Professional Documents
Culture Documents
"ვეფხისტყაოსანი" განხილვა
"ვეფხისტყაოსანი" განხილვა
როგორც ღირსეულ მეფეს შეეფერება, არც სიტყვა ეშლება, არც ხმლის ქნევა და არც
საქციელში დაინახავთ რამე ცუდს.
იგი ისე ესაუბრება ქვეშევრდომებს, რომ მათ შორის თანასწორობას აგრძნობინებს , თუმცა
არა ზღვარსგადასულს.
ნამდვილი ლიდერი კი მაშინ არის მეფე, როდესაც თავს უპირობო დიქტატორად კიარა ,
ხალხის ნაწილად მიიჩნევს.
ცივი გონება აქვს, ხვდება, რომ მეფობისთვის უკვე ხანშიშესულია და რაც ყველაზე
გასაკვირია მისი ეპოქისთვის- უნდა ტახტზე მისი ერთადერთი მემკვიდრე - ასული დასვას.
მის დროს გაჟღერებული სიტყვები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“
დღესდღეობით უფრო და უფრო მტკიცდება.
როსტევანი არაა ეგოისტი. ქართული გამოთქმა ამბობს: „ის ურჩევნია მამულსა , რომ შვილი
სჯობდეს მამასაო.“ და მართლაც, მეფე ამაყობს, თავისი შვილის წარმატებით. ამხნევებს მას
და მეფობისკენ მიმავალ რთულ, ეკალბარდიან გზას მეტად უიოლებს.
ზოგადად, მშობლის სახე ყველაზე კარგად შვილის ქცევებში გამოიკვეთება ხოლმე . როგორც
იტყვიან, ბავშვი ოჯახის სარკეაო და მზის მჯობნი თინათინის ყოველ ქმედებაშიც ვგრძნობთ
როსტევანის გავლენას. იმის გარდა, რომ არაბეთის მეფე ძლიერი, კეთილი, გონიერი ,
სამართლიანი, მოსიყვარულე, უხვი, თავმდაბალი ადამიანია, მას ერთ-ერთი საუკეთესო
თვისებითაც ვახასიათებთ- კარგი მამაა და ახერხებს კარგი შვილის აღზრდას.
თინათინ, ათინათინ, ათინათი- სწორედ ესაა ყველაზე მზიანი ადგილის შესატყვისი ქართულ
ენაში. ასე რომ, თინათინს ვეცნობით მანამ, სანამ მასზე უშუალოდ რამეს შევიტყობდეთ .
პროტაგონისტის ავტორიტეტი მას წინ უსწრებს. იმის გარდა, რომ ყველა იცნობს , როგორც
ულამაზეს, უნაზეს ქალს, არავის ეპარება ეჭვი, მის შესაძლებლობებშიც .
თავად სათაურსაც თავისი სახისმეტყველება აქვს და მოიცავს ორი მთავარი გმირის არსს .
კერძოდ კი, გულისხმობს სატრფოსაც და მეტრფესაც, ანუ ნესტანის სიყვარულით შემოსილ
ტარიელს.
პოემა აგებულია 16-მარცვლიანი მაღალი, ხან კი დაბალი შაირებით. თხრობა მესამე პირშია .
გვხვდება დიალოგები, მონოლოგი, რიტორიკული შეკითხვა.