You are on page 1of 76

სასოწარკვეთილნი და განწირულნი

-ოხ ჯანდაბას ჯანდაბას ყველაფერი მაინც რა აზრი აქვს? აღარ აღარ მინდა ფუ
საზიზღრობაა ყველაფერი ნუთუ ცხოვრებისაგან გაუბედურებული ადამიანი ასეთი არის ?
ყველა და ყველაფერი ეზიზღება ? ფუ მე ხომ ასეთი არ ვარ მეც ხომ მინდა ადამიანი ვიყო !
მე.... ოხხ საძაგლობაა არამზადაააა როგორი სულდმდაბლობაა ასეთი საცოდავი არსება
როგორიც მე ვარ ...ოხ საცოდავი, საცოდავი ყველაფერი წყალსაც წაუღია დაე ვიტანჯო
რადგან ტაჯვასა და უბედურებაში ვპოვებ ბედნიერებას!

ოხ... თუმცა იტანჯე და მერე იყავ ბედნიერი მაგრამ ჯერ იტანჯე იტანჯე ხო.. ხო ... ასეა
ასეა ! ყველა გამორჩენასა და მანკიერებას ეძებს მე კი ჩემი მთელი ცხოვრება ჭეშმარიტად
გახარებული არასდროს ვყოფილვარ ვერასოდეს ვპოვებდი სიმშვიდესა და მოსვენებას
გართობასა და სიამოვნებაში მთელი ჩემი ცხოვრება ტანჯვასა და ცრემლში გავლიე
ცეცხლში გავიარე და ნავთი შევსვი და ვიგემე კიდეც სიტკბოება ! ამიტომაც ვტირი, რადგან
ტირილში ბედნიერებას დავეძებ! განწირულები ვართ და არარა შეგვიძლია იმიტომაც არ
შეგვიძლია რომ განწირებული ვართ ჰოდა მეც ასე ვფიქრობ ვინაიდან იმიტომაც
ვფიქრობ, რადგან მეტად მიყვარდეს იმიტომაც მინდა მიყვარდეს, რომ მინდა მეტად
ვიტანჯო ამიტომაც დავეძებ ტანჯვასა და მწუხარებას ხო.. ხო... ეგრე იფიქრე ფიოდორ...
ყველა ეგრე ფიქრობს ! საბოლოოდ მიზანი არა გვაქვს დიახ.. დიახ... არა გვაქვს ვინაიდან
მიზანი არ გვაქვს მაშინ არც ის გაგვაჩნია რაც მიზნისთვის აუცილებელია იმიტომაც არა
მაქვს, რომ დავეხეტები, რადგან ხეტიალში ვპოვებ სიმშვიდესა და მოსვენებას ამიტომაც
ვტირი როდესაც ნაღველი დიდია ამიტომაც მინდა ვიტანჯო რადგან ვიტირო იქნებ ამიტომ
არის ცრემლი და ნაღველი საჭირო კიდეც! მაგრამ ვაი რომ ცრემლი და ნაღველია
მთავარი და მთავარი!! სწორედაც ცრემლი და ნაღველი ღუპავს უბედურებას... ამიტომ..
ამიტომ... ბედნიერი ვიქნები... მე.. მე.. მინდა ბედნიერება სწორედაც რომ ვთქვი
ბედნიერება მეთქი... ჰმ. ეს რას ნიშნავს ? ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდა
იყოს ბედნიერი რომ უბედური არ იყოს! ჰმ რა სასაცილოა არა? ,,რაიმც ჩვენი გულის
სიღრმეებში ჩავიხედავთ განვსჯით საკუთარ თავებს ამას უბრალოდ არ ვაკეთებთ ეს ასე
იყო და ჯერჯერობით არც შეიცვლება“ ! დიახ ვინაიდან გულია მთავარი გული! მაგრამ ვაი
გულო ცოდვილო! დაე იყავი სუფთა რადგან არ შეგეშინდეს საკუთარ თავის რადგან
ადამიანი ვინც საკუთარ თავს გაურბის იგი ანჩხლ და საზიზღარ ადამიანად გეჩვენება
ვინაიდან საკუთარ თავში ყველა იკარგება ადამიანი ეძებს გამოსავალს, მაგრამ ვერ
პოულობს, პოულობს კიდეც მაგრამ კარგავს მას და ვაი რომ სულო ცოდვილო ! ვერ
ეგუები ამ ამორეველთა თვისტომობას

ოხ..! სულო ცოდვილო ! ვინც საკუთარ თავს ელაპარაკება მისი ეშინია !

,,რამდენადაც საკუთარ თავს ველაპარაკები იმდენადვე გულუბრყვილო ვხვდები მის


მიმართ და რამდენადაც გულუბრყვილო ვხვდები მის მიმართ მით უფრო გავურბივარ მას
და რამდენადაც გავურბივარ საკუთარ თავს მით უფრო მეშინია მისი“ ! ოხხ... ხანდახან ხო
სიკვდილისაც არ გეშინია ადამიანს!
ხანდახან ისეთი მომენტი დგება რომ ადამიანს არაფრის არ გეშინია მეტიც არ სიკვდილის
გეშინია და ასე მიესწრაფვი მისკენ მაგრამ ვაი რომ ასე მიესწრაფვი მისკენ და არ გეშინია !

სასოწრაკვეთილი ვარ !!! არავინ არა მყავს ! მარტოდ მარტო ვარ ! აღარავის აღარ
ვახსოვარ! გული მტკივა ! საზარელია! ჰმმ.. ასეა განა ? ყველაზე დიდებული განა ისაა რომ
ადამიანი საკუთარ თავს ჩასწვდები? როცა ასე იზამ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა ჰმ
უსაშველოა! ცოცხალი ხარ? მაგრამ შიგნიდან თურმე მკვდარი ხარ გგონია არსებობ?
მაგრამ შენი არსებობა უფრი ცხოველურს გავს!ვიდრე... ადამიანურს!

ჰმმ.. ჩავიცინე

,,მოვა დრო და საკუთარ სულში ჩაიხედავ და მთელს უფსკრულს გადააწყდები“

რა საცოდაობაა ! მე არ ვარ თავისუფალი თავისი, მხოლოდ ისაა ვინც ამას იმსახურებს!


თავისუფლება არ მდგომარეობს იმაში, რომ იყო თავისუფალი არამედ იმაში, რომ იყო
ტანჯული!!!

დიახ ფიოდორ ასეა ასე იცინე იცინე! ხანდახან ისეთ გულღრძო და ნაგავ ადამიანად
მეჩვენება საკუთარი თავი, რომ მევე მძულს იგი!

ო.. ღმერთო ჩემო.. რა? ტირი ფიოდორ? სევდიანი ხარ? ჰმ სასაცილოა! ..როდესაც
სევდიანი ხარ მოგონებები ისე იჭრებიან შენში, რომ ვერც კი ხვდები! ფიოდორ ბედნიერი
ხარ? ხოლო როდესაც ბედნიერი და ზედმეტად გახარებული ხარ ბოლოს მაინც სევდა და
მწუხარებაა“! ჰმ ჭეშმარიტ ბედნიერებას წინ ვერაფერი დაუდგება ! და ვაი რომ ეს სენი
ასეთი მომაკვდინებელია და რაკი ბოროტი და მომაკვდინებელია მაშ შეიწყალე ! მაშ
შეიწყალე! დრო მოვა და ყველაფერი ნამსხვრევებად გადაიქცევა ! ჰა... ჰა .. ჰა ..
სასაცილოა!

ფიოდორ ძალიან ბევრს ფიქრობ! იმიტომაც ვფიქრობ, რომ მინდა ვიტანჯო! მაშ
ფიოდორ... ნუღარ იფიქრებ ამდენს! ,,ხანდახან ადამიანს აზრები გიქრება სრულიად
არაფერზე ფიქრობ და ეს იმდენად დიდი ბედნიერებაა რომ ადამიანს მეტი აღარც კი
მოგინდება უფრო მეტიც გსურს რომ უსასრულოდ ასე გაგარძელდეს ! ჰმ... საინტერესოა .
ყველაფერი ამქვეყნიური გავიწყდება! --ჰმ მაშ განაგრძე... –

შემდეგ კი უხმოდ ამ ქვეყნის აღქმას იწყებ! რაღაც დიდი ბედნიერებაა ამაში ! მეტიც ამ
დროს ეს ბედნიერება შენშია და დიდხანს გრძელდება. აღტაცებული ხარ და გიკვირს ეს
რაღაც ახალი და გასაოცარია და ასე დიდხანს გრძელდება! დასასრულს კი გაოგნებული
ხარ ! ნუთუ ისეთ ანჩხლ და საზარელ ადამიანს როგორიც შენ ხარ ასეთი რამ შეუძლია ? ჰმ..
თქვი ფიოდორ

-ვთქვა?

- თქვი ვატყობ ამდენი ხანია რაღაცის თქმა გსურს..

-ჰმ ჩამეცინა.. მართალია რაღაცის თქმა მსურს. საყურადღებოა გაიგებ კი ?

მოიცა მისმინე ყური მიგდე!


ყველაზე დიდი დანაშაული ამ სამყაროში ადამიანის იყო ღვთისგან ბოძებული კანონის
დარღვევა ამის შემდეგ ადამიანს ასეთი დანაშაული არ ჩაუდენია ! რამ დაღუპა
კაცობრიობა ? იდეებმა ფიოდორ იდეებმა ! როდესაც გონებაში რაიმე იდეა გაჩნდება და
ამას ყურადღებას მიაქცევ ის შენში გაზრდას იწყებს და მთელ გონებას ედება მერე გულს
აღძრავს დანაშაულის სურვილით შემდეგ კი მოქმედებაში მოდის! და ვინაიდან
აკრძალული იყო მისაღებად ნაყოფი ხე სიცოცხლისა და ხე ბოროტის შეცნობისა
საშინლად ანჩხლ და საზარელ არსებას როგორიც ადამიანია მოედო და დანაშაულის
სურვილით აღძრა ! დაე ვიტანჯოთ მარადის ! ვინაიდან ეს დავიმსახურეთ!

-ჰა.. ჰა.. ჰა... ფიოდორ... რატომ ამბობ ამას?

-,,ნუ ამბობთ თუ რატომ და რისთვის ვინაიდან ამას ვერასდროს ამოხსნი ვინაიდან


ყველაფერს თავიდი მიზეზი აქვს“ ! წარმოიდგინეთ დანაშაული, რომელმაც ადამიანები
დაღუპა და აჰა მაინც გავცამტვერდით ! ხომ ნათქვამია არა კაც კლა ! მაგრამ მაინც
ვკლავთ ! და მიუხედავად ამისა ჩვენ არა ვართ მარტონი არა ! და მაინც მოგვეცა იმედი!

-სასოწარკვეთილი.. ხარ ფიოდორ.

- დიახ სასოწარკვეთილი ვარ! ვუღრიალე გაორკეცებული ხმით

-მაშინ მითხარით მითხარით და უთუოდ ვიწამებ!

-მაშინ მითხარით თუ ქრისტე არაა ერთადერთი რატომ გწამთ მისი?

იმიტომაც გწამთ რომ იგია ერთადერთი! მაშ თუ ეგრე არ არის გამოდის სიცოცხლე არც კი
ღირებულა, მაგრამ მე მწამს უფლის და იმიტომაც ვარ ცოცხალი!

- მაშ თუ აგრე არის მეც ვიწამებ! მაშ თუ იგია ერთადერთი სიკვდილი არც არსებულა !

-,,ჰმ.. მისმინე. ორნაირი სიკვდილი არსებობს პირველი როცა ცოცხალიც კი მკვდარი ხარ

- და მეორე? მეორე?..

-და მეორე როცა მკვდარიც კი სიკვდილს დაეძებ“

-და ვაითუ საერთოდ არ მოვკვდე მერე რა იქნება?

- შემდეგ დასასრულის დასაწყისი... შემდეგ.. შემდეგ.. კი უკვე არ ვიცი რა მოხდება


ყველაფერი ახლიდან დაიწყება და განმეორდება, მაგრამ ეს უკვე ის სიცოცხლე არ იქნება,
რომელიც იცით არამედ სხვა სიცოცხლე ახალი მარადიული....

-თუმცა.. თუმცა ჯერ კიდევ აქა ვართ და სიცოცხლე უნდა გვიყვარდეს! მაშ ახლა როგორ
ვიყო ცოცხალი?

-,,იწამეთ ღმერთი ღმერთმანი იწამეთ და იცოცხლებთ! სხვა შემთხვევაში ყველაფერი


სხვაგვარად დამთავრდება ისე კი არა, როგორც წარმოგიდგენიათ არამედ სხვაგვარად...
სულ სხვაგვარად

და შენი ყოველი ნაბიჯი წინასწარ დათვლილია თუმცა ბედისწერას ჩვენ ვქმნით ანუ
ნაბიჯის შეცვლა ყოველთვის შეიძლება უკანასკნელ წუთსაც კი!... მაშინაც შეგიძლია
მარადიულობას დაეწაფო და გადარჩე... იმედი.. იმედი... კი არასდროს დაკარგოთ! და
რაც არ უნდა მოხდეს იცოცხლებთ თუ ცოცხლობთ ჯერ კიდევ არის იმედი რაც იმას
ნიშნავს, რომ არა ხარ მკვდარი ხოლო თუ მკვდარი ხარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ
ცოცხალი არ ხართ“, მაგრამ სანამ ცოცხლობ მაშინ ჯერ კიდევ არსებობს სიყვარული
ამიტომ იცოცხლე იცოცხლე მეგობარო!

რამ დაგანაღვლიანა ფიოდორ?

-მწუხარებამ და სევდამ, მაგრამ ადამიანი არ იბადება იმისთვის, რომ უბედური იყოს


არამედ იმისთვის რომ ბედნიერება ჰპოვოს!

- მეცინება ფიოდორ! სასაცილო ხარ ჰე.. ჰე..

-ხო ხო იცინე იცინე მე კი იცი რას გეტყვი? ადამიანი არ უნდა აყვე საკუთარ აზრებსა და
ფიქრებს, რადგან საკუთარ აზრებზე აყოლას ადამიანი დაღუპვამდე მიყავს! გესმის?!
გესმის!.... ამ დანაშაულზე პასუხს კი ადამიანი აგებს! ხანდახან ხომ ყოვლად საზიზღარი
აზრები მომდის ღმერთო ჩემო... ფუ რა საზიზღარი ვარ ვფიქრობ ვფიქრობ და
გამოსავალს ვერ ვპოულობ !

- ჩუ ფიოდორ! როშავ!... და მეტი არაფერი!

-დანაშაული თუ მისი შედეგი?

-რას ამბობ გამაგებინე ღმერთმანი!...

- დამნაშავე თავის მოსულელებას იწყებს და მეც ვისულელებ თავს!

- დამნაშავე ხარ?

-... ოჰო... მიხვდი? დიახ დამნაშავე ვარ მთელი კაცობრიობის წინაშე! დამნაშავე და მეტი
არაფერი!

იცი საკუთარი თავის მონა გავხდი, რაღაც შეიცვალა აბა სადამდე

უნდა ითმინოს ადამიანმა, რომ მუდამ ერთი და იგივე იყოს! მემგონი ვპოვებ ნეტარებასა
და მოსვენებას! მაშასადამე დანაშაულია დანაშაული!

-მოკალით ეს კაცი! .... ჩამოახრჩვეთ!

წამიერი სიკვდილის ხილვა ყველას ასე გვწყურია! ჩუ ცალტვინა რაებს ბოდავ !

-ჩამოახრჩვეთ ჩამოახრჩვეთ!

-ხმა ჩაიკმინდე! არარაობა

-განაჩენი მაგას სიკვდილი!

-ვერა ხედავ ვღრიალებ და შენ მაჩუმებ?

-რატომ სიკვდილი ის ხომ დამნაშავეა!

-ხოდა დამნაშავე როა მაგიტომ უნდა დაისაჯოს !


-ჩამოახრჩვეთ! ჩამოახრჩვეთ!...

ვინაიდან...

-ვინაიდან რა?

-ვინაიდან...

უნდა იტანჯოს! -ხმა ჩაიგდე ! -რატომ უნდა იტანჯოს ბატონო? -დაე იტანჯოს, რადგან მას
სხვა არ დასტანჯავს! ასე თუ არ მოვიქცებით მაშინ მას ღმერთი დასტანჯავს! -მაშ თუ უნდა
იტანჯოს დაე ბედნიერი იყოს შემქმნელის წინაშე!

-დიახ! დიახ! ტანჯვა! ჩამოახრჩვეთ!...

-ხმა კრინტი ხმა ჩაიგდე გგონია, რომ ამის უფლება გაქვს გგონია შენ იმის უფლება გაქვს,
რომ ხალხი სიკვდილით დასაჯო?

-ეე... ფიოდორ შენ ხომ ერთი უძლური ხარ დიახ უძლური! შენ არაფერი შეგიძლია ! არ
შეგიძლია ! ვინაიდან არავის არაფერი შეუძლია! სუსტი ხარ ! საკუთარი თავის მონა ხარ !

ფიოდორ.... -მაშ მოიცადეთ რას აპირებთ? თქვენ კლავთ და ამით რას იქმნთ? მხოლოდ
ბოროტებას აორკეცებთ მეტს არაფერს! -ბოროტება ბოროტებით უნდა მოისპოს!

-სტყუი! იმაზე სულელი ყოფილხარ ვიდრე ამას ვფიქრობდი ბოროტებით ხომ ბოროტებას
გააორკეცებთ! -არა ამით მხოლოდ მას გააცამტვერებ! - მაშ ამას შენ ამბობ?

-თქვე უგუნურებო დანაშაულით არ ვითარდება დანაშაული რადგა ნ მისით ადამიანი


გარდაიქმნება! -ბოდვაა და მეტი არაფერი....

- დიახ ბოდვაა იქნებ მთელი კაცობრიობა სულ ბოდვაა.. და მეტი არაფერი!.. რადგან
წარმოუდგენელია!... სისულელეა ჰმ ,,სისულელე ხომ არსებობაა შეწყალების გარეშე“!

- მაშ შეგვიწყალონ თუ აგრეა! -თქვენ ამბობთ რომ შეიწყალეთო მაშ ეგრეა რადგან ასე
ამბობთ! განა შეწყალების ღირსია ის ვინმაც სხვა არ შეიწყალა? -ვინც სხვა არ იწყალებს
ის არც სხვისგან იქნება შეწყალებული!

- ღმერთმა დასწყევლოს! რომელი ხარ.. თქვი ახლავე !.. თქვი! რატომ დაეძებ ტანჯვასა და
უბედურებას? ფიოდორ ნუ არიდებ პასუხს თავს! ფიოდორ სთქვი! სთქვი!

- ,,რადგან მე მუდამ ვტანჯულობ და ტანჯვაში ბედნიერებას ვპოულობ! ვინაიდან მაშინ


აღარ იქნება საჭირო ტანჯვა და წამება ვინაიდან ცრემლი და მწუხარება აღარ იქნება“!

-სტყუი... ფიოდორ... ,,ესე იგი თქვენ ტანჯულობთ, მაგრამ არ იწყალებთ ეს იმას გავს
ნანობდეთ და არ გიყვარდეთ“! - და ვინ უნდა შევიბრალო ნუ გამაკვირვებ.

-საკუთარი თავი შეიბრალე საკუთარი თავის რწმენა გქონდეს!

-სისულელეა! შეშფოთებით ვამბობ. საკუთარი თავის რწმენა ერთადერთია რასაც არ უნდა


ენდოს ადამიანი.

-ხმა სტყუით!

- თქვენ ვინა ხართ რომ უფლებას გვართმევთ რომ სხვა სიცოცხლის აღარ ვიწამოთ?
-მე? მე?

-თქვენს კითხვაზე ვინა ხართ გიპასუხებთ! მე არა ვარ ის ვისიც იწამეთ!

-რაებს ბოდავთ!

-დიახ ბოდვაა.. სისულელეა! მე ხომ არამზადა ვარ ! დიახ დიდი არამზადა ვინმე ერთი
სულმდაბალი ფიოდორი მე ნაცარი მე ვარ მტვერი, ვითარცა პირისაგან მიწისა აღგვილი

! -რაო რას ამბობთთ! ჩვენ არა გვწამს თქვენი! რადგან არა ხართ მთელი სამყარო ! თქვენ
მართლაც, რომ ნაცარი ხართ და მეტი არაფერი!

-დიახ ნაცარი და მტვერი ვარ!

- ო.. როგორ მებრალებით! მაშ რა გამოდის! ის თუ არაა ის ვისაც ამბობთ მაშინ დავსაჯოთ !

-ვისზე ამბობთ?

-თქვენზე ფიოდორ... რადგან არა ხართ ის ვისაც სულს განდობთ!

-რაო რას ამბობთ! აკი გითხარით ნაცარი ვარ მეთქი! დაე დამსაჯეთ ვითარცა გსურთ!

-დავსაჯოთ რადგან ტყუილმა მოიცვა მთელი სამყარო! მაშ თუარა ხართ ის ვისაც ვფიქრობ
დაე იტანჯეთ!

-ნუთუ მითხარი რამ გადაგრია?

-თქვენთვის ხომ სისხლის ღვრა და დანაშაული არაფერს ნიშნავს! უთუოდ უნდა


დაისაჯოთ!

-ღმერთმა დასწყევლოს! ოხ დაე იყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ არა არ
შეგეგუებით არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ დამიმონოთ

-ასე რამ გაგაბოროტათ ! არსებობს ორი არსება, რომელიც ერთმანეთს სულს უზიარებს და
შენ ესეთი ანჩხლი ხარ ფიოდორ.. რა თვალთმაქცი ხარ ! ვერა ხედავ ? ვიღაცას ვიღაც
უყვარს და ზოგს ისეუ ყვარს ვიღაც, რომ ანგელოზი ყოფილიყო მის გამო ადამიანად
გარდაიქნებოდა ! ოხ.. როგორი სულმდაბალი ხარ..

-მაშინ თუ მსჯით დაე დამსაჯეთ ნუღარ გაწელავთ!

-მაგრამ მოიცათ მაშ თუ ასეა თუ კაცობრიობა სულ დამნაშავეა?

- ამას თქვენ ამბობდით! -თქვენ ვერარას გაიგებთ რა! -თქვით და იქნებდა გავიგო კიდეც!
არა ვარ შესაბრალისი არა არ უნდა შემიბრალოთ არა რადგან დანაშაული ჩვენი
ბრალია! რადგან

მას ყოველთვის ვებრალებოდით! დანაშაული დაუსჯელი რჩება რადგან მას ყოველთვის


თან სდევს კაცობრიობის ჭუჭყი... დიახ ეს ჭუჭყი ჩვენა ვართ ადამიანი ყველგან დანაშაულს
სჩადის არ შევუშინდით და სამოთხეშიც კი დანაშაული ჩავიდინეთ ჰმ... რააა ადამიანი არ
არსებობს ადგილი სადაც დანაშაული არ არსებობდეს დანაშაული არასდროს ვითარდება
იგი იქმნება და მას თავად ადამიანი ქმნის ეს ერთი არსება, რომელიც ამ სამყაროში სხვა
არაფერია გარდა ტანჯვისა, რადგან ადამიანი იტანჯება!... -მართალია ფიოდორ... დიახ
იტანჯება!

-მისმინე ნუ მაწყვეტინებ! და თუ არ დაისაჯა, ვითარცა მკვლელი მას, როგორც მონას


მოექცევით ანუ უნდა დავისაჯოთ ვიდრე მონები გავხდებით, ,,რადგან ვინც საკუთარი
თავის მონა ხდება უჩვეულო რამ ემართებათ ადამიანი უნდა დაისაჯოს რადგან იკარგება
საკუთარ თავში ეძებს.. ეძებს... გამოსავალს მაგრამ ვერ პოულობს...

პოულობს კიდეც მაგრამ კარგავს“!

თუ ჩამომახრჩობთ მაშინ სინდისსაც გაქელავთ!

-სინდისი ? ჩვენ ხომ სინდისი არ გაგვაჩნია!

-ასეა არა ? სინდისსაც კი ვერ შეეგუეთ!

-მწარედ იღიმი ორეულო! ორეულო ფიოდორ..

-თქვენ დამნაშავე არ ხართ!

-როგორი სულმდაბლობაა თუ ასეა რატომღა მსჯით თუ დამნაშავე არა ვარ ?

-თქვენ არა ხართ დამნაშავე! დანაშაულით ადამიანი არ არის დამნაშავე ადამიანი


დამნაშავეა სანამ დანაშაულს ჩაიდენს! თქვენ კი დამნაშავე არ ხართ! ეი თქვენ მსაჯულო
შენ გგონია ძალიან მსიამოვნებს მისი დასჯა? დანაშაული არ ჩაუდენია მაგრამ ხომ
გაიფიქრა? ფიქრიც ხომ დანაშაულია! დღეს ადამიანის არსებობა დანაშაულია ! საერთოდ
ყველაფერი დანაშაულია მხოლოდ ღმერთია მართალი იგია ერთადერთი ჭეშმარიტება !

-ესე იგი მე რომელიც დამნაშავე ვარ მაგრამ დამნაშავედ არ მრაცხავთ თქვენი


საბედისწერო გადაწყვეტილების მსხვერპლი ვხდები რადგან ჩემი არსებობა დანაშაულია .

ამიტომ ასე იფიქრეთ დასჯით და დანაშაულიც გაქრება ! მერე ვითომ ამ დანაშაულის


გაქრობა დანაშაული არ არის? ანუ ყველაფერი დანაშაულია რადგან საბედისწერო არის
თქვენი გადაწყვეტილება თუ უდანაშაულოს მებრძვით მაშინ დანაშაულს თქვენვე ქმნით !
ცოდვილსაც აქვს რაღაცის თქმის უფლება დაე მეცა ვთქვა ფიოდორ. თუ ადამიანი
ყველაფრის გამკეთებელი არარაობაა მაშ მე რატომღა მსჯით? ჩემს ადგილას ხომ
ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო ყველას შეეძლო ენახა ადამიანი მაგრამ მას სულში ვერ
ჩასწვდომოდა ეს ფრაზაა რომელიც ხსნის ადამიანის მიერ დანახულ ჭეშმარიტებას .
ფიოდორ... გესმის რასაც ვამბობ.? ,,ადამიანის სულში როგორ უნდა ჩაიხედო როდესაც
შენს სულში ვერ იხედები“. ამბობთ რომ დამნაშავე ხარო და მსჯით მაგრამ მითხარი
ფიოდორ საკუთარ თავს რატომ არ სჯი? კიდევ გიმეორებთ ,,რაიმც ჩვენი გულის
სიღრმეებში ჩავიხედავთ განვსჯით საკუთარ თავებს ეს უბრალოდ ასე იყო და ჯერჯერობით
არც შეიცვლება“. ანუ უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ საკუთარ გულში არ იხედებით
რადგან ჭეშმარიტებას ყველა გაურბის რადგან მისი ყველას ეშინია შენც მშიშარა ხარ
ფიოდორ ყველანი მშიშრები ვართ ყველას გვეშინია მხოლოდ იმიტომ რომ არარა ვართ!
მაშ დამსაჯოთ უნდა? ანუ ჩამომახრჩოთ? ჰმ.. ხო აბა თქვენ იცით და ჭეშმარიტებას თვალი
არ გაუსწოროთ! ან რას გარგებს ყველა ბოროტებასა და სისხლში გასვრა? შენ არა გაქვს
უფლება ხმა აღიმაღლო.

-მე ერთადერთი ვარ ვისაც ამისი უფლება აქვს!!!


-თქვენ უსამართოლებაზე ხმას არ იმაღლებთ რადგან ვერარა გაგიგიათ მაშ თუ
უსამართლობაა ჩემი არ დასჯა მაშ რაღა დაგვრჩენია ამ ქვეყანაზე რადგან სიმართლის
გარეშე ყველაფერი არარა იქნება რადგან სიმართლით მიიღწევა ყველასა და
ყველაფერზე გამარჯვება! აკი ვსტყუი და მართალს არ ვამბობ ყოველივეზე მეტი ხომ
სიყვარულია! სიყვარული ხომ საბედისწერო უსასრულობაა ! დაე ვიტანჯო! დაე ვიტანჯო!

-თქვენ ხომ იმედი დაკარგეთ!

-,,ყოველთვის როცა იმედი კვდება უიმედობა არ იბადება“!

-ესე იგი შენ ფიოდორ! ჯერ კიდევ... სისულელეა... ...მე... ვარ..! მე... ვარ ნამდვილი
ფიოდორი და რასაც მინდა იმას ვიზამ! შენ კი ....ჩემი მონა ხარ! შენ არ ხარ თავისუფალი
რადგან დაგიმონე დიახ.... დაგიმონე და საკუთარი აზრების მონა გახდი შენი აზრების მე
ვარ! ფიოდორ შენ ჩემი ხარ! რადგან სისულელეა სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია !
ჰა...ჰა..ჰა..... მეცინება მეცინება და მეცოდები საბრალო ფიოდორ ფიოდორ ...! მე
ყოველთვის თან გსდევ ვითარცა ურჩხული შენ.. შენ.... კი ჩემი მონა ხარ! -არა ვარ მონა! შე
უგუნურო! დამნაშავე ვარ მე ჩემს წინაშე დიახ ჩემს წინაშე და არა შენს! სხვა უთუოდ არ
მოისაზრება თქვენა ხართ ჩემი მტანჯველი თუმცა არა არა ვერ მოგართვით! თქვენა ხართ
ჩემი მტანჯველი! თქვენა ხართ! შესაბრალისი დიახ შესაბრალისი ვარ ვინაიდან მაშ რაღა
დაგვრჩენია მის გარეშე ამ ქვეყანაზე ყოველი ფორმა ყოველი აზრი აზრს კარგავს მის
გარეშე რადგან თუ გებრალება გიყვარს კიდეც იქნებ სიბრაულულია და სიბრალული
მიზეზი და მიზეზი რაიც აქამდე ყველას აცოცხლებს! თუ ვინმე გძულს მაშინ ადამიანი არ
გყვარებია! თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი გიყვარს რადგან ყველა სიბრალულსა და
სიყვარულს დაეძებთ ყველა გრძნობიერსა და მიწიერს ვეტრფით ფუ! რა რას გავს! დღეს
ცხოვრება ნახეთ! ნახეთ! მეორე ფიოდორ! რას დაემგვანა უმანკოება? ბიწიერსა და
გარყვნილებას ყველას აქვს დღეს ახვეული თვალები და ამაში ერთმანეთს ეხმარებიან
კიდეც! ოჰ საბრალო ადამიანებო! ასე იტანჯებით ოხ... როგორ მტკივა გული მე მათ
შემყურე ეი... შენ ფიოდორ გგონია ვითომდა დამამარცხებ? ვერა ვერ დამამარცხებ
ვინაიდან დამარცხებული არა არს კაცობრიობა! თქვენ... თქვენ კი... არა რა ხართ!

ფიქრებიდან გამოვერკკვიე სად გაქრა ფიოდორი? ვინ ვიყავ მე? მე ხომ ფიოდორი ვარ
თუმცა ის ვინ იყო? ისიც ხომ ფიოდორია . ოხ ... ეს ფიოდორები.... სულ ამჭრიან ჭკუიდან
გადამრევენ ,,რას არ იზამ ადამიანი ცხოვრებისაგან გაუბედურებული ყველაფრისა და
ყველასაგან დავიწყებული თუმცა არავის ვიცნობ არც ვინმე მახსოვს აღარ მახსოვს სად
ვარ აქ? მყავს კი ვინმე ? ოჯახი? სახლ კარი? ბედნიერება? ბედნიერების უფლებას არა აქვს
... მე... უნდა ვიტანჯო ოჰო! მე ხომ ტანჯვას არ გავურბივარ ესე იგი ბედნიერება
დამსახურებულია!! დამსახურებულია ვინაიდან არა არს კაცი დაუმსახურებელი მაგრამ
ჩვენ რას ვიმსახურებთ? რას ვიმსახურებთ ადამიანები? ჰმ... ჩამეცინა , მაგრამ არა იმაზე არ
ვიცი არ ვიცი უბრალოდ გამეცინა... ხანდახან ისე ხარ, რომ უბრალო რამეზეც კი გეცინება
მეტიც არც კი იცი რაზე იცინი... იცინი... იცინი... და ისევ იცინი! ო...ეს ფუ! რამ გამახსენა!
ძველი დრო არა ეს უფრო ახალს გავს ვიდრე ძველებურს არა კი არ გავს ასეცაა ხანდახან
ისეთი რამ მოხდება, რომ გგონია უკვე იყო ხანდახან კი ვერარა გაგიგია! ვფიქრობ ,
მაგრამ ფიქრის თავი სადა მაქვს არ ვფიქრობ, მაგრამ არც ფიქრის გარეშე არ შეიძლება
გინდა, მაგრამ არაფერი მოგდის თავში ისმე,ნ მაგრამ ვერაფერს გებულობ ხანდახან ხომ
ისეცააა, რომ უყურებ მაგრამ ვერ ხვდები რა! ხანდახან, ხომ გგონია, რომ აქ არა ხარ,
მაგრამ აქა ხარ და ასეც უდა იყოს, მაგრამ მაინც ვერარა გამიგია , მაგრამ არის მომენტები
რომლებიც წამით გაგახარებენ და ბედნიერად გაგრძნობინებენ თავს ასეთი წუთები ბევრი
არ არის, მაგრამ უნდა ეცადო რომ ბევრი იყოს ვა... ისეც ხომ ხდება, რომ ყველა წმინდააა
შენს გარშემო, რადგან ეს წუთები ბედნიერებაა... ეს წუთები კი იშვვიათია ასეთი დრო
გროვდება და მერე პატარა ცხოვრებად იქცევა ხოლმე, მაგრამ მარტო მოგონებები მაინც
რას გარგებს? ოჰო იშვიათია ახლა ბედნიერება და უბდურება არა იშვიათი კი არა არამედ
ხშირიცააა, მაგრამ ეს მაინც არ არის სრულყოფილი ბედნიერებისა და უბედურების სახე
ზოგი ხომ ბედნიერია, მაგრამ არ იცის რატომ ზოგი კი უბედურია, მაგრამ რისთვის არ იცის
,,ის ვინმაც არ იცის უბედურია ვინც იცის კი იმაზე უბედური, რომელმაც არ იცის და
უბედურია“ ...ოხ... ფიოდორ სად წადი მე მარტოობა არ შემიძლია ფიოდორრ...
განწირული ვარ გთხოვ.... ფიოდორ შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ! მე უიმედობა არ
შემიძლია. გულს მიშფოთებს ეს ქვითინი მე ხომ ვტირი ახლა სად ხარ ჩემო თავო?
ვთვრები ვთვრები ფიოდორ.... დიახ აგერ ლუდი მაქვს და წყურვილიდა ვსვამ ის მაბრუებს
მაინც! ვეტანები ჩუმად ამ სასმელს და აღარა მაქვს დარდის თავი! ო... ფიოდორ! დაე
წადი... წადი.... აღარ მინდა შენზე ფიქრი... ფუ... სარკეში ჩემი სული მიყურებს შეშფოთებით
ფიოდდორ... ფიოდორ.... ვღრიალებ და ვღრიალებ აღარ გესმის ჩემი ? განა ასე არ არის?
ცხოვრებისაგან განადგურებული ადამიანი ოცნებებს რომ ქმნის განა რა არის აქ
გასაკვირი? იქნებ ოცნებებში მაინც ვპოვო ბედნიერება ვსვამ და ვსვამ რადგან აგერ მეათე
დღეა ძლიერ ვტანჯულობ იქნებ მეტსა ვსვამ ვიდრე ვცოცხლობ? იქნებ ჩემი ყოველი
ამოსუნთქვა მტვერი და ნაცარია იქნებ ო.... უკუთესია თავი მოვიკლა? ჯერ არა რადგან
სრულებით მინდა რომ შევიშალო ჯერ არა რადგან მინდა, რომ მეტად ვიტანჯო იქნებ ოცი
დღეა ვსვამ და ტვინი გადამებუღა? იქნებ იმიტომაც გადამებუგა რომა ვსვამ . ჰმ... რა
სასაცილოა იქნებ არცა ღირს სალაპრაკოდ მაშ თუ არა ღირს რაღად ვლაპარაკობ?
იმიტომაც ვლაპარაკობ, რომ ვბოდავ და მეც უფრო მეტსა და მეტს ვბოდავ! იმიტომაც
ვბოდავ, რომ ვლაპარაკობ იმიტომაც ვლაპარაკობ, რომ ვბოდავ და მაშასადამე ამიტომაც
ვსვამ იქნებ იმიტომაც ვსვამ, რომ არარა ვარ და მინდა, რომ მეტად ვიგრძნო ხოდა რახან
ვგრძნობ იმიტომაც ვარ არარაობა ნეტავ არცა ვგრძნობდე და არცა ვსვამდე ამიტომაც
დავეძებ ტანჯვასა და მწუხარებას იმიტომ რომ მინდა მეტად ვიტანჯო! ავდგე და გადავხტე ?
მაშ სადღა წავალ არა უსასრულობას არ მივეცემი! ერთ დაკვრაშივე გამოვცალე ლუდი
ფიოდორ ვერა ხედავ? მაშ კიდევ ერთხელ დავლევ, რომ დამინახო იმიტომაც მინდა
ფიოდორ, რომ დამინახო ფიოდორ.... რომ ნახო როგორ ვიტანჯები! ფიოდორ !ადვილია
უყურო როგორ ვიუბედურებ თავს მაგრამ ამაში ვოვებ შვებასა და ნეტარებას დიახ ... ამ
ერთ წვეთში რადგან ერთ წვეთს შეუძლია მთელი სამყარო შეცვალოს იმიტომაც ვსვამ
რომ ყველა მებრაელება იმიტომაც ვსვამ, რომ მინდა ყველა მიყვარდეს! ფიოდორ ..
ფიოდორ.. შენ ხო არა სვამ რა? მაგრამ მე შენს მაგივრად დავლევ ფიოდორ წამიც და
ყველაფერი გათავდება მზადა ვარ ყველაფერი მომზადებული მაქვს ლუდიც მაქვს
დავლევ და მეტი რაღა გინდა, როცა მთვრალი ხარ უფრო ადვილია გადაწყვეტილების
მიღება, რადგან ნაკლებია ფიქრი და მეტია ქმედება რადგან არავინ ფიქრობს
დანაშაულის შედეგზე! ავდგები ფიოდორი მასაც მოვკლავ და მერე თავსაც მოვიკლავ
გეგმა უკვე შედგენილია ყველაფერი გადაწყვეტილია ყველაფერი ისე ადვილად
მომთავრდება ვერც კი გაიგებს ავდგები და ჩემი ხელებით აი ამ ხელებითთ დიახ ამ
ხელებით გავალ და... ფუ! ღმერთო რა საშინელებააა! ასეთი რამ რად გავიფიქრე ? ასეთი
რამ თუ გავიფიქრე უთუოდ ავიხდენ და ფუ რა საზიზღარი ვარ! არა არცა მჭირს რამ
მხოლოდ უსარგებლო ვარ რამე ხომ უნდა ვქნა? მომბეზრდა ყველაფერი და ეგაა ვის არ
გამოუცდია, როდესაც რაიმე მოგბეზრდება ან არ იცი რა ქნა უთუოდ ანჩხლი აზრი
შემოგიჩნდება მთელი დღეა რაცა ვსვამ მთელი დღეები აზრები ტრიალებს და ტრიალებს
ამიტომაც სრულიად ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ..

ასე ვზივარ ამ დღეების წინ მაგიდასთან ახლოს ვიჯექი რაღა ახლოს თითქმის
მაგიდასთან ვიყავი და სკამზე ვიჯექი ტანსაცმელსაც მოგახსენებთ რა მეცვა ეს იყო
რაღაცც ძძველისძველი აქა იქ დაფლეთილი მაიკა მაიკასაც ვერ დავარქმევდი ეს იყო
უფრო შესაბრალისი ვიდრე მაიკა იმასაც გეტყვით სად ვიყავი თუმცა მევე არ ვიცი ... ეს იყო
რაღაც ადგილი რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია ასე მახსოვს გაგიჟებით
მივდიოდი და სად მივდიოდი? არა მიმართულება არ მქონდა , მაგრამ რაც ძალიან
დამამახსოვრდა ეს ის ფიქრები იყო არა ესენი არა აქ რაც დაიწერა სულ სხვა იყო თუმცა ეს
სულ სხვა არ იყო სხვა არამედ იგივე იყო ძველი თუმცა არც ძველსაც ვიტყოდი, რადგან ეს
ფიქრი იყო, მაგრამ ვერ გამეგო რა ამიტომაც ამ ფიქრს ავეტანე , მაშინ სულ სხვა რაღაც
მომივიდა აზრად ეს ახალი იყო, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რა იყო ამიტომაც ვარჩიე ისევ
ის ფიქრი, მაშინ ხო სწორედ ასე ვფიქრობდი ოღონდ მარტოს ვფიქრობდი არ
ვსაუბრობდი ჩემი არავის ესმოდა ესე იგი არავის ველაპარაკებოდი ! ოღონდაც მარტო
მივდიოდი და შესაძლებელია სულაც ამიტომ, რადგან ვისაც გვერდზე მოლაპარაკე ჰყავს
ის მარტო არ საუბრობს, მაგრამ ცალკე მაინც ფიქრობს ხოდა რაკი მე სულ მარტო ვიყავი
და არავის ესმოდა ჩემი ფიქრი, რადგან ხმამაღლა რო მეფიქრა უთუოდ გაიგებდნენ თუ
ვინ ამას ვერ ვიტყვი, რადგან ხალხი ბევრი იყო თუმცა ეს არ მანაღვლებდა ისინი არც
შემინიშნავს, მაგრამ იქიდან ვიცი, რომ აუცილებლად იქნებოდა ვინმე ვინც მომისმენდა
და და ფეხდაფეხ ამედევნებოდა ანუ ჩაითრევდა ჩემი საუბარი და ვერ მოვიცილებდი და
რაკი ეს ჩემი ვარაუდია და იქნებ სულაც არააა ვარაუდი და ასეცაა , რადგან ვარაუდია ,
რომ სწორედაც ეგრეა ანუ ადამიანი იწყებ ვარაუდს მაგრამ რისთვის იწყებ ? ანუ იწონებ
ამა თუ იმ ქმედებას და თუ კარგი არის მაშინ ქმედებაში მოგყავს , მაგრამ მე ქმედებაში ვერ
მოვიყვანდი იმიტომ, რომ უბრალოდ ვივარაუდე ეჰ.... ვინაიდან ჩემი გულია კვლავ
ნაფლეთებად გადაქცეული თუმცა ეს ტანჯვად კი ღირდა დიახ... დიახ... ღირდა კი ? ღირდა
კი არა სიცოცხლესაც შევალევდი არა არა... რა ეგონა... იმ არამზადას ეგონა
დავუთმობდი? ჰე... ჰე... ვერ მივართვი აი, რომ დამეთმო მერე რაღა მაცოცხლებდა? თუ
მაინც რამეა საჭირო, რადგან ვიცოცხლო მეც ვეძებ ხოდა... ვაი, რომ ეს სენი მეც
შემეყარა... ჰო მაშ შენც ეგრე იქნები! ოჰო.. როგორ თუ ეგრე ესე იგი მეც ერთ-ერთი
არარაობათაგანი ვარ? არა, მაგრამ ხომ იქნები როდესმე მაშ თუ ვიქნები როგორმე თავს
მოვიტყუებ და რისთვის უნდა მოვიტყუო? არა... მე ჩემზე ტყუილს არ ვიტყვი აი კიდეც, რომ
შიმშილისგან კვდებოდეს კაცი იტყვის, მაგრამ მე არამც და არამც არ ვიტყვი ! ვინა თქვა ,
რომ ტყუილი უნდა თქვა? ვინც იტყუება ის პირველი იღუპავს საკუთარ თავს! ოჰო... ესე იგი
ტტყუილი არამც და არამც არ უნ ვთქვა! აი ასე ვფიქრობდი, მაგრამ რატომ? პირველად ის
მახსენდება.... როგორ დავთვერი მეორე კი რაღაც საგნები. მახხსოვს ეს საგნები
დაუფარავად იწვევდა ჩემში ზიზღს! მახსოვს განათებული ოთახი, რომელიც სარდაფს
უფრო გავდა. სანთლები აქა იქ იყო შავ გადაცრეცილ კედლებთან ჩირაღდანივით , მაგრამ
რატომღაც ჩვეულებრივი სანთლები იყო ამ სანთლების გარშემო ანუ თვითონ შიგნით
სარდაფში მემგოონი ეს სარდაფი არ იყო. ტრიალებდა ხალხთარაოდენობა ანუ ხალხი
მმართლა,ც რომ ტრიალებდა ანუ ხალხი ჩამოდიოდა შემოდიოდა, მაგრამ რატომღაც
მოსამსახურე და სარდაფის მეპატრონე აქეთ იქით დარბოდნენ, მაგრამ ხალხი ერთ
ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ყველა ადგილს ინაცვლებდა ოღონდ ისინი ვინც ფეხზე იდგა
რადგან მართლაც იყვნენ ისეთი ხალხი ვინც ფეხზე იდგა. ამ სარდაფში მახსოვს კიბეებით
ჩავედი და რატომღაც კიბეების თვლას მოვყევი ათი საფეხურისა იყო... გვერდებზე
განიერი ოთახი იყო უფრო სწორედ სარდაფი და სიგრძეშიც კარგა ხელა იყო ოღონდ
ბნელოდა, მაგრამ სანთლები სულ ანათებდა, მაგრამ რატომღაც კუთხეებთან დაბლა
მაინც სიბნელე იყო მხოლოდ ზევითა და შუა ადგილი იყო განათებული, რატომღაც
ზარდახშას მოვკარი თვალი, რომელიც სანთლის შუქზე ისედაც ოქროსფერი სულ
ბზინავდა. შიგნით რა იდო არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყურადღება კი მიიქცია . ჩასვლისთანავე
ვიღაც ზორბა კაცი მხვდა თვალში, რომელმაც ახალი დასხმული ლუდი მოუთმენლად
მოსვა და წვეთები ნიკაპზე ჩამოუვიდა მელოტი იყო და შორიდანვე ეტყოობოდა , რომ
რიგიანი კაცი არ ჩანდა თვითონაც მოუწესრიგებლად ეცვა არა წესრიგი არც უნდა მეთქვ,ა
რადგან გასასტიკებულ ადამიანს ეს არც მოეთხოვება ერთი რაღაც ძველისძველი პერანგი
ეცვა, მაგრამ არ იყო პერანგი რაღაც სხვა იყო. აიღო ჭიქა და დაიძახა. -სხვისი
უბედურებით ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება! სარდაფში რამდენიმე კაცი იყო ,
რომლებმაც გამაკვირვე,ს როგორც ყოველთვის ყველა ხარხარებდა და სიცილს იწყებდა ,
მაგრამ რატომღაც აქ სულ სხვა რამ მოხდა მოხდა ისეთი რამ რამაც გამაკვირვა. ხალხმა
სიცილის მაგივრად უჩვეულო რამ იწყო. რა თქმა უნდა ხმაური იყო, მაგრამ საოცარი
სიჩუმე ჩამოწვა. ამ სიჩუმეში თოფის გასროლასავით გავარდა ამ ზორბა კაცის სიტყვები .
თვითონ კი მაგიდასთან იდგა იდაყვი ჩამოეყრდნო და მარჯვენა ვეება ხელი შუბლზე
მიედო. მძიმედ სუნთქავდა მარჯვენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, მარცხენა ხელი
უეცრად ბოთლისკენ წაიღო და დაიძახა. მაგრამ არ დალია -საამუდამოდ!...
სამუდამოდ!!.... ცარიელია ხედავთ? ბოთლზე მიუთითა -ბრახ!... თითი მიკრა ბოთლს
დალია და დაიძახა -აი მეც ასე ვარ გესმით? თან მარცხენა ხელი გულთან მიიტანა. მეც ასე
ვარ მეც ასე ცარიელი! ოჰ ღმერთმანი ! ნეტავ რა აავსებს ახლა ამას. სქელი გაზუთხული
თითი გულზე მიიდო -ყველასა და ყველაფერზე უპირატესი ხომ ტანჯვა არის!... თითქოს
სასოწარკვეთით აღმოხდა თავი მაღლა ასწია და მოწყვეტით დაახეთქა ხელები მაგიდას -
მე ხომ ყოველთვის ვნანობ! რადგან სინანულშია ბედნიერება. ადამიანი იმიტომააა
უბედური, რომ იგი არ ნანობს! და რაკი შეინანებს ცრემლითა და ოხვრით იმავ წუთს
დაივიწყებს... დაივიწყებს.... მას ვინმაც აპატია და ყოველივე შეუნდო იგია ერთადერთი
ვინმაც ყოველივე იცის ჩვენ კი არაფერი ვიცით ოხ!... როგორ ვიტანჯები!... სურათმა
გამაძრწოლა საზარელი იყო ხელები სახეზე ჩამოისვა და დორბლები გადმოყარა -
როგორ უსასრულოდ გინდა ეს ცხოვრება გაგრძელდეს ხანდახან , ხომ საოცარი სურათი
წარმოგიდგება, რომელიც ვერ წარმოგიდგენია რომ ამ სურათზე შეყვარებულლს მასზე
ოცნებებით გართული, რომელსაც შენი მთელი ცხოვრება შეალიე რომ ერთ დროს
გაქრება და მტვრად გადაიქცევა. დააასხით კიდეც ერთი თუ ღმერთი გწამთ ! დააასხით
რათა მეტად ვიტანჯო! ერთმა ბიჭმა ლუდი დაუსხადა საბრალო სახით მიაწოდა

-აქ რატომა ხართ? ამ ყმაწვილმა უთხრა -დაასხით ... დაასხით თუ ღმერთი გწწამთ!
დაასხით ნუღარ მტანჯავთ! თავისი მოქონილი მუშტი მაგიდას დასცხო და ბოთლი ძირს
დავარდა ბრახ.... გატყდა და ნამსხვრევებად დაიშალა - ოხ ნუღარ მტანჯავთ ახალგაზრდა
ყმაწვილო თქვენ არარა გესმით! მიდით დაასხით! რაღას უდგახართ! ყმავბილმა ნაწყენი
სახით ლუდი დაუსხა ზორბამ ფეხი მაგიდას გაკრა და აფშლუკუნდა -ოხ.... ჩემთვის დრო
აღარ არსებობს დაე დასჭექოს მეშვიდე ანგელოზმა და დრო გაქრეს! ცრემლები წასკდა
და სახეზე ხელები აიფარა მაგრამ ისევ კარგად მოსჩანდა , რომ მისი ხელებიდანაც
გადმოდიოდა ცრემლები.. უცებ სახიდან მოწყვეტა ხელი და ლუდით სავსე ბოთლი
მთლიანად გადაუშვა თავი გააქნია
-ადამიანს არ აქვს უფლება ბედნიერების ადამიანი ტანჯვით იბადება ! არა არს სიბრძნე
რადგან იგი ყველასაგან დამალულია ოხ... ეს სამყარო დაწყევლილია ... დაწყევლილი !
დაასხი თუ ღმერთი გწმს! იდაყვებით მაგიდას ჩამოეყრდნო და თავი ძირს დახარა უეცრად
წამოიწია და ყმაწვილს მიმართა

-გწამს ღმერთის? ყმაწვილი დაიბნა თან ჭიქებს, რაღაც ნაჭრით წმენდდა უეცრად აირია
რაღაცის თქვა სურდა ამას შორიდან ვხედავდი, რადგან თავზე მარჯვენა ხელი მიიდო
მერე აქეთ იქით ორი ნაბიჯი გადადგა ეს გაწმენდილი ჭიქა წინ დაუდო და უთხრა . ის
ნაჭერი რითინაც ჭიქას წმენდა გვერდზე მაგიდაზე მიაგდო და მკაცრად უთხრა -არა არ
მწამს!

-მაშ იწამეთ! თუარადა თქვენც ისევე დაიტანჯებით, როგორც მე

-მაშ თუ ვიწამე რაღატომ უნდა ვიტანჯო? უთხრა ყმწავილმა

-ოხ... თქვა ზორბამ და თავი მაღლა ასწია

-ტანჯვა სისუსტე არაა ტანჯვა ძლიერთა ხვედრია!

-მერე თქვენ ძლიერი ხართ? გაბედულად უთხრა ყმაწვილმა

-ეჰ... თვქა ზორბამ და მოიღუშა ხელები ისევ მაგიდაზე ჩამოაწყო და ორივე ხელი გულთან
ახლოს გაშალა -სუსტი ვარ სუსტი! რადგან უძლურებაშია ძალა ღვთისა! და უბედურია ის
ვინც უძლური არ არის! მე უგუნური ვარ, რადგან არაფერი მესმის! და თუ უგუნური არა ხარ
მაშ არაფერი იცი! უცბად მაგიდას ხელი დაარტყა ბოთლი და ჭიქა ახტა და ბოთლი განზე
დაეცა და ოდნავ გაგორდა

-რა აზრი აქვს ყველაფერი ვიცოდე და უბედური ვიყო? მირჩევნია ბედნიერი ვიყო და
არაფერი ვიცოდე! ბევრი მესმის რამდენსამე ვწერ იმდენსავე ვტანჯულობ ამიტომაც ვწერ
რომ ვიტანჯო! იცით ბევრსა ვწერ, მაგრამ როცა ვწერ ვწვავ კიდევაც ! და რაკი ნაწერებით
ვერაფერს გაიგებ გამოდის ცხოვრება გასწავლის! მაგრამ წერე და წერე ხელო ჩემო !
აღტაცებით იძახდა და ხან ხელს აიქნევდა ხან თავს -ვინაიდან მოგეცა ნიჭი და არ
განაბნიო შეკარი, ვითარცა ვნებანი და არ ანებო თავი წერე და წერე თუნდაც ხელები
მოგატყდეს! რადგან ამაში ბედნიერებას ჰპოვებ! ვის არ განუცდია ბედნიერება რაიმე
მძიმე საქმის შემდეგ? და რაოდენ ტკბილია ეს ძვირფასი და სათუთი გრძნობა ამ დროს
მეტი აღარც გინდა, რადგან თვლემ და ამ თვლემაშია ბედნიერება ! დიახ ნათელი
ჭეშმარიტებისა და ნათელი სიცოცხლისა დააარტყა მაგიდას ხელი და ისევ თქვა

-იქნა ვითარცა ბოროტი და ქვესკნელის მეფე! დამარცხებულ არს ყოველი უძლურთა და


წმიდათა წინაშე სამოთხე არს კაცთა განსასვენებელი! ოხ... ღმერთო შემინდე... შემინდე!
განწირულად ითხოვდა შენდობას სასოწარკვეთილი იყო !

-არა ვარ ღირის არა ვარ! თან გულს იგლეჯდა და გაშმაგებით მარჯვენა ხელს ირტყამდა

-ამ გულში ოხ... ამ გულში! სიბინძურეა დიახ!... პირუტყვი ვარ პირუტყვი! ვინაიდან
პირუტყვსაც გააჩნია გრძნობები! დიახ.. არა ვარ შესაბრალისი სწორედ იმიტომ არა ვარ
შესაბრალისი რომ პირუტყვი ვარ! დიახ პირუტყვი და არა ადამიანი ! იქნებ უკეთესიც კია ?
სულელივით აეპრიხა ღიმილი სახეზე და ჩაიცინა ეტყობოდა კარგად შეთვრა -ვინა ვარ მე ?
მე ვარ ერთი საბრალო კაცი! პირუტყვი კაცი! ლოთი კაცი! ანჩხლი არსება! უგულო
გულქვა! მაგრამ ამ არსებას ვერ ვეგუები, რადგან ხანდახან ადამიანი ისეთ მშვენიერ
არსებად წარმომიდგენია რომ შეუძლებელია ბოროტი იყოს! ხანდახან ისეთ არარეალურ
ოცნებებს ვქმნი, რომ ადამიანი ბედნიერია თუმცა მე უბედური ვარ, მაგრამ ერთს მაინც
მივცემ შვებას ჩემი ოცნებით შექმნილ ადამიანს მე მუდამ ბედნიერად ვამყოფებ მას ის
ჩემი უბედურებების ხარჯზე ბედნიერი იქნება ადამიანსაც აქვს უფლება ბედნიერი იყოს !
განა აგერ სამი წლის გოგო არ მომიკლეს? ცოლიც იქვე დაასამარეს!......

ქვითინებდა თვალებიდან ცრემლები წასკდა სულ ცახცახებდა

-ჩემი საბრალო გოგო! ზორბას სახე მოეღუშა მე იქვე კიბეებთან ახლოს მდგარ
მაგიდისკენ მივედი და იქ დავჯექი

-სულ ამხელა იყო აი... სევდიანი და დანაღვლიანებული თვალები ხელებს დაააშტერა


ყმაწვილს ბიჭს წინ გაუწია და აჩვენა

-ჩემი საბრალო გოგო.... სულ ამდენის იყო სამი წლის მხოლოდ სამის და თუ ადამიანი
საზიზღარი არ არის მაშინ მითხარი სხვა რა ითქმის მასზე ვინც სამი წლის ბავშვს
მოკლავს? მაგიდას მუშტი დააარტყა -თუ ადამიანი გულღრძო და ბოროტი არ არის მაშინ
ყველაფერი დაღუპულია! ჩემ ცოლზეც გეტყვით ეკატერინეზე.. ლამაზი ერთგული ქალი
იყო იცი, როგორი ლოყებღაჟღაჟა, როდესაც რაიმე გაუხარებოდა სულ წითლდებოდა
საწყალი! ეკატერინე!....როგორი განათლებული და უბრალო გული ჰქონდა ღმერთო....
ხომ შეიძლება რომ მე მოვმკვდარიყავი ! იმას კი ეცოცხლა ვინაიდან ის ამას იმსახუურებს !
თავი დაბლა დახარა და აქვითინდა

- ის ხომ სულ პატარა იყო... ჩვენი ლიზა... ო... როგორი სულმდაბლობააა! ცხოვრებისაგან
გაბოროტებული ხალხისგან შერაცხყოფილი მათგან გულნატკენი ადამიანი საშიშია
რადგან ასეთი ადამიანი თავზე ხელ აღებულია ასეთი ადამიანი ყველაზე მარტივად იღებს
გადაწყვეტილებას! ასეთ ხალხს ეი შენ წმაყვილო უნდა უფრთხილდე ! გულში იმდენი
ზიზღი მაქვს რამდენსაცა ვსვამ ამიტომაც ვსვამ რომ ეს ზიზღი გამიათმაგდეს!

-ჩემი საბრალო ეკატერინ.ა... კარგი ქალი იყო კარგი გულის მე მეგუებოდა ყველაფერსაც
მპატიობდა ძალიან ვუყვარდი ძალიან.. ახლა კი ოხ....ეკატერინა.. სიძულვილი მინთია
გულში! სანთელივით დნება სანთელივით! ოღონდ მძულს მძულს..... მხოლოდ ის მიყვარს
ეკატერინე... მერე ასე სადისტად შეიძლება? შეიძლება ასე სადისტად ადამიანი მოკლა ?
ო... საბრალო ეკატერინა გულში წუხილი მაქვს მენატრება... ეს სამყარო ხომ უმწიკვლო
სისხლით შეიღება როცა კაენმა თავისი ძმა მოკლა! ახლა კი თვით მშვენება აღარაა! ჩემი
ეკატერინა ო... საბრალო ახლა ხომ მისი სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს რისთვის? რატომ?
მტვრიდან იყო აღებული და მტვრამდე მიიქცა! მუშაობდა მასწავლებელი იყო ბავშვებს
ასწავლიდა რამოდენიმე ენა იცოდა მაგრამ ის ისეთი მშვენიერი იყო ქათქათა სულ თეთრი
იყო სუფთად იყო, რადგან მუდამ უყვარდა სისუფთავე. სამიოდე წლის წინ მის მშობლებს
ხელი ვთხოვე პარიზში ცხოვრობდა რუსი ქალი არ გახლდათ უფრო დახვეწილი იყო
გრძელი თმები ჰქონდა და ძალიან გამხდარი იყო საჭმელს თითქმის პირს არ აკარებდა
სულ იღიმოდა ადამიანს ბედნიერს გხდიდა მისმა მშობლებმა უნდობლად მანდეს . რაღაც
იეჭვეს თუმცა ეკატერინაა.... ვაი, რომ გულუბრყვილო იყო და ისეთ კაცს მიენდო, როგორც
მე ვარ მე! გესმის ყმაწვილო? მე კი ჭლექიანი და ბოროტი ავსული ვარ ! ის ისეთი
ბედნიერი იყო მაშინაც კი როცა ხელი ვთხოვე, რადგან მაშინ არ იცოდა არაფერი მის
შემდეგაც ვერაფერი გაიგო.... ვაი, რომ თავს ვიტყუებ და მეტი არაფერი ის ხომ არასდროს
იმჩნევდა და ... და.... ყველაფფერს ითმენდა მტკიცე ხასიათი ჰქონდა ვერავინ ვერაფრით
შეაშინებდა მისი სამი წლის გოგოსთვის თავსაც გასწირავდა. მეტად უყვარდა ქმარი და
ოჯახი, რადგან ქმარი ცდილობა ყოველივე დაემალა ის ისეთი კეთილი იყო... მე კი
ნაგავიი... ნაგავი ვარ! უფრთო ანგელოზი! პირველად მან შემიყვარა მერე როგორ
უანგაროდ არ შეუშინდა ამ ტვირთს. მან მე მზიდა ის კი ფრთიანი ანგელოზი იყო!
პარიზიდან წამოვიყვანე მაშინ მატარებლით წავედი პარიზს ხოდა მე ლოთსა და უბედურს ,
მაშინ კარგი დღეები მქონდა სამსახური ფული მეტად შესახედი გარეგნობა ! ხო ლოთი
ვარ! და ლოთი! მერე შენ რა ყმაწვილო? გგოონია არ ვიცი? ვიცი და ამიტომაც ვამბობ,
რომ ვიცი და რადგანაც ვიცი, როგორი სულის შემძვრელიცაა, იმიტომაც ვთვრები, რადგან
მიძემა მძიმე! პარიზს ჩავედი ერთი კვირა იქ ვიყავით ჯვარი იქ დავიწერეთ ერთ ეკლესიაში
წარმოიდგინეთ ქრისტიანულ ეკლესიაში მღვდელმა ნეტარი სახით შემოგვხედა როცა
საკურთხეველთან მივედით, მაგრამ ეს იცოდა რაც მოხდებოდა? რომ სცოდნოდა ისევ
ნეტარი სახე ექნებოდა? ჯვარი დავიწერეთ ბეჭდები გავცვალეთ და ერთმანეთს შევფიცეთ .
ერთი კვირა იქ ვეგდე იქ ახლა კი ამ სანაგვეში ვარ და ვთვრები იმიტომაც ტვრები , რომ
სიბინძურეში ვარ და მინდა, რომ აქაურობას გავცილდე მერე გასცილდი და გასცილდი
რაღას უცდი სულო ცოდვილო ნუთუ შეეგუე? მას საოცარი ოჯახი ჰყავდა ბედნიერი ძმა და
ბედნიერი დედ მამა ქალის ბედნიერებით ისინი ცას ეწივნენ მზითვი გამოატანეს აგერ
მთელი ის სახლი სადაც აქ ვცხოვრობდით. დიახ მათ აქაც ჰქონდათ სახლი დიდი
ქონებისა იყვნენ მე კი მე უსიცოცხლო და ნაგავმა ფულს დავეხარბე მაგრამ მერე კი
შემიყვარდა და უბედნიერი კაცი ვიყავი! გესმისს ყმაწვილო? უბედნიერესი მეთქი ! მის
შემდეგ ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ! აქ ეს ორი წელი და რაღაც თვეები ვიყავით
მაშინ ხანდახან ჩამოდიოდნენ მისი ოჯახის წევრები დღეობაზე ან მსგავს რამეზე და ჩვენც
ჩავდიოდით ბავშვი რომ შეგვეძინა ეკატერინე სიხარულის სანთელი იყო! უბედნიერესი
ქალი იყო უბედნიერესი! მე კი მე? არარაობა უბედური მაგრამ მაშინ კი ვიყავი ბედნიერი !
ყოველდღე ბავშვთან იყო აღარც ასწავლიდა სხვა არაფერს აკეთებდა ყველაფერს
მოეშვა სულ ლიზას ეფერებოდა სულ მის აღრზდაში იყო რამდენადაც მეტად მძულს
იმდენადვე მეტად ვყვარობ ამიტომაც მინდა მძულდეს რომ ვყვარობდე ახლა ის მძულს,
მაგრამ მენატრება... ლიზას სულ მისი სახელი ეკერა პირზე ლიზა დედაზე გიჟივით იყო
შეყვარებული მე კი ამ საზარელმა და ზორბა არსებამ შურით დავუწყე ყურება გესმის ?
შურით შურით შვილსა და დედამისსს! ო... როგორი საძაგელია ადამიანი ! ახლა მძულს
საკუთარი თავი მთელი ორი წელი და ერთი თვე დიახ.. ასე ვიყავი შვილი არ მიკარებდა მე
კი მე გულღრძომ იცი კი რა ვქენი? სმას მივყავი ხელი ეკატერინა მამშვიდებდა ბავშვია
გადაუვლისო, მაგრამ მე მე ხომ მგრძნობიარე კაცი ვარ! სულს მიშფოთებდა მათი
ბედნიერი სახეები ბავშვი კი ვერ მიტანდა მიზეზი კი არ მესმის არა ! ღმერთო რატომ
რატომმ..... არ ვუყვარდი ჩემს ბავშვს... ვტიროდი იცი? მაშინ ღამეეები სულ ვტიროდი...
დიახ იმიტომაც ვტიროდი, რომ მეტსა ვგრძნობ მეთქი ამიტომაც სულ ვტიროდი! რა
ნაგავია ადამიანი სულ როგორ ტირის! მისთვის საჩუქრები მიმქონდა ის კი თან ბავშვი
სამი წლის საბრალო ლიზა... აიღებდა ხოლმე და ფანჯრიდან ისვრიდა. ეკატერინა ისევ
მამშვიდებდა ბავშვია და გადაუვლისო, მაგრამ ვერ მიტანდა ამოჩემებული ვყავდი ნეტა
რა დავუშაავე! შეყვირა უეცრად ზორბამ. - საერთო სუფრიდან დგებოდა , როცა მე
ვჯდებოდი ჩემთან ერთად არ სადილობდა. ხანდახად თეფშს ხელს კრავდა და ძირს
აგდება, შემდეგ სკამიდან ჩამოხტებოდა და გაიქცეოდა ეკატერინა კი არაფერს
ეუბნებოდა. ბავშვი ლამაზი იყო ჯერ პატარა ქერა თმები წამოსვლოდა , ცისფერი თვალები
ჰქონდა, მაგრამ ცივი ბავშვი იყო მეტად ცივი ოხ, რატომ ახლა ვფიქრობ, რატომ გავაკეტე
რატო? ნუთუ, იმიტომ რომ ადამიანი საძაგელია? არა ადამიანი არ არის საძგელი.
საძაგელი მე ვარ მე ვარ ბოროტი და საზიზღარი მიუხედავად იმისა, რომ მეც ადამიანი
ვარ! იცი კი თავიდან ჩვენი ბედნიერების პირველ თვეებში ძალიან გვიხაროდა
გვიხაროდა! რა საზიზღარი ვარ მიხაროდა და მიხაროდა! თეთრი მოძველო კაბა ეცვა
ხოლმე ისედაც მის თეთრ კანს უფრო თეთრს ხდიდა და ისიც თითქოს ანგელოზი იყო ოჰო
ჩემი ფრთიანი ანგელოზი

მე ვმუშაობდი ფული მომქონდა ვასმევდი ვაჭმევდი ღმერთო ჩემო! ფუ! ... რა საშინელებაა
არა რას ვიგონებ მაინც? ხანდახან მოგონებები გონებაში იჭრებიან აგერ მთვრალი
ვაგდივარ მერამდენე დღეა ხან ამ სარდაფში ხან ამ სარდაფის კართან. ,,ისეთი ჭრელია
ხანდახან ღამეები... ისეთი მკაფიოა.. მოგონებები, რომ ყველაფერი .. ყველაფერი...
ძალზე ცხადია! ისე იჭრებიან ყოველ ღამეს მოგონებები ისეთი ცხადი და მკაფიოა რომ
ისევ ის.. საშინელი სურათი წარმომიდგგება თავლწინ“! თითქოს ჩასთვლიმა და თავი
დახარა უცებ წამის შემდეგ უეცრად თავი ასწია და მაგიდაზე ხელი დაარტყა ისევ ახტა
ჭიქა, ბოთლი კი ამჯერად მეორე მხარეს გაგორდა -არა ეს მოგონებები! ძალზე
საზიზღარია! აგერ უკვე რამდენი დღეა მტანჯავენ! ოხ... ნეტავი რა მაცინებს ! მართლაც
ზორბა კაცმა გადაიხარხარა -სულელი ხარ სულელი! საკუთარ თავს შესძახოდა თან
ხარხარებდა! -იცი კი ეკატერინა ... ეი შენ ყმაწვილო შენ გეუბნები შენ, ხომ შენ!... ეი
ყმაწვილო ნუთუ გგონია ვიგინდარა და ნაძირალა ვარ? ნაძირალა კი არა ლეში ვარ ლეში !
მაგიდას მუშტი ძლიერ დაჰკრა. იქვე ვიღაც იჯდა და ამ ყველაფერს ისმენდა ისმენდა და
ბოლოს მაგიდას მარცხენა ხელი დაჰკრა და მარჯვენა ხელში სავსე ჭიქიდან ლუდი
გადმოიქცა ამ კაცმა დაიღრიალა -ნაძირალავ სტყუი! არ გასვენებს საკუთარი სასჯელი !

-დიახ დიახ! ცრემლებით დაუკრა თავი ზორბა კაცმა -ვერ ვისვენებ ვინაიდან დანაშაული
მიმიძღვის! ცოლისა და შვილის შინაშე! ღმერთისა და დედა ღვთისას წინაშე ! ვინაიდან
მოვკალი ცოლი და შვილი! იმიტომაც მოვკალი, რომ მშურდა მისი მშურდა მისი
სიყვარულისა! და ვინაიდან მას ძლიერ ვუყვარდი მე იგი შევიძულე და მოვკალი იცით კი ,
როგორ? რა საძაგელია ადამიანი! მე ხომ შვილიც მოვკალი! იცით კი როგორ? შენ ეი მაქ
რომ გძინავს! გგონია მე ჩემი ცოლი და შვილი ისე მოვკალი, რომ არ მიყვარდა ?
იმიტომაც მოვკალი, რომ მიყვარდა სიყვაარული ხომ ტვირთია ტვირთი ო... როგორ
მძულს!... მაგრამ ამავე დროს მიყვარს კიდეც! ეკატერინააა. იმ საღამოს საბედისწერო რამ
მოხდა დიდი ხანია ეს საზარელი და ანჩხლი ფიქრი ჩემს სულს გულგვამს უღრღნიდა!
მთელი დღეები შფოთში ვატარებდი ვერა და ვერ მოვერიე ამ აზრს! აზრმა მძლია და
ავდექი იმ საღამოს დიახ იმ საღამოს! იმ.. იმ.. საბედისწერო საღამოს! ზორბა კაცი
ქვითინებდა ცრემლებს ღვრიდა -მივედი და ყელი გამოვჭერი ჯერ ცოლს იცი კი რატომ?
ბავშვს, რომ არ გაეღვიძებინა ხედავთ? რარიგ მიყვარდა ჩემი საბრალო ლიზა! მერე
მივედი და ბავშვსაც ყელი გამოვსჭერი დამენანა გული მიწუხდა, მაგრამ ვერ შევეგუე იმ
აზრს, რომ მას მე ვძულდი, მაგრამ ამ სიძულვილშიც რამხელა სიყვარული იყო !
განვლიგდი გავშეშდი იმ ღამეს ვერ მივმხვდარვარ რა ჩავიდინე ვხვდებოდი კი , მაგრამ
არ მინდოდა მივხვედრილიყავი, მაგრამ რა რიგ ყველაფერი ცხადლივ დავინახე
შევშფოთდი მწარედ ავბღავლდი! გესმით? ნამდვილი ბავშვის გული მაქვს! ავბღავლდი
და მთელი საათი ვქვითინებდი მერე მათთან მივედი პირველი.... შვილთან და პატიება
ვთხოვე ხედავ? ამას ბევრი ვერ შეძლებდა მერე ცოლს ვთხოვე პატიება მან შემინდო ეს
ვიგრძენი! ვტირი... ვტირი.. სულ ეს დღეეები.. ალბათ აუცილებელი არის ადამიანმა ის გზა
გაიაროს, რომელიც მწუხარებითა და სინანულითაა სავსე. ალბათ აუცილებელია
ადამიანმა შეცდომა დაუშვა, რადგან მე, რომ ეს არ ჩამედინა ვერ მივხვდებოოდი , რომ
ადამიანი არარაობა არის! აუცილებელია მწუხარება და ტანჯვა ! ვინაიდან ცრემლი და
მწუხარება არ არსებობს ადამიანი მუდამ ეცემა, მაგრამ ცრემლი და მწუხარება ადამიანს
საშუალებას აძლევს კვლავ ფეხზე წამოდგეს! ეცემი და დგები! ოხ... ყელი გამოვსჭერი მათ
და მივატოვე გამოვიქეცი აგერ უკვე რამდენიმე დღეა სასოწარკვეთილი ვსვამ და ვსვამ.
დაჰკრა მაგიდას ხელი და ფეხზე წამოხტა ირგვლივ, რატომღაც სიჩუმე იყო ყველა
გაფაციცებით უსმენდა. იქ იყო ზორბა კაცის გარდა მის გვერდით მჯდომი ერთი კაცი ,
რომელსაც უცნაური ღიმილი აეპრიხა სახეზე, როგორი მაცდურია ხანდახან ადამიანი
ერთს ეუბნები და სულ სხვას ფიქრობს. ეს ჩასუქებული კაცი კაი მსმელსა ჰგავდა, მუდამ
არაყისა და ლუდის სუნით იყო გაჟღენთილი, რაღაც პიჯაკი ეცვა ღილები კი აქა იქ
საერთოდ არ ჰქონდა უცნაური ფერისაც იყო, რაღაც ყავისფერი ირეოდა და მოყვითალო
ფერს სდებდა მის ჩაცმულობას თავში ვინ იცის რა აზრები უტრიალებდა , როდესაც ზორბა
კაცი მთელი სიცხადით ყვებოდა ამბებს საშინლად გააღრჭიალებდა კბილებს და სახეზე
ისევ ის სულელური ღიმილი აეპრიხებოდა. ეხლაც ასე იყო სარდაფი: ძალიან შეხუთული
აზრები. ნათელი და მკაფიო იყო საახეები, მეტად შესამჩნევი და დაულაგებელი .
იგრძნობოდა გაბოროტების განცდა ყველა აზრი და ფიქრი ხომ ერთმანეთში არეოდა
სახეები იცვლებოდა ყოველ წამს, რაღაც ახალს აღმოაჩენდი დაინახავდი
სასოწარკვეთილი ადამიანის აღსარებას ზორბა კაცი, როდესაც ფეხზე წამოდგა და
გასასვლელისკენ წავიდა მე მას გავედევნე თვითონაც არ ვიცი, რატომ კიბეეები ავიარეთ
ათი საფეხური იყო თუმცა ის ძალზე შემთვრალი იყო და ამიტომ ბარბაცით მიდიოდა მე
მას მივყვებოდი. აიარა კიბე და ამ შუაღამეს ქუჩაში გავიდა ნეტავ კი იცოდა სად მიდიოდა ?
დარწმუნებული ვარ, რომ სად იყო არც ის იცოდა ისე იყო გაბრუებული. ყველაფერი
მკაფიო იყო მთვარეც რაღაც ცივად ანათებდა ქუჩები და კედლები მკვეთრად
შეინიშნებოდა დოლვოვის და ტარსოვის ქუჩებს შორის გადებული ხიდი მკრთალად
მოსჩანდა ამ ხიდისკენ მიემართებოდა ზორბა, რომელსაც მივყვებოდი . ხიდი არ იყო სულ
სწორი არამედ, როგორიც ლამაზ ხიდებს შეშვენის. არც ხის იყო ბეტონის ქვის წახნაგები
ლამაზად მორთულიყო. ზევიდან გადაწოლილი ხიდი იყო გვერდებზე მოაჯირი ჰქონდა
არა ჩვეულებრივი არამედ რკინის მაგვარი სვეტებად აწოლილი ოღონდ ძალზე პატარაზე .
უცნაური იყო, მაგრამ, რატომ ეს არ ვიცი ბეტონის ფილები მყრალ სუნს
სტოვებდა. ,,ნესტიანი და ცივი ჰავა იყო ტბაზე აქა იქ წვიმის წვეთები ეცემოდა , მაგრამ
ძალზე შეუმჩნევლად ამ ღამეში მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა ისიც
მხოლოდ ამიტომ გამოსული, რომ ისეთი საგნები და მოვლენები დაენახა რასაც ადამიანი
ხშირად უყურადღებოდ სტოვებს“ ამ უცნაურად გაწყობილ ფილაქნებიან ხიდამდე სულ
რაღაც ასიოდე ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ზორბა კაცი ისე ბარბაცით მიდიოდა , რომ მეტი
მანძილის გავლა უწევდა. ხან გვერდებზე გადადგამდა ფეხს ხან აქეთ ხან იქით და მერე
ისევ იმ ადგილს დაუბრუნებოდა სადაც იდგა. რაღაც მეტისმეტად მეტყველებდა ეს ღამე
მეტისმეტად იგრძნობა დაუოკებელი გრძნობა, რომელსაც ჩემი გონება აეტაცა მაგრამ
თავის შეკავება მაინც შევძელი. მიდიოდა ბარბაცით, მაგრამ თავი მუდამ ერთი და იმავე
ადგილას ეჭირა ოდნავადაც არ შეუტოკებია ღრმა ფიქრს მისცემოდა ეტყობოდა , რადგან
არაფერს აქცევდა ყურადღებას და ალბათ არც ის ადარდებდა რა მოუვიდოდა . გაიარა
ბეტონიანი დოლვოვი და ხიდისკენ გასწია შორიდან მკაფიოდ მოსჩანდა, როგორ ჩაიყო
მარჯვენა ხელი ჯიბეში და სიგარა ამოიღო ასანთი კოლოფს გაკრა და პატარა
ნივთიერებების შეჯახებით ცეცხლი წარმოიქმნა სიგარა გააბოლა კვამლი მკვეთრად
მოსჩანდა მისი დახვეული ბოლი, როგორ წარმოქმნიდა ლამაზ მომრგვალებულ ფორმას
მდინარესავით მიედინებოდა თუმცა ეს კვამლი იშლებოდა და იკარგებოდა ბოლი
მკრთალი იყო მთვარეც თეთრად ანათებდა, მაგრამ ნაცრისფერი იყო თითქოს მომეჩვენა
წინ მიმავალს თავზე ქუდი ეხურა მრგვალი ფარფლებიანი ქუდი და დაძონძილი რაღაც
ძველისძველი ნაცრისფერი აქა იქ დახეული ტანისამოსი ემოსა, მაგრამ ეს ხომ ჩემი
ფანტაზიაამ მაგრამ ესე მერჩივნა ყოფილიყო. ხიდთან შედგა არც ახლა უბრუნებია თავი
მშვიდად გამოიყურებოდა ვფიქრობდი ეს კაცი ნუთუ მთვარეს ემალება ? რა სისულელეა
რატომ უნდა დაემალო?? მაგრამ სინდისს გაურბის თუმცა კი სინდისი რა დასაძრახია . აბა
კაცი შედგა და ამ ღამეში უცნაური კია ჰმ... რატომაა უცნაური? დიდი ამბავი თუ კაცს
მოგინდა გასეირნება რა დიდი ამბავი ესააა საქმე გასეირნებაში კი არაა საქმე იმაშია , რომ
ეს ყველაფერი უცნაურია და კიდეც ვიმეორებ დიდი ამბავი კაცს თუ გასეირნება მოგინდა ,
მაგრამ ვაიდა მეტი მოგინდა? ვთქვათ და თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი? მაშ
ილოცე.... რომ ასე არ იყოს ხო ბედისაგან და ყველაფრისაგან მივიწყებული, რომელსაც
არანაირი სააარსებო წყარო არ გაგაჩნია, როდესაც არ იცი ხვალ რას შეჭამ და სად
გაიღვიძებ აი ასეთ დროს გაუბედურებულ ადამიანს სხვა რა დარჩენია ასეთ დღეში კიდევ
შესაძლებელია რაიმეს იმედი გქონდეს, მაგრამ აი სასოწარკვეთილი ადამიანი კი სულ
სხვაგვარადაა მესმის კიდევ რო არაფერი გქონდეს არამერია ამაში ცუდი , მაგრამ
როდესაც საკუთარ თავს ვეღარ ცნობ მაშინ საქმე ცუდადააა. იქნებ ის ზორბა კაცი საკუთარ
თავს გაურბის და მაგიტომაც შედგა ფილაქანზე? ჰმ რა საინტერესოა ნეტავ რას ფიქრობს ?
გალეშილი კაცი ყოველთვის ღრმა ფიქრებშია ისიც ამ გზას ადგას საქმე იმაშია თუ
რამდენად ღრმად შეტოპა იქნებ არც შეუტოპავს ღრმად და ასე ვფიქრობ ? ჰმ
საინტერესოა ასე იდგა ხიდთან ცოტახანი. ეტყობოდა ფერფლი ფეხზე დაეცა თუმცა წარბი
არც შეეუტოკავს ალბათ თვალები დაახამხამა, მაგრამ ეს ვარაუდია და მეტი არაფერი
მარჯვენა ფეხი გადადგა შემდეგ მარცხენა ხიდს ოდნავ აუყვა , რომელიც შუაში ოდნავ
აწეული იყო თითქმის შუამდე მივიდა ფერფლი ისევ ფეხზე დაეცა მოღუშული იყო სახეზეც
ჩამომხმარი იყო მისუსტებული თვალები სევდიანად იყურებოდნენ „მისი თვალები იმას
მეტყველებდა, რომ რაც უფრო სევდიანი და მოწყენილი ხარ ადამიანი მოგონებები ისე
იჭრებიან შენში, რომ ვერც კი ამჩნევ საგნებიც უფრო შესამჩნევი ხდება ხანდახან ისეთი
ცხადია ყველაფერი, რომ თითქმის ნადვილისგან არც განსხვავდება რაც უფრო სევდიანი
ხარ მით უფრო გრძნობ და ამიტომაც სევდა და მოწყენილობა სჩვევია ადამიანს ასეთი
ღამეები არ არსებობს, რადგან ის მხოლოდ ერთია ასეთი ღამეები არ დგება ასეთი
ღამეები თვითონ არსებობს და მაშინ ჩნდება, როდესაც სევდიანი ხარ გარშემო
ყველაფერს მკვდარი ფერი ადევს თითქოს სიცოცხლე ჩაკვდა თითქოს სიცარიელემ
დაისადგურა სიჩუმეა საშინელი სიჩუმე სამარისებული დუმილი ჩამიჩუმი არ ისმის არავინ
საუბრობს არავინ დადის არავის უხარია თითქოს ამ მდუმარებაში რაღაც იდუმალებაა
თითქოს ყველაფერი ცოცხალია ესაა იდუმალება რა მშვენიერია დუმილი , როდესაც
მდუმხარ ხვდები, რომ ყოველივე აზრს იძენს ყოველივე ბედნიერია ყველა ჩუმად
საუბრობს ყოველი ქმნილება ერთმანეთს ესაუბრება. ეს ძალზე იდუმალებააა აქ
მთავარიია ძალზე მდუმარე იყო, როდესაც დუმხარ სამყარო მშვენიერია ბოროტება ქრება
ყველა და ყველაფერი წმიდა ხდება ცხოვრება გიხარია ხარობ ყოველივე ღვთის
ქმნილებით მათ საკვირვეელებას დუმილში აღიქვამ მშვენიერება მდუმარებაშია , რადგან
სიყვარული მდუმარებით ვლინდება როდესაც ხე რომ ხე არის ისიც გიყვარს ყველაზე
პატარა და საბრალო მწერიც კი გეცოდება ყველაფერი სიბრალულის გრძნობას იწვევს
მდუმარება იდუმალი ენაა რითინაც სიყვარულზე საუბრობენ. ყოველივე დაბადებული
მდუმარებაში ავლენს სიყვარულს შეხედე ხეს ის არ ფიქრობს არ საუბრობს და ბედნიერია
ისიც ხომ სიყვარულს დაეძებს არ გინახავს დღისით, როგორ ცოცხლდება ყველაფერი ?
დღისით, როგორ იღვიძებს ყოველივე, როდესაც ყველას სძინავს, როდესაც არავის
ესაუბრები მაშინ რა დაგრჩენია იყავი მდუმარე და აი ნახავ რა ბედნიერებაა რა უცნაურია
ყოველივე ქმნილება ხომ ასე საზრდოობს ყოველივეს სხვა უყვარს და სამწუხაროა ვინმაც
ასე არ ისურვა“ რა არის ის მთვარე? ჰმ საინტერესოა რა უცნაურია ასე გასწავლეს ასე იყო
თავიდანაც ხომ შეიძლება მთვარე მზისთვის დაეძახათ და პირიქით? საინტერესო
ყოველივე ისე მასწავლეს, როგორც უნდოდათ ისე კი არა, როგორც თავად მსურდა
ადამიანმა არაფერი იცის ჰმ... რა ვიცი იქნებ ზორბა კაციც ასე ფიქრობს? წავალ მას
ისედაც ვნახავ წამოვედი და ჩემი სახლისკენ გამოვბრუნდი ამ ღამეს უცნაურად აცივდა
თითქოს დღესავით ნათელი ღამე იყო. ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა მშვიდი იყო ეს იყო
დღე, როდესაც მივხვდი, რომ არაფერი ვიცი თუმცა, რომ ვთქვი რამდენიმე დღის წინ თქო
ცოტა ამრევია, რადგან ეს დღეები სულ არეული ვარ მიჭირს ყველაფერს თავი მოვუყარო .
ეს გუშინდელი დღე იყო იმ ღამეს სახლისკენ მშვიდი მივდიოდი სარდაფს ჩავუარე და
პირდაპირ დოლვოვის ქუჩის ბოლოსკენ გავემართე ასე ასიოდე ნაბიჯიღა მქონდა
დარჩენილი, რომ ნერვიულობამ ამიტანა დიდი ხანია ნერვიულობას ავეტანე ეს დღეები
სულ ვნერვიულობ რაღაც ამეკვიატა ფუ... ისევ ის საძაგელი ფიქრი მთელი თვეა თავზე
დამჩხავის საინტერესოა მისი უფრო მეშინია თუ მას ჩემი? მძიმედ ვსუნთქავდი ნაბიჯს
უფრო ავუჩქარე ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე შევდექი ფიოდორ ! რაღაც ხმა ჩამესმა
ყურადღება არ მივაქციე გადავდგი ფეხი და სახლში შევედი ეს არც ისე დიდი სახლი იყო ,
მაგრამ არც ისე დიდი, რადგან ვუწოდე ამასთან შედარებით ძალიან პატარა იყო იმდენად
პატარა, რომ მხოლოდ ერთი სკამი და პატარა ძველი ჩანგრეული ლოგინი იდგა ოთახს
ფანჯარა არ ჰქონდა კედლები ძველისძველი აგურით იყო ნაშენი უფრო გამოქვაბულს
ჰგავდა. სიგრძეშიც ასე შვიდი ნაბიჯი იქნებოდა განზეც იგივე . მხოლოდ ერთი სკამი იყო ,
რომელზეც საჭმელს ვდებდი ხოლმე ხანდახან იქ სანთელსაც ვანთებდი თუმცა სახლი
მეოთხე სართულზე იყო მე დაკლაკნილ კიბეს ავუყევი და ოთახში შევედი ერთხელ ამით
გართულმა გადავწყვიტე საფეხურები დამეთვალა სულ ორმოცი საფეხური იყო თუმცა ,
რატომღაც კარის გამოღება და გადავარდნა შეიძლებოდა თუმცა კი იყო კიბე , მაგრამ ეს
ოთახი თითქოს მოწყვეტილი იდგა იმ ღამეს აზრები მკაფიო იყო იმდენი რამ აირია
ერთმანეთში ფიოდორრ.... ისევ მომესმა ეს ხმა

დასაწყისის გაგრძელება

მთელი დღეა რაცა ვსვამ მთელი დღეები აზრები ტრიალებს და ტრიალებს ამ


ფიქრებით გაბბრუებული სოროდან გამოვედი, რაღაც გულგვამს მიღრღნიდა იქნებ კი
საკუთარი თავი? არა არა რაღაც სხვა იყო სულ სხვა. აზრები ძალიან შეუმჩნევლად
შემომეპარა, თუმცა რაღაცაზე მკაფიოდ ვკამათობდი ეს იყო დაუოკებელი წყურვილი , რომ
რაც შეიძლება... ფუ... რა საძაგლობაა.... სოროდან გამოვედი და კიბეები ჩავიარე რაღაც
გაშმაგებული მივაბიჯებდი არაფერი მაინტერესებდა . კიბეები რო ჩავიარე დოლვოვის
ქუჩის მეორე ბოლოში გავემართე შორი იყო ეს ქუჩის ბოლო, რომელიც იმ ხიდთან იყო,
მაგრამ ძალიან ცხელოდა შუადღე იყო ხალხიც კარგა ბლომად იყო თუმცა ყურადღება არ
მიმიქცევი,ა რადგან შუადღე იყო და ასე ვიფიქრე. ჩავუარე ბეტონიან სახლებს შეხუთული
ჰაერი სულ უფრო მიხშირებდა სუუნთქვას არ ვიცი რატომ მაგრამ რაღაც ვიფიქრე რამაც
იმ წამსვე დამკრა თავში და რაკი ასე ვიფიქრე მეც არ დავაყოვნე და გავაკეთე , რომ
მივდიოდი არავის და არაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი აი მაშინ
გავიფიქრე იმ სარდაფს გავუვლი მეთქი ორასიოდე ნაბიჯზე, რომ მივუახლოვდი შევდექი
და მეც, რატომ არ ვიცი ჩავედი. საფეხურზე ფეხის დადგმის თანავე ასე ხუთიოდე კაცის
ხმაურიანი სიმღერა მომესმა

-ჩვენი მანდილოსნები ისევ ისე მშვენიერები არიან.... ღრიალებდნენ და ხარხარებდნენ


ეტყობოდა ძალზე შემთვრალიყვნენ შუადღე იყო და მზე საშინლად აჭერდა , მაგრამ
სარდაფში სინათლე ნაწილობრივ აღწევდა და ნახევარ სარდაფს ანათებდა

-ჩვენი მანდილოსნები ისევ ისე მშვენიერები არიან.... ამ ხმებს რამოდენიმე შეემატა


ისმოდა ლუდიანი ჭიქების მაგიდაზე ჯახუნი ბოთლები სროლა ყვირილი უხამსო სიტყვები
მანდილოსნების ხარხარი. მე კიბეზე ვიდექი, რომ ეს ხუთიოდე კაცი აქეთკენ წამოვიდა
კიბეზე ჩამოსვლისთანავე უსიამოვნება ვიგრძენი და ზიზღით ჩავიარე ყველა მაგარი
მთვრალი იყო ბარბაცით ამოდიოდნენ ვერ გაიგებდი ფეეხზე იდგნენ თუ ეცემოდნენ .
ამოვიდნენ ერთი საფეხური .. ორი საფეხური... სამი აფეხური.... ჩემამდე კიდევ შვიდი
დარჩათ ესენიც გაიარეს და ერთ ერთმა მათგანმა ქუდი მოიხადა და კვერი დამიკრა მე
ჩქარა ჩამოვედი ისევ მათი მჭექარე ხმა მოისმა

-ჩვენი მანდილოსნები ისევ ისე მშვენიერები არიან..... იმ წამსვე მე დახლთან ყველაზე


ახლოს მდგომ მაგიდისკენ გავემართე სკამი გამოვწიე და დავჯექი. იქველუდით სავსე
ბოთლი იდო ავიღე და ჭიქაში დავასხი და ერთი მოსმით გადავუძახე პირი მარცხენა
ხელით მოვიწმინდე გარშემო თვალი მოვავლე. თვალში ისევ ის ზორბა კაცი მხვდა და მის
მარჯვნივ ისევ ის ღიმილ აპრეხილი ჩასუქებული კაცი, რომელიც ყოველ წუთს ლუდის
ბოთლს მიიყუდებდა და წრუპავდა. მათ გარდა იქვე ჩემს უკან მაგიდასთან კიდევ ერთი
კაცი იყო, რომელიცც აქ რაღაც ვითარებამ მოიყვანა და რომელსაც იმედი წართმეოდა აქ
კიდევ იყო მის უკან კიდევ ერთი მაგარი გამომთვრალი კაცი ლოყებშექცეული და ძალიან
გამხდარი. უსიამოვნო ჩახუთული ჰაერი ტრიალებდა . მათი შეშლილი სახეები საშიში იყო
საშიში, იმიტომ რომ კაცმა არ იცის როდის რას გააკეთებენ. მათთვის ახლა ხომ
ყველაფერი ადვილია ისე თვალის დახამხამებაში მოკლავენ კაცს წარბიც არ
შეუტოკდებათ ამ ბინძურ გარემოში, რატომ შემოვედი? ჰა...ფიოდორ... უფრთხილდი
ფიოდორ... ვინ არის ეგ კაცი ის ზორბა, რომ არის? ჰა?.... ფიოდორრრ რამ მოაკვლევინა
ცოლ შვილი ნუთუ ასეთი ბოროტია? ბოროტი, რომ იყოს უთუოდ დალევდა. მერე ვერა
ხედავ სვმას კიდევაც! დიახ სვამს და ამიტომაც არის შეშლილი, რომ არა სასმელი
იქნებდა არც ყოფილიყო! -გაუგონარია ტყუი ! საძაგელო ფიოდორრ.... -ნუთუ ვტყუი? აღარ
მენდობი? აკი ამბობდი მე მარტო შენჯი იმედი მაქვსო! -მოიცა ნუთუ გესმოდა?- ჰმ
სასაცილოა! -გამიგე მითხარი მეთქი! გესმოდა ჩემი? -მესმოდა მესმოდა... და მძულხარ ოხ
როგორ მძულხარ ! -არა ეს მე მძულხარ! რომ იცოდე როგორ მძულხარ ! იმიტომაც
მძულხარ ასეთი ანჩხლი აზრი შემომეპარა! ამიტომაც მძულხარ მძულხარ იმიტომ , რომ
მებრალები იმიტომაც მებრალები, რომ არ მიყვარხარ! აბა.. ფიოდორ ... ჩქარა წადი ..
ჩქარა უსასოოო.... უსასოოო.. და უსასო..... ვიგინდარა ჭლექიანო ფანატისტო! აბა
ფანატიზმი გარგებს რამეს? ოხ... შეხედე იმ ზორბას! -კმარა მეთქი! მომშორდი თავიდან! იმ
ზორბამ ბოთლი აიღო და მაგიდას დაარტყა ზურგშექცევით იჯდა დახლზე ხელები ეწყო და
მოხრილი იყო თან ქვითინებდა.

-ვაი რომ ასეთი ანჩხლი და საზარელი ვარ! შენ ეი... ყმაწვილო განა უნდა შემიბრალო?
გთხოვ შემიბრალე გთხოვ.... თავი მაღლა ასწია და პირჯვარი გადაიწერა. გთხოვ უცებ
შეიცვალა და შეყვირა
-არა არ უნდა შემიბრალოთ, რადგან გულღრძო და ნაგავი ვარ! დიახ გულღრძო და
ნაგავი მეთქი! მე ვარ ყოვლად უღირსი მონა ღვთისა.... ოხ.... მევე მძულს საკუთარი თავი
და მევე ვტანჯავ მას გესმით აი-აი... ამ ბინძური ხელებით გამოვსჭერი ყელი ! ხელი ასწია
და გაშალა -აი ეს სულ რაღაც ორი წუთიც არ დამჭირვებია! მივედი და გამოვჭერი ! ოხ... რა
საძაგელია ადამიანი რას აღარ სჩადის! მის მარჯვნივ მჯდომმა ჩასუქებულმა კაცმა
თითქოს ჯიბრზე უთხრა რათა უფრო მეტად მიეყვანა სასოწარკვეთამდე

-მანაც მოჰკლა მისი დაუვიწყარი ასული

მანაც ჰპოვა სიმშვიდე ქალიშვილთან ერთად

ისიც ისე იტანჯება

ისიც ისე ხეპრე არის!

-დიახ ხეპრე ვარ! დაახეთქა ზორბამ მუშტი მაგიდას.. და არა ნაგავი იმიტომაც მძულს
საკუთარი თავი, რომ ხეპრე ვარ და არა ნაგავი მე ვარ... მე ვარ ვარ... სასოწარკვეთილი!
აღმოხდა -განწირული.... განწირული! და რაოდენ განწირული ვარ იქნებ ვინმემ
შემიწყალოს ჰა? ზორბამ თავი იმ ჩასუქებულისკენ მიატრიალა თანაც მარცხენა ხელი
ბოთლისკენ წაიღო

-ვინ უნდა შეგიწყალოს? -მას ვისაც ეს ძალუძს

-მაშ გამოდის თუ მას ძალუძს დაე შეგიწყალოს!

-არა.. არ... უნდა შემიწყალოს უნდა ვიტანჯო და ვიტანჯო! სწორედ ტანჯვა არს შეწყალება
ღვთისა! დიახ ტანჯვით მწყალობენ და არა მხიარულებით მწუხარებით მპატიობენ და არა
სმითა და ბოდვით! ამიტომაც ვსვამ რათა ვბოდო იქნებ ვინმემ შემიბრალოს და მტანჯოს!

-მაშ მერე რა იქნება? ღიმილი აეპრიხა სახეზე -მერე... იქნება...ფეხზე წამოდგა შებარბაცდა
და განაგრძო

-„ყველა გონიერსა და მიწიერს ვეტრფით, მაგრამ ყველაფერი მიწიერი წარმავალია მაშ


რაღა დაგვრჩენია კაცობრიობას? რატომღა ვარსებობთ? იქნებდა ჯერ კიდევ გვწამს და
იმიტომაც იქნებდა კი არა ასეც უნდა იყოს და ვაითუ რწმენაც გაქრა მაშინ რისთვისღა
უნდა იარსებო? ახალი იდეისთვის სწორედ იდეები... იდეებია... რაც ღუპავს ხოლმე
ყველაფერს... ახალი იდეისთვის წინას მსგავსად ესეც ხომ რაღაცას ნიშნავს, რომ იდეა
გაჩნდა. ეს იდეაც, რომ გაქრება მერე კიდე როგორღა იცოცხლებ? იცოცხლებ, რადგან
ტანჯულობ და წვალობ და დიახაც ტანჯვა და წამებაა თავისუფლება! მაშინ კი აღარც იდეა
და ტანჯვა იქნება საჭირო რადგან აღარ იქნება აუცილებელი მწუხარება და ტანჯვა ,
რადგან ყოველივე გაქრება და აღარაფერი იარსებებს და რა იქნება მერე ? ახალი
სამყარო ახალი ცა აი ესეც თქვენ კითხვაზე პასუხი! თქვა და მოწყვეტით დაეშვა სკამზე და
თავი ხელებში ჩარგო აქვითინდა გარშემო სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა მისი ხმა ამ
სამარისებულ სიჩუმეში მკაფიოდ გაისმა.

-ვახ მე... ყველაფრისაფან და ყველასაგან მოშორებული უცხო მხარეში არაფერი და


არანაირი სააერსებო წყარო, რომ არ გექნება კაცს ყველასაგან მომწყდარი და
დავიწყებული გრამი ფულის გარეშე ამ დღის იმედით ცოცხალი ვინმესგან, რომ არაფერს
მოელი არც საკვებს არც ფულს და არც არაფერს ... აი ასეთ უკიდურესობაში ამ
უკანასკნელ დღეებში მეთვალი შევავლე ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელ პერიოდს ამ
რამოდენიმე დღიდან მოყოლებული არ მძინებია დანაშაული მიღრღნიდა გულგვამს.
გუშინ ბატონებო აი აგერ ვეგდე და ვმათხოვრობდი, მაგრამ ამაოდ ვმათხოვრობდი
არავის ჩემი ბედი არ ადარდებდა. სასოწარკვეთილი ბედის ამარა დარჩენილი ვიყავი
ჭკუიდან ვიშლებოდი, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩამეყარა მე ხომ.... ვცდილობდი
ყველაფერი გამეხსენებინა მეც ხომ მიტოვებული, მაგრამ ადამიანი ვარ ! ზორბა შეჩერდა
ღრმად ამოისუნთქა -მე არ მესმის, რატომ ასე ახლოს და ამავე დროს ასე შორს, რატომ
ასე ახლოს ტანჯვასთან და რატომ ასე შორს ბედნიერებისგან! თუმცა მიზეზი ერთი კი იყო!
აბა წარმოიდგინეთ ასე უცბათ რამ შეცვალა ბავშვი? არა ეკატერინეზე არაფერს ვამბობ მე
მხოლოდ ბავშვზე ვამბობ! მე ამ ყველაფრის ატანა არ შემეძლო არა იმიტომ, რომ
დამცირების ატანა არ შემეძლო არა... ეს... არა... ოჰ... საბრალო ლიზა... ხელები ისევ
სახეზე აიფარა და აქვითინდა უცებ გონს მოეგო და თითქოს გაახსენდა რას ყვებოდა და
განაგრძო

-არა... ეს..... არა აქ უფრო სხვა მიზეზია, რაღაც ისეთი რისიც მათ არ ესმოდათ უბრალოდ,
მაშინ ასე ვიფიქრე უცხოსგან კიდეც შეიძლება მოითმინოს კაცმა შეურაცხყოფა
მეგობრისაგან ხომ მოითმენს და მოითმენს ადამიანი ყველაზე ახლო მეგობრისგანაც კი
მოითმენს და გული არ ეტკინება, მაგრამ სხვაა ოჯახი ოჯახის მიერ შეურაცხყოფის
მიყენება დიდ გულისტკივილს იწვევს ადამიანში ვინც არ უნდა იყოს იგი! მან ასე მითხრა
მამა არ მიყვარხარო! მეც ავდექი და ყელი გამოვჭერი ეკატერინეც, რომ ამ ბოლო ხანს
შეიცვალა ძალიან შეიცვალა მეტადრე ეს გულკეთილი... ყოვლად გულუბრყვილო
ადამიანი...

-საქმე თუ ფულში არაა აბა რაშია დიახ ესე ვუთხარი, როდესაც მთლიანი მისი მზითევი
დავხარჯე მზითევი კი დიდ ფულს შეადგენდა ვეხვეწებოდი ვთხოვდი ეთქვა მან კი მითხრა

-ნუ მეხვეწები და საერთოდაც გაჩუმდიო! მერე ვინ ეს გულუბრყვილო არსება ... -კარგით ,
როგორც გენებოთ მეთქი ვუთხარი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ გავჩუმდები მეთქი,
მხოლოდ მას შემდეგ... რაც მეტყვით, რომ გიყვარვართ თქო! დიახ ასეთი საშინელი და
გაბოროტებული ფიქრი ამომიტრიალდა თავში მე არ ვჩერდებოდი ვსაუბრობდი და
ვსაუბრობდი დიახ გიყვარვართ! გიყვარვართ! გიჟივით გავყვიროდი

-არ შეიძლება, რომ არ გიყვარდეთ თქო! არ შეიძლება ასე მოექცეთ განწირულ არსებას,
როგორც თქვენ ექცევით მეთქი! იცით, როგორ გაგიჟებით მიყვარხართ! ასე ვუთხარი დიახ
ასე

-ხანდახან ისე გაგიჟებით მიყვარხართ, რომ სასოწარკვეთამდე მივდივარ ხოლო , როცა


თქვენს სახეს ვიხსენებ მეთქი ისეთი ლამაზია ისეთი მშვენიერია, რომ იმწამსვე
სიცოცხლის დაუოკებელ წყურვილს განვიცდი თქო აღარ მინდა თქვენს გარეშე ყოფნა
თქვენს გარეშე ყოფნა ეს ჯოჯოხეთია...! იცით კი, რომ ჯოჯოხეთი მხოლოდ სიყვარულის არ
არსებობა გახლავთ თქო თქვენ კი დამიმტკიცეთ რომ ჩემი სამოთხე ხართ! ასე ვუთხარი
იცით, როდესაც თქვენგან მივდივარ ერთი სული მაქვს ისევ გნახოთ! თქვენ მელანდებით!
ყველგან თქვენი სახე დამყვება! ლამის ჭკუიდან შევიშალო თქვენთვის და თქვენ კიდე
მამასხარავებთ! მითხარით რა გავაკეთო ოღონდ შემიყვარო ოღონდ ისე შემომხედო,
როგორც თქვენ სახეს უყურებთ ხოლმე სარკეში მითხარით ღმერთმანი მითხარით! ასე
ვუთხარი მან კი მითხრა
-რა გინდათ, რომ გითხრათ ის, რომ მიყვარხართ? ეს ხომ ისედაც იცით!

მე ვუთხარი

-ეს მინდა თქვენგან ეს მსურს გავიგონო, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხართ! სულ
ოდნავ ხომ მაინც გიყვარვათ? მაშ თუ ასე არაა ვილოცებ, რომ შემიყვაროთ!

-მაშ მართლა იწამეთ, რომ მიყვარხართ? და ვინ ამბობდა ამას ჰოი გულუბრყვილო და
გულკეთილი ეკატერინა... მე ვუთხარი

-მე კი არ ვიწამე არამედ მჯერა, რომ გიყვარვართ თქო სხვა შემთხვევაში თუ ასე არაა მე
და შენ მხოლოდ ცალ-ცალკე ვართ ამ სამყაროში და მეტი არაფერი! მან კი ასე მითხრა !
(მაგიდას ხელი დააარტყა)

-იცით მებრალებითო! თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა-ოჰო... შესძახა და უცებ სხვა


რაღაცაზე გადავიდა

-დიახ შესაბრალისი ვარ მხოლოდ შესაბრალისი! ვეწამე შენთვის ვეწამე მთელი


ცხოვრება! ჯვარს ვეცვი შენს გამო და შენ ადამიანო აღარ მიბრალებ? შენთვის დავითმინე
ჩემი ტკივილები და შენ კიდეც უარმყოფ? მე შენგან არაფერი მაშორებს ეს შორს შენ
თვითონა ხარ ჩემგან! მე გიბრალებ და მე გწყალობ შენ კი მტანჯავ და ისევ უარმყოფ ! უცებ
თითქოს გონს მოეგო და გააგრძელა

-თქვენ ხომ გეზიზღებით! ასე მითხრა

-„მე არასდროს მეზიზღებით ამას თქვენ ამბობთ! თქო ასე ვუთხარი -მეტიც ეს თქვენ
გეზიზღებით მე კი არასდროს არასდროს გესმის? დაჰკრა მაგიდას მარჯვენა ხელი მე
ყოველთვის მიყვარდი მაშინაც კი როდესაც ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გქონდათ
მაშინაც მიყვარდით სანამ გაგიცნობდით (ამიტომაც მოვკალი ჩემი ცოლი თავისთვის
ჩაილაპრაკა) მე, რომ ანგელოზი ვყოფილიყავი თქვენთვის ადამიანი გავხვდებოდი,
რადგან ადამიანი ეს არსებააა, რომელსაც სხვა უყვარდება ამ ტანჯულ სამყაროში ამიტომ
მე არც მინდა ანგელოზი ვიყო მე მხოლოდ შენ მიყვარხარ! ასე ვეუბნებოდი იყო ადამიანი
ეს ღვთის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია რასაც სამწუხაროდ ვერ ვხვდებით და იმის
მაგივრად, რომ ჩვენში სიყვარული გავზარდოთ ვკლავთ და ვამახინჯებთ მას, როგორც
ამას თქვენ აკეთებთ! სიყვარულს არ შეუძლია ღმერთის გარეშე არსებობა ისევე , როგორც
სილამაზეს გრძნობების გარეშე თქო! სილამაზის გარეშე კაცობრიობა მოისპობა
დაიღუპება სიყვარულის გარეშე კი სილამაზე ფორმას დაკარგავს! რადგან დაკარგული
სიყვარულით ღმერთსაც ვკარგავთ და ჩვენთვის უფორმო უგრძნობი ხდება სამყარო! ოხ...
როგორ არ გვესმის ქვეყნიერებას უსასოება, როგორ არ გვესმის! სიყვარულის გარეშე არ
არსებობაც არ არსებობს! სამწუხაროდ ეს თქვენ არ გესმით მერედა რა დამრჩენია თქვენს
გარეშე? მე ხომ თქვენს გარეშე ერთი სასოწარკვეთილი არსება ვიქნები და მეტი არაფერი
თქვენც არ შეგიძლიათ ჩემს გარეშე არსებობა! ასე ვუთხარი. (მაგიდას ხელი დააარტყა და
ბოთლი მაღლა ავარდა და გაგორდა) -არა თქვენ ჩემს გარეშე ვერ იარსებებთ! მეთქი...
რადგან ამ შემთხვევაში მე თქვენ მიყვარხართ თქვენ კიდე მე და თუ რომელიმე მეორეს
დაკარგავს მაშინ იმ პირველს რაღა დარჩება? მარტოობა თუ უსასოება? ადამიანისთვის
ორივე ერთნაირად საშინელებაა მან კი ასე მითხრა“ (თვალებზე ხელი აიფარა და ისევ
აქვითინდა)
-გისმენთ... გისმენთ.... და მხოლოდ მებრალებით ... მე მხოლოდ ამ წუთს ვამჩნევ სადამდე
დაგიყვანეთ ვგონებ თავი მეტისმეტად შეგაყვარეთ. იცით კი რა მითხრა ?

-„გამოგიტყდებით და ოდნავ მეც მიყვარხართ! ეს ოდნავ თქვენთვის საკმარისი არაა “?

-„ჩემთვის თქვენი ერთი სიტყვაც საკმარისია ოდნავი სიყვარული კი მეტისმეტად დიდი“!


ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს მეტად შემიყვარებთ თუ არა რადგან რაც თქვენგან
გავიგე ესეც საკმარისია... ზორბა კაცი გაჩერდა დაყირავებულ ლუდს გახედა მერე ხელი
დაავლო და დასხმა უნდოდა, მაგრამ რაკი ბოთლი გაგორდა ლუდიც დაიღვარა

-ჯანდაბას ყველაფერი! დაასხით ტმაწყვილო!... ყმაწვილმა, რატომღაც არ დაუსხა.


ზორბამ ე,ს რომ შენიშნა თავი ასწია და შეუძახა

-ეი თქვენ ენამამლაყინწა იფიქრეთ კი ზოგადსაკაცობრიო მიზნებსა და დანიშნულებაზე ?


იფიქრეთ სანამ ამას დრო დგას. გვერდით ის ჩასუქებული იჯდა და უცებ ამ კითხვაზე
თითქოს გამოფხიზლდა ლუდიანი ბოთლი აიღო მოსვა ოდნავ ადგილზე შეკრთა კიდეც

-რას ნიშნავს სანამ ამის დრო არის? ზორბამ ლუდი, რომელიც ყმაწვილს მაინც
დაასხმევინა მოყლურწა ამ დროს გარედან ისევ სიმღერის ხმა გაისმა

-ზღვას ზღვას მიაქვს ყველაფერი ცაც და ქვეყანაც არ დალეულა...

ცორბა მისკენ შეტრიალდა

-სანამ ქვეყანა მტვრად და ნაცრად არ გადაქცეულა! ცხადია სისულელეა როშვაა და მეტი


არაფერი! თქვა ჩასუქებულმა და მაგიდას ხელი დააარტყა. ჩემს უკან ვიღაც კაცი
ადგილზე შეტოკდა ეტყობა, მაგრად შემთვრალიყო და იქვე ჩაძინებოდა . მე უკან
მივბრუნდი და დავინახე, რომ მტქნარებით რაღაცას ამბობდა ეს იყო
ლოთებშევარდნილი სუსტი კაცი, რომელმაც დაიძახა

-თქვენ რა სისულელედ... თვლით? რაც ესოდენ ყველა კანონსა და წესზე მაღლა დგას?
შეუძახა შემთვრალმა. ჩასუქებული კაცი შეყოყმანდა სათქმელს რაკი ვერ მოაბა თავი
რაღაც წაიბბურტყუნა

-მე სისულელედ მაგას არ ვთვლი!

-კი ბატონო მაშ თუ არ თვლით არც უარყოფთ... უთხრაა ზორბამ

-ეგ უარყოფს! ეგ უარყოფს! ჩამოახრჩვეთ! ჩამოახრჩვეთ! დაიძახა შეშფოთბით ლოყებ


შევარდნილმა და წინ წამოიწია. თან თვლემდა და ლუდიც კარგად მოერია სწორედ
იმიტომაც თვლემდა, რომ ლუდი მოერია. ცოტა შეტოკდა და დაიღრიალა -სიმშვიდე!
განაჩენი! მოკალით! მოკალით ჩამოახრჩვეთ! მაგის ღრისია! ... ეი შენ ზორბავ შენ
გეუბნები! ჩემს უკან კიდევ ერთი კაცი იჯდა, რომელმაც იმდენი დალია, რომ გაითხლაშა
და ახლა მაგიდაზე უდევს თავი და ძინავს, მაგრამ რაღაც დაიძახა

-რატომ უნდა ჩამოახრჩოთ? რა დააშავა?... ხელი მაღლა ასწია ლოყებშევარდნილმა -ეგ


იყო გოგოს რომ ყელი გამოსჭრა

-დდიახ.. დიახ.. ასეა დაეთანხმა ჩასუქებული ცოლსაც იგივე უქნა -ჩამოახრჩვეთ! ყვიროდა
ლოყებშევვარდნილი. ზორბამ მწარედ ჩაიღიმა
-ფუი თქვენს ენას თვე ენაბინძურებო! ღმერთმა დაგწყევლოთ! ვიგინდარებო გაიძვერებო !
ხმა ჩაიგდეთ! ადამიანს იცით ბატონებო, რატომ მიუძღვის დანაშაული კაცობრიობის
წინაშე? რადგან ადამიანი მუდამ დაუსჯელი რჩებოდა ყოველთვის როცა სასჯელის ღირსი
იყო.

მთელი კაცობრიობის მოდგმა ადამიანთა გამო იღუპება და მათ გამო ჯერ კიდევ სამყარო
არსებობს, რომელიც ასეთი არ უნდა ყოფილიყო ადამიანმა დაკარგა ყველაფერი , მაგრამ
შეიძინა სიყვარული! იცით კაცობრიობა რამ გადაარჩინა აქამდე ? მოწყალებამ ? დიახ
მოწყალებამ! რადგან ღმერთმა შეგვიწყალა და თქვენც შემიწყალეთ რა დავაშავე ? ყელი
გამოვსჭერი. თქვენ ეი მანდ რო გძინავთ! და როგორ ფიქრობ შეწყალების ღირსია ის
ვინმაც სხვა არ შეიწყალა?

შემიწყალეთ ვითარცა ღმერთმა შეგვიწყალა განა განაჩენი ყოველთვის მძიმეა განაჩენი


მაშინაა მძიმე თუ ამას ადამიანები გამოიტანენ განა ადამიანი არაა ის ვინც უნდა
დაისაჯოს?

-განა იგი არაა ვინმაც სიყვარულის ფორმა დაკარგა და ამ დაწყევლილ კაცობრიობაზე


ცოდვა განავრცო? თქვა ჩასუქებულმა კაცმა ზორბამ შეშლილი სახე მიიღო -რაკი ასეა
დამსაჯეთ და ნუღა მალოდინებთ! თქვენ ამბობთ ადამიანი გულღრძო და არაადამიანიაო
კი ბატონო ასეა ამას არც ვუარყოფ ! არც სხვა რაიმეს ვამბობ! არც იმას, რომ ეს
ქვეყნიერება დაწყევლილია! მაგრამ მოიცადეთ განა ადამიანი შეწყალების ღირსი თუ არ
არის, მაშინ რაღა დარჩენია ადამიანს ამ ქვეყანაზე? მაშინ გამოდის სხვა რამ რაც არ უნდა
იყოს იგი ყველაფერი გვერდით ჩაივლის!

-მოიცადეთ ეს ხომ დაუშვებელია ღმერთი მოწყალეა შეიბრალეთ! უნებურად წამომცდა


ლოყებშექცეულმა ხელი აიქნია -ოჰ სისულელეა მე ვფიქრობ რომ უნდა დაისაჯოს! სხვა
გზას მე ვერ ვხედავ თუ არ დაისჯება მაშინ მას ღმერთი დასჯის! ეს კი უსაშველოდ
გაიწელება და განა არ ჯობია აქვე დაისაჯოს და ჩვენვე გამოვუტანოთ სასჯელი ?

-მოიცადეთ მოვუსმინოთ იქნებ რაიმეს თქმა სურს. ჩასუქებულმა დაიძახა ზორბამ გაიცინა
და ფეხზე წამოდგა ბარბაცებდა თავს ძლის იკავებდა -რა უნდა ვთქვა ? ო... როგორი ....
სულმდაბალი... და გაბოროტებულია ადამიანი! თქვენ,ც რომ გიყურებთ ყველანი
მეცოდებით! საკუთარ თავებს შეხედეთ ... შეხედეთ მაგ ნიღაბს რაც სახეზე ყველას
გაკერიათ! წყველამ ხომ რაღაცა დააშავა? რისი მოსმენა გსურთ? ეჰ.... გახარებული ჩემს
ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ვინაიდან ვერ ვპოულობდი სიმშვიდესა და
მოსვენებას სიამოვნებასა და გართობაში მთელი ჩემი ცხოვრება ვიტანჯე მთელი
ცხოვრება სინანულში და ცრემლში გავლიე ცეცხლში გავიარე და შხამი შევსვი და ვიგემე
კიდეც სიტკბოება და კიდეც მეტყვით რატომ და რისთვის? არ უნდა შემიბრალოდ არა ! -
რატომ არ უნდა შეგიბრალონნ? დაეკითხა ყმაწვილი ლოყებშექცეულმა არ დააცადა და
წამოიწია

-რადგან ღირსია, რომ დაისაჯოს!

-მერედა კაცობრიობა დაისაჯოს ადამიანის მაგივრად! ვუთხარი მე

-დიახ... დაიხ... სწორედ კაცობრიობა გაჩენის დღიდან ისჯება! აი გინდ... ჩვენ


უსასრულობისკენ სწრაფვა მოგვეცა და ეს ვუარყავით და მერე ამბობთ თუ რატომ უნდა
დაისაჯოსო? პირველად რომ დავეცით ქვეყნიერებაზე ძაფი გაწყდა და მას აპოკალიფსი
მოვუტანეთ ტანჯვა და მოუსვენრობა.... და კიდევ მეტყვით, რატომ და რისთვის? განა თავი
ჩვენვე არ ჩავიგდეთ საფრთხეში? მოგვეცა კანონი არ მიიღო ნაყოფი ხე სიცოცხლისა და
ხე ბოროტის შეცნობისა და ავდექით და მივიღეთ და აჰა რადგან ღმერთს შეეძლო ჩვენი
პატიება ეს არ მოვისურვეთ და ერთმანეთს დავაბრალეთ! და ნუთუ ხალხნო არა ვართ
დასჯის ღირსნი? არ არის ის დასჯის ღირსი ვინც დანაშაული ჩაიდინა ? ადამს შერცხვა
ევასი, როდესაც დაეცა ახლა კი უტეხად ვიყურებით! თუნდაც, მაშინაც რაიმეს, რომ
ვაშავებთ, მაგრამ რატომღაც აქ სირცხვილი, რომ უნდა გვქონდეს ადამიანს აღარ გვაქვს!
კაცობრიობა გაცვდა, ვითარცა ცვილი და აღარ ძალუძს ჩვენი დატევნა ამიტომ უნდა
დაისაჯოს!

მე გაკვირვებით ვუსმენდი ძალიან გამაკვირვა მისმა სიტყვებმა ვეღარ მოვითმინე და


სამარისებულ სიჩუმეში პირველმა ამოვიღე ხმა

-თქვენ მარტო ადამიანების ნაკლს ამჩნევთ მეტიც მიკვირს კიდევ საკუთარი თავი ასე
ძირფესვიანად, როგორ შეისწავლეთ, მაგრამ რატო დასჯა? როდესაც მოწყალება ? რატომ
სამოთხიდან განდევნა, როდესაც უკან დაბრუნება? ყველაფერი ეს არ ნიშნავს იმა ,ს რომ
ღმერთს ვუყვარვართ? შენ დაეცი კი ბატონო წამოდექი განა ღმერთი გეუბნება არ
წამოდგეო ვერ ასწრებ რაიმე კარგის კეთებას, რადგან უკან დაბრუნდე ? ნუთუ ერთი წვეთი
ცრემლის გაღება არ შეგიძლია? ღმერთი ამასაც შეიწირავს! ღმერთი ასე ცოტას ითხოვს
ჩვენგან მეტს არაფერს!

ეს ჩემი სიტყვებია ითხოვეთ შეწყალება და თქვენც შეიბრალეთ... მან უნდა იცოცხლოს


შეიძლება არცაა სიცოცხლის ღირსი,, მაგრამ არც ჩვენ არა ვართ ამის ღირსნი მაგრამ
რაკი ისევ ცოცხალნი ვართ ჯერ კიდევ იმედი არსებობს. გთხოვთ ითხოვეთ ღვთის წინაშე
შებრალება ნუ მაყურებინებთ თქვენს საცოდაობას! გული გამალებით მიცემდა სუნთქვა
გამიხშირდა ჰაერი უფრო მძიმე გახდა ნერვიუულობამ ამიტანა ყველაფერი აშკარა იყო
ყველაფერი ისეთი ცხადი იყო. ზოგჯერ ისე ცხადად და ნამდვილად გეჩვენება ყველაფერი
თითქოს ეს ესაა რაც მოხდა და ცდილობ გონებაში მომხდარი ამბების გადამუშავებას . მე
ფეხზე წამოვდექი ამ დროს კი კიბეებიდან ვიღაც კიდევ ხუთიოდე გაბრუებული კაცის ხმა
შემოისმა

- მთელი ქვეყნიერება ისევ ისეთი მშვენიერია


- მანდილოსნები ისევ ისეთი ლამაზები არიან

აქა იქ ხარხარი და კიბეებზე ჩამოვიდნენ მე შეშინებული გავემართე გასვლა მინდოდა .


მაგრამ როდესაც იმას ჩავუარე მაგიდაზე მთვრალს, რომ ეძინა შევკრთი

-მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი! უცებ მარჯვენა ხელი მაღლა ასწია და აქეთ იქით
აბორძიკებდა ჰაერი სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა სუნთქვაც უფრო ხშირი ხდებოდა

-საით? უცებ ხელი იმ ლოყებშევარდნილმა ჩამჭიდა -რაო გარბიხარ ? ნეტავ გამაგებინა


ადამიანი საკუთარ თავს, რატომ გაურბის! უცებ ზორბა შემოტრიალდა

-არ გინდა გაიგო, როგორ გამოვჭერი აი... ამ ხელებით ყელი ცოლსა და შვილს ყელი? იმ
ჩასუქებულმა ბოთლი აიღო და დალია

-დარჩი რათა გაიგო რამდენად პირუტყვია ადამიანი უცებ იმ მიძინებულმა შეაწყვეტინა


-დარჩი...დარჩი... სანამ დრო არის სანამ ისევე ცოცხალი ხარ რამეთუ არა არს კაცი
ცოცხალი და არა სწამდეს! ვინაიდან ვისაც არა სწამს არა არს ცოცხალი!

-ეი შენ შემოტრიალდა ზორბა და მას მიმართა გაშმაგებით

-ეი შენ მძინარა შენ გგონია ღმერთი არაა ერთადერთი? დიახ! ღმერთი არს ერთადერთი !
მაგრამ ვაი, რომ არა გვწამს მისი! მძინარა თავისას აგრძელებდა -ო... როგორი ორპირი
და საძაგელი არის ადამიანი ... სწამს... სწამს... და მაინც არ სჯერა მისი! ვინაიდან არ სჯერა
არა არს კაცი, რომელსაც სწამდეს და არა სჯეროდეს! და ჩაჰბერავს მეშვიდე ანგელოზი
და დრო აღარ იქნება და აჰა, რადგან დრო აღარ იქნება არც ტანჯვა იქნება ვინაიდან
ტანჯვა დრო არის!

-სულ შეიშალე შენ ახალგაზრდა? თვალებდაჭყეტილმა ჩასუქებულმა უთხრა

-რაებს ბოდავ, რომ მოვა დრო და ყველა ოცნება ნამსხვრევებად გადაიქცევა ! წყალობა
და წყალობა ღვთისა!

-მერე შენ რა? ლოყებშევარდნილმა ხელი გამიშვა და შეტრიალდა

-მერე მე რა? ჰმ ... ჩაიცინა მერე ვინაიდან მთვრალი ვარ სულელიც ვარ და ვინაიდან
სულელიც ვარ შემიძლია ვიყბედო კიდეც იმიტომაც ვყბედობ, რომ მინდა ვიტანჯო!

-ეჰ რა აზრი აქვს მაინც... ხელი ჩაიქნია ლოყებშევარდნილმა

-საძაგელია ადამიანი საძაგელი. უეცრად ზორბამ დაიძახა და შეიშმუშნა ამასობაში ის


ხუთი კაცი იმ მაგიდას მიუჯდა სადაც მე ვიჯექი და ნერვიულობამ ამიტანა ისინი
გაუთავებლად მღეროდნენ

-ცა და მიწა ისევ ისე გაერთიანდების მოვა დრო

და ყოველივე ნამხსვრევებად გადაიქცევა!

ყველა რაღაცას საუბრობდა თუმცა მე უფრო ეს ხმები გავარჩიე

-მოკალი! იძახოდა ჩასუქებული. ლოყებშევარდნილმა მაგიდას ხელი დააარტყა და


გადაიხარხარა

-მთელი კაცობრიობა ოხ... როგორი.... სულმდაბალია

-ადამიანი არა? თქვა და თავი ჩემსკენ შემოაბრუნა ისევ სიმღერა

-ჩვენ ვლოცულობთ მთელი დღე ჩვენ კვლავ მოვითხოვთ კვლავ შეწყალებას. ზორბა
ატირდა

-მაშ მე სულ ვლოცულობ ახლაც კი როცა ვსვამ იცი შენდობას ვთხოვ და ამიტომაც ვსვამ
უფრო მეტი, რომ ვიგრძნო უფრო, რომ ვიტირო! შვება მინდა ვიპოვო შვება დაიძახა და
ხელები გულთან მიიტანა და გაშალა, შემდეგ გულზე მუშტების რტყმევა დაიწყო თითქოს
გულს იგლეჯდა

-არა ვარ არა მე... მე.... უნდა შემიბრალონ! მე... მე.... ამის ღირსი ვარ... მე ხომ (იღრიალა)
შვილი მოვკალი განა შებრალების ღირსი არა ვარ? მე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომაც
ვარ შესაბრალისი, რომ უნდა ვეწამო იმიტომაც ვეწამე, რომ არა ვარ შესაბრალისი ! მაშ
თუ შესაბრალისი არა ვარ გამოდის ყველაფერი სიცრუე ყოფილა დიახ.... დიახ... ეი შენ
მანდ, რომ დგახარ ვარ კი შესაბრალისი? მე მითხრა, მაგრამ ადგილზე შევკრთი -ვინა
არს კაცი, რომელიც ცხონდა და არა სცოდა? განა მე არ მიბრალებენ? განა ძნელია
შეიბრალონ ერთი საბრალო... ერთი სასოწარკვეთილი ადამიანი?

-უთუოდ.. უთუოდ... უნდა შეგიბრალონ ჩასუქებულმა ხელის ქნევით უთხრა

ლოყებშევარდნილი კი ამაზე წამოენთო

-არა.... არ არის შესაბრალისი! უნდა დაისაჯოს რამეთუ მან კაცი მოკლა! კაციც, რომ არა
მერედა ვინ არ იკითხავთ? ბავშვი ისიც პატარა გოგო და მისი ცოლი! ოხ... როგორი
სულმდაბალია ადამიანი! მერედა რას არ ჩაიდენს! აი თქვენ ჩემსკენ შემობრუნდა და
ხელის ქნევით მითხრა

-„მიეცით ადამიანს საკვები და სასმელი და ნახავ მთელი მისი ცხოვრება შენი მონა
იქნება“!

ო.. როგორი საძაგლობაა! დიახ საძაგლობა და არა საცოდაობა! ზუსტად იმიტომაცაა


საძაგლობა, რომ სხვას ვერაფერს ვიტყვი! შეხედეთ აი მას ხო მას... იმ ზორბა კაცს
სინანულის ნიშან წყალიც არა აქვს ის მხოლოდ გაიძახის ჩემი შვილი მოოვკალიო და
ამბობს ვარ შესაბრალისიო და თან იძახის არა ვარო! თვითონაც ვერ გაუგია მოჰკლა კი
შვილი? ვერარას გაიგებ კაცი ამ ქვეყანაზე ყოველვე სიცრუე არის ამ ქვეყანაზე დიახ
სიცრუე! ეს ზორბაც თვითონ სტყუის! თუმცა იქნებ ამას მე ვამბობ და არც სტყუის! ნახეთ,
როგორი წყნარადაა ტირის ტირი და ვითომ ინანებს, როგორი ყალბია ადამიანი რაო რას
იძახდა ? იქნებდა მოკლა კიდეც! მაგრამ მაინც ვერ დავიჯერებ იქნებდა ამის მხოლოდ მე
მწამს! მას კი ვინაიდან სუსტი აქვს რწმენა სუსტი აქვს სინანულიც ამიტომაც სვამს, რომ
მეტად ინანოს? დიახ ინანოს მერედა ვინ უშლის ? მაგრამ არა სმით არამედ მწუხარებით ,
მაგრამ მაინც არ ნანობს რა უცნაურია ადამიანი ნანობს ნანობს , მაგრამ მაინც იგივეს
სჩადის ! იქნებ ჰკითხოთ კიდეც თუ ვინმე მოუკლავს? იქნებ ვთქვათ და მოკლა, მაგრამ არ
ამბობს, რადგან უნდა დამალოს, მაგრამ რატომ უნდა, რომ დამალოს? მაშასადამე
რაღაცას გაურბის! მაგრამ რაღაცის ეშინია ყველა ასეა ყველას თავისი შიში აქვს და სანამ
ეს შიში აქვს, მაშინ თავად შიში იწვევს მათში შიშს სანამ ასეა ჯერ კიდევ კაცობრიობა
არსებობს თუ მას შიში არა აქვს თუ ცალკეულ ერებს არ ეშინიათ მასზე უფრო დიდის ვინც
ყველაზე დიადია, მაშინ ამ საცოდავებმა არ იციან ზღვარი მათ აღარავისი არ ეშინიათ
ვისაც არაფრის არ ეშინია მას არც არავინ უყვარს და ვისაც არავინ უყვარს ის უბრალოდ
დაეხეტება ასეთი კაცის ცხოვრება უფრო უიმედოა ვიდრე იმათი ვინც სჩადის დანაშაულს ,
მაგრამ ეშინია ოჰ.... კაცობრიობას შეადგენენ ცალკეული ხალხთა ტომი და თუ რომელიმე
მათგანს დაავიწყდება თავისი შემოქმედი განგებ მიდის დაღუპვისაკენ! ცალკეულ ტომთა
არსებობაც ხომ ამით განისაზღვრება ვისაც კერძოდ რაღაცის სწამთ მათ ჰყავთ ის ვისაც
ეთაყვანებიან ხოლო თუ ასე არ იქნა, მაშინ არც ღირებულა სიცოცხლე! სიცოცხლე მე
იმიტომ მიყვარს, რომ მე ჩემი ღმერთი მყავს და სხვები არც მაინტერესებს ამიტომაც ვისაც
თავისი ღმერთი ჰყავს ჯერ კიდევ მისი არსებობა არსებობაა . ასე ამბობენ ყოველივე და
ყველაფერი დავიწყებას მიეცემაო, მაგრამ დღეს მაინც შეხედეთ , როგორი დაწყევლილი
დროა ადამიანმა ღმერთზე წინ საკუთარი თავი დააყენა და იგი დაივიწყა. ეს ხომ ყველაზე
საშინელებაა ამაზე ცუდი არც არაფერი მომხდარა და არც მოხდება თუ ასე გაგრძელდა
დღევანდელობა ხომ დაკარგავს ყველაფერს! ეს სამყარო თავისით არ ნადგურდება მოვა
დრო და მას ადამიანები გაანადგურებენ. ადამიანი საკუთარ გულში ვერ ეტევა და რა
გასაკვირია, რომ დედაიწაზე ვერ დაეტიოს? ოხ... რა საშინელებაა ასეთ დროს, როდესაც
ღმერთი ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს უღმერთობაა ამიტომაც სვამს ეს კაცი . თავი
ხომ არ მოგაბეზრეთ? დიახ... ასეა... უთუოდ.. ასე.. მაგრამ უნდა მისმინოთ! შეხედეთ
ყველას თავისი ღმერთი ჰყავდა, მაგრამ ვიცით ერთადერთი ჭეშმარიტება
მართლმადიდებლობაა და ეს არის ჭეშმარიტება, რადგან ჩვენ იესო ქრისტესი ვიწამეთ და
მთელი ცხოვრება მისთვის ვიბრძვით ის ხომ ასეთი მშვენიერი და სრულყოფილია მე აღარ
ჩამოვთვლი იმას თუ რაოდენ საოცრებაა სინანული და მიტევება, როდესაც გეუბნებიან
შეუნდე შენს მტერს, რადგან შენც გეპატიოს მერედა ქრისტიანობა უპირველესად
სიყვარულს არ ქადაგებს? ამაზე სრულყოფილება რაღა გინდა სრულყოფილება ხომ
თვით სიყვარულია განა მეგობარო არ გიგრძვნიათ ჭეშმარიტი მადლიერების დროს
უდიდესი სიხარული? ან მიტევების დროს ბედნიერება ? ყველაფერი ეს ხომ მეტყველებს ,
რომ იგია ჭეშმარიტება! ვინც აღიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს ხოლოდ ვინც
დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს! ასეთი საოცარი რამ სხვა რელიგიაში
გსმეცნია? ეს ყველაფერი თავმდაბლობა სიკეთე მიტევება და სინანული უპირველესად კი
სიყვარული რაღა არაამქვეყნიურს არ გაგრძნობინებს? რაღაც ისეთს რასაც ვერაფერს ამ
ქვეყნიურს ვერ შეადარებ მაგრამ ჩვენ ასე გვწამს და ეს ჭეშმარიტად ერთადერთი
რელიგიაა, მაგრამ შეხედეთ ვთქვათ დაიბადა სხვა რელიგიის ადამიანი და მუსლიმია მას
სულ სხვა რწმენა ასწავლეს და ისიც ასე აღიზარდა. იქ არ წერია არა კაც კლა არამედ
გეუბნებიან, რომ ვინმე უნდა მოკლა, რომ სამოთხეში შეხვიდე. მერედა, როგორი
გასაოცარია არა? რა ადვილია არა? ეგრე, რომ იყოს ვინ არ მოკლავდა , მაგრამ ეგრე არ
არის თუმცა მაინც რა უნდა ქნას. მასაც ისევე სჯერა თავისი შემოქმედის, როგორც ჩვენ!
ამიტომაც მთელი სიცოცხლე მისთვის იბრძვის დადის სხვებს კლავს და უკვე
წარმოდგენილი აქვს, რომ ღმერთმა სამოთხის კარი გაუღო. მას ასე სჯერა, რადგან
სხვაგვარად ვერ წამოუდგენია ის ისე გულწრფელად მისდევს რწმენას, რომ რაღა უნდა
თქვას, როდესაც საშინელებას სჩადის და კაცს ჰკლავს? მაგრამ მისთვის ეს სამოთხეში
მოხვედრის ფასია ჩვენთვის კი უდიდესი დანაშაული რასაც სასჯელი მოსდევს ხოდა
მითხარი მან რაღა ქნას ისიც ცხონდება? არადა გულწრფელად ასე სწამს რადგან ასე
ასწავლეს სხვაგვარად, რომ ესწავლებინათ კიდევ ხო მესმის, მაგრამ მითხარი ის თავის
რწმენას არ ღალატობს შეიძლება არაადამიანიცააა და საძაგელი , მაგრამ ყველა კანონსა
და წესს ასრულებს, მაგრამ ერთი რამ აკლია ეს ხომ სიყვარულია, მაგრამ მათთვის არ
უსწავლიათ, რომ ადამიანი უნდა უყვარდეთ არამედ უთხრეს მოკალი რაც შეიძლება მეტი ,
რომ ღმერთმა მეტად შეგიყვაროსო. გასაოგნებელია იცით კი ჩვენი და მათი სარწმუნოება
რითინ განსხვავდება ერთმანეთისგან აი თუნდაც იმით, რომ ადამიანობა არა აქვთ აბა ხომ
არიან ათეისტები არაფრისა არა სწამთ, მაგრამ ადამიანობა აქვთ სწორედ ამით
განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ზოგს რწმენა აქვს მაგრამ ადამიანობა არა და არც
არაფერი აქვს ზოგს კი ადამიანობა, მაგრამ რწმენა არა და ყველაფერი აქვს. მართალია
მთავარი რწმენაა, მაგრამ რწმენასთან ერთად ადამიანობა აუცილებელია კიდევ
შეიძლება მრავალი მხრივ ავხსნა და ადამიანურად მივუდგე, რომელი სჯობია გიყვარდეს
თუ კლავდე ? ხომ მიმიხვდით არა მგონია არჩევანში შეცდეთ! ჯერ ხომ ყველაფერი
ნათელია მართლმადიდებლობა სიყვარულის ზეიმია ის კი საძაგელი და ანჩხლი რამ არის
არა მე არ შევურაცხვყოფ. მაგრამ სიმართლე ასეა ხომ არ დაიღალეთ? მოდით აგერ
გვერდზე დაჯექით აი ასე კარგია მაშ განვაგრძოთ? ყური მიგდეთ არსებობს საიდუმლოება
ყველასა და ყველაფრისგან დამალული და ის საიდუმლოება ხომ წმიდანებმა იციან ? ხომ
სჩადიან დაფარულთა ცოდნის წიაღში ამაზე მეტი რა გინდათ იქ საკვირველ რაღაცეებს
ნახავთ რაც აქამდე არ გინახავთ! განა არ ამბობენ ღმერთი თავის მორწმუნეებს ისეთ
რამეს უმზადებს რაც მის ყურს არ სმენია და თვალს არ უხილავსო? დიახ... ასეა, მაგრამ
რაც მთავარია უბრალო ცოდვილ ადამიანზე არ ითქმის აქ სულ სხვა რამეა და თუ ეს ასეა
და ასე გვაქვს მართლმადიდებლობაში მაშ გამოდის ასეთი რამ მუსლიმებს
კათოლიკებსაც და სხვებსაც აქვთ ოღონდ ეს უბრალოდ იციან და მათ შესახებ არაფერი
უნახავთ! მეც არაფერი მინახავს და უბრალოდ მწამსხედავთ რწმენა რამდენს ნიშნავს?
მართალია მე ასე მასწვალეს, რომ იესსო ქრისტე ღმერთია და მწამს მისი, მაგრამ მე ხომ
არაფერი ვიცი და არაფერი მსმენია? იცი რაღაცას გეტყვი ორი ბერი იყო ერთი წმიდა და
მეორე მორჩილი მან კითხვა დაუსვა ის რა არის რო ანათებსო? მან კი უპასუხა მეცნიერები
მზეს უძახიანო მას უთქვამს რა სისულელეა გავა ორმოცდააათი წელი და სხვა რამეს
დაუძახებენო და მათ უნდა დავუჯეროო? შენ ხომ საერთოდაც არაფერი იციო შენ ისიც კი
არ იცი გაქვს თუ არა სულია მიხვდით?

-მაშ ყველაფერი სიცრუე ყოფილა?

-არა სიცრუე არა, მაგრამ ნაწილობრივ კი ყველაფერი შეცვლილი სახით ვიცით, მაგრამ
არ ვიცით სინამდვილე იქნებ კაობცრიობა გაცილებით დიდია და ეს არ ვიცით ამას თავი
ვანებოთ სისულელეა ეს მორჩილი ამბობდა ადამიანმა საერთოდააც არაფერი იცისო
მისი მოძღვარი წმიდა კაცი იყო და ამბობდა ადამიანმა იცის ის რაც მის გამოცდილებაში
დევსო

მაშ თუ წიგნების კითხვას აზრიც არ აქვს რადგან მუდამ იკითხო და ცხოვრებაში არაფერი
გამოცადო მაშინ რას გაიგებ, რომ ცოდვა დამღუპველია არ გაგიგია? ადამიანი თავის
შეცდომებზე სწავლობსო შეცდომა რათქმაუნდა არ უნდა დაუშვა მაგრამ ეს წმიდა ბერი
ამბობდა უდიდესი ბერი იყო შეიძლება ითქვას ყველაზე დიდიც იყო თუ არ დაეცი ღვთის
ძალას ვერ შეიცნობო მე, რომ ცოდვილი არ ვიყო ცოდვილებს რა შემაყვარებდაო თვით
წმიდანიც კი ცოდვილი იყო მანამდე ისინი ჩასწვდნენ ცოდვის არს და იგემეს კიდეც
სიტკბოება! ამიტომაა რომ ასეთ სრულყოფილებას ეზიარნენ ჩვენ კი ჩვენ ვინც არ
ვიბრალებთ ერთმანეთს რაღაცით იმათ ვგავართ ვინც ჭამს და სხვას არ უყოფს! თუმცა მე
დასჯის მომხრე ვარ წეხან სულელურად წამომცდა დასაჯეთ ჩამოახრჩვეთ თქო, რადგან
ძალზე შემთვრალი ვიყავი დარწმუნებული ვარ არც მან არ იცოდა რას ამბობდა , რომ თქვა
მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევიო მე სხვა რამეს ვგულისხმობ ადამიანი არ იბადება
ბედნიერებით ადამიანი იბადება ტანჯვით! რადგან ყველა ტანჯვით გადარჩა მეც მინდა
ვიტანჯო! ცოტაოდენი სასჯელი აუცილებელიცაა მას კი თავად ღმერთი განსაზღვრავს! აბა
რა ჩემი სულია მუდამ უბედური ვიყო? ცოტა ბედნიერებაც აუციელებელია ! თუმცა როგორ
უნდა იყო ბედნიერი, როდესაც სხვა იტანჯება? ან შენ ჭამდე და სხვა მშიერი იყოს ? ეს ხომ
არაადამიანობაა და მეტი არაფერი! იცით კი ზევსი და ოლიმპო რატომაა მითი ? იმიტომ,
რომ ის კაცობრიობის ერთი დიდი ტყუილია და ტყუილს კი ადამიანი ადვილად ეჩვევა !
იმიტომაცაა მითი, რომ უბრალო მითია და მეტი არაფერი და იმიტომაც არავის არა სწამს
მისი! ღმერთის კი იცით, რატომ გვწამს? იმიტომ, რომ ისაა ერთადერთი სიმართლე და
დანარჩენი ყველაფერი ცრუ არის! აპოკალიფსში შვიდი ანგელოზია არა ? მემგონი ასეა
იმიტომაც მოასწავებენ ბედნიერებას რადგან კაცობრიობას პირისაგან და მიწისაგან
ჰგვავენ იქნებ ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და ასეც იყო საჭირო ისეთ ,ი როგორიც ეს
სამყაროა აუცილებლად უნდა აღიგვას პირისაგან მიწისა რამეთუ ყოველი მასში ცრუ არის
გარდა მართალთა და კეთილთა! მოიცადეთ იცით კი ყველაზე ადვილი რა არის? არ
იწამო და ისე მოკვდე და დაიღუპო, მაგრამ იწამო იტანჯო და სიხარულში გარდაიცვალო
ჰმ... საინტერესოა რა უფრო ადვილია შეეგუო ამას თუ წინააღმდეგობა გაუწიო? როდესაც
აღსრულდება ღვთის სიტყვა მერე რა იქნება? ახალი ცა და ახალი მიწა ახალი სამყარო
ძველს საერთოდ არ ემგვანება ახალი ხალხი იქნება მზე აღარ დაწვავს ხალხს და წყალი
აღარ დაახრჩობს აღარ იქნება ტანჯვა და მწუხარება საჭირო ვინაიდან ცრემლი აღარ
იქნება! რადგან ყოველივეში სიხარული დაისადგურებს თვით ღმერთი იქნება
მარადიულობა, რომელიც ახლაც არის და იქნება კიდეც, მაგრამ მაშინ ცხადლივ დაინახავ
დრო.. აღარ იქნება დრო.. გაჩერდება.. და მერე მუდამ გეყვარება

-დრო თუ არ იქნება აბა რაღა იქნება?

-მარადიულობა დრო არაა მარადიულობა იდეაა იდეაა კავცობრიობის


სრულყოფილებისა და გარდაქმნისა ახალი სამყაროსი და ახალი ცისა

-გამოდის ეს ის ცაა, რომელიც არასდროს გვითქვამს

-დიახ ესაა სულ ახალია

-მაშინ იდეა არცაა საწირო, რადგან იდეა არ ვითარდება

-არა იდეა აუცილებელია

-და რატომ?

-იდეის გარეშე არც ახალი ცა და არც მიწა იქნება

-მაშ იდეა აუცილებელია თქვენი წარმოდგენა ღმერთზე იცვლება!

-არა არ იცვლება, რადგან იდეა შეუცვლელია საინტერესოა ღმერთია ერთადერთი !....

-მაშინ თუ ცა ახალი იქნება ძველი?

-ძველიც საჭიროა, რადგან ახალი შეიქმნას თავდაპირველად შეიქმნა ცა და მიწა მიწა იყო
უსახო და უდაბური თქვა ღმერთმა იყოს ნათელი და იქმნა ნათელი! თავდაპირველად
არაფერი იყო და შეიქმნა სამყარო და სამყარო მშვენიერი გახდა მშვენება იყო ედემის
ბაღი ღმერთი სუფევდა იქ ადამი ხომ ღმერთმა შექმნა და დასვა ედემის ბაღში , მაგრამ
მოიწყინა რა უცნაუირა ღმერთან ერთობაში იყო და მოიწყინა ასეთი საზარელი და ანჩხლი
აზრი ადამიანს თავში შეეპარა ახალი აზრი გაჩნდა იდეა და კაცობრიობაც დაიღუპა რა
უცნაურია ადამიანი დაღუპვითაც სწორედ ეს იდეები ღუპავენ ყველაფერს!

-მე ყელი გამოსჭერი ჩემს საბრალო გოგონას... ქვითინებდა ზორბა ეს... ეს... უკვე ჩემთვის
სასჯელია ნუთუ ყველასაგან მივიწყებულმა და გასაცოდავებულმა ეს დავიმსახურე ?
ვიტანჯები ... ვიტანჯები.. და ვიმსახურებ კიდეც ზორბამ ლუდი ისევ მოსვა თავი დახარა
თითქოს მაგრა შეაბრუა და ლუდით გაჟღენთილმა თქვა

-სხვა რა გაეწყობა დაე მწუხარებასა და ცრემლში გავლიო ჩემი ცხოვრება თრობა ...
თრობა... კი თანამგზავრი იყოს ჩემი! ადამიანს მუდან თან სდევდა ტანჯვა (რაც ყოველივეს
აღემატება) მე შევსვი მწარე სასმისი ცრემლით და ვტანჯულობ რა საზიზღარი ვარ... ნუთუ
სულ ვტანჯულობ და ვტანჯულობ! მე მინდა ბედნიერება დავიმსახურო მე არა მაქვს
საკუთარი ბედნიერება და ამიტომაც ვიტანჯები!
-ადამიანი მაშინ ტანჯულობს, როდესაც იმედი აღარ აქვს! თავი დახარა და ცრემლები
ჩამოუვარდა -მაგრამ ყოველთვის როცა იმედი კვდება უიმედობა არ იბადება ! მე კი
ვკვდები ! ვითარცა გვამი გამზადებული ვარ ღვთის წინაშე და ყოველ წამს სიკვდილს
მოველი ჩემი დღები გათავდა გემშვიდობებით... ო...როგორ მებრალებით ყველანი ო...
როგორ მინდა კიდევ ვიცოცხლო კიდევ... კიდევ... მინდა ვიცოცხლო... ო... საბრალო..
კაცობრიობავ .. მივდივარ ახლა ვინღა იქნება შენი შემწე? საშველად ვინღა მოვა?
ო...სასმელო დამათვრე და დამათვრე...

ო.. ისევ მტანჯე... არ შემიბრალო ო.. სასმელო სიცოცხლისა მე გეწაფები და შევსვამ შხამს
რათა ისევ დამათრო! მე თრობის გარეშე არ შემიძლია! შენა ხარ სასმელო ვისიც მე ვიწამე
შენა ხარ ისა ვინც შემიბრალა მე შენს გარეშე არ შემიძლია! მე შენგან ველი წყალობას ,
რადგან სხვამ მე არავინ არ შემიწყალა! ო... სულო ცოდვილო რარიგ შხამს დაეწაფები
იმავ წუთს სულს ხომ გაააფრთხობ!

ნუ შესვამ ანკარას სიცოცხლის წყაროს! და შეგიბრალებს ვინც შეგიბრალა ყოველთა


დღეთა! სასმისო თრობის! ნუ მიმატოვებ მე შენში ვპოვებ სამარადისოდ...სამარადისოდ ...

(მე განსვენებას)

ზორბა ისე საუბრობდა თითქოს ჩასუქებულს მიმართავდა, რომელსაც ისევ ის სულელური


ღიმილი აეპრიხა სახეზე ხან კი თითქოს ვიღაც უხილავ მსმენელს ესაუბრებოდა

-ხედავ მაგ საბრალოს სასმელმა რა უქნა ? რარიგ შევბრუნდი ლოყებშევარდნილა მითხრა


თითქოს ხარბადაც კი საერთოდ რამ გააგიჟათ ადამიანს ხომ ასე სჩვევია მუდამ
გაუთავებლად ისაუბროს

-ოხ როგორია ტკბილია სასმელი ! ზორბამ ისევ დაიწყო

-ეი შენ ! შენ ყმაწვილო კიდევ დაასხი! შენ რა გენაღვლება მე ვისჯები შენ კი არა მიდი
დააასხი! იქნებ უფრო მეტად ვიტანჯო! ყმაწვილმა დაასხა რა უცნაუირა ადამიანი ზომას
ვერ გებულობს ამიტომაც საკუთარ თავს კარგავს! დიდი ხანია სული შემეხუთა და წასვლაც
მომინდა.

ავდექი და ვთქვი -ახლა კი ბატონებო ბოდიშით უნდა წავიდე ძალიან დამღალა თქვენმა
ბოდვამ და კიბეებისკენ გავემართე ლოყებშევარდნილმა მომაძახა -როგორც გენებოთ !

კიბეები ავირბინე და გარეთ გამოვედი საშინელი სიცხე იდგა

-ფუ რა საზიზღრობაა ამდენი სიბინძურე მერე სად აქ ამ სარდაფში ! ვფიქრობდი ჩემთვის


არ ვიცოდი სად წავსულიყავი გაბრუებული ვიყავი მიუხედავად იმისა , რომ თითქმის არ
დამილევია თუმცა ყოველ ჯერზე მათი სახეები იცვლებოდა სულ სხა იერს იღებდა
სხვანაირი გამომეტყველება აეპრიხათ სახეზე და იღიმოდნენ ზოგნი ტიროდა კიდეც ის
ჩასუქებული სულ სულელრად იღიმოდა რა საძაგლობაა იცინის იცინის და ისევ იცინის !
ფუ... სულ, როგორ იცინის ადამიანი... ჰაერი უფრო ჩახუთული იყო ვიდრე სარდაფში იქ
კიდევ სიმყრალისა და გახრწნილობის სუნი იდგა აქ ჰაერი ოდნავ დაიწმინდა საერთოდ
არ მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა ჩემზე ავდექი და პირდაპირ ხიდისკენ გავემართე . ასე
ასიოდე ნაბიჯზე, რომ მოვუახლოვდი, რაღაც შევამჩნიე დანახულმა შემაძრწოლა
შორიდანვე მოსჩანდ,ა რომ ვიღაც გაძვალტყავებული კაცი მუხლებზე დაჩოქილიყო ,
მაგრამ ზურგით იყო და ვერაფერი გავარჩიე ცოტა, რომ მივუახლოვდი რაღაც ხმა
მომესმა, მაგრამ ვერ გავარკვიე ცოტაც კიდე გავიარე და ხიდზე შევდექი მის გვერდით
ძალიან ახლოს კაცი დაჩოქილიყო და პირჯვარს იწერდა და ოდნავ გარკვევით რაღაცას
ამბობდა მხოლოდ ორი სიტყვა გავიგე -მამაო შემინდე ძლივს გარკვევით თქვა და
პირჯვარი გადაიწერა.

მერე ისევ ძლივს შესამჩნევად გაიმეორა -მამაო შემინდე რამეთუ წყალობა შენი დიდი
არის შემინდე რამეთუ თავს ვიკლავ... ამ სიტყვებზე შეშინებული მივვარდი მემგონი ტბაში
გადახტომას აპირებდა მივარდი და უკან უეცრად გადმოვაგდე -რას აკეტებთ ?
შეშინებულმა ვუღრიალე ის წამოიწია და ისევ დაიჩოქა თავი დახარა და მერე მაღლა
ასწია თვალები საოცრად უსიცოცხლო ჰქონდა თვითონაც სახეზე სულ ჩამომხმარიყო .

-თავს ვიკლავ და ამიტომაც ხელს ნუ შემიშლი... ქვითინით მითხრა

მე ამ სიტყვებზე შევიშალე! -როგორ თუ თავს იკლავთ? საკუთარი თავი არარად


მიგაჩნიათ? -მე საკუთარ თავს ვიკლავ რამეთუ სხვა არა დამრჩენია. უეცრად ამ სიტყვების
გაგონებაზე შევყვირე -შე უსუსურო არსება (ნეტა რამ წამომაცდევინა მერე ვინანე კიდეც ) -
დიახ... დიახ... უსუსური ვარ და ამიტომაც ვიკლავ იმიტომაც ვიკლავ თავს, რომ უსუსურობა
დავსძლიო მაშ გამეცალე და ლოცვა მაცალე! კბილები გავაღრჭიალე და მივხვდი
მარტოს ვერარა გავხვდებოდი და ამიტომ ირგვლივ თვალი მიმოვავლე იქნება ვინმეს
საშველად დავუძახო თქო, მაგრამ არავინ სჩანდა ამიტომ შევუძახე

-რას აპირებთ ნუთუ წყალში უნდა ჩახტეთ?

-დიახ უნდა ჩავხტე და როდესაც კვლავაც აღვდგებით ძვლები... კვლავ გაცოცხლდება !


სიტყვა პირში გამოვცერი და შევუყვირე

-რას ბოდავთ! ყველა ამას, რატომ იძახით აპოკალიფსი აპოკალიფსი!

-გამიშვით და ნუღარ მაყოვნებთ!

-რა არის თქვენ ჭკუიდან შეიშალეთ? შევუყვირე ისევ კი ბატონო , როგორც ისურვებთ ისე
იყოს, მაგრამ რატომ სჩადიხართ ამას?

-იმიტომაც ვჩავდივარ, რომ მძულს საკუთარი თავი! იმიტომაც მივდივარ რომ ნაგავი ვარ !
ამიტომაც ვიკლავ თავს, რომ საძულვილსა და ტანჯვას გავექცე!

-ვითომ საქმე ამაშია?

-მე ხომ იმიტომ არ ვიკლავ თავს, რომ სიძულვილს და ტანჯვას გავექცე

-აკი ასე ამბობდით! გავაწყვეტინე და შევუყვირე

-დიახ ასე ვამბობდი ახლა კი ასე ვამბობ! ვამჯობინებ სიკვდილს ვიდრე უბედურებას
ბედნიერების გარეშე!! მაშ გასწით და როდესაც გადავხტები ნუღარ შეიწუხებთ თავს მე
სხვა გზა არ დამრჩენია! ხელი ჩავიქნიე და გვერდზე გავიწიე

-ფუ... რა საზიზღარია ადამიანი ყველა გადაწყვეტილებას რა ადვილად იღებს ! მან ხოხვით


ჩამიარა თან ძლივს შესამჩნევად ამბობდა

-მამაო შემინდე!
ბოლოს ამოისუნთქა და გადახტა

-ჯანდაბას მეთქი ყველაფერი გავიფიქრე და წყალში გადავხტი მოხუცი უკვე კარგა


ჩაძირულიყო მაგრამ მაინც ამოვიყვანე და იქვე ახლოს ხიდთან ბეტონზე დავაგდე მეც
ამოვედი წყლიდან სულ გავილუმპე მერე ფეხზე წამოვდექი და წინ ხიდისკენ წავედი და
თან მივაძახე

-ჯანდაბას თქვენი თავი! ასე გალუმპულმა და განერვიულებულმა ხიდი გავიარე და


ტარსოვის ქუჩაზე გავედი თუმცა იქ რა მინდოდა არ ვიცოდი ხიდის მეორე მხარეს
შევჩერდი გავიხსენე ის ზორბა, რომელიც გუშინ ღამით აქ იყო შუა ხიდზე იდგა და ჩამავალ
მთვარეს უყურებდა გამახსენდა თუ, როგორ დაეცა ფერფლი ფეხზე, რომელიც მკაფიოდ
მოსჩანდა მთვარიან ღამეს და როგორ აბოლებდა. ნუთუ ადამიანი ასეთი ნატიფია მაშ
რაღად იტანჯება გავიფიქრე და უკან გამოვბრუნდი გავიარე ხიდი , რადგან არ ვიცოდი
ტარსოვის ქუჩაზე სად წავსულიყავი, რადგან წასასვლელი არავისთან მქონდა ჩავუარე იმ
მოხუც კაცს, რომელიც უცებ ფეხებში შემომივარდა

-ო.. მოწყალეო... დიდ მადლობას მოგახსენებთ! თქვენ... თქვენ.... მე სიცოცხლე მაჩუქეთ!


თქვენ დამანახეთ თუ რა ბედნიერია იყო ადამიანი თქვენ მე ცხოვრება შემაყვარეთ ! თქვენ
სასოწრკვეთილს იმედი მიეცით მე... მე.. მადლიერი ვარ.. ოხ.. როგორი გასაოცარი
ყოფილა სიცოცხლე! მადლობა... მადლობა ბატონო.. მე შემკრთალმა ფეხი ხელებიდან
გამოვგლიჯე და გავიქეცი უკნიდან მომაძახა

-მე ამას თავის დღეში არ დაგივიწყებთ! მივდიოდი და გახშირებულად ვსუნთქავდი ცხელი


ჰაერი ავიწროებდა გზას და თაბრუ მესხმოდა სიცხე ხუთავდა ყველაფერს გულისცემა
გახშირებული მქონდა ნერვებმა ამიტანა შიშმა და შფოთმა მომიცვა ამასთანავე
სასოწარკვეთამ და უიმედობამ ყველაფერს სიცოცხლე დაეკარგა, მაგრამ აზრი მიეცა
რაღაცას! აზრი მიეცა სამყაროს, რომელშიც ყველა სასოწარკვეთილია მივდიოდი და
ყველაფერს თავს ვუყრიდი არ მინდოდა რამე გამომპარვოდა , მაგრამ რატომღაც ჩემში
ყველაფერი ზიზღს იწვევდა. უსიამოვნო დღე იყო და სიცხეც თავისებური . მივდიოდი
გარშემო ყურადღებას არავის ვაქცევდი. სარდაფს ჩავუარე ვიფიქრე შევალ თქო , მაგრამ
ერთ ანჩხლ აზრს ავეტანე მერე ეს აზრი დიდი გახდა და უსასრულობაში გადაიკარგა
მთლიანად მოიცვა ჩემი არსება ყოველივე აშკარა იყო იმდენად აშკარაა ... ო... ვერც კი
აგიწერთ ესე იგი რას ნიშნავს ამბობდა ყელი გამოვჭერიო და ის ლოყებშევარდნილი კი
ვითომდა მორწმუნე, რომელიც იძახდა ჩამოახრჩვეთ მოკალითო მერე უცებ მორწმუნე
გახდა და აქ ვითომ სხვა რამეს ვგულისხმობო. ჰმ... მიგიხვდი... ჩავუარე სარდაფს იქ არ
შევედი მერე ცოტაოდენი გავიარე გაშლილი ქუჩა იყო, მაგრამ კედლები ბეტონი და
თავისებული სახბელი იყო რაღაც ძველებურად აშენებული თუმცა ამის დრო არ მქონდა
და წინ წავედი ნაბიჯს ავუჩქარე კიბეებთან ჩავედი და ოთახისკენ წავედი ავიარე კიბეები
ეს სულ ორმოციოდე კიბე მეოთხე სართულზე კარი გამოვაღე და ჩემს ოთახში შევედი .
საზიზღარი ოთახი იყო ყველაფერი ჩაბნელებული და საშინლადაც კი ცხელოდა უცებ
პატარა ტახტზე ჩამოვჯექი ფიქრები მომიძალიანდა ჰმ... ესეც შენი დღევანდელი დღე
არადა ნახე ვითომდა სასჯელი მოევლინათ რა უცნაურია დალევასაც, რომ სასჯელად
იხდიან ადამიანები! გამოდის არაფერი არ არსებულა და ყველაფერი დავიწყებას
მიეცემა კარგი გასაგებია... არაფერი ვიცი მაგრამ მან თუ იცის იმ ლოყებშევარდნილმა ?
ჰმ... გამოდის გოგოს ყველი გამოჭრა, მაგრამ იქნებ განგებ შექმნილი ტყუილი ყიოფილა
და ცოლიც მოკლა? ვა... გასაკვირია ესე იგი ორივე ერთად მოუკლავს ამბობს ჯერ ცოლს
გამოვჭერი ყელიო მაშ, რატომ არ დაიჭირეს? გამოდის სხვებმა გაიგეს, რადგან
აუცილებლად გაიგებდნენ ამხელა სისხლის გუბეს ნახავდნენ, მაგრამ პირველად მასზე
მიიტანდნენ ეჭვს? ცხადია დაიჭერენ კიდეც, რადგან ასეთს უბრალოდ თავის ჭკუაზე
არავინ გააჩერებს მაგრამ რა თქვა... თქვა.. რომ აგერ უკვე მერამდენე დღეა ასე ვთვრები
და ვლოთობო გასაკვირია! თუმცა ფიქრები მეტისმეტად ბევრი იყო თავს გავუძალიანდი
ცოტა კიდე, რომ მეფიქრა ესე იგი... მაგრამ აღარ შემეძლო და გათიშული ლოგინზე
მივეგდე თუმცა რაღა ლოგინი ეთქმის ერთ პატარა დაძველებული ტახტი იყო ისიც თუ
ტახტი ეთქმის მაგას. მივეგდე და გათიშული დამეძინა ხანდახან , როდესაც გძინავს
ყველაფერი გავიწყდება და ყველაფერიც აშკარაა. თითქოს ყველაზე საოცარი ესაა და
ამაზე მეტი არც გინდა, როდესაც გძინავს ვერაფერს გრძნობ მეც იმიტომ მძინავს, რომ
ვერაფერი ვერ ვიგრძნო რაღაც ყველაფერმა დამღალა და უსიამოვნება უსიამოვნებაზე
დაემატა თითქოს ეს ყველაფერი განგებ მოხდა, მაგრამ იქნებ ასე ვვარაუდობ თუმცა არც
არის სწორი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, როდესაც გძინავს ბედნიერი ხარ ! სწორედ
ამიტომაც მძინავს, რომ ბედნიერი ვიყო ტანჯვამ დამღალა, რაღაც ისეთი მესიზმრა რაც
დიდი ხანი გონებაში ჩამრჩა თითქოს სიზმარი ისეთი მკაფიო იყო რომ შეშფოთებულს
გამომეღვიძა თითქოს ის ზორბა კაცი მესიზმრა, რომელიც განგებ სვამდა რათა უფრო
მეტად დატანჯულიყო, მაგრამ რატომღაც არ სვამდა უბრალოდ ასე მეჩვენა თუმცა კი
მთვრალი იყო უცებ ადგა და შუშის ბოთლი ჩასუქებულს ჩასცხო თავში მას გული წაუვიდა
და ძირს დაეცა ხოდა ეს არ იკმარა და კიდევ ნარჩენი შუშა ჩასცხო და სული
გააფრთხობინა უცებ ზორბას თავში, რაღაცამ გაურბინა თითქოს მიხვდა რაც გააკეთაო
და შიშით კედელს აეტუზა ამ დროს კი ყმმაწვილი ბიჭი დახლს იქიდან გადმოხტა და
ზორბას თავზე დაადგა მერე უცებ შეტრიალდა იმ ზორბასკენ და შეშფოთებით უთხრა

-ეს რა ქენი სულელო!

ზორბა უეცრად კედელს მოსწყდა შემკრთალს გამომეღვიძა სიზმარი მოკლე იყო და


ამიტომ ყველაფერი სწრაფად განვითარდა მოწყვეტით ტახტზე წამოვჯექი და
რეტდასხმული ვიყავი ვცდილობდი აზრები მომეკრიბა და მომხდარი მოვლენები სწორედ
აღმებეჭდა გონებაში მაგრამ რატომღაც არაფერი გამომდიოდა . სახეზე ხელები ავიფარე
შეშინებული და სასოწარკვეთილი ვიყავი. უცებ ვიგრძენი ცივი სიო, როგორ მოედო ოთახს
და მერე, როგორ თავისუფლად ამჩატებულად და ბედნიერად ვიგრძენი თავი და ამავე
დრო ავტირდი დიახ... ავტირდი... ვიტრი ვტირი... რადგანაც უბედური ვარ იმიტომაც
ვტირი, რომ უბედური ვარ იმიტომაც ვარ უბედური, რომ მინდა ვიტანჯო! საშინელი აზრები
მომდის ვგრძნობ მეც ვიხრწნები ო.. როგორი არარაობა ო... როგორი საზიზღრობაა
ხოლმე ყველაფერი ნუთუ ღმერთო ასეთი არის უბედური ადამიანი? ოჰ... მეც ხომ არ ვარ
ის ვინმაც ბედნიერება დაიმსახურა, რატომღაც სევდიანი ვარ , რატომღაც სევდიანი ვარ და
უფრო მიხარია ცხოვრება ამიტომაც დავეძებ სევდასა და მოწყენილობას მომბეზრდა
ტანჯვა მინდა სევდიანი და მოწყენილიც ვიყო! ო... როგორ ვდარდობ... ოხ... როგორ
ვდარდობ ხოლმე ყველაფერს მე ხომ ასე ძლიერ ვიტანჯე! როდესაც მოწყენილი ვარ
თითქოს სამყარო ტანჯვისაგან თავისუფლდება და საოცრად ბედნიერი ვარ ! მაგრამ ხომ
არსებობს რაღაც რატომაც ბედნიერი იქნები? რატომღაც ყველაფერი იცვლება
ყველაფერს სულ სხვა ფერი ედება იწყება დაუოკებელი სიცოცხლის შეგრძნება ოჰ ...
როგორი დაუვიწყარია... ასეთი ღამეები სულ ანათებენ და ბედნიერს გგხდიან ამიტომაც
მეოცნებე არ ვარ რადგან ყველაფერი თვალწინ მაქვს ყველაფერი ვიცი არაფერია
დამალული ბედნიერებას არ გავურბივარ ასეთ ღამეებში ბედნიერებას კარებს ვუღებ
ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო, რადგან ისეთი მშვენიერია ეს ყოველივე , რომ მეტი არც კი
მინდა ასე ვზივარ და მიხარია. ვტირი კიდეც დიახ ვტირი... ოჰ... როგორ ვტირი მერე....
ყველაფერი სხვანაირია ასეთი ღამეებიც ყველაფერი ახალია ცაც ახალია ვარსკვლავები
მთვარეც კი ყოველივე ახალ ფერს იძენს ოჰ... როგორი საოცრებააა მერე ხოლმე
ვნატრულობ რომ დიდხანს გაგრძელდეს არ მინდა ესს დამთავრდეს, რადგან ყველას
ვიცნობ მე ვიცი მათ შესახებ ვისაც კი არ ვიცნობ. ვხედავ მათ ვხედავ ისე მკაფიოდ თითქოს
თვალწინ მდგარიყოს ამით ბედნიერი ვარ ბედნიერი ... ყოველივეს ისეთი სინაზე ახლავს
ო... როგორი მიხარია ასეთ დროს ვერც კი წარმომიდგენია, რატომ არ უნდა გიხაროდეს,
რატომ უნდა იყო ბოროტი ვერ წარმომიდგენია ჭეშმარიტ ბედნიერებას წინ რამე დაუდგეს
ასეთია ასეთ რამესს გაგრძნობინებს ისეთი ღამეები, როდესაც ბედნიერი ხარ ასეთ
ღამეებს არასდროს დაივიწყებ რადგან იშვიათია თითქმის არც არსებობს . ასეთი ღამე
მხოლოდ ერთხელ გეძლევა ადამიანს აქ მთავარია რაც შეიძლება შესამჩნევი იყო უნდა
დაენახო უნდა დაუდგე უნდა იცოდეს, რომ შენ ბედნიერი ხარ და რაკი ამას დაინახავს შენც
ბედნიერი გახდები ასეთ დროს არც დაეძებ რამე ისეთს რაც მას აღმატება რადგან ასეთ
ბედნიერებას არაფერი აღემატება ასეთ დღეებში ადამიანი ოცნებობ კიდეც ოღონდ ეს
ოცნება ისეთი ფარული და შეუჩნეველია ისე ჩუმად მოედება შენს გულს და ბედნიერს
გაგხდის ვერც კი ამჩნევ მერე ასეთ დროს სრულიად დუმხარ თითქოს დამშვვიდდი კიდეც
დაწყნარებული ხარ არავინ გძულს არაფერი გადარდებს ყველაფერი გიყვარს
ყველაფერი გაბედნიერებს სამყარო შენთვის წმიდაა რაასაც ხედავ შენთვის
ბედნიერებაა... ამ დროს არცაა საჭირო რაიმეს თქმა ასეთ დროს რაც შეიძლება ჩუმად
უნდა იყო რათა ბედნიერება შეიგრძნო განიცადო ის რაც ბედნიერებაა , რარიგ
წარმოგიდგება ბედნიერი იქნები რაც შეიძლება სიჩუმე უნდა იყოს ჩამი ჩუმი არ უნდა
ისმოდეს არც არაფერი მოძრაობდეს თითქოს მხოლოდ ქარი დაქროდეს შენც ქარი იყო
და ამას გრძნობდემ როდესაც სხვას ახარებ შენც გიხარია ყველას უხარია თითქოს
სამყარო მდუმარებით ადიდებს ღმერთს და ამით ყველა დაბადებული ხარობს ისეთი
დაუვიწყარია ასეთი ღამე ისეთი ბედნიერებაა და სიხარულია როდესაც მზეც კი თავის
გამჩენს ადიდებს ყოველი მიწის მტვერი ყოველი ბალახი სამყაროს შემოქმედს ადიდებს
ოხ... როგორი ბედნიერებაა ეს ოხ.... როგორ მინდა ასეთი რამ ვიგრძნო„ მაშ მეოცნებე არ
ვარ და ბედნიერი ვარ! ფიქრები ძალზე მკაფიო იყო ამიტომაც ყველაფერი ნათელი იყო
თუმცა კი არაფერი მესმოდა

-მოწყალეო ბატონო... მოწყალეო ბატონო... რაღაც წვრილი ხმა კიბიდან შემოისმა ღამე
იყო და ყველაფერი გაურკვეველი იყო არც ის პიროვნება სჩანდა , რომელმაც წვრილი
ხმით რაღაც მთხოვა

-მოწყალეო ბატონო ... მომცემთ კი შემოსვლის უფლებას? ფიქრებიდან გამოვერკვიე


მისმა ხმამ გამომაფხიზლა, მაგრამ ღამე იყო და საშიში იყო

-რომელი ხართ ბატონო? ვინმე ტოლკაჩკოვი ხომ არა?

-არა ბატონო არგახლავართ ისევ გეკითხებით მომცემთ თუ არა უფლებას რომ შემოვიდე ?

-მერედა ვინა ხართ? როგორც ხედავ ღამეა და საშიშია

-რა არის საშიში? მე არ ვარ საშიში მე ერთი საბრალო დორნაჩკოვი ვარ საბრალო...
ღარიბი ხელმოცარული არამზადა
-მერედა რა გესაქმებათ ამ ღამეს ჩემს სახლთან?

-ბატონო აგერ მივდიოდი ქუჩაში ვმათხოვრობდი და თქვენი კარები ღია შევნიშნე მმეც
ვიფიქრე რაკი არავინ მწყალობს იქნებ თვქვენ მაინც იწყალობოთ ..

ჰოდა იწყალობეთ ბატონო შემომიშვებთ თუ არა? ორი დღეა არ მიჭამია აგერ სამიოდე
კაპიკი მქონდა ისიც წამართვეს ვიღაცამ გამქურდა რო გავიღვიძე აღარც პალტო მეცვა
სულ გამატყავეს იწყალობეეთ და გამხმარი პური მაინც მომეცით იქნებ თქვენც არა
გიჭამიათ და ჩემსავით გაუბედურებული ხართ? თუმცა კი ვხედავ სახლი მაინც გქონიათ მე
კი კარდაკარ სულ დავდივარ ყოველ ცისმარე ღამეს ხან სად ვიღვიძებ ხან სად არავინ
მწყალობს მხოლოდ ერთი ორი თუ გამოჩნდება ვინმე და მიწყალობებს ამ დროს კი ო...
როგორი მადლიერი ვარ... სულ ერთი ლუკმა პური მაინც მიწყალობეთ..

-მომცილდით თავიდან თქვენნაირები სულ ყრიან აქ თავს აცოდებთ და ამ დროს კი


პარავთ კიდდეც იქნებ ვთქვათ და შემოგიშვით თქვენ კი ყელი გამომჭერით?

- მოწყალეო ხელმწიფეო მოწყალეო ხელმწიფეო... გთხოვთ ამას ნუ მკადრებთ მე


უბედური ვარ და კიდევ უბედურებას ნუ დამიმატებთ გთხოვთ ორიოდე კაპიკი და
ცოტაოდენი პური მიწილადეთ!

-შემოდით დავუძახე და დაძახებისთანავე კარში ვიღაც მაღალი მხრებგაშლილი თუმცა


მოხრილი კაცი აეტუზა თითქოს რცხვენიაო და თვი დაბლა დაეხარა ჯიბეში ჩხრეკას
მოვყევი და ათიოდე კაპიკი ამოვიღე

-პურიც გინდათ მეგობარო?

-დიახ თუ შესაძლებელია

-აბა მოდით აიღეთ ეს ათიოდე კაპიკი პურს კი ბოდიშით და ვერ მოგართმევთ თითქოს
დორნაჩკოვი გამოცოცხლდა

-რატომ? თქვენც არა გაქვთ? იმიტომაც ხომ არა გაქვთ, რომ კარგად დაიწყეთ და ცუდად
დაამთავრეთ? მე ათიოდე კაპიკისთვის მადლობას მოგახსენებთ რამეს ხომ არ ინებებთ ?
თუ ფული იქნება მე შემიძლია კაცი... მოვკლა... სახეზე ფერი მეცვალა ამის გაგონებაზე

-ჰმ ჩავიცინე რა საზიზღობაა ნუთუ ფულის გამო ამას იზამთ? რა უცნაურია ადამიანი რატომ
ეტრფის მონასავით ფულს?

-თქვენ ბატონო მომისმინეთ ჯერ მე ისეთი უბედური ვარ მზადა ვარ ყოველი ხერხი
გამოვიყენო რომ ფული ხელთ ჩავიგდო და არც იმას შევეპუები რომ ვინმე მოვკლა თუ ეს
საჭირო იქნება! მაშ იწყალოებთ თუ რამე დაგჭირდებათ მე მზად ვარ მაშ მითხარით ვინმე
მოვკლა?

ოხ ამან სულ ამშალა იმიტომ, რომ ისეთი რამ მითხრა რაც ადამიანმა არ უნდა თქვას

-რა უნდა მოკლათ თქვენ რა შეიშალეთ?

რატომ კლავ? იმიტომ ხომ არა რომ ეს გსიამოვნებთ? ჰმ არა მგონია საქმე ფულში იყოს!

-დიახ მე იმიტომაც ვკლავ, რომ ამით ვცოცხლობ მშვიდად მითხრა რატომღაც მის ხმაში
შფოთი და ნერვიულობა არ იგრძნობოდა
-ჰმ. შევძახე და ხელები გავიქნიე

-გასაოცარია აღიარებთ და ამით ამაყობთ კიდეც!

-დიახ ვამაყობ ისევ მშვიდი ხმით დასძინა

-იმიტომაც ვამაყობ. რომ ეს მსიამოვნებს აკი მითხარით ნუთუ დანაშაული კაცს არ


სიამოვნებს? ახლა კი თავი მაღლა აასწია თუმცა ღამე იყო. მაგრამ ცივი თვალები ღამეშიც
კი საოცრად გამოკრთოდა, რომ მზად იყო გამვლელიც კი მოეკლა

-ჰმ ჩავიცინე არ მჯერავს კაცს, როგორ უნდა სიამოვნებდეს დანაშაული?

ღარიბი ნერვიულად შეტოკდა ამ ვიწრო კარის ღრიჩოზე ნაბიჯ ნაბიჯ აქეთ იქით სიარული
დაიწყო

-ჰმ მანაც ჩაიცინა

-იცით კი რა ავადმყოფურ გრძნობას განვიცდი, როდესაც კაცს ვკვლავ? ოხ... რა რიგ


სიამოვნებაა.. მერედა ამით კანონი არ ირღვევა? ირღევა, რადგან ადამიანს სიამოვნებს ის
სიამოვნებას ვერ ეგუება და უფრო მეტს სჩადის რათა მეტად ისიამოვნოს მერე გულის
აჩქარება? როგორია იცით? ნერვიულობა გიტანს და გული გახშირებულად გიფეთქავთ
სუნთქვაც გახშირებული გაქვთ ხელები გიკანკალებთ ტანში გცრით და მერე იცით
ორკეცად მეტს განიცდით ანუ, როდესაც დანაშაული შენს თავში მწიფდება და ნელ -ნელა
მოქმედებას დაიწყებს აი მერე კი მისკენ ავადმყოფური ლტოლვა გაქვთ ეს სიამოვნება
ყველაფერს მირჩევნია შეუძლებელია... შეუძლებელი, რომ იდეას სძლიო! თუ იდეას არ
სძლევ მაშინ იდეა გძლევს და იდეა გახდება ქმედება. ქმედება არის შესაძლებლობა რატა
გამოიყენო, რომ მეტად განიცადო და განცდით ქმედება აღიძვრება შენში . ამის შემდეგ
იწყება იდეით შეპყრობა ისეთი იდეები გიტრიალებს თავში წარმოუგენელიც კია იწყებ
საკუთარ თავთან კამათს თითქოს იდეა ნამდვილია და აზრიც მკაფიოა , მაგრამ ვერაფერი
... ვერაფერი..... გამიგია სწორედ ამ იდეებს ჩაეჭიდები და დაისახავ რათა მოქმედებაში
მოიყვანნო... ასეთი აზრი მწიფდება დანაშაული, როდესაც აზრი აღიძვრება არაა
დანაშაული დანაშაული მისი მოწონებაა ხოლო, როდესაც აზრი მოგწონს მისი ქმედებაში
მოყვანაც გინდა, მაგრამ რაღაც გაბრკოლებს და გეშინია დიახ... გეშინია , რადგან ხშირად
ქმედებებს სავალალო შედეგი მოაქვს ეს შედეგები კი ქმედებებში გამოიკვეთება იწყებ
იდეით, რომ მისით შეპყრობილი ხარ და თავს ვერ აღწევ და გაბნევს აი მთავარი რაა ...
მისმინეთ დაბნეულობა, როდესაც დაბნეული ხარ არ იცი რა გააკეთო და რაკი არ იცი რა
გაააკეთო გიჩნდება იდეა არაფრის კეთების . აი რაშია საქმე როდესაც არაფერს აკეთებ
იდეა გიპყრობს და მისი მონა ხდები სწორედ მაშინ მოდის სასოწარკვეთა და უიმედობა
მერე კი იცით რას აკეთებს ადამიანი? ვგონებ ადვილი მისახვედრია !

-ვერაფერიც ვერ გავიგე მაშ მისმინეთ რითინ იწყება დამონება ?

-იმას რასაც ადამიანი ეგუება იწყება იდეით, მაგრამ ვერ ამთავრებ

-და რატომ? ( ღრმად ჰქონდა დანაშაული გამოკვლეული და ძალზე დამაინტერესა თუმცა,


რატომ დამაინტერეესა როდესაც ეს დანაშაულია(?

-იმიტომ რომ ეშინია...

-რისი ეშინია?
-იმის ეშინია რაც შიშია ადამიანს თვით შიშის ეშინია

- ესე იგი თუ თვით შიში აღარ იქნება ადამიანს აღარ შეეშინდება

-დიახ ასეა.

-მაშ რა არის შიში?

-შიში ძალაა, რადგან ძალა თვით შიშშია

-ესე იგი მთავარი აქ შიშია და სხვა არაფერი ყოფილა ჩავფიქრდი მაშ რისი არსია შიში ?

მან ოდნავ გაიღიმა

-ადამიანი შიშის არს უნდა ჩასწვდეს ვინც ამას იზამს აღარ შეეშინდება .

-მაშ შიში დაძლეული ყოფილა და იგი არც არსებულა

-დიახ ასეა, რადგან არ არსებულობაც თვით შიშიაა

-როგორც, ვხედავ ბევრს ფიქრობთ

-დიახ მე ბევრს ვფიქრობ.

-მაშ რადგან ბევრს ფიქრობთ მაშინ მითხარით ადამიანს რისი ეშინია ?

-ეშინია? აქ საკითხავია რისი უფრო ეშინია ადამიანს თვით შიშის თუ სასჯელის .

თქვენ გადაწყვიტეთ

-ჰმ...ჩავიცინე შევნიშნე მე

-შიშით ყველას გვეშინია, მაგრამ ცოტაოდენი თუ ამარცხებენ ამას

-დიახ ასეა მაშ შიშის დაძლევის შემდეგ რა იქნება?

-ყველაფერი ახალი ადამიანი ყველაფერს თავიდან დაიწყებს აქ გაჩერდა ჩაფიქრებით


დახარა თავი და თქვა - რა საზიზღარია ადამიანი დაწყებით ყველა ადვილად იწყებს
დამთავრებით კი ცუდად ამთავრებს.

-გამოდის თვენ შიშის არს ჩასწვდით და გამოდის თქვენთვის შიში შიში არაა

-საქმე არაა შიშში მე მას ჩავსწვდი და საქმე შიშის შიშშია, რადგან ეს უკანასკნელი
სასჯელია .ვინაიდან სასჯელი არის, არის შიშიც და ვინც მას ჩასწვდება მისთვის სასჯელი
აღარ იქნება.

-და შიშის არსი სასჯელში მდგომარეობს და თვით სასჯელი უკვე შიშია, მაშინ გამოდის
თქვენ არ გეშინიათ

-დიახ მეშინია, რადგან შიშის არს ჩავსწვდი

-მერე რა არის შიშის არსი?

-საკუთარი თვი
-საინტერესო... მაშ შიშს ვინც გადალახავს? ის ვისაც საკუთარი თავის შიშის აღარ
შეეშინდება რადგან საკუთარი თავის შიშში მდგომარეობს შიშის გადალახვა ? მაშ
გამოდის საკუთარი თავი ყოფილა შიშის არის და სხვა არაფერი

-დიახ ასეა საკუთარი თავი შიშის არსია, რადგან შიში საკუთარი თავის არსია

-ანუ გამოდის სამყაროს არსიც შიში ყოფილა, რადგან თვითონ არსი უკვე შიშია

თავზე ხელი მიიდო და ჩაიღიმა

-ეგ არ მიფიქრია

-რადგან არ გიფიქრიათ მაშ არსი შიშია

-დიახ არსში მდგომარეობს შიში, რადგან არსი შიშია

-მაშ გამოდის ჩასწვდით შიშის არს?

-დიახ ჩავსწვდი

-ესე იგი განგებ შექმნილი ყოფილა

- დიახ ამოვხსენი შიში არ არსებულა მაშ თუ ასე არაა ფანჯრიდან გადახტომის , რატომ
გეშინიათ? იმიტომაც ხომ არა, რომ გადახტომა შიშის არსია? მე გავჩუმდი

-რადგან ასეა შიშს არსი აქვს და არსიც შიში არის სასჯელის მოლოდინი მაშ არსი შიში
ყოფილა და სხვა არაფერი

-არ არსებობის არსიც ხომ შიშშია, რადგან არ არსებობაც ხომ უკვე შიშია

-ცუდად თქვით

-მაშ როგორ უნდა მეთქვა?

-აი ასე არსებობის არსიც ხომ არარსებობაა

-და რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს?

-თუ ასე იტყვი შიშიც არ იქნება, მაშინ შიშშაც გადალახავ და ყველაფერს გაიგებ , მაგრამ
საქმე არაა შიშში

- აბა საქმე თუ შიში არაა მაშინ გამოდის საქმე ტკივილშია და სხვა არც არაფერი ყოფილა
ესე იგი ადამიანი ტკივილის გარეშე არ არსებობს, რადგან ადამიანი თვითონ ტკივილია ...
თუ საქმე ტკივილშია გამოდის შიშიც ტკივილი ყოფილა მაშ თუ საქმე ტკივილში არაა ?

-თუ ვინმე მეტყვის რომ ადამიანი ტანჯვის გარეშე არსებობს მაშინ ყველაფერი ცრუ
ყოფილა და ბედნიერება არ არსებულა, რადგან ტანჯვა თვითონ ბედნიერება.....

-ესე იგი ბედნიერება ტანჯვის გარეშე არ არსებულა, რადგან ბედნიერება თვითონ


ტანჯვაშია?

-დიახ ასეა

-და თუ მინდა ვიყო ბედნიერი?


-თუ გინდა იყო ბედნიერი მაშინ გამოდის სხვა არც არაფერი გნდომებია , რადგან თვითონ
ბედნიერება უკვე ყველაფერია

-მაგრამ ადამიანი ხომ დამნაშავე და ცოდვილია და ცოდვა არსებობს ადამიანის გარეშე ?

-ვინაიდან არ არსებობს უცოდველი ადამიანი მაშინ არც ცოდვა არსებობს ადამიანის


გარეშე

-რას გულისხმობთ? რა არის ტკივლი?

-ადამიანი ტკივლის გარეშე არ არსებობს, რადგან ადამიანი თვითონ ტკივილია გინდა


ჩასწვდე ბედნიერებას? მაშ მისმინე

-ხო.. მესმის... მესმის... მაგრამ რამდენადვე მესმის იმდენადვე მეტსა ვგრძნობ! ხოდა მეც
ამიტომ გისმენ. გისმენ... გისმენ.... და ბოლოს შენც მიგაყოლებ!... ესე იგი რა არის
ადამიანი თუ ადამიანი ადამიანი არ არის?

-რადგან ადამიანი ადამიანი არის მაშინ იგი ... ბედნიერი არის.

-მაგრამ ის ვინც ადამიანი არ არის?

-ის... ვინც... ადამიანი არ არის უბედურია

-მაშინ გამოდის ცხოვრება არც ღირებულა და ეგ არის!

-და რაკი ადამიანი ადამიანი არ არის და ადამიანი გახდება ბედნიერი იქნება ბატონო
ინებეთ წყალობა და კიდევ ცოტაოდენი მიწილადეთ.... მე შევიშმუშნე ჯიბეები გავიჩხრიკე
და სამ კაპიკიანი ამოვიღე

-აი აიღეთ მე მეტი აღარ მაქვს. დორნაჩკოვი უცებ ჩემსკენ წამოვიდა და ისევე კარში
აეტუზა

-გმადლობთ ბატონო ვინმეს მოკვლა ხომ არ გსურთ?მე ჩავფიქრდი რამ ჩამაფიქრა ნუთუ
ამის გაკეთება შემეძლო?

-ახლა არა, მაგრამ თუ მომინდება გეტყვით

-კარგით ძვირი არ დაგიჯდებათ შეიძლება წავიდე?

-დიახ შეგიძლია უცებ დრონაჩკოვი კარს მიაწყდა და კიბეებზე ჩავიდა მე შფოთმა ამიტანა
ისევ გამიხშირდა სუნთქვა ღრმა ფიქრებმა წამიღო თითქოს ჯერ კიდევ გონს ვერ
მოვსულიყავი რაღაც მეტისმეტად ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ვინ იყო დორნაჩკოვი ?
ვითომ ერთი გლახაკი და გაუბედურენული ვინმე? თუ უბრალო კაცის მკვლელი,
რატომღაც მეგონა, რომ ის გლახაკიც იყო და კაცის მკვლელიც იმიტომ ხომ არა, რომ
მკვლელი იყო და გლახაკად მოჰქონდა თავი? ფიქრები სულ უფრო მკვეთრი იყო ყოველი
ახალი ფიქრი დიდ ჩაღრმავებას მოითხოვდა ფუ... რა საზიზღარი ვარ... ერთი თვეა ეს
ფიქრები მიტრიალებს თავს ნუთუ ასეა? მე ამას ჩავიდენ?

ვერ ვუძალიანდები ან იქნებ სრულიად განწირული ადამიანიც ასეთია ვერა გაუგია რა რა


უფრო საშიშია ის თუ, როგორ ფიქრობს თუ ის რამაც გამოიწვია ეს ფიქრები ? უცებ გონს
მოვეგე და თაბახის ფურცლები ავიღე, რომელიც იქვე ეყარა ტახტის ბოლოში სანთელი
ავანთე და წერა დავიწყე

-ეს ფიქქრები იმდენი... იმდენი .... ხანია მიტრიალებს, რომ მინდა ჩავიდინო აქ სხვა რამე
იგულისხმება ყოველივე ხომ ისედაც ცხადია? მხოლოდ შიში მაკეთებინებს იქნებ შიში
სულლ არაა და უბრალოდ საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება მინდა? გამოდის ყველა
და ყველაფერი ცრუ არის და ცხოვრება არც ღირებულა ჰმ... ჩემი გვამი სულ გათეთრდება
არა არა ვსტყუი მე ამას ვსჩადი არა იმის გამო, რომ ასე მინდა არამედ იმიტომ , რომ ასე
მომიწყვეს აქ არანაირი ძალადობის კვალი არაა ეს ერთი სასოწარკვეთილი ბიჭის
სულელური გადაწყვეტილებაა, რადგან თუ ამას არ გავაკეთებ მაშინ შიში დამძლევს და მე
ამის უფლებას არ მივცემ. მე ვიგემე სიტკბოება ვიტანჯე და ამ ტანჯვაში , რაღააც შევიძინეე
ეს რაღაც კი ახალი სიცოცხლეა ვნახე გაუბედურებული ცხოვრებისაგან განწირული
ადამიანები, მაგრამ იქნებ საკუთარი თავი თვითონვე გასწირეს? არადა რა ტყუილად
უსარგებლოდ სწირავენ თავს... აქ მიზეზია რამაც ასე აიძულეს და ყოველი ნაბიჯი უკვე
წინასწარ დაგეგმილია, ესე იგი მაშ თუ ასეა ბედისწერას ჩვენ ვქმნით ! თუ ბედისწერა
გვქმნის ჩვენ? რაც არ უნდა იყოს ადამიანები მის გარეშე არ არსებობენ რამეთუ მის
გარეშე არსებობა უკვე არ არსებობაა მე მათ დამიმტკიცეს, რომ ადამიანი საბრალოა და
მეტი არაფერი შიში... შიში კი სხვა არაფერი ყოფილა თუმცა... სისულელეა ავადმყოფურმა
განცდამ შეიძლება კიდეც გძლიოს ადამიანს, მაგრამ თვითონ განცდამ ხელი არ უნდა
შეგშალოს. აქ რაც მთავარია უნდა შეიშალო თუ არა და თავად სასჯელი დაგსჯის რა
გამოდის თუ მე ვიინმეს მოკვლა დავავალე საქმე ფუჭი და ამაოა? შედეგი კი ნათელი და
ამის მაგალითი კი უკვე ისაა, რომ მაგალითი არ არსებობს ვინაიდან ყოველი ნაბიჯი
საქმეს მოითხოვს საქმე კი გამოძიებას, რომელსაც თან უიმედობა ახლავს და მას
სასოწარკვეთა მოსდევს თუმცა არა საბედისწერო მაინც არა, რადგან იწყება ახალი
ნაბიჯი, რომელსაც მოსდევს ახალი ძალა და ძალა შიშია, მაგრამ შიში არაა თუმცა
ყოველი ბოდვა ... და ბოდვა არის... ესე იგი არაფერი არსებულა და მეც ერთი არ
არსებული ვარ თუმცა ადამიანობა იქამდე დავიყვანე რამდენადაც მხოლოდ სულელი
იზამდა და ვა... მაშ ასე იყოს, რადგან ასე ვსწყვეტ არა გარემოებათა გამო არამედ იმ
მიზეზთა გამო რაც გარემოებანი შექმნა ასე, რომ ვითარებები არცაა საჭირო მე ხმოლოდ
და მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ რომ სხვა გზა არ დამრჩენია და რადგან სხვა გზა არცაა და
რომც იყოს მაინც ამას ავირჩევდი ამიტომაც არ ვარ იძულებული, მაგრამ ნაკლებად
იძულებული ვიდრე შეშფოთებული მე ამას არ ვაკეთებ იმის გამო, რომ ვინმე მაიძულებს
არამედ მე ვარ ერთი სასოწარკვეთილი ადამიანი და ჩემს ცხოვრებას დაღი დაესვა
გავუბედურდი ამიტომაც ახლა ეს ჩემთვის გამოსავალია ამიტომაც მინდა , რომ
ყველაფერი გავიგო ისიც ინიშნეთ ამ დღეეების წინ ყოვლად საზარელი და ანჩხლი ფიქრი
შემომეპარა არა იმიტომ, რომ ასე მინდოდა რატომღაც თავისთავად უნებურად მოხდა
წარმოვიდგინე როგორი არის სასოწარკვეთილი ადამიანი მერე ავდექი რათქმაუნდა
ისევ ფიქრით და ჯერ ვიღაც ამოვირჩიე მერე მასზე ფიქრებმა შემიპყრო, რადგან
დანაშაულის სურვილი გამიჩნდა და მეც ეს სურვილი ნამდვილად წარმომიდგა ამიტომ
ჯერ განგებ შევისწავლე ყველაფერი წინასწარ გავთვალე, რომ ეს ყველაფერი ფარულად
გამეკეთებინა რადგან სხვა შემთხვევაში ხალხი შემისწრებდა წინასწარ დავგეგმე რათა
ყელი გამოვჭრა და იქვე სასაოფლაოზე მივაგდო, მაგრამ უფრო საშინელება კი ის
გახლავთ, რომ თავის მოკვლა განვიზრახე, მაგრამ მანამდე დანაშაულის შეგრძნებამ
ამიტანა, თუმცა ეს დიდ ძალას მოითხოვს და მაინც ვერ ვეგუები ამ აზრს ამიტომაც ეს
წერილი, მაშინ წაიკითხეთ, როდესაც თავს მოვიკლავ, მაგრამ იცოდეთ სხვას ნუ
დაადანაშაულებთ საქმე არ მდგომარეობს დანაშაულში არამედ იმაში , რომ დანაშაული
გამოვისყიდო თუმცა ჯერ ყელი უნდა გამოვსჭრა მანამდე კი ვინ იცის რა მოხდება . ჯერ
ჯერობით საქმე შორსაა, რადგან ვითარებანი უცნაურია ჯერ კიდევ მანამდე რაღაცეები
დამრჩა მოსამთავრებელი , ამიტომ ყველაფერი შემდგომში, მაგრამ ერთი რამ ვერ
გამიგია, რატომ არსებობს კაცობრიობა თუ უნდა განადგურდეს? ვერც ეს სამყარო
ამოვხსენი ჩემი არავის ესმის მე საკუთარი თავისაც კი არ მესმის ამიტომ არც მინდა ,რომ
ვინმეს ჩემი ესმოდეს ახლა სასოწარკვეთილი ვარ, რადგან მე არავის ვუყვარვარ მე
საკუთარ თავსაც კი არ ვუყვარვარ ხოდა რაკი ასეა იქნება ავდგე და ახლავე მოვიკლა
თავი, მაგრამ არა ჯერ ბევრი რამ დამრჩა მე ბევრი რამ არ მესმის არც მინდა, რომ გავიგო,
მაგრამ რატომაა ადამიანი ასეთი უბედური? ყველას თავისი ბედნიერება აქვს და ყველა
რაღაცისთვის ცოცხლობს მე კი ... არაფერია გამაჩნია. საშინელებაა, როდესაც ადამიანს
არაფერი გაგაჩნია კარგით ფული აქ არაფერ შუაშია არც სახლკარი რამენაირად გაძლებ
კიდეც, მაგრამ სხვააა, როდესაც არავის უყვარხარ, რადგან მაშინ ყველაფერს აზრი
ეკარგება, რადგან ასეთი ადამიანი იქამდე მიდის, რომ თვითონაც იძულებს და სხვებსაც
სძულს იგი! აქ მთავარია, რომ რამენაირად არ დაეცე არც ის მესმის თუ სამყარო რატომაა
ასე მოწყობილი თუმცა სხვანაირად არც შეიძლება, რომ იყოს რადგან ეს სამყარო ერთი
დიდი მშვენიერებაა ესე იგი, რატომ ჩავდივარ დანაშაულს? იმიტომ ხომ არა , რომ შიში
დავძლიო? მაგრამ იქნებ დანაშაულს იმიტომ ჩავდივარ, რომ დანაშაული დავძლიო და
შიში გავაქრო? იქნებ ყველა ადამინს თუ თავისი ბედნიერება აქვს მაშინ გამოდის ყყველა
ადამიანს თავისი შიშიც აქვს და ეს შიში მათ აცოცხლებს და ცხოვრებას აზრს მატებს .
ბედნიერება თვითონ ცხოვრების აზრია, მაგრამ მარტო ეს კმარა ? თუ შიში არ იქნება
ბედნიერებაც არ იქნება, რადგან როგორც უბედურება მსგავსია ბედნიერების თუ მას
ოდნავი შიში არ ახლავს, რადგან ზედმეტი ბედნიერება საშიშია ყოველივეს ხომ საზღვარი
აქვს თვით შიშსაც კი. ზედმეტ სიხარულს ცოტაოდენი ტანჯვა მირჩევნია და ზედმეტ
ბედნიერებას კი ცოტაოდენი უბედურება. მინდა ამის არს ჩავსწვდე და ყველაფერი
გავიგო, მაგრამ ესეც საშიშია თუმცა მაინც მსურს ყველაფერი გავიგო, მაგრამ მირჩევნია
უბედური ვიყო ვიდრე ბედნიერი და არ ვტანჯულოობდე მე მინდა ყველაფერს ჩავსწვდე ,
რადგან ყოველივეს თავისი აზრი აქვს თვით არსსაც თავისი არსი აქვს რაც იმას ნიშნავს,
რომ თავად არსი უკვე სიცოცხლეა და სიცოცხლე არის არსში

მე ჩემი თავის არ მესმის იქნებ იმიტომაც არ მესმის, რომ ვბოდავ იმიტომაც ვბოდავ, რომ
არაფერი მესმისდა ასეც მინდა, რომ იყოს, მაგრამ ვისაც საკუთარი თავის ესმის იმან
რაღა უნდა ქნას? მაშ გამოდის უნდა იწამოს და სხვა გზა არ დარჩენია, მაგრამ
საგულისხმოა რისი უნდა იწამო? საკუთარი თავის თუ ღმერთის? მაგრამ ვფიქრობ , რომ
საკუთარი თავი ერთადერთია რასაც არ უნდა დასჯერდეს ადამიანი აქ მთავარი ღმერთია
და სხვა არც არავინ. მაშ თუ იწამებ საკუთარი თავი არარად მოგეჩვენება , რადგან
სხვანაირად არც არის და რაკი ასე არის ადამიანი იმავ წუთს მშვენიერი გახდება . ჯერ უნდა
ჩასწვდე ბედნიერების არს, რომ მერე ბედნიერი იყო, მაგრამ ღმერთს ვერავინ ჩასწვდება
და არც უნდა ეცადო! მაშ რატომ ვიკლავ თავს? იმიტომ ხომ არა, რომმ ეს ურწმუნოება მეც
შემეპარა? იქნებ აღარა მწამს ღმერთის და ყოველივე ცრუ არის მაშინ გამოდის თუ ესეა და
ცხოვრება არც ღირებულა , მაგრამ მთავარი აქ რაც შეიძლება შეუმჩნეველი რჩება ყველა
ტოვებს იმას რის ფასადაც ადამიანს ბედნიერება ეძლევა რატომღაც ამას ყველა თავს
არიდებს ადამიანს ბედნიერება ტანჯვის ფასად ეძლევა ჰმ... საყურადღებოა საოცარია
ბედნიერება ისევ ისეთი თუ სხვანაირი? აქ სულ სხვა რამე არის ეს უკვე ზღვარს იქითაა და
ამას ვერავინ ჩასწვდება! მე ვნახე შეშფოთებული ადამიანების ტანჯვა თუმცა რის ფასად ?
რაღაც ორიოდე ბოთლის ნაცვლად იმიტომაც სვამდნენ, რომ უფრო მეტად
დატანჯულიყვნენ ბედნიერება კი მათთვის არაფერია ეს მათ სულაც არ აინტერესებთ
ვნახე ადამიანი, რომელმაც ყელი გამოსჭრა ცოლს და მერე შვილსაც, მაგრამ მაინც ეს
სმით შეიმსუბუქა, რადგან ეს სასჯელია, რომლითაც სინანულს უნდა დააადგეს და ვგონებ
ადგას კიდეც, მაგრამ სხვანაირადაა სულ სხვა სახით, რადგან სხვამს.... სვამს.... და
იტანჯება მერე? ვინმე კი არ ეტყვის, რომ ეს არაა მთავარი პირიქით ეს ჩასუქებული ღიმილ
აპრეხილი იჯდა და პირდაპირ სახეში შესცინოდა. მე ვნახე ადამიანები , რომლებიც
ბედნიერების მაგივრად ტანჯვის არსს ჩასწვდნენ მათ კი ეს დიდ ფასად დაუჯდათ , თუმცა
ასეც არ უნდა იყოს. მართალი იყო დორნაჩკოვი ადამიანს კანონის დარღვევა
ყოველთვის სიამოვნებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი უნდა დაარღვიო რა
უცნაურია დანაშაული სასჯელია და მისი ჩადენა დანაშაული თუ ყველაფერი დანაშაულია ,
მაშინ იქნებდა ვინმემ მითხრას რა არ არის დანაშაული, რადგან თუ თვით დანაშაული უკვე
დანაშაულია გამოდის კაცობრიობა სულ დამნაშავეა, მაგრამ ღმერთი ხომ ერთია იგია
ჭშმარიტება. ადამიანის არსი ხომ იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი იფიქროს , მაგრამ
რატომღაც ადამიანი ნაკლებს ფიქრობს და მეტს მოქმედებს აზრიც ხომ ამაშია ბევრი
ფიქრი მაშინ, როდესაც მოქმედება აშკარაა მეტი განსჯა კი როდესაც ფიქრი აშკარა და
ნათელია ყოველივეს განსჯა მოსდევს, მაგრამ იმიტომაც არ განვსჯი რომ მოქმედება
ცხადია იმიტომაც არ მინდა ვიფიქრო, რომ მეშინია, რადგან მეშინია სავალალო
შედეგისა ასე ვიფიქრე იქნებ გადავიფიქრო კიდეც , მაგრამ რატომღაც მეძნელება იქნებდა
შევეჩვიე? მერედა კიდე მესმის, რომ თავიდანვე უერმყო ეს აზრი ადვილად
დავამარცხებდი, მაგრამ კანში გამჯდარ აზრს ადვილად ვერ დაამარცხებ , რადგან
ბრძოლა მეტია და აზრ,ი რომელსაც შევეგუე ძალიან ცხადი ამიტომაც ვერ ვერევი
რადგანადაც შევეგუე და იმიტომაც შევეგუე, რომ ვერ მოვერიე საერთოდ ადამიანი
უძლურია და სუსტი არის ამიტომაც იშვიათად თუ შეუძლია რაიმეს წინააღმდეგობა
გაუწიოს საერთოდ ვგონებ სჯობს თავი შევიკავო იქნებ სხვა დროს ... სხვა დროს
გადავიფიქრო კიდეც!

დავწერე და ტახტზე მისვენებული მივწექი და ღრმა ძილს მივეცი

როდესაც გამეღვიძა უკვე დილა იყო და ძალიან ცხელოდა. ჰაერი სულ უფრო და უფრო
ხუთავდა ოთახს და გარეთაც საშინლად ცხელოდა. რეტდასხმული ფეხზე წამოვდექი ისევ
ვერ გამოვერკვეულიყავი ძილისგან. ტახტზე წამოვჯექი და როგორც ახალგაღვიძებულს
სჩვევია ხოლმე ისე მისუსტებული ჩამოვუშვი ხელები. ოდნავ ამოვისუნთქე თავი გავიქნიე ,
მაგრამ თაბრუ მესხმოდა მძიმედ ვსუნთქავდი, მაგრამ არა გახშირებულად არამედ ნელ -
ნელა და მშვიდად მერე კედელს შევხედე ორი წუთი მივაჩერდი და გავიფიქრე

-ჯანდაბას ყველაფერი ... ყველაფერი მომაბეზრებელია... წავალ და დავთვრები ცოტა


დავიბენი კიდეც! ჰმ... ვინ იცის იქნებ მერე კიდეც.... ოხ არ ვიცი ასე მეჩვენა გუშინ კი
ადვილი იყო... წამოვდექი ტანზე ისევ იგივე მეცვა ოთახს თვალი მოვავლე, მაგრამ რატომ
არ ვიცი ეს კია დავინახე სანთელი სკამზე მთლიანად როგორ ჩამწვარიყო

-უნდა ვიჩქარო თორე რაღაცას ჩავიდენ... გავიფიქრე მერე ამ სიცხეში ვიფიქრე ქუდს
დავიფარენ მეთქი, მაგრამ მერედა მივხვდი რომ ქუდი არ მქონდა

-ჰმ ... ყველას ის, როგორ უნდა რაც არ გააჩნია ჰმ... არაფერს ვაფასებთ რა უცნაურია...
ყველა დასაფასებელს სიკვდილის შემდეგ ვაფასებთ და რაც დასაფასებელი არაა იმას
სიცოცხლეში ვაფასებთ... ასე იყო.. ჯანდაბას ყველაფერი... კარებისკენ წავედი , მაგრამ
ზღურბლზე შევჩერდი უკან მოვიხედე

-არაფერი მაქვს დასატოვებელი.. ჰა.. ჰა... არც არავინ მყავს ვისთვისაც. ვიცოცხლებ მაშ
სულ ერთი არაა? წავალ და გამოვთვრები... როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე საშინელმა
სიცხემ დაააჭირა, მაგრამ ჩავიარე ორმოცი... ოცდაცხრამეტი.... ოცდათვრამეტი .... და
საბოლოოდ პირველამდე ჩავედი. გადავწყვიტე ისევ იმ სარდაფში ჩავსულიყავი და ერთი
კარგად გამოვმთვრალიყავი წამით შევდდექი და გავიფიქრე ჯანდაბას ადამიანები ...
სახეზე ღიმილი ამეპრიხა, რატომღაც ყველა მძულდა არავინ მიყვარდა ყველაფერი
უსიამოვნებას იწვევდა ჩემში. ჩახუთული ჰაერი ბეტონიანი სახლები ხალხი , რომლებიც აქა
იქ მიმოდიოდა ასიოდე ნაბიჯის სიახლოვეს ვიღაცმოხუცი შევნიშნე, რომელიც რატომღაც
ქუჩაში იდგა და ხან მუხლებზე ეცემოდა ხან კი გამვლელებს ფეხებში უვარდებოდა . რაკი
სარდაფისკენ მიმავალი გზა წინ მიდიოდა ამ მოხუცისთვის გვერდი უნდა ამევლო , მაგრამ
რატომღაც არ მინდოდა გავიარე ცოტა და თითქოს უნდა გავმცდარიყავი მოხუც კაცს, რომ
ფეხებში შემომივარდა და ქვითინით მითხრა

-ბატონო... ნუ.. დაუტევებ მთხოვნელს რამეთუ მთხოვნელი ღვღისა არის! მე


გაკვირვებისგან ვერაფერი ვუთხარი ის კი ისევ ისე იყო დაჩოქილი

-გთხოვთ ბატონო.. რაიმე მომეცით სულ ორიოდე კაპიკი საწყალი გოგო... მომიკვდა....
სახლი და კარი არ გვქონდა ... აგერ ლამისაა აჰა მეთქი გამოჩნდება ვინმე
კეთილისმყოფელი და გადააარჩენს თქო, მაგრამ საბრალო გოგო... მშიერი იყო არავინ
არაფერი მისცა და მოკვდა ეჰ....ეს ქვეყანა დაწყევლილია !...

-მომცილდი თავიდან! შევუღრიალე და გზა გავაგრძელე

-ვითომდა რას არ გამოიგონებს ადამიანი . ოხ... როგორი თქვალთმაქცები არიან!

... გავიარე ცოტაც და სარდაფს მივაშურე. იქიდან რაღაც ხმები გამოდიოდა უმეტესად
სიმღერების ხმა და აქა იქ რამოდენიმე ქალბატონის ხმამაღალი შეძახილები . პირველ
საფეხურზევე შევჩერდი მერე ცოტა ჩავედი და იმ წამსვე თვალში მხვდა მარჯვნივ
დახლთან ახლოს ფეხზე დამდგარი ასე ხუთიოდე კაცი და აქეთა მარცხენა მხარეს
ორიოდე მანდილოსანი. კიდევ ის ზორბა და კიდევ ვინმე სხვა სამიოდე კაცი . მწკრივზე
ერთი მეორის მიყოლებით მაგიდაზე ისხდნენ ის ყმავილი, ისევ ზორბას უსხამდა ლუდს და
ზორბა გამწარებული რაღაცას ეუბნებოდა. ეტყობოდა ყმაწვილს სახეზევე , რომ მისმა
გაუთავებელმა საუბარმა, როგორ დაღალა ასე სჩვევია ადამიანს გაუთავებლად შეუძლია
ერთი და იგივეზე ილაპარაკოს .მე ჩავიარე და მარჯვენა მხარეს სულ ბოლო მაგიდისკენ
გავემართე რა რიგ დავჯექი თვალი უფრო კარგად მოვავლე ყველაფერს ეს ქალბატონები
რაღაცას ხმამაღლა საუბრობდნენ და შიგადაშიგ იცინოდნენ ეტყობოდა ძალიან
შემთვრალიყვნენ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ლუდი აიღო და გადაუძახა
შემდეგ ბარბაცით ჩემსკენ გამოემართა და სიცილით მითხრა

-ბატონო ლუდს ხომ ვერ მიწილადებთ? მე გამეცინა და ვუთხარი

-დიახ აიღეთ სულ თქვენი იყოს ... ის უბოდიშოდ დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიოდ თან
სიგარა გააბოლა და სულ კვამლში გაეხვია
-ბატონო თქვენ აქ პირველად ხართ? ისე გაკვირვებით იყურებით , რომ ასე ვიფიქრე იქნებ
ვცდები კიდეც თუმცა... (აქ ხელი ჩაიქნია) თქვენნაირები სულელები აქ სულ დადიან
ხოლმე. მე გამეცინა და ადგილზე შევთოკდი ცოტა წინ წამოვიწიე და ვუთხარი

-ოხ... ჯერ ესე უეცრად შეურაცხმყოფთ და მერე მეორე არც კი გრცხვენიათ რა


სულმდაბლობააა...

-რისი უნდა მრცხვენოდეს.. თქვენი? თვალები აენთო და გადაიკისკისა თვენნაირების


გამო ყველა ჭკუიდან აიჭრება , რადგან ყველას გრცხვენიათ საერთოდაც თქვენ
საძაგელი ხართ აქ კი სხვებსაც ვგულისხმობ... იცით კი მარტო, იმიტომ ვართ ამ ქვეყანაზე ,
რომ ჩვენ ქალებს რაინდი არა გვყავთ რა.... ჰა... ჰა... ჰა.... ხოდა თქვენ რაინდი ხართ? ხომ
არ გესიამოვნათ ეს კითხვა , რომ დაგისვით? რაც ვიცი ყველას სიამოვნებს რაღაც ასეთს,
რომ ეუბნებიან თქვენ არ გესიამოვნათ?

მე ჩამეცინა

-ჰო .. იცინეთ... იცინეთ... მე კი.. ერთ რამეს მოგიყვებით. პატარა ბავშვი ვიყავი ჯერ კიდევ
მამამ, რომ ჩემზე ხელი აიღო და მეც ისე დავრჩი ლუკმა პური არ მქონდა ხოდა რაღა
მექნა?

აი ავდექი და მაშინ პირველად დავიწყე ალბათ ხვდებით არა ? მამა კი ვერაფერს


ხვდებოდა მოდიოდა მცემდა და მიდიოდა პირდაპირ ზურგი სულ აჭრელებული მქონდა .
ხოდა მისი ბრალია ახლა რასაც ვაკეთებ ფუულმა.. დამახარბა ახლა მისთვის ყველაფრის
გამკეთებელი ვარ, რომ მომცეთ ოცი მანეთი აქვე მოგკლავთ, მაგრამ როგორც ვატყობ
არაფერი გაგაჩნიათ აი ხედავთ? იქ, რომ ის ქალბატონია ჩემზე უარესია , მაგრამ ჯანდაბას
მისი თავი მე ჩემზე მოგიყვებით სკამს მიეყრდნო და წამიერი დუმილის შემდეგ მითხრა

-მითხარით ჩემნაირი გახრწნილი არსება რას იმსახურებს? მე გაკვირვებისგან ვერაფერი


ვუთხარი და თავი დავხარე. -,დიახ ვერაფერს მეუბნებით გასაკვირიც არაა , მაგრამ რატომ
მე? რატომ მაინც და მაინც მე განგებამ ასე მოაწყო და ალბათ სხვანაირად არც
შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო პირველად თხუთმეტი წლის ვიყავი სულ ბავშვი, როდესაც
იძულებული გავხვდი ეს გამეკეთებინა მემგონი ხვდებით ხო? რა გასაკვირია , რომ
ხვდებით მაშინ პირველად გამიჩნდა ეს აზრი და არც მეგონა თუ გავაკეთებდი. ფუ .... რა
საზიზღარია ადამიანი, რატომ არის ასეთი საშინელი ხომ შეიძლებოდა ყველაფერი
სხვაგვარად გაგრძელებულიყო ან არ დავბადებულიყავი? ალბათ იმიტომ დავიბადე ასე
იყო საჭირო რას გააწყობ ისეთი ამბები ხდება მთელს ამ დაწყევლილ ქვეყანაზე , რომ
შეიძლება შეიშალო ადამიანი. იქნებ მაშინ შევებრალე კიდევაც , მაგრამ რატომ ? უარეს
ჩავიდენდი და ვეღარ გავჩერდებოდი იცი მაშინ იმ ღამეს ის საშინელება , რომ მოხდა მე
პირველად რაღაც ვიფიქრე შინ, რომ დავბრუნდი ფსიქოლოგიურად ცუდად ვიყავი ხოდა
რაკი მამის გამო ასეთი რამ გავაკეთ საღამოს გვიან როდესაც ის ლეშივით იწვა ავდექი და
დანა პირდაპირ შიგ გულში ჩავარჭე... მაშინ პირველად ვიგრძენი რა არარაობაა ადამიანი
და მის შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება სასოწარკვეთილი ვარ! იქიდან ხმა იასმა ხარხარის
და ვიღაცამ გადმოიძახა

-ეგ ქალი საძაგელი არამზადააა. იესვ გადაიხარხარეს და ლუდი დალიეს თუ არაყი არ


ვიცი ყურადღება არ მიმიქცევია მე მას ვუსმენდი

-მერე იცი სასოწარკვეთილი რო ვარ რას განვიცდი? განაგრძო ქალმა


-თითქოს იმედი ქრება და მეც მაშინ ახალ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე მიკვირს კიდეც ეს
ახალი რა არიც? მეც არ ვიცი უბრალოდ ასე ხდება, როდესაც ყველა მეზიზღება ხოდა
მერე მოვდივარ ვთვრები და კაცმა არ იცის რასაც ჩავდივარ! კარგად დაგვემთხვა არა
ყმაწვილო? პირველად გნახე აქ რამ მოგიყვანა?

-მეც შენსავით სასოწარკვეთილი ვარ აგერ უკვე მერამდენე დღე კი არადა ლამის მთელი
თვეა რაც თავის მოკვლა მაქვს გადაწყვეტილი

-კი მაგრამ ცხოვრება ხომ ასეთი მშვენიერია! შეკრთა უცებ ქალი რამ გაფიქრებინათ ეგ ?
რას ამბობბთ? მეც დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი... მაგრამ რატომღაც არასდროს
მომსვლია აზრად, რომ ეს გამეკეთებინა მართალია ხშირად ვთვრები ქალი ვარ და არც
მეკადრება, მაგრამ ის რასაც ჩავდივარ მართლაც საძაგლობაა .. მაშ ყმაწვილო გამოტყდი
და სთქვით ვინმე ხომ არ მოკალით?

-რომ მომეკლა არც ვიტყოდი, მაგრამ რახან ასე ვამბობ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ
მომიკლავს

-კი ბატონო თუ არავინ მოგიკლავს მაშინ არც არავინ მოგიკლავს და არც არავინ
მოგიკლავს ჰა.... ჰა...ჰა... გაგიკვირდა ამდენჯერ, რომ გავიმეორე? ხომ დაიბენი უი.. აგერ
ჩვენი ლიზაც მოსულა მართლაც ამასობაში ის ქალი უცებ აქ გამჩნდარიყო და გვერდზე
მოგვიჯდა

-იცით ჩვენ შეგვიძლია საძაგლობებიც გავაკეთოთ ათასი საშინელებაც და ამით


დავიღუპოთ კიდეც, მაგრამ არასდროს... არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ
შეურაცხყოფა მოგვაყენონ

დიახ... დიახ ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ როგორც ძაღლს ისე მოგვექცნენ.
ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ არარაობანი საძაგლობანი და ყველაფერს ცუდს ვაკეთებდეთ,
მაგრამ ამის უფლებას არავის არავის მივცემთ ..

... რაკი ასეთი მამაცები ვართ დიახ მამაცები! დაიძახა ამ ქალმა და გადაიკისკისა ამ დროს
კი მეორე ქალბატონი ჩაერთო - რაკი ასეთი მამაცემი ვართ სხვებს არა აქვთ ამის უფლება
ჰოდა დაიცადე შეხედე კიდეც მესმის, რომ ვიგინდარა გაიძვერა ვიყო, მაგრამ
ვიგინდარაზე და გაიძვერაზე უფრო საზარელნი ვართ და ამით რა შეიშცვალა ? მხოლოდ
ის შეიცვალა, რომ ყველაფერი წყალსაც წაუღია.... სულ ფეხებზე არ მკიდია რა შეიცვალა?
ჰა პავლონა? რას იტყვი? თქვა და პავლონას გახარებულმა შეხედა მე კი გაფაციცებით
სასოწარკვეტით ვუსმენდი პავლონამ თავზე ხელი გადაისვა ცოტა წამოიწია ისევ სიგარა
გააბოლა და დაიწყო -მაშ.. მაშ... დიახაც ვიტყვი დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ მე ვარ
რა თქმაუნდა არარაობა, მაგრამ მხოლოდ იმასს... მხოლოდ იმას... დავამატებდი, რომ
დამამცირებელია მოგაყენონ შეურაცხყოფა და შენ არაფერი უპასუხო! გადაიხარხარეს
იქით მჯდომმა ხალხმა და ვიღაცამ დაიძახა -რაო რაო.. ყმაწვილო ხო არ მოგხიბლა ?

მე გაოცებისაგან თვალები დავჭყიტე

პავლონამ გადაიკისკისა, მაგრამ ლიზა რატომღაც შეწუხებული ჩანდა -რა გაწუხებს ლიზა?
უთხრა პავლონამ, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს -მე... მე .. ხომ ის მაწუხებს ჩემი რაინდი არა
მყოლია რა მხოლოდ ერთი საძაგელი ვინმე ვარ, მაგრამ ამისთანებს წყალობს ხოლმე
ბედი თქვა და სახე მოეღუშა -რატომ ხარ მწუხარე ლიზა? იმიტომ ხომ არა, რომ გული
გაგიცრუვდა? მართალია ყველას რაღაცაზე გული გვიცრუვდება მაშინაც კი როდესაც
სიცრუე ყველაფერს ამჟღავნებს მაგრამ ეჰჰჰ... -კმარა! შევუძახე მე -რა გინდათ? რას
მოხვედით ? თქვენ საერთოდ ვინა ხართ? ერთი საცოდავი არსებანი ხართ ამ სამყაროში
და მეტი არაფერი! -დიახ საცოდავები ვართ მერე შენ რა? თქვა ლიზამ -ის რომ ადამიანი
არ უნდა იყო საცოდავი რაკი ასე იზამ მაშინ შესაბრალისიც აღარაფერი გექნება !

-ჰა...ჰა..ჰა... გადაიკისკისა პავლონამ ესე იგი ყველაფერი სრული სიცრუეა არა ვარ
შესაბრალისი? კარგი კი ბატონო თუ არ შემიბრალებ ნუ შემიბრალებ, მაგრამ ვინმემ
გთხოვა? ჰოდაა ჩვენ იმიტომა ვართ დამნაშავენი, რომ იგივეს ვიქმნთ! აი ესეც შენ!

-ოხ... როგორი გულის ამრევი ხართ ყველანი ოხ.. როგორი საძაგლები ხართ ! ვთქვი და
ფეხზე წამოვდექი ამ დროს კიდევ გადაიხარხარეს პავლონამ კი ისევ გადაიკისკია

-რატომ იცინით ყველა? ფუუ... ესღა დაგრჩენიათ იცინეთ იცინეთ! სხვა რა დაგრჩენიათ !
საცოდავებო არარაობებო ვიგინდარებო გაიძვერებო! ყველანი არამზადები ხართ ! ჩემს
წამოძახილზე ყველა ახარხარდა და პავლონა სიცილით ჩაბჟირდა, მაგრამ ზორბა კაცი
შეუნძრევლად იჯდა, მაგრამ ნახეთ რა მოხდა უცებ ეს ზორბა კაცი წამოდგა ჩემსკენ
წამოვიდა მძიმედ დგამდა ნაბიჯებს ეტყობოდა მძიმედაც სუნთქავდა ჩაუარა ამ ორ
ქალბატონს და გვერდზე დაგვიჯდა

-თქვენ ეი სულელებო სხვა საქმე არაფერი გაქვთ? წადით და ისევ სიბინძურე გააკეთეთ
თქვენ ხომ მხოლოდ ეს შეგიძლიათ! ვააახხხ მე.... რატომაც ვსვამ გესმით არა? იცით ახლა
მზადა ვარ ადვილად მოვკლა ადამიანი ხოდა გამეცალეთ ღმერთმანი თორე აგერ ამ
ბოთლით ჩაგაძაღლებთ ყველას! პავლონამ ისევ გადაიკისკისა ლიზა კი ჩუმად იყო
ეტყობოდა მიხვდა რაშიც იყო საქმე მიხვდა, რომ ეს კაცი ამის გამკეთებელი იყო.
ამიტომაც ფეხზე წამოდგა და პავლონას მხარზე ხელი დაადო წასვლის ნიშნად პავლონამ
ხარხარი შეწყვიტა და ფეხზე წამოდგა. ოდნავ წინ, რომ წავიდნენ პავლონა უკან
შემობრუნდა და გადმოიფურთხა

-ფუ... რა საზიზღები ხართ! თქვა ეს გაბრუნდა და ისევ წავიდა

-ოხ... სულელები დაიწყო ზორბამ და თან თავს აქნევდა -სულელები ასე იციან ხოლმე
მოვლენ და თავს მოგაბეზრებენ მერედა, როგორ არ იკითხავთ? თავს შეგაბრალებენ
ვითომცდა რამე გადახდათ და რას არ მოიგონებენ, მაგრამ ზოგიერთი ისეთიც არის ვისაც
მართლა რაღაც საშინელება გადამხდარა მაგალითად როგორც მე ! ბოლო სიტყვებზე
დაიღრიალა და მაგიდას ხელი დაარტყა -ვახ მე.... თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა -მე
ხომ ქალიშვილი მოვკალი ? მიყურებთ მიყურებთ და შემიბრალეთ გთხოვთ! არააა....
საძაგელი ვარ ოხ... საძაგელი თუმცა ყველაფერი საძაგლობაა და მეც აღარავინ მიყვარს
მეც რა საძაგელი ვარ ფუ... თქვა და თავი ისევ გააქნია ამ დროს კი იქ ისევ გადაიხარხარეს
და რაღაც დაიძახეს

-წეხან პავლონა და ლიზა ეხლა კი ეგ არაფრის მაქნისი ზორბა!

ხარხარი ატყდა ამ დროს ზორბა ადგა და მათკენ გაემართა ეტყობოდა მაგარი მთვრლი
იყო ამიტომაც თავს ვერ აკონტროლებდა შემდეგ ბოთლი აიღო და უეცრად გაშმაგებით
გიჟივით ერთ ერთ მათგანს თავში ჩასცხო და გადაამტვრია ბოთლის ნამსხვრევები სულ
გაიშალა
იმ კაცს გული წაუვიდა, მაგრამ იმ დარჩენილმა ოთხმა მაგარი მიბეგვეს დაალურჯეს და
სისხლი ათხევინეს პირიდან -ჯანდაბას მაგის თავი დაიძახა ერთ ერთმა წავიდეთ თორემ
შემოგვაკვდება! -ფუ. ესეთი დებილების ბრალია ასეთი სიბინძურე როა. დაიძახა მეორემ -
ხო ხო.. მართალია ასეთი ვიგინდარები ძალზე მომვრავლდნენ. აუბა მხარი მესამემ -ხოო.
სულ შეიშალნენ საძაგლები არიან დაამთავრო მეოთხემ. ამ დროს კი ყმაწვილი ბიჭი განზე
გადგა მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა და არ ჩაერია იმასაც გვარიანად დაიგდებდნენ
პავლონა და ლიზაც განზე იდგნენ უყურებდნენ და ხარხარებდნენ უფროსწორად პავლონა
ხარხარებდა ლიზა კი შიშისაგან კანკალებდა ამ დროს ვიღაც კაცი ჩამოვარდა მემგონი
მაგარი მთვრალი იყო და გიჟივით იღრიალა

-ო სულმა.. სულმა.. ისევ .. დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას!. ჩვენ ყველან მისკენ გავიხედეთ
მან მომუშტული ხელი მაღლა ასწია და გულზე დაირტყა კიბეებზე ჩამოგორდა არ ვიცი
ფეხი დაუცდა თუ რა მოხდა, მაგრამ ჩამოგორდა და ძირს დაეცა ოდნავ პირიდან სისხლმა
გადმოანთხია და რაღაც საბოლოოდ წამოიძახა -ოოო.....

მაგრამ ვეღარ დააასრულა და პავლონა ახლა მისკენ გაექანა და თავზე დაადგა და


კისკისი ატეხა ამ დროს კი როდესაც პავლონა მისკენ გაემართა ლიზა უცებ ადგილზე
შეტოკდა და დაეცა ეტყობა გული წაუვიდა, რადგან ვერაფერი გავიგე ამ ხმაურში და
აყალმაყალში ეს კი იყო უეცრად ყმაწვილი იმ კაცს მივარდა უგონოდ, რომ ეგდო ძირს და
ნაჭერით სახე მოსწმინდა უკან კი პავლონა დაჩხავოდა. ყმაწვილმა ერთი შეუბღვირა,
მაგრამ პავლონამ უფრო ატეხა კისკისი და ის ოთახი კაციც ხარხარს მოყვა მეხუთე
ძირიანად ნაბეგვი ეგდო ძირს გათიშული იყო ხოლო ზორბას წამოდგომა უნდოდა ,
მაგრამ რაკი დგებოდა იმავ წუთს ძირს ეცემოდა და უფრო ებინდებოდა გონი, ამიტომაც
ლიზასკენაც ვერავინ წავიდა მე ამ არეულობაში ისე შევიშალე რომ ვიჯექი და ლუდს
ვსვამდი, რადგან არაფრის თავი მქონდა ისე ვიყავი არც მეგონა თუ გარშემო რაიმე
ხდებოდა, მაგრამ მაინც ყველაფერს ვხედავდი და დანახულმა დამზაფრა კიდეც რადგან
ლიზა, რომ ეგდო შორიდან ვუყურებდი და ხან თავს წამოწევდა და გადააბრუნებდა და
მერე ისევ უკან წაიღებდა და დავარდებოდა, როდესაც ყმაწვილი წამოდგა პავლონა მას
თმებში ჩააფრინდა და მთელიძალით მოქაჩა ამ დროს კი ყმაწვილმა ჩემი მაგიდიდან
დიახ სწორედ ჩემი მაგიდიდან, რადგან ის კაცი სადაც დაეცა ჩემი მაგიდის მარჯვენა
მხარეს იქვე იყო ჩემი მაგიდიდან ბოთლი აიღო და გადაამტვრია თავზე და ნამსხვრევები
მე შემომეყარა. მე დიდად აღარც არაფერი მადარდებდა უბრალოდ არც გაკვირვებული
ვიყავი რამით რადგან ამისთანა ლოთებისგან და შეშლილებისგან ყველაფერი
მოსალოდნელი იყო, მაგრამ აქ უფრო შეშლილი მე ვიყავი რადგან ირგვლივ ასეთი რამ
ხდებოდა და მე ასე უმოძრაოდ ვიჯექი, რადგან არაფერი მანაღვლებდა. თითქოს
ვერაფერს ვგრძნობდი ოღონდ სულ მცირეხნით. პავლონა მოწყვეტით ძირს დაეცა
ყმაწვილი ისე გაოგნებით დასჩერევოდა ზევიდან გეგონებოდა, რომ რა გააკეთა ვერ
მიმხვდარაო, ამიტომაც ჯერ დარჩენილ ბოთლს დახედა და მერე პავლონას, რომელიც
ძირს ეგდო, მაგრამ ისევ კისკისებდა უცებ თითქოს გაუსაძლისი გახდა ყველაფერი და
სულიც კი შემეხუთა, მაგრამ რატომღაც სასაკლაოდ მეჩვენა ყველაფერი და მათი
სახეები? შეშლილი იყო ზორბამ წარბი გასტეხოდა და სისხლი კარგად მოდიოდა და ამავე
ხროს თან სისხლი პირში ჩასდიოდა, მაგრამ ძირს ეგდო თავი წამოწია და გაშტერებულად
თვალები დასჭყიტა თითქოს მიხვდა რაც მოხდაო მერე რატომღაც სახეზე ღიმილი
აეპრიხა და ბოლო ხმაზე ხარხარი ასტეხა იმ ოთხ კაცს გაუკვირდათ კიდეც ალბათ
იფიქრეს გიჟიაო და თვითონაც ხარხარი დაიწყეს ის ერთი კი გათიშულად ძირს ეგდო,
მაგრამ აიყვანეს ორმა კაცმა და მაგიდაზე გათხლეშილი დააწვინეს სისხლი კი წვეთ
წვეთად ეცემოდა იატაკზე უეცრად ხელი მაგიდიდან გადმოუვარდა თითქოს მოკვდაო,
მაგრამ სუნთქავდა მე ამან მართლა დამზაფრა და ჭკუიდან კინაღამ ავიჭერი მერე უცებ
ლიზას შევხედე, რომელმაც თავი წამოსწია და თვალები ხელით მოიზილა თან კაბა
გაისწორა და დახლს ხელი მიადო, რომ წამომდგარიყო, მაგრამ უეცრად, რომ წამოდგა
დახლზე ხელი დაუცურდა და ისევ დავარდა და გადაკოტრიალდა. უეცრად ის კაცი რომ,
გვერდზე თითქმის ჩემს ფეხთან ეგდო დაახველა და სისხლი მთლიანად ფეხებზე მომხვდა
უეცრად ხელებს დაეყრდო თავი გააქნია ცოტა გამოცოცხლა ამ დროს კი ყმაწვილი
გაგიჟებული იყო მემგონი სახეზე ფერი არ ედო სულ თეთრი იყო არა თეთრი კი არა სულ
ნაცრისფერი. ხელში ისევ ბოთლის ნარჩენი ეკავა უეცრად ძირს დაიხედა და პავლონას
შეხედა მას კი სულ ოდნავ თავი გასტეხოდა და სისხლი მოსდიოდა თუმცა იმდენად
მთვრალი იყო ვგონებ, რომ ამას ვერ გრძნობდა მე თუ მკითხავთ უეჭველია, რომ
ყმაწვილიც მთვრალი იქნებოდა, მაგრამ ამას არ იმჩნევდა

ისიც ვერ გარკვეულიყო თუ რა ხდებოდა. ბოთლის ნამსხვრევების ნაწილი კი მე


შემომეყარა მაგრამ დიდი არაფერი თუმცა, როდესაც პავლონას დავხედე მის თავთან
ნამსხვრევების მთელი რიგი იყო, მაგრამ საოცარია მემგონი სიკვდილს ებრძოდა თუმცა
ეს მეტისმეტია უბრალოდ დანახულმა ჩემში გრძნობა გამოიწვია, რომელიც გაიზარდა და
უფრო მეტად მაგრძნობინა ყველაფერი მე მეგონა თუ კვდებოდა, მაგრამ ის სულელივით
ხარხარებდა

-ორიი.. ორიი... მხოლოდ.. ორი... ბოთლი.... საოცარი ბურდღუნით წაიბუტბუტა პავლონამ


ყმაწვილმა გაკვირვებით დახედა ალბათ ვერ ჩასწვდა ნათქვამის არს რადგან არა მგონია
თვითონ გაეგოს რა ეთქვა. ის კაცი, რომელიც ჩემს ფეხთან ლეშივით რომ ეგდო წამოდგა
და შებარბაცდა უეცრად ხელი მაღლა ასწია და გადაიხარხარა მერე ხელი დაუშვა
თითქოს ვიღაცას ურტყამსო და შეშფოთებით ჩუმად წაიბურტყუნა

-არაა... არა... ეს ... ეს...რა... მოხდა ღმერთო ჩემო.... ო როგორი პირუტყვია ადამიანი
თქვენც პირუტყვი ხართ? უეცრად ელდანაკრავივით ეს კაცი ჩემსკენ შემომიტრიალდა და
ხელი დამადო იმის ნიშნად, რომ შენ გეუბნებიო და თან თვალები საოცრად დაჭყიტა -დიახ
ვარ! წავისუსუნე რადგან ისე გამაბრუა ყველაფერმა სისხლმა და უიმედობამ, რომ თავი
არაფრის მქონდა და ამიტომაც დავეთანხმე ის უეცრად წელში გასწორდა და თქვა -მეც ასე
ვფიქრობდი რა რიგიანად აღიარა...ჰმმ.. სასაცილოა იცის იცის და ამით ამაყობს კიდეც ! ჰმ
რა საზიზღრობაა ადამიანი იცის საკუთარი თავი და ამით ამაყობს ! სულელები... დაიძახა
და კიბეებს აუყვა ამჯერად სწორედ ავიდა და არ დაგორებულა

-ყმაწვილმა უეცრად დახლისკენ გასწია და ხმამაღლა დაიძახა -სულელები ხართ ყველანი


როგორ შეიშალეთ?

მის კითხვას ვიღაც გამოეხმაურა

- ისე იძახი რომ, თითქოს შენ არ დაგეძახებინოს! ეს ვიღაც კი იმ ხუთ კაცთაგან ერთ ერთი
იყო

ყმაწვილმა ხმა ჩაიკმინდა აღარაფერი თქვა, მაგრამ რატომღაც ვეღარ მოითმინაო და


გადმოვიდა დახლს იქიდან და თან ხელში ცული აიღო, რომელიც დახლს იქით ედგა და
დაუყვირა -აქედან დროზე გაეყარეთ თორე ყველას თავებს წაგაძრობთ ! იმათ სახეზე
ფერი ეცვალათ, რადგან ყმაწვილის შეეშინდათ, რატომ შეეშინდათ მისი არ ვიცი ნუთუ
ამის გამკეთებელი იყო ? მართალია ადამიანი ყველაფრის გამკეთებელი არარაობაა,
მაგრამ არის რაღაცეები რასაც ადამიანი ვერ გააკეთებს. არ ვიცი ასე იყო თუ ისე, მაგრამ
ყველა გაცვივდა მაგრამ უეცრად მობრუნდნენ იმას მაგიდაზე გათოშილი, რომ ეგდა ხელი
დასტაცეს და იქიდან გაიყვანეს კიბეებს ძლივს ასცდნენ და გავიდნენ რატომღაც
ყმაწვილმა მე ზორმა კაცი პავლონა და ლიზა არ გაგვყარა ალბათ ისინი ამოიჩემა
ადამიანს ხომ ასე სჩვევია ამოიჩემებს ერთს და ცხოვრებას გაუმწარებს ! შემდეგ ცული
დახლისკენ ისროლა დიახ პირდაპირ ისროლა, მაგრამ კიდევ კარგი დახლის იქით
დავარდა ალბათ ყმაწვილმა ეს მოზომა და ამიტომაც ისროლა აბა რომელი გიჟი იზამდა
ასე? ხომ შეიძლებოდა ზორბა კაცისთვის ან კიდევ ლიზასთვის გაერტყა ჩემზე და
პავლონაზე არაფერს ვამბობ ჩვენ აქეთ ვიყავით მერე ყმაწვილი ჩემსკენ წამოვიდა თან
ლუდი დახლიდან აიღო და ჩემს პირდაპირ სკამზე დაჯდა

და ჩაფიქრდა მერე კი მითხრა -მითხარით რა არის ადამიანი? მე პასუხი ვერ გავეცი


რადგან ისევ შეშფოთებული ვიყავი ამ სურათით -კარგით მაშ თუ თქვენ ვერ მეტყვით მე
გეტყვით.. მაგრამ არ ვიცი ადამიანი რა არის და ამიტომაც ვერ გეტყვით თუნცა მინდა
გითხრათ, მაგრამ ვერ ვახერხებ !... რადგან ადამიანი... ჩაუწვდომელია ჰმ მართალია
ჩაუწვდომელია!... თუმცა არა მე არ ვფიქრობ ეს ასე არ უნდა იყოს მოწყობილი ! -რა არ
უნდა იყოს მოწყობილი! ნერვიული ხმით ვუთხარი -რადა სამყარო სამყარო არ უნდა იყოს
ასეთი მოწყობილი. ადამიანი ასეთი არ უნდა იყოს თუმცა უნდა იყოს ოდნავ საზარელიც,
რომ დანაშაული შეიცნოს...

თუ შეიცნობს... თავის ქნევით და ხელების გაშლით მელაპარაკებოდა .

-„თუ შეიცნობს.... არაადამიანობას... მაშინ ადამიანი გახდება... და რადგან ადამიანი


გახდება.... არაადამიანობა აღარ ენდომება... რადგან ის ვინც... არაადამიანია ... ის
ადამიანი არ არის... რადგან ყოველი ადამიანი ადამიანი არ არის“.... გაჩერდა და
ჩაფიქრდა

-გესმის? -არა არ მესმის! ვუთხარი მან კი მითხრა -არც მე მესმის საკუთარი თავის . და
ხელი აიქნია -„თუმცა სულ ერთი არაა? ანუ საკუთარი თავის არავის ესმის... ვინაიდან ...
ვისაც მისი ესმის... ის ყოველთვის არაა საკუთარი თავი... რადგან... არც ერთ
დაბადებულს.. არ სჩვევია საკუთარი თავი... ის ვინც ამას ჩასწვდება ... სრულიად
გარდაქიმნება ... და საკუთარი თავიც აღარ იქნება საჭირო....“ ვინაიდაინ... იდეაც
გაქრება.... -რა შუაშია აქ იდეა? გაკვირვებით ვკითხე

-„იდეა აქ შუაში არ არის არამედ თვითონ იდეაა შუაში... რადგან იდეა არაა ცალკე ... იდეა
არის .. აზრი.... აზრი... კი იდეის განსახიერება.... რადგან ის ვინც.... იდეას.. ანსახიერებს...
ანსახიერებს საკუთარ ... თავს... რადგან საკუთარი თავი იდეებში... განსახიერდება.....
რადგან იდეა.. მდგომარეობს საკუთარ თავში... რადგან იდეა არის საკუთარი თავი .....

ვინაიდან საკუთარი თავი არის იდეა... მაშინ იდეაც ტანჯვაა ... ტანჯვა კი თვითონ იდეაა ...“
„საერთოდ ამბობენ ტკივილის გარეშე ადამიანები არ გარდაიქმნებიანო... მაგრამ
ტკივილი ფიზიკური არ უნდა იყოს... ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული გარემო პირობებზე ...
და არც ერთმანეთის შეურაცხმყოფაზე.... იგივე შეურაცხმყოფაა, რომ ჩვენ აქ ადამიანები
საკუთარ თავს ვპოულობთ თუმცა.... მინდა გითხრათ მე ასე არ ვფიქრობ..აქ ადამიანმა
თუკი თავისი თავი იპოვა მინდა ვთქვა, რომ ძალზე უკიდურესად ცხოვრობს... ნუთუ ამაზე
უკეთეს ვერ ხედავთ... ნუთუ არ გაგაჩნიათ ის რაც მათ არ აქვთ?

და თუკი უნდათ, რომ თავისუფლება მოიპოვონ ამას ვერასოდეს შეძლებს ადამიანი თუკი
ამას არ მოინდომებს ოღონდ საქმე სულ სხვა რამეშია... ყველაფერი სხვანაირადაა და აქ
იდეა არ არის, როგორც ამ ცხოვრებაში ადამიანი ნამდვილ რეალობას აღწერს. ასეა,
მაგრამ ნაწილობრივ ცდებით აღწერს იმ რეალობას, რომელიც ნამდვილი გგონიათ
თუმცა... კი ცდებით იცით კი ცხოვრება მარტო ამაში არ არის

რეალობა და არა რეალობა არ არსებობს თუკი ჭეშმარიტი არ იქნები და ეს ცხოვრება


ზუსტად ამ ფიქრში გაგდებს თითქოს ეს არც კი იყოს იდეა თითქოს ეს ნამდვილი იყოს,
მაგრამ ყოველი ჩვენგანის უკან იმალება ის რასაც ნამდვილი ბრძოლა ქვია ბრძოლა
სმაში არაა ამაში არ აგერიოთ ეს არც სიგარეტის მოწევაში არაა ბრძოლა ამის გარეშე ეს
არ ხდება თუკი ყველა და ყოველივე ბრძოლას არ დაგიწყებს შემდეგ კი შენთვის
ყველაფერი წმინდა ხდება ეს არაა სწორი ცხოვრება ეს არის იდეა სადაც ბევრი ჩვენგანი
ხვდება და ყოველივეს სიმართლედ მიიჩნევს“

მე გავშეშდი ამ დროს დავინახე, როგორ წამოდგა ზორბა კაცი და ბარბაცით ძლივს


ოჩანჩალდა და ყმაწვილს გვერდზე მიუჯდა. ოდნავ სახე ხელით მოიწმინდა და
აბურტყუნდა

-ოხ.. როგორ გვსურს ხოლმე ყველაფერი ... როგორი როგორი.. არარაობაა ხოლმე
ყველაფერი ოხხ.. როგორ მინდა.. სიცოცხლე ოხ.. როგორ მინდა კიდევ ვიცოცხლო. სულ
ცოტახანს სულ ცოტახანს... ღმერთო ჩემო. როგორი საბრალო ვარ და როგორი შესაცოდი
მე.. მე... მხოლოდ იმიტომ მინდა სიცოცხლე, რომ არ მინდა მოვკვვდე.. ნუთუ ცოტა ხანს
კიდევ სიცოცხლე დანაშაულია? მეც მინდა ვიცოცხლო რამეთუ არ მინდა თვალები
დავხუჭო და ვეღარ გავახილო

ეჰჰჰ... ეს ყველაფერი როგორი საძაგლობა იყო ახლა.. ახლაა... კიიი როგორი


ბედნიერებაა... კი ვკვდები მართალია მართალი, მაგრამ მე.. არ მინდა სიკვდილი მაშ სხვა
რა გზა დაგვრჩენია? ჩვენ ყველანი მოვკვდებით.

დიახ მოვკვდებით და მეტი არაფერი მე არ მინდა სიცოცხლე და შენ რატომ გინდა ?

- იმიტომაც მინდა, რომ ადამიანი მარტო არარაობა არაა ის ამავე დროს ანგელოზიცაა
უთხრა ყმაწვილმა

-არა მე არ გეთანხმები ადამიანი მხეცია.. მხეცი! საზარელი არსება! ყმაწვილი შეტოკდა და


უკმაყოფილოდ ხელი აიქნია მაგრამ ზორბა არ ჩერდებოდა

-მაშ შენ ვერ გამიგე! ვინაიდან ასე იძახი! ოო... როგორი გულუბრყვილო ხარ გჯერა და
გჯერა კიდევ, რომ ადამიანი ბოროტია და არაა კეთილი! რადგან სიკეთე და ბოროტება
ერთი არაა და რადგან ასეა, რომ იფიქრე, რომ ყველაფერი სხვანაირია და არც
არასებულა სხვანაირად ვინაიდან ყველაფერი ერთი და იგივეა და ყველაფერი
შეუმჩნევლად შესამჩნევია... ამიტომაც ყველაფერი და ყველა ადამიანში იყრის თავს და
ბოროტი მარტო ის არის ? კიდევ არ გესმის არა რადგან არ გინდა გაიგო და ეს მაცოფებს
რადგანაც მარტო არ გსურს იყო მაშინ არ გსურს გაიგო ყოველივე და ყველაფერი
სამყაროსა და მის შესახებ რამეთუ ყოველივე შენი და ჩემის ჩათვლით ვინ იცის ცრუ არის
თუ რა არის ამიტომაც იდეების მსგავსად ცოტათი არეული ვარ და რადგან დაულაგებლად
ვსაუბრობ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზრი არა მაქვს და უაზროა ამიტომაც გახლავს სწორედ
არეული რადგანაც ასე ვსაუბრობ ხოლო აზრი უთუოდ დიდია მაგრამ აზრი ცოტათი
გასაგებია ოდნავ თუმცა ვერაფერი ეს არის რადგან სულ სხვა არის და ის რაც არის სულ
სხვა არის და ამის მსგავსი რამ ჯერ არც არსებულა

-ეხ ნუთუ მართლა იგივეს იძახი ? ყმაწვილმა მოუთმენლად უთხრა მერამდენე დღეა ამას
იძახი! დავიღალე შენი მოსმენით! კიდევ ერთი და გეფიცები ცულით თავს მოგაჭრი და
მერე ნახავ როგორი არარაობაცა ვარ ადამიანი!

-თავს მომაჭერი დიახ მომაჭერი თავი და გააფრთხობინე სული ცოდვილსა რამეთუ მან
უკვე იტანჯა საკმარისსზე მეტი და ვინაიდაც მეტად აღარ ძალუძს ტანჯვა დაე მოჰკალი
რამეთუ ცული უკვე არს ყოველ ფესვთან და ელოდება ნაყოფს.

-იცოდე გაჩუმდი შენ რეგვენო რა გგონია შენ რომ შენი შვილი და ცოლი მანახე,
რომლებსაც ყელი გამოსჭერი და დაასამარე თითქოს ვერავინ გაიგებსო ვერავინ გაიგო ?

ვერავინ კი არა მე გავიგე მე კი ერთი ვარ და ამიტომაც ვერ ვეგუები რამდენად დამპალი
ხარ ოო..

ეხლავე მოგაძრობ მაგ თავს !

გთხოვ ნუ გამაკეთებინებ ამას ჩაიხედე გულის სიღრმეში ვინაიდან დაინახავ ყველაფერს


და ყოველივეს და აღარ იქნება საჭირო ტანჯვააააა... გთხოვ ამას ნუ გამაკეთებინებ ნუ
მაიძულებ!

-დაე იყოს ისე ვითარცა ღმერთს სურს, მაგრამ მე არაფერი ვიცი დაე მომკალი და შეღები
მიწა ცოდვილი სისხლით, როგორც კაენმა შეღება აიღე ეგ ცული და ჩამსცხე თავში!
ვინაიდან ამის ღირსი ვარ! თუ ასე არ იზამ მაშინ მოგიწევს უყურო თუ როგორ ვიტანჯები
აიღე მეთქი და ჩამარტყი! ვინაიდან ეს დავიმსახურე!

-მაგრამ ყველა არ იმასუხრებს იმას რასაც სასჯელი ჰქვია! წამოიყვირა განწირულად


ყმაწვილმა

-არააა! ყველა იმსხურებს სასჯელს! რადგან მის გარეშე ადამიანი არარაობაა სასჯელი
ადამიანის სულის ამოძახილია ხოდა შენც დამსაჯე რაღას მალოდინებ? თუ ღმერთი გწამს
დაუჩქარე თუ მკლავ მომკალი ნუღარ მტანჯავ... ტანჯვა მეყო რადგან.... უკვე დიდი ხანია
ვიტანჯები შენ კი ჩემსავით არასდროს დატანჯულხარ მაგრამ თუ მომკლავ დაიტანჯები და
ეს შენთვის სასჯელი იქნება. მაშ რაღას ელი მომკალი თუ ღმერთი გწამს დიახ მომკალი
მომკალიიიიიი.....! ბოლოს ზორბამ დაიღრიალა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა მაგიდას
მუშტი დაჰკრა

-სულო ცოდვილო რაებს იძახი ოხ... განა გინდა ასე უცებ თვალები დახუჭო თითქოს ეს
ცხოვრება არც არაფერია და ყველაფერი წყალს გაატანო? დაე ასე იყოს ვინაიდან მეც ასე
მინდა რომ იყოს მაგრამ სანამ მოგკლავ იქნებ გელოცვნა? ასე ხომ არ აჯობებდა?

-არა არ ვილოცებ ჩემი მთელი ცხოვრება სინანულით ლოცვა გახლდათ ეხლა კი მხოლოდ
სიტყვები არაფერს მარგებს მე უკვე ვილოცე რადგან ვინანე აი ესაა ჩემი ლოცვა !

-ჰმ გასაკვირია ნუთუ სიტყვები ტკბილი არაა?


-როგორ არა ტკბილია -მაშ თუ ტკბილია რატომ არ გსურთ რომ ილიცოთ?

-იმიტომაც არ მსურს, რომ ტკბილია იმდენად ტკბილია, რომ მე არა ვარ ამის ღირსი!

-ღირსი? განა ადამიანი რაიმეს ღირსი არის? ყმაწვილმა ისევ დაიყვირა და ოდნავ წინ
წამოიწია. ღმერთო ჩემო ნუ აჭინაურებთ და თქვით რისი თქმაც გსურთ!

-მე რომ გითხრათ რისი თქმაც მსურთ მაშინვე მომკლავთ?

-მაგას ვერ შეგპირდებით მაგრამ აუცილებლად მოგისმენთ!

-მაშ მისმინეთ ეჰ ნეტავ იმას ვამბობდე რაც ესოდენ აღემატება სიტყვებს. ისეთი სინანული
მაქვს, რომ მევე ვარ გაოგნებული ასეთი სინანულის ღირსი ადამიანი არაა ვინაიდან
ადამიანი არც არაფრის ღირსია არც იმის ღირსია, რომ რაიმე კარგი ჰქონდეს მე კი
კარგი? რა მაქვს? ერთი ლოთი ვარ და მეტი არაფერი ლუდსა ვსვამ და არაყს და ნავთი
არსსს ჩემი მწყალობელი ! ჰოდა რაკი ასეა მეც დავლევ.. და დავლევ... თუ მაინც და მაინც
ასე უნდა იყოს ვერას შეველევი რა ამიტომ ცოტას მეცსა ვსვამ! ხოდა რა რიგ
შემიბრალებენ ნახეთ! აქ რააა მთავარი იმავ წამს იგივეს გავაკეთებ ისევ დავთვრები რა
საზიზღარია ადამიანი ეპატია და ისევ იგივეს აკეთებს! ერთხელ ვერ თქვა უარი და ახლა
მეორეჯერაც იგივეს აკეთებს! ოჰოოო ასეთია ადამიანი ვისაც კი ებრალება ხოდა რა
გასაკვირია ვთქვა ის რასაც ვერავინ იტყვის და გავაკეთო ის რასაც ვერავინ აკეთებს !
ხოდა ესაა ზუსტად თავიდა თავი ოხ.... ისევ თქვენ? აქა ხართ? ზორბამ ჩემსკენ გიჟივით
გადმოიხედა თითქოს ეხლა დამინახაო

-რა იყო შეიშალეთ? მე რახანია აქა ვარ! თითქოს შფოთით, მაგრამ მკვახედ ვუთხარი

-დიახ.. ასეა.. ზორბამ თავი დააქნია - ყველას გვგონია რომ აქა ვართ ... მაგრამ უეცრად ...
აღმოჩნდება ის რაც სიმართლე გვეგონა ტყუილი ყოფილა...ჰმ გაგეცინათ ყმაწვილო?
თქვა და მე შემომხედა -ხო სასაცილოც კია აბა ჩემნაირ კაცს სერიოზულად ვინ მოუსმენს?
მე ხომ.... შეშლილი ვარ ... მე ხომ... არარაობა ვარ... და არაადამიანი.... დიახ ... იცით მე ამ
ყმაწვილს აი აქ დიახ აქ რომ ზის აი ეს მას ვაჩვენე ჩემი ცოლი და შვილი დიახ ასე ვუთხარი
მეთქი წამოდი და გაჩვენებ თქო მანაც არ დაიჯერა და ხარხარი ატეხა ხოდა თუ არ გჯერა
წამომყევი თქო ადგა და ისიც წამომყვა ან რა ჭკუა ჰქონდა თავში რომ წამომყვა ? მემგონი
შეფიქრიანებული ხართ არა ყმაწვილო? ამჯერად მას მიმართა ხომ გახსოვთ ჩემი ცოლი
და შვილი როგორი უღმერთოები იყვნენ თქვენთვის არ მითქვამს? ამჯერად კი მე
შემომხედა ისეთი უღმერთოები იყვნენ, რომ ალბათ ამის ღირსიც კი იყვნენ ანუ ყელის
გამოჭრის, მაგრამ ყველაფერს თავი ვანებოთ მაშინ აქ ამ ყმაწვილმა რომელმაც არ
დაიჯერა ეს ყოველივე ადგა და წამომყვა ხოდა დოლვოვის ქუჩაზე გავედით ვიღაც მოხუცი
ფეხებში ჩაგვივარდა -მწყალობელო მწყალობელო ასე იძახდა ხოდა მეც ვუწყალობე და
ერთი ბოთლი ლუდი მივეცი თურმე ეს კაცი შეშლილი ყოფილა და არა მათხოვარი თუმცა
ამავე დროს მათხოვარიც იყო და შეშლილიც ასე დადის თურმე და ხალხს წყალობას
თხოვს -ნუთუ იმაზე ამბობთ აი აქ, რომ დგას ამ სარდაფის მაღლა? -დიახ ზუსტად მაგაზე
ვამბობ თქვენც ხომ არ ჩაგივარდათ ფეხებში ? -დიახ და ასე მითხრა ბატონო მიწყალობეო

-აი ეგ არის ზუსტად შეშლილი მანიაკი თურმე იმ დღეს, რომ ერთი ბოთლი ლუდი მივეცი
ამდგარა და სულ დაულევია თურმე იმ საღამოს. ჭკუიდან აჭრილა და ვიღაც მოუკლავს და
ყველაფერი სასმელზე დაუბრალებია თუმცა მე აღარც ვახსოვდი უბრალოდ სასმელი
ახსენა და ამით მორჩა ჩვენ კი ამ დროს ჩემი სახლისკენ გავემართეთ მოგეხსენებათ
ყმაწვილო მას მიმართავდა სიცხე ჰაერი მუდამ მძიმედ ტრიალებს ხოლმე აქ ზაფხულის
ცხელ დღეებში თუმცა გავბედეთ და წავედით ერთი ვინიშნეთ ანუ თუ რამე ძალიან
დაგვცხა უკან დავბრუნდებითთქო მაგრამ რატომღაც მიუხედავად სიცხისა უკან არ
დავბრუნებულვართ. მივდიოდი ის კი უკან ნაბიჯ ნაბიჯ მომყვებოდა ფეხს, რომ
ვუჩქარებდი ისიც უჩქარებდა ბოლოს გადავიარე ხიდი და როგორც მოგეხსენებათ
ტრასნოვის ქუჩაზე გავედით იქიდან კი მარჯვნივ გავუხვიეთ ბეტონიან სახლებს ჩავუარეთ
და ერთ დიდ უშველებელ სახლს მივადექით. მესამე სართულზე ჩემი ბინა იყო ამიტომ
კიბეები უნდა აგვევლო ავიარეთ ეს კიბეში თუმცა ცოტა კი იყო მაგრამ მაშინ გრძლად
მეჩვენა დროც თითქოს შენელდა და უფრო მძიმე გახდა ჰაერი რაღაც შეიცვალა
მივდიოდით, მაგრამ როცა უკან გამოვიხედე ყმაწვილი შიშს აეტანა არა ეს არ უთქვამს,
მაგრამ ასე იყო რადგან ოდნავ კანკალებდა თუმცა გარემოც ისეთი იყო ჩაშავებული
თითქოს კი სინათლეს უნდა გაენათებინა, მაგრამ იმდენად სიბნელე იყო რატომ რისთვის
არც მე ვიცი უბრალოდ ეს კიბეები გავიარეთ და აი ბოლო საფეხური თითქოს ყველაფერი
ჩაბნელდა ან იქნებ ასე მეჩვენა მაშინ ამიტომაც ვიფიქრე ნეტავ კი ღირს რომ ყმაწვილს
ვაჩვენო? ამ აზრს დავეთანხმე ანუ მივიღე და რაკი კიბის ბოლო საფეხურზე შევჩერდი
უმალვე გადავდგი ფეხი გავცდი ცოტაოდენ კიბეს და ყმაწვილიც უკან წაკომყვა თუმცა
მანამდე რამოდენიმე კარი გავიარეთ უმეტესად გამოყრუებული და უგვანო ადამიანების
იქიდან მხოლოდ ჭუჭყის სუნი და ხარხარის ხმა გამოდიოდა ზოგან საშინელი ყვირილი
თითქოს ვინმეს აწამებენო და ალბათ ამიტომაც გახლდათ საშიში და ყმაწვილსაც
ამიტომაც შეეშინდა, მაგრამ ჩავიარეთ ეს სახლები თუმცა ერთ კარებთან კი შევჩერდით,
რომელიც ჩემი ოთახის კარამდე იყო უფროსწორად ბოდიშს მოვიხდი მე მას სოროს თუ
ვუწოდებ ისიც იმიტომ, რომ მეტს ვერაფერს დავარქმევ ხოდა ამ კართან შევჩერდით და
გაჩერებისთანავე ვიღაც გიჟივით გამოვარდა და ყმაწვილს ეცა თმები სულ დაწიწკნა
თუმცა ყმაწვილმა მოიგერია და ხელი კრა მაგრამ ეს ქალი წარბაბაცდა ამ დროს კი
უკნიდან ვიღაცის ხმა გაისმა, რომელმაც გადაიხარხარა ალბათ კაცის ხმას გავდა მანაც
არ დააყოვნა და აქეთ შეუბღვირა ანუ ამ ქალმა და გიჟივით უკანვე შევარდა, მაგრამ
ყმაწვილი უბოდიშოდ მივარდა და კარები დაუხურა ყმაწვილს სახეზე თეთრმა ფერმა
გადაკრა ალბათ ინანა კიდეც რომ წამომყვა მან ნაბიჯი შიშით გადმოდგა და წინა
კარისკენ თვითონვე წავიდა მაგრამ მე შევაჩერე ასე ვუთხარი არ გირჩევ მაგ კარის
გაღებას თქო მაგრამ მან არ მანება თავი და გავუღე რარიგ გავუგე დანახულმა დაზაფრა
ალბათ ჭკუიდანაც შეიშალა

შესაძლოა საკუთარ თავს არწმუნებდა რასაც ვხედავ ნამდვილი არ არისო მაგრამ ვაი,
რომ ნადვილი იყო უცებ ყმაწვილი გაშეშდა რაღაც დამძიმდა წინანდელზე უფრო
გაფითრდა ჰაერი ჩაიხუთა და ყმაწვილი გაშეშებული მისჩერებოდა საშინელ სურათს
სურათი კი ასეთი იყო ჩვენ ერთი ოთახი გვქონდა და იმ ოთახშივე გამოვჭერი ყელი
ორივეს და ჯერ კიდევ მათი გვამები იქ იყო და ახლაც იქ არის

ოთახი ვიწრო იყო ერთი ლოგინი გვქონდა მე კი ღამეებს სად ვათევდი არც კი ვიცი და
ერთი სკამი ამ სკამზე ხშირად მას ეძინა ანუ ჩემს ცოლს რადგან ბავშვს უფრო კარგად
დაძინებოდა ამიტომ ჯერ რო ცოლს ყელიგამოვჭერი სკამზე იჯდა და თვლემდა და ასევე
ზის ახლაც, მაგრამ ბავშვს ეძინა. იწვა. რომ მასაც იგივე გავუკეთე სისხლის გუბე იდგა.
სკამზე მოშვებული იჯდა თავი დახრილი ჰქონდა ბავშვი კი ისევ ისე იწვა მხოლოდ ხელი
გადმოვარდნოდა ამ დანახულმა ყმაწვილი გადაფითრა და ვერაფერი ეთქვა აკი
გითხარი, რომ მოვკალი თქო ასე ვუთხარი რათა შეტოკებულიყო მაინც თუმცა ყმაწვილმა
არაფერი თქვა და არც შეტოკებულა მხოლოდ სისხლის გუბეს მისჩერებოდა და
ყელგამოჭრილ გვამებს ალბათ ფიქრობდა ასეთი რამ მხოლოდ საზიზღარ არსებას თუ
შეუძლია ასეთი არსება კი მე გახლავთ აი ეს იყო და ეს თუმცა

რარიგ ყმაწვილმა ამ სურათს ვერ გაუძლო უკანვე გავარდა, მაგრამ მე არ


გამოვყოლილვარ იქვე დავჯექი შორიახლოს იატაკზე ჩემს ცოლს და ბავშვს ვუყურებდი
ო...როგორი უსიცოცხლო ფერი ედო მერე მათ სახეებს მე ამასვერ გავუძელი და უკან
გამოვბრუნდი და ისევე აქ ჩამოვედი ყმაწვილიც აქ დამხვდა და გაფითრებული იყო
თვალებში არ მიყურებდა და თავს მარიდებდა და აჰა ეს დღეები სულ აქა ვარ და ერთი და
იგივეზე დაუსრულებლად ველაპარაკები.. ყმაწვილო ნუთუ არ მოგბეზრდა ჩემი მოსმენა ?
ახლა მისკენ შეტრიალდა ყმაწვილმა ხელიაიქნია

-ეჰ... რა აზრი მაქვს მომბეზრდა მომბეზრდა, მაგრამ განა ასე არ იცის ადამიანმა სულ თავს
აბეზრებს ყველას!

-დიახ დიახ თავს ვაბეზრებ და მეტს არაფერს თავის ქნევით თქვა ზორბამ სწორედ
იმიტომაც ვარ აქ რომ თავი მოგაბეზრო

თავი და არა თვითონ მობეზრება!

-რას ამბობ როშავ რაღაცას! დაუყვირა ყმაწვილმა

-დიახ.. უნდა მიყვუიროთ რადგან დამსაჯოთ... ყვირილით და ყვირილით მსურს სასჯელი!


თქვა და ანერვიულდა ხელების ქნევას მოყვა სახეც აეფითრა -დიახ სიცოცხლეს დავეძებ
და ამიტომაც მწყურია ტანჯვა !

ამიტომაც მინდა ვიტანჯო! ამიტომ მიყვირეთ გეთაყვა და ნუ მიბრალებთ !

ამ დროს როდესაც ზორბა საუბრობდა ლიზა ნელ ნელა გამოცოცხლდა ნელ ნელა ძლივს
ძლიობით ადგა და აქეთკენ ბარბაცით წამოვიდა თუმცა პავლონასთან მივიდა ყმაწვილმა
მას გახედა და ისიც მათკენ გაემართა, რომელმაც ლიზა აყენა და კიბეებზე ააყვანინა
ყმაწვილმა პავლონა და ლიზა გაისტუმრა ცოტახნის შემდეგ ვიღაც უცნობი კიბეებზე
ჩამოვიდა ზორბა კაცი ჩემს წინ იჯდა და პირველად მან შენიშნა ეს უცნაური კაცი ამიტონ
გვითხრა

-ნახეთ ნახეთ დაიძახა ზორბამ ვინ მოვიდა თქვა და კიბეებისკენ გაიხედა ჩვენ გავიხედეთ
და ვიღაც ნაცნობი პიროვნება დავინახე -ეს ხომ ჩვენი დორნაჩკოვია! დაიძახა ყმაწვილმა

-დიახ დიახ.. დორნაჩკოვია დაეთანხმა ზორბა მეც ამ სახელის გაგონებაზე ელდა მეცა
გამახსენდა გუშინ ღამეს ვიღაც კაცი რო მოვიდა და წყალობა ითხოვა

-ეს ხომ ის არამზადააა! რარიგ დავინახე შევყვირე უცებ

-დიახ არამზადაა. დამეთანხმა ყმაწვილი

-ეი თქვენ უცებ მისკენ გავიხედე და ხელი მისკენ გავიშვირე ეი თქვენ ხომ ისა ხართ გუშინ,
რომ მწყალობას მთხოვდი?

უცებ კიბეს მოსცილდა -დიახ გახლავართ ბატონო რამე ხომ არ მოიფიქრეთ ?

-რა უნდა მომეფიქრებინა ? გაკვირვებულმა ადგილზე შევიშმუშნე


-ვინმეს მოკვლა ხომ არა გსურთ? უეცრად გავორკეცდი

- ფუ.. რა საზიზღობაა... განა მართლა მოკლავთ? მან წინ გადმოდგა ნაბიჯი და მითხრა

-დიახ მოვკვლავ შეიძლება დავჯდე ბატონო?

-როგოც გენებოთ. -მაშ დავჯდები ბატონებო.

-ერთი ეს მითხარით რამდენი ხანია რაც დააბოტებთ ასე?

-დიდი ხანია რაც თავი მახსოვს სულ ასე ვარ.

-ესე იგი არასდროს არავინ მოგიკლავთ ? ვინმემ მაინც გთხოვათ ამგვარი რამ?

დორნაჩკოვი შეიშმუშნა თითი ზორბასკენ გაიშვირა და თქვა

-აი მან და მეც არ დავაყოვნე.

-სტყუი არამზადა უცბათ ზორბა წამოენთო და მაგიდას მუშტი დაკრა. დორნაჩკოვი


მშვიდად იყო -არა არ ვსტყუი ერთი ეგ ნახეთ და ამას წინებზე ბატონო (ახლა დორნაჩკოვი
მე მესაუბრებოდა) ამას წინებზე ბატონო ასე გუშინდელისავით დავაბოტებდი მე სულ
დავაბოტებ ამიტომაც ასე ვიფიქრე იმ დღესაც ხოდა მეც ღამეს ქუჩებში დავდიოდი
მართალია ზოგს ფულს ვთხოვდი, მაგრამ რატომღაც გზად, რომ მივდიოდი ტ-რ ქუჩაზე
უეცრად ეს მთვრალი შემომხვდა ნასვამი იყო საშინლად მთვრალი. მითხრა აი ახლა ამა
და ამ სართულზე ამა და ამ ოთხაში ორი ადამიანი მოკალიო. მე ვუთხარი რამდენს
მიწილადებთ ბატონო თქო მან მითხრა ათ თუმანსო დიახ მაშინ ქონდა უკანასკნელი ათი
თუმანი მაგრამ ჯერ საქმე შეასრულე და მერე მოგცემო მეც ავდექი და გავემართე იმ
საღამოს ძალიან ბნელოდა თითქმის არაფერი ჩანდა მივადექი ამ სახლს უშველებელი კი
იყო და დიდი კიბეც ჰქონდა , მაგრამ საფეხურები თითქმის არ სჩანდა მაგრამ
რამენაირად მაინც ავედი და ძლივს ძლიობით შევედი. იმ გვერდებზე კარებები იყო მეც
გავუარე ღამე იყო და საოცარი სიჩუმე იდგა. სულ ბოლო კარებს მივადექი და ჩუმად
შევაღე რო რამე ღვიძებოდა რაიმეს მოვიფიქრებდი და თავს დავიძვრენდი ან
გამოვიქცეოდი მაგრამ ეძინათ. სანთლის შუქზე პატარა ბავშვი მოჩანდა, რომელიც
ლოგინზე იწვა გვერდზე ერთი ქალი, რომელიც სკამზე იჯდა და ღრმა ძილს წაეღო მე
შევედი მოვათვალიერე ცოტა დავჯექი კიდეც დავისვენე უეცრად ავდექი დანა ვიშიშვლე
და ჯერ ბავშვს მერე კი ქალს გამოვჭერი. ოთახიდან მშვიდად გამოვედი კარებებს ჩავუარე
და კიბეებზე ჩავედი როდესაც სულ მთლიანად ჩავიარე კიბეები სულ ბნელოდა, მაგრამ
მაინც გავიკვლიე გზა და უკან რო წამოვედი ამ კაცს აი მაგას თქვა და თითი ისევ
ზორბასკენ გაიშვირა აი მაგისკენ წავედი ისევ იქ იდგა ვუთხარი მეთქი ოცი თუმანო მომეცი
თქო თუმცა არ მომცა მითხრა იქნებ მატყუებ და არ მოგიკლავსო მე დანა ვაჩვენე,
რომელიც სისხლიანი იყო და ღამეში ძლივს სჩანდა მაგრამ არ დაიჯერა იქნებ შენი
სისხლიაოოო დიახხხ მეთქი

გასაგებია არ გჯერათ არცაა გასაკვირი თქო მაგრამ თუ არ გჯერათ წადით და ნახეთ თქო
მანაც არ დააყოვნა და წავიდა ოცი წუთი შემდეგ უკან დაბრუნდა გაოგნებული იყო
გაფითრებული მართალია ღამე იყო მაგრამ ყოველივე ცხადად სჩანდა. თუმცა ათი
თუმანი არ მომცა ასე მითხრა არ მაქვსო ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმთვრალემ
დამმართაო ხოდა ბატონო მაგისთანა ღორი რო არის ადამიანი ცხადია ყველა ასეთი
არაა მაგრამ უმეტესობა ხომ ასეა და რაკი ასეთი ღორია ადამიანი მაინც გასაკვირია რა
საზიზღარია ადამიანი ესეც არ იკმარა და კიდევ და კიდევ

ესე იგი მან ოცთუმნიანი არ მომცა და ხომ იყო იმის ღირსი, რომ მე მომეკლა , მაგრამ არა
მე არ მოვკალი მე ის უფრო დავტანჯე იმ დანაშაულით მან რომელიც ჩამადენინა
ამიტომაც ის ტვირთი რაც მე ჩამადენინა მას აწევს და არა მე მე ხომ თავისუფალი... მე ხომ
.. სუფთა ვარ.. სუფთაა .. ჩემი სინდისი სუფთა არის რადგან... რადგან.... ადამიანი
დანაშაულის ჩადენით არ არის დამნაშავე რადგან მას თუ აიძულებენ ის დანაშაული იმას
ეკუთვნის ვინმაც აიძულა. ამიტომაც ის სინდისი რამაც გადაფარა მისი სიყვარული
ამიტომაც მას აწევს კისერზე ზორბა უცებ შეტოკდა ადგილზე სახეზე ღიმილი აეპრიხა და
დორნაჩკოვს შეხედა ზორბამ ისევ აიღო ლუდი მოსვა მაგიდაზე ხელი დაახეთქა და უთხრა
-ჰმ ... რა რიგ გეგონა ოცთუმნიანს მოგცემდი? რა საზიზღარია ადამიანი ხომ ყოველთვის
საზიზღარია ის ხომ ყოველთვის ტყუის... დიახ... დიახ.... ასეა სხვა არაფერი ანუ მეც ვტყუი
იმიტომაც რომ არაფერი ვარ.. იმიტომაც რომ სხვა არაფერი ვარ ამიტომაც ყველა ნაგავია
და მეც ერთ ერთი მათგანი ვარ მაგრამ მე უფრო საზიზღარი ვარ ვიდრე ნაგავი რადგანაც
ყველა ერთი არ არის და ამიტომაც მე სხვა ვარ დიახ... მე ვარ.. ნაგავი... ნაგავი... და მეტი
არაფერი... ყმაწვილმა ბიჭი უეცრად შეაჩერდა მე დავინახე თუ როგორ უყურებდა
ყმაწვილი ზორბას მაშინ როდესაც ზორბა ესაუბრებოდა დორნახკოვს ამიტომაც თვითონ
ყმაწვილმა ესეთი რამ უთხრა -ფუი... რა არარაობები ხართ აკი მითხარი ... მითხარი ....
ისენი მე მოვკალიო? უთხრა ზორბას და სკამზე წინ წამოიწია ზორბამ ჩაიცინა და უთხრა -
თქმით ყველა რაღაცას ამბობს მაგრამ იშვიათად ამბობენ იმას რაც სიმართლეა

-რა საზიზღარია ადამიანი სულ რატომ სტყუის... სტყუის.... სტყუის... და თავადვე სჯერავს
ამის თქვა ყმაწვილმა და თითქოს ადგილზე შეტოკდა ამ დროს კი უცებ დორნაჩკოვმა
ჩემსკენ გადმოიხედა და მწარე ღიმილით მითხრა -ხომ არ გსურთ რომ ვინმე მოვკლა? მე
ამის გაგონებაზე შევკრთი და ოდნავ შევიშმუშნე -ფუმმ. რა საზიზღრობაა ნუთუ კვლა და
კვლა და მეტი არაფერი შეუძლია ადამიანს? თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე უეცრად
ზორბამ ყმაწვილს შეუყვრია -დიახ.. ! ადამიანს თავადაც სწამს საკუთარი ტყუილის რადგან
ტყუილი ერთადერთია რასაც ის ენდობა ის ქმნის თავის იდეალებს რასაც დაეყრდნობა და
მთელი მისი ცხოვრება მისი მონა იქნება ამიტომაც თვითონ ტყუილი თვითონ იდეაა
თვითონ ფიქრი ადამიანში იწვევს შიშს რომელიც ამონებს და აჩოქებს ასე რომ მეცა ... ვარ
ის ვინმაც თავისი იდეების ირწმუნა! ამიტომაც მე ასე ვარჩიე ტანჯვა... ტანჯვა.... და ტანჯვა ...
უეცრად ზორბამ მაგიდაზე მუშტი დაჰკრა და დაიღრიალა -ყველა და ყველაფერი წყალსაც
წაუღია! მაინც დამონებილია ადამიანი და ყოველივე. არავის არაფერი ძალუძს და
ყოველივე უძლურია ღვთისა წინაშე ისევ უცბათ მაგიდას მუშტი დაახეთქა და დაიძახა

-მე ვარ ... მონა, რომელმაც არარა ჰქნა ამ დროს უეცრად დორნაჩკოვს გახედა და უთხრა -
მაშ მითხარით დორნაჩკოვ მე თუ ისინი მოგაკვლევინეთ რად არ მოგეცით ოც თუმნიანი?
სტყუით იმ ღამეს რომ მე მთვრალი ვიყავი სტყუით და მეტი არაფერი იღრიალა ზორბამ
დორნაჩკოვმა ჩაიცინა -რა სასაცილოა შეხედეთ.. შეხედეთ ბატონო უცბათ დორნაჩკოვმა
მაგიდას ორივე ხელი დააარტტყა და გაასავსავსა -სტყუის.. სტყუის... ის.. ზუსტად ის იყო
რომელმაც წამიყვანა და თავისი ცოლ შვილი მომაკვლევინა დიახ.. დიახ... თან როგორ
მომაკვლევინა! როგორ სადისტურად! თვითონ მითხრა! თვითონ! ყელი გამოსჭერიო
ხოდა რა რიგ გამოვსჭერი ოც თუმნიანს მოგცემო, მაგრამ მე მივედი ყელი გამოვჭერი
შევედი მათ შავბნელ ოთახში და ესეთი დანაშაული ჩავიდინე , რომელმაც ყველა დასცა !
ამიტომაც მე არარა შემიძლია მე მხოლოდ კვლა შემიძლია და ეს სიამოვნებას მანიჭებს
ამიტომაც ვკლავ და ვკლავ ! ბატონო ვინმეს მოკვლა ხომ არ გინდათ? თუმცა ეჰ... დაიძახა
დორნაჩკოვმა და ხელები აიქნია რა აზრი აქვს რა თქვენ ხომ მაინც გაუბედავი არარაობა
ხართ! ბოდიშით თუ რაიმე შეურაცხყოფა მოგაყენეთ მაგრამ რაც მართალია მე იმას
ვერასოდეს ვერ ვუარყოფ ამიტომაც... ამიტომაც... თქვა და სიტყვა ყმაწვილმა გააწყვეტინა

-ვთქვათ და ვინმე შენს წინ დანით დადგეს და გითხრას ყელს გამოგჭრიო

საინტერესოა რისი უფრო შეგეშინდებოდა? ყელის გამოსჭრის შიშის თუ თვითონ


სასჯელის შიშის? წარმოიდგინეთ დანა რომელიც ყელზე მოგედებათ და უცბათ ოჰ ... აი ეს
არის მთავარი აი აქ არის შიშიი ამისი გეშინიათ და არა სასჯელის , მაგრამ სასჯელისაც
გეშინიათ და ამისიც რადგან სასჯელი შიშით ვითარდება და ვითარდება ოღონდ სანამ
დანა ყელს შეეხება მანამდე ხომ შეგეშინდებათ? რაც უფრო ახლოს მოვა მით უფრო
შეგეშინდება მით უფრო გაიგებ დანის ხმას მით უფრო გაიგებ მის გამოსმას ამიტომ ...
ამიტომ

... თქვენ დორნაჩკოვ რამდენიი გაისტუმრეთ ასე საიქიოს? რამდენი შეაშინეთ რამდენი
შეშალეთ ჭკუიდან? ისინი ხომ ზუსტად მანამდე შეიშალნენ სანამ ამას იზამდით დიახ ...
დიახ.. მანამდე რადგან დანა ყელზე მიაბჯინეთ და შიშისგან სული გააფრთხობინეთ . ჯერ
ისინი შიშმა მოკლა და მერე თქვენ აქ კი მთავარი შიშია , მაგრამ შიში, რომ იდეა არ იყოს
იდეა არც შიში იქნებოდა და თავად ტანჯვაც არ იქნებოდა შიში რადგან საკუთარი თავი
იქნებოდა ტანჯვა

-ოჰო... დაიძახა დორნაჩკოვმა და მაგიდას ოდნავ გაშლილი ხელი დაარტყა -თქვენ


იძახით რომ შიში? დიახ შიშიც არის უნდა გენახათ მათი ცოლშვილი , როდესაც მე შევედი
სიმართლე გითხრათ მოვიტყუე როდესაც გითხარით მათ ეძინათ თქო რომ მისი ცოლი
სკამზე იჯდა და მის შვილს იქვე ჩაეთვლიმა მაგრამ აქ მთავარი იყო რაც შეიძლებოდა
მომეტყუებინა და მომეტყუებინა იცით კი რა მოხდა სინამდვილეში ? თქვა დორნაჩკოვმა
და სულელივით გადაიხარხარა -იცით კი რა მოხდა? კიდევ გაიმეორა თავის ქნევით რა
მოხდა და როდესაც მე შევედი მისმა ცოლმა ეკატერინამ დიახ... დიახ.. სახელიც მითხრა
ჩემს ცოლს ეკატერინა ჰქვიაო მაგრამ ბავშვის სახელი არც უხსენებია . მითხრა კი არა
უფროსწორად გაკვირვებული მიყურებდა და თან სიბნელე იყო სრული უკუნეთი სრული
წყვდიადი და ამ წყვდიადში მე ვერაფერს ვხედავდი , მაგრამ მოსჩანდა ძლივს
შესამჩნევად მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი. ამიტომაც მათაც გაკვირვებულებმა
დამიწყეს ყურება უეცრად ქალმა სანთელი აანთო და ახლოს მოიტანა და ესეთი რამ
მითხრა -ვინა ბრძანდებით? რა გნებავთ? ჩქარა აქედან წაეთრიეთ! მეც ავდექი და კი არ
წამოვედი არამედ მივვარდი.. მივვარდი და დანა ვიშიშვლე მან კი უეცრად დაინახა და
სანთელი ძირს დაუვარდა, როდესაც ყელზე დანა მივაბჯინე შევამჩნიე როგორ
გახშირებულად სუნთქავდა როგორ აუვარდა ტვინში სისხლი როგორ წარმოუდგა მთელი
ცხოვრება თვალწინ როგორ შეკრთა .. როგორ შეეშინდა დანის სიკვდილის კი არა
არამედ დანის როდესაც დანა ყელზე მივადე ამის შეეშინდა და მეც ამიტომ სიმართლე
გითხრათ ის ოც თუმნიანი არც მადარდებდა იმიტომაც მოვკალი, რომ მან შიში ვერ
გადალახა გული აუჩქარდა გულის ცემა გამალებული ჰქონდა და ეს მე ვიგრძენი , რომ
ვინც დანაშაულს სჩადის ამას ყოველთვის გრძნობს იმიტომაც ვიგრძენი, რომ დამანაშავე
ვარ სთქვა და ისევ ხელი დააბრეხვა მაგიდას დორნაჩკოვმა და განაგრძო ყმაწვილი
წამოენთო

-ნუთუ მართლა იმიტომ მოკალით რომ შიში ვერ გადალახა?


-დიახ... დაიხ მართლა ამიტომ მოვკალი დ ის ოც თუმნიანი საერთოდაც არ მადარდება
ამიტომაც მე ის იმის გამო მოვკალი რომ შიში ვერ გადალახა დიახ... ვინაიდან ის ვინც
გადალახავს ის დასძლევს შიშს და ყოველივეს მფლობელი გახდება ამიტომაც მან შიში
ვერ გადალახა და მე ავდექი და ყელი გამოვჭერი დიახ ყელი გამოვჭერი მას უკვე
სიკვდილის აღარ ეშინოდა მას მხოლოდ იმ მომენტის ეშინოდა, როდესაც დანა ყელზე
მივაბჯინე აქ სხვა რააფერია აქ მხოლოდ მთავარია შიში რომელიც შეუმჩნევლა საშიში
არის და ამ დროს უნდა გენახათ როგორ დაეცა სკამზე მოწყვეტით და შემდეგ ძირს
დავარდა ბავშვი კი ამ გაოგნებული სურათით შეშინებული იყო მე გულში ოდნავი
სიბრალულიც კი ვიგრძენი, მაგრამ ავდექი და ისიც ამიტომაც მოვჯალი ეჰ... მხოლოდ და
მხოლოდ შიში არის რასაც თუ დასძლევ ადამიანი იმავე დროს ბედნიერი გახდება

-სტყუი! დააბრეხგა ზორბამ მაგიდაზე მუშტი აკი ის ოც თუმნიანი არ გადარდებდა და


იმიტომ მოკალი ჩემი ცოლშვილი, რომ მათ შეეშინდათ?

დორნაჩკოვმა ჩაიღიმა

-გიკვირს ზორბა? ლოთსა გავხარ და მეტს არაფერს მე კი კაცის მკვლელსა და ჯალათს და


ამიტომაც მე ის მოვკალი როგორც ჯალათმა და კაცის მკვლელმა და შენ კი ლოთმა და
საზარელმა ! რომელმაც დამავალა მოკალიო დიახ ნათლად მახსოვს იმ ღამეს მთხოვე
ისინი მოკალიო მაგრამ შენ აქ ერთი რამე არ გითქვამს რომ აქ მთავარი შიშია ! ზორბამ
მაგიდას ხელი დაარტყა და დაიძახა -ფუ... ეს იდეა მკაცრად გაუჯდა ადამიანს თავში და
რაკი შიში არ არის ზუსტად შიშში ვპოვებ ბედნიერებას...

-რაებს ბოდავ? დაუყვირა ყმაწვილმა ბიჭმა და წინ წამოიწია. მე მათ გაკვირვებული


ვუსმენდი ისე გაკვირვებული რომ ლამის ჭკუიდან შევიშალე მათ მხოლოდ და მხოლოდ
ერთი რაღაცა ამოძრავებდათ და რა იყო ეს ვერც მე მივხვდი ყმაწვილმა დაიძახა

-მაშ თუ ასეთი საზარელია ადამიანი რა საჭირო არის ამდენი ტყუილი და სიცრუე ! თუ


ადამიანი საძაგელია მაშინ ყოველივე ცრუ არის და ადამიანიც ცრუ ყოფილა რადგან
ყალბი არის მთელი კაცობრიობა! თქვა და მოწყვეტით სკამს მიეყრდნო მე დორნაჩკოვს
გავხედე, რომელიც საოცრად მშვიდად იყო და სახეზე საშინელი ღიმილი აეპრიხა

-მაშ მითხარი დაიძახა ზორბამ

- თუ საზარელი არ არის ადამიანი რა საჭირო ყოფილა ტყუილი? თქვა და დორნაჩკოვს


მკვახე ღიმილით შეაჩერდა

-ტყუილი არის მიზანი!

-ამიტომ? დაიძახა ზორბამ -დიახ.. ამიტომ და სხვა არც არაფერია აქ.. მხოლოდ რაც
მთავარია არის ტყუილი განგებ შექმნილი ტყუილი რომლითაც ადამიანს დაიმონებ და
ტყუილი შიშში მდგომარეობს -სტყუი იღრიალა ზორბამ -სტყუი! სტყუი!!! და მეტი არაფერი
რეგვენი ხარ და არა ნაგავი იმიტომაც ხარ ნაგავი რომ რეგვენი არ ხარ !

-ოჰ .... რა იყო წამოწითლდი ლოთო? ხარხარით უთრა დორნაჩკოვმა

-ოჰ ეგ არ გეყოთ და ხელსაც აფარებთ? არა.. არ გამოგივა ჩვენ ყველას თავს კატორღაში
გვიკრავენ იცით... იცით კი რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ მე პოლიციას ვეტყვი და შენ და
მე ზორბა კატორღაში წავალთ დიახ... იქ წავალთ და იქ ვიტანჯებით სამარადისოდ !
ზორბამ თვალები დაჭყიტა

-ოჰ... შენ უსინდისო აქვე აი ამ ნაჯახით გაგიპობ მაგ თავს! დორნაჩკოვმა გადაიხხარხარა

-არა მგონია რომ შესძლოთ ბატონო თქვენ ხომ პირიქით დამავალეთ მოკვლა? თუ გინდა
მითხარრით და აქეთ მოგკლავთ მე რატტომღაც აქ ამ საუბრის დროს გავშეშდი
ვერაფერს ვიაზრებდი მათ სახეებს ვაკვირდებოდი შფოთი ნერვიულობა და სიმშვიდე
სიძულვილი ყველაფერი ერთმანეთში აირია. უსიამოვნება იყო ყოველივე ჩემში
რატომღაც ყველა და ყველაფერი ზიზღს იწვევდა. ხშირი იყო ისეთი შემთხვევები ,
როდესაც ზიზღი მიპყრობდა მაგრამ აქ სულ სხვანაირად იყო რაღაც ახალი და ანჩხლი
შეეპარა ჩემს გულს და ვიფიქრე აჰა მზადა ვარ რადგან თავად სასსჯელი არის დანაშაული
ამიტომაც ავდგები და მერე მეც მოვიკლავ თავს თქო თუმცა რად შემეპარა ეს ანჩხლი და
საზარელი ფიქრი არც მე ვიცი. მთელი ამ ხნის მანძძილზე რაც ზორბა ჩვენს მაგიდას
მოუჯდა ეს ფიქრი მიტრიალებდა თავში მოვკლა თუ არა ზორბა? ფუ.. ღმერთო ჩემო რა
საზიზღარი ვარ ამიტომაც ვერაფერი გამეგო ,თუმცა კი რატომღაც არ გავუძალიანდი .
თითქოს ჩემში შემოიპარა უგუნურად ისე , რომ ვერც კი შევამჩნიე სწორედ ამ დროიდან
აქამდე მე ხმა არ ამომიღია სმხოლოდ იმიტომ, რომ ეს ანჩხლი აზრი თავს
დამტრიალებდა რა იყო და ეჭვებიც არ მქონდა არც მის შედეგზე მიფიქრია რამე და არც
სხვა რამეზე ესე იგი მზად ვიყავი. აქ მხოლოდ საჭირო მომენტს ველოდი და რა რიგ
ხელში ჩავიგდებდი იმ წამსვე მოვკლავდი თუმცა ეს იდეა მისი მოკვლა უკვე ამეკვიატა და
ცულმაც შემახსენა თავი ოჰო.... გავიფიქრე ეს მართლაც საჩუქარია და მეც გამოვიყენებ
ამას უეცრად ავდექი დახლს იქით წავედი ჩემთვის ყურადღება არც არავის მოუქცევია არც
ყმაწვილს არც ზორბას და არც დორნაჩკკოვს ისინი ხმამაღლა დავობდნენ და მეც ამიტომ
ვერ შემამჩნიეს ცოტაოდენი გავიარე აზრი უფრო გამიჯდა თავში წარმოვიდგინე როგორ
მოვკლავდი ცოტა წინ რომ გავიარე შფოთმა ამიტანა რარიგ მივუახლოვდი უფრო მეტი
შფოთი დაეტყო ჩემს სულს ამიტომაც საჩქაროდ წავედი და ცული ავიღე. გადმოვედი
დახლს აქეთ და უკან დავბრუნდი ამ დროს დორნაჩკოვი ხარხარებდა გამიკვირდა კიდეც ,
როგორ ვერავინ შემნიშნა თქო მაგრამ იქნებ იმიტომაც არ შემნიშნეს რომ არ უნდოდათ ?
საერთოდ ხომ ასეა ადამიანი რასაც უნდა იმას შენიშნავს რასაც არა და იმას ყურსაც არ
ათხოვებს უეცრად მივუახლოვდი ზორბას და ცული მოწყვეტით თავში ჩავსცხე სისხლმა
იფეთქა და დორნაჩკოვს და ყმაწვილს შეესხა. მაგიდაზეც ბლომად დაესხა და ძირსაც
კარგად ბლომად დაიღვარა მე ძალზე მშვიდად მაგიდასთან ახლოს დავჯექი ტანსაცმელი
შევისწორე ჯერ კიდევ ვერ გამეგო რა ჩავიდინე

-რა.... რა... რაღაცას იძახოდა ყმაწვილი მაგრამ სიტყვა გაუწყდა და სახე გაუმწვანდა
დორნაჩკოვმა რომელმაც ამას შეხედა დაიძახა

- ეგ არარაობა ამის ღირსია! და შემდეგ გადაიხარხარა ყმაწვილლმა გაოგნებით შეხედა

-იმიტომაც ხომ არ მოკალით რომ თავი მოგაბეზრათ? ჩემსკენ შემოაბრუნა თავი


დორნაჩკოვმა და მითხრა მაგრამ მე მშვიდად ვიყავი და არაფერი მიპასუხია ამ დროს კი
ვიღაც პოლიციელი ჩამოვარდა და მე დორნაჩკოვი და ყმაწვილი დაგვაპატიმრეს სურათი
სააზარელი იყო თავ გაჩეხილი ზორბა ისევ ისე იჯდა და მხოლოდ სისხლი წვეთავდა მისი
თავიდან სულ ეს იყო და ეს შემდგომში გაირკვა რომ ის ქალბატონები ლიზა და პავლონა
ზევით რომ ავარდნილან პოლიციელი უპოვიათ და აქ ჩამოუშვიათ ისიც გაიგეს რომ
ზორბამ ყმაწვილს თავისი მოკლული ცოლ შვილი რომ ანახა ყმაწვილს კი რადგანაც ეს არ
უთქვამს როგორც მხილველს ისიც დააპატიმრეს ეს კი იქ მყოფთაგან გაიგეს რადგან
ხალხი ირეოდა და ზორბა სულ აქ იჯდა და ამაზე გაუთავებლად ყბედობდა ასევე
ამბობდნენ იმ ჩასუქებულმაც ენა მიიტანაო ასე და ასე ვუსმენდიო ის ამბობდა ჩემი
ცოლშვილი მოვკალიო, მაგრამ ისიც როგორ არ ვიცი ძალზე გასაოგნებელიც კი იყო
როგორ გაიგეს რომ დორნაჩკოვის ხელი ერია ამაში ზორბა ხომ იმას არ იძახდა რომ
დორნაჩკოვი იყო დამნაშავე მაგრამ რატომღაც ესეც გაეგოთ. აქ ვამთავრებ თხრობას ანუ
პირველ ნაწილს და იწყება ახალი მეორე ნაწილი სადაც ვითარება რუსეთის ერთ შორეულ
კატორღაში მიმდიანრეობს წინასიტყვაობის ნაცვლად პირდაპირ თხრობას ვამჯობინებ
ყოველგვარი გალამაზების გარეშე

მეორე ნაწილი

რუსეთის ერთ შორეულ მიყრუენულ ადგილას სადაც არავინ დადის და არავის


არაფერი ადარდებს სადაც ყოველივე სისასტიკე და უბედურება ტრიალებს . ეს ადგილი
საზარლად საშინელია მუშებს დღედაღამ მათრახით უბიძგებენ სამუშაოზე . თუ რომელიმე
მათგანი ვეღარ აგრძელებს შორს გაყავთ და კლავენ. ხალხს მუშაობისგან ზურგი გვაქვს
გადატყაული ხელები გაცრეცილი გვამუშავებენ ყოველდღე თითქმის სამი საათი , მაგრამ
მძიმე მუშაობით ხელებზე და ფეხებზე ბორკილებ დადებული მივყავართ . ხელში დიდ
ჩაქუჩის მაგვარ რაღაცას მოგვცემენ და ხან ქვებს გვამტვრევინებენ ხან კი რაზე არ
გვამუშავებენ ეს მიყრუებული ადგილი ყველაფრისაგან შორს არის თითქოს ყველასაგან
დავიწყებული .ირგვლივ სულ სიცარიელეა საკნებს ფანჯრები არ აქვს არც პატარა
გგისოსები კედლები სულ ჩაშავებულია საკნებში სინაათლეც არ აღწეევს სრული
უიმედობაა. ხანდახან ძალიან ჩამოცხება და ამ სიცხეში პირუტყვივით გარეთ გვიკრავენ
თავს. ისიც ერთ დროს ერთ საკანში ორნი ან მეტი არასდროს ვართ. გისოსები რკინის
მაგარი ჩარჩოებისგან არის კედლები სქელია და ხმის გაგონება ერთმანეთზე გვიჭირს
ხოლმე დღესაც ძალიან ცხელა საკანში ვარ სიგრძეში ხუთი ნაიბიჯი იქნება სიგანეში კი
ათი. ვიწრო არის და ამიტომ მხოლოდ გვერდს თუ შეიცვლი ადამიანი არც საწოლი გვაქვს
და არც არაფერი ძირს გვიწევს დაწოლა ან კედელთან ატუზულები ერთი და იგივე
ადგილს ვაშტერდებით. ხანდახან ღამეს სრულ სიჩუმეში, როდესაც ჩამი ჩუმი არ ისმის
როდესაც არავინ გესაუბრება არც არაფერია რასაც შეხედავ და გაგიხარდება ვფიქრობ
რატომაა ასეთი ქვეყნიერება მე ხომ მასში ჩავიკარგე ვერ გავიგე რა ვეძებო ვიყო
ბედნიერი თუ ვიყო უბედური ? გაუგებარია კიდეც ეს ყოველივე მხოლოდ ერთი და იგივე
მარტო ტანჯვა და ბედნიერება დავკარგე და რის ფასად ეძლევა ადამიანს ბედნიერება ?
ალბათ ტანჯვის მაგრამ ამდენი ტანჯვა ამდენი მწუხარება თუმცა რა ფაქიზია ესეც კი ,
როდესაც არ იცი ვინ ხარ საით მიდიხარ რას აკეთებ თუმცა ყოველივეს ამეტყველება
შეგიძლია მე არ მესმის იმ ადამიანების ვისაც ტირილი სირცხვილად მიაჩნიათ ეს ხომ ...
ბედნიერებააა შეხედეთ ცის ფრინველთ ბედნიერები არიან მათ არ გააჩნიათ არაფერი და
ამავე დრო ყველაფერი აქვთ და რატომ ამხელა ბედნიერება საიდან ? რით დაიმსახურეს
და მე ერთმა საცოდავმა არსება რომელმაც ბედნიერების გარდა ყველაფერი განიცადა
არ მაქვს ეს მაგრამ არავინ მძულს ყველა მიყვარს რატომღაც არ განვიცდი რაღაც ისეთს
რასაც დიდი ბედნიერება ჰქვია მაგრამ მის მაგივრად რაღაც ისეთს განვიცდი მაგრამ
უბრალოდ ვერ ვამბობ რადგან ადამიანი ხშირად ვერ ამბობს იმას რასაც განიცდის.
ამიტომაც დუმილი თვითონ სიტყვაზე მეტია ხანდახან ხომ აბსოლუტურად ყველა ტირის
ვერ ხედავ უბრალოდ ამას თორემ აბა სად გაგონილა ცხოვრება უბრალოდ იყო და არ
გტკიოდეს? მაშინ ეს რა ცხოვრებაა ასეთი ცხოვრება მისაფურთხებელია ასეთი ცხოვრება
არაა ჯვარცმა რადგან ჯვარცმით ბედნიერი ხდები, როდესაც საკუთარ თავს ამარცხებ
მაშინ თვითონ ბედნიერი ხდები...

დღეს საშინელი დღეა არა იმიტომ რომ ცხელა არამედ იმიტომ, რომ ამ სიცხეში
სამუშაოდ გაგვაგდებენ ამ დერეფანში ჩემი საკნის გარდა კიდევ მთელ სიგრძეზე რვა
საკანია. ჩემი საკანი კი სულ ბოლოშია. დერეფნის იატაკი ბეტონით არის, რომელიც ზოგან
ამოვარდნილია თითქოს ეს ადგილიც უკაცრიელი არის. ჭერიც ძველისძველია , რომელიც
აგურისაა და ისე მჭიდროდაა დაშენებული, რომ ქვეყანა დაიქცეს ის მაინც ისევ ისე
დარჩება, თუმცა ამ საკანში ჰაერი ძალიან ჩახუთულია ხანდახან ისეთი ჩახუთულია , რომ
გონებას ვკარგად როდესაც გონზე მოვდივარ ან დღეა ან ისევ ღამეა თუ დღეა და გონი
წამივიდა ზედამხედველი მოჩხრაკუნდება, რომელსაც ნამდვილი ჩერქეზული იერი აკვრია
სახეზე და ძალით მიმათრევს სამუშაოდ, როდესაც გაყვყავარ ჰაერი მირტყამს და გონს
მოვდივარ. აქ ამ საკნებში ნამდვილი სისხლისმღვრელი ხალხია შემიძლია პირუტყვებიც
კი ვუწოდო და ჩემი თავი მათთან ერთად მოვიხსენიო. ჩემი საკნის წინ ერთი რუსი არის,
რომელმაც თავის ძმას ყელი გამოსჭრა .ამიტომაც უკრეს აქ თავი რა საშინელებაა
ვფიქრობ ხოლმე და მთელი ის საზარელი სურათი თვალწინ წარმომიდგება ხოლმე ისევ
ის ზორბა მახსენდება და მეც საშინლად ვიტანჯები საერთოდაც ასე ვფიქრობ საასჯელი
დავიმსახურე... ამ აზრს ვეგუები რადგან გამოსავალი ერთადერთია შეეგუო იმას რომ
საასჯელს იმსახურებ! მე აქ ბევრი რამ აღმოვაჩინე რომელთაც მუდამ ხელი რაღაც
საზიზღრობებში ჰქონიათ გასვრილი. გვერდზე საკანში ერთი ჩერქეზი მუდამ დიდი
ულვაშითაა და საზარელი გამომეტყველებით. რასაც მაშინ ვხედავ, როდესაც გარეთ
გავყავარ გაფაციცებით ვაკვირდები მაშინ ყველაფერს ყველაფერი დავიმახსოვრო ,
მაგრამ სიბნელეს მიჩვეული თვალი კარგად ვერ აღიქვამს გარემოს ბევრი რამ
მახსენდება საკნებს, რომ ჩავუვლი და ყოველ მის დეტალს და წვრილმანს ვიმახსოვრებ
ვზომავ რამხელა შეიძლება იყოს რკინი გისოსები და ვითვლი რამდენი ნაბიჯია
დერეფანში ერთხელ ასეც გადავთვალე და ოთხმოცი ნაბიჯი იყო მაგრამ რატომ
დავითვალე არ ვიცი. გარეთ, რომ გავდივარ გასასვლელ კარს ვაჩერდები
ზედამხედველის ფეხსაცმელებს ვუყურებ ვვაკვირდები მის მოტვლეპილ თავს და უწვერო
სახეს ხშირად რაღაც ლურჯი კოსტუმის მსგავსი აცვია და ჯიბეში გასაღებებს აჩხრიალებს
ხელი. თმიანი და გაქონილი აქვს. ხანდახან ყველაფერი ზიზღის გრძნობას იწვევს
უსიამოვნება ყოველ ცისმარე დღეს მხვდება როდესაც ეს საზიზღარი ზედამხედველი
კარებში გასაღებს გააჩხრაკუნებს და შემოვარდება ხელს დამავლებს და გარეთ
გამათრევს თან ხარხარებს და ისე მიდის ზოგიერთის საკანი საოცრად პატარაა ისე რომ
ზოგიერთს სულ ფეხზე დგომა უწევს ან კედელთან ჩაკუზული ძილი საოცრად მყრალი სუნი
ტრიალებს ყოველი ფეხის გაგონებაზე ვხვდები რომ ზედამხედველია. დღესაც ძლივს
ვსუნთქავ ახლა საკანში ვარ კედელზე მიყრნობილი და ღრმად ვფიქრობ ზედამხედველი
შემოვიდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე კარს რომ მოუახლოვდა და გისოსებს გასაღები
დაარტყა ფიქრებიდან გამოვერკვიე

-ეი.... ფიოდორ ერთი წამო ვირივით გამუშაო... თქვა ზედამხედველმა , რომელსაც


მისკონლინი ერქვა და გადაიხარხარა გასაღებები შეანჯღრია და კარი გააღო. მე
ხელებსა და ფეხებზე ბორკილები მედო გადააადგილება კი ძნელი იყო ხანდახან
მუშაობისგან სილა მძვრებოდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი გონება არ წამსვლოდა
რადგან ვიცოდი ეს საშინელება იყო და ამით სიცოცხლეს დავამთავრებდი , მაგრამ ასეთ
სიცოცხლეს სადაც სულ ტანჯვაა და ტანვჯის გარდა არფერია მერჩივნა კიდეც
მოვმკვდარიყავი, მაგრამ რატომღაც სიცოცხლე ჯერ კიდევ მსურდა რადგან ვცნობდი
საკუთარი დანაშაულს და თავს ამ ტანჯვის ღირსად ვთვლიდი. ტანჯვა კი ჩემს
მოვალეობად მიმაჩნდა მისკოლნიკი შემოვიდა.

საზარლად გამოიყურებოდა ეს გამომეტყველება აშკარა იყო აშკარა პატივმოყვარეობა


პატიოვმოყვარეობა კი ფუ... როგორი საძაგელია

-აბა წამოდი ფიოდორ ტანჯვა არ გინდა? ხარხარით მითხრა მიკოლნიკმა

-დიახ მინდა და ვტანჯულობ კიდეც! მკვახედ ვუთხარი

-ჰოდა წამოდი ტყავს გაგაძრობ! ისევ გადაიხარხარა და ხელი მკრა მე ხელებზე და


ფეხებზე ბორკილებ დადებული საკნიდან გავედი. მოპირდაპირე საკანში ის რუსი იყო ,
რომელმაც ძმა მოკლა სახელად ტოლკაჩენკო უეცრად დავინახე, როგორ ადგა და
უეცრად გისოს მივარდა

-ოჰ... როგორი ... საძაგელი არის ადამიანი ოჰ... როგორი საძაგელი არიის ადამიანი ...
ოჰ... როგორი საძაგელი არის ადამიანი ... იღრიალა და კედელს მიაწყდა და მუშტებით
კედელს შედგა მისკოლნიკი ჩემს წინ დადგა და დაუძახა

-ეი შენ ყმაწვილო თქვა და მე შემომხედა -არა რა კარგად ვთქვი არა? მერე ისევ მისკენ
შებრუნდა და უთხრა

-შე უბედურო გამოთაყვანებულო! ხმა ჩაიგდე თორემ თავს შუაზე გაგიპობ! დაიძახა და
გადაიხარხარა ეტყობა მთვრალი იყო

-წინ ფიოდორ აბა წავედით! ხელი მკრა და წინ გამაგდო საშინლად ვიყავი არაფრისთვის
პირი არ დამიკარებია მითუმეტეს, რომ დღეში მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ. ხანდახან
კი გვაშიმშილებდნენ კიდეც. გული სადაცაა წამივიდოდა, მაგრამ საკუთარ თავს
ვინარჩუნებდი „ის ვინც საკუთარ თავს არ კარგავს და მას ინარჩუნებს ის ინარჩუნებს
ყოველივეს და ყოველივეს მფლობელი ხდება“ ძლივს გადავდგი ნაბიჯი

-აჯობებს გონება შეინარჩუნო თორემ ხომ იცი სიკვდილი არ აგცდება .... ისევ
გადაიხარხარა ბორკილები მართლაც მძიმე იყო ნაბიჯი, რომ გადავდგი ისე მძიმე მეჩვენა ,
რომ მეგონა ბეტონი ჩაიმტვრა და ჩამიყვანა თქო იმ ჩერქეზს, რომ ჩავუარე თვალი
შევავლე ისევ ისეთი საზარელი იყო გისოსებთან იდგა და ისიც გაყვიროდა თან ხელი
გისოსიდან გამოეყო

-მე.... მე... ხომ ვიგინდარა ვარ ნამდვილი ვიგინდარა.... ცოლი მოვკალი ! დაიძახა და
რატომღაც სახე გაუნათდა მე შემეშინდა და შევკრთი

- ჰა... ჰა.... ცოლი მოვკალი ვინ გაუძლებს ასეთ ცდუნებას? აბა დაიწყეთ დანაშაულის
ჩადენა და გაჩერდით ვნახოთ როგორი ბიჭი იქნები! უეცრად მისი საგნის მოპირდაპირე
საკანში ერთი კაცი იყო, რომელიც აქამდე ყოველ გასვლაზე ჩუმად იყო, მაგრამ ახლა
ბეტონზე იჯდა და გაყვიროდა

-ო... რა უგულოა ადამიანი... კიდევ ხომ გულიანად, რომ გამეკეთებენია, მაგრამ მე ხომ
უგულოდ გავაკეთე ოჰ... ის ლამაზი გოგო როგორი.... რამ ჩავიდინე მის გამო აქ ჩამსვეს!
ხოდა უგულოდ, რომ არ გამეკეთებინა იქნებდა არც ჩავესვი! იღრიალა, მაგრამ ფეხზე არ
ამდგარა კიდეც ცოტაც რომ გავიარე მარცხენა მხარეს კიდე ერთი დამნაშავე იჯდა თვალი
შევავლე და განვცვიფრდი თავისთვის იჯდა თავჩაღუნული და იძახდა

-ო.. ჩმერთო ჩემო.. ღმერთო ჩემო.. წავალ წავალ და ისევ მოვკლავ ისევ იგივეს... ვიზამ...
ისევ იგივეს ჩავიდენ.... კვლავ მოვკლავ იგივეს ჩავიდენ....! აქეთა მარჯვენა მხარეს კი
ვიღაც იწვა ვინც შეშლილივით წამოიყვირებდა -დანაშაული! და იმის მოპირდაპირე
მხარეს თავჩაღუნული რო იჯდა იმის შემდეგ მდებარე საკანში ვიღაც გამოეხმაურებოდა
ღრიალით - სასჯელი! მე ოდნავ წინ წავედი ვინმაც სასჯელი დაიძახა იმის მოპირდაპირე
მხარეს ერთი ახალგზარდა ყმაწვილი იჯდა ცრემლებით გაიძახოდა -სა-სო-წარკვე -თი-ლი!
ასევე მის შემდეგ საკანშიც იჯდა ვიღაც ვინც განწირულად ყვიროდა -გან-წი -რუ -ლნი !
ვართ! ასევე ამ კაცის მოპირდაპირე მხარესაც იჯდა კიდევ ერთი რომელიც იძახდა -არა
არს კაცი რომ სცხონდეს და არა სცოდოს! უეცრად ამ სიტყვებმა რაღაც გამახსენა და
მეცნო ეტყობა ადრეც გამიგია, რადგან აქაურობამ სულ ყველაფერი დამავიწყა ჩავიარეთ
დერეფანი მიკოლნიკი ხარხარით ჩამოშორდა. მათი კარები გააღო და გარეთ ხელის
კვრით გამაგდო. იქვე ჩაქუჩის მაგვარი ბოლოში წაწვეტებული სამუშაო იარაღი მომცა და
სამუშაოდ გამისტუმრა -ეი შენ ფლიგუნელლო დაუძახა ვიღაცას მოდი აქ და ამუშავე !
თვითონ წავიდა და ეს ფლიგუნელი მოვიდა. მან უხეშად ხელი წამკრა და სადღაც
წამიყვანა საშინლად ცხელოდა ჰაერი აქ უფრო მძიმე იყო ვიდრე საკანში ერთხანს
ვინატრე საკანში ვყოფილიყავი

-დაუჩქარე დაიძახა ფლიგუნელმა

-სწრაფად რა არის ჩამოგეძინა? და ხელი მკრა მე უცებ თავი ვერ შევიკავე და მიწაზე
დავვარდი

-ადექი რეგვენო! ღრიალით მომვარდა და მუშტებით სულ დამალურჯა შემდეგ იმდენად


უხეშად რამდენადაც შეეძლო წამომაყენა -ოხ შე რეგვენო სულს გაგაძრობ! წამომათრია
და ისევ ხელი მკრა. გახშირებული სუნთქვა ნელი სუნთქვით შეიცვალა ცოტათინ მივისუსტე
ისედაც მისუსტებული ვიყავი, მაგრამ ახლა საერთოდ გამომეცალა ძალა ცოტაოდენი
გავიარეთ ციხის ეზოს გავცდით მე ძლივს მივდიოდი და სულს ვღაფავდი. ამ დროს
ფლიგუნელმა გამასწრო მაგრამ უკან შებრუნდა და დაიღრიალა

-სწრაფად! ნაბიჯს აუჩქარე თორემ სუსლს გაგაფრთხობინებ! მერე მოვარდა და


ბორკილებს დასწვდა თვითონ კი წინ წავიდა და მეც იძულებით ჩქარა წამიყვანა , მაგრამ
ძლივს მივაბიჯებდი ერთხანს დავეცი ის კი მოვარდა და ჭაჭვებით ზურგი ამიჭრელა
შემდეგ ქეჩოში მსწვდა და ამაყენა ამოვისუთქე, როდესაც აქ გამაჩერა და მითხრა -
იმუშავე! მეც დავმორჩილდი მაგრამ ზიზღმა გადამირბინა და სახეზე უცნაური ღიმილი
ამეკრა ეს ღიმილი კი აშკარა დაცინვა იყო.

-რა გაცინებს? დამიყვირა ფლიგუნელმა

-როგორ თუ რა მაცინებს ისეთი საზიზღარი ხარ ნუთუ არ ვიცინო? იმიტომაც ვიცინი რომ
საზიზღარი ხარ

-ოხ შე რეგვენო! დაიყვირა და ზურგზე გადამიშოლტა თუმცა ტკივილისგან უფრო


ამივარდა ხარხარი მან კიდევ უფრო მეტად მოიქნია და ზურგიდან სისხლმა იფეთქა

-ესეეც შენ! დაიძახა მე ჩემთვის ჩავილაპარაკე -იდიოტი!


-ორმაგი სამუშაო! დაიძახა მან ახლა გაჩვენებ ვინაა იდიოტი! მთელი სამი საათი მქონდა
წინ მაგრამ იმას რა ორი აზრი უნდოდა, რომ ნახევარ საათსააც ვერ გავქაჩავდი თან
ვფიქრობდი და ვხარხარებდი თუმცა სიმწრისგან ან იქნებ მართლა ვხარხარებდი , მაგრამ
უეცრად ძირს დავეცი და გონება წამივიდა რაღაც მკაფიოდ მესიზმრებოდა მესიზმრებოდა
ეკლესიაში მივდიოდი დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი მაშინ სულ პატარა ათი წლისა
ვიყავი. დედა მამა და ოჯახი ეკლესიაში ხშირად დავდიოდით . მახსოვს საღამოობით დედა
კალთაში ჩამისვამდა და ლოცვებს მიკითხავდა. ამავე დროს კითხვასაც მასწავლიდა და
ლოცვასაც თუმცა მახსოვს ყოველ სიტყვაზე დიდ სიხარულს ვგრძნობდი. დილით ადრე
მაღვიძებდა რათა ლოცვები წამეკითხა მამაც იქვე იყო ამიტომ ყველა მხიარულად
ვიყავით. ეხლა კი ეს ყველაფერი მენატრება იმის გამო, რომ თუნდაც დედა ან მამა ვნახო
არა ბედნიერება არ მენატრება, რადგან ეს ორი არსება თავად ბედნიერება იყო ჩემთვის !
რა რიგ ჩავეხუტებოდი ეხლა....... მამას.. ან დედას....ო.. რარიგ მიოცნებია ხოლმე ისევ
პატარა ვყოფილიყავი და დედის კალთაში ვმჯდარიყავი კიდევ ერთხელ მომესმინა მისი
ხმა კიდევ ადრე გავეღვიძებინე კიდევ ჩავხუტებოდი მამას.... უეცრად გამოვერკვიე და
ვიგრძენი რაღაც ტანზე დამეყარა, მაგრამ თვალები არ გამიხელია რაღაც ხმები მესმოდა
ნაცნობი ხმები იყო

-ჰო... ჰო... მშვიდობით... ხარხარის ხმა გაისმა

-მიაყარე ! მიაყარე მაგის ღირსია! უეცრად თვალები გავახილე რადგან მივხვდი, რომ მათ
მკვდარი ვეგონე და მმარხავდნენ აკი გითხარით აქ თუ ვინმეს გონი წაუვა იმ წამსვე
კლავენ თქო მნიშვნელობა არა აქვს ცოცხალია თუ არა ამ დროს ადამიანს თუ გონება
წაგივიდა აღარაფერს უყურებენ დაგმარხავენ და დაგმარხავენ , მაგრამ გამიმართლა
უეცრად წამოვხტი

-ოჰო ერთი ამას დამიხედეთ მისკოლნიკმა გადაიხარხარა არა ერთი ნახე რა ბედი ჰქვია
ჯანდაბას მაგის თავი ამოათრიეთ მაქედან ფლიგუნელო

-ამოათრიე ეგ საძაგელი! ხარხარით ამბობდა მიკოლნიკი -ამოათრიეთ თუმცა კი კაი


დასამარხია ისევ გადაიხარხარა -ჰაა... ხო არ შეგეშინდაო? მე მართლაც სახეზე ფერი არ
მედო გავმწვანდი -ეს საძაგელი უნდა დაიმარხოს თქვა ფლიგულენმა და ჩემსკენ თითი
გამოიშვირა -მაშ თუ აგრეა დავმარხოთ ჩვენ რა? -დიახ დიახ ... დავმარხოთ თქვა
ფლიგულენმა და ციებიანივით გაეღიმა სახეზე საშინელი ღიმილი აეპრიხა საზარელი
საზარელი

-მაშ მოიმარჯვეთ და დააყარეთ თუ ღმერთი გწამთ უთხრა მიკოლნიკმა და ისევ


ხარხარებდა ფლიგულენმა აიღო ნიჩაბი და დაყრას შეუდგო -ღმერთო ჩემო რა
საზარელია ადამიანი რატომ მმარხავს! -რაო ხო არ შეგეშინდაო? გადაიხარხა ისევ -ჩქარა
ჩქარა აიღეთ ბატონო და თქვენც მომეხმარეთ! -ო... რა საკვირველია ახლავე ახლავე...
მანაც აიღო ნიჩაბი და მიწის დაყრას შეუდგნენ ოხ... ვფიქრობდი რა საშინელებაა რა
საძაგლობაა მე ვტიროდი ის კი იცინოდა რა საზიზღარი ადამიანი ყოველთვის რატომ
იცინის?

-კარგით კარგით გეყოფათ წაიდუდუნა მიკოლნიკმა სასაცილოა შეხედეთ ტირის კიდეც -


მერე ჩვენ რა? -ის რომ ჩვენც ვიტიროთ ! გადააგდეთ ნიჩაბი დაჯექით და თქვენც იტირეთ! -
რას ამბობთ თქვენ რა სულ შეიშალეთ? -არა არა არ შევშლილვარ ისევ გადაიხარხარა -
გიმეორებთ დაჯექით და თქვენც იტირეთ გინდ ფეხზე იდექით მთავარია თქვენც იტიროთ !
მეც ვიტირებ ნუ გეშინიათ არ დაგტოვებთ მარტო -სულ გაგიჟდით და ეგ არის! დაუყვირა
ფლიგულენმა -არ შეგეშალოთ რამე ყმაწვილო იქნებ თქვენ გინდათ იყოთ მის მაგივრად ?

-იქნებდა თქვენ? -შეხედე რა საძაგლობაა ორი ადამიანი ჩხუბობს და ამავე დროს


ერთმანეთს ატყუებენ ყველაზე საშინელი ეგაა -სად ნახეთ აქ ტყუილი ღმერთო ჩემო !
ამოიხვნეშა და თვალებ ანთებულმა შეუღრიალა ფლიგულენმა -სად და აი აქ და ჩემსკენ
თითი გამოიშვირა განა ტყუილი არ არის ? -ვინ ეს? თქვა და ჩემსკენ გიჟივით შემობრუნდა
მერე მისკენ შეაბრუნა თავი -ვახ მეეე... ღმერთო ჩემო... მართლა გჯერათ რომ ეს აქ
იმიტომ ჩასვეს რომ ვიღაც მოკლა? -დიახ.. დიახ... გადაიხარხარა ისევ სულ ხარხარებს
შეხედეთ როგორი ახალგაზრდააა.... ისს.. და კაცის მკვლელი? -თქვენ რა იცით მერე მე
რა?

-რა თქვენ.. თქვენ... რა შუაში ხართ?

- არაფერიც თავი გამანებეთ! მთვრალი ხართ და რაღაც გიხარიათ! -დიახ... დიახ..


მთვრალი ვარ და მიხარია აკი დამარხვა გინდოდა მისი? -ეხლაც მინდა მაგრამ მერედა
მარხავთ? -კარგი კარგი ამოიყვანეთ გეყოფათ ვინაიდან საბრალო ნახეთ როგორი სახით
გვიყურებს.

მართლაც მე შეშფოთებული სახით ვუსმენდი რაღაც ახალი იყო ეს არა ეს გრძნობა იყო
ახალი თაბრუ დამახვია და საშინლად ცუდად გამხადა ამიტომ მხიარულად ნაღდად არ
მქონდა საქმე -ამოიყვანეთ მეთქი! შეყვირა ფლიგულენი ჩემსკენ დაიხარა და ამომიყვანა
გაფითრებული ვიყავი სულ ვცახცახებდი ამიტომაც მათ ეს სულაც არ ადარდებდათ -
წაიყვანეთ საკანში ჩააგდეთ ეს იდიოტი გონებაჩლუნგი !

-დიახ.... დიახ.... რა საკვირველია. მიკოლნიკოვმა ხელი მსტაცა და წინ გადამადგმევინა


ნაბიჯი. ასეთი დღით შეშლილი მითუმეტეს საკუთარი თავის დამარხვას ვუყურებდი
აშლილი ვიყავი თითქმის ცოტაც და მეც მოვკვდებოდი. ძლივს ვსუნთქავდი პირში მიწა
მეყარა და ვაფურთხებდი მაგრამ უფრო მეტი სისხლი მოყვებოდა , ამიტომაც კბილიც
ამომივარდა -ვახ... მე.. რა უქნია იმ არამზადას შენთვის თქვა და ისევ გადაიხარხარა მე
მისმა ხარხარმა ჭკუიდან შემშალა წამოდით ახლა კი დაიმსახურეთ დასვენება . გავიარეთ
ეს გზაც და ციხის ეზოში შევედით, შემდეგ კი ესეც გავიარეთ და . კარი გაიღო დერეფანში
აღმოვჩნდით საკნებს ჩავუარეთ თუმცა აღარავინ არაფერს ყვიროდა თუმცა მიკოლნიკი
ხარხარებდა. გააღო ჩემი საკნის კარი და შევედი შემდეგ გასაღებები დაკვირვებით
გადაატრიალა და საკნის გასაღები ამოირჩია ვერცხლისფერი იყო ეს გასაღები და საკანი
ჩაკეტა

-ფუ... რატომაა ასეთი საზიზღარი ადამიანი? მაშ თუ ვინმე მეტყვის, რომ ადამიანი
საზიზღარი არაა მაშინ ვეტყვი რომ მე იგი ვნახე! მისმა ხარხარმა დერეფანში გაიარა და
გამაჟრჟოლა. ღამე იყო უკვე ძალიან ბნელოდა შეიძლება, იმიტომაც იყო ღამე , რომ ასე
მეჩვენა, რადგან საკანი სულ ბნელი იყო თუმცა ღამე იყო, რადგან სანამ ღამე დადგება
ადამიანი ამას გრძნობს ამიტომაც მეც წინასწარვე ვიგრძენი, მაგრამ ამავე დროს
ვიგრძენი ის თუ პაერი როგორი ჩახუთული იყო. ასევე ისიც თუ რა თბილად ვსუნთქავდი
სიგრილე მენატრებოდა, ცხელი კედლები ჩემში შფოთს იწვევდა, უჰაერობა კი სხეულის
დუღილს, უფანჯრობა კი უბრალოდ ულამაზო ადგილს ამიტომ ბედნიერების საბაბიც
არგამაჩნდა. ვინაიდან ასე იყო მეც გადავწყვიტე ადამიანი არაა ბედნიერების ღირსი
რადგან მე უბედური ვარ რადგან თუ მე უბედური ვარ სხვა რატომ უნდა იყოს ბედნიერი ? -
თქვენ თქვენ ბატონო ... არაფერი გიქნეს? უეცრად ეს ხმა ამ ბნელეში მეხივით გავარდა

და ეს ის რუსი იყო ჩემს მოპირდაპირედ რომ იჯდა -ეჰეიი თქვენც თქვენც ცოცხალი ხართ ?

ყველა კვდება, მაგრამ თქვენ ისევ ცოცხალი ხართ თქვა და გაიცინა ამ სიცილში კი
ბედნიერება ვიგრძენი უსაზღვრო ნამდვილი ბედნიერება რისი გაგებაც მე ასე მესიამოვნა ,
მაგრამ გასაღიმად დრო არ მქონდა ვინაიდან ვიცი ადრე თუ გვიან მომკლავდნენ ან
უჰაერობით მოვკვდებოდი ხოდა სანუგეშო რამ უნდა მეპოვნა. მანამდე დრო უნდა
გამეყვანა -ასეა არა? ხომ გიხარიათ, რომ ცოცხალი ხართ? იცით იცით კი მეც ასე ვარ
მიხარია და მიხარია..... გიჟივით ჩაიკისკისა და გისოსებთან უცბათ ჩაიკუზა -ბატონო
ბატონო ჩურჩულით მომმართა თქვენც ესე გინდათ? ისევ იღიმის როგორი უცნაურია
გიჟივით იღიმის -ამბობენ თვალები სულის სარკეაო თქვენს თვალებში კი ვერაფერს
ვხედავ ჰა.. ჰა..

მოგვიანებით მიხვდებით კიდეც.. ისევ იღიმის ამას ამ სიბნელეშიც შორიდან ვარჩევ წინ
წამოვიწიე და დაკვირვებით შევავლე თვალი მისი სახე გადაფითრებულ სიგიჟეს
მოასწავებდა და უსაზღვროებაში იკარგებოდა

-თქვენ რა შეშლილი ხართ? ვუთხარი, მაგრამ არ ვიღიმოდი -ჰა.. ჰა.. მე რომ გიჟი ვიყო და
არ გითხრა რომ გიჟი ვარ და ამ დროს გიჟი ვიყო რას იზამთ? მე დავიბენი

-ვერაფერი გავიგე რაებს ბოდავთ...

-იმიტომაც ვერ გაიგეთ რომ მე არ მესმის, როგორც თქვენ არ გესმით ამიტომაც ვისურვებ
გაიგოთ რამე ხოლო თუ ვერ გაიგეთ ჩემი ბრალია

-ალბათ ასეთი ლაპარაკი გჩვევიათ ჩუმად და უკმაყოფილოდ ვუთხარი

-არა არ მჩვევია ასეთი ვარ რადგან ჩვევა ჩვევა არაა, სისულელეც არაა სისულელე , არც
თქვენ არა ხართ ტანჯვის ღირსი ვინაიდან უბედური ხართ ხოდა არც მე მინდა , რომ იყოთ
ბედნიერი ამიტომ არ გისურვებთ ბედმიერებას, მაგრამ გისურვებთ ორმაგად ტანჯვას
ვინაიდან ორმაგად უნდა იტანჯოთ, რადგან უფრო მეტი გაიგოთ მაშინ გაიგეთ და რასაც
გაიგებთ მითხარით.

უცბად გისოსებს მოსწყდა და კედელთან მიიტუზა შეშინებული და დაიყვირა

-გამიგე.. გამიგე.. ვინაიდან არ გამიგო.... მხოლოდ ასე იზამ იმას რომ იტანჯო არა არა... არ
გაიგო არ მითხრა... ვინაიდან არ მინდა გავიგო არა არა.... ნუ იტყვი რომ არაფერი
დაგიშავებია რადგან არ არსებობს ადამიანი ვისაც არაფერი დაუშავებია თვით არაფრის
დაშავებაც დანაშაულია ... უეცრად სახეზე ხელი აიფარა ეს მკაფიოდ ჩანდა ამ საოცრად
ბნელ და წყვდიად ღამეში -გთხოვთ გთხოვთ ნუ მომკლავთ ამას ნუ იზამთ..... მაშ ჰქმენით
წყალობა ჰქმენით! გთხოვთ ჰქმენით .. სასოწარკვეთით შეყვირა, მაგრამ უცებ გაიტრუნა
გაჩუმდა სასო დაკარგა უიმედობამ ჩამოკრა სახეზე გაიფითრა გალურჯდა -უცებ
გისოსებთან მიხოხდა და ველურივით რაღაცას ბურტყუნებდა -დანაშაული

.. დანაშაული ნუ.. დამსჯით ნუ .. მოვლენ და მომკლავენ.. მერე მერე რა იქნება? ... მოდიან
მოდიან ოხ... შეშლილები შეშლილები..... მე მისმა შემყურემ ნერვებმა მიმტყუნა და
ჩავიბურტყუნე იდიოტი და ისევ ჩემს საკანს ავეტუზე არა მგონია ასე გაგრძელდეს
დიდხანს ვინაიდან მალევე დამსჯიან ნეტავ ფუუუ როგორ თუ დამსჯიან? დაე დამსაჯონ
დამღალა ამ გაუთავებელმა ტანჯვამ დამსაჯონ არა თავის მოკლვა ხომ მქონდა
გადაწყვეტილი ? მაგრამ აქ ყოფნა უკვე თვითმკვლელობაა ო.. როგორ შევეგუო ახლა
ამას რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? კარგი კი ბატონო მაშინ მეც ფიოდორი
დაველოდები წყალობას და სანამ დამსჯიან მეც შევიშლები იქნებდა ასეც სჯობდეს ? არის
ადამიანები რომლებიც აიძულა გარემოებამ გარკვეული სახის დანაშაული ჩაედინათ
მაგრამ არიან ადამიანი რომლებსაც ეს გარემოება არ უხილავთ და მაინც გიჟები არიან

აბა მე რაღა ვქნა დავრჩე ასე ? ხომ მართლა შევიშლები ვუყურო ერთ წერტილს და
არაფერს ვაკეთებდი მაშ რაღაცაზე აუცილებლად ვიფიქრებ დიახ დიახ ... რაღაცაზე
უთუოდ უნდა ვიფიქრო თორემ შევიშლები ჭკუიდან ავიჭრები თავსაც მოვიკლავ იმასაც
მოვკლავ და ზედამხედველსაც მერე სათითაოდ გავიყვან პატიმრებს და ყველას ნაწილ
ნაწილ დავხოცავ დიახ... დიახ... ასეა აკი ეს იდეა მომწონს და ამას ავიხდენ კიდეც მაგრამ
ჯერ დრო დრო არის. ჯერ რაც შეიძლება უნდა ვიყო შეუმჩნეველი ჯერ გასაღები მჭირდება
იმ ლოთს... ო... ლოთს.. და დამპალ მიკოლნიკოვს აქვს. ის დამპალი გაიძვერა მოვკლავ
და გასაღებს წავართმევ იმასაც მოვკლავ ფლიგუნელს და მათსაც ცოცხლად დავმარხავ
ისინიც ხომ ასე აკეთებდნენ? ხოდა მეც ასე ვიზამ მაგრამ მოიცათ თქვენ ო სულო ცოდვილა
დაე ვნახოთ მაშინ როგორ იხარხარებს! -ეი შენ სულელო დავუძახე ჩემს მოპირდაპირე
მხარეს მყოფ ყმაწვილს -მე მე... ? გიჟივით მოაწყდა გისოსებს -დიახ... შენ... ვინა ხარ? ..
თუნცა არ მითხრა მე გაგიგე შე სულელო ასე შეგარქმევ სახელი არც მაინტერესებს.
მითხარი სიკვდილის გეშინია? -მე? მე?... არ...ა...

-მაგრამ რომ გითხრან ცოცხლად დაგმარხავენო არც მაშინ? -მაშინ... შემე...შინდება ...

თქვენ მიერ შეტყობინების გაგზავნის დრო: დღეს, 15:01-ზე

-მაგრამ ვთქვათ და ცოცხლად დაგმარხეს -მე... მე.. არ დამმარხავენ ..

-ვთქვათ და დაგმარხეს?

-მე... მე... ვიცი რომ არ დამმარხავენ

-სულელი

-დიახ სულელი ვარ მაგრამ ყველა ვინც სულელია სულელი არ არის

-მაშინ რა არის?

-ყველა სულელი სულელია!

-ხანდახან თავი ხომ გიჟად მოაქვს ადამიანს?

-დიახ ასეა, მაგრამ ყველა გიჟი როდია

-აბა რა აზრი აქვს იყო გიჟი და ამავე დროს სულელი?


-ყველა ვინ სულელია გიჟი არაა ხოლო ვინც გიჟია სულელი არაა..

-ამოცანაა?

-არა ამოცანა არ არის


-აბა რა არის თუ ამოცანა ამოცანა არ არის ?

-ალბათ ამოცანაა..

-კარგი კარგი გავანებოთ ამას თავი, მაგრამ იქნება ჩასწვდე იმის აზრს რომ რა არის აზრი

-აზრი არ არის აზრი იგი ჩაუწვდომელია ხოლო ვინც მას ჩასწვდება იგი აზრი არაა

-გაჩუმდით ღმერთმანი!

-როგორც გენებოთ .... უცებ იმ ყმაწვილმა იღრიალა სულ ბოლო საკანში რომ იჯდა

-გა..ნწი...რულ...ნი.. დაიღრიალა და სიტყვები გაწელა

-ეი შენ მანდ! ჩუ ჩურჩულით უთხრა ყმაწვილმა

-მოვლენ და ყველას გაგვროზგავენ! დაიძახა ჩერქეზმა

-დიახ დიახ ყველას.. არც ერთს არ დაგვინდობენ... ჩაიბურდღუნა ჩერქეზის მოპირდაპირე


საკანში მყოფმა

-ხოლო ვინც ჩვენ გაგვროზგავს პირველად იმას მოვკლავთ გიჟივით გვითხრა ყმაწვილმა

ჩერქეზმა -თანახმა ვარ დაიძახა

-გიჟები ხართ გიჟები შევყვირე მაგრამ უცებ გავჩუმდი, რადგან შეიძლება შემოსულიყო
ვინმე და გავეროზგეთ ან უარესი მოვეკალით. სულელებო გაჩუმდით უეცრად ჩუმად
დავიძახე

-რატომ ვართ სულელები ? თქვა ყმაწვილმა თითქოს განწყრომით

-თუ ასეა მაშინ მითხარით რაიმეს ხომ არ ეძებთ?

- ნეტავ ყველა მანკიერებასა და გამორჩენას არ ეძიებდეთ თუ ასე იზამთ ადამიანი


ბედნიერი გახდები..

- მე გამორჩენას არ ვეძებ დიახ არ ვეძებ ! თქვენ ეძებთ?

-რომ ვეძებდი აქ არ ვიქნებოდი რადგან ის ვინც ეძებს პოულობს ხოლო

ის ვინც არ ეძებს ვერ პოულობს

-ვერ პოულობს ? რას ეძებდით?

-მე მუდამ ბედნიერებას ვეძებდი, მაგრამ ძმა, რომ მოკვალი მივხვდი, რომ ადამიანი
უბედურია

-აბა სხვა რას იგრძნობდი

-ვერაფერს ცხადია მხოლოდ და მხოლოდ ამას და მეტს ვერაფერს, მაგრამ მაინც


ვიგრძენი, რომ ბედნიერი ვარ არა იმიტომ, რომ ძმა მოვკალი არამედ იმიტომ, რომ შიში
გადავლახე

-ოხ... ნეტავ ყველა ამ შიშზე არ საუბრობდეს


-არცა ვსაუბრობ

-მაგრამ ხომ ახსენეთ ?

-დიახ ვახსენე ერთია მაგრამ იმიტომ ვახსენე, რომ მეც დამავიწყდა როგორია შიში

-აკიწეხან მიტუზული იყავი და განწირულად გაიძახოდი სისულელეებს?

-რა უცნაურია თქვენ მხოლოდ ამას უყურებთ იმას კი არა თუ, როგორ იცვლება ადამიანი
ჰმ... რა უცნაურია რა უფრო ცვლის ადამიანს სიკეთე თუ ბოროტება?

-რა შუაშია აქ სიკეთე და ბოროტება ?

-თუ სიკეთე და ბოროტება ბოროტება არ არსებულა მაშინ არც დანაშაული ყოფილა და


ყოველივე შესაძლებელია

-და ვთქვათ და შეცდით და ჭეშმარიტება არ არსებულა, მაგრამ ასე ფიქრობდი და ესეც


იწამე. თუმცა ანჩხლი იდეა თავში შემოგეპარა და მთლიანად მოგიცვა და გადაგარწმუნა,
მაგრამ რაღაც ახალი მოგცა და შენც ამ ახალს ჩაეჭიდე. „ყველა ეძებს საკუთარ თავში იმ
იდეას რასაც დაეყრდნობა და ჭეშმარიტებად გადააქცევს“, მაგრამ ამ იდეამ შეიძლება
გიმტყუნოს კიდეც და სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს. მართალია არსებობს წუთიერი
იდეები უცებ გონებაში შემოგიჩნდება და სრულიად მოგიცავს. ასეთი იდეები კი ხშირია
ამიტომაც ვლინდება ასეთი იდეები საქმეებში. მხოლოდ რეგვენი თუ ვერ ხვდება ამას
თუმცა, როდესაც შენ არად აგდებ ამ იდეას და უარყოფ ახალი იდეა გჭირდება, მაგრამ
არც ეს ახალი რამ არის და ძველი ჩნდება თუმცა ამ ძველსაც ვერ ეგუები, რადგან ახალი
გინდა ახალი!... მაგრამ ეს ახალი არადა და არ ჩანს. მერე იწყება შეშლილი ადამიანის
გაუთავებელი ბრძოლა რამენაირად ეს იდეა იპოვოს იპოვოს და მასში ჩაიკარგოს, მაგრამ
ვერ პოულობს და რომ იპოვოს და დაკარგოს არა მგონია, რომ ეს საკუთარ თავს აპატიოს
და თუნდაც აპატიოს ვგონებ ადრე თუ გვიან მაინც შეიპყრობს ახალი იდეა და მასაც
დაკარგავს. ამჯერადაც ხომ აპატიებს და აპატიებს, მაგრამ თუ საკუთარ თავს დაკარგავს
ამას არამც და არამც ადამიანი საკუთარ თავს არასდროს აპატიებს, ამიტომაც ყველა ვინც
საკუთარ თავს კარგავს მას აღარაფერი ადარდებს ვგონებ თქვენც იმიტომაც არ
გადარდებთ არაფერი, რომ საკუთარი თავი დაჰკარგეთ

-გაურბიხართ

-რა?... საოცრად გაკვირვებით ვუთხარი

-საკუთარ თავს გაურბიხართ და ასე ამიტომ ფიქრობთ აბა სცადეთ და საკუთარ თავს არ
გაექცეთ აბა ვნახოთ, როგორი ბიჭი იქნები. თუ ასე იზამ მაშინ მასაც დაკარგავ და შენს
თავსაც თუმცა ორი მე სად გაგონილა ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა და სხვა არაფერი.

-ვთქვათ დაგიჯერეთ და მერე ყველაფერი სხვაგვარად წავიდა და პირიქით მან


დამიმონა? არ მინდა საკუთარი თავის მონა გავხვდე მირჩევნია მასზე ვიბატონო ვიდრე
მისი მონა გავხვდე. „სულს ნუ გახდი სხეულის მონად არამედ სული აღამაღლე სხეულზე
და ყველაფერი თავისიც მოვა“

-მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია! განწირულად, მაგრამ ჩუმად ჩაიდუდუნა ყმაწვილმა


- არაფერია შეუძლებელი, რადგან შეუძლებელი უნდა აქციო შესაძლებლად!

-და რომ ვერ შევძლო და პირიქით მოხდეს?

-მაინც როგორ?

-აი რომ შესაძლებელი შეუძლებლად ვაქციო ანუ მქონდეს ის რაც არ მაქვს ?

-მაშინ ვგონებ უთუოდ შეიშლებით ჭკუიდან

-მაგრამ ოდნავ ხომ საჭიროცაა შეშლილობა?

-იქნებ არცაა საჭირო და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი იდეაა?

-მაშინ ეს იდეაც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა დაააყენოთ

-და ასე, რომ ვქნა ვთქვათ ეს იდეა დავაყენეთ საკუთარ თავზემაღლა, მაგრამ
აუცილებლობა იმისა რაც მოითხოვს საკუთარი თავის უარყოფას ცოტა გაუგებარია,
მაგრამ გასაგები აქ არც არაფერია, რადგან მუდამ გაუგებელი რამ გაუგებლად რჩება,
მაგრამ ვთქვათ გაუგებელი გავიგე, მაგრამ რაც გავიგე ისიც გაუგებელია და მხოლოდ მან
გაიგო ყველაფერი ვისაც ამის ძალა შესწევს? თუ ასეა რატომ და საიდან?

-იმიტომ ისაა ჭეშმარიტება და ნამდვილი ღმერთი ხოლო თუ გინდათ ჩასწვდეთ


ჩაუწვდომელს ამას ვერასდროს იზამთ, რადგან რასაც თქვენ იზამთ ისაა, რომ მხოლოდ
ეცადოთ და ეს ცდაც დიდ ფასად დაგიჯდეს

-მაშინ არ ვეცდები თუ ასეა.

-აჯობებს მართლაც არ ეცადოთ

-თუმცა, რომ ვეცადო...და..

-რომ ეცადოთ მაშინ უკვე ნათელია ყველაფერი

-რა არის ნათელი?

-ნათელი ხომ თქვენი იდეაა, რომელიც იდეა არ არის

-მაშინ რა არის?

-მხოლოდ აზრი რომელსაც მიზანი არ გაააჩნია

-ესე იგი განგებ გამოგონილია და სხვა არაფერი?

-ესეც შესაძლებელია

-მე არ გეუბნებით რა არის შესაძლებელი და რა არა! მე მხოლოდ ის მაინტერესებს


გამოგონილია თუ არა

-ეს მე არ ვიცი თავად განსაჯეთ

-დიახ.. დიახ.. ჩემით განვსჯი და ყოველივეს ჩემით გავიგებ


მაგრამ მხოლოდ იმას ვერ შევეგუები, რომ ამის გაგებით ყველაფერი ცხადი იქნება და
ასეც, რომ იყოს და ყველაფერი ცხადი გახდეს მაშინ რაღა დამრჩება არაფერი აღარ
იქნება ჩაუწვდომელი ამიტომაც განგებ შევქმნი რაღაც ისეთს რასაც ვერ ჩავსწვდები და
ამიტომაც ეს იდეა იქნება მარადიული

-ნუთუ თქვენი თავი ვინ გგონიათ?

-მე.. არაფერი ვარ და ამას ვაღიარებ ამიტომაც ჩემი თავი არავინ მგონია თუ რამე მგონია
მხოლოდ იმიტომ, რომ ამას განსაკუთრებული პატივმოყვარეობა მაგრძნობინებს სხვა
არაფერი ბატონო ჩემო

-მე არც ბატონი ვარ და არც არაფერი, მაგრამ ჰმ დამაფიქრა შენმა სიტყვებმა რაღაც
აზრია მათში, მაგრამ თქვენ თუ გესმით?

-მესმის? დიახ, როგორ არ მესმის მხოლოდ იმიტომ მესმის რომ ამას მე ვამბობ სხვა..
სხვა... კი ამას ვერასდროს გაიგებს,

რადგან ის ვისაც რაღაცა ესმის ის სხვას არ ესმის და იმ სხვას რაც ესმის არც სხვას ესმის
ამიტომაც ყოველივეს რაღაცა გვესმის რაც სხვას არავის ესმის.

-ესე იგი თქვენი საუბარი ძალზე დამაბნეველია. მე ეს შევნიშნე ხოდა ასე ვიფიქრე იქნებდა
აუცილებელიც კია?

-რა?

-ასეთი გაუგებარი საუბარი, რადგან ეს იდეა როგორი მშვენიერი და დახვეწილი იდეაა,


რომელი უფრო სჯობია იდეა მოიფიქრო თუ თავად იდეა იყო ?

-მე.. მე.. არ ვიცი რა გიპასუხოთ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს იდეა ძალიან
დიდია..

-მაგრამ რატომღაც თქვენ მას მალავთ

-დიახ ვმალავ და არც ამას ვმალავ ანუ არც იმას, რომ რასაც ვმალავ თავად დასამალია

-აკი მეგონა, რომ არაფერს მალავდით, მაგრამ ასე ვიფიქრე

-თუ გეგონათ მაშ საიდან გაიგეთ? იცინით?

-„ბევრი რამე მეგონა ისე, როგორც მე მსურდა, მაგრამ იშვიათად მომხდარა ისე როგორც
სხვებს უნდოდათ“

-ჰმ ესე იგი მაინც რაღაცაზე ეჭვობთ არა აქ ეჭვიც არაა, რომ რაღაცაზე ეჭვობთ, მაგრამ
რაზე ეს კი არ ვიცი

-ცდებით ახალგაზრდა ყმაწვილო

-მაშ თუ ვცდები რად მელაპარაკებით ეგრე?

-როგორ მე ხომ ჩვეულებრივად გელაპარაკებით?


-არა ჩვეულებრივი ეს არაა, რადგან არაჩვეულებრივია და არა უბრალოდ ჩვეულებრივი

-ეხლა გასაგებია მხოლოდ იმიტომ მისმენთ, რომ ამით ერთობით, მაგრამ მაინც რაღაცას
გებულობთ

-ნაწილობრივ სიმართლეც არის, მაგრამ მარტო ამიტომ არა აქ სხვა რამეცაა. კერძოდ ის
თუ, როგორი თავსატეხი გამიჩინეთ ვერ გავიგე მწამდეს თუ არა შემოქმედის?

- დიახ.. უნდა გწამდეს ვინაიდან თუ არ გწამს მაშინ გაიხრწნები

-კარგით მაშინ ვიწამებ ასეცაა და ასეც იქნება

-რა ადვილად იწამეთ ესე უბრალოდ ?

-დიახ ესე უბრალოდ

-მაგრამ ესე უბრალოდ ყველას სწამს აი მაშინ იწამებთ მართლა, როდესაც დაიტანჯებით,
რადგან რწმენა ტანჯვაში მდგომარეობს

-მეც ხომ ვიტანჯები... ბატონო? ყმაწვილმა თითქოს გული ამოიგლიჯაო და ხელები გაშალა

-აი მე მწამს და თქვენც გწამთ მაშინ გამოდის რახან ორსა გვწამს სხვებმაც უნდა იწამონ
და რახან სხვებიც იწამებენ მთელო კაცობრიობაც იწამებს.

მე ჩავფიქრდი მცირე დუმილის შემდეგ ცოცხლად ვუთხარი

-ეგ კარგი აზრია თუ ერთს წამს მაშინ სხვასაც წამს მართალია კარგით გასაგებია ჩვენ უკვე
გვწამს მაშ რაღა დაგვრჩენია?

-ის რომ სხვებმაც ირწმუნონ

-და რომ ირწმუნებენ, რადგან უთუოდ ირმუნებენ მერე რა იქნება?

-მაგას თავი დავანებოთ და ის მითხარით, რატომ ხართ დარწმუნებული?

-რადგან არ არსებობს ვინმემ, რომ არ იწამოს ის ისეთი მშვენიერი და ბედნიერებაა, რომ


არა მგონია ამაზე ვინმემ უარი თქვას

-მაშინ რახან ასეა ვგონებ სხვებიც იწამებენ

-მეც ასე გითხარი, მაგრამ აქ მთავარია, რომ განაცდევინო რწმენის არსი, რადგან თავად
სიცოცხლის არსი ჩვენი ღმერთია, რომელმაც ყოველივე შექმნა

-მაშ თუ ასეა ისიც მითხარით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

-ეს ყველფერი კი ჩემო მეგობარო გონიერებას და ნებას აღემატება, რადგან ეს თავად


ყველაფერზე მეტია აქ უბრალოდ მთავარია სიტყვა თქვა „ღმერთმა იყოს ნათელი და
იქმნა ნათელი“ რადგან ასე იყო ისიც შესაძლებელია, რომ რაც შეუმჩნეველია შესამჩნევი
გახდება,

მაგრამ სიტყვა არაა უბრალო რამ, სიტყვას ძალა ეძლევა, როდესაც ამას
წმიდა ამბობს

-როგორი საოცარი და გასაოცარია ნუთუ ასეთია რწმენა? თუ ასეა მასზე გასაოცარი და


მშვენიერება არც არსებულა, რადგან ყოველივე ბედნიერება მასში არსებულა ამიტომაც
რაღა დაგვრჩენია?

-აქ მხოლოდ ისაა მთავარი დაიჯერებ კი ამას?

-მე უკვე მჯერა ვინაიდან სხვაგვარად არც შეიძლება, რომ იყოს

-ასე უცებ? გასაკვირია რა რწმენა აღმოუჩენია და სჯერავს კიდეც. ეს კარგია ასეთი რწმენა
იშვიათია, ამიტომ ყოველივე ცხადი გახდება

-რა გახდება ცხადი ვერაფერი გავიგე.

-არცაა საჭირო ყოველივე გაიგოთ, რადგან არსებობს ისეთი რამეები რასაც არ უნდა
ჩასწვდე ამიტომაც თავი შეიკავეთ და ზღვარს იქით ნუ გადახვალთ

-„მაშ კარგით თავს შევიკავებ, მაგრამ ეს მითხარით თუ ზღვარი არსებობს ესე იგი არ უნდა
გადაკვეთო ასეა არა?

-დიახ ასე

-მაგრამ რა არის ეს ზღვარი ?

-ეს ზღვარი არის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის თუ მას გადახვალ უკან ვეღარ
დაბრუნდები -არც ვაპირებ ამას მე სიცოცხლე მიყვარს“

-კარგით კარგით მაშ დღეისთვის საკმარისია...

-კი ბატონო, მაგრამ იცოდეთ ხვალ ისევ ისეთი შეშლილი ვიქნები.

მე გაოგნებით შევხედე ყმაწვილი გისოსებს მოშორდა და ძირს მიწვა. ყოველივე ამან


დამაფიქრდა მაგრძნობინა საკუთარ თავში ჯერ კიდევ არსებული რწმენა ღმერთო ჩემო
ნუთუ ისევ მწამს? თუ ასე არის ჩემთვის სიცოცხლე სულ ერთი არაა, მაშინ ჯერ კიდევ არის
გამოსწორების დრო და ნაბიჯის შეცვლა გვიანი არცაა, ამიტომ ღმერთო ნუთუ მართლა
გამოვსწორდები, მაგრამ ასეთი ანჩხლი აზრი, რომ შემომეპარა? რამაც მაფიქრა ყველას
მოვკვლავ თქო ? მაგრამ რაკი ასე ვთქვი ასე ხომ არ ვიზამ ამიტომ... ამიტომ... შევეცდები
სხვანაირად იყოს ყველაფერი... იქნება გამოვსწორდე... მე.. იმედი ისევ...მაქვს. მე
სიხარულით ცას ვეწიე, როგორი გასაოცარია მე ყმაწვილმა რწმენა გამიღვივა, რომელიც
ჩემში ჯერ კიდევ იყო და რომელიც მასში არ იყო და რადგან ჩემში იყო ისეთი რამ მოხდა,
რომ მასშიც ჰპოვა ნათელი იმედი ნუთუ მართლა მანაც იწამა? თუმცა არ ვიცი რა
როგორაა, მაგრამ მის სიტყვებში აშკარა იყო რომ მაინც სწამდა. გასაოცარია
განმაცვიფრა კიდეც რა საოცარია უცებ ადამიანი რას არ აღმოაჩენ რა საინტერესოა ნუთუ
მართლა ასე იცვლება ადამიანი ? თუ ღმერთი ცვლის ადამიანს? მაგრამ არაფერი მესმის
საერთოდაც ამბობენ თვალები სულის სარკეაო და მე ეს მჯერავს სხვაგვარად არც
შეიძლება, რომ იყოს, მაგრამ ვერ ვხვდები, როდესაც სარკეში ვიხედები ჩემი თვალები
ტირიან თუ გლოვობენ ,რადგან სულ ცრემლიანია ,მაგრამ არ ვიცი რატომ ვარ უბედური
ადამიანი იმიტომაა უბედური რომ ბედნიერია ხოლო ვინც ამას ჩასწვდება ის ბედნიერია მე
კი ჩემს ბედნიერებას ჩავსწვდი და იცით რა არის ჩემი ბედნიერება ?

დუმილი და იცი რატომ ? უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია მე საკუთარ თავს წინ


აღვუდექი და ეს მიხარია და ვხვდები, რომ „საუკეთესო საშვალება, რომ საკუთარ თავს წინ
აღუდგე არის საკუთარი თავის შეცნობა“ და ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ წამიერი
ბედნიერება ოცნებათა ნამსხვრევებად გადაგექცევა, მაგრამ მე მუდამ მოწყენილი ვიყავი
და ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა აბა ეცადე, რომ არასდროს იყო მოწყენილი და ნახავ,
რომ ცხოვრებას აზრიც მიეცემა

ახლა, როდესაც მარტო ვარ და არავინ მესაუბრება ვიხსენებ, როდესაც მოწყენილი ვიყავი
საკუთარ თავს რას ვეუბნებოდი ვიხსენებ და ასეთი რამე მახსენდება ეცადე იქამდე იღიმო
სანამ შეგიძლია რადგან სხვა არ დაამწუხრო მარტოს კი

იტირე და იტირე რამდენიც გინდა ახლა ამის გახსენებაზე მეცინება.

მაგრამ უეცრად ბედნიერება ქრება და უბედური ვხვდები მერე კი ასეთ რამეს ვფიქრობ.
ხანდახან ადამიანი ისეთი ნაგავია, რომ საკუთარი თავის არც კი რცხვენია მერე კი ისეთი
მომენტებიც დგება, რომ ადამიანმა არ იცი რა გააკეთო და სად წახვიდე ცხოვრების აზრს
კარგავ ვერაფერს ხვდები არაფერი გესმის უყურებ და ხედავ, მაგრამ არაფერს განიცდი
ცარიელი ხარ შენში არაფერია კარგი,

მაგრამ მაინც შეჰყურებ სამყაროს და უნდა გიხაროდეს, მაგრამ როდესაც აღარ იქნება
სამყარო სიხარული გზას გაგინათებს. მთელი შენი საუნჯე ხომ სიხარულში და ტკივილებში
გროვდება? მაგრამ საოცარი ღამეა ვერაფერს ვხდავ და სრული ბედნიერებაა ასეთი
ღამეები ტკივილსაც განგაცდევინებს, მაგრამ გიხარია, რადგან გარდაიქმნები და შენ თუ
არ გარდაიქმნები მაშინ ამ ქვეყნად რაღა დაგრჩენია მაშინ რისთვისღა ცხოვრობ? და
ხანდახან თუ ეს არ მინდა მერე ჩემს თავს ვებრძვი და არ მესმის საკუთარი თავის და მეც
თუ ვერ ვაგებინებ საკუთარ თავს ვცილობ რომ სხვას ესმოდეს ჩემი და თუ სხვას არ ესმის
ჩემი მაშინ მე მესმის საკუთარი თავის? ასეთი ღამეები იშვიათია ასეთი ღამეები ღამეებში
არ გროვდება ეს არაა ღამე ეს წამებია ცხოვრების წამები, რომელიც ასეთი
მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამბობთ რა მალე გადისო დრო, მაგრამ არა ეს ასე არაა,
რადგან ყოველი წამი ძვირფასია და ამ ძვირფას დროს თუ დავკარგავთ რაც ჩვენთვის
ღმერთმა მოიღო მაშინ გამოდის ჩვენ ღმერთი არ გყვარებია

და თუ ჩვენ ღმერთი არ გვყვარებია მაშინ გამოდის ეს ცხოვრება არაფერი ყოფილა თუ


ერთმანეთი არ გვიყვარს მაშინ ცხოვრებას ფასი ეკარგება, რადგან ცხოვრება ეს
სიყვარულის მიღწეული სრულყოფილებაა ჯერ კიდევ აქ ყოფნა ხომ აღმატებულია
ყოველივეზე

რადგან შენი გული ისევ ფეთქს და ისევ ცოცხლობ რაღაცას ისევ ხედავ ხედავ შენთვის
ყველაზე ძვირფას ადამიანს და გიყვარს უყურებ, რომ მას ტკივა და მის ტკივილებს შენ
ტვირთულობ და გიხარია და ამ სიხარულში სიყვარული ჩნდება ამ ტვირთვაში კი
ბედნიერება.
ბედნიერების გარეშე განა აზრი აქვს ცხოვრებას განა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, რომ შენ
ჭამდე და სხვა გიყურებდეს? ან ვინმეს ჩაუარო ვინც მოწყალებას ითხოვს და არ მისცე ? ამ
დროს კი შენ მამაზეციერმა შეგიწყალა

შენ კი ამ დროს გაქვს საშვალება და არ იწყალებ, რომ არ გქონდეს კიდე ხო მესმის


გასაგებია, მაგრამ განა ღარიბმა ღარიბს არ უწილადა? განა მან მისი ლუკმა კიდევ სხვას
არ მისცა? განა ის სიყვარულით არ გაძღა? ან რა აზრი აქვს სიცოცხლეს ვიღაცას ტკიოდეს
და შენ გიხაროდეს? განა სიხარული მისი ტვირთის ზიდვაში არაა? რა აზრი აქვს ისეთ
ცხოვრებას სადაც გამუდმებით ირღვევა კანონები ? გამუდმებით ირღვევა მცნებები ? და
შენ ამის მიმართ გული არ შეგტკივა? ასეთი წამები იშვიათია საერთოდ ცხოვრება ძალიან
იშვიათია ამიტომ სანამ ცოცხლობ უნდა გიხაროდეს და უნდა გტკიოდეს. ამ ფიქრებში
თითქმის კედელთან მიმეძინა სიზმარში კი სულ სხვანაირად რაღაცნაირად ვფიქრობდი,
რომ სიცოცხლე აზრს არ კარგავს აზრს ადამიანები კარგავენ, მაგრამ ადამიანი ტანჯვით
იზრდება და არა ბედნიერებით ადამიანი კი მაშინაა ბედნიერი, როდესაც ტანჯვას
განიცდის. ადამიანი ბედნიერების გარეშე არ არსებობს ისევე, როგორც ტანჯვის გარეშე,
მაგრამ ასეთი აზრი მაქვს ადამიანმა. ისევე უნდა მოიპოვოს ტანჯვა, როგორც ბედნიერება
ტანჯვა დამსახურებაა ტანჯვა ჯილდოა ტანჯვა ძალაა უძლურებაში ... მაგრამ ვფიქრობ
მგონია ადამიანმა არაფერი იცის თუ არაფერი გეცოდინება ყველაფერს ვერ ისწავლი თუ
ყველაფერი იცი მაშინ როგორღა ამბობ რომ არაფერი იცი?

ამით ვასრულებ თხრობას თხრობას, რომელიც სხვანაირად უნდა წარმართილიყო,


მაგრამ შეიცვალა რადგანაც მე ფიოდორმა ვნახე გზა სინანულისა და მას გავყვები ამიტომ
ჩემი ამბავი დასრულდა და ამით ახალი სულ ახალი ამბავი იწყებაა...

You might also like