
სენტენციები.

ძველი ბერძენი ავტორი 1 – ჰომეროსი და ჰეროდოტე (ჰეროდოტოსი)

Ancient Greek Author 1 – Homer and Herodotus

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას ძველ ბერძნულ ენასა და


ლიტერატურაში, დაეუფლებიან ბერძნული დიალექტოლოგიის, ლექსთწყობის საფუძვლებს,
გაეცნობიან ჰომეროსისა და ჰეროდოტეს შემოქმედების ძირითად პრობლემატიკას.

ძველი ბერძენი ავტორი 2 – პლატონი და ქსენოფონი (ქსენოფონტი)


Ancient Greek Author 1 – Platon And Xenophon

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნის დონეს ძველ ბერძნულ ენასა
და ლიტერატურაში, შეისწავლიან პლატონისა და ქსენოფონტის შემოქმედების ცალკეულ
ასპექტებს, თარგმნიან და გააანალიზებენ მათი ნაწარმოებების ფრაგმენტებს.

ძველი ბერძენი ავტორი 3 – ევრიპიდე და აპოლონიოს როდოსელი

Ancient Greek Author 1 – Euripides and Apollonius Rhodius

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი გაიღღმავებს ცოდნის დონეს ძველ ბერძნულ ენასა და
ლიტერატურაში, ბერძნულ დიალექტოლოგიასა და ლექსთწყობაში, დაეუფლება ძველი
ბერძნული სალექსო საზომების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, ევრიპიდესა და
აპოლონიოს როდოსელის შემოქმედების ძირითად ასპექტებს; გაეცნობა არგონავტების მითის
სხვადასხვა ლიტერატურულ ინტერპრეტაციას, ქართველურ სამყაროსთან მიმართებების
საკითხს.

რომაელი ავტორი 1 – გაიუს იულიუს კეისარი და პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი

Roman Author 1 – Gaius Julius Caesar and Ovidius


სასწავლო კურსის გავლის შედეგად სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნის დონეს ლათინური
ენისა და ლიტერატურის, მითოლოგიისა და ლექსთწყობის საკითხებში. დაოსტატდებიან გაიუს
იულიუს კეისრისა და პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის ტექსტების თარგმანში. შეძლებენ მწერლის
სტილის თავისებურებების განსაზღვრას და განუვითარდებათ ტექსტის ფილოლოგიური
ანალიზის უნარ-ჩვევები.

რომაელი ავტორი 2 – ლივიუსი და ვერგილიუსი

Roman Author 1 – Livy and Vergilius

სალექციო კურსი გულისხმობს ლივიუსისა და ვერგილიუსის ტექსტების ქართულად თარგმნის


საფუძველზე ლათინური ენისა და ლიტერატურის სფეროში, ლექსთწყობაში ცოდნის
გაღრმავებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, რომაული ლიტერატურის ჟანრების სტილური
თავისებურებების შესწავლას.

რომაელი ავტორი 3 – ციცერონი და ჰორაციუსი

Latin Author 3 – Cicero and Horace

სასწავლო კურსი გულისხმობს, ციცერონისა და ჰორაციუსის ტექსტების ქართულად თარგმნის


საფუძველზე ლათინური ენისა და ლიტერატურის სფეროში, ლექსთწყობაში ცოდნის
გაღრმავებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, რომაული ლიტერატურის ჟანრების სტილური
თავისებურებების შესწავლას.

ანტიკური ლიტერატურის ისტორია 1

History of Ancient Greek and Roman Literature 1

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები გააანალიზებენ და შეისწავლიან ძველი ბერძნული


ლიტერატურის ჟანრულ მახასიათებლებს, მნიშვნელოვანი ავტორების შემოქმედების
მსოფლმხედველობრივ და მხატვრულ თავისებურებებს, რის საფუძველზეც სტუდენტი
დაეუფლება ცოდნას ძველი ბერძნული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ეტაპების,
ჟანრების, მნიშვნელოვანი ავტორების, მათი შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკისა და
კვლევის თანამედროვე მდგომარეობის, ცალკეული ნაწარმოებების კონცეპტუალური და
სტილისტური მახასიათებლების შესახებ.

ანტიკური ლიტერატურის ისტორია 2

History of Ancient Greek and Roman Literature 2

კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია რომაული ლიტერატურის ჟანრული


მახასიათებლების, მნიშვნელოვანი ავტორების შემოქმედების მსოფლმხედველობრივი და
მხატვრული თავისებურებების სწავლება, რის საფუძველზეც სტუდენტი ეუფლება ცოდნას
რომაული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ეტაპების, ჟანრების, მნიშვნელოვანი
ავტორების, მათი შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკისა და კვლევის თანამედროვე
მდგომარეობის, ცალკეული ნაწარმოებების კონცეპტუალური და სტილისტური
მახასიათებლების შესახებ.

რიტორიკა და წერის თანამედროვე სტრატეგიები

Rhetoric and Modern Strategies of Writing

სასწავლო კურსი გულისხმობს რიტორიკის საფუძვლების, პრინციპების, ლოგიკური


არგუმენტაციის, კამათის ხელოვნების, აუდიტორიაზე ზემოქმედების, რიტორული ფიგურების,
ზეპირი და წერითი მეტყველების თეორიისა და პრაქტიკის სწავლებას.

ანტიკური კულტურის მწვერვალები

Landmarks of Greek and Roman Culture

სასწავლო კურსი გულისხმობს ანტიკური ცივილიზაციის, კერძოდ კი, ძველი საბერძნეთისა და


რომის ისტორიის ძირითადი ეტაპებისა და უმთავრესი კულტურული მიღწევების შესწავლას
მათი სისტემური ანალიზის პროცესში.

ძველი მსოფლიოს ისტორიის საფუძვლები

Fundamentals of Ancient World History

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ძველი მსოფლიოს ისტორიის


ქრონოლოგიურ და გეოგრაფიული ჩარჩოებს, მისი ძირითად პრობლემებს, დაეუფლებიან მათი
შესწავლის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს.

ანტიკურობა და დასავლეთევროპული ლიტერატურა

Antiquity and Western Literature

სასწავლო კურსში გათვალისწინებულია ანტიკური ლიტერატურული აზროვნების ძირითადი


კონცეფციების (მითოლოგიზმი, ტრადიციონალიზმი, ჟანრთა და სტილთა სისტემა, პოეტური
ფორმა) ანალიზი და მათი გავლენების წარმოჩენა დასავლეთ ევროპულ ლიტერატურაში;
თანამედროვე ლიტერატურული პროცესების გაცნობიერება და ამ პროცესებში ანტიკური ხანის
სულიერ ფასეულობათა ძიება, ამ ფასეულობათა ახლებურად გააზრების ტრადიციად ქცევის
პრინციპთა გამოვლენა.

ანტიკური დრამის რეცეფცია თანამედროვე თეატრსა და კინოში

Receptions of Ancient Drama in Modern Theatre and Cinema

სასწავლო კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ანტიკური დრამის კინოსა და თეატრში


რეცეფციის თეორიის, კვლევის მეთოდოლოგიისა და ისტორიის მიმოხილვა; ასევე ანტიკური
დრამის თეატრალური და კინოწარმოდგენების, ძველი ბერძნული და რომაული ტრაგედიისა და
კომედიის რეცეფციის ძირითადი გზებისა და მიმართულებების შესწავლა.

ანტიკური, მითოლოგიური და ისტორიული ფიგურები მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში

Ancient Mythological and Historical Figures in the World Fine Art

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მსოფლიოს კულტურის ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის, ანტიკური მითოლოგიური და ისტორიული სახეების
მსოფლიო ხელოვნების შედევრებში ასახვის ტენდენციებს.

ანტიკური მითოლოგია

Ancient Mythology

ანტიკური მითოლოგიის კურსი ითვალისწინებს ბერძნულ-რომაული მითებისა და მითოსური


ციკლების შესწავლას, მათ კომენტირებას; მითების ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევების
ათვისებას; ტერმინოლოგიის, სტრუქტურალისტური, სემიოტიკური, შედარებითი მეთოდების
შესწავლას.

You might also like