Professional Documents
Culture Documents
(სილაბუსში თემა 2)
1. pedagogikis sagnis gansazRvreba
Cveni azriT, aRzrda viwro da farTo gagebiT mainc arsebobs. rac Seexeba
msoflmxedvelobis problemas, SeiZleba araorazrovnad imis daSveba, rom
msoflmxedveloba Sedegicaa SeZenili codnisa da ganaTlebisa da amave dros
igi safuZvelicaa codnis da ganaTlebis SeZenisaTvis. misi mikuTvneba an
mxolod aRzrdis TeoriisaTvis, an mxolod didaqtikisaTvis ara
marTlzomieria, msoflmxedvelobis formirebaze unda vizrunoT aRzrdis
(viwro gagebiT) da swavlebis procesSic. msoflmxedveloba adamians mTeli
sicocxlis manZilze uyalibdeba da Tan dahyveba. SeiZleba iTqvas, rom adamianis
yvela gdawyvetilebas cxovrebaSi safuZvlad udevs garkveuli
msoflmxedveloba (mecnieruli Tu religiuri).
თემა 3. ნაცილი 1
(სილაბუსში თემა 5)
განვითარების პედაგოგიური ასპექტები;
განვითარების როლი პიროვნების ფორმირებაში
განვითარების შინაარსი
,,განვითარება" პედაგოგიკაში გამოიყენება ფართო და ვიწრო მნიშვნელობით. ვიწრო
მნიშვნელობით ,,განვითარება" მოიცავს ადამიანისათვის ბუნებით თანდაყოლილი ფსიქო-
ფიზიკური უნარების განვითარებას, რომელთა საფუძველზე ბავშვი იძენს ცოდნას და იღებს
აღზრდას.
ფართო მნიშვნელობით ,,განვითარების" გააზრებას საფუძველი ჩაუყარეს ნატივიზმის
(სოკრატე, პლატონი, ლაიბნიცი), ემპირიზმის (არისტოტელი, ჯონ ლოკი) და მოგვიანებით
კონვერგენციის (ვ. შტერნი) ფუძემდებლებმა. ისინი, მსჯელობდნენ რა განვითარების
შესახებ, ლაპარაკობდნენ სრული პიროვნების ფორმირებაზე. ეს ტრადიცია გრძელდება
დღესაც. მართალია, თანამედროვე მეცნიერება განვითარების გააზრებაში თავის ადგილს
მიუჩენს მემკვიდრეობას და გარემოს, მაგრამ გადამწყვეტ მნიშვნელობას აღზრდას
აკუთვნებს და, ფაქტიურად, განვითარების მხოლოდ ფართოდ გაგების პოზიციაზე დგას. ეს
კარგად ჩანს პედაგოგიკის სახელმძღვანელოს ავტორის პროფესორ ტ. ა. ილინას
მოსაზრებებიდან, რომლის მიხედვით განვითარება არის პროცესი ადამიანის ფიზიკური,
გონებრივი და ზნეობრივი ზრდისა და მოიცავს მისთვის დამახასიათებელი ყველა
თანდაყოლილი და შეძენილი თვისების რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებებს.
ადამიანის განვითარება, როგორც ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი მომწიფების
4
ამავე საკითხს კიდევ უფრო კატეგორიული ფორმით უბრუნდება იან ამოს კომენსკი იმავე
ნაშრომში ("ბუნებრივი ნიჭის კულტურისათვის"), რომელშიც მიუთითებს, რომ "ბუნებრივი
ნიჭის სრულყოფა, რომელსაც ერთს შეუძლია აგვამაღლოს ჩვენ თვით ღმერთის მსგავსამდე,
აუცილებელია ადამიანისათვის და უფრო მეტად, ვიდრე ქვეყნიერების ყველა საგანძური.
პატივი, სიმოვნება და ყველაფერი, რაც შეიძლება შედიოდეს და ჩვეულებრივ შედის ხოლმე
ჩვენს სურვილებში; ამიტომაც ნიჭის სრულქმნილება უნდა იყოს ჩვენი მისწრაფებების
უმაღლესი მიზანი"(6. 104). ამ მითითებებიდან გამომდინარე ინტელექტუალური უნარების
შესახებ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს არა ზოგადი და ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი
წარმოდგენა. იგი საგნობრივად უნდა ხედავდეს თითოეულ მათგანს პრაქტიკული მუშაობის
პროცესში. ამასთან დაკავშირებით, პედაგოგს, პირველ რიგში, უნდა ახსოვდეს რომ
ადამიანისათვის თანდაყოლილი ფსიქო-ფიზიკური უნარები ობიექტური, ჩვენი ნებისა და
სურვილისაგან დამოუკიდებელი ბუნების მოვლენებია. შეუძლებელია ადამიანში გარედან
შემატება იმ უნარისა, რომელიც დაბადებიდანვე აკლია ბავშვს. მაგალითად, თანდაყოლილ
უსონათლობას, თანდაყოლილ სიყრუეს აღზრდისა და სწავლების პროცესში პედაგოგი ვერ
აღუდგენს ბავშვს. ვერც თანდაყოლილი ფიზიკური უნრშეზღუდულობა ვერ გასწორდება
აღზრდითა და სწავლებით.
ასეთივე არსებითი ხასიათის არის ის ფაქტიც, რომ ცოდნას არა აქვს თანშობილი
მონაცემები. თანშობილი მონაცემებიდან მხოლოდ ცოდნის შეძენის ინტელექტუალური
შესაძლებლობანი ვითარდებიან (10.117).
ყოველივეს გათვალისწინებით წარმოვადგენთ ადამიანისათვის თანდაყოლილი
უნარების (ინტელექტუალური უნარების) მოკლე დახასიათებას პედაგოგიური
პოზიციებიდან მოსწავლეებში სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
1. აღქმის უნარების განვითარება პედაგოგის მოღვაწეობის შემადგენელი ნაწილია.
კვალიფიციურ პედაგოგს ყოველთვის ახსოვს, რომ "აღქმა კონკრეტული ცოცხალი ადამიანის
მოქმედებაა, რომლის პროცესში იგი სხვადასხვა შეგრძნების ორგანოებს იყენებს. აღქმის
პროცესში ადამიანი არა მხოლოდ ხედავს, არამედ უყურებს, მას არა მხოლოდ ესმის, არამედ
ის ისმენს და ა.შ. აღქმა ადამიანის აქტივობის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმაა,
სახელდობრ, მისი შემეცნებითი მოქმედების ფორმაა (10.40), ამიტომ ნებისმიერი საგნის
მასწავლებლის ყოველდღიურ ურთიერთობაში მოსწავლეებთან დიდი ადგილი უჭირავს
აღქმის განვითარებისათვის ზრუნვას.
6
აღქმა (ხედვა, სმენა, ყნოსვა, შეხება, გემო) თანდაყოლილი უნარია, რომლის მეშვეობით
ჩვენი ცნობიერება იღებს ინფორმაციას სამყაროს შესახებ და ჩვენს ცნობიერებაში გარემო
აისახება ობიექტური, ჩვენგან დამოუკიდებელ საგანთა აღქმის სახით. ადამიანი გარემოს
განიცდის აღქმისა და არა შეგრძნების სახით (10.51). მასწავლებლისათვის დიდი
მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომ აღქმის (ხედვა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება)
განვითარების დონესა და ხარისხზეა დამოკიდებული გარე სინამდვილის შესახებ აღქმის
მეშვეობით მიღებული ინფორმაციის სიზუსტის ხარისხი. აღზრდისა და სწავლების
პროცესში აღმზრდელის ყურადღების ცენტრში დგას ბავშვის აღქმის უნარების განვითარება.
შორს წაგვიყვანს აღქმის უნარების განვითარების დეტალური დახასიათება, მაგრამ
მკითხველს აუცილებლად უნდა შევახსენოთ აღქმის უნარის განვითარების საუკეთესო
მეთოდია დაკვირვება, რასაც თან უნდა ახლდეს ანალიზი და განზოგადება. მაგალითად,
ფერების გამოცნობა რომ ვასწავლოთ, მოსწავლეს, ჯერ ფერებზე დაკვირვება ანდა
შევთავაზოთ და შემდეგ ფერების სახელწოდება დავასწავლოთ. მუსიკალური ბგერების
გამოცნობისათვის ჯერ მუსიკალური ბგერები უნდა მოვასმენინოთ, შემდეგ მათი
სახელწოდებები დავასწავლოთ. ასევე ვიქცევვით სუნისა და გემოს თავისებურებების
გამოცნობისათვის. ყველაფერი საგანზე დაკვირვებით უნდა ვასწავლოთ და ვავარჯიშოთ.
ხშირად კი ხდება პირუკუ, – ასწავლიან სიტყვებს და არ აჩვეენებენ საგნებს. ამის წინააღმდეგ
იბრძოდა იან ამოს კომენსკი და წერდა: ჯერ ვასწავლოთ საგანი და შემდეგ სიტყვები. "საგანი
არის არსი, ხოლო სიტყვა კი რაღაც შემთხვევითი; საგანი სხეულია, ხოლო სიტყვა – მისი
სამოსელი; საგანი გულია, სიტყვა ქერქია და ნაჭუჭი. ამიტომ ერთიცა და მეორეც ადამიანის
გონებას უნდა წარვუდგინოთ ერთდროულად, მაგრამ ჯერ საგანი, როგორც ობიექტი არა
მარტო შემეცნებისა, არამედ მეტყველებისაც" (5.133).
მაგალითად, მხედველობის უნარის განვითარებისათვის არსებობს ორი საინტერესო
გამოცდილება. პირველი დაკავშირებულია ფერების დანახვასთან. მოზარდის მხედველობა
ვერ იქნება სრულყოფილი თუ ის მხოლოდ შავსა და თეთრს ხედავს. ამისათვის გამოცდილი
მასწავლებლები და მშობლები ხშირად მიმართავენ ბავშვების დაკვირვებას ცისარტყელაზე.
სწორედ ცისარტყელაში ვლინდება ის შვიდი ბუნებრივი ფერი, რომელიც შემდეგ
საფუძვლად იქცევა გარდამავალი ფერების წარმოქმნის ხელოვნებისათვის. ეს შვიდი ფერია:
1. წითელი, 2. ნარინჯისფერი, 3. ყვითელი, 4. მწვანე, 5. ცისფერი, 6. ლურჯი, 7. იისფერი.
მოსწავლეებს ჯერ ამ ფერებზე დააკვირვებენ, შემდეგ სახელწოდებებს და მათ გამოცნობას
7
რიგში მოსწავლეს უნდა შევძინოთ მდიდარი ლექსიკური მარაგი. მას საძებნელი არ უნდა
ჰქონდეს სიტყვა აზრის უფრო ზუსტად გადმოცემისათვის. მეორე, უნდა ვიზრუნოთ
იმისათვის, რომ მოსწავლის ორთოეპია იყოს უზადო. ბგერებს, და შესაბამისად სიტყვებს,
წარმოთქვამდეს ზუსტად, ნათლად და გასაგებად. მაგრამ თუ არ განვავითარეთ ზეპირი
მეტყველება, გარდუვალად მივიღებთ მის დამახინჯებულ ფორმებს. გასაგებად და ნათლად
მეტყველების ნაცვლად იქნება დუდღუნი, ჯუჯღუნი, ყარყატი, ბუტბუტი, ცქაფვა (კბილებში
ცრა და ა.შ.
კიდევ უფრო რთულად დგას წერითი მეტყველების უნარის განვითარების პრობლემა. თუ
ზეპირი მეტყველების დროს შეიძლება არაზუსტი სიტყვა-გამოთქმა დროულად გაასწორო
მეტყველების იმავე პროცესში, წერითი მეტყველების დროს დაშვებულ შეცდომას და
არასწორად შერჩეულ სიტყვას შეიძლება აზრის დამახინჯება მოჰყვეს შედეგად. კიდევ მეტი,
თუ პიროვნება დროულად ვერ დაეუფლა წერითი მეტყველების მაღალ კულტურას, იგი
შემდეგ ვერასოდეს ვერ შესძლებს აზრის წერილობით ფორმაში სწორად გადმოცემას. ამის
საუკეთესო ნიმუშია წარმოდგენილი ნიკო ლომოურის მოთხრობაში "ქრისტიანი ლეკები".
მოთხრობის გმირი გიორგი დალაქი გონიერი კაცია სოფელში. ის კარგად ხედავს, რომ
სოფლის ხელისუფლები არ არიან ხალხის მსახურები, პირიქით მტრობენ ხალხს და სისხლს
წოვენ ისედაც გაუბედურებულ თანასოფლელებს. სოფლის ხალხი კი კვლავ საჩივრებით
ფიქრობს სამართლიანობის დამყარებას. გიორგი უფრო ფხიზლად ადევნებს თვალს
მოვლენების განვითარებას და ამბობს: "ბიჭო, თქვე უგუნურებო, როგორ ვერ შეიტყვეთ, რომ
ტურებსა და მგლებს კბილების ჩამტვრევა უნდა და არა საჩივრების გაბმა... შარშანდელი
ტურისათვის რომ ჭკუა გესწავლებინათ, წრევანდელი მგელი ესრე როდიღა მოიქცეოდა: ან
სულ არ მოგეკარებოდათ და ან უფრო ქრისტიანულად მოგეკიდებოდათ, სინამ ეხლა".
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ასე გონიერად უდგება თანასოფლელთა გაუსაძლის
მდგომარეობას და სავსებით ნათელ დასკვნებს აკეთებს, სრულიად უმწეო აღმოჩნდა როცა ამ
დასკვნების წერილობით ფორმაში გადმოცემის აუცილებლობის წინაშე დადგა.მან ვერც
ერთი წინადადება ვერ ჩამოაყალიბა ისე, რომ ხელისუფლების წინაშე ასევე ნათლად
ემხილებინა სოფლის წურბელები. ნიკო ლომოური თავისი გმირის ამ გასაჭირს ასე ხატავს:
"გიორგი თავჩაღუნული იდგა: ეტყობოდა, რომ ფიქრში იყო გართული... მისი სახის
გამომეტყველება ცხადად აჩვენებდა, რომ ამ ფიქრებში სხვადასხვა აზრები მიდი-
მოდიოდნენ, ჭიანჭველასავით ფუსფუსებდნენ, ირეოდნენ, მაგრამ გაუნათლებელ გონებას
17
ვერ მოეხვია მისთვის თავისი სუსტი მარჯვენა, ვერ შეეჩერებინა მათი არეულ-დარეული
მოძრაობა, ვერ დაეწყო და დაელაგებინა იგინი რიგზედ. ამიტომ ჰგრძნობდა, რომ სათქმელი
ბევრი რამა ჰქონდა, მაგრამ ამ ბევრიდან ცოტას გამოთქმასაც ვერ ახერხებდა (7.122).
ამ ამონაწერის მიხედვით აშკარად ჩანს, რომ მწერალი ნიკო ლომოური ერთმანეთისაგან
მკვეთრად განასხვავებს ცოდნასა და უნარს. წერითი მეტყველების უნარის
განუვითარებლობის გამო ცხოვრების ავ-კარგის მცოდნე გიორგიმ ვერ მოახერხა წერილობით
ფორმით იმისი ჩამოყალიბება, რასაც ძალიან კარგად ახერხებდა ზეპირი მეტყველებით. წერა
მოსწავლემ წერითუნდა ისწავლოს, როგორც ცურვა წყალში შესვლით ისწავლება.
გამოცდილი მასწავლებლები მოსწავლეში წერითი მეტყველების უნარის
განვითარებისათვის სისტემატურად და თანმიმდევრულად მიმართავენ წერით
სავარჯიშოებს. ეს არ არის მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
მოვალეობა. ყველა საგნის პედაგოგი უნდა მიმართავდეს წერით ვარჯიშებს –თემის
შინაარსის გადმოცემა, წაკითხული ტექსტიდან შეძენილი შთაბეჭდილების გაზიარება,
შენიშვნების ჩამოყალიბება, დღიურების წერა. ეს შრომატევადი საქმეა როგორც
მოსწავლისათვის, ისე მასწავლებლისათვის, რადგან მან აუცილებლად უნდა შეამოწმოს და
შეაფასოს მოსწავლის წერითი ნაშრომი, სამაგიეროდ უდიდეს სამსახურს გაუწევს მოაზროვნე
პიროვნების ჩამოყალიბების საქმეს.
7. მოქმედებაც თანდაყოლილი უნარია, რომელიც აუცილებლად უნდა
განვავითაროთ თანმიმდევრული და სისტემატური ვარჯიშით, რათა ადამიანი
სრულყოფილად გამოხატავდეს თავის შესაძლებლობებს, თავის პიროვნულ ღირსებებს.
"ფსიქიკა და მისი უმაღლესი ფორმა-ცნობიერება მოქმედების პროცესში ყალიბდება და
მოქმედების პროცესშივე ვლინდება. ადამიანი არა მხოლოდ მჭვრეტელი, პასიური არსება კი
არ არის, არამედ მოქმედია და მისი შესწავლა უნდა ხდებოდეს მისი აქტივობის გამოვლენის
პროცესში-მოქმედებაში" (10.489). მოქმედების ამ თავისებურებების შესახებ საგანგებოდ
მიუთითებდა იან ამოს კომენსკი ნაშრომში "ბუნებრივი ნიჭის კულტურისათვის". ადამიანის
განათლებულობის ხარისხის განსაზღვრისათვის ი.ა.კომენსკი სწორედ მოქმედების
კულტურის ხარისხს მიმართავდა. ის წერდა: "გსურს გაიცნო კარგად განათლებული
ადამიანი? დაუკვირდი მის მოქმედებას და მოძრაობებს, მის ლაპარაკსა და დუმილსაც კი.
Aასევე, მის სიარულს, მიმოხვრას, წარმოსადგობას, თვალებს, ხელებს და ყველაფერს, რაც მის
კუთვნილებას შეადგენს. ყველგან გამოაშუქებს ზრდილობა, ღირსება და თავაზიანობა.
18
არსად თავის თავს არ უღალატებს. ყველაფერში შნოიანი და წესიერია. გსურს მისი გაცნობა
საქმეშიჰ - ყველაფერში მოქნილობა ემჩნევა, ვინაიდან ყოველგვარ საქმეს იგი გონივრულად
წარმართავს, წინასწარი საღი განსჯის შედეგად" (6.95). ხოლო ნაშრომში "სქოლასტიკური
ლაბირინთიდან სინათლეზე გამოსვლა" კომენსკი პედაგოგისათვის ხაზგასმით აღნიშნავს:
"სამი (მხარე) განსაკუთრებით უნდა ექვემდებარებოდეს ჩვენს განათლებას: გონება,
ნებისყოფა და სამოქმედო უნარიანობა" (6.336).
Mmოქმედებას - დაწყებულს სიარულითა და დამთავრებულს - ხელწერით, განვითარება
სჭირდება. სიარულის სწავლება და განვითარება ოჯახისა და სკოლის დიდმნიშვნელოვანი
მოვალეობაა. სამწუხაროდ სიარულს არავინ არავის არ ასწავლის მას შემდეგ რაც ბავშვი
დამოუკიდებლად დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას. ამიტომ ცუდად მოსიარულენი ჭარბობენ
ჩვენში და ამიტომაც ოცზე მეტი დასახელება გააჩნია ცუდად სიარულს - ზოგის სიარული
გაბოტებაა, ზოგისა ბაჯბაჯი, ზლაზვნა (კამეჩივით), ლასლასი, ხანხალი, ფარფატქი (ბატივით
დაფარფატებს), ტაატი, ძუნძული, ჯანჯალი, ცუნცული, ფლატუნი, ლაჯუნი, ყანყალი,
ფლასტუნი (უხეიროდ სიარული ფეხების ხმაურით), ლაწლაწი (მშიერი მელის, მგლის,
ძაღლის და სხვათა უღონო სიარული) ტაატი (ურემი ტაატით მიიზლაზნება) ტუსტუსი
(სწრაფი სიარული), რიხიანი, აჯაბაჯა სიარული, ჩანჩალი, ცანცარი და სხვ.
ასევე შეიძლება დამახინჯდეს ემოციების გამომხატველი მოქმედება სიცილი, თუ იგი არ
განვავითარეთ და არ მივანიჭეთ სრულყოფილი ფორმა. ზოგის სიცილი დახვეწილი და
ზუსტი ფორმით გამოხატავს პიროვნულ ემოციებს, ზოგის სიცილი ღიმილია, ზოგისა კი არის
კასკასი, ხარხარი, ღინცილი, თქართქარი, ფრუტუნი, ღრეჭა, ხითხითი (იხ. ალექსანდრე
ნეიმანი.ქართულ სინონიმთა ლექსიკონი). კარგად მოქმედების უნარების განვითარებას
საფუძველი საბავშვო ბაგა-ბაღებში ეყრება და შემდეგ გრძელდება მოწიფულობამდე.
საბავშვო ბაღის აღმზრდელის პედაგოგიურ ოსტატობაზე ბევრად არის დამოკიდებული, თუ
მოქმედების როგორი უნარით მივა სკოლაში ბავშვი, რომ შეუფერხებლად შესძლოს
შედარებით რთული სასწავლო ამოცენების დაძლევა.
8. ნებისყოფა. ნებისყოფის გარეშე ადამიანის არავითარი ცნობიერი მოქმედება არ
შეიძლება სრულყოფილად განხორციელდეს. და მითუმეტეს მტკიცე ნებისყოფის გარეშე
წარმოუდგენელია ადამიანში სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბება.
ფსიქოლოგი რევაზ ნათაძე იმოწმებს ისტორიიდან ცნობილ ფაქტს იმის შესახებ, რომ
როდესაც უდაბნოში მძიმე გადასვლის დროს დაქანცულ და მწყურვალე ალექსანდრე
19
მაკედონელს მუზარადით მიართვეს წყალი, მან მაღლა ასწია მუზარადი და ჯარის თვალწინ
ძნელად ნაშოვნი წყალი მიწაზე დააქცია; ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ალექსანდრე
მაკედლონელს წყლის დალევის ძლიერი იმპულსი ექნებოდა, მაგრამ იგი ამ მოთხოვნილების
საფუძველზე იმპულსურად კი არ მოიქცა, არამედ ჯერ აწონ-დაწონა სიტუაცია და ძლიერი
ნებისყოფის ძალისხმევით გადაწყვიტა, რომ დაღლილ-დაქანცული ჯარის გამხნევებისათვის
უფრო მიზანშეწონილია ისე მოიქცეს, როგორც მოიქცა (ნებისმიერი ქცევა) დაანახოს ჯარს,
რომ მისი იმპერატორი თავის პრივილეგიაზე უარს ამბობს და ჯართან ერთად იტანს
ლაშქრობის ყველა სიძნელეს. წყურვილის დაკმაყოფილებას მან ჯარისათვის თავისი
ერთგულების ჩვენება არჩია. ასეთი გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება ძლიერი
ნებისყოფის საფუძველზე ხდება შესაძლებელი (10.461).
ამრიგად, თუ იმპულსური ქცევა მოთხოვნილების საფუძველზე აღმოცენდება, ნებისმიერი
ქცევა (ნებისყოფა) ხშირად პიროვნების აქტუალური მოთხოვნილების წინააღმდეგ არის
მიმართული. "ადამიანს მას შემდეგ შეუძლია ნებისმიერი მოქმედების შესრულება, რაც იგი
ამ მოქმედებას განიზრახავს და გადაწყვეტს მის შესრულებას" (10.475). ჩვენ აქ ვერ
განვაგრძობთ საუბარს ნებისმიერი ქცევის ფსიქოლოგიური საფუძვლების, ნებისმიერი
მოქმედების მამოძრავებელი ძალების (მოტივი, მომავალი სიტუაციის წარმოსახვა), ეს არ
არის ჩვენი თემა, იგი მომავალმა მასწავლებელმა გულდასმით უნდა შეისწავლოს
ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებით. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ პიროვნების
განვითარების პროგრამაში გამოცდილი პედაგოგს წინა პლანზე აქვს წამოწეული ზრუნვა
მოსწავლის პიროვნებაში ნებისყოფის განვითარებისათვის, რადგან ამ უნარის
განუვითარებლობის ფონზე ვერც ერთი სასწავლო და აღმზრდელობითი ამოცანა ვერ
გადაწყდება სრულყოფილად. ნებისყოფის განვითარების აუცილებლობის დამტკიცების
დროს აკად. დ. ლორთქიფანიძე შენიშნავს, რომ "სწავლა არსებითად ნებელობითი პროცესია,
რადგან სასწავლო მოქმედება ადამიანისა მოითხოვს შეგნებული მიზნის შესატყვისად
გადაწყვეტილების მიღებას და მის რეალიზაციას. მოსწავლეებში ნებისყოფის სიმტკიცის
გამომუშავება ძირითადად სწავლების პროცესში ხდება. ეს მტკივნეულად მოქმედებს თვით
მთელ მიმდინარეობაზე, მის ხარისხზე ... ნებელობის საფუძველს ადამიანის მოტივთა სფერო
წარმოადგენს (8.85). იმისათვის, რომ პედაგოგიური პროცესი აიგოს ნებისყოფის ფსიქო-
ფიზიოლოგიურ კანონზომიერებათა გათვალისწინებით, აკად. დ. ლორთქიფანიძის
შეხედულებით, აუცილებელია: 1. სასწავლო მუშაობა ემყარებოდეს მტკიცე რეჟიმს, 2.
20
განვითარების ფაქტორები
დადგენილია, რომ მოზარდის, როგორც პიროვნების განვითარებას ახდენს მისი საკუთარი
აქტივობა. აქტივობა მართვადი პროცესია. "პედაგოგიკის თეორიისა და პრაქტიკის ამოცანები
მთლიანად ამ მართვასთან არის დაკავშირებული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრით
განისაზღვრება" (11.42).
პროფ. არჩილ ჩხარტიშვილი სწორად შენიშნავს, რომ მართალია აქტივობა ადამიანის
ბუნებრივი თვისებაა, მაგრამ ადამიანები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
აქტივობის ინტენსივობით, გამოვლენის სფეროებით. შეიძლება ადამიანს პრაქტიკული
მოქმედების სფეროში აქტივობის დონე დიდი ჰქონდეს, მაგრამ წმინდა ინტელექტუალური
ან თეორიული აქტივობის ტენდენცია სუსტი ჰქონდეს, დიდხანს არ ჰყოფნის და ამიტომ
ხანგრძლივი გონებრივი მუშაობა უძნელდება (11.91) .
განვითარების მეორე აუცილებელ პირობად და აღსაზრდელის პიროვნებად
ჩამოყალიბების საფუძვლად წინააღმდეგობის დაძლევაა მიჩნეული. ყველა
ზემოჩამოთვლილი უნარის, (რომელიც თანდაჰყვება დაბადებიდანვე ადამიანს), სრულყოფა
მოითხოვს გარკვეული წინააღმდეგობების დაძლევას გარჯით, აღზრდით, სწავლაებით.
მაგალითად, იმისათვის, რომ ჩვენი მეტყველება იყოს ლამაზი, აუცილებელია ლამაზი
აზრები კარგად შერჩეული სიტყვებით იყოს გადმოცემული. ამისათვის აუცილებელია
მდიდარი ლექსიკური მარაგის შეძენა. სიძნელე კი სწორედ ამ მარაგის შექმნაა. თუ ვერ
დავძლიეთ ის წინააღმდეგობა, რაც მეტყველების ლექსიკური მარაგის სიმდიდრის
შექმნასთან არის დაკავშირებული (ბევრი კითხვა, მდიდარი ლექსიკური მარაგით
გამორჩეული მწერლების ნაწარმოებთა შესწავლა და ა.შ.) ვერ შევძლებთ ლამაზად
მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პედაგოგი, რომელიც განმავითარებელი
სწავლების პრინციპით ხელმძღვანელობს, წინააღმდეგობების წარმოქმნით, გადასალახავი
სიძნელისა და ამოსახსნელი ამოცანის დასახვით წარმართავს სწავლების პროცესს. ამის
21
განვითარების ფაქტორები
ტერმინი `პიროვნება~ იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ. ადამიანი არის ცოცხალ
არსებათა შორის ყველაზე რთული და გონიერი არსება _ homo sapiens (გონიერი ადამიანი).
პიროვნებაში მეტწილად გულისხმობენ ცალკეულ კონკრეტულ ადამიანს. პიროვნების ნაც-
ვლად ზოგჯერ იხმარება ტერმინი `ინდივიდი~. ინდივიდი არის ცალკული ადამიანი,
როგორც ადამიანური გვარის ან რომელიმე სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი.
ადამიანი სოციალური, საზოგადოებრივი არსებაა. იგი ჩნდება ამ ქვეყანაზე როგორც
ბიოლოგიური არსება, პიროვნებად, ანუ სოციალურ არსებად კი იქცევა მაშინ, როცა გა-
ივლის თავისი განვითარების რთულსა და გრძელ გზას, რაშიც გადამწყვეტ როლს საო-
ჯახო აღზრდა ასრულებს.
ზოგჯერ ტერმინ `განვითარების~ ნაცვლად ხმარობენ `ჩამოყალიბებას~, `ფორმირე-
ბას~, როცა მხედველობაში აქვთ პიროვნების მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ შეძენილი
თვისებები გარკვეული დასრულებული სახით. ამიტომ ცნება `განვითარება~ უფრო ფარ-
თოა, ვიდრე `ჩამოყალიბება~ და `ფორმირება~.
განვითარება ყოველი ცოცხალი არსების დამახასიათებელი თვისებაა. განვითარების
გარეშე წარმოუდგენელია სამყარო, მცენარეთა და ცხოველთა სამეფო, ადამიანთა საზოგა-
დოება. ეს ორგანული სამყაროს ობიექტური კანონია.
პედაგოგიკურ ლიტერატურაში ავტორთა უმრავლესობა განვითარებაში გულისხმობს
იმ ცვალებადობას, რომელსაც პიროვნება თუ მოვლენა უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს
და სრულყოფს. აკადემიკოს დ. ლორთქიფანიძის მთავარი რედაქციით გამოცემულ პედა-
გოგიკის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: `განვითარება არის ცვალებადობა, რომელშიც
ისეთი ახალი თვისებრივი თავისებურება ჩნდება, რაც მოცემულ ინდივიდს (მოვლენას)
უფრო სრულყოფილს ხდის~.
პროფ. ვ. გაგუა წერს: `განვითარება არის ცვალებადობა, რომელსაც ესა თუ ის საგანი,
მოვლენა ახალ საფეხურზე აჰყავს~.
აკადემიკოს ი. ბაბანსკის რედაქციით გამოცემულ პედაგოგიკის სახელმძღვანელოში
კი ნათქვამია: `ადამიანის განვითარება _ ეს არის მისი პიროვნების ჩამოყალიბებისა და
ფორმირების პროცესი გარეგანი და შინაგანი, მართვადი და უმართავი ფაქტორების გავ-
ლენით, რომელთა შორის წამყვან როლს მიზანმიმართული აღზრდა და სწავლება ასრუ-
ლებს~.
გარეგან ზემოქმედებას განეკუთვნება საზოგადოებრივი ცხოვრების პირობები, გარემო
და აღზრდა, ხოლო შინაგან ზემოქმედებაში იგულისხმება პიროვნების მემკვიდრეობითი,
ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებანი, რაც ერთ ადამიანს მეორისაგან განას-
ხვავებს.
პიროვნების განვითარება დიდადაა დამოკიდებული აგრეთვე საზოგადოების სოცია-
ლურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქვეყნის ბუნებრივ პირობებზე (კლიმატზე), თვით პი-
როვნების აქტიურობაზე და სხვა მხარეებზე. მაგალითად, ხელსაყრელი საყოფაცხოვრებო
პირობები აჩქარებს ბავშვის განვითარებას, ცუდი პირობები კი _ აფერხებს. ასევე თბილი
კლიმატის ქვეყნებში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარება უფრო სწრაფად
მიმდინარეობს, ვიდრე ცივ ქვეყნებში.
განვითარება გულისხმობს ძველის დაძლევას ყველა მისი დადებითისა და პროგრე-
სულის შენახვით და გამოყენებით ახლის შესაქმნელად.
განვითარება ახლის შეძენასაც გულისხმობს, მაგრამ ყოველგვარი სიახლე განვითარე-
ბის წინაპირობა არაა. მაგალითად, ფაშიზმი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი მოვლენა
იყო, მაგრამ მან საზოგადოების განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხა.
განვითარება გულისხმობს ასევე ცოდნის შეძენას, მაგრამ ყოველგვარი ცოდნა განვი-
თარების მაუწყებელი არ არის. ცოდნა გადადის განვითარებაში მხოლოდ მაშინ, როცა ის
აუმჯობესებს პიროვნების საერთო მდგომარეობას, კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის მას,
ხელს უწყობს მის გონებრივ ზრდას, ამაღლებს მის ზნეობას და აძლევს მას ახლის შეძენის
სტიმულს. ცოდნის გადატანა ასეთ აქტიურ მოქმედებაში ხდება მხოლოდ მაშინ, როცა
ადამიანს ესმის თავისი საზოგადოებრივი დანიშნულება. ამის შეგნება კი მას ეძლევა
მხოლოდ აღზრდის გზით.
ცოცხალი არსების განვითარების პროცესი მიჰყავს იმ წინააღმდეგობას, რაც არსებობს
პიროვნების მოთხოვნილებასა და ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების რეალურ შესაძ-
ლებლობას შორის.
პირველყოფილი ადამიანი რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, იძულებული იყო ჯერ
შეექმნა შრომის იარაღები და შემდეგ ეშრომა, მოეპოვებინა საარსებო საშუალებანი. ამიტომ
ამბობენ _ შრომამ შექმნა ადამიანიო.
შრომით აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დღესაც მოზარდისაგან სრულ-
ყოფილი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში. შრომა უვითარებს და უნარჩუნებს ადამიანს
იმ ფსიქოფიზიკურ ბუნებას, რომელიც შრომისსავე საშუალებით მოიპოვა მისმა გვარმა
ხანგრძლივი განვითარების გზაზე. ადამიანმა რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე არ
იშრომოს, მისი ფსიქოფიზიკური სტრუქტურა გადაგვარდება და იგი დაღუპვის გზას
დაადგება.
ჩვენი უშორესი წინაპრის მემკვიდრეობაში თავიდანვე არ იყო მოცემული შინაგანი
ტენდენცია, რომ იგი ადამიანად ქცეულიყო. მისი ადამიანად გადაქცევა ხდებოდა თანდა-
თანობით, საარსებო საშუალებათა მოპოვებისათვის მძიმე ბრძოლაში, რაც მისგან საკუთარ
თავზე ძალდატანებას, დიდ ნებისყოფასა და გამძლეობას მოითხოვდა.
`ასე რომ, ადამიანის წინაპარმა შრომას მოჰკიდა ხელი არა იმის გამო, რომ იგი
იქითკენ განვითარების შინაგან ტენდენციას, სპონტანური განვითარების ტენდენციას მიჰ-
ყავდა, _ წერს პროფ. შ. ჩხარტიშვილი, _ არამედ იმის გამო, რომ შიმშილით არ დაღუ-
პულიყო და არსებობა შეენარჩუნებინა. შრომა მას მძიმე გაჭირვებამ დააწყებინა~.
ამრიგად, ადამიანის გვარის განვითარება მიმდინარეობდა იძულების გზით, საარსებო
საშუალებათა მოპოვებისათვის მძიმე ბრძოლაში.
თანამედროვე ბავშვს მემკვიდრეობით მოაქვს ის ფსიქოფიზიკური თავისებურებანი,
რაც ზრდადასრულებული ადამიანებისათვისაა დამახასიათებელი. ამიტომ მასში თავი-
დანვეა მოცემული ტენდენცია _ განვითარდეს და თანამედროვე ადამიანი გახდეს. ეს
ტენდენცია თავს იჩენს თავისთავად, ყოველგვარი გარეგანი ძალდატანების გარეშე, რა
თქმა უნდა, თუ ამისათვის სათანადო ობიექტური პირობები არსებობს. როცა საამისო
ასაკი მოვა, მოზარდი თვითონ, უფროსების ჩარევის გარეშეც, დიდი ხალისით იწყებს
სიარულს, ლაპარაკს, ინტერესდება გარე სინამდვილით, რისთვისაც ხშირად მშობლებს
თავს აბეზრებს გაუთავებელი შეკითხვებით. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს წინაპ-
რებს ალბათ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ ენა შეექმნათ და ამ
ენაზე გამართულად ელაპარაკათ. ჩვენი ბავშვები კი სულ რაღაც სამი-ოთხი წლის განმავ-
ლობაში ეუფლებიან პრაქტიკულ ენას, რომელზეც მათი მშობლები ლაპარაკობენ და თა-
ვისუფლად იყენებენ მას სხვებთან ურთიერთობაში.
ამრიგად, მოზარდის განვითარებას მემკვიდრეობაში მოცემული შესაძლებლობის საზ-
ღვრებში სპონტანური, ანუ თავისთავადი ხასიათი აქვს. მაგრამ ყველაფერი, რასაც სრულ-
ყოფილი ადამიანის ცნება გულისხმობს, მოზარდში სპონტანურად არ ვითარდება. ჰარმო-
ნიულად განვითარებული, ზნეობრივად სრულყოფილი ადამიანის მიღება შეუძლებელია
თავისთავადი განვითარების გზით, ადამიანის ჩარევის გარეშე. ეს ჩარევა გულისხმობს
აღზრდას. აღზრდა კი სოციალურ გარემოში მიმდინარეობს, რადგან მოზარდი არსებობს
და ვითარდება გარემოში. ცნება `გარემო~ ძალზე რთულია, რადგან იგი თავის თავში
აერთიანებს ყოველივე იმას, რაც ბავშვს გარს არტყია დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომ-
დე, დაწყებული ოჯახიდან და სოციალური გარემოთი დამთავრებული, იმ გარემოთი,
რომელშიც ადამიანი დაიბადა და უხდება ცხოვრება.
გარემო ორი სახისაა _ სოციალური და ბუნებრივი. როცა გარემოზეა საუბარი, მხედ-
ველობაში აქვთ სოციალური, ანუ საზოგადოებრივი გარემო, რადგან ბუნებრივი გარემოს
ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე, სოციალურ გარემოსთან შედარებით, უმნიშვნელოა.
სოციალური გარემოც ორი სახისაა _ მიკრო და მაკრო გარემო, ანუ გარემო ვიწრო
და ფართო გაგებით. მოზარდის განვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც მიკრო, ისე
მაკრო გარემო.
მიკრო გარემოში იგულისხმება: სკოლა, ოჯახი, ამხანაგების, მეგობრების, ნაცნობ-ნა-
თესავების წრე, რომელშიც უხდება მოზარდს ყოფნა, ცხოვრება, სწავლა და შრომა, ყო-
ველდღიური საქმიანობა.
მაკრო გარემო თავისთავში მოიცავს მიკრო გარემოსა და იმ სოფელს, ქალაქს, რეს-
პუბლიკას თუ ქვეყანას, რომლის წევრი და მოქალაქეც თვით ეს პიროვნებაა და რომელ-
თანაც იგი დაკავშირებულია გარკვეული სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და
კულტურულ-საყოფაცხოვრებო პირობებით.
პედაგოგიური ინვარიანტი
`ცოტნემ, ლევანმა და დათომ გოგონებს გზა არ დაუთმეს, ზარის დარეკვისას ისინი
პირველები შეცვივდნენ კლასში. შენიშვნა ბიჭებმა ასეთი სახით მიიღეს: `ბიჭებო! განა
შეიძლება გოგონებს გზა არ დაუთმოთ? ისინი ხომ თქვენზე წინ უნდა გაატაროთ.
გახსოვდეთ! გოგონებს პატივი უნდა სცეთ~. შემდეგში ბიჭები ასე აღარ მოქცეულან~.
საუბარი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, იმისდა მიხედვით, თუ რა მიზნითაა
იგი გამოყენებული. მოსწავლეებში საზოგადოებრივი ქცევის წესებისა და ნორმების
დანერგვის მიზნით გამოიყენება ეთიკური საუბრები. ასეთ საუბრებს უტარებენ ყველა
ასაკის მოსწავლეებს, მაგრამ უფრო მეტად უმცროსკლასელებს, რადგან ამ ასაკის ბავ-
შვებისათვის ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. ეთიკური საუბრებით მოსწავლეებს უნდა
ჩავუნერგოთ საზოგადოებაში დამკვიდრებული მტკიცე ზნეობრივი ნორმები და აღმოვ-
ფხვრათ მათში უარყოფითი, უზნეო ქცევები, გავარკვიოთ ისინი მორალის რთულ
საკითხებში.
ბავშვებთან საუბრისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოებაც, რომ
პატარები სახეებით აზროვნებენ. ამიტომ ხშირად უნდა მოვიშველიოთ მათთვის ნაც-
ნობი მაგალითები. ხელიდან არ უნდა გავუშვათ არც ერთი შემთხვევა, რომელიც შე-
იძლება წარმატებით იქნას გამოყენებული მოსწავლეთა აღზრდის მიზნით.
ეთიკური საუბარი უნდა ავაგოთ სკოლის, სოფლის, ქალაქის თუ ქვეყნის ცხოვრე-
ბიდან აღებულ კონკრეტულ მაგალითებზე, რაც საუბარს მეტ დამაჯერებლობას შესძენს
და სასურველ შედეგს გამოიღებს. საუბრის ეფექტურობა ასევე გაიზრდება, თუ საუბრის
დროს მასწავლებელი გამოიყენებს ტექნიკურ-დიდაქტიკურ საშუალებებს, მოიშველიებს
მაგალითებს კინოფილმებიდან, სპექტაკლებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან, მხატვრული
ლიტერატურიდან და ა.შ.
ადამიანებისათვის თავგანწირვის საუკეთესო მაგალითია გამოჩენილი პოლონელი
მწერლის, პედიატრისა და პედაგოგის იანუშ კორჩაკის (ჰენრიკ გოლდშმიდტი) საქცი-
ელი, რომელიც ნებაყოფლობით შევიდა ფაშისტების მიერ მოწყობილ გაზის კამერაში
და იქ თავის აღსაზრდელებთან ერთად ჩაიფერფლა.
ასეთი მაგალითები უამრავია, საჭიროა მხოლოდ მათი დაძებნა და მოხერხებულად
გამოყენება.
საუბრისას უნდა მოვიშველიოთ არა მარტო დადებითი მაგალითები, არამედ უარ-
ყოფითიც და მათი დაგმობით აღმოვფხვრათ მოზარდებში უარყოფითი ქცევები. მაგა-
ლითად, ი. გოგებაშვილის `დედა ენაში~ მოთავსებულია პატარა მოთხრობა `თხა და
გიგო~, რომელშიც საუბარია პატარა გიგოს სიზარმაცეზე და მასთან დაკავშირებულ
კურიოზულ შემთხვევაზე. ეს მაგალითი შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული
დაწყებითი კლასების მოსწავლეებში სიბეჯითის, შრომისმოყვარეობის, პიროვნული
თვისებების აღზრდისა და მათში სიზარმაცის აღმოფხვრის მიზნით.
საუბრის ნაყოფიერება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქტიურად
არიან ჩაბმული აღსაზრდელები საუბრის პროცესში. საუბრის დროს ისინი პასიური
მსმენელები კი არ უნდა იყვნენ, არამედ აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ მასში და
გვევლინებოდნენ საუბრის არა მარტო ობიექტებად, არამედ სუბიექტებადაც.
ეთიკურ საუბრებს უნდა ჰქონდეს მასობრივი, ჯგუფური ან ინდივიდუალური
ხასიათი. ზოგჯერ ასეთი საუბარი ტარდება მოსწავლეებთან ექსპრომტად, როცა შექ-
მნილ სიტუაციაზე აუცილებელია სწრაფი რეაგირება, ვთქვათ, მოსწავლეთა შორის კონ-
ფლიქტის შემთხვევაში.
ეთიკური საუბრის ეფექტურობა დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ როგორი ავ-
ტორიტეტით სარგებლობს მასწავლებელი მოსწავლეებში, რამდენად უყვართ და ენდო-
ბიან ისინი მას. საუბრის პროცესში მასწავლებელი უნდა იცავდეს პედაგოგიურ ტაქტს
და არ უნდა ივიწყებდეს აღსაზრდელთა პიროვნების პატივისცემის პრინციპს. მხოლოდ
ამ შემთხვევაში ექნება მას ავტორიტეტი მოსწავლეთა თვალში.
საუბრის თემის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას აღსაზრდელთა ასაკი,
მათი შეგნების, ზნეობრივი აღზრდილობის დონე და სხვ.
მოსწავლეებთან საუბარი შეიძლება ჩატარდეს არა მარტო ეთიკურ თემებზე, არა-
მედ ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ადამიანთა ურთიერ-
თობასა და ყოფაქცევაზე, მხატვრული ნაწარმოების დადებით თუ უარყოფით პერსო-
ნაჟზე, ნახულ კინოფილმზე, წაკითხულ წიგნზე და ა.შ. საუბრის თემა უნდა იყოს
მოსწავლეებისათვის საინტერესო, გასაგები და მისაწვდომი.
თხრობა, ისევე როგორც ახსნა-განმარტება და საუბარი, აღზრდის საუკეთესო მე-
თოდია. ეს მეთოდიც ძირითადად დაბალ კლასებში გამოიყენება. თხრობის თემა შეიძ-
ლება აღებულ იქნას მხატვრული ლიტერატურიდან, ჩვენი ქვეყნის წარსულიდან, გა-
მოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან. თხრობა ტარდება ასევე სახელგანთქმულ მწერ-
ლებზე, მეცნიერებზე, ხელოვნების დარგის მუშაკებზე, ბრძოლისა და შრომის გმირებზე
და ა.შ.
მოსათხრობი მასალა უნდა იყოს მხატვრული, რათა გავლენა მოახდინოს მოსწავ-
ლეთა შეგნებასა და გრძნობებზე, გამოიწვიოს მათში ემოციური აღტყინება. თხრობის
მიზანი და დანიშნულება სწორედ ამაშია.
თხრობის გავლენა მოსწავლეებზე გაცილებით იზრდება, როცა მთხრობელი იყე-
ნებს ტექნიკურ-დიდაქტიკურ საშუალებებს: დიაფილმებს, კინოფილმებს, ვიდეომასა-
ლებს და სხვ. თხრობის ენა უნდა იყოს დახვეწილი, სტილისტურად და ლიტერატუ-
რულად გამართული. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახდენს თხრობა ზემოქმედებას მოს-
წავლის შეგნებასა და გრძნობებზე.
აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვა აღზრდის საუკეთესო საშუალებაა, მის გარეშე
აღზრდა არ არსებობს, მაგრამ იგი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის დანიშნულებას,
როცა მას წარმოთქვამს ისეთი პირი, რომელსაც ამის მორალური უფლება აქვს, რომლის
სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ სცილდება. `როგორი კარგი სიტყვაც არ უნდა წარ-
მოთქვას მასწავლებელმა, _ წერს ვ. სუხონლინსკი, _ მისი სიტყვები აღსაზრდელები-
სათვის ცარიელ ფრაზებად დარჩება, თუ ისინი თავიანთ დამრიგებელში ვერ დაინახა-
ვენ ყველა ამ სიტყვისა და მოწოდების განსახიერებას~.
ლექცია-მოხსენება, როგორც აღზრდის მეთოდი, გამოიყენება მხოლოდ მაღალ კლა-
სებში. ლექციის თემად უნდა შეირჩეს ისეთი საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად
აღელვებთ ბავშვებს. ასეთია სიყვარულისა და მეგობრობის საკითხი, მოსწავლის უფ-
ლება-მოვალეობანი, სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე, ეკოლოგიური კატასტროფის
თავიდან აშორების გზები და საშუალებანი, საბაზრო ეკონომიკის შუქ-ჩრდილები და
სხვ. მაგრამ ლექცია მეტწილად ტარდება ეთიკურ თემებზე, ლიტერატურაზე, ხელოვ-
ნებაზე, პოლიტიკის საკითხებზე, ცნობილ პირებზე და ა.შ.
ლექცია შესაძლებლობას იძლევა თემა გაშუქდეს უფრო ღრმად და საფუძვლიანად,
სათანადო მეცნიერულ დონეზე. იგი თხრობის მეთოდისაგან იმით განსხვავდება, რომ
მას გაცილებით მეტი დრო ეთმობა, ვიდრე თხრობას და ტარდება უწყვეტი, მონოლო-
გიური გზით. მოხსენებებით ძირითადად მასწავლებლები, კლასის ხელმძღვანელები
გამოდიან, ლექციებს კი მეტწილად კომპეტენტური პირები ატარებენ. ლექციის დასას-
რულს, სასურველია, მოსწავლეებს მიეცეთ შეკითხვების მიცემის უფლება, რათა გაი-
მართოს წაკითხული ლექციის ირგვლივ სჯა-ბაასი და კამათი, რაც უფრო საინტერესოსა
და ნაყოფიერს გახდის ლექციის შინაარსს.
პაექრობა (დისპუტი) მოსწავლეთა დარწმუნების საუკეთესო საშუალებაა. იგი გა-
მოიყენება მხოლოდ უფროს კლასებში, რადგან მოითხოვს მოსწავლეთა მაღალ მომზა-
დებას, ცხოვრების ცოდნასა და მსჯელობის უნარს. სადისკუსიოდ აღებული თემა წი-
ნასწარ უნდა შეირჩეს, რათა მოსწავლეები კარგად მოემზადონ მისთვის. იგი უნდა
ეხმაურებოდეს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს, მოსწავლეთა საფიქრალ-საზრუნავს,
რომლებზეც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს და სადაო, საკამათოა. ასეთ საკითხე-
ბად შეიძლება ჩაითვალოს: `რას ნიშნავს მოდა და როგორ უნდა გვესმოდეს იგი~, `ვის
შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი მეგობარი~, `რა არის სიყვარული, ბედნიერება?~`როგორი
უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი~, `რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება~,
`როგორ უნდა გვესმოდეს რუსთაველის აფორიზმი: `რასაცა გასცემ _ შენია, რაც არა
_ დაკარგულია~, `როგორ გავიგოთ გამოთქმა: `ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია~,
`რატომ უნდა გავუფრთხილდეთ საზოგადოებრივ საკუთრებას~, `რაში გამოიხატება
მშობლიური ენის დაცვა~ და მრავალი სხვა.
პაექრობის მთავარი ღირსება იმაშია, რომ იგი აჩვევს მოსწავლეებს მსჯელობას,
კამათის კულტურას, თავისი მოსაზრების დასაბუთებას, სათანადო არგუმენტების მოშ-
ველიებას. მასწავლებელმა, დისპუტის ხელმძღვანელმა, თავი უნდა შეიკავოს მაშინაც
კი, როცა რომელიმე მათგანი ცდება, არასწორ აზრს ავითარებს. მთავარია, დისპუტმა
შეასრულოს თავისი დანიშნულება _ განუვითაროს მოსწავლეებს ორატორული ნიჭი,
მსჯელობისა და აზროვნების უნარი, შეცდომებზე კი მასწავლებელმა შეიძლება მიუ-
თითოს მეცადინეობის დასასრულს, მაგრამ ფრთხილად და ტაქტიანად.
დისპუტის თავისებური ფორმაა ლიტერატურული გასამართლება, რაც ადრე სის-
ტემატურად იმართებოდა ჩვენს სკოლებში. ასამართლებდნენ, მაგალითად, ონისეს, ჯა-
ყოს, საფარ-ბეგს, ვარდუას და სხვებს. ერთი მოსწავლე დამცველის როლში გამოდიოდა,
მეორე კი _ ბრალმდებლის. ირჩევდნენ მსაჯულთა კოლეგიასაც, რომელიც საკითხის
გადაჭრის დროს მოკამათეთა არგუმენტებსა და ლოგიკას ემყარებოდა. ასეთი დისპუ-
ტები მიმდინარეობდა ძალიან საინტერესოდ და დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელ
შთაბეჭდილებას ახდენდა. ამიტომ ასეთ ღონისძიებას სკოლის თითქმის ყველა მოსწავ-
ლე ესწრებოდა, მათ შორის მშობლებიც. მასში თავისი აზრის გამოთქმის უფლება
დამსწრესაც ჰქონდა.
დისპუტი აღზრდის ისეთი მეთოდია, რომელიც მოსწავლეს აფიქრებს მორალურ
და ამორალურ ქცევებზე, ააშკარავებს ადამიანის დადებით და უარყოფით მხარეებს.
მოსწავლე გებულობს რა არის კარგი და რა ცუდი, რაც მას კარგისადმი დადებითად
განაწყობს, ცუდისადმი კი _ უარყოფითად. ამით იგი იძენს საჭირო ზნეობრივ შეხე-
დულებებს, უვითარდება ზნეობრივი შეგნება და გრძნობები, რაც, საბოლოოდ, ზნეობ-
რივად აყალიბებს მას.
2. მაგალითი და ვარჯიში. აღზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მაგალითი.
მის დიდ როლსა და მნიშვნელობაზე მიუთითებს არა ერთი და ორი კლასიკოსი პე-
დაგოგი და მოწინავე მოაზროვნე. დიდი რუსი პედაგოგი კ. უშინსკი აღმზრდელის,
მასწავლებლის პირად მაგალითს `მზის გამანაყოფიერებელ სხივს~ უწოდებდა. ლევ
ტოლსტოის აზრით კი, მაგალითი ბავშვებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე
მჭერმეტყველური და გონიერი დარიგებანი.
სიტყვიერი მეთოდების მეშვეობით აღმზრდელი უვითარებს მოსწავლეებს ზნეობ-
რივ შეგნებას და ზემოქმედებს მათ გრძნობებზე, მაგრამ, როგორც იტყვიან _ `ასჯერ
გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობია~. ამიტომ აღზრდაში გადამწყვეტი როლი ენიჭება
აღმზრდელის პირად მაგალითს, მის სიტყვა-პასუხს, ჩაცმა-დახურვას, ადამიანებისა და
საქმისადმი დამოკიდებულებას, ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რასაც იგი ყოველ-
დღიურ ცხოვრებაში აკეთებს.
ზნეობრივი შეგნება
ზნეობრივი
ქცევა
A
zneobrivi aRzrdis mizania pirovnebaSi piradi da sazogadoebrivi
interesebis harmoniuli Serwyma.
zneobrivi aRzrdis procesi sam dones gaivlis: 1) egoisturi done-
pirovnebaSi piradi interesebi sazogadoebriv interesebze maRla dgas da
pirovneba xelmZRvanelobs principiT: minda, msurs. 2) gmiruli done –
pirovnebaSi sazogadoebrivi interesebi pirad interesebze maRla dgas.
pirovneba xelmZRvanelobs principiT: saWiroa, aucilebelia, 3) normaluri
done-pirovnebaSi harmoniulad aris Serwymuli piradi da sazogado interesebi.
sazogadoebrivi interesebi ar ugulvebelyofs pirovnebis pirad interesebs.
aRzrdam orientacia mesame-normalur doneze unda aiRos, radgan yvela
aRsazrdelisagan gmirebis Camoyalibeba aRzrdiT SeuZlebelia. gmiroba
pirovnebis Tandayolili Tvisebaa.
sagakveTilo procesSi, zneobrivi Rirebulebebis formirebis mizniT
mSobliuri literaturis, saqarTvelos istoriis, geografiis da sxva
gakveTilebze SieZleba gamoviyenoT specialuri kiTxva-davalebebi, romelTac
problemuri, SemoqmedebiTi da SefasebiTi xasiaTi eqnebaT.
kiTxva-davalebebis meSveobiT SeiZleba Semdegi aRmzrdelobiTi efeqtebi
aRvZraT: 1) moviyvanoT moZraobaSi moswavlis emociuri samyaro, gamoviwvioT
masSi sxvadasxva grZnoba - wyena, sixaruli, sevda, aRSfoTeba da sxva. 2)
CamovuyaliboT aRsazrdels swori zneobrivi Sefasebebi, msjelba. 3)
mravalxmriv ganvixiloT zneobrivi Rirebulebebi da mivceT Sesabamisi
Sefaseba. 4) xeli SevuwyoT adekvaturi TviTSefasebis formirebas.
AMOUAAkiTxvebi SesaZloa davajgufoT zneobrivi codnis, zneobrivi grZnobebisa
da zneobrivi qcevis aspeqtebis mixedviT.
Ppirveli - kiTxvebi, romlebic Seexeba TemaSi dasaxelebul pirTa
RirebulebaTa gancobierebas;
Mmeore - kiTxvebi, romelTa meSveobiT SeiZleba arCevanis gakeTeba.
Mmesame - kiTxvebi, romlebic mimarTulia qcevaTa gamovlenaze da moqmedebisken
mowodebaze.
moviyvanoT gakveTilis nimuSi saqarTvelos istoriaSi Temaze ,,qarTveli
xalxis brZola yizilbaSebis winaaRmded me-17 saukuneSi”.
aRniSnuli masala saSualebas iZleva moswavleebma Rrmad gaacnobieron
iseTi zneobrivi Rirebulebebi, rogoricaa: patriotizmi, pasuxismgebloba,
mimtevebloba, erTguleba, movaleoba.
1. zneobrivi codnis aspeqti - iTvaliswinebs rogorc masalaSi mocemul
pirTa, ise moswavleebis Rirebulebebis gacnobierebas.
kiTxvebi: 1) vin iyvnen marabdis brZolis monawileni? 2) ratom damarcxdnen
qarTvelebi marabdaSi? 3) riTi dagainteresaT g. saakaZis pirovnebam? 4) misi
xasiaTis ra Tvisebebia TqvenTvis misaRebi da ratom? 5) rogori jari unda
hyavdes saxelmwifos, rom omi moigos? 6) rogoria dRes saqarTvelos jari? 7)
rogor pirovnebebs CaricxavdiT Tqven samxedro armiaSi da ratom?
2. zneobrivi grZnobis aspeqti – daeTmoba Tavisufali arCevanis gakeTebas.
kiTxvebi: 1) vis adgilze yofna iqneboda TqvenTvis yvelaze Zneli am
istoriul epoqaSi? 2) ra grZnobebi gagiCndaT qarTveli gmirebis mimarT? 3)
gaswiravdiT Tu ara sakuTari Svilis sicocxles samSoblosaTvis? 4) Tqveni
azriT, rogori politika unda gaetarebina Teimuraz mefes, raTa Sida
dapirispirebebi qveyanaSi ar yofiliyo?
3. zneobrivi qcevis aspeqti – daeTmoba mowodebas zneobrivi
gadawyvetilebis Sesabamisad moqmedebisaken.
kiTxvebi: 1) eris winamZRoli rom iyo rogor warmarTavdi saxelmwifo
politikas? 2) rogor moiqceodi Sah abasis tyveobaSi rom moxvedriliyavi
qeTevan dedoflis msgavsad? 3) ra azris xarT dasjaze? 4) Tqvenze rom iyos
damokidebuli sikvdiliT dasjis SemoReba\gauqmebis sakiTxi, rogor
gadawyvetilebas miiRebdiT? (skolaSi aRmzrdelobiTi muSaobis aqtualuri
problemebi. gv. 140)
yovelive aRniSnulis gaTvaliswinebiT mniSvnelovania davaskvnaT, rom
mTavaria ara mxolod zneobrivi grZnibebis aRzrda, aramed misaReb qcevasTan
daaxloeba.
patriotizmisa da internacionalizmis
cneba
sityva `patriotizmi~ warmosdgeba berZnuli sityvisagan patris, rac samSoblos,
mamuls niSnavs. patrioti ki im adamians ewodeba, visac TavdaviwyebiT uyvars Tavisi
samSoblo, misi warsuli, awmyo da momavali, vinc aqtiur monawileobas iRebs misi
keTildReobisa da damoukidevblobisaTvis brZolaSi, misi sulieri da materialu-
ri kulturis ganviTarebaSi, vinc ufrTxildeba saxalxo dovlaTs, sazogadoebriv
sakuTrebas da uangarod emsaxureba erisa da qveynis saqmes.
patriotizmi uwmindesi da ukeTilSobilesi grZnobaa, romelsac, SeiZleba iT-
qvas, veraviTari sxva grZnoba ver Seedreba. iakob gogebaSvili werda: `ara gvgonia
visTvisme ucnobi iyos is azri, rom mamulis siyvaruli, mxurvale erovnuli grZno-
ba, aris upirvelesi Tanxa qveynis bednierebisaTvis... amitomac iTxovs igi sazoga-
doebisagan da calke pirisagan iseTsave erTguls zrunvas da movlas, rogorc
kargis Svilis aRzrda ded-mamisagan~.
am sakiTxze analogiuri Sexedulebisaa i.gogebaSvilis Tanamedrove mwerali
da sazogado moRvawe aleqsandre yifSiZe (froneli). 1914 wels igi werda: `siyva-
ruls, nametnavad samSoblosas, zrda da loliavoba unda... xelSeuwyoblad ise
Caqreba, rogorc wyaldasxmuli cecxli~.
Cveni didi winaprebis es mosazreba saocrad Tanamedrovea da exmaureba Cvens
dRevandel problemebs, radgan, rogorc gasuli saukunis dasawyisSi, ise dResac,
arian iseTi vai-qarTvelebi, romlebic moiTxoven samSoblosa da erovnebis gauqme-
bas da msoflios saerTo ojaxSi gaerTianebas.
patriotizms sayovelTao, sazogadoebrivi xasiaTi aqvs, magram mas TiToeuli
xalxis cxovrebis pirobebisa da ganviTarebis istoriuli gzis Sesabamisad speci-
fikuri, erovnuli niSnebic gaaCnia. da es arcaa gasakviri, radgan SeuZlebelia
moinaxos msoflioSi Tundac ori iseTi eri, romelsac zustad erTnairi gza gaev-
los. amave dros, patriotizms aqvs msgavsi, yvela xalxisaTvis saerTo, zogadsaka-
cobrio niSnebi. uwinares yovlisa, esaa siyvaruli da Tavdadeba samSoblosaTvis.
magram patriotizmSi marto mamulis, im adgilis siyvaruli rodi igulisxmeba,
sadac Cven davibadeT, fexi avidgiT da vcxovrobT, aramed, farTo gagebiT, patrio-
tizmi, samSoblosTan erTad, mSobeli xalxis, misi zne-Cveulebebis, adaT-wesebis,
tradiciebis siyvarulsac gulisxmobs.
`samSoblo gana marto lamazi mTebia?! _ ara! samSoblo, upirveles yovlisa, is
aris, vinc es mTa da bari, miwa da wyali sisxliT da ofliT, brZoliT da SromiT
saukuneTa ufskrulidan ze amoswia, wviTa da dagviT mecxramete saukunis mijnamde
moitana, Semdeg, mTel saukunes xalxTa sapyrobileebSi myofma ar dakarga ena da
Cveva... gamohglija Cveni qveyana siRatakes, SimSils, umecrebas... e.i. saqarTvelo,
Cveni samSoblo, upirvelesad yovlisa, Cveni xalxia _ keTilsindisieri, mSromeli
adamianebi, romelnic yvela Tavis adgilze, yvela Tavisi SesaZleblobis mixedviT,
agurs agurze alageben, sve-sveze gaaqvT, sityvas sityvaze abamen da aSeneben Cvens
sazogado Senobas~(ვახტანგ ბოჭორიშვილი).
ai, am kuTxiTa da gagebiT unda vaswavloT Cvens mozard Taobas samSoblos
siyvaruli.
WeSmariti patriotisaTvis ucxoa kosmopolitizmi, samSoblosadmi, erovnuli
TviTmyofadobisa da kulturisadmi gulgrili damokidebuleba. masSi maRal done-
ze dgas erovnuli siamayis grZnoba. misTvis ucxoa aseve kuTxurobis, nacionaliz-
misa da Sovinizmis calkeuli gamovlinebani.
patriotizmis erT-erTi ZiriTadi damaxasiaTebeli niSania misi xalxuri, inter-
nacionaluri xasiaTi. `Zlieri siyvaruli samSoblosi, _ werda i. gogebaSvili, _
hbadavs Zliers siyvaruls kacobriobisas~. aqedan gamomdinare, skola mowodebulia
aRzardos ara viwro, nacionaluri interesebiT Semofargluli axalgazrdoba, ara-
med iseTi momavali Taoba, romelsac, Tavis samSoblosa da xalxTan erTad, eyvareba
msoflios yvela xalxi, vinaidan ar SeiZleba iyo WeSmariti patrioti, Tu ar giy-
vars, pativs ar scem da ar afaseb sxva erovnebis adamians.
internacionalizmis Taviseburi gageba mogvca Cvenma sasiqadulo mweralma no-
dar dumbaZem:
`xandaxan unda dagaviwydes, rom es kaci qurTia, somexia, azerbaijanelia, ebra-
elia, rusia, afxazia, osi Tu mesopotamieli, werda igi... mTavaria, Sinaganad gax-
sovdes, rom Sen ki xar qarTveli, magram is meore kaci Zmaa Seni, aranakleb
amayobs sakuTari erovnebiT da advili SesaZlebelia Senze meti Rirsebac hqondes.
ase mesmis me internacionalizmi~.
`saqarTvelos respublikaSi, _ naTqvamia `ganaTlebis reformis saxelmwifo
programaSi~, _ qarTvelebTan erTad saqarTvelos WeSmarit moqalaqeebad unda iz-
rdebodnen aq mcxovrebi sxva erovnebis axalgazrdebic~.
isini pativs unda scemdnen qarTveli xalxis enas, mis kulturasa da istorias.
ganaTlebis, skolis erovnuloba am mimarTulebiT muSaobasac gulisxmobs.
ფიზიკურ და შრომით აღზრდას საერთო აქვთ ის, რომ ორივე საჭიროებს ერთნაირ
ფიზიკურ მოძრაობებს. განსხვავბა მხოლოდ შედეგებშია. ფიზკულტურული მოძრაობების
შედეგია მომავალი თაობის შრომისა და თავდაცვისათვის მომზადება, შრომის შედეგი კი,
სულიერი და მატერიალური ღირებულებათა შექმნაა. სამოძრაო აპარატის განვითარება
უზრუნვლყოფს შრომითი საქმიანობის სისწრაფესა და სიზუსტეს, ტემპს, რიტმს, მოძრაობის
ამპლიტუდას, მაქსიმალურ ძალისხმევას, გამძლეობასა და მოქნილობას, ყველა იმ თვისებებს,
რაც აუცილებელია შრომითი საქმიანობისათვის. ფიზკულტურული და სპორტული
მეცადინეობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ შრომისმოყვარეობა და შრომითი უნარ-
ჩვევები. სპორტული მიღწევები დიდ ძალისხმევასთან, მუხლჩაუხრელ შრომასთან არის
დაკავშირებული, მაგრამ ,,რაც უფრო მძიმეა გზა, მით უფრო დიდია სიხარული მიხი
დასასრულისა, გამარჯვებისა” (ა. ციბაძე, სპორტი და ხალხთა მეგობრობა. თბ. 1973, გვ. 20).