You are on page 1of 14

ლელა ალექსიძე

სილაბუსი

სასწავლო კურსის ანტიკური ფილოსოფია


დასახელება Ancient Philosophy

ავტორი და ლელა ალექსიძე


ლექტორი თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფია
lelaalexidze@hotmail.com
2 371828, 557-946137
სასწავლო კურსის
კოდი

სასწავლო კურსის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფიის


სტატუსი საბაკალავრო პროგრამა, ბაკალავრიატი, სავალდებულო

სასწავლო კურსის კურსის მიზანია, სტუდენტები გაეცნონ ანტიკური ფილოსოფიის (ძვ.


მიზნები წ. VI ს. – ახ. წ. VI ს.) ძირითად თავისებურებებს, ხასიათს, ცნებებს,
წარმომადგენლებს და მიმდინარეობებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი
კვალი დაამჩნიეს ევროპულ აზროვნებას დღემდე. კურსის
ცენტრალური ნაწილი პლატონის ფილოსოფიაა. კურსი წარმოადგენს
ფილოსოფიაში საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთ პირველ და
უმნიშვნელოვანეს საფეხურს. ის ქმნის ბაზას ფილოსოფიის ისტორიის
შემდგომი საფეხურების შესწავლისათვის. გარდა ამისა, ის არის,
გარკვეულწილად, მოსამზადებელი საფეხური ზოგადი
კურსებისთვისაც ფილოსოფიის სხვადასხვა დარგში, როგორიცაა, მაგ.
ეთიკა, პოლიტიკის ფილოსოფია, ესთეტიკა, ლოგიკა,
მეტაფიზიკა/ონტოლოგია, ეპისტემოლოგია. ამ კურსის ცალკეული
თემები, სწავლის დონეების შესაბამისად გადამუშავებული და
გაღრმავებული სახით, შეადგენენ ფილოსოფიაში სამაგისტრო და
სადოქტორო პროგრამების ნაწილებს. ამდენად, კურსი წარმოადგენს
ორგანულ და უარსებითეს ნაწილს ფილოსოფიის პროგრამების
ერთობლიობისა. გარდა ამისა, ის არის მნიშვნელოვანი ნაწილი
ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის პროგრამისთვისაც.

კურსის მიზანია, სტუდენტები 1) ზოგადად გაეცნონ ფილოსოფიის


ისტორიის იმ დიდ მონაკვეთს, რომელმაც მთელი შემდგომი
ევროპული აზროვნება განსაზღვრა. 2) გაეცნონ ანტიკური
ფილოსოფიის პრინციპებსა და თავისებურებებს, მის მთავარ
წარმომადგენლებსა და მათ ძირითად შრომებს, აგრეთვე
ანტიკურობაში ჩასახულ იმ ძირითად ცნებებს, რომლებიც შემდგომში
ევროპული აზროვნების სამუშაო იარაღად იქცა. 3) ყოველი
ცალკეული წარმომადგენლის, სკოლის, შრომისა თუ ცნების
გაცნობისას დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა არის მათში ისეთი, რაც
შეიძლება საინტერესო (ან უინტერესო) ყოფილიყო შემდგომი
ეპოქებისთვის, მათ შორის ჩვენთვის; იფიქრონ იმაზე, თუ რა იყო
ზოგადად ანტიკურ ფილოსოფიაში ისეთი, რაც მიუღებელი იქნებოდა
ქრისტიანობისთვის და რა – პირიქით, მისაღები. 4) შეიგრძნონ, რომ
ანტიკური ფილოსოფია მთელი ანტიკური კულტურის ორგანული

1
ნაწილია და მისი სრულფასოვანი, ცოცხალი ცოდნა შეუძლებელია
ზოგადად ანტიკური კულტურის, ცხოვრების წესისა და ენის მეტ-
ნაკლებად მაინც ცოდნის გარეშე. 5) დაინახონ, რომ ის, რასაც
ფილოსოფიური ცნება ეწოდება, იბადებოდა ცოცხალი სამეტყველო და
სალიტერატურო ბერძნული ენის წიაღში, იცვლიდა შინაარს
ავტორიდან ავტორამდე, ეპოქიდან ეპოქამდე, ხშირად ერთი ავტორის
ლექსიკის ფარგლებშიც კი. შეიგრძნონ, რომ ბერძნული ყველაზე
უფრო “მეცნიერული” ფილოსოფიაც კი არის ცოცხალი ენა (ან მას ჯერ
ბოლომდე მოწყვეტილი არ არის), რომელიც მოსაუბრესთან კამათში
იბადება და გარემოს კულტურული ჰაერით სუნთქავს. 6)
გაუღვივდეთ (ან დაუბრუნდეთ) ბავშვური ცნობისმოყვარეობა,
გაუჩნდეთ ფილოსოფიურ თემებზე კამათის, დასაბუთებულად
მსჯელობის ინტერესი. 7) შეძლონ, პატივისცემით და თან
კრიტიკულად მიუდგნენ ფილოსოფოსთა აზრებს და მეცნიერთა მიერ
გამოთქმულ შეხედულებებს მათ შესახებ. დაინახონ, რომ ყოველგვარი
ფილოსოფიური აზრი (და აგრეთვე მეცნიერული აზრი მის შესახებ)
არის, ერთის მხრივ, ავტონომიური, მეორეს მხრივ კი ისტორიული
ვითარებითა და სხვადასხვა გარემოებათა ერთობლიობითა და
ტრადიციებით განპირობებული. 8) ისწავლონ ტექსტზე
დამოუკიდებლად მუშაობა, გაიგონ, რომ ამა თუ იმ ფილოსოფიის
შესწავლა ტექსტის გაგებით (ან ზოგჯერ მისი ვერ-გაგებით) იწყება,
გრძელდება მის შესახებ არსებული ლიტერატურის გაცნობით, და
უფრო სრულყოფილი ხდება, ორივეს გათვალისწინებისა და
გათავისების შედეგად, მათგან განდგომის შემდეგ, საკუთარი
შეხედულების ჩამოყალიბებით, რომელმაც ისევ ტექსტში უნდა
დაგვაბრუნოს. 9) იგრძნონ, რომ ანტიკური ფილოსოფიის კურსი არ
არის მხოლოდ გარედან სწავლებისთვის შემოტანილი მასალა, არამედ,
უპირველეს ყოვლისა, არის ის ნიადაგი და გარემო, რომელზეც ჩვენც
ვდგევართ და რომელშიც ვცხოვრობთ. ეს არის ის “სხვა”, რომელიც,
ამავე დროს, “ჩვენც” ვართ. 10) გაიხარონ იმით, რომ (ანტიკური)
ფილოსოფიის სწავლა ამ ფილოსოფიის მიერ დასმულ კითხვებზე
ფიქრია (ეს კი, ნაწილობრივ, ჩვენი კითხვებიც არის), რაც, ცოტათი
მაინც, ჩვენს მიერაც “ფილოსოფიის კეთებას” ნიშნავს.

კრედიტების 5 კრედიტი, 60 სთ საკონტაქტო (კვირაში 4 სთ ლექცია-სემინარი, სულ


რაოდენობა და 30 სთ ლექცია, 26 სთ სემინარი, 4 სთ კოლოკვიუმი), 65 სთ 4 სთ (2 სთ
საათების თითო შუალედურ გამოცდაზე); შუალედური გამოცდებისთვის
განაწილება მომზადება – 4-4 სთ (სულ 8 სთ), საბოლოო გამოცდებისთვის
სტუდენტების მომზადება – 9 სთ, საბოლოო გამოცდის ჩაბარება 3 სთ,
დატვირთვის ლედამოუკიდებელი მუშაობა, სულ 125 სთ. შუალედური გამოცდის
შესაბამისად ECTS ჩატარებაქცია-სემინარებისთვის მომზადება 45 სთ.

დაშვების წინაპირობის გარეშე


წინაპირობები

ცოდნა და გაცნობიერება
სწავლის შედეგები
კურსის გავლის შედეგად, სტუდენტებმა უნდა იცოდნენ ანტიკური

2
ფილოსოფიის ძირითადი ნიშნები, წარმომადგენლები და შრომები.
ისინი უნდა მზად იყვნენ ევროპული (დასავლეთისა და
აღმოსავლეთის) ფილოსოფიის ისტორიის შესასწავლად. მათ უნდა
შეეძლოთ, შეეცადონ, მაქსიმალურად ნეიტრალურად, მეორე მხრივ კი
კრიტიკულად შეხედონ იმ ფილოსოფოსებს, რომლებსაც სწავლობენ.
ისინი უნდა ცდილობდნენ, ჩასწვდნენ ამა თუ იმ ფილოსოფოსის
ნააზრევს, მაქსიმალურად ობიექტურად, ქრონოლოგიურად ზუსტად,
ანუ ეპოქის ჩარჩოებში განსაზღვრონ მისი არსი და სცადონ, დაინახონ
და შეაფასონ ის ისე, როგორც თავად ამ ფილოსოფოსს ესმოდა თავისი
ნააზრევი. მეორეს მხრივ, მათ უნდა იფიქრონ იმაზეც, რომ საჭიროა
მისი შეფასება და ინტერპრეტაცია ფილოსოფიის ისტორიის ჭრილში,
რაც, ამავე დროს, ამა თუ იმ ფილოსოფიის ისტორიული
მნიშვნელობის განსაზღვრასაც ნიშნავს. ისინი მზად უნდა იყვნენ
დაინახონ, რა არის გვიანდელ შეფასებაში ობიექტური და რა –
შემფასებლის ეპოქითა და მისი საკუთარი მსოფლმხედველობით
განპირობეული. სტუდენტები უნდა გრძნობდნენ, რომ ყველა ძველი
ფილოსოფოსის ნააზრევი, ერთის მხრივ, თავისთავად უფრო ფართო
და ღრმა იყო, ვიდრე ის, რაც ჩვენ ვიცით მის შესახებ, მეორე მხრივ კი
ის პოტენციურად გაცილებით მეტს იტევს, ვიდრე ეს მის ავტორს
წარმოედგინა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ელემენტები

სტუდენტებს უნდა შეეძლოთ არგუმენტირებულად მშჯელობა,


ანტიკური ფილოსოფიის თემებზე საპირისპირო ფილოსოფიური
პოზიციების დაცვა და გაკრიტიკება, აგრეთვე ანტიკური
ფილოსოფიური დისკუსიის ელემენტების თანამედროვე დისკუსიაში
გამოყენება

ღირებულებები
სტუდენტები უნდა ერკვეოდნენ იმაში, თუ რა ღირებული ანტიკური
ხანის ფილოსოფოსებისთვის როგორც ზოგადად, ასევე ცალკეული
ძირითადი სკოლების მიხედვით (პლატონიზმი, არისტოტელიზმი,
სტოიციზმი, ეპიკურეიზმი, ნეოპლატონიზმი). მათ უნდ შეეძლოთ
მინიმალურ დონეზე მაინც იმის შესახებ ფიქრი და მსჯელობა, რა არის
მათთვის და საერთოდ, თანამედროვე ადამიანისთვის ამ
ღირებულებებიდან მისაღები და რა არა.
სწავლების ლექციები, სამუშაო ჯგუფი, დისკუსიები, ტექსტების კითხვა და მათ
/სწავლის შესახებ მსჯელობა, წერითი კოლოქვიუმი სტუდენტებისთვის
მეთოდები ინდივიდუალურად შერჩეულ თემებზე, რეფერატები (სემესტრში 1) იმ
ფილოსოფიურ თემებზე, რომლებსაც სტუდენტები კურსის
მსვლელობაში გადიან, წერითი გამოცდა

შეფასების ძირითადი ფორმებია:

დასწრება: 10%
შეფასების 2 წერითი კოლოკვიუმი: 10%+10%=20%
კრიტერიუმები მონაწილეობა სემინარებზე და დისკუსიებში: 20%
რეფერატი: 10 %

3
საბოლოო გამოცდა (წერილობით): 40%

საბოლოო შეფასება - 100 %

რეფერატის ფორმა: უნდა იყოს აკრეფილი აკად. მუსხურით და Times


New Romanas-ით 12 ზომით, 1 ან 1.5 ინტერვალით, მოცულობით 2-5
გვერდი. გამოყენებული ლიტერატურა უნდა მითითებული იყოს იქვე,
სქოლიოებში ყველა აკადემიური ნორმის დაცვით (ავტორის
ინიციალები, გვარი, წიგნის სახელწოდება, გამოცემის ადგილი, წელი,
გვერდები). სტატიის დამოწმების შემთხვევაში მიეთითოს როგორც
სტატიის, ასევე კრებულის სახელწოდება, აგრეთვე სტატიის ავტორის
და კრებულის გამომცემლის გვარიც.
ლიტერატურის ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში ის შეიძლება
დამოწმდეს შემოკლებული ფორმით. ბოლოს ანბანურად მიეთითება
ყველა გამოყენებული წიგნი თუ სტატია. პირველწყაროთა
გამოყენების შემთხვევაში ჯერ ეთითება წყაროები, შემდეგ მეორადი
ლიტერატურა. რეფერატი უნდა დაიწეროს შუა საუკუნეების
ფილოსოფიის ნებისმიერ საკითხზე, პრობლემაზე, ფილოსოფოსზე,
მიმართულებაზე, სკოლაზე, ან ეს უნდა იყოს რომელიმე ტექსტის
ერთი მონაკვეთის ინტერპრეტაცია. სასურველია, რეფერატი იყოს
პრობლემური ხასიათის: სტუდენტმა უნდა დასვას კითხვა _
ჩამოაყალიბოს რეფერატის დასაწყისში, რა საკითხის განხილვას
აპირებს, და შემდეგ შეძლებიუსდაგვარად ამ საკითხს ჩაუღრმავდეს.
რეფერატს უნდა დაერთოს ნახევარგვერდიანი რეზიუმე (ქართულ
ენაზე), სადაც მოკლედ გადმოცემული იქნება რეფერატის მიზანი,
საკვლევი პრობლემა და, თუ შესაძლებელია, მიღებული შედეგები.
საბოლოო გამოცდაზე მოცემული უქნება 12 საკითხი, თითოს
შეფასება_ 4 ქულა. შეფასების კრიტერიუმი: პასუხის სისწორე (2 ქულა)
და აზრიანობა (2 ქულა). საშუალო სისწორის ან საშუალო აზრიანობის
შემთხვევაში დაიწერება თითო-თითო ქულა. უმაღლესი
შეფასებისთვის საკმარისია 40 ქულის დაგროვება, ამიტომ სტუდენტს
შეუძლია უპასუხოს საკუთარი არჩევანით 10 კითხვას. ნებისმიერ
შემთხვევაში, ყველა კითხვაზე პასუხის შემთხვევაში, ქულები 40
ქულის ფარგლებში სტუდენტის სასარგებლოდ ჩაითვლება.
სასწავლო კურსის იხ. დანართი 1
შინაარსი

სავალდებულო წყაროები:
ლიტერატურა პლატონი: „ფედონი“, „ფედროსი“, „სოკრატეს აპოლოგია“, „ნადიმი“,
„სახელმწიფო“, „პარმენიდე“, „ტიმაიოსი“.
არისტოტელე: “მეტაფიზიკა”, “სულის შესახებ”
(ეს ტექსტები ნებისმიერ ხელმისაწვდომ ენაზე)
მეორადი ლიტერატურა:
უ. გათრი, ბერძენი ფილოსოფოსები, თბილისი 1983.
გ. თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, თბილისი 1995.
ს. წერეთელი, ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, I ანტიკური
ფილოსოფია, თბილისი 1973.

4
ს. დანელია, ანტიკური ფილოსოფიის ნარკვევები, თბილისი 1983.
მ. ჭელიძე. ელინიზმის ფილოსოფია, თბილისი 1992.
მ. ჭელიძე. ელინიზმის ფილოსოფია ადრინდელი ქრისტიანობის
ეპოქაში. თბილისი 1998.
გ. თევზაძე, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი
1996.
ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში (რედ. ჯ. კორძაია), თბილისი
1993
დამატებითი ბ. ბრეგაძის პლატონის ადრეული დიალოგების თარგმანები.
ლიტერატურა და ვ. ლებედევის „ადრეული ბერძენი ფილოსოფოსების ფრაგმენტები“,
სხვა სასწავლო ნაწილი I, მოსკოვი 1989 (რუსულ ენაზე)
მასალა დიოგენე ლაერტის, მარკუს ავრელიუსის, სექსტ-ემპირიკოსის,
პროკლეს შრომები ნებისმიერ ენაზე.
ადრეული ბერძნული ფილოსოფია: შვიდი ბრძენი. ორფიკული
ტექსტები. ანაქსაგორა. ჰერაკლიტე. თარგმანი და განმარტებები.
კრებულში “ლარი”, 1, თბილისი 1991.
ე. ცელერი, მისი ანტიკური ფილოსოფიის ნებისმიერი გამოცემა და
ვარიანტი. აქ გვერდები მითითებულია რუსული შემოკლებული
გამოცემის მიხედვით, მოსკოვი 1912.
P. Hadot. What is Ancient Philosophy? USA, Harvard College 2002
R. T. Wallis. Neoplatonism. IIed. London, Indianopolis 1995
Proclus. The Elements of Theology. Ed. E.R. Dodds. IIed . Oxford 1963
Platon in der abendländischen Geistesgeschichte, hrsg. von T. Kobusch und B.
Mojsisch, Darmstadt 1997
ელექტრონული წყაროები: Internet Encyclopaedia of Philosophy, Stanford
Encyclopaedia of Philosophy, Routledge Encyclopaedia of Philosophy.
მრავალრიცხოვანი ტექსტები და გამოკვლევები სხვადასხვა ენებზე,
რომლებიც მოთხოვნილების მიხედვით მიეწოდებათ სტუდენტებს.
ლიტერატურა მოპოვებადია თსუ ბიბლიოთეკაში, თსუ
ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, თსუ კლასიკური
ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის ბიბლიოთეკაში, თსუ
ფილოსოფიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ილიას უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის/ ლიტერატურა
№ ლაბორატორიული სამუშაოს და ა. შ. (შესაბამისი გვერდების მითითებით)
თემა
1 შესავალი ანტიკურ ფილოსოფიაში ლიტერატურა: უ. გათრი, - თავი I, გვ. 19-39.
(2 სთ ლექცია). ან: გ. თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, გვ. 3-
ანტიკური ფილოსოფიის დასაწყისი და 23. ან: ს. დანელია, ნაწილი I, გვ. 39-83.
დასასრული. რამდენიმე პრინციპი, დამატებითი: P. Hadot, p. 9-15.
რომელიც თითქმის მთელს ანტიკურ
ფილოსოფიას ახასიათებს (ზოგიერთი
გვიანდელი სკოლა ამ პრინციპების
ნაწილობრივ გადალახვას ცდილობდა):
მთავარია ცხოვრების წესი. მიზანი
სიბრძნისკენ სწრაფვაა. ყველაფერს
უნდა დავუსვათ კითხვა: რატომ?
როგორ? სიმშვიდე და ვნებათაგან

5
თავისუფლება კარგია. გადაჭარბებული
არაფერი ვარგა. ზოგადი ჯობია კერძოს,
ერთი – მრავალს, უძრაობა – მოძრაობას.
სრულყოფილება წრეა. ტრადიციული
კარგია. კოსმიურობა, ჰარმონიულობა
იდეალია. ინდივიდუალურის მიზანი
ზოგადთან შერწყმაა. სხეულის მქონე
რაც არის, სრულყოფილი ვერ იქნება.
არაფრიდან არაფერი არ წარმოიშვება.
ანტიკური ფილოსოფიის “ჩარჩოები” და
ძირითადი ეტაპები.

სოკრატემდელი ფილოსოფია
(4 სთ ლექცია, 4 სთ სემინარი)

2 ფილოსოფიის და მითოლოგიის ლიტერტურა: უ. გათრი, თავი II, გვ. 39-58, ან:


ერთიანობა და განსხვავება საწყისი გ. თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, გვ. 24-36,
ეტაპებიდან ნეოპლატონიზმამდე. ან: ს. დანელია, ნაწილი II, გვ. 84-116; ნაწილი
სოკრატემდელი ფილოსოფიის V, თავი I, გვ. 232-249, ან: ს. წერეთელი, თავი
თავისებურებები. ძველი ბერძნული I, I, გვ. 56-83; თავი I, 3, გვ. 101-110.
ეპოსი და მითოლოგია და მათი გავლენა დამატებითი: H. Diels-ის, DDiels-Kranz-ის ან
ძველ ბერძნულ ფილოსოფიაზე. ნებისმიერი სხვა სოკრატემდელი
სოკრატემდელი აზროვნება და მისი ფილოსოფოსების გამოცემებიდან შესაბამისი
მომხიბვლელობა ფრაგმენტები (ორფევსი, შვიდი ბრძენი,
თანამედროვეობისთვის. ორფევსი, პითაგორელები, მილეტის სკოლა).
პითაგორა, შვიდი ბრძენი, თალესი, არისტოტელე, “მეტაფიზიკა”, I, 3, 989 b 20 –
ანაქსიმანდროსი, ანაქსიმენე 987 a 25; 4, 984 b 25 – 30; 5, 985 b 25 – 986b 5).
P. Hadot, p. 15-21.
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი).
3 ჰერაკლიტე და პარმენიდე. ელეატური ლიტერატურა: უ. გათრი, თავი III, გვ. 59-66,
სკოლის ძირითადი პრინციპები ან: გ. თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, გვ.
(2 სთ ლექცია, 2 სთ სემინარი). 36-52; ან: ს. დანელია, ნაწილი III, გვ. 17-
156; ნაწილი IV, გვ. 157-176, ან: ს.
მათ შორის რადიკალური განსხვავება წერეთელი, ... თავი I, 2, 4, გვ. 84-100, 111-
და მსგავსება: ერთიანობის ძებნა 151. დამატებითი: შესაბამისი ფრაგმენტები
განსხვავებული გზებით. ჰერაკლიტეს სოკრატემდელი ფილოსოფოსების
მეტყველების ფორმა. ჰერაკლიტეს კრებულებიდან. არისტოტელე,
დიალექტიკა და სოფისტური „მეტაფიზიკა“ I, 3, 984 a 5; 4, 984 b 25; 5, 986
რელატივიზმი. პარმენიდეს b 15 – 30.
„შესავალი“ ქსენოფანე კოლოფონელის
სახით; ძენონი, როგორც პარმენიდეს
ფილოსოფიის ლოგიკური გზით
დამსაბუთებელი. პარმენიდეს
მნიშვნელობა პლატონიზმის
ისტორიისთვის.

4 ემპედოკლე, ანაქსაგორა, დემოკრიტე. ლიტერატურა: უ. გათრი, თავი III, გვ. 66-78,


(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). ან: გ. თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, გვ.
52-57; 65-72, ან: ს. დანელია, ნაწილი V, თავი

6
პლურალიზმის სამი სახეობა. I, II, III, გვ. 177-231, ან: ს. წერეთელი,
თითოეული მათგანის კვალი ნაწილი I, თავი 5, გვ. 152-169, თავი 7, გვ.
აზროვნების ისტორიაში: ემპედოკლეს 184-222. არისტოტელე, „მეტაფიზიკა“, I, 3,
4 ელემენტი; ანაქსაგორას ნუსი; 984 a 5 – 984 b 20. 4, 985 a - 985 b 20; 8, 989 a
დემოკრიტეს არარსი როგორც 5 - 989 b 20. XII, 2.
გარკვეულწილად არსებული.
არისტოტელეს მიერ მათი შეფასება.

სოფისტები და სოკრატე
(4 სთ ლექცია, 4 სთ სემინარი)

5 სოფისტები თავისთავად და ლიტერატურა: უ. გათრი, თავი IV, გვ. 79-87,


სოფისტები სოკრატესა და ან: გ. თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, გვ.
პლატონთან მიმართებაში 57-64, ან: ს. დანელია, თავი VI, გვ. 250-274,
(2 სთ ლექცია, 2 სთ სემინარი). ან: ს. წერეთელი, ნაწილი I, თავი 6, გვ. 170-
183. დამატებითი: არისტოტელე,
სიახლე ფილოსოფიაში: „მეტაფიზიკა“, III, თავი 5-6. P. Hadot, p. 15-
“შემობრუნება ადამიანისკენ.” რისი 21.
ცოდნა შეგვიძლია? პროტაგორა და
გორგიასი. სოფისტების მნიშვნელობა
ფილოსოფიისთვის. სოკრატესა და
პლატონის სოფისტებთან
დაპირისპირება.

სოკრატე ლიტერატურა: უ. გათრი, თავი IV, გვ. 87-95,


(2 სთ ლექცია, 2 სთ სემინარი). ან: გ. თევზაძე, გვ.72-78, ან: ს. წერეთელი,
მსგავსება და განსხვავება სოკრატესა ნაწილი II, თავი 1, გვ. 225-248; პლატონი,
და სოფისტებს შორის. მათი მცდარი სოკრატეს აპოლოგია, განსაკუთრებით 28 a,
აღრევა, რასაც გასამართლება მოჰყვა. 29 a-b, 31 d-e, 39 c-d, 40 c, 41 c-d, 42 a.
სოკრატეს სტილი. მისი მეთოდი. დამატებითი: P. Hadot, p. 22-38
ზოგადის ძებნა. ცნება. მაიევტიკა.
სოკრატეს დემონი. სოკრატეს ირონია.
სოკრატეს მნიშვნელობა ჩვენთვის.

პლატონი
(10 სთ ლექცია, 7 სთ სემინარი, 2 სთ კოლოკვიუმი)

7 სოკრატე, სოფისტები და პლატონი ლიტერატურა: უ. გათრი, თავი VI, გვ. 114-


(1 სთ ლექცია). 133, ან: გ. თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია,
გვ. 78-90, ან: ს. წერეთელი, ნაწილი II, თავი
ძირითადი, რაც საერთოა პლატონსა 3, გვ. 250-255. პლატონი, „ფედონი“ 61 c- 69
და სოკრატეს შორის და რაც მათ e. დამატებითი: არისტოტელე,
შორის არის განსხვავებული. „მეტაფიზიკა“ 13, 4, 1078 b 5 – 1079 b 10; P.
მსგავსება სოფისტებთან და მათგან Hadot. p. 39-76.
განსხვავება („სოკრატეს აპოლოგია“,
„კრიტონი“). ცნება და იდეა.
ჭეშმარიტება თავისთავად, სიკეთე
თავისთავად – ჭეშმარიტება
რაღაცისთვის, სიკეთე
სარგებლობისთვის. ფილოსოფია.

7
ფილოსოფია, როგორც
სიკვდილისთვის მზადება.

8 პლატონი: მისი ფილოსოფიის ლიტერატურა: უ. გათრი, თავი V, გვ. 96-


ერთიანობა: ყველაფერი კავშირშია 114, ან: გ. თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია,
იდეათა თეორიასთან: გნოსეოლოგია, გვ. 78-90, ან: ს. წერეთელი, ნაწილი II, თავი
კოსმოლოგია, ეთიკა, პოლიტიკა, 3 (გ), გვ. 314-330.
ესთეტიკა, ფსიქოლოგია,
ესქატოლოგია, აღზრდა
(1 სთ ლექცია)

9 შემეცნების თეორია და იდეები. ლიტერატურა: ს. წერეთელი, ნაწილი II,


დიალექტიკა, „მაიევტიკა“, მოგონების თავი 3, გვ. 250-255, 331-337, 341-343.
თეორია. სიყვარული როგორც იდეის პლატონი, „პარმენიდე“ 133a – 135c.
მოგონება „სახელმწიფო“ VII 531c – 535 a.
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). დამატებითი: პლატონი, „მენონი“ 80d-86c;
„ფედროსი“ 249d-253c; VI წერილი, 342a-
343d.

11 იდეათა თეორია და ერთის საკითხი ლიტერატურა: ს. წერეთელი, ნაწილი II,


„პარემინედეს“ მიხედვით თავი 3, გვ. 286-314. პლატონი, „პარმენიდე“
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). 130 a- 130d; 131a, b, 131 c-d; 137 c- 166 b.

აბსოლუტური და ფარდობითი ერთი.


შედეგები ერთისთვის და სხვისთვის.
პლატონის „პარმენიდეს“
ჰიპოთეზების მნიშვნლობა
ფილოსოფიის ისტორიისთვის.

12 იდეათა თეორია და კოსმოლოგია ლიტერატურა: ს. წერეთელი, ნაწილი II,


„ტიმაიოსის“ მიხედვით თავი 3, გვ. 357-364. პლატონი, „ტიმაიოსი“
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). 27 d-31a.
პლატონის მიერ გამოგონილი
ფილოსოფიური მითი კოსმოლოგიის
ასახსნელად. „თვითცხოველი“
როგორც კოსმოსის პარადიგმა.
მარადიულობა და დრო. „ტიმაიოსზე“
კომენტარის მნიშვნელობა
ნეოპლატონიზმისა და შუა
საუკუნეების ფილოსოფიისთვის.

13 იდეათა თეორია და ეთიკა. სიკეთის ლიტერატურა: ს. წერეთელი, ნაწილი II,


იდეა. გამოქვაბულის მითი თავი 3, გვ. 364 – 370. პლატონი,
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). „სახელმწიფო“, VII 515e, 516 a – 518 b;
დამატებითი: პლატონი, „სახელმწიფო“, IX
571a – 592 b.I-II, 348 b-367 c;

14 იდეათა თეორია და სახელმწიფოს ლიტერატურა: ს. წერეთელი, ნაწილი II,


მოწყობა, „სახელმწიფოს“, თავი 3, გვ. 370-380. დამატებითი: პლატონი,

8
„კანონებისა“ და წერილების VII წერილი.
მიხედვით
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი).

15 იდეათა თეორია და ესქატოლოგია ლიტერატურა: პლატონი, „სოკრატეს


(„სახელმწიფო“, „სოკრატეს აპოლოგია“ 40 c – 41 d. დამატებითი:
აპოლოგია“) „სახელმწიფო“ X 611 a – 621 c;
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი).

16 იდეა, სული და სიყვარული ლიტერატურა: ს. წერეთელი, ნაწილი


(„ფედონი“, „ფედროსი“, II, თავი 3, გვ. 334-343; პლატონი, „ფედონი“
„სახელმწიფო“, „ნადიმი“) 70 d- 82 b; „ნადიმი“ 178 a – 182 a; 183 d – 184
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). c; 191 d – 193 c; 201 d – 203 a; 204 c – 212 c.
დამატებითი: პლატონი, „ფედროსი“ 237 a -
257 b; „სახელმწიფო“, X 608 c – 621 c;
17 პლატონი და მისი გავლენა ლიტერატურა: ლექციის ჩანაწერი, ან
(პლატონიკოსები, ნეოპლატონიზმი, დამატებითი: Platon in der abendländischen
შუა საუკუნეები, რენესანსი.... და ჩვენ) Geistesgeschichte, hrsg. von T. Kobusch und B.
(1 სთ მიმოხილვითი ლექცია და Mojsisch, Darmstadt 1997 (ამ კრებულიდან
დისკუსია). ასარჩევად რამდენიმე ან თუნდაც ერთი
სტატია).

18 შემაჯამებელი კოლოქვიუმი თალესიდან პლატონის ჩათვლით, რეფერატების


განხილვა (2 სთ).

არისტოტელე
(6 სთ ლექცია, 4 სთ სემინარი)
19 პლატონი და არისტოტელე: ლიტერატურა: უ. გათრი, თავი VII, გვ. 134-
მემკვიდრეობა და სიახლე. 152, ან: გ. თევზაძე, 90-104. ან: ს. წერეთელი,
არისტოტელეს მეცნიერულობის ნაწილი III, გვ. 397-398. დამატებითი: P.
მასშტაბი Hadot. p. 77-90.
(1 სთ მიმოხილვითი ლექცია).

11 „მეტაფიზიკა“ და მისი ძირითადი ლიტერატურა: უ. გათრი, გვ. 138-152, ან: ს.


თემები წერეთელი, ნაწილი III, გვ. 399-418.
(2 სთ ლექცია, 2 სთ სემინარი). არისტოტელე, „მეტაფიზიკა“, წიგნი I, თავი
1, 2. დამატებითი: არისტოტელე,
„მეტაფიზიკა“, წიგნი II, თავი 1; წიგნი IV,
თავი 1, 2, 3; წიგნი V, თავი 7, 8, 12, 18; წიგნი
VI, თავი 1, 4; წიგნი VII, თავი I, 4, 5, 6, 8;
წიგნი VIII, თავი 4; წიგნი XI, თავი 3, 4, 8.

12 არისტოტელეს ღმერთი. ენტელექია. ლიტერატურა: უ. გათრი, გვ. 147-152; 152-


სულისა და სხეულის მიმართება 156, ან: ს. წერეთელი, ნაწილი III, გვ. 412-
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). 418. არისტოტელე, „მეტაფიზიკა“ წიგნი XII,
თავი 9. „სულის შესახებ“, წიგნი I, თავი 1;
წიგნი II, თავი 1, 2; წიგნი III, თავი 5, 8.

13 იდეების თეორიის კრიტიკა ლიტერატურა: ს. წერეთელი, ნაწილი II, გვ.

9
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). 385-397. არისტოტელე, „მეტაფიზიკა“ ,
პლატონის „პარმენიდეს“ გახსენება. წიგნი I, თავი 6, 9; წიგნი X, თავი 10; წიგნი
13, თავი 1, 2, 4, 5, 6, 7, 8, 9.

14 არისტოტელეს ეთიკა, პოლიტიკა, ლიტერატურა: უ. გათრი, გვ. 160-170; ს.


პოეტიკა წერეთელი, ნაწილი III, გვ. 431-434.
(1 სთ მიმოხილვითი ლექცია). დამატებითი: არისტოტელე, პოეტიკა.

ელინისტური ფილოსოფია
(4 სთ ლექცია, 3 სთ სემინარი)

15 ელინიზმის ეპოქა. საერთო


ტენდენციები ფილოსოფიურ
სკოლებში. ატარაქსია, როგორ ლიტერატურა: 25-28-ე ლექცია-
იდეალი (1 სთ ლექცია) სემინარებისთვის: გ. თევზაძე, ანტიკური
ფილოსოფია, გვ. 105-134. დამატებითი: მ.
16 ეპიკურეიზმი (1 სთ ლექცია, 1 სთ ჭელიძე, ელინიზმის ფილოსოფია, თავი II,
სემინარი) III, IV, VI, გვ. 101-220, 256-290, 298-302.
ნებისმიერი ტექსტი ორიგინალში ან
17 სკეპტიციზმი (1 სთ ლექცია, 1 სთ თარგმანში ერთერთი წარმომადგენლისა,
სემინარი) მაგ. სექსტ-ემპირიკოსის, სენეკასი, მარკუს
ავრელიუსის. დიოგენე ლაერტის
18 სტოიციზმი (1 სთ ლექცია, 1 სთ “ცხოვრებანი”. P. Hadot, p. 91-145.
სემინარი)

ნეოპლატონიზმი
(3 სთ ლექცია, 2 სთ სემინარი, 2 სთ კოლოკვიუმი)

19 ნეოპლატონიზმის ძირითადი ლიტერატურა: გ. თევზაძე, ანტიკური


პრინციპები, წინაპირობები. ფილოსოფია, გვ. 136-156. მ. ჭელიძე.
ძირითადი სკოლები და ელინიზმის ფილოსოფია ადრინდელი ქრისტ.
წარმომადგენლები. ნეოპლატონიზმის გვ. 172-178. დამატებითი: ე. ცელერი, გვ. 229-
მნიშვნელობა ფილოსოფიისთვის 248. R. Wallis. Neoplatonism. (Foreword და
(1 სთ მიმოხილვითი ლექცია) თავი: “The Aims of Neoplatonism”), p. VII-15. P.
Hadot, p. 146-171.
“Neoplatonism” in: Internet Encyclopaedia in
Philosophy, Stanford Encyclopaedia of
Philosophy.

20 პლოტინი. ერთი და სიკეთე. ერთი 10ლიტერატურა: მ. ჭელიძე. ელინიზმის


თავისთავად და ერთი ჩვენში. ფილოსოფია ადრინდელი ქრისტ., გვ. 178-
ცხოვრება, რომელიც უმაღლესი 217. დამატებითი: ე. 10ცელერი, გვ. 231-238.
ონტოლოგიური პრინციპის პლოტინი, ენეადები V, 4, 1. პორფირიოსი.
მიხედვით უნდა მოეწყოს. პლოტინის ცხოვრება (რუსული თარგმანი
პლოტინიდან პროკლემდე: დიოგენე ლაერტის დანართში).
იამბლიქოსი, პორფირიოსი

10
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი).
21 პროკლე და უკანასკნელი 11ლიტერატურა: ლექციის ჩანაწერი, ან
ნეოპლატონიკოსები. კომენტირება და დამატებითი: ე. 11ცელერი, გვ. 245-248. E.
სისტემატიზაცია Dodds, Introduction in: Proclus. The Elements
(1 სთ ლექცია, 1 სთ სემინარი). of Theology. Proclus, prop. 1. მარინოსი,
პროკლეს ცხოვრება (რუსული თარგმანი
ცხოვრების მიზანი: პლატონის დიოგენე ლაერტის დანართში).
განმარტება. პროკლეს თეოლოგიის
პრინციპები. მისი ფილოსოფიის
ერთიანობა (თეოლოგია და ფიზიკა).
კომენტარები პლატონის
დიალოგებზე. „პლატონური
თეოლოგია“ და „თეოლოგიის
საფუძვლები“ როგორც შემაჯამებელი
ნაშრომები. პროკლეს გავლენა შუა
საუკუნეებზე. სიმპლიკიოსი,
დამასკიოსი.

22 შემაჯამებელი წერა არისტოტელედან


პროკლეს ჩათვლით და რეფერატების
განხილვა (2 სთ).

დასკვნითი ნაწილი
(2 სთ ლექცია და დისკუსია)

21 ანტიკურობის დროითი „ჩარჩოები“. ლიტერატურა: გ. თევზაძე, ანტიკური


ანტიკურობიდან შუა საუკუნეებზე ფილოსოფია, გვ. 157-162; ან: შუა
გარდამავალი პერიოდის საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, გვ. 3-
თავისებურება. ანტიკურობისა და 13; 48-60. დამატებითი: P. Hadot, p. 237-281
ქრისტიანობის თანაარსებობა.
ანტიკურობის, განსაკუთრებით
პლატონიზმის მნიშვნელობა შუა
საუკუნების ფილოსოფიისთვის.
ქრისტიანული თეოლოგია და
ნეოპლატონიზმის ფილოსოფიური
როლი. დიონისე არეოპაგელისა და
პროკლეს ფილოსოფიურ
შეხედულებათა მოკლე შედარება.
პატრისტიკა და მისი შემდგომი
„განტოტება“ დასავლურ და
აღმოსავლურ (ბიზანტიურ) შუა
საუკუნეების ფილოსოფიად.
პატრისტიკის, ბიზანტიური
ფილოსოფიისა და შუა საუკუნეების
დასავლეთის ფილოსოფიის
ძირითადი ნიშნები, საერთო და
განსხვავებული მათ შორის. ანტიკური
ფილოსოფიის გავლენა შუა
საუკუნეების აღმოსავლეთზე
(ბიზანტიური ფილოსოფია,

11
ქართული ფილოსოფიური აზრი), და
დასავლეთზე, რენესანსზე.
ანტიკურობა და ჩვენ

(2 სთ ლექცია და დისკუსია).

დანართი 2: საგამოცდო საკითხები

1. ანტიკური ფილოსოფიის ქრონოლოგიური ჩარჩოები, ძირითადი პერიოდები,


მიმართულებები და სკოლები
2. სოკრატემდელი ფილოსოფიის ზოგადი დახასიათება: ეპოქა, თავისებურებები,
ძირითადი წარმომადგენლები
3. ჩამოთვალეთ სოკრატემდელი ფილოსოფიის ძირითადი სკოლები/წარმომადგენლები
და თემები
4. პირველი ბერძენი ფილოსოფოსები, მათი მიზანი და თავისებურებები. რით ჰგვანან
და რით განსხვავდებიან ისინი მითების აღმწერი პოეტებისგან?
5. ვის უწოდებდნენ „ჰილოძოისტებს“ და რატომ?
6. ვინ არიან „ფიზიკოსები“?
7. რა არის საწყისი თალესის, ანაქსიმანდრეს და ანაქსიმენეს მიხედვით?
8. რას გამოხატავს ანაქსიმანდრეს ფრაგმენტი განუსაზღვრელის შესახებ?
9. ჰერაკლიტე: მუდმივი მოძრაობა და დაპირისპირებულობა; „ლოგოსი“; ცეცხლი;
შემეცნების საკითხი
10. პარმენიდე: მისი პოემის ძირითადი ფილოსოფიური დებულებები; შემეცნების ორი
გზა; ჭეშმარიტების პრინციპები; არსებობა და აზროვნება; ერთი და სიმრავლე;
უძრაობა და მოძრაობა; არსის „დახასიათება“; შეხედულება
11. ელეატური ფილოსოფიის ზოგადი დახასიათება, წარმომადგენლები
12. ძენონი, როგორც ელეატური ფილოსოფიის წარმომადგენელი. მისი მეთოდი,
აპორიები. მიმართება პარმენიდესთან
13. რა მნიშვნელობა ჰქონდა პარმენიდეს ფილოსოფიას პლატონისთვის?
14. „უმცროსი ფიზიკოსები“: ემპედოკლე, ანაქსაგორა. მათი ფილოსოფიების ზოგადი
დახასიათება. რატომ უწოდებდნენ მათ „უმცროს ფიზიკოსებს“? იყვნენ თუ არა ისინი
ჰილოძოისტები? პასიური და აქტიური საწყისები მათთან
15. ატომიზმი: დემოკრიტე. მისეული სამყაროს სტრუქტურა. ატომები და სიცარიელე.
მოძრაობის ახსნა. ატომების დახასიათება. ემპედოკლეს „სტიქიების“ (ელემენტების),
ანაქსაგორას „თესლების“ („ჰომეომერიების“) და დემოკრიტეს „ატომების“ შედარება
16. სოფისტები: მათი ცხოვრების, მოღვაწეობის და აზროვნების სტილი და მეთოდი.
ცვლილებები, რომლებიც მათ ფილოსოფიაში შემოიტანეს. ძირითადი
წარმომადგენლები
17. რა თქვა პროტაგორამ და რით არის მისი ნათქვამი მნიშვნელოვანი?
18. ოთხი-ხუთი წინადადებით გადმოეცით გორგიას სამი დებულების შინაარსი
19. რა ძირითად თემებს მოიცავს პლატონის ფილოსოფია? (დაასახელეთ 4-5 თემა)
20. ძირითადად რაში უპირისპირდებოდნენ სოკრატე/პლატონი სოფისტებს?
21. რა არის სოკრატეს „ირონია“?
22. რა არის სოკრატეს „დემონი“?
23. რა არის ის, რასაც პლატონის „იდეები“ („ეიდოსები“, „ფორმები“) ეწოდება?
24. რას გულისხმობს სიტყვა „მაიევტიკა“ სოკრატე/პლატონის ფილოსოფიასთან
კავშირში?

12
25. რა კავშირია, სოკრატე-პლატონის მიხედვით, ცოდნას, სულსა და გახსნებას შორის?
26. გააკეთებს თუ არა კაცი შეგნებულად ცუდ საქმეს სოკრატე/პლატონის მიხედვით?
(შეძლებისდაგვარად დაასაბუთეთ პასუხი)
27. რა არის პლატონის „დიალექტიკა“?
28. რას გამოხატავს პლატონის „გამოქვაბულის მითი“?
29. როგორ აისახა პლატონის იდეათა თეორია სამყაროს შექმნის მისეულ სურათში
(„ტიმაიოსის“ მიხედვით)?
30. რა არგუმენტები მოჰყავთ სოკრატე/პლატონს სულის უკვდავების სასარგებლოდ?
(დაასახელეთ 2-4 არგუმენტი)
31. რა მიმართებაა პლატონთან „სიკეთის იდეასა“ და დანარჩენს იდეებს შორის?
32. ცოდნის რა ძირითად სფეროებს მოიცავს არისტოტელეს შემოქმედება?
33. რაში მდგომარეობს, ძირითადად, განსხვავება პლატონისა და არისტოტელეს
ფილოსოფიებს შორის?
34. რა არგუმენტები მოჰყავდათ პლატონს და არისტოტელეს იდეათა თეორიის
წინააღმდეგ? (დაასახელეთ 3-4 არგუმენტი)
35. რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება პლატონის დიალოგი „პარმენიდე“ ანუ რა ორი
ძირითადი ფილოსოფიური თემა არის მათში განხილული?
36. შემთხვევითია თუ არა, რომ პლატონის დიალოგის „პარმენიდე“ მთავარი მოქმედი
პირები არიან პარმენიდე და ძენონი? პასუხი დაასაბუთეთ
37. რით განსხვავდება, ძირითადად, სულის შესახებ არისტოტელეს შეხედულება
პლატონისაგან?
38. რა არის ღმერთი (ანუ პირველი მამოძრავებელი) არისტოტელეს თანახმად?
დაახასიათეთ ის
39. რა იგულისხმება არისტოტელეს „ფორმასა“ და „მატერიაში“ და რა მიმართებაა მათ
შორის?
40. რა არის „შესაძლებლობა“ („დინამის“) და „სინამდვილე“(„ენერგეია“) არისტოტელეს
მიხედვით? რომელია პირველადი? რას ნიშნავს „ენტელეხია“?
41. რა არის არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ მთავარი თემები? (დაასახელეთ ორი ან მეტი
თემა)
42. რაში ჩანს, რომ არისტოტელე პლატონის მოწაფე იყო?
43. რა ეპოქას მოიცავს ელინიზმის ფილოსოფია, რომელია ძირითადი სკოლები და ვინ
იყვნენ ძირითადი წარმომადგენლები?
44. ხუთი-შვიდი წინადადებით დაახასიათეთ ელინიზმის ხანის ფილოსოფიური
სკოლების თავისებურებები. რა იყო მათ შორის საერთო და რა – განსხვავებული?
45. რა ნაწილებისგან შედგება სტოელთა ფილოსოფია? ხუთი-შვიდი წინადადებით
აღწერეთ ისინი. დაასახელეთ რამდენიმე მთავარი წარმომადგენელი
46. ხუთი-შვიდი წინადადებით დაახასიათეთ ეპიკურეიზმი
47. ხუთი-შვიდი წინადადებით დაახასიათეთ ანტიკური სკეპტიციზმი, დაასახელეთ
რამდენიმე მთავარი წარმომადგენელი
48. სოკრატემდელი და პლატონის დროინდელი ფილოსოფიის რომელ
წარმომადგენლებთან ხედავთ ელინიზმის ხანის ფილოსოფიურ მიმდინარეობათა
კავშირს? პასუხი დაასაბუთეთ
49. რამდენიმე წინადადებით გადმოეცით ელინისტური სკოლების ეთიკური თეორიების
ძირითადი პრინციპები. რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთიგან?
რას ნიშნავს „აპათია“, „ატარაქსია“?
50. ხუთი-შვიდი წინადადებით აღწერეთ ანტიკური ნეოპლატონიზმის ძირითადი
პრინციპები. რომელ პერიოდს მოიცავს ანტიკური ნეოპლატონიზმი? დაასახელეთ
ძირითადი წარმომადგენლები
51. რაში გამოიხატება ნეოპლატონური ფილოსოფიის მონიზმი?

13
52. რა აკავშირებს „ნეოპლატონიზმს“ როგორც ფილოსოფიურ მიმდინარეობას
პლატონთან?
53. სამი-ხუთი წინადადებით გადმოეცით ნეოპლატონური ონტოლოგიური იერარქია.
რით არის მნიშვნელოვანი ანტიკური ნეოპლატონიზმი ქართული ფილოსოფიური
აზრისთვის?
54. ხუთი-შვიდი წინადადებით გადმოეცით პლატონის „ფედონის“ მთავარი თემა
55. ხუთი-შვიდი წინადადებით გადმოეცით პლატონის „სახელმწიფოს“ მე-6 და მე-7
წიგნების შინაარსი
56. ხუთი-შვიდი წინადადებით გადმოეცით კოსმოსის შესახებ პლატონის
ფილოსოფიური მითის შინაარსი
57. რა მიმართებაა „ტიმაიოსში“ პარადიგმას, დემიურგსა და ფიზიკურ კოსმოსს შორს?
58. ხუთი-შვიდი წინადადებით გადმოეცით პლატონის „პარმენიდეს“ ძირითადი
საკითხები
59. რამდენი ნაწილისგან შედგება პლატონის „პარმენიდე“? სამი-ხუთი წინადადებით
გადმოეცით მათი შინაარსი
60. ხუთი-შვიდი წინადადებით გადმოეცით პლატონის „სოკრატეს აპოლოგიის“ შინაარსი
61. ხუთი-შვიდი წინადადებით გადმოეცით არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ პირველი
წიგნის პირველი სამი თავის შინაარსი

14

You might also like