You are on page 1of 40

Java

რა არის
JavaScript C ++ Python C Sharp

პროგრამირების ენა?
Ruby PHP Swift iOS C
რა არის კომპიუტერული
პროგრამირების ენა?
კომპიუტერული პროგრამირების ენები საშუალებას
გვაძლევს კომპიუტერს მივცეთ ინსტრუქციები იმ ენაზე, რაც
ესმის.

როგორც უამრავი ადამიანური ენა არსებობს, ასევე


არსებობს კომპიუტერული პროგრამირების მთელი რიგი
ენები, რომელსაც პროგრამისტები იყენებენ კომპიუტერთან
კომუნიკაციისთვის.

ენის ნაწილს, რისი გაგებაც კომპიუტერს შეუძლია,


„ბინარული“ ჰქვია. პროგრამირების ენის თარგმნა
ბინარულზე “compilling”-ის სახელით არის ცნობილი.
თითოეულ ენას, C-ით დაწყებული Python-ით
დამთავრებული, საკუთარი მკაფიო მახასიათებლები
გააჩნია, თუმცა ხშირ შემთხვევებში მათ შორის ბევრი
საერთოც არის.

ეს ენები საშუალებას აძლევენ კომპიუტერს სწრაფად და


ეფექტურად დაამუშაონ დიდი და რთული მონაცემები.
მაგალითად, როცა ადამიანს მისცემენ არეულ ციფრებს
1-დან 10000-მდე და სთხოვენ მათი ზრდადობის მიხედვით
დალაგებას.

1
დინამიური ენები

დინამიური ენები ზოგადად სასწავლად უფრო ადვილია


დამწყებებისთვის, რადგან ისინი მოქნილი და სახალისოა. შეგიძლიათ
სწრაფად შექმნათ აპლიკაცია ნულიდან ნაკლები კოდით და არ არსებობს
რამე რთული წესი იმაზე, თუ როგორ დაწეროთ ნებისმიერი
რამე, რომ მან როგორც თქვენ გსურთ ისე იმუშაოს.

რადგან დინამიური ენები ზოგადად ძალიან მაღალი დონის ენებია, თქვენ


ნაკლებ დროს დაკარგავთ დეტალების მოძიებაზე და უფრო მეტ დროს -
პროგრამირების შესწავლაზე. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ
რატომ არის დინამიური ენები უფრო პოპულარული დამწყებებში,
რომლებიც მოტივირებული არიან თავად შექმნან და სწრაფად ნახონ
შედეგი.

JavaScript Ruby Python PHP

2
სტატიკური ენები

სტატიკური ენები, ისეთზე როგორიცაა С/C++/PASCAL, შექმნილია


აპარატურის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისთვის. ასეთი
პროგრამები ჩვეულებრივ მოიხმარს ნაკლებ რესურსებს და შედარებით
სწრაფად მუშაობს. ისინი გამოიყენება თამაშების ძრავების, მობილური
აპლიკაციების, ჩაშენებული სისტემების, საწარმოს დონის back-end-ების და
მრავალი სხვა ამოცანის გადასაჭრელად.

C C++ C Sharp Java

3
პროგრამირების ენა (C)

რას ნიშნავს პროგრამირების ენა C?


C არის დაბალი დონის და ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა,
რომელიც იდეალურია პულტების ან პორტატული აპლიკაციების
განვითარებისთვის.

თავდაპირველად ის შექმნეს სისტემური პროგრამების დასაწერად, C


შეიქმნა Bell Labs-ში დენის რიჩის მიერ Unix-ის ოპერატიული
სისტემისთვის 1970 წლის დასაწყისში.

ეს ენა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენების სიაშია. მას აქვს


კომპილატორი უმეტესი კომპიუტერული სისტემებისთვის და გავლენა
მოახდინა ბევრ პოპულარულ ენაზე - განსაკუთრებით C++ზე.

პროგრამირების ენა “C” გამოიყენება სისტემური მომსახურების


უზრუნველყოფისთვის. ის ‘ლინგვა ფრანკად’ მიიჩნევა ოპერაიული
სისტემებისთვის

ანაზღაურების საშუალო

2020 ქვოტა ანაზღაურება

(აშშ-ში) 43K-144K 99K


4
პროგრამირების ენა (C)

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და მრეწველობები

კომპიუტერული პროგრამისტები, კომპიუტერული ინჟინრები, ბიზნეს და


სისტემ ანალიტიკოსები, IT და ვებ კონტენტ ადმინისტრატორები, ჩაშენებული
სისტემების პროგრამისტები, კომპიუტერული ინჟინრები;

იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მენეჯმენტის,


ჯან.დაცვის და პროფესიონალური სერვისების თანამშრომლები;

ძირითადი ორგანიზაციები: Microsoft, Apple, Oracle, Cisco, Raytheon;

სპეციალიზაციები და მრეწველობები, სადაც უმეტესად C ენა გამოიყენება:

ჩაშენებული სისტემები, სისტემური პროგრამირება, ხელოვნური ინტელექტი,


სამრეწველო ავტომატიზაცია, კომპიუტერული გრაფიკა, კოსმოსური კვლევა,
იმიჯის დამუშავება და თამაშების პროგრამირება;

5
პროგრამირების ენა (C)

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


C ენა გამოიყენება სისტემების აპლიკაციების განვითარებისთვის,
რომლებიც ინტეგრირებულია ოპერაციულ სისტემებში,
როგორიცაა Windows, UNIX და Linux, ასევე ჩაშენებულ სისტემებში
(Embedded Systems), აპლიკაციები მოიცავს გრაფიკულ პაკეტებს,
ვორდ პროცესორებს, ელექტრონულ ცხრილებს, ოპერაციული
სისტემის განვითარებას, მონაცემთა ბაზის სისტემებს,
კომპილატორებს და assembler-ებს, ქსელის დრაივერებს და
ინტერპრეტატორებს.

ფეისბუქის TAO სისტემები უმეტესად C ენის გამოყენებით


არის დაპროგრამებული.

მოწყობილობების დრაივერების უმეტესობის


განვითარება ისევ C ენის გამოყენებით ხდება.

მახასიათებლები

სასწავლად ადვილი; მხოლოფ 32 keyword-ის შესწავლა


არის საჭირო;

ადვილად იწერება სისტემების პროგრამები, როგორიცაა


კომპილატორები და ინტერპრეტატორები;

ძირითადი ენა დამწყებებისთვის; 6


პროგრამირების ენა C++

რას ნიშნავს პროგრამირების ენა C++?


C++ არის ზოგადი დანიშნულების ობიექტზე ორიენტირებული
პროგრამირების ენა, რომელიც Bjarne Stroustrup-მა შექმნა და არის
C ენის გაფართოება. შესაძლებელია C++ ის კოდირება “C სტილში”
ან „ობიექტზე ორიენტირებულ სტილში“. ზოგიერთ შემთხვევებში
მისი კოდირება ორივე გზით შეიძლება და ამით ჰიბრიდული ენის
ეფექტური მაგალითია.

C++ მიჩნეულია, როგორც შუალედური დონის ენა, რომელიც


ახდენს მაღალი და დაბალი დონის ენების მახასიათებლების
ინკაფსულაციას. თავდაპირველად ამ ენას ერქვა „C კლასებით“,
რადგან მას ჰქონდა ყველა C ენის ყველა თვისება დამატებითი
მცნებით „კლასები“. ამ ენას C++ დაარქვეს 1983 წელს.

პროგრამირების ენა “C++” მძლავრი და სწრაფი ენა


პროგრამული უზრუნველყოფისთვის.

ანაზღაურების საშუალო

2019 ქვოტა ანაზღაურება

(აშშ-ში) 53K-121K 102K


7
პროგრამირების ენა C++

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და მრეწველობები

C++ კომპიუტერული ინჟინრები, C++ კომპიუტერული პროგრამისტები,


ჩაშენებული სისტემების ინჟინრები, პროგრამისტი ანალიტიკოსები;

იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, პროფესიონალური


სერვისების, დიზაინის, ხარისხის კონტროლის და მენეჯმენტის
თანამშრომლები;

ძირითადი კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ ენას იყენებენ:


Google, Mozilla, Firefox, Winamp, Adobe Software, Amazon, Lockheed Martin;

სპეციალიზაციები

System/Application Software, Drivers, Client-Server Applications, Embedded Firmware;

8
პროგრამირების ენა C++

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


C++ ენა გამოიყენება კომპიუტერული პროგრამების და შეფუთული
პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, როგორიცაა თამაშები,
საოფისე აპლიკაციები, გრაფიკული და ვიდეო რედაქტორები და
ოპერატიული სისტემები.

ბლექბერის ოპერაციული სისტემა C++ ის გამოყენებით შეიქმნა;

მაიკროსოფტის უახლესი საოფისე კომპლექტი C++ ის გამოყენებით


შეიქმნა;

მახასიათებლები

ხშირად პირველი პროგრამირების ენაა, რასაც კოლეჯის დონეზე


ასწავლიან;

დამუშავების და კომპილაციის ადვილი მექანიზმი;

Robust-ის სტანდარტის ბიბლიოთეკა (STL);

9
პროგრამირების ენა C#

რას ნიშნავს პროგრამირების ენა C#?


C# არის ზოგადი დანიშნულების ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების
ენა. გამოიყენება დესკტოპ პროგრამების, მობილური აპლიკაციების ვებ
სისტემების სერვერული ნაწილისთვის.

C# მიჩნეულია როგორც ზოგადი ენის ინფრასტრუქტურის (CLI) ენა.


1999 წლის იანვარში, ჰოლანდიელმა კომპიუტერული უზრუნველყოფის
ინჟინერმა Anders Hejlsberg-მა ჩამოაყალიბა გუნდი C#-ის შესაქმნელად,
როგორც მაიკროსოფტის NET framework-ის კომპონენტი.

თავდაპირველად C# შეიქმნა C-ის მსგავსად ობიექტზე ორიენტირებული ენა


(Cool). ნამდვილი სახელი შეუცვალეს, რომ დაეტოვებინათ პოტენციური
სასაქონლო ნიშნის საკითხები. 2000 წლის იანვარში, NET გამოუშვეს, როგორც
C#.

პროგრამირების ენა “C შარპი” გამოიყენება მაიქროსოფთში,


უფრო ზუსტად ნეტ ფრეიმვორქისთვის

ანაზღაურების საშუალო
ანაზღაურება
2020 ქვოტა

(აშშ-ში) 40K-129K 92K


10
პროგრამირების ენა C#

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და მრეწველობები

C# დეველოპერები, ავტომატური ტესტირების ინჟინრები, კომპიუტერული


პროგრამების უზრუნველყოფის ინჟინრები, .net ვებ დეველოპერები,
თამაშების განვითარება, მობილური დეველოპერები, შემქმნელები და
პროგრამისტები;

იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, დიზაინის,


პროფესიონალური სერვისების, მენეჯმენტის და ხარისხის კონტროლის
თანამშრომლები;

11
პროგრამირების სისტემა
Delphi
პროგრამირების სისტემა Delphi შექმნილია Anders Hejlsberg ის მიერ,
რომელმაც შემდგომში შექმნა С#.
Delphi დაფუძნებულია ზოგადი დანიშნულების, ობიექტზე
ორიენტირებული, მაღალი დონის პტოგრამირების ენაზე Object-Pascal.
ის ნაწილია RAD Studio სისტემის, რომელშიც შედის Object-Pascal(Delphi)
და C++ Builder-სგან . ეს ორი სისტემა ურთიერთ თავსებადია და გვაქვს
შესაძლებლობა შექმნათ სისტემა იმ ენით, რომელიც დასმულ
ამოცანას უკეთ შეესაბამება. სისტემა Delphi მულტიპლატფორმულია და
გვაძლევს საშუალებას შევქმნათ პროგრამები WINDOWS, OSX, IOS, AN-
DROID და Linux სისტემებისათვის. ერთი კოდი გამოიყენება სხვადასხვა
პლატფორმისათვის.
ასევე შესაძლებელია ვებ აპლიკაციების შექმნა. TMS Radical WEB,
IntraWeb, და FMSoft UNIGUI სისტემების მეშვეობით.

გამოიყენება ისეთ სისტემებში რომლებიც დაკავშირებულია


მონაცემთა ბაზებთან.
Delphi-ზე შექმნილია ისეთ პროგრამები როგორიცაა:
Skype (on Windows), Total Commander, MySQL Administrator, MediaMonkey.

12
პროგრამირების ენა Java

რას ნიშნავს პროგრამირების ენა Java ?


Java შეიქმნა 1990 წლის შუა პერიოდში. ის შექმნა ჯეიმს ა. გოსლინგმა, Sun
Microsystems-ის ყოფილმა კომპიუტერულმა მეცნიერმა.

Java არის ზოგადი დანიშნულების, ობიექტზე ორიენტირებული, მაღალი


დონის პტოგრამირების ენა, რომელიც ქმნის კომპიუტერულ პროგრამებს
მრავალმხრივი პლათფორმებისთვის, ბევრი მახასიათებლებით, რითაც იგი
მოსახერხებელია ვებზე დაფუძნებული დეველოფმენთისთვის. როცა
პროგრამისტი Java-ს აპლიკაციას წერს, დაკომპილირებული კოდი
(ცნობილია, როგორც ბაიტკოდი) თითქმის ყველა ოპერაციულ სისტემაზე (OS)
მუშაობს,
Windows-ის, Linux-ის და Android-ის ჩათვლით. Java-ს სინტაქსის ძირითადი
ნაწილი წარმოქმნილია C და C++ პროგრამირების ენიდან.

პროგრამირების ენა “JAVA” გამოიყენება სისტემური


მომსახურების უზრუნველყოფისთვის. ის ‘ლინგვა ფრანკად’ მიიჩნევა
ოპერატიული სისტემებისთვის

ანაზღაურების საშუალო
ანაზღაურება
2020 ქვოტა

(აშშ-ში) 40K-182K 102K


13
პროგრამირების ენა Java

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და ინდუსტრიები

პროგრამული ინჟინრები, Java დეველოპერები;

კომუნიკაციების, განათლების, ფინანსების, ჯანმრთელობის მეცნიერების,


სტუმართმოყვარეობის, საცალო გაყიდვების და კომუნალურების
სფეროების თანამშრომლები;

სპეციალიზაციები და ინდუსტრიები

ინტერნეტი (IoT);

საწარმო არქიტექტურა;

Cloud Computing;

14
Java პროგრამირების ენა

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


Java გამოიყენება საწარმოს დონის აპლიკაციების შესაქმნელად ვიდეო
თამაშებისთვის და მობილური აპლიკაციებისთვის, ასევე ვებზე დაფუძნებული
აპლიკაციების შესაქმნელად. ონლაინ გამოყენების დროს, Java აპლეტების
გადმოქაჩვის და ბრაუზერით გამოყენების საშუალებას გვაძლევს, რომელსაც
შემდეგ შეუძლია ისეთი ფუნქციის შესრულება, რაც ნორმალურ სიტუაციაში
მიუწვდომელია.

პროგრამები, რომლებიც იყენებენ ან დაწერილია Java-ზე, მოიცავენ Adobe Cre-


ative Suite, Eclipse, Lotus Notes, Minecraft and OpenOffice. Java არის ანდროიდის
აპლიკაციების განვითარების ძირითადი საფუძველი.
Java ასევე ფართოდ გამოიყენება როგორც სერვერის მხარის ენა საწარმოს
დონის back-end დეველოფმენთისთვის.

მახასიათებლები

აპლიკაციის პორტაბელურობა;

Robust და ინტერპრეტირებული ენები;

ფართო ქსელური ბიბლიოთეკა;

15
პროგრამირების ენა
JavaScript

რას ნიშნავს პროგრამირების ენა JavaScript?


JavaScript (JS) არის სკრიფტული ენა, რომელიც პირველ რიგში ვებზე
გამოიყენება. მას იყენებენ HTML გვერდების გასაზრდელად და ჩვეულებრივ
HTML კოდშია ჩამონტაჟებული. JavaScript (JS) არის ინტერპრეტირებული ენა. ის
არის კლიენტის მხარის სკრიფტული ენა, რომელიც front-end
დეველოფმენთისთვის გამოიყენება. JavaScript (JS) ყველა ბრაუზერისთვის
თავსებადია და ინტერაქტიული ვებ აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება,
ხშირად ისეთი ბიბლიოთეკების გამოყენებით, როგორიცაა jQuery და
ჩამოთვლილი front-end framework-ბი:
AngularJS, Ember.js, React,და სხვ.

JavaScript (JS) ასევე სერვერის მხარის ენად შეიძლება გამოიყენოთ Node.js


პლათფორმის გამოყენებით. ორი წლის წინ, Node.js ჯერ ისევ ახალგაზრდა იყო,
მაგრამ მისი საზოგადოება მას შემდეგ საკმაოდ გაიზარდა. JavaScript (JS)-ის
გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ ჰიბრიდული მობილური აპლიკაციები
phonegap framework-ების გამოყენებით, რადგან Facebook’s React Native
საშუალებას მოგცემთ შექმნათ მშობლიური მობილური აპლიკაცია JavaScript-ის
გამოყენებით.

პროგრამირების ენა “ჯავასკრიპტი” ძირითადად გამოიყენება


ფრონტ-ენდ ვებ დეველოპმენტში

ანაზღაურების საშუალო
ანაზღაურება
2020 ქვოტა
16
(აშშ-ში) 40K-188K 93K
პროგრამირების ენა
JavaScript

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და ინდუსტრიები

JavaScript დეველოპერები, ვებ დეველოპერები, პროგრამული ინჟინრები


იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, დიზაინის,
მარკეტინგის, ფინანსების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს
თანამშრომლები;

ძირითადი ორგანიზაციები: WordPress, Soundcloud, Khan Academy, Linkedin,


Groupon, Yahoo და სხვ;

სპეციალიზაციები და ინდუსტრიები, სადაც JavaScript ყველაზე ხშირად


გამოიყენება: Front End Website Development, Gaming Development;

17
პროგრამირების ენა
JavaScript

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


JavaScript პირველ რიგში ვებ დეველოფმენთში გამოიყენება სხვადასხვა
გვერდების ელემენტების მანიპულაციისთვის. ის მათ დინამიურს ხდის,
შეიცავს სქროლის საშუალებას, დროის და თარიღის ბეჭდვის, კალენდრის
შექმნის და სხვა დავალებების შესრულების საშუალებებს, რაც მარტივი
HTML-ით შეუძლებელია. მისი გამოყენება ასევე შეიძლება თამაშების და
API-ს შესაქმნელად.

ბრიტანეთში Cyber-Duck სააგენტო იყენებს სახალხო API-ს, რომელიც JavaS-


cript-ზე არის შექმნილი, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და
მომხმარებლებს ადგილობრივი სივრცის მიმოხილვის საშუალებას აძლევს.
Tweetmap, რომელიც პიტ სმარტმა და რობ ჰოუქსმა JavaScript-ის
გამოყენებით შექმნეს, წარმოადგენს მსოფლიო რუკას, რომელიც
პროპორციულად tweet-ების რაოდენობის ზომაზე არის მორგებული.

ენის ძირითადი სტრუქტურების მახასიათებლები

ძირითადი მახასიათებლების შესწავლა უფასოა;

მრავალმხრივი frameworks-ბი;

მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ jQuery-ს, JavaScript-ის


სრულყოფილ ბიბლიოთეკას;

18
პროგრამირების ენა
PHP: Hypertext Preprocessor

რას ნიშნავს პროგრამული ენა


PHP: Hypertext Preprocessor (PHP) ?
PHP არის PHP: Hypertext Preprocessor (PHP)-ის რეკურსული აკრონიმი, სერვერის
მხარის სკრიფტული ენა, რომელიც გამოიყენება დინამიური და
ინტერაქტიული ვებ გვერდების შესაქმნელად. სერვერი ამუშავებს PHP
ბრძანებებს, როცა ვებ საიტის სტუმარი გვერდს გახსნის, შემდეგ შედეგებს
სტუმრის ბრაუზერში აგზავნის.

ანაზღაურების საშუალო
ანაზღაურება
2020 ქვოტა

(აშშ-ში) 44K-144K 94K

19
პროგრამირების ენა
PHP: Hypertext Preprocessor

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და ინდუსტრიები

PHP დეველოპერები, PHP კომპიუტერული ინჟინრები;

გამოიყენება მრეწველობის მასშტაბით საინფორმაციო ტექნოლოგიების,


ინჟინერიის, დიზაინის, პროფესიონალური სერვისების, ჯანმრთელობის
დაზღვევის, მენეჯმენტის და ფინანსების ჩათვლით;

ძირითადი ორგანიზაციები: Facebook, Yahoo, CyberCoders, NextGen;

სპეციალიზაციები, სადაც PHP ყველაზე ხშირად გამოიყენება: Web Application


Development, Server-Side Scripting, Command Line Scripting;

20
პროგრამირების ენა
PHP: Hypertext Preprocessor

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი თუ რატომ უნდა ისწავლოს დღეს
პროგრამისტმა PHP არის ის, რომ მარტივია და სწრაფად შეიძლება
კონკრეტული ამოცანის გადაჭრა და საიტის გაკეთება ის ასევე გამოიყენება
აპლიკაციის დეველოფმენთში დინამიური გვერდის კონტენტის
გენერაციისთვის.

PHP არის LAMP პლათფორმის ნაწილი, რომელსაც Facebook-ი და Yahoo იყენებს.


პლათფორმები, როგორიცაა Joomla, WordPress and Drupal PHP ენას იყენებენ.

მახასიათებლები

სასწავლად ადვილი (კოდში HTML-ის


ჩამონტაჟების მსგავსად ადვილი);

თავსუფალი და ოუფენსორსი;

შეიძლება თითქმის ყველა ძირითად


ოპერატიულ სისტემაზე და ვებ სერვერზე
გამოყენება;

21
პროგრამირების ენა Python

რას ნიშნავს პროგრამული ენა Python ?


პითონი არის მულტიპარადიგმული, ზოგადი დანიშნულების,
ინტერპრეტირებული, მაღალი დონის პროგრამირების ენა. პითონი
პროგრამებს სხვადასხვა პროგრამული სტილის გამოყენების საშუალებას
აძლევს მარტივი ან რთული პროგრამების შესაქმნელად, სწრაფი შედეგის
მისაღებად და კოდის დასაწერად თითქმის ადამიანურ ენაზე.

პროგრამირების ენა “პითონი” ყველაზე პოპულარული


პროგრამული ენაა, რომელიც ამერიკის ტოპ უნივერსიტეტებში
შესავალ კურსად ისწავლება

ანაზღაურების საშუალო
ანაზღაურება
2020 ქვოტა

(აშშ-ში) 64K-113K 102K


22
პროგრამირების ენა Python

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და ინდუსტრიები

პითონის დეველოპერები, კომპიუტერული ინჟინრები, back end


დეველოპერები, პითონის პროგრამისტები, მას აქვს კარგი
ინსტრუმენტები მონაცემების მოსაპოვებლად.
იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო,
პროფესიონალური სერვისების და დიზაინის სფეროს
თანამშრომლები. გარდა ამისა, ის განსაკუთრებით პოპულარულია
აკადემიურ საზოგადოებაში მეცნიერული გამოთვლებისთვის,
მონაცემთა ანალიზისთვის და ბიოინფორმატიკისთვის.

ძირითადი ორგანიზაციები

Google, Pinterest, Instagram, YouTube, DropBox, NASA, ESRI;

სპეციალიზაციები და ინდუსტრიები

ვებ და ინტერნეტ დეველოფმენთი (framework-ები, მიკრო frame-


work-ები და პროგრესული კონტენტ მენეჯმენტ სისტემები);
სამეცნიერო და რიცხვითი გამოთვლები; დესქთოფის
გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისები (GUIs);
23
პროგრამირების ენა Python

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


პითონი სწრაფად მუშაობის საშუალებას მოგცემთ სისტემების
ინტეგრაციისთვის როგორც სკრიფტული ენა.

ის გამოიყენება Rapid Application Develop (RAD)-ვისაც.

თამაშს Civilization 4 მთელი შიდა ლოგიკა, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით,


პითონზე აქვს შესრულებული.

NASA იყენებს პითონს თავის ინტეგრირებულ დაგეგმვის სისტემებში როგორც


სტანდარტულ სკრიფტულ ენას.

მახასიათებლები

ადვილად სასწავლი და ადვილად წასაკითხი;

ასოციაცირებული ვებ framework-ებივებზე დაფუძნებული აპლიკაციების


დეველოფმენთისთვის;

თავისუფალი ინტერპრეტირებული და სტანდარტული ბიბლიოთეკა,


რომელიც ხელმისაწვდომია source-ში ან binary-ში ძირითად
პლათფორმებზე;

24
პროგრამირების ენა Ruby

რას ნიშნავს პროგრამული ენა Ruby?


Ruby არის open source-ი, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა,
რომელიც Yukihiro “Matz” Matsumoto -მ შექმნა. Ruby ისეთნაირად არის
შექმნილი, რომ დეველოპერებმა შეძლონ გართობაც და პროდუქტიული
მუშაობაც. პროგრამირების ეს ენა ყურადღებას სიმარტივეზე და
პროდუქტიულობაზე ამახვილებს, Ruby-ის შექმნის ინსპირაცია მოდის
პროგრამირების ენებიდან: Lisp, Smalltalk and Perl. Ruby არის ობიექტზე
ორიენტირებული, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოიყენოთ პროცედურული და
ფუნქციონალური სტილით სარგებლობის დროსაც.

Ruby პოპულარული გახდა Ruby on Rails framework -ით, ვებ framework-ის სრული
კომპლექტით, რომელიც პროგრამირების ბედნიერებისთვის არის
ოპტიმიზებული. რადგან Ruby ინგლისურის და Rails-ის მსგავსად იკითხება, მას
აქვს ისეთი ინსტრუმენტები, რაც აადვილებს ზოგადი დეველოფმენტის
დავალებებს.

პროგრამირების ენა “რაბი” პოპულარული გახადა მისმა


“ფრეიმვორქმა”, რომელიც მაქსიმალურადაა ოპტიმიზირებული
პროგრამისტთა ბედნიერებისთვის

ანაზღაურების საშუალო
ანაზღაურება
2020 ქვოტა

(აშშ-ში) 40K-129K 92K


25
პროგრამირების ენა Ruby

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და ინდუსტრიები

Ruby on Rails დეველოპერები, პროგრამული ინჟინრები, დატა მეცნიერების


ინჟინრები;

იყენებენ ტექნოლოგიის, საინჟინრო, პროფესიონალური სერვისების,


დიზაინის, მეცნიერების და ხარისხის კონტროლის სფეროს
თანამშრომლები;

სპეციალიზაციები და ინდუსტრიები

ვებ აპლიკაციების დეველოფმენტი, რობოტიქსი, ქსელი, სისტემური


ადმინისტრაცია და უსაფრთხოება;

26
Ruby პროგრამირების ენა

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


Ruby გამოიყენება სიმულაციისთვის, 3D მოდელირებისთვის და
ინფორმაციის მართვისა და კონტროლისთვის. Basecamp, Amazon, Twitter და
Groupon შექმნილია Ruby on Rails-ის გამოყენებით. NASA იყენებს Ruby-ს
სიმულაციების ჩასატარებლად.

ინტუიციური და მოქნილი ენა.

სრულიად ობიექტზე ორიენტირებული ენა (შეუძლია მეთოდის


დაკავშირების გამოყენება)

27
Structured Query Language (SQL)

რას ნიშნავს Structured Query Language (SQL)?


SQL (“Sequel”) ან Structured Query Language (SQL) არის სტანდარტული
კომპიუტერული ენა რელაციური მონაცემთა მართვისთვის. თუმცა SQL
პალიკაციების შესაქმნელად ვერ გამოიყენება, ის გამოიყენება მონაცემთა
მოძიების, ჩასმის, განახლების და შეცვლისთვის იმ აპლიკაციებში,
რომლებიც იყენებენ რელატიური მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებს
(RDMS).

უმეტესობა რელატიურ მონაცემთა ბაზას აქვს SQL-ის მხარდაჭერა.


რელაციური ბაზები არ არის ინფორმაციის შენახვის და დამუშავების
ერთადერთი მეთოდი, თუმცა ყველაზე გავრცელებულია რადგან ისინი
ხშირად ითხოვენ მონაცემთა ბაზის მხარდაჭერას ბევრ სხვადასხვა
პლათფორმაზე. მონახემთა ბაზის ადმინისტრატორი ცალკე პროფესიაა.ის
მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში.

ის პირველად 1970 წელს IBM-ში შექმნეს Raymond Boyce-მა და Donald Chamber-


lin-მა. SQL კომერციულად გამოუშვა Relational Software Inc-მა 1979 წელს. (ახლა
ცნობილია Oracle Corporation-ის სახელწოდებით). ახლანდელი სტანდარტული
SQL -ის ვერსია არის ნებაყოფლობითი, ვენდორებთან შეთანხმებადი და
American National Standards Institute (ANSI)-ის მიერ კონტროლირებადი.
მთავარი ვენდორების უმეტესობას ასევე აქვს დაპატენტებული ვერსიებიც,
რომლებიც გაერთიანებულია და შექმნილია ANSI SQL-ზე. მაგალითად: PL/SQL
(Oracle), and Transact-SQL (T-SQL) (Microsoft).
28
Structured Query Language (SQL)

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?

SQL ის ძალიან მოსახერხებელია მონაცემების დამუშავებისათვის. მისი


კარგი ცოდნა პროგრამისტს აძლევს საშუალებას შექმნას ისეთი სისტემა
რომელიც მოიხმარს მცირე რესურსებს ინფორმაციის დიდი მოცულობის
მართვისას. ის არის „de facto standard“ მონაცემთა ბაზის ენა, რომელიც
ყოველთვის პროგრამირების სხვა ენასთან გამოიყენება. SQL პროგრამები
ორგანიზაციების მიერ გამოიყენება მათთვის აუცილებელი ინფორმაციის
შესახვისა და მართვისათვის, მათ შორის სტატისტიკის დამუშავებისთვის.
არის SQL სისტემების რამოდენიმე კომერციული მწარმოებელი Oracle, Micro-
soft (MS SQL), Sybase და ა.შ

ასევე არსებობს ბევრი უფასო სისტემა MySQL ეკუთვნის Oracle_ს, MariaDB


(MySQLის ერთ ერთი კლონია რომელსაც აფინანსებს Linux კონსორციუმი),
Postgres. SQLight უფასო, ღია კოდიანი სისტემა, რომელიც გამოიყენება მცირე
აპლიკაციებში და “ჩაშენებულ” სისტემებში.

29
HTML
(HyperText Markup Language)

რა არის HTML (HyperText Markup Language)?


HTML არის სტანდარტული მარქაფის ენა, რომელიც ვებ გვერდების
შესაქმნელად გამოიყენება. ის უზრუნველყოფს ტექსტის და
გამოსახულებების სწორ ფორმატირებას (თეგების გამოყენებით), ისე, რომ
ინტერნეტ ბრაუზერებს შეუძლიათ მათი დემონსტრირება სხვადასხვა
მოწყობილობებზე, რომლებიც (მათი პარამეტრებიფიზიკუერი პარამეტრები)
ვეგვერდის ავტორისათვის წინასწარ არაა ცნობილი.

ძირითადი ორგანიზაციები

HTML-ის საფუძვლების შესწავლა და გამოყენება ადვილია;

თავისუფალია და ხელმისაწვდომი;

30
HTML
(HyperText Markup Language)

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


HTML გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტების შესაქმნელად
(გვერდების), რომელთა ონლაინ დემონსტრირება ხდება. ესტუმრეთ
ნებისმიერ გვერდს და ნახავთ HTML-ის მუშაობას.

დღევანდელი საიტების სტრუქტურის და გამოსახულების მრავალფეროვნება


და სირთულე შესაძლებელია HTML-ის საშუალებით.

მახასიათებლები

HTML-ის საფუძვლების შესწავლა და


გამოყენება ადვილია;

თავისუფალია და ხელმისაწვდომი;

მრავალფეროვანი ვერსიები
არის ხელმისაწვდომი;

31
Objective – C (ObjC)

რას ნიშნავს Objective – C (ObjC)?


Objective – C (ObjC) არის მარტივი, ზოგადი დანიშნულების და ობიექტზე
ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება OS X და iOS
ოპერატიულ სისტემებში და მათი აპლიკაციების პროგრამულ
ინტერფეისებში (APIs).

Objective-C არის ობიექტზე ორიენტირებული, ზოგადი დანიშნულების და


ამატებს ახალი ენის მახასიათებლებს C პროგრამირების ენაში.
თავდაპირველად ის შეიქმნა 1980 წელს, Objective-C-ს იყენებდა ზოგიერთი
ძველი ოპერატიული სისტემა.

OBJECTIVE
C

32
Objective – C (ObjC)

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და ინდუსტრიები

IT და ვებ კონტენტ ადმინისტრატორები, iOS და ანდროიდ მობილური


დეველოპერები, პროგრამული ინჟინრები;

იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, მენეჯმენტის,


ჯანმრთელობის დაცვის და დიზაინის სფეროს თანამშრომლები;

ძირითადი ორგანიზაციები

Apple, CyberCoders

სპეციალიზაციები

პროგრამული უზრუნველყოფა

33
Objective – C (ObjC)

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


Objective-C-ს უპირველეს ყოვლისა იყენებენ დეველოპერები აპლიკაციების
შესაქმნელად iOS და OS X-თვის.

Twitter და Facebook-დან დაწყებული Wells Fargo და Mint-ით დამთავრებული,


objective-C არის ყველაზე უფრო გამოყენებადი ენა ეფლის პროდუქტებისთვის
პროგრამების დასაწერად.

მახასიათებლები

გაზრდილი მოქნილობა დინამიურ ბეჭდვასთან ერთად

ხშირად გამოიყენება ისეთ framework-თან, როგორიცაა Cocoa ან


Cocoa Touch

საუკეთესო პირველი ენა დამწყები პროგრამისტებისთვის.

34
პროგრამირების ენა Swift

რა არის პროგრამირების ენა Swift?


Swift არის ეფლის უახლესი open-source, მულტი პარადიგმების
პროგრამირების ენა iOS და OS X აპლიკაციებისთვის. Swift-ი აერთიანებს
Objective-C-ს დასახელებულ პარამეტრებს და ობიექტზე ორიენტირებულ
მოდელს, ასევე მოიცავს პროგრესულ კომპილატორს, დებაგერს და framework
ინფრასტრუქტურას.

ანაზღაურების საშუალო
ანაზღაურება
2020 ქვოტა

(აშშ-ში) 44K-114K 79K

35
პროგრამირების ენა Swift

ვინ იყენებს მას?


პროფესიები და ინდუსტრიები

Swift პლათფორმის დეველოპერები, iOS მობილური აპლიკაციების


დეველოპერები, პროგრამული, დეველოპერები, უფროსი პროგრამისტები,
დატა ინჟინრები.

საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო, დიზაინის, მენეჯმენტის და


პროფესიონალური სერვისების სფეროები.

ძირითადი ორგანიზაციები

Apple, Getty Images, Slack, Dow Jones, Playlist Media

სპეციალიზაციები, სადაც უმეტესად Swift -ი გამოიყენება: პროგრამული


დეველოფმენტი

36
პროგრამირების ენა Swift

რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?


Swift-ს უპირველეს ყოვლისა დეველოპერები იყენებენ
აპლიკაციების შესაქმნელად iOS და OS X-თვის.

Dow Jones ხელახლა წერს მის მობილურ Wall Street Journal


აპლიკაციას Swift-ის გამოყენებით.

Getty Images ქმნის მის სამომხმარებლო აპლიკაციას, Stream-ს,


Swift-ის გამოყენებით.

მახასიათებლები

აქვს playgrounds-ის მხარდაჭერა, მახასიათებელი,


რომელიც პროგრამისტებს ექსპერიმენტის და
დაუყოვნებელი შედეგების საშუალებას აძლევს.

ადვილად გასაგები სინტაქსი

იდეალურია პროდუქციისთვის მზა კოდის დასაწერად.

37
სარჩევი

რა არის კომპიუტერული პროგრამირების ენები? ...................................................1

დინამიური ენები ............................................................................................................2

სტატიკური ენები ............................................................................................................3

C პროგრამირების ენა (C) .............................................................................................4

C++ პროგრამირების ენა ..............................................................................................7

C# (C Sharp) პროგრამირების ენა ..............................................................................10

Java პროგრამირების ენა ............................................................................................13

JavaScript (JS) პროგრამირების ენა .............................................................................16

PHP: Hypertext Preprocessor (PHP) ..................................................................................19

Python პროგრამირების ენა ........................................................................................22

Ruby პროგრამირების ენა ...........................................................................................25

Structured Query Language (SQL) ....................................................................................28

HTML (HyperText Markup Language) ................................................................................31

Objective – C (ObjC) .........................................................................................................33

Swift პროგრამირების ენა ...........................................................................................36

38
www.youtube.com/
Study@itstep.org
ITAcademyStep

0160, თბილისი, +995 322 15 55 51


ალექსანდრე ყაზბეგის
გამზირი 34/34 ბ

www.facebook.com/itstep.ge https://ge.itstep.org/

You might also like