You are on page 1of 132

1 მკითხველთა ლიგა

შოთა კობიაშვილი

ქართული
მითები

2 მკითხველთა ლიგა
დამბადებელი ღმერთი და ქვეყნიერების შექმნა
- სკნელი ანუ მიწა

ქართველთა უძველესი წინაპრების წარმოდგენით ქვეყ- ნი-


ერების დამბადებელმა ღმერთმა თავდაპირველად მყარი მიწა
შექმნა. ზედ მთები, გორები და ბორცვები აღმართა, მიწის ზე-
დაპირი მწვანე ბალახით, ხეებით, ბუჩქებით, ფერად-ფერადი
ყვავილებით და სხვა მცენარეებით დაფარა, მთებიდან მდინა-
რეები და წყაროები გადმოადინა, ტბები წყლით აავსო და შიგ
თევზები ჩასხა; მყარ მიწას ირგვლივ თეთრი, წითელი და შავი
ზღვები შემოავლო, და ყველაფერ ამას სკნელი (მიწა) უწოდა.
სკნელის სხვადასხვა მხარე სხვადასხვა ხალხით დაასახლა,
რადგან მრავალფეროვნება ძალიან უყვარდა. ადამიანების
შემდეგ მან ცხოველთა სამყარო შექმნა. მათ შორის ყველაზე
მეტად ხარი მოეწონა.
შენ ხარი გერქვასო, უთხრა დამბადებელმა, ღონიერი ქედი
გაქვს და ადამიანებს მიწის დამუშავებაში დაეხმარეო.
ხარმა დამბადებლის დავალება დიდი სიხარულით მიიღო:
მადლობელი ვარ, რომ ამდენ ცხოველებში მე გამომარჩიეო.
ყოველთვის მზად ვარ გემსახურო და ადამიანებსაც მხარში
ამოვუდგე და თუ ნებას დამრთავ, შენი ზვარაკიც მე ვიქნები,
ჩემო მეუფეო.
ამის შემდეგ ღმერთმა დალოცა და უთხრა: შენსავით ერ-
თგულს და თავდადებულს ვერსად ვიპოვი. გახსოვდეს, ადა-

3 მკითხველთა ლიგა
მიანების შემდეგ დედამიწაზე უპირველეს ცხოველად შენ ჩამით-
ვლიხარო.
და ბოლოს, კეთილ არსებებთან ერთად, ღმერთმა ავი სულე-
ბიც შექმნა დევები, ქაჯები, ალები, ჭინკები, კუდიანები და სხვა
მაქციები, რათა ადამიანებს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა
შესძლებოდათ.
როგორ მოგწონთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი? ჰკითხა
ადამიანებს დამბადებელმა.
ვხვდებით, რომ ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ აქ ისე-
თი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავთო.
ნუ გეშინიათ, მალე ყველაფერი განათდება და ეს უმშვე-
ნიერესი ადგილი ძალიან შეგიყვარდებათო, დააიმედა დამბადე-
ბელმა.

4 მკითხველთა ლიგა
ზესკნელი ანუ ზეციური სამყარო

სკნელი რომ გაენათებინა, დამბადებელმა იგი სინის (ლურჯი


ჟანგი მოუკალავ ქვაბზე), ბროლისა და რვალისაგან (სპილენძი-
სა და კალის შენარევი თეთრი ლითონი) მოჭიქული ცით გადა-
ხურა, თავის ღვთაებრივ სამჭედლოში ოქროს დიდი სფერო გა-
მოჭედა, ცარგვალზე დასვა და მზე უწოდა. შემდეგ ვერცხლისგან
მისივე მსგავსი სფერო გააკეთა, მზის მახლობლად დასვა და
მთვარე უწოდა. ჩხუბი რომ არ მოსვლოდათ, ასე დაარიგა: მზეო,
დაიმახსოვრე, შენ დღისით გაანათებ ქვეყნიერებას, მთვარევ,
შენ ღამით. ადამიანებს
ძალიან შეუყვარდებით და მათი უზანაესი ღმერთები იქნე-
ბით. ახლა თქვენ იცით, თქვენს მოვალეობას როგორ შეასრუ-
ლებთო.
მზე აკაშკაშდა, მთვარე გაიბადრა და მას შემდეგ ერთგულად
ემსახურებიან ქვეყნიერებას.
ამ საქმეს რომ მორჩა, დამბადებელმა გრდემლზე დარჩენილ
ოქროსა და ვერცხლს თავისი სასწაულმოქმედი ჩაქუჩი დაჰკრა,
წვრილ-წვრილ მოციმციმე ნაპერწკლებად გაფანტა და ვარ-
სკვლავებად ააკიაფა ცაზე. ამ ზეციურ სამყაროს ზესკნელი და-
არქვა.
ზესკნელი ღმერთებისა და ქალღმერთების სამფლობელო
იყო. იქ ასვლის ნება მხოლოდ ღვთისშვილებსა და ავი სულების
მბრძანებლებს ჰქონდათ. მზის სახლამდე ზოგჯერ ადამიანებიც
აღწევდნენ. მათ, ჩვეულებრივ, კეთილი და ლმობიერი მზის დე-
და უწევდა ხოლმე მფარველობას.

5 მკითხველთა ლიგა
ქვესკნელი ანუ მიწისქვეშა სამყარო

სკნელისა და ზესკნელის შემდეგ დამბადებელმა შექმნა ქვეს-


კნელი, რომელიც ჩვენი მიწის ქვეშ არის მოთავსებული. იქ,
ადამიანთა წარმოდგენით, ისეთივე ცხოვრება იყო, როგორც მი-
წაზე.
დამარცხების შემდეგ ქვესკნელს თავს აფარებდნენ გველეშა-
პები, დევები, ქაჯები და სხვა ავი სულები. ისინი იქაურ მობინად-
რეებსაც ისევე ავიწროებდნენ, როგორც სკნელში.
ქვესკნელში მდებარეობდა შავეთი, სადაც გარდაცვლილთა
სულები იმყოფებოდნენ. ქვესკნელიდან სკნელში ამოსვლა ადა-
მიანებს მხოლოდ უზარმაზარი ფასკუნჯებისა და არწივების დახ-
მარებით შეეძლოთ.

6 მკითხველთა ლიგა
მთვარე უზენაესი ღვთაება

უხსოვარ დროს, როცა ოჯახისა და თემის უფროსი ქალი იყო,


ქართველთა უპირველეს ღვთაებად მზე ითვლებოდა. მამაკაცე-
ბის დაწინაურების შემდეგ უმთავრესი ადგილი მთვარემ დაიკა-
ვა და უზენაესი ღვთაება გახდა. აბა, დააკვირდით ქართულ
ასომთავრულ ანს , ხომ არ მიაგავს იგი ახალ მთვარეს?
ძველი ქართველები ფიქრობდნენ, რომ მზესა და მთვარეს
ზესკნელში ულამაზესი სასახლე და უმშვენიერესი ბაღი აქვთ,
საოცარი ყვავილებითა და ხეებით მორთული. ეს წალკოტი
დროთა ბრუნვას არ ემორჩილება. აქ ისინი თავიანთ შვილებ-
თან ვარსკვლავებთან ერთად ცხოვრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მთვარე უზენაესი ღმერთია, ზოგიერ-
თი ადამიანივით ცვალებადი ხასიათი აქვს. იგი ხვავსა და ბარა-
ქას აძლევდა ადამიანებს, თუ მათზე განაწყენებული არ იყო.
სავსე მთვარეს უფრო მეტი სიკეთე მოჰქონდა, ვიდრე ნამგა-
ლა მთვარეს.
ადამიანებს მზისა და მთვარის შემქმნელი ღმერთისა ისე არ
ეშინოდათ, როგორც მთვარისა. მათი ბედი მთვარეზე იყო დამო-
კიდებული. მთვარის დღედ ითვლებოდა ორშაბათი, მეგრულად,
თუთაშხა (თუთა მთვარე). ამ დღეს მარხულობდნენ და ხორცს
არ ჭამდნენ. აუცილებელ შემთხვევაში საპატიო სტუმარს მინ-
დორში ან ბაღში გაუშლიდნენ ხოლმე სახსნილო სუფრას.
ამ დღეს სახლიდან არაფრის გაცემა არ შეიძლებოდა არც გა-
სასყიდად, არც სანათხოვროდ. თუ ვინმე თავისი ხელით სახლი-
დან რაიმეს გასცემდა, მთვარე გაბრაზდებოდა და იმ ადამიანის
სახლი ნელნელა დაცარიელდებოდა.
მთვარის დღეს არავითარი მნიშვნელოვანი საქმის დაწყება
არ შეიძლებოდა, ყანას არ თესავდნენ, ვაზს არ რგავდნენ და სა-

7 მკითხველთა ლიგა
ერთოდ, უქმობდნენ. ამ დღეს სამოგზაუროდ არ წავიდოდნენ,
მნიშვნელოვანი საქმეც რომ ჰქონოდათ. თუ გზაში იყვნენ,
წყალს არ სვამდნენ არც მდინარისას, არც წყაროსას. სჯერო-
დათ, რომ ამ დღეს მთვარე თავის ბოროტ ძალას გამოიჩენდა და
შხამიან ცხოველთა შემწეობით წყალს ისეთს გახდიდა, ვინც და-
ლევდა, უსათუოდ ავად გახდებოდა. ალბათ ხშირად გაგიგონი-
ათ: ორშაბათი თარსი დღეაო. ასეთი შეხედულება უძველესი
დროიდან მოდის.
ზოგიერთებს (მაგალითად, სამეგრელოში) დღემდე სჯერათ,
რომ მათი ბედიღბალი მთვარეზეა და მოკიდებული და ამიტომ
ცდილობენ, ერთმანეთს დაასწრონ ახალი მთვარის დანახვა.
ერთი რომ დაინახავს, თავის ამხანაგს აჩვენებს. ზოგი ხელებს
გაიწვდენს მთვარისკენ მის სადიდებლად, ზოგი ქუდს მოიხდის
და თაყვანსა სცემს, ზოგი ქარქაშიდან ამოღებულ ხმალს ან და-
ნას მიმართავს მისკენ, რომ უფრო კარგად გაუჭრას, ზოგი
თვალთან ფულს მიიტანს და ისე გახედავს, რათა ბევრი ფული
დაებედოს.

8 მკითხველთა ლიგა
მზისა და მთვარის პაექრობა

თავდაპირველად ქართველთა უზენაესი ღვთაება მზე იყო.


ხალხი თვლიდა, რომ მას დიდი მადლი აქვს. მზის სიმბოლოა
თვალი, რომელსაც მზის თვალს ეძახდნენ. მზის სიმბოლური
რიცხვი ცხრა მის ცხრა უმთავრეს თვისებას შეესაბამება. ძველ
ქართველებს მზე მიაჩნდათ სიკეთისა და სიცოცხლის პირველ-
საწყისად, ქვეყნის განმაახლებელად, პურადობის, მასპინძლო-
ბის, სიმამაცის მფარველად, თვალისჩინის გამჩენად, სინათლის
წყაროდ და სიცოცხლის მიმნიჭებელად. ხალხი სიყვარულით
მას დღემდე ცხრათვალა მზეს უწოდებს.
შემდეგ ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა უზანაესობა მთვარეს
მიაკუთვნეს. მთვარე მამაკაცურ ღვთაებად მიაჩნდათ. ასე იმი-
ტომ მოხდა, რომ ოჯახში და თემში მამაკაცი დაწინაურდა და
ყველა მნიშვნელოვან საქმეს ახლა ის უძღვებოდა.
მიუხედავად ამისა, მზე მაინც დამოუკიდებელ ღმერთად დარ-
ჩა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა. ადამიანები
გულმხურვალედ ეგებებოდნენ და სასურველ სტუმრად მიიჩნევ-
დნენ.
მზე და მთვარე, მართალია, უმთავრესი ღმერთები იყვნენ,
მაგრამ ადამიანური თვისებებიც ჰქონდათ.
მთვარე უფრო ეჭვიანი იყო. მიაჩნდა, რომ ნაკლებად აღმერ-
თებდნენ და ამიტომ ექიშპებოდა მზეს.
ამას ადასტურებს ხალხური ლექსიც მზე და მთვარე.
ნათელმა მთვარემა ბრძანა:
ბევრით მე ვჯობივარ მზესა.
დაჯდა, დაწერა წიგნები,
ზენა ქარი მიართმევსა.

9 მკითხველთა ლიგა
მთვარის წერილი რომ მიიღო მზემ შემრიგებლური ტონით
ბრძანა:
მე და ვარ და ის ძმა არის,
რად ვძულდებით ერთმანეთსა?
მაგრამ, მიუხედავად კეთილი განწყობისა, გულმა მაინც ვერ
მოუთმინა და მთვარე გაკენწლა:
ავი ამინდი რომ დადგეს,
ის ხომ ვერ გააშრობს გზებსა!
ამ დავის გადასაწყვეტად ღამის მეხრე მიიწვიეს, რომელმაც
შეძლო ისინი შეერიგებინა.
გადმოცემის თანახმად, მზეს სპილენძის სახლი აქვს, ბრწყინ-
ვალე სამოსი აცვია, რაც ქვეყნიერებას ანათებს. მზე და ადა-
მიანი მეგობრები არიან. მზეს უამრავი თანაშემწეებიც ჰყავს ესე-
ნი მზის დობილები არიან, რომლებსაც მზის სინათლე მიაქვთ
ადამიანებთან. მათ პატარა, ცელქი ბავშვის სახე აქვთ, მზის მახ-
ლობლად ტრიალებენ, დედამიწაზე კი დობილთკოშკებში ცხოვ-
რობენ და ქალებსა და ბავშვებს უთვალთვალებენ. თუ ვინმე
მზეს ძალიან გაუთამამდება და მის მხურვალებას არად ჩააგ-
დებს, მაშინვე სხეულზე მიეკვრებიან და ავად გახდიან. ადა-
მიანები მათთვის პატარა მრგვალ კვერებს აცხობდნენ. ეს კვე-
რები კოშკებში მიჰქონდათ და ზევით ისროდნენ. ძირს დაცემულ
კვერებს კი ბავშვები კრეფდნენ. ამ რიტუალით ავადმყოფობას
თავიდან იცილებდნენ.

10 მკითხველთა ლიგა
ვინ იყო ნიშხა და სიბნელესთან მებრძოლი
ღმერთქალი ბარბალე?

ქართველებს ბევრი სახალისო საბავშვო თამაშობა გვაქვს.


ერთი მათგანია ძველებური ნიშხა-ნიშხა-ბარბალუკა. ბავშვები
ხელჩაკიდებული დადგებიან ერთიმეორის პირისპირ ხუთიოდე
მეტრზე ან უფრო დაშორებით. ერთი მწკრივიდან დაიძახებენ:
ნიშხა, ნიშხა! მეორედან უპასუხებენ: ბარბალუკა.
ახლა ისევ პირველი მწკრივიდან დაიძახებენ: ქალი გვინდა!
მეორენი ჰკითხავენ: ვისი? პირველები დაასახელებენ, ვინც უნ-
დათ. დასახელებული პირველი მწკრივისკენ გაიქცევა, თუ გაგ-
ლეჯს, ერთ მოთამაშეს წაიყვანს, თუ ვერა იქვე რჩება.
გამარჯვებული ის მხარეა, ვინც მეტ მოთამაშეს დააგროვებს.
ეს თამაში მზის, მთვარისა და მათი მოწინააღმდეგე შავბნელი
ძალის გველეშაპის ბრძოლას ასახავდა.
ვის არ მოუსმენია ხალხური ლექსი:
მზე დედაა ჩემი,
მთვარე მამა ჩემი,
გუნდი-გუნდი
ვარსკვლავები და
და ძმაა ჩემი.
მზე და მთვარე მართლაც მშობლიური მზრუნველობით ეპ-
ყრობოდნენ ადამიანებს.
შავბნელი ძალა ვერაგი და გულბოროტი ციური გველეშაპი
ნიშხა კი ცდილობდა მთელი სამყარო წყვდიადით დაეფარა, ყო-
ველი სულდგმული დაეშინებინა და დაემორჩილებინა. ამიტომ
ემტერებოდა მზესა და მთვარეს. ცდილობდა გადაეყლაპა ისინი.
ამ დროს ხდებოდა მზის ან მთვარის დაბნელება.

11 მკითხველთა ლიგა
ცოცხალი არსებები განგაშს ტეხდნენ. ადამიანები კი ღმერ-
თქალ ბარბალეს ეძახდნენ: ბარბალე, გაიღვიძე! მათ ხმას რომ
გაიგონებდა, ბარბალე ყველა საქმეს მიატოვებდა და მნათო-
ბებს დაიხსნიდა.
ბარბალე ნიშხას დატუქსავდა. ისიც კუდამოძუებული წყვდი-
ადში იმალებოდა და ახალი თავდასხმისათვის ემზადებოდა,
მაგრამ ბარბალეს შიშით ამას ხშირად ვერ ახერხებდა.
ადამიანებს უყვარდათ სიბნელესთან მებრძოლი ბარბალე,
რომელიც მათ სხვადასხვა დაავადებებისგან იფარავდა, უსი-
ნათლოს თვალის ჩინს აძლევდა, მაგრამ თუ გაჯიუტდებოდნენ,
თაყვანს არ სცემდნენ და მის რჩევებს არ გაითვალისწინებდნენ,
ავადმყოფობას უგზავნიდა, რაც ზოგჯერ სავალალო შედეგითაც
მთავრდებოდა.
ბარბალეს უყვარდა რკინისა და მწვანე რტოებით დამზადებუ-
ლი წრეები, კვირისტავები და სფეროსებური საგნები. იგი დე-
დურ ძალებს მფარველობდა და ნაყოფიერებას აძლევდა. მისი
დღეობა ზამთრის მზის ბუნიობის ზეიმად ითვლებოდა.
ბარბალობის შემდეგ დღე იმატებდა და ღამე იკლებდა. ამ
დროს მისი გულის მოსაგებად მიჰქონდათ შესაწირავები: რძის
ფაფა, ლობიოსა და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ხაჭაპურე-
ბი, აცხობდნენ ბასილაკვერს, რომელიც მზის დისკოს გამოსა-
ხავდა.

12 მკითხველთა ლიგა
ელიას, ლაზარესა და ციური ეტლის ამბავი

ელია და ლაზარე მზისა და მთვარის შვილები არიან. როდე-


საც წამოიზარდნენ, მშობლებმა მათ ოქროსრაშებიანი ეტლი
აჩუქეს და ღრუბლები ჩააბარეს, რომ ჭირნახულისთვის მფარვე-
ლობა გაეწიათ.
ელია თავიდანვე ზარმაცი, ჯიუტი და თავნება იყო. ერთხელ,
როდესაც მზე თავისი საქმებით იყო დაკავებული, ელია მიეპარა,
ერთი სხივი მოსტაცა და უბეში დამალა. ამის შემდეგ კარგად ვე-
ღარ ხედავდა.
ლაზარე უფრო მშვიდი, გონიერი და მეოცნებე იყო. იტაცებდა
მტრედისფერი ღრუბლების ცქერა, რომლებიც მალ-მალე იც-
ვლიდნენ სახეს და მათი სილამაზით ტკბებოდა. უყვარდა, მრა-
ვალფეროვანი ხასხასა მწვანე მცენარეები ცას რომ შესციცინებ-
დნენ და მათ ჟუჟუნა წვიმას მოუვლენდა ხოლმე. მცენარეებიც
თანდათანობით იზრდებოდნენ და ფიანდაზად ეფინებოდნენ.
ოცნებაში ჩაფლულს ზოგჯერ ჩაეძინებოდა და მიწაზე საშინელი
გვალვები დგებოდა.
მცენარეებთან ერთად ადამიანებიც განიცდიდნენ წყლის ნაკ-
ლებობას და მოსავლის ბედი აწუხებდათ. სოფლის გოგოები
ლაზარეს თოჯინას აკეთებდნენ და კარდაკარ სიმღერით დადი-
ოდნენ:
ახ, ლაზარე, ლაზარე!
ლაზარ მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა,
ცხავი აცხავებულა,
წვიმა აჩქარებულა.
ღმერთო, მოგვეც ცის ნამი,
აღარ გვინდა მზის თვალი;

13 მკითხველთა ლიგა
აღარ გვინდა გორახი,
ღმერთო, მოგვეც ტალახი.
მათ ხმაზე ლაზარე გამოიღვიძებდა და მიწას წვიმას მოუვ-
ლენდა. თუ ბევრი ღრუბელი მოგროვდებოდა, თავსხმა წამოვი-
დოდა. თქეშის ხმაზე ზარმაცი ელიაც იღვიძებდა, გაბრაზებული
ლაზარეს სადავეებს გამოსტაცებდა და ეტლს სწრაფად გააქრო-
ლებდა. ამ დროს გრგვინვისა და ჭექა-ქუხილის ხმა ისმოდა.
ელია ღრუბლებს წვეთებად გადაქცევას არ აცდიდა და თავის
ელვარე მათრახს ურტყამდა. ამიტომ წვიმას ხშირად სეტყვაც
გამოერეოდა. ბეცი ელია მტყუანსა და მართალს არ არჩევდა და
ხან სად დაარტყამდა სეტყვას, ხან სად. ზეციური ეტლის ქროლ-
ვით გახალისებული უბეში ჩამალულ სხივს ამოიღებდა და ხეებს
მეხად ეცემოდა. უფრო მუხებს ემტერებოდა, რადგან ისინი ელი-
ას არ ემორჩილებოდნენ, მიწაზე მტკიცედ იდგნენ და ამაყად
შრიალებდნენ.
ელიას ეტლის გრიალი არ ბეზრდებოდა და წვიმებიც ზოგჯერ
ხანგრძლივად გრძელდებოდა. შეწუხებული ხალხი ისევ ლაზა-
რეს თოჯინას ევედრებოდა:აღარ გვინდა ტალახი, ღმერთო,
მოგვეც გორახი.
ლაზარე ცდილობდა, ელიასაგან ეტლის სადავეები დაებრუ-
ნებინა. როდესაც ამას ახერხებდა, ეტლი სვლას ანელებდა და
ცაზე ისევ მზე ანათებდა.

14 მკითხველთა ლიგა
ცისა და დედამიწის კამათი

უძველეს დროში სიტყვა დედამიწა დღევანდელი მნიშვნელო-


ბით არ იხმარებოდა, მას ქვეყანა ერქვა. დედამიწა ნიშნავდა მი-
წის დედას. მიწის დედა კი იყო ქალღმერთი, რომელიც ზრუნავ-
და დედამიწის ბინადართათვის. ის ცასაც კი უწევდა მეტოქეობას
და მხოლოდ შემოქმედ ღმერთს დამბადებელს ემორჩილებოდა.
ლექსში ცისა და ქვეყნის ბაასი დედამიწა არაფერს უთმობს ცას.
ცამ გადმოხედა დედამიწას, ეგონა, დავამარცხებო და ამპარ-
ტავნულად დაიწყო კამათი:
ქებით არ ვიტყვი ამასა,
მე რომ ვარსკვლავებს დავისხამ,
შენ რას იზამ იმის ფასსა?
დედამიწამ ღირსეულად უპასუხა:
კვეხნით ნუ იტყვი მაგასა!
გაზაფხულს ავაბიბინებ,
ავაყვავებ იავარდსა.
მე რომ მოსავალს მოვიყვან
შენ რას იზამ იმის ფასსა?
ცამ ამის სანაცვლოდ ვერაფერი თქვა და პირდაპირ მუქარა-
ზე გადავიდა:
შენ რომ მოსავალს მოიყვან,
მე გავუჩენ ალმურ ქარსა,
ისეთ გვალვას დავაყენებ,
სულ დაგიწვავ მთა და ბარსა.
მაგრამ დედამიწა ცის მუქარას არ შეუშინდა და დარბაისლუ-
რად უპასუხა:
საცა მინდა, იმ ადგილას
გამოვადენ წყაროს წყალსა,

15 მკითხველთა ლიგა
ქვევიდან სიგრილეს მივცემ,
გავუკეთებ ყანას თავსა,
დამშეულებს გამოვკვებავ,
შევინახავ ქვეყანასა.
განრისხებული ცა არ ცხრებოდა:
შენს ნათესს და ნამუშევარს
ბდღვირს ავადენ ყველას გარსა,
ელვასეტყვას გამოვუშვებ,
სულ დავიტან მთა და ბარსა.
დედამიწა ამ სიტყვებმა გაამხიარულა:
სეტყვა საიდან იქნება,
საძირკველი ჩემზე დგასა?
სეტყვას შენ ვერ გამოგზავნი,
ზღვიდან თუ არ მოგცემ წყალსა?
ცა მაინც არ ცხრებოდა: ერთი მითხარი, ღმერთი სად ბინად-
რობს, ცაში თუ მიწაზეო?
იოლი შეკითხვაა, უთხრა დედამიწამ, ღმერთი ჯერ მიწაზე
იყო და შემდეგ ცაში ამოვიდა, შენი ღრუბლები შვიდმაგად დაკე-
ცა და თავის ტახტზე დაბრძანდაო.
ცამ ვეღარაფერი თქვა და გამარჯვება დედამიწას დარჩა.

16 მკითხველთა ლიგა
ყელღილიანი და მხიარული სამძივარი

სამძივარი უძველესი ქალღმერთია, იმდროინდელი, როდე-


საც მზე იყო ქართველთა უპირველესი და უზენაესი ღმერთი. ის
მზის მიმყოლია, მზის ამალის წევრი, სიცოცხლით სავსე, ლაღი
და თავისუფალი, ღვთაებათა შორის ყველაზე მხიარული, ხალი-
სიანი და უბოროტო. ამ ჩვენს ქალღმერთს არც სილამაზე აკ-
ლია, არც ეშხი. ოქროს თმები აქვს და ფეხზე კოხტა ოქროს ქო-
შები აცვია. უყვარს კოპწიაობა, კოხტაობა, სიარულის დროს ღი-
ლებისა და ქამრის მოსართავების აჟღრიალება. სამძივარი გი-
ორგი ნაღვართმშვენიერის დობილია. ორივეს სალოცავი ხატი
ხახმატში აქვთ.
მონადირეები მათ ნადირობაში ხელის მომართვასა სთხო-
ვენ: თუ ნადირს მომაკვლევინებთ, ირმისა და ჯიხვის რქებს მო-
გართმევთო~. და მართლაც, სალოცავი სავსე იყო ამგვარი რქე-
ბით. სამგზავროდ მიმავალ მლოცველებს ხავიწისგულიანი
(თაფლისა და მოშუშული პურის ფქვილისაგან, ან ერბოსა და
პურის ფქვილისაგან დამზადებული საჭმელი) სამი ქადა მიჰქონ-
დათ ხატში და ევედრებოდნენ:
თქვენ გეხვეწებით მგზავრნი მოგზაურნი, მოგვეცით მშვიდო-
ბიანი მგზავრობა და ნურც დაგვაზარალებთო~. სამძივარი ნა-
დირსაც პატრონობდა, ბევრჯერ გადაუყვანია ირმები და ჯიხვები
ქაჯავეთის საძოვრებზე. მისი ხატი რჯულიან-ურჯულოს სალოცა-
ვიც იყო. მლოცველები ასე მიმართავდნენ: სამძივარო და გიორ-
გი, მოდე-მოძმენო, თქვენ თქვენს მახვეწრებს, მოსალმეებს ნუ
მოაწყენთ, ნუ მოიძულებთ~. სამძივარს ჩვეულებრივი ქალივით
უყვარდა ჭორაობა, მან ყველაფერი იცოდა: მაგის გაუგებელი
არაფერი არ იქნებისო~, ამბობდნენ ხევსურები. გართობის მიზ-

17 მკითხველთა ლიგა
ნით დადიოდა სოფლელი ქალივით გამოწყობილი, ზოგჯერ
უპოვარივით თავს აცოდებდა ადამიანებს.
როგორ მომშიებია, ქა, ეტყვის სოფლის დედაკაცებს, შორი
გზა გამოვიარე და საგზალიც გამითავდა.
უი, მომიკვდეს თავი, შეიცოდებს რომელიმე გულუბრყვილო
დედაკაცი, ეგ რა დაგმართია, შე საცოდავო. აგერ პური და ყვე-
ლი. გამომართვი, ნუ გერიდება. ნეტავი ცოტაოდენი ღვინო წა-
მომეღო ამ წყაროზეა, დალევდი და გულს დაგიჭერდაო. წყალი
მაინც დააყოლე, ქალო, თორემ ეს ცარიელი პური და ყველი
რას გიზამსო.
გულში კი ეცინება სამძივარს, ხითხითებს თავისთვის. ახლა
ჭუჭყიან ხელებს დაანახვებს განგებ იმ ქალებს.
უიმე, რას გიგავს ეგ ხელები, აიღე ეს საპონი და დაიბანე,
რაიმე ავადმყოფობა არ შეგეყაროს, შე საცოდავო, გულწრფე-
ლად შეიცოდებს რომელიმე.
ლამის გადაიკისკისოს ხელსამძივარმა, იმათ კი ეუბნება:
მადლობელი ვარ, ქალებო. თქვენს პატივისცემას რა დამა-
ვიწყებს. აგერ, ტყეში შევალ და ფხალეულს მოგიკრეფთ, იქნებ
გამოგადგეთო.
წავიდა და იმდენი ფხალეულს მოიტანა, რომ დედაკაცები მის
წაღებას ვერ აუდიან.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებაა, დასაქორწინებელი ვაჟე-
ბის გაქილიკებასაც არ ერიდება. იგი მათი საცოლეების სახით
ეჩვენება. ისინიც ცდილობენ, რომ თავი მოაწონონ.
ერთხელ აბულეთაურების იმედას თავის საცოლე ელენედ
მოაჩვენა თავი, გაუცინა, ჩაუკისკისა და ვაჟმაც ცოლად გაყოლა
სთხოვა. სამძივარიც დათანხმდა.
ვაჟმა სარძლო სახლში მიჰგვარა დედამისს, თვითონ კი სამ-
კაულების საყიდლად წავიდა.

18 მკითხველთა ლიგა
დედი, ხახმატის ხატში მინდა წასვლა და ქადა გამომიცხეო,
სთხოვა ვაჟის დედას.
დედაკაცს არ მოეწონა სარძლოს ასეთი სითამამე და უკმე-
ხად უთხრა: შენ თვითონ გამოაცხვეო. სარძლომ ცეცხლზე დაჰ-
კიდა ქვაბი. ვაჟის დედას გაჰკვირვებია დიდი ქვაბი რომ დაუნა-
ხავს: ამდენი ერბო არ მქონდა, საიდან მოიტანაო.
მივიდა, ნახა თავისი ერბოს ქილა. მხოლოდ სამგან ჰქონდა
თითი ოდნავ მოსმული, სხვა არაფერი ჰქონდა მოკლებული. ასე
მიხვდა, რომ ეს ქალი ჩვეულებრივი ადამიანი არ უნდა ყოფილი-
ყო.
რა გინდოდა ჩემი შვილისგან? გამრჯე და გულადი ვაჟკაცია,
რატომ დასცინეო? უსაყვედურა დედაკაცმა.
არაფერს ვერჩოდი, მაგრამ საცოლეს სიტყვის თქმა რომ ვერ
გაუბედა, მინდოდა, უფრო თამამად მოქცეულიყო; რა სჭირს
შენს ვაჟს შუათ ელენეს დასაწუნიო, უთხრა სამძივარმა და
სთხოვა, თუ შეიძლება, ამ სამ კვერს გამოვაცხობ და წავალო.
იმედას დედამ ნება დართო. თავისი საქციელით დარცხვენი-
ლი სამძივარი დაემშვიდობა დედაკაცს და უცებ გაფრინდა, ლე-
ბაისკარის ციხის წვერზე დაჯდა და იქიდან დაუძახა თავის
მლოცველებს: ამ ციხეში მრევლი არ შევიდესო, მერე გადახ-
ტა და მთას თავზე გადაევლო. ეს იმიტომ, რომ იმ დედაკაცმა იც-
ნო და იქ აღარ ედგომებოდა. ასეთ სახალისო ცელქობასთან
ერთად სამძივარი სიკეთესაც ბევრს აკეთებდა.
ერთმა გუდანელმა დედაკაცმა თეთრი ძროხა დაკარგა. ღა-
მით ეძება და ვერ იპოვა. ბოლოს ხახმატის ხატს შეევედრა: ჩემო
კეთილო პატრონო სამძივარო, ოღონდ ჩემი შვილების მარჩენა-
ლი ძროხა მაპოვნინე და პირველივე ხბოს რომ მოიგებს, შენ შე-
მოგწირავო.
მეორე დღეს ისევ წავიდა ძროხის საძებნელად და ერთი ულა-
მაზესი, ქათქათა თეთრსამოსელიანი ქალი დაინახა, რომელიც
19 მკითხველთა ლიგა
მზესავით ბრწყინავდა და ყელზე მოციმციმე ღილების მძივი ეკი-
და.
დედაკაცმა თავის სალოცავ ხატს თვალი ვერ გაუსწორა.
მაშინვე მივხვდი, რომ სამძივარი იყო, ჰყვებოდა იგი, ჩემს
ძროხას და ახალშობილ ხბოს ყარაულობდა და დავიმალეო. ჩე-
მი მოსვლა რომ გაიგო, მაშინვე გაუჩინარდა, იმის მადლის ნა-
თელს ვენაცვალეო.
დედაკაცმა ძროხა და ხბო სახლში წაიყვანა. ის ხბო წლისა
რომ შესრულდა, როგორც აღთქმული ჰქონდა, ხახმატის ხატს
შესწირა. მას შემდეგ ბარაქა არ მოკლებია მის ოჯახს.
მიუხედავად სამძივარის ადამიანური ცელქობისა, ის მაინც
ძალიან უყვარდათ მლოცველებს და კეთილი ღიმილითაც მოიხ-
სენიებდნენ. სამძივარიც შემწეობას არ იშურებდა მათთვის.

20 მკითხველთა ლიგა
ვინ იყო მორიგე ღმერთი?

ქვეყნიერების საქმეების მომწესრიგებელი უზენაესი ღვთაება


მორიგე ღმერთი იყო. მორიგე იმიტომ ერქვა, რომ ქვეყნიერე-
ბის წესრიგს განაგებდა და ყველა მის ბრძანებას ემორჩილებო-
და. ძველი ქართველები მიჩნევდნენ, რომ:
კავკასიონის ყველაზე მაღალ მთაზე დგას ცხრათვალა, ბედ-
გაუტეხელი და ცასაწვდენილი ციხე. აქ ღმერთების კარია. ციხის
შუაგულში ამოსულია ქვესკნელში ფესვებგადგმული უზარმაზა-
რი ალვის ხე, რომელსაც კენწეროში ყურძენი ასხია. ხის წვერო-
შივეა გამობმული ცხრაწვერი ოქროს ჯაჭვი.
სულ მაღლა, ოქროს ტახტზე ზის მორიგე ღმერთი და თავისი
ოქროს პირით ბრძანებებს გასცემს. ალვის ხის ტოტებზე პირ-
მშვენიერი და თეთრმხრიანი ღვთისშვილები არიან განლაგე-
ბულნი. ხის ფესვებიდან უკვდავების წყარო ვეშაწყარო გადმოს-
ჩქეფს. მას ღვთაებრივი თეთრი გველეშაპი იცავს.
ბედგაუტეხელი ციხიდან ვეშაწყარომდე არხია გაყვანილი,
რომელსაც დარანი ჰქვია. დარანზე ღვთისშვილები მოძრაობენ.
უმნიშვნელოვანესი დავალებების შესასრულებლად, უზენაესი
ღმერთი ღვთისშვილებს ოქროს სხივებით ან ოქროს ჯაჭვით ჩა-
მოუშვებს ხოლმე დედამიწაზე.
ყოველი ხელმწიფე ღვთაებრივი ადამიანია. გარდაცვალების
შემდეგ ისინი ღმერთებს ოქროს სკამით აჰყავთ ცაში და მისი სუ-
ლი ვარსკვლავეთს უერთდება. მეფის სიკვდილით დამწუხრებუ-
ლი ჭირისუფლები ასე მიმართავდნენ უზენაეს ღმერთებს:
მზეო დედავ, მთვარევ მამავ,
ვარსკვლავებო, ჩემო ძმებო,
ჩამოუშვით ოქროს სკამი,
აღარ არის ხელმწიფეო.

21 მკითხველთა ლიგა
მათი ბედის ვარსკვლავი ცაში ენთო და მათ ბედს განაგებდა.
როდესაც ვარსკვლავი ცას მოსწყდებოდა, ადამიანიც კვდებო-
და.
ღმერთები და ღვთისშვილები მორიგე ღმერთთან მზის ჩას-
ვლის შემდეგ იკრიბებიან და ქვეყნიერების ამბებს მოახსენებენ.
იქ ბოროტ ღვთაებებსაც შეეძლოთ მისვლა.
ქვეყნიერების მართვაში მორიგე ღმერთს სხვა ღმერთები და
ღვთისშვილებიც ეხმარებოდნენ.

22 მკითხველთა ლიგა
ბოროტ ძალებთან მებრძოლი ღვთისშვილები
- ბუქნაი ბაადური და სხვები

ძველ ქართველთა უზენაესი ღმერთები, მთვარე და მზე ქვეყ-


ნიერებას თავის ცხოველმყოფელ სხივებს აფრქვევდნენ და სი-
ცოცხლეს ახარებდნენ. ზესკნელში, მეშვიდე ცაზე, ბინადრობდა
მორიგე ღმერთი და ქვეყნიერების საქმეებს განაგებდა, მაგრამ
ერთხელაც დაინახა, რომ დედამიწა სიბნელეში შთანთქმული-
ყო. იქ ისე გამრავლებულიყვნენ დევები, ქაჯები, ჭინკები, ალები
და სხვა ბოროტი სულები, რომ ადამიანებს არსებობა უჭირდათ.
ეს ბოროტი სულები ხალხს ავიწროებდნენ იტაცებდნენ, კლავ-
დნენ, თავიანთ სამფლობელოებში იძულებით ამუშავებდნენ.
ადამიანები მთვარესა და მზეს შველას შესთხოვდნენ.
იასაულებისგან გაიგო მორიგე ღმერთმა ეს ამბავი, ძალიან
შეწუხდა და გადაწყვიტა, ვარსკვლავებისგან ბოროტ ძალებთან
მებრძოლი ღვთისშვილები შეექმნა.
თავდაპირველად ადამიანის სახე ბუქნაი ბაადურს მიანიჭა.
მწვანე ტანსაცმელით შემოსა და რკინის ფეხსაცმელები ჩააცვა,
თავზე თეთრი ჩაჩქანი დაახურა, მისცა თეთრი ცხენი, რომელ-
საც შეეძლო ფრენა, მთიდან მთაზე გადავლება, ცის სიღრმეთა
მოვლა და ღრუბელივით ჰაერში ცურვა. ამ ცხენს ბედის ბე-
დაური ერქვა. მორიგემ ბაადურს საუკეთესო მათრახი აჩუქა და
უთხრა: წადი დედამიწაზე, დევებს შეებრძოლე, დახოცე ისინი
და ხალხს შვებამოუტანე.
მალე სხვა ღვთისშვილებიც შემოგიერთდებიან, მათაც უწი-
ნამძღვრე და შემწეობა აღმოუჩინე. ამ საქმეში შენ ჩემი უშუალო
თანაშემწე იქნებიო.
ბუქნაი ბაადური ბედის ბედაურით სანეოს მწვერვალზე დაეშ-
ვა და იქ თავისი ხატი დააარსა. ახლა ადამიანები ხევისბერების
23 მკითხველთა ლიგა
პირით მას მიმართავდნენ საშველად და ისიც დაუზარებლად ეხ-
მარებოდა.
გავიდა ხანი. მორიგე ღმერთი მიხვდა, რომ ბაადური უამრავ
საქმეს ვეღარ აუდიოდა და სხვა ღვთისშვილიც შექმნა. მათ შო-
რის იყო თეთრი მთის ქორად წოდებული თერგაულთერ-
გვაული.
დედამიწაზე დაშვებამდე მორიგემ თერგაულსაც ჩააცვა მწვა-
ნე კაბა, სპილენძის ჩექმები, საყელოს შესაბნევად ოქროს სა-
კინძე გაუკეთა, საგმიროდ ცხრაწახნაგიანი მათრახი და ქაჯების
ურმით მოტანილი დიდი ოქროს ბურთი მისცა.
თერგაულთერგვაული ქუდსახდელას გორაზე დაეშვა და ავ-
სულებს შავი დღე დააყენა.
მალე მორიგე ღმერთმა წესრიგის დასამყარებლად და მათ
დასახმარებლად სხვა ღვთისშვილებიც, კვირია, კოპალა, იახსა-
რი, პირქუში, ლაშარის გიორგი და სხვები ჩამოუშვა ციდან.

24 მკითხველთა ლიგა
ბრძენი კვირია-ხმელეთმოურავი

გადმოცემით, კვირია მორიგე ღმერთის შვილია. ის ღვთის-


შვილთა შორის სწავლის სიყვარულით გამოირჩეოდა. თანაც
ღონიერი და ძლიერი იყო. დაწვრილებით იცოდა როგორც ზეს-
კნელის, ისე სკნელის ამბები. მორიგე ღმერთმა იგი თავის
მრჩევლად დანიშნა და ქვეყნიერების საქმეების მოგვარება
ჩააბარა. კვირია სულეთსაც მფარველობდა.
მას მორიგე ღმერთის ახლოს კარავი ედგა. ამ კარავში სამ-
წერლო ჰქონდა გამართული, იქვე წყვეტდა სამართლის საკით-
ხებს და ადამიანების ბედს განაგებდა. კვირია შორსმჭვრეტელი
და ნიჭიერი იყო, ყოველგვარ ძნელად გადასაწყვეტ საქმეს ად-
ვილად უღებდა ალღოს. მისი ბრძანებების შესრულება ღვთის-
შვილებისთვის სავალდებულო იყო. თუ ვინმეს მათი შესრულება
გაუჭირდებოდა, ეხმარებოდა.
მორიგე ღმერთი ქვეყნიერების საქმეებში არ ერეოდა. იგი
მხოლოდ განკარგულებებსა და ბრძანებებს გასცემდა. მათი
შესრულება იასაულებს ევალებოდათ. იასაულებს გაწვრთნილი
მგლებისა და მწევარი ძაღლების სახე ჰქონდათ. ყველა
იასაული ემორჩილებოდა კვირიას, რომელსაც მორიგე ღმერთი
ძალიან ენდობოდა. ღვთისშვილები უმისოდ მნიშვნელოვან საქ-
მეებს ვერ წყვეტდნენ. რაკი მიწიერი საქმეების მოგვარება ევა-
ლებოდა, კვირიას ხმელეთმოურავსაც ეძახდნენ.
კვირია დახელოვნებული მჭედელიც იყო. მის მსგავსად
იარაღს ვერავინ გამოჭედავდა. სწორედ მან გამოჭედა სამას-
ლიტრიანი ლახტი, რომლის გამოყენების უფლებაც ღვთის-
შვილთა შორის გამართულ შეჯიბრში გამარჯვებულმა იახსარმა
მოიპოვა.

25 მკითხველთა ლიგა
კვირია ღვთისშვილებს მიწიერი გმირობისთვის საჭირო ძა-
ლას ანიჭებდა. როდესაც იახსარმა კვირიას დევების ასალაგმა-
ვად ხუთი ძალა სთხოვა, კვირიამ მას სამი ძალა მისცა. იახსარს
გულში კი ეწყინა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა
და მის გადაწყვეტილებას დაემორჩილა.
კვირია ნაყოფიერებასა და სიყვარულსაც მფარველობდა.
იგი დიდად ზრუნავდა დედამიწაზე ადამიანებისა და ყველა სუ-
ლიერის გამრავლებისთვის, მიწის ნაყოფის ბარაქისთვის. ადა-
მიანები კვირიას მორიგე ღმერთის შემდეგ აყენებდნენ და შეს-
თხოვდნენ: შენ უშველე შენთა ყმათა... წელი მშვიდობისა
დაუყენე, წულსა (ოჯახსა) და წულის აკვანს უმატე, ახალი წელი
მშვიდობიანი და ღალიან-ბარაქიანი გაუთენეო.

26 მკითხველთა ლიგა
გმირი კოპალას ამბავი
კოპალას შურისძიება

ხალხისთვის თავდადებულ, მშვიდობიანი და ბარაქიანი


წლის მომტან ღვთისშვილ კოპალას დედა ჩვეულებრივი ადა-
მიანი ჰყავდა. იმ დროს დედამიწაზე დევები ცხოვრობდნენ. მათი
მთავარი სამყოფელი ციხეთგორი იყო. ისინი ადამიანებს იტა-
ცებდნენ, ხოცავდნენ და სარჩო-საბადებელს ართმევდნენ.
ერთხელ პატარა კოპალა და დედამისი სასეირნოდ წავიდ-
ნენ. სოფელს რომ გასცდნენ, დევებმა ორივენი შეიპყრეს. დედა
მოკლეს, ბავშვი კი ციხეში გამოკეტეს. რომ წამოიზარდა, კოპა-
ლამ თივის ზვინით დაფარული ხვრელი იპოვა და ციხიდან
გაიპარა. გაქცეული სოფლელებმა შეიფარეს.
კოპალას ბავშვობიდანვე ვაჟკაცური თამაშები იტაცებდა. თა-
ნატოლებს მშვილდ-ისრის სროლაში, სირბილში, ქვების აწევა-
ში ეჯიბრებოდა. ბრძოლის წესებს საგულდაგულოდ სწავლობ-
და. როცა დავაჟკაცდა და ფიზიკურად გამოიწრთო, სანადირო-
დაც ხშირად დადიოდა და ბურთაობაშიც ყველას სჯობნიდა.
ღმერთს ევედრებოდა:
იმდენი ძალა მომეცი, დევებს სამაგიერო გადავუხადოო.
ამასობაში დევები მთლად გათავხედდნენ. ხალხმა მორიგე
ღმერთს შველა სთხოვა. ღმერთმა ღვთისშვილები დაიბარა, თა-
ვისი გაკეთებული ლახტი წინ დაუგდო და უთხრა: ვინც ამ ლახ-
ტის აღებას შეძლებს, დევები იმან დახოცოსო.
გაიმართა შეცილება, მაგრამ ლახტი კოპალას მეტმა ადგი-
ლიდან ვერ დაძრა.
წამოვიდა კოპალა და გზაში, არაგვზე, რაც დევები შეხვდა,
ყველა დახოცა. მერე ციხეთგორს ესტუმრა. დევებს ციხეთგორ-

27 მკითხველთა ლიგა
ში ხელმწიფეც ჰყოლოდათ. იგი დევების კრებებსაც იწვევდა და
შავბნელ საქმეებზე ეთათბირებოდა. მის ბრძანებებს ივრისპი-
რას მცხოვრები დევებიც ემორჩილებოდნენ.
კოპალა რომ გამოჩნდა, დევებს საქმე არაფერი ჰქონდათ და
ერთმანეთს ქვების სროლაში ეჯიბრებოდნენ. კოპალა ვერ იც-
ნეს, ისე შეცვლილიყო და დავაჟკაცებულიყო.
რა გინდა, ჩვენთან რამ მოგიყვანაო? ჰკითხეს დევებმა.
რა და, აქედან უნდა აიყაროთ და ციხე მე დამითმოთ. თუ არ
წახვალთ, ძალით გაგრეკავთო.
დევებმა გამოსაცდელად რკინის კუნძთან მიიყვანეს, ხელში
ფოლადის ცული მისცეს და უთხრეს: თუ ასეთი ძლიერი ხარ,
რომ ჩვენს აყრას აპირებ, ეს კუნძი დაჭერიო.
კოპალამ ცული დაჰკრა და რკინა ხესავით შუაზე გააპო.
დევები შეფიქრიანდნენ. მოილაპარაკეს, ქვების სროლა კარ-
გად გვეხერხება, შევეჯიბროთ და ვაჯობებთო.
მოდი, ვიჯილდაოთ, ვინც აჯობებს, ციხეთგორიც მას დარჩე-
სო.
კარგიო, დაეთანხმა კოპალა.
შეჯიბრება ირემთკალოზე გაიმართა. მას დევების ხელმწი-
ფეც ესწრებოდა. მოიტანეს სასროლი ქვა, მაგრამ კოპალამ სიმ-
სუბუქით დაიწუნა. ახლა უფრო დიდი ქვა მოიტანეს. კოპალას
ისიც ემსუბუქა. სხვა რომ ვერაფერი მოახერხეს, ამ ქვას ლავაში-
ვით სხვა ქვაც ზედ დააკრეს და ასე დაამძიმეს.
აი, ეს კი მომწონსო, თქვა კოპალამ და ქვა ხელში შეათამაშა.
დევების ხელმწიფემ თავისი ქვეშევრდომი ქაჯები წინასწარ
გააფრთხილა, ამ ჭაბუკის ნასროლი ქვა უკან გადმოაგდეთო.
დაიწყეს ქვების სროლა. კოპალას ნასროლი ქვა სამოცი ნა-
ბიჯით შორს დაეცა. დაეჭიდნენ ქაჯები, ოფლი ხვითქად გადას-
დიოდათ, ცდილობდნენ, ქვა როგორმე უკან გადმოეგორები-
ნათ. კოპალამ თვალი მოჰკრა მათ და კიდევ ერთხელ დარწმუნ-
28 მკითხველთა ლიგა
და დევების უსინდისობაში. ისე დაიქუხა, რომ ქაჯები შიშისაგან
ცხრა მთას იქით გადაიკარგნენ. გაცეცხლებული კოპალა თავი-
სი ლახტით ახლა დევებს დაერია და ხელმწიფიან-ნაზირ-
ვეზირებიანად ერთიანად ამოწყვიტა. ღმერთს მადლობა შესწი-
რა და დედის სულის მოსახსენიებლად ზესკნელიდან წამოღებუ-
ლი სანთელი დაანთო. ამ ამბის შემდეგ კოპალას ბოროტ დევებ-
თან ბრძოლა არ შეუწყვეტია და ყოველთვის იმარჯვებდა.

29 მკითხველთა ლიგა
კოპალა ბუმბერაზ დევებს ამარცხებს

ირემთკალოზე დევები რომ დაამარცხა, კოპალა ახალი საგ-


მირო საქმეებისათვის მოემზადა. იმ დროს თურმე ერთი ისეთი
ძლიერი დევი ყოფილა, რომ ვერავინ ერეოდა. გალაღებული
დადიოდა და ადამიანებს დიდ ზიანს აყენებდა. კოპალა მიხვდა,
რომ იმ დევს პირისპირ ბრძოლაში ვერ დაამარცხებდა. დიდხანს
ფიქრობდა, რა ექნა. ბოლოს დალაქივით გამოეწყო და ამ დევს
კარზე მიადგა და იკითხა: თავის გადაპარსვა ხომ არავის უნ-
დაო?
დევმა აივნიდან გადმოიხედა და გადმოსძახა: აბა აქეთ მოდი,
თავის გადაპარსვას რახანია ვაპირებდი, მაგრამ ყოველთვის
მეზარებოდა; რახან შენი ფეხით მოსულხარ, ბედიც ამას ჰქვიაო.
კოპალამ თავისი ხელსაწყოები ამოიღო და საქმეს შეუდგა,
თან დევის თავს ათვალიერებდა, სუსტი წერტილი სადა აქვს,
რომ უფრო ადვილად დავამარცხოო.
ეს დევი ერთი თავგასული ვინმე იყო. ვინც კი შეხვდებოდა,
ყველასთან თავისი ღონის გამოჩენას ცდილობდა. ახლაც კოპა-
ლას კისერზე ხელი ისე დააჭირა, კინაღამ მოსტეხა. კოპალა შე-
წუხდა, დევმა კმაყოფილებით ჩაიცინა და გაპარსულ თავზე ხე-
ლი გადაისვა, შენი ხელობა რა კარგად გცოდნიაო.
კოპალა ღმერთთან მივიდა და უთხრა: თუ ღონეს არ მომიმა-
ტებ, ბუმბერაზ დევებთან ბრძოლა გამიჭირდებაო. ღმერთმა თა-
ვის რჩეულ გმირს ოქროს ქსოვილი შემოახვია და გზა დაულო-
ცა. ღვთისშვილი ისევ იმ ხეპრე დევის სასახლეს მიადგა, ისე
შეუძახა, რომ მთებმა ბანი მისცეს. დევი გარეთ გამოვიდა: ვა,
ჩვენი დალაქი მოსულაო, გაიკვირვა. როცა შეატყო, რომ საქმე
სახუმაროდ არ ჰქონდა, კოპალასკენ გამოექანა. კოპალამ თა-
ვისი ცეცხლოვანი ლახტი პირდაპირ თავში დაჰკრა და დევი სი-

30 მკითხველთა ლიგა
ცოცხლეს გამოასალმა. მერე მისი ოჯახიც ამოწყვიტა. ნადავ-
ლად ცხვარ-ძროხა წამოიყვანა, თან ის ლომიც გამოაყოლა,
დევს რომ ძაღლის მაგივრობას უწევდა.
ამ ბრძოლის შემდეგ კოპალა სახელგანთქმულ და უძლეველ
სუმბატ დევთან შესარკინებლად მოემზადა.
სუმბატ დევი საზარელი შესახედავი იყო, სახით შავ მთვარეს
ჰგავდა, მხოლოდ ერთი ბრდღვიალა თვალი ჰქონდა და ურჩხუ-
ლივით პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. თვით უზენაეს ღმერთსაც
კი ეურჩებოდა და თავი მასზე ნაკლებად არ მიაჩნდა. მას გან-
ზრახული ჰქონდა, ჯერ ღვთისშვილები ჩაეგდო ხელში და
დაემორჩილებინა და ამით უზენაესი ღმერთი დაესუსტებინა, რა-
თა შემდეგ მისი ადგილი თვითონ დაეკავებინა. სუმბატ დევმა
თავდაპირველად ერთ-ერთი ღვთისშვილი გიორგი ნაღვარმშვე-
ნიერი დაატყვევა და თავის ციხესიმაგრეში გამოამწყვდია, შემ-
დეგ ბუქნაი ბაადურის შესაპყრობად სანე-ღელისაკენ გაემართა.
სწორედ ამ დროს ბაადურის გასაფრთხილებლად ზესკნელი-
დან კოპალაც ჩამოესვეტა და სუმბატ დევს გადაეყარა. სუმბატ
დევს კოპალა ბაადური ეგონა და დაეჭიდა. კოპალასაც ეგონა,
ეს ბაადურია, ალბათ მეხუმრება და დევის სახე იმიტომ
მიუღიაო.
ახლა კი ვერ დამისხლტები ხელიდან, ბაადურ! ისეთ დღეს
დაგაყრი, შენი ღმერთიც ვერაფერს გიშველისო, კბილების
ღრჭიალით დაიბუბუნა დევმა. კოპალა მაშინვე მიხვდა, ვისთა-
ნაც ჰქონდა საქმე, ხელიდან მარჯვედ დაუსხლტა, ჰაერში აფ-
რინდა, ოქროს ქსოვილი გაშალა, ზედ შედგა და მოწინააღმდე-
გე მზის ცეცხლოვანი ისრებით დაწვა. მაშინვე ბუქნაი ბაადურის-
კენ გასწია და საერთო მტერზე გამარჯვება ახარა. მადლობის
ნიშნად ბაადურმა კოპალას ბედის ბედაური აჩუქა. ამ შემთხვე-
ვის შემდეგ მადლიერმა ხალხმა კოპალას ლექსი გამოუთქვა:
გმირი კოპალა ცხენზე ზის,
31 მკითხველთა ლიგა
ცხენი მოდის და გოგდება,
მის სამტროდ დევნი აშლილან,
ყველა დიდ მთაზე გროვდება.
გმირი კოპალას შიშითა
დევებს ვერ გაუხარიათ,
მისი მარჯვენა მძლავრია,
მისი დაკრული მწარეა.

32 მკითხველთა ლიგა
როგორ დაიხსნა კოპალამ პირქუში ტყვეობი-
დან

კოპალა ყოველთვის მზად იყო დევებთან საბრძოლველად


და იარაღი მუდამ წესრიგში ჰქონდა. სუმბატ დევთან ბრძოლის
დროს ისრის წვერი დაუზიანდა. პირქუშთან მივიდა და სთხოვა,
ისრის წვერი და ერთი კარგი ბეჭედი გამიკეთეო.
პირქუში საუკეთესო ოსტატი იყო, მაგრამ თუ ხასიათზე არ
იყო, სხვისი თხოვნის შესრულება მაინცდამაინც არ ეპიტნავებო-
და, მით უმეტეს, თუ საქმე ხელობას შეეხებოდა. ხან რას მოიმი-
ზეზებდა და ხან რას.
ახლაც უარზე დადგა. კოპალას გული დასწყდა, მაგრამ პირ-
ქუშს არ აგრძნობინა, რადგან ისიც ღვთისშვილი იყო. უსიტყვოდ
გატრიალდა და დაღონებული თავის სამყოფელში დაბრუნდა.
რა იცოდა პირქუშმა, რომ კოპალას დახმარება მალევე დას-
ჭირდებოდა.
დევებმა რომ გაიგეს, კოპალა პირქუშმა გაანაწყენა, იფიქ-
რეს, აღარ დაეხმარებაო, გულდაჯერებულები წავიდნენ და პირ-
ქუში შეიპყრეს.
რა გეგონა, შე უცხვირპირო, კოპალა ყოველთვის კი არ და-
გიცავდა ჩვენგან. ახლა კეთილი ინებე და იარაღი გამოგვიჭედე,
თორემ ისეთ დღეს დაგაყრით, ამქვეყნად არავინ რომ არ მოს-
წრებიაო, ნიშნისმოგებით უთხრეს დევებმა.
კოპალამ პირქუშის დატყვევების ამბავი რომ გაიგო, პირადი
წყენა არად ჩააგდო და დევებს დაედევნა. დევებმა თავიანთ ცი-
ხეში შესვლა ძლივს მოასწრეს.
კოპალამ გარშემო უტრიალა, მაგრამ დევების ციხე ისე იყო
გამაგრებული, შიგ ბუზიც ვერ შეფრინდებოდა.

33 მკითხველთა ლიგა
ბედად ღმერთმა ხელი მოუმართა, თურმე დევებს კრება ჰქო-
ნიათ, ერთი დევი მათ გადაწყვეტილებას არ დამორჩილებია,
ამიტომ ციხიდან გამოაძევეს და ჭიშკარი მაგრად მოუხურეს.
კოპალა ამ დევს წამოეწია, ქეჩოში ხელი სტაცა, შეიპყრო და
ჰკითხა: შენ მაგათი სუსტი ადგილი გეცოდინება, მითხარი, რო-
გორ დავამარცხოო.
დევი დიდხანს იდგა უარზე. კოპალამ ხელი ლახტისკენ გააპა-
რა. დევმა კარგად იცოდა ამ მრისხანე იარაღის ძალა, შეეშინდა
და ასწავლა: ხეებს რომ თავისი ჩრდილი გაუსწორდებათ, დევე-
ბი მაშინ სადილობენ, მერე ბანგსაც დალევენ და მკვდრებივით
დაეძინებათ. მათი დახოცვაც სწორედ მაშინ შეიძლებაო.
კოპალამ დევს ერთი წაუქიმუნჯა, თან უთხრა: ბედი შენი, რომ
მასწავლე, თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩებოდიო.
შეშინებული დევი უკანმოუხედავად გაიქცა.
კოპალა დათქმულ დროს დაელოდა, ჰაერში აფრინდა, ციხის
გალავანს გადაევლო და დევები გაჟლიტა.
პირქუში საქციელწამხდარი იდგა კოპალას წინაშე და თვა-
ლები სად წაეღო აღარ იცოდა.
კოპალამ ეს არ შეიმჩნია, მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
ეს ციხე შენთვის დამითმია. მიუდგომელი ადგილია და დევე-
ბი ადვილად ვეღარ შეგაწუხებენ. მიხედე შენს საქმეს. ღმერთმა
ხელი მოგიმართოს და მშვიდობაში მოგახმაროსო.

34 მკითხველთა ლიგა
კოპალა და არაგვის დამგუბებელი დევები

დევებს კოპალასი და იახსარისა ძალიან ეშინოდათ, მაგრამ


ბოროტებას მაინც არ იშლიდნენ, ეგონათ, დაუსჯელნი დარჩე-
ბოდნენ.
ერთხელ ღვთისშვილები მორიგე ღმერთის კარზე იმყოფე-
ბოდნენ. ამით ისარგებლეს დევებმა, თანამოძმეები შეკრიბეს
და თათბირი გამართეს.
ჩვენი უბედურება ის არის, რომ ხალხი ხატებისა და ღვთის
თაყვანისცემას ვერ გადავაჩვიეთ, რამდენი ქაჯი და სხვა ავი სუ-
ლები დავიხმარეთ, მაგრამ მათთან ვერაფერს გავხდით. რამე
უნდა ვიღონოთ, თორემ ეს რა ცხოვრებაა, თუ ადამიანებს ვერ
დავატყვევებთ, ვერ დავხოცავთ, ვერ შევჭამთ და ვერ დავამცი-
რებთო! მიმართა მათ ხანშიშესულმა და მახინჯმა დევმა.
ეს ხალხი ერთხელ და სამუდამოდ თუ არ ამოვჟლიტეთ, მათი
გამოსწორება არ იქნებაო! თქვა ბოღმისაგან გაგულისებულმა
მეორე დევმა, თან ქვას თავისი ვებერთელა მუშტი დაჰკრა და
სულ ერთიანად დაფშვნა.
მეც მომისმინეთ, ძმებო, ერთი დიდებული ხერხი მოვიგონე!
წამოიძახა ერთმა ყველაზე დაუდეგარმა ახალგაზრდა დევმა,
რომელსაც ხნიერი დევები დიდ მომავალს უწინაწარმეტყველებ-
დნენ.
მოდი, დიდი კედელი ავაშენოთ, არაგვი ისე დავაგუბოთ, რომ
ზღვად იქცეს და მთელი ფშავი წალეკოსო.
დევებს ეს აზრი ძალიან მოეწონათ. ახალგაზრდა დევი შეაქეს
და უზარმაზარი კედლის შენება დაიწყეს.
მათი განზრახვა რომ გაიგო, კოპალამ უბრალო ტანსაცმელი
ჩაიცვა და დევებს დღიურ მუშად დაუდგა. ღამით უჩუმრად კე-
თილ ანგელოზებს თავისი ლახტის მოტანა სთხოვა, დილით დე-

35 მკითხველთა ლიგა
ვებს დაერია და გაჟლიტა. ის უსახური კედელი კი მაშინვე დაან-
გრია.

36 მკითხველთა ლიგა
კოპალას სკამი

ერთ შემაღლებულ ადგილზე კოპალას სკამის ფორმის ქვა


ჰქონდა ამოჩემებული, რომლის ახლოსაც უზარმაზარი თავქო-
ჩორა მუხა იდგა. უყვარდა ღვთისშვილს ამ ქვაზე ჯდომა და მი-
დამოს თვალიერება. კმაყოფილი სიყვარულით შესცქეროდა მი-
სი ხატის მლოცველების შრომა-გარჯას და მზად იყო დევ--
ქაჯების თავდასხმისაგან დაეცვა ისინი.
ბაჯაჯღანა დევებს კოპალას სკამი მოსვენებას უკარგავდა.
ეგონათ, რომ თუ ამ სკამს მოპარავდნენ, კოპალა იქ აღარ გა-
მოჩნდებოდა და საავაზაკოდ ხელ-ფეხი გაეხსნებოდათ. მათ
დახმარება სთხოვეს თავიანთ ძლიერ ფალავნებს მუსა-დევსა და
ავთანდილ-დევს.
მუსა-დევმა უთხრა ავთანდილ-დევს: ამ ქვას მეც ვეყოფი, მო-
ვიპარავ და ჩვენ გამოქვაბულში გადავმალავ. შენ წადი, ინადი-
რე, შეშაც გამოაყოლე, მერე დავსხდეთ და კოპალას ჯიბრზე,
ერთი კარგად მოვილხინოთო.
წავიდა მუსა-დევი, კოპალას ქვის სკამი საბელით შეკრა,
დაეჭიდა, ზურგზე მოიკიდა და წააძუნძულა. ღვთისშვილის მეყუ-
რადემ ეს ამბავი მაშინვე კოპალას შეატყობინა.
მიძუნძულებს მუსა-დევი, აქეთ-იქეთ არ იხედება.
ერთი სული აქვს გამოქვაბულში მალე შეაღწიოს...
კოპალამ გზა უყელა, ლახტი ესროლა და მოკლა. ის ქვა ახ-
ლაც იქ დევს, დევის ნახელარი და საბელის კვალი კიდევ ატ-
ყვია, მახლობელ კლდეზე კი კოპალას კვალი ჩანს.
ამასობაში გაღმა მხრიდან ავთანდილ-დევიც გამოჩნდა. ცალ
მხარზე ნანადირევი ირემი ჩამოეკიდა, მეორე მხარზე კი ძირ-
ფესვიანად მოთხრილი უზარმაზარი წიფელი გაედო სამწვადე
ცეცხლის გასაჩაღებლად. მოკლული ძმობილი რომ დაინახა,

37 მკითხველთა ლიგა
ერთი ამოიგმინა და კოპალას ის წიფლის ხე ესროლა. ხე მიწაში
წვეროთი ჩაერჭო. კოპალამ თავისი ღვთაებრივი ლახტი შემარ-
თა და დევების ფალავანს თავში ჩასცხო. ავთანდილ-დევი
ღრიალით დაგორდა, თან არემარე წამოიღო (რისგანაც ღრმა
ხევი გაჩნდა, რომელსაც ფშავლები ავთანდილის საქანს~ ეძახი-
ან) და არაგვში გადაეშვა. წიფელი კი ამოყირავდა და მიწაში
ფესვებით ჩაეფლო.
ხატის ბრძანებით ავთანდილ-დევი ქვად იქცა, მიწაში ჩაფლუ-
ლი წიფელი კი განედლდა და ისევ ამწვანდა.
დევთა ფალავნების დამარცხების ამბავი შორს გავარდა. ეს
რომ ბუმბერაზმა დევმა, ვერხველას ბუღამ გაიგო, განრისხებუ-
ლი წამოვიდა და კოპალას შეეჭიდა. კოპალა ძლიერი ღვთის-
შვილი იყო, მაგრამ ვერხველას ბუღასთან ბრძოლა დიდხანს გა-
უგრძელდა, ბოლოს მთავარანგელოზი მიეშველა და მოწინააღ-
მდეგე მოაკვლევინა. ამ გამარჯვებამ კოპალა გაამხნევა და სხვა
ბოროტ დევებსაც დაერია.
ამის შემდეგ დევები მხოლოდ ბნელ ხევებსა და უდაბურ ად-
გილებს ეტანებოდნენ ან მიწაში ჩადიოდნენ და იქ უჩინარდე-
ბოდნენ...

38 მკითხველთა ლიგა
ლაღი იახსარის ამბავი - იახსარი და
ბოროტი დევები

ღმერთები ზესკნელში ზეციურ საქმეებს განაგებდნენ, ბო-


როტმა დევებმა დრო იხელთეს, ბაკურხევში დაბანაკდნენ და
ხალხს სალოცავად არ უშვებდნენ, რომ ღმერთებს მათი ხმა არ
მოესმინათ. განსაკუთრებით ქალებს ემტერებოდნენ.
ეს ამბავი ღვთისშვილებმა იწყინეს. ყველაზე მეტად წუხდა
თავისი ძალით, ფალავნობითა და გამბედაობით გამორჩეული
იახსარი. მან მორიგე ღმერთს დევებთან საბრძოლველად გაშ-
ვება სთხოვა. ღმერთებს ძალიან უყვარდათ გმირი იახსარი და
მიწაზე მისი გაშვება ეძნელებოდათ.
დევები ბევრნი არიან, მეეჭვება, მათი დამარცხება შეძლო,
უთხრა მორიგე ღმერთმა.
ასპარეზობა მოაწყეთ და იქ დაგიმტკიცებთ რა შემიძლია,
შესთავაზა იახსარმა.
მორიგე ღმერთი დათანხმდა და სხვა ღვთისშვილებიც მიიწ-
ვია. მსაჯული სამართლიანობით განთქმული კვირია იყო.
გაიმართა შეჯიბრება. მონაწილეებს ასლიტრიანი სასწორჩა-
რექი უნდა დაეძრათ ადგილიდან. ვერც ერთმა მათგანმა ეს ვერ
შეძლო. მაშინ გამოვიდა იახსარი და სასწორი ჰაერში აიტაცა.
ეგ რა არის, გავუორმაგოთ ტვირთი, ვნახოთ, თუ იმასაც დას-
ძრავს, ისე ახმაურდნენ დანარჩენი ღვთისშვილები, თითქოს ის
ტვირთი იახსარს კი არა, მათ აეწიოთ.
იახსარმა ზედიზედ ასწია გაორმაგებული და გასამმაგებული
წონის სიმძიმე. მორიგე ღმერთი დარწმუნდა მის სიძლიერეში,
გამარჯვებული საუკეთესო მშვილდისრით დააჯილდოვა და
სხივთა კონებად ჩამოუშვა დედამიწაზე. დევებისაგან შეწუხებუ-
ლი ხალხი გმირ იახსარს შემოეხვია და იმედის თვალით შესცქე-
39 მკითხველთა ლიგა
როდა. იახსარმა დაამშვიდა ისინი, თავისი მძიმე ლახტი აიღო
და დევებთან საბრძოლველად გაემართა.
გათავხედებული დევები უზარმაზარ ბუნაგში შებუდებულიყ-
ვნენ, თავიანთი უმსგავსობის ამბებს ყვებოდნენ და ადამიანებს
დასცინოდნენ.
იახსარმა დევებს ხაფი (შემზარავი) ხმით შეუძახა, ბუნაგიდან
გამოდევნა და დაერია.
ვაი, გვიშველეთ, გვიშველეთ! ყვიროდნენ დევები, მაგრამ
ვინ გამოესარჩლებოდა, როცა უამრავი ბოროტება ჰქონდათ ჩა-
დენილი.
იახსარმა ყველანი ამოხოცა. მხოლოდ ერთი კოჭლი დევი,
რომელიც თავისიანებს ბოროტ საქმეებზე აქეზებდა ხოლმე,
დიდ ლოდს ამოეფარა. ეგონა, გადავრჩიო. იახსარი მასაც
დაედევნა. კოჭლმა დევმა მოძუძგა და აბუდელაურის ტბაში
ჩახტა. იახსარიც მიჰყვა. დიდხანს რომ აღარ გამოჩნდა, ხალხი
შეწუხდა. სასწრაფოდ მოძებნეს ოთხრქიანი და ოთხყურა ცხვა-
რი და მისი სისხლით წყალი დევის უწმინდური სისხლისაგან
გაწმინდეს. იახსარს გზა გაეხსნა, ნაპირზე გამოვიდა, ხალხს
მადლობა გადაუხადა.

40 მკითხველთა ლიგა
იახსარი და გამხვეურა დევი

იახსარს, როგორც ღვთისშვილს, თავისი სამლოცველო


ჰქონდა, სადაც ღვთის დიდებას აღავლენდა. ამ სამლოცველოს
წინ მან საყარაულო გამართა და იქიდან ადევნებდა თვალყურს
ერთ დიდსა და მდიდარ დევს გამხვეურას, რომელსაც თავისი
ქონება ძარცვა-გლეჯვით ჰქონდა მოპოვებული.
წადითო, ეუბნებოდა გამხვეურა თავის ახლობელ დევებს,
ფშავის არაგვზე ფაცერი გააბით, ჭალაზე გამვლელი ხალხი
დაიჭირეთ და შევახრამუნოთო.
ის ადგილი რომ არ ეყოთ, დევები ახლა ავისგორში მივიდნენ
და იქ დასახლება გადაწყვიტეს. მოზიდეს დიდი სიპი ქვები და სა-
სახლის შენება დაიწყეს. აქედან უფრო კარგად შევაწუხებთ ადა-
მიანებსო, იფიქრეს.
ამ დროს იახსარი ზესკნელში ღმერთებთან სათათბიროდ
იყო წასული. როდესაც იქიდან დაბრუნდა, გამხვეურას განზრახ-
ვა შეიტყო.
თქვენ ასე არ გინდათო, თქვა იახსარმა, ახლავე გაჩვენებთ
სეირს, ისე გაგიხდით საქმეს, თავბედს იწყევლიდეთო.
იახსარი ხევიდან წამოეპარა გამხვეურას დევებს. იმ დროს
მივიდა, ცხრა დევი კარისთავს რომ დებდა, მაგრამ ვერ ერეოდ-
ნენ. იახსარმა კალთები გადაიკვართა, ქვას ხელი მოავლო და
კარზე უცებ შემოდო.
დევებმა ეს რომ დაინახეს, შეშინდნენ და იქიდან მოკურ-
ცხლეს. იახსარმა იმავე კარის თავს დაავლო ხელი და გაქ-
ცეულებს დაადევნა. უზარმაზარმა ქვამ ცხრავე დევი ქვეშ
მოიყოლა. იახსარმა მათი სახლი დაანგრია, მაგრამ სხვა დევებს
ხელი არ ახლო, რადგან ღმერთისაგან მათი ამოწყვეტის ნებარ-
თვა არ ჰქონდა.

41 მკითხველთა ლიგა
გამხვეურას ნათესავი დევები ისევ თავიანთ ნამოსახლარში
შეიყუჟნენ. იახსარის შიშით გარეთ გამოსვლას ვეღარ ბედავ-
დნენ.

42 მკითხველთა ლიგა
იახსარი და დევების მეფე მუზა

გამხვეურა დევის შევიწროვების ამბავი არ მოეწონა დევების


სახელგანთქმულ მეფეს, მუზას და მის დედოფალ მშვენიერ ბე-
ღელას. მეფე მუზა სიბრაზისგან თავს ვეღარ იკავებდა, გამწარე-
ბული სასახლის დარბაზებში ბოლთასა სცემდა და საზარლად
ღრიალებდა: ვინ ოხერია ეს იახსარი, ჩემს ხელქვეით დევებს
რომ აწიოკებს და ბოროტების გზაზე სიარულს უშლის. რაც თავი
მახსოვს და გადმოცემითაც ვიცი, ჩვენ კეთილი საქმე არასოდეს
გვიკეთებია და არც გავაკეთებთ. ადამიანთა მოდგმას კი მოვ-
სპობთ და გავანადგურებთო.
ჩემო საზიზღარო ხელმწიფე მუზავ, შენზე ძლიერი და ბორო-
ტი დედამიწის ზურგზე არავინ დადის და იმ ვიღაცა იახსარმა ეს
როგორ გაგიბედაო, ცეცხლზე ნავთი დაასხა დედოფალმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე მუზა ხელმწიფემ კიდევ უფრო და-
აბრიალა თავისი გადმოკარკლული თვალები, დაიბარა ნაზირ-
ვეზირები, თითო წკიპურტი უთავაზა და ბრძანა: ყველა სახელ-
განთქმულმა დევმა ირემთკალოს დიდ მოედანზე მოიყარონ თა-
ვიო. თვითონ, როგორც მათი წესი იყო, აბჯარი უკუღმა ჩაიცვა
და ზანზალაკების ჟღარუნით იქითკენ გაემართა.
მისი საქციელით აღფრთოვანებული დედოფალი ქმარს
მიესიყვარულა: ყოჩაღ, ჩემო ხელმწიფევ, ასე უკუღმართად გევ-
ლოსო.
ხელმწიფეს დედოფლის ნათქვამი ისე მოეწონა, რომ თავისი
რუმბივით ფეხებით სამჯერ ჩაბუქნა და ღიპიან მუცელზე ხელი
დაიტყაპუნა.
მორიგე ღმერთი გულმოსული იყო ამ დევების თავგასულო-
ბის გამო, ამიტომ იახსარსა და კოპალას მათი ამოწყვეტის ნება
დართო.

43 მკითხველთა ლიგა
იახსარი კოპალას აღარ დაელოდა, რადგან უფრო მეტი სახე-
ლის მოხვეჭა სურდა და დევების ხელმწიფეს ჩაუსაფრდა. რო-
გორც კი მუზა მთაზე გამოჩნდა, სამალავიდან გამოვიდა, დაჰ-
კრა თავში ლახტი და მუზა დევი იქვე მოკლა.
მუზა ხელმწიფე მოკლეს! იხუვლეს დევებმა და იახსარისკენ
დაიძრნენ.
იახსარმა თავისი ძლიერი მკლავები გამართა, ლახტითა და
მათრახით დევებს დაერია და ერთიანად ამოწყვიტა, ეშმაკის
რქებით მორთული მუზას სასახლე კი მიწასთან გაასწორა. ამ
დროს მახლობელი ტბიდან ულამაზესი ქალი ამოვიდა. იახსარი
ისე მოიხიბლა მისი მშვენიერებით, რომ ისარი სამჯერ გამართა
და მოსაკლავად ვერ გაიმეტა.
ეს ქალი დევების დედოფალი ბეღელა იყო. ღვთისშვილებმა
ეს რომ გაიგეს, იახსარს უსაყვედურეს, რატომ არ ესროლე, ის
ხომ ეშმაკის სულისა იყოო.

44 მკითხველთა ლიგა
იახსარის კოჭლაური ქვევრი

ღვთისშვილ იახსარს მრავალი სალოცავი ჰქონდა, თავისი


მამულები გააჩნდა და ყმები ჰყავდა. ეს ყმები მისი თაყვანის-
მცემლები იყვნენ და მისი სამსახური საპატიო და სავალდებუ-
ლო საქმედ მიაჩნდათ. იახსარი მათ ბოროტი ძალებისგან იცავ-
და.
ღვთისშვილს ერთი ვენახი ჰქონდა, რომელიც ქვის კედლით
იყო შემოღობილი. იქვე ედგა ერთ კარგი მარანი. ამ მარანში
უამრავი ქვევრი იყო, მაგრამ ერთი მათგანი სხვა ქვევრებისგან
გამოირჩეოდა. იგი კაჟის ქვისგან იყო ამოჭრილი და შიგ ღვთა-
ებრივი ღვინო დგებოდა. ეს ქვევრი ერთმა კოჭლმა მჭედელმა
ამოჭრა და ამიტომ კოჭლაური~ ერქვა.
ეს ამბავი ასე მოხდა.
იახსარმა, მართალია, ბევრი დევი ამოწყვიტა, მაგრამ ცოც-
ხლად დარჩენილები ფრთხილობდნენ და ბოროტ საქმეებს ჩუმ--
ჩუმად სჩადიოდნენ, ადამიანებს იტაცებდნენ და მათთვის მუ-
შაობას აიძულებდნენ.
ჩუმჩუმელა დევების ერთი ასეთი ოჯახი იახსარის ვენახის
მახლობლადაც ცხოვრობდა.
ერთხელ იახსარი თავისი ვენახის დასათვალიერებლად წა-
ვიდა. მას მსხმოიარე ვაზების დანახვა სიამეს ჰგვრიდა და მოც-
ლილობის ჟამს თითო დოქი ღვინის დალევაც უყვარდა.
დევის სახლის კართან ერთი ოფლში გახვითქული კოჭლი კა-
ცი იდგა.
ვინა ხარ, აქ რას აკეთებო? ჰკითხა იახსარმა.
ერთი მჭედელი კაცი ვარ, ამ დევებმა მომიტაცეს. სხვადასხვა
იარაღს მაკეთებინებენ, თან უდიერად მეპყრობიან და აბუჩადაც
მიგდებენ. ახლა ყველანი თავიანთ უკუღმართ საქმეზე წავიდ-

45 მკითხველთა ლიგა
ნენ, ერთი გადაყრუებული დედაბერიღა დატოვეს სახლში. მეც
დრო ვიხელთე და ოფლის შესაშრობად გარეთ გამოსვლა გავ-
ბედეო.
იახსარი საუკეთესო ნაკეთობების მოყვარული იყო. თავის
გუნებაში თქვა: ეს კაცი გამომადგებაო და უთხრა:
გამიგონია, სახელგანთქმული ხელოსანი ხარ. დევების
ტყვეობიდან დაგიხსნი, სამაგიეროდ ერთი საუკეთესო კაჟის
ქვევრი ამომიჭერიო.
ოღონდ აქედან დამიხსენი და ისეთ ქვევრს გავაკეთებ, მისი
მსგავსი არსად მოიპოვებოდესო.
დევები შინ რომ დაბრუნდნენ, იახსარი მათ თავს დაესხა და
ლახტით ყველანი ამოხოცა. კოჭლი მჭედელი კი თავის სამეუფო
ადგილში დაასახლა.
მან საუკეთესო სამჭედლო გამართა. ისეთი იარაღი გამოჭე-
და, ქვას ხესავით ჭრიდა, კაჟის ქვევრი ამოკვეთა და თვითონვე
ჩააგდო მიწაში.
ის კაცი სიკვდილამდე იახსარის მამულში ცხოვრობდა, ვე-
ნახს პატრონობდა და სახატო ქონებასაც უვლიდა.

46 მკითხველთა ლიგა
პირქუში ცეცხლისალიანი - მორიგე პირქუშს
მიწაზე აგზავნის

ღვთისშვილები კვირიას გამოჭედილი იარაღით ებრძოდნენ


ხალხის შემაწუხებელ დევქაჯებს. ამიტომ ადამიანები ღვთისშვი-
ლების იმედით იყვნენ, ქვის იარაღით ნადირობდნენ და ასე ირ-
ჩედნენ თავს. მორიგე ღმერთმა გადაწყვიტა, ხალხისათვის მი-
წის დამუშავება და იარაღების დამზადება ესწავლებინა, რომ
თვითონაც დაეცვათ თავი. პირქუში დაიბარა და დედამიწაზე ოქ-
როსფერი სხივით ჩამოუშვა.
პირქუში შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, უყვარდა ხე-
ლოსნობა და კვირიას ზეციური იარაღის დამზადებაში ეხმარე-
ბოდა. მას ალვისხესავით ტანი ჰქონდა, თვალებიდან ცეცხლს
აფრქვევდა, წელზე თავისივე დამზადებული საუკეთესო ხმალი
ერტყა და ლამაზად გამოყვანილ ვერცხლის ყაწიმს (ხმლის საკი-
დის ვერცხლის მოსართავი) და ვერცხლის ბალთებით შემკულ
ღვედებს ატარებდა.
პირქუში მზის მიმყოლი ღვთისშვილი იყო.
მორიგე ღმერთი განსაკუთრებით მფარველობდა და კეთილი
თვალით უყურებდა. მას მორიგე ღმერთის დარბაზობაზე თავი-
სუფლად დასწრებისა და ადამიანების თხოვნის გადაცემის უფ-
ლება ჰქონდა.
მიწაზე ჩამოსვლისთანავე ბაცალიგოში (სოფელი ხევსურეთ-
ში) და ახადში (სოფელი ფშავში) დაბინავდა, დიდი სამჭედლო
გახსნა და დამხმარეებად შრომისმოყვარე და გონიერი ახალ-
გაზრდები აიყვანა, რომ მათთვის მჭედლობა და მიწის დამუშა-
ვება ესწავლებინა. პირველად რკინის სახნისი, ცული, წალდი და
სხვა სამეურნეო იარაღები გამოჭედა. ღვთისშვილმა ოჯახის უფ-
როსებს კერაზე ქვაბის დასაკიდი ჯაჭვის დამზადება ასწავლა,
47 მკითხველთა ლიგა
რათა ყოველ ახალ თაობას თავისი რგოლი მიემატებინა და მათ
შორის მუდმივი და უწყვეტი კავშირი ყოფილიყო. თან დაარიგა:
ასეთ ჯაჭვს საკიდელი ჰქვია. საკიდელი მამრია, კერია კი
მდედრი, მათი ერთიანობა კი ოჯახია. როგორც კერიაში უნდა
ენთოს ცეცხლი, ისე საკიდელი უნდა იყოს მთელი, რომ ოჯახის
ერთიანობა არ დაირღვესო.
პირქუშს, თავად მჭედელსა და მჭედლობის მფარველს, თავ-
დაპირველად გაუძნელდა დევებთან ბრძოლა. იგი დევებმა ორ-
ჯერ ტყვედ ჩაიგდეს მისი დახსნა კოპალამ და იახსარმა მოახერ-
ხეს. შემდგომში, რადგან ხალხის გულწრფელი მოსარჩლე იყო,
ბევრი ერთგული მეგობარი შეიძინა და გაძლიერდა.

48 მკითხველთა ლიგა
წყაროსთავის დევების დამარცხება

წყაროსთავში დევები მდგარან და ხალხს ავიწროებდნენ. მი-


ვიდა ამ დევებთან ღვთისშვილი გიორგი წყაროსთაული და გა-
აფრთხილა:
ხალხს ნუ აწუხებთ, თორემ აქედან გაგაძევებთო.
დევებმა მისი სიტყვები აინუნშიც არ ჩააგდეს: ვინა ხარ? შენ
ვინ გეკითხება! როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო.
წყაროსთაული პირქუშთან მივიდა.
ამ დროს პირქუში ივრის პირას იდგა და ხალხს მიწის დამუ-
შავებას ასწავლიდა. წყაროსთაულმა დახმარება სთხოვა.
ცოტა ხანს მაცალე, ისეთ მშვილდ-ისრებს დაგიმზადებ, წინ
ვერავინ დაგიდგებაო, დაამშვიდა პირქუშმა.
მართლაც ისეთი მშვილდ-ისრები დაუმზადა, ტინის (პიტალო,
სალი კლდე) კლდეს შუაზე კვეთდა. წყაროსთაულს თვითონაც
გაჰყვა საომრად.
ის დევები ერთ გორაზე იდგნენ და უსაქმურობისაგან ერთმა-
ნეთს ქვების სროლაში ეჯიბრებოდნენ. წამოეპარნენ პირქუში
და წყაროსთაული, დააყარეს ისრები. ცოცხალი არც ერთი არ
დატოვეს.
გიორგი წყაროსთაული მათ ნამოსახლაზე დადგა და თავისი
სალოცავი ხატი დააარსა.
თავადი წყაროსთაული
დევების ნაფრენს მისდევდა,
ისროდა კილო-წითელსა,
მშვილდ ყორნებულად მიჰყეფდა.
დევების ქალნი ატირდნენ,
რა ცუდი დილა გათენდა,
ჩვენს თავადს დევნი მოუკლავ,

49 მკითხველთა ლიგა
კაწალხევს ძაღლებ ათრევდა.

50 მკითხველთა ლიგა
ღვთისო შავეთის მბრძანებელმა წაიყვანა

პირქუში თავის სამჭედლოში მუშაობდა. მას ერთი ღვთის-


ნიერი ჭაბუკი ეხმარებოდა, ღვთისოს ეძახდნენ. ღვთისშვილის
წყალობით ხელობაში ისე დაოსტატდა, პირქუში თუ სადმე წავი-
დოდა, თავის შეგირდებსა და საქმეს მას ჩააბარებდა ხოლმე.
ისიც დაუზარებლად ასრულებდა ყოველგვარ დავალებას.
ერთხელ ღვთისო სანადიროდ წავიდა. იქიდან მობრუნდა თუ
არა, უეცრად შავეთის (საიქიო, ბნელი ქვეყანა) მბრძანებელი
მოვიდა და მისი წაყვანა მოინდომა.
ღვთისომ საშველად თავის ოსტატს მოუხმო.
ნუ იზამ ამას, სთხოვა პირქუშმა, მარჯვე და კურთხეული ხე-
ლი აქვს და აქ დამიტოვეო.
რა ვქნა, არ შემიძლია, ასეა გადაწყვეტილიო, უთხრა შავე-
თის მბრძანებელმა. მაგისი დრო მოვიდა და იმიტომ მიმყავსო.
ჯერ ადრეაო, შეეპასუხა ღვთისო, ჩემი ბედის მწერელსა
(ღვთაებრივი არსება, რომელიც ადამიანის ბედს განაგებს)
ვკითხოთ, თუ ასე არ იყოსო.
ამდენი დრო არა მაქვს, წამომყევიო, ხელი ჩასჭიდა შავეთის
მბრძანებელმა.
შენივე ბრალია, მამაშენმა ხომ დაგიშალა, ცუდი ამინდია და
სანადიროდ ნუ წახვალო, რატომ არ დაუჯერეო. ორი-სამი დღე
მაინც მაცალე, რომ ჩემს დედ-მამას ვეჩვენო. თუ გინდა, საუკე-
თესო მოსართავებს დაგიმზადებო, შეეხვეწა ღვთისო, მაგრამ
შავეთის მბრძანებელთან ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა. ამ ამბავმა
პირქუში საგონებელში ჩააგდო.

51 მკითხველთა ლიგა
პირქუშის სამდურავი

ღვთის კარზე ყველა მხრის ღვთისშვილები შეკრებილიყვნენ,


მხოლოდ პირქუში იგვიანებდა. ცოტა ხნის შემდეგ ისიც გამოჩ-
ნდა. სახეზე ცრემლები ღვარად სდიოდა.
ღვთისშვილები შემოეხვივნენ და ტირილის მიზეზი ჰკითხეს:
რა ამბავია, პირქუშო,
რად მოხველ ტირილითაო?
ჩემი ყმა შავეთის მბრძანებელმა წაიყვანა. ვცადე, მაგრამ
ვერ მივეხმარე. უფლის მოსვლას ველოდებოდი, არ მოვიდა და
ამან დამწყვიტა გულიო.
მალე დამბადებელი ღმერთიც გამოჩნდა. პირქუში მას მუხ-
ლებზე შემოეხვია და თვალებიდან ტალივით (მსხვილი) ცრემ-
ლები გადმოყარა, თუმცა წყენა მაინც ვერ დამალა:
რად არ ინებე, უფალო,
სიცოცხლე ჩემი ყმისაო?
ბნელაში არ მემეტება,
აღარც სინათლე ჩინსაო.
დამბადებელმა ღმერთმა აღუთქვა: შენს ყმას იქ მივხედავ.
სანთელს დავანთებინებ, რომ სული არ დაუმძიმდესო.

52 მკითხველთა ლიგა
ბედის ვარსკვლავი
ქართველთა უძველეს წინაპრებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ
რამდენი ადამიანიცაა ქვეყანაზე, იმდენი ვარსკვლავია ცაზე.
ყოველ ადამიანს თავისი ბედის ვარსკვლავი აქვს, რომელიც მას
მფარველობს. ალბათ გაგიგონიათ გამოთქმები: ბედის ვარ-
სკვლავი, ჩემი ვარსკვლავი, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებუ-
ლიო და ა.შ.
ცას თუ ვარსკვლავი მოსწყდებოდა, იტყოდნენ: ის ადამიანი
მოკვდა, ვისი ვარსკვლავიც ცას მოსწყდაო.
ყველა პატივს სცემდა თავისი ბედის ვარსკვლავს მის მფარ-
ველ ანგელოზს და ისიც ყოველთვის ხელს უმართავდა მათ.
მფარველობდა და ბოროტი ძალებისგან იცავდა, მაგრამ ბორო-
ტი ძალები ქაჯები, ჭინკები, ალები, კუდიანები და სხვა ავი სუ-
ლები ცდილობდნენ, რომ ადამიანები დაეშორებინათ თავიანთი
მფარველი ანგელოზისგან, ადამიანურ გზიდან აეცდინათ და
დაეღუპათ. ამისათვის მრავალ საცდურს იყენებენ.ბედის ვარ-
სკვლავი

53 მკითხველთა ლიგა
ლაშარის რისხვა
ლაშარი ანუ ლაშარის გიორგი ხალხის თანამდგომი სახე-
ლოვანი ღვთისშვილი იყო, ძლიერი და სამართლიანი, მოლაშ-
ქრეთა შემწე და მფარველი. იგი თავისუფლების სიყვარულს
უნერგავდა ადამიანებს. მას ნისლისფერი ცხენი ჰყავდა, რო-
მელსაც მტრედისფერი მხარი ჰქონდა და ოქროს უნაგირი ედგა,
მოოქროვილი ლაგამის ტარით. ლაშარს მხარზე შვიდკეცი მათ-
რახი ეკიდა, საომრად ყოველთვის მზად იყო და თავის ერთგულ
ხალხს ეხმარებოდა. ხშირად უჩინრად მიუძღოდა მოლაშქრე-
ებს, მაგრამ თუ ბრძოლა გაუძნელდებოდათ, მაშინვე გამოჩნდე-
ბოდა თავისი რაშით, ერთი ადგილიდან მეორეზე სწრაფად გა-
დადიოდა და შიშის ზარს სცემდა მტერს. მეომრებსაც ძალა უათ-
კეცდებოდათ, გმირულად იბრძოდნენ და ამარცხებდნენ მოწინა-
აღმდეგეს.
თავისუფლებისათვის მებრძოლებს უყვარდათ ლაშარი და
დიდი სიყვარულით მოიხსენიებდნენ:
ლაშარელაის ლურჯასა
ფაფარი აქვს გიშრისა,
შეჯდება, გაემართება,
გროვა გაჰყვება ნისლისა.
ლაშარის სალოცავი ხატი ფშავშია, ხმელგორზე. იქ იდგა
ფესვმაგარი ბერმუხა, რომელიც ცასთან იყო დაკავშირებული
ოქროს ჯაჭვით და რომლითაც ადიოდ-ჩამოდიოდა ღვთისშვილი
ზესკნელში. ხევისბერებმა იცოდნენ, რომ სანამ ჯაჭვი არ გაწ-
ყრებოდა, მტერი მათ ლაშქარს ვერ დაამარცხებდა.
ქაჯები ცდილობდნენ, როგორმე ამოეგდოთ ლაშარის მუხა,
მაგრამ ამაოდ. ერთხელაც, როცა ლაშარი მორიგე ღმერთთან
იყო, რათა ხალხის გასაჭირი მოეხსენებინა, მათ დრო იხელთეს
და დიდი ლაშქრით თავს დაესხნენ სალოცავს.
54 მკითხველთა ლიგა
ქაჯებმა ლაშარის ხატს ალყა შემოარტყეს. ამ ბოროტ გან-
ზრახვაში მათ სხვა გზააბნეული ადამიანებიც აიყოლიეს და მოძ-
მეთა საწინააღმდეგო ბრძოლისთვის განაწყვეს. დიდი ლაშ-
ქრით დაამარცხეს ხატის მცველები და მუხის ჭრა დაიწყეს, მაგ-
რამ საწადელს მაინც ვერ მიაღწიეს. რამდენ ნაფოტსაც მოაჭ-
რიდნენ, იმდენივე მაშინვე ადგილზე ეწებებოდა და ხატის მუხა
კიდევ უფრო მყარად იდგა.
ამ დროს მოხდა მოულოდნელი რამ. ერთი მოღალატე, სახე-
ლად სუმელჯი, თემს გადაუდგა და ქაჯებს აცნობა: ამ მუხას ვერ
მოჭრით, თუ კატის სისხლს არ მიასხამთო. ამ საიდუმლოს თემი
სისხლის ფასად იცავდა და მისი გათქმა უდიდეს ღალატად ით-
ვლებოდა.
მართლაც, შეასხეს თუ არა კატის სისხლი, ბერმუხა მოდუნდა
და მაშინვე წაიქცა. ოქროს ჯაჭვიც გაწყდა და ცისკენ წავიდა.
ჯაჭვის ჟღრიალის ხმა გაიგო თუ არა, ლაშარი ძალიან გან-
რისხდა, მიწაზე დაეშვა, ქაჯებს მათრახით დაერია და კუდით ქვა
ასროლინა. ლაშარის რისხვა რომ თავიდან აეცილებინათ, თავ-
დამსხმელები ქაჯეთში გაიქცნენ. ქაჯებისაგან გაბრიყვებული
ადამიანები ფეხებში ჩაუვარდნენ ლაშარს და პატიება სთხოვეს.
ღვთისშვილი დამარცხებულების მიმართ ყოველთვის ლმო-
ბიერებას იჩენდა. ამჯერადაც დაინდო ისინი.
მოღალატე სუმელჯი სამუდამოდ მოიკვეთა თემმა. მას შთა-
მომავლობაც არ დარჩენია, რათა ღალატიანი ადამიანები არ
გამრავლებულიყვნენ.
ლაშარს ისედაც დიდი შუღლი ჰქონდა თავგასულ ქაჯებთან.
ახლაც განრისხებული თავს დაესხა ქაჯების მჭედელს, რომე-
ლიც ადამიანთა გასანადგურებლად იარაღს ამზადებდა, სახე-
ლოსნოები დაუნგრია და მისი მჭედლები კი ქვესკნელში გაის-
ტუმრა. გრდემლი, ხელკვერი, მარწუხი და სხვა სამჭედლო
იარაღები თან წამოიღო, თავის ერთგულ მლოცველებს დაური-
55 მკითხველთა ლიგა
გა და სამჭედლო საქმე ასწავლა. მას შემდეგ საბრძოლო
იარაღს თავადვე ამზადებდნენ, ქაჯები კი ლაშარის ხატზე თავ-
დასხმას ვეღარ ბედავდნენ.

56 მკითხველთა ლიგა
ავი სულები -კუდიანები ანუ მზაკვრები
მზაკვრები ადამიანთა შორის ცხოვრობდნენ, ადამიანის სახე
ჰქონდათ, მაგრამ კუდიანები იყვნენ. არც ღამით ეძინათ და არც
დღისით. ცდილობდნენ, ადამიანისათვის საქმე გაეფუჭებინათ
და თუ საწადელს მიაღწევდნენ, ძალიან უხაროდათ.
ძველი ქართველების აზრით, შიშველ ბავშვს დილით, უზმოზე
მზაკვრის თვალი არ უნდა მოხვედროდა, თორემ უჭმელი იქნე-
ბოდა, სუსტი გამოვიდოდა და მტერი ადვილად მოერეოდა.
გათვალულ ბავშვს მისი ბებიები, ან სხვა შემლოცველები ასე
შეულოცავდნენ:
ავი თვალით, ავი სულით
ჩემს პატარას ვინც ჩახედავს,
თვალიანს თვალი ამოუგდე,
გულიანს გული ამოგლიჯე;
შენი ჯაჭვითა და ლახვრით,
შენი ბოძალით დაედევნე,
საშველი და ხსნა არ მისცე,
ჩემს პატარას ჯვარი დააწერინე.
არის სხვა შელოცვებიც. შელოცვის შემდეგ ბავშვს ავი თვა-
ლი მოსცილდებოდა, ჯანმრთელი და ღონიერი გაიზრდებოდა.
კუდიანებს ყველაზე მეტი საქმე ჭიაკოკონობის ღამეს აქვთ.
იმ ღამეს ისინი მგლებზე სხედან, აქეთ-იქით დაძრწიან და ცდი-
ლობენ ვინმეს რამე ავნონ, რომ ჭიაკოკონობა დღეს, შუაღამი-
სას, თავიანთი უკუღმართი საქმიანობის შესახებ მზაკვართა უფ-
როსს მოახსენონ.

57 მკითხველთა ლიგა
ჭიაკოკონობა
ამ დღეს სოფლებში დიდი სამზადისია. ბავშვები და ახალგაზ-
რდები ჩალა-ბულასა და ფიჩხს აგროვებენ.
აბა, ბევრი ფიჩხი და თივა გამოიტანეთ, რომ დიდი კოცონი
გამოვიდეს და კუდიანები დააფრთხოსო, გადასძახებენ მეზობ-
ლები ერთმანეთს.
ეზოებში, ყანებსა და სხვა თვალსაჩინო ადგილებში წვეტიან
სარს ჩაასობდნენ, ზედ ჯვარს გაუკეთებდნენ და ეკლიან გვირ-
გვინს ჩამოაცვამდნენ. როცა მზაკვრის თვალი ამ სარს მოხვდე-
ბოდა, მავნე ძალა ეკარგებოდა. საღამოს კი სოფლის შუაგულ-
ში, უბნებში, ეზოებში ან მინდვრებში კოცონს ჭიაკოკონას გააჩა-
ღებდნენ. ისმოდა სიმღერა, იმართებოდა ცეკვა-თამაში, ჩონ-
გურზე დაკვრა და მხიარული ჟრიამული. ყოველი მოსულთაგანი
კოცონზე უნდა გადამხტარიყო. ცეცხლის გამანადგურებელი ძა-
ლა აფრთხობდა კუდიანებს და არაწმინდებს. ისინი ამ ადა-
მიანებს ზურგზე ვეღარ მოასხდებოდნენ. ამავე დროს იარაღს აჟ-
ღარუნებდნენ, რითაც თავზარს სცემდნენ მზაკვრებს. ზოგიერ-
თები ყვიროდნენ:
შორს, მზაკვარო, შორს, შორს ჩემგან! შენი სვი და შენი ჭამე,
ჩემსას ჯვარი დამიწერე!
კუდიანები კი კატის სახით დაძრწოდნენ და ვინც ფრთხილად
არ იყო, ჩუმად მიეპარებოდნენ, თმიდან ფრჩხილის სიგრძე
თმას წააჭრიდნენ, თმასთან ერთად ტანსაცმლის პატარა ნაჭერ-
სა და მისი გულის ნაწილს გაიყოლებდნენ, რომ მბრძანებელ-
თან `ხელდამშვენებულები მისულიყვნენ.
შუაღამისას ცოცხებზე ან საწნახელებზე შემსხდარი კუდიანე-
ბი საჰაერო გზით ტაბაკონის მთისაკენ მიფრინავდნენ.

58 მკითხველთა ლიგა
როკაპი
ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ კუდიანებს ჰყავდათ
მბრძანებელი, მას როკაპს ეძახდნენ. მისი საბრძანებელი ტაბა-
კონის მთაზე იყო. როკაპი იმ ხნისაა, რა დროსაც დედამიწაზე
მზაკვრები გაჩნდნენ. როკაპი მახინჯი დედაბერია. მის გამხდარ-
სა და დამჭკნარ ხელის თითებს კიდევ უფრო აუშნოებს გრძელი
ფრჩხილები. როკაპი ერთ ადგილზე ზის, ხოლო გარშემო შავი
კატები ახვევია. იქვე არიან მისი მსახურებიც. ისინი ყველაფერს
მოახსენებენ როკაპს, თუ რა ხდება ქვეყნიერებაზე, როგორ იქ-
ცევიან და რას აკეთებენ მისი კუდიანები.
როკაპის შავი გამოქვაბულის დარბაზის შუაგულში ჯაჭვით
დიდი, ჭვარტლით გამურული ქვაბია ჩამოკიდებული, ქვეშ ცეც-
ხლი უნთია. ჭიაკოკონობა ღამეს მზაკვრები შიგ მათ მიერ მოპო-
ვებულ ადამიანების ნაწილებს ყრიან და ხარშავენ.
როდესაც ყველა კუდიანი შეიკრიბებოდა, როკაპის მსახურ-
თუხუცეს წუნკალასთან მზაკვრები ძღვენის მისართმევად რიგ-
რიგობით მიდიოდნენ. ყოველი ძღვენის მირთმევისას მსახურ-
თუხუცესი შავი, გალეული ფილთაქვით უკაკუნებდა იქვე მყოფ
როკაპის გარეთ გამოშვერილ კბილს.
ვინ მოვიდა? მიხრწნილი ხმით იკითხა როკაპმა.
მზაკვარი ციცისპირა გეახლათ, თქვენო უუკუღმართესობავ,
დაიჩხავლა წუნკალამ.
იმდენი სიავე აქვს ჩადენილი, რომ თქვენი კბილისა და
ფრჩხილების ორდენს იმსახურებს. აი, ამ უდღეურს თავისი საკუ-
თარი შვილის გულიც კი არ დაენანა თქვენთვის მოსართმევად.
წინა ჭიაკოკონობიდან ამ ჭიაკოკონობამდე ასი ადამიანის ნაწი-
ლი მოიპოვა და ცხოვრების გზა-კვალი აურია მათ.

59 მკითხველთა ლიგა
კარგია, კარგი... აი, სწორედ ასეთი კუდიანები გვჭირდება
მავნე და დაუნდობელი... აბა, ამას კი არა ჰგავს, ამ საცოდავს,
კუთხეში რომ მიკუნჭულა საცოდავად და მხოლოდ ერთი
ადამიანი რომ ააცდინა გზიდან, გაცხარდა როკაპი, ათი მუჯ-
ლუგუნი უთავაზეთ ამ მაჯლაჯუნას, რომ არ მოიწყინოს! და თავი-
სი ხუმრობა თვითონვე მოეწონა.
ყველანი სიცილით გადაბჟირდნენ. კიდევ დიდხანს იცინებ-
დნენ, წუნკალას ნადიმზე რომ არ მიეწვია ისინი.
იმღერეს, იჩხავლეს, იკნავლეს, იკუნტრუშეს, იხუნტრუცეს,
ისე გამხიარულდნენ, სულ ყირაზე გადადიოდნენ.
განთიადი ახლოვდება, თავზე არ დაგვათენდეს, მოაგონა
მათ წუნკალამ, ახლა კი დროა, აიბარგოთ და შინ დაბრუნდეთო!
ყველანი აიშალნენ, გამოთხოვებისას როკაპს თითის ფრჩხი-
ლებზე კოცნიდნენ. ისიც კმაყოფილი თავისი ბრჭყალებით კი-
სერს უკაწრავდა მათ. აღფრთოვანებული კუდიანები თავიანთ
ცოცხებსა და საწნახელებს მოასხდნენ და თვალისდახამხამება-
ში დაბრუნდნენ სახლებში.

60 მკითხველთა ლიგა
დევების ქორწილი
ხევსური უთურგა ჯიხვზე სანადიროდ წასულა. დევგორასთან
ახლოს, რომელიც დევებით იყო დასახლებული, მექორწილე
დევები შემოხვდნენ. მათ შორის ერთი, უთურგას ძმობილი ვერ-
ხველაც იყო.
წამოდი, უთურგავ, დიდი ქორწილი გვაქვს, კარგ დროსაც გა-
გატარებინებთო, შეიპატიჟა ვერხველა დევმა უთურგა.
რას ამბობ, ძმობილო, ან მასპინძელს არ ეწყინოს, ან სტუმ-
რებს და შენც ჩემი გულისთვის შარში არ გაეხვიო. ხომ გაგიგო-
ნია, სტუმარს სტუმარი სძულდა, მასპინძელს კი ორივეო.
წამოდი, რა დროს ანდაზებია! მასპინძელი ჩემი ახლობელია,
სხვას კი ვის რა ეკითხებაო, თავი გამოიდო ვერხველამ.
ბევრს უარობდა უთურგა, მაგრამ ძმობილმა მაინც დაიყო-
ლია და მასპინძელსაც გააცნო:
ეს კაცი ჩემი ძმობილია, არავინ არაფერი აწყენინოს, თორემ
ჩემთან ექნება საქმეო.
მთავარია, პურ-მარილი უყვარდეს და ყველაფერს ეშველე-
ბაო, დააიმედა მასპინძელმა.
იყო ერთი ხორხოცი. დევები უაზრო რაღაცას როხროხებ-
დნენ და ამ ბღავილს სიმღერას ეძახდნენ.
მასპინძლისას დიდი სამზადისი და ფაციფუცი იყო, საჭმლის
კეთებაში დევებს ქაჯებიც ეხმარებოდნენ.
აქორწინებდნენ ერთ დევს, სახელად ბერას. ეს ბერა დიდი
ტანისა კი იყო, მაგრამ გარეგნულად მარხილზე თივის დასამაგ-
რებელ ჯოხს ჰგავდა. საპატარძლო კიდევ მსუქან-მსუქანი და
ფაშფაშა დევის ქალი იყო.
ზოგიერთმა დევმა ბღვერა დაუწყო უთურგას:
ეს საიდანღა მოათრიეს, ჩვენებურს რომ არ ჰგავსო.
მასპინძელმა მაშინვე ჩააჩუმა ისინი:
61 მკითხველთა ლიგა
ენა ჩაიგდეთ, ჩემი შვილის ქორწილია და ყველას უნდა უხა-
როდეს! რას იბღვირებით, მოილხინეთო.
უეცრად ყველა გაისუსა და კარებს მიაჩერდნენ. დარბაზის კა-
რი ჭრიალით გაიღო და მათი მთავარი მბრძანებელი, ცხრათა-
ვიანი ბუმბერაზი ბულუმუღუნ დევი შემობრძანდა. მას თავისი
დიდებულები აშლოყინე, მუსა დევი, კარანთელი, ხარშაველა და
სხვებიც ახლდნენ.
შემოსულს დიდი ტაშისკვრითა და ხმამაღალი შეძახილებით
შეხვდნენ:
გაუმარჯოს, ბულუმუღუნ დევს! დღეგრძელობა, ბულუმუღუნ
დევსო!
ტაში და შეძახილები დიდხანს არ ცხრებოდა, სანამ ბულუმუ-
ღუნ დევმა ხელით არ ანიშნა და სუფრის თავში არ დაბრძანდა.
ბულუმუღუნ დევი, ქაჯების მბრძანებელ ბუქრასთან, კუდიანე-
ბის უფროს როკაპთან და სხვა მავნე სულების მბრძანებლებთან
ერთად, მორიგე ღმერთის კარზე გამართულ შეკრებასაც ესწრე-
ბოდა ხოლმე. მათ მორიგესთან იმიტომ იწვევდნენ, რომ დამბა-
დებელი ღმერთის მიერ იყვნენ შექმნილები.
ავი სულები ცდილობდნენ, მორიგის კარზე მეტი ძალაუფლე-
ბა მოეპოვებინათ და ღვთისშვილები შეევიწროვებინათ. ამიტომ
სიცრუესა და ცილისწამებას არ ერიდებოდნენ, მაგრამ მორიგე
ღმერთის თანაშემწეები იასაულები, მეენეები, მეყურადეები მათ
ხშირად ამხელდნენ და ბოროტ განზრახვას უფუშავდნენ.
ახლა ისევ ქორწილს დავუბრუნდეთ.
მასპინძელი მთავარი დევის სტუმრობით აღფრთოვანებული
იყო. ბულუმუღუნ დევს ეახლა, დიდი მადლობა გადაუხადა მობ-
რძანებისთვის და ქორწილის თამადობა სთხოვა, მაგრამ ბულუ-
მუღუნ დევმა თამადობა თავისი კარის პირველ პირს, აშლოყი-
ნეს ჩააბარა.

62 მკითხველთა ლიგა
ქორწილი გრძელდებოდა და თანდათანობით ეშხში შე-
დიოდა.
იქვე, თავის საწოლში დევების ბავშვი იწვა. მან პირიდან თი-
თი გამოიღო და დედამისს უთხრა:
დედი, დედი, ხომ შემპირდით, ადამიანს მოგაკვლევინებთო.
ეს კაცი თავისი ფეხით მოსულა ჩვენთან. ხანჯალი მომაწოდეთ,
ზედ ავაგებ და მწვადად ავაშიშხინებო.
მასპინძელს შერცხვა და უთურგას მოუბოდიშა:
ბალღია, არ იცის რას როშავსო.
მერე პატარა დევუკას მიუბრუნდა და დაუცაცხანა:
ხმა გაიკმინდე, თორემ ზურგს სახრით აგიჭრელებო.
ცოტა ხნის შემდეგ ერთი რქიანი დევი შემობლაყუნდა. ამ
დევს მელიასავით დიდი კუდი ება, შუბლის შუაში ერთი თვალი
ეჯდა, მეორე კი კეფაზე. ისე რომ, უკანაც კარგად ხედავდა.
სუფრაზე უამრავი ჭურჭელი და კერძები ჩამოარიგეს.
მელიისკუდიანმა დევმა მასპინძელს შეუძახა:
ჰეი, მასპინძელო, დიდი ყანწები მოგვიტანე, თორემ ღვინის
წყურვილს ვერ ვიკლავთო.
ერთი დიდი ყანწი შეივსო და ბერას წინაპრების შესანდობარი
დალია, დაცალა და ცარიელი ყანწი კერიისკენ ისროლა.
ჭიბიხორელი დევი განრისხდა, ახლა კი გიტირებ ყოფის დღე-
სო და დაგვიანებულ მაყარს სახეში შემოსცხო.
დაჰკარით მაგათ! აყვირდნენ ქალის მაყრები, მაგ ბერას ჭე-
რი თავზე დავამხოთო.
ააჟღარუნეს ფარ-ხმალი და ერთმანეთისკენ გაიწიეს.
აი თქვე ოხრებო, რაიც რო შასვით, შაშჭამეთ, ცეცხლად მა-
გიქცევთ ყველასაო! გაცეცხლდა მასპინძელი.
ამ გაწევ-გამოწევაში დევის ქალებმა ერთი წივილ-კივილი
ატეხეს.

63 მკითხველთა ლიგა
ერთმა დევმა საიდანღაც სახნისი მოათრია კერიის გადასათ-
ხრელად. მეორემ წიხლი ჰკრა მას და თავი კერიაზე დაარტყმე-
ვინა. წაქცეული წამოხტა, მოწინააღმდეგეს სახეში შემოჰკრა და
წააქცია, წაქცეულს ცეცხლის ალი მოედო ენაზე.
ქალის მაყრებმა ხანჯლები იშიშვლეს და მასპინძლის ბებერ
დედას კინაღამ თავი წააგდებინეს. არც დამხვდურები ჩამორ-
ჩნენ. აირია სუფრა, ვინ ვის ურტყამდა, კაცი ვერაფერს გაიგებ-
და.
საკვამურში დამალულმა უთურგამ დრო იხელთა, საკვამური-
დან ამოძვრა და გაიპარა. დევების ჩხუბი კი ისევ გრძელდებოდა
და როგორ დასრულდა, არავინ იცის.

64 მკითხველთა ლიგა
მონადირეების ამბები - მონადირე
უფლისწულის ამბავი

მზე პირს იბანსო, ამბობენ, როდესაც მზე თავის ნათელ სხი-


ვებს აფრქვევს დედამიწას და წვიმა სასიამოვნოდ ცრის ხოლმე.
მზის პირისნაბანს მაცოცხლებელი ძალა აქვს. ამის დასტურია
ეს ამბავიც.
ერთხელ მეფის შვილი ტყეში სანადიროდ წავიდა. ბორცვზე
ერთი ლამაზი და რქებგაბარჯღული ირემი დაინახა. უფლის-
წულმა მისი მოკვლა გადაწყვიტა და ისარი სტყორცნა, მაგრამ
ირემი მოულოდნელად ისე გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
მისთვის ნასროლი ისარი მზეს მოხვდა. აბა, მზეს რას დააკლებ-
და, მაგრამ ის მაინც ძალიან გაბრაზდა და უფლისწული მკაც-
რად დასაჯა. როცა გაიგო, რომ ის მეფის შვილი იყო, ვერცხლით
გადახურულ ულამაზეს ბროლის კოშკში გადაიყვანა. უფლისწუ-
ლი დღისით მკვდარი იყო, მზის ჩასვლის შემდეგ კი ცოცხლდე-
ბოდა.
მეფის შვილს ერთი ოქროსფაფრიანი, ოქროსნალებიანი და
ოქროსუნაგირიანი რაში ჰყავდა. ყოველღამ შეჯდებოდა ამ რაშ-
ზე, ტყეში დახეტიალობდა და მთვარეს სთხოვდა შველას. მთვა-
რეს მეფის შვილი კი ებრალებოდა, მაგრამ მზესთან ახალი შე-
რიგებული იყო და მის განაწყენებას ერიდებოდა. ის კი გაუმ-
ჟღავნა, რომ მხოლოდ მზეთუნახავი ქალწულის გულწრფელი
სიყვარული იხსნიდა და მზის პირისნაბანი გააცოცხლებდა.
უფლისწულის რაში საოცრად გონიერი იყო.
ერთ დღესაც ტყეში ულამაზესი ქალწული დაინახა, რომელ-
საც გზა დაბნეოდა. უნაგირზე შეისვა და ბროლის კოშკში წაიყვა-
ნა. მზეთუნახავი ულამაზესი ჭაბუკით ძალიან მოიხიბლა.

65 მკითხველთა ლიგა
მზე რომ ჩავიდა, უფლისწულიც გაცოცხლდა. მას მზეთუნახა-
ვი ერთი დანახვით შეუყვარდა. მალე ვაჟმა ქალს თავისი ამბა-
ვიც მოუყვა.
მზეთუნახავს ისე ძლიერ შეუყვარდა უფლისწული, რომ ტყეღ-
რეს არ შეუშინდა და მზის პირისნაბანის საშოვნელად წავიდა.
გზაზე ერთი ირემი დაინახა, რომლის რქებიც ცას სწვდებოდა.
ქალმა თავისი გასაჭირი უამბო. ირემმა თავი დახარა. ქალი ირ-
მის რქებს აუყვა და მზის სასახლეს მიადგა. სასახლიდან მზის
დედამ გადმოიხედა. მზეთუნახავი ძალიან მოეწონა და შინ
შეიპატიჟა. ქალმა მზის დედას დახმარება სთხოვა. მზის დედამ
მზეთუნახავი ისე დამალა, რომ მის სხივებს არ დაეწვა. საღამოს
დაღლილი მზეც დაბრუნდა და დაიძინა. დილით დედამ მზეს პი-
რი დაბანა. მისი პირისნაბანი ქალს მისცა და გაისტუმრა. მზეთუ-
ნახავმა მზის დედას მადლობა გადაუხადა, ირმის რქებს ჩამოჰ-
ყვა, მზის პირისნაბანი უფლისწულს სახეზე შეასხურა და
გააცოცხლა.
უფლისწული ხელმწიფის სასახლეში დაბრუნდა. ხელმწიფეს
თავისი შვილისა და მზეთუნახავის დანახვა ძალიან გაუხარდა.
მალე ქორწილიც გადაიხადეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

66 მკითხველთა ლიგა
თუში მონადირე მექობაური და გველეშაპი
მთაში ხშირად გაიგონებთ, ეს კაცი დავლათიანიაო. ყველამ
როდი იცის, რომ დავლათი ძველი ქართველების წარმოდგე-
ნით, ზებუნებრივი ძალაა. ვისაც მხარზე დააჯდება, ყოველთვის
წარმატებებს აღწევს ამარცხებს მტერს, ეძლევა ბარაქა და მის
სიტყვას მეტი ძალა აქვს. დავლათიან ადამიანებს ბოროტი ძა-
ლებისა არ ეშინიათ, მიდიან კიდევაც მათ დასამარცხებლად და
ღვთისშვილების მსგავსად იმარჯვებენ.
ასეთი დავლათიანი ყოფილა სახელგანთქმული თუში მონა-
დირე მექობაური. თანასოფლელებისთვის მასთან ერთად სანა-
დიროდ წასვლა დიდი პატივი იყო. მექობაურიც სახელოვან ვაჟ-
კაცებს ირჩევდა თანამგზავრად.
ერთხელ თორმეტი რჩეული მონადირე აიყოლია და სანადი-
როდ წაიყვანა. ისეთ დაბურულ ტყეში მოხვდნენ, რომ მზის შუქი
ვერ აღწევდა. გზა დაებნათ. ბევრი იარეს ასე უგზო-უკვლოდ და
ერთ ფართონაღარიან კვალს მიაგნეს. მექობაური მაშინვე მიხ-
ვდა, რომ ეს გველეშაპის ნაკვალევი იყო. მიჰყვნენ ამ კვალს და
გზაზე გაწოლილ ერთ გველეშაპს მიადგნენ. იმხელა იყო, ვე-
რაფრით ვერ გადააბიჯებდნენ.
გზას მაინც არ გვაძლევს, უთხრა მექობაურმა თანამგზავ-
რებს, მოდი, გავყვეთ და სადაც მიგვიყვანს, ჩვენც იქ მივიდეთო.
როგორც იქნა, დაიძრა გველეშაპი. მიდიოდა და ათი უზარმა-
ზარი მორის ნათრევისხელა თხრილს ტოვებდა მიწაზე. ერთ აქა-
ფებულ მდინარეს მიადგნენ. მეორე ნაპირზე გადასვლა უნდო-
დათ. მაგრამ როგორ გადავიდოდნენ? მდინარე ღრმაც იყო და
განიერიც, წყალი მოწყვეტილი ზვავივით მიედინებოდა შიგ.
ეს გველეშაპი ადამიანთა მოყვარული აღმოჩნდა. ხიდივით
გაიდო მდინარეზე და მონადირეებს ანიშნა, ზედ გადამიარეთ და
ისე გადადითო.
67 მკითხველთა ლიგა
მექობაური ყოჩაღად ავიდა გველეშაპის კუდზე, მაგრამ უკან-
ვე დაბრუნდა და ამხანაგებს უთხრა: რაღაც რბილი ტანი აქვს,
შეიძლება წყალში ჩაიძიროს და ჩვენც იქ ჩავცვივდეთო. ამასო-
ბაში გველეშაპმა ხელმეორედ ანიშნა მონადირეებს, გადმოდი-
თო.
ისევ ავიდა მექობაური გველეშაპის ზურგზე და მონადირეებს
გასძახა: ამოდით, თუშის შვილებო, გველეშაპს ზურგი გამაგრე-
ბია და გაღმა უხიფათოდ გადავალთო.
ვეშაპ გაიდვა ხიდადა,
იქნა ბრძანება ღვთისაო.
გაუძღვა მექობაური,
ზედ თუშებ გადმოდისაო.
ამათ ეგონათ, სამშვიდობოზე იყვნენ, თორემ წინ უარესი ამ-
ბავი ელოდათ. მდინარის გაღმა, ერთ ტაფობზე, ტბა იყო. თურმე
შიგ სხვა გველეშაპი ბუდობდა და იმ გზაზე ვინც გაივლიდა, შე-
უჭმელს არ ტოვებდა. მისთვის სულერთი იყო, გველეშაპი იქნე-
ბოდა ის, დევი, ქაჯი თუ ადამიანი.
ერთიც ვნახოთ, ტბა აღელდა, რაღაც უზარმაზარი რკალივით
ამოიმართა და ირგვლივ შხეფები მიმოაფრქვია. ტბიდან ერთი
ბორცვისხელა გველეშაპი ამოიზნიქა, შუბლი შეიკრა, თვალები
დააბრიალა და გულშემზარავი წივილით მონადირეების მეგო-
ბარი გველეშაპისკენ გაქანდა.
მონადირეების გველეშაპი არ შედრკა და საბრძოლველად
მოემზადა. მონადირეებს კი ანიშნა, მომეხმარეთო. გაიმართა
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
ვეშაპი ვეშაპს შეება,
იქნა დაქცევა ცისაო.
ტბის გველეშაპი ტანითაც დიდი იყო და ღონითაც, მონადი-
რეების მეგობარზე ძლიერი ჩანდა.

68 მკითხველთა ლიგა
მექობაურმა შეატყო, რომ ტბის გველეშაპი სჯობნიდა მათ
მეგზურს, მონადირეები შეკრიბა და უთხრა: ჩვენს მეგობარს უნ-
და მივეხმაროთ, თორემ თუ დამარცხდა, მოწინააღმდეგე იმასაც
შეჭამს და ჩვენც ზედ მიგვაყოლებსო.
დაჰკარით, თუშის შვილებო,
გული ვისაც გაქვთ ცდისაო!
მექობაურის მახვილი
ვეშაპს მორივით ჭრისაო.
მონადირეებმა იშიშვლეს მახვილები და მტერს მიეძალნენ.
დაჰკრა მექობაურმა და კაციჭამია ვეშაპს ბოლო მოაჭრა.
ახლა კი დასუსტდა ტბის გველეშაპი. შეუტია პატარა გველე-
შაპმა და მოწინააღმდეგეს სული გააცხებინა.
გამარჯვებულმა გველეშაპმა მონადირეებს ანიშნა, მომყევი-
თო. მიჰყვნენ და ერთ დიდ სოროს მიადგნენ. ის გველეშაპების-
თვის იყო სორო, თორემ ადამიანებისათვის უზარმაზარ გამოქ-
ვაბულს წარმოადგენდა.
აქ კი სამარცხვინო საქმე ჩაიდინა პატარა გველეშაპმა მოკ-
ლულ მტერს შვილებიც დაუხოცა. მერე იმ გამოქვაბულიდან ჯიხ-
ვის რქებისგან დამზადებული მშვილდ-ისრები, ალმასისპირიანი
ხმლები და საუკეთესო აბჯრები გამოიტანა და თავის ქომაგებს
დაურიგა.
მონადირეებმა იფიქრეს, ამან დამარცხებული მტრის მცირეწ-
ლოვანი შვილები არ დაინდო, აქ რომ დიდხანს დავრჩეთ,
ვაითუ, რაიმე ეწყინოს და არც ჩვენ დაგვინდობსო. გველეშაპს
მადლობა გადაუხადეს და შინისაკენ გასწიეს.
მექობაურის ვაჟკაცობის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო.
ის გველეშაპი კი, არავინ იცის, თავის ძველ ბინას დაუბრუნ-
და, თუ იმ ტბის მიდამოებს დაეპატრონა.

69 მკითხველთა ლიგა
ოჩოპინტრე და მონადირეები
ოჩოპინტრე ნახევარღმერთი იყო. იგი უღრან ტყეში და მა-
ღალ კლდეებში ცხოვრობდა. ოჩოპინტრეს ძალიან უყვარდა
ცხოველები. მას თხის რქები, თხის წვერი და თხასავით წვრილი
ფეხები ჰქონდა. მისი ნაკვალევი პატარა ბავშვის ნაკვალევს
ჰგავდა. იცოდა სტვირის დაკვრა და, საერთოდ, დიდი მხიარული
და ხალისიანი ვინმე იყო. ამ თვისებების გამო, ღვთისშვილმა
გიორგიმ ნადირთა მწყემსობა და მხეცთა პატრონობა ჩააბარა.
ოჩოპინტრე ტყის საქმეებს დაუზარებლად აგვარებდა. როცა
გართობა მოუნდებოდა, ოჩოფეხებზე შედგებოდა და დასეირ-
ნობდა, ხშირად უხილავი იყო. უყვარდა ადამიანებთან მწყემსის
სახით გამოჩენა და მათთან გასაუბრება. გულში კმაყოფილებით
ეცინებოდა, როდესაც უეცრად გაუჩინარდებოდა და ნირწამხდა-
რი თანამოსაუბრეები ეძებდნენ.
ეეე, ოჩოპინტრე! სად დაიკარგე? კითხულობდნენ გაოცებუ-
ლები.
ოჩოპინტრე ტყის ცხოველებს გულმოდგინედ პატრონობდა.
განსაკუთრებით ყურადღებით შველ-ირემთა ჯოგებს მწყემსავდა
და კლდეებზე მოხტუნავე ჯიხვებისა და არჩვების სილამაზითა
და სილაღით ტკბებოდა; ვერ იტანდა, როდესაც მისი ნებართვის
გარეშე ნადირს კლავდნენ და თავხედ მონადირეებს სამაგალი-
თოდაც სჯიდა.
ერთხელ ერთმა მონადირემ ახალგაზრდა ირემი მოკლა. გაბ-
რაზებულმა ოჩოპინტრემ შესძახა: შე დასაბრმავებელო, რაღა
ეგ მოკალიო!
მონადირე მაშინვე დაბრმავდა.
ნამდვილი მონადირე შველს არ მოკლავდა, რადგანაც მის
სილამაზეს ვერ ელეოდა და ოჩოპინტრეს განაწყენებასაც ერი-
დებოდა.
70 მკითხველთა ლიგა
ოჩოპინტრეს წმინდა ცხოველებიც ებარა, რომლებსაც მონა-
დირესთან შეხვედრისას რქებზე სანთელი ენთებოდათ. თუ მო-
ნადირე ასეთ ცხოველს ესროდა, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა
და თავისივე ნასროლით განიგმირებოდა.
ოჩოპინტრეს, სხვა ღვთაებებისაგან განსხვავებით, სამლოც-
ველო ნიში არ ჰქონდა, მაგრამ მონადირეები ხატზე მისთვის
სანთელს ანთებდნენ და ევედრებოდნენ: მომეცი ბედი, ნადირი
მომაკვლევინე. ნადირთა სული ხომ მაინც შენია, შენს ჯოგს კი
არა-რა გამოაკლდებაო! ან კიდევ: ოჩოპინტრე ბედნიერო! ნა-
დირთა წმინდა ანგელოზო, ხელცარიელს ნუ დამაბრუნებ, მსუ-
ქანი ჯიხვი მომეცი, სული ხომ შენია ნადირისანიო!~ ოჩოპინტრე
ამით კმაყოფილი იყო, ბავშვივით უხაროდა და მახვეწარს ნადი-
რობაში ხელს უმართავდა. ნადირობაში გამარჯვებული მადლო-
ბის ნიშნად ხატს ნანადირევის რქებს სწირავდა.
ნადირთა პატრონის გულის მოსაგებად პატარა პერანგებს
კერავდნენ, ტყეში მიჰქონდათ და ხის კენწეროებზე უტოვებ-
დნენ. ეს საჩუქრები ოჩოპინტრეს ძალიან მოსწონდა და შემომ-
წირველებს ემადლიერებოდა.

71 მკითხველთა ლიგა
მონადირე ბეთქილი და ქალღმერთი დალი
ულამაზესი ვაჟკაცი იყო ბეთქილი და უებრო მონადირე. ყო-
ველთვის იცავდა ნადირობის წესებს და ღვთის ნებართვის გა-
რეშე სანადიროდ არ მიდიოდა.
ნადირობისას ბეთქილი სწრაფად და მარჯვედ მოძრაობდა
კლდე-ღრეზე. უყვარდა მაღალი მთები და ჭიუხები, ტყის ლამაზი
ყვავილები.
ერთხელაც ბეთქილი, ჩვეულებისამებრ, სანადიროდ წავი-
და...
ამ დროს კლდის თხემზე იჯდა ნადირობის ქალღმერთი, მა-
რად ახალგაზრდა, ულამაზესი დალი და ოქროს სავარცხლით
თავის გრძელ, ოქროს თმებს ივარცნიდა. დალი მოიხიბლა
ახალგაზრდა ბეთქილით და უთხრა: დედობა გინდა? დედობას
გაგიწევ, დობა გინდა? შენი და ვიქნები, ტრფობა გინდა? სიყვა-
რულს მიიღებ, მაგრამ დედობა გერჩიოს, მაშინ არ გაგწირავო!
ჭაბუკმა მონადირემ დალის სიყვარული ირჩია.
დალიმ კლდიდან ოქროს ნაწნავები ჩამოუშვა და ბეთქილი
თავისთან აიყვანა. ქალღმერთმა მას სიყვარულის ნიშნად თავი-
სი მძივი უსახსოვრა, რომელიც საოცარ ელვარებას გამოსცემ-
და და სთხოვა, არავისთვის ეჩუქებინა.
მას შემდეგ ბეთქილი ხშირად დადიოდა სანადიროდ და ყო-
ველთვის დიდი ნადავლით ბრუნდებოდა უკან. ნადირობის ქალ-
ღმერთი მას ხელს უმართავდა.
ერთ დღეს სვანებმა თოვლის კოშკები აღმართეს და ზედ
ფერხული გამართეს. უეცრად წრეში თოვლივით თეთრი ჯიხვი
შეიჭრა, ბეთქილს ფეხებშუა გაუძვრა და კლდეებს მიეფარა.
ვინ დაიჭერს თეთრ ჯიხვს? იკითხეს სვანებმა.
ვინ და, ჩვენი სახელოვანი მონადირე ბეთქილი, თქვა ერთმა.
მის აზრს ყველანი დაეთანხმნენ.
72 მკითხველთა ლიგა
ბეთქილი სანადიროდ წავიდა. კლდეთა შორის გზა ფართოდ
გაიშალა. უკან მოიხედა და დაინახა, რომ დასაბრუნებელი გზა
დავიწროებულიყო.
დალის სამყოფელთან ტყის დედოფლად იქცა თეთრი ჯიხვი.
სად არის ჩემი ნაჩუქარი მძივი? ჰკითხა ქალღმერთმა.
შინ დამრჩა, ქალღმერთო, სასთუმალქვეშ... ენის ბორძიკით
უპასუხა ბეთქილმა.
რატომ უღალატე ჩემ პირობას? მე ვნახე, რომ ის მძივი ყელს
უმშვენებდა შენს საცოლე თამარს. რატომ გატეხე სიტყვა, ბეთ-
ქილ? თქვა და გაუჩინარდა ქალღმერთი...
შავ, ციცაბო კლდეზე მხოლოდ მარცხენა ფეხის დასადგმელი
და მარჯვენა ხელის მოსაკიდიღა დარჩა ბეთქილს.
ბეთქილის მწევრების ყეფა შემოესმათ სოფელში. თანასოფ-
ლელები მაშინვე მის საშველად გაემართნენ.
კლდის ძირში ფუმფულა ნაბდები დაუგეს. თუ მოსწყდებოდა,
რბილად რომ დაცემულიყო ზედ. აღმართეს კიბეები, მაგრამ
ბეთქილის ირგვლივ კლდეებმა მაღლა აიწიეს. ზემოდან
მოუარეს თოკების ჩასაწოდებლად. ახლა მთა დადაბლდა და
ქვევით ჩაიყვანა ბეთქილი.
მიხვდა მონადირე, რომ ქალღმერთმა სასიკვდილოდ გაიმე-
ტა და თანასოფლელებს დაუბარა, თამარისათვის გადაეცათ,
ცრემლი დაედევნებინა მისთვის, მამამისს ყოველწლიურად საკ-
ლავი შეეწირა, დედას ხაჭაპურ-ჭვიშდარი ეკურთხებინა, დებს
თმები მოეკვეცათ და ეტირათ, ძმებს მისი აბჯარი გაეფერათ,
ტოლებს კი ზარი ეთქვათ და სამგლოვიარო ფერხული გაემარ-
თათ.
და როცა ცაზე გამოჩნდა ცისკრის ვარსკვლავი, ბეთქილმა
ვეღარ გაუძლო და მოსწყდა კლდეს. ტოლებმა მისი სხეული სო-
ფელში დაასვენეს, სიმღერა გამოუთქვეს და ამით უკვდავებას
აზიარეს.
73 მკითხველთა ლიგა
მონადირე ჩორლა და დალების ლაშქარი
მონადირე ჩორლას მამაც მონადირე ჰყავდა. ჯერ კიდევ
ბავშვს თვალი ლამაზი ჯიხვის რქებისკენ გაურბოდა. წამოიზარ-
და თუ არა, გული მთებისკენ ეწეოდა. მამამისისგან იცოდა, რომ
იქ მარდი ჯიხვები და არჩვები ბინადრობდნენ.
როდის წამიყვან სანადიროდ? მოუთმენლად ეკითხებოდა მა-
მას.
ნადირობა ვაჟკაცის საქმეა, ჩორლა. კარგი მონადირე რომ
დადგე, ჯერ მოთმინება უნდა ისწავლო. არ აწყენინო ნადირთა
ქალღმერთს, ორ ჯიხვზე მეტი არ მოკლა. ტყეში წასვლის წინ და-
ლის სანთელი აუნთე და შემწეობა სთხოვე, სხვაგვარად თავის
საყვარელ ჯიხვებს ძნელად თუ გაიმეტებს დედოფალიო.
თორმეტი წლის ჩორლა მამამ სანადიროდ პირველად წაიყ-
ვანა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ჩორლა მამის დარიგე-
ბას არასდროს ივიწყებდა. მაგრამ მონადირეს ყველაზე მეტად
თავისი მფარველი ჯგრაგის ხატი უყვარდა, ერთგულად უნთებდა
სანთელს და მის დიდებას აღავლენდა.
დალი, მართალია, ქალღმერთი იყო, მაინც არ მოსწონდა,
როდესაც მონადირეები სხვა ღმერთს უფრო მეტ პატივს სცემ-
დნენ.
მოულოდნელად ჩორლას ნადირობაში ხელი მოეცარა.
ტოლ-ამხანაგები თანდათან ჩამოშორდნენ და სანადიროდ
აღარ მიჰყვებოდნენ. მისი კაპასი ცოლი ენას არ აჩერებდა და
ქმარს ყანასა და ბაღ-ბოსტანში მუშაობას სთხოვდა. თუმცა,
ჩორლა ცოლს არ უსმენდა და მთაში სიარულს არ იშლიდა.
განვლო რამდენიმე წელმა. ჩორლამ თავის მფარველ
ჯგრაგს უამრავი სანთელი აუნთო. ამჯერადაც გაბედა და ნადი-
რობაში ხელის მომართვა სთხოვა. ნატვრა დამთავრებული არ
ჰქონდა, რომ ჯერ ერთი ჯიხვი გამოჩნდა, შემდეგ მეორე.
74 მკითხველთა ლიგა
ჩორლამ ორივე მოინადირა, თავის მფარველს მადლობა
შესწირა და გახარებული შინ დაბრუნდა.
მალე ნანადირევი ჯიხვებით აივსო სახლი. მამის დარიგება
აღარ ახსოვდა. უამრავი ირემი და ჯიხვი დახოცა. ნანადირევი
ხორცით აავსო სოფელი. ცაში ფრინველს არ უშვებდა და ზღვაში
თევზებს. სოფელში ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა.
ერთმა შურიანმა მონადირემ ხმა დაუგდო, ჩორლამ სული
მიჰყიდაო დალის. ისევ მარტოდმარტო დარჩა ჩორლა. თანამ-
გზავრი ვერსად იშოვა. თავისი ერთგული მონადირე ძაღლი,
საყლა, გაიყოლა, აბგაში სამი ხაჭაპური ჩაიდო და გზას გაუდგა.
ქალღმერთ დალის საუფლოში ჯიხვების ბარგა (ჯოგი) ნახა
ჩორლამ. ორასზე მეტი ჯიხვი და ერსკენი (გარეული თხა) მოკ-
ლა. მხოლოდ ერთი კოჭლი ერსკენიღა გადაურჩა სიკვდილს,
რადგან ჩორლას ისრები გამოელია. გადარჩენილი ნადირი,
როგორც იქნა, დალისთან მილასლასდა და ყველაფერი მოახ-
სენა.
განრისხდა ნადირთა დედოფალი. უამრავი ოქროსთმიანი
დალები ჰყავდა, მისივე თმებისგან მოქსოვილი. მოუხმო ყვე-
ლას, უბრძანა, შეეკოჭათ სისხლისმსმელი მონადირე და მასთან
მიეყვანათ.
წივილ-კივილით მიჰქროდნენ დალები. წინ ქარი უძღოდათ,
უკან გრიგალი მიჰყვებოდათ. ამ დროს ჩორლა გულარხეინად
მიირთმევდა ჯიხვის მწვადებს, გამოუხრავ ძვლებს კი საყლას
უყრიდა.
საფრთხის მოახლოება იგრძნო საყლამ. აწკმუვლდა და აწ-
კავწკავდა, რომ ვეღარ გააჩუმა, თასმით ხეზე მიაბა ჩორლამ.
უეცრად თავს დაესხნენ დალები, შეკოჭეს მონადირე და ნაცემ--
ნაბეგვი კლდეზე გადაკიდეს. აუტანელი ტკივილებისგან აკვნეს-
და მონადირე. მთებიც კი აქვითინდნენ მისი ცოდვით.

75 მკითხველთა ლიგა
აბა, შენ იცი, ჩემო საყლა, მონახე ჩემი ძმები და გადაეცი, ჩე-
მი იარაღი არ დაკარგონ, ჩემი ძვლები აქ არ დატოვონო, უთხრა
სასოწარკვეთილმა ჩორლამ.
საყლამ აიწყვიტა და მშველელის საძებნელად გაიქცა. ცხრა
მთა გადაიარა და მეათეს გასცდა. სახლს რომ მიუახლოვდა,
ჯგრაგი დაინახა, ჩორლას მფარველი. საყლა წინ გაუძღვა და
ერთ-ერთი დალის კლდესთან მიიყვანა. ეს დალი ჩორლას სიყ-
ვარულის გამო გამოეძევებინათ სხვა დალებს.
ერთ ბუჩქთან საცოდავად მიყუჟულიყო ეს დალი და ცხარედ
ტიროდა. მკაცრად დასჯილი ჩორლა ეცოდებოდა.
როგორმე უნდა ვუშველოთ ჩორლას, მიმართა მას ჯგრაგმა,
იქნებ მითხრა, ყველაზე მეტად რისი ეშინიათ დალებს?
ამ დალმა იმედიანი თვალებით შეხედა ჯგრაგს და უპასუხა:
უწესო ქალის ნაფეხურზე ფეხის დამდგმელი კაცის მოყვანა ყვე-
ლაზე მეტად აშინებთო.
დედოფალ დალისთან თავისი მოციქული გაგზავნა ჯგრაგმა.
თუ ჩორლას დახსნა გინდათ, თავს ნუ შეიწუხებთო, იყო პასუ-
ხი.
ახლა თვითონვე მივიდა დალებთან ჯგრაგი.
ეს რა ჩაგიდენიათ, საბრალო დალებო? რატომ დაგისჯიათ
ღვთისმოსავი კაცი? გამოუშვით ჩორლა, თუ არადა, ახლავე მო-
გიყვანთ უწესო ქალის ფეხისნადგამზე ფეხის დამდგმელ კაცსო.
რას გვერჩი, ჩვენო უფალო, შეშფოთდა დედოფალი, სის-
ხლისმსმელია ეგ მონადირე... უამრავი ჯიხვი დახოცაო.
მაინც გაათავისუფლეს დალებმა ჩორლა, რომელმაც ჯგრა-
გის რჩევით, მოკლული ჯიხვი გადაიკიდა დაშავებულ მხარზე და
ნატკენი ადგილები მოიშუშა.
ეს რომ გაიგო, გაბრაზდა დალების დედოფალი. ბრძანა დას-
დევნებოდნენ მონადირეს.

76 მკითხველთა ლიგა
გაავებული დალების ლაშქარი მათკენ დაიძრა. მათ დანახვა-
ზე განრისხდა ჯგრაგი. შემართა მარჯვენა აირია ცაში ამინდი.
წამოვიდა თქეში და სეტყვა. ადიდდა ხევი და შიგ მოჰყვნენ და-
ლები.
ჩორლამ ხევში შეამჩნია მისი ქომაგი დალი მირბოდა და თან
უზარმაზარი ლოდები მისდევდა. ჩორლა ჯგრაგს შეევედრა:
ჩემო ბატონო, გადამირჩინე ჩემი მოსარჩლე დალიო.
ისევ შემართა ჯგრაგმა მარჯვენა და ამინდიც დაწყნარდა.
მადლობელი ვარ, ჩემო უფალო, თავს მირჩევნია ძვირფასი
დალი.
რას ამბობ, ჩორლა, ცოლი გყავს სახლში!
ჩემო მეუფევ, რა ცოლია კაპასი ქალი, ჩემს გაკილვაში რომ
ამოსდის სული! არც მე ვუყვარვარ და არც ჩემი საქმე.
კარგი, ჩორლა, წამოიყვანე.
სამშვიდობოზე გავიდა ჩორლა.
ჩემო ჩორლა, უნდა დაგტოვოთ. აქ ერთ სოფელში ყვავილი
მობრძანებულა და ჩემი თაყვანისმცემელი ქალის ვაჟს შეჰყრია.
უნდა ვუშველო, თორემ შავი ქაჯები მის სულს შავეთში გაიტაცე-
ბენო.
დიდება შენდა, რომ იხსენი ჩვენი სიცოცხლე!
ჩემო ერთგულო, რა გსურს, მითხარი, ყოველდღიურად წვრი-
ლი თხის მოკვლა გირჩევნია, თუ კვირაში ერთი ჯიხვის თავი?
ჯიხვის თავი ირჩია ჩორლამ.
კეთილი გზით გევლოს, უთხრა ჯგრაგმა, რასაც ინატრებ,
აგისრულდება, თვით სიკვდილიც არ დააყოვნებს; მაგრამ, ერი-
დე მშვენიერ დალებს. ნუ გაარისხებ მათ დედოფალს.
გაიყარნენ და ორივე თავისი გზით წავიდა.
თავის მფარველ დალისთან ერთად დაბრუნდა სოფელში
ჩორლა. მის ცოლს უკეთურობით შეერცხვინა სახლი. ვეღარ გა-

77 მკითხველთა ლიგა
ჩერდა იმ სახლში დალი, გადაიხვეწა და თავის კლდეს მიაშურა.
იქ ბროლის წყალთან დალია სული.
რისხვით აენთო ჩორლა. საყვედურებით შერისხა ცოლი.
დაე, მეც მოვკვდე, ძვირფასო დალი! ინატრა ჩორლამ.
ნატვრა აუსრულდა საბრალო მონადირეს.

78 მკითხველთა ლიგა
თეთრი მანგური
შრომისმოყვარე და ქველი ვაჟკაცი იყო მანგური. სიმდიდ-
რით იყო განთქმული და მთელ სვანეთში ქუხდა მისი სახელი.
მთვარის რჩეული იყო და მთვარის ნიშანიც ყოველთვის ხელს
უმართავდა. სავსე მთვარის ფერი გადაჰფენოდა სახეზე, ამიტომ
ეძახდნენ თეთრ მანგურს. ჭალაში სახნავ-სათესი ჰქონდა გადა-
ჭიმული, კალოები კალაში, სანიავებელი წვირიმში, პურის საშ-
რობი იფარში, სათიბები კი შხარაზე.
ძმებო, წავიდეთ, მანგურს მივეხმაროთ ყანების ფარცხვაში,
ერთმანეთს ეუბნებოდნენ დევები, ხომ იცით, რა მდიდარია,
კარგ პურ-მარილსაც გაგვიშლის და კარგ დროსაც გავატარებ-
თო.
იმ დროს დევები ცოტანიღა იყვნენ დარჩენილები, მათი ბო-
როტი თანამოძმეები ისე ამოეწყვიტათ ღვთისშვილებს, რომ
ცოცხლები მოთვინიერდნენ, თავიანთ ძალ-ღონეს შრომაში
ხარჯავდნენ და კმაყოფილებიც იყვნენ.
ნადირობაც უყვარდა მანგურს. დათქმულზე მეტ ნადირს არა-
სოდეს კლავდა. ამით ისე მოინადირა სხვადასხვა ტყის დალების
გული, რომ სამკალში ისინიც დიდი ხალისით შველოდნენ.
მოეფინებოდნენ პურის ყანებს და კრეფდნენ ულოს. საოცარი
სანახავი იყო მაშინ მანგურის ყანა. დალების ფაფუკი თმები ოქ-
როსფრად ბრწყინავდნენ მზეზე. საამურად გალობდნენ და მათი
ხმები ნაზი სიოსავით ეფინებოდა გადაშლილ მინდვრებს.
ერთხელ თეთრი მანგური სანადიროდ წავიდა, მაგრამ
დაუღამდა და ღამის გასათევად ბროლის ლამაზ გამოქვაბულში
შევიდა, ცეცხლი დაანთო და ჯიხვის მწვადი ააშიშხინა.
ეს გამოქვაბული დალების დედოფლის საბრძანებელი იყო.
იგი შინ გვიან დაბრუნდა და უცნობი მონადირე რომ დაინახა,
გაბრაზდა.
79 მკითხველთა ლიგა
ჩემს გამოქვაბულში უნებართვოდ რატომ შემოსულხარო?!
გაუწყრა დალი.
არ ვიცოდი, დედოფალო, თუ ეს გამოქვაბული შენი საბრძა-
ნებელი იყო. მაგრამ რა მექნა, შუაგზაზე დამიღამდა და გზა ვე-
ღარ გავიკვლიე. გამოქვაბულიდან გამომავალმა შუქმა იმედით
ამავსო და ვიფიქრე, ამ უკუნეთში თავს დროებით შევაფარებ--
მეთქი.
ასეთი საქციელისთვის ცუდად გადაგიხდიდი, მაგრამ კარგი
ვაჟკაცი ხარ და მართალი, ამიტომ მომწონხარ და შეგიბრალებ.
დიდება შენდა, შხარას ოქროსთმიანო დალო. თუ მიბრძანებ,
ახლავე გზას გავუდგები.
რაკი მოსულხარ, აღარ გაგიშვებ.
შენ ულამაზესი და უმშვენიერესი ხარ ქალღმერთთა შორის,
სვებედნიერო დედოფალო, მაგრამ რა ვქნა, ახლად შერთული
ცოლი მყავს და ვერ ვუღალატებ.
თუ ასეა, ცისკრის ამოსვლამდე შეგიფარებ. არსად წამოგ-
ცდეს, აქ რომ იყავი.
ვფიცავ, ქალღმერთო!
ცისკარი რომ მოახლოვდა, დალიმ ძვირფასი თვალი აჩუქა
მანგურს: თუ სადმე გაგიჭირდეს, ეს თვალი ამოიღე და მიხმე,
მაშინვე შენთან გავჩნდები და დაგეხმარებიო.
დილაადრიან სახლისკენ გაეშურა მანგური. მოულოდნელად
თავს დაესხნენ სავები (ძველი წარმოდგენით, ჩრდილოეთ კავ-
კასიური ტომები). მანგურმა ცხრა მათგანი განგმირა ისრით.
ცხრაგან დაიჭრა თვითონაც.
ბოლოს მტრის მოგერიება გაუჭირდა. ამოიღო დალის ნაჩუ-
ქარი თვალი და სთხოვა ქალღმერთს: მიშველე, დედოფალო,
ბევრნი არიან ჩემი მტრები, ვეღარ ვუმკლავდებიო!

80 მკითხველთა ლიგა
ოქროსფერი ფრთებით გადმოფრინდა მაშინვე ქალღმერთი.
წინ ქარი მოუძღოდა, უკან გრიგალი. იფნის შტოთი დაერია სა-
ვებს და ერთიანად ამოწყვიტა.
მადლობის ნიშნად მუხლი მოუყარა დალს მანგურმა. იფნის
შტო დაუქნია გამომშვიდობების ნიშნად დედოფალმა.
მანგური საღსალამათი დაბრუნდა სახლში. სიმდიდრე და ბა-
რაქა არ მოჰკლებია მის ოჯახს. მას შემდეგ მრავალჯერ წასულა
სანადიროდ მანგური. ვერც ნადირობაში სჯობნიდა ვინმე, რად-
გან დალი მუდამ მფარველობდა.

81 მკითხველთა ლიგა
ჭაბუკი მონადირე და ქაჯავეთის ასული
ქაჯები გამოქვაბულებში, დიდ თხრილებში და ნანგრევებში
ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრობდნენ. ისინი გონიერი, მაგრამ ბოროტი
არსებები იყვნენ: დიდტანიანები, ღონიერები, კლდეებზე და
მდინარეების ზედაპირზე თავისუფლად დაქროდნენ. მათ მდინა-
რის დაშრობა და მზის სხივების დაჭერაც კი შეეძლოთ, რომ
სითბოს ადამიანებამდე ვერ მიეღწია. თუ მოინდომებდნენ, დღეს
ღამედ გადააქცევენ. ერთმანეთში უკუღმა ლაპარაკობდნენ. ერ-
თმა მეორეს რომ უთხრას, სახლი დაანგრიეო, წავა და სახლს
ააშენებს. თუ უთხრა სახლი ააშენეო, წავა და დაანგრევს.
ქაჯების მოთვინიერება არ შეიძლება. თუ ადამიანი რომელი-
მე ქაჯის შეპყრობას, ფრჩხილების დაჭრას და გადამალვას
მოახერხებს, მას ერთგულად იმსახურებს, მაგრამ თუ ქაჯმა თა-
ვის ფრჩხილებს მიაგნო, იმ ოჯახს დასწყევლის და ამოწყვეტს.
ერთხელ მოხდა საკვირველება. ერთ ქაჯეთელ ქალს ახალ-
გაზრდა ლამაზი მონადირე ისე ძლიერ შეუყვარდა, რომ დაიჭრა
გრძელი ფრჩხილები და ცეცხლში ჩაყარა. სხეულზე მაშინვე
გასცვივდა თმები და ულამაზეს ასულად გადაიქცა. როდესაც ვა-
ჟი სანადიროდ წავიდა, მას უჩუმრად შორიახლოს მიჰყვა.
ჭაბუკი ჯიხვს გამოეკიდა, მაგრამ ულამაზეს ქალს რომ მოჰ-
კრა თვალი, ფეხი დაუცდა და კინაღამ უფსკრულში გადაიჩეხა.
გაქანდა ქაჯავეთის ასული, ვაჟს ხელი სტაცა, ჰაერში აიტაცა და
სიკვდილს გადაარჩინა.
ყმაწვილსაც შეუყვარდა
ქალი და ცოლად მოიყვანა. ქალმა თავისი ვინაობა
გაანდო ვაჟს. ტკბილად ცხოვრობდნენ ერთად ცოლ-ქმარი.
ერთხელაც ქალს თავისი მშობლები მოენატრა და ქმარს ქაჯა-
ვეთში წასვა სთხოვა. ვაჟიც დათანხმდა.

82 მკითხველთა ლიგა
წავიდნენ ქაჯავეთში. ვაჟს თავდაპირველად ქაჯებთან ყოფნა
გაუჭირდა, რადგან ისინი ადამიანებისგან განსხვავდებოდნენ:
გაჩეჩილი თმები და ბეჭებზე გამობმული ფრთები ჰქონდათ, ფე-
ხები წვრილი და დაგრეხილი, ფეხის კოჭები კი შებრუნებული.
ქალი მიესიყვარულა თავის მშობლებს და ქმარი ბუქრას, ქაჯ-
თა მბრძანებლს წარუდგინა. ბუქრას ყველაზე უფრო გაჩეჩილი
თმები ჰქონდა, ამობრუნებულ ტახტზე იჯდა და რიყის კენჭებით
მოჭედილი გვირგვინი უკუღმა ეხურა. პატივისცემის ნიშნად სტუ-
მარი მხრებზე შეისვა და კლდიდან კლდეზე გადააფრინა. მალე
სხვა ქაჯებიც მოგროვდნენ და ხის ტოტებზე შემოსხდნენ.
აბა, დღეს რა ჩაიდინეთ? იკითხა მბრძანებელმა.
ერთი კაცი დავაბრმავე, ჩაიხითხითა ერთმა.
მე სოფელს წყალი შევუწყვიტე. უნდა გენახათ, რა დღეში ჩა-
ვარდნენ. ჩვენზე უარესად იწყევლებოდნენ და ყველაფერს თა-
ვიანთ ღმერთს აბრალებდნენო, თქვა მეორემ.
ეგ კარგი რამ მითხარი, დაიროხროხა ბუქრამ, ორშაბათს მო-
რიგე ღმერთთან უნდა წარვდგეთ ავი სულების უფროსები და
ღვთისშვილები. ამას აუცილებლად მოვახსენებ. ერთი ვნახოთ,
რა ხასიათზე დადგებაო!
ქაჯებმა ხელის ზურგებით შემოკრეს ტაში და ახორხოცდნენ.
შემდეგ სხვა ქაჯებიც მოყვნენ თავიანთი სიავის ამბებს. თუ რო-
მელიმეს ამბავი მოეწონებოდა, ბუქრა მას პანღურით აჯილდო-
ებდა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა სამი წელი დაჰყვეს ქაჯავეთში. ამ
ხნის განმავლობაში ვაჟმა ბალახებით მკურნალობა და მჭედ-
ლობის საიდუმლოება შეისწავლა.
სახლში დაბრუნების დროც მოახლოვდა. ცოლმა უთხრა
ქმარს: ქაჯების სამჭედლოში რომ რკინის ნამცეცები ყრია, მო-
აგროვე და ხმალი გამოჭედე, ვინ იცის, რაში გამოგადგესო.

83 მკითხველთა ლიგა
ვაჟიც ასე მოიქცა. წამოსვლის წინ ქაჯებმა მათ ოქროს ფან-
დური და ოქროს საცერი აჩუქეს.
სანამ ესენი ქაჯავეთში იყვნენ, მათ სოფელს ერთი რეგვენი
დევი შემოსჩვეოდა. მოდიოდა წელიწადში ერთხელ და ერთ
ქალსა და ერთ კაცს მოითხოვდა შესაჭმელად. ადამიანებს მისი
ეშინოდათ და დევს სურვილს უსრულებდნენ.
ერთ წელსაც, დევის მოსვლის დრო რომ დადგა, ვაჟმა თანა-
სოფლელებს უთხრა: მე და ჩემი ცოლი წავალთ დევთან შესახ-
ვედრად, მაგრამ, რაც არ უნდა ნახოთ, ხმა არავინ ამოიღოთო.
ქშენა-ქშენით მოვიდა დევი. ქალი და კაცი რომ დაინახა,
გაუხარდა, ჩემი სადილი რა კარგ დროს მოუტანიათო.
ვაჟი ოქროს ფანდურზე უკრავდა, ცოლი კი ოქროს საცრით
ნაცარს ცრიდა. ფანდური ისეთ სასიამოვნო ხმებს გამოსცემდა,
ადამიანი ისე იხიბლებოდა, რომ ნაბიჯსაც კი ვერ დგამდა წინ.
მაგრამ ამ დევს ყურებში ორპირი ქარი უქროდა და მუსიკის ხმე-
ბი არ ესმოდა.
ეს ბრიყვები არაფრად მაგდებენო, გაიფიქრა დევმა და მათ-
კენ მთელი ძალით გაექანა. ქალმა ოქროს საცრით თვალებში
ნაცარი შეაყარა, ვაჟმა ხმალი შემართა და ამ მყრალ დევს თავი
გააგდებინა. თავი მიწაზე გაგორდა და თან იძახდა: ვაი, მიშვე-
ლეთ, გოგრასავით გავსკდიო.
ერთმა დედაკაცმა მიაწყევლა: ადრე და მალე იყავი გასახეთ-
ქი, მაგრამ ძალიან გვიან გასკდიო.
ამის თქმა იყო და საშინელი სეტყვა წამოვიდა. ეს მოხდა ამ
სულსწრაფი დედაკაცის გამო, რომელმაც დაივიწყა ვაჟის ნათ-
ქვამი. მას შემდეგ სამი წელიწადი ეს სოფელი ზედიზედ ისეტყვე-
ბოდა.

84 მკითხველთა ლიგა
მითიური ამირანი - ამირანის მშობლები
სულკალმახი მამაცი ვაჟკაცი იყო. დაუღალავი მუხლი და არ-
წივის მხედველობა ჰქონდა. იგი პირველი მჭედელი იყო, ყოვ-
ლისმცოდნე და გრძნეული ადამიანი. რვალისაგან საუკეთესო
იარაღსა და ნივთებს ამზადებდა. დევები და ქაჯები მისგან საბ-
რძოლო იარაღის დამზადების საიდუმლოს გაგებას ამაოდ ცდი-
ლობდნენ და ამიტომ ემტერებოდნენ.
ერთხელ სულკალმახი სანადიროდ წავიდა. შვიდი მთა რომ
გადაიარა, მაღალრქიანი ირმების ჯოგს გადაეყარა. წინ ოქროს-
რქიანი ჯიხვი მიუძღოდათ. უეცრად ისინი მხედველობიდან გაქ-
რნენ და სულკალმახის წინ თეთრი ბროლის კლდე აღიმართა,
რომელზეც ბროლის კოშკი იდგა. კოშკიდან ოქროსთმიანი ქალ-
ღმერთი დალი იყურებოდა. ჭაბუკმა თვალი ვერ მოსწყვიტა მის
ღვთაებრივ სილამაზეს. დალისაც ერთი დანახვით შეუყვარდა
ნათელი, ცეცხლივით მგზნებარე, ოქროსკულულებიანი და
ზღვისფერთვალებიანი სხივოსანი ჭაბუკი. ქალს ოქროს სავარ-
ცხელი გადაუვარდა და სულკალმახს სთხოვა: ამომაწოდე ჩემი
სავარცხელიო.
სულკალმახმა სცადა ზემოთ ასვლა, მაგრამ კლდეზე ფეხი
ვერ მოიკიდა. მაშინ დალიმ თავისი გრძელი ოქროს თმები ძირს
ჩამოუშვა და ვაჟი მაღლა აიყვანა. ქალღმერთის გამოქვაბული
ღვთაებრივი შუქით ბრწყინავდა.
დიდხანს დაჰყო იქ მონადირემ. ბოლოს თავისი სამჭედლო
მოენატრა. დალის არ უნდოდა მისი გაშვება, რაიმე ხიფათს არ
გადაეყაროსო. სულკალმახი დაპირდა, მალე დავბრუნდებიო და
გზას გაუდგა.
მახლობლად დიდი მდინარე მოედინებოდა. ჭაბუკი სულკალ-
მახი თურმე ტყის ალების დედოფალსაც უყვარდა, ამიტომ მას
შურდა დალის ბედნიერება. ერთხელაც ის სულკალმახს დაუდა-
85 მკითხველთა ლიგა
რაჯდა და სიბნელეში დალის სახე მიიღო, ჭაბუკი მისკენ სიხარუ-
ლით გაემართა. ალების დედოფალმა კი ხელი ჰკრა და აქაფე-
ბულ მდინარეში ჩააგდო. არც მე და არც დალისო, ბოროტად
გაიფიქრა.
სულკალმახს თან ჰქონდა კვესი, რომელიც მის ხმალს მოხ-
ვდა და წინწკლები გაყარა. ჭაბუკი ლამაზ თევზად, კალმახად იქ-
ცა, წინწკლები კი წვრილი ვარსკვლავებივით დააჩნდა ტანზე.
დაუყვა მდინარეს და ზღვაში ჩაეშვა. მას შემდეგ, როცა მოენატ-
რებოდა თავისი ქალღმერთი, მდინარის სათავისკენ მიიწევდა.
დალი ჩამოდიოდა კოშკიდან და ლამაზი კალმახის ცქერით
ტკბებოდა.

86 მკითხველთა ლიგა
ამირანის დაბადება
ერთ სოფელში უშვილო მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.
მოხუცი კაცი ძველი მონადირე იყო, ცალი თვალისჩინი დაკარ-
გული ჰქონდა, მაგრამ ნადირობას მაინც არ იშლიდა. ახლაც
გულმა საჯიხვეებისკენ გაუწია. უეცრად ქალის კივილი მოესმა
და იქითკენ გასწია.
ბროლის კლდის გამოქვაბულში იწვა მშობიარე ქალღმერთი
დალი ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც სულკალმახისგან
ბავშვს ელოდებოდა. მას ცაზე გაბრწყინება აგვიანდებოდა. იქ
დროზე რომ არ წასულიყო და მზისთვის გზა არ გაეკაფა,
დროულად აღარ გათენდებოდა.
ბროლის კლდეს მიადგა მონადირე. გამოქვაბულიდან ციური
შუქი გამოდიოდა. დალის კივილი მთელ მიდამოს აყრუებდა.
დალიმ მონადირის მოახლოება იგრძნო.
ვინა ხარ მანდ! ჩქარა ამოდი და მომეხმარე! აკვნესდა ქალი.
როგორ ამოვიდე?
კლდის ძირას ოქროს ჯაჭვია, მას ამოჰყევი.
მონადირე გამოქვაბულში ავიდა. დაინახა, რომ ქალღმერთს
მშობიარობა უძნელდებოდა.
ოქროს დანა აიღე და მუცელი გამიჭერი!
მონადირე დაიბნა.
ჩქარა, ჩქარა, თორემ უკუნი სიბნელე ჩამოწვება და აქედან
ვეღარ გააღწევ!...
მონადირე გონს მოეგო. დალის მუცელი გაუჭრა და ბავშვი
ამოიყვანა.
ბიჭია! შესძახა მონადირემ.
რაკი ბიჭია, შენ დაიტოვე და გაზარდე. მემკვიდრედ გამო-
გადგება. ამირანი დაარქვი. ჩემი შვილი გმირი იქნება. დროზე
ადრე რომ არ დაბადებულიყო, თვით ღმერთსაც კი აჯობებდა,
87 მკითხველთა ლიგა
ახლა კი ისეთი ძალა აღარ ექნება. სამი დღე დეკეულის ფაშვში
ამყოფე, სამი თვე ხარის ფაშვში, მერე აკვანში ჩააწვინე და
ზღვისა და მდინარის შესართავთან დატოვე, მამამისი მიხედავს.
ჩვილს გულზე დააწერე: ამ ბიჭის სახელია ამირანი, დალის შვი-
ლი და ღვთის ნათლული, მდინარისა და ზღვის შესართავთან
გაზრდილი. ქვეყნად ცეცხლის მომტანი და დევ-ქაჯთა ამომწყვე-
ტი~. სამი თვის შემდეგ მიაკითხე, წაიყვანე და გაზარდე, შენც და
ქვეყნიერებასაც გამოადგებაო.
დალის ჭრილობა მაშინვე შეუხორცდა, მტრედის სახე მიიღო,
ზესკნელში აიჭრა და ცისკრის ვარსკვლავად აკიაფდა.
მზეს მოუსვენრობა ეტყობოდა, ცისკრის ვარსკვლავი რომ აგ-
ვიანებდა. ქალღმერთმა ახარა: ვაჟი დამებადა და იმიტომ და-
ვიგვიანეო.
მზეს გაუხარდა და შეჰპირდა: შენი შვილი მზიურ ქვეყანაში
იცხოვრებს, რჩეული გმირი იქნება და სადაც წავა, ყველგან ჩემს
შუქს მიიტანსო.

88 მკითხველთა ლიგა
ამირანის ნათლია
მონადირემ დალის დავალება შეასრულა. სამი თვის შემდეგ
ამირანს მიაკითხა და შინ წამოიყვანა. ბავშვის დანახვაზე მისმა
ცოლმა ძალიან გაიხარა.
ამირანი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა: ერთი დღისა ერ-
თი კვირისას ჰგავდა, ერთი თვისა ერთი წლისას.
დედობილ-მამობილს ბავშვი ძალიან შეუყვარდა. სამი წლისა
რომ შესრულდა, მოხუცმა მონადირემ იფიქრა, მე და ჩემი ცოლი
დავბერდით, მალე დავიხოცებით, კარგი იქნება, თუ ბავშვს ძლი-
ერ კაცს მოვანათვლინებთ, რომ ჩვენი სიკვდილის შემდეგ უპატ-
რონოსო.
ამ დროს ქვეყნიერების დამბადებელმა ღმერთმა ჩამოიარა.
ხელში რკინის ჯოხი ეჭირა, რომლის თავზეც ცა და ვარსკვლავე-
ბი იყო გამოსახული.
ბავშვი მე მომანათვლინეთო, უთხრა მოხუცებს.
ამირანის დედობილ-მამობილი დათანხმდნენ. დამბადებელ-
მა ვაჟს დაქანებული მორის სიჩქარე, მთიდან მოწყვეტილი ზვა-
ვის სიმძლავრე, მკლავში თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე
და მგლის მუხლი დაანათლა.

89 მკითხველთა ლიგა
დევების გაძევება სოფლიდან
იმ სოფელს, სადაც მოხუცი ცოლქმარი ცხოვრობდა, ოციოდე
დევი შესჩვეოდა. წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ. თითოეული
ორ ბუღა ხარს ჭამდა, ორ ქვევრ ღვინოს სვამდა და ზედ რამდე-
ნიმე თონე პურს აყოლებდა. მერე გაირეკავდნენ ხარძროხას,
ცხვრებს, ღორებს და მიდიოდნენ.
შეწუხდა სოფელი. ამირანი ათი წლისა იყო, მაგრამ ისეთი
ღონიერი, რომ მუხის ძელებს წნელებივით ღუნავდა.
დევების მოსვლის დროც ახლოვდებოდა. ამირანს ფიცხი ხა-
სიათი ჰქონდა, ამიტომ მამობილმა ბიჭი შვიდკარიან ციხეში გა-
მოკეტა და მშვილდისრების კეთება დაავალა. ეშინოდა, დევებმა
ბიჭი არ დამიჩაგრონო.
მალე დევებიც გამოჩდნენ. ჭამეს, სვეს, კარგადაც გამოძ-
ღნენ, მასპინძლებს გამოხრული ძვლების ხროვა მიუყარეს და
სიცილით იჭაჭებოდნენ. ამირანი მათ ხორხოცზე წამოხტა, პირ-
ველი კარი გაგლიჯა, დანარჩენებს ჯერ წიხლი ჰკრა, მერე მუხ-
ლი, მხარიც დაუნაცვლა და გამოამტვრია. მეშვიდე კარს ცხრა-
ფუთიანი ურდული ჰქონდა გაყრილი. ამირანმა ეს ურდული
ხელში შეათამაშა, საჯალაბოში შეიჭრა და მოძალადე დევებს
თავები დაუხეთქა. ამირანს ორი თორმეტი წლის
ყმაწვილი წამოეშველა. სამივემ ისე შეაშინა თავგაპობილი
დევები, რომ იმ დღიდან შორეულ ქვეყნებში გადაიხვეწნენ და
უკან აღარ მოუხედავთ.

90 მკითხველთა ლიგა
ამირანის ძმობილები
ამ გამარჯვების შემდეგ ბიჭები დამეგობრდნენ, ძმობის ფიცი
დადეს და დევების საბოლოო განადგურება გადაწყვიტეს. მონა-
დირემ ისინიც სიამოვნებით იშვილა. ერთ მათგანს ბადრი ერ-
ქვა, მეორეს უსუპი. ბადრის მთვარის ნიშანი ჰქონდა ბეჭებზე,
უსუპს მზისა. ბადრი და უსუპი ძლიერები იყვნენ, მაგრამ ამირანი
თავისი ძალღონით ყველასგან გამოირჩეოდა. კარგი სმაჭამაც
იცოდა. თანატოლებმა ლექსიც კი გამოუთქვეს:
ცოტა კაცია ამირან,
ცოტა სმაჭამა ეყოფა,
სადილად ბუღა კამეჩი,
ვახშმად არც სამი ეყოფა!

91 მკითხველთა ლიგა
თვალისჩინის ამბავი
ერთხელ მეზობლის გოგონებს მხრებზე კოკები შეედგათ და
წყაროდან შინ ბრუნდებოდნენ. ამ დროს ბიჭები ერთმანეთს კენ-
ჭების სროლაში ეჯიბრებოდნენ. ერთმა გოგონამ კოკა მიწაზე
დადგა და შეისვენა.
აბა, იმ კოკას კენჭს ვინ მოარტყამსო, თქვა ამირანმა.
ესროლა კენჭი შორიდან ბადრიმ და ააცილა. ესროლა უსუპ-
მა და ააცილა. ესროლა ამირანმა და კოკა გატეხა.
თუ ღონე ასე გერჩის, შენი მამობილის თვალისჩინის მომტა-
ცებელ დევს სამაგიეროს გადაუხდიდიო, უთხრა ატირებულმა
გოგომ ამირანს.
ამის შემდეგ ამირანმა იქამდე არ მოისვენა, სანამ მამობილ-
მა ყველაფერი დაწვრილებით არ უამბო:
ეს ამბავი თხუთმეტი წლის წინათ მოხდა. დევებმა ჩვენი სო-
ფელი დაარბიეს. შევებრძოლეთ, მაგრამ დაგვამარცხეს, შეგ-
ვკოჭეს და მე მარცხენა თვალისჩინი წამართვესო.
ბადრიმ, უსუპმა და ამირანმა გადაწყვიტეს, იმ დევებისთვის
სამაგიერო გადაეხადათ და მამობილისთვის თვალისჩინი დაებ-
რუნებინათ.
მანამდე არსად გაგიშვებთ, სანამ არ გამოგცდითო, უთხრა
მამობილმა ჭაბუკებს, ვინც ჩემი ჯაჭვის პერანგის ტარებას შეძ-
ლებს, ჯავრის ამოყრასაც ის მოახერხებსო.
ჩაიცვა ბადრიმ ჯაჭვის პერანგი და ოცდაათი ნაბიჯი ძლივს
გადადგა. ჩაიცვა უსუპმა და მხოლოდ ოცდაათი ნაბიჯი გაიარა.
ჩაიცვა ამირანმა, თავისუფლად გაიარ-გამოიარა, ბოლოს,
მკლავები გაშალა და ჯაჭვის პერანგი ნაფლეთებად აქცია.
ეს პირველი გამოცდა იყო, თქვა მოხუცმა მონადირემ, ახლა
კი, აგერ წისქვილის დოლაბი რომ გდია, იმას ჩემს ახალგაზ-
რდობაში კოშკის თავზე გადავაგდებდი და მეორე მხრიდან ვი-
92 მკითხველთა ლიგა
ჭერდი ხოლმე; იქიდან გადმოვაგდებდი და აქეთ დავიჭერდი,
აბა, თქვენც სცადეთო.
ააგდო ბადრმა დოლაბი კოშკის ნახევარს ასცდა; ააგდო
უსუპმა კოშკის სიმაღლეს ძლივს მისწვდა; ააგდო ამირანმა
კოშკს გადააცილა და დაიჭირა, ახლა იქიდან გადმოაგდო,
დაიჭირა და ხელში შეათამაშა.
რაღას იტყოდა მოხუცი. გაუშვა შვილობილები საომრად.
ბევრი იარეს თუ ცოტა, გზაზე უზარმაზარი ვაშლის ბაღი
დაინახეს. მოინდომეს პირის გასველება. ბაღი ერთ დევს ეკუთ-
ვნოდა. მათ დანახვაზე, თავისი შავი სასახლიდან გამოვიდა და
უთხრა: თუ ამ ვაშლის ნაყოფს ერთი სროლით ძირს ჩამოყრით
და ერთი სროლით ისევ ხეს შეაყრით, შეგიძლიათ მიირთვათ,
თუ არა და, ცოცხლები ვერ გადამირჩებითო.
ბადრიმ და უსუპმა ეს ვერ მოახერხეს. ესროლა ამირანმა ისა-
რი... ხე მძლავრად შეირხა და ვაშლები ძირს დაცვივდა. ახლა
მეორედ სტყორცნა ისარი, მიწაზე დაყრილ ვაშლებს გაუტარა
და ნაყოფი ისევ ხეს გამოესხა.
ერთი მითხარით, ვინა ხართ, ეს რომ შეძელითო? იკითხა
დევმა.
ჩვენ მოხუცი მონადირის შვილები ვართო, უპასუხა ბადრიმ.
თქვენ ცალთვალა მონადირის შვილები ყოფილხართ, ის ჩე-
მი დაუძინებელი მტერი იყო და არაფერსაც არ მოგცემთო, უთ-
ხრა დევმა.
მაშინ ამირანმა იმ ბრიყვ დევს ხმლით თავი გააგდებინა.
ჭაბუკებმა სავაშლეთი დატოვეს და გზა განაგრძეს. იარეს,
იარეს და ორთავიანი დევის სასახლეს მიადგნენ. ეს დევი
კლდის ქიმზე იჯდა და მატყლს ართავდა. თითისტარად უზარმა-
ზარი ნაძვის მორს ხმარობდა, კვირისტავად კი წისქვილის დო-
ლაბს.

93 მკითხველთა ლიგა
დევმა დაინახა მის საბრძანებელში შესული სამი ჭაბუკი და
გადმოსძახა: ახლავე გაეთრიეთ აქედან! სართავი რომ არ მქონ-
დეს, დაგიჭერდით, დაგჟეჟავდით და გადაგყლაპავდითო.
შე რეგვენო, ჯერ შეგვჭამე და მერე იყბედე რამდენიც გინ-
დაო, მიუგო ამირანმა.
დევი კლდიდან ჩამობობღდა. ამირანმა სატევარი იძრო და
ერთი თავი წააცალა.
ოღონდ მეორე თავს ნუ მომაჭრი და მამაშენის თვალისჩინი
ვისაც აქვს, მიგასწავლიო, შეეხვეწა დევი.
ახლავე მითხარი, თორემ გაგაქრობო! დაიქუხა ამირანმა.
შვიდ მთას რომ გადაივლით, წითელი მინდორი გამოჩნდება.
იქ ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს და მამაშენის თვალისჩინიც იმას
აქვსო. ამირანმა მეორე თავიც წააცალა, სხვასაც არაფერი
დაუშავოსო და გზას გაუდგნენ.
შვიდი მთა გადაიარეს და წითელი მინდორიც გამოჩნდა. სამ-
თავიანი დევის წითელ კოშკს მზის სხივები დაეფარა. ადამიანე-
ბის სისხლით გაპოხილ მიწაზე წითელი ხეები და ბალახები ამო-
სულიყო. დევს წინ მოკლული ნადირი ეყარა, მუშტით ბეგვავდა
და ყლაპავდა.
ამირანი სახურავზე ავიდა და იქიდან ჯამში ქვა ჩაუგდო. ჯამი
დაიმსხვრა, დევი გარეთ გამოვარდა და ბადრის დაეძგერა. ბად-
რის უსუპი წამოეშველა. დევმა ორივეს ხელი ჩაავლო და ის იყო
ერთმანეთზე მიხეთქებას უპირებდა, რომ სახურავიდან ამირანი
გადმოხტა და დევს თავზე დააცხრა. შეერკინენ ერთმანეთს. ამი-
რანმა აჯობა და დევს ორი თავი წააცალა.
ოღონდ ნუ მომკლავ და მამაშენის თვალისჩინს გაჩვენებო.
მაჩვენეო, უთხრა ამირანმა.
დევმა ერთ სვეტზე მიუთითა: მაგ სვეტში ოქროს კოლოფი
დგას, კოლოფში კიდევ კოლოფი და თვალისჩინიც იქ არისო.

94 მკითხველთა ლიგა
წაიღეთ, ჩაუსვით, აი, ეს ცხვირსახოცი მოუსვით და მხედველო-
ბაც დაუბრუნდებაო.
ამირანმა მესამე თავიც მოაჭრა, შენ ისეთი ბოროტი ხარ,
თვალისჩინს სხვებსაც წაართმევ. ეტყობა, მაგ თავშიც უკუღმარ-
თი აზრები გიტრიალებსო.

95 მკითხველთა ლიგა
გმირი ცამცუმის ანდერძი
სამივენი მივიდნენ მამობილთან და თვალისჩინი დაუბრუნეს.
შინ დიდხანს აღარ გაჩერდნენ და სხვა დევებთან საომრად გას-
წიეს. ცხრა მთა რომ გადაიარეს, უეცრად დიდი, რქებდატოტვი-
ლი ირემი დაინახეს. ირემმა მათი მოახლოება იგრძნო და მო-
კურცხლა. ჭაბუკები დაედევნენ. ირემმა ისინი ბროლის კოშკთან
მიიყვანა და გაქრა. ახლაღა მიხვდნენ, რომ ირემი გმირი ცამცუ-
მის სული იყო. კოშკს შესასვლელი არ ჰქონდა. მზემ ბროლის
კედელი ერთგან გაანათა, ამირანი იმ ადგილს მუხლით მიაწვა
და კოშკიც გაიღო.
კოშკში ლომივით ვაჟკაცი იწვა. თავით თეთრი რაში ება,
მარჯვნივ შუბი ეყუდა, რომლის წვერიც ცას ებჯინებოდა, მარ-
ცხნივ ალმასისპირიანი ხმალი იდო, ერთ კუთხეში კი გმირის
ნაგროვები ოქრო-ვერცხლი ეწყო. ცამცუმს თითებშუა ქაღალ-
დის წიგნი ეჭირა.
წაიკითხეს, შიგ ეწერა: უფალი ვარ ამ მხარისა,
სანამ ვიყავ, მტერი ვმუსრე, არ შევჭამე ჯავრი სხვისა;
მოვკვდი, მხოლოდ ჯავრი გამყვა ერთი დევის ბაყბაყისა.
ვინცა მოკლავს ბაყბაყდევსა, ჩემი შუბი ალალ მისი,
ვინც დედ-მამას დამიმარხავს, ჩემი ფული ალალ მისი,
ვინაც შვილებს დამითხოვებს, ოქრო-ვერცხლი ალალ მისი,
ვინც მომივლის და დამმარხავს, ჩემი რაშიც ალალ მისი!~
ამირანმა ძმებს უთხრა:
ის ბაყბაყდევი ცოცხალი მაინც ვერ გადაგვირჩება, მოდით,
ყველაფერი წავიღოთ, რაც ცამცუმმა ანდერძით დაგვიტოვაო.
ბადრიმ და უსუპმა დაუშალეს:
ნუ ამირან, შენსა მზესა, ნურა გინდა ნურავისი,
გამოდი და გამოხურე საყდარი და კარი მისი,
თორემ გმირნი დაგვძრახავენ
96 მკითხველთა ლიგა
მკვდარი გაუძარცვავთ სხვისი.

97 მკითხველთა ლიგა
ბაყბაყდევის დამარცხება
ძმობილებმა კოშკის კარი გამოიხურეს და ბაყბაყდევის სა-
ძებნელად წავიდნენ. ამირანს ცამცუმის სისხლის აღება სწყუ-
როდა.
სამ მთას გასცდნენ თუ არა, გზაზე ბაყბაყდევი შემოეყარათ.
საით მიდიხარ? შეუტია ამირანმა.
ჩემი მოსისხლე ცამცუმი მომკვდარა, იმის შესაჭმელად მივ-
დივარო, ენის წკლაპუნით თქვა დევმა.
შენ გმირ ცამცუმს არავინ შეგაჭმევინებსო! დაუბღვირა ამი-
რანმა.
იქნებ გზაზე შენ გადამიდგეო, დასცინა ბაყბაყდევმა.
აბა, მაშ გამაგრდიო, შეუძახა ამირანმა.
ბრძოლა ჯაჭვებით დაიწყეს. ბუმბერაზთა შერკინების დროს
ტყეები, მინდვრები და მთები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. შვიდ
დღეს ებრძოდნენ ერთმანეთს. ბოლოს, ჯაჭვები შემოაცვდათ და
ხელში მათი ნაფლეთებიღა შერჩათ.
ახლა ხელდახელ შეებნენ ერთმანეთს. დევმა ხელში აიტაცა
ამირანი, დაიქნია და მიწაში კოჭებამდე ჩასვა. მოიქნია ამირან-
მა და დევი მუხლებამდე ჩასვა. მოიქნია დევმა და ამირანი წე-
ლამდე ჩასვა. მოიქნია ამირანმა ბაყბაყდევი, რიყიან ადგილზე
დაახეთქა და ყელამდე მიწაში ჩასვა. ბაყბაყდევი ქვებს წამოედო
და მხარი მოიტეხა.
ამირანმა თავისი სატევარი მოიმარჯვა და ბაყბაყდევს რვა
თავი გააგდებინა. დევი შეეხვეწა:
ნუ მომკლავ, გმირო ამირან, ხელი გაფიცო ხმლიანი,
მანდილი დედიშენისა, თაკლაი ოქროიანი.
ზღვას გაღმა ქალი გასწავლო, სახელად ყამარ ჰქვიანო.
საყამაროსა კაბასა შვიდი დღე უნდა მზიანი,
შვიდკვირეული საპონი, ჩვიდმეტი კოკა წყლიანი,
98 მკითხველთა ლიგა
წასვლა ადვილი იქნება, მოსვლა გახდება გვიანი,
მოყვარული ხარ ომისა, იქ გზა გექნება მტრიანი...
თან შიკრიკს გამოგაყოლებ, ქაჯია ღალატიანი.
ამირანს უნდოდა ბაყბაყდევი ცოცხალი გაეშვა, მაგრამ ბად-
რიმ და უსუპმა დაუშალეს: თუ არ მოკლავ, ავ საქმეს დაგმარ-
თებს, დევები არ ინდობიანო.
რაკი მკლავ, ეს თხოვნა შემისრულე, უთხრა ბაყბაყდევმა, ჩე-
მი თავებიდან სამი ჭია ამოვა და იმათ ნუ დახოცავო.
მოსჭრა ამირანმა მეცხრე თავი. იქიდან სამი ჭია ამოძვრა.
ძმობილებმა ურჩიეს ამირანს: ეგ ჭიები სასიკეთოდ არ ამო-
ვიდოდნენ და მოიშორეო.
რას ამბობთ? გაეცინა ამირანს, ეს ერთიბეწო ჭიები რას მიზა-
მენო.
რაც ამ ჭიებმა დაგიშავონ, შენს თავს დააბრალეო, განაწყენ-
დნენ ძმები.
გამარჯვებული ამირანი წავიდა და ცამცუმის ცხედარს ჩასძა-
ხა:
მოისვენე, გმირო, შენი სურვილი პირნათლად შევასრულეო.
ცამცუმის ბროლის კოშკი მზის სხივებზე ათასფრად აციმციმ-
და.
ძმობილებმა ცამცუმის სხვა სურვილებიც შეასრულეს. კოშკი-
დან მხოლოდ ცამცუმის ხმალი და შუბი წამოიღეს, მისი თეთრი
რაშიც წამოიყვანეს, დანარჩენი ავლადიდება კი გმირის ოჯახის
წევრებს დაუტოვეს.

99 მკითხველთა ლიგა
ღალატიანი შიკრიკი
რაკი ცამცუმის ჯავრი ამოიყარეს, ამირანი, ბადრი და უსუპი
ყამარის საძებნელად გაეშურნენ.
ყამარი მთვარის რჩეული იყო და მთვარის ჰაეროვან სახედ
ევლინებოდა დედამიწას. ამირანს დიდი ხანია გულში ჩავარ-
დნოდა მისი სიყვარული. ბაყბაყდევის ნათქვამმა კი კიდევ უფ-
რო გაუძლიერა მისი ნახვის სურვილი.
ამირანმა მზეთუნახავი ყამარ ქალის ადგილსამყოფელი არ
იცოდა. ყამარის მამამ, შავი ღრუბლების მბრძანებელმა, ღრუბ-
ლების სქელი ფარდა ჩამოაფარა ქალიშვილის კოშკს და მის
შუქს დედამიწისკენ არ უშვებდა.
გაუძღვა შიკრიკი ძმებს, ბევრი ატარა, მაგრამ გზას ბოლო არ
უჩანდა. უსუპი დაეჭვდა, ერთი და იმავე გზაზე ხომ არ გვატარებ-
სო და კუნძს ისარი დაჰკრა. მეორე დღეს, შიკრიკმა რომ იმავე
ადგილზე გამოატარა, უსუპმა ისარი იცნო და ამირანს უთხრა:
მესამედ იქვე მოვედით, გუშინ რომ დავკარ ისარიო!
ამირანი მოიღრუბლა და მეგზურს შეუტია:
შიკრიკო, გზანი გაიხვენ, თუკი ხარ თავის მისანი,
თორემ აგიღე, გაგთალე, ვით საკიდობნე ფიცარი!

100 მკითხველთა ლიგა


ბრძოლა გველეშაპთან
შეშინებულმა შიკრიკმა ძმები ერთ ტრიალ მინდორზე გაიყვა-
ნა. გაიხედა ამირანმა და დაინახა, რომ ბაყბაყდევის თავიდან
ამომძვრალი სამი ჭია სამ უზარმაზარ გველეშაპად ქცეულიყ-
ვნენ. ერთი თეთრი იყო, მეორე წითელი, მესამე შავი.
ამირანმა უთხრა ძმებს:
ამ გველეშაპებს შევებათ. თეთრი ბადრის, წითელი უსუპს, შა-
ვი კი მე დამითმეთო.
ეგეც შენ, რომ არ დაგვიჯერე. ახლა მაგ გველეშაპებს თვი-
თონვე შეებრძოლეო, უთხრა უსუპმა.
ამირანს ეწყინა და ბადრის მიუბრუნდა: ბადრი, შენ მაინც მო-
მეხმარეო.
ჩვენი სიტყვა რომ არ გაიგონე, დახმარებას რატომ გვთხოვ,
მიდი და იომეო, მიუგო ბადრიმაც.
ამირანს გული დასწყდა, მაგრამ რას იზამდა, გველეშაპს
მარტო უნდა შებმოდა. საკუთარი თავისა და ხმალ-აბჯრის იმე-
დითღა რჩებოდა.
ამირანმა მოკლა თეთრი ვეშაპი, მოკლა წითელი და სულის
მოსათქმელად შეჩერდა.
შემოუტია შავმა ვეშაპმა. ამირანმა ცამცუმის ნაქონი ხმალი
შეაგება, მაგრამ ვადაში გადაუტყდა.
შავმა გველეშაპმა შავი პირი დააღო და ამირანი გადაყლაპა.
შეეცოდათ ძმებს ამირანი და საშველად მობრუნდნენ. ესროლა
ისარი უსუპმა გველეშაპს და ცხრა ადლი კუდი მოსწყვიტა.
ამირანს ჩექმის ყელში ნათლიის ნაჩუქარი დანა ედო, მაგრამ
არ აგონდებოდა. უსუპი ბადრის მიუბრუნდა:
ჩადი, ბადრო, და ჩასძახე, ხმა შენი მშვენიერია,
მოუდის ამ ჩვენს ამირანს მოგვში (ჩექმა) ჩადება დანისა,
ამოღება და გამოჭრა შავისა გველეშაპისა.
101 მკითხველთა ლიგა
ამირანმა ბადრის ხმა გაიგონა და გველეშაპს შიგნიდან მუ-
ცელში დანა გამოუსვა.

102 მკითხველთა ლიგა


გველეშაპის სიკვდილი
გველეშაპი ქვესკნელში ჩაეშვა და დედას შესჩივლა: მუცელი
მგვრემს, ცეცხლი მეკიდებაო!
შენებურად სვეტს შემოეხვიე, დაგიამდებაო, ურჩია დედამის-
მა.
გველეშაპი თუ ვინმეს ჩაყლაპავდა, რკინის სვეტს შემოეხ-
ვეოდა, მსხვერპლს დაამტვრევდა და ისე ინელებდა, მაგრამ ახ-
ლა კუდი მოწყვეტილი ჰქონდა და ვერ შემოსწვდა. მუცელი კი
საშინლად სტკიოდა.
თუ დალის ძე გყავს გადაყლაპული, ძნელი მოსანელებელი
იქნებაო, უთხრა დედამ.
საცრისოდენა თვალები ჰქონდა და ოქროს კბილი ედგაო,
ამოიკვნესა გველეშაპმა.
უიმე, თავი მომიკვდეს, ამირანი ყოფილაო.
ახლოს მივიდა და ჩასძახა: თუ ამირანი ხარ, ისე გამოდი,
ჩემს შვილს არაფერი დაუშავოო.
ამირანმა გველეშაპს მუცელი გაუჭრა და გარეთ გამოვიდა.
გველეშაპმა კი სული დალია. იმ რკინის სვეტთან რკინის ძელე-
ბიც ეყარა. ამირანმა ერთი ძელი წამოიღო და წამოვიდა.

103 მკითხველთა ლიგა


ამირანი წყლის გველეშაპს ამარცხებს
ამირანმა იქაურობას თვალი მოავლო, მიხვდა, რომ ქვეს-
კნელში იყო და ძალიან დაღონდა. იარა, იარა და ერთ სოფელს
მიადგა. პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა. კარი ერთმა დე-
დაბერმა გაუღო.
დედი, დედაშვილობამ, წყალი დამალევინეო, სთხოვა ამი-
რანმა.
წყარო შორს არ არის, შვილო, მაგრამ გველეშაპი ეპატრონე-
ბა და წყალს ისე არ იძლევა, თუ მსხვერპლად ადამიანი არ მი-
ართვესო, უთხრა დედაბერმა.
ამირანმა კოკას ხელი დაავლო და წყლის მოსატანად წავიდა.
დაინახა, წყაროსთან ერთი მზეთუნახავი ზის და ცრემლად იღ-
ვრება.
ჩქარა წადი, უთხრა ამირანს, თორემ გველეშაპი მოვა და
ორივეს შეგვჭამსო. მე აქაური ხელმწიფის შვილი ვარ, ახლა ჩე-
მი რიგია, გველეშაპმა უნდა გადამყლაპოს, რომ ხალხმა ერთი
თვის სამყოფი წყალი წაიღოსო.
კარგიო, უთხრა ამირანმა, ახლა ცოტათი დაღლილი ვარ,
თავს შენს კალთაში ჩავდებ, ჩავიძინებ და გველეშაპი რომ გა-
მოჩნდება, გამაღვიძეო.
ნახევარმა დღემ გაიარა და გველეშაპიც გამოჩნდა. ხელმწი-
ფის ასულმა ტირილი დაიწყო. ერთი წვეთი ამირანს დაეცა ლო-
ყაზე, მაშინვე წამოხტა და შავ გველეშაპს რკინის ძელით თავი
გაუხეთქა.
ხელმწიფის ასული სასახლეში დაბრუნდა და მამას ყველაფე-
რი უამბო. ხელმწიფემ ამირანი დიდი პატივით მიიღო და ნახევა-
რი სამეფო შესთავაზა.

104 მკითხველთა ლიგა


დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ჩემს სამშობლოში დაბრუნე-
ბა მირჩევნია და თქვენი დახმარება დამჭირდებაო, უთხრა ამი-
რანმა.
აქედან შენს გაყვანას მხოლოდ ის ფასკუნჯი თუ შეძლებს, მი-
უდგომელ კლდეზე რომ ცხოვრობს. საცოდავს გველეშაპი ბარ-
ტყებს ხშირად უჭამდა და იქნებ მოგეხმაროსო, უთხრა ხელმწი-
ფემ.

105 მკითხველთა ლიგა


ქვესკნელიდან ამოსვლა
წავიდა ამირანი ფასკუნჯთან და თავისი გასაჭირი უამბო.
საძნელო საქმე კი არის, მაგრამ შენ ისეთი სიკეთე ქენი,
ვალდებული ვარ, დაგეხმაროო, უთხრა ფასკუნჯმა, ოღონდ
თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ხორცი უნდა იშოვო და გზაში ყო-
ველ შემობრუნებაზე თითო ულუფა უნდა ჩამიდო პირშიო.
ხელმწიფემ გმირ ამირანს საგზალი გაატანა და მშვიდობის
გზა უსურვა. ამირანს რკინის ძელის წაღებაც უნდოდა, მაგრამ
ფასკუნჯმა უთხრა: ეგ რად გინდა, კუდმოგლეჯილ
გველეშაპს რომ შეები, იმ ადგილზე, შავ კლდესთან, მიხვალ
და რკინის მადანიც იქ არისო.
ფასკუნჯმა ამირანი მხრებზე შეისვა და ზემო ქვეყნისკენ აფ-
რინდა. ბოლო ორი წრეღა ჰქონდა შემოსავლელი და ხორციც
გამოილია. ამირანმა წვივის კუნთი გამოიჭრა და ფრინველს
მიაწოდა.
ამოაღწიეს დედამიწაზე. ფასკუნჯმა შეამჩნია, რომ ამირანი
კოჭლობდა და მიზეზი ჰკითხა. გაიგო თუ არა რაშიც იყო საქმე,
წვივზე ენა მოუსვა და გაუმთელა, თვითონ კი უკან გაბრუნდა.

106 მკითხველთა ლიგა


ამირანმა რკინა და ცეცხლი მოიპოვა
ამირანმა მაშინვე თავისი ძმობილები მონახა და მათთან ერ-
თად ყამარის საძებნელად წავიდა. ერთი მთის ძირში დიდ სამ-
ჭედლოს მიაგნეს. ამირანს პირველ რიგში ხმალი სჭირდებოდა.
მჭედლებმა შვიდი დღე იმუშავეს და ჩვენ გმირს ყველასგან შე-
მოწმებული და მოწონებული ხმალი გაუწოდეს. ამირანმა ხმალს
ჯერ პირი მოუსინჯა და მოეწონა, მერე მუხლზე მოსწია, მაგ-
რამ გადატყდა.
ამირანს გაახსენდა ფასკუნჯის ნათქვამი. წავიდა შავ კლდეს-
თან, უზარმაზარი რკინის ლოდი მოგლიჯა და სამჭედლოში
მიიტანა. შემდეგ შუადღეს დაელოდა, მზეს უზარმაზარი თასი
გაუწოდა და სხივების კონა სთხოვა. მალე თასში ცეცხლი აგიზ-
გიზდა. ყველას გაუკვირდა. მანამდე იარაღს რვალისაგან ამზა-
დებდნენ. ამირანმა თვითონვე მოჰკიდა ხელი გრდემლსა და
უროს. რკინა ცეცხლში გამოაწრთო და ისეთი ხმალი გამოჭედა,
ყველა გააოცა.
ამირანმა მოპოვებული ცეცხლის ერთი ნაწილი მჭედლებს
დაუთმო, დანარჩენი კი ხალხს დაურიგა და მისი მოხმარება ას-
წავლა. იქაურობა განათდა. ადამიანებმა ცეცხლის დანთება და
საჭმლის მომზადება დაიწყეს.
მჭედლებს ამირანისა შეშურდათ, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ
და პირქუშად იდგნენ.
სამი დღე და ღამე ტრიალებდა ამირანი სამჭედლოში და სა-
მივესთვის საუკეთესო იარაღი გამოჭედა.

107 მკითხველთა ლიგა


თორმეტი დევის სასახლის დაპყრობა
სამჭედლოდან ამირანი და მისი ძმობილები პირდაპირ ყამარ
ქალის საძებნელად წავიდნენ. ბევრი იარეს და თორმეტი დევის
სასახლეს მიადგნენ.
აი, საჩვენო სახლი ეს არისო, თქვა ამირანმა, მე ვიცი და
ამისმა პატრონებმაო.
ეს დევები სოფელს მეტისმეტად ავიწროებდნენ. ამირანი დე-
ვების დასასჯელად წავიდა, სასახლის კართან მივიდა და თვა-
ლიერება დაუწყო. აივანზე დევების და იდგა, შინ შევიდა და
ძმებს უთხრა:
აქ ვიღაც უცხო კაცი მოსულა და ჩვენს კარ-მიდამოს ათვა-
ლიერებსო.
წადი, გაუარ-გამოუარე, გაუცინე, ისიც გაგიცინებს და თუ ოქ-
როს კბილი გამოუჩნდა, ნამდვილად ამირანი იქნება და მაშინვე
შეგვატყობინეო, უთხრეს ძმებმა.
დევის ქალი ისე მოიქცა, როგორც ძმებმა დაარიგეს. ამირან-
მა უთხრა:
რას მიცინი, დევის ქალო, რას მიელვებ თეთრსა კბილსა?
გამივლი და გამომივლი, გამისინჯავ ბაგე-კბილსა,
ერთი სოფლელი კაცი ვარ, დავკარგე და ვეძებ ვირსა;
დღეს დავკარგე, ხვალ ვიპოვი, ჩემი ბედიც ასე სჭრისა.
ქალმა ძმებს უთხრა:
ოქროს კბილი და საცრისოდენა თვალები კი აქვს, მაგრამ
ერთი სოფლელი კაცი ყოფილა, ვირი დაუკარგავს და იმას ეძებ-
სო.
დევები მიხვდნენ, რომ ამირანი მოსდგომოდათ და სასწრა-
ფოდ იარაღი აისხეს.
ამირანი სახლში შევარდა და ყველანი ამოხოცა. ბადრიმ და
უსუპმა სახლი გაწმინდეს და სამივენი იქ დაბინავდნენ, მაგრამ
108 მკითხველთა ლიგა
ამირანს გული არსად არ უჩერდებოდა, სულ ყამარზე ფიქრობ-
და.

109 მკითხველთა ლიგა


ამირანი ყამარ ქალს იტაცებს
გაუდგნენ ძმები გზას, ბევრი იარეს და ზღვას მიადგნენ. ზღვის
იქითა ნაპირზე გასვლა ადვილი არ იყო. ამირანი ცამცუმისეულ
ცხენზე შეჯდა და ზღვაში შევიდა. ბადრი და უსუპი ნაპირზე დარ-
ჩნენ. ცხენმა ზღვა გააპო და გაღმა გავიდა, კარგა მანძილი
გაიარა და ყამარის კოშკს მიადგა. ამ დროს ქალის დედ-მამა შავ
ღრუბლებზე ამხედრებულიყვნენ და დედამიწას სეტყვას უშენ-
დნენ.
ყამარის კოშკი ცასა და დედამიწას შორის ოქროს ჯაჭვით
ეკიდა. ამირანმა ცხენი ზედ მიაგდო და ბროლის კოშკში შევიდა.
ქალს მაშინვე შეუყვარდა ეს თამამი ჭაბუკი.
სანამ ყამარი წასასვლელად მოემზადებოდა, ვაჟს სთხოვა,
ჭურჭლის დალაგებაში მომეხმარეო. ამირანმა ჭურჭლის დალა-
გება დაიწყო, მაგრამ ერთი ურჩი ჯამი რამდენჯერაც დადგა, იმ-
დენჯერ ამოტრიალდა. ბოლოს გაბრაზდა, ჯამი ძირს დაახეთქა
და გატეხა. ახრიალდა მაშინვე ჭურჭელი, მთელმა მთელს გა-
დასძახა, ნაწილმა ნაწილს და ატყდა საშინელი ხმაური. მიჰ-
ყვნენ ერთმანეთს და ყამარის მამისკენ გასწიეს.
ატეხეს ზრიალი:
ყამარი მოიტაცეს! ყამარი მოიტაცეს!
ყამარი ძალიან შეწუხდა: ის ჭურჭელი კარგს არაფერს დაგ-
ვმართებს, როგორც კი მამაჩემი გაიგებს, უკან გამოგვიდგება
და ადვილად ვერ გადავურჩებითო.
ამირანმაც არ დააყოვნა, ქალი ცხენზე შემოისვა და გააქრო-
ლა. ბადრი და უსუპი ზღვის ნაპირზე უცდიდნენ.
ცოტაოდენი მანძილი გაიარეს და ქარიც ამოვარდა.
ეს ქარი მამაჩემის ლაშქრის ფეხის ნიავიაო, თქვა ყამარმა.
ჩვენს ციხე-კოშკამდე მცირე მანძილიღა დარჩა, ვიჩქაროთ,
მოვასწრებთო, ჩქარობდა ბადრი.
110 მკითხველთა ლიგა
ყამარმა უკან მიიხედა და ამირანს უთხრა:
მამაჩემი მალე დაგვეწევა და ცხარე ომს გაგვიმართავსო.
ვაჟმა ქალს ხელი მოხვია და უპასუხა:
მოვლენ და მეც აქ დავხვდები, ამ ჩემი გორდა ხმალითა,
უსუპითა და ბადრითა, მესამით ამირანითა.
ცაზე შავი ღრუბლები გამოჩნდა.
ეს მამაჩემის ლაშქრის ჩრდილიაო, თქვა ყამარმა.
ეს რა წინწკლები წამოვიდაო? იკითხა ამირანმა.
მამაჩემის ჯარი ზღვაზე გამოვიდა, მათი ფეხის ნამიაო.
ძმებმა ციხე-კოშკში შეაღწიეს. ყამარის მამის ქაჯების უთვა-
ლავმა ლაშქარმა ციხე-კოშკს ალყა შემოარტყა.
ამირანმა უსუპს უთხრა:
ჩადი, ძმაო და იომე, მალე ჩვენც მოგეშველებითო!
ჩავიდა უსუპი საომრად, ლაშქრის მესამედი გაწყვიტა. ბო-
ლოს თვითონაც უსულოდ დაეცა.
ამირანმა ახლა ბადრის მიმართა:
ან ჩადი, ბადრო, ან ჩავალ ან გამილესე ხმალია,
ჩავალ და ვეღარ ამოვალ, რა დიდი ცოდო-ბრალია.
იომა ბადრიმ. დიდი ჯარი გაწყვიტა, მაგრამ ისიც მოკლეს.
ჯერი ამირანზე მიდგა. ყამარმა უთხრა: ომიდან რომ გამოხ-
ვალ, ხმალს ქარქაშში ნუ ჩააგებ, ისე ამოდიო.

111 მკითხველთა ლიგა


ამირანი ღრუბელთბატონს ამარცხებს
ჩავიდა ამირანი, შეიჭრა შუა ჯარში და თავისი გამოჭედილი
გორდა ხმლით მთელი ლაშქარი ამოწყვიტა. ბოლოს ღრუბელ-
თბატონის პირისპირ აღმოჩნდა. ყამარის მამას ფარად წისქვი-
ლის ქვა ეჭირა. ამირანი ურტყამდა ხმალს, მაგრამ მხოლოდ ნა-
პერწკლები ცვიოდა.
დიდხანს იბრძოლეს. ვერც ერთმა ვერ სძლია. ყამარმა
დაინახა, რომ ამირანს გაუჭირდა და დაუძახა:
ამირან, დედოფლის შვილო, ომი ვერ იცი კილოსა,
მაღლა რათა სცემ სპილოსა, დაბლა შემოჰკარ რბილოსა!
გაიგონა მამამ შვილის ნათქვამი და უსაყვედურა:
უყურეთ ურცხვსა ქალასა, ქმარი არჩია მამასა,
ქმარი ხეს ასხავს ფოთლადა, მამას ვინ მისცემს საწყალსა?
რისთვის გაგზარდა დედამა, რისთვის გეტყოდა ნანასა?!
ყამარმაც პასუხი არ დაუგვიანა:
არცა გამზარდა დედამა, არც რას მეტყოდა ნანასა,
მიმაგდო სახლის კუთხეში თაგვების ანაბარასა.
არცა რას მეფერებოდით, არც რას მეტყოდით ნანასა,
დამსვამდით დავიწყებულსა, თან მიღერებდით დანასა!
გაიგონა ამირანმა ყამარის ნათქვამი და მოწინააღმდეგეს
ფეხებში დაუნაცვლა ხმალი. ღრუბელთბატონი ჩაიკეცა, წინ შა-
ვი ღრუბელი ჩამოიფარა და ბრძოლის ველს გაეცალა.
გამარჯვებულმა ამირანმა ყამარისაკენ გამოსწია. წინ ერთი
ქაჯის ქალი შეხვდა და უსაყვედურა:
შენ რომ კარგი კაცი იყო, ხმალს ჩააგებდი და ძმებს მოძებნი-
დიო.
ამირანმა ხმალი ქარქაშში ჩააგო და ძმების მოსაძებნად წა-
ვიდა. მინდორი დახოცილთა გვამებით იყო სავსე. ამირანმა
ძლივს მიაგნო ბადრისა და უსუპს. მოკლულები რომ ნახა, გულ-
112 მკითხველთა ლიგა
ში სატევარი დაიცა, რომ მათთან ერთად მომკვდარიყო, მაგრამ
გორდამ არ გაჭრა.
დაღონებული ამირანი იქვე ჩამოჯდა. ამ დროს ერთმა მომაკ-
ვდავმა ქაჯმა თავი წამოსწია და თქვა:
ამ რეგვენს ისიც არ სცოდნია, როგორ შეიძლება მისი სიკ-
ვდილი... ნეკა თითი მოიჭრას და იქვე გათავდებაო, ესა თქვა და
იქვე განუტევა სული. ამირანმა ეს რომ გაიგონა, ნეკა თითი მო-
იჭრა და ისიც ძმების გვერდით ჩაიკეცა.

113 მკითხველთა ლიგა


ამირანის გაცოცხლება
ამირანს რომ შეაგვიანდა, ყამარი ციხე-კოშკიდან ჩამოვიდა,
ნახა, მისი ამირანი მკვდარია და გულამოსკვნით ატირდა.
სად იყო და სად არა, საიდანღაც თაგვის წრუწრუნა გამოძვრა
და ამირანის სისხლს ლოკვა დაუწყო. ყამარი გაბრაზდა, ქოში
წაიძრო, თაგვს დაჰკრა და მოკლა. სოროდან ამ წრუწუნას დედა
გამოვიდა, მინდროში რაღაც ბალახი მოგლიჯა, შვილს მიუსვ--
მოუსვა, გააცოცხლა და კინწისკვრით სოროში შეაგდო.
ყამარი ადგა, იგივე ბალახი მოძებნა, ამირანს ნეკზე მოუსვა
და გააცოცხლა.
უჰ, რამდენი მძინებიაო, თქვა ამირანმა.
თაგვი რომ არ გამოჩენილიყო, სამუდამოდ დაგეძინებოდაო,
მიუგო ყამარმა და ბადრი და უსუპიც გააცოცხლა.

114 მკითხველთა ლიგა


ღმერთთან შეჭიდება
ამირანმა კიდევ მრავალი გმირობა ჩაიდინა. მისი შიშით დე-
ვები, გველეშაპები და ქაჯები შორს გადაიხვეწნენ, მაგრამ ადა-
მიანებისა და ამირანის მტრობას მაინც არ იშლიდნენ. ჩუმ--
ჩუმად მიდიოდნენ ღვთის კარზე და ეუბნებოდნენ: ამირანი ისე
გადიდგულდა, არავის ინდობს და შენთან შეჭიდებასაც აპირებ-
სო.
მჭედლებიც შურით იყვნენ სავსე, რომ ამირანმა აჯობა და
მათზე უკეთესი იარაღი გამოჭედა, თანაც ცეცხლი მხოლოდ მათ
კი არ არგუნა, ადამიანებსაც დაურიგა. მჭედლებიც კვერს უკ-
რავდნენ დევებს: ამირანმა ადამიანებს ცეცხლი მისცა. ახლა
ყველა იმას აქებს და შენი სახელი დაივიწყესო.
გაბრაზდა ღმერთი და დედამიწაზე ზესკნელიდან ამირანის
დასაჯელად ჩამოვიდა.
გავიგე, დევები, ქაჯები და მჭედლები შეგივიწროვებია, კეთი-
ლი საქმეების ქმნასაც უშლი და შენი მომრევი ცასა და მიწაზე
არავინ მიგაჩნია. შავი ღრუბლების ბატონს ისე გაუთამამდი,
რომ უკითხავად ქალიც კი მოსტაცე და ახლა ჩემთან შეჭიდება
გადაგიწყვეტიაო, უსაყვედურა ღმერთმა ამირანს.
რაკი მათი მხარე დაიჭირე და ჩემს დასასჯელად მოსულხარ,
მოდი, დავეჭიდოთო, უთხრა ამირანმა.
უფალი გაწყრა: ნათლიასთან ჭიდილი ვის გაუგონიაო.
მე უბრძოლველად არავის დავნებდები, რაკი ჩემთან გინებე-
ბია მოსვლა, მაშ დავეჭიდოთო, არ დაიშალა ამირანმა.
კარგი, ჯერ გამოგცდიო, უთხრა ღმერთმა, ამ ჯოხს მიწაში ჩა-
ვარჭობ და, თუ შეგიძლია, ამოიღეო.
ჩაარჭო ღმერთმა მიწაში ჯოხი. მოჰკიდა ხელი ამირანმა და
მაშინვე ამოიღო. მეორედაც ჩაარჭო ჯოხი ღმერთმა, ამირანმა
მეორედაც თავისუფლად ამოიღო.
115 მკითხველთა ლიგა
რას მეთამაშები! თუ გინდა ვიჭიდაოთ, თუ არა და, თავი და-
მანებეო, გული მოუვიდა ამირანს.
ღმერთმა მესამედაც ჩაასო ჯოხი მიწაში. ჯოხმა ფესვები გა-
იდგა და დედამიწას შემოევლო.
დაეჭიდა ამირანი, მაგრამ ძვრა ვერ უყო.

116 მკითხველთა ლიგა


კლდეზე მიჯაჭვული ამირანი
ღმერთმა მაშინვე მოიხმო მჭედლები. ისინიც მისცვივდნენ
გმირს და კლდეზე მიაჯაჭვეს. ღმერთმა მიჯაჭვულ ამირანს ზემო-
დან გერგეტისა და მყინვარის მთები გადაახურა.
მას შემდეგ იქ არის მიჯაჭვული ამირანი, საზრდოდ პური და
ერთი ხელადა ღვინო აქვს, იმასაც ყორანი მიუტანს ხოლმე.
ამირანს მხოლოდ მისი ერთგული ყურშა არ შორდება, ჯაჭვს
ყოველდღე ლოკავს და ათხელებს. მიდგება ჯაჭვი გაწყვეტაზე,
მაგრამ ხუთშაბათობით მჭედლები სამჯერ დაჰკრავენ ხოლმე
გრდემლზე ჩაქუჩს და გასაწყვეტად გამზადებული ჯაჭვი ისევ
სქელდება.
სამ წელიწადში ერთხელ იღება ამირანის მღვიმის კარი.
ქვეყნის დანახვა გმირს მიყუჩებულ ტკივილს უღვივებს. ამ დროს
იგი ჯაჭვის გაწყვეტას ცდილობს.
დღემდე ელოდება თავის სატრფოს ყამარი ბროლის კოშკში.
მოლოდინით დააწყდა თვალები. მთვარის ჩასვლისას ატირდება
მთვარის რჩეული და მთათა კალთებს მარგალიტებად ეფინება
ციური ცვარი.

117 მკითხველთა ლიგა


ხოგაის მინდიას ამბავი - ნაწილიანი ბავშვი
ხოგაის მინდია რომ დაბადებულა, ცაზე ორი მზე გამოჩენი-
ლა. ერთი მზის სახე ბეჭებზე დახატვია. დედამ ღამით დახედა და
დაინახა, რომ ბავშვს სახეზე უჩვეულოდ ლამაზი ნათელი ედგა.
მაშინვე მიხვდა ნაწილიანი (მზის ნიშანი ბეჭზე) იყო. ამის გამ-
ჟღავნება არავისთან შეიძლებოდა, თორემ ბავშვი მოკვდებოდა.
დედა ჩუმად წავიდა ტყიან ხევში და სამჯერ შესძახა: მთანო, ტყე-
ნო, კლდენო, ხევნო, წყალნო, ქვანო, ნადირნო, ჩიტნო, ფრინ-
ველნო, გაიგონეთ, ჩემი შვილი ნაწილიანიაო!
ამის შემდეგ ბავშვს საშიშროება აღარ ელოდა.
წამოიზარდა თუ არა, მინდია მწყემსად გაამწესეს. იქ იზრდე-
ბოდა და იქვე დაჭაბუკდა.

118 მკითხველთა ლიგა


მინდია და სამი ჟამი
ამ დროს ხევსურეთში სამი ჟამი მოსულა. ისინი ავსულები იყ-
ვნენ და მძიმე ავადმყოფობას ავრცელებდნენ. მათ სამი ვირი
ჰყავდათ: ერთს შავფრთიანი ისრები ეკიდა ზურგზე, მეორეს წი-
თელფრთიანი და მესამეს თეთრფრთიანი. ვისაც შავფრთიანი
ისარი მოხვდებოდა, მაშინვე კვდებოდა, ვისაც წითელფრთიანი
ნახევრად კვდებოდა, თეთრფრთიანი ისარი ავადმყოფობას კი
შეჰყრიდა ადამიანს, მაგრამ მორჩებოდა.
წავიდეთ, გუდანს (სოფელი ხევსურეთში) ვესტუმროთ, ბევრი
ხალხი იქნება იქ და ერთმანეთს ისრის სროლაში შევეჯიბროთო,
უთქვამს შავ ჟამს.
რას ამბობ, კაცო! შეპასუხებია წითელი ჟამი, ეს ადგილი
ღვთისშვილ ბაადურს ეკუთვნის, თუ მოგვიხელთა, კარგ დღეს
არ დაგვაყრის, შეიძლება დაგვხოცოს კიდევაცო.
მაშ რა ვქნათო? იკითხა თეთრმა ჟამმა.
მოდი, ჩვენი ვირები ბალახით დავფაროთ და სოფელში ისე
შევიპაროთო, ურჩია შავმა ჟამმა.
შენ ყოველთვის ჩვენზე ჭკვიანი და ბოროტი იყავი, ნეტავი,
ჩვენც შენ დაგმსგავსებოდითო, ინატრა წითელმა ჟამმა და
დაუმატა, დამბადებელ ღმერთს რა ვუთხრა, რომ ასეთებად გაგ-
ვაჩინაო.
ასე ჩუმ-ჩუმად მიაპარებდნენ თავიანთ ვირებს ჟამები. ხეებსა
და ბუჩქებს აფარებდნენ, არავინ დაინახოსო. თვითონ ხომ ისე-
დაც უჩინარები იყვნენ და რაღა დამალვა უნდოდათ?!
იქვე ახლოს მინდია და მისი მეგობარი გახუა საქონელს
მწყემსავდნენ.
ეს ვირები სასიკეთოდ არ უნდა მოიპარებოდნენო, უთქვამს
გახუას.

119 მკითხველთა ლიგა


მართალი ხარ, იმ ფერის ისრები აქვთ გადაკიდებული, ჟა-
მებს უნდა ემსახურებოდნენო, თქვა მინდიამ, ჩქარა, ციხე--
სიმაგრეში შევასწროთ და საგანგაშო სტვირი ავახმიანოთო.
სტვირის ხმაზე ხალხმა უსაფრთხო ადგილებს მიაშურა.
აქედან მოვკურცხლოთ, სანამ ის ბაადური გამოჩენილა. ხომ
იცით, თავის თეთრ ცხენზე ზის, ხელში კვირიას მიცემული ლახ-
ტი უჭირავს და თავისი ყმების სიცოცხლეს იცავსო, თქვეს ჟამებ-
მა და ისე მოკურცხლეს, ვირები ძლივსღა ეწეოდნენ.
ცხრა მთა რომ გადაირბინეს, მაშინღა მოითქვეს სული.

120 მკითხველთა ლიგა


მინდიას დატყვევება
მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა. ქაჯებმა დაიმარტოხელეს
მინდია და დაატყვევეს. თვალები აუხვიეს და ისე წაიყვანეს.
ცხრა მთა რომ გადაატარეს, მხოლოდ მაშინ მოხსნეს სახვევი.
მინდიას იქ სხვა ტყვეებიც დახვდა. ტყვეებს ქაჯები გველებს აჭე-
რინებდნენ, იმათგან კი რაღაც წამლებს ამზადებდნენ. სამუ-
შაოდან დაბრუნებულ მინდიას ხან რას ავალებდნენ და ხან რას:
პირუტყვის სადგომებს ახვეტინებდნენ, ნაგავს აყრევინებდნენ,
ამ საქმეს რომ მორჩებოდა, უაზროდ აქეთ-იქით არბენინებდნენ.
საწყალს ისე მობეზრდა სიცოცხლე, თავის მოკვლა გადაწყვიტა.
ერთხელ თავისი პატრონი ქაჯის ცოლთან შესულა, რომელ-
საც გველი დაეკლა და მისი სისხლისაგან რაღაც წამლებს ამზა-
დებდა. სისხლის რამდენიმე წვეთი იატაკზე დაცემულიყო. ქალი
გარეთ რომ გავიდა, მინდიამ ეს წვეთები ალოკა, იქნებ მოვკვდე
და ამ წამებას ბოლო მოეღოსო. მაშინვე გონება დაკარგა და
სიცხემ აუწია. ცხრა ლოგინი გამოუცვალეს. როგორც იქნა გამო-
ცოცხლდა. უეცრად მიხვდა, რომ ყველა სულდგმულის ენა ესმო-
და.
ერთ დღეს მისი პატრონი ქაჯები სადღაც წავიდნენ და მინდი-
ას ბავშვებს ჩააბარეს საპატრონოდ. ქაჯებს ერთი ხიდი ჰქონ-
დათ, ზედ ნაცარს აყრიდნენ. ტყვე თუ გაპარვას მოინდომებდა,
მისი ნაკვალევი ნაცარზე დარჩებოდა და დაიჭერდნენ. მინდიამ
უკუღმა გაიარა ხიდზე, ისე რომ მის ნაკვალევს ქაჯების ნაკვალე-
ვისგან ვერ გაარჩევდით და ქაჯეთიდან ასე გაიპარა.

121 მკითხველთა ლიგა


მინდია გუგულების ქვეყანაში
ქაჯეთიდან გამოპარულ მინდიას გზა აერია და გუგულების
ქვეყანაში მოხვდა. შემოეხვივნენ გუგულები და მისვლის მიზეზი
ჰკითხეს. მინდიამ თავისი თავგადასავალი უამბო. ერთმა ცალ-
თვალა გუგულმა უსაყვედურა:
გახსოვს, არხოტში ყორეზე მჯდომარეს ქვა რომ მესროლე და
თვალი გამომთხარეო? რას მერჩოდი, თქვენს სოფელში გაზაფ-
ხული მე მომყავდაო.
მინდიას გაახსენდა ბავშვობისდროინდელი ცელქობა, გული
დასწყდა და ცალთვალა გუგულს პატიება სთხოვა.
გუგულები წვრილი, გამხმარი წკირებით აშენებულ პატარა
სახლებში ცხოვრობდნენ. უეცრად ჩოჩქოლი შექმნეს.
რამ შეგაშფოთათ, ჩემო გუგულებო? ჰკითხა მათ მინდიამ.
მზვერავებმა გვაცნობეს, ჭილყვავების ლაშქარი ჩვენსკენ
მოფრინავსო, უპასუხეს.
მინდია ჯოხით დაერია თავდამსხმელ ფრინველებს, ბევრი
ამოჟლიტა, დამარცხებულთა ნაწილი კი გაფრინდა.
გუგულებს კიდევ უფრო შეუყვარდათ ხოგაის მინდია და უთ-
ხრეს:
შენ ისეთი მტერი მოგვაშორე, რასაც გვთხოვ, ყველაფერს
აგისრულებთო.
თქვენი სხვა არაფერი მინდა, არხოტში წამიყვანეთ და საშვი-
ლიშვილოდ მადლობელი დაგრჩებითო, სთხოვა მინდიამ.
მეგზურობა ცალთვალა გუგულს დაავალეს. საგზლად საჭმე-
ლი და პური გაატანეს და ასე დაარიგეს:
ალალი ქვეყნის პურის რამდენ ლუკმასაც შეჭამ, იმდენი
მიემატებაო.
მინდია ამ პურით დაბრუნდა არხოტში.

122 მკითხველთა ლიგა


მინდია თავის ქვეყანაში
მინდია თავის ქვეყანაში დაბრძენებული ჩავიდა. მას მცენა-
რეების, ცხოველთა და სხვათა საუბარი ესმოდა. ყველა მინდი-
ასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად და ისიც დაუზარლად პასუ-
ხობდა. მას ადრინდელივით აღარ შეეძლო ცხოვრება. დროზე
ადრე ბალახს ვერ მოთიბავდა, ხეს ვერ მოჭრიდა. როგორც კი
ცელს ან ნამგალს მოუღერებდა, ეტყოდნენ:
ნუ მოგვჭრი, მინდიაო!
თავთავი რომ დამწიფდებოდა, ეძახდა:
დროზე დამაბინავე, მინდიაო!
ბალახები და ყვავილები ეუბნებოდნენ:
მე ამისი წამალი ვარ, მე ამისიო...
ამის წყალობით მინდია უებრო მკურნალიც გახდა: დაჭრილ--
დაჩეხილ ადამიანებს არჩენდა, სიკვდილის პირას მისულ ადა-
მიანებს კი სიცოცხლეს უბრუნებდა.
მისი რჩევით მტერს ადვილად იგერიებდნენ თანამოძმეები
და გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ. ისე შორს გავარდა
მინდიას სახელი, რომ ღვთისშვილებიც კი იწვევდნენ სალაშ-
ქროდ.

123 მკითხველთა ლიგა


მარტოობა
თავისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით თანამოძმეებ-
მა ძალიან შეიყვარეს მინდია.
გადიოდა დრო და მინდიაც ისე მიეჩვია ქებადიდებას, რომ
თავი ყოვლისშემძლე და შეუცვლელ ადამიანად წარმოიდგინა.
გაამაყდა მინდია.
გაკერპდა მინდია.
თავისი სიტყვა კანონად მიაჩნდა მინდიას.
დაიჯერა, რომ მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, მწე-
რები და სხვა ყველაფერი მის მსახურად ყოფილან შექმნილნი.
და... დაიღუპა მინდია:
ხისთვის ცული შემოუკრავს და მოუჭრია,
უნიშნო ნადირი მოუკლავს,
ფრინველები არ დანანებია და ისრით გაუგმირავს...
უკვე აღარ ესმოდა ბუნების ქმნილებების ენა მინდიას.
ბრძნული განსჯის უნარიც დაკარგა მინდიამ.
ზურგი შეაქცია ყველამ მინდიას და მზის ნიშანიც დაკარგა
მინდიამ.
მარტოდმარტო დარჩენილა მინდია.

124 მკითხველთა ლიგა


უკვდავების მაძიებელი ჭაბუკი

ქართული მითების მიხედვით უკვდავები მხოლოდ ღმერთები


და ღვთისშვილები არიან. ადამიანები მათ თაყვანს სცემდნენ და
სთხოვდნენ შველას. ოდიდგანვე, ყველაფერთან ერთად, ადა-
მიანებს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც აწუხებდათ. ხალხმა
იცოდა, რომ ყოველ დაბადებას სიკვდილი მოსდევს, მაგრამ
როდის ნაადრევად თუ ღრმა მოხუცებულობაში, არავინ უწყოდა.
უწინდელ დროში ადამიანებს სჯეროდათ, რომ მათი ბედი ცა-
ში იწერებოდა და ამ ბედს ზეციური ბედის მწერლები განაგებ-
დნენ.
წუთისოფელი რა არის?
აგორებული ქვა არის,
რაწამსაც დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არის.
ეს ქართული ხალხური ლექსი ზუსტად გამოხატავს სიცოც-
ხლის წარმავლობას, მაგრამ ადამიანები მაინც ცდილობდნენ,
ეძიათ უკვდავება.
ერთმა ხელმწიფემ გადაწყვიტა, მის ერთდაერთ ვაჟიშვილს
არ გაეგო, რა იყო სიკვდილი და განმარტოებით ზრდიდა საგან-
გებოდ აგებულ კოშკში. მის მსახურებს სიკვდილის შესახებ არა-
ფერი არ უნდა წამოსცდენოდათ. და იზრდებოდა ხელმწიფის
შვილი, ისე, რომ სიკვდილზე მცირეოდენი წარმოდგენაც არ
ჰქონდა. მაგრამ როდემდე დაიმალებოდა ყველაფერი?
ერთ დღესაც ხელმწიფის შვილმა თავისი კოშკის ფანჯრიდან
დაინახა, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი ვიღაცას ტირილითა და
თავში ხელის ცემით მოაცილებდა და ეს ვიღაცა ხის ყუთში იწვა.
რას ნიშნავს ეს? იკითხა ყმაწვილმა. ვინ არის ის კაცი და ეს
ადამიანები რატომ ტირიან?
125 მკითხველთა ლიგა
არ ვიცით, მეფის შვილო. ეტყობა, ვინმე დიდებულია და ხალ-
ხიც პატივისცემის ნიშნად მიჰყვებაო, უპასუხეს მსახურებმა.
პატივისცემის ნიშნად? გაუკვირდა ყმაწვილს. თუ ასე უყვართ,
რატომ ტირიან ან თავში ხელებს რატომ იცემენ? აღტაცებული
ყიჟინით და მხიარულად რატომ არ მიაცილებენო?
არ ვიცით, რა გითხრათ, ხელმწიფის შვილო... და დაბნეულმა
მსახურებმა ვერ მოახერხეს პასუხის გაცემა.
ყმაწვილმა სხვებსაც ჰკითხა, მაგრამ ხელმწიფის შიშით მის-
თვის სიმართლის თქმა ვერავინ გაბედა.
თქვენი არ მჯერა!.. ყველანი მატყუებთ! გაბრაზდა ხელმწიფის
შვილი. სიმართლე მითხარით, თორემ ამ ფანჯრიდან გადავხტე-
ბი და თვითონვე გავიგებ, რა ხდებაო!
კოშკი ისეთი მაღალი იყო, ხელმწიფის შვილი რომ გადამ-
ხტარიყო, მიწამდე სული არ დაჰყვებოდა. მსახურებს შეეშინდათ
და უთხრეს: ის კაცი მოკვდა და ხალხიც იმის სიკვდილზე ტირის.
წავიდა ამ ქვეყნიდან და უკან ვეღარ დაბრუნდებაო.
წავიდა და ვერ დაბრუნდება?! ეს არის სიკვდილი? იმეორებ-
და ხელმწიფის შვილი.
უკან აღარ მოვა, ხელმწიფის შვილო, მიუგეს მსახურებმა,
როცა მოვკვდებით, ჩვენც იმ გზაზე გაგვატარებენ. სიკვდილს ვე-
რავინ გადავურჩებითო.
მაშ ის კაცი ვეღარ გაცოცხლდება და თავისიანებს ვეღარ იხი-
ლავს? იკითხა შეშინებულმა ყმაწვილმა, მაშინ ისეთ ადგილზე
წამიყვანეთ, სადაც სიკვდილი არ იქნება!
მშობლები ამაოდ ეცადნენ შვილის შეკავებას. ხელმწიფის
შვილმა თანამზრახველებს გაანდო თავისი განზრახვა და მათ-
თან ერთად უსიკვდილო ადგილის საძებნელად წავიდა. ამდენ
ხეტიალში ხელმწიფის შვილს თანამგზავრები დაეხოცა. დარჩა
მარტოდ-მარტო. მაგრამ განზრახვა არ შეუცვლია. კარგა ხნის

126 მკითხველთა ლიგა


სიარულის შემდეგ ერთ თვალუწვდენელ მინდორში ხარ-ირემს
წააწყდა.
საით გაგიწევიაო? ჰკითხა ირემმა.
უსიკვდილო ადგილს ვეძებ, იქნებ მიმასწავლოო, უთხრა
ხელმწიფის შვილმა.
დარჩი ჩემთან, ურჩია ირემმა, სანამ ჩემი უზარმაზარი რქები-
დან ჩამონაცვენი ქერქით ამ მინდორს არ ავავსებ, მანამდე
ორივენი ვიცოცხლებთო.
რადგან ბოლოს მაინც სიკვდილი ელოდა, ვაჟმა უარი უთხრა
და გზა განაგრძო.
ერთ დიდ ჭალაში ტახს შეხვდა, რომელსაც ეშვებით ის ჭალა
უნდა აევსო და ისე უნდა მომკვდარიყო. ის ადგილიც დატოვა
ხელმწიფის შვილმა. ღრმა ხევის თავზე თეთრ ქორს გადაეყარა,
რომელსაც ფრინველის ბუმბულით ხევი უნდა ამოევსო. ხელ-
მწიფის შვილი არც იქ შეჩერდა, რადგან მარადიული სიცოცხლე
არც ქორს ეწერა.
ბოლოს, დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, ვაჟი ისეთ ქვეყანას
მიადგა, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ. მათ თავიანთი
დედოფალი ჰყავდათ. თითეულ მათგანს, ჩვიდმეტი წლის ასაკ-
ში, თუ სასწაულებრივ ტბაში ჩავიდოდა, ერთადერთი ქალიშვი-
ლი უჩნდებოდა.
უკვდავების მაძიებელი ვაჟის გამოჩენამ მათზე დიდი შთაბეჭ-
დილება მოახდინა. ხელმწიფის შვილი დედოფალს წარუდგინეს.
დედოფალს თექვსმეტი წლის ქალიშვილის სახე ჰქონდა, თუმცა
ქვეყნიერების გაჩენის დროიდან მოვლენოდა ამ ქვეყანას.
შენ უკვდავებას ეძებ. შენმა გულმა სწორად გიწინამძღვრა.
ჩემთან ერთად შეგიძლია სიკვდილზე არ იფიქრო, უთხრა დე-
დოფალმა, მე უკვდავება ვარ... მშვენიერების დედოფალი. მე
თვითონ ვარ ბედნიერება და მარადიული სიცოცხლე, და, ეს სი-
ცოცხლე მხოლოდ ჩემშია და ჩემთან არის.
127 მკითხველთა ლიგა
მე არ მითხოვია ღმერთისათვის, გამაჩინეო, და თუ გამაჩინა,
რატომ უნდა მომკლას? იკითხა ვაჟმა, სახლიდან იმიტომ წამო-
ვედი, რომ ისეთი ადგილი ვიპოვო, სადაც სიკვდილი არ არისო.
მაშ დარჩი ჩემთან და უკვდავი იქნები, უთხრა დედოფალმა,
მაგრამ აქ შეიძლება ვერ გაძლო, რადგან შენი სხეული მიწისგან
არის შექმნილიო.
ხელმწიფის შვილმა ამ უმშვენიერეს ქალზე იქორწინა და
ათასი წელი ისე გაატარა, როგორც ათი წამი. ბოლოს მოაგონ-
და თავისი ქვეყანა, მშობლები, თავისი ხალხი და გარემო. და-
ღონდა ხელმწიფის შვილი.
სულ ცოტა ხნით მაინც წავალ ჩემს ქვეყანაშიო, უთხრა დე-
დოფალს.
ნუ წახვალ აქედან, ურჩია დედოფალმა, იქ სადარდებლის
მეტს ვერაფერს იპოვი. აქ კი უკვდავებაა, მხოლოდ უკვდავება.
მაგრამ ვაჟი აღარ გაჩერდა. მაშინ დედოფალმა ვაშლი მისცა
და უთხრა:
თუ უკან დაბრუნებას დააპირებ, ეს ვაშლი შეჭამეო.
წამოვიდა ვაჟი იმ ქვეყნიდან. გზადაგზა ნახა, რომ ქორი, ტახი
და ირემი დახოცილიყვნენ. თავის ქვეყანაში ნაცნობი ადამიანი
კი არა, იმდროინდელი სასახლე და ქალაქიც ვერ იპოვა, ყველა-
ფერი ისე შეცვლილიყო.
დაუსრულებელ სიარულში ვაჟი სწრაფად დაბერდა. ბოლოს
გაახსენდა დედოფლის გამოტანებული ვაშლი, ჯიბიდან
ამოიღო, შეჭამა და ისევ გაახალგაზრდავდა. გამოიტირა მშობ-
ლები, ნაცნობ-მეგობრები და უსიკვდილო ქვეყანაში დაბრუნდა.
ყველანი სიხარულით შეხვდნენ. იქ არაფერი არ შეცვლილიყო.

128 მკითხველთა ლიგა


მწყემსი ოტობაიას ჩანგი
ადრე დაობლდა ოტობაია. შვიდი წლისას სოფლის ცხვრები
ჩააბარეს მოსამწყემსად. ობოლს ღამე მთვარე მფარველობდა
და დღისით მზე, ვარსკვლავები კი თავისი ციმციმით ართობ-
დნენ პატარა მწყემსს. დაჯდებოდა ოტობაია ხის ძირში, ღრუბ-
ლების ფარფატს შესცქეროდა და წყნარი სიმღერის ხმას აყო-
ლებდა. ხმა წკრიალა ჰქონდა ოტობაიას, სულ ზემოთ, ზემოთ,
ცის ხვეულებში აღწევდა მისი სიმღერა და ზესკნელის ბინადარ-
თა სმენას ატკბობდა. ამ სიმღერისათვის ღმერთები და ღვთის-
შვილები მფარველობდნენ.
ფრინველებს ნისკარტით საჭმელი მიჰქონდათ მასთან სხვა-
დასხვა ხილი და ნაყოფი, ხორბლის მარცვლები და ციური ნაჟუ-
რი. ისიც კმაყოფილებით სჯერდებოდა თავის საზრდოს.
ყველას ხიბლავდა პატარა მწყემსის სიმღერა, თვით დევებსა
და ქაჯებსაც კი.
არავისი არ ეშინოდა ოტობაიას. ერთხელ მარტოხელა მოხე-
ტიალე მგელი დაეცა ფარას და ერთი ოქროსმატყლიანი ცხვარი
იქვე გამოხრა.
შეწუხდა ბიჭი. მოენატრა თავისი ცხვარი, ხელში აიღო მისი
ერთი პატარა ძვალი და ჩაბერა. ძვალმა საოცარი ხმა გამოსცა.
ისეთი მწუხარე ჰანგები გაისმა, დედა ორბს შეეცოდა და თავის
აბრეშუმის ბუდეში გამოჩეკილი ყურშა ლეკვი აჩუქა.
ბიჭმა მონადირეებისგან იცოდა, რომ რამდენიმე წელიწადში
ერთხელ ორბი სხვა ბარტყებთან ერთად ერთ-ერთი კვერცხიდან
ერთ ლეკვსაც გამოჩეკავდა ხოლმე. ამ ლეკვს ბეჭებზე ორბის
ფრთები ესხა და ოქროს ყურები და ოქროს ტუჩები ჰქონდა. მისი
ხმა გრგვინვასავით ისმოდა.
ყოჩაღი ბიჭი ხარ, ოტობაია, ტკბილი სიმღერა და დაკვრა იცი.
ალალი იყოს შენზე ჩემი ყურშა. მოუარე და უპატრონე. მალე გა-
129 მკითხველთა ლიგა
იზრდება და შენს ოქროსმატყლიან ცხვრებს კარგად დაიცავსო,
უთხრა ორბმა ბიჭს, ფრთებით მიუალერსა და თავისი ბარტყები-
საკენ გაფრინდა.
ოტობაიას ძალიან მოეწონა ლეკვი, თავის ლუკმას შუაზე
უყოფდა და მასზე სიმღერაც კი შეთხზა:
ყურშაო, ჩემო ყურშაო,
ორბისფრთიანო ყურშაო,
იაგუნდისფერ კვერცხიდან
გამოჩეკილო ყურშაო.
ამ ჩემს ყურშას ნახტომი აქვს
ქვეყნის ოდენი,
ამ ჩემს ყურშას თვალები აქვს
მთვარის ოდენი,
ამ ჩემს ყურშას კბილები აქვს
ნიჩბის ოდენი,
ყურშა ოქროსფერ ცხვარს უვლის
სერზე მოდენილს.
ყურშაო, ჩემო ყურშაო,
ორბისფრთიანო ყურშაო,
იაგუნდისფერ კვერცხიდან
გამოჩეკილო ყურშაო.
ყურშაო, ჩემო ყურშაო,
ჩემო ერთგულო ყურშაო.
ყურშა მართლაც ერთგულად ემსახურებოდა პატრონს. მისი
შიშით ცხვრებთან ვერც მგელი გაიჭაჭანებდა და ვერც დათვი.
მტაცებელ ფრინველებსაც ეშინოდათ მისი, რადგან ფრთები
ჰქონდა და ადვილად ეწეოდა.
გადიოდა წლები. დაჭაბუკდა ოტობაია. ახლა უკვე ერთი ად-
გილიდან მეორეზე გადაჰყავდა ცხვრის ფარა. ერთხელ ჭალის
პირას ლერწმის ტოტი მოჭრა. ნახა გული ცარიელი ჰქონდა.
130 მკითხველთა ლიგა
ძვლის სტვირი აბგაში შეინახა და ახლა ლერწმის სალამური გა-
მოთალა. სალამურმა უკეთესი ხმა გამოსცა.
გავიდა ხანი და ამასაც არ დასჯერდა ოტობაია. დააკვირდა,
რომ მშვილდის ლარი ხელის შეხებაზე რაღაც თავისებურ ხმას
გამოსცემდა. ოტობაიამ მოღუნა ხის ჯოხი და სიმები გაუბა, ხე-
ლი ჩამოჰკრა და ინსტრუმენტმა უსაზღვროდ სასიამოვნო ხმები
გამოსცა. მისი ხმა ერთხელ მზემაც კი მოისმინა. იმდენად
მოეწონა, შეჩერებაც კი დააპირა, მაგრამ გაახსენდა, რომ უმი-
სოდ ქვეყნიერებაზე სიცოცხლე ჩაკვდებოდა და გზა განაგრძო.
იმ დღეს ისეთი წყნარი და სასიამოვნო ამინდი დადგა, ყველა
სულდგმულს უხაროდა.
მეორე დღესვე მზემ თავისი სხივები გაუბა სიმებად ოტობაიას
ჩანგს და ჩანგმაც ისეთი ღვთაებრივი ხმები გამოსცა და ჭაბუკიც
ისე ამღერდა, რომ მხოლოდ ადამიანები კი არა, ყველა სულ-
დგმული დაატყვევა. ყვავილები და ბალახები თავს ხრიდნენ, ხე-
ებზე ფოთლები სულს ნაბავდნენ და საოცარ ნეტარებაში იძირე-
ბოდნენ. ჩანგის ხმაზე მტაცებელი ცხოველები და ფრინველებიც
კი სინანულის ცრემლებს აფრქვევდნენ და სიყვარულით
ეალერსებოდნენ მიდამოს ცის კამარას, მზესა და მთვარეს, მო-
ციმციმე ვარსკვლავებს, მთებსა და კლდეებს, ტყესა და ჭა-
ლებს...
სასწაულმოქმედმა ჩანგმა ისე გაალაღა მწყემსი, რომ თავი
უძლეველი ეგონა.
ოტობაიას მუსიკის ჰანგების ქება ჟინი ანთარის (მეგრ. ზენა
ანთარი) ყურამდეც მივიდა. ის იყო შინაური საქონლის მფარვე-
ლი ღმერთი, რომელსაც ადამიანები საქონლის გამრავლებას
და ჯანმრთელობას შესთხოვდნენ. იწყინა ჟინი ანთარმა, ნუთუ
ამ მწყემსს ჩემს შესახებ არაფერი გაუგონიაო.
ჟინი ანთარი თვითონვე გამოეცხადა ჭაბუკს:

131 მკითხველთა ლიგა


ჩემი ნებართვის გარეშე რომ აძოვებ პირუტყვს და თაყვანს
არ მცემ, რატომ ერთხელ მაინც არ მთხოვე შემწეობაო?
ვინა ხარო? ჰკითხა ჭაბუკმა.
მე ჟინი ანთარი ვარ, სიკვდილზე ძლიერიო, უპასუხა ჟინი ან-
თარმა.
ჩემზე ძლიერი მაინც არ იქნებიო, უთხრა ოტობაიამ.
მაშ კარგი, დავნაძლევდეთ, შესთავაზა ჟინი ანთარმა, გამარ-
ჯვებულად ის ჩაითვალოს, ვინც ენგურის დინებას და ზღვის
ღელვას გააჩერებსო.
ჟინი ანთარის ბრძანებაზე ენგურის ტალღები გაქვავდნენ,
მაგრამ ზღვა მაინც ღელავდა.
აბა, ჩემო მზიურო ჩანგო, მიშველეო, თქვა ოტობაიამ და მისი
სიმები შეათრთოლა.
ჩანგმა ზეციური ხმები გამოსცა, ისეთი ტკბილი და სასიამოვ-
ნო, როგორიც მზის სხივებია გაზაფხულზე.
უკრავს ჭაბუკი, უკრავს და, ენგურმა შეაჩერა გიჟური სრბო-
ლა, უეცრად ერთ ადგილზე შეჩერდა და შემდეგ აღმა დაიწყო
დინება. თანდათანობით დამშვიდდა ზღვაც და მშვიდად გაწვა
მწყემსის ფეხებთან.
ოხ, ჯიმაღურელი (მეგრ. შე ძმამკვდარო)! დაიგრგვინა მარ-
ცხისაგან გაბოროტებულმა ჟინი ანთარმა, მოკვდავმა ადამიანმა
როგორ მაჯობაო და შემართა ელვის მახვილი, ცამ დაიქუხა, ერ-
თი იჭექა და უკვალოდ გაქრა ჭაბუკი მეჩანგეცა და მისი ოქროს-
მატყლიანი ცხვრის ფარაც.
განრისხებულმა ღმერთმა მისი ჩანგი ენგურში ჩააგდო და
სწორედ ამიტომ დამსგავსებიაო ენგურის შესართავი იმ ჩანგის
ბუდეს.
მოიწყინა ყველა სულდგმულმა, მცენარეებმა, მთებმა და
ზღვებმა. გაქრა ჭაბუკი ოტობაია, მაგრამ სამუდამოდ დარჩა ჰან-
გები, რაც მისმა ჩანგმა დატოვა ამქვეყნად.
132 მკითხველთა ლიგა

You might also like