You are on page 1of 2

პირად კეთილდღეობას სამშობლოს ინტერესები ეწირება

სამშობლოსათვის ღალატი დიდ ცოდვად მიიჩნევა სამშობლოს ღალატად პირადი


ინტესებისთვის სამშობლოს ინტერესების გვერდზე გაწევა ითვლება

ამის კარგი მაგალითია ვარსქენის საქციელი ნაწარმოებიდან „შუშანიკის წამება“


ქრისტიანი ვარსქენი მიდის სპარსეთის მეფესთან რადგან „ძღუნად თავსა თჳსსა
შესწირვიდა მეფისა მის მიმართ უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და
თაყუანის-სცემდა ცეცხლსა,, ამით მას ქვემო ქართლში ძალაუფლების განმტკიცება
სურდა. და მმართველის ნდობის მოპოვება რათა საჭირეობის შემთხვევაში
სრულიად ქართლის სადავეები ჩაებარებინა. ამით მან ერთგულება დაუმტკიცა სპარს
მმართველს თუმცა უღალატა 3 ყველაზე წმინდა სიმბოლოს მამაკაცისთვის ოჯახს
სამშობლოს და რელიგიას. ასევე ამ საქციელით იგი იძულებულს ხდიდა ქართველებს
მიეღოთ მაზდიანობა რასაც რა საკვირველია მათი მხრიდან პროტესტი და არეულობა
მოჰყვებოდა რაც თავისთავად დიდ მსხვერპლს ნიშნავდა.

იგი ოჯახს გადაახტ რადგნა სპარსს პირობა მისცა რომ მის ცოლს და შვილებსაც
მაზდიანობას მიაღებინებდა ისე რომ შუშანიკმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ვარსქენი ცდილობს ქართლში დიდი პატივით შევიდეს ამით კი მტკიცდება ის ფაქტი


რომ ვარსქნემა იცოდა რო მისი ამ საქციელით ოჯახს და სამშობლოს ღალატობდა.

მსგავსი შემთხვევები არამხოლოდ მეხუთე საუკუნეში არამედ დღესაც კი ხდება.


დღესდღეობით მსგავსი მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ასეთია ნამახვან
ჰესის პროექტი რომლითაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები ხეირს
ნახულობდნენ თუმცა საქართველოს ბუნება ეწირებოდა. ასევე ცუდი სიტუაცია
იქმნებოდა იმ სოფლისთვის რომელი სოფელიც წყალს უნდა დაეფარა. ერთი იმიტომ
რომ მათ მამა-პაპისეული სახლ-კარის დატოვება უწევდათ და მეორე კი იმიტომ რომ
წინაპრების საფლავები უნდა მიეტოვებინათ. ასევე ეს პროექტი დიდ საფრთხეს
უქმნიდა რაჭას რადგან ჰესის გარღვევის შემთხვევაში წყლის უზარმაზარი
რაოდენობა მთელს რაჭას დატბორავდა.

ასევე ამის მაგალითებია კრიპტო მაინინგი სვანეთში როდესაც სახელმწიფოსგან


უსასყიდლოდ მიცემულ ელექტრო ენერგიას ზოგიერთი სვანი
არაკეთილსინდისიერად იყენებდა შედეგად ელექტრო კრიზისი შეიქმნა სვანეთში და
მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
ქრთამის აღება როდესაც მაღალჩინოსანი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ისეთ
საქმეს აკეტებს რომელიც კანონით შეზღუდულია და არ ჯდება საჯარო და ქალაქის
ინტერესებში, მაგალითად როდესაც მერიის რომელიმე თანამშრომელი გასცემს
ნებართვას ისეთ კორპუსზე რომლის აშენების შედეგად ბავშვები დაკარგავენ
სტადიონს ან უბრალოდ მწვანე სივრცეს, უფლებას გასცემს მიშენებაზე რომელიც
ამახინჯებს ქალაქის იერსხეს ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მშენებლობის უფლებას
გასცემს არა უსაფრთხოების სტანდარტებში მჯდომი საცხოვრებელი კორპუსის
აშენებაზე

პირადი ინტერესები არასდროს, არასდროს არ უნდა დავაყენოთ სამშობლოზე წინ.

You might also like