You are on page 1of 4

პოლიტიკური კონფლიქტი სოციალური

კონფლიქტიე ერთ-ერთ სახეს


წარმოადგენს.კონფლიქტების შესწავლას
ხანგრძლივი ისტორია აქვს და იწყება
ანტიკური ხანიდან.ჯერ კიდევ არისტოტელეს
შრომებში საუბარია ეიტარულ წრეებში
დაპირისპირებაზე.მოგვიანებით
განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტებს
მაკიაველმა,როტერდამელმა,კლაუზევიცმა
და სხვა მოღვაწეებმა მიაქციეს.მარქსის
თეორია კონფლიქტების განხილვისას
კლასობრივ ხასიათს ეყრდნობა,სადაც
საზოგადოების ბუნებაშივეა ჩადებული
კლასობრივი კონფლიქტი.ამ მიდგომაში
ადამიანის აგრესიულ და ინსტიქტურ ბუნებას
ექცევა ყურადღება.კონფლიქტი
ლათინურიდან შეჯახებას
ნიშნავს.კონფლიქტში ორი მხარე
მონაწილეობს,თუმცა პოლიტიკურ სფეროში
ძირითადად მრავალმხრივი კონფიქტები
გვხვდება.შესაბამისად კონფლიქტის
შესწავლის საგანია მხარეთა შორის
უთანხმოება,სადაც მხარეები უშუალოდ ან
ირიბად არიან ჩართულნი.კონფლიქტის
მიზეზი კონკრეტულ სიტუაციას
უკავშირდება.დაძაბულობის ინტენსივობას
ზრდის მხარეთა შოეის ე.წ. „სარკისებური
აღქმა“ სადაც სხვა უაფყოფითად
აღიქმება,“ჩვენგან“ განსხვავებულად,“სხვას“
მტრის დამახასიათებელი თვისებები
მიეწერება და ყალიბდება ე.წ. მტრის
ხატი.მტრის ხატის არსებობა გულისხმობს
„სხვის“ უარყოფით
აღქმას,აგრესორის,მოძალადის
იმიჯს.კონფლიქტს შეუძლია მოახდინოს
დადებითი ანუ კონსტრუქციული და
უარყოფითი ანუ დესტრუქციული
ზემოქმედება.დესტრუქციული კონფლიქტის
შემთხვევაში:ემუქრება მხარეთა ინტერესებს
და სოციალურ სისტემას,მცირდება
ურთიერთმხარდაჭერა,ნდობას ცვკის
უნდობლობა,მატულობს იმპულსური
ქმედებები მხარეთა დაშორების
პარალელურად და ა.შ. კონსტრუქციული
კონფლიქტიდ შემთხვევაში:აყალიბებენ
ერთიან ღირებულებებს,ხდება ერთიანობის
გაცნობიერება,განისაზღვრება
პრიორიტეტები,იწყება სამუშაო
კონტაქტები.კონფლიქტიდან მშვიდობიანი
გზით
გამოსვლა,მშვიდობიანად,საქართველოსთვ
ის დღეისათვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია,რადგან იგი ორი დიდი
მართლმადიდებლურ-სლავურ და ისლამურ
ცივილიზაციებს შორის მდებარეობს.სწორედ
კონფლიქტების არსებობა,ცივილიზაციათა
გამმიჯნავ ზონებშია
მოსალოდნელი.შესაძლოა აფხაზ-
ქართველთა,ოს-ქართველთა,პანკისის
ხეობაში დაძაბულობა და სხვა პოტენციურჯ
კონფლიქტები სწორედ საწყისი ეტაპია
ცივილიზაციათა დაჯახებისა.ამ მოსაზრებას
აძლიერებს რუსეთ-ჩეჩნეთის
მრავალწლოვანი დაპირისპირება.ამიტომაც
აუცილებელია რომელიმე ცივილიზაციის
ნაწილი იყო.პრობლემების გადასაჭრელად
არამარტო ფიქრია საჭირო,არამედ
ქმედებაც.ქმედებისათვის საჭიროა საბაზისო
თეორიული ცოდნის საფუძველზე სწორი
პროგრამების შემუშავება ჩვენი ქვეყნის
მტკივნეული საკითხების გადაჭრისათვის
მნიშვნელოვანი საკითხია კონფლიქტების
მართვა,რო.ლითაც ხერხდება ომისა და
შეჯახების თავიდან აცილება.პოლიტიკური
კონფლიქტი,ეს არის
დაპირისპირება,შეჯახება პოლიტიკური
სუბიექტების(ინდივიდი,ჯგუფი,ქვეყანა),რომ
ლებსაც განსხვავებული
ინტერესები,ღირებულებები და
შეხედულებები გააჩნიათ,ისინი ახდენენ
ერთმანეთზე ზემოქმედებას,რათა შეძლონ
საკუთარი ინტერესების სისრულეში მოყვანა.

You might also like