You are on page 1of 55

აზროვნება IV

SemoqmedebiTi azrovneba – kreatuloba


fsiqologia kreatulobas problemis gadaWris sferos miakuTvnebs da mis erT-erT
formad ganixilavs.

kreatulobas, iseve rogorc problemis gadaWris process, gaaCnia sawyisi


mdgomareoba, mizani - saboloo mdgomareoba, saiTkenac viswrafviT da
moqmedebebi, romlebsac am miznamde, anu problemis gadaWramde mivyevarT.

ra aris kreatuloba - SemoqmedebiTi azrovnebis (kreatiulobis) aucilebeli


komponentia siaxle an originaloba. Mmagram siaxle mainc ar aris kreatulobis
sakmarisi niSani.

kognituri fsiqologebisTvis SemoqmedebiTi azrovnebis saboloo produqti –


Sedegi, unda iyos axali-originaluri, maRali xarisxis da sasargeblo-faseuli.
“fsiqologiur literaturaSi produqtuli azrovneba, kreatuloba da
SemoqmedebiTi azrovneba urTierTSemcvlel cnebebad – sinonimebad ganixileba da
maTSi moiazreba iseTi fenomenebi, romelTa Sedegsac axali mimarTebebis
damyareba, subieqturi gamocdilebisTvis da codnis sazogado donisTvis axali
ideis Seqmna, axali codnis SeZena warmoadgens.
am terminiT xazi esmeba SemoqmedebiTi procesis Sedegad miRebul iseT produqts,
romelic sruliad axalia ara mxolod pirovnebis individualuri
gamocdilebisTvis, aramed sazogado codnis donisTvis.

jer kidev me-20 saukunis dasawyisSi uolesma SemoqmedebiTi procesis oTxi etapi
gamohyo da aRwera.
a. mosamzadebeli etapi – problemis gamokveTa da misi gadawyvetis gzebis mosinjva.

b. inkubacia – problemis gadawyvetaze muSaobis droebiTi Sewyveta da sxva saqmeze


gadarTva.
g. insaiti (“ganaTeba”)- problemis arsSi intuituri wvdoma.
d. Semowmeba – miRebuli Sedegis gamocda da gadawyvetilebis-aRmoCenis
realizacia.

SemoqmedebiTi azrovnebis procesSi verThaimeri, gestalt fsiqologiis cnobili


warmomadgeneli Semdeg stadiebs famohyofs:

1. Temis warmoSoba – am stadiaze pirovnebas uCndeba daZabulobis gancda, mzaoba -


Seudges muSaobas garkveuli mimarTulebiT.
2. Temis aRqma, situaciis analizi da problemis gacnobiereba - am stadiaze
ZiriTadi amocanaa situaciis mTliani xatis Seqmna, romelic warmoadgens sakvlevi
problemis kristalizaciis sferos.
3. problemis gadawyvetaze muSaoba, romelic ZiriTadad aracnobierad
mimdinareobs.
4. insaiti, anu gadawyvetis ideis aRmoCena.
5. gadawyvetili ideis operacionaluri gadawyveta.

azrovnebis aracnobieri muSaobis etapi saidumloebiT aris moculi da misi


aRwerac, Cveulebriv, Zalian Znelia.
rogori da ramdeni miTic ar unda arsebobdes imis Sesaxeb, rom zog mecniers
vaSli daeca Tavze, zogs daesizmra raRac, ramac xeli Seuwyo da safuZvlad daedo
did mecnierul aRmoCenas, SemTxveviT, cariel adgilze, didi codnisa da daZabuli
muaSaobis gareSe didi aRmoCenebi ar xdeba.

magram sakuTriv problemaze muSaobisa da axleburi gadawyvetis Ziebaze


aranakleb mniSvnelovania is, rac mas win uswrebs – problemis danaxva.
Cveuli, fiqsirebuli mimarTebebis miRma problemis gareSe ar iqneboda arc
ainStainis da arc galilees aRmoCenebi. Ffsiqologiur literaturaSi
araSablonuri azrovnebis qveS igulisxmeba swored pirovnebis unari dainaxo
uCveulo samyaros movlenebSi Tu TvisebebSi, rac yvelasTvis Cveulebrivi da
TiTqos gasagebia.
ra aris saWiro imisTvis, rom Seqmna originaluri, axali da faseuli? rogorebi
arian kreatiuli adamianebi?
xalxSi iTvleba, rom kreatiul adamianebs aseTive kreatiuli cxovrebis wesi aqvT.
maTi cxovrebis wesi xasiaTdeba moqnilobiT, arastereotipuli qcevebiT da
arakonformuli atitudebiT, rac kidev ufro amZafrebs interess SemoqmedebiTi
procesis Sesaxeb.

zogierTi avtorisTvis (Halpern,Weisberg) SemoqmedebiTi azrovneba Cveulebriv,


ordinarul azrovnebas efuZneba, da yoveldRiuri problemebis gadawyvetaSi
vlindeba. fsiqologebis meore nawili (Feldman, Simonton) ki darwmunebulia, rom
Cveulebriv adamians iSviaTad aqvs SemoqmedebiTi azrovnebis unari daGmxolod
gansakuTrebul adamianebs aqvT eqstraordinaruli SemoqmedebiTi unari
specifikur sferoSi – musikaSi, mxatvrobasa Tu mecnierebaSi . . .

SemoqmedebiTi azrovnebis, rogorc pirovnebis uნaris gagebaSi didi roli


Seasrules j. gilfordis da e. toransis kvlevebma.

gilfordis divirgentuli/kreatiuli azrovneba - გულისხმობს შესაბამისი


პასუხების, პრობლემის გადაჭრის გზების ფართო სსპექტრის გენერირებას.

saukuneze metia, rac mecnierebi kreatulobis gazomvis problemiT dainteresdnen.


magram pirveli mecnieruli kvleva am mimarTulebiT gilfordis saxels
ukavSirdeba.
_ “kreatuloba aris adamianis unari daZlios adamianis stereotipuli
gamovlinebani” - wers igi.

gilfordi gamohyofs kreatulobis ganmsazRvrel oTx ZiriTad faqtors:

1. originaloba - gansxvavebuli asociaciebis producirebis unari.

2. semantikuri moqniloba - obieqtis funqciis gamoyofis da misi axleburad


gamoyenebis unari.
3. xatovani moqniloba - stimulis formis Secvlis, masSi axali SesaZleblobebis
danaxvis unari.

4. semantikuri spontanuri moqniloba - sxvadasxva ideebis producirebis unari


ganusazRvrel situaciaSi.

kreatulobis gazomvis am mimarTulebis meore warmomadgenelia toransi, romlis


testebic farTod gamoiyeneba kreatulobis gasazomad.

sternbergis da lubartis kreatulobis mravalkomponentiani Teoria


sternbergi ajamebs ra kreatulobis Sesaxeb sxvadasxva Tvalsazrisebs, midis
daskvnamde, rom kreatuloba bevri pirovnuli da garemos faqtorebis moqmedebis
Sedegia. maRali kreatulobis mqone pirovnebas saSualo kreatuli adamianisgan
ganasxvavebs maTSi mraval faqtorTa erTdrouli arseboba da ara erTi, Tundac
umaRlesi donis gansakuTrebuli faqtoris moqmedeba. am Teorias “kreatulobis
investiciis Teorias” uwodeben.
sternbergma da misma kolegebma es azri miuyenes kreatulobas: kreatuli
adamianebi, romlebsac saqme aqvT ideebTan, aseve, yiduloben iafad da yidian
Zvirad.

sternbergis da lubartis investiciis Teoriis mixedviT kreatulobis aucilebeli


komponentebia:

inteleqtualuri procesebi,
codna, motivacia,
xelSemwyobi garemo,
Sesabamisi azrovnebis stili
Sesabamisi pirovnuli Tvisebebi.

SemoqmedebiTi azrovnebisTvis yvela es aspeqti aucilebelia. SeiZleba adamians


axasiaTebdes 4 niSani zemoTCamoTvlil niSanTagan da akldes erTi romelime, mag.
inteleqtualuri SesaZleblobebi, maSin is verafers kreatiuls ver Seqmnis.
MmiaqcieT yuradReba garemos faqtorebis mniSvnelobasac. Aam SemTxvevaSic,
pirovnebas SeiZleba 4 zemoTCamoTvlili niSani hqondes, magram akldes
xelSemwyobi garemo pirobebi, ris gamoc misi Sedegi kreatuli ver iqneba.

motivacia da SemoqmedebiTi azrovneba


artur Sevlovs hkiTxes, ra ganasaxvavebs ukiduresad kreatiul adamians naklebad
kreatulisgan, man upasuxa, rom ZiriTadi ganmasxvavebeli niSani aris is
gansakuTrebuli cnobismoyvareoba, romelic aiZulebs da mudam Tan sdevs mas
eZebos mecnieruli amocanis gadawyvetis gza. fsiqologiaSi amas intrinsiuli
motivacia ewodeba. es aris motivacia, romelic pirovnebidan modis,
pirovnebiseulia, amocana misTvis sainteresoa, gansxvavebiT eqstrinsiuli
motivaciisgan, romelic garegania, ufro amocanazea damokidebuli, amocaniTaa
gansazRvruli da ara imiT, rom Sengan modis daintereseba, Seni me gibiZgebs Seqmna
raRac.

შინაგანი მოტივაცია გულისხმობს პიროვნების სურვილს გადაჭრას პრობლემა, ხოლო


გარეგანი მოტივაცია მიმართულია იღბლისა და გამართლების მოლოდინისკენ (Amabile,
1996; Prabhu et al.,2008).

rogorc mravalricxovani gamokvlevebis Sedegad aRmoCnda, intrinsiuli


motivaciis safuZvelze SemoqmedebiTi azrovneba ufro produqtiulia, vidre
mxolod eqtrinsiuli motivaciis safuZvelze.
fsiqologiis istoriaSi iyo periodi, rodesac mkvlevarebma daaskvnes, rom
intrinsiuli motivacia kargia, xolo eqstrinsiuli - cudi.

realurad ეს radikaluri damokidebulebaა და arasworia.


ინტელექტი I
შემეცნება და ინტელექტი
ინტელექტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც გამაერთიანებელი ფსიქოლოგიური
კონსტრუქტი, ერთგვარი ,,ქოლგა“, რომელიც აერთიანებს კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
არსებულ თეორიებსა და კვლევებს.

ინტელექტი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლის, დასწავლის


გასაუმჯობესებლად მეტაკოგნიტური პროცესების გამოყენებისა და გარემოსთან
ადაპტაციის უნარია.

მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, როგორც წესი,


უკეთესი მაჩვენებლები აქვთ ყურადღების განაწილებასა და სელექციურ ყურადღებაში,
მუშა მეხსიერებაში, აზროვნებაში, ცნებების შემუშავებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და
ამოცანის გადაწყვეტაში.

რა არის ინტელექტი?

ინტელექტი ისეთი ცნებაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კოგნიტური


ფსიქოლოგიის ყველა ასპექტს.

„რა არის ინტელექტი?“ შეკითხვას მრავალფეროვანი პასუხი მოჰყვა, მაგრამ ყველა


თანხმდებოდა ორი ძირითადი უნარის თაობაზე.

ინტელექტი მოიცავს:

1. გამოცდილებით დასწავლის უნარს და

2. გარემოსთან ადაპტაციის უნარს

მეცნიერებმა განავრცეს განსაზღვრება და ხაზი გაუსვეს მეტაკოგნიციის მნიშვნელობას.


მეტაკოგნიცია ადამიანის უნარია, გაიგოს და გააკონტროლოს თავისი ფსიქიკური
პროცესები.

ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კულტურულ ფაქტორს.

ზოგიერთი ფსიქოლოგი კმაყოფილდებოდა განსაზღვრებით, რომ ინტელექტი არის ის,


რაც იზომება ტესტებით (Boring, 1923). მაგრამ, ამ აზრს ბევრი არ ეთანხმება.

აზროვნება (პროცესი) - ინტელექტი (უნარი)

ინტელექტის სამი კოგნიტური მოდელი


ინტელექტის მრავალი მოდელი არსებობს. კოგნიტურ სფეროსთან ადამიანის
ინტელექტის დაკავშირების საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამ მოდელს:

1. ინტელექტის სამშრიანი/სამდონიანი მოდელი,


2. მრავლობითი ინტელექტის თეორია და

3. ინტელექტის სამკომპონენტიანი თეორია.

ქეროლი: ინტელექტის სამდონიანი მოდელი

ინტელექტის სამშრიანი მოდელის თანახმად, ინტელექტის სტრუქტურა წარმოდგენილია


კოგნიტური უნარების სამდონიანი იერარქიით. (Carroll, 1993):

• პირველი დონე მოიცავს ვიწრო, სპეციფიკურ უნარებს (აზროვნების სისწრაფე,


ფონოლოგიური ანალიზის უნარი)

• მეორე დონე მოიცავს სხვადასხვა, ზოგად უნარებს (ფლუიდური ინტელექტი,


კრისტალიზებული ინტელექტი, ხანმოკლე მეხსიერება, გადავადებული მეხსიერება,
ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე).

• მესამე დონე კი ზოგადი ინტელექტია (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც G (G-eneral)


ფაქტორს).

შუა დონეზე გაერთიანებულია „ფლუიდური“ და „კრისტალიზებული უნარები“.


ფლუიდური უნარია აბსტაქტული აზროვნების სისწრაფე და სიზუსტე, განსაკუთრებით,
ახალ პრობლემებთან მიმართებაში. კრისტალიზებული უნარი გულისხმობს დაგროვილ
ცოდნასა და ლექსიკონს (Cattell, 1971). გარდა ფლუიდური და კრისტალიზებული
ინტელექტისა, ქეროლი ამავე დონეში მოიაზრებს რამდენიმე სხვა უნარს. ესენია
დასწავლა და დახსომების პროცესი, ვიზუალური აღქმა, სმენითი აღქმა, იდეების
თავისუფალი პროდუცირება (ვერბალური მოქნილობის მსგავსი) და სისწრაფე (რაც
მოიცავს ორივეს - ნებისმიერი ტიპის პასუხის სისწრაფეს და სწორი პასუხის სისწრაფეს).

ქეროლის მოდელი, გაზომვაზე დაფუძნებული ინტელექტის მოდელთა შორის, შესაძლოა,


ყველაზე ფართოდაა აღიარებული.

გარდნერი: მრავლობითი ინტელექტის თეორია

ჰოვარდ გარდნერმა (1983, 1993b, 1999, 2006) წარმოადგინა მრავლობითი ინტელექტის


თეორია, რომლის თანახმად, ინტელექტი მრავალი დამოუკიდებელი კონსტრუქტისგან
შედგება.

გარდნერის შეხედულებით, გონება მოდულარულია. გონების მოდულარული


სტრუქტურის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია ცალკეული უნარების
ურთიერთგამიჯვნა იმაზე დაყრდნობით, რომ ისინი თავის ტვინის განსხვავებულ უბანთა
ანუ მოდულთა ფუნქციებს წარმოადგენენ. ამრიგად, ინტელექტის ამჟამინდელი და
მომავლის კვლევის მთავარი ამოცანაა თავის ტვინის იმ უბნების გამოყოფა, რომლებიც
ცალკეული ტიპის ინტელექტის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
Savants ფენომენი - ამგვარი ინდივიდები მძიმე სოციალური და კოგნიტური დეფიციტის
მქონე ადამიანები არიან, რომლებიც რომელიმე ვიწრო სფეროში კარგად განვითარებულ
უნარებს ავლენენ.

სტერნბერგი: სამკომპონენტიანი ინტელექტის თეორია

„ინტელექტუალური ქცევა გულისხმობს გარემოსთან ადაპტაციას, საკუთარი გარემოს


შეცვლას ან უკეთესი გარემოს არჩევას.“

ინტელექტს ქმნის სამი ასპექტი: თეორიული (ანალიტიკური), პრაქტიკული (...) და


პროდუქტული (კრეატიული) ინტელექტი.

მაშინ, როდესაც გარდნერი ხაზს უსვამს ინტელექტის სხვადასხვა ასპექტის


დამოუკიდებლობას, რობერტ სტერნბერგის სამკომპონენტიანი ინტელექტის თეორიაში
ყურადღება სწორედ ამ ასპექტების ურთიერთქმედების ხასიათზეა გამახვილებული
(Sternberg, 1985a, 1988, 1996b, 1999). სამკომპონენტიანი თეორიის თანახმად, ადამიანის
ინტელექტი მოიცავს სამ ასპექტს: კრეატულს, ანალიტიკურსა და პრაქტიკულს.
• კრეატიული უნარები (ემპირიული ინტელექტი) გამოიყენება ახალი იდეების
გენერირებისთვის;

• ანალიტიკური უნარები (კომპონენტური ინტელექტი) გამოიყენება თქვენი და სხვა


ადამიანების ახალი იდეების შესაფასებლად;

• პრაქტიკული უნარების (კონტექსტუალური ინტელექტი) გამოყენებით ხდება იდეათა


რეალიზება და ამ იდეების ღირებულებაში სხვა ადამიანთა დარწმუნება.

სტენბერგი ამტკიცებს, რომ განსხვავებები იმის განსაზღვაში ჭკვიანია თუ არა ადამიანი,


გამოწვეულია ადამიანების მიერ თავიანთი მენტალურ
მიდრეკილებების/შესაძლებლობების გამოყენებისა და გაწონასწორების გზების
მრავალფეროვნებით.
რობერტ სტერნბერგის მიხედვით, ინტელექტი შედგება ანალიტიკური, კრეატიული და
პრაქტიკული უნარებისგან. ანალიტიკური აზროვნების მეშვეობით ჩვენ ვწყვეტთ ჩვეულ
პრობლემებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხდება პრობლემის ელემენტებით
მანიპულირება (მაგ. შედარება, ანალიზი). კრეატიული აზროვნების შემთხვევაში ხდება
ახალი ტიპის პრობლემების გადაწყვეტა. ამ დროს საჭიროა პრობლემისა და პრობლემის
ელემენტების განხილვა სხვა კუთხით (სხვა ხერხის პოვნა, გამოგონება). პრაქტიკული
აზროვნების შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტა ხდება გამოცდილების საფუძველზე,
იმ ხერხებსა და ცოდნაზე დაყრდნობით, რომლებიც ვისწავლეთ ყოველდღიურ
ცხოვრებაში (მოხმარება, გამოყენება).

ამ თეორიის თანახმად, კოგნიცია ინტელექტის ცენტრია. შემეცნების პროცესში


ინფორმაცის გადამუშავებაში მონაწილეობს სამი ტიპის კომპონენტი:

1. მეტაკომპონენტები - უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციები (მაგ. მეტაკოგნიცია),


რომლებიც ერთვება ამოცანის გადაწყვეტის დაგეგმვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში;

2. განმახორციელებელი კომპონენტები - შედარებით დაბალი რანგის ფუნქციები,


რომლებიც მონაწილეობს მეტაკომპონენტების ბრძანებების შესრულებაში;

3. ცოდნის შეძენასთან დაკავშირებული კომპონენტები, ანუ ამოცანის გადაწყვეტის


ხერხების დასასწავლი ფუნქციები. ეს კომპონენტები ურთიერთდამოკიდებულია.

წარმოიდგინეთ, რომ დასაწერი გაქვთ რეფერატი (სემესტრული ნაშრომი). ამ შემთხვევაში


მეტაკომპონენტებს გამოიყენებდით უმაღლესი დონის გადაწყვეტილებებისთვის - თემის
შესარჩევად, რეფერატის დასაგეგმად, წერის პროცესის მონიტორინგისა და იმის
შესაფასებლად, რამდენად კარგადაა შესრულებული ნაშრომი. შერჩეულ თემაზე
ინფორმაციის ძიების პროცესში თქვენ გამოიყენებდით ცოდნის შეძენასთან
დაკავშირებულ კომპონენტებს, ხოლო უშუალოდ წერის პროცესში - განმახორციელებელ
კომპონენტებს.

შეფასდა ყველა ჯგუფის მოსწავლის მიღწევა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ჯგუფის


მოსწავლეებს, სადაც სწავლების მეთოდი მათ ძლიერ უნარებს შეესაბამებოდა (კრეატულს,
ანალიტიკურსა და პრაქტიკულს), უკეთესი მიღწევა ჰქონდათ, ვიდრე იმ ჯგუფში, სადაც
სწავლების მეთოდი მოსწავლეთა ძლიერ უნარებთან შეუსაბამო იყო.

ტრიარქალური გონების საკვანძო კომპონენტები

თავდაპირველად მენტალური თვით-მართვა მოიცავდა 5 დაყოფილ, მაგრამ


ურთიერთმოქმედ კატეგორიას - ფუნქცია, მოცულობა, ფორმა, დონეები და
მიმართულებები (გადახრა, მიდრეკილება).

იელის უნივერსიტეტში ყოფნისას სტერნბერგმა ჩამოაყალიბა ინტელექტის კონცეფცია,


რომელიც უკავშირდება შინაგანი თვით-მენეჯმეტის სამი საფეხურისთვის
ინდივიდუალური უპირატესობის მინიჭების კომბინაციებს. ეს სამი სფერო შეესაბამება:

1. გონების მართვის ფუნქციებს

2. სტილისტურ უპირატესობებს

3. შინაგანი თვითმმართველობის ფორმებს.

1. გონების მართვის ფუნქციები:

საკანონმდებლო - შექმნა, დაგეგმვა, წარმოდგენა და ფორმულირება

აღმასრულებელი - განხორციელება და კეთება

სასამართლო - განსჯა, შეფასება და შედარება

2. მოცულობა - სტილისტური ცვლადები:

შინაგანი (ინტერნალური) - დამოუკიდებლობა

გარეგანი (ექსტერნალური) - თანამშრომლობა

3. მენტალური თვითმმართველობის ფორმები:

მონარქიული ტიპის ადამიანები გამოირჩევიან უკეთესი შესრულებით, როდესაც მიზნები


მხოლობით რიცხვშია. ისინი ყველაზე უკეთ უმკლავდებიან ერთ მიზანს ან
მოთხოვნილებას (ერთ ჯერზე).
იერარქიული ტიპის ადამიანებს ერთდროულად რამდენიმე მიზანზე შეუძლიათ
ფოკუსირება და იაზრებენ, რომ ყველა ამოცანა თანაბრად სრულყოფილად ვერ
შესრულდება. ასეთ ადამიანებს მარტივად შეუძლიათ მიზნების დალაგება მათი
პრიორიტეტულობის მიხედვით.

ოლიგარქული ტიპის ადამიანები წარმატებით უმკლავდებიან თანაბარი მნიშვნელობის


მიზნებს, მაგრამ უჭირთ განსხვავებული მნიშვნელობის მქონე ამოცანების
პრიორიტეტულობის მიხედვით დალაგება.

ანარქიული ტიპის ადამიანები ფორმისა და პრეცენდენტისგან შორს დგანან. ხშირად მათ


არ მოსწონთ, ან არ ესმით წესებისა და რეგულაციების საჭიროება. ისინი მოქმედებენ
წესების ან სტრუქტურის გარეშე, ქმნიან რა პრობლემის გადაჭრის საკუთარ ტექნიკებს
ინსაიტის გამოყენებით, რაც ხშირად ამსხვრევს გონების დადგენილ წყობას.

თავდაპირველად ამ მსჯელობის ნაწილი ასევე იყო დონეები და ტენდენციები:

დონეები

გლობალური - დიდი, აბსტრაქტული საკითხები

ლოკალური - კონკრეტული პრობლემები, პრაქტიკული საკითხები

ტენდენციები

კონსერვატორული - არსებულ წესებზე მიჯაჭვულობა

პროგრესული - არსებული წესების მიღმა შესაძლებელისთვის უპირატესობის მინიჭება

სტერნბერგის მსჯელობა ინტელექტის შესახებ განსხვავდება სხვათაგან, რადგან მას


მიაჩნია, რომ ინტელექტი არ არის მხოლოდ სტატისტიკური ქულა.

გარკვეულწილად მოქნილია და მასთან მიმართებაში მხედველობაში უნდა ვიქონიოთ


ისეთი გარემოებები, როგორიცაა კულტურა, გენდერი, ასაკი, აღზრდის სტილი,
პიროვნება და სასკოლო გამოცდილება. ამ გაგებით, ინტელექტი შეიძლება
განსაზღვრული იყოს ინდივიდის კონტექსტითა და გამოცდილებით, უფრო მეტიც -
გამოცდილებით/ვარჯიშით ის შეიძლება გაუმჯობესდეს კიდეც.

სტენბერგი განმარტავს ინტელექტს, როგორც სიახლესთან გამკლავების უნარს,


მიზანმიმართულ ადაპტაციას, გარემოს არჩევასა და ფორმირებას ინდივიდის
სიცოცხლისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

რატომ არ არიან წარმატებულები ინტელექტუალური ადამიანები?


1. მოტივაციის ნაკლებობა.
2. იმპულსურობის კონტროლის ნაკლებობა.
3. დაჟინებულობის ნაკლებობა ან ზედმეტი დაჟინებულობა.
4. არასწორი, (არაშესაბამისი) შესაძლებლობების გამოყენება.
5. აზრის მოქმედებაში გადატანის უუნარობა.
6. შედეგზე ორიენტირებულობის ნაკლებობა.
7. დავალებების დასრულების უნარის არ ქონა.
8. მარცხი ინიცირებისას.
9. მარცხის შიში.
10. დანაშაულის არასწორი ატრიბუცია.
11. ზედმეტი სიბრალული საკუთარი თავისადმი.
12. ზედმეტი დამოკიდებულება.
13. პირად სირთულეებში ჩაფლულობა.
14. გაფანტულობა და კონცენტრაციის ნაკლებობა.
15. საკუთარი თავის ძალიან ვიწროდ ან ძალიან ფართოდ დაკავება.
16. დაკმაყოფილების გადადების უუნარობა.
17. „ხეებს იქით ტყის დანახვის“ (- დეტალებით) უუნარობა.
18. კრიტიკული/ანალიტიკური აზროვნებისა და კრეატული აზროვნების
წონასწორობის ნაკლებობა.
19. ზედმეტად დაბალი ან ზედმეტად მაღალი თავდაჯერებულობა.

შემოგთავაზებთ 12 მახასიათებელს, რომელიც კარგად აქვს განვითარებული წარმატების


ინტელექტის მქონე პიროვნებას.

სტერნბერგი ამტკიცებს, რომ წარმატებული ადამიანები სწავლობენ ინტელექტის ზემოთ


ნახსენები კომპონენტების კომბინირებასა და გამოყენებას.

წარმატების ინტელექტი არის ინტელექტის ის ტიპი, რომელიც მნიშვნელოვანი მიზნების


მიღწევას უზრუნველყოფს.

1. წარმატების ინტელექტის მქონე პიროვნებები აქტიურად ეძებენ მიბაძვის


მაგალითებს და შემდგომ თავადაც ხდებიან როლურ მოდელებად.

2. წარმატებისინტელექტის მქონე ინდივიდები ეჭვის ქვეშ აყენებენ


საზოგადოებაში არსებულ პრინციპებს და იმავეს უბიძგებენ სხვებსაც.

3. წარმატების ინტელექტის მქონე ინდივიდები აღიარებენ, რომ უშვებენ


შეცდომებს, მოთმინებით უყურებენ მათ და იმავეს უბიძგებენ სხვებსაც.

4. წარმატების ინტელექტის მქონე ინდივიდები მიდიან რისკზე და


წაახალისებენ იმავეს სხვებსაც.
5. წარმატების ინტელექტის მქონე ინდივიდები ეძებენ ამოცანებს, რომლებიც
გამოავლენენ მათ შემოქმედებით უნარებს და ამავეს უბიძგებენ
დანარჩენებსაც.

6. წარმატების ინტელექტის მქონე ინდივიდები აქტიურად განსაზღვრავენ


პრობლემებს და ეხმარებიან ამაში სხვებსაც.

7. წარმატებული ინტელექტის მქონე ინდივიდები მიისწრაფვიან


შემოქმედებითი პროდუქტის დაჯილდოებისაკენ და თავადაც პატივს
აგებენ დანარჩენ შემოქმედებით პიროვნებებს.

8. წარმატების ინტელექტის მქონე ინდივიდები უთმობენ დროს


შემოქმედებითი აზროვნებისათვის და იმავეს უბიძგებენ დანარჩენებსაც.

9. წარმატების ინტელექტის მფლობელები გამოირჩევიან მოთმინებით და


სხვებსაც უბიძგებენ ამისკენ.

10. წარმატების ინტელექტის მფლობელებმა კარგად იციან მომავალი


დაბრკოლებების შესახებ, თუმცა უკან არასდროს იხევენ და ამავეს
უბიძგებენ დანარჩენებსაც.

11. წარმატების ინტელექტის მფლობელები მიისწრაფებენ სლურყოფისაკენ და


ამავეს უბიძგებენ დანარჩენებსაც.

12. წარმატების ინტელექტის მფლობელებმა კარგად იციან გარემოსთან


შეგუების აუცილებლობის მნიშვნელობა.
ენა და მეტყველება

მეტყველება ადამიანის სპეციფიკური უნარია, რომელიც გულისხმობს მოქმედებას ენის


გამოყენებით. ადამიანის მეტყველებას სიმბოლური ხასიათი აქვს, რადგან ეს არის
კომუნიკაცია სიმბოლოების საშულებით.

აუცილებელია ენისა და მეტყველების განსხვავება. პირველად ფრანგმა ლინგვისტმა ფ. დე


სოსიურმა გამიჯნა ერთმანეთისგან მეტყველება და ენა. მისი განმარტებით ენა
კოლექტიური სისტემაა, ხოლო მეტყველება კი ამ სისტემის ინდივიდუალური
გამოყენება. ფ. დე სოსიური თვლიდა, რომ ლინგვისტიკის ობიექტია ენა.

მეტყველება კონკრეტულია, განუმეორებელია და აქტუალურია.

მეტყველების მახასიათებელია არტიკულაცია, ხმა, მოქნილობა.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ენა განიმარტება, როგორც კომუნიკაციის სტრუქტურული


სისტემა, რომელსაც ადამიანი იყენებს ურთიერთობის პროცესში.

ენის ფუნქციებში გამოყოფენ:

1. კომუნიკაციურს - კომუნიკაციური ფუნქცია კონტაქტის დამყარებასა და ინფორმაციის


რეციპროკულ გაცვლაში ვლინდება.

2. აღმნიშვნელობითს - სიგნიფიკაციურს - აღმნიშვნელობითი ფუნქცია ვლინდება


ბგერათა კომპლექსის საშულებით სახელდებაში - ბგერათა კომპლექსით აღინიშნება
ადამიანის გარშემო არსებული ობიექტური თუ სუბიექტური რეალობა.

3. შემეცნებითს - კოგნიტური ფუნქცია ვლინდება შემეცნებაში, ცოდნისა და


გამოცდილების დაგროვებაში.

4. ემოციურს - ექსპრესიული - გამომხატველობითი, გამოხატავს სუბიექტის შინაგან


მდგომარეობას, განცდებს, ემოციებს, დამოკიდებულებას.

5. მეტალინგვისტურს - მეტალინგვისტური ფუნქცია ვლინდება ენის რეფლექსიაში,


კერძოდ როდესაც ენა გამოიყენება თვით ენის სხვადასხვა ასპექტზე ყურადღების
გამახვილების მიზნით, როდესაც მოსაუბრეს აინტერესებს საკუთრივ ენის კოდი.

ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლინგვისტმა რომან იაკობსონმა გამოყო ენის 6 ფუნქცია (R.


Jakobson, 1956):

• რეფერენციული (მითითებითი/აღმწერილობითი) - აღწერს სიტუაციას, საგანს და


ფსიქიკურ მდგომარეობას და განპირობებულია კონტექსტით; მაგ., „ფოთოლი მწვანეა.“

• ექსპრესული/ემოციური - გამოხატავს მოსაუბრის ემოციას, განცდებს; მაგ., „რა


საინტრესოა! როგორ გამიხარდა!“

• კონატიური/დირექტიული - დაკავშირებულია მოქმედების სურვილთან, ინტენციასთან


და ძალისხმევასთან და ვლინდება მოთხოვნას, მოწოდებასა და ბრძანებაში. მაგ., „დახურე
ფანჯარა“.
• ფატიური - დაკავშირებულია კონტაქტის დამყარების სურვილთან, გამოხატავს
ემპათიას, სიმპათიას და სოლიდარობას. მაგ., „გამარჯობა, მიხარია შენი ნახვა“.

• პოეტური - ყურადღებას ამახვილებს ენის ესთეტიკურ თვისებებზე, მეტაფორის,


გადატანითი მნიშვნელობის გაგებაზე.

• მეტალინგვისტური - აღწერს და ყურადღებას ამახვილებს საკუთრივ ენაზე, აფასებს ენას


და ენის გამოყენებას. მაგ., „რა არის ამ წინადადების ქვემდებარე?“

განსახვავებენ ექსპრესიულ და რეცეპტულ ენას.


ექსპრესიული ენა - მეტყველების ფუნქციაა ჩანაფიქრის და აზრის სიტყვებში და
ფრაზებში გადმოცემა, პროდუცირება.

რეცეპტული ენა - ფუნქციაა ლაპარაკის და სხვისი გამონათქვამის აზრის გაგებისა.

რა არის კომუნიკაცია?
კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლაა ორ ან რამდენიმე მხარეს შორის. კომუნიკაციის ერთ-
ერთი ფორმაა სამეტყველო ენა, რადგან კომუნიკაცია სხვა ფორმითაც შეიძლება იყოს
განხორციელებული მაგ., ჟესტით, სხეულის მოძრაობით, სახის გამომეტყველებით და
თვალის კონტაქტით, ფორმალური ნიშნებით, მოქმედებით და ა.შ. კომუნიკაცია
ცხოველებსაც აქვთ და ამით ისინი ატყობინებენ ერთმანეთს საფრთხეს, თავის რეაქციებს
და ა.შ.

კომუნიკაციის ფუნქციები:

• რეგულაცია: გამოიყენება ადამიანის ქცევის კონტროლისთვის. მოთხოვნა, თხოვნა,


უარყოფა, ბრძანება,

• სოციალური ინტერაქცია: გამოიყენება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის


დასამყარებლად, დასაკავშირებლად, შესანარჩუნებლად, დასაახლოებლად.

• მოტივაცია: გამოიყენება საკუთარი მოთხოვნილებების, მისწრაფებების, საჭროებების,


დამოკიდებულებების გამოხატვისთვის.

• ინფორმაცია: გამოიყენება შეტყობინების მიღებისა და გადაცემისთვის.

• ემოციური ექსპრესია: გამოიყენება ემოციის გამოსახატავად ვერბალურად ან


არავერბალურა.
ინფორმაციის თეორიის მიხედვით კომუნიკაციის პროცესი შეიძლება შემდეგნაირად
წარმოვიდგინოთ: გადამცემი-კოდირება- შეტყობინება- არხი-დეკოდირება- მიმღები-
ხმაური-უკუკავშირი.

კომუნიკაციის 7C - კარგი და ეფექტური კომუნიკაციისთვის შეტყობინება უნდა იყოს:

• მკაფიო/ზუსტი

• მოკლე

• კონკრეტული

• სწორი

• თანმიმდევრული

• სრული

• ზრდილობიანი

სიტყვა და მნიშვნელობა.
ლინგვისტიკაში სიტყვა ენის ძირითად ერთეულად ითვლება. სიტყვის საშუალებით ჩვენ
ავღნიშნავთ საგნებს, თვისებებს, მოქმედებებს, მიმართებებს.

ფსიქოლოგიურად სიტყვა განიცდება არა როგორც ნიშანი, არამედ როგორც შინაარსი -


მნიშვნელობა.

სიტყვის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია აღმნიშვნელობითია, მას სიტყვის


„რეფერენტულ“ ფუნქციასაც უწოდებენ.

რიჩარდსის და ოგდენის (1923) „მნიშვნელობის სამკუთხედი“ გვიჩვენებს რომ


რეფერენციის პროცესში სამი კომპონენტი გამოიყოფა: ნიშანი, აზრი და რეფერენტი.
პირდაპირი კავშირებია აზრსა და რეფერენტს, ნიშანსა და აზრს შორის, მაგრამ უშუალო
პირდაპირი კავშირი რეფერენტსა და ნიშანს შორის არ არსებობს, ის მხოლოდ ადამიანის
ცნობიერებაშია.

„სემანტიკური მარკერები” - ეს არის ის სიტუაცია და კონტექსტი, რომელშიც სიტყვა


გამოიყენება.

ომონიმები - სიტყვას რთული სემანტიკური სტრუქტურა აქვს. გავიხსენოთ, რომ ერთ


სიტყვას, ხშირად, მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგ., ქართულ ენაში ბარი, კოჭი.

ჯ. ფოდორის მიხედვით სიტყვის კონკრეტული საგნობრივი მიკუთვნებულობის


დაზუსტებისას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ლინგვისტურ, ასევე ფსიქოლოგიურ
ფაქტორებს. სიტყვას თავის „რეფერენტულ“, ანუ „დენოტატურ“ მნიშვნელობასთან
ერთად გააჩნია „ასოციაციური“ მნიშვნელობაც.

სიტყვის „კონოტატური“ მნიშვნელობა - დიზეს მიხედვით სიტყვა არა მხოლოდ


აღნიშნავს რაიმე საგანს, არამედ იწვევს სხვა კავშირების ამოტივტივებასაც,
რომლებიცასოციაციურად არიან დაკავშირებული ამ სიტყვასთან მნიშვნელობით,
სიტუაციით თუ წარსული გამოცდილებით.

იმ მნიშვნელობათა მთელ ბადეს, რომელიც ასოციაციურად არის მოცემულ სიტყვასთან


დაკავშირებული სიტყვის „სემანტიკური ველი“ ეწოდება.

მნიშვნელობა და საზრისი
კლასიკური ლინგვისტიკისათვის ეს ორი ცნება სინონიმურია. ფსიქოლოგიაში და
ფსიქოლინგვისტიკაში განასხვავებენ სიტყვის მნიშვნელობის ორ ასპექტს:
„რეფერენტული“ მნიშვნელობა, ანუ ის, რაც შედის ლოგიკურ კატეგორიაში და
„სოციალურ-კომუნიკაციური“ მნიშვნელობა.

საზრისის ქვეშ იგულისხმება სიტყვის ინდივიდუალური მნიშვნელობა.

ამიტომ თანამედროვე ფსიქოლინგვისტიკაში ითვლება, რომ „რეფერენტული


მნიშვნელობა“ ენის ძირითადი ელემენტია, ხოლო „სოციალურ-კომუნიკაციური“
მნიშვნელობა, ანუ საზრისი - კომუნიკაციის ძირითადი ერთეულია.

ფრაზის სინტაქსური და სემნატიკური სტრუქტურა.


სიტყვა ენის ერთეულად ითვლება. ლინგვისტებისა და ფსიქოლოგების აზრით,
მეტყველების ერთეულია არა ცალკე სიტყვა, არამედ გამონათქვამი - წინადადებაა.

ამრიგად, სიტყვა - ენის ერთეულია, წინადადება კი - ცოცხალი მეტყველების ერთეული.

ფრაზა, რომელიც წინადადებაში ფორმდება აუცილებლად გულისხმობს სუბიექტს -


მოქმედს და პრედიკატს - მოქმედებას.

განასხვავებენ მეტყველების ფორმებს:

• ზეპირი დიალოგური მეტყველება

• ზეპირი მონოლოგური მეტყველება

• წერითი მეტყველება

• შინაგანი მეტყველება

სტენბერგი -
ენა არის გარშემომყოფებთან კომუნიკაციის მიზნით სიტყვების შეთანხმების
ორგანიზებული საშუალება. ის ასევე გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ საგნებსა და
პროცესებზე, რომელსაც ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით და ვერ ვყნოსავთ, რომელიც არ
გვესმის.

კომუნიკაცია სხვა ასპექტებსაც მოიცავს - არავერბალურ კომუნიკაციას, როგორიცაა


ჟესტები ან სახის გამომეტყველება, რომლებიც შეიძლება კომუნიკაციის დამხმარე ან
ძირითად საშუალებებად გამოვიყენოთ.

ასევე კომუნიკაციის საშუალებაა ტაქტილური შეგრძნებები (შეხება), როგორებიცაა ხელის


ჩამორთმევა, ხელის წამორტყმა ან ჩახუტება. ეს მხოლოდ რამდენიმეა ჩვენი
კომუნიკაციის საშუალებებიდან.

ფსიქოლინგვისტიკა ფსიქოლოგიის ის დარგია, რომელიც შეისწავლის ჩვენი ენისა და


გონების ურთიერთქმედებას. ის განიხილავს როგორც ენის პროდუქციას, ასევე მის
გაგებას.

ფსიქოლინგვისტიკის გაგებას კვლევის ოთხი ძირითადი სფერო უზრუნველყოს, ესენია:

• ლინგვისტიკა, ენის სტრუქტურისა და ცვლილების შემსწავლელი სფერო;

• ნეიროლინგვსტიკა, თავის ტვინს, კოგნიციასა და ენას შორის კავშირის კვლევა;

• სოციოლინგვისტიკა, სოციaლურ ქცევასა და ენას შორის კავშირის შემსწავლელი


მეცნიერება(Carroll, 1986);

• გამოთვლითი (კომპიუტერული) ლინგვისტიკა და ფსიქოლინგვისტიკა, გამოთვლითი


მეთოდებით ენის კვლევა (Coleman, 2003; Gasser, 2003; Lewis, 2003).

ენები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ყველას აქვს საერთო მახასიათებლები


(Brown,1965; Clark & Clark, 1977; Glucksberg & Danks, 1975). სულ ერთია რა ენაზე
მეტყველებთ, ენა:

1. კომუნიკაციურია: ენა ურთიერთბის საშუალებას აძლევს ერთ ენაზე მოსაუბრე


ადამიანებს.

2. პირობითად სიმბოლურია: ენა შემთხვევით კავშირებს აყალიბებს სიმბოლოსა და მის


მიერ წარმოდგენილ იდეას, საგანს, პროცესს, კავშირს ან განსაზღვრებას შორის.

3. რეგულარულად სტრუქტურირებულია: ენას აქვს სტრუქტურა; სიმბოლოების მხოლოდ


განსაზღვრული წყობაა მნიშვნელობის მატარებელი და სხვადასხვა სტრუქტურა
განსხვავებულ მნიშვნელობას გვაწვდის.

4. მრავალ დონეზე სტრუქტურირებულია: ენის სტრუქტურის გაანალიზება რამდენიმე


(მაგ. ბგერების, მნიშვნელობის მატარებელი ერთეულების, სიტყვებისა და ფრაზების)
დონეზეა შესაძლებელი.

5. გენერაციული, პროდუქტულია: ლინგვისტური სტრუქტურის ჩარჩოების ფარგლებში,


ენის მომხმარებლებს შეუძლიათ ახალი გამონათქვამების შექმნა. ახალი გამონათქვამების
შექმნის შესაძლებლობა პრაქტიკულად უსაზღვროა.

6. დინამიკურია: ენა მუდმივად ვითარდება და იცვლება.


სიტყვით აღნიშნულ ცნებასა თუ საგანს რეფერენტს უწოდებენ.

ვნახოთ ენის რა დონეებს შეისწავლიან ფსიქოლინგვისტები. ისინი აანალიზებენ:

• ბგერებს, როგორებიცაა p ან t ;

• სიტყვებს,“pat,” “tap,” “pot,” “top,” “pit,” და “tip”;

• წინადადებებს, როგორიცა არის “Pat said to tap the top of the pot, then tip it into the pit”;

• უფრო დიდ ერთეულებს, როგორიც ეს პარაგრაფი ან მთლიანად ეს წიგნია.

ენის მთავარი მიზანი: სიტუაციის მენტალური რეპრეზენტაციების ჩამოყალიბება


სიტუაციის გასაგებად და კომუნიკაციისთვის გამოსაყენებლად.

სიტყვების ბაზისური კომპონენტები


მეტყველების ბგერის უმცირესი ნაწილაკი ფონია, რომელიც, მარტივად თუ ვიტყვით,
ცალკეული ვოკალური ბგერაა. ფონი შეიძლება იყოს ან არ იყოს კონკრეტული ენის
შემადგენელი ნაწილი (Minagawa-Kawai at al., 2007; Munhall, 2003; Roca, 2003b). ენის
დატკაცუნება ან ბუყბუყის ხმა ფონებია.

ფონემა მეტყველების უმცირესი ნაწილაკია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ერთი


გამონათქვამის მეორესგან განსასხვავებლად. ინგლისურში ფონემები ხმოვანი ან
თანხმოვანი ბგერებისგან შედგება, როგორებიცაა a, i, s და f. მაგალითად, ჩვენ შეიძლება
განვასხვავოთ “sit,” “sat,” “fat,” and “fit” , შესაბამისად, /s/ ბგერა, /f/ ბგერა, /i/ ბგერა და /Æ/
ბგერა ყველა ფონემაა ინგლისურ ენაში (ისევე, როგორც /t/ ბგერა).

ენის ფონემების შემსწავლელ მეცნიერებას ფონემიკას უწოდებენ. ფონეტიკა კი არის


ფონემების პროდუცირების, კომბინირებისა ან დაწერილი სიმბოლოებით გადმოცემის
შემსწავლელი მეცნიერება (Roca, 2003a).

იერარქიის მომდევნო ეტაპზე ფონემის შემდეგ მორფემაა - მნიშვნელობის (შინაარსის


მატარებელი) მქონე უმცირესი ლინგვისტური ერთეული. სიტყვა „recharge“ ორ მორფემას
აერთიანებს “re-” და “charge”, სადაც “re” აქტივობის გამეორებაზე მიუთითებს.

ინგლისური ენის კურსებზე გაეცნობით მორფემების ორ ფორმას - სიტყვის ფუძესა და


აფიქსს. ფუძე სიტყვის ძირითადი მნიშვნელობის მატარებელია. ფუძის დანაწევრება
უფრო მცირე მნიშვნელობის მატარებელ ელემენტებად შეუძლებელია. ეს არის
ერთეულები, რომელთა მოძებნაც ლექსიკონშია შესაძლებელი (Motter et al., 2002). ფუძის
მაგალითებია სიტყვები “fix” და “active.” ჩვენ ამ ფუძეს ვამატებთ მორფემების მეორე
ფორმას, აფიქსებს. აფიქსებია პრეფიქსები, რომლებიც წინ უძღვის ფუძეს, სუფიქსები კი
ფუძის შემდეგ იწერება.
წინადადებების ბაზისური კომპონენტები
საუბრისას ჩვენ მარტივად ვაგებთ წინადადებებს, მაგრამ ეს პროცესი მრავალფეროვან
წესებს ეფუძნება. სინტაქსი ჩვენ მიერ სიტყვების გარკვეული წესის მიხედვით
კომბინირებით წინდადებების სწორად ჩამოყალიბების გზაა.

სიტყვების, წინადადებებისა და უფრო დიდი ტექსტის მნიშვნელობის


გაგება
როცა ვლაპარაკობთ ან ვკითხულობთ, არა მხოლოდ სიტყვებისა და წინდადებების გაგება,
არამედ მთელი საუბრის ან დაწერილი ტექსტის არსის წვდომაა მნიშვნელოვანი.
სემანტიკა ენის შინაარსის შემსწავლელი დარგია. სემანტიკოსი დაინტერესებულია
სიტყვებისა და წინადადებების მნიშვნელობებით.

ენის გაგება
მიმართული (რეცეპტული) მეტყველების გაგებაში მრავალი პროცესია ჩართული.

სიტყვების მნიშვნელობის გაგება


ჩვენ საოცარი სისწრაფით აღვიქვამთ მეტყველებას. თუ ენას სრულფასოვნად ვფლობთ,
მაშინ წამში მოცემული ენის 50 ფონემის აღქმა შეგვიძლია (Foulke & Sticht, 1969).

ამავე დროს, წამში დაახლოებით ერთ ფონს (არამეტყველებითი ბგერას) აღვიქვამთ


(Warren et al., 1969). ეს შეზღუდვა გასაგებს ხდის, რატომ გვიჭირს უცხო ენების გაგება
მოსმენისას და რატომ გვგონია, რომ თითქოს უცხო ენაზე უფრო სწრაფად მეტყველებენ.

სხვების მეტყველების გაგებისას მეორე პრობლემაა ინდივიდუალური განსხვავებები


სიტყვების გამოთქმისას.

ხშირად ჩვენ ერთდროულად ერთზე მეტ ბგერას წარმოვთქვამთ - ამას კოარტიკულაციას


(თანაგამოთქმას) უწოდებენ.

ბგერების უწყვეტი ნაკადის სიტყვებად განცალკევების პროცესს - მეტყველების


სეგმენტაციას (დანაწევრებას) უწოდებენ.

სპექტოგრამა იწერს ფიზიკური ბგერების პატერნებს


კოარტიკულაცია არავერბალურ ენასაც ახასიათებს. რამდენიმე კვლევა ჩატარდა
მეტყველების პროდუქციის შესაფასებლად ჟესტების ენაზე მოლაპარაკეებში. ჟესტების
ენის ოსტატებს შეუძლიათ რამდენიმე აბზაცის გამოთქმა წუთზე ნაკლებ დროში
(Lupton,1998). ამერიკულ ჟესტების ენაზე მოსაუბრეებში კოარტიკულაციის ხშირი
შემთხვევები ფიქსირდება (Grosvald & Corina, 2008; Jerde, Soechting, & Flanders, 2003). ეს
კოარტიკულაცია ჟესტების გარკვეულ ასპექტებზე ახდენს გავლენას. ეს ასპექტებია:
ხელის პოზა/ფორმა, მოძრაობა და პოზიცია(Yang & Sarkar, 2006). კოარტიკულაცია უფრო
ხშირია ჟესტური ენის არაოფიციალურ ვარიანტებში (Emmorey, 1994).

კოარტიკულაცია შემდეგი ჟესტისთვის მზადების შედეგია, მსგავსად ამისა, ვერბალური


კოარტიკულაცია შემდეგი სიტყვის მოლოდინით განისაზღვრება.
კოგნიტური - მეტყველება (Lecture).
1. მეტყველება, როგორც ქმედება, პროცესი, ფუნქცია...?

2. მეტყველების მთავარი ასპექტი კომუნიკაციაა.

3. კოდირება/კომუნიკატორი = დეკოდირება/რეციპიენტი (მიმღები).

4. სიტყვა არის პირობითი აღმნიშვნელი/რეფერანტი, რომელიც შეთანხმების შედეგია.

5. სიტყვებს თან ერთვის წინადადებები.

6. სიტყვას, წინადადებას თან ახლავს სპეეციფიკური კონტექსტი.

7. სიტყვას აქვს ორი ასპექტი: დეტონაცია - ობიექტური; კონოტაცია („მნიშვნელობის


მნიშვნელობა“) - სუბიექტური; (გავს შინაარსისა და საზრისის პრინციპს).

8. სემანტიკა - შინაარსი... - შეისწავლის მიმართებას აღსანიშნსა (ქვა) და აღმნიშვნელს


შორის (ქვა, როგორც სიტყვა). სწავლობს წინადადების შინაარსობრივ მხარეს.
მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება.

9. შეისწავლის სიტყვათა სტრუქტურას, თანმიმდევრობას -

10. „ასოციაციური ბადე“ - სიტყვა, რომელიც გარკვეულ ასოციაციებს იწვევს


(სუბიექტურია).

11. სიტყვა - „მე“-ორიენტირებულობა.

12. სინტაგმატური სტრუქტურა -/= სიტყვათა შეთანხმება; სტრქტურული სისწორის


განცდა.
13. ასოციაცია შეიძლება იყოს - ემოციური, ლოგიკური, სიტუაციური, ...

14. სიტყვები შეიძლება იყოს პოლისემიური - როდესაც ერთ სიტყვას მრავალი


მნიშვნელობა გააჩნია.

15. წინადადებები და ფრაზები - გადაიცემა აზრი, მნიშვნელობა. წინადადება შედგება


სუბიექტისა და პრედიკატისაგან.

16. ჩომსკი - მეტყველების უნარები თანდაყოლილიაო...

17. ალოფონი - ბგერებს შორის ხმოვანი განსხვავება.

18. აფიქსი (პრეფიქსი-სუფიქსი), ფუძე - ფონემები.

ენა და მეტყველება II
მნიშვნელობის წვდომა: სემანტიკა
სემანტიკაში (მნიშვნელობა) დენოტაცია (შინაარსი) სიტყვის ლექსიკური
განმარტებაა. კონოტაცია (საზრისი) სიტყვის ემოციური ქვეტექსტია, წინმსწრები
ვარაუდი, ან არაექსპლიციტური მნიშვნელობა. დეტონაცია და კონოტაცია ერთად
სიტყვის მნიშვნელობას აყალიბებს.

ჩვენ მნიშვნელობის კოდირებას მეხსიერებაში ცნებების მეშვეობით ვახდენთ.


ვაკავშირებთ მათ სხვადასხა იდეებთან, მაგალითად სიტყვა “მერხზე” ფიქრისას
მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ობიექტს წარმოვიდგენთ:

• ნებისმიერ სიტუაციას, სადაც მერხია;


• სიტუაციებს მერხით, რომელთა წარმოდგენაც თქვენ შეგიძლიათ;
• მერხის ყველა მახასიათებელს;
• ყველაფერს, რის გაკეთებაც მერხით შეგიძლიათ;
• ყველა სხვა ცნებას, რომლის დაკავშირებაც მერხთან შეგიძლიათ.

მიზანშეუწონელი სიტყვებისა და წინადადებების გამოყენების აულაგმავ


მოთხოვნილებას კოპროლალიას უწოდებენ. კოპროფენომენების მთელი რიგი
არსებობს, მაგალითად, სოციალურად მიუღებელი ჟესტები (კოპროპრაქსია) და
ნახატები (კოპროგრაფია). ტურეტის სინდრომი - სხვადასხვა სახის ტიკის
გამოვლინებები.
Warrington-მა და მისმა კოლეგებმა (Warrington& McCarthy, 1987; Warrington &
Shallice, 1984) ჩამოაყალიბეს კრიტერიუმები, რომლითაც ადამიანები ცოცხალ და
ხელნაკეთ ობიექტებს ანსხვავებენ. ადამიანის ხელით დამზადებულ ნივთებს
უმეტესწილად ფუნქციის მიხედვით განასხვავებენ. მაგალითად,
გადასაადგილებლად გვჭირდება თუ გასახსნელად? ცოცხალი არსებები კი
მახასიათებლებით (გარეგანი ნიშნებით) განსხვავდებიან.

ადამიანებს, რომლებსაც პერცეპტულ გადამუშავებაზე პასუხისმგებელი არეები


აქვთ დაზიანებული, უჭირთ ცოცხალი ობიექტების ცნობა. ადამიანებს,
რომლებსაც დაზიანებული აქვთ ფუნქციური ინფორმაციის გადამუშავებაზე
პასუხისმგებელი არეები, უფრო უჭირთ ხელნაკეთი ნივთების ცნობა.

ზოგადად, რამდენიმე მნიშვნბელობის მქონე ერთ სიტყვას აქვს უფრო ხშირად


გამოყენებადი/დომინანტური მნიშვნელობა, და ერთი ან მეტი არადომინანტური
მნიშვნელობა.

წინადადებების გაგებისას: სინტაქსი


სინტაქსი არის შინაარსიანი ფრაზებისა და წინადადებების ჩამოსაყალიბებლად
სიტყვების კომბინირების გზებისა და თანმიმდევრობის განმსაზღვრელი სისტემა
(Carroll, 1986).

მეტყველების აღქმის კვლევები ენის ფონეტიკურ სტრუქტურას იკვლევს,


სინტაქსი კი ფრაზებისა და წინადადებების გრამატიკის შესწავლაზე ამახვილებს
ყურადღებას. სხვა სიტყვებით, ის სტრუქტურის კანონზომიერებას შეისწავლის.

სპეციფიკური მნიშვნელობით, გრამატიკა არის ენის საშუალებით აზრის


გამოხატვის კანონზომიერი პატერნების შესწავლა. ეს პატერნები წინადადებაში
სიტყვების ფუნქციებისა და კავშირების ამსახველია. ფართო ჭრილში ეს
დისკურსის დონეს, ხოლო ვიწრო ჭრილში ცალკეული სიტყვის გამოთქმასა და
მნიშვნელობას შეეხება.
დისკურსი - სამეტყველო სისტემის სოციალურად განპირობებული ორგანიზაცია და
განსაზღვრული პრინციპები, რომელთა შესაბამისად კლასიფიცირდება და წარმოდგება
რეალობა დროის ამა თუ იმ პერიოდებში. წინადადებაზე უფრო ფართო ლინგვისტური
ერთეული - საუბარი, ისტორია.

ინგლისური ენის კურსების გავლისას, ალბათ, გაეცანით პრესკრიფციულ


(ზოგადი გრამატიკა) გრამატიკას. ამ ტიპის გრამატიკა აწესებს წერისა და
მეტყველების დროს ენის სტრუქტურირების „სწორ“ გზებს.
ფსიქოლინგვისტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დესკრიფციული
(საკუთარ თავზე მორგებული გრამატიკა. მაგ. კუთხური დიალექტი) გრამატიკაა,
რომელიც ცდილობს ზოგადად ენაში სიტყვების სტრუქტურის, ფუნქციისა და
კავშირების აღწერას.
პრესკრიფციული გრამატიკა - ადამიანების შეხედულება წესების ერთობლიობაზე,
რომელიც ენის სწორად გამოყენებას გულისხმობს. დესკრიპტული გრამატიკისგან
განსხვავებით (რომელიც ზოგადად აღწერს ენის გამოყენების წესებს))პრესკრიფციული
გრამატიკა გამოარჩევს „სწორ“ ენას, „არასწორი“ენისგან, ანუ აწესებს ნორმატიულ,
სალაპარაკო ენას.

სინტაქსური პრაიმინგი
სინტაქსი (ფორმირება/კოორდინაცია) - შინაარსიანი ფრაზებისა და წინადადებების
ჩამოსაყალიბებლად სიტყვების კომბინირების გზებისა და თანმიმდევრობის
განმსაზღვრელი სისტემა. სინტაქსის შესწავლა ენის მოწესრიგებულად გაანალიზების
საშუალებას იძლევა. ენის სრულფასოვნად ცოდნისას სინტაქსური სტრუქტურის ამოცნობა
შესაძლებელია მყისიერად, მიუხედავად იმისა, წინადადება გრამტიკულად გამართულია
თუ არა.

სინტაქსური პრაიმინგი - როდესაც უფრო მეტად ვართ მიდრეკილი იმ სემანტიკური


სტრუქტურის გამოყენებისკენ, ან იმ წინადადების სწრაფად წაკითხვისკენ, რომლებიც
სტრუქტურულად ჰგავს ჩვენს მიერ ახლახან გაგონილ წინადადებას (Bock, 1990; Bock,
Loebell, &Morey, 1992; Sturt et al.,2010).

სინტაქსური პრაიმინგის მეორე მაგალითი წინადადების პრაიმინგია. ამ ტიპის


ექსპერიმენტებში ცდის მონაწილეებს აწვდიან წინადადებებს. შემდეგ ისინი
კითხულობენ ახალ წინადადებებს და აფასებენ მათ გრამატიკულ სისწორეს.
აღმოჩნდა, რომ ცდის მონაწილეები გრამატიკულად უფრო სწორად მიიჩნევდნენ იმ
წინადადებებს, რომლებიც სტრუქტურულად პირველად მიწოდებული 1; 2; 3; 6; 10
35 წინადადებების მსგავსი იყო (Luka & Barsalou, 2005).

სამეტყველო შეცდომები
სინტაქსის წესების დაცვისკენ ჩვენი მიდრეკილება მეტყველებისას დაშვებულ
შეცდომებშიც ვლინდება. მაშინაც კი, როცა სიტყვებს წინადადებაში შემთხვევით
გადავაადგილებთ, თუნდაც უაზრო და მნიშვნელობადაკარგულ, მაგრამ მაინც
გრამატიკულად გამართულ წინადადებებს ვაყალიბებთ. ჩვეულებრივ, არსებით
სახელს ყოველთვის არსებითი სახელით, ზმნებს ზმნებით, წინდებულებს
წინდებულებით ვანაცვლებთ. მაგალითად, ჩვენ შეიძლება შეცდომით ვთქვათ -
„ღუმელი შევდე ტორტში“. მაგრამ არასდროს ვიტყვით „შევდე ტორტი ღუმელი“.
აგრამატული აფაზიის მქონე ადამიანებიც კი, რომლებსაც უჭირთ ენის როგორც გაგება,
ასევე პროდუცირება, მეტყველებისას დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ინარჩუნებენ
სინტაქსურ კატეგორიებს (Butterworth & Howard, 1987; Garrett, 1992).
წინადადებების ანალიზი: ფრაზული სტრუქტურის გრამატიკა
მრავალი მაგალითია იმისა, რომ ადამიანებს აქვთ სინტაქსური კატეგორიების
გათვალისწინებით სიტყვების კლასიფიცირების ფსიქიკური მექანიზმები.
კლასიფიკაციის ეს მექანიზმები განცალკევებულია სიტყვების
მნიშვნელობებისგან (Bock, 1990). წინადადებების შედგენისას ჩვენ ვაანალიზებთ
და ვანაწევრებთ მათ ფუნქციურ კომპონენტებად. ამ პროცესს წინადადების
გარჩევა (სინტაქსური ანალიზი) ეწოდება.
„წინადადების გარჩევა - წინადადებების შედგენისას ჩვენ ვაანალიზებთ და ვანაწევრებთ
მათ სინტაქსურ (ფუნქციურ) კომპონენტებად. თითოეულ კომპონენტს ვუსაბამებთ საჭირო
სინტაქსურ კატეგორიას, შემდეგ სინტაქსურ წესებს ვიყენებთ დანაწევრებული
კომპონენტებისგან გრამატიკული კონსტრუქციების შესაქმნელად. ხშირად წინადადების
ანალიზი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე ამ წინადადებაში“

ფრაზული სტრუქტურის გრამატიკის ანალიზისას მკვლევრები სწავლობდნენ


გამოყენებული ფრაზების სტრუქტურას:

*ფრაზის, PP - წინდებული ფრაზის, N - არსებითი სახელის, V-ზმნის, Det -


განსაზღვრების და P - წინდებულის ნაცვლად.
ასევე, „ხის“ დიაგრამები გვეხმარება წინადადებების ფრაზულ სტრუქტურაში
სინტაქსურ კლასებს შორის კავშირების წარმოჩენაში (Clegg & Shepherd, 2007;
Wasow, 1989). ამ დიაგრამებში ნათლად ჩანს, რომ წინადადებები არ არის
უბრალოდ თანმიმდევრულად გადაბმული სიტყვების მწკრივები. ჩანს, რომ ისინი
იერარქიულად სტრუქტურირებული ურთიერთდაკავშირებული ფრაზებია.

წესებს, რომლებიც სიტყვების თანმიმდევრობას განსაზღვრავენ, ფრაზული


სტრუქტურის წესებს უწოდებენ.

*ენის ფსიქოლოგია
სტივენ პინკერის ლაბორატორიაში

„ირიბ მეტყველებას“ – ნართაულ ნათქვამს (როცა ბოლომდე არ ამბობ სათქმელს),


ევფემიზმს, ორაზროვან მეტყველებას (როცა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია,
როცა ადამიანი ბევრს ლაპარაკობს უმნიშვნელო საკითხებზე) ვიყენებ, როგორც
ფანჯარას სოციალური ურთიერთობებისთვის.

ადამიანები ზოგჯერ პირდაპირ არ ამბობენ სათქმელს, რისი მიზეზებიცაა:


გამონათქვამის ჩამოყალიბება და სოციალური ურთიერთობის შენარჩუნება.

ფისკეს მიხედვით ურთიერთობა რამდენიმე ტიპისაა: კომუნალობა (სითბო და


გაცვლა), დომინანტობა და რეციპროკულობა („კბილი-კბილის წილ“ გაცვლა ან
რესურსების თანაბარი განაწილება).

როცა ადამიანების სურვილი (პოლიციელის მოქრთამვა) ეწინააღმდეგება


ურთიერთობის ტიპს ისინი იყენებენ ირიბ მეტყველებას (ოფიცერო, არის რაიმე
საშუალება, ბილეთების საქმე აქვე მოვაგვაროთ და სასამართლოში არ მომიწიოს
წასვლა?).

სიტყვების კატეგორიზაციისა და გრამატიკულ წინადადებებად ჩამოყალიბების უნარი


უკვე 4 წლის ბავშვების უმრავლესობას გააჩნია.

სინტაქსისადმი ახალი მიდგომა: ტრანსფორმაციული გრამატიკა


1957 წელს ნოემ ჩომსკიმ სინტაქსის შესწავლაში რევოლუცია მოახდინა. მან
სინტაქსის შესასწავლად აუცილებლად მიიჩნია წინადადებაში ფრაზებს შორის
კავშირების კვლევა. დამატებით, ჩვენ უნდა განვიხილოთ წინადადებებს შორის
კავშირები. ჩომსკიმ, ხის დიაგრამებზე დაკვირვებით, ყურადღება გაამახვილა
გარკვეულ წინადადებებს შორის სპეციფიკურ კავშირებზე.

ამ წინადადებებსაც ერთნაირი შინაარსი აქვთ, მაგრამ ფრაზული სტრუქტურის


გრამატიკით მათ შორის არ არის კავშირი.

სტრუქტურულად მსგავს წინადადებებს შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა


ჰქონდეს.

კავშირების კვლევა სინტაქსის უფრო ღრმა შესწავლას უწყობს ხელს (Chomsky,


1957).

ჩომსკიმ მნიშვნელოვნად მიიჩნია ტრანსფორმაციული გრამატიკის შესწავლა,


რომელიც ტრანსფორმაციის წესებს მოიცავს. ეს წესები განსაზღვრავს
წინადადების მეშვეობით შეტყობინების გადმოცემის გზებს. განსხვავებული
სტრუქტურის წინადადებები შეიძლება ერთსა და იმავე აზრს გადმოგვცემდეს.

ჩომსკის ტრანსფორმაციული გრამატიკის წვდომის მარტივი გზა გულისხმობს


შემდეგს: „ტრანსფორმაციები ... წესებია, რომელიც ერთი ხის სტრუქტურებს სხვა
ხის სტრუქტურებით გამოსახავს“

მოქმედებითი-ვნებითი გვარი...

ტრანსფორმაციულ გრამატიკაში, „სიღრმისეული“ (deep) სტრუქტურა


საფუძვლადმდებარე სინტაქსური სტრუქტურაა, რომელიც ტრანსფორმაციული
წესების მეშვეობით სხვადასხვა ფრაზულ სტრუქტურებს აკავშირებს. ამის
საპირისპიროდ, ზედაპირული (surface) სტრუქტურა არის ის, რომელიც
ყალიბდება ასეთი ტრანსფორმაციების შედეგად.
ბევრ მკითხველს უჭირს ჩომსკის ტერმინების გაგება. ისინი მიიჩნევენ, რომ წინადადების
მნიშვნელობა სიღრმისეული სტრუქტურაა, ხოლო ზედაპირული სტრუქტურა - ამ
წინადადების ზედაპირული ინტერპრეტაცია. ეს არ არის სწორი. ჩომსკის საკუთარი
კვლევებით უნდოდა ეჩვენებინა, რომ განსხვავებულ სტრუქტურებს შორის კავშირის
შესასწავლად არ არის საკმარისი მხოლოდ ფრაზული სტრუქტურის გრამატიკა.

კავშირები სინტაქსურ და ლექსიკურ სტრუქტურებს შორის


ჩომსკი მიიჩნევდა, რომ ჩვენი მენტალური ლექსიკონი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე
სიტყვასთან დაკავშირებული სემანტიკური მნიშვნელობაა. თითოეული ლექსიკური
ერთეული სინტაქსურ ინფორმაციასაც მოიცავს, რომელიც სამ ასპექტს განსაზღვრავს:

➢ ერთეულის სინტაქსური კატეგორია (არსებითი სახელი, ზმნა).


➢ საჭირო სინტაქსური კონტექსტი, რომელშიც გარკვეული მორფემის
გამოყენებაა შესაძლებელი.
➢ ნებისმიერი განმასხვავებელი ინფორმაცია მორფემის სინტაქსური
გამოყენების შესახებ (არაწესიერი ზმნები).

ლექსიკური შესავალი განსაზღვრავს, რომელი სინტაქსური წესები იქნება


გამოყენებული მოცემული სიტყვის პოზიციის შერჩევისას.

მენტალურ ლექსიკონში სინტაქსური, კონტექსტით განსაზღვრული და


იდიოსინკრეზული ინფორმაციის შენახვას თავისი უპირატესობები აქვს.

ლექსიკონის გართულებით ჩვენ ვამარტივებთ სინტაქსს.

ენის ბაზისური სინტაქსის ცოდნის შემთხვევაში შეგვიძლია ეს წესები ლექსიკონის


ნებისმიერ ერთეულს მოვარგოთ.
ბევრი უარყოფს მის შეხედულებას, რომლის თანახმად, სინტაქსი (ფორმა) უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე სემანტიკა (შინაარსი).

მენტალური ერთეულების სინტაქსური სტრუქტურის ელემენტებთან


დასაკავშირებლად წინადადების სინტაქსურ კატეგორიებად დანაწევრებისას,
ყოველი ერთეულისთვის ვაყალიბებთ ნიშებს (მაგალითად არსებითი სახელის
ნიშებია: სუბიექტი, პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება და გარემოების
ობიექტი). ასევე:

ლექსიკური ერთეულები მოიცავს ინფორმაციას იმ ნიშის შესახებ, რომელშიც


შესაძლებელია ამ ერთეულის მოთავსება. ეს ინფორმაცია ეფუძნება ლექსიკური
ერთეულების თემატურ როლებს. თემატური როლები ის საშუალებებია,
რომლითაც შესაძლებელია ლექსიკური ერთეულის გამოყენება კომუნიკაციის
კონტექსტში. ზოგიერთი როლი განსაზღვრულია. ეს როლებია:

• აგენტი - მოქმედი პირი;

• პაციენტი - აგენტის მოქმედების მიმღები პირი - რეციპიენტი;

• ბენეფიციარი - მოქმედების ირიბი მიმღები;

• ინსტრუმენტი - ის, რითაც მოქმედება განხორციელდა;

• ლოკაცია - ადგილი, სადაც მოქმედება განხორციელდა;

• წყარო - ის, სადაც მოქმედება დაიწყო;

• მიზანი - ის, რისკენაც მიმართულია მოქმედება (Bock, 1990; Fromkin & Rodman,
1988).

პროპოზიცია - შეტყობინება, აზრი, რომელიც შეიძლება იყოს მცდარი ან


ჭეშმარიტი. კოგნიტურ ფსიქოლოგიაში შემოტანილი ლინგვისტიკიდან და
წარმოადგენს მნიშვნელობის რეპრეზენტაციის საბაზისო ერთეულს.
ენა და მეტყველება III

სტენბერგი -
საუბრისა და ესეს გააზრებისას: დისკურსი
მეტყველების გაგებისას, სიტყვებთან და წინადადებებთან ერთად, მათი კონტექსტიც
მნიშვნელოვანია.

დისკურსი აერთიანებს ენის უფრო დიდ ერთეულებს, ვიდრე ცალკეული წინადადებაა -


საუბარს, ლექციას, მოთხრობას, ესსეს და მთელ წიგნსაც კი (Di Eugenio, 2003).

წინადადებები გრამატიკულად სისტემური სინტაქსური წესების გათვალისწინებით არის


სტრუქტურირებული, დისკურსის ნაწილები კი - სისტემურად.

ზრდასრული ადამიანების უმრავლესობამ იცის წინადადებების უფრო დიდ


ერთეულებად გაერთიანების (დისკურსის სტრუქტურირების) ზოგადი პრინციპები.

დისკურსი - 60-70-იან წლებში დისკურის განიხილებოდა, როგორც წინადადებათა და


სამეტყველო ქმედებათა ურთიერთდაკავშირებული და შეთანხმებული
თანმიმდევრობა.თანამედროვე გაგებით დისკურსი არის რთული საკომუნიკაციო
მოვლენა, რომელი ტექსტის გარდა მოიცავს ასევე ამ ტექსტის გასაგებად აუცილებელ
ექსტრალინგვისტურ ფაქტორებს (სამყაროს შესახებ ცოდნა, აზრი, ადრესატის მიზნები).

როგორაა შესაძლებელი ნაცვალსახელის მნიშვნელობის გაგება, როგორ ვიგებთ, ვინ არის


მათი ადრესატი? საიდან ვიცით, რა იგულისხმება მოკლე შეტყობინებებში (მაგ.„დიახ,
ნამდვილად“)? ნაცვალსახელების, მოკლე შეტყობინებებისა და ლოკალური ელემენტების
მნიშვნელობა წინადადებაში დისკურსის სტრუქტურით განისაზღვრება (Grosz, Pollack, &
Sidner, 1989).

დისკურსის გასაგებად ჩვენ ხშირად არა მხოლოდ დისკურსის ცოდნა, არამედ იმ ზოგადი
ფიზიკური, სოციალური ან კულტურული კონტექსტის ცოდნაც გვეხმარება, რომელშიც
დისკურსია წარმოდგენილი(Cook & Gueraud, 2005; van Dijk,2006).

ნაცნობი სიტყვების გაგება: სიტყვების აღდგენა


სემანტიკური კოდირება ისეთი პროცესია, რომელიც სენსორულ ინფორმაციას
(ვიზუალურად აღქმულ დაწერილ სიტყვებს) თარგმნის მნიშვნელობის მქონე
რეპრეზენტაციებად.

კითხვისას გაგების/გააზრების პროცესი იმდენად რთულია, რომ ამ საკითხს ძალიან ბევრი


კურსი და თავი ეთმობა, მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე პროცესს განვიხილავთ. ეს
პროცესებია: სემანტიკური კოდირება, შეძენილი/ათვისებული ლექსიკონი, ტექსტის
არსის წვდომა, ტექსტის მენტალური მოდელების შემუშავება და ტექსტის გაგება
კონტექსტისა და გავრცელებული შეხედულებების გათვალისწინებით.

სემანტიკური კოდირებისთვის მკითხველს სჭირდება სიტყვის მნიშვნელობის ცოდნა.


სიტყვის მნიშვნელობის ცოდნა (ლექსიკონი) ტექსტის გაგებასთან უშუალო კავშირშია.
ადამიანები, რომლებმაც იციან სიტყვის მნიშვნელობა, უკეთესი მკითხველები არიან და
პირიქით.

უცნობი სიტყვების გაგება: სიტყვის მნიშვნელობის მიღება კონტექსტიდან


კიდევ ერთი გზა, რომლითაც მდიდარი ლექსიკონი ტექსტის გაგებაზე ახდენს გავლენას,
კონტექსტიდან სწავლაა. როდესაც სიტყვის მნიშვნელობა ჩვენს მეხსიერებაში შენახული
არ არის და, შესაბამისად, არ შეგვიძლია სიტყვის სემანტიკური კოდირება, ტექსტიდან
მნიშვნელობის მისაღებად სტრატეგიებს ვიმუშავებთ.

ლექსიკური მარაგის დიდი ნაწილი ადამიანებს ირიბი გზებით აქვთ ათვისებული. ისინი
არ იყენებენ დამატებით რესურსებს, მაგრამ უცნობი სიტყვის (ფლიჯების) მნიშვნელობას
აყალიბებენ არსებული კონტექსტური ინფორმაციიდან გამომდინარე (Werner & Kaplan,
1952).

მაგალითად, თქვენ რომ დაიწყოთ სიტყვა „ფლიჯი“-ს ძებნა ლექსიკონში, ვერ იპოვით.
წინადადების სტრუქტურიდან გამომდინარე, შეგიძლიათ დაადგინოთ, რომ ის არსებითი
სახელია.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვებს, ვისაც წაკითხულის გააზრება უჭირთ,


კონტექსტის გათვალისწინებით სიტყვის მნიშვნელობის ჩამოყალიბების დაქვეითებული
უნარი აქვთ.

კარგი ვერბალური შესაძლებლობების მქონე ინდივიდები ახალი სიტყვის მნიშვნელობის


უფრო ღრმა ანალიზს აკეთებენ.

იდეების გააზრება: შეტყობინებების რეპრეზენტაციები


წაკითხულის გასაგებად ამ მოდელზე დაყრდნობით ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად
დიდი რაოდენობის ინფორმაციის შეკავებას მუშა (აქტიურ) მეხსიერებაში.

ამასთან, ჩვენ არ ვცდილობთ სიტყვების შენახვას; ნაცვლად ამისა, აზრს ვაყალიბებთ


სიტყვების ჯგუფებიდან, შემდეგ კი ამ ძირითად აზრებს მუშა მეხსიერებაში
გამარტივებული რეპრეზენტაციების სახით ვინახავთ.

პროპოზიცია, (მნიშვნელობის მატარებელია, და შემოწმებადია) ძირითადი იდეების


რეპრეზენტაციის ფორმაა. პროპოზიცია ენის მოკლე, ლაკონური ერთეულია, რომელიც
შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. მაგალითად, წინადადება „პინგვინი ჩიტია და ის
დაფრინავს“ ორ პროპოზიციას მოიცავს. თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეამოწმოთ,
რომ პინგვინი ჩიტია და რომ მას ფრენა შეუძლია. ზოგადად, პროპოზიცია გადმოგვცემს
მოქმედებას (მაგ. ფრენა) და კავშირს (მაგ. პინგვინი ჩიტების კატეგორიას მიეკუთვნება).

კინტჩის მოსაზრებით, მუშა მეხსიერება სიტყვას კი არა, პროპოზიციას ინახავს. მუშა


მეხსიერების მოცულობა განისაზღვრება პროპოზიციების და არა სიტყვების რაოდენობით
(Kintsch & Keenan, 1973).

კინტჩის თანახმად, ტექსტის ცენტრალური აზრის მატარებელ პროპოზიციას უფრო


დიდხანს ვინახავთ მუშა მეხსიერებაში, ვიდრე სხვა, ტექსტის გასააზრებლად ნაკლებად
მნიშვნელოვან პროპოზიციებს. თემატურად უმნიშვნელოვანეს პროპოზიციებს კინტჩი
მაკროპროპოზიციას უწოდებს. ტექსტის ნაწყვეტის თემატურ სტრუქტურას კი
მაკროსტრუქტურას უწოდებენ.

ტექსტის გააზრება კონტექსტისა და ჩვენი შეხედულებების გათვალისწინებით


ინფორმაციის დამახსოვრება ხშირად განისაზღვრება ჩვენი შეხედულებებით.

ჩვენ განსხვავებულ დეტალებს ვიხსენებთ იმის მიხედვით, თუ როგორია გასახსენებელი


სიტუაცია ან მიმანიშნებლები (ასევე, ჩვენი დამოკიდებულებაც).

ტექსტის რეპრეზენტაცია მენტალურ მოდელებში


სიტყვის სემანტიკური კოდირებისა და კონტექსტის გათვალისწინებით საჭირო
მნიშვნელობის მოძებნის შემდეგ მკითხველმა წაკითხული ტექსტის მენტალური მოდელი
უნდა ჩამოაყალიბოს. ეს მენტალური მოდელი სამყაროს სიმულაციაა (Craik, 1943;
იხილეთ Johnson-Laird, 1989, 2010). მენტალური მოდელი ტექსტში აღწერილი სიტუაციის
(როგორც ის მკითხველმა გაიგო) ინტერნალიზებული სამუშაო მოდელია. სხვა
სიტყვებით, მკითხველი შეიმუშავებს მენტალურ რეპრეზენტაციას, რომელიც ტექსტის
ძირითად ელემენტებს მოიცავს. ეს ელემენტები რეპრეზენტაციაში უფრო კონკრეტული
და გასაგებია, ვიდრე ტექსტში.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ კითხულობთ წინადადებას „ელისი უეცარმა ხმამ


შეაშინა“. შესაძლებელია წარმოიდგინოთ შეშინებული ელისი ან შეგიძლიათ
გააქტიუროთ მუშა მეხსიერებაში შენახული ინფორმაცია უეცარი ხმით გამოწვეული
ეფექტების შესახებ.

ტექსტის ეს ნაწყვეტი ან გამონათქვამების ეს ნაკრები (Kintsch-ის მოდელს რომ


დავუბრუნდეთ) ერთ ან მეტ მენტალურ მოდელს აყალიბებს (Johnson-Laird, 1983).
შეიძლება დაგჭირდეთ მენტალური მოდელის შეცვლა.

მენტალური მოდელების ჩამოსაყალიბებლად ნათქვამის მნიშვნელობის შესახებ


წინასწარი დასკვნები გესაჭიროებათ.
მენტალური მოდელების ჩამოყალიბების პროცესი გვიჩვენებს, რომ სიტყვების გააზრების
გარდა, ასევე, შინაარსობრივად მათი შეთანხმების პრინციპების ცოდნა გვესაჭიროება.

დასკვნები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი


დამაკავშირებელი დასკვნაა (bridging inference) (Haviland & Clark, 1974; Mc Namara et al.,
2006). ამ ტიპის დასკვნას მკითხველი ან მსმენელი მიმართავს მაშინ, როცა ერთი
წინადადება პირდაპირ არ გამომდინარეობს წინამდებარე წინადადებიდან (როცა მათ
შორის კავშირი ბუნდოვანია).

მკვლევრების უმრავლესობა ხაზგასმით აღნიშნავს წინასწარი დასკვნების მნიშვნელობას


კითხვისა და ენის გაგების პროცესში (e.g., Graesser & Kreuz, 1993; Cain& Oakhill, 2007),
მაგრამ ყველა მკვლევარი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მინიმალისტურ ჰიპოთეზაზე
დაყრდნობით, მკითხველს წინასწარი დასკვნების გაკეთება მხოლოდ მისთვის
მისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით შეუძლია. ის მიმართავს ამ მეთოდს
მხოლოდ მაშინ, თუ მეზობელი წინადადებების გააზრება ესაჭიროება (McKoon & Ratcliff,
1992a; Ratcliff & McKoon, 2008).

მენტალური რეპრეზენტაცია სუბიექტურიაო.

შესაჯამებლად უნდა ითქვას, რომ წაკითხულის გააზრება მრავალ უნარზეა


დამოკიდებული. პირველი მეხსიერებაში ან კონტექსტის გათვალისწინებით სიტყვების
მნიშვნელობის წვდომაა, მეორე წაკითხულის შინაარსის გააზრება, მესამე - ესაა
ტექსტიდან საკვანძო ინფორმაციის გამოდიფერენცირება წაკითხულის კონტექსტისა და
მისი გამოყენების გზების გათვალისწინებით, მეოთხე კი იმ მენტალური მოდელის
ფორმირებაა, რომელიც წაკითხული სიტუაციის სიმულირებას შეძლებს.

მანანიკო -

საკომუნიკაციო აქტის კატეგორიზაცია – პროპოზიცია, ილოკუცია,


პერლოკუცია
საკომუნიკაციო აქტის თეორიის შემქმნელი, ბრიტანელი ფილოსოფოსი ჯონ ოსტინი
(John Langshaw Austin), საკომუნიკაციო აქტის სამ კატეგორიას განასხვავებს
ერთმანეთისგან:

1. ლოკუცია.

2. ილოკუცია.

3. პერლოკუცია.

ლოკუცია არის რაღაცის თქმის პროცესი და იგი სამი ნაწილისაგან შედგება:

1. ფონეტიკური აქტი.
2. წინადადების გენერირება.

3. დასრულებული აზრის გადმოცემა.

ჯონ როჯერს სერლი, საკომუნიკაციო აქტის ოთხ კატეგორიას გამოყოფს:

1. (წარმო)თქმა.

2. პროპოზიცია.

3. ილოკუცია.

4. პერლოკუცია.

ჯ. ოსტინისაგან განსხვავებით ჯ. სერლი ერთმანეთისაგან განასხვავებს (წარმო) თქმასა და


პროპოზიციას (შდრ.: ოსტინის კატეგორიზაციაში გამოყენებული ლოკუცია, რომელიც
ორივეს ფარავს).

პირველ კატეგორიაში ჯ. სერლი განიხილავს საკომუნიკაციო აქტს, რომელიც ფიზიკურ-


აკუსტიკური სიგნალისაგან შედგება და რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ
გარკვეულ შინაარსს გადმოსცემდეს. მაგ., შორისდებულები აუ, ვა, ჰმ გამოიყენება
განცდების გადმოსაცემად – ისინი პროპოზიციული, ანუ კონკრეტული ინფორმაციული
შინაარსისაგან დაცლილი, რეფლექსების გამომხატველი ოდენობებია და მათი გამოყენება
ინფორმაციის გაცვლა-გადაცემას არ ისახავს მიზნად.

პროპოციზია ჯ. სერლის საკომუნიკაციო აქტის თეორიაში (Theory of speech act)


გაგებულია როგორც საკომუნიკაციო აქტის შინაარსი, რომელიც მიემართება/ასახავს
რეალურ სამყაროს – რეალურ ან წარმოსახვით ობიექტს (ფაქტს, მოვლენას, პროცესს).
პროპოზიციები შეიძლება გადმოიცეს მარტივად, ერთი სიტყვის მეშვეობით (მაგ.,
იწვიმებს).

პროპოზიციულ საკომუნიკაციო აქტს შესაძლოა ახლდეს სპეციფიკაცია. ამგვარი


საკომუნიკაციო აქტის შინაარსი არა მარტო აღწერს ობიექტურ სამყაროში არსებულ
ფაქტს, მოვლენას, პროცესს, არამედ მთქმელის პოზიციას მასთან (ფაქტთან, მოვლენასთან,
პროცესთან) მიმართებით.

ამგვარი საკომუნიკაციო აქტი განიხილება, როგორც ილოკუციური აქტი – რეალობის


ობიექტურ ენობრივ აღწერას დაერთვის ილოკუციური სპეციფიკაცია. ილოკუცია არის
საკომუნიკაციო აქტის ძირითადი მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მთქმელი –
გამოხატოს სუბიექტური დამოკიდებულება საკომუნიკაციო აქტის ობიექტისადმი –
აღფრთოვანება, სიხარული, მწუხარება, დანანება. ილოკუციური აქტის მიზანია
ინტერაქციის განხორციელება. ილოკუციური აქტი არის პროპოზიციული აქტი, რომელიც
დამატებით შეიცავს ინტენციას (განზრახვას).
ილოკუციის შემთხვევაში ერთმანეთისაგან განასხვავებენ ილოკუციის გადმოცემის
ექსპლიციტურ და იმპლიციტურ შემთხვევებს. ზემოთ მოყვანილი წინადადებები ა)
მიხარია, რომ იწვიმებს; ბ) რა ცუდია, რომ ხვალ იწვიმებს; გ) ვშიშობ, რომ ხვალ იწვიმე ბს;
დ) დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ იწვიმებს; ე) თქვენ ფიქრობთ, რომ ხვალ იწვიმებს? ! ვ)
წარმოგიდგენია, ხვალაც იწვიმებს?! ექსპლიციტურად გადმოცემული ილოკუციის
მაგალითებია.
საკომუნიკაციო აქტი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ილოკუციური აქტი მაშინაც,
როდესაც იგი ექსპლიციტურად არ არის გადმოცემული წინადადებაში. საანალიზოდ
განვიხილოთ წინადადება „ძალიან დავიღალე“.

იმის გათვალისწინებით, თუ რა მიზანს ემსახურება მთქმელის მიერ წარმოთქმული


ფრაზა/წინადადება, ჯ. სერლი ილოკუციური აქტის ხუთ ქვეტიპს გამოყოფს:

• (და)მადასტურებელი ილოკუცია (assertive illocution)

• განკარგულებითი ილოკუცია (directive illocution)

• ვალდებულებითი ილოკუცია (directive illocution)

• ექსპრესიული ილოკუცია (expressive illokution)

• დეკლარაციული ილოკუცია (declarative illokution)

ილოკუციურ აქტს შეიძლება ახლდეს საგანგებო სპეციფიკაცია, რომელიც არა მარტო


გამოხატავს მთქმელის დამოკიდებულებას და მიზანს პროპოზიციისადმი, არამედ
გარკვეულ მოლოდინსაც, რომელიც ილოკუციურ აქტს შეიძლება მოჰყვეს. ასეთ აქტს
პერლოკუციური აქტი ეწოდება

პერლოკუცია ილოკუციური აქტის სპეციალური სახეა. ისევე როგორც, ილოკუცია,


პერლოკუციაც შეიძლება ექსპლიციტურად (ლექსიკურ ან სინტაქსურ-პრაგმატულ
დონეზე) ან იმპლიციტურად იყოს გადმოცემული.

1. მადასტურებელი პერლოკუციის შემთხვევაში მთქმელი ელოდება, რომ მას


დაუჯერებენ.

2. განკარგულებითი პერლოკუციის შემთხვევაში მთქმელი ელოდება, რომ შესრულდება


მის მიერ გაცემული განკარგულება;
3. ვალდებულებითი პერლოკუციის შემთხვევაში მთქმელი ელოდება, რომ მისგან
მოელიან აღებული ვალდებულების შესრულებას:

4. ექსპრესიული პერლოკუციის, მაგალითად, ქების შემთხვევაში მთქმელი ელოდება, რომ


გაუხარდება მას, ვისაც აქებენ.

5. დეკლარაციული პერლოკუციის შემთხვევაში, მაგალითად, სხდომის გახსნის დროს,


მთქმელი ელოდება, რომ კომუნიკატორები (საკომუნიკაციო აქტის მონაწილე აქტიორები,
ანუ სხდომის წევრები) შესაბამისად მოიქცევიან – გამორთავენ მობილურ ტელეფონებს,
გადაშლიან სხდომის მასალებს და მოემზადებიან სხდომის მუშაობაში მონაწილეობის
მისაღებად.
საკომუნიკაციო აქტი, როგორც წესი, პერლოკუციურ აქტს წარმოადგენს – მთქმელის
მოტივაცია საკომუნიკაციო აქტში არა მარტო ფაქტების, მოვლენებისა და პროცესის
აღწერა-კონსტატაციაა, არამედ საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულების გამოყენებით
საკომუნიკაციო აქტის მონაწილეებზე – კომუნიკატორებზე გავლენის მოხდენა, მათი
ქცევის გააქტიურება.

ენა და მეტყველების შეჯამება

1. ენის მახასიათებლები. ენას სულ მცირე 6 მახასიათებელი აქვს, რომლებიც გამოიყენება


სიტყვების კომუნიკაციის მიზნით კომბინირებისთვის. (1) ენა გვაძლევს „ჩვენს“ ენაზე
(ანუ ადამიანებთან, ვინც იცის ენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ) მოსაუბრე ადამიანებთან
ურთიერთობის შესაძლებლობას. (2) ენა აყალიბებს პირობით კავშირს სიმბოლოსა და
რეფერენტს (იდეას, პროცესს, ურთიერთობას, განსაზღვრებას) შორის. (3) ენას აქვს
მუდმივი სტრუქტურა; სიმბოლოების (ბგერების და სიტყვების) მხოლოდ განსაზღვრულ
თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა - სხვადასხვა თანმიმდევრობა განსხვავებულ
შინაარსს გადმოგვცემს. (4) ენის სტრუქტურის ანალიზი მრავალდონიანია (მაგალითად,
მიმდინარეობს ფონემურ ან მორფემულ დონეებზე). (5) სტრუქტურისეული
შეზღუდვების მიუხედავად, შესაძლებელია ახალი გამონათქვამების ჩამოყალიბება;
ახალი გამონათქვამების ჩამოყალიბების შესაძლებლობა შეუზღუდავია. (6) ენა
ვითარდება. ის მოიცავს ვერბალურ გაგებას - წერილობითი და ორალურად მიწოდებული
ლინგვისტური შენატანის - სიტყვების, წინადადებებისა და პარაგრაფების -
გაანალიზების უნარს. მისი ნაწილია ვერბალური მოქნილობა - ლინგვისტური
გამოსავლის უზრუნველყოფის უნარი. ადამიანის ვოკალური გზებით (ტრაქტით)
გამოცემული ბგერის უმცირესი ერთეულები ფონებია. ფონემები ბგერის უმცირესი
ერთეულებია, რომლებიც მნიშვნელობის განმასხვავებლად გამოიყენება ენაში. უმცირესი
სემანტიკური მნიშვნელობის მქონე ერთეული ენაში არის მორფემა. მორფემები შეიძლება
იყოს ფუძე ან აფიქსები - პრეფიქსები და სუფიქსები. აფიქსები შეიძლება იყოს
შინაარსობრივი მორფემები, რომლებიც სიტყვის მნიშვნელობას აყალიბებენ, ან
ფუნქციური მორფემები, რომლებიც აზუსტებენ სიტყვის მნიშვნელობას. ლექსიკონი ენის
ან ამ ენის მცოდნე ადამიანის მორფემების რეპერტუარია. სიტყვების შინაარსიან
ფრაზებად ან წინადადებებად გაერთიანებას სინტაქსი შეისწავლის. ენის უფრო დიდი
ერთეულები დისკურსით შეისწავლება.

2. რა პროცესებია ჩართული ენაში? მეტყველების აღქმისას მსმენელმა უნდა დაძლიოს


ფონემების თანაარტიკულაციის (გადაფარვის) გავლენა მეტყველების აკუსტიკურ
სტრუქტურაზე. კატეგორიული აღქმა ფენომენია, რომელიც უზრუნველყოფს
მეტყველების უწყვეტი ბგერების განცალკევებულ ერთეულებად აღქმას მსმენელის მიერ.
ამ ფენომენის არსებობა ადასტურებს მეტყველების აღქმას სპეციალიზებული პროცესების
მეშვეობით. მეტყველების აღქმის მოტორული თეორია ცდილობს ამ პროცესების ახსნას
მეტყველების პროდუქციის პროცესების გათვალისწინებით. ისინი, ვინც მეტყველების
აღქმას ჩვეულებრივ პროცესად მიიჩნევს, მას ნიშნების დეტექციის, პროტოტიპის და
აღქმის გეშტალტ-თეორიის ტერმინებში ხსნის. სინტაქსი წინადადების ლინგვისტურ
სტრუქტურას შეისწავლის. ფრაზული სტრუქტურის გრამატიკა წინადადებებს ფრაზებსა
და წინადადებებში სიტყვების იერარქიული კავშირების ტერმინებით აანალიზებს.
ტრანსფორმაციული გრამატიკა წინადადებებს აანალიზებს ტრანსფორმაციული წესების
ტერმინებში, რომლებიც წინადადებების სტრუქტურებს შორის კავშირებს აღწერს.
ლინგვისტებმა სინტაქსისა და სემანტიკის დამაკავშირებელი მექანიზმი შემოგვთავაზეს.
ამ მექანიზმით გრამატიკული წინადადებები აერთიანებს სინტაქსური კატეგორიების
სლოტებს. ეს სლოტები შეიძლება შევსებული იყოს სიტყვებით, რომელთაც
წინადადებებში გარკვეული თემატური როლები აქვთ. ამ შეხედულების
გათვალისწინებით, ლექსიკონის ყოველი ერთეული მოიცავს ინფორმაციას თემატური
როლებისა და შესაბამისი სინტაქსური კატეგორიების შესახებ.

3. როგორ ურთიერთქმედებს აღქმის პროცესები კითხვის კოგნიტურ პროცესებთან?


დისლექსიის მქონე ადამიანების სირთულეები კითხვისას ხშირად უკავშირდება კითხვის
პერცეპტულ ასპექტებს. კითხვა ორი ტიპის ბაზისურ პროცესს მოიცავს: (1) ლექსიკური
პროცესები, რომლებიც მოიცავს თვალების ფიქსაციის თანმიმდევრობას, აგრეთვე,
ლექსიკურ მისაწვდომობას; (2) გაგების პროცესები.

მაქსიმა/პოსტულატი -
ენა და მეტყველება IV
კითხვა
როგორც მინიმუმი, კითხვა საჭიროებს აღქმას, ენას, მეხსიერებას, აზროვნებას და
ინტელექტს (Adams, 1990, 1999; Garrod & Daneman, 2003; Smith, 2004).

ზრდასრული მკითხველის საშუალო მაჩვენებელი 250-300 სიტყვაა წუთში.

როცა კითხვა პრობლემაა - დისლექსია


დისლექსიის მქონე ადამიანები, რომელთაც უჭირთ ტექსტის დეკოდირება, წაკითხვა და
გაგება, საზოგადოებაში ბევრ სირთულეს აწყდებიან.

ფონოლოგიური გადამუშავების პრობლემები, შესაბამისად, სიტყვის იდენტიფიკაციის


სირთულეები „ძირითადი ბარიერია კითხვის სწავლისას“ (Pollatsek & Rayner, 1989, გვ. 403;
ასევე იხილეთ Grodzinsky, 2003). დისლექსიისას მრავალი სხვადასხვა პროცესი შეიძლება
იყოს დარღვეული:

• ფონოლოგიური ცნობიერება, რომელიც სამეტყველო ენის ბგერითი


სტრუქტურის გაგებას გულისხმობს. ფონოლოგიური ცნობიერების
შეფასების ერთ-ერთი გზა ფონემების გამოტოვების დავალებაა. ბავშვებს
სთხოვენ წარმოთქვან, მაგალითად, „თხა“ „ა“-ს გარეშე. მეორე დავალებაა
ფონემების დათვლა. ბავშვებს სთხოვენ დაასახელონ სხვადასხვა ბგერის
რაოდენობა სიტყვაში „თევზი“. სწორი პასუხია 5.
• ფონოლოგიური კოდირება მუშა მეხსიერებაში. ამ პროცესში იგულისხმება
ფონემების რიგის დამახსოვრება. მისი შეფასება შესაძლებელია
დამაბნეველი/არადამაბნეველი (confusable versus non-confusable) ფონემების
დახსომების შედეგების შედარებით.
• “ლექსიკური მისაწვდომობა” - ამ ტერმინით აღნიშნავენ ადამიანის უნარს,
ამოიტანოს საჭირო ფონემები ხანგრძლივი მეხსიერებიდან. აქ მთავარია
სიტყვის ხანგრძლივი მეხსიერებიდან ამოტანის სისწრაფე.

დისლექსიის მრავალი ტიპი არსებობს. ყველაზე მეტად ცნობილია განვითარების


დისლექსია. ეს არის კითხვის სირთულე, რომელიც ბავშვობაშივე ვლინდება და ხშირად
ზრდასრულობაშიც გრძელდება. განვითარების დისლექსიის მქონე ბავშვებს ხშირად
უჭირთ ასოების ბგერებად გარდაქმნის წესების დასწავლა (Démonet,Taylor, & Chaix, 2004;
Shaywitz & Shaywitz, 2005).

დისლექსიის მეორე ტიპი შეძენილი დისლექსიაა, რომელიც თავის ტვინის ტრავმით არის
გამოწვეული. ადამიანს, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს კითხვის უნარი, თავის
ტრავმის შედეგად შეიძლება განუვითარდეს დისლექსია (Coslett, 2003).
განვითარების დისლექსიას ორივე - ბიოლოგიური და გარემო მიზეზები განაპირობებს.

განვითარების დისლექსის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ქრომოსომული


(კონკრეტულად კი, მე-3, მე-6 და მე-15 ქრომოსომის) პათოლოგიები (Paracchini, Scerri, &
Monaco, 2007). ნეიროფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, დისლექსიის მქონე
მკითხველებთან მარცხენა თხემ-საფეთქლის ქერქში ვლინდება ჰიპოაქტივაცია
ჯანმრთელ ცდისპირებთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ინტერვენციის შედეგად შესაძლებელია დისლექსიით განპირობებული


სირთულეების შემსუბუქება (Bakker, 2006).

კითხვის პერცეპტული ასპექტები


ასოების აღქმა ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი საფეხურია კითხვისას.

მაგალითად, შეგიძლიათ ასოების აღქმა, მიუხედავად იმისა, როგორაა დაწერილი - დიდი


თუ პატარა ასოებით, მუქი თუ ღია შრიფტით. ასეთ ასპექტებს ორთოგრაფიულს
უწოდებენ. შემდეგ ასო უნდა გარდაქმნათ ბგერად და ამ გზით შექმნათ ფონოლოგიური
კოდი. ამ ვიზუალური სიმბოლოების ბგერებად გარდაქმნის შემდეგ, სიტყვის
ჩამოსაყალიბებლად თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მათი თანმიმდევრობა (Pollatsek &
Miller, 2003). შემდეგ ამ სიტყვის ამოცნობა/იდენტიფიცირება და მისი მნიშვნელობის
გახსენება დაგჭირდებათ.

კითხვის უნარის ჩამოყალიბებისას ახალბედა მკითხველები უნდა დაეუფლონ ორ


ბაზისურ პროცესს: ლექსიკურ პროცესს და გაგების პროცესს.

ლექსიკური პროცესები ასოებისა და სიტყვების იდენტიფიკაციას ემსახურება. ეს


პროცესები, ასევე, უზრუნველყოფს სიტყვის შესახებ რელევანტური ინფორმაციის
გააქტიურებას მეხსიერებაში.

გაგების/გაანალიზების პროცესები კი მთლიანი ტექსტიდან აზრის გამოტანის საშუალებას


გვაძლევს.

ლექსიკური პროცესები კითხვისას


თავდაპირველად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ თვალების მოძრაობისა და ფიქსაციის
უნარზე, რაც კითხვის შესაძლებლობას გვაძლევს. შემდეგ ვისაუბრებთ სიტყვების
იდენტიფიკაციაზე, ანუ მეხსიერებიდან მათი მნიშვნელობების ამოტანის პროცესზე
(ლექსიკური მისაწვდომობა); და ბოლოს, განვიხილავთ კავშირს ლექსიკური
მისაწვდომობის სისწრაფესა და ინტელექტს შორის.
ფიქსაცია და სწრაფი კითხვა
კითხვის დროს ჩვენი თვალები მოქნილად არ მოძრაობს, ტექსტის სტრიქონის
წაკითხვისას თვალების მოძრაობა არ არის უწყვეტი. ჩვენი თვალები საკადურად -
სწრაფად, თანმიმდევრულად მოძრაობს და ამ დროს ტექსტის მცირე ნაწილების
თანმიმდევრულად დაფიქსირების შესაძლებლობას გვაძლევს. ფიქსაცია ფოტოს
გადაღებას (“snapshots“) ჰგავს (Pollatsek & Rayner, 1989).

განსაკუთრებით დიდი დრო სჭირდება წინადადების ბოლო სიტყვის ფიქსაციას, რასაც


„წინადადების შემაჯამებელ დროს“ (“sentence wrap-up time”) უწოდებენ.

აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სასარგებლო ინფორმაციის მიღება პერცეპტული


ფანჯრიდან, რომელიც ფიქსაციის წერტილიდან მარცხნივ 14 და მარჯვნივ 14-15 ნიშნით
შემოიფარგლება. ეს ნიშნები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები, სასვენი ნიშნები და
სიტყვებს შორის გამოტოვებული სივრცე.

თვალის თანმიმდევრული, ჩვენთვის შეუმჩნეველი, საკადური მოძრაობები 7-დან 9-მდე


სიმბოლოს გადაფარავს.

სწრაფი კითხვისას მოსწავლეები ნაკლები რაოდენობით და უფრო მოკლე ფიქსაციას


ახორციელებენ (Just, Carpenter, & Masson, 1982). მაგრამ ამ დროს სისწრაფე წაკითხულის
გააზრების ხარჯზეა (Homa, 1983).

ლექსიკური მისაწვდომობა
ლექსიკური მისაწვდომობა - სიტყვის იდენტიფიკაცია, რაც შემდეგ მეხსიერებიდან მისი
მნიშვნელობის ამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს.

ლექსიკური მისაწვდომობა ინტერაქციული პროცესია. ის აერთიანებს სხვადასხვა სახის


ინფორმაციას - ასოების ნიშნებს (ნაწილები), თავად ასოებს და მათგან შედგენილ
სიტყვებს (Morton, 1969).

მკვლევრებმა (McClelland et al., 2009; Rumelhart & McClelland 1981, 1982) ჩამოაყალიბეს
ინტერაქციული აქტივაციის მოდელი, რომლის მიხედვით, ცალკეული ლექსიკური
ერთეულების აქტივაცია მრავალდონიანი პროცესია. ამასთან, ყველა დონეზე აქტივობა
ინტერაქციულია (ფიგურა 9.4).
ინტერაქციული აქტივაციის მოდელი ვიზუალური შესავლის ფარგლებში გამოყოფს
გადამუშავების 3 დონეს - ნიშნების, ასოებისა და სიტყვების დონეებს. ამ მოდელის
მიხედვით, ყოველი დონის ინფორმაციას მეხსიერებაში ცალკე საცავი აქვს. ინფორმაცია
ორმხრივად გადაეცემა ერთი დონიდან მეორეს. სხვა სიტყვებით, გადამუშავება ორი
მიმართულებით არის შესაძლებელი. პირველი ქვემოდან ზემოთ გადამუშავებაა,
რომელიც სენსორული მონაცემებით იწყება და შემდეგ გადადის უფრო მაღალ დონეებზე.
მეორე კი ზემოდან ქვემოთ გადამუშავებაა, რომელიც კონტექსტთან დაკავშირებული
ცოდნისა და გამოცდილების მაღალი დონის კოგნიტური ოპერირებით იწყება.

ინტერაქციული შეხედულებით, სიტყვის ცნობისათვის ვიყენებთ არა მხოლოდ


ვიზუალურად თუ ორალურად ადვილად აღსაქმელ ასოებს, არამედ ასოების
ამოსაცნობად - ჩვენთვის ნაცნობი სიტყვის მახასიათებლებსაც. სწორედ ამიტომ არის ეს
მოდელი ინტერაქციული (Plaut et al., 1996).

სხვა თეორეტიკოსებმა რუმელჰარტისა და მაკლელანდის მოდელს ალტერნატივები


მოუძებნეს (მეგ., Meyer & Schvaneveldt, 1976; Paap et al., 1982).

სიტყვის ცნობის მრავალდონიანი მოდელები თავის ტვინის შემსწავლელი კვლევების


შედეგებს ეფუძნება (Harley, 2008; Petersen et al., 1988; Posner et al., 1988,1989).

სიტყვის უპირატესობის ეფექტი გულისხმობს, რომ ასოები უფრო მარტივად იკითხება


სიტყვაში, ვიდრე ცალ-ცალკე ან უშინაარსოდ გაერთიანებული (როცა არ აყალიბებს
სიტყვას). ადამიანებს გაცილებით უფრო დიდი დრო სჭირდებათ დაუკავშირებელი
ასოების წასაკითხად, ვიდრე სიტყვაში გაერთიანებული ასოების წასაკითხად (Cattell,
1886). ამ ეფექტს ზოგჯერ რეიჰერ-ვილერის (Reicher-Wheeler) ეფექტსაც უწოდებენ ორი
მეცნიერის საპატივსაცემოდ, რომლებმაც პირველებმა იკვლიეს ეს ეფექტი (Reicher, 1969;
Wheeler, 1970).
სიტყვის უპირატესობის ეფექტის საჩვენებლად მკვლევრები იყენებენ ექსპერიმენტულ
პარადიგმას - ლექსიკური გადაწყვეტილების (lexical-decision) დავალებას.

ამ პარადიგმაში ინდივიდებს ასოების უწყვეტი რიგი ძალიან სწრაფად მიეწოდებათ.


შემდეგ რიგი წყდება ან შენიღბულია (ვიზუალური შენიღბვის შედეგად იფარება), რაც
ართულებს ნაჩვენები სტიმულის აღდგენას ხატოვანი მეხსიერებიდან შემდეგ ცდისპირს
ეკითხებიან, ასოთა რიგში სიტყვა იყო თუ არა.

ცნობილია წინადადების უპირატესობის ეფექტიც (Cattell, 1886; Perfetti, 1985): ადამიანებს


წინადადებასთან შედარებით ორჯერ უფრო მეტი დრო სჭირდებათ დაუკავშირებელი
სიტყვების წასაკითხად (Cattell, 1886).

დამახინჯებული სიტყვის ცნობა იზოლირებულად უფრო რთულია, ვიდრე


წინადადებაში. “სახლში რემონტი მიმდინარეობდა და პირველი რაც გაკეთდა
_______________ ჩასვეს” (Perfetti, 1985).

კონტექსტის ეფექტი მოქმედებს როგორც ცნობიერ, ასევე გაუცნობიერებელ დონეზე.


ცნობიერ დონეზე კონტექსტურ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ სიტყვის მნიშვნელობის
განსასაზღვრად. ქვეცნობიერ დონეზე კონტექსტის გამოყენება ავტომატურია და აქტიურ
კონტროლს არ ემორჩილება. ცდის მონაწილეები ლექსიკურ გადაწყვეტილებას (lexical
decision) უფრო სწრაფად იღებენ, როცა მათ აწვდიან ასოციაციურად
ურთიერთდაკავშირებულ სიტყვებს (მაგ., “doctor” „ექიმი“ და “nurse” „ექთანი“ ან “bread”
„პური“ და “butter” „კარაქი“).
ინტელექტი და ლექსიკური მისაწვდომობის სისწრაფე
ინფორმაციის გადამუშავებისა და ინტელექტის ზოგიერთი მკვლევარი ყურადღებას
ამახვილებს ლექსიკური მისაწვდომობის სისწრაფეზე - ანუ ხანგრძლივი მეხსიერებიდან
სიტყვების შესახებ ინფორმაციის (მაგ. ასოების) სწრაფად აღდგენაზე (Hunt, 1978). ამის
შეფასება შესაძლებელია პოზნერისა და მიტჩელის მიერ 1967 წელს შემუშავებული
ასოების შერჩევის (letter-matching) დავალებით.
რა არის კითხვა?
შესავალი
სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მოსწავლეთა 95%-ს შეიძლება კითხვა ვასწავლოთ.

კითხვის უნარის კვლევისას, მისი პარადოქსული ბუნების გამო, ყველაზე მნიშვნელოვანი


საკითხებია:

• როგორია კითხვის სწავლის პროცესი?

• როგორია კითხვის სწავლების საუკეთესო სტრატეგიები და მეთოდები?

კითხვა
ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ორი განსაზღვრება:

,,კითხვა გამოსახული სიმბოლოების მნიშვნელობის/აზრის ინტერპრეტაციაა“; ან „კითხვა


მრავალმხრივი უნარია, რომელიც გულისხმობს გამოსახული სიმბოლოების
დეკოდირებას აზრის გაგების მიზნით“.

კითხვის სწავლა აუცილებლად გულისხმობს კონკრეტული ენის დეკოდირების წესების


სწავლას, ანუ ენის გრაფიკული ერთეულების (ასოს, სიმბოლოს, პიქტოგრამის) ფონემურ
ერთეულებთან (ბგერასთან, ბგერათა ერთობლიობასთან) შესატყვისობის გაგებას.

ამ შესატყვისობის დადგენის შესწავლას და შემდეგ ავტომატიზებას დეკოდირების


პროცესი ეწოდება.

ზოგადი კანონზომიერების მიუხედავად, დეკოდირების წესები დამოკიდებულია


კონკრეტული ენის დამწერლობის სისტემაზე.

სწავლების მეთოდის მიუხედავად, დამწყები მკითხველი უმეტესად დაკავებულია


გამოსახული სიმბოლოებითა და მათ მიერ გადმოცემული შეტყობინების
ინტერპრეტაციით. კითხვა იცვლის ხასიათს მკითხველის უნარების მომწიფების
შესაბამისად.

უკანასკნელი 20 წლის კვლევები და სწავლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ


სკოლამდელ ასაკში სიტყვების ბგერითი შემადგენლობის გარჩევასა და ლექსიკურ
მარაგზე მიზანმიმართული ზრუნვა, კითხვაში რისკის მქონე ბავშვების პრევენციის
ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

სკოლამდელ ასაკში ბავშვის კითხვისათვის საჭირო უნარების განვითარებაში ოჯახი და


საბავშვო ბაღი გადამწყვეტ როლს თამაშობენ.
როგორია კითხვის დაუფლების პროცესი?
კითხვის შესახებ წარმოდგენა განაპირობებს სწორედ კითხვის განსაზღვრებას - რა არის
კითხვა?

„ასოსა და სიტყვის ცნობის გარეშე შეუძლებელია კითხვა“. ძნელად თუ მოიძებნება ამ


დებულების მოწინააღმდეგე. ეს დებულება უდევს საფუძვლად კითხვის ე.წ. „აღმავალ
მოდელებს“.

„აღმავალი“ მოდელის მიხედვით, კითხვა „წრფივი“ პროცესია, რომელიც იწყება ასოების


(გრაფემის) გარჩევით და შემდეგ მათი ბგერით (ფონემურ) შესატყვისობასთან
დაკავშირებით.

პირველი ეტაპზე ბავშვი სწავლობს ასოების მხედველობით გარჩევას და მათ შესაბამის


ბგერებთან დაკავშირებას.

მეორე ეტაპზე ბავშვი ასო-ბგერებს სიტყვაში აერთიანებს.

ხოლო მესამე ეტაპზე მნიშვენელობის მქონე ერთეულები ანუ სიტყვები ერთიანდება


წინადადებებში, რომლებშიც ხდება მათი მნიშვნელობების ამოცნობა.

„აღმავალი“ მოდელი: გრაფო-ფონური, ფონოლოგიური გადამუშავების მოდელი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

"კითხვა გამოსახული სიმბოლოებიდან აზრის გამოტანის პროცესია." ამ დებულების


ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არავის შეეპარება. ეს დებულება უდევს საფუძვლად ე.წ. „დაღმავალ
მოდელებს“.

ამ თეორიის მიხედვით, მკითხველს წინასწარ უკვე გააჩნია აზრი იმის შესახებ, თუ რა


შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ტექსტში.

მკითხველი არ შემოიფარგლება ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროთი - ასო-ბგერებით.


მას აქვს ინფორმაციის ორი სხვა მნიშვნელოვანი წყარო, რომელთა წვდომაც
ერთდროულადაა შესაძლებელი: ესენია სიტყვის მნიშვნელობები და მათი გრამატიკული
დაკავშირების წესები.

შესაბამისად, „დაღმავალი“ მოდელის მიხედვით, კითხვა მნიშვნელობაზე დაფუძნებული


პროცესია, ხოლო ასო-ბგერების გარჩევა და ცნობა სიტყვის მნიშვნელობის კონტექსტში
ხდება.

დაღამავალი მოდელი. სოციო-ფსიქოლინგვისტური მოდელი, ტრანსაქციული მოდელი.

„აღმავალი“ მოდელების არსებით ხარვეზს წარმოადგენს ის, რომ კითხვა


წარმოდგენილია, როგორც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიმდინარე პროცესი.

„დაღმავალი“ მოდელების ხარვეზი კი ის არის, რომ სიტყვის დეკოდირების პროცესი


უგულვებელყოფილია.

დღეს მრავალი მკვლევარი იზიარებს მესამე თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც,


კითხვის პროცესი ინფორმაციის გადამუშავების ორივე მიმართულებას თანაბრად
მოიცავს – აღმავალსაც და დაღმავალსაც.

ამ ტიპის თეორია ინტერაქციული მოდელის ან ბალანსის თეორიის სახელითაა ცნობილი


(Rumelhart D.,1985).

დაბეჭდილი ტექსტის ინტერპრეტაცია ეფუძნება ერთდროულად მრავალ მახასიათებელს,


როგორიცაა გრაფიკული ნიშნები, ორთოგრაფია, ლექსიკური მარაგი, გრამატიკული
სტრუქტურა და მნიშვნელობები.
ამ თეორიის მიხედვით, არსებობს:

ორთოგრაფიული ცოდნა ანუ ასოებისა და მათთან დაკავშირებული ბგერების ცოდნა;

ლექსიკური ცოდნა, ანუ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება სიტყვები;

სინტაქსური ცოდნა, ანუ ცოდნა სიტყვების ფრაზაში გაერთიანების გრამატიკული


წესების შესახებ.

სემანტიკური ცოდნა, ანუ სიტყვის მნიშვნელობა.

კითხვის ინტერაქციული მოდელის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ კითხვის ყველა


საფეხური ერთმანეთთან ურთიერთქმედებს და მკითხველი ინფორმაციას ყველა დონეზე
გადაამუშავებს.

თეორიულ მოდელებზე დაფუძნებული კითხვის სწავლების მიდგომები და მეთოდები

კითხვის ათვისება სპონტანურად არ ხდება და საჭიროა მისი მიზანმიმართული


სწავლება. კითხვის დაუფლების პროცესში ბავშვი რამდენიმე ეტაპს გადის, აქედან
პირველი ორი ეტაპი უკვე სკოლამდელ ასაკში უნდა გახდეს აქტუალური:

ლოგოგრაფიული: ბავშვი ცნობს სიტყვებს და ასოებს, როგორც ხატებს, როგორც


გამოსახულებას.

ფონოლოგიური: ბავშვს შეუძლია სიტყვებში ბგერების გამორჩევა, ცალკეული ბგერების


ერთ სიტყვად გაერთიანება, გარითმვა. აღმოჩნდა, რომ ამ უნარის დროული განვითარება
მნიშვნელოვან კავშირშია კითხვის სწავლაში წარმატებასთან.

გრაფო-ფონემური: ბავშვს შეუძლია მისი ენის დამწერლობისთვის შესაბამისი ნიშნების,


ასოების თუ ასოთა შეთანხმების შესაბამის ბგერასთან ან ბგერათა კომპლექსთან
დაკავშირება, დაწერილი სიტყვების ცნობა და მათში ცალკეული ფონემების გამორჩევა.

”აღმავალი” მოდელის მიხედვით მკითხველი იწყებს ჯერ ასოების შესწავლას. როდესაც


იგი დაეუფლება ცალკეული ასოების კითხვას, ეს ერთეულები ერთიანდება და
მკითხველი აღმოაჩენს, რომ მათი სხვადასხვა კომბინაცია ნაცნობ სიტყვებს ქმნის.

ამ მოდელის მიხედვით, კითხვის სწავლება ასოებსა და მათ ბგერით შესატყვისებს შორის


კავშირის დამყარების ჩვევის გამომუშავებაა. ამ მოდელს ეფუძნება ასო-ბგერითი
შეთანხმების სწავლების, ანუ ფონეტიკური მეთოდი: ბავშვმა უნდა ისწავლოს თავისი
დედაენის ანბანი და ასო-ბგერათა შეთანხმების წესები, შემდეგ გავარჯიშდეს ასოების
ბგერებად დეკოდირებაში იმისათვის, რომ დაწერილი სიტყვა ადვილად იცნოს. ეს
მეთოდი სასარგებლოა ისეთი ენებისთვის, რომელთაც დამწერლობის ანბანური სისტემა
აქვთ. ამ მეთოდით სწავლების პრინციპებია:

• ასოების მხედველობითი გარჩევა და ცნობა;


• ასოს შესაბამის ბგერასთან/ბგერებთან დაკავშირება, 3-4 დღე ერთ ასობგერაზე მუშაობა;

• ასო-ბგერების კომბინირებისა და მათი დამარცვლის წესების სწავლა;

• სიტყვაში შემავალი ასოების დამარცვლა და სიტყვის მართლწერა;

• სიტყვის ცნობა და წაკითხვა;

• წინადადების და მცირე ზომის ტექსტის კითხვაზე მუშაობა.

როგორც ვხედავთ, ეს მეთოდი ანალიტიკური მეთოდია, რომლის მიზანიცაა ასოების


ბგერებად დეკოდირების ჩვევის ჩამოყალიბებაზე ვარჯიში, დაწერილი სიტყვის
დეკოდირების ავტომატიზაცია და შემდეგ ყურადღების გამახვილება წაკითხულის
გააზრებასა და გაგებაზე.

მოსწავლის მიერ ხმამაღალი კითხვა სწავლების აუცილებელი კომპონენტია.

აღნიშნული მეთოდის ნაირსახეობაა ე.წ. ”კითხვის ნორმატიული სწავლება”, რომლის


მიხედვითაც, იგეგმება შემდეგი საკლასო აქტივობები:

უკვე ნასწავლი ასო-ბგერების გამეორება;

• ასო-ბგერების შესაბამისი სიტყვის სურათთან დაკავშირება;

• ასო-ბგერებიდან სიტყვების აწყობაში ვარჯიში და სიტყვის შესაბამის


გამოსახულებასთან დაკავშირება;

• მარტივი ტექსტის წაკითხვა, რომელშიც ნასწავლი ასო-ბგერებისგან შედგენილი


სიტყვები მეორდება;

• მასწავლებლის მიერ კლასისთვის საინტერესო საბავშვო ლიტერატურის წაკითხვა


სიტყვათა მარაგისა და გაგების სტრატეგიების სწავლების მიზნით;

• მართლწერასა და გრამატიკაში ვარჯიში: სიტყვების ჩაწერა და მათი დაკავშირების


წესების გაგება.

”დაღმავალი” მოდელის მიხედვით, კითხვა არ განსხვავდება მეტყველების პროცესისგან.


ცალკეული ასო-ბგერა აზრს მოკლებულია და მისი ცნობა სიტყვაში უფრო ადვილია.
სიტყვას მნიშვნელობა აქვს ცალკეული ასო-ბგერებისგან განსხვავებით, ამიტომ მთავარია
მნიშვნელობის გაგება, რომლის საფუძველზეც მოხდება სიტყვის და მასში შემავალი
ბგერითი შეთანხმებების ცნობა. შესაბამისად, მკითხველი ეცნობა მისთვის საინტერესო
შინაარსებს და ამ კონტექსტში სწავლობს ასოების გარჩევასა და მათი ბგერითი
შესატყვისობის გაგებას.

ამ მოდელს ეფუძნება კითხვის სწავლების ე.წ. მთლიანი ენის მიდგომა, რომლის


მიზანიცაა ბავშვის ენობრივი გამოცდილების გამოყენება, კითხვის პროცესში ბავშვის
ჩართულობის უზრუნველყოფა მისთვის საინტერესო ტექსტის მიწოდებით, ბავშვისათვის
კითხვის სტრატეგიების სწავლება, მნიშვნელობისა და გრამატიკული ცოდნის გამოყენება
აზრის გასაგებად.
ბავშვის ენობრივ გამოცდილებაზე და მისთვის საინტერესო შინაარსებზე დაყრდნობით,
ასო-ბგერითი შეთანხმების წესების სწავლა ბუნებრივი გზით ხდება, ისე, როგორც
მეტყველების ათვისება. ამ მეთოდით სწავლების პრინციპებია:

• სიტყვების გამოცნობის სტრატეგიის სწავლება კონტექსტში;

• ბავშვის ენობრივი გამოცდილების გამოყენება;

• ბავშვის ენობრივი გამოცდილების გამდიდრება და მისი დაინტერესება კითხვის


პროცესით;

• ყურადღების გამახვილება წინადადებასა და ტექსტის შინაარსზე და არა სიტყვის


შემადგენელ ასო-ბგერებზე;

• ტექსტიდან აზრის გაგების სტრატეგიების სწავლება;

• სპეციალურად არ ისწავლება ასო-ბგერითი შესატყვისობა.

მთლიანი ენობრივი მიდგომის ფარგლებში რამდენიმე მეთოდი გამოიყენება, რომლებიც


კითხვის ”რეაგირებით სწავლების” კატეგორიაში ერთიანდება. რეაგირება გულისხმობს
ბავშვის გამოცდილების, მისი ინტერესებისა და მეტყველების ათვისების ბუნებრივი,
უნებლიე გზით ათვისების გათვალისწინებას.

ერთ-ერთი მეთოდია ”შეხედე და თქვი”, რომლის საფუძველზეც ბავშვებს ასწავლიან


სიტყვების და წინადადებების ცნობას შემდეგი წესით:

• გამოიყენება სურათები, რომელსაც ქვემოთ აქვს შესაბამისი წარწერა.

• გამოიყენება როგორც ცალკეული ობიექტების სურათები (ერთი სიტყვა), ასევე მარტივი


სიუჟეტური სურათი (მოკლე წინადადება).

• მასწავლებელი ხმამაღლა ამბობს სიტყვას ან წინადადებას.

• ბავშვი იმეორებს სიტყვას ან წინადადებას.

• ბარათებზე დაწერილი მარტივი მოკლე სიტყვებიდან ბავშვი აწყობს სხვადასხვა


წინადადებას.

”ენობრივი გამოცდილების მეთოდი” პირდაპირ იყენებს ბავშვის ენობრივ გამოცდილებას


კითხვის სწავლების მიზნით. კერძოდ, მასწავლებელი:

• ბავშვს სთხოვს, დახატოს რაიმე და მერე აღწეროს, რაც დახატა.

• ნახატს მიაწერს სიტყვას ან წინადადებას;

• აგროვებს ბავშვის ნახატებს, ბავშვის თვალწინ აწერს სიტყვას ან მარტივ წინადადებას,


რომელსაც ბავშვთან ერთად კითხულობს;
• აძლევს ბავშვს მისი საკუთარი ნახატებით შედგენილ სასწავლო მასალას, რომელსაც
ბავშვი კითხულობს;

• ბავშვი თვითონ აწერს სიტყვას თავის ნახატს.

”კონტექსტუალური მეთოდი” ეყრდნობა ბავშვის ინტერესს მისი კითხვისადმი


მოტივაციის გაზრდის მიზნით. კერძოდ, მასწავლებელი:

• დაადგენს ბავშვების ინტერესებს, რა მოსწონთ, რა თემა იზიდავთ;

• არჩევს მათი ინტერესის შესაბამის საბავშვო ნახატებიან წიგნს მარტივი სიტყვებით;

• გამოიყენებს ამ მეთოდიკით შედგენილ თემატურ წიგნს, რომელიც დიდი ფორმატისაა


და დასურათებულია. ერთ გვერდზე ნახატის შესაბამისი წინადადებაა, ნახატის ქვემოთ
კი რამდენიმე მარტივი სიტყვა, რომლებიც სურათზე გამოსახულ ობიექტებს შეესაბამება;

• კითხულობს სურათის შესაბამის წინადადებას, ბავშვები კი კითხულობენ სურათის


შესაბამის მარტივ 2-3 სიტყვას;

• ესაუბრება ბავშვებს იმის შესახებ, რაც დაათვალიერეს და წაიკითხეს ლექსიკური


მარაგის გაზრდის მიზნით.

აღნიშნული მეთოდები ”მთლიანობით” პრინციპს ემყარება, წამყვანია აზრი და


მნიშვნელობა, ელემენტები არ არის მნიშვნელობის მატარებელი და ამიტომ ასო-ბგერების
დეკოდირებაზე ვარჯიში აზრს მოკლებულია.

როგორც აღვნიშნეთ, მრავალი ქვეყნის სასკოლო პრაქტიკაში სულ უფრო მეტად


მკვიდრდება ახალი, ე.წ. ”კითხვის ბალანსირებული სწავლების” მეთოდი, რომელიც
კითხვის ინტერაქციულ მოდელს ეფუძნება. ამ მეთოდის მიმდევრები აღიარებენ, რომ
კითხვის მიზანი წაკითხულის გააზრებაა, ხოლო საშუალება კი – გამოსახული
სიმბოლოების შესატყვის ბგერებში გარდაქმნა, დეკოდირება. ამ მეთოდით სწავლების
ძირითადი პრინციპებია:

• პირველ ეტაპზე ბავშვის ინტერესის და მისი ენობრივი გამოცდილების გათვალისწინება


და კითხვის პროცესით მისი დაინტერესება;

• დეკოდირების სავარჯიშოების ჩართვა ბავშვისათვის საინტერესო, შინაარსიან მასალაში;

• მრავალფეროვანი თვალსაჩინოების გამოყენება ანბანისა და შესატყვისი ასო-ბგერების


სწავლებისას;

• პარალელური მუშაობა დეკოდირების ჩვევის გავარჯიშებასა და წაკითხულის გააზრების


გაგებაზე;

• წაკითხულის გააზრების სტრატეგიების სწავლება.


რას გვეუბნება სამეცნიერო კვლევები სწავლების მეთოდების ეფექტურობაზე?
მეტა-ანალიზთა დასკვნა შემდეგია:

• იმ მოსწავლეებს, რომლებიც ფონეტიკური მეთოდით სწავლობდნენ კითხვას, 1-3


კლასებში უკეთესი მიღწევები ჰქონდათ წერა-კითხვაში, ვიდრე იმათ, ვისაც მთლიანი
ენის მეთოდების გამოყენებით ასწავლიდნენ.

• ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მთლიანენობრივი მეთოდის გამოყენების


შემთხვევაში პირველ კლასში მოსწავლეებს უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ გაგებასა და
სიტყვების ამოცნობაში; შემდეგ კლასებში კი დაწერილი სიტყვის ცნობა, გაგება და
მართლწერა მნიშვნელოვნად უკეთესი ჰქონდათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც
ფონეტიკური მეთოდით ასწავლიდნენ.

• კითხვის სწავლების ფონეტიკური მეთოდი მოსწავლეთა უმრავლესობასთან შესანიშნავ


შედეგს იძლევა, თუ ის ინტეგრირებულია წაკითხულის გააზრების, ფონოლოგიური
ცოდნისა და მოქნილობის განვითარებასთან.

• კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე ასო-ბგერების ცოდნასა და სიტყვებში ბგერების


გარჩევას (სიტყვების ბგერითი შემადგენლობის ცოდნა, გარითმვა, დამარცვლა) და
ფონეტიკური მეთოდით სწავლებას გადამწყვეტი როლი ენიჭება, განსაკუთრებით
საბავშვო ბაღში და პირველ კლასში.

ანგარიშის მიხედვით, დამწყები მკითხველისთვის მეტად მნიშვნელოვანია ასო-ბგერითი


დეკოდირების წესების ათვისება და ამისათვის მომზადება უკვე საბავშვო ბაღში უნდა
დაიწყოს.

ბავშვის სკოლამდელი ენობრივი და წიგნთან ურთიერთობის გამოცდილება


მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სკოლაში კითხვის ადვილად ათვისებაზე.

ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვისათვის კითხვის


სწავლება საწყის ეტაპზე აუცილებლად უნდა მოიცავდეს ასო-ბგერების შესატყვისობისა
და სიტყვების ფონემური შემადგენლობის სწავლებას (Byrne, 1984; 1996; Rayner et al.,
2001).

დეკოდირებაზე და მთლიან სიტყვაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების


შედარებისას აღმოჩნდა, რომ წლის ბოლოს მნიშვნელოვნად მაღალი მიღწევები ჰქონდათ
კითხვისა და წაკითხულის გააზრების ტესტში იმ კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც
დეკოდირებაზე ორიენტირებული მეთოდებით ასწავლიდნენ (Evans, Carr 1985).
საინტერესოა, რომ ფონეტიკური მეთოდით სწავლება განსაკუთრებით შედეგიანია
კითხვის პრობლემების მქონე ბავშვებში (Foorman et al.,1998).

მიაჩნდათ, რომ კითხვის სწავლების საუკეთესო გამოცდილება ძირითადად იყო იმ


კლასებში, სადაც მთლიანი ენის მეთოდოლოგიას იყენებდნენ, ანუ ლიტერატურაზე
ორიენტირებულ კლასებში. აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებლებს, რომლებიც კითხვის
სწავლებისას ორივე მეთოდოლოგიის ინტეგირირებას ახდენდნენ, ბევრად უფრო კარგი
შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ ერთ რომელიმე მიდგომას იყენებდა
(Morrow, 1992; Dahl et al., 1999). ამრიგად, ამ კვლევების მიხედვით, კითხვის
ბალანსირებული სწავლების მეთოდის გამოყენება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე
მხოლოდ ერთი მიდგომის გამოყენება.

მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციები:


1. დამწერლობის ანბანური სისტემის მქონე ენაში კითხვის ათვისება შედეგიანია ასო-
ბგერითი შესატყვისობის პირდაპირი სწავლებით.

2. კითხვის ბალანსირებული სწავლება უფრო შედეგიანია, ვიდრე ცალკე რომელიმე


მიდგომაზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენება, რადგან ბავშვების უმრავლესობა ორივე
გზით სწავლობს კითხვას.

3. გრაფემის ფონემად დეკოდირებაზე ორიენტირებული კითხვის სწავლება არ


გულისხმობს კარგი ლიტერატურისა და კონტექსტის უგულებელყოფას. პირიქით,
დეკოდირების ჩვევების შემუშავება უნდა ხდებოდეს ბავშვისათვის საინტერესო,
შინაარსიან მასალაზე.

4. კითხვაში პრობლემების რისკის მქონე ბავშვებისათვის ძირითადი ყურადღება


სიტყვებში ბგერების გარჩევისა და დეკოდირების ჩვევის ათვისებაზე უნდა იყოს
მიმართული.

5. კითხვისადმი ბავშვის დამოკიდებულება, მისი ინტერესი და ენობრივი გამოცდილება


კითხვის ათვისების მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

6. კითხვის სწავლაში წარმატება უფრო მეტად არის დამოკიდებული მასწავლებლის


ენთუზიაზმსა და ცოდნაზე, ბავშვებთან მის დამოკიდებულებაზე, ვიდრე ცალკე აღებულ
რომელიმე მეთოდზე. ნებისმიერი მეთოდი შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს მოსწავლეზე
ორიენტირებული, გულისხმიერი და საქმის მცოდნე მასწავლებლის ხელში.

7. ბავშვებს წერა-კითხვის ათვისების განსხვავებული მზაობა აქვთ და შესაბამისად, მათი


სწავლების ტემპიც განსხვავდება.

8. კითხვაში პრობლემების პრევენციისათვის და კითხვაში დაოსტატებულ მოსწავლეთა


რიცხვის გაზრდისათვის აუცილებელია კითხვის სპეციალისტი მასწავლებლების
მომზადება.

You might also like