You are on page 1of 3

ეკა ხაჭაპურიძე

ძალაუფლება

ძალაუფლების, როგორც სოციალური ფენომენის, სოციალური და


ფილოსოფიური ანალიზი აქტუალურია, რადგან ძალაუფლების ფენომენი
ფილოსოფოსთა ყურადღების ცენტრში ფაქტობრივად ჩამოყალიბების თანავე
იყო. ეს განსაკუთრებით აიხსნება იმით ,რომ ძალაუფლება თანდაყოლილია
საზოგადოების განვითარების ყოველ საფეხურზე, რადგან საზოგადოებაში
ადამიანებს ყოველთვის განსხვავებული ინტერესები აქვთ ინდივიდუალურ და
ჯგუფურ დონეზე, რაც იწვევენ სოციალურ დაძაბულობას და ვერ გადაწყდება სხვა
გზით, გარდა ბრძანება "ზემოდან".ძალაუფლება ასევე დაკავშირებულია
ავტორიტეტთან და მისი ერთ-ერთი კორელაციაა პატივისცემა. მეორეს მხრივ,
ძალას აქვს გარკვეული დემონური ხიბლი.
„ძალაუფლების“ ცნების განსაზღვრაში განსაკუთრებული პრობლემაა მისი
სიღრმისეული და ემოციურ-ნებაყოფლობითი პრინციპები. ამ პრინციპებს
მეცნიერები ძლები სწავლობდნენ და კვალვ აგრძელებენ შესწავლას.
ძალაუფლების გამოვლინება, ლიდერობა-ეს ყველაფერი ბუნებრივია
ადამიანებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანი და თანაბრად რთული
ბიოსოციალური ბუნება მიეკუთვნება ძალაუფლების მეორე მხარეს- მორჩილებას.
ბრძანება და მორჩილება - ეს არის ძალაუფლების ორი თანაბრად უნივერსალური
პრინციპი. ისინი განუყოფელნი არიან და ურთიერთობენ როგორც ორი ტიპის
პიროვნება - დომინირებისკენ მიდრეკილი ("ლიდერი") და მორჩილი. ორივე ტიპი
სოციალურად საჭიროა. ისინი რეპროდუცირებულია დიდი სოციალური
სტრუქტურებს შორის ურთიერთობების სახით მაგალითად-სახელმწიფო და
საზოგადოება, მთავრობა და მოსახლეობა და ა.შ.
ანტიკური ფილოსოფოსებიდან დაწყებული, იყო მცდელობები ამ კონცეფციის
განსაზღვრისა და ასევე ძალაუფლების სოციალურ ფენომენად
კლასიფიკაციისთვის. ძალაუფლების ერთ-ერთი პირველი კლასიფიკაცია
შემოგვთავაზა არისტოტელემ, რომელიც იმისდა მიხედვით, ძალაუფლება
გამოიყენება თუ არა საზოგადოების მთელი ან გარკვეული ნაწილის
სასარგებლოდ, გამოყოფდა მართვის სწორ და არასწორ ფორმებს.
პოლიბიუსმა,დაკვირვების შედეგად, შეისწავლა, რომ ნებისმიერი მთავრობა
(მონარქიული, არისტოკრატიული, დემოკრატიული) აუცილებლად გადაგვარდება
ხალხზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო.
თანამედროვე მეცნიერება აღიარებს ძალაუფლების შემდეგ კლასიფიკაციის
სისტემებს: 1) ტიპების მიხედვით (პოლიტიკური, ეკონომიკური,მთავრობა, ოჯახზე
დაფუძნებული); 2) ფორმების მიხედვით (დომინირება, ლიდერობა, მართვა,
ორგანიზაცია, კონტროლი); 3) მეთოდებით ძალაუფლების განხორციელება
(ავტორიტეტი, კანონი, ძალადობა).მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ
ძალაუფლება და ძალაუფლების სურვილი ან მორჩილება, ეს დამოკიდებულია
პიროვნებისბუნებრივ მიდრეკილებაზე ,რადგან ყველა, ამა თუ იმ ფორმით,
მიდრეკილია მმართველობისკენ ან მორჩილებისაკენ.
ზოგადად რომ ვთქვათ, ძალაუფელბა არის უფლებამოსილება, შესაძლებლობა,
გნებავთ თავისუფლება, რომელიც სხვა ადამიანებისა და თუ მათი ქცევების
გაკონტროლებას ისახავს მიზნად. მაქს ვებერის კლასიკური სოციოლოგიური
განმარტების მიხედვით: ძალაუფლება არის სოციალურ ურთიერთობებში
საკუთარი ნების მოწინააღმდეგეზე თავის მოხვევის თითოეული შანსი და არ აქვს
მნიშვნელობა იმას, თუ რას ეფუძნება ეს შანსები”. 1
ძალაუფლების გარეგანი გამოხატულების არქონა არ ნიშნავს შინაგანი ძალისა
და ძლიერების დაკარგვას, რაც ყველაზე მეტად სწორედ ყოვლისშემძლე
დიქტატორებს აშინებთ. ისინი ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგეების
დამორჩილებას მხოლოდ მათი ფიზიკური ძალით თუ შეძლებენ... ძალაუფლება და
ძალაუფლების პოლიტიკა, სინამდვილეში, ადამიანის არსიდან იღებს სათავეს და,
ბუნებრივია, ნაწილობრივ, მის ამბივალენტურ ხასიათს უკავშირდება.
ადამიანის ძალაუფლება შეიძლება კარგი, ჰუმანური და საკეთილდღეო
აღმოჩნდეთ საზოგადოებისათვის. ადამიანის ძალაუფლება ცუდი, არაადამიანური
და არაჰუმანურიც შეძლება იყოს, რაც, ბუნებრივია, საზოგადოებისათვის საზიანო
იქნება. არაჰუმანური ძალაუფლების პოლიტიკას მრავალგვარი უარყოფითი
გამოვლინება ახასიათებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიტიკაში
ძალაუფლება ამბივალენტური არსების – ადამიანის – ხელში ყველგან და
ყოველთვის ვერ იქნება მხოლოდ პოზიტიური ან მხოლოდ ნეგატიური კუთხით
გამოყენებული. აქედან გამომდინარე, უცნაური იყო კაცობრიობის მცდელობა –
ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის ძალაუფლების მფლობელები
დაეპირისპირებიანა.

1) https://drive.google.com/file/d/1Og4Rg6ObdZ-m0_hGpWvAxk4b4X1hamQb/view
გამოყენებული ლიტერატურა

1)http://iues.sfedu.ru/wp-content/uploads/2016/08/87593-161006-2-PB.pdf

2) wikipedia.com
3) study.com
4) ბერძენიშვილი-ძალაუფრების რაობა
5) Jstor.org

You might also like