Professional Documents
Culture Documents
ბერდიაევი ნიკოლაი - რევოლუცია ცოდვების გამოსყიდვაა
ბერდიაევი ნიკოლაი - რევოლუცია ცოდვების გამოსყიდვაა
თქვენმა წერილმა არცთუ იოლი ამოცანის წინაშე დამაყენა. უპირველეს ყოვლისა, მინდა
გითხრათ, რომ საზღვარგარეთ მყოფი, ჩემს მოვალეობად ვთვლი შეძლებისდაგვარად
გადავიტანო რუსთა ყურადღება პოლიტიკითა და სხვა და სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებათა
ურთიერთშორის წვრილმანი ბრძოლებით უკიდურესი გატაცებისაგან და მივაქციო
სულიერი ცხოვრებისა და სულიერი ინტერესებისაკენ. რუსეთსიც და მსოფლიოშიც უნდა
დაიწყოს მოძრაობა იზმირის სიღრმეებისაკენ. უდიდეს კატასტროფებს, ომებსა და
რევოლუციებს უნდა მოჰყვეს სულიერი აღორძინება და უძრაობა. ვფიქრობ, არა მარტო
რუსეთი, არამედ ევროპაც და მთელი მსოფლიოა შეპყრობილი მძიმე სულიერი
მდგომარეობით, სისხლიანი განხეთქილებისა და ურთიერთის სიძულვილის სენით. მეტად
ღრმად შეტოპეს ცხოვრების ჭეშმარიტი საფუძვლებისაგან დაშორებით და
ანტიქრისტიანული საწყისების გამარჯვებით. მე მწამს ევროპის სიჯანსაღისა და გამძლეობის
და ევროპის ერებისაგან არ მოველი ჩვენს რუსეთისადმი ტკივილებისაგან განკურნებას.
რუსეთის ხსნა თვით რუსეთის შიგნიდან უნდა მოვიდეს, თვით რუსი ხალხის წიაღიდან და
ამას წინ უნდა უძღოდეს რუსთა სულიერი გარდაქმნა და განახლება, სარწმუნოებრივი
აღორძინება. მე მწამს, რომ რუსეთში ჯერ კიდევ წარმოებს მოლეკულარული პროცესი,
რომელმაც უნდა მიიყვანოს იგი სიკვდილიდან სიცოცხლეში. რუსეთში ამჟამად არ არსებობს
არანაირი ორგანიზებადი საზოგადოებრივი ძალა, რომელსაც ექნებოდა ხელისუფლების
მოპოვების ნება და შესძლებდა, მიეღო ძალაუფლება. ქვეყანაში არსებული კომუნისტების
ხელისუფლება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ზოგადსამეურნეო კომუნიზმთან, არც
ხალხის სულიერ წყობასთან, წარმოადგენს რუსეთში არსებულ ერთადერთ
2
სახელმწიფოებრივ ხელისუფლებას. და ეს ერთადერთი ხელისუფლება, თავისი იდეებითა
და პრაქტიკით ანტისახელმწიფოებრივი ხასიათისა, განგების ნებით იძულებულია ატაროს
მთელი რიგი სახელმწიფოებრივი ფუნქციებისა. ქვეყნის არსებობა არ შეიძლება იყოს
წყვეტილი, მას არ შეუძლია შეწყვიტოს თავისი არსებობა ოთხი წლით, ან კიდევ უფრო დიდი
ხნით.
ერთი რამ ჩემთვის უეჭველია: ყოველი რუსი მტკიცედ უნდა იდგეს იმ აზრზე, რომ რუსეთის
ბედი მხოლოდ რუსეთის საშინაო საქმეა, რომ ჩვენი ცოდვა და ჩვენი უბედურება,
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შინაური საქმეა.