Professional Documents
Culture Documents
ჩემოდანი. უცხოელი ქალი - სერგეი დოვლატოვი..
ჩემოდანი. უცხოელი ქალი - სერგეი დოვლატოვი..
სერგეი დოვლატოვი
ჩემოდანი.
უცხოელი ქალი
2 მკითხველთა ლიგა
ჩემოდანი
3 მკითხველთა ლიგა
შესავალი
4 მკითხველთა ლიგა
წიგნები? თუმცა, ძირითადად, აკრძალული წიგნები მქონდა,
რომელთაც საბაჟოზე არც გამატანინებდნენ. ავდექი და, ეგრეთ
წოდებულ არქივთან ერთად, ახლობლებს დავურიგე.
ხელნაწერები? დიდი ხანია, საიდუმლო გზებით გავაგზავნე
დასავლეთში.
ავეჯი? საწერი მაგიდა საკომისიოში ჩავაბარე. სკამები მხატ-
ვარმა ჩეგინმა წაიღო, რომელიც მანამდე ყუთებზე იჯდა. დანარ-
ჩენი გადავყარე.
აი, ასე წავედი ერთი ჩემოდნით. ფანერის, ნაჭერგადაკრული
ჩემოდნით, რომელსაც კუთხეებში ნიკელის სამაგრები ჰქონდა.
საკეტი არ მუშაობდა. ავდექი და ტრუსის რეზინით შევკარი.
ოდესღაც პიონერთა ბანაკს ვესტუმრე ამ ჩემოდნით. სახურავ-
ზე მელნით ეწერა: „უმცროსი ჯგუფი. სერიოჟა დოვლატოვი“. იქვე
ვიღაცას ხუმრობით მიეჯღაბნა „მძღნერიჭამია“. ნაჭერი გახეული
იყო. ალაგ-ალაგ სახურავს შიგნიდან ფოტოები ჰქონდა აწებებუ-
ლი. როკი მარჩიანო, ლუი არმსტრონგი, იოსიფ ბროდსკი, ლო-
ლობრიჯიდა – გამჭვირვალე ტანსაცმელში. მებაჟე ფრჩხილებით
ცდილობდა ლოლობრიჯიდას ახევას. ბოლოს და ბოლოს, ცოტა-
თი დაკაწრა.
ბროდსკის არც შეხებია. მხოლოდ იკითხა – ეს ვინააო? შო-
რეული ნათესავია-მეთქი, ვუპასუხე.
თექვსმეტ მაისს იტალიაში ამოვყავი თავი. ვცხოვრობდი რო-
მის სასტუმრო „დინაში“. ჩემოდანი საწოლის ქვეშ მოვათავსე.
ცოტა ხანში მცირე ჰონორარი მივიღე რუსული ჟურნალები-
დან. შევიძინე ცისფერი სანდლები, ფლანელის ჯინსი და ოთხი
ტილოს პერანგი. ჩემოდანი არც გამხსენებია.
სამი თვის შემდეგ შეერთებულ შტატებში გადავბარგდი, ნიუ-
იორკში. თავიდან სასტუმრო „რიოში“ ვცხოვრობდი, მერე –
ფლაშინგში, მეგობრებთან. ბოლოს ნორმალურ რაიონში ვიქი-
5 მკითხველთა ლიგა
რავე ბინა. ჩემოდანი კედლის კარადის კუთხეში დავდე. ტრუსის
თოკი არც კი გამიხსნია.
ოთხი წელი გავიდა. აღდგა ჩემი ოჯახი. ჩვენი ქალიშვილი ამე-
რიკელ გოგონად იქცა. შეგვეძინა ბიჭუნა. წამოიზარდა და გა-
ცელქდა. ერთხელ მოთმინებიდან გამოსულმა ჩემმა ცოლმა უყ-
ვირა:
– ახლავე შედი კარადაში!
ბიჭუნამ სამი წუთი გაატარა იქ. მერე გამოვუშვი და ვეკითხები:
– შეგეშინდა? იტირე?
ის კი მეუბნება:
– არა. ჩემოდანზე ვიჯექი.
აი, მაშინ გამოვიღე ჩემოდანი და გავხსენი. ჩემოდანში კარ-
გად შენახული ორბორტიანი კოსტიუმი იდო, რომელიც ინტერ-
ვიუების, სიმპოზიუმების, ლექციების, სადღესასწაულო მიღებე-
ბისათვის მქონდა გათვალისწინებული. მგონი, ნობელის პრემი-
ის ცერემონიალისთვისაც გამომადგებოდა. იქვე პოპლინის პე-
რანგი და ქაღალდში გახვეული ფეხსაცმელი ეწყო. ქვემოთ – ხე-
ლოვნური ბეწვით გაწყობილი ველვეტის ქურთუკი, წავის ბეწვის
ზამთრის ქუდი, სამი წყვილი კრეპის ფინური წინდა, მძღოლის
ხელთათმანები და ბოლოს – ოფიცრის ტყავის ქამარი.
ჩემოდნის ძირზე ოთხმოცი წლის მაისის „პრავდის“ გვერდი
ეფინა. მსხვილი შრიფტით აწყობილი სათაური იუწყებოდა: „დი-
ად სწავლებას – სიცოცხლე!“ ცენტრში – კარლ მარქსის ფოტო.
სკოლაში მსოფლიო პროლეტარიატის ბელადთა პორტრეტე-
ბის ხატვა მიყვარდა, განსაკუთრებით – მარქსისა. მელნის გად-
ღაბნაც კი საკმარისი იყო, უკვე ჰგავდა...
დავათვალიერე ცარიელი ჩემოდანი. ძირზე – კარლ მარქსი,
სახურავზე – ბროდსკი. მათ შორის კი – დაკარგული, დაუფასებე-
ლი, უქმად გატარებული ცხოვრება.
6 მკითხველთა ლიგა
დავხურე ჩემოდანი. შიგნით ხმაურით დაგორავდნენ ნაფტა-
ლინის ბურთულები. ნივთები გროვად ეყარა სამზარეულოს მაგი-
დაზე. აი, ყველაფერი, რაც ოცდათექვსმეტ წელიწადში დავაგრო-
ვე, სამშობლოში გატარებული სიცოცხლის მანძილზე. გავიფიქ-
რე – ნუთუ, ესაა ყველაფერი? და პასუხიც გავეცი – ჰო, ესაა.
და, აი, უცებ მოგონებები მომაწვა. ისინი აქამდე, ალბათ, ამ
უბადრუკი ძონძების ნაკეცებში იმალებოდნენ. ახლა კი, თავი წა-
მოყვეს მოგონებებმა, რომლებსაც ასე დავარქმევდი – „მარქსი-
დან ბროდსკიმდე“. ან, თუნდაც – „რა მოვიპოვე“. ანდა, ვთქვათ,
უბრალოდ – „ჩემოდანი...“
თუმცა, როგორც ყოველთვის, შესავალი გამიგრძელდა...
7 მკითხველთა ლიგა
კრეპის ფინური წინდები
8 მკითხველთა ლიგა
ადამიანების დაყოფა ორ კატეგორიად შეიძლება: ისინი, რომ-
ლებიც კითხვებს სვამენ, და ისინი, რომლებიც პასუხობენ. ერ-
თნი, რომლებიც გამუდმებით კითხვებს იძლევიან, და მეორენი,
რომლებიც პასუხად გაღიზიანებულები იჭმუხნებიან.
მეგობრები ასიას არაფერს ეკითხებოდნენ, მე კი მხოლოდ
იმას ვაკეთებდი, რომ სულ ვეკითხებოდი:
– სად იყავი? მეტროში ვის მიესალმე? საიდან – ფრანგული
სუნამო?..
ადამიანების უმრავლესობას გადაუჭრელად მიაჩნია ის პრობ-
ლემები, რომელთა გადაჭრაც ხელს არ აძლევს. ჰოდა, გაუთა-
ვებლად სვამენ კითხვებს, თუმცა მართებულ პასუხებს არც მოით-
ხოვენ...
მოკლედ, მომაბეზრებლად და ტუტუცურად ვიქცეოდი.
გამიჩნდა ვალები, რომლებიც გეომეტრიული პროგრესიით
იზრდებოდა.
ნოემბრისთვის ოთხმოც მანეთს მიაღწია. ეს იმ დროისთვის
თავზარდამცემი რიცხვი იყო.
საკუთარ თავზე გამოვცადე, რა არის ლომბარდი თავისი
ქვითრებით, რიგები, ნაღვლიანი და დუხჭირი ატმოსფერო.
სანამ ასია გვერდით მყავდა, შემეძლო, არ მეფიქრა ვალებზე.
როგორც კი გამოვეთხოვებოდით, ეს დიდი დარდი იმ წამიდანვე
ნისლივით შემომერტყმებოდა ხოლმე და შთანმთქავდა.
დილაობით უბედურების შეგრძნებით ვიღვიძებდი. საათობით
ვაიძულებდი თავს ადგომასა და ჩაცმას. სერიოზულად ვგეგმავ-
დი საიუველირო მაღაზიის გაძარცვას.
დავრწმუნდი, რომ ღატაკი შეყვარებულის ყოველი აზრი დანა-
შაულებრივია.
იმ დროისათვის ჩემი აკადემიური მოსწრებაც მნიშვნელოვ-
ნად დაეცა. ასია სწავლით არც მანამდე ბრწყინავდა. დეკანატში
ჩვენს მორალურ სახეზე დაიწყეს ლაპარაკი.
9 მკითხველთა ლიგა
შევამჩნიე – როდესაც ადამიანი შეყვარებულია და ვალები
აქვს, მისი მორალი მთავარ განსასჯელ თემად იქცევა ხოლმე.
მოკლედ, ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.
ერთხელ ექვსი მანეთის საშოვნელად ქალაქში დავბორია-
ლობდი. ლომბარდიდან აუცილებლად უნდა გამომეტანა პალ-
ტო. დავინახე ფრედ კოლესნიკოვი.
ფრედი ელისეევის მაღაზიის მოაჯირს დაყრდნობოდა და სი-
გარეტს ეწეოდა. მე ვიცოდი, რომ გადამყიდველი იყო. ასიამ გა-
მაცნო. ოცდასამი წლის ბიჭი, სახეზე არაჯანსაღი ფერით, ლაპა-
რაკის დროს ნერვიულად ისვამდა ხოლმე თმაზე ხელს. დაუფიქ-
რებლად მივუახლოვდი:
– შეგიძლიათ, ხვალამდე ექვსი მანეთი მასესხოთ?
ფულს ყოველთვის აგდებული ტონით ვითხოვდი, რომ ადა-
მიანებისთვის უარის თქმა გამეადვილებინა.
– უპრობლემოდ, – თქვა ფრედმა და ჯიბიდან პატარა, კვად-
რატული საფულე ამოაძვრინა.
ვინანე, რომ მეტი არ ვთხოვე.
– მეტი აიღეთ, – შემომთავაზა ფრედმა.
მაგრამ სულელივით ვიუარე.
ფრედმა დაკვირვებით შემომხედა.
– მოდი, ვისადილოთ, – თქვა მან, – მინდა, დაგპატიჟოთ.
უბრალოდ და ბუნებრივად ეჭირა თავი. ყოველთვის მშურდა
მათი, ვინც ამას ახერხებს.
რესტორან „ჩაიკამდე“ სამი კვარტალი გავიარეთ. დარბაზი
ცარიელი იყო. ოფიციანტები კუთხის მაგიდასთან სიგარეტს ეწე-
ოდნენ.
ფანჯრები გაეღოთ და ფარდებს ქარი არხევდა გადავწყვიტეთ,
მოშორებული კუთხისაკენ წავსულიყავით, მაგრამ ფრედი ვერ-
ცხლისფერქურთუკიანმა ახალგაზრდამ შეაჩერა. ძალზე უცნაუ-
რი საუბარი გაიმართა:
10 მკითხველთა ლიგა
– გამარჯობა.
– მოგესალმებით, – უპასუხა ფრედმა.
– როგორაა საქმე?
– არანაირად.
ახალგაზრდამ გაწბილებით აზიდა წარბები.
– სულ არაფერი?
– აბსოლუტურად.
– ხომ გთხოვეთ.
– ვწუხვარ...
– შემიძლია, იმედი კიდევ მქონდეს?
– რა თქმა უნდა.
– იქნებ, ერთ კვირაში მოხერხდეს.
– ვეცდები.
– არის გარანტია?
– გარანტია არ არსებობს, მაგრამ მაინც ვეცდები.
– იმპორტული იქნება?
– ბუნებრივია.
– მაშინ, დამირეკეთ.
– აუცილებლად.
– გახსოვთ ჩემი ტელეფონის ნომერი?
– სამწუხაროდ, არა.
– ჩაიწერეთ, თუ შეიძლება.
– სიამოვნებით.
– თუმცა, ეს ტელეფონით სასაუბრო არაა.
– გეთანხმებით.
– იქნებ, პირდაპირ საქონლით შემოიაროთ.
– კარგი იქნება.
– გახსოვთ მისამართი?
– მგონი, არა...
და ასე შემდეგ...
11 მკითხველთა ლიგა
მოშორებული კუთხე შევარჩიეთ. უთოს მკაფიო ხაზები და-
ეტოვებინა ხორკლიან სუფრაზე.
ფრედმა თქვა:
– დააკვირდით ამ ფრაერს. ერთი წლის წინათ ჯვრიანი დელ-
ბანების პარტია შემიკვეთა.
გავაწყვეტინე:
– რაარის ჯვრიანი დელბანები?
– საათი, – მიპასუხა ფრედმა, – მაგას რა მნიშვნელობა აქვს...
ათჯერ მაინც მივუტანე საქონელი. არ იღებს. ყოველ მისვლაზე
რაღაცას იმიზეზებს. მოკლედ, ვერაფრით გადაწყვიტა. სულ
ვფიქრობდი, რა ხდებოდა და, უცებ მივხვდი, რომ არ უნდა ჯვრი-
ანი დელბანების ყიდვა. უნდა, უბრალოდ, თავი წარმოიდგინოს
ბიზნესმენად, რომელსაც უცხოური საქონლის პარტია სჭირდება.
უნდა, გაუთავებლად მეკითხებოდეს: „როგორაა ის საქმე, მე რომ
გთხოვეთ?...“
მიმტანმა გოგომ შეკვეთა მიიღო. გავაბოლეთ და დავინტე-
რესდი:
– ხომ შეიძლება, დაგიჭირონ?
ფრედი დაფიქრდა და მშვიდად მიპასუხა:
– გამორიცხული არაა. ისევ ჩემიანები გამყიდიან, – დაამატა
აუღელვებლად.
– მერე, არ ჯობს, შეეშვათ?
ფრედი მოიღუშა:
– ოდესღაც ექსპედიტორად ვმუშაობდი. თვეში ოთხმოცდაათ
მანეთზე ვცხოვრობდი...
უცებ წამოიწია და წამოიძახა:
– ეს მახინჯი საცირკო ნომერია!
– არც ციხეა უკეთესი.
– აბა, რა ვქნა? ნიჭი არ გამაჩნია. არც ოთხმოცდაათ მანეთად
დავიმახინჯებ თავს... კარგი, ცხოვრებაში შევჭამ ორი ათას კატ-
12 მკითხველთა ლიგა
ლეტს. გავცვეთ ოცდახუთ ნაცრისფერ კოსტიუმს. ჟურნალ „ოგო-
ნიოკის“ შვიდას ნომერს გადავფურცლავ და, მორჩა?! ისე ჩავ-
ძაღლდები, ერთხელაც ვერ მოვიოხებ გულს?!
ამ დროს სადილი და სასმელი მოგვიტანეს.
ჩემი ახალი მეგობარი ფილოსოფოსობას განაგრძობდა:
– დაბადებამდე უფსკრულია. სიკვდილის მერეც უფსკრულია.
ჩვენი ცხოვრება ქვიშის მარცვალია უსასრულობის ოკეანეში. ასე
რომ, შევეცადოთ, ეს წამი მაინც არ დავამძიმოთ სევდითა და
მოწყენილობით! შევეცადოთ, გული მოვიოხოთ. ჭაპანი კი საშუა-
ლო ადამიანებმა გასწიონ. მით უმეტეს, რომ ისინი არასოდეს
სჩადიან გმირობას. უფრო მეტიც – არც დანაშაულს სჩადიან.
კინაღამ ვუყვირე: „მერე, ჩაიდინეთ გმირობა!“ მაგრამ თავი
შევიკავე. სხვა თუ არაფერი, მის ხარჯზე ვსვამდი.
დაახლოებით ერთი საათი დავყავით რესტორანში. მერე
ვთქვი:
– უნდა წავიდე. ლომბარდი დაიკეტება.
და, მაშინ ფრედ კოლესნიკოვმა შემომთავაზა:
– გინდათ, წილში შემოხვიდეთ? ფრთხილად ვმუშაობ, ვალუ-
ტასა და ოქროს არ ვეკარები. გამოისწორებთ ფინანსურ მდგომა-
რეობას და შეეშვებით. მოკლედ, გადაწყვიტეთ... ახლა დავლი-
ოთ, ხვალ მოვილაპარაკოთ...
მეორე დღეს მეგონა, რომ მომატყუა, მაგრამ ფრედმა მხო-
ლოდ დაიგვიანა. სასტუმრო „ასტორიის“ წინ, გაუქმებულ შადრე-
ვანთან შევხვდით ერთმანეთს. მერე ბუჩქებს მივეფარეთ. ფრედ-
მა მითხრა:
– ახლა ორი ფინელი ქალი მოვა და საქონელს მოიტანს. გა-
აჩერეთ ტაქსი და მათთან ერთად ამ მისამართზე გაეშურეთ. თუ
არ ვცდები, ჩვენ ისევ „თქვენობით“ მივმართავთ ერთმანეთს,
არა?
– შენობით. რა საჭიროა ზედმეტი ცერემონიები?
13 მკითხველთა ლიგა
– მოკლედ, გააჩერე მანქანა და დააწექი ამ მისამართზე.
გაზეთის ნაგლეჯი ჩამიდო ჯიბეში და განაგრძო:
– რიმარი დაგხვდება. მისი ცნობა ადვილია. იდიოტური სიფა-
თი აქვს და ნარინჯისფერი ჯემპრი აცვია. ათ წუთში მეც მოვალ.
ყველაფერი ხოშიანად იქნება, ოქეი?!
– მე რომ ფინური არ ვიცი?!
– არა უშავს. მთავარია, გაიღიმო. მე წავიდოდი, მაგრამ აქ
ყველა მცნობს...
ფრედმა ხელი ჩამავლო მკლავში:
– აი, ისინიც! მიდი.
და ბუჩქებში მიიმალა.
ძალიან აღელვებული დავიძარი ქალებისაკენ. გლეხის ქა-
ლებს ჰგავდნენ – ფართო, გარუჯული სახეები ჰქონდათ. ღია ფე-
რის ლაბადები და ელეგანტური ფეხსაცმელები ეცვათ. ღია ფე-
რის თავსახვევები ეკეთათ. ორივეს დიდი, გაბერილი ჩანთა ეჭი-
რა. გეგონებოდა, შიგ ბურთები უწყვიათო.
როგორც იქნა, ხელების ქნევით მივანიშნე და ქალები ტაქსის
გაჩერებასთან მივიყვანე. რიგი არ იდგა. გაუთავებლად ვიმეო-
რებდი „მისტერ ფრედი, მისტერ ფრედი...“ და ერთ-ერთს სახე-
ლოზე ვექაჩებოდი.
– სადაა ეგ ტიპი, – უცებ გაბრაზდა ერთ-ერთი ქალი, – სად და-
იკარგა? რას აგვიბნია გზა-კვალი?!
– იცით რუსული?
– დედიკო რუსი მყავდა.
მე ვუთხარი:
– მისტერ ფრედს ცოტა აგვიანდება. მისტერ ფრედმა მთხოვა,
მასთან სახლში მიგიყვანოთ.
მოვიდა მანქანა. ვუთხარი მისამართი. მერე ფანჯარაში ყურე-
ბა დავიწყე. არასოდეს შემიმჩნევია, რომ გამვლელებს შორის ამ-
დენი მილიციონერი დადიოდა.
14 მკითხველთა ლიგა
ქალები ერთმანეთში ფინურად ლაპარაკობდნენ. ცხადია, უკ-
მაყოფილოები იყვნენ. მერე გაიცინეს და მეც გულზე მომეშვა.
სახლთან ნარინჯისფერ ჯემპრში გამოწყობილი კაცი მელოდა.
თვალი ჩამიკრა და მითხრა:
– აუ, რა სიფათები აქვთ!
– შენს თავს შეხედე, – გაბრაზდა შედარებით ახალგაზრდა
ილონა.
– რუსული იციან, – ვთქვი მე.
– ძალიან კარგი, – არ დაბნეულა რიმარი, – მშვენიერია. ეს
დაგვაახლოებს. მოგწონთ ლენინგრადი?
– არა უშავს, – უპასუხა მარიამ.
– ერმიტაჟში იყავით?
– ჯერ არა. ეგ სადაა?
– იქ, სადაც სურათები, სუვენირები და რაღაც-რუღაცეებია.
ადრე მეფეები ცხოვრობდნენ.
– უნდა ვნახოთ, – თქვა ილონამ.
– ერმიტაჟში არ ყოფილან! – აღშფოთდა რიმარი.
ოდნავ შეანელა კიდეც ნაბიჯები. თითქოს ზიზღს ჰგვრიდა
ასეთ უბრალო ქალებთან საქმის დაჭერა.
ავედით მეორე სართულზე. რიმარმა შეაღო ოთახის კარი,
ყველგან ჭურჭელი ეყარა. კედლებზე ფოტოები ეკიდა. დივანზე
უცხოური ფირფიტები ეწყო. ლოგინი აულაგებელი იყო.
რიმარმა შუქი აანთო და უცებ მოაწესრიგა იქაურობა. მერე
იკითხა:
– რა საქონელია?
– სჯობს, ის გვითხრა, მყიდველი სადაა?
იმწამსვე შემოაბიჯა ფრედ კოლესნიკოვმა. ხელში გაზეთი ეჭი-
რა. მშვიდი და, შეიძლება ითქვას, გულგრილი სახე ჰქონდა.
– გამარჯობა, – მიესალმა ქალებს.
მერე რიმარს მიუბრუნდა:
15 მკითხველთა ლიგა
– რასა ჰგვანან. შებმა ხო არ დაუწყე?
– მე?! – აღშფოთდა რიმარი, – ხელოვნებაზე ვსაუბრობდით.
ხო, მართლა, რუსული იციან.
– ძალიან კარგი, – თქვა ფრედმა, – საღამო მშვიდობისა,
ქალბატონო ლენარტ. როგორა ხართ, ილონა?
– არა გვიშავს, გმადლობ.
– რატომ არ თქვით, რუსული თუ იცოდით?
– ვინ გვკითხა, რო?
– ჯერ უნდა დავლიოთ, – გამოაცხადა რიმარმა და კარადიდან
კუბური რომი გამოაძვრინა.
ქალებმა სიამოვნებით შესვეს. რიმარმა ისევ დაასხა.
როდესაც სტუმრები ტუალეტში გავიდნენ, რიმარმა თქვა:
– ყველა ფინელი ერთმანეთს ჰგავს.
– მით უმეტეს, რომ ესენი დები არიან, – აგვიხსნა ფრედმა.
– ასეც ვფიქრობდი... ხო, მართლა, ქალბატონ ლენარტის სი-
ფათი მაეჭვებს.
ფრედმა დაუცაცხანა:
– შენ გამომძიებლის სიფათის გარდა, ყველა სიფათი გაეჭ-
ვებს!
ქალები მალე შემობრუნდნენ. ფრედმა სუფთა პირსახოცი მი-
აწოდა. ქალებმა ფუჟერები ასწიეს და იმ დღეს მეორედ გაიღიმეს.
ჩანთები მუხლებზე ეწყოთ.
– ვაშა, – თქვა რიმარმა, – გაუმარჯოს გერმანიაზე ჩვენს გა-
მარჯვებას!
ჩვენ დავლიეთ. დალიეს ქალებმაც. იატაკზე რადიოლა იდგა.
ფრედმა ჩართო.
– თქვენი საყვარელი მწერალი? – უკვე თავს აბეზრებდა რი-
მარი სტუმრებს.
ქალებმა მოილაპარაკეს. მერე ილონამ თქვა:
– ალბათ, კარიალაინენი.
16 მკითხველთა ლიგა
რიმარმა მოწყალედ გაიღიმა იმის ნიშნად, რომ მოუწონა და-
სახელებული კანდიდატურა, თუმცა თვითონ უფრო მეტზე ჰქონ-
და პრეტენზია.
– გასაგებია, – თქვა მან, – აბა, რა საქონელი გაქვთ?
– წინდები, – უპასუხა მარიამ.
– მეტი არაფერი?
– კი მაგრამ, რა გინდოდათ?
– რამდენია? – დაინტერესდა ფრედი.
– ოთხას ოცდათორმეტი მანეთისა, – უპასუხა შედარებით
ახალგაზრდამ, ილონამ.
– მაინ გოტ! – წამოიძახა რიმარმა, – აი, ეს არის საზიზღარი
კაპიტალიზმი.
– მე მაინტერესებს, რამდენი წყვილია? – სიტყვა ჩაუჭრა
ფრედმა რიმარს.
– შვიდას ოცი.
– კრეპ-ნეილონია? – მოთხოვნასავით ჩაურთო რიმარმა.
– სინთეტიკა, – უპასუხა ილონამ, – წყვილი – სამოცი კაპიკი.
სულ – ოთხას ოცდათორმეტი მანეთისა.
აქ პატარა მათემატიკური გათვლაა საჭირო. მაშინ კრეპის
წინდები მოდაში იყო. საბჭოეთი არ აწარმოებდა. მხოლოდ შავ
ბაზარზე თუ იშოვიდით. ერთი წყვილი ფინური წინდა ექვსი მანე-
თი ღირდა. ფინელებისგან კი სამოც კაპიკად იყიდდი. ოთხმოც-
დაათი პროცენტი სუფთა მოგება რჩებოდა...
ფრედმა საფულე ამოაძვრინა და ფული გადათვალა.
– აი, – თქვა მან, – კიდევ ოცი მანეთი. ჩანთებით დაგვიტო-
ვეთ.
– უნდა დავლიოთ, – ჩაერთო რიმარი, – სუეცის კრიზისის
მშვიდობიანად მოგვარებისთვის! ელზასისა და ლოტარინგიის
გაერთიანებისათვის.
17 მკითხველთა ლიგა
ილონამ ფული მარცხენა ხელში გადაიტანა და პირთამდე სავ-
სე ჭიქა ასწია.
– მოდი, ვიხმაროთ ეს ფინელები, – წაიჩურჩულა რიმარმა, –
საერთაშორისო ერთიანობის აღსანიშნავად.
ფრედი მე მომიბრუნდა.
– ხედავ, რა ხალხთან მაქვს საქმე?!
აღელვებული და შეშინებული ვიყავი. მინდოდა, დროზე გავ-
ტეულიყავი იქიდან.
– თქვენი საყვარელი მხატვარი? – ეკითხებოდა რიმარი ილო-
ნას, თან ზურგზე უსვამდა ხელს.
– ალბათ, მაანტერე, – პასუხობდა ილონა და თან განზე
იწეოდა.
უკმაყოფილო რიმარი წარბებს კრავდა. თითქოს მისი ესთეტი-
კური გრძნობა შეილახა.
ფრედმა თქვა:
– ქალები უნდა გავაცილოთ და მძღოლს შვიდი მანეთი გადა-
ვუხადოთ. რიმარს გავაგზავნიდი, მაგრამ ხურდას შეიტყაპუნებს.
– მე?! – აღშფოთდა რიმარი, – ჩემი კრისტალური პატიოსნე-
ბით?!
როდესაც დავბრუნდი, ირგვლივ სხვადასხვა ფერის ფუთები
ეყარა. რიმარი მთლად დალაგებულს არ ჰგავდა.
– პიასტრები, კრონები, დოლარები, – გაიძახოდა იგი, –
ფრანკები, იენები...
მერე უცებ დაწყნარდა და ბლოკნოტი და ფლომასტერი გააძ-
რო. რაღაც დაითვალა და თქვა:
– ზუსტად შვიდას ოცი წყვილია. ფინელები წესიერი ხალხია.
აი, რას ნიშნავს სუსტად განვითარებული სახელმწიფო...
– სამზე გაამრავლე, – უთხრა ფრედმა.
– რატომ, სამზე?
– სამ მანეთად წავა, ბითუმად თუ ჩავაბარებთ.
18 მკითხველთა ლიგა
რიმარმა უცებ დააზუსტა:
– ათას შვიდას ოცდარვა მანეთი.
იგი ერთდროულად გონიერიც იყო და ბრიყვიც.
– ხუთას რაღაცა შეგვხვდება თითოს, – დაამატა ფრედმა.
– ხუთას სამოცდათექვსმეტი, – ისევ დააზუსტა რიმარმა...
მერე მე და ფრედმა სამწვადეში ამოვყავით თავი. მაგიდის გა-
დასაფარებელი გაწებილი იყო. ირგვლივ სქელი ბუღი იდგა. გარ-
შემო თევზებივით დაცურავდნენ ადამიანები.
ფრედი დაბნეული და ნაღვლიანი ჩანდა. გავიკვირვე:
– ხუთ წუთში ამდენი ფული?!
რაღაც ხომ უნდა მეთქვა.
– და მაინც, – მიპასუხა ფრედმა, – ორმოცი წუთი უნდა ელო-
დო,სანამ მარგარინზე გაკეთებულ ჩებურეკს მოგიტანენ.
ავდექი და ვკითხე:
– მე რაღაში გჭირდები?
– რიმარს არ ვენდობი. არა იმიტომ, რომ შეიძლება კლიენტი
გაძარცვოს. თუმცა, არც ესაა გამორიცხული. არც იმიტომ, რომ
შეიძლება კლიენტს, ფულის ნაცვლად, ძველი ობლიგაციები შე-
ტენოს. და არც იმიტომ, რომ შეიძლება ხელი უფათუროს კლი-
ენტს. არამედ იმიტომ, რომ ბრიყვია. რა ღუპავს ბრიყვს? მშვენიე-
რებისკენ ლტოლვა. რიმარი მშვენიერებას ელტვის. მიუხედავად
თავისი უეჭველი განწირულობისა, იაპონური ტრანზისტორის
ყიდვას აპირებს. მიდის ხოლმე „ბერიოზკაში“ და გამყიდველს
ორმოც დოლარს აწვდის. აი, იმ სიფათის პატრონი! ეგ რომ უბრა-
ლო გასტრონომში მანეთიანს ამოიღებს, მოლარე დარწმუნებუ-
ლია, ფული მოპარულია. აქ კი – ორმოცი დოლარი? სავალუტო
ოპერაციების წესის დარღვევა. მუხლი მზადაა... ადრე თუ გვიან,
ჩასვამენ.
– მე?
– შენ არა. შენ სხვა უსიამოვნებები გექნება.
19 მკითხველთა ლიგა
აღარ დამიზუსტებია, რა სახის.
გამომშვიდობებისას ფრედმა მითხრა:
– შენს წილს ხუთშაბათს მიიღებ.
დაბნეული გავემართე შინისაკენ. ერთდროულად დამეუფლა
აზარტი და მოუსვენრობა. ალბათ, იოლად ნაშოვნ ფულს რაღაც-
ნაირი საზიზღარი ძალა აქვს.
ასიასთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს. მინდოდა, გამეო-
ცებინა. მოულოდნელად გადავქცეულიყავი მდიდარ და ხელგაშ-
ლილ ადამიანად.
ამასობაში, ასიასთან სულ უფრო და უფრო ცუდად მიდიოდა
საქმე. გაუთავებლად ვუსვამდი კითხვებს. ის კი არა, როცა მის
ნაცნობებს ვლანძღავდი, მაშინაც კითხვით ფორმებს ვიყენებდი:
– არ გეჩვენება, რომ არიკ შულმანი, უბრალოდ, ბრიყვია?..
შულმანის დამდაბლება მინდოდა ასიას თვალში და, რა თქმა
უნდა, საწინააღმდეგო შედეგს ვაღწევდი.
ოდნავ გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, შემოდგომაზე ერ-
თმანეთს დავშორდით. ადამიანმა, რომელიც გამუდმებით სვამს
კითხვებს, პასუხების გაცემაც უნდა ისწავლოს...
ხუთშაბათს ფრედმა დამირეკა:
– კატასტროფაა!
– რა მოხდა?
ვიფიქრე, რიმარი დაიჭირეს-მეთქი.
– უარესი, – მითხრა ფრედმა, – შეიარე უახლოეს საგალანტე-
რიო მაღაზიაში.
– რატომ?
– მაღაზიები გატენილია კრეპის წინდებით. თანაც, საბჭოთა
კრეპის წინდებით. წყვილი – ოთხმოცი კაპიკი. ხარისხიც ისეთი-
ვეა, როგორიც ფინურის. ისეთივე სინთეტიკური ნაგავია...
– რა ვქნათ?
20 მკითხველთა ლიგა
– არაფერი. რაღა უნდა ვქნათ? ვინ ელოდა ასეთ უნამუსობას
სოციალისტური ეკონომიკისაგან?! ვიღას შევტენო ფინური წინ-
დები. მანეთადაც არ აიღებენ! ხომ ვიცნობ ჩვენს ბოზურ წარმო-
ებას! ოცი წელი ბუქსაობს და უცებ, ბრახ! ყველა მაღაზია ერთნაი-
რი ნაგვით აივსო. თუკი აიჩემეს, ახლა წამში მილიონ წყვილ
ასეთ წინდას გამოუშვებენ...
ბოლოს და ბოლოს, წინდები გავიყავით. ყოველ ჩვენგანს
ორას ორმოცდაათი წყვილი შეხვდა. ორას ორმოცდაათი წყვილი
ერთნაირი, საზიზღრად აჭრელებული კრეპის წინდა. ერთადერ-
თი დამამშვიდებელი ფაქტორი იყო ქარხნული წარწერა – „მეიდ
ინ ფინლანდ“.
მერე ბევრი რამ მოხდა. ლაბადა „ბოლონიასთან“ დაკავშირე-
ბული ოპერაცია. ექვსი გერმანული სტერეოაპარატის გადაყიდ-
ვა, ჩხუბი სასტუმრო „კოსმოსში“ ერთი ყუთი ამერიკული სიგარე-
ტის გამო, ტვირთით, იაპონური ფოტომოწყობილობებით გაქცე-
ვა მილიციონერთა ჯგუფისაგან, და მრავალი სხვა.
ვალები გავისტუმრე. ხეირიანი ტანსაცმელიც შევიძინე. სხვა
ფაკულტეტზე გადავედი. გავიცანი გოგონა, რომელზეც მერე დავ-
ქორწინდი კიდეც. როდესაც რიმარი და ფრედი დააპატიმრეს,
ერთი თვით ბალტიისპირეთში გავემგზავრე. მორიდებული ნაბი-
ჯები გადავდგი ლიტერატურაში. გავხდი მამა. მივაღწიე ხელი-
სუფლებასთან კონფლიქტს. დავკარგე სამუშაო. ერთი თვე კა-
ლიაევსკის ციხეშიც გავატარე.
მხოლოდ ერთი რამ არ შეცვლილა – ოცი წელი ვიარე ფინური
წინდებით. ვჩუქნიდი ყველა ნაცნობს. წინდებში ვინახავდი ნაძ-
ვის ხის სათამაშოებს. წინდებით ვწმენდდი მტვერს. და მაინც, ამ
ნაგვის რაოდენობა თითქმის არ შემცირებულა.
დაცარიელებულ ბინაში ფინური კრეპის წინდების დიდი ფუთა
დავტოვე და ისე წავედი ემიგრაციაში. მხოლოდ სამი წყვილი ჩა-
ვაგდე ჩემოდანში.
21 მკითხველთა ლიგა
ისინი კრიმინალურ ახალგაზრდობას, პირველ სიყვარულს და
ძველ მეგობრებს მახსენებდნენ. ფრედმა ორი წელი მოიხადა,
მოტოციკლ „ჩეზეტზე“ დაიმტვრა და ასე დაასრულა სიცოცხლე.
რიმარი ერთი წელი „იჯდა“ და ამჟამად ხორცკომბინატში დის-
პეტჩერად მუშაობს. ასია ემიგრაციაში წავიდა და ლექსიკოლო-
გიას ასწავლის სტენფორდში, რაც ძალზე უცნაურად ახასიათებს
ამერიკულ მეცნიერებას.
22 მკითხველთა ლიგა
ნომენკლატურული ბათინკები
23 მკითხველთა ლიგა
როგორც ხედავთ, მე უფრო პრაქტიკულად ვმოქმედებდი. ექ-
სპორტისთვის გამიზნული გამძლე საბჭოთა ბათინკები მოვიპა-
რე. თანაც, რა თქმა უნდა, მაღაზიიდან არ მომიპარავს. საბჭოთა
მაღაზიაში ასეთი ბათინკები არ იყიდება. ლენინგრადის ქალაქ-
კომის თავმჯდომარეს ავწაპნე. უფრო სწორად, ლენინგრადის
მერს.
თუმცა, მოვლენებს გავუსწარით.
დემობილიზაციის შემდეგ ქარხნის მრავალტირაჟიან გაზეთში
მოვეწყვე სამუშაოდ. სამ წელიწადს ვიმუშავე. ბოლოს დავრწმუნ-
დი, რომ იდეოლოგიური სამსახური ჩემი საქმე არ იყო.
რაღაც უფრო უშუალო მინდოდა. რაღაც ისეთი, შორს რომ იქ-
ნებოდა ზნეობრივი ეჭვებისგან.
გამახსენდა, რომ ოდესღაც სამხატვრო სკოლაში ვსწავლობ-
დი. სხვათა შორის, სწორედ იმ სკოლაში, რომელიც ცნობილმა
მხატვარმა, შემიაკინმა დაამთავრა. ზოგიერთი ჩვევა შემომრჩე-
ნოდა.
ახლობლებმა გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების
კომბინატში მომაწყვეს. ქვისმჭრელის შეგირდი გავხდი. გადავ-
წყვიტე, მონუმენტური ხელოვნების ასპარეზზე გამომეჩინა თავი.
სამწუხაროდ, მონუმენტური ხელოვნება ძალზე კონსერვატიუ-
ლი ჟანრია. ამის მიზეზი თვით მისი მონუმენტურობაა.
შეიძლება, ჩუმად წერდე რომანებსა და სიმფონიებს. შეიძლე-
ბა, ჩუმად ატარებდე ექსპერიმენტებს ტილოზე. მაგრამ ოთხმეტ-
რიანი სკულპტურის მიჩუმათებას ვერ შეძლებ.
ამგვარი სამუშაოსათვის საჭიროა დიდი სახელოსნო, მნიშ-
ვნელოვანი დამხმარე საშუალებები, ასისტენტების, მტვირთავე-
ბის, მეყალიბეების შტატები. მოკლედ, საჭიროა ოფიციალური
აღიარება. ესე იგი – სრული საიმედოობა. და, არავითარი ექსპე-
რიმენტები...
24 მკითხველთა ლიგა
ერთხელ ცნობილი სკულპტორის სახელოსნოში მოვხვდი.
კუთხეებში დაუმთავრებელი ნამუშევრები იდგა. ადვილად შევი-
ცანი იური გაგარინი, მაიაკოვსკი, ფიდელ კასტრო. დავაკვირდი
და გავიტრუნე – ყველა შიშველი იყო. უფრო სწორად, აბსოლუ-
ტურად შიშველი. კეთილსინდისიერად გამოძერწილი უკანალე-
ბით, სასქესო ორგანოებითა და რელიეფური კუნთებით. შიშის-
გან გამაცია.
– საკვირველი არაფერია, – ამიხსნა სკულპტორმა, – ჩვენ
ხომ რეალისტები ვართ. თავიდან ანატომიას ვძერწავთ, შემდეგ
– ტანსაცმელს...
სამაგიეროდ, ჩვენი სკულპტორები მდიდრები არიან. ყველაზე
მეტს ლენინის გამოქანდაკებაში იღებენ. მარქსის რთულად გა-
მოსაძერწი წვერიც კი არ ანაზღაურდება ასე გულუხვად.
ლენინის ძეგლი ყველა ქალაქში დგას. ნებისმიერ რაიონულ
ცენტრში. ასეთი შეკვეთები ამოუწურავია. გამოცდილ სკულ-
პტორს შეუძლია, თვალდახუჭულმა გამოძერწოს ლენინი, თუმ-
ცა, არც კურიოზებია გამორიცხული. მაგალითად, ჩელიაბინსკში
ასეთი რამ მოხდა:
ქალაქკომის შენობის წინ, ცენტრალურ სკვერში, ლენინის
ძეგლი უნდა დაედგათ. გამართეს საზეიმო მიტინგი. ათას ხუთასი
კაცი შეიკრიბა.
უკრავდა პათეტიკური მუსიკა. ორატორები სიტყვით გამოდი-
ოდნენ.
ძეგლს ნაცრისფერი ნაჭერი ეფარა და, აი, დადგა გადამწყვე-
ტი წამიც. დოლების გრუხუნში ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ნა-
ჭერი ჩამოხსნეს ძეგლს.
ლენინი გზატკეცილზე ხელაწეული ტურისტის ნაცნობ პოზაში
იდგა. მარჯვენა ხელი მომავლის გზას უჩვენებდა, მარცხენა კი
ფართოდ გახსნილი პალტოს ჯიბეში ედო.
25 მკითხველთა ლიგა
მუსიკა მიჩუმდა და ამ სიჩუმეში ვიღაცამ გაიცინა. ერთ წუთში
მთელი მოედანი ხარხარებდა.
ერთადერთი კაცი არ იცინოდა – ლენინგრადელი სკულპტო-
რი ვიქტორ დრიჟაკოვი. მის სახეზე შიში თანდათან ბედს შეგუე-
ბამ შეცვალა.
მაინც რა მოხდა?! საწყალმა სკულპტორმა ორი კეპი გამოძერ-
წა. ერთი თავზე ეხურა ბელადს, მეორე კი ხელში ეჭირა.
ჩინოვნიკებმა დაწუნებულ მონუმენტს სწრაფად გადააფარეს
ნაჭერი.
დილისთვის ძეგლი განაახლეს. ღამის განმავლობაში ზედმე-
ტი კეპი მოაშორეს...
ისევ სხვა თემაზე გადავხტით.
მონუმენტები ასე იბადებიან: სკულპტორი ძერწავს თიხის ფი-
გურას. მეყალიბე მას თაბაშირში ასხამს. მერე ქვისმჭრელების
საქმე იწყება.
თავიდან არის თაბაშირის ფიგურა და უფორმო მარმარილოს
ლოდი, რომელზეც, როგორც იტყვიან, საჭიროა ზედმეტის მოშო-
რება.
საამისოდ არსებობს სპეციალური მოწყობილობანი, რომ-
ლებსაც პუნქტირ-მანქანებს ეძახიან. ამ მანქანების საშუალებით
ქვაზე ათასობით ჭდე კეთდება, ანუ მოინიშნება მომავალი მონუ-
მენტის კონტურები.
შემდეგ ქვისმჭრელი პატარა პერფორატორით მუშაობს. მარ-
მარილოს უხეშ შრეებს ათლის. იარაღდება სკალპელითა და კი-
ანკით.1 დამამთავრებელი ეტაპიღა რჩება – ფილიგრანული, სა-
პასუხისმგებლო სამუშაო.
ქვისმჭრელი მარმარილოს ზედა ფენას ამუშავებს. ერთი
არასწორი მოძრაობა და, მორჩა. მარმარილოს შემადგენლობა-
1
ჩაქუჩსა და ღოჯს ჰგავს.
26 მკითხველთა ლიგა
ხომ მერქნის ფაქტურის მსგავსია. მარმარილოში არის მსხვრე-
ვადი ფენები, გამაგრებები, ბზარები. არის მყარი ფაქტურული შე-
ნადუღები,2 უამრავი სხვა ქანის შენარევი და ასე შემდეგ. მოკ-
ლედ, ძალზე საკირკიტო სამუშაოა.
ქვისმჭრელთა ბრიგადაში ჩამრიცხეს. სამნი ვიყავით. ბრიგა-
დირი ოსიპ ლიხაჩევი იყო, მისი თანაშემწე – მისივე მეგობარი
ვიქტორ ციპინი. ორივე თავისი საქმის დიდი ოსტატი და, რაღა
თქმა უნდა, გამოუსწორებელი ლოთი იყო.
ამასთან, ლიხაჩევი ყოველდღე სვამდა, ციპინი კი ქრონიკუ-
ლად, გაბმით. ეს ხელს არ უშლიდა ლიხაჩევს, ხანდახან გადაე-
ჭარბებინა სმისას, ხოლო ციპინს – ყოველ მარჯვე შემთხვევაში
ნაბახუსევიდან გამოსულიყო.
ლიხაჩევი მოღუშული, თავდაჭერილი, სიტყვაძუნწი კაცი იყო.
საათობით დუმდა და მერე მოულოდნელად ალაპარაკდებოდა.
მისი მოკლე მონოლოგები მძიმე შინაგანი ნაფიქრალის გაგრძე-
ლება გახლდათ. შემთხვევით შემხვედრ ადამიანს მიუბრუნდებო-
და და დაიწყებდა:
– აი, შენ ამბობ – კაპიტალიზმი, ამერიკა, ევროპა! კერძო სა-
კუთრება!.. უკანასკნელ ჩუჩმეკს ავტომობილი ჰყავს!.. დოლარის
კურსი კი, ბოდიში და, ეცემა!..
– ესე იგი, დაცემის საშუალება აქვს, – მხიარულად პასუხობდა
ციპინი, – ეს ცუდი არ არის. შენს ჩასვრილ მანეთიანს დაცემაც
აღარ ძალუძს...
მაგრამ ლიხაჩევს რეაქცია არ ჰქონდა, ისევ მდუმარებაში იძი-
რებოდა.
ციპინი, პირიქით, ენაწყლიანი და კეთილი გულის ადამიანი
იყო. უყვარდა კამათი.
2
ხის ნუჟრის მსგავსი.
27 მკითხველთა ლიგა
– მანქანა არაფერ შუაშია, – ამბობდა იგი, – თავად ავტომოყ-
ვარული ვარ... კაპიტალიზმში მთავარია თავისუფლება. გინდა
და, სვამ დილიდან დაღამებამდე. გინდა და, იჩხირავ მთელი
დღე. არავითარი იდეური აღზრდა. არავითარი სოციალისტური
მორალი. გარშემო შიშველი ქალების სურათები და ეროტიკული
ჟურნალებია... ესეც პოლიტიკაა. ვთქვათ, არ მოგეწონა რომე-
ლიმე მინისტრი – ძალიანაც კარგი... მისწერ რედაქციას: მინის-
ტრი ქაქია! შეგიძლია, ნებისმიერ პრეზიდენტს სიფათში შეაფურ-
თხო. ვიცე-პრეზიდენტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... მანქანა
არც აქაა დიდი იშვიათობა. სამოცი წლიდან „ზაპოროჟეცი“
მყავს. მერედა, რა?..
მართლაც, ციპინმა შეიძინა „ზაპოროჟეცი“, მაგრამ ვინაიდან
ქრონიკული ლოთი იყო, თვეობით ვერ ჯდებოდა საჭესთან. ნოემ-
ბერში მანქანა თოვლმა დაფარა. „ზაპოროჟეცი“ თოვლის პატა-
რა გორაკად იქცა. მის მახლობლად ეზოს ბავშვები იკრიბებოდ-
ნენ ხოლმე.
გაზაფხულზე, თოვლი რომ დადნა, „ზაპოროჟეცი“ სარბოლო
მანქანასავით გაბრტყელებული დახვდა. სახურავი ბავშვების ცი-
გებით იყო ჩაჭყლეტილი.
ციპინს ეს ამბავი თითქოს გაუხარდა კიდეც.
– საჭესთან აუცილებლად ფხიზელი უნდა დავმჯდარიყავი,
ტაქსით კი მთვრალიც ვიმგზავრებ.
აი, ასეთი მასწავლებლები შემხვდნენ. ცოტა ხანში შეკვეთა
მივიღეთ. თანაც ერთობ მომგებიანი და საშური. ჩვენს ბრიგადას
მეტროს ახალი სადგურისთვის ლომონოსოვის რელიეფური გა-
მოსახულება უნდა გამოეკვეთა. სკულპტორმა ჩუდნოვსკიმ მალე
გაამზადა მოდელი. მეყალიბეებმა იგი თაბაშირში ჩამოასხეს. წა-
ვედით და დავათვალიერეთ.
ლომონოსოვს რაღაც საეჭვო ხალათი ეცვა. მარჯვენა ხელში
ქაღალდის გრაგნილი ეჭირა, მარცხენაში – გლობუსი. როგორც
28 მკითხველთა ლიგა
მივხვდი, ქაღალდი შემოქმედების სიმბოლო იყო, გლობუსი –
მეცნიერებისა.
ქალივით ჩასუქებული ლომონოსოვი უსუფთაო ადამიანის
შთაბეჭდილებას ტოვებდა. ღორს ჰგავდა. სტალინის წლებში ასე
ხატავდნენ კაპიტალისტებს. ალბათ ჩუდნოვსკის სურდა, სულიე-
რებაზე მაღლა დაეყენებინა მატერია.
გლობუსი კი მომეწონა. თუმცა, რატომღაც მაყურებლისკენ
ამერიკის კონტინენტების ნახევარსფერო იყურებოდა.
სკულპტორმა კეთილსინდისიერად გამოძერწა მინიატურული
კორდილიერები, აპალაჩები, გვიანის მთიანეთი. არ დავიწყებია
ტბები და მდინარეები – ჰურონი, ატაბასკა, მანიტობა...
ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენა. ჩემი აზ-
რით, ლომონოსოვის ეპოქაში ამერიკის ასეთი ზუსტი რუკა არ
არსებობდა. ამის თაობაზე ვუთხარი კიდეც ჩუდნოვსკის. სკულ-
პტორი გამიბრაზდა:
– მეათეკლასელივით მსჯელობთ! ჩემი სკულპტურა ხომ სკო-
ლის სახელმძღვანელო არ არის! თქვენ წინაშეა მარმარილოში
გამოსახული ბახის მეექვსე ინვენცია. უფრო სწორად, თაბაშირში
გამოსახული... მეტაფიზიკური სინთეტიზმის უკანასკნელი ამოძა-
ხილი!..
– მოკლედ და ნათლად, – ჩაერთო ციპინი.
– ნუ ეკამათები, – წამჩურჩულა ლიხაჩევმა, – რა შენი საქმეა!
ჩუდნოვსკი მოულოდნელად მოლბა:
– შეიძლება, მართალიც ხართ. და მაინც – დავტოვოთ, რო-
გორც არის. ყოველ ნამუშევარში აუცილებელია აბსურდის მინი-
მალური დოზა...
საქმეს შევუდექით. თავიდან კომბინატში ვმუშაობდით. მერე
გამოირკვა, რომ უნდა ავჩქარებულიყავით. სადგურს ნოემბრის
დღესასწაულისათვის ხსნიდნენ.
29 მკითხველთა ლიგა
სამუშაოს დამთავრება მიწისქვეშეთში მოგვიწია, ძეგლის სა-
ბოლოო დადგმის ადგილას.
სადგურ „ლომონოსოვსკაიაზე“ ცალკეული სამუშაოები მიმ-
დინარეობდა. მუშაობდნენ კალატოზები, ელექტრიკოსები, მე-
ბათქაშეები. ჯოჯოხეთურად ხმაურობდა უამრავი კომპრესორი.
გარშემო დამწვარი რეზინისა და სველი კირის სუნი იდგა. რკინის
კასრებში კოცონი ენთო.
ჩვენი მოდელი ფრთხილად ჩაუშვეს მიწისქვეშეთში. მუხის
უზარმაზარ მორებზე დადგეს. გვერდით რკინის ჯაჭვზე ეკიდა
მარმარილოს ვეებერთელა ლოდი. მასში მიახლოებითი მოხაზუ-
ლობით ლომონოსოვის ფიგურას ამოიცნობდით. ყველაზე საპა-
სუხისმგებლო სამუშაო წინ იყო.
ამ დროს მოულოდნელ სირთულეს წავაწყდით. საქმე ისაა,
რომ ესკალატორები არ მუშაობდა. არყის ჩამოსატანად ექვსასი
საფეხური უნდა აგვევლო. პირველ დღეს ლიხაჩევმა განაცხადა:
– მიდი. შენ ყველაზე ახალგაზრდა ხარ.
არ ვიცოდი, მეტრო ასე ღრმად თუ იყო. თანაც ლენინგრადში,
სადაც ნიადაგი ნესტიანი და მერყევია. გზაში ორჯერ შევისვენე.
ჩემი ჩატანილი „სტოლიჩნაია“ ერთ წუთში დაილია.
არაყი ისევ მოსატანი იყო. მე ჯერ კიდევ ყველაზე ახალგაზრდა
ვიყავი. მოკლედ, იმ დღეს ექვსჯერ ავძვერი ზემოთ. მუხლები ამ-
ტკივდა.
მეორე დღეს სხვაგვარად მოვიქეცით. თავიდანვე შევიძინეთ
ექვსი ბოთლი. არც ამან გვიშველა. ჩვენმა მარაგმა გარშემომ-
ყოფთა ყურადღება მიიპყრო. ჩვენკენ დაიძრნენ ელექტრიკოსე-
ბი, მედუღაბეები, მღებავები, მებათქაშეები. არაყი ათ წუთში გა-
თავდა და ისევ მე მომიწია ზემოთ ასვლა.
მესამე დღეს ჩემმა მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, თავი და-
ენებებინათ სმისთვის. დროებით, რაღა თქმა უნდა. მაგრამ გარ-
30 მკითხველთა ლიგა
შემომყოფნი ისევ სვამდნენ და ჩვენც გულუხვად გვიმასპინ-
ძლდებოდნენ. მეოთხე დღეს ლიხაჩევმა გამოაცხადა:
– ფრაერი არა ვარ! აღარ შემიძლია სხვის ხარჯზე სმა! ვინაა
ჩვენში ყველაზე ახალგაზრდა?..
და გავემართე ზემოთ. თანდათან გამიადვილდა აღმართზე სი-
არული.
ალბათ, ფეხები გავარჯიშდნენ.
ასე რომ, ძირითადად, ლიხაჩევი და ციპინი მუშაობდნენ. ლო-
მონოსოვის იერსახე თანდათან იკვეთებოდა და, უნდა ითქვას,
უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.
ხანდახან მოდიოდა სკულპტორი ჩუდნოვსკი. იძლეოდა მითი-
თებებს. რაღაც-რაღაცები გადააკეთა კიდეც.
მუშებიც დააინტერესა ლომონოსოვმა. კითხულობდნენ:
– ეს ქალია თუ კაცი?
– საშუალოა, – პასუხობდა ციპინი.
დღესასწაული ახლოვდებოდა. ცალკეული სამუშაოები და-
სასრულს უახლოვდებოდა. მეტროსადგური „ლომონოსოვსკაია“
მოკაზმულ, სადღესასწაულო იერს იძენდა.
იატაკი მოზაიკით გააწყვეს. დადგეს თუჯის ლამპიონები. ერთ-
ერთი კედელი ჩვენი ბარელიეფისთვის იყო გამიზნული. იქვე
დადგეს გიგანტური შედუღაბებული ჩარჩო. ოდნავ ზემოთ რკინის
ჯაჭვშემოხვეული ბლოკები ციმციმებდა.
მე ნაგავი გამქონდა. ჩემი მასწავლებლები საბოლოოდ აკ-
რიალებდნენ ლომონოსოვს. ციპინი ბათინკების თასმებს უმუშა-
ვებდა.
ლიხაჩევი პარიკის კულულებს უპრიალებდა.
ამხელა ლოდის მიწიდან ოთხ მეტრზე აწევა დიდ სირთულეს
წარმოადგენდა. რამდენიმე საათს ვფაციფუცობდით. ბლოკებიც
ხელს გვიშლიდა. მანჭვალები არ ხვდებოდა ნასვრეტებში. ჯაჭვე-
ბი ღრჭიალებდა, ქვა ირწეოდა. ლიხაჩევი ღრიალებდა:
31 მკითხველთა ლიგა
– არ მომეკაროთ!..
ბოლოს და ბოლოს, მარმარილოს ლოდი ჰაერში გამოეკიდა.
ჯაჭვები მოვხსენით და დიდი მანძილით დავშორდით. შორიდან
შედარებით რიგიანად გამოიყურებოდა.
ციპინმა და ლიხაჩევმა შვებით ამოისუნთქეს და დალიეს. მე-
რე ეპოქსიდის ფისის მომზადებას შეუდგნენ.
გამთენიისას დავიშალეთ. პირველ საათზე საზეიმო გახსნა უნ-
და დაწყებულიყო.
ლიხაჩევი მუქი ლურჯი კოსტიუმით გამოცხადდა. ციპინი –
ზამშის ქურთუკითა და ჯინსებით. ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი
პეწიანი თუ იყო.
სხვათა შორის, ორივე ფხიზელი გახლდათ. ამის გამო სახის
ფერიც კი შეცვლოდათ.
ჩავედით მიწისქვეშეთში. მარმარილოს კოლონებს შორის გა-
მოპრანჭული, ფხიზელი მუშები დასეირნობდნენ. თუმცა, უმრავ-
ლესობას ჯიბეები გამობერილი ჰქონდა.
ოთხი ხურო ნაუცბათევად აკოწიწებდა პატარა ტრიბუნას. იგი
ჩვენი ბარელიეფის ქვეშ უნდა დაედგათ. ოსიპ ლიხაჩევმა ხმას
დაუწია და ჩამჩურჩულა:
– ვეჭვობ, ეპოქსიდის ფისი არ გამაგრებულა. ციპამ ზედმეტი
გამხსნელი ჩაუშვა. მოკლედ, ეს მარმარილოს ჩემისა მხოლოდ
პატიოსან სიტყვაზე დგას. ამიტომ, მიტინგი რომ დაიწყება, გვერ-
დზე დადექი. ცოლიც გააფრთხილე სამომავლოდ.
– კი, მაგრამ, იქ ლენინგრადის მთელი ნაღები საზოგადოება
იდგება! მთლიანად რომ ჩამოინგრეს ნაგებობა? – ვეუბნები მე.
– იქნებ, უკეთესიც იყოს, – უხალისოდ მითხრა ბრიგადირმა...
პირველ საათზე სახელოვანი სტუმრები უნდა გამოჩენილიყ-
ვნენ. ელოდნენ ქალაქის მერს, ამხანაგ სიზოვს. მას უნდა ხლე-
ბოდნენ ლენინგრადის ნაღები საზოგადოების წარმომადგენლე-
ბი, მეცნიერები, გენერლები, სპორტსმენები, მწერლები.
32 მკითხველთა ლიგა
გახსნის პროგრამა ასეთი გახლდათ: თავიდან – პატარა ბან-
კეტი რჩეულთათვის. შემდეგ – ხანმოკლე მიტინგი. საპატიო სი-
გელებისა და ჯილდოების გადაცემა. მერე კი, როგორც სადგუ-
რის უფროსმა განაცხადა – „ინტერესების მიხედვით“. ზოგი –
რესტორანში, ზოგიც – მხატვრული შემოქმედების კონცერტზე.
სტუმრები ორის ოც წუთზე მობრძანდნენ. ვიცანი კომპოზიტო-
რი ანდრეი პეტროვი, შტანგისტი დუდკო და რეჟისორი ვლადიმი-
როვი. და, რა თქმა უნდა, თვით მერიც.
ეს გახლდათ მაღალი, სიბერეს მიტანებული კაცი. თითქმის
ინტელიგენტურად გამოიყურებოდა. მას ორი უჟმური, ჩასუქებუ-
ლი ახალგაზრდა იცავდა. ისინი მსუბუქი მელანქოლიით გამოირ-
ჩეოდნენ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ყოველ წუთს მზად იყვნენ
საჩხუბრად.
მერმა სადგური შემოიარა და ჩვენს ბარელიეფთან შეანელა
ნაბიჯი. ჩუმად იკითხა:
– ვის მაგონებს?
– ხრუშჩოვს, – თვალი ჩაგვიკრა ციპინმა.
მერს პასუხისთვის არ დაუცდია, გზა გააგრძელა. ქლესა ღიმი-
ლით პირდამშვენებული სადგურის უფროსი უკან მიჰყვებოდა.
ამ დროისათვის ტრიბუნაზე ვარდისფერი სატინი გადაჭიმეს.
რამდენიმე წუთში დათვალიერება დამთავრდა. სუფრასთან მიგ-
ვიპატიჟეს.
გაიღო რომელიღაც საიდუმლო კარი. შევაბიჯეთ დიდ ოთახ-
ში. არც ვიცოდი მისი არსებობა. ალბათ, აქ უნდა მოეწყოთ თავ-
შესაფარი ადმინისტრაციისათვის.
ბანკეტში სტუმრები და რამდენიმე დამსახურებული მუშა მო-
ნაწილეობდა. ჩვენ სამივე დაპატიჟებულები ვიყავით. როგორც
ჩანს, ადგილობრივ ინტელიგენციად მიგვიჩნიეს. მით უმეტეს,
რომ სკულპტორი საერთოდ არ იმყოფებოდა იქ.
33 მკითხველთა ლიგა
სულ ოცდაათ კაცამდე იჯდა მაგიდასთან. ერთ მხარეს – სტუმ-
რები, მეორე მხარეს – ჩვენ.
პირველი სიტყვა სადგურის უფროსმა წარმოთქვა. ქალაქის
მერი წარმოგვიდგინა და „მედგარი ლენინელი“ უწოდა. ყველამ
ტაში დასცხო.
მერე მერი გამოვიდა. დაწერილ სიტყვას კითხულობდა. კმა-
ყოფილება გამოხატა.ყველა მშრომელს მიულოცა სამუშაოს ვა-
დაზე ადრე დამთავრება. ენის ბორძიკით დაასახელა სამი თუ ოთ-
ხი გვარი. და ბოლოს ლენინური ბრძნული ხელმძღვანელობის
სადღეგრძელო შემოგვთავაზა.
ყველა ახმაურდა და სასმისებისკენ გაიწია. მერე კიდევ რამ-
დენიმე სადღეგრძელო დაილია. სადგურის უფროსმა მერი ად-
ღეგრძელა, კომპოზიტორმა პეტროვმა – ნათელი მომავალი, რე-
ჟისორმა ვლადიმიროვმა – მშვიდობიანი თანაარსებობა, შტან-
გისტმა დუდკომ – ზღაპარი, რომელიც ჩვენ თვალწინ იქცა რე-
ალობად.
ციპინს ვარდისფერი ედო. კონიაკის ფუჟერი დაცალა და შამ-
პანურისკენ გაიწია.
– ნუ აურევ, – ურჩია ბრიგადირმა, – უკვე კარგად ხარ.
– რას ნიშნავს, ნუ ავურევ, – გაუკვირდა ციპინს, – რატომ? მე
ხომ ზუსტად ვურევ. ყველაფერს მეცნიერულად ვითვალისწინებ.
არყისა და ლუდის შერევა – ერთია, კონიაკი – შამპანურთან –
სხვა. ამ საქმის პროფესორი ვარ.
– ეგრეც ჩანს! – მოიღუშა ლიხაჩევი, – ეპოქსიდის ფისს თუ გა-
ვითვალისწინებთ...
ერთი წუთის შემდეგ ყველა აყაყანდა. ციპინი რეჟისორ ვლა-
დიმიროვს ეხვეოდა. სადგურის უფროსი თავს ევლებოდა მერს.
მებათქაშეები და ქვისმთლელები ერთმანეთს ასწრებდნენ და
ანაზღაურების შემცირებას უჩიოდნენ.
34 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ ლიხაჩევი დუმდა. ეტყობა, რაღაცაზე ფიქრობდა. მე-
რე უცებ უკმეხად და სრულიად მოულოდნელად განუცხადა შტან-
გისტ დუდკოს:
– ერთ ებრაელ ქალს ვიცნობდი. დავუახლოვდი. მშვენიერი
დიასახლისი აღმოჩნდა...
მე კი მერს ვაკვირდებოდი. რაღაც აწუხებდა, ტანჯავდა. მოღუ-
შული და დაძაბული იყო. დროდადრო მწარე ღიმილი გადაურ-
ბენდა სახეზე. მერე უცებ მაგიდას მიეყრდნო. თავჩაუხრელად
დაიხარა. მარცხენა ხელი ბუტერბროდს შეეშვა და ქვემოთ ჩა-
უცურდა.
დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში სახელოვანი სტუმ-
რის სახე უკიდურეს დაძაბულობას გამოხატავდა. მერე გამსკდა-
რი საბურავის მსგავსი ხმა გამოსცა და მხიარულად გადაწვა სა-
ვარძელზე. თან შვებადაბრუნებულმა ბუტერბროდი აიღო.
ფრთხილად ავწიე სუფრის კიდე. შევიხედე მაგიდის ქვეშ და
იმწამსვე გავსწორდი. იმან, რაც იქ დავინახე, გამაოცა და სუნ-
თქვა შემიკრა.
მერის დიდრონ ტერფებზე მჭიდროდ მოტმასნილი აბრეშუმის
წინდები დავინახე. ქალაქის მერი ფეხის თითებს ამოძრავებდა.
თითქოს როიალზე ვარჯიშობდა. იქვე ეწყო ბათინკები.
და, არც ვიცი, რა დამემართა. შეიძლება, მიძინებულმა დისი-
დენტმა გაიღვიძა ჩემში, შეიძლება – კრიმინალურმა სულმა. იქ-
ნებ, რაღაც იდუმალმა დამანგრეველმა ძალამ იმოქმედა.
ცხოვრებაში ერთხელ ყველას ემართება ასეთი რამ. ჩემი შემ-
დგომი საქციელი სიზმარივით მახსოვს. სკამის კიდისკენ ჩავიჩო-
ჩე. ფეხი გავშალე. ქალაქის მერის ბათინკები მოვსინჯე და
ფრთხილად მოვაცურე ჩემკენ.
მხოლოდ ყველაფერ ამის შემდეგ გავქვავდი შიშისგან. იმავე
წუთს წამოდგა სადგურის უფროსი:
35 მკითხველთა ლიგა
– ყურადღება, მეგობრებო! ყველას ხანმოკლე, საზეიმო მი-
ტინგზე გიწვევთ. პატივცემულო სტუმრებო, ტრიბუნაზე აბრძან-
დით!
ყველა ამოძრავდა. რეჟისორმა ვლადიმიროვმა ჰალსტუხი შე-
ისწორა. შტანგისტმა დუდკომ სასწრაფოდ შეიკრა შარვლის ზედა
ღილი. ციპინმა და ლიხაჩევმა უხალისოდ დადგეს სასმისები.
მერს შევხედე. თვალებს აცეცებდა და ფეხებს აფათურებდა მა-
გიდის ქვემოთ. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ მისი
დაბნეული სახის მიხედვით ვხვდებოდი. აშკარა იყო, ძებნის რა-
დიუსი თანდათან იზრდებოდა.
რა უნდა მექნა?
ჩემი სავარძლის გვერდით ლიხაჩევის პორტფელი იდო. ეს
პორტფელი ყოველთვის ჩვენთან იყო. მასში თექვსმეტ ბოთლამ-
დე „სტოლიჩნაია“ ეტეოდა. მისი თრევა, ერთხელ და სამუდამოდ,
მე დამეკისრა. ცხვირსახოცი დავაგდე ძირს. დავიხარე და მერის
ბათინკები პორტფელში მოვათავსე. მათი სასიამოვნო და დამამ-
ძიმებელი სიმკვრივე შევიგრძენი. არა მგონია, ვინმეს შეემჩნია
ჩემი საქციელი.
დავხურე პორტფელი და წამოვდექი. სხვებიც ფეხზე იდგნენ,
ყველანი – ამხანაგ სიზოვის გარდა. მცველები გაკვირვებულები
უყურებდნენ ბოსს.
და, აი, ამ დროს ქალაქის მერმა სიბრძნე და მოხერხებულობა
გამოიჩინა. ხელისგული დაიდო მკერდზე და წაიჩურჩულა:
– ცუდად ვგრძნობ თავს. წუთით წამოვწვები...
უცებ გაიხადა პიჯაკი, ჰალსტუხი მოიღეღა და დივანზე წამო-
გორდა. მწვანე აბრეშუმის წინდებში გამოკვეტებული ტერფები
ძლივს გაშალა. ხელები მუცელზე დაიწყო. თვალები მილულა.
მცველები აფორიაქდნენ. ერთი ექიმს ურეკავდა. მეორე ბრძა-
ნებებს იძლეოდა:
36 მკითხველთა ლიგა
– გაათავისუფლეთ შენობა! არ გესმით? გაათავისუფლეთ შე-
ნობა! დაუჩქარეთ! დაიწყეთ მიტინგი!.. ვიმეორებთ – დაიწყეთ მი-
ტინგი!..
– რით დაგეხმაროთ? – ჩაერთო სადგურის უფროსი.
– გაეთრიე, ბებერო პიდარასტო! – მიიღო პასუხად.
პირველმა მცველმა დაამატა:
– სუფრაზე ყველაფერი ხელუხლებლად დატოვეთ! არ არის
გამორიცხული პროვოკაცია! ვიმედოვნებ, დამსწრეთა გვარები
ცნობილია...
სადგურის უფროსმა მლიქვნელურად დაუქნია თავი:
– სიას მოგართმევთ...
შენობიდან გამოვედით. ხელის კანკალით მომქონდა პორ-
ტფელი. კოლონებს შორის მუშებს მოეყარათ თავი. ლომონოსო-
ვი, ღვთის შეწევნით, ძველებურად ეკიდა.
მიტინგი არ გადაუღიათ. უმეთაუროდ დარჩენილმა სახელო-
ვანმა სტუმრებმა ნაბიჯი შეანელეს ტრიბუნასთან. უბრძანეს და
ავიდნენ კიდეც ტრიბუნაზე. მარმარილოს ლოდის ქვეშ განთავ-
სდნენ.
– წავიდეთ აქედან, – მითხრა ლიხაჩევმა, – აქ ხომ ყველაფე-
რი ნანახი გვაქვს. ჩკალოვის ქუჩაზე ერთი ლუდხანა ვიცი.
– კარგი იქნება, – ვეუბნები მე, – დავრწმუნდეთ, რომ მონუ-
მენტი არ ჩამოვარდება.
– თუ ჩამოვარდება, ლუდხანაშიც გავიგებთ, – მითხრა ლიხა-
ჩევმა.
ციპინმა დაამატა:
– ხარხარი ატყდება...
ავძვერით ზემოთ. ყინავდა, მაგრამ მზიანი დღე იდგა. ქალაქი
დროშებით იყო მორთული.
ჩვენი ლომონოსოვი კი ორ თვეში ჩამოხსნეს... ლენინგრა-
დელმა მეცნიერებმა წერილი დაწერეს გაზეთში. ჩიოდნენ, რომ
37 მკითხველთა ლიგა
ჩვენი სკულპტურა დიდებულ სახეს ამდაბლებდა. პრეტენზიები,
რა თქმა უნდა, ჩუდნოვსკის ეხებოდა. ასე რომ, ჩვენ მთლიანი
თანხა მივიღეთ. ლიხაჩევმა თქვა:
– მთავარი ეგაა...
38 მკითხველთა ლიგა
ორბორტიანი კოსტიუმი
39 მკითხველთა ლიგა
რედაქტორი ეშმაკობდა. მისთვის სულერთი იყო, როგორ ჩა-
ვიცვამდი. საქმე ეს არ გახლდათ. ყველაფერი ადვილი ასახსნე-
ლი იყო.
ტანით ყველაზე მოსული ვიყავი რედაქციაში, ყველაზე მაღა-
ლი. ანუ, როგორც ხელმძღვანელობა მარწმუნებდა – ყველაზე
წარმოსადეგი, ხოლო, როგორც პასუხისმგებელი მდივანი მინცი
ამბობდა – „ყველაზე რეპრეზენტატული“.
ცნობილი პიროვნება რომ გარდაიცვლებოდა, დაკრძალვაზე
რედაქციიდან მე მაგზავნიდნენ. ყველას ხომ არ შეუძლია კუბოს
თრევა. მეც დიდი ხალისით ვეკიდებოდი ამ საქმეს. არა იმიტომ,
რომ დაკრძალვის ცერემონიალი მიყვარდა, არამედ იმიტომ,
რომ ვერ ვიტანდი საგაზეთო საქმიანობას...
– თავხედობთ, – მითხრა რედაქტორმა.
– როგორ გეკადრებათ, – ვეუბნები, – კანონიერი მოთხოვნაა.
რკინიგზელებს, მაგალითად, სპეცტანსაცმელი ეძლევათ, დარა-
ჯებს – ქურქები, მყვინთავებს – სკაფანდრები. მიყიდოს რედაქ-
ციამ სპეცტანსაცმელი – კოსტიუმი დაკრძალვის ცერემონია-
ლისთვის...
ჩვენი რედაქტორი გულკეთილი ადამიანი იყო. როცა მაღალი
ხელფასი გაქვს, შეგიძლია, ისეთი ფუფუნების უფლება მისცე
თავს, როგორიც გულკეთილობაა. თანაც, შედარებით ლიბერა-
ლური დრო იყო.
მითხრა:
– მოდი, კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღოთ. ახალ
წლამდე სამ სოციალურად მწვავე მასალას მოამზადებთ. საზოგა-
დოებრივ-პოლიტიკური ჟღერადობის მასალას. და მაშინ რედაქ-
ცია სადა კოსტიუმს გადმოგცემთ პრემიის სახით.
– რას ნიშნავს „სადა“? იაფფასიანს?
– იაფფასიანს კი არა, შავს. სადღესასწაულო შემთხვევების-
თვის.
40 მკითხველთა ლიგა
– ოქეი, – ვეუბნები, – დავიხსომოთ ეს საუბარი...
ერთი კვირის შემდეგ მივდივარ რედაქციაში. მიძახებს პროპა-
განდის განყოფილების გამგე ბეზუგლოვი. ჩავდივარ ერთი სარ-
თულით ქვემოთ. ბეზუგლოვი ერთდროულად ორ ტელეფონზე
ლაპარაკობს. ვდგავარ და მესმის:
– ბელორუსი არ გამოგვადგება. ბელორუსები ყელამდეა. უზ-
ბეკი მიშოვე, ანდა, ესტონელი მაინც... თუმცა, არა, მოიცა, მგო-
ნი, ესტონელი გვყავს... სამაგიეროდ, მოლდოველის ამბავი მე-
ეჭვება... რა თქვი?.. მუშა გამორიცხულია, პროლეტარები საკმა-
რისია... ინტელიგენტი მიშოვე ან ვინმე მომსახურების სფერო-
დან. ყველაზე კარგი კი სამხედრო იქნება. რომელიმე ზემდეგი...
მოკლედ, იმოქმედე!
ბეზუგლოვმა მეორე ყურმილი აიღო:
– ალო... სასწრაფოდ მჭირდება უზბეკი. თანაც, ნებისმიერი
ხარისხის, თუნდაც მუქთახორა... ეცადე, ჩემო კარგო. არ დავი-
ვიწყებ...
მივესალმე და ვეკითხები:
– რა ხდება. ეს რა ინტერნაციონალია?
ბეზუგლოვი ამბობს:
– კონსტიტუციის დღე ახლოვდება. ჰოდა, გადავწყვიტეთ,
თხუთმეტი ნარკვევი მივცეთ. საკავშირო რესპუბლიკების რა-
ოდენობის მიხედვით. მოვიცვათ სხვადასხვა ხალხის წარმომად-
გენლები.
სიგარეტი ამოაძვრინა და განაგრძო:
– რუსებთან, ჩავთვალოთ, პრობლემა არ გვაქვს. უკრაინელე-
ბიც ბევრნი არიან. ქართველი სამედიცინო აკადემიაში მოვიძი-
ეთ. აზერბაიჯანელი – ხორცკომბინატში. მოლდოველიც ამოვ-
ჩიჩქნეთ – კომკავშირის რაიკომის ინსტრუქტორი. აი, უზბეკებში,
ყირგიზებში და თურქმენებში ჩავარდნაა. სად ვიშოვო უზბეკი?!
– უზბეკეთში, – ვუკარნახე მე.
41 მკითხველთა ლიგა
– რა ჭკვიანი ხარ! გასაგებია, რომ უზბეკეთში. მაგრამ დროში
ვიწვები. იმას აღარც ვამბობ, რომ სამივლინებო თანხები კარგა
ხნის ამოწურულია... მოკლედ, გინდა ორმოცდაათი მანეთი?
– მინდა.
– ასეც ვფიქრობდი... მიპოვე უზბეკი და გამოგიწერ ხუთ თუ-
მანს. დაგიმატებ რთული სამუშაოსთვის...
– ერთ თათარს ვიცნობ.
ბეზუგლოვი გაბრაზდა:
– რად მინდა თათარი?! მე თვითონ მყავს თათრები, ჩემს სარ-
თულზე ცხოვრობენ. მაგრამ, რად გინდა? ეს ხომ საკავშირო რეს-
პუბლიკა არაა... მოკლედ, მიშოვე უზბეკი. ყირგიზი და თურქმენი
უშტატოებს გადავუნაწილე. ტაჯიკი, მგონი, საშა შეველიოვს
ჰყავს. ყაზახს სამოილოვი ეძებს. და ასე შემდეგ. უზბეკი მჭირდე-
ბა. მოკიდებ ამ საქმეს ხელს?
– კარგი, – ვეუბნები მე, – მაგრამ, გაფრთხილებ, ნარკვევი
სოციალურად მწვავე იქნება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ჟღერადობისა.
– ნასვამი ხარ? – მკითხა ბეზუგლოვმა.
– არა. მთავაზობ რამეს?
– გაგიჟდი? – ხელები გაასავსავა, – გამორიცხულია. მე მხო-
ლოდ საღამოს ვსვამ... დღის პირველ საათამდე – არასოდეს.
ბეზუგლოვი დიდი ხნის ნაცნობი გახლდათ. თავისებური ადა-
მიანი იყო, წარმოშობით სვერდლოვსკიდან.
მახსოვს, მივლინებით ურალში მივდიოდი. ბუნებრივია, სვერ-
დლოვსკშიც უნდა გამევლო. სამაისო დღესასწაულებს ვამთხვევ-
დი და სასტუმროში ადგილის შოვნა გამიჭირდებოდა.
მივმართე ბეზუგლოვს:
– შეიძლება, სვერდლოვსკში შენს მშობლებთან გავათენო
ღამე?
42 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, – იყვირა ბეზუგლოვმა, – რა თქმა უნდა! რამ-
დენ ხანსაც გინდა! გაუხარდებათ კიდეც. უზარმაზარი ბინა აქვთ.
მამაჩემი წევრ-კორია, დედაჩემი – ხელოვნების დამსახურებული
მოღვაწე. შინაური პელმენებით გაგიმასპინძლდებიან... ერთა-
დერთი პირობა დაიცავი: არ წამოგცდეს, ერთმანეთს რომ ვიც-
ნობთ. ყველაფერი ჩაიშლება. თოთხმეტი წლის ასაკიდან ოჯახის
შემარცხვენლად მიმიჩნევენ!..
– კარგი, – ვეუბნები, – გიპოვი უზბეკს.
შევუდექი საქმეს. გადავათვალიერე უბის წიგნაკი. ოცდაათამ-
დე ნაცნობს დავურეკე. ბოლოს ერთმა ახლობელმა მესაყვირემ
მაცნობა:
– არის ერთი ტრომბონისტი ბალიევი. ეროვნებით უზბეკი.
– ძალიან კარგი, – ვეუბნები, – მომეცი მისი ტელეფონის ნო-
მერი.
– ჩაიწერე.
და ჩავიწერე.
– მოგეწონება, – მითხრა ჩემმა მეგობარმა, – კულტურული,
განათლებული, იუმორით სავსე ტიპია. ახლახან გათავისუფ-
ლდა.
– რას ნიშნავს – „გათავისუფლდა“?
– დაუმთავრდა სასჯელის ვადა და გაათავისუფლეს.
– ქურდია? – ვეკითხები.
– რა შუაშია ქურდი? – ეწყინა მეგობარს, – კაცი გაუპატიურე-
ბაზე იჯდა...
ყურმილი დავკიდე.
იმავე წუთს დარეკა ბეზუგლოვმა:
– ბედმა გაგიღიმა, – მიყვირის, – იპოვეს უზბეკი. მიშჩუკმა
იპოვა... სად? კუზნეცკის ბაზრობაზე. იმას ჰყიდდა... რა ჰქვია... –
ხახლავას.
– ალბათ, ფახლავას.
43 მკითხველთა ლიგა
– ხო, ფახლავას, რა განსხვავებაა... წვრილმანი მესაკუთრე
უკეთესიცაა. ახლა ამას ფარულად მხარსაც უჭერენ. საკარმიდა-
მო ნაკვეთი, კერძო ბოსტანი და ამგვარი რამეები...
შევეკითხე:
– დარწმუნებული ხარ, რომ ფახლავა ბოსტანში ხარობს?
– არ ვიცი, სად ხარობს ფახლავა. არც მინდა, ვიცოდე. მაგრამ
კარგად ვიცი, ქალაქკომის ბოლო ინსტრუქციები... მოკლედ, უზ-
ბეკის საკითხი მოგვარებულია.
– დასანანია, – ვეუბნები, – სწორედ ახლა გამომიჩნდა მშვე-
ნიერი კანდიდატურა. კულტურული, განათლებული უზბეკი. ორ-
კესტრის სოლისტი. ახალახან დაბრუნდა გასტროლებიდან.
– გვიანია. სამომავლოდ შემოინახე. მიშჩუკმა სტატია მოიტა-
ნა უკვე. შენთვის კი ახალი დავალება გვაქვს. რაციონალიზატო-
რის დღე ახლოვდება. უნდა მოძებნო თანამედროვე რუსი ოსტა-
ტი, ცნობილი ლევშას შთამომავალი – სწორედ იმისი, ინგლისუ-
რი რწყილი რომ დაჭედა – და ამ თემაზე მასალა მოამზადო.
– სოციალურად მწვავე?
– არც უმაგისობა იქნება.
– კარგი, – ვეუბნები, – შევეცდები...
ერთი ასეთი ოსტატის ამბავი ჩემი უფროსი ძმისგან ვიცოდი.
ჩემი ძმა კინოქრონიკაში მუშაობდა.
ეს ბერიკაცი ლენინგრადთან ახლოს, ელიზაროვსკში ცხოვ-
რობდა. კერძო სახლი ჰქონდა. მისი მოძებნა იმაზე ადვილი აღ-
მოჩნდა, ვიდრე მეგონა. პირველივე შემხვედრმა მიმასწავლა
გზა.
ევგენი ედუარდოვიჩი ძველ ავტომობილებს უკეთებდა რეს-
ტავრაციას. სანაგვეზე გადაგდებულ დაჟანგულ, უფორმო კორპუ-
სებს ეძებდა. სხვადასხვა საშუალებით მანქანის პირველსახის
აღდგენას ცდილობდა. შემდეგ ურთულეს სამუშაოს ატარებდა.
ჩარხავდა, აწებებდა, ანიკელებდა.
44 მკითხველთა ლიგა
ათობით ძველი მოდელი აღადგინა. ამ ქმნილებებს შორის
იყო „ოლდსმობილები“ და „შევროლეები“, „პეჟოები“ და „ფორ-
დები“: სხვადასხვა ფერის ავტომობილები, ბრწყინვალე ტყავი,
სპილენძი და ქრომი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა.
თანაც ყველა მოდელი მოქმედი გახლდათ. ისინი იძვროდნენ,
ირხეოდნენ, გუგუნებდნენ. რწევა-რწევით უსწრებდნენ ფეხით
მოსიარულეებს. ძალზე საინტერესო, თითქმის საცირკო სანა-
ხაობა იყო.
საჭესთან ევგენი ედუარდოვიჩი გამოიჭიმებოდა ხოლმე. მისი
ძველი ტყავის ქურთუკი ლაპლაპებდა. ცელულოიდის სათვალე
ეკეთა. ფართო კეპი გამორჩეულ იერს აძლევდა.
სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი რუსი ავტომობილისტი
გახლდათ. ათას ცხრაას თორმეტ წელს მიუჯდა საჭეს. ერთხანს
როდზიანკოს პირადი მძღოლი იყო. მერე ატარებდა ტროცკის,
კაგანოვიჩს, ანდრეევს. პირველ რუსულ ავტოსკოლას ხელ-
მძღვანელობდა. ომის დამთავრებისას ჯავშან-სატანკო ნაწილის
მეთაური იყო. უამრავი სამთავრობო ჯილდო დაიმსახურა. რა
თქმა უნდა, „იჯდა“ კიდეც. სიბერეში ძველი მანქანების რესტავ-
რაცია დაიწყო.
ევგენი ედუარდოვიჩის ნახელავს საერთაშორისო გამოფე-
ნებზე უჩვენებდნენ. მის მოდელებს სამამულო და უცხოელი კინე-
მატოგრაფისტები იყენებდნენ გადაღებებზე. ოთხ ენაზე აწარმო-
ებდა მიმოწერას მრავალრიცხოვანი საავტომობილო ჟურნალე-
ბის რედაქტორებთან.
თუკი მანქანები კინოგადაღებებში მონაწილეობდა, პატრონი
მათ თან ახლდა. კინორეჟისორების ყურადღების ცენტრში ხვდე-
ბოდა ევგენი ედუარდოვიჩის დიდებული გარეგნობაც. თავიდან
მასობრივ სცენებში იღებდნენ. მერე ეპიზოდური როლებიც ათა-
მაშეს. ასახიერებდა მენშევიკებს, თავადებს, ძველი ყაიდის
მეცნიერებს. მოკლედ, კინომსახიობიც გახდა...
45 მკითხველთა ლიგა
ორი დღე და ღამე გავატარე ელიზაროვსკში. ჩემი ჩანაწერები
უამრავ საინტერესო დეტალს შეიცავდა. ერთი სული მქონდა,
როდის შევუდგებოდი სამუშაოს.
ვბრუნდები რედაქციაში. ბეზუგლოვი თურმე მივლინებაშია.
არადა, მეუბნებოდა, სამივლინებო თანხები ამოწურულიაო.
არა უშავს... შევდივარ გაზეთის პასუხისმგებელ მდივანთან –
ბორია მინცთან. ვუამბობ ჩემს გეგმაზე. ვაცნობ შედარებით ეფექ-
ტურ წვრილმანებს მინცი მეუბნება:
– რა გვარია?
ევგენი ედუარდოვიჩის ბარათი ამოვაძვრინე.
– ჰოლიდეი, – ვპასუხობ, – ევგენი ედუარდოვიჩ ჰოლიდეი.
მინცს თვალები დაუმრგვალდა:
– ჰოლიდეი? რუსი ოსტატი – ჰოლიდეი? ლევშას შთამომავა-
ლი – ჰოლიდეი?! ხუმრობ?!.. ვიცით რამე მისი წარმომავლობის
შესახებ? საიდან – ასეთი გვარი?
– შენი აზრით, მინცი უკეთესია?.. წარმომავლობაზე რომ არა-
ფერი ვთქვათ...
– უარესია, – დამეთანხმა მინცი, – რა თქმა უნდა, უარესია.
მაგრამ მინცი, ამასთანავე, კერძო პირია. რაციონალიზატორის
დღისთვის მის შესახებ ნარკვევებს არ თხზავენ. მინცი გმირი არ
არის. მინცზე არ წერენ.
(აი, მაშინ გავიფიქრე – არც დაიფიცო!...)
მერე დაამატა:
– პირადად მე არაფერი მაქვს ინგლისელების საწინააღმდე-
გო.
– ოღონდაც, – ვეუბნები...
უცებ გული დამიმძიმდა. რა ხდება? არაფრის დაბეჭდვა არ შე-
იძლება. არ ვიცი, სად პოულობენ თემებს საბჭოთა ჟურნალისტე-
ბი!.. ყველა ჩემი წამოწყება განწირულია. ყველა ჩემი საუბარი
არასატელეფონოა. ყველა ნაცნობობა საეჭვოა...
46 მკითხველთა ლიგა
პასუხისმგებელი მდივანი მეუბნება:
– დაწერე გმირ დედაზე. მოიძიე ჩვეულებრივი, წყნარი გმირი
დედა. თანაც, ნორმალური გვარისა და დაწერე ორას ორმოც-
დაათი სტრიქონი. ასეთი მასალა ყოველთვის გაძვრება – გმირი
დედა მომგებიანი ლატარიასავითაა...
რა უნდა მექნა? ასე თუ ისე, შტატიანი ჟურნალისტი ვიყავი.
ისევ ვურეკავ მეგობრებს. ერთი ნაცნობი მეუბნება:
– ჩვენს მეეზოვე ქალს ბავშვების მთელი ხროვა ჰყავს. უხ, ისე-
თი ხულიგნები არიან...
– მაგას არა უშავს.
– მაშინ, მოდი.
მივდივარ.
მეეზოვე ქალი ლიდია ვასილევნა ბრიკინა იყო, მისტერ ჰო-
ლიდეი არ გეგონოთ! საცხოვრებელმა ადგილმა მძიმე შთაბეჭ-
დილება დატოვა. მორყეული მაგიდა, დაგლეჯილი ლეიბები,
დამძიმებული, მხუთავი სუნი. გარშემო ბინძური, ჩამოკონკილი
ბავშვები დაძვრებოდნენ. ყველაზე პატარა ფანერის აკვანში ღნა-
ოდა. თორმეტიოდე წლის მოღუშული გოგონა თითით ხატავდა
ფანჯრის მინაზე.
ჩემი მისვლის მიზეზი განვუცხადე. ლიდია ვასილევნა გამო-
ცოცხლდა:
– დაწერე, გენაცვალე, ჩაიწერე... მეც მოგეხმარები. ყველა-
ფერს მოვუყვები ხალხს ჩემი ძაღლური ცხოვრების შესახებ.
ვკითხე:
– რა, სახელმწიფო არ გეხმარებათ?
– მეხმარება. ძალიანაც მეხმარება. თვეში ორმოცი მანეთი
გვეკუთვნის. და, ორდენები მედლებიანად. აი, რაფაზე სავსე ქი-
ლა დგას. ნეტავ, მანდარინში გამაცვლევინა, ერთი ოთხში.
– ქმარი? – ვეკითხები.
47 მკითხველთა ლიგა
– რომელი? მთელი ასეული მყავს. უკანასკნელი „სოლნცე-
დარზე“ წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ერთი წლის წინათ...
რაღა უნდა მექნა? რა უნდა დამეწერა ამ ქალზე?
თავის მოსაჩვენებლად ვიჯექი. მერე წამოვდექი და დავპირ-
დი, რომ სხვა დროს შევუვლიდი.
ვიღასთვის დამერეკა. ყველაფერი შემძულდა. ვიფიქრე – სა-
ბოლოოდ ხომ არ შევეშვა-მეთქი სამსახურს? მტვირთავად ხომ
არ წავიდე-მეთქი? უცებ ცოლი მეუბნება:
– მოპირდაპირე სადარბაზოში ინტელიგენტი ქალბატონი
ცხოვრობს. დილაობით ბავშვებს ასეირნებს. ათამდე ბავშვია...
გაიგე... დამავიწყდა მისი გვარი – შა-ზე იწყება...
– შვარცი?
– არა, კაცო, შაპოვალოვა... ან შაპოშნიკოვა... გვარის და ტე-
ლეფონის გაგება სახლმმართველობაში შეიძლება.
მივედი სახლმმართველობაში. ველაპარაკე უფროსს – მიხე-
ევს. ალერსიანი და გულკეთილი ადამიანი აღმოჩნდა.
შემომჩივლა:
– თორმეტი ხელქვეითი მყავს და ღვინოზე ერთიც ვერ გამიგ-
ზავნია...
როგორც კი ის ქალბატონი ვახსენე, მიხეევი რატომღაც და-
იძაბა:
– არ ვიცი... პირადად მოელაპარაკეთ. მისი სახელი და გვა-
რია შოპორინა გალინა ვიქტოროვნა. ოცდამესამე ბინა. ბავშვებს
ასეირნებს ხოლმე, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ. ეს მე არ მეხე-
ბა...
წავედი სკვერში. გალინა ვიქტოროვნა სათნო, წარმოსადეგი
ქალი აღმოჩნდა. საბჭოთა კინოში ამგვარად წარმოადგენდნენ
სახალხო მსაჯულებს.
მივესალმე და საქმის ვითარება ავუხსენი. ქალბატონი ერთბა-
შად დაიძაბა. ზუსტად ჩვენი სახლმმართველივით ალაპარაკდა:
48 მკითხველთა ლიგა
– რა გნებავთ? რა ხდება? მაინცდამაინც ჩემთან რატომ მოხ-
ვედით?
ყველაფერი ყელში ამომივიდა. დავმალე ავტოკალამი და ვე-
უბნები:
– რა მოხდა? რამ შეგაშინათ? თუ არ გსურთ საუბარი – წავალ.
ხულიგანი კი არა ვარ...
– ხულიგნების სულაც არ მეშინია, – მიპასუხა ქალბატონმა.
მერე განაგრძო:
– მგონი, ინტელიგენტი ბრძანდებით. ვიცნობ დედათქვენს,
მამათქვენსაც ვიცნობდი. ვიმედოვნებ, შეიძლება, გენდოთ. მო-
გახსენებთ საქმის ვითარებას. ხულიგნების მართლა არ მეშინია.
მილიციას კი ვუფრთხი.
– მერე, ჩემი რატომ გეშინიათ? მე ხომ მილიციონერი არა
ვარ, – ვეუბნები მე.
– მაგრამ ჟურნალისტი ბრძანდებით. ჩემი მდგომარეობის
რეკლამირება კი სისულელეა. რა თქმა უნდა, გმირი დედა არა
ვარ. ეს ბავშვები ჩემები არ არიან. რაღაც პანსიონის მსგავსი მო-
ვაწყვე. პატარებს მუსიკასა და ფრანგულს ვასწავლი, ლექსებს
ვუკითხავ. სახელმწიფო ბაგა-ბაღებში ბავშვები ხშირად ავად-
მყოფობენ, ჩემთან კი – არასოდეს. გადასახადიც ზომიერი დავა-
წესე. მაგრამ ხომ ხვდებით, რაც მოხდება, თუკი ამის შესახებ მი-
ლიცია შეიტყობს? პანსიონი ხომ კერძოა!..
– ვხვდები.
– ჰოდა, დაივიწყეთ ჩემი არსებობის შესახებ.
– კარგი, – შევპირდი მე.
რედაქციაში არც დამირეკავს. ვიფიქრე, თუ გაჭირდა, ვიტყვი,
რომ შემოქმედებით კრიზისს განვიცდი-მეთქი. დეკემბრის ჰონო-
რარები მაინც სიმბოლური იქნება. ჰა-ჰა, თექვსმეტი მანეთი.
კოსტიუმზე ფიქრიც არ შეიძლება, ოღონდაც ნუ მომხსნიან...
49 მკითხველთა ლიგა
მიუხედავად ამისა, რედაქციისგან კოსტიუმი მაინც მივიღე.
მკაცრი, ორბორტიანი კოსტიუმი. თუ არ ვცდები, აღმოსავლეთ
გერმანული წარმოებისა. ეს ასე მოხდა:
მბეჭდავ ქალებთან ვიჯექი. წითურთმიანი ლამაზმანი – მანუ-
ნია ხლოპინა – მეჩიჩინებოდა:
– დამპატიჟე-მეთქი რესტორანში! რესტორანში მინდა, შენ კი
არ მპატიჟებ!
რა მექნა, უხალისოდ ვიმართლებდი თავს:
– მე ხომ არც ვცხოვრობ შენთან.
– სულ ტყუილად არ ცხოვრობ. რადიოს მოვუსმენდით ხოლმე
ერთად. იცი, რომელი გადაცემა მიყვარს? „გულუხვი ჰექტარი“.
შენ?
– მე – „არის თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე?“
– არა მგონია, – ამოიოხრა ხლოპინამ, – აქაც ძაღლური სი-
ცოცხლეა და...
ამ დროს გამოგვეცხადა იდუმალი უცნობი. ჯერ კიდევ დილით
შევამჩნიე ეს კაცი.
ელეგანტური კოსტიუმი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. ულვაში
მოკლე ბაკენბარდებში გადასდიოდა.
მაჯაზე მინიატურული ტყავის ჩანთა ეკიდა.
გავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ უცნობი ჯაშუში აღმოჩ-
ნდა. უბრალოდ, თავიდანვე ვერ მივხვდით. გვეგონა, ბალტიისპი-
რელი იყო.
ჩვენთან რატომღაც ყველა ელეგანტურ მამაკაცს ლატვიელად
მიიჩნევდნენ.
უცნობი რუსულად ლაპარაკობდა, თუმცა, უმნიშვნელო აქცენ-
ტი ჰქონდა.
თავი უშუალოდ და ცოტა აგრესიულადაც ეჭირა. რედაქტორს
ორჯერ დაუტყაპუნა ხელი ზურგზე. პარტორგი ჭადრაკის თამაშზე
50 მკითხველთა ლიგა
დაითანხმა. პასუხისმგებელი მდივნის, მინცის კაბინეტში დიდ-
ხანს ფურცლა ტექნიკური სახელმძღვანელოები.
აქ თემას უნდა გადავუხვიო. დარწმუნებული ვარ, თითქმის
ყველა ჯაშუში არასწორად მოქმედებს. რატომღაც ინიღბებიან,
ეშმაკობენ, უბრალო საბჭოთა მოქალაქეებს ასახიერებენ. მათი
ქცევის იდუმალებაა საეჭვო. უბრალოდ უნდა დაიჭირონ თავი.
უპირველეს ყოვლისა, უფრო მდიდრულად უნდა ჩაიცვან. ამით
პატივისცემას დაიმსახურებენ. გარდა ამისა, არ უნდა დაფარონ
უცხოური აქცენტი, ეს სიმპათიას იწვევს. და, რაც მთავარია – მაქ-
სიმალურად მოურიდებლად უნდა მოიქცნენ.
ვთქვათ, ჯაშუშს ახალი ბალისტიკური რაკეტა აინტერესებს.
იგი თეატრში ცნობილ კონსტრუქტორს ეცნობა და რესტორანში
ეპატიჟება.
სისულელეა, ამ კონსტრუქტორს ფული შესთავაზო. მას ფული
არ აკლია. უხერხულია, კონსტრუქტორი იდეოლოგიურად და-
ამუშაო. ეს ყველაფერი შენს დაუხმარებლადაც იცის.
სულ სხვანაირად უნდა იმოქმედო. უნდა დალიო. მოეხვიო
კონსტრუქტორს. მუხლზე დაჰკრა ხელი და უთხრა:
– როგორა ხარ, ძმაო? ამბობენ, რაღაც ახალი გამოიგონაო?
მოდი, ხელსახოცზე ჩამომიწერე ორი-სამი ფორმულა. ისე, ინტე-
რესის გამო...
და, მორჩა. ჯაშუშს რაკეტა ჯიბეში უდევს...
უცნობმა მთელი დღე რედაქციაში გაატარა. მიეჩვივნენ კიდეც
მას, თუმცა ცოტა გაკვირვებულები ათვალიერებდნენ.
არტური ერქვა.
მოკლედ, შემოდის არტური მბეჭდავ ქალებთან და ამბობს:
– უკაცრავად, მეგონა, აქ იყო ტუალეტი.
ვუთხარი:
– წამოდით, ერთი გზა გვაქვს.
51 მკითხველთა ლიგა
საპირფარეშოში ჯაშუშმა შიშით შეათვალიერა ჩვენი რედაქ-
ციის პირსახოცი, მერე ცხვირსახოცი ამოაძვრინა ჯიბიდან.
გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. გადავწყვიტეთ, ბუფეტში ჩავ-
სულიყავით. იქიდან ჩემს ცოლს დავურეკეთ და „კავკაზში“ წავე-
დით.
გამოირკვა, რომ ორივეს გვიყვარს ფოლკნერი, ბრიტენი და
ოცდაათიანი წლების ფერწერა. არტური მოაზროვნე და კომპე-
ტენტური ადამიანი აღმოჩნდა. კერძოდ, მან თქვა:
– პიკასოს ფერწერა მხოლოდ დრამაა, რენე მაგრიტის შემოქ-
მედება კი კატასტროფული ფერია...
დავინტერესდი:
– ყოფილხარ დასავლეთში?
– რა თქმა უნდა.
– დიდხანს იცხოვრე?
– დიდხანს. ორმოცდასამი წელი. უფრო ზუსტად კი, გასულ
სამშაბათამდე.
– მე ლატვიელი მეგონე.
– შვედი ვარ. შვედეთი აქვეა. მინდა, წიგნი დავწერო რუსეთ-
ზე...
სასტუმრო „ევროპეისკაიასთან“ დავშორდით ერთმანეთს
გვიან ღამით. მეორე დღისთვის დავთქვით შეხვედრა.
დილით რედაქტორთან მიმიწვიეს. კაბინეტში ორმოცდა-
ათიოდე წლის უცნობი მამაკაცი იჯდა – გალეული, ყურებთან
მოგვირგვინებული თმით, მელოტი. გავიფიქრე – ალბათ, ქუდის
მოუხდელად ივარცხნის-მეთქი.
მამაკაცი რედაქტორის სავარძელში იჯდა. მასპინძელი სტუმ-
რისთვის განკუთვნილ სკამზე მოკალათებულიყო. მე დივნის კი-
დეზე ჩამოვჯექი.
– გაიცანით, – მითხრა რედაქტორმა, – სახელმწიფო უშიშ-
როების კომიტეტის წარმომადგენელი, მაიორი ჩილიაევი.
52 მკითხველთა ლიგა
მორიდებით წამოვიწიე. მაიორმა მკაცრად დამიქნია თავი. ეტ-
ყობა, გარე სამყაროს არასრულყოფილება აწუხებდა.
რედაქტორის ქცევაში ერთდროულად შევამჩნიე თანაგრძნო-
ბაც და ნიშნის მოგებაც. მისი გამომეტყველება თითქოს მეუბნე-
ბოდა: „შენ თვითონვე გამოძვერი. მე ხომ გაფრთხილებდი, სუ-
ლელო...“
მაიორი ალაპარაკდა. მჭახე ხმა მის დათრგუნულ შესახედაო-
ბას არ შეეფერებოდა.
– არტურ ტრონსტემს თუ იცნობთ?
– დიახ, – ვპასუხობ, – გუშინ გავიცანი.
– პროვოკაციული კითხვა ხომ არ დაუსვამს?
– მგონი, არა. საერთოდ არაფერი უკითხავს. არ მახსენდება.
– სრულიად არაფერი?
– არა.
– როგორ დაიწყო თქვენი ნაცნობობა? უფრო ზუსტად, სად და
როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– მბეჭდავებთან ვიჯექი. შემოვიდა და იკითხა...
– აა, იკითხა? ესე იგი, მაინც უკითხავს?! თუ საიდუმლო არ
არის, რა იკითხა?
– იკითხა, „სადაა საპირფარეშო?“
მაიორმა ჩაიწერა ეს ფრაზა და დაამატა:
– უფრო დაკვირვებული უნდა იყოთ.
შემდგომი საუბარი აბსოლუტურ უაზრობად მომეჩვენა. ჩი-
ლიაევს ყველაფერი აინტერესებდა. რა ვჭამეთ? რომელ მხატ-
ვრებზე ვისაუბრეთ? იმითაც კი დაინტერესდა, ხშირად ხომ არ გა-
დიოდა შვედი საპირფარეშოში...
მაიორი მაძალებდა, ყველა დეტალი გამეხსენებინა. ბევრს
ხომ არ სვამს შვედი? უყურებს თუ არა ქალებს? შეფარულ ჰომო-
სექსუალისტს ხომ არ ჰგავს?
53 მკითხველთა ლიგა
დაწვრილებით და გულწრფელად ვპასუხობდი. დასამალი
არაფერი მქონდა.
მაიორმა შეისვენა. მერე ცოტა წამოიწიადა ოდნავ აუწია ხმას:
– თქვენი შეგნების იმედი გვაქვს, თუმცა, ერთობ ქარაფშუტა
ადამიანი ბრძანდებით. მონაცემები, რომლებიც თქვენ შესახებ
მოგვეპოვება, ძალზე ურთიერთსაწინააღმდეგოა. კონკრეტუ-
ლად – ყოფითი გაურკვევლობა, ლოთობა, საეჭვო ანეკდოტები...
მინდოდა, მეკითხა – რა არის აქ ურთიერთსაწინააღმდეგო-
მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. მით უმეტეს, რომ მაიორმა შთამ-
ბეჭდავად ტევადი საქაღალდე ამოაძვრინა. გარეკანს სქელი
ასოებით გამოყვანილი ჩემი გვარი ამშვენებდა.
თვალი არ მომიშორებია საქაღალდისთვის. დაახლოებით,
ისეთი გრძნობა დამეუფლა, როგორიც ალბათ ღორს დაეუფლე-
ბოდა გასტრონომის ხორცის განყოფილებაში. მაიორი განაგ-
რძობდა:
– თქვენგან სრულ გულწრფელობას ველით. დახმარების იმე-
დიც გვაქვს. დარწმუნებული ვართ, მიხვდით, რაოდენ სერიოზუ-
ლი დავალებაა... მთავარია, გახსოვდეთ, ყველაფერი ვიცით.
ჩვენ ყველაფერი წინასწარ ვიცით. აბსოლუტურად ყველაფერი...
გამიჩნდა სურვილი, მეკითხა – მიშა ბარიშნიკოვზე რას იტ-
ყვით-მეთქი? ნუთუ წინასწარ იყო ცნობილი, რომ მიშა შტატებში
დარჩებოდა?!
ამასობაში თავად მკითხა:
– რაზე შეუთანხმდით შვედს? დღეს უნდა შეხვდეთ?
– მგონი, კი, – ვეუბნები, – ცოლთან ერთად კიროვის თეატრში
დამპატიჟა. ვაპირებდი, დამერეკა, ბოდიში მომეხადა და მეთქვა,
რომ ავად გავხდი.
– არავითარ შემთხვევაში, – წამოიწია მაიორი, – შეხვდით.
აუცილებლად შეხვდით. და ყველა წვრილმანი დაიმახსოვრეთ.
ხვალ დილით დაგირეკავთ.
54 მკითხველთა ლიგა
„ესღა მაკლდა“, – გავიფიქრე მე.
– არ შემიძლია, – ვეუბნები, – არსებობს ობიექტური მიზეზე-
ბი.
– მაინც?
– კოსტიუმი არა მაქვს. თეატრში შესაფერისი ტანსაცმელი უნ-
და გეცვას. იქ, სხვათა შორის, უცხოელებიც არიან ხოლმე.
– რატომ არა გაქვთ კოსტიუმი? – მკითხა მაიორმა, – რა სისუ-
ლელეა? თქვენ ხომ სოლიდური გაზეთის თანამშრომელი ხართ.
– ცოტას მიხდიან, – ვუპასუხე მე.
აქ უკვე რედაქტორი ჩაერთო:
– ერთი პატარა საიდუმლო უნდა გაგანდოთ. როგორც იცით,
ახალი წლის დღესასწაული მოდის. არსებობს გადაწყვეტილება,
ამხანაგი დოვლატოვი ფასიანი საჩუქრით დავაჯილდოოთ. შეუძ-
ლია, ნახევარ საათში ბუღალტერიაში შეიაროს. მერე ფრუნზეს
უნივერმაღს ეწვიოს. აარჩიოს შესაფერისი კოსტიუმი ას ოცი მა-
ნეთის ფარგლებში.
– მე არასტანდარტული ზომისა მჭირდება, – ვეუბნები მე.
– არა უშავს, – თქვა რედაქტორმა, – დავურეკავ უნივერმაღის
დირექტორს...
ასე გავხდი იმპორტული, ორბორტიანი კოსტიუმის მფლობე-
ლი – თუ არ ვცდები, აღმოსავლეთ გერმანიის წარმოებისა. დაახ-
ლოებით ხუთჯერ მეცვა. ერთხელ – როცა შვედთან ერთად თეატ-
რში ვიყავი და ოთხჯერ – როცა დაკრძალვაზე მიმავლინეს...
ჩემი შვედი კი ერთ კვირაში მიაბრძანეს კავშირიდან. იგი კონ-
სერვატორი ჟურნალისტი აღმოჩნდა – მარჯვენა ფრთის მხარ-
დამჭერი.
ექვს წელიწადს სწავლობდა რუსულს. უნდოდა, წიგნი დაეწე-
რა და მიაბრძანეს.
ვიმედოვნებ, მე არაფერ შუაში ვარ. ის, რაც მის შესახებ მაი-
ორს ვუამბე, სრულიად უწყინრად მეჩვენება.
55 მკითხველთა ლიგა
უფრო მეტიც, გავაფრთხილე კიდეც არტური, რომ თვალყურს
ადევნებდნენ. უფრო სწორად, ვაგრძნობინე, რომ კედლებსაც კი
ყურები აქვთ...
შვედმა ვერ გაიგო. მოკლედ, მე არაფერ შუაში ვარ.
გასაკვირი ისაა, რომ ნაცნობმა დისიდენტმა შამკოვიჩმა სუკ-
თან თანამშრომლობა დამწამა.
56 მკითხველთა ლიგა
ოფიცრის ქამარი
57 მკითხველთა ლიგა
ხსნარით სავსე ქილა გამოვიყენე. ასანთის კოლოფი კბილებით
მეჭირა.
უკვე გუშინდელი მოვლენების გახსენებაც შევძელი.
დილით ბადრაგის სიიდან ამომშალეს, რის გამოც ზემდეგთან
მივედი:
– რა ხდება? ნუთუ, დასვენების დღე მეკუთვნის?
– დაახლოებით, – მეუბნება ზემდეგი, – გაიხარე... მეთოთხმე-
ტე ბარაკში პატიმარი გაგიჟდა. ყეფს, ყივის... მზარეულს, დეიდა
შურას, უკბინა... მოკლედ, იოსერაში, ფსიქიატრიულ საავადმყო-
ფოში მიიყვან. მერე მთელ დღეს თავისუფალი ხარ.
– როდის უნდა წავიდე?
– თუ გინდა, ახლავე.
– მარტო?
– რატომ – მარტო? როგორც წესი, ორნი წახვალთ. წაიყვანე
ჩურილინი, ან – გაენკო...
ჩურილინს საიარაღო საამქროში მივაგენი. ხელში სარჩილა-
ვი ეჭირა. დაზგაზე რაღაცა ტკაცუნობდა და კანიფოლის სუნს აფ-
რქვევდა.
– ნახე, რას ვაკეთებ, – მითხრა ჩურილინმა, – საიუველირო
სამუშაოა.
დავინახე რელიეფურვარსკვლავიანი თითბრის ბალთა. შიდა
მხარე კალით იყო ამოვსებული. ამგვარი ქამარი საშიშ იარაღს
წარმოადგენდა.
მაშინ მოდაში იყო – ჩეკისტები ტყავის ქამრებს ატარებდნენ.
მერე ბალთას კალის ფენით ავსებდნენ და საცეკვაოდ მიდიოდ-
ნენ. თუკი ჩხუბი ატყდებოდა, თითბრის ბალთები ჰაერში გაიელ-
ვებდა ხოლმე...
ვეუბნები:
– გაემზადე.
– რა მოხდა?
58 მკითხველთა ლიგა
– გიჟი მიგვყავს იოსერაში. მეთოთხმეტე ბარაკში ვიღაც პატი-
მარმა გააფრინა. სხვათა შორის, შურა დეიდას უკბინა.
ჩურილინი მეუბნება:
– სწორად მოქცეულა. ალბათ შიოდა. მაგ შურას სახელმწიფო
კარაქი სახლში მიაქვს. დავინახე.
– წავიდეთ, – ვეუბნები.
ჩურილინმა ბალთა წყალს შეუშვირა, გააგრილა და ქამარი
წელზე შემოირტყა:
– წავედით...
ჩავიბარეთ იარაღი, შევედით საგუშაგოში. ორ წუთში კონ-
ტროლიორმა გაუპარსავი, მსუქანი პატიმარი გამოიყვანა, რომე-
ლიც ყვიროდა:
– ლამაზი გოგო მინდა, სპორტსმენი! მომიყვანეთ სპორტსმე-
ნი გოგო! რამდენ ხანს უნდა ველოდო?!!
კონტროლიორმა მშვიდად უპასუხა:
– მინიმუმ, ექვსი წელი. თანაც, თუკი ადრე გაგათავისუფლეს.
შენ ხომ ჯგუფურზე ზიხარ.
პატიმარს ყურადღება არ მიუქცევია, ყვირილს განაგრძობდა:
– მომიყვანეთ, საზიზღრებო, სპორტსმენი-თანრიგოსანი!..
ჩურილინი დააკვირდა მას და იდაყვი გამკრა:
– მომისმინე, რა გიჟი ესაა?! ნორმალური ადამიანია. ჯერ ში-
ოდა, ახლა ქალი მოუნდა. თანაც, თანრიგოსანი... გემოვნებიანი
ვინმეა... არც მე ვიტყოდი უარს...
კონტროლიორმა საბუთები გადმომცა. გარეთ გამოვედით.
ჩურილინმა პატიმარს ჰკითხა:
– რა გქვია?
– დორემიფასოლი, – უპასუხა პატიმარმა.
ავდექი და ვუთხარი:
– თუკი მართლა არანორმალური ბრძანდებით, ღმერთმა შე-
გარგოთ. თუკი თავს იგიჟიანებთ, ამასაც არა უშავს. მე ექიმი არა
59 მკითხველთა ლიგა
ვარ. ჩემი საქმეა, იოსერაში მიგიყვანოთ. დანარჩენი არ მაღელ-
ვებს. თუ კბენას დაიწყებთ, დაგხვრეტთ. ყეფა და ყივილი იმდენი
შეგიძლიათ, რამდენიც გაგიხარდებათ...
ოთხი კილომეტრი უნდა გაგვევლო. იქით წამსვლელი სატ-
ვირთო მანქანები არ ჩანდა. ბანაკის უფროსის მანქანა კაპიტანმა
სოკოლოვსკიმ წაიყვანა. როგორც თქვეს, რაღაც გამოცდების
ჩასაბარებლად წავიდა ინტაში.
მოკლედ, ფეხით უნდა წავსულიყავით. გზად სოფელი უნდა
გაგვევლო და ტორფის ჭაობებთან მივსულიყავით. იქიდან ჭალა-
ზე გადიოდა გზა გადასასვლელამდე. გადასასვლელს იქით კი
იოსერის ბანაკის კოშკურები მოჩანდა.
სოფელში, მაღაზიასთან, ჩურილინმა ნაბიჯი შეანელა. ორი
მანეთი გავუწოდე. ამ საათებში პატრულის გამოჩენის საშიშროე-
ბა გამორიცხული იყო.
პატიმარმა აშკარად მოიწონა ჩვენი იდეა. გახარებულმა სახე-
ლიც კი გაგვიმხილა:
– ტოლიკი მქვია...
ჩურილინმა ერთი ბოთლი „მოსკოვსკაია“ მოიტანა. გალიფეს
ჯიბეში ჩავიდე. ჭალამდე უნდა მოგვეთმინა.
დროდადრო პატიმარს სიგიჟე წამოუვლიდა, ოთხზე დგებოდა
და იღრინებოდა.
ვურჩიე, ძალები არ დაეხარჯა და სამედიცინო გამოკვლევის-
თვის შემოენახა, ჩვენ კი არ დავასმენდით.
ჩურილინმა ბალახზე გაზეთი გაშალა. ჯიბიდან ცოტაოდენი
ორცხობილა ამოიღო.
რიგრიგობით ვსვამდით ბოთლიდან. თავიდან პატიმარი მერ-
ყეობდა:
– ექიმმარომ სუნი იგრძნოს, რაღაც არაბუნებრივი იქნება...
ჩურილინმა შეაწყვეტინა:
60 მკითხველთა ლიგა
– რა, ყეფა და ყივილი ბუნებრივია?.. მჟაუნას მიაყოლებ და
მორჩა.
პატიმარმა თქვა:
– დამარწმუნეთ...
თბილი, მზიანი დღე იყო. ცაზე ცვალებადი ღრუბლები გაშლი-
ლიყო. გადასასვლელთან მოუთმენლად გუგუნებდნენ სატვირ-
თო მანქანები. ჩურილინის თავს ზემოთ მწერები გამოჩნდნენ.
არაყმა მოქმედება დაიწყო და გავიფიქრე: „კარგია თავისუფლე-
ბა! აი, დემობილიზაციის შემდეგ საათობით ვისეირნებ ქუჩებში.
მარატის ქუჩაზე კაფეში შევალ. „დუმის“ შენობასთან სკამზე ჩა-
მოვჯდები და გავაბოლებ... ვიცი, რომ თავისუფლება ფილოსო-
ფიური ცნებაა. მე ეს არ მაინტერესებს. მონებს ხომ ფილოსოფია
არ აინტერესებთ! წახვიდე ნებისმიერ ადგილას – აი, რა არის თა-
ვისუფლება!
ჩემი თანამეინახენი მეგობრულად საუბრობდნენ. პატიმარი
უხსნიდა:
– თავი არა მაქვს წესრიგში. ისევ გაზები... თუ სიმართლე გინ-
და, ყველა ჩემნაირი უნდა გაათავისუფლონ. ავადმყოფობის გა-
მო უნდა ჩამოწერონ. მოძველებულ ტექნიკას ხომ ჩამოწერენ
ხოლმე.
ჩურილინი აწყვეტინებდა:
– თავი არა გაქვს წესრიგში?! რომ იპარავდი, მაშინ ხომ გქონ-
და? საბუთების მიხედვით, ჯგუფურ ძარცვაში მონაწილეობდი. სა-
ინტერესოა, რა მოიპარე?
შეცბუნებული პატიმარი პასუხობდა:
– არაფერი განსაკუთრებული... ტრაქტორი...
– ტრაქტორი მთლიანად?
– ხო.
– და, როგორ მოახერხე?
61 მკითხველთა ლიგა
– იოლად. რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატიდან გამო-
ვიყვანე. ფსიქოლოგიურად ვმოქმედებდი.
– როგორ?
– შევედი კომბინატში. დავჯექი ტრაქტორზე. უკან ტაოტიანი
კასრი გამოვაბი. დავაწექი საგუშაგოსკენ. კასრი გრუხუნებდა.
იჩითება დარაჯი: „სად მიგაქვს კასრი“? ვპასუხობ: „პირადი საჭი-
როებისთვის“. „საბუთები გაქვს“? „არა“. „მოხსენი, მაგის დამსმე-
ლი დედაც“. კასრი მოვხსენი და გზა განვაგრძე. მოკლედ, ფსიქო-
ლოგიამ გაიმარჯვა... მერე ტრაქტორი ნაწილებად დავშალეთ...
აღტაცებულმა ჩურილინმა ხელი დაჰკრა პატიმარს ზურგზე:
– არტისტი ხარ, ჯიგარო!
პატიმარმა მოკრძალებით დაუდასტურა:
– ხალხი პატივს მცემდა.
უცებ ჩურილინი ადგა:
– გაუმარჯოს შრომით რეზერვებს!
და ჯიბიდან მეორე ბოთლი დააძრო.
ამ დროისათვის ჩვენს ველს მზე მოადგა. ჩრდილში გადავე-
დით. წაქცეულ თხმელაზე ჩამოვსხედით.
ჩურილინმა გვიბრძანა:
– აბა, დავიწყოთ!
ცხელოდა. პატიმარი წელზემოთ გაშიშვლდა. მკერდზე სვი-
რინგი ჰქონდა:
„ფაინა! გახსოვს ოქროს დღეები?!“
გვერდით კი – თავის ქალა, ფინური დანა და პატარა ქილა
წარწერით – „შხამი“.
ჩურილინი მალე დათვრა. ვერც შევამჩნიე, როგორ მოხდა ეს.
უცებ მოიღუშა და ჩაჩუმდა.
ვიცოდი, რომ ყაზარმაში ბლომად იყვნენ ნევროზიანები. დაც-
ვაში მუშაობა აუცილებლად იწვევდა ამგვარ გართულებებს. მაგ-
62 მკითხველთა ლიგა
რამ სწორედ ჩურილინი მიმაჩნდა შედარებით ჯანმრთელ ადამი-
ანად.
მხოლოდ ერთი გიჟური გამოხდომა მახსოვდა მისგან. მაშინ
პატიმრები ტყის საკაფავად მიგვყავდა. ფიცრულში ღუმელთან
ვისხედით. ვთბებოდით.
ვსაუბრობდით. ბუნებრივია, დავლიეთ კიდეც.
ჩურილინი ხმის ამოუღებლად გავიდა. სადღაც მოძებნა ვედ-
რო, აავსო დიზელით, მერე სახურავზე აძვრა და საწვავი მილში
ჩაუშვა.
ფიცრულში ცეცხლი გაჩნდა. ძლივს მოვასწარით გამოძრომა.
სამმა კაცმა დამწვრობა მიიღო. მაგრამ ეს ადრე იყო. ახლა კი
ვთხოვე, დამშვიდებულიყო.
ჩურილინმა უხმოდ ამოიღო პისტოლეტი. მერე გავიგონეთ:
– წამოდექით! ორკაციანი ბრიგადა ბადრაგის განკარგულე-
ბაში გადმოდის! გამოუვალ მდგომარეობაში ბადრაგი იარაღს
იყენებს. პატიმარო ხოლოდენკო, გასწი! ეფრეიტორო დოვლა-
ტოვ, გაჰყევი!..
ისევ ვაწყნარებდი:
– გამოფხიზლდი. აზრზე მოდი და შეინახე ეგ პისტოლეტი.
პატიმარი გაოცდა:
– რა ხდება, რას ხიპიშობს?
ამასობაში ჩურილინმა ჩახმახი შეაყენა. მისკენ გავემართე და
გავუმეორე:
– ზედმეტი მოგივიდა.
ჩურილინმა უკან დაიხია. მივყვებოდი და ვცდილობდი,
ფრთხილად მივახლოებოდი. შიშისგან რაღაც სისულელეს ვეუბ-
ნებოდი. ისიც კი მახსოვს, ვიღიმოდი.
აი, პატიმარს კი არც შეშინებია. გამხიარულებულმა წამოიძა-
ხა:
– აუ, ეგეთი არაფერი მინახავს!..
63 მკითხველთა ლიგა
ჩურილინის უკან წამოქცეული თხმელა დავინახე. დიდხანს
ვეღარ ივლიდა უკუსვლით. ჩავიკუზე. ვიცოდი, რომ წაქცევისას,
შესაძლოა, გაესროლა. ასეც მოხდა.
გაისმა გრუხუნი და ხმელი ტოტების ტკაცანი...
პისტოლეტი მიწაზე დავარდა. ფეხისწვერით გავასრიალე
გვერდით.
ჩურილინი წამოდგა. აღარ მეშინოდა მისი. ნებისმიერ პოზი-
ციაში შემეძლო, წამექცია. თანაც, პატიმარიც იქვე იყო.
დავინახე, როგორ იხსნიდა ჩურილინი ქამარს. ვერ მოვტვინე,
რას აპირებდა. მეგონა, შარვალს ისწორებს-მეთქი.
თეორიულად შემეძლო, მიმეხვრიტა ან დამეჭრა მაინც. ჩვენ
ხომ დავალებას ვასრულებდით. ასე ვთქვათ, საბრძოლო მდგო-
მარეობაში ვიყავით. გამამართლებდნენ კიდეც.
ნაცვლად ამისა, კვლავ მისკენ გავიწიე. ინტელიგენტობა მაში-
ნაც ბევრ რამეში მიშლიდა ხელს, როცა კრივით ვიყავი გატაცე-
ბული.
საბოლოოდ, ჩურილინმა ბალთა თავში ჩამცხო. რაც მთავა-
რია, ყველაფერი მახსოვს. გონება არ დამიკარგავს. დარტყმაც
არ მიგრძნია. დავინახე, რომ შარვალზე სისხლი დამეწვეთა. იმ-
დენი სისხლი მოდიოდა, რომ ხელისგულები შევუშვირე. ვიდექი
და სისხლი მომდიოდა.
მადლობა ღმერთს, პატიმარი არ დაბნეულა, ჩურილინს ქამა-
რი გამოჰგლიჯა. მერე პერანგის სახელო მოირღვია და შუბლი
შემიხვია.
ამ დროისათვის, მგონი, ჩურილინს აზროვნება დაუბრუნდა.
თავში შემოირტყა ხელები და ღრიალით გავარდა გზაზე.
მისი პისტოლეტი ბალახში ეგდო – ცარიელი ბოთლის გვერ-
დით. პატიმარს ვუთხარი:
– აიღე...
64 მკითხველთა ლიგა
ახლა კი წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: წინ ღრიალით მიდის
ჩეკისტი. მას მიყვება არანორმალური პატიმარი პისტოლეტით,
ბოლოს კი დასისხლიანებული ეფრეიტორი მიდის. ამ დროს გზა-
ზე სამხედრო პატრული გამოჩნდა. „გაზ-61“ სამი ავტომატით
შეიარაღებული პირითა და უშველებელი ნაგაზით.
ახლაც მიკვირს, როგორ არ მიახვრიტეს ჩვენი პატიმარი.
თავისუფლად შეეძლოთ, ცეცხლი გაეხსნათ ან ძაღლი მიეშ-
ვათ.
მანქანა დავინახე თუ არა, გონება დავკარგე. ნებისყოფამ მი-
ღალატა. თანაც, სიცხემაც იმოქმედა. მხოლოდ იმის თქმა მოვას-
წარი, რომ პატიმარი უდანაშაულოა. აი, დამნაშავის გარკვევა კი
მათ მივანდე.
წაქცევისას ხელიც მოვიტეხე. უფრო სწორად, დავიშავე. წი-
ნამხარი გამებზარა. გაფიქრებაც მოვასწარი – ესღა მაკლდა-
მეთქი.
უკანასკნელი, რაც დამამახსოვრდა, ძაღლი იყო. ჩემ გვერ-
დით იჯდა, ლალისფერი ხახა დაეღო და ნერვიულად ამთქნარებ-
და...
ჩემს თავს ზემოთ რეპროდუქტორი ახმაურდა. გაისმა ზუზუნი
და უმნიშვნელო ტკაცუნი. საზეიმო ჰიმნის ჰანგებისთვის აღარ
დამიცდია, ისე გამოვაძვრე ჩამრთველიდან.
უცებ მივიწყებული ბავშვური შეგრძნება დამეუფლა. სკოლის
მოსწავლე ვარ, სიცხე მაქვს. გაკვეთილებს ვაცდენ.
ველოდები ექიმს. მოვა, ჩამოჯდება ჩემს საწოლზე. ჩამხედავს
ყელში და მეტყვის: „აბა, ყმაწვილო“... დედა ექიმისთვის სუფთა
პირსახოცს ეძებს.
ავად ყოფნა ბედნიერებაა – ყველას ვეცოდები. ცივ წყალს უნ-
და მოვერიდო...
65 მკითხველთა ლიგა
ექიმს ველოდი და მის მაგივრად ჩურილინი გამომეცხადა.
ფანჯარაში შემოიხედა, რაფაზე ჩამოჯდა. მერე მომიახლოვდა.
საცოდავი და მოღუშული სახე ჰქონდა.
შევეცადე, წიხლი ამომერტყა ყვერებში. ჩურილინმა ოდნავ
უკან დაიხია, უაზროდ აიქნია ხელები და დაიწყო:
– სერიოგა, მაპატიე! შემეშალა... ვნანობ... გულწრფელად
ვნანობ... ეფექტის მდგომარეობაში ვმოქმედებდი...
– აფექტისა, – შევუსწორე.
– მით უმეტეს...
ჩურილინი ფრთხილად მომიახლოვდა:
– ვიხუმრე... ვიფიქრე, ბევრს ვიცინებთ-მეთქი... შენთან პრე-
ტენზია არა მაქვს...
– კიდევ კარგი, – ვეუბნები მე.
რა უნდა მეთქვა? რა უნდა უთხრა მცველს, რომელიც ლოსიონ
„ჰიგიენას“ მხოლოდ შინაგანი მოხმარებისთვის იყენებს?..
ვკითხე:
– რასა იქმს ჩვენი პატიმარი?
– წესრიგშია. ისევ აურია. დილიდან „შირაკა სტრანა მაია
რადნაიას“ მღერის. ხვალ გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ჯერჯერო-
ბით იზოლატორში ზის.
– შენ?
– მე, ბუნებრივია, ჰაუპტვახტში ვარ. უფრო სწორად, ფიზიკუ-
რად აქა ვარ, პრინციპში კი – ჰაუპტვახტში. იქ ჩემი თანამემამუ-
ლე მორიგეობს... შენთან საქმე მაქვს.
კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და სწრაფად ალაპარაკ-
და.
– სერიოგა, ვიღუპები, მიშველე! ხუთშაბათს ამხანაგური სასა-
მართლოა.
– ვისი?
– ჩემი. მეუბნებიან, სერიოგა დაასახიჩრეო.
66 მკითხველთა ლიგა
– კარგი, ვიტყვი, რომ არავითარი პრეტენზია არა მაქვს და
გპატიობ.
– უკვე ვუთხარი, რომ მპატიობ. მიპასუხეს, რომ ეს არ არის
მთავარი, რომ მოთმინების ფიალა აევსოთ.
– მე რაღა გიყო?
– განათლებული ხარ, რამე მოიფიქრე, თორემ ეს ჩათლახები
ტრიბუნალს გადასცემენ ჩემს საბუთებს. ეს კი სამი წლით დის-
ციპლინის ბატალიონს ნიშნავს. დისბატი ბანაკზე უარესია. ასე
რომ, მიშველე...
დაიღრიჭა და ტირილი დააპირა:
– მე ხომ ერთადერთი შვილი ვარ ოჯახში... ძმა ციხეშია, დები
დათხოვდნენ...
ვეუბნები:
– არც ვიცი, რა უნდა ვქნა. თუმცა, არის ერთი ვარიანტი...
ჩურილინი გამოცოცხლდა.
– რა?
– სასამართლოზე გკითხავ: „სამოქალაქო პროფესია გაქვს“?
შენ მიპასუხებ: „არა“. მე ვიტყვი: „რა ქნას დემობილიზაციის შემ-
დეგ – იქურდოს? სად არის მძღოლისა და მებულდოზერის დაპი-
რებული კურსები? რითი ვართ რეგულარულ ჯარზე უარესი“? და
ასე შემდეგ. ატყდება ხმაური. იქნებ თავდებით გაგიშვან კიდეც.
ჩურილინი კიდევ უფრო გამოცოცხლდა. ჩემს საწოლზე ჩა-
მოჯდა და ჩაახველა:
– აი, თავი! აი, ეს თავია! თუკი ასეთი თავი გაქვს, პრინციპში,
შეგიძლია, არც იმუშაო.
– განსაკუთრებით, თუკი თითბრის ბალთით დაბეგვავ, – ვუთ-
ხარი მე.
– წასული საქმეა, – მითხრა ჩურილინმა, – ყველაფერი და-
ვიწყებულია... დამიწერე, რა უნდა ვთქვა.
– ახლა არ მოგიყევი?!
67 მკითხველთა ლიგა
– ჰოდა, დამიწერე, თორემ ერთბაშად დავიბნევი.
ჩურილინმა ქიმიური ფანქრის ნარჩენი გამომიწოდა. მერე
კედლის გაზეთს კუთხე მოახია:
– დაწერე.
აკურატულად გამოვიყვანე: „არა“.
– რას ნიშნავს „არა”?! – მკითხა ჩურილინმა.
– ხომ მითხარი: „დაწერე, რა ვთქვა“. აი, დავწერე: „არა“. სა-
სამართლოზე გკითხავ: „სამოქალაქო პროფესია გაქვს“? შენ მი-
პასუხებ: „არა“. მერე მძღოლის კურსებზე ვილაპარაკებ. ატყდება
ხმაური.
– ესე იგი, მხოლოდ ერთ სიტყვას ვამბობ?
– ასე გამოდის.
– ცოტაა, – თქვა ჩურილინმა.
– გამორიცხული არ არის, სხვა კითხვებიც დაგისვან.
– მაინც?
– მე რა ვიცი.
– რა ვუპასუხო?
– იმისდა მიხედვით, რასაც გკითხავენ.
– მაინც, დაახლოებით რას მკითხავენ?
– აი, ვთქვათ: „აღიარებ, რომ დამნაშავე ხარ“?
– რა ვუპასუხო?
– უპასუხე: „დიახ”.
– და, მორჩა?
– შეგიძლია, უპასუხო: „დიახ, რა თქმა უნდა, ვაღიარებ და
ძალზე ვნანობ“.
– ეგ უკეთესია. ჩაწერე! ჯერ კითხვა დაწერე. მერე ჩემი პასუხი.
კითხვები ჩვეულებრივად დაწერე, პასუხები – კვადრატული
ასოებით. რომ არ ამერიოს...
თერთმეტ საათამდე ვისხედით. ფერშალს მისი გაგდება უნ-
დოდა, მაგრამ ჩურილინმა უთხრა:
68 მკითხველთა ლიგა
– რა, თანამებრძოლის მონახულება არ შეიძლება?!.
ბოლოს და ბოლოს, მთელი დრამა დავწერეთ. გავითვალის-
წინეთ ათობით კითხვა და პასუხი. ამას ვინ ჩივის. ჩურილინის და-
ჟინებული მოთხოვნით, ფრჩხილებში აღვნიშნე: „ცივად“, „და-
ფიქრებულად“, „დაბნეულად“.
მერე სადილი მომიტანეს: ერთი თეფში სუპი, შემწვარი თევზი
და კისელი.
ჩურილინი გაოცდა:
– აქ უკეთესი საჭმელია, ვიდრე ჰაუპტვახტში.
ვეუბნები:
– შენ რა, გინდა, პირიქით იყოს?
სხვა გზა არ იყო – თევზი და კისელი მივაწოდე. მერე ერთმა-
ნეთს დავშორდით.
ჩურილინმა მითხრა:
– თორმეტზე ჩემი თანამემამულე ჰაუპტვახტიდან მიდის. მერე
ვიღაც გოიმი მორიგეობს. უნდა დავბრუნდე.
ჩურილინი ფანჯარასთან მივიდა. მერე მობრუნდა:
– დამავიწყდა. მოდი, ქამრები გავცვალოთ. თორემ ამ ბალ-
თის გამო სასჯელს დამიმატებენ.
აიღო ჩემი ქამარი, თავისი კი საწოლზე გადაკიდა.
– ბედმა გაგიღიმა, ჩემი ნატურალური ტყავისაა. ბალთაში კი
კალაა ჩასხმული. ერთი დარტყმა და, კაცი გასაღებულია, – მეუბ-
ნება.
– ეგ კი ვიცი...
ჩურილინი ისევ მივიდა ფანჯარასთან. მერე შემობრუნდა:
– მადლობა, – მეუბნება, – არ დავივიწყებ.
და ფანჯარაში გაძვრა. არადა, თავისუფლად შეეძლო, კარი-
დან გასულიყო.
კიდევ კარგი, ჩემი სიგარეტი არ გააყოლა ხელს...
69 მკითხველთა ლიგა
სამი დღე გავიდა, ექიმმა მითხრა, რომ ადვილად გამოვძვერი,
რადგან მხოლოდ თავი მქონდა დაბეჟილი.
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დავბორიალებდი. საათო-
ბით ვიჯექი ბიბლიოთეკაში. მზეს ვეფიცხებოდი შეშის შესანახი
ფარდულის სახურავზე.
ორჯერ ვცადე ჰაუპტვახტში შესვლა. პირველად ახალბედა
ლატვიელი მორიგეობდა. იმწამსვე ავტომატი მომიშვირა. სიგა-
რეტის გადაცემა მინდოდა, მაგრამ თავი გააქნია.
საღამოს ისევ მივედი. ნაცნობი ინსტრუქტორი მორიგეობდა.
– შედი, – მეუბნება, – შეგიძლია, ღამეც მანდ გაათიო.
და გასაღებები ააჩხარუნა, კარი გააღო.
ჩურილინი სამ ტუსაღთან ერთად ბურას თამაშობდა. მეხუთეს
ბუტერბროდი ეჭირა ხელში და თამაშს თვალს ადევნებდა. იატაკ-
ზე ფორთოხლის ქერქები ეყარა.
– გაგიმარჯოს, – მითხრა ჩურილინმა, – ხელი არ შემიშალო.
ახლა სეირს ვანახებ ამათ.
„ბელომორი“ მივაწოდე.
– დასალევი? – მკითხა ჩურილინმა.
შეგშურდებოდა მისი თავხედობა.
ერთი წუთი გავჩერდი და წამოვედი.
დილით ყველგან გაკრული იყო ელვა-განცხადება: „დივიზიო-
ნის ღია კომკავშირული კრება. ამხანაგური სასამართლო. ვადიმ
ტიხონოვიჩ ჩურილინის პერსონალური საქმე. დასწრება სავალ-
დებულოა“.
რომელიღაც ზევადიანმა ჯარისკაცმა ჩაიარა და განაცხადა:
– დროულია, სულ გაველურდნენ... რაც ყაზარმაში ხდება, სა-
შინელებაა... კარს ქვემოდან ღვინო მოედინება...
კლუბის შენობაში სამოცამდე კაცი შეიკრიბა. სცენაზე კომკავ-
შირის ბიურო განთავსდა. ჩურილინი გვერდით დასვეს, დროშას-
თან. მაიორ აფანასიევის გამოჩენას ელოდნენ.
70 მკითხველთა ლიგა
ჩურილინი ძალზე ბედნიერად გამოიყურებოდა. ალბათ, პირ-
ველად აღმოჩნდა სცენაზე. ხელებს უქნევდა ნაცნობებს. სხვათა
შორის, მეც დამიქნია.
მაიორი აფანასიევი სცენაზე ავიდა:
– ამხანაგებო!
დარბაზში თანდათანობით სიჩუმემ დაისადგურა.
– ამხანაგო მებრძოლებო! დღეს რიგითი ჩურილინის პერსო-
ნალურ საქმეს განვიხილავთ. რიგითი ჩურილინი ეფრეიტორ
დოვლატოვთან ერთად საპასუხისმგებლო საქმეზე გაგზავნეს.
გზაში რიგითი ჩურილინი ღორივით გამოთვრა და უპასუხისმგებ-
ლოდ მოიქცა. ამის გამო დაშავდა ეფრეიტორი დოვლატოვი,
სხვათა შორის, უკაცრავად პასუხია და, ასეთივე ტუტუცი... პატიმ-
რისა მაინც მორიდებოდათ...
სანამ მაიორი ამას ლაპარაკობდა, ჩურილინი კმაყოფილე-
ბისგან ბრწყინავდა. ერთი-ორჯერ თმაც გადაივარცხნა. სკამზე
შეტრიალ-შემოტრიალდა, დროშას შეახო ხელი. აშკარა იყო, თა-
ვი გმირად მიაჩნდა.
მაიორი განაგრძობდა:
– ჩურილინმა მხოლოდ ამ კვარტალში ოცდაექვსი დღე-ღამე
გაატარა ჰაუპტვახტში. ლოთობაზე აღარაფერს ვამბობ – ჩური-
ლინისთვის ეს იგივეა, რაც თოვლი – ზამთარში. უფრო სერიო-
ზულ დანაშაულზე ვლაპარაკობ – ისეთზე, როგორიც ჩხუბია.
თითქოსდა, მისთვის კომუნიზმი უკვე აშენდა. არ მოეწონება ვინ-
მეს ფიზიონომია და, პირდაპირ ხიფათში ხეთქავს. ასე ყველა და-
იწყებს მუშტების ქნევას. თქვენ გგონიათ, მე არ მინდა, ვინმეს სი-
ფათი გავუერთიანო?!.. მოკლედ, მოთმინების ფიალა აივსო. უნ-
და გადავწყვიტოთ – ჩვენთან დავტოვოთ ჩურილინი თუ ტრიბუ-
ნალს გადავცეთ მისი საბუთები. სერიოზული საქმეა, ამხანაგებო!
დავიწყოთ!.. მოგვიყევით, ჩურილინ, როგორ მოხდა ყველაფერი.
71 მკითხველთა ლიგა
ყველამ ჩურილინს შეხედა. ხელში დაჭმუჭნილი ქაღალდი
ეჭირა. აქეთ-იქით აქნევდა, ათვალიერებდა და რაღაცას ბუტბუ-
ტებდა.
– მოგვიყევით, – გაიმეორა მაიორმა აფანასიევმა.
დაბნეულმა ჩურილინმა მე შემომხედა. ეტყობა, რაღაც არ
გაგვითვალისწინებია. რაღაც გამოვტოვეთ სცენარში.
მაიორმა ხმას აუწია:
– რას გვალოდინებთ?
– სად მეჩქარება, რო? – თქვა ჩურილინმა.
სხვა გზა არ იყო, ხელი ავწიე:
– მოდი, მე მოვყვები.
– არა, – იყვირა მაიორმა, – შენც კარგი ვინმე ხარ!
– აჰა, – თქვა ჩურილინმა, – აი... მინდოდა... ისა... მებულდო-
ზერეთა კურსებზე მოხვედრა.
მაიორი მისკენ მიბრუნდა:
– რა შუაშია კურსები, თქვენი დედაც... დათვრა, მეგობარი და-
ასახიჩრა და ახლა კურსები მომინდომა!.. შემთხვევით, ინსტი-
ტუტში ჩაბარებას ხომ არ ისურვებდით? ან კონსერვატორიაში?..
ჩურილინმა ერთხელაც ჩაიჭყიტა ქაღალდში და მოღუშულმა
თქვა:
– რითა ვართ რეგულარულ ჯარზე უარესი?
მაიორი კინაღამ დაიხრჩო ცოფისგან:
– როდემდე გაგრძელდება ეს?! შენკენ ვართ, შენ კი შენსას მი-
ერეკები! გეუბნებიან – მოჰყევი, მოჰყევი!
– რა მოვყვე?! რომელი ფორსაიტების საგა ესაა, რა გამიხურე,
შე ჩათლახო, ა?! შემიძლია, შენც ზედ მიგაყოლო!..
მაიორი რევოლვერის ბუდეს წაეტანა. ღაწვებზე წითელმა ლა-
ქებმა დააყარა. მძიმედ სუნთქავდა. მერე როგორღაც თავს მო-
ერია:
72 მკითხველთა ლიგა
– სასამართლოსთვის ყველაფერი ნათელია. კრებას დახურუ-
ლად ვაცხადებ!
ჩურილინს ბადრაგმა ჩაავლო ხელი. სიგარეტი ამოვაძვრინე
და გასასვლელისკენ დავიძარი...
ჩურილინს ერთი წლით დისბატი მიესაჯა. მის გათავისუფლე-
ბამდე ერთი თვით ადრე დემობილიზაცია მომიწია. აღარც ის გა-
დარეული პატიმარი მინახავს. მთელი ის სამყარო სადღაც გაქრა.
დამრჩა მხოლოდ ქამარი.
73 მკითხველთა ლიგა
ფერნან ლეჟეს ქურთუკი
74 მკითხველთა ლიგა
მთელი ცხოვრება არ მოგვკლებია ამ ოჯახის ზრუნვა და მფარ-
ველობა. ჩერკასოვი რეკომენდაციებს უწევდა მამაჩემს. მისი ცო-
ლი კაბებსა და ფეხსაცმელებს ჩუქნიდა დედაჩემს.
ჩემი მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ. მერე გაიყარნენ. თუმცა
განქორწინება ლამის ერთადერთი მშვიდობიანი აქტი იყო მათი
ერთობლივი ცხოვრების მანძილზე; ერთადერთი იმ მცირერიც-
ხოვანი შემთხვევებიდან, როცა ჩემი მშობლები შეთანხმებულად
მოქმედებდნენ.
ჩერკასოვი მნიშვნელოვნად გვეხმარებოდა მე და დედას. მა-
გალითად, მისი წყალობით შევინარჩუნეთ საცხოვრებელი ფარ-
თი.
ანდრიუშა ჩემი პირველი მეგობარი იყო. ერთმანეთი ევა-
კუაციის დროს გავიცანით. უფრო სწორად, არ გაგვიცნია, მაგრამ
ერთმანეთის გვერდით ვიწექით საბავშვო ეტლებში. ანდრიუშას
უცხოური ეტლი ჰქონდა, მე – სამამულო წარმოებისა.
ალბათ ერთნაირად ვიკვებებოდით. ომი იყო.
მერე ომი დამთავრდა. ჩვენი ოჯახები ლენინგრადში აღმოჩ-
ნდნენ. ჩერკასოვები სამთავრობო სახლში ცხოვრობდნენ, კრონ-
ვერკსკის ქუჩაზე, ჩვენ – კომუნალურ ბინაში, რუბენშტეინის ქუ-
ჩაზე.
ანდრიუშას ხშირად ვხვდებოდი. ერთად დავდიოდით დილის
საბავშვო წარმოდგენებზე. აღვნიშნავდით ყოველ დაბადების
დღეს.
კრონვერკსკზე ტრამვაით მივდიოდით მე და დედა. ანდრიუშა
მძღოლს მოჰყავდა ხოლმე ომიდან ნაალაფარი მანქანა „ბუგა-
ტით“.
მე და ანდრიუშა ერთი სიმაღლისანი ვიყავით. დაახლოებით
ერთი ასაკისანი. ჯანმრთელ და ენერგიულ ბავშვებად ვიზრდებო-
დით.
75 მკითხველთა ლიგა
როგორც მახსოვს, ანდრიუშა უფრო გაბედული და ფიცხი გახ-
ლდათ. მე კი ფიზიკურად უფრო ძლიერი და, მგონი, ოდნავ ჭკვი-
ანიც ვიყავი.
ყოველ ზაფხულს აგარაკზე ვატარებდით. ჩერკასოვებს კარე-
ლიის ყელთან ცაცხვებით გარშემორტყმული აგარაკი ჰქონდათ.
ფანჯრებიდან მოჩანდა ფინეთის ყურე, სადაც თოლიები ლივლი-
ვებდნენ.
ანდრიუშას ყოველთვის შინამოსამსახურე ჰყავდა მიჩენილი.
ისინი ხშირად იცვლებოდნენ. მათ, როგორც წესი, ქურდობის გა-
მო ითხოვდნენ. სიმართლე რომ ვთქვა, მესმის მათი.
ნინა ჩერკასოვას უამრავი უცხოური ნივთი ჰქონდა. ყველა თა-
როზე სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები ეწყო. ეს აცდუ-
ნებდა ახალგაზრდა შინამოსამსახურეებს. აღმოაჩენდა თუ არა
მორიგ დანაკარგს, ნინა ჩერკასოვა წარბებს შეკრავდა: ლუბაშა
ცელქობს!
მეორე დღესვე ლუბაშას ზინულია ცვლიდა...
ჩემს გადიას ლუიზა ჰენრიხოვნას ეძახდნენ. მას, როგორც
გერმანელს, დაპატიმრება ემუქრებოდა. ლუიზა ჰენრიხოვნა
ჩვენთან იმალებოდა. უფრო სწორად, უბრალოდ, ჩვენთან ცხოვ-
რობდა. და თანაც ჩემს აღზრდაზე ზრუნავდა. მგონი, არც არა-
ფერს ვუხდიდით.
ოდესღაც ჩერკასოვების აგარაკზე ლუიზა ჰენრიხოვნასთან
ერთად ვცხოვრობდით. მერე კი, აი, რა მოხდა: ლუიზა ჰენრიხოვ-
ნას თრომბოფლებიტი აწუხებდა და ერთმა ნაცნობმა მერძევე
ქალმა ურჩია, ფეხებზე განავალი წაესვა. მგონი, მართლაც არის
ამგვარი ხალხური საშუალება.
გარშემომყოფთა საუბედუროდ, ამ საშუალებამ იმოქმედა:
ლუიზა ჰენრიხოვნას დაპატიმრებამდე აუტანელი სუნი ასდიოდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითმენდით, მაგრამ ჩერკასოვები უფრო ფა-
76 მკითხველთა ლიგა
ქიზები აღმოჩნდნენ. დედაჩემს უთხრეს, რომ ლუიზა ჰენრიხოვ-
ნას ჩვენთან ყოფნა არასასურველი იყო.
ამის შემდეგ დედამ ოთახი იქირავა იმავე ქუჩაზე – ერთ-ერთი
გლეხის სახლში. გადიასთან ერთად იქ ვატარებდი ყოველ გაზაფ-
ხულს. ასე გრძელდებოდა მის დაპატიმრებამდე.
დილით ანდრიუშასთან მივდიოდი. დავრბოდით ნაკვეთში, მი-
ვირთმევდით მოცხარს, ვთამაშობდით მაგიდის ჩოგბურთს, ვი-
ჭერდით ხოჭოებს. თბილ დღეებში პლაჟზე გავდიოდით. წვიმაში
აივანზე ვისხედით და პლასტილინს ვძერწავდით.
ხანდახან ანდრიუშას მშობლები ჩამოდიოდნენ: დედა – თით-
ქმის ყოველ კვირადღეს. მამა – მთელი ზაფხულის განმავლობა-
ში – ოთხჯერ, გამოსაძინებლად.
თავად ჩერკასოვები კარგად მექცეოდნენ, შინამოსამსახურე-
ნი კი – არა. მე ხომ დამატებით ყურადღებას ვსაჭიროებდი. თა-
ნაც, დამატებითი გასამრჯელოს გარეშე.
ამიტომ ანდრიუშას ცელქობას არ უშლიდნენ, მე – მიშლიდ-
ნენ. უფრო სწორად, ანდრიუშას ცელქობა ბუნებრივად ითვლე-
ბოდა, ჩემი კი – არა. მეუბნებოდნენ: „შენ უფრო ჭკვიანი ხარ. მა-
გალითი უნდა მისცე ანდრიუშასო“.
ასე რომ, ზაფხულობით პატარა აღმზრდელი ვიყავი ხოლმე.
უთანასწორობას ვგრძნობდი. თუმცა, ანდრიუშას უფრო ხში-
რად უყვიროდნენ, უფრო მკაცრად სჯიდნენ და სამაგალითოდ მე
მასახელებდნენ.
და მაინც, ნაწყენი გახლდით. მთავარი ანდრიუშა იყო. მოსამ-
სახურეებს ისე ეშინოდათ მისი, როგორც მეპატრონისა. მე კი, ასე
ვთქვათ, უბრალო ბავშვი ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ ში-
ნამოსამსახურეც უბრალო ქალი იყო, მაინც არ ვუყვარდი.
თეორიულად, ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო. ში-
ნამოსამსახურეებს უნდა ვყვარებოდი, როგორც სოციალურად
ახლობელი. სინამდვილეში კი მსახურებს იმაზე მეტად უყვართ
77 მკითხველთა ლიგა
აუტანელი ბატონები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. და, რაღა
თქმა უნდა, უფრო მეტადაც, ვიდრე საკუთარი თავი.
ნინა ჩერკასოვა ინტელიგენტი, ჭკვიანი, კარგად აღზრდილი
ქალბატონი იყო. ბუნებრივია, თავისი დაქალის ექვსი წლის ვა-
ჟიშვილს არავის დააჩაგვრინებდა. თუკი ანდრიუშა ვაშლს გეახ-
ლებოდათ, მეც იგივე მევალებოდა. თუკი ანდრიუშა კინოში მი-
დიოდა, ჩემთვისაც ყიდულობდნენ ბილეთს.
როგორც გვიან მივხვდი, ნინა ჩერკასოვას მდიდრებისთვის
დამახასიათებელი ყველა ღირსება და ნაკლი ჰქონდა. ვაჟკაცუ-
რი, შეუპოვარი, მიზანდასახული ქალი იყო. ამასთან ერთად – ცი-
ვი, ქედმაღალი და არისტოკრატულად გულუბრყვილო. მაგალი-
თად, ფული მძიმე ტვირთად მიაჩნდა. დედაჩემს ეუბნებოდა:
– რა ბედნიერი ხარ, ნორა! სერიოჟას ირისის კანფეტს მიაწ-
ვდი და კმაყოფილია. ჩემს უქნარას კი მხოლოდ შოკოლადი უყ-
ვარს...
რა თქმა უნდა, მეც მიყვარდა შოკოლადი, მაგრამ ისე მეჭირა
თავი, თითქოს ირისის კანფეტი მერჩივნა.
ახლა არც ვნანობ გამოვლილ სიღატაკეს. თუკი ჰემინგუეის
დავუჯერებთ, სიღატაკე შეუცვლელი სკოლაა მწერლისთვის. სი-
ღატაკე აფხიზლებს ადამიანს. და ასე შემდეგ.
საინტერესოა, რომ ჰემინგუეიმ ყოველივე ეს მას შემდეგ შეამ-
ჩნია, რაც გამდიდრდა...
შვიდი წლის ასაკში დედაჩემს ვარწმუნებდი, რომ ვერ ვიტან
ხილს. ცხრა წლისა მაღაზიაში ახალი ფეხსაცმლის გასინჯვაზე
ვაცხადებდი უარს. თერთმეტისას კითხვა შემიყვარდა. თექვსმე-
ტისამ ფულის შოვნა ვისწავლე.
თექვსმეტი წლის ასაკამდე ახლო ურთიერთობა მქონდა ან-
დრეი ჩერკასოვთან. ის ინგლისურ სკოლაში სწავლობდა, მე –
ჩვეულებრივში. მას მათემატიკა უყვარდა, მე – ნაკლებად ზუსტი
78 მკითხველთა ლიგა
მეცნიერებანი. სხვათა შორის, ორივე გამოუსწორებელი ზარმა-
ცები ვიყავით.
ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ინგლისური სკოლა ჩვენი
სახლიდან ხუთი წუთის სავალზე იყო. ხანდახან, სკოლის შემდეგ,
ანდრიუშა ჩვენსას შემოივლიდა ხოლმე. ხანდახან კი მე მივდიო-
დი მასთან ფერადი ტელევიზორის საყურებლად. ანდრეი ინფან-
ტილური, დაბნეული, ძალზე მეგობრული ადამიანი იყო. მე უკვე
– ბოროტი და ადამიანურ სისუტეებზე ჩასაფრებული ბიჭი.
სკოლის პერიოდში ორივემ გავიჩინეთ მეგობრები, თანაც –
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ჩემს მეგობრებში კრიმინა-
ლური ტიპის ახალგაზრდები სჭარბობდნენ. ანდრეი კარგი ოჯა-
ხიშვილებისკენ ილტვოდა.
ესე იგი, რაღაც არის მარქსიზმ-ლენინიზმის მოძღვრებაში.
ალბათ, ადამიანში მართლაც არსებობს სოციალური ინსტინქტე-
ბი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ველტვოდი და-
ზარალებულ ადამიანებს – ღატაკებს, ხულიგნებს, დამწყებ პოე-
ტებს. ათასჯერ მაინც მოვხვდი ნორმალურ კომპანიაში, მაგრამ
არ გამიმართლა. მხოლოდ ველურების, შიზოფრენიკებისა და
გარეწრების საზოგადოებაში ვგრძნობდი თავს კარგად. წესიერი
ნაცნობები მეუბნებოდნენ:
– არ გეწყინოს, მაგრამ შენ გარშემო საშინელი გარემოცვაა.
შენ გვერდით შეიძლება ყველანაირი კომპლექსით დაავადდე...
არ მწყინდა. თორმეტი წლის ასაკიდან დაუოკებლად მიმიწევ-
და გული გარეწრებისკენ. გასაკვირი არც არის, რომ ჩემი სკო-
ლის მეგობრებიდან შვიდმა საპატიმროში ამოყო თავი.
წითურა ბორის ივანოვი რკინის ფურცლების მოპარვისთვის
ჩასვეს. შტანგისტმა კონონენკომ საყვარელი მოკლა. სკოლის
დარაჯის შვილმა, მიშა ხამრაევმა, ვაგონ-რესტორანი გაძარცვა.
ყოფილმა ავიამოდელისტმა, ლეტიაგომ, ყრუ-მუნჯი გააუპატი-
ურა. ალიკ ბრიკინმა, მე რომ მოწევა მასწავლა, მძიმე სამხედრო
79 მკითხველთა ლიგა
დანაშაული ჩაიდინა – ოფიცერი გალახა. იურა გოლინჩიკმა,
მეტსახელად „ხრიაპამ“, მილიციელის ცხენი დაჭრა. კლასის ზე-
დამხედველმა ვილია რივკოვიჩმაც მოახერხა და ერთი წელი და-
ირტყა მედიკამენტებით ვაჭრობის გამო.
ჩემი მეგობრები აშინებდნენ და ანერვიულებდნენ ანდრიუშას.
ყოველ მათგანს მუდამ რაღაც ემუქრებოდა. ყველა თვითდამ-
კვიდრების ერთადერთ ფორმას ცნობდა – კონფრონტაციას.
მისი მეგობრები კი რწმენას მიკარგავდნენ და სევდას
მგვრიდნენ. ყოველი მათგანი წესიერი, გონიერი და გულითადი
გახლდათ, თითოეულს ორთაბრძოლას კომპრომისი ერჩივნა.
ორივენი ადრე დავქორწინდით. მე, რა თქმა უნდა, ღარიბ გო-
გონაზე. ანდრეი – დაშაზე, ქიმიკოს იპლატევის შვილიშვილზე,
რამაც კიდევ უფრო გაზარდა ოჯახის კეთილდღეობა. სადღაც წა-
ვიკითხე, ანტიპოდები ერთმანეთს ელტვიანო. მგონი, ამ თე-
ორიაში ბევრი რამ არის საეჭვო, ან – სადავო მაინც. მაგალითად,
დაშა და ანდრეი ერთმანეთს ჰგავდნენ. ორივე – ტანადი, ლამა-
ზი, გულითადი და პრაქტიკული. ორივე სიმშვიდესა და წესრიგს
აფასებდა ყველაფერზე მეტად. ორივე თავის გემოზე და უპრობ-
ლემოდ ცხოვრობდა.
მე და ლენაც ვგავდით ერთმანეთს. ორივე – ქრონიკულად
ხელმოცარული. ვერცერთი ვერ ვეგუებოდით სინამდვილეს. და-
სავლეთშიც კი არსებული კანონების საწინააღმდეგოდ ვახერ-
ხებთ ცხოვრებას.
ერთხელ ანდრიუშამ და დარიამ სტუმრად მიგვიწვიეს. წავე-
დით კრონვერკსკიზე. სადარბაზოში მილიციონერი იჯდა. ყურმი-
ლი აიღო:
– ანდრეი ნიკოლაევიჩ, თქვენთან არიან!
და მერე ოდნავ უფრო გაუმკაცრდა სახე:
– მიბრძანდით.
ლიფტით ავედით და ბინაში შევედით.
80 მკითხველთა ლიგა
მისაღებში დაშამ წაგვჩურჩულა:
– უკაცრავად, ჩვენთან მედდაა.
თავიდან ვერაფერს მივხვდი. ვიფიქრე, რომელიმე მშობე-
ლია-მეთქი ცუდად. ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ გავბრუნდეთ-
მეთქი.
მერე აგვიხსნეს:
– გენალავრენტიევმა მედდა მოიყვანა. საშინელებაა. გოგო-
ნას საბჭოთა ციგეიკის ქურქი აცვია. უკვე მეოთხედ იკითხა, იქნე-
ბა თუ არა ცეკვებიო. ორი წუთის წინ კი მთელი ბოთლი ცივი ლუ-
დი დაცალა... ღვთის გულისათვის, ნუ გაგვიბრაზდებით...
– არა უშავს, შეჩვეულები ვართ... – ვანუგეშე მე.
მაშინ ქარხნის მრავალტირაჟიან გაზეთში ვმუშაობდი. ჩემი
ცოლი ქალთა პარიკმახერი იყო. რას უნდა გავეკვირვებინეთ?!
მედდა კი მერე შევათვალიერე. ლამაზი ხელები, წვრილი კან-
ჭები, მწვანე თვალები და კრიალა შუბლი ჰქონდა. მომეწონა კი-
დეც. ბევრს ჭამდა და თან მაგიდასთანაც კი ცდილობდა წაცეკვე-
ბას.
მისი თანამგზავრი, ლავრენტიევი, უარესად გამოიყურებოდა.
ფუმფულა თმა და სახის პატარა ნაკვთები საშინლად ერწყმოდა
ერთმანეთს. ამას გარდა, თავი მომაბეზრა. დიდხანს ჰყვებოდა
რუმინეთში მოგზაურობის ამბავს. მგონი, ვუთხარი კიდეც, რომ
მეზიზღება რუმინეთი...
წლები გადიოდა. ანდრეის თანდათანობით უფრო იშვიათად
ვხვდებოდი.
არ გვიჩხუბია, არც გული აგვცრუებია ერთმანეთზე. უბრა-
ლოდ, დავშორდით.
ამ დროისათვის უკვე რაღაც-რაღაცებს ვწერდი. ანდრეი სა-
კანდიდატო დისერტაციას ამთავრებდა.
მის გარშემო მხიარული, ჭკვიანი, კეთილი ფიზიკოსები ტრი-
ალებდნენ. ჩემს ირგვლივ – გიჟი, ბინძური, პრეტენზიული ლირი-
81 მკითხველთა ლიგა
კოსები. მისი ნაცნობები იშვიათად სვამდნენ კონიაკსა და შამპა-
ნურს. ჩემები სისტემატურად ხუხავდნენ ვარდის პორტვეინს. მისი
ნაცნობები იკრიბებოდნენ და ბროდსკის კითხულობდნენ. ჩემები
– მხოლოდ საკუთარ ნაწარმოებებს.
ცოტა ხანში ნიკოლაი კონსტანტინოვიჩ ჩერკასოვი გარდაიც-
ვალა. პუშკინის თეატრის მახლობლად მიტინგი გაიმართა. იმდე-
ნი ხალხი მოვიდა, ქუჩაში მოძრაობაც კი შეაჩერეს.
ჩერკასოვი სახალხო არტისტი იყო და არა მხოლოდ წოდე-
ბით. იგი უყვარდათ პროფესორებსა და გლეხებს, გენერლებსა
და შავი სამყაროს წარმომადგენლებს. ასეთივე დიდება მოიპო-
ვეს ესენინმა, ზოშჩენკომ და ვისოცკიმ.
ერთი წლის შემდეგ ნინა ჩერკასოვა თეატრიდან გაუშვეს. მე-
რე მეუღლის ჯილდოები ჩამოართვეს. აიძულეს, ჩერკასოვის მი-
ერ ევროპაში მიღებული საერთაშორისო ჯილდოები ჩაებარები-
ნა. მათ შორის ოქროს ძვირფასი ნივთებიც ერია. უფროსობამ აი-
ძულა ქვრივი, ყველაფერი ეს თეატრალური მუზეუმისთვის გადა-
ეცა.
ქვრივს, რა თქმა უნდა, არ უჭირდა. ჰქონდა აგარაკი, მანქანა,
ბინა. გარდა ამისა, დანაზოგიც. დაშა და ანდრეი მუშაობდნენ.
დედაჩემი იშვიათად სტუმრობდა ქვრივს. ტელეფონით ესაუბ-
რებოდა საათობით. ქვრივი თავის ვაჟს უჩიოდა. ამბობდა, რომ
უყურადღებო ეგოისტია. დედაჩემი ოხრავდა:
– შენი არ სვამს მაინც...
მოკლედ, დედაჩვენები ერთნაირ მოწყენილ და მგრძნობიარე
მოხუცებად იქცნენ. ჩვენ კი – ერთნაირ გულქვა და უყურადღებო
შვილებად, მიუხედავად იმისა, რომ ანდრიუშა იმედისმომცემი
ფიზიკოსი გახლდათ, მე კი – მოდისიდენტო ლირიკოსი.
ჩვენი დედები ერთმანეთს დაემსგავსნენ. თუმცა პატარა გან-
სხვავებაც იყო. დედაჩემი თითქმის არ გადიოდა სახლიდან. ნინა
82 მკითხველთა ლიგა
ჩერკასოვა პრემიერას არ აცდენდა. გარდა ამისა, პარიზში წასას-
ვლელად ემზადებოდა.
უცხოეთში ადრეც იყო ნამყოფი. და, აი, ახლა ძველი მეგობრე-
ბის მონახულება გადაწყვიტა.
უცნაური რამ მოხდა. სანამ ჩერკასოვი ცოცხალი იყო, მათ
სახლში სტუმარი არ ილეოდა. მიდიოდნენ ცნობილი, ნიჭიერი
ადამიანები – მრავინსკი, რაიკინი, შოსტაკოვიჩი. თითქოს ყველა
მათგანი ოჯახის მეგობარი იყო. ნიკოლაი კონსტანტინოვიჩის
სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი მისი პირადი მეგობრები
ყოფილან.
მოკლედ, სახელოვანი საბჭოელები სადღაც გაქრნენ. დარ-
ჩნენ უცხოელები – სარტრი, ივ მონტანი, მხატვარ ლეჟეს ქვრივი.
და ნინა ჩერკასოვამ გადაწყვიტა, ისევ სწვეოდა საფრანგეთს.
გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე სრულიად შემთხვევით
შევხვდით ერთმანეთს. ჟურნალისტთა სახლის ბიბლიოთეკაში
ვიჯექი, ტუნდრაში მოგზაურის მემუარებს ვარედაქტირებდი.
თორმეტი თავიდან ცხრა ერთნაირად იწყებოდა: „თუკი ზედმეტი
თავმდაბლობის გარეშე ვილაპარაკებთ...“ გარდა ამისა, ლენი-
ნის ციტატები უნდა შემედარებინა.
და, უცებ ნინა ჩერკასოვა შემოდის. არც ვიცოდი, ერთი და იმა-
ვე ბიბლიოთეკით თუ ვსარგებლობდით.
დაბერებული მომეჩვენა. ამჯერადაც მდიდრულად ეცვა. ერ-
თმანეთს მივესალმეთ, მკითხა:
– შენზე ამბობენ, მწერალი გახდაო. მართალია?
დავიბენი. არ ველოდი ასეთ შეკითხვას. ჯობდა, ეკითხა: „გე-
ნიოსი ხარ“? მშვიდად და დადებითად ვუპასუხებდი. ჩემი ყველა
მეგობარი გენიოსის უღელქვეშ იტანჯებოდა. ყველა გენიოსს
უწოდებდა თავის თავს. საკუთარი თავის მწერლად მოხსენიება
კი უფრო ძნელი აღმოჩნდა:
ვუთხარი:
83 მკითხველთა ლიგა
– გასართობად ვწერ რაღაცებს...
დარბაზში ორი მკითხველი იყო. ორივე ჩვენკენ იყურებოდა.
არა იმიტომ, რომ ჩერკასოვის ქვრივი იცნეს. ალბათ, ფრანგული
სუნამოს სუნი ეცათ.
ჩერკასოვამ მითხრა:
– იცი რა, დიდი ხანია, კოლიაზე მინდა დავწერო მოგონების
მსგავსი რამ.
– დაწერეთ.
– აღმომაჩნდება კი ნიჭი?! თუმცა, ახლობლებს მოსწონდათ
ჩემი წერილები.
– ჰოდა, დაწერეთ გრძელი წერილი.
– არ ვიცი, როგორ დავიწყო. მართლაც, საიდან დაიწყო ყვე-
ლაფერი ეს?! იქნებ, ჩვენი გაცნობის დღიდან? ან უფრო ადრეც?
– აი, ასე დაიწყეთ.
– როგორ?
– „არ ვიცი, როგორ დავიწყო. მართლაც, საიდან დაიწყო ყვე-
ლაფერი ეს...“
– კოლია იყო მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი მეგობარი, ჩემი
მასწავლებელი... როგორ გგონია, ცოდვაა, ქმარი უფრო გიყვარ-
დეს, ვიდრე შვილი?
– არ ვიცი. ჩემი აზრით, სიყვარულს საზომი არ გააჩნია. ან გიყ-
ვარს, ან არ გიყვარს.
– აშკარად დაჭკვიანებულხარ, – მითხრა ჩერკასოვამ.
მერე ლიტერატურაზე ვისაუბრეთ. რომ არ მეკითხა, ისედაც
დავასახელებდი მის კერპებს – პრუსტს, გოლზუორთის, ფოიხ-
ტვანგერს... გაირკვა, რომ უყვარს პასტერნაკი და ცვეტაევაც.
ვუთხარი, რომ პასტერნაკს გემოვნება აკლდა. ცვეტაევა კი,
მიუხედავად გენიალობისა, კლინიკური იდიოტი იყო...
მერე ფერწერაზე გადავედით. დარწმუნებული ვიყავი, იმპრე-
სიონისტები იზიდავდნენ. არც შევმცდარვარ.
84 მკითხველთა ლიგა
ვუთხარი, რომ იმპრესიონისტები, მარადიულთან შედარე-
ბით, წუთიერს ანიჭებდნენ უპირატესობას. რომ მხოლოდ მონეს-
თან ჭარბობს გვარობითი ტენდენციები სახეობითს...
შეწუხებულმა ჩერკასოვამ ამოიოხრა:
– მეგონა, დაჭკვიანდი...
საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. მერე დამემშვიდობა და გავიდა.
ტუნდრაში მოგზაურის მოგონებების რედაქტირების სურვილი
გამიქრა. სიღატაკესა და სიმდიდრეზე ვფიქრობდი, ადამიანის სა-
ცოდავ და ფაქიზ სულზე...
ოდესღაც დაცვაში ვმუშაობდი. პატიმრებს შორის გამოჩენი-
ლი ნომენკლატურული მუშაკებიც ერია. პირველ დღეებში ხელ-
მძღვანელებისთვის დამახასიათებელ თვისებებს ამჟღავნებ-
დნენ. მერე ორგანულად ერწყმოდნენ ბანაკის მასას.
ოდესღაც დოკუმენტური ფილმი ვნახე პარიზზე. მოვლენები
ოკუპირებულ საფრანგეთში ვითარდებოდა. ქუჩებში ლტოლ-
ვილთა ბრბო მოედინებოდა. დავრწმუნდი, რომ დაპყრობილი
ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს. განადგურებული ადამიანები ტყუპე-
ბივით გამოიყურებიან...
ერთ წამში ეცლება ადამიანს სიმდიდრისა და სიმშვიდის სა-
ბურველი და იმწამსვე შიშვლდება მისი დაჭრილი, ობოლი სუ-
ლი...
სამიოდე კვირა გავიდა. ჩერკასოვამ დამირეკა და მაუწყა,
რომ პარიზიდან დაბრუნდა. მითხრა, რომ ჩვენთან შემოივლიდა.
ნამცხვარი და ჰალვა შევიძინეთ. გაახალგაზრდავებული და ოდ-
ნავ იდუმალებით მოცული მომეჩვენა. სახელგანთქმული ფრან-
გები ჩვენებზე გულმოწყალენი აღმოჩნდნენ. კარგად მიიღეს
ჩერკასოვა.
დედაჩემმა ჰკითხა:
– როგორ აცვიათ პარიზში?
ნინა ჩერკასოვამ უპასუხა:
85 მკითხველთა ლიგა
– ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ.
მერე სარტრის წარმოუდგენელი გამოხდომების შესახებ გვი-
ამბო. თეატრ „სალეს“ რეპეტიციებზე ილაპარაკა. ივ მონტანის
ოჯახურ უსიამოვნებებზე ჩამოაგდო სიტყვა.
საჩუქრები დაგვირიგა. დედას – კოხტა თეატრალური ხელ-
ჩანთა. ლენას – კოსმეტიკური ნაკრები. მე ძველი ველვეტის ქურ-
თუკი შემხვდა.
გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა დავიბენი კიდეც. ქურთუკი
აშკარად შელანძღული და გასაწმენდი იყო. მკლავები ჭუჭყისგან
ბზინავდა. ღილები აკლდა. საყელოსა და სამაჯურზე ზეთის საღე-
ბავის ლაქები შევნიშნე.
ისიც კი გავიფიქრე – ნეტავ კალამი ჩამოეტანა-მეთქი. მაგრამ
ასე ვუთხარი:
– გმადლობ, რატომ შეწუხდით?
აბა, ხომ არ ვუყვირებდი – „როგორ მოახერხეთ ამ ძველმანის
შეძენა?!“
ქურთუკი, მართლაც, ძველი იყო. ასეთი ქურთუკები, თუკი
საბჭოთა პლაკატებს დავუჯერებთ, უმუშევარ ამერიკელებს აცვი-
ათ.
ჩერკასოვამ უცნაურად შემომხედა და მითხრა:
– ეს ფერნან ლეჟეს ქურთუკია. ის ხომ დაახლოებით შენი აღ-
ნაგობისა იყო.
გაკვირვებულმა ვკითხე:
– ლეჟესი? იმ ლეჟესი?
– ოდესღაც ვმეგობრობდი მასთან. მერე მის ქვრივს დავუმე-
გობრდი. მოვუყევი შენ შესახებ. ნადია კარადაში შეძვრა, ეს ქურ-
თუკი გამოაძვრინა და გამომიწოდა. მითხრა, რომ ფერნანმა და-
უბარა, უერთგულოს ყველა ვიგინდარას...
ქურთუკი ჩავიცვი. ზუსტად მომერგო. თბილ სვიტერზეც შეიძ-
ლებოდა მისი ტარება. საშემოდგომო მოკლე პალტოს წააგავდა.
86 მკითხველთა ლიგა
ნინა ჩერკასოვა თერთმეტ საათამდე ჩვენთან იჯდა. მერე ტაქ-
სი გამოიძახა.
დიდხანს ვათვალიერებდი ზეთის საღებავის ლაქებს. უკვე ვნა-
ნობდი, რომ მხოლოდ ორი იყო – სამაჯურსა და საყელოზე.
გავიხსენე ყველაფერი, რაც ფერნან ლეჟეს შესახებ ვიცოდი.
ეს გახლდათ მაღალი, ძლიერი კაცი – ნორმანდიელი გლეხი.
ათას ცხრაას თხუთმეტში ფრონტზე გაემგზავრა.
იქ სისხლში ამოსვრილი ხიშტით უხდებოდა პურის დაჭრა.
ომის პერიოდში შექმნილი მისი ტილოები საშინელების გრძნო-
ბითაა გამსჭვალული.
შემდგომში, მაიაკოვსკის მსგავსად, ხელოვნებას ებრძოდა.
თუმცა, მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა, ლეჟემ კი გაუძლო და გა-
იმარჯვა კიდეც.
ოცნებობდა, კედლებსა და ვაგონებზე ეხატა. ნახევარი საუკუ-
ნის შემდეგ მისი ოცნება ნიუ-იორკელმა ლაწირაკებმა აასრუ-
ლეს.
მიაჩნდა, რომ ხაზი ფერზე მთავარია; რომ ხელოვნება, შექ-
სპირიდან ედიტ პიაფამდე, კონტრასტებით ცხოვრობს. მისი საყ-
ვარელი სიტყვები იყო:
„რენუარი იმას ხატავდა, რასაც ხედავდა. მე იმას ვხატავ, რაც
გავიგე...“
ლეჟე სიკვდილამდე კომუნისტი იყო და გულწრფელად სჯე-
როდა ამ უდიდესი, უპრეცედენტო თაღლითობისა. გამორიცხუ-
ლი არ არის, რომ, როგორც ბევრი მხატვარი, ისიც სულელი გახ-
ლდათ.
რვა წელი ვატარე ის ქურთუკი. განსაკუთრებულ, საზეიმო ვი-
თარებაში ვიცვამდი ხოლმე. თუმცა, ველვეტი ისე გაცვდა ამ ხნის
განმავლობაში, რომ საღებავის ლაქები სრულიად გაქრა.
87 მკითხველთა ლიგა
ქურთუკი რომ ფერნან ლეჟესი იყო, ცოტა ვინმემ თუ იცოდა.
მხოლოდ რამდენიმე კაცს ვუთხარი ამის შესახებ. გულში მსი-
ამოვნებდა კიდეც ამ საიდუმლოს შენახვა.
დრო გადიოდა. ამერიკაში ამოვყავით თავი. ნინა ჩერკასოვა
გარდაიცვალა და დედაჩემს ათას ხუთასი მანეთი უანდერძა –
საბჭოეთისათვის დიდი თანხა.
ამ ფულის აღება ნიუ-იორკში ძალზე გაჭირდა. ეს დიდ ძალის-
ხმევასა და გარჯას მოითხოვდა.
გადავწყვიტეთ, სხვაგვარად მოვქცეულიყავით. მინდობილო-
ბა გავაფორმეთ ჩემს უფროს ძმაზე. ესეც რთული საქმე აღმოჩ-
ნდა. ორი თვე ქაღალდებს გადავყევი. ერთ-ერთ მათგანს თვით
მისტერ შულცმა მოაწერა ხელი.
აგვისტოში ძმამ მაცნობა, რომ ფული აიღო. მადლობა არც გა-
დაუხდია. იქნებ, ფული არც ღირს ამდენი.
ძმადილაობით მირეკავს ხოლმე. ლენინგრადში ამ დროს გვი-
ანი ღამეა და საეჭვოდ ჩახლეჩილი ხმა აქვს. გარდა ამისა, ისმის
ქალის წამოძახილიც:
– კოსმეტიკაზე ჰკითხე!..
ანდა:
– აუხსენი მაგ სულელს, რომ ყველაზე კარგად წაულის სინთე-
ტიკური ქურქები იყიდება...
ნაცვლად ამისა, ძმა მეკითხება:
– რა ხდება ამერიკაში? ამბობენ, არყის ყიდვა დღის ნებისმი-
ერ დროს შეიძლებაო...
– არა მგონია. თუმცა, ბარები სულ ღიაა.
– ლუდი?
– ლუდი ღამის მაღაზიებში იყიდება.
მოსალოდნელი პაუზა ისადგურებს და მერე:
– ყოჩაღ კაპიტალისტებს! ესმით საქმე!..
ვეკითხები:
88 მკითხველთა ლიგა
– შენ როგორ ხარ?
– ასო ყ-ზე, – მპასუხობს, – ანუ ყველაზე კარგად...
თუმცა, გადავუხვიეთ. ანდრეი ჩერკასოვიც კარგადაა. ზამ-
თარში ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდება ან ფიზიკა-მა-
თემატიკის. ნეტავ, რა განსხვავებაა?
89 მკითხველთა ლიგა
პოპლინის პერანგი
ცოლი მეუბნება:
– სიგიჟეა, იცხოვრო კაცთან, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ
გეყრება, რომ წასვლა ეზარება...
ჩემი ცოლი ყოველთვის აჭარბებს. თუმცა მართლაც თავს ვა-
რიდებ ზედმეტ გარჯას. ვჭამ ნებისმიერ კერძს. თმას მხოლოდ მა-
შინ ვიკრეჭ, როდესაც ადამიანურ სახეს ვკარგავ. სამაგიეროდ –
თითქმის ვიხოტრავ, რომ კიდევ სამი თვე არ დამჭირდეს გაკრე-
ჭა.
გასაგებად რომ ვთქვა, არ მიყვარს სახლიდან გასვლა. მინდა,
ყველამ
თავი დამანებოს...
ბავშვობაში გადია მყავდა – ლუიზა ჰენრიხოვნა. ყველაფერს
დაუკვირვებლად აკეთებდა, რადგან დაპატიმრების ეშინოდა.
ერთხელ მოკლე შარვალს მაცმევდა და ორივე ფეხი ერთ ტოტში
გამაყოფინა. ასე მეცვა მთელი დღის განმავლობაში.
ოთხი წლისა ვიყავი და კარგად მახსოვს ეს შემთხვევა. ვიცო-
დი, რომ შეცდომით ჩამაცვეს, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. არ მიყ-
ვარდა გამოცვლა. არც ახლა მიყვარს.
უამრავი მსგავსი ამბავი მახსოვს. ბავშვობიდან მერჩივნა, ყვე-
ლაფერი მომეთმინა, ოღონდ ზედმეტი გარჯა ამეცილებინა თავი-
დან...
ოდესღაც ძალზე ბევრს ვსვამდი. და, შესაბამისად, ბევრსაც
დავყიალებდი. ამის გამო ბევრს მიაჩნდა, რომ გულახდილი ადა-
მიანი ვიყავი. არადა, გამოვფხიზლდებოდი და გულახდილობაც
ქრებოდა.
ამასთანავე, მარტო ცხოვრებაც არ შემიძლია. არ ვიცი, სად
დევს დენის გადასახადის ქვითრები. არ ვიცი გარეცხვა და გა-
90 მკითხველთა ლიგა
უთოება. და რაც მთავარია – ცოტა შემოსავალი მაქვს. მირჩევ-
ნია, მარტო ვიყო, ოღონდ გვერდით ვინმე ცხოვრობდეს...
ჩემი ცოლი ყოველთვის აჭარბებს:
– ვიცი, რატომ ცხოვრობ ისევ ჩემთან. გითხრა?
– რატომ?
– იმიტომ, რომ უბრალოდ გეზარება საწოლის ყიდვა!
შემიძლია ვუთხრა:
– შენ? შენ რატომ არ იყიდე საწოლი? რატომ არ მიმატოვე ყვე-
ლაზე მძიმე წლებში? შენ, რომელსაც შეგიძლია კერვაც, რეც-
ხვაც, თითქმის უცხო ადამიანების ატანაც და, რაც მთავარია –
ფულის შოვნაც!..
ოცი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. ისიც კი მახსოვს – კვი-
რადღე იყო. თვრამეტი თებერვალი. არჩევნების დღე.
ბინებში აგიტატორები გვაკითხავდნენ. მცხოვრებლებს
სთხოვდნენ, რაც შეიძლება ადრე მიეცათ ხმა. მე არ ვჩქარობდი.
სამჯერ საერთოდ არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა. სხვათა
შორის, არა – დისიდენტური მოსაზრებების გამო. უბრალოდ,
ვერ ვიტანდი უაზრო ქმედებას.
და აი, ზარი რეკავს. ზღურბლთან ახალგაზრდა ქალი დგას. სა-
შემოდგომო ქურთუკი აცვია. გარეგნობით სკოლის მასწავლე-
ბელს წააგავს, ანუ – შინაბერას. მართალია, უსათვალოა, მაგრამ
დიდი რვეული უჭირავს ხელში.
რვეულში ჩაიხედა და ჩემი გვარი წარმოთქვა. მე ვუთხარი:
– მობრძანდით. გათბით. ჩაი დალიეთ...
ხალათის ბოლოდან გამოშვერილმა ფეხებმა უხერხულ
მდგომარეობაში ჩამაგდო. ჩვენს გვარში ლამაზი ფეხებით დი-
დად არავინ გამოირჩეოდა. თანაც, ხალათიც დალაქავებული
მეცვა.
– ელენა ბორისოვნა, – თავი გამაცნო გოგონამ, – თქვენი აგი-
ტატორი... ჯერ არ ყოფილხართ არჩევნებზე...
91 მკითხველთა ლიგა
ეს შეკითხვა არ იყო, მოკრძალებულ საყვედურს უფრო წა-
აგავდა.
გავუმეორე:
– გინდათ ჩაი?
და, ზრდილობის გამო, დავამატე:
– დედაჩემიც აქაა...
დედას თავი სტკიოდა და იწვა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია,
რომ წამოეძახა:
– ჩემს ჰალვას ხელი არ ახლოთ!
მე ვთქვი:
– ხმის მიცემას კიდევ მოვასწრებთ.
და უცებ ელენა ბორისოვნამ სრულიად მოულოდნელად წარ-
მოთქვა:
– ვიცი, რომ ეს არჩევნები სრული პროფანაციაა, მაგრამ რა
ვქნა? უნდა მიგიყვანოთ საარჩევნო უბანში, თორემ სახლში არ
გამიშვებენ.
– გასაგებია, – ვეუბნები, – ოღონდ ფრთხილად იყავით. ამ-
გვარი ლაპარაკის გამო თავზე ხელს არ გადაგისვამენ.
– თქვენი ნდობა შეიძლება, ამას უცებ მივხვდი. როგორც კი
სოლჟენიცინის პორტრეტი დავინახე.
– ეს დოსტოევსკია. თუმცა, სოლჟენიცინსაც პატივს ვცემ...
მერე წავისაუზმეთ. დედამ ცოტა ჰალვაც გაიმეტა ჩვენთვის.
საუბარი, რა თქმა უნდა, ლიტერატურაზე აეწყო. თუკი ლენა
გლადილინს ახსენებდა, ვეკითხებოდი:
– ტოლია გლადილინი?
თუკი სიტყვა შუკშინზე ჩამოვარდებოდა, ვაზუსტებდი:
– ვასია შუკშინი?
როცა ახმადულინაზე დავიწყეთ საუბარი, ჩუმად წარმოვთქვი:
– ბელოჩკა!..
92 მკითხველთა ლიგა
მერე ქუჩაში გავედით. სახლები დროშებით მოერთოთ. თოვ-
ლზე კანფეტის ქაღალდები ეყარა. მეეზოვე გრიშა რატინის პალ-
ტოთი იწონებდა თავს.
არ მინდოდა ხმის მიცემა. არა იმიტომ, რომ მეზარებოდა, არა-
მედ იმიტომ, რომ ელენა ბორისოვნა მომწონდა. როგორც კი ყვე-
ლა მისცემდა ხმას, მას სახლში გაუშვებდნენ...
კინოთეატრში შევედით „ივანეს ბავშვობის“ სანახავად. ფილ-
მი მართლაც კარგი გამოდგა იმისათვის, რომ მომწონებოდა.
მაშინ მხოლოდ დეტექტივებს ვუყურებდი, რადგან ისინი დას-
ვენების საშუალებას მაძლევდნენ.
ტარკოვსკის ფილმებს კი მოწყალებით ვაქებდი. თანაც, იმა-
საც მივანიშნებდი, რომ უკვე ექვსი წელია, ტარკოვსკი ჩემს სცე-
ნარს ელოდება.
კინოთეატრიდან ლიტერატორთა სახლში წავედით. დარწმუ-
ნებული ვიყავი, რომელიმე სახელოვან ნაცნობს შევხვდებოდი.
შეიძლებოდა, გორიშინის მეგობრული სალმისთვის გამომეკრა
ხელი. ან, მთვრალი ვოლფი გადამეკოცნა. ანდა, ეფიმოვს ან კო-
ნეცკის გავსაუბრებოდი სხვათა შორის. მე ხომ ეგრეთ წოდებული
ახალგაზრდა მწერალი გახლდით. გრანინიც კი მცნობდა სახეზე.
ოდესღაც ლენინგრადში უამრავი სახელოვანი ადამიანი
ცხოვრობდა. მაგალითად, ჩუკოვსკი, ოლეინიკოვი,ზოშჩენკო,
ხარმსი და ასე შემდეგ. ომის შემდგომ მათი რიცხვი შემცირდა.
ერთნი დახვრიტეს, მეორენი მოსკოვში გადასახლდნენ...
რესტორანში ავედით. ღვინო, ბუტერბროდები და ღვეზელები
შევუკვეთეთ. ომლეტის შეკვეთა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე.
უფროსი ძმა სულ მეუბნებოდა: „შენ არ იცი მდიდრული კერძის
ჭამა“.
ფული ჯიბეშივე გადავითვალე ხელით. დარბაზი ცარიელი
იყო. მხოლოდ კართან იჯდა ორდენოსანი რეშეტოვი და წიგნს
კითხულობდა. იმის მიხედვით, როგორი გართულიც იყო კით-
93 მკითხველთა ლიგა
ხვით, აშკარად ჩანდა, საკუთარ რომანს კითხულობდა. შემეძ-
ლო, სანაძლეო დამედო, რომ რომანს ერქვა – „ადამიანებო,
თქვენკენ მოვდივარ!“
დავლიეთ. მოვუყევი სამი ეპიზოდი ევტუშენკოს ცხოვრები-
დან. სამივე ჩემ თვალწინ მოხდა.
ცნობილები კი არ ჩანდნენ. თუმცა, დარბაზი თანდათან ივსე-
ბოდა. პროთეზის ჭრიალით ფანჯრისკენ დაიძრა ბელეტრისტი
გორიანსკი. ბარის დახლთან გამოჩნდნენ პოეტები – ჩიკინი და
შტეინბერგი. ჩიკინი ეუბნებოდა:
– ბორია, ყველაზე კარგად ფილოსოფიური წიაღსვლები გა-
მოგდის.
– შენ კი, დიმა, შინაგანი მონოლოგები, – პასუხობდა შტეინ-
ბერგი.
ჩიკინი და შტეინბერგი ცნობილთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდ-
ნენ. გორიანსკიმ კი იმით გაითქვა სახელი, რომ გერმანელთა სა-
კონცენტრაციო ბანაკში დარაჯი დაახრჩო.
გვერდით ჩაგვიარა ცნობილმა კრიტიკოსმა ხალუპოვიჩმა.
დიდხანს მათვალიერა და მითხრა:
– უკაცრავად. ლიოვა მელინდერში ამერიეთ...
ორასი გრამი კონიაკი შევუკვეთეთ. ფული მითავდებოდა,
ცნობილები კი არ ჩანდნენ.
ალბათ, ელენა ბორისოვნა ვერასოდეს გაიგებდა, იმედისმომ-
ცემი ლიტერატორი რომ ვიყავი.
და, უცებ რესტორანში მწერალი დანჩკოვსკი შემოვიდა. ასე
თუ ისე, შეიძლებოდა, ცნობილ მწერალთა რიგებში ჩაგვერიცხა.
ოდესღაც შკლოვიდან ორი ძმა ჩამოვიდა ლენინგრადში – სა-
ველი და ლეონ დანჩიკოვსკები. ლიტერატურაში მოსინჯეს ბედი.
თხზავდნენ კუპლეტებს, სიმღერებს, ინტერმედიებს. თავიდან ერ-
თად წერდნენ. მერე – ცალ-ცალკე.
ერთი წლის შემდეგ მათი გზები რადიკალურად გაიყარა.
94 მკითხველთა ლიგა
უმცროსმა გვარის დამოკლება გადაწყვიტა. ახლა ასე აწერდა
ხელს – დანჩი. თუმცა, მაინც ებრაელად რჩებოდა. უფროსი
სხვაგვარად მოიქცა. მანაც შეამოკლა გვარი, ოღონდ, ერთი ასო
ამოაგდო – „ი“. და ასე აწერდა ხელს – დანჩკოვსკი. სამაგი-
ეროდ, ებრაელი გარუსებულ პოლონელად მოგვევლინა.
თანდათანობით ძმებს შორის ეროვნული შუღლი გაღვივდა.
ხანდახან რასობრივ ნიადაგზედაც კი ჩხუბობდნენ.
– თვალთმაქცო, – ყვიროდა ლეონიდი, – მაწანწალავ,
მთვრალო გოიმო!
– მოკეტე, ყვერო! – პასუხობდა საველი.
ცოტა ხანში ბრძოლა გამოუცხადეს კოსმოპოლიტებს. ლეონი-
დი დააპატიმრეს. საველიმ ამ დროისათვის მარქსიზმ-ლენინიზ-
მის ინსტიტუტი დაამთავრა.
სქელტანიან ჟურნალებში იბეჭდებოდა. პირველი წიგნი გა-
მოსცა. კრიტიკოსებიც ალაპარაკდნენ.
თანდათან „ლენინელი“ გახდა. უფრო სწორად, დაუსრულებე-
ლი და დაუოკებელი ლენინიადის შემოქმედი.
თავიდან „ვალოდიას ბავშვობა“ დაწერა. მერე – „ციმბირელი
ბიჭი“. ამის შემდეგ ორტომეული გამოსცა – „მგზნებარე სიჭაბუ-
კე“. და ბოლოს, ტრილოგია – „აღსდექ, კრულვით დაღდასმუ-
ლო!“
ლენინის ბიოგრაფია რომ ამოწურა, დანჩკოვსკი მომიჯნავე
თემებს მიადგა. დაწერა წიგნი – „ლენინი და ბავშვები“. მერე –
„ლენინი და მუსიკა”, „ლენინი და ფერწერა“, აგრეთვე – „ლენინი
და სოფლის მეურნეობა“. ყველა წიგნი ითარგმნა სხვადასხვა
ენაზე.
დანჩკოვსკი გამდიდრდა. საპატიო ორდენით დააჯილდოვეს.
ამ დროს მის ძმას რეაბილიტაცია მიანიჭეს სიკვდილის შემდეგ.
დანჩკოვსკი კარგად მიცნობდა, რადგან მთელი წელი ხელ-
მძღვანელობდა ჩვენს ლიტერატურულ წრეს.
95 მკითხველთა ლიგა
და აი, ის რესტორანში გამოჩნდა.
ელენა ბორისოვნას გადავუჩურჩულე:
– შეხედეთ, თვით დანჩკოვსკი... გიჟური წარმატება... ლენი-
ნურ პრემიაზეა წარდგენილი.
დანჩკოვსკი კუთხისკენ წავიდა, მუსიკალური ავტომატისგან
მოშორებით. ჩვენ გვერდით რომ ჩაიარა, ნაბიჯი შეანელა.
ფამილარულად წამოვწიე სასმისი. დანჩკოვსკიმ, არც მომ-
სალმებია, ისე მითხრა:
– წავიკითხე „ავრორაში“ შენი იუმორესკა. მგონი, ნაგავია.
თერთმეტ საათამდე რესტორანში ვისხედით. საარჩევნო უბ-
ნები კაი ხნის დახურული იყო. მერე რესტორანიც დაიხურა. დე-
დაჩემს თავი სტკიოდა და იწვა. ჩვენ კი ფონტანკის სანაპიროზე
ვსეირნობდით.
ელენა ბორისოვნა მაოცებდა თავისი მორჩილებით. უფრო
სწორად, არა იმდენად მორჩილებით, რამდენადაც ცხოვრები-
სეული ფაქტებისადმი გულგრილობით. თითქოს ყველაფერი ეკ-
რანზე ხდებოდა.
დაივიწყა საარჩევნო უბანი. ფეხებზე დაიკიდა თავისი მოვა-
ლეობა – როგორც გაირკვა, არც თვითონ მიუცია ხმა.
და, ყველაფერი ეს რისთვის? გაურკვეველი ურთიერთობის-
თვის ადამიანთან, რომელიც წარუმატებელ იუმორესკებს წერს.
რა თქმა უნდა, არც მე მიმიცია ხმა. მეც ფეხებზე დავიკიდე ჩემი
მოქალაქეობრივი ვალდებულება. მაგრამ მე, საერთოდ, განსა-
კუთრებული ადამიანი ვარ. და ნუთუ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ?
ოცი წლის ცოლ-ქმარი ვართ. ოცი წელია, ერთად განვუდექით
და გავუგულგრილდით ცხოვრებას.
ამასთან ერთად, მე მაქვს სტიმული, მიზანი, ილუზია, იმედი.
მას? მას მხოლოდ ქალიშვილი და გულგრილობა.
96 მკითხველთა ლიგა
ვერ ვიხსენებ, თუნდაც ერთხელ ლენა გაბრაზებულიყოს და
ეკამათოს. არა მგონია, თუნდაც ერთხელ წარმოეთქვას თვითდა-
ჯერებული, წკრიალა „დიახ“, ანდა მძიმე, მკაცრი „არა“.
მისი ცხოვრება თითქოს ეკრანზე მიდიოდა. კადრები იცვლე-
ბოდა – სახეები, ხმები, სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ერ-
წყმოდა. ჩემი საყვარელი ქალი კი ეკრანისკენ იყურებოდა და უფ-
რო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული...
გავიფიქრე, რომ დედაჩემი უკვე დაიძინებდა, და შინ წავედი.
არც კი მითქვამს ელენა ბორისოვნასთვის: „წავიდეთ ჩემთან“.
ხელზე ხელიც კი არ მომიკიდია.
უბრალოდ, შინ აღმოვჩნდით. ეს ოცი წლის წინ მოხდა.
ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მეგობრებსაც ეწვიათ სიყვარუ-
ლი, დაქორწინდნენ და განქორწინდნენ. ამ თემაზე დაწერეს
ლექსები და რომანები. ერთი რესპუბლიკიდან მეორეში გადა-
ვიდნენ საცხოვრებლად. შეიცვალეს საქმიანობის სფერო, მრწამ-
სი, ჩვეულებანი. დაიწყეს დისიდენტობა და ლოთობა. საფრთხე
შეუქმნეს როგორც სხვის, ასევე საკუთარ სიცოცხლეს.
გარშემო იქმნებოდა და გრუხუნით ინგრეოდა სხვადასხვა
მშვენიერი, იდუმალი სამყარო. ზედმეტად დაჭიმული სიმებივით
წყდებოდა ადამიანთა ურთიერთობა. ჩვენი მეგობრები თავიდან
იბადებოდნენ და კვდებოდნენ ბედნიერების ძიებაში.
ჩვენ? ჩვენ ცხოვრების ყველა ცდუნებასა და საშინელებას ჩვე-
ნი ერთადერთი უნარი – გულგრილობა – დავუპირისპირეთ. ის-
მის კითხვა, რა უნდა იყოს ქვიშაზე აშენებულ ციხე-სიმაგრეზე
გამძლე?.. რა არის ოჯახურ ცხოვრებაში ორმხრივ უნებისყოფო-
ბაზე მტკიცე?.. რომელი კეთილდღეობა შეიძლება შეადარო ორი
დაპირისპირებული სახელმწიფოს მდგომარეობას, როცა არც
ერთ მათგანს თავდაცვის თავი არა აქვს?..
მრავალტირაჟიან გაზეთში ვმუშაობდი. ხელფასი ას მანეთამ-
დე მქონდა. ამას ცოტაოდენიც ემატებოდა. მაგალითად, მახსენ-
97 მკითხველთა ლიგა
დება ყოველთვიური ოთხი მანეთი, რომელსაც მეურნეობის ყვე-
ლაზე სრულყოფილი მეთოდების შესწავლისთვის ვიღებდი.
ჟურნალისტთა უმრავლესობის მსგავსად, მეც ვოცნებობდი
რომანის დაწერაზე და, ჟურნალისტთა უმრავლესობისგან გან-
სხვავებით, მართლაც ვეწეოდი ლიტერატურულ საქმიანობას.
მაგრამ ხელნაწერები ყველაზე პროგრესულმა ჟურნალებმაც კი
უკან დამიბრუნეს.
ახლა მახარებს კიდეც ეს. ცენზურის დახმარებით ჩემი სწავ-
ლის პროცესი ჩვიდმეტ წელიწადს გაგრძელდა. მოთხრობები,
რომელთა დაბეჭდვაც მაშინ მეწადა, ახლა ძალზე უსუსურად მეჩ-
ვენება. ისიც საკმარისია, რომ ერთ-ერთ მათგანს „ფაინას ბედი“
ერქვა.
ლენა ჩემს მოთხრობებს არ კითხულობდა. არც მე ვაძალებ-
დი, არც თვითონ იჩენდა ინიციატივას.
ქალს სამი რამის გაკეთება შეუძლია რუსი მწერლისთვის: შე-
უძლია, გამოკვებოს იგი, შეუძლია, გულწრფელად დაიჯეროს მი-
სი გენიალურობისა და ბოლოს, შეუძლია მიატოვოს. სხვათა შო-
რის, მესამე სულაც არ გამორიცხავს მეორესა და პირველს.
ლენას არ აინტერესებდა ჩემი მოთხრობები. დარწმუნებული
არა ვარ, რომ ზუსტად იცოდა, სად ვმუშაობდი. ერთადერთი ის
იცოდა, რომ ვწერდი.
მეც დაახლოებით ამდენივე ვიცოდი მასზე.
ჩემი ცოლი თავიდან საპარიკმახეროში მუშაობდა. არჩევნე-
ბის შემთხვევის შემდეგ გაათავისუფლეს. კორექტორობა დაიწ-
ყო. მერე, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, პოლიგრაფიული
ინსტიტუტი დაამთავრა. თუ არ ვცდები, რომელიღაც სპორტულ
გამოცემაში დაიწყო მუშაობა. ჩემზე ორჯერ მეტ ხელფასს იღებ-
და.
98 მკითხველთა ლიგა
ძნელი სათქმელია, რა გვაკავშირებდა. მხოლოდ საქმიანი სა-
უბრები მახსოვს. სამეგობრო წრეც სხვადასხვა გვყავდა. წიგნებ-
საც კი განსხვავებულს ვკითხულობდით.
ჩემი ცოლი ყოველთვის იმ წიგნს შლიდა, რომელიც ახლოს
ედო და ნებისმიერი ადგილიდან იწყებდა კითხვას.
თავიდან ვბრაზობდი ამაზე. მერე დავრწმუნდი, რომ, ჩემგან
განსხვავებით, ყოველთვის კარგი წიგნი ხვდებოდა. მე თუ შემ-
თხვევით წიგნს გადავშლი, აუცილებლად „გატეხილი ყამირი“
შემრჩება ხელში...
მაინც, რა გვაერთიანებდა? და, საერთოდ, როგორ უახლოვ-
დებიან ადამიანები ერთმანეთს? ყველაფერი ეს ძალზე რთულია.
მე, მაგალითად, მყავს ბიძაშვილები. სამივე – ლოთი და ხუ-
ლიგანი. ერთი მათგანი მიყვარს, მეორის მიმართ გულგრილი
ვარ, მესამეს კი არ ვიცნობ...
ასე ვცხოვრობდით – ერთად და ცალ-ცალკე. საჩუქრებსაც იშ-
ვიათად ვჩუქნიდით ერთმანეთს.
ხანდახან ვეუბნებოდი ხოლმე:
– ყვავილები უნდა გაჩუქო, ისე, ხუმრობით.
ლენა მპასუხობდა
– მე ყველაფერი მაქვს...
არც თავად ველოდი საჩუქრებს. ხელსაც მაძლევდა ეს.
ერთ ოჯახს ვიცნობდი. ქმარი დილიდან დაღამებამდე მუშაობ-
და. ცოლი ტელევიზორის ყურებისა და მაღაზიებში სიარულის
მეტს არაფერს აკეთებდა და თან ამბობდა:
„დაბადების დღისთვის მარიკას ისეთი ტიულის ფარდები ვუ-
ყიდე, გაგიჟდები!“
ასე ვიცხოვრეთ ოთხი წელი. მერე შეგვეძინა გოგონა – კატია.
ეს მოულოდნელი სერიოზულობისა და საოცრების შეგრძნება
იყო. ორნი ვიყავით და უცებ გაჩნდა კიდევ ერთი ადამიანი – ჭირ-
ვეული, ხმაურიანი – რომელიც ზრუნვას საჭიროებდა. გოგონა
99 მკითხველთა ლიგა
თითქმის არ აღგვიზრდია, მხოლოდ გვიყვარდა. მით უმეტეს,
რომ ხუთი წლის ასაკიდან ხშირად ავადმყოფობდა.
მოკლედ, ქალიშვილის შეძენის დღიდან დავრწმუნდით, რომ
დაქორწინებულები ვიყავით. კატიამ ქორწინების მოწმობის მა-
გივრობა გაგვიწია.
მახსოვს, საბავშვო ეტლით შევიარე ჟურნალ „ავრორას“ რე-
დაქციაში. პატარა ჰონორარი უნდა ამეღო. ჩინოვნიკმა ქალმა
საბუთები გადაშალა:
– მოაწერეთ ხელი.
და დაამატა:
– თექვსმეტი მანეთი უშვილობის გამო დაგიქვითეთ.
– კი მაგრამ, – ვეუბნები, – მე ქალიშვილი მყავს.
– საბუთი უნდა წარმოადგინოთ.
– კი ბატონო.
ეტლიდან ვარდისფერი ფუთა ამოვიღე და ფრთხილად დავდე
მთავარი ბუღალტრის მაგიდაზე. ასე შევინარჩუნე თექვსმეტი მა-
ნეთი...
ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობა არ შეცვლილა. უფრო სწო-
რად, თითქმის არ შეცვლილა. ჩვენს პირად გულგრილობას სა-
ერთო საზრუნავი გადაეღობა. მაგალითად, ერთად ვაბანავებ-
დით გოგონას... ერთხელ ლენა სამსახურში წავიდა. მე შინ დავ-
რჩი. როგორც ყოველთვის, საჭირო ქაღალდებს ვეძებდი – თუ
არ ვცდები, გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულების
ასლს.
კარადაში ვიქექებოდი. საწერი მაგიდის ყველა უჯრა გამოვ-
წიე. ღამის ტუმბაშიც კი შევიჭყიტე.
წიგნებს, ჟურნალებსა და ძველ წერილებს შორის ალბომი ვი-
პოვე. ეს იყო პატარა, ჯიბის ფოტოალბომი. თხუთმეტიოდე სქელ,
მუყაოს ფურცელს გარეკანზე მტრედის რელიეფური გამოსახუ-
ლება ამშვენებდა.
100 მკითხველთა ლიგა
გადავშალე. პირველი ფოტოები გაყვითლებულიყო. ზოგი-
ერთს კიდეებიც მოხეოდა. ერთზე პირმრგვალი ბავშვი ძაღლს
ეფერებოდა. უფრო სწორად, ფრთხილად ეხებოდა მას. ბან-
ჯგვლიან ძაღლს ყურები დაეცქვიტა. მეორეზე ექვსიოდე წლის
გოგონა თვითნაკეთ თოჯინას ჩახუტებოდა. ორივეს ნაღვლიანი
და დაბნეული შესახედაობა ჰქონდა.
მერე საოჯახო ფოტოს მოვკარი თვალი – დედა, მამა და გო-
გონა. მამას ლაბადა ეცვა და ჩალის შლაპა ეხურა. სახელოები-
დან ძლივს მოუჩანდა თითები. მისი მეუღლე მაღალმხრიან
თბილ ბლუზაში გამოწყობილიყო, ფუმფულა ყელსახვევი ეკეთა
და კულულები ამშვენებდა. გოგონა მეორე მხარეს მიტრიალებუ-
ლიყო. იმდენადაც კი, რომ მოკლე საშემოდგომო პალტო გაჰ-
ფრიალებოდა. კადრს იქით რაღაცას მიეპყრო მისი ყურადღება.
იქნებ, რომელიმე მოხეტიალე ძაღლს. უკან, ხეებს იქით, „ცარ-
სკოე სელოს“ ფასადი მოჩანდა.
მერე და მერე დაძაბული ხელოვნური ღიმილით პირდამშვე-
ნებული ნათესავები გამოჩნდნენ. ხანში შესული ულვაშიანი რკი-
ნიგზელი, ვიღაც ქალბატონი ლენინის ბიუსტთან, ყმაწვილი მო-
ტოციკლით. მერე მეზღვაური აღმოვაჩინე. უფრო სწორად, კურ-
სანტი. ფოტოზეც კი ეტყობოდა, როგორ გულდასმით გაეპარსა
წვერი. კურსანტს შროშანებისთაიგულიანი ქალიშვილი შესცქე-
როდა სახეში.
მთელი გვერდი ეკავა გაპრიალებულ სასკოლო სურათს. შე-
შინებული, დაძაბული, განაბული სიფათების ოთხი რიგი. არც
ერთი მხიარული ბავშვური სახე.
ცენტრში – მასწავლებელთა ჯგუფი. ორი მათგანი – ორდენე-
ბით, ალბათ – ომგადახდილები. სხვებთან ერთად – კლასის დამ-
რიგებელიც. მისი ცნობა ძნელი არ იყო. მოხუც ქალს ორი ძალით
მოღიმარი გოგონასთვის მოეხვია ხელი.
3
გოვოროვი მარშალი იყო, ჩიჩიბაბინი – აკადემიკოსი მხატვრობის დარგში,
ლიპეცკი – კომპანია „სოვფრახტის“ დირექტორი, შუმეიკო კი – ცენტრალუ-
რი კომიტეტის ინსტუქტორი.
162 მკითხველთა ლიგა
მაზი. ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ამასთან, ისიც კი არ იცოდა,
რომ სხვანაირი ცხოვრება შესაძლებელი იყო.
მას ჰყავდა საამაყო მამა. შორსის ქუჩაზე ჰქონდა ბინა, სადაც
ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. გარდა ამისა, ჰქონდა აგარაკი,
მოტოციკლი, საყვარელი პროფესია, ძაღლი და სანადირო იარა-
ღი. ისღა დარჩენოდა, ლამაზი და კარგი ოჯახიშვილი გოგო მო-
ეძებნა.
მეხუთე კურსზე დიმა ფიოდოროვმა ქორწინებაზე ფიქრი და-
იწყო. და ზუსტად ამ დროს მარუსიაც გაიცნო. ექვსი კვირის შემ-
დეგ ისინი ქორწინების სახლის მარმარილოს კიბეზე ეშვებოდ-
ნენ. კიდევ ერთი დღის შემდეგ კი ახალდაქორწინებულები ყი-
რიმში გაემგზავრნენ.
შემოდგომაზე მშობლებმა ოროთახიანი ბინა აჩუქეს. ასე და-
იწყო მარუსიას ცოლქმრული ცხოვრება.
დიმა მთელ დროს აკადემიაში ატარებდა. მარუსია ემზადებო-
და დიპლომის დასაცავად, თემაზე – „სამეჯლისო ცეკვების ესთე-
ტიკა“.
საღამოობით ტელევიზორს უყურებდნენ და საუბრობდნენ. შა-
ბათობით კინოში დადიოდნენ. მასპინძლობდნენ სტუმრებს და
სტუმრობდნენ ნაცნობებს.
მარუსია დარწმუნებული იყო, რომ დიმა უყვარდა. სხვა თუ
არაფერი, ის ხომ თავად აირჩია.
დიმა მზრუნველი, ჭკვიანი და კორექტული იყო. ვერ იტანდა
არეულობას. ყოველ დილით დღიურში ჩანაწერებს აკეთებდა, სა-
დაც ავსებდა ისეთ რუბრიკებს, როგორებიცაა – გავაანალიზო,
გავაკეთო, დავრეკო. შეეძლო, ჩაეწერა: „არ მივესალმო ვიტალი
ლუცენკოს“, ან: „ალეშკოვიჩის უზრდელობას ამაყი დუმილით
ვუპასუხო“.
შაბათობით დღიურში იწერებოდა „მაშა“. ეს ნიშნავდა კინოს,
თეატრს, სადილს რესტორანში და სიყვარულს.
163 მკითხველთა ლიგა
დიმა ამბობდა:
– პედანტი სულაც არ ვარ. უბრალოდ, ქაოსისგან თავის დაც-
ვას ვცდილობ...
დიმა კარგი ადამიანი იყო. მისი ნაკლი ნაკლოვანებების არ-
ქონა იყო. ნაკლოვანებები კი, როგორც ცნობილია, სრულყოფი-
ლებაზე მეტად მიმზიდველი თუ არა, უფრო ძლიერი გრძნობების
გამომწვევი მაინც არის.
ერთი წლის თავზე მარუსიამ დიმა შეიძულა. თუმცა ამ სიძულ-
ვილის გამოვლენაში ქმრის უმწიკვლო საქციელი უშლიდა ხელს.
ასე რომ, კარგად ცხოვრობდნენ.
მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ცხოვრების კარგად დაწყება უბე-
დურების მომასწავებელია.
ასეც მოხდა.
ჯერ დიმას გენერალი მამა მოკვდა. მერე მისი ლოთი დედა
მოხვდა საგიჟეთში. მემკვიდრეები: სამი ძმა და ერთი და, ერთმა-
ნეთს გადაეკიდნენ და იმის გარჩევა დაიწყეს, ვის რა დარჩებოდა.
გენერლის სახლიდან პროკურატურამ წაიღო ყველაზე ძვირ-
ფასი ნივთები, კერძოდ, სტალინის ნაჩუქარი ხანჯალი და ლალის
თვლებით მოკაზმული იუგოსლავიური მედალი.
მოკლედ რომ ითქვას, ერთ თვეში დიმა ჩვეულებრივ მოკვდა-
ვად, საშუალო შესაძლებლობების მქონე, მიზანმიმართულ და
შრომისმოყვარე კურსდამთავრებულად იქცა.
ხანდახან მარუსია ეხვეწებოდა:
– რა მოხდება, ერთხელ მაინც რომ დათვრე!
დიმა მარუსიას პასუხობდა:
– სიმთვრალე – ეს ნებაყოფლობითი სიგიჟეა.
მარუსია არ ნებდებოდა:
– რა მოხდება, ერთხელ მაინც რომ იეჭვიანო!
დიმა ხაზგასმით უხსნიდა:
4
სავკა კრამაროვი – საველი კრამაროვი, თეატრის და კინოს მსახიობი.
5
ბორია სიჩკინი – ბორის სიჩკინი, კინომსახიობი, კომპოზიტორი, მოცეკვავე
და ქორეოგრაფი.
173 მკითხველთა ლიგა
პრობლემა შემოქმედებით წრეებში ფართოდ განიხილებოდა. და
მარუსიაც სულ უფრო ხშირად უფიქრდებოდა ამ საკითხს.
ემიგრაციაში იყო რაღაც არარეალური. რაღაც სიკვდილის მე-
რე სიცოცხლის გაგრძელების მსგავსი. უფრო ზუსტად კი, ყვე-
ლაფრის თავიდან დაწყების შანსს იძლეოდა. წარსულის ტვირ-
თისგან გათავისუფლებას შესაძლებელს ხდიდა.
შემოქმედებითი ცხოვრება მარუსიას არ აეწყო. გათხოვები-
თაც, შეიძლება ითქვას, ვერ გათხოვდა. მრავალრიცხოვანი მე-
გობრები მასში მარტო შურსა და ზიზღს იწვევდნენ.
მშობლებთან თავს ისე გრძნობდა, როგორც მოხუცთა თავშე-
საფარში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უპერსპექტივოდ ცხოვ-
რობდა. ძილი, ტელევიზორი, დეფიციტური პროდუქტები. და სა-
სიძოები – ფიოდორ მაკაროვიჩის ხელქვეითები, რომელთა მთა-
ვარი მიზანი უფროსისთვის თავის მოწონება იყო.
მარუსია გრძნობდა: კიდევ სამი წელიც და ყველაფერი სამუ-
დამოდ დაკარგული იქნებოდა.
ცეხნოვიცერი ისეთი დაჟინებით უსვამდა ხაზს ქორწინების
ფიქციურ მხარეს , რომ მარუსიამ ვეღარ მოითმინა და უთხრა:
– ადრე როგორც ქალი, ისე გიყვარდი.
ცეხნოვიცერმა უპასუხა:
– ახლა კი როგორც ადამიანს, ისე აღგიქვამ.
მარუსია ვერ ხვდებოდა, ეს უნდა გახარებოდა თუ სწყენოდა.
ბოლოს მაინც გადაწყვიტა, სწყენოდა.
როგორც ჩანს, ქალები ასეთები არიან – არ უყვართ თაყვა-
ნისმცემლების დაკარგვა. ისეთებისაც კი, როგორიც ცეხნოვიცე-
რია...
თეორიულად ემიგრაცია რეალურს ჰგავდა. მაგრამ საქმე საქ-
მეზე რომ მიდგა, უამრავმა პრობლემამ წამოყო თავი.
„მშობლებს რა ვუყო? ხალხი რას იფიქრებს? და რაც მთავარია
– დასავლეთში რა უნდა ვაკეთო?..“
174 მკითხველთა ლიგა
მმაჩის ბიუროში6 ცეხნოვიცერთან ერთად წასვლაც პრობლე-
მა იყო. სასიძოს, სავარაუდოდ, შესაფერისი კოსტიუმიც კი არ
ებადა. რეგისტრატორთან ხომ ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი,
არაუშავს, მაინც ფიქციური ქორწინებააო...
ამას მოჰყვა გაურკვეველი შეხვედრები სინაგოგასთან. გაურ-
კვეველი სამოგზაურო ბროშურები. გაურკვეველი საუბრები უც-
ხოელ ჟურნალისტებთან.
მარუსიამ იატაკქვეშა გამოფენებზე დაიწყო სიარული. თავის
„ოლიმპიაზე“ შალამოვის და დომბროვსკის აკრძალული მოთ-
ხრობების გადაბეჭდვას მიჰყო ხელი. ჰემინგუეის ორიგინალში
წაკითხვას ცდილობდა.
მშობლები ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა, მაგრამ
ხმას არ იღებდნენ. მარუსიას თავად მოუწია მათთვის ყველაფ-
რის ახსნა.
ამ საუბრის დეტალების მოყოლა არ ღირს. მით უმეტეს, რომ
მსგავსი დრამები იმ დროს ბევრ ნომენკლატურულ ოჯახში თა-
მაშდებოდა.
მშობლები შვილებს ღალატში სდებდნენ ბრალს. შვილები
მშობლებს ბრმა მორჩილებისა და კონფორმიზმის გამო იძულებ-
დნენ.
ურთიერთბრალდებები ქვითინით იცვლებოდა. შეურაცხყო-
ფას ხვევნა-კოცნა მოსდევდა.
ფიოდორ მაკაროვიჩმა იცოდა, რომ ამის გამო პენსიაზე გას-
ვლა მოუწევდა. გალინა ტიმოფეევნამ იცოდა, რომ ქალიშვილს
ვეღარასოდეს იხილავდა.
ოქტომბერში მარუსიამ ცეხნოვიცერთან ხელი მოაწერა. ახა-
ლი წლისთვის ნებართვა მიიღეს. ცხრა იანვარს ავსტრიაში იყ-
ვნენ.
6
მმაჩის ბიურო – მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის ბი-
ურო.
175 მკითხველთა ლიგა
დასავლეთში მოხვედრისთანავე ცეხნოვიცერი რადიკალუ-
რად შეიცვალა. მომენტალურად გარდაისახა პატრიოტ ებრა-
ელად. ამაყი, ბრძენი და ცოტა ამპარტავანიც გახდა. ხვდებოდა
ჰიასის7 წევრებს, ატარებდა ექვსქიმიან დაანოდებულ ვარ-
სკვლავს და ოცნებობდა ებრაელ ცოლზე.
ფიქციური ქორწინების პირობები ცეხნოვიცერმა კეთილსინ-
დისიერად შეასრულა. ცოლი დასავლეთში წაიყვანა. სამაგი-
ეროდ, მარუსიამ მგზავრობის ხარჯი სრულად აანაზღაურა და
ქმარს ჩემოდანიც კი უყიდა.
სულ მალე დაშორების დროც მოვიდოდა. ცეხნოვიცერი ისრა-
ელში მიფრინავდა. მარუსია ამერიკულ ვიზას ელოდებოდა.
მარუსია ეუბნებოდა:
– ისრაელში როგორ უნდა იცხოვრო? იქ ხომ მარტო ებრაე-
ლები არიან!
– არაუშავს, – პასუხობდა ცეხნოვიცერი, – შევეჩვევი...
მარუსიას ცეხნოვიცერთან განშორება სევდას გვრიდა. ის ხომ
მის წარსულ ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ბოლო ძაფი იყო.
მარუსია ამ ამაყი, ამპარტავანი, აგრესიული და უიღბლო ადა-
მიანისადმი სიყვარულის მსგავს გრძნობას განიცდიდა. მათ შო-
რის ხომ რაღაც მოხდა. და თუ მართლა მოხდა – კარგი იყო ეს
რაღაც თუ ცუდი? და რადგან მოხდა, სად გაქრებოდა?..
აეროპორტში მარუსია არ წასულა. პატარა ლევუშკას სამი
დღე იყო, ყელი სტკიოდა.
მარუსია ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ჩაჯდა ცეხნოვიცერი
ავტობუსში. დიადი იდეებით დამძიმებული, ერთობ მოუქნელად
მოძრაობდა. მიზანდასახულად და სიფრთხილით მიაბიჯებდა,
ცხოვრებით განებივრებული ბრმასავით.
7
ჰიასი – ებრაელი იმიგრანტების დახმარების ასოციაცია.
176 მკითხველთა ლიგა
ერთი კვირის თავზე ლევუშკას წარმატებით ამოაჭრეს გლან-
დები. საავადმყოფოში ტოლსტოის ფონდის წევრმა, მისის კუკმა
წაიყვანა. ამ დროისთვის მარუსიას ვიზა უკვე მიეღო.
თექვსმეტი დღის შემდეგ მარუსია კენედის სახელობის აერო-
პორტში დაეშვა. ხელში სიმინდის ჩიფსებით სავსე შეკვრა ჩაებ-
ღუჯა. მის გვერდით გამოუძინებელი ლევა მოლასლასებდა. ორი
შავკანიანის დანახვაზე ლევა ხმამაღლა ატირდა. მარუსია ამშვი-
დებდა:
– ლევკა, მოკეტე!
და ამატებდა:
– ხმითაც მამაშენს როგორ დაემსგავსე...
8
„აშენებენ დიდ რაკეტას, აგზავნიან მთვარეზე. როგორ მინდა, ჩემი ცოლი
იჯდეს ამ რაკეტაზე...“
184 მკითხველთა ლიგა
თავიდან ლევუშკა ტიროდა. ერთ კვირაში ინგლისურად ალა-
პარაკდა.
მარუსია კვლავ იმაზე ფიქრობდა, რითი დაკავებულიყო. საბ-
ჭოეთში ის ფართო პროფილის მქონე ინტელიგენტად მიიჩნე-
ოდა. სადაც მოუნდებოდა, იქ შეეძლო მუშაობის დაწყება. კულ-
ტურის სამინისტროდან დაწყებული რაიონული გაზეთით დამ-
თავრებული.
აქ რა ექნა? კინოში, ტელევიზიაში, რადიოში, პრესაში –
ყველგან, მინიმუმ, ინგლისურის ცოდნას ითხოვდნენ.
პროგრამისტად მუშაობა არ უნდოდა. მით უმეტეს, მომვლე-
ლად ან ძიძად. ციფრები, უცხო ხალხის დაავადებები და შვილები
ერთნაირად აღიზიანებდა.
მარუსიას ყურადღება საიუველირო კურსების რეკლამამ მიიპ-
ყრო. არსებითად, ეს ძვირფასეულობის ცოდნას გულისხმობდა.
ძვირფასეულობაში კი ნამდვილად ერკვეოდა.
საიუველირო კურსებს მეთოთხმეტე ქუჩაზე მდგარი უღიმღა-
მო კორპუსის მთელი მესამე სართული ეკავა. კურსებს ხელ-
მძღვანელობდა მისტერ ჰიგბი, რომელიც გარეგნობით ზომიე-
რად მსმელ ოფიცერს წააგავდა. მთარგმნელის დახმარებით მის-
ტერ ჰიგბიმ მარუსიას უთხრა:
– ათი წლის მანძილზე ფერწერას ვსწავლობდი და საბოლო-
ოდ საცოდავი იუველირი გამოვედი. ესაა ცხოვრება?!.
მის თარჯიმნად მუშაობდა ბორისპოლელი ემიგრანტი, ლე-
ნია, რომელიც მომავალში საიუველირო მაღაზიის გახსნას გეგ-
მავდა. ამბობდა:
– ეს ისეთი საქმეა, პურის ფულს ყოველთვის მაშოვნინებს...
კურსის გავლის მსურველები ჯგუფებად დაჰყვეს. თითოეულ
ჯგუფს ინსტრუმენტების ნაკრები მისცეს. თითოეულის მაგიდაზე
სარჩილავი ნათურა, გირაგი და შტატივი იდო.
9
„ლანჩონეტი“ – სწრაფი კვების ობიექტი.
223 მკითხველთა ლიგა
დოლარი გადაეცა. ისიც ცნობილია, რომ ლერნერი აქამდე სამ-
ხატვრო გალერეაში არასოდეს ყოფილა.
სხვათა შორის, ისიც ცნობილია, რომ ზარეცკი ჩუმად სოლჟე-
ნიცინს ეწვია. წილად ხვდა მასთან ორწუთიანი გასაუბრების პა-
ტივი. დაინტერესდა, რას ფიქრობს ისაევიჩი სექსის შესახებ. პა-
სუხად მიიღო, რომ „მსგავსი ყოველი სისაძაგლეი არს ცდუნებაი
საზღვარგარეთისაი და ხაფანგი იგი ანტიქრისტესი...“
მოკლედ, აქ ყველაფერია ცნობილი. თანაც – ყველაზე. ჰოდა,
მარუსიასა და რაფაელზეც ალაპარაკდნენ. დაახლოებით, ასეთ
სტილში:
– აი, იმასთან, კუთხის სახლში რომ ცხოვრობს, ერთი ესპანე-
ლი დადის. თანაც დღისით-მზისით. არ მესმის, როგორ შეიძლე-
ბა, ასე არ სცემდე საკუთარ თავს პატივს.
კაცები ამ თემის განხილვისას ორაზროვნად იცინოდნენ. ქა-
ლები შეშფოთებას ვერ მალავდნენ.
კაცები ამბობდნენ:
– არ დაიკარგება ეგ გოგო, არა!
ქალები უფრო მკაცრები იყვნენ:
– ცოტა სინდისი მაინც შერჩენოდა!
ქალები, როგორც წესი, მარუსიას კიცხავდნენ.
კაცები, მეტწილად, თანაუგრძნობდნენ.
კაცებს რაფა ნამდვილ განგსტერად და ტერორისტადაც კი
წარმოედგინათ. ქალები რიგით ლოთად თვლიდნენ.
ელამი ფრიდა პირდაპირ ამბობდა კიდეც:
– ტიპური ლოთი გოია ჟმერინკიდან!..
ჩვენი ქალების ფილოსოფია ასეთია:
„თუკი მარტოხელა, ღარიბი დედა ხარ – ამაში საამაყო არა-
ფერია. ცოტა მოკრძალებულად მოიქეცი“.
ქალები თვლიდნენ, რომ ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რო-
გორშიც მარუსია იყო, აუცილებელია, დაღლილი, საცოდავი და
224 მკითხველთა ლიგა
სხვებზე დამოკიდებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდე. სულ
მთლად უკეთესია, თუ ავადმყოფი და ნევროზულიც იქნები. ასე
რომ ყოფილიყო, ჩვენი ქალები მარუსიას თანაუგრძნობდნენ და,
დარწმუნებული ვარ, დაეხმარებოდნენ კიდეც.
ასე კიდევ, რა გამოდიოდა? თუ ასეთი ამაყი ხარ, მაშინ თავად
მიხედე საკუთარ თავს... მოკლედ:
„გინდა, შეგიცოდო? მაშინ ჯერ შენი დამცირებით დატკბობის
საშუალება მომეცი!“
მარუსია მიგდებული და დამცირებული ქალის შთაბეჭდილე-
ბას არ ტოვებდა. სწრაფად ისწავლა მანქანის მართვა. (რაფამ
ძველისძველი „ბიუიკი“ მაღალი ჯიპით შეუცვალა.) ხშირად ჩნდე-
ბოდა რუსულ მაღაზიებში. ყიდულობდა ძვირად ღირებულ თევზს,
ბუჟენინას, შავ ხიზილალას. თუმცა მე ჯერ კიდევ ვერ გამერკვია,
საიდან შოულობდა რაფა ფულს. მუსიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმე-
ტია...
მერამდენედ ვრწმუნდებოდი, რომ სიღარიბე თანდაყოლილი
თვისებაა. სიმდიდრეც. ყველა იმას ირჩევს, რომელიც უფრო
მოსწონს. და, რაც უნდა უცნაური იყოს, ბევრს სიღარიბე ურჩევ-
ნია. რაფაელი და მუსია სიმდიდრეს ანიჭებდნენ უპირატესობას.
რაფა არისტოტელე ონასისის განებივრებული შვილივით იქ-
ცეოდა. ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, უფულოდ
რომაა, მაგრამ მამის მილიარდები უმაგრებს ზურგს. სადაც შეეძ-
ლო, ყველგან ფულს სესხულობდა. კრედიტებს აფორმებდა. ფი-
ნანსურ ვალდებულებებს იღებდა.
მოკლედ, ფულს ფლანგავდა და შედეგები არ ანაღვლებდა.
თავიდან მუსია ნერვიულობდა, მერე შეეჩვია. ამერიკა მდიდა-
რი ქვეყანაა. ვინმე ხომ უნდა ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში უშფოთ-
ველად და უდარდელად?!..
ცხოვრობდნენ კიდეც.
10
პეისები – საფეთქლებზე ჩამოზრდილი თმა, ორთოდოქსი ებრაელების
ტრადიციული ვარცხნილობის ნაწილი.
234 მკითხველთა ლიგა
– კარგად გაუზრდიათ, – თქვა მუსიამ.
– ნეტა, მე ვიცოდე ასე კარგად ინგლისური, – გაოცდა დრუკე-
რი.
ამასობაში თუთიყუში მაგიდაზე აძვრა. საჭმელს გადაუარა.
ფეხები მაიონეზში ამოითხვარა. სარდინს მოხერხებულად გა-
მოსდო ნისკარტი და ისევ ჭაღზე აფრინდა.
მუსიამ რაფაელს მიმართა:
– გალია სადაა?
– ფული არ მეყო, – დარცხვენით აღიარა რაფაელმა.
– ასე ხომ ყველგან მოისაქმებს!
– არაა გამორიცხული. ძალიანაც შესაძლებელია, – დაეთან-
ხმა ზარეცკი.
– ღმერთო, რა დავაშავე!..
რაფა მარუსიას არ ეშვებოდა:
– არ გაგიხარდა?
– გამიხარდა?.. გამიხარდა კი არა, მეშინია, ბედნიერებისგან
გული არ გამისკდეს!..
საერთო ძალებით შევძელით თუთიყუშის კარადაში მომ-
წყვდევა.
ლოლო უკმაყოფილო იყო. არასაკმარისად მთვრალი საბჭო-
თა ხელოსანივით იგინებოდა. თხელ ფანერს ფხაჭნიდა და თავის
ძლიერ ნისკარტს ურახუნებდა.
მერე ჩაჩუმდა. ალბათ, ჩაეძინა.
კარადა იაფფასიანი იყო. ნაპრალებში ჰაერი თავისუფლად
მოძრაობდა...
– ხვალ რამეს მოვიფიქრებთ, – თქვა მუსიამ.
და დაამატა:
– ახლა სუფრას მივუსხდეთ!
11
ნევაზვრაშენეცი – საბჭოთა კავშირის მოქალაქე, რომელმაც საზღვარგა-
რეთ მივლინებით ან სხვა კანონიერი მიზეზით წასვლის მერე უკან დაბრუნე-
ბაზე უარი განაცხადა.
259 მკითხველთა ლიგა
– მე? რავი. ვმღერი... ყველაფრის ლაურეატი ვარ დედამიწის
ზურგზე... წყლული გავიჩინე...
– რა ჯანდაბად დაგჭირდა?
– რას გულისხმობ?
– არაფერს, ვხუმრობ... ცოლი არ მოგიყვანია?
– გმადლობთ, არა. ქორწინების ბორკილები, ცუდად ნუ გამი-
გებ და, ჩემთვის არაა. მით უმეტეს, რომ ყველას ჩემი დანაზოგები
აინტერესებს... ამ გახსენებაზე, ალიმენტებზე რა ხდება?
– კარგი ეხლა... გაახსენდა ამასაც... სჯობს, ის მითხრა, შეხ-
ვედრა გინდა, თუ არა.
აქ კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.
ამასობაში რაფას გაეღვიძა. დელიკატურად გაემართა ტუ-
ალეტისკენ.
რაზუდალოვი კიდევ დუმდა. შემდეგ სევდიანად წარმოთქვა:
– მე, პრინციპში, წინააღმდეგი არ ვარ... იცი, რა? აქ ერთი კა-
ფეა სატუმრო „რომაში“. „მარიასი“ ჰქვია...
– ეგ ნიშნავს – „მარიასთან“, „მარუსიასთან“.
– საოცარი დამთხვევაა. ჰოდა, ხვალ თერთმეტზე მანდ მოდი.
ფანჯარასთან ვიჯდები. თქვენ კიდევ გვერდით ჩაივლით...
„ღმერთო“, – გაიფიქრა მარუსიამ, – „ლაურეატი, დამსახურე-
ბული არტისტი, ყველაფრის წევრი. ამ დროს კიდევ საკუთარი
შვილის ნახვის ეშინია. ხომ უნდა ამას მოხერხება!“
– კარგი, – დაეთანხმა მუსია, – მოვალ.
– ოცდამეთხუთმეტეს და მეშვიდეს კვეთაზე. თერთმეტზე.
– შევთანხმდით. მისმინე...
– რა იყო?
– ლურჯ ბაფთას შევიბნევ, რომ მიცნო.
– შევთანხმდით... რა? მშვენივრად მახსოვხარ...
– ვიხუმრე, რა მოგივიდა...
– ისე, გაითვალისწინე, რომ მეც შევიცვალე.
260 მკითხველთა ლიგა
– რას გულისხმობ?
– კბილები ჩავისვი...
შუადღე ქალაქის ცენტრში. ხმაურიანი, ჭრელი ხალხი. აურ-
ზაური კაფეებისა და მაღაზიების შესასვლელებთან. გამკივანი
სიგნალები. გამყიდველებისა და გადამყიდველების გულის გა-
მაწვრილებელი შეძახილები. ქუჩის საკვებისგან ავარდნილი ოხ-
შივარი. კარამელის სუნი...
ოცდამეთხუთმეტეს და მეშვიდეს კვეთა. ტილოს ფარდები. პა-
ტარა სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებული კაფეტერი-
ის გაღებული ფანჯრები. ნიავზე მოთამაშე ქაღალდის ხელსახო-
ცები.
მაგიდასთან – ორმოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცი. გულ-
მოდგინედ გაუთოებული შარვალი. კრემლისგამოსახულებიანი
პორტსიგარი. დელანსის ქუჩაზე ნაყიდი მძივებით ნაქარგი პე-
რანგი. მოკლე, ჭაღარაშერეული ბაკენბარდები.
კაცი ყავას უკვეთავს. მენიუს ყოყმანით გვერდზე სწევს. ფუ-
ლის ფლანგვა არ უღირს.
საბჭოურ სიგარეტს უკიდებს.
კაცს სამუშაო ფორმაში გამოწყობილი გოგო უახლოვდება:
– უკაცრავად, აქ ამის მოწევა არ შეიძლება. ყველგან პოლი-
ციაა.
– ვერ გავიგე?
– აქ ამის მოწევა არ შეიძლება. ხომ გესმით – „ბალახის“.
კაცი ინგლისურს კარგად არ ფლობს. ამის მიუხედავად, ხვდე-
ბა, რომ მოწევა აკრძალულია. თანაც მაშინ, როცა სხვები მის
გარშემო ეწევიან.
და კაცი დაუფიქრებლად აქრობს სიგარეტს.
განგსტერის ან სტეპის მოცეკვავის მოხდენილ ტანსაცმელში
გამოწყობილი შავკანიანი მეგობრულად უკრავს თვალს. ამ გზით
ამხნევებს: არ იდარდო! მარიხუანა პროგრესის ნაწილიაო!..
261 მკითხველთა ლიგა
რაზუდალოვი უღიმის და ჭიქას მაღლა სწევს. ესეც თქვენი
მსოფლიო პროლეტარიატის ერთობა...
ისარი თერთმეტს უახლოვდება. „გიმბელსის“ უნივერმაღის
შუშის კედელთან გამოსასვლელ თეთრ კაბაში გამოწყობილი ქა-
ლი დგას. გვერდით პატარა ბიჭი ატუზულა გამობერილი ლოყით.
როგორც ჩანს, კამფეტს წუწნის. ბავშვი დაჟინებით იმეორებს:
– აუ, დედა... წავედით, რა... მწყურია... აუ, დედა... წავედით,
რა...
მარუსია რაზუდალოვს ხედავს და უბოროტოდ ფიქრობს:
„რა უბედურებაა! რა საჭიროა ეხლა ეს?! რელიკვია ხარ. თან
უვარგისი...“
მარუსია და ლევუშკა მტკიცე ნაბიჯით გადიან კაფეს ფანჯრის
მიღმა. მათი მომავალი იქაა – მოსახვევში, ნიუ-იორკის ქუჩის
გულგრილ აურზაურში. წარსული უკნიდან შეჰყურებს მათ და თან
მიმტანს ფულს უხდის.
წარსული დაბნეულად ეყინება ერთ ადგილს. უნდა, მათ და-
ეწიოს. კარისკენ დგამს ნაბიჯს. მერე ისევ ჩერდება.
ამ დრამაში მესამე მხარეცაა. გამოუძინებელი რაფაელი მა-
რუსიას შეფარვით, მაგრამ მიზანმიმართულად მიჰყვება უკან.
ღამის ზარმა შეაშფოთა და ააღელვა. ეშინია, რომ დაწყევლი-
ლი რუსი სიყვარულს მოჰპარავს.
მარუსიას დილით აედევნა. „ტაიმსს“ ამოფარებულმა, მასთან
ერთად იმგზავრა მეტროთი. მერე სატვირთო მანქანის უკან იმა-
ლებოდა. ახლა შურისმაძიებელი ოჯახის უფროსის, ეჭვიანი კა-
ცის მყარი ნაბიჯით მიჰყვება.
მისი შავი სათვალე მანჰეტენური შუადღის სიცხეს ირეკლავს.
მისი ფედორა მზით გავარვარებულ სახურავზე მტკიცეა, თიხის-
ფერი ღაწვები კი – მანქანის ზედაპირივით უძრავი.
აი, რაფაელი კაფეს ფანჯრებს მიღმა გადის. რაზუდალოვს
თვალს უსწორებს და თან ფიქრობს:
262 მკითხველთა ლიგა
„რევოლუცია ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს ექი-
მებს, ადვოკატებსა და გამოჩენილ ადამიანებს...“
რაზუდალოვი, თავის მხრივ, უხმოდ წარმოთქვამს:
„რა სიფათი აქვს!“
და თავისთვის ურთავს:
„კაპიტალიზმის ნაშიერი!..“
მუსიამ და ლევუშკამ ბოსტნეულის დახლებს ჩაუარეს. მაღაზია
„სთეიშენერთან“ ნაბიჯს შეუნელეს და მეტროს სადგურისკენ გა-
უხვიეს.
მუსიას მაჯლაჯუნასავით ადევნებია გაგიჟებული რაფაელი.
სათვალე და ფედორა ბოროტმოქმედის იერს აძლევს. ხმაურიან
ბრბოს იდაყვებით ტლანქად იგერიებს. მასში ხანჯლის ცივსის-
ხლიანობა და პისტოლეტის გულფიცხობა ერთმანეთს შერწყმია.
ლევუშკა ამასობაში ნაყინის კიოსკთან შედგა.
– არა, – თქვა მუსიამ, – გეყოს.
– დედა!
– არა-მეთქი! დილით ხომ უკვე ჭამე ნაყინი.
– ეგ კარგა ხნის წინ გადნა, – უპასუხა ლევუშკამ.
მარუსიამ შვილს ხელზე მოქაჩა. ლევა უკმაყოფილო სახით
გაჯიუტდა.
უცებ მათ თავზე მტკიცედ და მკაცრად გაისმა:
– მორჩა! მარია, დაწყნარდი! ლეო, თვალები შეიმშრალე! მე
ვიხდი!..
და რაფაელმა (ხმა, რა თქმა უნდა, მას ეკუთვნოდა) უდარდე-
ლი სახით ჯიბიდან ასდოლარიანი ამოიღო.
ორი წუთის მერე ის უკვე გაჰყვიროდა:
– ტაქსი! ტაქსი!..
12
მორგულისი – მიხაილ მორგულისი, მწერალი, პოლიტოლოგი და თე-
ოლოგი.
270 მკითხველთა ლიგა
ამასობაში მარუსიამ ლევუშკას აჭამა. ტელევიზორი ჩართო.
ახალგაზრდა, პრანჭია გოგოსავით ლამაზი მაიკლ ჯექსონი წვრი-
ლი ხმით მღეროდა:
ღრუბლებს მივაპობ,
უკან ვიტოვებ წლებს...
რატომ ვიდარდო
ავდარი თუა დღეს?!..
ქუჩიდან ლათინოამერიკელი ბავშვების ყვირილი მოისმოდა.
ლევუშკას დედამისის მზის სათვალე დაეკოფსებინა და სარკის
წინ იდგა. სამზარეულოში ტოსტერში ჩადებული პური ტკაცუნობ-
და. ტუალეტიდან წყალმცენარეების სუნი გამოდიოდა.
მუსიამ მაცივრიდან რომის ბოთლი გამოიღო და გაიფიქრა:
„დავთვრები და დილამდე ვიტირებ. მერე წინდებგაუხდელად
დავიძინებ...“
– დავთვრები, – ხმამაღლა თქვა მარუსიამ, – ცხოვრება აღარ
მინდა...
უცებ ვიღაცის მბრძანებლური და მკაცრი ხმა გაისმა:
– იცხოვრე!
მარუსიამ მიმოიხედა – ვერავინ შენიშნა.
იმავე ხმამ კიდევ უფრო მკაცრად და მბრძანებლურად დაურ-
თო:
– ფაქტია!
მარუსია ფეხზე წამოდგა.
და ისევ:
– იცხოვრე!
ორი წამის მერე კიდევ:
– ფაქტია!
და ბოლოს სწრაფად დაურთო:
– შით, შით, შით, ფაქ, ფაქ, ფაქ, ფაქ, შით, შით, შით, შით, ფაქ,
ფაქ, ფაქ...
271 მკითხველთა ლიგა
– ლოლო! – აღმოხდა მარუსიას და ფანჯარას ეცა.
ფარდები გადასწია.
ფანჯრის რაფაზე იდგა. მწვანე, წითელი ქოჩრით, სტაფილოს-
ფერი ბაკენბარდებითა და შავი, მოკაუჭებული ნისკარტით. მებ-
რძოლი სემიტური პროფილი სინანულსა და სინაზეს გამოხატავ-
და. კუდი ნახევრად მოპუტული ჰქონდა.
ზარი გაისმა. მარუსიამ ტელეფონთან მიირბინა. რაფამ დაეჭ-
ვებით იკითხა:
– მარტო არ ხარ?
– მარტო არ ვარ, – შესძახა მარუსიამ, – მოდი. ოღონდ, რაც
შეიძლება, მალე მოდი!..
13
თაქსდედაქთიბლ (tax deductible) – გადასახადის გამოქვითვის შესაძლებ-
ლობის მქონე.
274 მკითხველთა ლიგა
როგორც გაირკვა, ლიმუზინი სიძისთვის მიძღვნილი საჩუქა-
რი იყო. პატარძალს სერენადა ერგო...
სუფრა გაშლილი იყო. ბოთლები შეტევისთვის ემზადებოდ-
ნენ. ორქიდეებს, გლადიოლუსებს და ტიტებს ქაშანურის ლარ-
ნაკზე განთავსებულ დაუჭრელ ინდაურზე მომაჯადოებლად სცვი-
ოდათ ფურცლები.
რაფაელი სმოკინგში იყო გამოწყობილი. პატარძალი – მაქმა-
ნებიან თეთრ კაბაში.
და ყველა სტუმარი იღიმოდა. და ლოლო არ იგინებოდა. და
ლევუშკას ლოყაში, ჩვეულებისამებრ, კამფეტი ჰქონდა მოგდე-
ბული.
და მუსიკა სასიამოვნოდ უკრავდა. და ყველა ვიღაცის მოლო-
დინში იყო. და მე, სიმართლე გითხრათ, ვხვდებოდი – ვისაც
ელოდნენ. ცოცხალ ავტორს.
და ამ დროს მოვედით ჩვენც – მე, ჩემი ცოლი და ჩემი პატარა
გოგო. და უცებ მარუსია ატირდა. და მერე მაქმანებით თვალებს
დიდხანს იმშრალებდა...
აქ ვჩუმდები. იმიტომ, რომ კარგზე ლაპარაკი არ შემიძლია.
იმიტომ, რომ ჩვენ ოღონდ რამე სასაცილო, დამამცირებელი, სუ-
ლელური და საცოდავი აღმოგვაჩენინა. ოღონდ გვაჩხუბა და ცუ-
დი სიტყვები გვათქმევინა. ცოდვაა ეს.
მოკლედ – ვჩუმდები.
მუსია!
შენ ძალიან ხშირად მეკითხებოდი – იმპოტენტი ხომ არ ხა-
რო? ვაი, რომ ჯერ კიდევ არა.
და თუ კი, მაშინ ეს ფაქტი განმარტებას იმსახურებს.
ნება მიბოძე გითხრა, რომ ჩემს იმპოტენციას ელენა, ნიკა, დე-
და ჰქვია. მოკლედ, გასაგებია.
დიახ, მე ხელ-ფეხი შეკრული მაქვს. მაგრამ ამაზე მნიშვნელო-
ვანი ისაა, რომ მე მიყვარს ჩემი ჯაჭვები, თოკები, ბორკილები, სა-
მაგრები, კავები. მთელი სულითა და გულით...
შენ პერსონაჟი ხარ, მე კიდევ – ავტორი. შენ ჩემი ახირება
ხარ. ყველაფერი, რაც გესმის, ჩემი წარმოთქმულია. ყველაფე-
რი, რაც მოხდა, ჩემ მიერაა განცდილი.
მე შურისმგებელი, სულმდაბალი, უნიჭო, ბოროტი, და კიდევ
როგორი აღარ, ავტორი ვარ.
ყველა, ვისაც ვიცნობდი, ჩემში ცხოვრობს. ისინი არიან ჩემი
ნევრასთენია, სიბრაზე, თავდაჯერებულობა, უდარდელობა. და
ა.შ.
და ყველაზე სისხლისმღვრელი ომი მოჩვენებების შერკინე-
ბაა.
მე ავტორი ვარ, თქვენ – ჩემი გმირები. და ნამდვილები რომ
ყოფილიყავით, ასე ძლიერ ვერ მეყვარებოდით.
გჯერა, რომ ზოგჯერ ლამის ვყვირი:
„ო, ღმერთო! რამხელა პატივია! როგორი დაუმსახურებელი
წყალობაა, რომ რუსული ანბანი ვიცი!“