You are on page 1of 4

საგანი - ისტორია

მასწავლებლები - ქეთევან სიხარულიძე, რევაზ ცინცაძე.

 გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1 სთ. და 20 წთ.


 სწავლება ეროვნული გამოცდების შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და
დამატებითი მასალებით, რომლებიც წარმოდგენილია ციფრული ფორმატით :
PPT, Word.
 ყოველ ორ კვირაში ტარდება ეროვნული გამოცდის ფორმატის შემაჯამებელი
ტესტირება, ხოლო ყოველი ორი გაკვეთილის შემდეგ თემატური ქვიზი.
 პროგრამა ისეა გადანაწილებული და დაგეგმილი, რომ ბოლო 2 თვე მხოლოდ
გამეორებასა და ეროვნული გამოცდის ფორმატის გამოცდებს ეთმობა.
 სწავლება შესაძლებელია დისტანციურადაც, Online რეჟიმში.
 სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დადგინდება აბიტურიენტის
საშუალო ქულა და ის მაჩვენებელი, რომლის მიღებაც გამოცდაზეა
მოსალოდნელი.
 სასწავლო პროცესი პასუხობს სწავლების თანამედროვე გამოწვევებს:
კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა, ანალიზი, უკუკავშირი, მიზეზ-
შედეგობრიობა, ფაქტოლოგია.
 მოსწავლეები ეტაპობრივად ეუფლებიან ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებულ
დავალებებს :რუკა, ტექსტის გააზრება, ბრძოლის სქემა და წყარო,
კარიკატურა დაშ. სასწავლო წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში მიღებულ
ცოდნას პრაქტიკაში სისტემატიურად იყენებენ.

მოკლე ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ:

ქეთევან სიხარულიძემ
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი. 2018 წლიდან არის
საბჭოთა წარსულის კვლევის
ლაბორატორიის თანამშრომელი.
2019 წლიდან მუშაობდა თბილისის
მწვანე სკოლაში ისტორიის
მასწავლებლად. ასევე ასწავლის ისტორიას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში.
ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა მაღალ ქულაზე
(51/60). არის რამდენიმე პუბლიკაციის, მოხსენების და წიგნის ავტორი და
შემდგენელი, მათ შორის: წიგნები - „440 დღე საქართველოს
დამოუკიდებლობამდე (1917-1918 წწ)“, წიგნი 2019 წელს წარდგენილი იყო
ფრანკფურტის ფესტივალზე, ხოლო 2020 წელს წარდგენილი იყო
ლიტერატურულ კონკურსზე „საბა“.წარდგენილი იყო ლიტრატურულ პრემია
„ლიტერაზე“. სტატიები: : „ლენინის დატირება თბილისურად“, „გურიის 1919
წლის აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ“, „ლენინის
გარდაცვალება და ქართული ინტელიგენცია,“ „ქართული პოლიტიკური ემიგრაცია
საბჭოთა ქართულ სატირულ პრესაში ჟურნალ „ტარტაროზის“ მაგალითზე 1926-1930
წ.წ“, „საბჭოთა ბელადების დესაკრალიზაცია ჟურნალ „ნიანგის“ მაგალითზე“.

რევაზ ცინცაძემ 2019 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
არის ისტორიის უფროსი მასწავლებელი.
ასწავლიდა რამდენიმე სკოლაში.
2018 წლიდან ამზადებს აბიტურიენტებს, რომელთა აბსოლუტურ
უმრავლესობას ჰქონდა მაღალი ქულა.
ამჟამად ასწავლის ისტორიას ქართულ-ავსტრიულ სკოლაში „ფესვები“.
2020 წლიდან არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ისტორიის
გამოცდის გამსწორებელი.

მასწავლებლები იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, საყოველთაოდ


აღიარებულ სახელმძღვანელოებსა და საკუთარ მასალებს. თითოეულ
მოსწავლესთან შემუშავდება ინდივიდუალური მიდგომა, სწავლების
განრიგი, პირობები და ა.შ. მოსწავლის მონდომების შემთხევაში მაღალი
შედეგი გარანტირებულია.
სასწავლო პროგრამა წინასწარ დაგეგმილია ისე, რომ ბოლო 2 თვე
მხოლოდ გამეორებასა და ეროვნული გამოცდის ფორმატის ტესტებზე
მუშაობას ეთმობა. ყოველ ორ კვირაში გავლილი მასალის შემაჯამებელი
გამოცდა, ეროვნული გამოცდის მსგავსი. სასწავლო პროცესის დასრულების
შემდეგ დგინდება აბიტურიენტის საშუალო ქულა და მაქსიმალურად ზუსტი
პროგნოზი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე : 577- 59-77-67
ქეთევან სიხარულიძე
რევაზ ცინცაძე - 577 95 11 05

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like