You are on page 1of 5

პარტიები ჯერ კიდევ უძველეს

სახელმწიფოებსა და კულტურებში
არსებობდა და წარმოადგენდნენ
ძალაუფლებისათვის მებრძოლ
დაპირისპირებულ დაჯგუფებებს დიდი ხნის
განმავლობაში.მაგ.ათენის სახალხო კრებაზე
მოქალაქეები იყოფოდნენ სხვადასხვა
ჯგუფებად საცხოვრებელი
ადგილის,წარმომავლობის,სოც.სტატუსის ან
იმის მიხედვით თუ რომელი ცნობილი
მოღვაწის იდეებს უჭერდნენ მხარს.ადრეული
პარტიების მაგალითებია გველფები და
გიბელინები შუა საუკუნეების
იტალიაში,ინგლისში-
მრგვალთავიანები,კავალერები,ინდეპენდებ
ი და ლეველერები.დფღევანდელი სახით
არსებული პარტიები ახალ დროში გაჩნდა
და მათ პროტოტიპებად ვიგები და ტორები
მიიჩნევა XVII-XVIII ს-ის ინგლისის
პარლამენტში,რომლებიც სამეფო
ძალაუფლების შეზღუდვის საკითხის მიმართ
არსებულ ჯგუფებს
წარმოადგენდნენ.პარტიათა განვითარება
არჩევნებთან,მოსახლეობის ფართო ფენების
მიერ საარჩევნო უფლებების
მოპოვებასთანაა
კავშირში,შესაბამისად,საკუთრივ პარტიები
საკონსტიტუციო მთავრობისა და არჩევნების
შემოღების შემდეგ წარმოიშვა.მაშინ როცა
თანამედროვე პარტიების წინამორბედები
გაჩნდნენ ხმის უფლება არისტოკრატიის
პრივილეგია იყო.დეპუტატები პარლამენტში
პირადი ან ოჯახის რეპუტაციით
ხვდებოდნენ,შემდეგ კი საერთო
ინტერესებიდან გამომდინარე ფრაქციებს
ქმნიდნენ.XVII ს-ის ბოლოს შეიქმნა ახალი
ფენომენი,რასაც დევიდ ჰიუმმა უწოდა
„ყველაზე აუხსნელი ფენომენი,რომელსაც
ოდესმე ადგილი ჰქონია ადამიანთა
ურთიერთობებში“.პრინციპის გარშემო
გაერთიანების ანუ პარტიის
განმსაზღვრელად ედმუნდ ბერკმა განმარტა
„ადამიანთა ერთობა შექმნილი საერთო
კეთილდღეობის მიღწევაზე მიმართული
რაიმე პრინციპის ცხოვრებაში
გასატარებლად“.მოგვიანებით გაჩნდა
ახალი,კლიენტელისტური პარტია,რაც
განაპირობა ინდუსტრიალიზაციამ და
ურბანიზაციამ,არჩევნებში დაბალი ფენების
მონაწილეობამ და ჩართვამ,რამაც აიძულა
თანამდებობების მსურველები გაეწიათ დიდი
ძალისხმევა მუშათა მხარდაჭერის
მოსაპოვებლად.განათლებულ ფენებს
დასჭირდათ დაბალ ფენებთან უშუალო
კონტაქტი.ურთიერთობები ორივე
მხარისთვის სასარგებლო უნდა
ყოფილიყო,ამიტომ კანდიდატები ხალხს
მრავალ სიკეთეს პჰპირდებოდნენ ხმების
სანაცვლოდ,თუმცა განათლების
გავრცელებისა და ზრდის პარალელურად
კლიენტელიზმზე დამყარებულმა
ურთიერთობებმა მნიშვნელობა
დაჰკარგეს.პოლიტიკაში ახალი ფენების
ჩართვა ახალი პარტიების გაჩენა
განაპირობა,თავიანთი ინტერესების
დასაცავად:აგრარული,მუშური,სოციალისტუ
რი ან ნაციონალისტური პარტიები.ასეთი
პარტიები მასობრივ წევრობაზე დამყარებულ
ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ და მათი
საარჩევნო სიძლიერე პარტიებისა და
დამხმარე ორგანიზაციათა სიმრავლით იყო
განპირობებული.მასობრივ პარტიებს
გამოკვეთილი იდეოლოგიები და მათთვის
დამახასიათებელი კულტურული
სიმბოლოები
გააჩნდათ(დროშები,დღესასწაულები),,რომ
ლებსაც საზოგადოებაში
ამკვიდრებდნენ.მასობრივ პარტიათა შორის
ცალკე გამოიყოფა ნაციონალისტური
პარტიები,რომლებიც მიზნად ისახავდნენ
რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ან კოლონიური
ქვეყნის მოსახლეობის მობილიზაციას და
თვითმმართველობის მიღწევას.იმ
განვითარებად ქვეყნებში,რომელთა
მოსახლეობა სხვადასხვა ეთნიკური
ჯგუფისგან შედგება დამოუკიდებლობის
მიღწევის შემდეგ ე.წ.კონგრესის ტიპის
პარტიები მოვიდნენ სათავეში.(ინდოეთის
ეროვნული კონგრესი).არსებობენ პარტიები
რომლებიც რომელიმე ეთნიკური ჯგუფის
ინტერესებს წარმოადგენენ(თურქული
უმცირესობის პარტია
ბულგარეთში,ქურთების მუშათა პარტია
ერაყში).XXს-ის დასაწყისში ახალი
ტიპის,პროტო-ჰეგემონური პარტიები
გაჩნდა,რომელთა მიზანს საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა სფეროზე სრული
ძალაუფლების მოპოვება და საზოგადოების
გარდაქმნა წარმოადგენდა.(კომუნისტური
და ნაცისტურ-ფაშისტური პარტიები).

You might also like