Professional Documents
Culture Documents
იგავები
იგავები
აწვია და შეიყვანა სახლსა ერთსა ეგეთსა, რომე მას მეფესა მის სახლის
მსგავსი არ ედგა უცხო და უცხოდ მორთული: ანუ საფენი, ანუ ფარდაგი
ყოველივე სტავრა იყო. ნადიმი გარდაიხადა. ჭურჭელი ყოველივე
შეწყობილი თვალი იყო. ყოველივე უძღვნა.
ცხრა დღე განუსვენა, დღე ყოველ უმჯობესსა სახლსა დასმიდის. მჯობი და
უძვირფასესი ჭურჭელი მოიღის, უმხიარულე ნადიმი დაუდვის და
ყოველივე უძღვნის. უკვირდა მეფესა დიდება და უხვობა მის კაცისა.
მეცხრესა დღესა ერთსა ასეთსა სახლსა აწვია, რომე დიდად უცხო იყო, და
არცა მისი ქმნულება ითქმის. საფენი და ფარდაგი - საფერი, და ჭურჭელი
მთელი თვალი იყო. გამოთლილი ყვავილნი იყვნეს და ხენი თვალისანი,
შეფერებულნი მსგავსად, შვენიერნი. და ყოველივე უძღვნა. სამნი ესეთნი
მგოსანნი ქალნი უძღვნნა, ვერც თვალი უკეკლუცესსა ნახევდა და ვერც
ყური უამესსა ისმენდა.
წამოვიდა მეფე. არა წამოიღო რა განძთაგან: ერთი ალმასის თასი, და ერთი
იაგუნდის საწდე, და ერთი ყვავილი თვალისა და სამნი მგოსანნი ქალნი.
მადლი უბრძანა მასპინძელსა: ღვთის მოწყალებით მეც შემოგზღოო.
წამოვიდა და მოვიდა მისსა ქალაქსა. ვაზირი იგი პატიმარი პატიოსან ჰყო
და ილხენდა.
მის კაცისა პატრონი იგი ურია მისანი იყო. სცნა ყოველი იგი ყოფილი,
გაწყრა კაცსა მას ზედა, შეიპყრა, აიალაფა, მეხრლმეთ მისცა სიკვდილად.
მათ კაცთა ეგრე არქვეს: პატრონი ჩვენი, თვითვე იცი, მოგვია, და თუცა
ხმელთა ვლიდე, სამისნოთა სცნობს და შენ წილ ჩვენ დაგვხოცს. აწე ამას
გიზამთ: კიდობანსა ჩაგსვამთ და მკვდრის აკლდამათა შთაგდებთო. და
ჩადვეს.
ნახა ურიამან სამისნო მისი: ხმელთა ზედა აღარ იყო. დაიჯერა მოკლვა მისი.
მას ჟამსა მპარავნი აღდგეს, რომე აღარ დაუტევეს სახლი, გინა საფლავი
დაუთხრელი. მოიწივნეს სადაც იყო საფლავი და კიდობანი იგი, დათხარეს,
პოვეს და გამოიღეს. ნახეს მუნ - შიგ კაცი ჯდა და განუტევეს.
წავიდა კაცი იგი, მოვლო მრავალი ქვეყანა და უცნაურად მოვიდა ქალაქსა
მას მეფისასა. მეფე მაღალთა დერეფანთა ზედა ჯდა ნადიმად და მგოსანნი
იგი იმღერდეს. ერთმან მათგანმან იცნა პატრონი მისი ქვე გავლილი,
ატირდა და ჩანგი ხელთაგან განვარდა.
ჰკითხა მეფემან: რა დაგემთხვიაო?
მან მოახსენა ნახული მისი. მონახეს კაცი იგი და პოვეს. აბანეს, შემოსეს,
გამოასვენეს. მეორესა კვირასა შეჯდა მეფე, მიუხდა, ურია იგი მოსრა და
საბატონო მისი მას მისცა. მას კაცს ესრეთ შეჰზღო.
- ეს არაკი ამისთვის მოგახსენე: ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ
ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს. რუქავ, შენგან მიკვირს
ეგეთი საუბარი!
გამოხდეს ხანი და ჟამი რაოდენიმე. შეიწყალა ღმერთმან და მისცა მეფესა ძე
ესეთი, რომე სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტისა დღისა მთვარე
ნათელსა მისგან ითხოვდა, ვარსკვლავნი მისსა კამკამებასა გაეცვიფრებინა,
შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა,
მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი
ერთმანერთში აეყვავებინა. სახელად ჯუმბერ უწოდეს.
რა მოიზარდა, გამოიყვანა მეფემან, ვაზირსა თვისსა სედრაქს და
საპატრონოთა თვისთა აჩვენა. აიყვანა ვაზირმან, დალოცა და მოახსენა:
- მეფეო, ღმერთმან გიცოცხლოს და, ბედნიერმცა არს ძე შენი ესე და
კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე, და მიეცეს ამას გულისხმიერობა
ვირისა, ერთგულობა ძაღლისა და ძალი ჯინჭვლისა.
ესმა რა ესე რუქა საჭურისსა, აღშფოთდა და უთხრა ვაზირსა:
- რად მიიღე წყევა ძესა ზედა მეფისასა? ვაზირი გონიერი, წყნარი და
სიტყვამარჯვე ხამს, ამად რომე ხელმწიფესთან მყოფს ხუთნი საქმენი უნდა
სჭირდეს:
ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს;
მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს;
მესამე: პირიდამ ავი სიტყვა არ წაიცთუნოს;
მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს;
მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს.
შეხედა სედრაქ და რქვა:
- შენ ყოველსა მართალსა იტყვი, მაგრამ ოდეს მამაკაცსა სამამაკაცო
დაეკვეთოს, დიაცის ბუნება მიეცემის. ამით სცან, რომე ულვაშნი და წვერნი
მისნი თან აღმოიფხვრას. საჭურისსა სამნი საქმენი მართებან:
პირველად: მხევლებრივ მორცხვობა;
მეორედ: ავთა ენათა შენახვა;
მესამედ: პატრონის ხვაშიადის დაკრძალვა;
თვარემ მე ძე მეფისა არ დამიწყევლია. თუცა გინებს, ადრე სცნობ.
ვირი ერთსა უყესა ტალახსა შიგან გაატარე, რათა დაეფლას მერმე გზა იგი
გაახმე. თუცა შენ ვირი გზასა მას ზედა გაატარო, უგუნურმცა არს.
ღამესა ერთსა ეჩვენა მეფესა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, მსგავსი ლომისა, მხნე,
ახოვანი, პირმწყაზარი, ტანსარო. ახლად სუმბული ამოსვლოდა და მცირედ
ქუფრი მოჰხვეოდა საყვარლად სახილველი.
დიდვაჭარი და მეფუნდუკე
ერთმან აქიმმან უთხრა: ერთს კაცს რომე ერთის მეტი ვაჟი არა ჰყვანდეს,
ორის წლისა იყოს, ლამაზი, კარგი. მამამან ნებით მისცეს, დაკლას, და მისი
სისხლით შეიბღალოს, მით მორჩებაო!
დაღონდა. ამას ვინ მისცემდა? თურე მასვე ვაჭარსა ჰყვანდა ამისთანა ვაჟი,
მის მეტი არა ჰყვანდა რა.
ასრე თქვა: თუ ეს ჩემი შვილი არ დავკლა, მაშ მამისა ამის ნაკეთარი რით
გადავიხადო?
ცოლი სხვაგან გაიტყუა. დაკლა შვილი. სისხლით კეთროვანი შებღალა, და
მაშინვე მას კაცს ხესავით ქერქი გასძვრა და მორჩა. მკვდარი შვილი აკვანში
ჩააწვინა და ზეწარი წაჰხურა.
იქ იმ ვაჭრის ცოლს მუცელმან და ძუძუებმან ტკივილი და წვა დაუწყო,
მოიჭრა. ქმარს უთხრა: ძუძუნი მეწვიან, მარტვილს თუ არა სჭირს რაო?
ქმარმან უთხრა: რა სჭირს, კარგად სძინავსო.
მივიდა, დედამ ძუძუ მისცა, მარტვილმან წოვა დაუწყო. ამოიყვანა კარგად
მყოფი, დედას სიცილი და ფოფინი დაუწყო. ყელზე ოქროს სალტესავით
აჩნდა რამე.
ქმარს დაუძახა: ეს რა არისო?
ქმარმან ღმერთს მადლი შესწირა და ცოლს ყოველი ყოფილი უთხრა.
შენ რომ ამბობ, კარგისათვის კარგი არავის უქმნიაო, აჰა, ნაკეთარიც ნახე! რა
გამოიმეტა წამლად და ღმერთმან რა წყალობა უყო? ავს კაცს ყოველი კაცი
თავისი მსგავსი ჰგონია, თვარა რა სიტყვაა.
სამნი ბრმანი
იყო ერთი გლახაკი ყრმა. წავიდა სხვაგან სამწიროდ. დაჰყო ერთი წელი.
ცხრა ფლური მოიღვაწა. წლის გასრულებაზე წამოვიდა თვისსა თემსა.
ძუნწი დიდვაჭარი
მუნით ესრე ესმა: თუცა შენი იყო, დღეისამდე არცა შენ იხმარე და არცა
ცოლსა და შვილსა ახმარე. ესე ყოველივე ხურო ნაზარისა არისო.
იწყინა მან კაცმან და ეგრე თქვა: «ესეთსა საქმესა ვიქმ, ჩემთვისა და მისთვის
სწორად დავკარგო».
აიღო ვალი, მოაღებინა მრავალი ძელი, გამოახვრეტინა, ყოველი საუნჯე შიგ
ჩაყარა და პირი გარდაუჭედა და შადის მდინარესა ჩაყარა. იგი ხურო თურე
ბაღდადელი იყო, შადი სადაც ჩადის.
დილას განთიად ხურო იგი მდინარის კიდესა განვიდა: ნუთუ ტივი
მოაქვნდეს ვისმეო? ნახა, უამრავი ძელი მდინარესა მოაქვს უკაცურად. მისცა
ფასი მცურავთა, შეგზავნა და გამოაზიდვინა. ყველა კარსა ზედა ხუროსასა
დაახორავეს.
კაცი იგი ნამდიდრევი შეუდგა კვალსა ძელისასა: ვისი ბედი იყოს, ვიცნაო.
მოვიდა, ნახა კარსა ზედა ხუროსასა. ჰკითხა: ვინ ხარო?
მან უთხრა: მე ნაზარი ხურო ვარო.
უთხრა ხუროს: აიღე ერთი ძელი და შინა სახლსა შეიღეო.
რა შეიღეს, უთხრა: ეჩო ჰკარ ხესა ამას, რა ძესო!
რა ძელსა შეხეთქა, თვალი პატიოსანი და მარგალიტი გამოსცვივდა.
შესწრაფა ხუროსა და მან კაცმან ეგრე უთხრა: ესე რომელსა ჰხედავ,
ყოველივე ძელი ესრეთ არს, ღმერთმან მე წამართო და შენ მოგცაო.
რქვა ხურომან: ღმერთმან შენვე მოგცეს, ეგრევ წარიღეო. ნამდიდრევმან არ
ინება არც ნახევარი და არც ნაოთხალი. ერთი და ორი ეუბნა, და არც ერთი
ფული არ წამოიღო.
მერმე ხურომ უთხრა: ორიოდ-სამი პურიც არის, წაიღეო!
ნება დართო. შევიდა, ცოლს უთხრა:
- სამი დიდი პური გამოაცხევ და შიგ კარგი და პატიოსანი თვლები ჩადევ.
ეგება იმ კაცმან წაიღოს, ცოლ-შვილი მშიერი არ დაეხოცოს.
უგუნური მცურავი
მცურავი ერთი მოჰქონდა წყალსა. თქვა: ღმერთო მიშველეო!
მეორე ამხანაგმა უთხრა: ხელი გაიქნიე, გახვალ და ნაშველები იქმნებიო.
- მოვნახოთ და ვპოვოთ.
- დია კეთილგონიერი ხარ. თუცა უღთოთ ცდით საქმე იქმნება, რად არ
ეცდები სამამაკაცოთ ასოთა გამობმასა, ცოლთან და შვილთან სიხარულსა
და შვებასა?