You are on page 1of 1

როგორ აღწევენ მორიელები წარმატებას?

მორიელის წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი არავის ენდობა


საკუთარი თავის გარდა. მან რამე საქმე თუ წამოიწყო, ჯერ საკუთარი თავის იმედი
აქვს და მერე სხვისი. იგი ყოველთვის ფიქრობს, რომ წარმატების მიღწევა
შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ძალის და გავლენის საშუალებით. სწორედ ამ
თვისებების გამო ხშირად მორიელები საკუთარ თავში ჩაკეტილები ხდებიან და
მკვეთრად მცირდება მათი მეგობრების რიცხვიც.

მორიელს არაჩვეულებრივად გამოსდის ადამიანებით მანიპულირება. იგი იმდენად


სწრაფად და შეუმჩნევლად მოგაქცევთ საკუთარი ზეგავლენის ქვეშ, რომ ვერც კი
შეამჩნევთ.
საყოველთაოდ აღიარებულია მორიელის მესაკუთრე ბუნება. იგი იმდენად
მესაკუთრეა, რომ შეიძლება ითქვას, ეს თვისება სისხლში და ხორცში აქვს გამჯდარი.
შეგიყვარდათ მორიელი? ჩათვალეთ, რომ მთლიანად მას ეკუთვნით, მისი საკუთრება
ხართ. მას ყოველთვის ეცოდინება სად ხართ, რას აკეთებთ, ვისთან მეგობრობთ....ის
ხომ თქვენს ყველა ნაბიჯს დიდი დაკვირვებით ადევნებს თვალ-ყურს, მორიელები
ხომ ნამდვილი გამომძიებლები არიან. მას სწორედ ასეთივე დამოკიდებულება
უყალიბდება მეგობრების მიმართაც. მორიელი ვერასოდეს შეეგუება მისი მეგობრის
ცხოვრებაში სხვა მეგობრის გამოჩენას, რადგან მეგობრების სხვებიათვის დათმობა
მას არ სჩვევია.

მორიელს ახასიათებს ფეთქებადი ხასიათი. იგი შესაძლოა მოულოდნელად


გაბრაზდეს და ჩხუბი დაიწყოს ისე, რომ ვერც მიხვდებით ამ ყოველივეს მიზეზს.
რატომ ბრაზობენ მორიელები? მათი გაბრაზება ელემენტარულ რამესაც კი შეუძლია,
რადგან ისინი წვრილმანებსაც კი იმხელა მნიშვმელობას ანიჭებენ, რომ ვერც
წარმოიდგენთ.

მიუხედავად მრავალი უარყოფითი თვისებისა, მორიელს საუკეთესო მეგობრობა


შეუძლია. იგი დაგიცავთ მაშინაც კი, თუ თქვენ იქნებით დამნაშავე. მათი გაგება
ჭირს, მაგრამ, თუ შეძელი და გაუგე, ჩათვალეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო
მეგობარი შეიძინეთ მორიელის სახით, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მზადაა
თქვენს დასაცავად.

You might also like