You are on page 1of 5

პარტიების საქმიანობაში მნიშვნელოვან

როლს პარტიების კლასიფიკაცია


თამაშობს,რაც სხვადასხვა კრიტერიუმის
საფუძველზე ხდება.მარქსისტულ
მოძღვრებაში მთავარი კლასობრივი
კრიტერიუმებია და შესაბამიასდ
არსებობს:გლეხთა,მუშათა,ბურჟუაზიული და
სხვა პარტიები.იდეოლოგიური ნიშნით კი
განსხვავდება
რევოლუციური,რეფორმისტული და
კონსერვატიული პარტიები.პოლიტიკურ
მეცნიერებაში პოპულარულია დიუვერჟეს
ტიპოლოგია,რომელიც გამიყოფს საკადრო
და მასობრივი პარტიების ტიპებს.საკადრო
პარტიებს ორგანიზაციულად გაუფორმებელ
ან საარჩევნო პარტიებს უწოდებენ,ისინი
თავიანთ რიგებში აერთიანებენ
პროფესიონალ პოლიტიკოსებს და ყველა
მოქალაქეს რომელიც არჩევნებში
მონაწილეობს.მათ არ გააჩნიათ მუდმივი
პოლიტიკური პროგრამები,აქ დომინირებს
საარჩევნო პლატფორმა.აქ არ არსებობს
ოფიციალური წევრობის ინსტიტუტი და
შესაბამისად არ აქვთ პარტბილეთი,მათზე არ
ვრცელდება პარტიული დისციპლინა და არ
იხდიან საწევროს გადასახადს.მათი
საქმიანობა საარჩევნო ბრძოლით
განისაზღვრება.ასეთი პარტიის
მაგალითებია კონსერვატიული და
დემოკრატიული პარტიები ა.შ.შ.-
შისაარჩევნო პარტიის მაგალითია
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია. იგი
თავიდან ზეეიქმნა როგორც
შიდასაპარლამენტო პოლიტიკური
ორგანიზაცია.დღეს,კონსერვატიული
პარტიის საპარლამენტო ფრაქცია ირჩევს
პარტიის ლიდერს,თუ პარტია იმარჯვებს მისი
ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-
მინისტრი,თუ მარცხდება ლიდერი
ხელმძღვანელობს ოპოზიციას.
მასობრივი პარტიები ორგანიზაციულად
გაფორმებულნი არიან და ხასიათდებიან
მრავალრიცხოვანი
წევრებით,იდეოლოგიური ორიენტაციით და
მკაცრი დისციპლინით.ისინი საკადრო
პარტიებზე გვიან წარმოიშვნენ.მათი
წარმოშობა დაკავშირებულია სოციალური
მოძრაობის გაძლიერებასთან და არსებობენ
საწევრო გადასახადების ხარჯზე.პარტიის
წევრს აქვს პარტბილეთი,იხდის საწევროს
გადასახადს და ემორჩილება პარტიის
შინაგანაწესს.მასობრივი პარტიები იყოფა
სოციალისტურ და კომუნისტურ
პარტიებად.სოციალისტური პარტიები
წარმოიშვნენ XIX ს-ში და მათი იდეოლოგია
იყო მარქსიზმი,შემდეგ ეს იდეოლოგია
უარყვეს და დღეს რეფორმისტული ხასიათის
არიან,მიზნად აქვთ სოციალიზმის
პრინციპების
განხორციელება,წარმოადგენენ სერიოზულ
პოლიტიკურ ძალას.კომუნისტური პარტიები
მეორე ინტერნაციონალის კრახის შემდეგ
წარმოიშვნენ.მათი იდეოლოგია
მარქსიზმია,,თუმცა შეცვლილი მსოფლიო
ვითარების ფონზე ეძებენ პოლიტიკური
ბრძოლის უფრო ცივილიზებულ
გზებს.უკანასკნელ პერიოდში,დემოკრატიულ
ქვეყნებში განსაკუთრებული ადგილი
უჭირავთ უნივერსალურ პარტიებს,რომელთა
წარმოშობა არ არის დაკავშირებული
რომელიმე სოციალურ ფენასთან თუ
იდეოლოგიასთან.ისინი გამოხატავენ ყველა
ფენის ინტერესებს და ორიენტირი აქვთ
ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე.მათ
მოღვაწეობაში
მნიშვნელოვანია:კომპრომისი,თანხმობა.ისი
ნი ხელმძღვანელობენ მოსახლეობის
ინტერესებით,ასეთია „მწვანეთა პარტია“.
საზოგადოებრივი
ორგანიზაციები,ისტორიული თვალსაზრისით
უფრო ადრე წარმოიშვნენ ვიდრე
პოლიტიკური პარტიები.პარტია ისწრაფვის
პოლიტიკური ხელისუფლების
მოპოვებისკენ,ხოლოსაზ.ორგანიზაციები
ინტერესის მთავარი მიზანია
ხელისუფლებაზე
ზემოქმედება.საზ.ორგანიზაციები
კლასიფიცირდება მრავალი
გზით:რევოლუციური და
კონტრრევოლუციური,კონსერვატული და
რეფორმისტული,ეკოლოგიური.მოღვაწეობი
ს სფეროს
მიხედვით:ეკონომიკური,სოციალური,ეროვნ
ულირელიგიური,სამეცნიერო...მოღვაწეობის
ადგილის
მიხედვით:ადგილობრივი,რეგიონალური,საე
რთაშორისო.ყველაზე დიდი ისტორია აქვს
პროფკავშირებს,რომლებიც აქტიურად
იბრძვიან ადამიანთა უფლებებისთვის.

You might also like