You are on page 1of 2

ყად-ი - აღმოსავლეთის ქვეყნებში: მუსლიმანთა სასულიერო მსაჯული,


მოსამართლე.

ყაზალ-ი [არაბ. Yazal] – არაბულ-სპარსულ პოეზიაში: ორტაეპიანი სტროფი;


ასეთი სტროფებით დაწერილი ლექსი; იყენებენ ევროპულ პოეზიაშიც;
***ქართველ პოეტთაგან ყ.-ები აქვთ ა. ჭავჭავაძეს, პ. იაშვილს და სხვებს.

ყაზარმა [იტალ. Caserma] – სამხედრო ნაწილის საცხოვრებლად


განკუთვნილი შენობა.

ყალამ-ი [არაბ. Qalam] – 1. ლერწმის კალამი, რომელიც ფართოდ იყო


გავრცელებული არაბული ანბანის მქონე ხალხებს შორის. 2. ითქმის მხატვრის
ფუნჯზე.

ყალიმ-ი [თურქ. Kalim] – აღმოსავლეთის ქვეყნების ზოგიერთ ხალხში:


საფასური, რომელსაც უხდის სასიძო ქალის მშობლებს; ურვადი.

ყარაბინ-ი - (უმართებ.). იხ. კარაბინი.

ყარაკულ-ი [უზბეკ. Qarakül შავი ვარდი; შავი ტბა] – მოკლე- და ხუჭუჭბეწვიანი


ტყავი გარკვეული ჯიშის ახლად მოგებული (2 - 3 დღის) ბატკნისა; კრაველი
[ადგილის სახელწოდების მიხედვით (უზბეკეთის სსრ-ში)] –.

ყარაკულჩა - მოკლე- და ხუჭუჭბეწვიანი ტყავი ნაადრევად მოგებული


ბატკნისა.

ყასიდა [არაბ. KasZea ოდა; პოემა] – არაბულ-სპარსული ლირიკის ჟანრი -


ერთიანი რითმით დაწერილი ერთმანეთისაგან თითქმის დამოუკიდებელი ხუთი
ნაწილისაგან შემდგარი ოდა, პასკვილი და სხვ.

ყიზილბაშ-ი [თურქ. Kizilbas წითელი თავი, წითელქუდა] – ასე ეძახდნენ


სპარსელ დამპყრობლებს მე-16 - 18 სს.

ყიშლაღ-ი [თურქ. Kislak საზამთრო საძოვარი, სადგომი] – სოფელი შუა


აზიაში.

ყრან-ი [სპარს. Qeran] – ძველებური სპარსული ფულის ერთეული.

ყული [ინდ.] – აზიის ზოგ ქვეყანაში: მტვირთავი, ბარგის წამღები მუშა,


აგრეთვე შავი მუშა.

ყურან-ი [არაბ. Al-qurkan] – წიგნი, რომელშიც გადმოცემულია მუსლიმანური


რელიგიის დოგმები და დებულებები, მუსლიმანური მითები და სამართლის
ნორმები.

ყურუშ-ი [თურქ. Kurus] – ლითონის ხურდა ფული თურქეთში (სხვანაირად:


პიასტრი).

You might also like