You are on page 1of 2

როგორ გავხდე სწერვა

POSTED ON 05.07.2014 BY MIDZO4

(https://avidzagli.files.wordpress.com/2014/07/angry-dog_profil.jpg)დაიღალე მუდამ
სხვის ჭკუაზე სიარულით? მოგბეზრდა შენ აზრს, რომ არავინ ითვალისწინებს?
აღარ გსურს კეთილი მიმცემივით ყველა თხოვნაზე კი-ს გაიძახოდე? გინდა გახდე
პერსონა, რომელიც გარშემომყოფებს ამინდს შეუქმნის? მაშინ ეს პოსტი შენთვის
არის! განიცადე რეინკარნაცია და მოევლინე მსოფლიოს, როგორც წარმატებული,
მიზანდასახული, მიმზიდველი, თვითდაჯერებული, ჭკვიანი და ენამახვილი
ადამიანი, მოკლედ რომ ვთქვათ – სწერვა.

თანამედროვე განმარტებით, სწერვამ ყოველთვის იცის, რა უნდა ცხოვრებაში და


როგორ უნდა მიაღწიოს ამას. ხდება ისეც, რომ წარმატებული, ამბიციური 
ადამიანის სინონიმად ამ ტერმინს ხშირად იყენებენ. და უკვე არც ის უნდა
გაგვიკვირდეს, რომ ამ არსებას სქესი აღარ გააჩნია და ის შეიძლება
მოგვევლინოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სხეულშიც.

როგორ გავხდეთ სწერვა?

თუ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად ვართ, მაშინ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ


ამ სტატუსის უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად, როგორიც არის  ცინიზმი,
მერკანტილურობა, კარიერისტობა, გულცივობა, ეგოიზმი და სხვა მსგავსი
მახასიათებლები, რაც საკმაოდ ცუდი შეიძლება აღმოჩნდეს  გარემოსთვის, ხოლო
თქვენთვის – შინაგანი ნეტარების მისაღწევ ბილიკად იქცეს.

ყველაფერი ასე მარტივიც არ გვეგონოს. სწერვობა დიდ ძალისხმევასა და შრომას


მოითხოვს. აქ გაუნძრევლად ვერ გაჩერდები, როგორც ქართულ სექსში ხდება
ხოლმე. ბევრი მუშაობა გმართებს, რომ, როგორც მინიმუმ, ახალგაზრდობაში თიკო
სადუნიშვილის დონეს მიუახლოვდე.

სწერვად ქცევისთვის სავალდებულო 5 ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ: ეგოიზმი,


გულცივობა, აზროვნება, თამაში და თავისუფლება..
ეგოიზმი – ამ მანტრას მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს ესმის და, ხშირ
შემთხვევაში, ის ნეგატიურ თვისებად აღიქმება. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს ასე
არ არის… ეგოიზმი საკუთარი თავის შეყვარებაში და მისი კეთილდღეობისთვის
ყველაფრის გაკეთებაში დაგეხმარებათ.  სწორედ ამ თვისების წყალობით,
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის შეძლებთ გამონახოთ დრო
საკუთარი თავის სიამოვნებისთვის, ძილისთვის, დასვენებისთვის, სალონში
სიარულისთვის, სოლარიუმისთვის, ფიტნეს ცენტრისთვის, ან თუნდაც,  ერთი–
ორი ცხოვრებით ნატანჯი დაქალის სანახავად და საკუთარი წარმატების
გასაზიარებლად.

შემდეგი ნაბიჯი გულცივობაა, ანუ საჭიროა ისწავლოთ თავის მართვა არა გულით,
არამედ ტვინით. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რა გინდათ ცხოვრებაში და
მიზნის მისაღწევად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მშვიდი, უდარდელი ნაბიჯით
იაროთ. ვხედავ მიზანს, ვერ ვამჩნევ წინაღობას – თქვენს დევიზად უნდა იქცეს,
ხოლო მცირედ დათმობებზე წასვლაც კი თქვენს თავზე გადაბიჯებას უნდა
ნიშნავდეს.

ასევე, საჭიროა თქვენს აზროვნებაში საჭირო ცვლილებების შეტანა. ნახა =>


შეებრძოლა => გაიმარჯვა  => დატკბა=>  დაკარგა ინტერესი/შეინარჩუნა სამიზნე –
თქვენს ცხოვრებისეულ სტილად უნდა აქციოთ. მდინარეში გადაგდებული
მონეტას როლი სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ. ამიერიდან ცხოვრების სცენარს
თვითონვე უნდა წერდეთ და არა გარემოს ფაქტორები.

სწერვას უმთავრესი მახასიათებელი მისი ყველასთვის მიმზიდველობა და


სასურველობა არის. ამისთვის თქვენი საუკეთესო მეგობრების გულცივობისა და
დაუნდობლობის თეთრი და ფაფუკი კამუფლაჟით შენიღბვა  გმართებთ. თქვენს
მაღალ ოსტატობაზე მხოლოდ ის მიუთითებს, გეტყობათ თუ არა თქვენი
ჭეშმარიტი ცხოვრების სტილი. იყავით გარეგნულად მუდამ პოზიტიური,
კომუნიკაბელური, მსუბუქი ადამიანი და არ დაემსგავსოთ ცხოვრებით დასჯილ
 ხალხს, რომლების სექსის დროსაც კი, ჟღერადი ხმებით ტკბობის მაგივრად,
 წუწუნით ართობენ პარტნიორს.

ამ ეტაპების ათვისების შემდეგ, ნამდვილად გათავისუფლდებით. განსჯისგან,


უაზრო ნერვიულობისგან, სინდისის ქენჯნისგან თავისუფალი; თავისუფალი
თქვენს აზრებსა და სურვილებში, თავისუფალი ყველა იმ საქციელში, რომელიც
ბედნიერს გაგხდით.

გახდით გარემოების მმართველი და არა პირიქით. მთავარია მოროშკინას


სახელობის მარაზმის აკადემიის  კურსდამთავრებულად არ იქცეთ, ყველაფრის
ფასი იცოდეთ და ყველაფერი კარგად გექნებათ

POSTED IN UNCATEGORIZED | TAGGED თიკო სადუნიშვილი, ლალი მოროშკინა,


რჩევები, სწერვა

Blog at WordPress.com.

You might also like