You are on page 1of 164

სიორენ კირკეგორი

შიში და თრთოლვა

მთარგმნელი დიმიტრი უჩანეიშვილი


2
Was Tarquinius Superbus in seinem Garten mit den
Mohnkopfen sprach, verstand der Sohn, aber nicht der Bote1.

ჰამანი

წინასიტყვაობა

არა მხოლოდ საქმიან, არამედ იდეათა სამყაროშიც დაყიდვას


ახორციელებს ჩვენი საუკუნე. ყველაფერი ისეთ ფასად უნდა იქნას
შეძენილი, რომ ჩნდება კითხვა, თუ დარჩება საერთოდ საბოლოოდ
მყიდველი. ყოველი სპეკულატური ფასდამდები, რომელიც კეთილ-
სინდისიერად უწყობს ფეხს თანამედროვე ფილოსოფიის სვლას,
ყოველი პრივატ-დოცენტი, პედაგოგი და სტუდენტი, ფილოსოფიის
ყოველი სპეციალისტი - არც ერთი მათგანი არ არის კმაყოფილი და-
ეჭვებით და კიდევ უფრო შორს მიდის. შესაძლოა უადგილოდ და
არადროულად მოგვეჩვენოს მათთვის კითხვის დასმა იმის შესახებ,
თუ საით მიემართებიან, მაგრამ თავაზიანობის ერთმნიშვნელოვანი
გამოვლენა იქნება იმის ვარაუდი, რომ მათ ყველაფერში ეჭვი შე-
იტანეს, სხვაგვარად ხომ უცნაური იქნებოდა მათ მიერ გზის გაგრძე-

1„ის, რაც ტარკვინიუს ამაყმა თავის ბაღში ყაყაჩოთა თავების მეშვეობით თქვა, გა-
იგო მისმა ვაჟმა, მაგრამ არა მაცნემ“. - იხ. Hamann J.G . Werke. В.III. S.190. რო-
დესაც რომის ერთ-ერთმა პირველმა მეფემ, ტარკვინიუს ამაყმა (დაახ. 534-510 წწ.
ჩვ. წ.ა.), ომი გამოუცხადა გაბიას, მისი ვაჟი ფარულად გაემართა გაბიისკენ, მოიტა-
ნა რა მიზეზად უთანხმოება მამასთან. გაბიის მცხოვრებლებმა იგი თავის მხედარ-
თმთავრად დანიშნეს. ტარკვინიუსმა მიიღო შვილის მაცნე და ბაღში სეირნობისას
მის თვალწინ მოკვეთა ყაყაჩოთა ყველაზე მაღალი თავები. მაცნესთან შეხვედრის
შემდეგ ტარკვინიუსის ვაჟმა სიკვდილით დასაჯა ან ქვეყნიდან განდევნა მისი სამ-
შობლოს ყველა გავლენიანი მოქალაქე, მცირე ხნის შემდეგ კი გაბია ტარკვინიუსს
ჩაბარდა.
3
ლება. ვვარაუდობთ, რომ ასეთი წინასწარი ნაბიჯი ყველა მათგანმა
გადადგა, ამასთან, იმდენად იოლად, რომ სულაც არ თვლიან საჭი-
როდ მის შესახებ რაიმეს თქმას; რადგან ისიც კი, ვინც შიშითა და
ღრმა შეშფოთებით ცდილობდა მცირედი შუქის პოვნას მაინც, ვერა-
ფერს ნახულობდა, გზის ვერანაირ მანიშნებელს, თუნდაც მცირედ
აღწერილობას იმისა, თუ როგორ უნდა მიუდგე ესოდენ საფუძვლიან
ამოცანას. „მაგრამ დეკარტემ შეძლო ეს“. დეკარტემ, ამ პატივცე-
მულმა, მოკრძალებულმა და პატიოსანმა მოაზროვნემ, რომლის
შრომებს ვერავინ გაეცნობა ღრმა ემოციის გარეშე, გააკეთა ის, რაც
თქვა, და თქვა ის, რაც გააკეთა. სამწუხაროდ ეს დიდი იშვიათობაა
ჩვენს დროში! დეკარტე, როგორც ეს მან არაერთხელ დაამტკიცა,
არ ეჭვობდა რწმენის საკითხებში. „Memores tamen, ut jam dictum
est, huic lumini naturali tamdiu tantum esse credendum, quamdiu
nihil contrarium a Deo ipso revelatur... Praeter caetera autem,
memoriae nostrae pro summa regula est infigendum, ea quae nobis
a Deo revelata sunt, ut omnium certissima esse credenda; et
quamvis forte lumen rationis, quam maxime clarum et evidens, aliud
quid nobis suggerere videretur, sold tamen auctoritati divinae potius
quam proprio nostro judicio fidem esse adhibendam.“1 მას არ დაუყ-
ვირია: „ხანძარი!“ და არც დაეჭვება გაუხდია სხვათა ვალდებულე-
ბად; დეკარტე მარტოსული და მშვიდი მოაზროვნე იყო და არა ღამის
მყვირალა დარაჯი. მან მოკრძალებულად აღიარა, რომ მის მეთოდს

1„თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი შუქის მხოლოდ იმდენად უნდა ვირწუ-
ნოთ, რამდენადაც მისი საპირისპირო არ გაცხადებულა თვით ღმერთის მიერ... უფ-
რო მეტიც, ადამიანის მეხსიერებაში უზენაესი კანონის სახით უნდა ჩაიბეჭდოს, რომ
ის, რაც ღმერთის მიერაა ჩვენთვის გაცხადებული, საგანთა შორის ყველაზე სარ-
წმუნოა; და თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ გონების შუქი სრულიად ცხადად
მიგვითითებს რაღაც განსხვავებულზე, ჩვენ მხოლოდ ღვთიურ ავტორიტეტს უნდა
მივენდოთ და არა საკუთარ მსჯელობას“. - Principia philosophiae, pars prima 28 და
76.
4
მნიშვნელობა მხოლოდ მისთვის ჰქონდა, თავს კი ახალგაზრდული
წლების უსისტემო ცოდნით იმართლებდა. „Ne quis igitur putet me
hic traditurum aliquam methodum quam unusquisque sequi debeat
ad recte regendum rationem; illam enim tantum quam ipsemet
secutus sum exponere decrevi. ...Sed simul ac illud studiorum
curriculum absolvi (sc. juventutis), quo decurso mos est in
eruditorum numerum cooptari, plane aliud coepi cogitare. Tot enim
me dubiis totque erroribus implicatum esse animadverti, ut omnes
discendi conatus nihil aliud mihi profuisse judicarem, quam quod
ignorantiam meam magis magisque detexissem.“1 ის, რასაც ძველი
ბერძნები, ვინც გვარიანად იყო გარკვეული ფილოსოფიაში, მთელი
ცხოვრების ამოცანად განიხილავდნენ, ხედავდნენ რა, რომ დაეჭვე-
ბის უნარის შეძენა დღეებისა და კვირების განმავლობაში ვერ მოხ-
დებოდა, ის, რასაც გამოცდილმა მეომარმა მიაღწია, როდესაც მან
ეჭვის წონასწორობა შეინარჩუნა ყველა პერიპეტიაში, ვინც უშიშ-
რად უარყო გრძნობითი აღქმისა და გონების პროცესების უეჭვე-
ლობა, და გამოწვევას ესროდა თვითსიყვარულის საფრთხესა და
თანაგრძნობის ინსინუაციებს - ეს არის ადგილი, საიდანაც იწყებს
ჩვენს დროში ყველა.
დღეს აღარავის სურს რწმენაზე შეჩერდეს და უფრო შორს მიდის.
შესაძლოა წინდაუხედაობა იყოს იმის კითხვა, თუ საით მიდიან ეს

1 „ნურავინ იფიქრებს, რომ მე აქ იმ მეთოდის შემოსათავაზებლად ვარ, რომელსაც


ყველამ უნდა მისდიოს, რათა მართებულად გაუძღვეს თავის გონებას; ერთადერ-
თი, მე მაქვს სურვილი მეთოდის განმარტებისა, რომელსაც თვითონ მივდევდი.
...მაგრამ როგორც კი სასწავლო კურსი დავასრულე, რის შემდეგ ადამიანი უკვე
სწავლულად ითვლება, უკვე მისგან რაღაც სრულიად განსხვავებულის შესახებ
დავფიქრდი. მე გავაცნობიერე, რომ იმდენი ეჭვი მქონდა, იმდენი შეცდომა, რომ
ცოდნის დაუფლების მთელ ძალისხმევას, როგორც მას მე აღვიქვამდი, სხვა არა-
ფერი მოჰქონდა ჩემთვის, გარდა იმისა, რომ სულ უფრო მეტად ვაცნობიერებდი
ჩემს უცოდინრობას“. - Dissertatio de methodo, pp. 2 და 3.
5
ადამიანები, მაგრამ ჩემს მიერ ეს ცალსახად კულტურისა და გამოც-
დილების გამოვლინება იქნება, თუ ვიტყვი, რომ რწმენა გააჩნია ყვე-
ლას, სხვა შემთხვევაში უცნაური იქნებოდა... კვლავ განაგრძონ გზა.
წარსულში ყველაფერი სხვაგვარად იყო, იმ დროს რწმენა მთელი
ცხოვრების ამოცანა გახლდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ რწმენის
უნარის მოპოვება რამდენიმე დღესა ან კვირაში არ ხდებოდა. რო-
დესაც გამოცდილი მოხუცი თავის უკანასკნელ საათს უახლოვდებო-
და, რომელმაც მედგრად იბრძოლა და დაიცვა თავისი რწმენა1, მისი
გული საკმარისად ახალგაზრდა იყოს იმისთვის, რომ არ დაევიწყე-
ბინა ის შიში და თრთოლვა, რაც ახალგაზრდობას ახასიათებს და
რისი დამარცხებაც მამაკაცს შეუძლია, მაგრამ ვერც ერთი ადამიანი
ვერ გადალახავს სრულად... გარდა შემთხვევისა, როდესაც ის პირ-
ველივე შესაძლებლობისას შორს მიდის. იქიდან, რასაც წარსულის
ღირსეული ადამიანები აღწევდნენ, იწყებს დღეს ყველა, რათა გზა
განაგრძოს. ამ სტრიქონების ავტორი სრულებით არ არის ფილო-
სოფოსი, მან ვერ გაიგო სისტემა, მისთვის უცნობია, არსებობს კი ის
საერთოდ და არის თუ არა დასრულებული; მისი სუსტი გონების-
თვის უკვე თვით ეს აზრია საკმარისი, ხოლო ასეთი უიღბლო გონება
ყველას უნდა ჰქონდეს დღევანდელ დღეს, რადგან ყველას აქვს ასე-
თი უიღბლო აზრები. თუნდაც შეგვძლებოდა რწმენის მთელი შემად-
გენელი კონცეფციაში მოგვექცია, აქიდან სრულებით არ გამომდი-
ნარეობს, რომ ადექვატურად აღვიქვამთ რწმენას და გვესმის, თუ
როგორ შევდივართ რწმენაში ან როგორ შემოდის რწმენა ჩვენში.
წინამდებარე სტრიქონების ავტორი სრულებით არ არის ფილოსო-
ფოსი, ისაა poetice et eleganter, მოყვარული მწერალი, რომელიც
არც აგებს სისტემას და არც რაიმე სისტემის დაპირებას იძლევა,

11 ტიმ. 4:7, „კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინა-


ხავს.“
6
რომელიც არც ხელს აწერს სისტემის ქვეშ და არც არაფერს მიაწერს
მას. ის წერს, რადგან ეს მისთვის ფუფუნებაა, რაც იმდენად უფრო
სასიამოვნო და ცხადი ხდება, რამდენადაც ნაკლები ადამიანი ყიდუ-
ლობს და კითხულობს მის წიგნებს. მას იოლად შეუძლია საკუთარი
ბედისწერის წინასწარმეტყველება ეპოქაში, როდესაც ვნება გამ-
ქრალია სწავლის სანაცვლოდ, ეპოქაში, რომელშიც მწერალს, თუ-
კი მკითხველები სურს, უნდა იზრუნოს ისეთი წიგნების შექმნაზე,
რომელთა წაკითხვა იოლად იქნება შესაძლებელი შუადღის ძილის
დროს, იზრუნოს საკუთარი გარეგნობის შეცვლაზე იმგვარად, რომ
თავაზიან ახალგაზრდა მებაღეს დაემსგავსოს სარეკლამო განცხა-
დებიდან, რომელსაც ერთ ხელში ქუდი უჭირავს, მეორეში კი სარე-
კომენდაციო წერილი უკანასკნელი სამუშაო ადგილიდან, და საკუ-
თარ თავს პატივცემულ პუბლიკას სთავაზობს. ის ჭვრეტს საკუთარ
ბედს - ის სრულიად უგულვებელყოფილი იქნება. მას საზარელი
მოვლენის წინათგრძნობა აქვს, რომ ავგული კრიტიკა არაერთხელ
აგრძნობინებს სინორჩეს; ის თრთის კიდევ უფრო საზარელი აზრის
წინაშე, რომ რომელიმე ფხიანი რედაქტორი, პარაგრაფთა შემდგე-
ნი, - რომელიც სწავლების სახსნელად ისე ექცევა სხვა ადამიანთა
ნაშრომებს, როგორც ტროპი მოექცა „სათანადო გემოვნების შესა-
ნარჩუნებლად“ წიგნს სახელად „ადამიანთა მოდგმის განადგურე-
ბა“1 - ავტორს პარაგრაფებად დაჰყოფს და ამას ისევე მოუქნელად
გააკეთებს, როგორც ადამიანი, რომელმაც პუნქტუაციის მეცნიერე-
ბის ინტერესებიდან გამომდინარე თავისი სიტყვა ისე დაანაწილა,

1ტროპი - დანიელი ლიტერატორისა და კრიტიკოსის, იოჰან ლუდვიგ ჰაიბერგის


ვოდევილის - „რეცენზენტი და პირუტყვი“ - პერსონაჟი, იურიდიული ფაკულტეტის
სტუდენტი, რომელსაც წიგნის მკაზმავთან მიაქვს თავისი ტრაგედია „ადამიანთა
მოდგმის განადგურება“ და თხოვს მას, ორ თანაბარ ნაწილად დაჰყოს იგი: „თუ სა-
თანადო გემოვნების სახსნელად განხორციელებული ასეთი დაყოფა იმავდროუ-
ლად იაფიც იქნება, რად არ უნდა მივმართოთ მას?“
7
რომ ორმოცდაათ სიტყვაზე ერთი წერტილი მოდიოდა, ხოლო ყო-
ველ ოცდათხუთმეტ სიტყვაზე - ერთი წერტილმძიმე. მე უღრმეს პა-
ტივისცემას განვიცდი საბაჟოს ყველა სისტემატური „მომნიშვნე-
ლის“ წინაშე, მაგრამ: „ეს არ არის სისტემა, ამას არაფერი აქვს სა-
ერთო სისტემასთან“. მე წყალობას შევთხოვ სისტემისა და დანიის
ყველა მცხოვრებისთვის, ვინც იმავე ომნიბუსის1 მგზავრია, რადგან
ჭეშმარიტ კოშკად2 ის არასოდეს იქცევა. თითოეულ მათგანს ვუსურ-
ვებ წარმატებასა და ბედნიერებას.

პატივისცემით,
იოჰანეს დე სილენციო

1 (დან.) - Omnibus; სიტყვათა თამაში და კირკეგორის ხუმრობა. საქმე იმაშია, რომ


1840 წელს, „შიშისა და თრთოლვის“ გამოქვეყნებამდე სამი წლით ადრე, კოპენჰა-
გენში პირველი საქალაქო ავტობუსები გამოჩნდა.
2 როგორც ჩანს, მინიშნება ლუკას სახარებაზე, 14:28-30. „რადგან თუ რომელიმე

თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გა-


მოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას? რათა, საძირკველს თუ ჩაყ-
რის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა და
თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.“
8
შესავალი

კარგა ხნის წინათ ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში


გაგონილი ჰქონდა შესანიშნავი ამბავი იმისა, თუ როგორ ცდიდა
ღმერთი აბრაამს, როგორ გაუძლო მან გამოცდას, როგორ შეინარ-
ჩუნა რწმენა, და მეორედ კვლავ შეეძინა ძე, საწინააღმდეგოდ თავი-
სი მოლოდინისა. როდესაც ბავშვი წამოიზარდა, ის იმავე ამბავს კი-
დევ უფრო დიდი აღტაცებით კითხულობდა, რადგან ცხოვრებამ გა-
მიჯნა ის, რაც ბავშვის ღვთისმოსავ უბრალოებაში იყო გაერთიანე-
ბული. რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მით უფრო ხშირად უბრუნდებო-
და მისი გონება ამ ამბავს, მისი ენთუზიაზმი სულ უფრო მეტად ენთე-
ბოდა, და მაინც, სულ უფრო ნაკლებად ესმოდა ეს ამბავი. საბოლო-
ოდ ამ ამბის ინტერესიდან გამომდინარე სხვა ყველაფერი დაავიწ-
ყდა; ერთადერთი რამ სურდა მის სულს - ეხილა აბრაამი, ერთადერ-
თი მისწრაფება, - ყოფილიყო ამ ამბის მოწმე. მას არ სურდა აღმო-
სავლეთის უმშვენიერესი ქვეყნების დათვალიერება, არც აღთქმუ-
ლი მიწის ამქვეყნიური დიდების ხილვა, ან იმ ღვთისმოშიში წყვი-
ლისა, რომელთა სიბერე ღმერთმა დალოცა, ან ღვაწლმოსილი პატ-
რიარქის საპატიო ფიგურის, ან ისააკის ენერგიულობისა და გამბე-
დაობის, ვინც ღმერთმა აბრაამს უძღვნა - მისთვის აუხსნელი იყო მი-
ზეზი, თუ რატომ არ შეიძლებოდა, რომ მსგავსი რამ დანიის უნაყო-
ფო უდაბნოში მომხდარიყო. მას სურდა მათი თანამგზავრი ყოფი-
ლიყო სამდღიან მოგზაურობაში, როდესაც დამწუხრებული აბრაამი
მის წინ მიდიოდა, გვერდით კი ისააკი მიყვებოდა. მისი ერთადერთი
სურვილი იმაში მდგომარეობდა, რომ იქ ყოფილიყო, როდესაც აბ-
რაამმა თვალები ზეაწია და შორს მორიას მთა დაინახა, როდესაც
სახედრები დატოვა და ისააკთან ერთად გაემართა მთისკენ; რად-
გან მის გონებას არა გენიალური წარმოსახვა ამოძრავებდა, არა-
9
მედ აზრის თრთოლვა. ეს ადამინი არ იყო მოაზროვნე, მას არ სჭირ-
დებოდა რწმენის საზღვრების დატოვება; ყველაზე დიდებული მის-
თვის რწმენის პატრიარქობა იყო, ეს კი მას შურის საბაბად წარმო-
უდგებოდა, თუნდაც ეს არავისთვის ყოფილიყო ცნობილი.
ეს ადამიანი არ იყო სწავლული ეგზეგეტიკოსი, მან არ იცოდა ივ-
რითი, მას რომ ივრითი სცოდნოდა, შესაძლოა ადვილად გაეგო ამ-
ბავიც და აბრაამიც.

„გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა


ვარ! უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს,
რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღ-
სავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ“1.
ადრიანი დილა იყო, აბრაამმა სახედრები შეკაზმა, გამოვიდა თა-
ვისი კარვიდან ისააკთან ერთად. სარა უყურებდა ფანჯრიდან, სანამ
თვალს არ მიეფარნენ და ვეღარ დაინახა. სამი დღე იარეს მდუმა-
რედ. მეოთხე დილას აბრაამმა, სიტყვა რომ არ უთქვამს, ისე, თვა-
ლები ზეაწია და მორიას მთა იხილა. მან მსახურებს დარჩენა უბრძა-
ნა და ისააკთან ერთად გაემართა მთისკენ. აბრაამმა უთხრა საკუ-
თარ თავს: „მე არ დავუმალავ ისააკს იმას, თუ სად მიიყვანს ეს გზა.“
ის შეჩერდა, ხელი დაადო ისააკს თავზე კურთხევის ნიშნად, ისააკმა
კი მუხლი მოიყარა კურთხევის მისაღებად. აბრაამს მამობრივი გა-
მომეტყველება ჰქონდა, მისი მზერა იყო კეთილმოსურნე, სიტყვა კი
გამამხნევებელი. მაგრამ ისააკს არ ესმოდა მისი, მისი სული ვერ
ამაღლდა; ის მუხლებზე მოეხვია აბრაამს, ვედრებით დაემხო მის

1 დაბადება, 22:1-2.
10
ფერხთა ქვეშ, თავისი ახალგაზრდა სიცოცხლის შენარჩუნებას
თხოვდა, მისი სამომავლო იმედებისა, იხსენებდა სიხარულს აბრაა-
მის სახლში, იხსენებდა მარტოობასა და ნაღველს. აბრაამმა წამოა-
ყენა ბიჭი, გვერდიგვერდ მიდიოდნენ, მისი საუბარი კი ნუგეშითა და
თანაგრძნობით იყო გამსჭვალული. მაგრამ ისააკს არ ესმოდა მისი.
ის მორიას მთაზე ავიდა, მაგრამ ისააკს არ ესმოდა მისი. შემდეგ მან
წამით ზურგი აქცია ისააკს, ხოლო როცა კვლავ შემობრუნდა, აბრა-
ამს სახე შეცვლოდა, მისი მზერა ველური მხეცისას ჰგავდა, გამო-
მეტყველება კი საზარელი ჰქონდა. მან ყელში წაუჭირა ხელი ისააკს,
მიწაზე დაანარცხა და თქვა: „უგნურო ბიჭუნავ, შენ ფიქრობ, რომ მე
ვარ შენი მამა? მე კერპთაყვანისმცემელი ვარ. ნუთუ ფიქრობ, რომ
ეს არის ღმერთის ნება? არა, ეს ჩემი სურვილია“. აკანკალდა ისააკი
და დამფრთხალმა იყვირა: „ო, ზეციურო ღმერთო, შემიბრალე მე.
აბრაამის ღმერთო, შემიბრალე მე. თუკი არ მყავს მამა მიწაზე, იყავნ
შენ ჩემი მამა!“ მაგრამ აბრაამმა დაბალი ხმით უთხრა საკუთარ
თავს: „ო, ღმერთო დიდებულო, მადლობას გწირავ შენ. ბოლოს და
ბოლოს, უმჯობესია იფიქროს, რომ მე ვარ ურჩხული, ვიდრე შენი
რწმენა დაკარგოს.“

***

როდესაც ბავშვი ძუძუს უნდა მოაშორონ, დედა შავად იღებავს


მკერდს; მართლაც ბიწიერება იქნებოდა, მკერდი მომხიბვლელად
გამოიყურებოდეს და მისთვის მიკარება არ შეგეძლოს. ამგვარად,
ბავშვი ფიქრობს, რომ მკერდი შეიცვალა, დედა კი იგივეა, მისი მზე-
რა კვლავ სითბოთი და სიყვარულითაა აღსავსე. ბედნიერია ადამი-
ანი, ვისაც მეტად საშინელი საშუალებები არ დასჭირდა ბავშვის ძუ-
ძუდან მოსაშორებლად!
11
II

ადრიანი დილა იყო. აბრაამი დროულად ადგა, გადაეხვია სარას,


მისი სიბერის ამხანაგს, სარამ კი ისააკს აკოცა, რომელმაც ააშორა
მას სახელის შერცხვენა, ისააკს, ვინც მისი სიამაყე და იმედი იყო სა-
მარადჟამოდ. ამგვარად, დიდხანს იარეს მათ მდუმარედ, აბრაამი კი
თვალებით მიწას იყო მიჩერებული მეოთხე დღემდე, როდესაც თვა-
ლები ზეაწია და შორს მორიას მთა იხილა, მაგრამ მისი მზერა კვლავ
მიწას დაუბრუნდა. მდუმარედ დააწყო ფიჩხი, შეკრა ისააკი, მდუმა-
რედ ამოიღო დანა - და მან იხილა კრავი, დათქმული უფლის მიერ.
შემდეგ მან მსხვერპლი შესწირა და შინ დაბრუნდა. აბრაამი დაბერ-
და, მაგრამ ვერაფრით ივიწყებდა იმას, რომ ღმერთმა მოითხოვა ეს
მისგან. ისააკი ძველებურად გაფურჩქნული იყო, მაგრამ აბრაამს
თვალები ჩაუშავდა, აღარ უნახავს მას სიხარული მეტად.

***

როდესაც ბავშვი იზრდება და იგი ძუძუს უნდა მოაშორონ, დედა


ქალწულებრივად მალავს თავის მკერდს, ასე რომ, ბავშვს დედა
აღარ ჰყავს. ბედნიერია ბავში, რომელსაც სხვაგვარად არ დაუკარ-
გავს დედა.

12
III

ადრიანი დილა იყო, აბრაამი დროულად ადგა, ეამბორა სარას,


ახალგაზრდა დედას, სარა კი ეამბორა ისააკს, მის სამარადისო სი-
ხარულს. აბრაამი ჩაფიქრებული იყო მთელი გზის განმავლობაში,
ის აგარისა და ძის შესახებ ფიქრობდა, რომლებიც უდაბნოში გაუშ-
ვა; ავიდა მორიას მთაზე და დანა ამოიღო.
მშვიდი საღამო იყო, როდესაც აბრაამი მარტო გაემართა, მორი-
ას მთისკენ მიდიოდა ის. სახით დაემხო მიწაზე და ღმერთს ცოდვის
მიტევებას სთხოვდა, რომ მან მსხვერპლად შესწირა შვილი, რომ
შვილისადმი ვალდებულება დაივიწყა. ხშირად დადიოდა ამ გზით
მარტო, მაგრამ სიმშვიდეს ვერ პოულობდა. არ შეეძლო იმის გაგე-
ბა, რომ ცოდვა იყო ღმერთისთვის იმის მსხვერპლად შეწირვა, რაც
ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის, ის, ვისი გულისთვისაც არაერ-
თხელ შესწირავდა საკუთარ სიცოცხლეს; ხოლო თუ ეს ცოდვა იყო,
თუ მას არ უყვარდა ისააკი, მაშინ მისთვის გაუგებარი იყო, საერ-
თოდ როგორ შეიძლებოდა ამის შენდობა. რადგან, შესაძლოა არ-
სებობდეს რაიმე უფრო საზარელი?

***

როდესაც ბავშვი ძუძუს უნდა მოაშორონ, დედაც ნაღველით ივსე-


ბა იმაზე ფიქრისგან, რომ შვილს სულ უფრო მეტად უნდა განშორ-
დეს, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში გაიზარდა, შემდეგ კი მის
მკერდზე იწვა, აღარასოდეს იქნება მასთან ასევე ახლოს. ამგვარად,
ისინი ერთად განიცდიან ამ ხანმოკლე მწუხარებას. ბედნიერია ადა-
მიანი, ვისთანაც ბავშვი ესოდენ ახლოს იყო და აღარ მოუწია მწუხა-
რების განცდა!
13
IV

ადრიანი დილა იყო, აბრაამის სახლში ყველაფერი გაემზადები-


ნათ მოგზაურობისთვის. ის დაემშვიდობა სარას, ხოლო ელეაზარი,
ერთგული მსახური, გზად გაყვა, შემდეგ კი მობრუნდა. თანხმობით
მიდიოდნენ ერთად, აბრაამი და ისააკი, სანამ მორიას მთას მიაღ-
წევდნენ. აბრაამმა ყველაფერი მშვიდად გაამზადა მსხვერპლშე-
წირვისთვის; მაგრამ როდესაც შემობრუნდა და დანა ამოიღო, ისა-
აკმა შეამჩნია, რომ მისი მარცხენა ხელი სასოწარკვეთისგან იყო შე-
კუმშული, სხეულში კი ჟრუანტელი უვლიდა - მაგრამ აბრაამმა შე-
მართა დანა.
შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ შინ, სარა ჩქარობდა მათ დახ-
ვედრას, მაგრამ ისააკს დაეკარგა რწმენა. არასოდეს არც ერთი სიტ-
ყვა არ თქმულა ამის შესახებ დედამიწაზე, და არც ისააკს წამოცდე-
ნია ვინმესთან სიტყვა ნანახის შესახებ, და არც აბრაამს უეჭვია, რომ
ვინმემ რაიმე იხილა.

***

როდესაც ბავშვი ძუძუს უნდა მოაშორონ, დედას მეტად ნოყიერი


საკვები აქვს გამზადებული, რომ ბავში არ დაიღუპოს. ბედნიერია
ადამიანი, ვისაც მზად აქვს უფრო ნოყიერი საკვები! ადამიანი, რომ-
ლის შესახებაც ვსაუბრობთ, დაახლოებით ამგვარად ფიქრობდა ამ
მოვლენის შესახებ. ყოველ ჯერზე, როდესაც ის მორიას მთიდან
ბრუნდებოდა, ის დაქანცული ჯდებოდა, ხელებს დაიწყობდა და ამ-
ბობდა: „არავინაა აბრაამის მსგავსად დიადი! ვის ძალუძს მისი გა-
გება?“

14
აბრაამის ქებათაქება

ადამიანს რომ მარადიული ცნობიერება არ გააჩნდეს, ყველაფ-


რის საფუძვლად რომ ველური და ბობოქარი ძალა იდოს, რომელიც
ბუნდოვან ვნებებთან გადაჯაჭვული შობს ყოველივე დიადსა და უმ-
ნიშვნელოს, უფსკერო და გაუმაძღარი სიცარიელე რომ იყოს ყვე-
ლაფრის ქვეშ - მაშინ რა იქნებოდა ცხოვრება, თუ არა სასოწარკვე-
თილება? თუკი ეს ასეა, თუკი არ არსებობს კაცობრიობის გამაერ-
თიანებელი წმინდა კავშირი, თუკი ერთი თაობა ისევე წარმოიშობა
მეორის შემდეგ, როგორც ფოთლები ტყეში, თუკი ერთი თაობა ისე
ცვლის მეორეს, როგორც ფრინველთა გალობა ტყეში, თუკი კაცობ-
რიობა ისევე უკვალოდ გაივლის ცხოვრებას, როგორც ხომალდი
გადასერავს ზღვას, ან როგორც ქარიშხალი გადაუვლის უდაბნოს, -
ასევე უაზროდ და უნაყოფოდ, - თუკი მარადიულ დავიწყებას მუდამ
ხარბად სწყურია ნადავლი და არ არსებობს საკმარისი ძალა, რათა
დაიხსნას იგი მისი კლანჭებისგან - რაოდენ ცარიელი და უნუგეშოა
მაშინ ცხოვრება! მაგრამ ამიტომაც არ არის ეს ასე, და როგორც
ღმერთმა მამაკაცი და ქალი შექმნა, ასევე შექმნა მან პოეტი და ორა-
ტორიც. პოეტს არ ძალუძს იმის ქმნა, რაც იმ მეორეს ძალუძს, მას
მხოლოდ გმირით აღტაცება, სიყვარული და გახარება შეუძლია. მი-
უხედავად ამისა, თვითონაც ბედნიერია, და არანაკლებ ბედნიერი,
რადგან გმირი თითქოს მისი უკეთესი არსია, რომელიც მას უყვარს,
ხარობს რა, რომ ბოლოს და ბოლოს ეს თვითონ არ არის, რომ მისი
სიყვარული შეიძლება აღტაცება იყოს. თვითონ ის მოგონების გენი-
ოსია, სხვა არაფერი ძალუძს, გარდა ნამოქმედარის გახსენებისა,
არაფერი, გარდა ნამოქმედარით აღტაცებისა; თვითონ არანაირი
წვლილი არ შეაქვს, მაგრამ ეჭვით უყურებს მინდობილ განძს. ის გუ-
ლის ძახილს მიჰყვება, მაგრამ როდესაც იპოვის იმას, რასაც ეძებ-
15
და, ყველა კარს სიმღერითა და შეძახილებით ჩამოუვლის, რათა
ყველა ისევე იყოს აღტაცებული გმირით, როგორც თვითონ არის,
ყველა ისე ამაყობდეს, როგორც თვითონ ამაყობს. ეს მისი მიღწე-
ვაა, მისი მოკრძალებული სამუშაო, ესაა მისი ერთგული სამსახური
გმირის სახლში. თუკი ის ამგვარად თავისი სიყვარულის ერთგუ-
ლია, ის დღითა და ღამით იბრძვის დავიწყების ცბიერებასთან, რო-
მელიც გმირისთვის მის დაცინცვლას ცდილობს, მაშინ მან დაასრუ-
ლა თავისი სამუშაო, და გაერთიანდა თავის გმირთან, ვისაც იგი ასე-
ვე გულწრფელად უყვარდა, რადგან პოეტი თითქოს გმირის უკეთე-
სი არსია, თუნდაც ისევე უძლური იყოს, როგორც ყველა მეხსიერე-
ბა, ის ფერსაც უცვლის, მსგავსად ყველა მოგონებისა. მაშასადამე,
არავინ უნდა იქნას დავიწყებული, ვინც დიადი იყო, და თუმცა დრო
მცირე ხნით ყოვნდება, თუმცა გაურკვევლობის ღრუბელი გმირს
შორს მიაქანებს, მისი მეხოტბე მაინც მიეგებება მას, ხოლო, რაც უფ-
რო მეტი დროა გასული, მით უფრო ერთგულად ჩაეხვევა იგი მას.
ო, არა! არავინ მიეცემა დავიწყებას, ვინც დიადი იყო ამ სამყარო-
ში. მაგრამ დიადი ყველა თავისებურად იყო, და იმის სიდიადის პრო-
პორციულად, რაც უყვარდა. რადგან მან, ვისაც საკუთარი თავი უყ-
ვარდა, თვით მიაღწია სიდიადეს, მან, ვისაც სხვა ადამიანი უყვარდა,
დიადად იქცა თავდადებული ერთგულების წყალობით, ხოლო ის,
ვისაც ღმერთი უყვარდა, უდიადესია. არავინ იქნება დავიწყებული,
მაგრამ სიდიადეს ყველამ თავისი მოლოდინის პროპორციულად მი-
აღწია. ერთმა სიდიადეს მიაღწია შესაძლებლის მოლოდინით, მე-
ორემ - მარადიულის მოლოდინით, მაგრამ ის, ვინც შეუძლებელს
ელოდა, უდიადესია. არავინ იქნება დავიწყებული, მაგრამ თითოე-
ულმა სიდიადეს მიაღწია იმის სიდიადის პროპორციულად, რასაც
ებრძოდა. ის, ვინც სამყაროს ებრძოდა, დიადად იქცა მისი გადა-
ლახვით, ხოლო ის, ვინც საკუთარ თავს ებრძოდა, დიადი გახდა სა-
16
კუთარი თავის გადალახვით, მაგრამ ის, ვინც ღმერთს ებრძოდა,
მათ შორის უდიადესია. ამგვარად, სამყაროში ბრძოლა მიმდინარე-
ობდა, ადამიანისა ადამიანის წინააღმდეგ, ერთისა - ათასების წინა-
აღმდეგ, მაგრამ ის, ვინც ღმერთს ებრძოდა, უდიადესია მათ შორის.
ამგვარად, ბრძოლა იყო დედამიწაზე: იყო ადამიანი, ვინც ყველაფე-
რი საკუთარი ძალით გადალახა, და იყო სხვა, ვინც დაამარცხა
ღმერთი თავისი უძლურებით. იყო ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ეყ-
რდნობოდა და ყველაფერი მიიღო, იყო სხვა, რომელმაც, საკუთარ
ძალებში დარწმუნებულმა, ყველაფერი მსხვერპლად მიიტანა, მაგ-
რამ ის, ვისაც ღმერთის იმედი ჰქონდა, უდიადესი იყო მათ შორის.
იყო ერთი, ვინც დიადი იყო თავისი ძალით, იყო სხვა, ვინც დიადი
იყო თავისი სიბრძნით, და კიდევ ერთი, ვინც დიადი იყო თავისი იმე-
დით, და კიდევ სხვა, ვინც დიადი იყო თავისი სიყვარულით; მაგრამ
აბრაამი უდიადესი იყო მათ შორის, დიადი თავისი ძალით, რომლის
ძალა უძლურებაა, დიადი სიბრძნით, რომლის საიდუმლო სიბრიყ-
ვეა1, დიადი იმედით, რასაც სიშლეგის ფორმა აქვს, დიადი სიყვარუ-
ლით, რაც საკუთარი თავის სიძულვილია.
რწმენით გამოვიდა აბრაამი თავისი მამების მიწიდან და ყარიბად
იქცა აღთქმულ მიწაზე2. ერთი რამ უკან მოიტოვა, სხვა კი თან იქო-
ნია: მან დატოვა თავისი მიწიერი გაგება და რწმენა წაიღო თან.
სხვაგვარად ის არ გადადგამდა ნაბიჯს, რადგან ჩათვლიდა, რომ ეს
უაზრობაა. რწმენით იყო ის ყარიბი აღთქმულ მიწაზე, და ვერაფერს
იხსენებდა, რაც ძვირფასი იყო მისთვის, მაგრამ თავისი სიახლით
ყველაფერი ნაღველით ავსებდა მის სულს - და მაინც ის ღმერთის

1 1 კორინთელთა მიმართ, 3:18-19. „თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი,


შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა
ღვთის წინაშე.“
2 ებრაელთა მიმართ. 11:9. „რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უც-

ხოს.“
17
რჩეული იყო, მოწყალებით გადმოხედა მას უფალმა! დიახ, ღმერთს
რომ უარი ეთქვა მასზე, მისთვის წყალობის ბოძებაზე, შესაძლოა
ყველაფერი უკეთ გაეგო; მაგრამ ახლა ყველაფერი დაცინვას ჰგავ-
და მასზე და მის რწმენაზე. იყო ერთ დროს სამყაროში ადამიანი,
რომელიც განდევნილი იყო საყვარელი სამშობლოდან1. ის არ არის
დავიწყებული, და არც მისი „გოდებაა“ დავიწყებული, როდესაც ის
დამწუხრებული ეძებდა და იპოვა, რაც დაკარგა. არ არსებობს აბ-
რაამის „გოდება“. ჰგოდებს ადამიანი, ჰგოდებს სხვებთან ერთად,
მაგრამ დიადია ის, ვისაც სწამს, და ნეტარია ის, ვინც ჭვერტს მორ-
წმუნეს. რწმენით მიიღო აბრაამმა პირობა, რომ კურთხეული იქნე-
ბოდა მისი თესლით ადამიანის მოდგმა2. დრო გადიოდა, შესაძლებ-
ლობა არსებობდა, აბრაამს სწამდა; დრო გადიოდა, ეს უგნურებად
იქცა, აბრაამს სწამდა. არსებობდა სამყაროში ის, ვისაც მოლოდინი
ჰქონდა, დრო გადიოდა, საღამო ახლოვდებოდა; იგი არ იყო იმდე-
ნად მოწყალე, რომ თავისი მოლოდინი დაევიწყებინა, შესაბამისად,
არც თვითონ უნდა იქნას დავიწყებული. შემდეგ მას მწუხარება შე-
მოაწვა, მაგრამ მწუხარებას არ მოუტყუებია ისე, როგორც სიცოც-
ხლემ მოატყუა, მან ყველაფერი გაიღო, რაც შეეძლო, მწუხარების
სიტკბოებაში მოიპოვა მან თავისი მაცდუნებელი მოლოდინი. მწუხა-
რება ადამიანურია, ადამიანურია მწუხარების გაზიარება მწუხარეს-
თან, მაგრამ უდიადესია რწმენა, ნეტარებაა მორწმუნის მზერა. არ
არსებობს აბრაამის „გოდება“. ის მწუხარედ არ ითვლიდა დღეებს,
სანამ დრო გადიოდა, ის არ უმზერდა სარას ეჭვიანი მზერით, ემატე-

1 როგორც ჩანს, იგულისხმება იერემია, თუმცა დანიელი მკვლევარები ასევე ოვი-


დიუსს იხსენიებენ, რომლის „Tristia ex Ponto“ („წერილები პონტოდან“) დევნილო-
ბაშია დაწერილი.
2 გალატელთა მიმართ. 3:8. „და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ

ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში


იკურთხება ყველა ხალხი.“ და 3:16. „ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს
მიეცა.“
18
ბოდა თუ არა მას ასაკი, არ შეუჩერებია მზის მოძრაობა, რათა სარა
არ დაბერებულიყო მის მოლოდინებთან ერთად. ის არ უმღეროდა
სარას თავის მწუხარე საჩივარს. აბრაამი მოხუცდა, სარა ქვეყნის
დასაცინი შეიქნა, და მაინც, ის ღმერთის რჩეული იყო და მემკვიდრე
პირობისა, რომ კურთხეული იქნებოდა მისი თესლით ადამიანთა
მოდგმა. მაშ უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ ის ღმერთის რჩეული
არ ყოფილიყო? რას ნიშნავს, იყო ღმერთის რჩეული? ეს ნიშნავს
სიყმაწვილეში ყმაწვილური სურვილების უარყოფას, რათა დიდი
ტკივილით შესრულდეს ისინი ასაკში. მაგრამ აბრაამს სწამდა და
ჩაფრენილი იყო მოლოდინს. მას რომ ეჭოჭმანა, თავს დაანებებდა.
მას რომ ეთქვა ღმერთისთვის: „იქნებ არ არის შენი ნება, რომ აღ-
სრულდეს ესე, ამიტომ უარს ვიტყვი სურვილზე. ეს იყო ჩემი ერთა-
დერთი სურვილი, ჩემი ნეტარება. ჩემი სული წრფელია, მე არ მაქვს
ფარული წყენა იმის გამო, რომ შენ უარს მეუბნები ამაზე“. მას არ და-
ივიწყებდნენ, ის მრავალს იხსნიდა თავისი მაგალითით, მაგრამ ვერ
გახდებოდა რწმენის პატრიარქი. დიდებულია საკუთარ სურვილზე
უარის თქმა, მაგრამ კიდევ უფრო დიდებულია მისი ერთგულება მას
შემდეგ, რაც უარყავი ის, დიდებულია მარადიულის წვდომა, მაგრამ
კიდევ უფრო დიდებულია წარმავალის ერთგულება მას შემდეგ, რაც
უარი თქვი მასზე.
შემდეგ კი დრო აღსრულდა. აბრაამს რომ რწმენა არ ჰქონოდა,
სარა მართლაც მოკვდებოდა დარდისგან, მწუხარებით დათრგუნუ-
ლი აბრაამი კი ვერ მიხვდებოდა აღსრულებას და ისე გაუღიმებდა
მას, როგორც ყმაწვილურ ოცნებას. მაგრამ აბრაამს სწამდა და, მა-
შასადამე, ახალგაზრდა იყო; რადგან ის, ვისაც ყოველთვის უკეთე-
სის იმედი აქვს, ბერდება, ხოლო ის, ვინც ყოველთვის უარესისთვი-
საა მზად, ადრე ბერდება, მაგრამ რწმენის მქონე მარადიულ ახალ-
გაზრდობას ინარჩუნებს. ამიტომაც, დიდება ამ ამბავს! რადგან სა-
19
რა, თუმცა კი წლების მიერ მოტეხილი, საკმარისად ახალგაზრდა
იყო, რათა დედობა სურვებოდა, ხოლო ჭაღარა აბრაამი საკმარი-
სად ახალგაზრდა იყო, რათა მამობა ესურვებინა. გარეშე გაგებით
სასწაული იმაში მდგომარეობს, რომ ის მათი მოლოდინის მიხედ-
ვით მოხდა, უფრო ღრმა აზრით კი სასწაული ის არის, სარა და აბ-
რაამი რომ საკმარისად ახალგაზრდები იყვნენ სურვილისთვის, ხო-
ლო რწმენამ დაიცვა მათი სურვილი და მასთან ერთად მათი ახალ-
გაზრდობაც. მან მიიღო პირობის აღსრულება, მიიღო ის რწმენით,
და ეს შესრულდა პირობისა და მისი რწმენის თანახმად; რადგან მო-
სემ, თუმცა კი დაჰკრა კვერთხი კლდეს1, მაგრამ არ სწამდა.
სიხარული ეწვია აბრაამის სახლს, როდესაც სარა პატარძლად
იქცა ოქროს ქორწილის დღეს. მაგრამ ეს ასე ვერ დარჩებოდა. აბ-
რაამს კიდევ ერთი გამოცდისთვის უნდა გაეძლო. ის ებრძოდა ამ
ცბიერ ძალას, რომელიც ყველაფერს ქმნის, ამ ფხიზელ მტერს, რო-
მელიც არასოდეს თვლემს, იმ მოხუც კაცს, რომელიც ყველაზე მეტს
ცოცხლობს - მან იბრძოლა დროსთან და დაიცვა თავისი რწმენა. ახ-
ლა ბრძოლის მთელი საშინელება ერთ წამში უნდა მოქცეულიყო.
„გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს
შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი
მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე,
რომელსაც გიჩვენებ.“ ამგვარად, ყველაფერი დაკარგული იყო, ყვე-
ლაფერი იმაზე უარესად იყო, ვიდრე საერთოდ რომ არ მომხდარი-
ყო! ღმერთი მხოლოდ დასცინოდა აბრაამს! მან სასწაულებრივი
გზით აქცია შეუძლებელი შესაძლებლად, ახლა კი კვლავ მისი გა-
ნადგურება ეწადა. ეს წმინდა წყლის უგნურება იყო, მაგრამ აბრაამს

1გამოსვლა, 17:6. „მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და
გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა
თვალწინ.“
20
არ გაუცინია მასზე, როგორც სარას, როცა პირობა იქნა მიცემული1.
ყველაფერი დაიკარგა! სამოცდაათი წლის ერთგული მოლოდინი,
ხანმოკლე სიხარული რწმენის აღსრულებისას. ვინ არის ის, ვინც
კვერთხს სტაცებს მოხუცს ხელიდან, ვინ არის ის, ვინც მოითხოვს,
რომ მოხუცმა თვითონ გადატეხოს ის? ვინ არის ის, ვინც უნუგეშო-
ბაში აქცევს ჭაღარა მოხუცს, ვინ მოითხოვს, რომ ის თვითონ მოიქ-
ცეს ასე? ნუთუ არ არსებობს თანაგრძნობა პატივცემული მოხუცისა
და უდანაშაულო ბავშვისადმი? და მაინც, აბრაამი ღმერთის რჩე-
ული იყო, და თვით ღმერთმა მოუვლინა მას ეს განსაცდელი. ახლა
უკვე ყველაფერი დაიკარგა. დიადი მოგონება, რომელიც ადამიანის
მოდგმამ უნდა შეინარჩუნოს, აბრაამის თესლის აღთქმა2 - ეს მხო-
ლოდ ახირება, უფლის წამიერი აზრი იყო, რომელიც აბრაამს ახლა
უნდა გაენადგურებინა. ეს დიდებული განძი, რომელიც ისევე ხნოვა-
ნი იყო, როგორც რწმენა აბრაამის გულში, გაცილებით უფრო ხნო-
ვანი, ვიდრე ისააკი, აბრაამის ცხოვრების ნაყოფი, კურთხეული
ლოცვით და მომწიფებული კონფლიქტში - კურთხევა აბრაამის ბა-
გეზე, ეს ნაყოფი ახლა მოუმწიფებლად უნდა მოწყვეტილიყო, ყო-
ველგვარ აზრს მოკლებული, რადგან რა მნიშვნელობა ექნებოდა
ახლა მას, როდესაც ისააკი უნდა შეწირულიყო მსხვერპლად? იმ
მწუხარე და იმავდროულად კურთხეულ საათს, როდესაც აბრაამი
უნდა დამშვიდობებოდა ყველაფერს, რაც ყველაზე ძვირფასი იყო

1 იხ. დაბადება, 18:12-13. „გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა
დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ
გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?“ თუმცა, ზემოთ აბრაამის
მსგავს რეაქციაზე იყო საუბარი (დაბადება, 17:17): „პირქვე დაემხო აბრაამი და გა-
ეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს
ოთხმოცდაათი წლის სარა?“
2 დაბადება, 12:2-3. „გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს

და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწ-


ყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“
21
მისთვის, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა წამოეწია სახე, როდესაც
ის უნდა განათებულიყო ღმერთის მსგავსად, როდესაც თავისი სუ-
ლის ფოკუსირება კურთხევაზე უნდა მოეხდინა, რასაც შეეძლო ისაა-
კი მთელ მის დღეებში კურთხეულად ექცია - ეს დრო არ დადგებოდა!
აბრაამი მართლაც უნდა დამშვიდობებოდა ისააკს, მაგრამ იმგვა-
რად, რომ თვითონ დედამიწაზე დარჩებოდა; სიკვდილი განაშორებ-
და მათ, მაგრამ იმგვარად, რომ ისააკი იქნებოდა მისი ნადავლი. მო-
ხუცი არ იქნებოდა სიკვდილის მოხარული, როდესაც ხელს აღმარ-
თავდა ისააკის საკურთხებლად, მაგრამ ცხოვრებით დაღლილს მო-
ძალადე ხელი უნდა აღემართა მასზე. ღმერთი სცდიდა მას. ვაი მაც-
ნეს, ვინც აბრაამის წინაშე წარსდგა ასეთი ამბით! ვინ გაბედავდა,
ასეთი ამბის მაცნე ყოფილიყო? მაგრამ, ღმერთი სცდიდა აბრაამს.
მაგრამ აბრაამს სწამდა, და სწამდა ამ ცხოვრებისთვის. ასეა, მი-
სი რწმენა რომ მხოლოდ მომავალი ცხოვრებისთვის ყოფილიყო, ის
უეჭველად ყველაფერს უარყოფდა, რათა აჩქარებულიყო ამ ქვეყნი-
დან, რომელსაც ის არ ეკუთვნოდა. მაგრამ აბრაამის რწმენა სხვა
თანრიგის იყო, თუკი ასეთი რწმენა საერთოდ არსებობს. რადგან ეს
არის არა რწმენა, არამედ რწმენის ყველაზე დაშორებული შესაძ-
ლებლობა, რომელსაც მხოლოდ წინათგრძნობა აქვს თავისი ობი-
ექტისა ჰორიზონტის კიდეზე, თუმცა გამიჯნულია მისგან პირდაღე-
ბული უფსკრულით, რომელშიც სასოწარკვეთა თავის თამაშს გა-
ნაგრძობს. მაგრამ აბრაამს სახელდობრ ამ ცხოვრებისთვის სწამ-
და, რომ ის მოხუცდებოდა თავის მიწაზე, პატივცემული იქნებოდა
თანამემამულეების მიერ, კურთხეული თავის თაობაში, მარადის
დაუვიწყარი ისააკში, თავის უძვირფასესში ამქვეყნად, ვისაც მან
სიყვარული დააფრქვია, ასე რომ, ამ სიყვარულის მხოლოდ სუსტი
გამოხატულება იქნებოდა სიტყვები, რომ ის შვილის სიყვარულის
მამობრივ ვალდებულებას ასრულებდა, როგორც ეს აღთქმაშია
22
გადმოცემული: „ძე, რომელიც გიყვარს შენ“. იაკობს თორმეტი შვი-
ლი ჰყავდა და მათგან მხოლოდ ერთი უყვარდა. აბრაამს კი ერთა-
დერთი ჰყავდა, რომელიც უყვარდა.
აბრაამს სწამდა და არ მერყეობდა, მას წინააღმდეგობა სწამდა.
აბრაამს რომ ეჭვი ჰქონოდა, ის რაიმე განსხვავებულს იქმოდა, რა-
იმე დიადს; რადგან, როგორ შეეძლო აბრაამს ექმნა რაიმე ისეთი,
რაიც დიადი და დიდებული არ იქნებოდა! ის მორიას მთაზე გაემარ-
თებოდა, დააპობდა შეშას, დაანთებდა ცეცხლს, შემართავდა დანას,
და შესძახებდა უფალს: „ნუ უგულვებელყოფ ამ მსხვერპლს, ეს არ
არის საუკეთესო მათ შორის, რასაც მე ვფლობ, ან რაც მე კარგად
ვიცი, რადგან რა არის მოხუცი კაცი აღთქმულ შვილთან შედარე-
ბით; მაგრამ ეს არის საუკეთესო, რაც შემიძლია შენ მოგიძღვნა.
დაე, ისააკმა ვერასოდეს გაიგოს ეს, რათა ნუგეშცემული იყოს სიყ-
მაწვილეში“. ის მკერდში დაიცემდა დანას. ის აღტაცებას გამოიწვევ-
და სამყაროში, მის სახელს კი არ დაივიწყებდნენ. მაგრამ ერთია,
იყო აღტაცებული, ხოლო სხვაა - იყო მანათობელი ვარსკვლავი,
რომელიც ტანჯულებს იხსნის. მაგრამ აბრაამს სწამდა. ის არ ლოცუ-
ლობდა საკუთარი თავისთვის, იმ იმედით, რომ ღმერთის თანაგ-
რძნობას აღძრავდა; მხოლოდ მაშინ აღავლინა აბრაამმა საკუთარი
ლოცვები, როდესაც მართებული სასჯელი ერგო სოდომსა და გო-
მორას1.
წმინდა წიგნში ვკითხულობთ: „გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და
უთხრა: აბრაამ! აბრაამ! სად ხარ? მიუგო: აქა ვარ!“2 შენ, ვისაც მი-
მართავს ჩემი სიტყვა, შენც იგივე შეგემთხვა? როდესაც შორიდან

1 დაბადება, 18:22-23. „გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი


კი კვლავ იდგა უფლის წინაშე. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს
ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?“
2 არასწორი ციტატა. იხ. დაბადება, 22:1.

23
შენიშნე, რომ ბედისწერის მძიმე ნება გიახლოვდება, ნუთუ არ უთხა-
რი მთებს: თავზე დამემხეთ, ხოლო ბორცვებს: დამმარხეთ1; ხოლო
თუ შენ უფრო ძლიერი იყავი, ნუთუ შენი ფეხი მძიმედ არ მიუყვებო-
და გზას, ნატრობდა რა ძველ ბილიკებს? როდესაც მოგიწოდეს, უპა-
სუხე თუ არ გიპასუხია, თუ ოდნავ გასაგონად შეეხმიანე? მაგრამ აბ-
რაამი არ პასუხობდა ასე: ის საუბრობდა მხიარულად, ხალისით,
თავდაჯერებულად, ხმამაღლა პასუხობდა ის: „აქ ვარ მე“. შემდეგ
ვკითხულობთ: „ადგა დილაადრიანად აბრაამი“ - თითქოს დღესას-
წაული იყო, ისე ჩქარობდა და ადრე დილას მივიდა ადგილას, რო-
მელსაც მორიას მთას უწოდებენ. არაფერი უთქვამს სარასთვის,
არც ელეაზარისთვის. მართლაც, ვის ძალუძდა მისი გაგება? ნუთუ
ეს გამოცდა თავისი ბუნებით არ მოითხოვდა მისგან გაუთქმელო-
ბას? მან დააპო შეშა, შეკრა ისააკი, დაანთო ცეცხლი, შემართა დანა.
ჩემო მსმენელო, მრავალი იყო მამა, რომელსაც სწამდა, რომ შვილ-
თან ერთად დაკარგა ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნდა, რომ და-
კარგა მომავლის ყოველგვარი იმედი, და მაინც, არავინ იყო აღ-
თქმული შვილი იმ აზრით, როგორითაც ისააკი იყო აბრაამისთვის;
მრავალ მამას დაუკარგავს შვილი; მაგრამ ეს ღმერთი იყო, ყოვე-
ლისშემძლე უფლის უცვლელი და მიუწვდომელი ნება, ეს მისი ხელი
იყო, ვისაც შვილი მიჰყავდა. ასე არ იყო აბრაამის შემთხვევაში. მას
უფრო მძიმე გამოცდა ელოდა, ისააკის ბედი კი დანასთან ერთად
იყო მინდობილი აბრაამის ხელისთვის. იქ იდგა ის, მოხუცი, თავისი
ერთადერთი იმედით! მაგრამ არ დაეჭვებულა, არ გაუხედავს დამ-
ფრთხალს მარჯვნივ ან მარცხნივ, არ შედავებია ზეცას თავისი ლოც-
ვით. მან იცოდა, რომ ყოვლისშემძლე უფალი ცდიდა მას, იცოდა,
რომ ეს იყო ყველაზე მძიმე მსხვერპლი, რომელიც მისგან შეეძლოთ

1 იხ. ლუკა, 23:30.


24
მოეთხოვათ; მაგრამ მან იცოდა ასევე, რომ არც ერთი მსხვერპლი
არ არის მეტისმეტად მძიმე, როცა უფალი მოითხოვს ამას, - და შე-
მართა მან დანა. ვინ მიანიჭა ძალა აბრაამის ხელს? ვინ შემართა მი-
სი მარჯვენა ისე, რომ ის უსუსურად არ დაშვებულიყო? ის ვინც ამას
იხილავს, გრძნობას დაჰარგავს. ვინ აღავსო ძალით აბრაამის სუ-
ლი, ისე, რომ მას თვალები არ დაბინდოდა, რომ მას ვეღარც ისააკი
ეხილა და ვეღარც კრავი? ის, ვინც ამას იხილავს, დაბრმავდება. და
მაინც, ალბათ მეტისმეტად იშვითია ის, ვინც გრძნობას ჰკარგავს და
ბრმავდება, კიდევ უფრო იშვიათია ის, ვინც ღირსეულად აღწერს
მომხდარს. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს მხოლოდ გამოცდა იყო.
აბრაამი რომ დაეჭვებულიყო, მაშინ, როცა მორიას მთაზე იდგა,
თუკი ის გაუბედავად შეხედავდა მას, თუკი ის დანის შემართვამდე
კრავს შეამჩნევდა, და თუ ღმერთი მისცემდა ნებას, ისააკის მაგივ-
რად ის შეეწირა, ის შინისკენ გაემართებოდა, მას ეყოლებოდა სარა,
შეინარჩუნებდა ისააკს, და მაინც ყველაფერი შეიცვლებოდა! რად-
გამ მისი დაბრუნება გაქცევა იქნებოდა, მისი ხსნა - შემთხვევითობა,
მისი ჯილდო - სირცხვილი, მისი მომავალი კი შესაძლოა დაღუპვა
ყოფილიყო. და მაშინ ის არა თავისი რწმენის ან ღმერთის დიდების
მოწმე იქნებოდა, არამედ მხოლოდ იმისა, თუ რაოდენ საშიში იყო
მორიასკენ სვლა. მაშინ აბრაამს არ დაივიწყებდნენ, არც მორიას
მთა იქნებოდა დავიწყებული, მას ახსენებდნენ, არა როგორც არა-
რატის მთას, რომელზეც კიდობანი გაჩერდა, არამედ როგორც სა-
შინელებას, რადგან სწორედ აქ დაეჭვდა აბრაამი.
ღირსეულო მამა აბრაამ! მორიას მთიდან შინ მომავალს შენ არ
გჭირდებოდა სახოტბო სიტყვა, რომელიც ნუგეშს გცემდა შენს და-
ნაკარგში; რადგან შენ ყველაფერი მოიპოვე და შეინარჩუნე ისააკი.
ნუთუ ასე არ იყო? უფალს აღარასდროს წაურთმევია იგი შენთვის,
მაგრამ შენ სიხარულით უჯექი მაგიდას მასთან ერთად კარავში, სა-
25
დაც დარჩი კიდეც საუკუნოდ. ღირსეულო მამა აბრაამ! ათასწლეუ-
ლები გავიდა მას შემდეგ, მაგრამ შენ არ გჭირდება ნაგვიანევი თაყ-
ვანისმცემელი, რათა შენი მოგონება დავიწყების კლანჭებს გამოა-
ცალოს, რადგან ყველა ენა გადიდებს და გიხსენებს შენ, შენ კი ყვე-
ლა შენს თაყვანისმცემელს მეტი ბრწყინვალებით აჯილდოვებ, ვიდ-
რე ნებისმიერი სხვა; შენ აკურთხებ მას შენს წიაღში; შენ იპყრობ მის
მზერასა და გულს შენი ქმედების სასწაულით. ღირსეულო მამა აბ-
რაამ! კაცთა მოდგმის მეორე მამავ! შენ, ვინც პირველმა შეიგრძენი
და დაამოწმე ის დიადი ვნება, რომელიც უგულვებელყოფს საზარელ
ბრძოლას აბობოქრებულ სტიქიასა და შემოქმედების ძალებთან
იმისათვის, რომ ამის ნაცვლად ღმერთს შეებრძოლოს, შენ, ვინც
პირველმა გააცნობიერე ეს ვნება, ღვთიური სიგიჟის წმინდა, სუფთა
და მოკრძალებული გამოხატულება, რაც წარმართთა ესოდენ აღტა-
ცებას იწვევდა, შეუნდე მას, ვინც შენს ხოტბას ცდილობს, თუკი ის
არასწორად აკეთებს ამას. ის თავშეკავებით საუბრობს, თითქოს ეს
მისი გულის სურვილი იყოს, ის მოკლედ საუბრობს, როგორც უნდა
საუბრობდეს კიდეც, მაგრამ მას არასოდეს დაავიწყდება, რომ შენ,
ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ასი წელიწადი დაგჭირდა შე-
ნი სიბერის შვილის მოსაპოვებლად, და რომ დანა უნდა აღგემართა
ისააკის შესანარჩუნებლად; ის არასოდეს დაივიწყებს, რომ ასოც-
დაათი წლის მანძილზე შენ რწმენაზე შორს ვერ წახვედი.

26
პრობლემა. წინასწარი აღმოთქმა

ძველი, და გარე, ხილული სამყაროს კუთვნილი ანდაზა ამბობს:


„ვინც არ მუშაობს, არ ჭამს“1. უცნაურია, მაგრამ ეს ანდაზა არ ესა-
დაგება იმ სამყაროს, რომელსაც ის ცხადად ეკუთვნის. რადგან გარე
სამყარო არასრულყოფილების საგანია, კვლავ და კვლავ მეორდე-
ბა ერთი და იგივე: ვინც არ მუშაობს, ის ჭამს, ხოლო ვისაც სძინავს,
მეტ პურს იღებს, ვიდრე ის, ვინც მუშაობს. გარე სამყაროში ყველა-
ფერი მას ეკუთვნის, ვისაც უკვე აქვს, ეს სამყარო გულგრილობის კა-
ნონს ექვემდებარება, და ვისაც ბეჭედი აქვს, ბეჭდის სულიც მას
ემორჩილება, იქნება ეს ნურადინი თუ ალადინი, ხოლო მას, ვინც
სამყაროს განძს დაუფლებია, ფლობს მას, მიუხედავად იმისა, თუ
როგორ დაეუფლა მას. განსხვავებულია მდგომაროება სულის სამ-
ყაროში. აქ მარადიული ღვთიური წესია გაბატონებული, აქ ერთნაი-
რად არ აწვიმთ ბიწიერებსა და სათნოებს, აქ მზე ერთნაირად არ ანა-
თებს კეთილსა და ბოროტს, აქ მხოლოდ ის იღებს თავის პურს, ვინც
მუშაობს, აქ მხოლოდ ტანჯული მოიპოვებს ნუგეშს, მხოლოდ ის,
ვინც ჩაეშვება მიწისქვეშა სამყაროში, იხსნის შეყვარებულს, და
მხოლოდ ის, ვინც აღმართავს დანას, მოიპოვებს ისააკს. ის, ვინც არ
მუშაობს, არ იღებს პურს, ის შეიძლება მხოლოდ ცდომილებაში
იყოს, მსგავსად ორფეოსისა, რომელსაც ღმერთებმა საყვარლის
ნაცვლად აჩრდილი უჩვენეს, ცდომილებაშია, რადგან ის ქალაჩუნა
და გაუბედავი იყო, რადგან ის კითარაზე დამკვრელი იყო და არა
ნამდვილი მამაკაცი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, გყავს თუ არა მამად
აბრაამი და წინაპრებად - კეთილშობილთა ჩვიდმეტი თაობა - მან,
ვინც არ მუშაობს, უნდა გაითვლისწინოს ის, რაც ისრაელის ქალწუ-

1მეორე თესალონიკელთა მიმართ, 3:10. „ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გი-


სახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს.“
27
ლის შესახებაა ნათქვამი, რომ ის ქარს შობს1, მაგრამ ის, ვისაც მუ-
შაობა სურს, საკუთარ მამას შობს. არსებობს ცოდნა, რომელიც ცდი-
ლობს სულის სამყაროში გულგრილობის იგივე სულისკვეთება შე-
მოიტანოს, რომლითაც მთელი გარე სამყაროა გამსჭვალული. ასე-
თი ცოდნა საკმარისად მიიჩნევს რაიმე დიადის წვდომას, შემდგომი
სამუშაო კი მისთვის არააუცილებელია. მაგრამ, სანაცვლოდ, ის
ვერ მოიპოვებს პურს არსობისა, ის შიმშილით იღუპება, როდესაც
გარშემო ყველაფერი ოქროდაა ქცეული. და საერთოდ, რა იცის მან
სინამდვილეში? ათასობით ბერძენისა და მათი ურიცხვი შთმომავ-
ლისთვის იყო ცნობილი მილთიადეს ყველა ტრიუმფი, მაგრამ მხო-
ლოდ ერთმა დაკარგა ძილი მათ გამო2. ურიცხვი თაობისთვის იყო
ცნობილი ზეპირად, სიტყვასიტყვით, აბრაამის ამბავი, მაგრამ ვინ
დატოვა იგი უძილოდ? აბრაამის ისტორიას ის ნიშანდობლივი თავი-
სებურება გააჩნია, რომ ის ყოველთვის დიადია, მიუხედავად იმისა,
თუ რაოდენ მწირია ჩვენი გაგება. აქ ისევ ანდაზა უნდა გამოვიყე-
ნოთ, რომლის მიხედვით ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სურს
თუ არა ადამიანს შრომა და ტვირთის ზიდვა3. მაგრამ ისინი არ იშ-
რომებენ, და მაინც გაიგებენ ამბავს. ისინი განადიდებენ აბრაამს,
მაგრამ როგორ? ისინი ყველაფერს სრულიად ზოგადი ფრაზებით
გამოხატავენ: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მას იმდენად
ძლიერად უყვარდა ღმერთი, რომ მას საუკეთესო შესწირა“. ეს სრუ-
ლი სიმართლეა, მაგრამ „საუკეთესო“ მეტისმეტად ზოგადი განსაზ-
ღვრებაა. აზროვნებისა და მეტყველების პროცესში იოლად ხდება
ისააკისა და „საუკეთესოს“ გაიგივება, ხოლო მას, ვინც მსჯელობს,

1 ესაია, 26:18. „მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას


ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი.“
2 პლუტარქე, „თემისტოკლე“.
3 მათე, 11:28. „მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგი-

ფონებთ თქვენ.“
28
შეუძლია ამ დროს ჩიბუხი გააბოლოს, მას კი, ვინც უსმენს, შეუძლია
მოხერხებულად გაშალოს ფეხები. თუკი იმ მდიდარმა ადამიანმა,
ვისაც იესო გზად შეხვდა, ყველაფერი გაყიდა და ღატაკებს დაური-
გა1, ჩვენ უნდა განვადიდოთ ის, როგორც განვადიდებთ ყოველივეს,
რაც განსადიდებელია, მაგრამ ძალისხმევის გარეშე ვერც ამას გა-
ვიგებთ; ის კი ვერაფრით გახდებოდა აბრაამი, თუნდაც საუკეთესო
გაეღო მსხვერპლად. ის, რაც აქ აბრაამის ისტორიიდან არის ამოგ-
დებული - შიშია2; რადგან, ფულის წინაშე მე არანაირი ვალდებულე-
ბა არ გამაჩნია, როდესაც შვილის წინაშე მამას უზენაესი და უწმინ-
დესი ვალდებულება აქვს. თუმცა, შიში სახიფათო რამაა განაზებუ-
ლი არსებებისთვის, რადგან ავიწყდებათ იგი, თუნდაც ამ დროს აბ-
რაამის შესახებ სურდეთ საუბარი.
ამიტომაც საუბრობენ და საუბრის პროცესში განურჩევლად იყე-
ნებენ ორ ცნებას - ისააკსა და „საუკეთესოს“. ყველაფერი ჩინებუ-
ლად მიდის. მაგრამ, მსმენელთა შორის უძილობით დაავადებული
რომ მოხვდეს, მაშინ ყველაზე საშიშ, ყველაზე ღრმად ტრაგიკულ და
კომიკურ გაუგებრობამდე მცირედიღა დარჩება. ის წავა შინისკენ და
მოიქცევა ისე, როგორც აბრაამი მოიქცა, რადგან შვილი მართლაც
„საუკეთესოა“.
თუკი მთხრობელი შეიტყობს ამას, ის შესაძლოა მისკენ გაემარ-
თოს, მოიხმოს მთელი სასულიერო ღირსება და შესძახოს: „ამაზ-
რზენო არსებავ, საზოგადოების მასხარავ, რა ეშმაკი შეგიჯდა, რომ
საკუთარი შვილის მოკვლა გადაწყვიტე?“ მღვდელი კი, რომელიც
ვერ აცნობიერებდა სითბოსა და გზნებას აბრაამის შესახებ ქადაგე-
ბისას, გაოცებული დარჩება საკუთარი თავით, გულწრფელი აღ-

1მათე, 19:16-22.
2აქ ხდება პირველად შიშის ცნების შემოტანა, რომელიც გაგებულია, არა როგორც
რაიმე კონკრეტულის შიში, არამედ, როგორც შიში ეგზისტენციალური.
29
შფოთებით, რომელსაც ამ საბრალო ადამიანისკენ მიმართავს. ის
აღტაცებულია საკუთარი თავით, რადგან არასოდეს უსაუბრია ესო-
დენი შთაგონებითა და მარილით; ის ეტყვის საკუთარ თავსა და თა-
ვის ცოლს: „მე ორატორი ვარ. მე მხოლოდ შემთხვევა მჭირდებოდა.
როდესაც კვირას ვქადაგებდი აბრაამის შესახებ, ოდნავადაც არ ვი-
ქენი გატაცებული.“ ასეთ ორატორს რომ მცირედი საღი აზრი მაინც
ჰქონდეს შერჩენილი, მასაც დაკარგავდა, ცოდვილს რომ მიემართა
მშვიდად და ღირსეულად: „ეს ის არის, რასაც თავად ქადაგებდით
კვირას.“ როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამ წვეოდა მღვდელს თავ-
ში? და მაინც, ეს ასე იყო, შეცდომა კი იმაში მდგომარეობდა, რომ
მან არ იცოდა, რას ამბობდა. ეჰ, პოეტები რომ ყოფილიყვნენ, ვინც
ასეთ სიტუაციას მიანიჭებდა უპირატესობას, და არა იმ უაზრობას,
რითიც კომედიები და რომანებია ამოვსებული! კომიკური და ტრა-
გიკული აქ უსასრულობის აბსოლუტურ წერტილში ეხება ერთმა-
ნეთს. მღვდლის სიტყვა შესაძლოა უგუნური იყო თავისთავად, მაგ-
რამ იგი უსასრულოდ უგუნურად გადაიქცა ზემოქმედების გამოისო-
ბით, და მაინც, ასეთი შედეგი სავსებით ბუნებრივია. ან, დავუშვათ,
რომ ცოდვილი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა მოქ-
ცეულიყო მღვდლის ქადაგებით, ეს ერთგული მღვდელმსახური კი
კმაყოფილი გაემართებოდა შინისკენ, სიხარულით აღსავსე იმ ფაქ-
ტით, რომ არა მხოლოდ კათედრიდან შეეძლო ზემოქმედება, არა-
მედ სულთა მბრძანებლის გადაულახავი ძალითაც, ვინც კვირას
მრევლს შთაგონება მოჰგვარა, ორშაბათს კი ცეცხლოვან მახვილ-
შემართული ქერუბიმის მსგავსად გამოეცხადა ადამიანს, რომელ-
საც სურდა დაემხო ძველი ანდაზა, რომ „სამყაროში არაფერი ხდება
ისე, როგორც მღვდელი ქადაგებს“1 ხოლო თუ, პირიქით, ცოდვილი

1 ძველ დროში ამბობდნენ: „სამწუხაროა, რომ სამყაროში არასოდეს არაფერი ხდე-

ბა მღვდლის ქადაგების შესაბამისად“. მაგრამ შესაძლოა მოვიდეს დრო, - იქნებ,


30
ვერ დარწმუნდებოდა, მისი მდგომარეობა ერთობ ტრაგიკული შეიძ-
ლებოდა შექმნილიყო. სავარაუდოდ, მას ან სიკვდილით დასჯიდნენ
ან სულით ავადმყოფთა სამკურნალოში გაგზავნიდნენ, ერთი სიტ-
ყვით, ის უბედური შეიქნებოდა რეალობასთან დამოკიდებულებით,
თუმცა, სხვა აზრით მე შემიძლია დავუშვა, რომ აბრაამი მას გააბედ-
ნიერებდა, რადგან ის, ვინც შრომობს, არ იღუპება. როგორ არის შე-
საძლებელი იმ წინააღმდეგობის ახსნა, რასაც ორატორი გვთავა-
ზობს? ნუთუ იმ მიზეზით, რომ აბრაამს მიკუთვნებული აქვს უფლება,
იყოს დიადი ადამიანი, ასე რომ, რასაც ის სჩადის, ყოველივე დი-
ადია, ხოლო თუ ამას სჩადის სხვა, ეს - ცოდვა, ამაზრზენი ცოდვაა?
ასეთ შემთხვევაში მე არ ვისურვებდი, ვყოფილიყავი მსგავსი გაუაზ-
რებელი ქება-დიდების მონაწილე. თუკი რწმენას არ შეუძლია, შვი-
ლის მკვლელობა წმინდა ქმედებად აქციოს, დაე აბრაამსაც იგივე
განაჩენი ხვდეს წილად, რაც ნებისმიერ სხვა ადამიანს. თუკი ადამი-
ანს არ ჰყოფნის გამბედაობა, ბოლომდე გააცნობიეროს ეს აზრი, და
თქვას, რომ აბრაამი მკვლელი იყო, უპირობოდ სჯობს გამბედაობის
შეძენა, ვიდრე დროის კარგვა დაუმსახურებელ ხოტბაზე. აბრაამის
ქმედების ეთიკური გამოხატულება შვილის მოკვდინება იყო; რელი-
გიური გამოხატულება ისააკის მსხვერპლად შეწირვა გახლდათ;
სწორედ ამ წინააღმდეგობაში მდგომარეობს შიში, რომელიც ძილს
უკარგავს ადამიანს, და მაინც, აბრაამი ამ შიშის გარეშე ის არ არის,
რაც არის. ან შესაძლოა აბრაამს საერთოდ არ გაეკეთებინა ის, რაც
აქ არის მოთხრობილი, არამედ რაღაც სრულიად განსხვავებული,
რაც მისი დროის ვითარებით აიხსნება, - და მაშინ მოდით დავივიწ-

ფილოსოფიის წყალობით, - როდესაც შესაძლებელი იქნება თქმა, რომ „საბედნიე-


როდ სამყაროში არასოდეს არაფერი ხდება მღვდლის ქადაგების შესაბამისად“,
რადგან ცხოვრებაში რაღაც აზრი მაინც არის, მღვდლის ქადაგებაში კი - არანაირი.
31
ყოთ ეს, რადგან არ ღირს იმ წარსულის გახსენება, რომელიც არ შე-
იძლება აწმყოდ იქცეს.
ან იქნებ ორატორს დაავიწყდა რაღაც, რაც იმ ფაქტის ეთიკურ და-
ვიწყებას შეესაბამება, რომ ისააკი შვილი იყო? რადგან, როდესაც
რწმენა იმის წყალობითაა განადგურებული, რომ ის არარად იქცევა,
რჩება მხოლოდ შიშველი ფაქტი, რომ აბრაამმა ისააკი მოკლა, რი-
სი გამეორება არავისთვისაა რთული, ვისაც რწმენა არ გააჩნია,
რწმენა, რომელიც ართულებს მისთვის ამ ქმედებას. მე, ჩემის
მხრივ, არ განვიცდი გამბედაობის ნაკლებობას, რათა აზრს ბოლომ-
დე გავყვე. აქამდე არ ყოფილა აზრი, რომელსაც შიში მოეგვაროს
ჩემთვის, ხოლო თუ ასეთთან შეხვედრა მომიწევდა, ვფიქრობ, მეყო-
ფოდა გულწრფელობა, მეთქვა: „მე მეშინია ამ აზრის, ის რაღაც გან-
სხვავებულს ეხება ჩემში, ამიტომ არ მსურს ამაზე ფიქრი. თუკი ამას-
თან მიმართებით არასწორად მოვიქცევი, რასაკვირველია, სასჯე-
ლი არ დაიგვიანებს.“ მე რომ გამეცნობიერებინა, რომ ჭეშმარიტე-
ბის ვერდიქტის მიხედვით აბრაამი მკვლელი იყო, არ ვიცი, როგორ
შევძლებდი მის მიმართ ჩემი ღვთისმოსავი თაყვანისცემის დადუმე-
ბას. და რომც მეფიქრა ამის შესახებ, სავარაუდოდ დუმილს ვამჯო-
ბინებდი, რადგან სხვები ასეთ აზრებს არ უნდა აზიარო. მაგრამ აბ-
რაამი სულაც არ არის თვალის დამაბნელებელი ილუზია, დიდება
მას ძილში არ მოუხვეჭია, ეს არ იყო ბედისწერის ოინი. მაშ შეიძლე-
ბა პირდაპირ საუბარი აბრაამის შესახებ იმ საფრთხის გარეშე, რომ
ცალკეული ადამიანი დაიბნევა და ასევე მოიქცევა? თუ თავისუფ-
ლად საუბარს ვერ გავბედავ, დუმილს ვამჯობინებ აბრაამის შესახებ,
უპირველეს ყოვლისა კი მე არ დავამცირებ მას, რათა ამის შედეგად
ის სუსტების მახედ არ იქცეს. რადგან, თუკი რწმენა ადამიანისთვის
ყველაფერია, ანუ არის ის, რაც არის, ჩემი აზროვნების წესის შესა-
ბამისად ადამიანს ჩვენს საუკუნეში, რომელიც ოდნავ თუ განსხვავ-
32
დება რწმენის საკითხებში, ამის შესახებ შიშის გარეშე შეუძლია სა-
უბარი, და მხოლოდ რწმენით შეიძლება აბრაამთან გატოლება, და
არა მკვლელობით. თუ ადამიანისთვის სიყვარული წარმავალი გან-
წყობა, მისი დამატკბობელი ემოციაა, მაშინ ის მხოლოდ მახეს უგე-
ბს სუსტებს, როდესაც სიყვარულის გმირობათა შესახებ საუბრობს.
რასაკვირველია, ყველა ადამიანს ჰქონია წარმავალი განცდა, მაგ-
რამ თუ ასეთი განცდის შედეგად ადამიანი ჩაიდენს საზარელ ქმედე-
ბას, რასაც სიყვარული უკვდავ გმირობად აკურთხებს, მაშინ ყველა-
ფერი დაღუპულია, გმირობაცა და გზას აცდენილი მომქმედიც. ასე
რომ, უდაოდ შეიძლება აბრაამის შესახებ საუბარი, რადგან დიადი
ვერასოდეს მოიტანს ზიანს, როდესაც იგი წვდომილია თავის სიდია-
დეში; ეს ორპირალესილი მახვილის მსგავსია, რომელიც კლავს და
სიცოცხლესაც იცავს. ამ თემაზე საუბრის პატივი რომ მრგებოდა,
დავიწყებდი იმით, თუ რაოდენ ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში ადა-
მიანი იყო აბრაამი, რომელსაც ღირსეულად ეწოდებოდა ღმერთის
რჩეული. მხოლოდ ასეთ ადამიანს შეიძლება მოუწყო მსგავსი გა-
მოცდა. მაგრამ ვინ არის ასეთი? შემდეგ მე აღვწერდი, თუ როგორ
უყვარდა აბრაამს ისააკი. ამ მიზნით მოვუხმობდი ყველა კეთილ ან-
გელოზს, რათა ჩემი სიტყვა ისევე მგზნებარე ყოფილიყო, როგორც
მამისეული სიყვარული. ვიმედოვნებ, რომ ისე შევძლებდი აღწერას,
მრავალი მამა არ მოიძებნებოდა ჩვენს სამეფოებსა და ტერიტორი-
ებში, ვინც იმის მტკიცებას გაბედავდა, რომ ასე უყვარდა თავისი
შვილი. მაგრამ თუ მას აბრაამის მსგავსად არ უყვარდა, მაშინ ისაა-
კის მსხვერპლად შეწირვის შესახებ ყოველი აზრი არის არა გამოც-
და, არამედ ვერაგული ცდუნება. ამ თემაზე შეგვიძლია კვირები ვი-
საუბროთ, ასე რომ, აჩქარება არ ღირს. შედეგი ის იქნება, რომ თუ
ადამიანი მართებულად ისაუბრებს, მამების მცირე ნაწილისთვის
მეტის მოსმენა აღარ იქნება საჭირო, და მოცემულ მომენტში ბედ-
33
ნიერები იქნებიან, თუ ისევე შეძლებენ შვილების სიყვარულს, რო-
გორც ეს აბრაამს შეეძლო. ხოლო თუ აღმოჩნდებოდა ერთი, ვინც
აბრაამის ქმედების სიდიადის, ისევე, როგორც საშინელების მოსმე-
ნის შემდეგ, იმავე გზაზე შედგომას გაბედავდა, მეც შევკაზმავდი
ცხენს და გვერდით ამოვუდგებოდი. მორიას მთამდე გზის ყოველ
გაჩერებაზე შევახსენებდი, რომ ჯერ კიდევ შეეძლო უკან დაბრუნება
და გაუგებრობის მონანიება, რომლისკენაც ასეთი გამოცდისთვის
მოუწოდეს, რომ მას შეეძლო ეღიარებინა გამბედაობის ნაკლებობა,
ისე, რომ, თუ დასჭირდებოდა, უფალს თვით უნდა წაეყვანა ისააკი.
მე მწამს, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება გაწირულ იქნას, არა-
მედ ის კურთხეული იქნება სხვათა მსგავსად. მაგრამ არა იმავე
დროს. და ნუთუ რწმენის დიად ეპოქებშიც მსგავსად არ იმსჯელებ-
დნენ ასეთ ადამიანზე? მე ვიცნობდი ადამიანს, ვისაც ერთხელ ჩემი
სიცოცხლის ხსნა შეეძლო, სულგრძელი რომ ყოფილიყო. მან თქვა:
„მე საკმაოდ კარგად ვხედავ, რისი გაკეთება ძალმიძს, მაგრამ ვერ
ვბედავ. ვშიშობ, რომ მომავალში შესაძლოა ძალები არ მეყოს და
ვინანო ამის გამო“. ის არ იყო სულგრძელი, მაგრამ ნუთუ ამ მიზე-
ზით ვინმემ უარი თქვა მის სიყვარულზე?
ამგვარი საუბრისა და აუდიტორიაზე ზემოქმედების შემდეგ ისე,
რომ დამსწრეები შეიგრძნობდნენ დიალექტიკურ კონფლიქტს
რწმენასა და გიგანტურ ვნებას შორის, მე ვერ უარვყოფდი ამ უკანას-
კნელთა მხრიდან შეცდომის ალბათობას, რომლებიც იტყოდნენ:
„მას იმდენად დიდი რწმენა აქვს, რომ ჩვენთვის ისიც საკმარისი იქ-
ნება, მის სამოსს ჩავავლოთ ხელი“. რადგან მე დავამატებდი: „მე სა-
ერთოდ არ გამაჩნია რწმენა, ბუნებით მე ერთი მცოდნე კაცი ვარ,
ასეთ ადამიანს კი ყოველთვის უძნელდება რწმენის მსგავსი მოძ-
რაობის აღქმა, თუმცა მე არანაირ ღირებულებას არ ვანიჭებ რწმე-
ნის ასეთ მოძრაობას, არც საკუთარი თავისთვის და არც თავისთა-
34
ვად, რომლის გადალახვას ჭკვიანი ადამიანი იმ წერტილზე შორს
ვერ მიჰყავს, რომელსაც უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანი მეტად
იოლი გზით აღწევს“.
ბოლოს და ბოლოს, პოეტების სახით სიყვარულს ხომ თავისი
მღვდლები ჰყავს, ზოგჯერ კი ხმაც გაისმის, რომელმაც იცის, რო-
გორ დაიცვას ის; მაგრამ რწმენის შესახებ არავის არაფერი ესმის.
ვინ ისაუბრებს ამ ვნების ღირსების შესახებ? ფილოსოფია უფრო
შორს მიდის. ღვთისმეტყველება გამოპრანჭული ზის ფანჯარასთან
და ცდილობს, თავისი ხიბლი ფილოსოფიას მიჰყიდოს. სავარა-
უდოდ, ჰეგელის გაგება რთულია, მაგრამ აბრაამის გაგება უმარტი-
ვესი რამ არის. ჰეგელს მიღმა წვდომა - სასწულია, მაგრამ აბრაამს
მიღმა - იოლზე იოლი საქმე. მე, ჩემის მხრივ, დროის დიდი ნაწილი
დავუთმე ჰეგელის ფილოსოფიის წვდომას, ასევე მწამს, რომ რიგია-
ნად გავიგე ის, მაგრამ, როდესაც, მიუხედავად გზად გადაყრილი
სირთულეებისა, რჩება ცალკეული ადგილები, რომლებიც არ მეს-
მის, გავბედავ და ვიტყვი, რომ ჰეგელი თვითონაც არ იყო ბოლომდე
ჩამოყალიბებული. ამ ყოველივეს მე მარტივად და ბუნებრივად ვა-
კეთებ, ჩემი გონება სრულებით არ იტანჯება ამისგან. მაგრამ, მე-
ორეს მხრივ, როდესაც აბრაამის შესახებ ვფიქრობ, მე თითქოს
ვნადგურდები. მე ვამჩნევ ყოველ მომენტს იმ უშველებელი პარა-
დოქსისა, რაც აბრაამის ცხოვრების არსს შეადგენს, ვამჩნევ ყოველ
წამს, როდესაც უკუგდებული ვარ, ჩემი აზრი კი, მიუხედავად მთელი
მისი გზნებისა, ოდნავადაც ვეღარ ივრცობა. ყოველ კუნთს ვძაბავ,
რათა ვიხილო იგი - და სწორედ იმ მომენტში ვარ პარალიზებული.
ჩემთვის უცნობი არ არის ყოველივე დიადი და კეთილშობილი
სამყაროში, რითიც აღტაცებაში მოდიან, ეს ახლოა ჩემს სულთან,
ვარ რა მთელი მოკრძალებით დარწმუნებული, რომ გმირი ჩემი სა-
ხითაც იბრძოდა, ხოლო როდესაც მის ქმედებას ვჭვრეტ, ჩემთვის
35
წამოვიძახებ: jam tua res agitur1. მე ვხედავ გმირში საკუთარ თავს,
მაგრამ აბრაამში ჩემი თავის დანახვა არ შემიძლია. როდესაც სი-
მაღლეს ვაღწევ, ვეცემი, რადგან იქ პარადოქსს ვხვდები. მე არანაი-
რად არ მსურს იმის თქმა, რომ რწმენა უმნიშვნელოა, პირიქით, ის
არის უმაღლესი რამ, ფილოსოფიის მხრიდან კი უღირსი ქმედებაა
მის ნაცვლად სხვა რამის შემოთავაზება და რწმენის შუქის გაღვივე-
ბა. ფილოსოფიას არ შეუძლია და არც უნდა იძლეოდეს რწმენას,
მაგრამ მას უნდა ესმოდეს საკუთარი თავის და იცოდეს, რისი შეთა-
ვაზება შეუძლია, და არაფერი აიღოს სანაცვლოდ, ყველაზე ნაკლე-
ბად კი არ უნდა ასულელებდეს ადამიანებს, თითქოს ეს არაფერი
იყოს. ჩემთვის უცნობი არ არის ცხოვრების საფრთხეები და გაუგებ-
რობანი, მე არ ვუფრთხი მათ, მე მათ მშვიდად ვეგებები. ჩემთვის უც-
ნობი არ არის შიში, ჩემი მეხსიერება - ერთგული ცოლია, ჩემი წარ-
მოსახვა კი (ჩემგან განსხვავებით) პატარა ბეჯითი ქალიშვილი, რო-
მელიც მთელი დღე მშვიდად უზის თავის სამუშაოს, ხოლო საღა-
მოობით შეუძლია ისე საყვარლად მესაუბროს, რომ დროდადრო
სურვილი მიჩნდება, თვითონ შევხედო ამ ყველაფერს, თუმცა კი ყო-
ველთვის არ შემიძლია ვთქვა, რას ხატავს - პეიზაჟს, ნატურმორტს
თუ პასტორალს. შიშს თვალწინ ვხედავ, მე არ გავურბივარ მას დამ-
ფრთხალი, მაგრამ ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ
თუმცა ვეგებები მას, ჩემი გამბედაობა არ არის რწმენისა, შედარე-
ბაც კი არ შეიძლება მასთან. მე არ ძალმიძს რწმენის მოძრაობებზე
რეაგირება, მე არ შემიძლია დავხუჭო თვალები და თავდაჯერებით
ჩავეშვა აბსურდში, რადგან ჩემთვის ეს შეუძლებელია... მაგრამ არც
თავს ვიქებ ამით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არის სიყვა-

1„ახლა საუბარი შენი საკუთარი საქმის შესახებაა“. (ჰორაციუსი, წერილები). ჰო-


რაციუსი იმის შესახებ წერს, რომ თუ თქვენი მეზობლის სახლი ხანძარმა მოიცვა,
ეს თქვენც მყისიერად გეხებათ.
36
რული, ჩემთვის ეს მოსაზრება პრიმიტიული ლირიკული საბუთია.
როდესაც ის რეალურად არსებობს ჩემთვის, მე ენით აუწერლად ნე-
ტარი ვარ, ხოლო როდესაც ის არ მყოფობს, მე იმაზე მეტად ვეს-
წრაფვი მას, ვიდრე შეყვარებული - თავის ობიექტს; მაგრამ მე არ
მწამს, მე ამ გამბედაობას მოვისაკლისებ. ღვთიური სიყვარული ჩემ-
თვის, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გაგებით, რეალო-
ბის არათანაზომადია. მე იმდენად მხდალი არ ვარ, რომ ვიწუწუნო
და ვიჩივლო, მაგრამ არც იმდენად ცბიერი ვარ, უარვყო, რომ რწმე-
ნა გაცილებით უფრო მაღალი რამაა. მე სავსებით შემიძლია ცხოვ-
რების ატანა ჩემებურად, მე მხიარული და კმაყოფილი ვარ, მაგრამ
ეს არ არის სიხარული რწმენისგან, და ამიტომ მასთან შედარებით
ის უბედურია. მე არ ვაწუხებ ღმერთს ჩემი პატარ-პატარა საჩივრე-
ბით, ცალკეული წვრილმანები მე არ მანაღვლებს, მე მხოლოდ ჩემს
სიყვარულს შევყურებ, მის ქალწულებრივ ცეცხლს კი სიწმინდეში
ვინარჩუნებ. რწმენას სწამს, რომ ღმერთი ზრუნავს უმცირეს წვრილ-
მანებზე. ამ ცხოვრებაში მე მარცხენა ხელის ქორწინებითაც კმაყო-
ფილი ვარ, მაგრამ რწმენა იმდენად მოკრძალებულია, რომ მარჯვე-
ნა ხელს მოითხოვს - ეს კი ისეთი მორჩილებაა, რასაც არც ახლა და
არც ოდესმე უარვყოფ.
მაგრამ ნუთუ ყველას შეუძლია ჩემი თაობიდან რწმენის მოძრაო-
ბაზე რეაგირება? თუკი საფუძვლიან შეცდომას არ ვუშვებ, ეს თაობა
უმალ იამაყებს რაღაცით, რაც, მათი შეხედულებით, მე არ შემიძლია
გავაკეთო, - ვგულისხმობ არასრულყოფილ მოძრაობებზე რეაგირე-
ბას. ჩემთვის ამაზრზენია ისე მოქცევა, როგორც ათასჯერ მოქცე-
ულან, კერძოდ, არა-ადამიანურად ვისაუბრო დიად ქმედებათა შე-
სახებ, თითქოს რამდენიმე ათასი წელი ვეებერთელა შუალედი
იყოს. მე უმალ ადამიანურად ვისაუბრებდი ამის შესახებ, თითქოს ამ
ყველაფერს გუშინ ჰქონდა ადგილი, და მხოლოდ სიდიადეს დავ-
37
რთავდი ნებას, ყოფილიყო შუალედი, რომელიც ან აღამაღლებს, ან
კიცხავს. ამიტომ, თუკი (ტრაგიკული გმირის სახით, რადგან მეტად
მაღლა ასვლის ძალა არ შემწევს) მომიხმობდნენ მეფური ზეას-
ვლისთვის მორიას მთაზე, კარგად ვიცი, როგორ მოვიქცეოდი. არც
იმდენად მხდალი ვიქნებოდი, რომ შინ დავრჩენილიყავი, არც გზაზე
ვიბორიალებდი და არც დანა დამრჩებოდა, რათა ოდნავ გადამევა-
დებინა მოსახდენი - საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ დროულად
ვიქნებოდი იქ და ყველაფერი მზად მექნებოდა, თუმცა შესაძლოა
ოდნავ ადრე მივსულიყავი, რათა ყველაფერი ადრე მომემთავრები-
ნა. მაგრამ ისიც ვიცი, ამის გარდა რას გავაკეთებდი. იმავ წამს, რო-
გორც კი ცხენს დავაბამდი, მე ვეტყოდი საკუთარ თავს: „ახლა უკვე
ყველაფერი დაკარგულია. ღმერთი ისააკს მოითხოვს, მე მსხვერ-
პლად ვწირავ მას, მასთან ერთად კი ჩემს სიხარულს - თუმცა ღმერ-
თი სიყვარულია და რჩება ასეთად ჩემთვის; რადგან სასრულ სამყა-
როში ღმერთთან საუბარი შეუძლებელია, ჩვენ საერთო ენა არ გაგ-
ვაჩნია“. შესაძლოა ჩვენს დროში რომელიმე ადამიანი იმდენად
უგუნური ან შურიანი აღმოჩნდეს, ისურვოს საკუთარი თავისა და ჩე-
მი დარწმუნება იმაში, რომ მე აბრაამზე დიადი ქმედება ჩავიდინე;
რადგან ჩემი საზარელი თვითაღკვეთა გაცილებით უფრო პოეტური
და იდეალური იქნებოდა, ვიდრე აბრაამის სივიწროვე; და მაინც, ეს
უდიდესი სიცრუეა, რადგან ჩემი საზარელი თვითაღკვეთა რწმენის
სუროგატი იქნებოდა, არც იმაზე მეტს შევძლებდი, ვიდრე უსასრუ-
ლო მოძრაობაა, რათა მეპოვა საკუთარი თავი და კვლავ მომეპოვე-
ბინა სიმშვიდე საკუთარ თავში. ასეთ შემთხვევაში მე არ მეყვარებო-
და ისააკი ისე, როგორც ის აბრაამს უყვარდა. ის, რომ მე მზად ვიყა-
ვი მოძრაობისთვის, ადამიანურად თუ ვიტყვით, შესაძლოა ჩემს გამ-
ბედაობას ადასტურებდეს; ის, რომ მთელი სულით მიყვარდა, არის
წინასწარი დაშვება, რის გარეშე მთელი ქმედება დანაშაულად იქცე-
38
ვა, და მაინც მე არ მიყვარდა ის აბრაამის მსგავსად, რადგან ასეთ
შემთხვევაში უკანასკნელ წუთსაც თავს შევიკავებდი, თუმცა ეს არ
იქნებოდა იმის მანიშნებელი, რომ ამ მიზეზით მივედი მორიას მთაზე
დაგვიანებით. გარდა ამისა, ჩემი ქცევით მე მთელ ამბავს წავახდენ-
დი; რადგან, თუ ისააკს დავიბრუნებდი, დაბნეულობა შემიპყრობდა.
ის, რაც აბრაამისთვის ყველაზე იოლი იყო, ჩემთვის ურთულესი შე-
იქნებოდა, სახელდობრ, კვლავ მოპოვება სიხარულისა ისააკთან
ერთად; რადგან ის, ვინც თავისი სულის უსასრულობით, proprio
motu et propriis auspiciis1, უსასრულო მოძრაობას ასრულებს, და
მეტი აღარაფერი ძალუძს, ისააკს მხოლოდ ტკივილში მოიპოვებს.
აბრაამი როგორ მოიქცა? ის არც გვიან მისულა და არც ადრე. სა-
ხედარს მოაჯდა და დინჯად გაუდგა გზას. მთელი ეს დრო სწამდა -
სწამდა, რომ ღმერთი არ მოითხოვდა ისააკს, თუმცა, მიუხედავად
ამისა, მზად იყო შეეწირა ის, თუკი ამას მოითხოვდნენ. მას სწამდა
აბსურდის ძალით; რადგან ადამიანური გათვლის შესახებ საუბარიც
კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, და მართლაც, აბსურდული იქნებო-
და, რომ ღმერთს, რომელმაც ეს მოითხოვა მისგან, მომდევნო წამს
უარი ეთქვა თავის მოთხოვნაზე. ის ავიდა მთაზე, და იმ წამსაც კი,
როცა დანა ელავდა მის ხელთ, მას სწამდა... რომ ღმერთი არ მოით-
ხოვდა ისააკს. ის მართლაც გაოცდა შედეგით, მაგრამ გაორებული
მოძრაობით კვლავ დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას, და მეტი სი-
ხარულით მიიღო ისააკი, ვიდრე პირველად. მოდით, უფრო შორს
წავიდეთ. დავუშვათ, რომ ისააკი მართლაც იქნა მსხვერპლად მიტა-
ნილი. აბრაამს სწამდა. მას არ სწამდა, რომ შემდგომ ცხოვრებაში
მოიპოვებდა ნეტარებას, არამედ ის, რომ აქ იქნებოდა ბედნიერი.
ღმერთს შეეძლო მისთვის ახალი ისააკის მიცემა, და ასევე შეეძლო

1 (ლათ.) საკუთარი ძალმოსილებითა და პასუხისმგებლობით.


39
სიცოცხლე დაებრუნებინა მსხვერპლად შეწირულისთვის. მას აბ-
სურდის ძალით სწამდა; ადამიანური გათვლები აღარ ფუნქციონი-
რებდა. ის, რომ მწუხარებას ადამიანის ჭკუიდან შეშლა შეუძლია,
ჩვენ ამას ვხედავთ, და ეს თავისთავადაა სამწუხარო. ის, რომ არსე-
ბობს ისეთი რამ, როგორიცაა ძალა ნებისა, რომელსაც ქართან იმ-
დენად ახლოს შეუძლია ქროლა, რომ იხსნის ადამიანის გონებას,
თუნდაც ის ამ დროს ოდნავ უცნაურად იქცეს, ამასაც ვხედავთ. მე არ
მსურს ამ ყოველივეს ღირსების დამბდაბლება; მაგრამ, შეძლო გო-
ნების დაკარგვა, მასთან ერთად კი შენი სასრულობისა, რომლის შუ-
ამავალს გონება წარმოადგენს, შემდეგ კი აბსურდის ძალით კვლავ
მოიპოვო ასეთივე სასრულობა - ეს ზარავს ჩემს სულს, მაგრამ ამ მი-
ზეზით მე არ ვიტყვი, რომ ეს უმნიშვნელოა, რადგანაც, პირიქით, ეს
ერთადერთი სასწაულია. ზოგადად, ადამიანები იზიარებენ აზრს,
რომ რწმენას არ შეუძლია ხელოვნების ნაწარმოების შექმნა, რომ
ის უხეშ და ბანალურ ნაშრომს გვთავაზობს შედარებით ტლანქი ადა-
მიანებისთვის. მაგრამ სინამდვილეში ეს შეხედულება შორს არის
ჭეშმარიტებისგან. რწმენის დიალექტიკა უშესანიშნავესი და უნატი-
ფესია არსებულთა შორის. მასში არის გზნება, რომლის შესახებ მე
გარკვეული თვალსაზრისის ჩამოყალიბება შემიძლია, თუმცა მეტი
არაფრისა. მე შემიძლია დიდი ნახტომი გავაკეთო ტრამპლინიდან,
რომელიც უსასრულობაში გადამიყვანს, ჩემი ზურგი ბაგირზე მო-
სიარულისას ჰგავს, ის ბავშვობაში ამომივარდა, ასე რომ, ჩემთვის
ადვილია: ერთი-ორი-სამი! - თავზე შემიძლია გავიარო ჩემს მყოფო-
ბაში; მაგრამ, შემდეგი ნაბიჯის გადადგმა აღარ ძალმიძს, რადგან
არ შემიძლია სასწაულის მოხდენა, შემიძლია მხოლოდ აღტაცებუ-
ლი ვიყო მისით. დიახ, თუკი აბრაამი, მყისვე მას შემდეგ, რაც სახე-
დარს შემოაჯდა, ეტყოდა საკუთარ თავს: „ახლა, როცა ისააკი დავ-
კარგე, მის მსხვერპლად შეწირვას აქაც შევძლებდი, და არ გავემარ-
40
თებოდი მორიას მთაზე“, მაშინ მე არ დამჭირდებოდა აბრაამი, რო-
დესაც ახლა შვიდჯერ ვიდრეკ მუხლს მისი სახელის წინაშე, და სა-
მოცდაათჯერ - მისი ქმედებისა. მაგრამ სინამდვილეში ის ასე არ მო-
იქცა, რისი დასაბუთება იმით შეიძლია, რომ ის მოხარული იყო ისაა-
კის მიღების, გულითადად მოხარული, რომ მას არ სჭირდებოდა
სამზადისი, არ სჭირდებოდა დრო სასრულსა და მის სიხარულზე
კონცენტრაციისთვის. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მას შესაძლოა
ყვარებოდა ღმერთი, მაგრამ მისი რწმენა არ ექნებოდა; რადგან ის,
ვისაც ღმერთი უყვარს რწმენის გარეშე, თავის თავზე ფიქრობს, ხო-
ლო ის, ვისაც ღმერთი რწმენით უყვარს, ფიქრობს ღმერთზე. აბრაა-
მი ამ მწვერვალზე დგას. უკანასკნელი სტადია, რომელიც გამორჩე-
ბა მის მზერას - უსასრულო თვითაღკვეთაა1. რეალურად ის უფრო
შორს მიდის და აღწევს რწმენას; რადგან, რწმენის ყველა კარიკატუ-
რა, საბრალო და ნელთბილი მოდუნება, რომელიც ფიქრობს: „არა-
ნაირი მყისიერი საჭიროება არ არსებობს, არ ღირს დროზე ადრე
მწუხარება“, საბრალო იმედი, რომელიც ამბობს: „ადამიანისთვის
უცნობია, რა უნდა მოხდეს... იქნებ საბოლოოდ ეს შესაძლებელი
იყოს“ - რწმენის ასეთი კარიკატურები ცხოვრების უმნიშვნელობის
ნაწილია, უსასრულო თვითაღკვეთამ კი უკვე შვა მათ მიმართ უსას-
რულო სიძულვილი.
მე არ შემიძლია აბრაამის გაგება, გარკვეული აზრით მე მისგან
არაფრის სწავლა შემიძლია, გარდა გაოცებისა. თუ ადამიანებს მი-
აჩნიათ, რომ ამ ამბის შედეგის გათვალისწინებით შეძლებენ რწმე-
ნისკენ მოძრაობას, ისინი საკუთარ თავს ატყუებენ და ღმერთის
მოტყუებაც სურთ რწმენის პირველ მოძრაობასთან, უსასრულო

1 Resignation (დან.) - სტოიკური თვითაღკვეთა. კირკეგორის მოძღვრების თანახ-


მად, ესაა სტადია, რომელიც უშუალოდ უსწრებს წინ რელიგიურ რწმენას.
41
თვითაღკვეთასთან, მიმართებით. მათ სამყაროული სიბრძნის გა-
მოწურვა პარადოქსიდან სურთ. შესაძლოა მავანი წარმატებულიც
კი აღმოჩნდეს, რადგამ ჩვენი საუკუნე რწმენით არ იფარგლება, მი-
სი სასწაულით წყლის ღვინოდ გადაქცევისა, ის უფრო შორს მიდის,
ღვინოს აქცევს წყლად.
ნუთუ რწმენაზე შეჩერება არ იქნებოდა უმჯობესი, ეს ხომ ამაზ-
რზენია, რომ ყველას უფრო შორს სურს წასვლა? როდესაც ჩვენს სა-
უკუნეში (რასაც სხვადასხვა ფორმით გამოთქვამენ) სიყვარულზე არ
ჩერდებიან, საით უჭირავთ მათ გეზი? მიწიერი სიბრძნის, წვრილმა-
ნი გათვლების, სიბნელისა და სიბეჩავისკენ, იმ ყველაფრისკენ, რაც
ადამიანის ღვთიურ წარმომავლობას ეჭვქვეშ აყენებს. უმჯობესი არ
იქნებოდა, გაუნძრევლად შეჩერებულიყვნენ რწმენაზე, ხოლო მას,
ვინც შეჩერდებოდა, იმაზე ეზრუნა, რომ არ დაცემულიყო?1 რადგან
რწმენის მოძრაობები ყოველთვის აბსურდის ძალით უნდა ხდებო-
დეს, თუმცა იმგვარად, რომ, მიაქციეთ ყურადღება, ადამიანმა არ
დაკარგოს სასრული, არამედ მისი ყოველი სანტიმეტრი მოიპოვოს.
ჩემის მხრივ მე სათანადოდ შემიძლია რწმენის მოძრაობების აღწე-
რა, მაგრამ მათი შესრულება არ ძალმიძს. როდესაც ადამიანი ცურ-
ვის მოძრაობებს სწავლობს, ის შესაძლოა ჭერიდან ჩამოშვებულ ქა-
მარს დაეკიდოს და ასე შეასრულოს მოძრაობები (ასე ვთქვათ, აღ-
წეროს ისინი, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ წრის აღწერის შესახებ),
მაგრამ ამ დროს არ ცურავს. ზუსტად ასევე, მე შემიძლია რწმენის
მოძრაობების აღწერა, მაგრამ როდესაც წყალში ვარ გადასროლი-
ლი, მე ვცურავ, ეს ასეა (რადგან მოსიარულეთა რიგს არ ვეკუთვნი),
მაგრამ მე განსხვავებულ მოძრაობებს ვასრულებ, უსასრულობის
მოძრაობებს, როდესაც რწმენა საპირისპიროს აკეთებს: უსასრუ-

1პირველი კორინთელთა მიმართ, 10:12. „ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას,


ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.“
42
ლობის მოძრაობათა შესრულების შემდეგ ის სასრულობის მოძ-
რაობებს ასრულებს. დიდება მას, ვისაც მსგავსი მოძრაობების შეს-
რულება შეუძლია, ის სასწაულს სჩადის, მე კი არასოდეს დავიღლე-
ბი მისი აღტაცებით, იქნება ეს აბრაამი თუ მონა აბრაამის სახლში;
იქნება ეს ფილოსოფიის პროფესორი თუ მოახლე გოგონა, მე მხო-
ლოდ რწმენის მოძრაობებს ვუმზერ. ამას კი ნამდვილად ვუმზერ, და
არავის მივცემ ჩემი გაბრიყვების უფლებას, არც სხვას და არც საკუ-
თარ თავს. უსასრულო თვითაღკვეთის რაინდთა გამოცნობა ადვი-
ლია: ისინი თავდაჯერებულად და მსუბუქად დადიან. ისინი კი, რწმე-
ნის ძვირფასეულობის მატარებელნი, პირიქით, შესაძლოა იმედ-
გაცრუებას იწვევდნენ, რადგან მათი გარეგნობა გასაოცრად ჰგავს
იმას, რაც თანაბრად ღრმად სძულს, როგორც უსასრულო თვითაღ-
კვეთას, ისე რწმენას... გარეგნობას ფილისტერისა. გულწრფელად
უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს შემხვედრია რწმენის რაინდის სან-
დო მაგალითი, მაგრამ ამ მიზეზით მე არ უარვყოფ, რომ შესაძლოა
ყოველი მეორე ადამიანი ასეთი იყოს. საკმაო ხანია ვცდილობ ამაში
გარკვევას, მაგრამ უშედეგოდ. ადამიანებისთვის ჩვეულებრივი ამ-
ბავია მოგზაურობა სამყაროში მდინარეებისა და მთების, ახალი
ვარსკვლავების, იშვიათი ბუმბულით მოსილი ფრინველების, უც-
ნაურად დეფორმირებული თევზებისა და ადამიანთა უცნაური ექ-
სპონატების დასათვალიერებლად - ამ დროს ისინი ცხოველურად
შეშდებიან, ჩაჰყურებენ რა გულმოდგინედ მყოფობას, და მიაჩნიათ,
რომ მართლაც იხილეს რაიმე. მე ეს არ მაინტერესებს. მაგრამ, მე
რომ რწმენის რაინდის ადგილსამყოფელი მცოდნოდა, ფეხით გავე-
მართებოდი მისკენ, რადგან ეს სასწაული სრულიად მიპყრობს. ერ-
თი წამითაც არ მივცემდი ჩემს თავს მისგან განშორების უფლებას,
ყოველწამიერად დავაკვირდებოდი იმას, თუ როგორ ახერხებს ის
ასეთი მოძრაობების შესრულებას, საკუთარ თავს უსაფრთხოდ ჩავ-
43
თვლიდი მთელი ცხოვრების განმავლობაში, დროს კი მასზე დაკ-
ვირვებასა და ვარჯიშს შორის გავანაწილებდი, და ამგვარად მთელ
დროს მისით აღტაცებას დავუთმობდი. როგორც უკვე ვთქვი, მე ვერ
ვნახე ასეთი ადამიანი, მაგრამ ჩინებულად შემიძლია მისი გააზრე-
ბა. აი ის. გაცნობა შედგა, მე წარმადგინეს. იმავე წამს, როგორც კი
თვალებს მივაპყრობ, ხელს ვკრავ მას, თვითონაც უკან ვხტები და
ჩუმად ვამბობ: „ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ადამინია? ნუთუ ის არის?
რატომ ჰგავს ასე გადასახადების ამკრებს?“ თუმცა კი დიახ, ეს ის
არის. ვუახლოვდები, ვაკვირდები მის უმცირეს მოძრაობებს, იქნებ
შევნიშნო, ხომ არ მოდის სატელეგრაფო შეტყობინების ნაგლეჯი მა-
ინც უსასრულობიდან, - მზერა, ჟესტი, მწუხარების ნოტი, ღიმილი,
რომელიც უსასრულოს სასრულად ასაღებს. არა! მის ფიგურას თა-
ვით ფეხებამდე ვსწავლობ, ხომ არ არის სადმე ნაპრალი, საიდანაც
უსასრულობა მოჩანს. არა! ის ერთიანად მტკიცე და მყარია. და მისი
საყრდენი? ის ენერგიულია და სრულად სასრულობას ეკუთვნის;
არც ერთი კარგად ჩაცმული ქალაქელი, რომელიც კვირა დღეს
ფრესბერგის მიმართულებით სეირნობს, არ აბიჯებს მიწას უფრო
მყარად; ის სრულად სამყაროს ეკუთვნის, ასევეა ფილისტერიც. ვე-
რაფერს აღმოაჩენთ აქ იმ კეთილშობილი არსისგან განსხვავე-
ბულს, რაც უსასრულობის რაინდს გამოარჩევს. ის ყველაფრით ხა-
რობს, ხოლო ყოველ ჯერზე, როდესაც ხედავთ, რომ ის ცალკეულ
სიამოვნებათა მონაწილეა, ის ამას აკეთებს დაჟინებულობით, ეს კი
მიწიერი ადამიანის ნიშანია, რომლის სული მსგავსითაა გამსჭვა-
ლული. ის თავისი სამუშაოსკენ მიისწრაფის. ასე რომ, როდესაც მას
უყურებთ, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ის კლერკია, რომელიც
სრულადაა მოცული ბუღალტრული აღრიცხვის რთული სისტემით,
იმდენად ზუსტია ის. კვირადღეს ისვენებს. ეკლესიაში მიდის. არც ზე-
ციური მზერა, არც არათანაზომადის რაიმე ნიშანი არ გასცემს მას;
44
თუ მას არ იცნობთ, შეუძლებელია მისი გამორჩევა მრევლის სხვა
წევრებისგან, რადგან მისი ენერგიული და მძლავრი გალობა ფსალ-
მუნებისა საუკეთესო შემთხვევაში იმის დასტურია, რომ მას ძლიერი
ფილტვები აქვს. საღამოს ტყისკენ მიდის. მას ყველაფერი ახარებს,
რასაც ხედავს, ადამიანთა ფუსფუსი, ახალი ომნიბუსები, ზუნდის
წყლები. თუ მას სტრანდვეიენზე შეხვდებით, შესაძლოა იფიქროთ,
რომ მაღაზიის მეპატრონეა, რომელმაც თავისუფლებაზე გამოაღ-
წია, იმდენად არის გახარებული. ის არ არის პოეტი, მე კი ფუჭად
ვცდილობდი მასში პოეტური არათანაზომადობის მიკვლევას. საღა-
მოს ის შინისკენ მიემართება, მისი სიარულის მანერა იმდენადვე
დაუცხრომელია, როგორც ფოსტალიონისა. გზად ის იმაზე ფიქ-
რობს, რომ მეუღლე ალბათ განსაკუთრებულ ცხელ კერძს მოუმზა-
დებდა, ვთქვათ, ხბოს შემწვარ თავს ბოსტნეულით. თუკი თანამოაზ-
რეს შეხვდებოდა, შესაძლოა გზა აღმოსავლეთის ჭიშკრამდე გაეგ-
რძელებინა, რათა განეხილა ეს კერძი ისეთი გზნებით, როგორიც
სასტუმროს შეფ- მზარეულისთვის არის შესაფერისი. როგორც ხდე-
ბა ხოლმე, ოთხი პენსიც კი არ აქვს ჯიბეში, თუმცა სრულად და მყა-
რად სწამს, რომ ცოლი ამ დელიკატესს მოუმზადებდა. ხოლო მას
რომ ეს მართლაც მოემზადებინა, ეს იქნებოდა საზარელი სანახობა
კეთილშობილთა, და შთამაგონებელი სანახობა - უბრალო ადამი-
ანთათვის; მადა კი აქვს ესაიაზე უკეთესი. მის ცოლს არაფერიც არ
აქვს, თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მისთვის სულ ერ-
თია. გზად ის სამშენებლო მოედანს გაივლის და სხვა ადამიანს შე-
ეჯახება. წამით ერთმანეთს გაესაუბრებიან. მყისიერად აგებს ის
ახალ შენობას, მის განკარგულებაშია ამისათვის საჭირო ყველა ძა-
ლა. უცნობი მას იმ აზრით ტოვებს, რომ ის, რასაკვირველია, კაპი-
ტალისტი იყო, როდესაც ჩემი სათაყვანო რაინდი ფიქრობს: „ჰო,
ფულის შოვნა რომ ყოფილიყო საჭირო, გავბედავდი იმის თქმას,
45
რომ მე ეს შემიძლია“. ის მშვიდად ზის ღია ფანჯარასთან და გაჰყუ-
რებს მოედანს, რომელზეც ცხოვრობს; მას ყველაფერი აინტერე-
სებს, რაც ხდება, - ვირთხა, რომელიც ბორდიურის ქვეშ მიძვრება,
და ბავშვების თამაში, - თითქოს თექვსმეტი წლის გოგონა იყოს. და
მაინც, ის არ არის გენიოსი, ფუჭად ვეძებდი მასში გენიოსის არათა-
ნაზომადობას. საღამოთი ჩიბუხს აბოლებს; მისი შემყურე დაიფი-
ცებდით, რომ ის ბაყალი იყო საპირისპირო მაღაზიიდან, რომელიც
ახლა საღამოს ბინდში ისვენებს. ისევე უზრუნველად ცხოვრობს,
როგორც არამზადა, და მაინც, ყველა წამს უძვირეს ფასად ყიდუ-
ლობს, რადგან ის არაფერს აკეთებს თუ არა აბსურდის ძალით. და
მაინც, და მაინც, - მე შესაძლოა განვრისხებულიყავი ამ ყოველივეს
გამო, თუ სხვა მიზეზით არა, შურით კი ნამდვილად - ეს ადამიანი ას-
რულებდა და ყოველ წამს ასრულებს უსასრულობის მოძრაობებს.
უსასრულო თვითაღკვეთასთან ერთად მან ცხოვრების ფუნდამენ-
ტური სევდის სასმისი ბოლომდე შესვა, მისთვის ცნობილია უსასრუ-
ლოს ნეტარება, ის შეიგრძნობს ყველაფრის უარყოფის ტკივილს,
უძვირფასესისა, რასაც ამქვეყნად ფლობს, და მაინც, სასრულობას
მისთვის ისეთივე სასიამოვნო გემო აქვს, როგორც იმ ადამიანის-
თვის, ვისაც არასოდეს სცოდნია მეტად ამაღლებული, რადგან მის
გაგრძელებას სასრულში კვალიც კი არ ამჩნევია დამფრთხალი და
დაშინებული სულისა, რასაც სწავლების და წვრთნის პროცესი
ქმნის. და მაინც, მას უსაფრთხოების შეგრძნება გააჩნია, თითქოს
სასრული ცხოვრება ყველაზე საიმედო რამ იყოს ამქვეყნად. და მა-
ინც, და მაინც, მის მიერ ნაჩვენები მიწიერი ფორმა ახალი ქმნილე-
ბაა აბსურდის წყალობით. ის გამუდმებით ასრულებს უსასრულობის
მოძრაობებს, მაგრამ ამას იმდენად მართებულად და დამაჯერებ-
ლად აკეთებს, რომ გამუდმებით იღებს აქიდან სასრულს, და არ არ-
სებობს წამი, როდესაც ვინმე რაიმე სხვას იფიქრებდა. მიიჩნევენ,
46
რომ მოცეკვავისთვის ყველაზე რთულია, ნახტომის შემდეგ კონკრე-
ტულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ამასთან, ისე, რომ მანამ არასო-
დეს ჰქონდეს ეს მდგომარეობა საგანგებოდ მიღებული, თუმცა ეს
მდგომარეობა უკვე იყოს მოქცეული ნახტომში. შესაძლოა ვერც ერ-
თმა მოცეკვავემ ვერ შეძლოს ეს - მაგრამ ეს ისაა, რასაც რაინდი
აკეთებს. ადამიანთა უმეტესობა მიწიერ ნაღველსა და მწუხარებაში
ჩაფლული ცხოვრობს. სწორედ ისინი სხედან კედლის გასწვრივ და
არ იღებენ მონაწილეობას ცეკვაში. უსასრულობის რაინდები მო-
ცეკვავეები არიან და ისინი დაფრენენ. ისინი ზევით მიემართებიან
და კვლავ ეცემიან; ეს არ არის თავის სავალალო შექცევა და არც
მისი მზერაა სამარცხვინო. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ეცემიან,
მათ არ ძალუძთ მყისვე მიიღონ მდგომარეობა, წამიერად მერყე-
ობენ, რაც გვიჩვენებს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ისინი უცხოები
არიან ამქვეყნად. ეს მეტნაკლები სიცხადით ჩანს იმის მიხედვით, თუ
როგორ ფლობენ ისინი საკუთარ ხელოვნებას, მაგრამ ყველაზე არ-
ტისტულ რაინდებსაც კი არ ძალუძთ სრულად დაფარონ მერყევი
მდგომარეობა. არ არის საჭირო მათზე დაკვირვება, როდესაც ისინი
ჰაერში არიან, არამედ მხოლოდ იმ წამს, როდესაც შეეხნენ ან უნდა
შეეხონ მიწას - ასეთ წამს შეიძლება მათი ცნობა. მაგრამ შეგეძლოს
ისე დაცემა, რომ რამდენიმე წამს მოჩანდეს, თითქოს დგეხარ და
დადიხარ, შეგეძლოს აქციო ცხოვრების ნახტომი სვლად, აბსოლუ-
ტურად გადმოსცე ამაღლებული ქვეითად სიარულში - ეს მხოლოდ
რწმენის რაინდს ძალუძს - და ეს არის ერთადერთი სასწაული.
მაგრამ ვინაიდან სასწაული შესაძლოა შეცდომაში შემყვანი
იყოს, მოძრაობებს მე აღვწერ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც
რეალობასთან მათი კავშირის საილუსტრაციოდ გამოგვადგება,
რადგან ყველაფერი მის გარშემო ბრუნავს. ახალგაზრდა ყმაწვილს
პრინცესა შეუყვარდება, და მისი ცხოვრების მთელი არსი ამ სიყვა-
47
რულშია მოქცეული, თუმცა, სიტუაცია ისეთია, რომ ამ სიყვარულს
რეალიზება არ უწერია, ის ვერ იქცევა იდეალურობიდან რეალო-
ბად1. ბუნებრივია, რომ უბადრუკობის მონები და ცხოვრებისეულ ჭა-
ობთა გომბეშოები მოყვებიან ძახილს: „ასეთი სიყვარული - უგნურე-
ბაა. მდიდარი ლუდმხარშავის ქვრივი - არანაკლებ მისაღები და სან-
დო მეწყვილეა“. ხელს ნუ შევუშლით მათ ყიყინს. ასე არ არის უსას-
რულო თვითაღკვეთის რაინდის შემთხვევაში, ის არ ტოვებს თავის
სიყვარულს, თუნდაც მთელი სამყაროული დიდება უბოძონ. ის არ
არის უგნური. პირველ რიგში ის უნდა დარწმუნდეს, რომ სწორედ
ესაა მისი ცხოვრების შემადგენელი, ხოლო მისი სული მეტისმეტად
ამაყი და ჯანმრთელია, რათა ფუჭად დახარჯოს ასეთი თრობის თუნ-
დაც უმცირესი ნამცვრევები. ის არ არის მხდალი, ის არ უფრთხის
იმას, რომ სიყვარული მის ყველაზე იდუმალ და წმინდა აზრებში შე-
ცოცდეს, უამრავ ხვეულად გადაეხლართოს მისი ცნობიერების ყო-
ველ ნაწილს - თუკი სიყვარული უიღბლო გამოდგება, ის ვეღარასო-
დეს დააღწევს მას თავს. ის ნეტარ აღტაცებას განიცდის, აძლევს რა
საშუალებას სიყვარულს, შეაღწიოს მის ყოველ ნერვში, და მაინც,
მისი სული ისევე მოზეიმეა, როგორც იმ ადამიანისა, შხამით სავსე
თასი რომ დაცალა და ახლა გრძნობს, თუ როგორ განწონის იგი სის-
ხლის ყოველ წვეთს - რადგან ეს წამია სიცოცხლე და სიკვდილი. ასე
რომ, როდესაც ის სრულად გაიჟღინთა სიყვარულით და ჩაიძირა
მასში, ის არ მოისაკლისებს გამბედაობას, ყველაფერი გამოსცადოს
და ყველაფერი გარისკოს. ის საკუთარი ცხოვრების მდგომარეობას

1 რასაკვირველია, ნებისმიერი სხვა შემთხვევა, როდესაც ინდივიდი აღმოაჩენს,


რომ რეალური სინამდვილე მისთვის კონცენტრირებულია, შესაძლოა, როდესაც
მისი განხორციელება შეუძლებლად წარმოდგება, თვითაღკვეთის საბაბად იქცეს.
მიუხედავად ამისა, მე მაგალითის სახით სიყვარული ავირჩიე, რათა მოძრაობა ხი-
ლულად მექცია, რადგან ამ ინტერესის გაგება უდაოდ უფრო ადვილია, რაც მათა-
ვისუფლებს მე აუცილებლობისგან, წინასწარი დაკვირვებები ვაწარმოო, რაც უფ-
რო ღრმა აზრით მხოლოდ ერთეულთა ინტერესში იქნებოდა.
48
განიხილავს, თავს უყრის სწრაფ აზრებს, რომლებიც საფოსტო
მტრედების მსგავსად ემორჩილებიან მის ბრძანებებს, ის თავის
კვერთხს იქნევს მათ თავებს ზემოთ, ისინი კი ყველა მიმართულე-
ბით მიფრინავენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ბრუნდებიან, მწუ-
ხარების დესპანები, და აუწყებენ, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ
მშვიდდება ის, ათავისუფლებს მათ, მარტო რჩება, და შემდეგ ასრუ-
ლებს მოძრაობებს. თუკი იმას, რასაც მე ვამბობ, რაიმე მნიშვნელო-
ბა აქვს, აუცილებელია, რომ მოძრაობა ნორმალურად ხდებოდეს1.
ამგვარად, რაინდს მიეცემა ძალა, ცხოვრების შემადგენლისა და სი-
ნამდვილის მთელი მნიშვნელობის კონცენტრირება ერთ სურვილში
მოახდინოს. თუ ადამიანი მოისაკლისებს ასეთ კონცენტრაციასა და
ინტენსივობას, თუკი მისი სული იმთავითვე გაფანტულია მრავალ-
ფეროვნებაში, ის ვერასოდეს შეასრულებს მოძრაობას, ცხოვრება-
ში ის წინდახედულად მოიქცევა კაპიტალისტის მსგავსად, ვინც სა-
კუთარ ფულს ყველა სახის ქაღალდებში აბანდებს, რათა ერთგან
მოიგოს, თუ სხვაგან წაგება მოუწევს - ერთი სიტყვით, ის არ არის
რაინდი. შემდეგ ის მოიპოვებს ძალებს, რათა საკუთარი გონებრივი
საქმიანობის შედეგი ცნობიერების ერთ აქტში მოაქციოს. თუკი ის

1 აქ უკვე ვნებაა საჭირო. უსასრულობის ყოველი მოძრაობა ვნების წყალობით


ხორციელდება, არანაირ რეფლექსიას არ შეუძლია მისი გამოწვევა. სწორედ ეს არ-
სებობის უწყვეტი ნახტომი განმარტავს მოძრაობას, მაშინ როდესაც მედიაცია არის
ქიმერა, რომელსაც, ჰეგელის აზრით, ყველაფერი უნდა აეხსნა, იმავდროულად კი
ესაა ერთადერთი, რისი ახსნა მას არასოდეს უცდია. იმისთვისაც კი, რომ სოკრატე-
სული ცნობილი გამიჯვნა გაგვეხორციელებინა იმას, რაც ადამიანს ესმის, და იმას
შორის, რაც მას არ ესმის, ვნება იქნებოდა საჭირო, და კიდევ უფრო მეტია საჭირო
სოკრატესთვის დამახასიათებელი მოძრაობის შესასრულებლად - უმეცრების მოძ-
რაობისა. თუმცა, ჩვენი საუკუნე მოისაკლისებს ვნებას, და არა რეფლექსიას. შესა-
ბამისად, ჩვენი საუკუნე მეტისმეტად სიცოცხლისუნარიანია, რათა მოკვდეს, რად-
გან სიკვდილი - ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ნახტომია, ერთი პოეტის პატარა
ლექსი კი ყოველთვის ძლიერ მომწონდა, რადგან ხუთი თუ ექვსი სტრიქონით
ცხოვრებაში თავისთვის ყოველივე მშვენიერისა და საამოს სურვების შემდეგ ას-
კვნის: Ein seliger Sprung in die Ewigkeit („ნეტარი ნახტომი მარადიულობაში“).
49
მოისაკლსებს ასეთ ინტენსივობას, თუ მისი სული იმთავითვე გაფან-
ტულია მრავალფეროვნებაში, მას არასოდეს ექნება დრო მოძრაო-
ბის შესასრულებლად, ის გამუდმებით ცხოვრებისეულ საქმეებს იქ-
ნება გამოკიდებული, ვერასოდეს შეაბიჯებს მარადიულობაში, რად-
გან იმ წამსაც კი, როდესაც ყველაზე ახლოს იდგება მასთან, უეცრად
გაახსენდება, რომ რაღაც დარჩა გასაკეთებელი და უკან უნდა დაბ-
რუნდეს. ის იფიქრებს, რომ მარადისობასთან ზიარება მომდევნო
წამსაა შესაძლებელი, და რასაკვირველია, ესეც სრული სიმარ-
თლეა, მაგრამ მსგავსი შეხედულებებით ადამიანი ვერასოდეს მი-
დის მოძრაობის შესრულებამდე, თუმცა მათივე დახმარებით სულ
უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში. ამგვარად, რაინდი ასრულებს მოძ-
რაობას, - მაგრამ, რა სახის მოძრაობას? ივიწყებს თუ არა მთლი-
ანობას? (რადგან ამაშიც იგულისხმება გარკვეული კონცენტრაცია).
არა! რადგან რაინდი არ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, წინააღ-
მდეგობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დაივიწყო ცხოვრების მთელი
შემადგენელი და მაინც იგივე ადამიანად დარჩე. მას არანაირი მიდ-
რეკილება არ აქვს იმისკენ, რომ სხვა ადამიანად იქცეს, და არანაი-
რად არ თვლის ამას სიდიადედ. მხოლოდ უმდაბლესი არსებები
ივიწყებენ საკუთარ თავს და რაღაც ახლად იქცევიან. ასე მაგალი-
თად, პეპელა ივიწყებს, რომ ოდესღაც ჭუპრი იყო, დავიწყება კი შე-
საძლოა იმდენად სრული იყოს, რომ პეპელა თევზადაც გადაიქცეს.
უფრო ღრმა არსებები არასოდეს ივიწყებენ საკუთარ თავს და არა-
სოდეს იქცევიან რაიმედ გარდა იმისა, რაც არიან. ამგვარად, რა-
ინდს ყველაფერი ახსოვს, მაგრამ ეს მოგონებები ტკივილს წარმო-
ადგენს, ხოლო უსასრულო თვითაღკვეთით ის არსებობას ურიგდე-
ბა. პრინცესის სიყვარული მისთვის მარადიული სიყვარულის გამო-
ხატულებად იქცევა, რომელიც რელიგიურ ხასიათს მიიღებს და გა-
დაიქცევა მარადიული არსების სიყვარულად, რომელიც, რასაკვირ-
50
ველია, უარს ეტყვის მისი სიყვარულის განხორციელებაზე, თუცმა კი
დააშოშმინებს მას მისი მარადიულობის ვალიდურობით მარადიუ-
ლობის ფორმით, რასაც ვერანაირი რეალობა მას ვერ წაართმევს.
ბრიყვები და ახალგაზრდები ლაყბობენ, რომ ადამიანისთვის ყვე-
ლაფერი შესაძლებელია. თუმცა, ეს დიდი შეცდომაა. სულისმიერ
თუ ვიტყვით, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ სასრულ სამყა-
როში მრავალია შეუძლებელი. თუმცა, ამ შეუძლებელს რაინდი შე-
საძლებლად აქცევს სულიერად მისი გამოხატვის გზით, ხოლო სუ-
ლიერი გამოხატულება მასზე უარის თქმაში მდგომარეობს. სურვი-
ლი, რომელმაც იგი რეალობაში მიიყვანა, მაგრამ შეუძლებლობაზე
დაიმსხვრა, ახლა შიგნითაა მიმართული, მაგრამ არც დაკარგულია
და არც დავიწყებული. რომელიღაც წამს მის შიგნით არსებული
სურვილის გაურკვეველი ემოციები აღვიძებენ მოგონებებს, მომ-
დევნო წამს კი ისინი თვითონ აღვიძებენ საკუთარ თავს; რადგან ის
საკმარისად ამაყია და არ სურს, რომ მთელი მისი ცხოვრების შე-
მადგენელი წამის საქმე იყოს. ის სიყვარულს ახალგაზრდობას
უნარჩუნებს, ამ უკანასკნელს კი მასთან ერთად ემატება წლები და
მშვენიერება. მეორეს მხრივ, ის არ განიცდის აუცილებლობას, სას-
რულში ჩაერიოს თავისი სიყვარულის ზრდისათვის. იმ წამიდან, რაც
მან მოძრაობა შეასრულა, პრინცესა დაკარგულია მისთვის. მას არ
სჭირდება ეროტიული ნერვული ძვრები, როდესაც შეყვარებულს ხე-
დავს, არც გამუდმებით განშორების აუცილებლობა არსებობს ამ
სიტყვის სასრული გაგებით, რადგან ის მას მარადიული აზრით გა-
იხსენებს, და მისთვის მშვენივრადაა ცნობილი, რომ შეყვარებულე-
ბი, რომლებიც ასე მიისწრაფიან „მის“ კიდევ ერთხელ სანახავად,
რათა უკანასკნელად დაემშვიდობონ, მართებულად იქცევიან, მარ-
თებულია, როცა ფიქრობენ, რომ ეს უკანასკნელად უნდა მოხდეს,
რადგან სწორედ ისინი ივიწყებენ ერთმანეთს ყველაზე სწრაფად. ის
51
კიდევ ერთ ღრმა საიდუმლოს ეზიარა, რომ სხვის სიყვარულშიც კი
ადამიანი თვითკმარი უნდა იყოს. მას უკვე აღარ აქვს სასრული ინ-
ტერესი იმისადმი, თუ რას აკეთებს პრინცესა, ეს კი ცხადი საბუთია
იმისა, რომ მან მოძრაობა უსასრულოდ შეასრულა. აქ ეძლევა ადა-
მიანს შესაძლებლობა, იხილოს, ჭეშმარიტი თუ ფარისევლურია
კონკრეტული ადამიანის მოძრაობა. ვთქვათ, არსებობდა მავანი,
რომელსაც სწამდა, რომ მოძრაობა შეასრულა; მაგრამ გავიდა დრო
და პრინცესა უფლისწულზე დაქორწინდა, ასეთ დროს მავანის სული
ჰკარგავს თვითაღკვეთის ელასტიურობას. ამგვარად, მან იცის, რომ
მოძრაობა არასწორად შეასრულა; რადგან ის, ვინც თვითაღკვეთის
აქტი უსასრულოდ შეასრულა, თვითკმარია. რაინდი არ აუქმებს თა-
ვის თვითაღკვეთას, ის უნარჩუნებს სიყვარულს იმ სიყმაწვილეს,
რომელიც მას თავიდან ჰქონდა, ის არასოდეს აძლევს მისი მიტოვე-
ბის უფლებას, სახელდობრ იმიტომ, რომ მოძრაობას უსასრულოდ
ასრულებს. ხოლო ის, რასაც პრინცესა აკეთებს, მას არ აწუხებს,
მხოლოდ უმდაბლესი არსებები პოულობენ სხვა ადამიანებში კა-
ნონს საკუთარი მოქმედებისთვის, რომლებიც წინაპირობებს საკუ-
თარი მოქმედებებისთვის საკუთარ თავს მიღმა ეძებენ. თუმცა, მე-
ორეს მხრივ, თუ პრინცესა თანამოაზრეა, მშვენიერ შედეგს მივი-
ღებთ. ეს უკანასკნელი თვითონ ეზიარება რაინდთა ორდენს, რო-
მელშიც ადამიანს არ იღებენ კენჭისყრის გზით, მაგრამ რომლის
წევრები არიან ადამიანები, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა, თვითონ
ეზიაროს მას, რაინდთა იმ ორდენს, რომელიც საკუთარ უკვდავებას
იმ ფაქტით ადასტურებს, რომ ვერ ხედავს განსხვავებას ქალსა და
მამაკაცს შორის. ეს ორნი შეუნარჩუნებენ სიყვარულს ახალგაზ-
რდობასა და სიმტკიცეს, პრინცესა კი ტკივილებზეც იზეიმებს, რომც
არ მოუწიოს, როგორც ეს ბალადაშია ნათქვამი, „ბატონის გვერდით

52
ყოველ ღამით სარეცლის გაზიარება“1. ეს ორი ნება მარადიულ თან-
ხმობაშია ერთმანეთთან, რასაც თან ახლავს დროში განწონილი
harmonia praestabilita2, ასე რომ, თუკი ოდესმე დადგება წამი, თუმ-
ცა კი ის მათ სასრულ სამყაროში არ აღელვებს (რადგან იქ მათ ასა-
კი ემატებათ), თუკი დადგება წამი, რომელიც სიყვარულს დროში გა-
მოხატულების საშუალებას მისცემს, მაშინ მათ მიენიჭებათ შესაძ-
ლებლობა, ზუსტად იმ წერტილიდან დაიწყონ, საიდანაც დაიწყებ-
დნენ, იმთავითვე რომ ერთად ყოფილიყვნენ. ის, ვისაც ეს ესმის, ქა-
ლი იქნება თუ კაცი, არასოდეს მოტყუვდება, რადგან მხოლოდ უმ-
დაბლეს არსებებს წარმოუდგენიათ, რომ მოტყუებულები არიან.
არც ერთმა გოგონამ, რომელიც საკმარისად ამაყი არ არის, არ იცის
ნამდვილი სიყვარული; მაგრამ თუ ის საკმარისად ამაყია, სამყაროს
მთელი ცბიერება და გამჭრიახობა ვერ მოატყუებენ მას.
მარადიულ თვითაღკვეთაში სიმშვიდე და მოსვენებაა; ყოველ
ადამიანს, ვისაც სურს ეს და თავი არ დაუმცირებია საკუთარი თავის
გაქილიკებით (რაც კიდევ უფრო საზარელია, ვიდრე სიამაყე), შეუძ-
ლია გაწვრთნას საკუთარი თავი ამ მოძრაობის შესრულებაში, რო-
მელიც ტკივილით არიგებს ადამიანს არსებობასთან. უსასრულო
თვითაღკვეთაა ის პერანგი, რომლის შესახებ ძველ იგავში ვკითხუ-
ლობთ. ქსოვილი ცრემლითაა დართული, სამოსი ცრემლითაა გა-
უფერულებული, პერანგი ცრემლითაა ნაქსოვი; მაგრამ იმავდროუ-
ლად ეს უკეთესი დაცვაა, ვიდრე რკინა და ფოლადი. იგავის არას-
რულყოფილება იმაშია, რომ მესამე მხარე ამზადებს ამ პერანგს. სი-
ცოცხლის საიდუმლო კი იმაშია, რომ ყველამ თავისთვის ქსოვოს
იგი, ამასთანავე გასაოცარია, რომ მამაკაცს ისევე სრულყოფილად

1 სიტყვები დანიური ხალხური სიმღერიდან.


2 (ლათ.) წინასწარ დადგენილი ჰარმონია.
53
შეუძლია მისი მოქსოვა, როგორც ქალს. უსასრულო თვითაღკვეთა-
ში არის სიმშვიდე, მოსვენება და მწუხარების ნუგეში - თუმცა, მხო-
ლოდ ისეთ დროს, როდესაც მოძრაობა სწორადაა შესრულებული.
ჩემთვის რთული არ იქნებოდა წიგნის დაწერა, რომელშიც მრავალ-
ფეროვან გაუგებრობებს, უგუნურ შეხედულებებს და ცრუ მოძრაო-
ბებს შევისწავლიდი, რომლებსაც ჩემი ხანმოკლე პრაქტიკის გან-
მავლობაში შევხვედრივარ. ადამიანებს მცირედ სწამთ სულისა,
როდესაც ასეთი მოძრაობის შესრულება მთლიანად სულზეა დამო-
კიდებული, დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ესა თუ ის - dira
necessitas1-ის ცალმხრივი შედეგი, ხოლო თუ ასეთი რამ ხდება, სა-
ეჭვოა, რომ მოძრაობა ნორმალურად იყოს შესრულებული. თუკი
ამით ადამიანი გულისხმობს, რომ ცივი და უნაყოფო აუცილებლობა
გარდუვალად უნდა არსებობდეს, ამით ის ადასტურებს, რომ ვერა-
ვინ შეიგრძნობს სიკვდილს, სანამ რეალურად არ მოკვდება, ეს კი
ჩემთვის უხეში მატერიალიზმია. მიუხედავად ამისა, ჩვენს დროში
ადამიანები მცირედ ზრუნავენ წმინდა მოძრაობების შესრულებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ცეკვის სწავლის მსურველი იტყვის: „უკვე საუკუ-
ნეებია თაობები ერთიმეორის მონაცვლეობით ცდილობენ ამა თუ იმ
პოზიციების დასწავლას, როცა კარგა ხანია დროა მოსული, ვისარ-
გებლო ამით და პირდაპირ ფრანგული ცეკვებით დავიწყო“, - მას
დასცინებენ; მაგრამ სულის სამყაროში ეს უკიდურესად დასაჯერე-
ბელია. რა არის განათლება? შემიძლია ვივარაუდო, რომ განათლე-
ბა არის სწავლების კურსი, რომელიც ადამიანს უნდა გაევლო, რათა
საკუთარ თავს დასწეოდა, ხოლო მას, ვინც ამ კურსს ვერ გაივლიდა,
მცირედი შეწევნა ექნებოდა იმ ფაქტიდან, რომ ყველაზე განათლე-
ბულ ეპოქაში დაიბადა.

1 სასტიკი აუცილებლობა (ლათ.). ჰორაციუსი, ოდები (III, 24, 6).


54
უსასრულო თვითაღვეთა უკანასკნელი სტადიაა რწმენამდე, შე-
საბამისად, ვისაც ეს მოძრაობა არ შეუსრულებია, მას რწმენა არ ექ-
ნება; რადგან მხოლოდ უსასრულო თვითაღკვეთაში ვხდები მე ცხა-
დი საკუთარი თავისთვის მარადიულ ვალიდურობაში, და მხოლოდ
ამის შემდეგ შეიძლება დაისვას საკითხი არსებობის მოხელთების
შესახებ რწმენის შემწეობით. ახლა კი რწმენის რაინდს მოვარგოთ
ეს-ესაა აღწერილი როლი. ის ზუსტად იმავე მოძრაობებს ასრუ-
ლებს, რომლებსაც სხვა რაინდი, უსასრულოდ ამბობს უარს სიყვა-
რულის პრეტენზიაზე, რაც მისი ცხოვრების შემადგენელს წარმოად-
გენს, ის ურიგდება ტკივილს; შემდეგ კი სასწაული ხდება, ის კიდევ
ერთ მოძრაობას ასრულებს, რომელიც ყველა დანარჩენზე შესანიშ-
ნავია, ის ამბობს: „მე მაინც მჯერა, რომ მივიღებ მას, იმის გამოისო-
ბით, რომ ეს აბსურდია, იმის გამოისობით, რომ ღმერთით ყველაფე-
რი შესაძლებელია“. აბსურდი არ არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომე-
ლიც გაგების სათანადო კომპასით შეიძლება იქნას განსხვავებული:
ის არ არის დაუჯერებელის, მოულოდნელის, გაუთვალისწინებე-
ლის იგივეობრივი. იმ წამს, როდესაც რაინდმა თვითაღკვეთის აქტი
შეასრულა, ადამიანურად თუ ვიტყვით, მას შეუძლებელი სწამდა. ეს
არის გაგებით მიღწეული შედეგი, მას კი საკმარისი ენერგია გააჩ-
ნდა მის გასააზრებლად. მეორეს მხრივ, უსასრულო აზრით, ეს შე-
საძლებელი იყო, სახელდობრ, მისი უარყოფით. მაგრამ ასეთი და-
უფლება იმავდროულად უარყოფასაც ნიშნავს, თუმცა გაგებისათვის
ამაში არაფერია აბსურდული, რადგან გონებას კვლავაც გააჩნდა
უფლება ემტკიცებინა, რომ სასრულ სამყაროში, სადაც ის მბრძანებ-
ლობს, ეს იყო და რჩებოდა შეუძლებლად. ასევე ცხადია ეს რწმენის
რაინდისთვის, ასე რომ, ერთადერთი რამ, რასაც მისი ხსნა შეუძ-
ლია, აბსურდია, რასაც ის რწმენით იხელთებს. ამგვარად, ის ცნობს
შეუძლებლობას, და მყისვე სწამს აბსურდი; რადგან, მისი სულის
55
მთელი გზნებითა და მთელი გულით შეუძლებლობის აღიარების გა-
რეშე მას მხოლოდ შეეძლო წარმოედგინა, რომ ჰქონდა რწმენა,
თუმცა თავს მოატყუებდა, მის საბუთებს კი არანაირი ფასი არ ექნე-
ბოდათ, რადგან მას უსასრულო თვითაღკვეთისთვისაც კი არ მიუღ-
წევია. შესაბამისად, რწმენა არის არა ესთეტიკური ემოცია, არამედ
რაღაც უფრო მაღალი, კერძოდ კი იმ მიზეზით, რომ წინაპირობის სა-
ხით თვითაღკვეთა აქვს; ეს არ გახლავთ გულის უშუალო ინსტინქტი,
არამედ ცხოვრებისა და არსებობის პარადოქსი. ამგვარად, როდე-
საც მიუხედავად ყველა სირთულისა, პატარა გოგონა კვლავაც დარ-
წმუნებულია, რომ მისი სურვილი აუცილებლად ასრულდება, ასეთი
თავდაჯერებულობა მაინც არ არის რწმენის გარანტია, თუნდაც ის
ქრისტიანი მშობლების მიერ იყოს აღზრდილი და მთელი წლის გან-
მავლობაში იზეპირებდეს კატეხიზმოს. ის მთელი თავისი ბავშვური
გულუბრყვილობითა და უბიწოებითაა დარწმუნებული, ეს რწმენა
აკეთილშობილებს მის ბუნებას და ანიჭებს მას ზებუნებრივ დიდე-
ბას, ისე, რომ სასწაულმოქმედის მსგავსად შეუძლია მას მოუხმოს
არსებობის სასრულ ძალებს და თვით ქვებიც კი აიძულოს, რომ იტი-
რონ, მეორეს მხრივ კი, დაბნეულობაში ისევე შეუძლია გაიქცეს შემ-
წეობისთვის ჰეროდესთან, როგორც პილატესთან, და მთელი სამყა-
რო შეძრას ცრემლებით. მისი თავდაჯერებულობა მომხიბვლელია,
ადამიანს მრავალი რამის სწავლა შეუძლია მისგან, მაგრამ ერთ რა-
მეს ვერ ისწავლის, ვერ ისწავლის მოძრაობებს, რადგან მისი თავ-
დაჯერებულობა ვერ ბედავს, თვითაღკვეთის ტკივილში შეუძლებ-
ლობას გაუსწოროს თვალი.
ამგვარად, ჩემთვის გასაგებია, რომ თვითაღკვეთის მოძრაობის
შესასრულებლად საჭიროა სულიერი ძალა, ენერგია და თავისუფ-
ლება, ასევე გასაგებია ჩემთვის, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ
შემდეგი ნაბიჯი მანცვიფრებს და თავბრუს მახვევს, რადგან თვი-
56
თაღკვეთის მოძრაობის შესრულების შემდეგ, ყველაფრის მიღება
აბსურდის ძალით, სურვილის ასრულება სრულად და უპირობოდ -
ამის გაგება სცდება ადამიანის ძალებს, ეს სასწაულია. მაგრამ შე-
მიძლია იმის გაგება, რომ პატარა გოგონას რწმენა უბრალო და-
უფიქრებლობაა სიმტკიცესთან შედარებით, რომელსაც რწმენა ავ-
ლენს მიუხედავად იმისა, რომ ის აღიქვამს ამის შეუძლებლობას.
ყოველ ჯერზე, როდესაც ამ მოძრაობის შესრულებას ვცდილობ, მე
დაუფიქრებლობა მიპყრობს, იმ წამს, როდესაც მისით ვარ აღტაცე-
ბული, ყოველისმომცველი შიში იპყრობს ჩემს სულს, - რადგან, რას
ნიშნავს, აცდუნო ღმერთი? და მაინც, ეს არის რწმენის მოძრაობა,
და ასეთად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფია, ცნებათა
აღრევისთვის, შეეცდება დაგვარწმუნოს, რომ რწმენა მას გააჩნია,
რასაც თეოლოგია იაფად გაიტანს ბაზარზე.
თვითაღკვეთის აქტისთვის რწმენა არ არის აუცილებელი, რად-
გან თვითაღკვეთით მე მარადიულ ცნობიერებას მოვიპოვებ, ეს კი
წმინდად ფილოსოფიური მოძრაობაა, რასაც, გავბედავ და ვიტყვი,
შევძლებ შევასრულო მოთხოვნის შემთხვევაში, მე შემიძლია ვა-
ვარჯიშო საკუთარი თავი ამ მოძრაობაში, როგორც კი რაიმე სასრუ-
ლობა აღიმართება დაბრკოლებად ჩემს წინაშე, რადგან ჩემი მარა-
დიული ცნობიერება არის ღმერთის სიყვარული, ეს კი ჩემთვის ყვე-
ლაფერზე მეტია. თვითაღკვეთის აქტისთვის რწმენა არ არის საჭი-
რო, მაგრამ ის აუცილებელია, როდესაც საუბარი ეხება იმაზე მცი-
რედის შეძენას, ვიდრე ჩემი მარადიული ცნობიერებაა, - და სწორედ
ესაა პარადოქსული. მოძრაობებს ხშირად ურევენ ერთმანეთში. ამ-
ბობენ, რომ ადამიანს რწმენა სჭირდება ყველაფერზე პრეტენზიის
უარყოფისთვის, თუმცა შესაძლოა მეტად უცნაური რამეც კი გაიგო-
ნოთ, ხდება ისე, რომ ადამიანი რწმენის დაკარგვას დასტირის, ამ
დროს კი საკმარისია სკალას შევხედოთ, რათა განვსაზღვროთ, თუ
57
სად იმყოფება, და დავინახავთ, რომ მხოლოდ იმ წერტილისთვის
მიუღწევია, სადაც თვითაღკვეთის უსასრულო მოძრაობა უნდა შეას-
რულოს. ამ მოძრაობით მე უარვყოფ ყველაფერს, მას მე თვითონ
ვასრულებ, ხოლო თუ არ ვასრულებ, ესე იგი მხდალი და ქალაჩუნა
ვარ, არ გამაჩნია ენთუზიაზმი და ვერ შევიგრძნობ მნიშვნელობას
მაღალი ღირსებისა, რაც ყოველი ადამიანისთვისაა ჩვეული, - იყოს
საკუთარი თავის ცენზორი, რაც გაცილებით უფრო საამაყო ტიტუ-
ლია, ვიდრე რომის რესპუბლიკის გენერალური ცენზორობა. ამ
მოძრაობას მე თვით ვასრულებ, ხოლო რასაც ვიძენ, ეს ვარ მე თვი-
თონ ჩემს მარადიულ ცნობიერებაში, ნეტარ თანხმობაში მარადიუ-
ლი არსების სიყვარულთან. რწმენით მე არაფერზე ვამბობ უარს, პი-
რიქით, რწმენით ვიძენ მე ყველაფერს, ზუსტად იმ აზრით, როგორც
არის ნათქვამი, რომ მას, ვისაც მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა
გააჩნია, მთების დაძვრა ძალუძს1. წმინდად ადამიანური გამბედა-
ობაა საჭირო იმისთვის, რომ ყოველივე მიწიერი უარყო მარადიუ-
ლის მოსაპოვებლად; მაგრამ მოვიპოვებ რა მას, აღარ შემიძლია მი-
სი უარყოფა მთელ მარადიულობაში - ეს არის წინააღმდეგობა თა-
ვის თავში. მაგრამ, პარადოქსული და მოკრძალებული გამბედა-
ობაა საჭირო ყოველივე მიწიერის საწვდომად აბსურდის ძალით, ეს
კი რწმენის გამბედაობაა. არა უარი თქვა რწმენით აბრაამმა ისააკ-
ზე, არამედ მოიპოვა იგი რწმენით. თვითაღკვეთის ძალით მდიდარ
ახალგაზრდა მამაკაცს ყველაფერი უნდა გაეცა, მაგრამ მას შემდეგ,
რაც ამას გააკეთებდა, რწმენის რაინდს უნდა ეთქვა მისთვის: „აბ-
სურდის ძალით დაგიბრუნდება ყოველი თეთრი. შეგიძლია ირწმუ-
ნო ეს?“ ასეთი სიტყვა ვერანაირად ვერ იქნებოდა მნიშვნელობას

1იხ. მათე, 17:20. „ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექ-
ნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და
ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის“.
58
მოკლებული ხსენებული ახალგაზრდისთვის, რადგან თუ მან მხო-
ლოდ იმიტომ გასცა თავისი სიმდიდრე, რომ დაიღალა მისგან, მის
თვითაღკვეთას დიდი ფასი არ ჰქონია. წარმავალი, სასრული - ყვე-
ლაფერი ამის გარშემო ბრუნავს. მე მხოლოდ ჩემი ძალებით შემიძ-
ლია უარვყო ყველაფერი, შემდეგ კი სიმშვიდე მოვიპოვო ტკივილ-
ში. მე შემიძლია ყველაფერს გავუძლო, თუნდაც იმ საზარელ დე-
მონს, რომელიც სიკვდილზე უფრო საშიშია, მეუფეს შიშისა, თუნდაც
სიშლეგემ ჩემს თვალწინ ატრიალოს ხუმარას ჩაჩი, მისი გამომეტ-
ყველებით კი მივხვდები, რომ ის მე უნდა დამეხურა, მე ჯერ კიდევ
შემიძლია ჩემი სულის ხსნა, თუკი ჩემთვის ჩემს მიწიერ ბედნიერე-
ბაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება იმის ცნობიერება, რომ ღმერთი-
სადმი ჩემი სიყვარული იმარჯვებს ჩემში. ადამიანი კვლავაც შეძ-
ლებს უკანასკნელ წამს მოახდინოს მთელი თავისი სულის კონცენ-
ტრაცია ერთადერთ მზერაში იმ ზეცისკენ, საიდანაც ვიღებთ ჩვენ
ყოველგვარ სიკეთეს, ეს მზერა გასაგები იქნება მისთვის და იმის-
თვისაც, ვისაც ის ეძებს, როგორც ნიშანს იმისა, რომ მიუხედავად
ყველაფრისა, ის თავისი სიყვარულის ერთგული დარჩა. მაშინ შეუძ-
ლია დაიხუროს მასხარას ჩაჩი. მან, ვისი სულიც ასეთ რომანტიულ
ენთუზიაზმს არ ფლობს, გაყიდა თავისი სული, და არ აქვს მნიშვნე-
ლობა, სანაცვლოდ სამეფო მიიღო თუ ვერცხლის მცირე ნაჭერი.
მაგრამ ჩემი საკუთარი ძალით არ შემიძლია მოვიპოვო უმცირესი
ნაწილიც კი იმისა, რაც სასრულობას ეკუთვნის, რადგან მე ჩემს ძა-
ლებს გამუდმებით ყველაფრის უარყოფისთვის ვიყენებ. ჩემი საკუ-
თარი ძალებით მე შემიძლია მივატოვო პრინცესა, და არ მოვყვები
ბუზღუნს, არამედ სიხარულსა და სიმშვიდეს მოვიპოვებ ტკივილში;
მაგრამ ჩემი საკუთარი ძალებით ვეღარ შევძლებ პრინცესის ხელ-
მეორედ მოპოვებას, რადგან მთელ ჩემს ძალებს უარყოფისთვის ვი-
ყენებ. მაგრამ რწმენის მეშვეობით, ამბობს გასაოცარი რაინდი,
59
რწმენის მეშვეობით მოვიპოვებ მე მას აბსურდის ძალით1. მაგრამ,
ამ მოძრაობის შესრულება მე არ ძალმიძს. როგორც კი ამის გაკე-
თებას დავაპირებ, თავბრუ მეხვევა და უარყოფის ტკივილს ვუბრუნ-
დები. მე შემიძლია ვიტივტივო მყოფობაში, მაგრამ ამ მისტიური
ლივლივისთვის მეტისმეტად მძიმე ვარ. ვიარსებო ისე, რომ ჩემი წი-
ნააღმდეგობა არსებობისადმი მასთან უშესანიშნავესი და ყველაზე
საიმედო ჰარმონიით იყოს გამოხატული, ისეთი რამაა, რისი გაკე-
თებაც მე არ შემიძლია. და მაინც, დიდებული უნდა იყოს პრინცესის
მოპოვება, ამას ვიმეორებ მე ყოველ წამს, ხოლო თვითაღკვეთის
რაინდი, ვინც ასე არ ამბობს, ცრუობს, მას არ ჰქონია ეს ერთადერ-
თი სურვილი, და არ შეუნარჩუნებია სურვილის სიჭაბუკე თავისი
ტკივილით. შესაძლოა ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისთვისაც მოსა-
ხერხებელია, რომ მათი სურვილები აღარ იყოს ცოცხალი, რომ ტკი-
ვილის სიმწვავე დაცხრეს, მაგრამ ასეთი ადამიანი რაინდი აღარ
არის. თავისუფლად შობილი სული, რომელმაც საკუთარი თავი
ასეთ დამოკიდებულებაზე დაიჭირა, შეიძულებს საკუთარ თავს და
ყველაფერს ხელახლა დაიწყებს, უპირველეს ყოვლისა კი არ მის-
ცემს საკუთარ სულს ნებას, მოტყუებული იყოს თავისი თავის მიერ.
და მაინც, დიდებული იქნებოდა პრინცესის მოპოვება, თუმცა მხო-
ლოდ რწმენის რაინდია ბედნიერი, სასრულის კანონიერი მემკვიდ-
რე, როდესაც თვითაღკვეთის რაინდი უცხო და გადამთიელია. ამ-
გვარად, მოიპოვო პრინცესა, მასთან ერთად მხიარულად და ბედ-
ნიერად იცხოვრო ყოველდღე (რადგან ისიც შესაძლებელია, რომ
თვითაღკვეთის რაინდმაც მოიპოვოს პრინცესა, მაგრამ მისი სუ-
ლისთვის ცხადი გახდება მათი მომავალი ბედნიერების შეუძლებ-
ლობა), იცხოვრო მხიარულად და ბედნიერად ყოველ წამს აბსურ-

1კირკეგორის დღიურებში არის ჩანაწერი, დათარიღებული 1843 წლის 17 მაისით:


„რწმენა რომ მქონოდა, რეგინასთან დავრჩებოდი“. Papirer. IV. А 107.
60
დის ძალით, ყოველ წამს უმზირო საყვარელი ადამიანის თავზე და-
კიდებულ მახვილს და მაინც ვერ პოულობდე სიმშვიდეს თვითაღ-
კვეთის ტკივილში, არამედ სიხარულს აბსურდის ძალით - ეს გასაო-
ცარია. ის, ვინც ამას აკეთებს, ერთადერთი დიადი ადამიანია. მასზე
ფიქრი აღელვებს ჩემს სულს, რომელიც არასოდეს ყოფილა ძუნწი
სიდიადის აღტაცებაში.
იმ შემთხვევაში, თუ ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელი, ვინც
არ შეჩერდა რწმენაზე, ჭეშმარიტად არის ადამიანი, რომელმაც გა-
აცნობიერა ცხოვრების საზარლობა, ვინც გაიგო, რას გულისხმობ-
და დაუბი1, როდესაც ამბობდა, რომ ჯარისკაცს, რომელიც მარტო
დგას თავის პოსტზე დატენილი იარაღით ქარიან ღამეს დენთის მა-
ღაზიის გვერდით - შესაძლოა თავში უცნაური აზრები ეწვიოს - იმ
შემთხვევაში, თუ ყველა, ვინც რწმენაზე არ ჩერდება, არის ადამი-
ანი, ვისაც საკმარისი სულიერი ძალა გააჩნია იმის გასაცნობიერებ-
ლად, რომ სურვილი შეუძლებელი იყო, და მისცეს საკუთარ თავს
დრო ფიქრებთან დამარტოხელებისა, თუ ყველა, ვინც რწმენაზე არ
ჩერდება, არის ადამიანი, რომელიც ურიგდება ტკივილს და ურიგ-
დება ტკივილისთვის, თუ ყველა, ვინც არ ჩერდება რწმენაზე, არის
ადამიანი, რომელიც ამის შემდეგ (თუ მას ზემოთქმული არ გაუკე-
თებია, ის არც უნდა სწუხდეს რწმენის შესახებ) - ამის შემდეგ ჩაი-
დენს გასაოცარს, მოიხელთებს მთელ არსებობას აბსურდის ძა-
ლით... მაშინ ის, რასაც მე ვწერ, ჩემს თანამედროვეთა უდიადესი
ხოტბაა მათ შორის უმდაბლესის მიერ, რომელმაც მხოლოდ თვი-
თაღკვეთის მოძრაობა შეძლო. მაგრამ რატომ არ შეჩერდებიან
რწმენაზე, რატომ ამბობენ ხანდახან, რომ ადამიანებს ზოგჯერ
რცხვენიათ იმის აღიარება, რომ რწმენა გააჩნიათ? ამის გაგება მე

1 კარლ დაუბი - XIX საუკუნის ცნობილი გერმანელი თეოლოგი.


61
არ ძალმიძს. ერთხელ მაინც რომ შემეძლოს ამ მოძრაობის შესრუ-
ლება, მაშინ მომავალში მხოლოდ ეტლით ვისეირნებდი.
თუკი მართალია, რომ მთელი ის ფილისტერობა, რასაც ცხოვრე-
ბაში გადავყრივარ (რასაც ვგმობ არა სიტყვით, არამედ საქმით) არ
არის ის, რადაც იგი წარმოგვიდგება - სასწაული ხომ არ არის ეს? ეს
შესაძლებელია, რადგან რწმენის იმ რაინდს გასაოცარი მსგავსება
აქვს ამასთან - რადგან რწმენის ის რაინდი ასევე არ იყო ირონიული
და კომიკური, არამედ იყო რაღაც მეტად ამაღლებული. ჩვენს დრო-
ში ბევრს საუბრობენ ირონიისა და იუმორის შესახებ, განსაკუთრე-
ბით ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნდათ უნარი, პრაქტიკუ-
ლად ყოფილიყვნენ დაკავებული ამ ხელოვნებით, თუმცა, რომლებ-
მაც იციან, თუ როგორ გამოხატონ ყოველივე. ჩემთვის სრულიად
უცხო არ არის ორივე ეს ვნება, მე ოდნავ მეტი ვიცი მათ შესახებ,
ვიდრე გერმანულ ან დანიურ-გერმანულ კომედიებში იპოვით. შესა-
ბამისად, ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ორი ვნება არსებითად გან-
სხვავდება რწმენის ვნებისგან. ირონია და იუმორი საკუთარი თავის
შესახებაც ახდენენ რეფლექსიას, შესაბამისად კი მარადიული თვი-
თაღკვეთის სფეროს ეკუთვნიან, მათი ელასტიურობა იმ ფაქტიდან
გამომდინარეობს, რომ ინდივიდი რეალობის არათანაზომადია.
უკანასკნელი მოძრაობა, რწმენის პარადოქსული მოძრაობა, -
მისი შესრულება არ შემიძლია (თუნდაც ეს იყოს ვალდებულება ან
ნებისმიერი სხვა რამ), მიუხედავად იმისა, რომ მას უდიდესი სიამოვ-
ნებით შევასრულებდი. აქვს თუ არა ადამიანს ასეთი მტკიცების უფ-
ლება, მას უნდა მივანდოთ, ესაა მისი და მარადიული არსების სა-
კითხი, ვინც რწმენის ობიექტს წარმოადგენს, და სწორედ მათ უნდა
გადაწყვიტონ, არსებობს თუ არა აქ ერთობლივი კომპრომისი. ის,
რაც ყველა ადამიანს შეუძლია, ესაა უსასრულო თვითაღკვეთის
მოძრაობა, მე კი ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე ვუწოდებ
62
მხდალს მას, ვინც საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობს იმაში,
რომ მას ეს არ ძალუძს. რწმენასთან მიმართებით საქმე სხვაგვარა-
დაა. მაგრამ ის, რისი გაკეთების უფლება არც ერთ ადამიანს არ
აქვს, ესაა სხვათა იძულება, სწამდეთ, რომ რწმენა არის რაღაც უმ-
ნიშვნელო ან იოლი, როდესაც ის უდიადესი და ურთულესია.
ადამიანები აბრაამის ამბავს განსხვავებულად განმარტავენ
ხოლმე. ისინი ხოტბას ასხამენ უფლის წყალობას, რომელმაც კვლავ
უძღვნა მას ისააკი - ანუ თვლიან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გა-
მოცდა იყო. გამოცდა - ეს სიტყვა შესაძლოა ბევრსაც ნიშნავდეს და
ცოტასაც, თუმცა ყოველივე ისევე სწრაფად სრულდება, როგორც
ითქმება. მავანი ფრთიან რაშს მოაჯდება, მომდევნო წამს ის უკვე
მორიას მთაზეა, იმავ წამს ხედავს კრავს; ადამიანს ავიწყდება, რომ
აბრაამი სახედარზე იჯდა, რომელიც დინჯად მიუყვებოდა გზას, რომ
ის სამ დღეს მიდიოდა, რომ მას დრო დასჭირდა ფიჩხის შესაგრო-
ვებლად, ისააკის შეკვრისა და დანის ასალესად.
და მაინც, ისინი ქებას ასხამენ აბრაამს. მას, ვინც სიტყვით უნდა
გამოვიდეს, მშვენივრად შეუძლია წაძინება გამოსვლამდე თხუთმე-
ტი წუთით ადრე, ხოლო მსმენელმა შესაძლოა ჩათვლიმოს სიტყვის
მოსმენისას, რადგან ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს,
ყოველგვარი მღელვარების გარეშე რომელიმე მხრიდან. თუკი გა-
მოსვლას დაესწრებოდა უძილობით შეპყრობილი ადამიანი, შესაძ-
ლოა მას შინ დაბრუნების შემდეგ, კუთხეში მიმჯდარს, ასე ეფიქრა:
„ეს მხოლოდ წამია, ეს ყველაფერი; წუთი რომ მოიცადო, იხილავ
კრავს, და გამოცდაც დასრულდება“. თუკი ორატორი მას ასეთ
მდგომარეობაში გადაეყრებოდა, ჩემი აზრით ის მას მთელი თავისი
ღირსებით დაუპირისპირდებოდა და ეტყოდა: „ბიწიერო არსებავ,
როგორ შეეძლო შენს სულს ასეთ უგნურებაში შთავარდნა! სასწაუ-
ლი არ არსებობს. მთელი ცხოვრება გამოცდაა!“ იმის შესაბამისად,
63
თუ როგორ იღვრება სიტყვად ორატორი, ის სულ უფრო მეტად ეგ-
ზნება და სულ უფრო მეტად კმაყოფილი ხდება საკუთარი თავით, და
თუმცა სისხლის მოწოლა არ უგრძვნია აბრაამის შესახებ საუბრი-
სას, ახლა კი ხედავს, როგორ ებერება ძარღვები შუბლზე. შესაძლოა
სუნთქვაც შეკვროდა და ენაც დაბმოდა, თუკი ცოდვილი მშვიდად და
ღირსებით უპასუხებდა: „მაგრამ თქვენ ასე იქადაგეთ გასულ კვი-
რას“. ასე რომ, ან დავიწყებას მივცეთ აბრაამი, ან ვისწავლოთ შეშ-
ფოთება იმ ვეებერთელა პარადოქსით, რომელიც აბრაამის ცხოვ-
რების მნიშვნელობას შეადგენს, რათა შეგვეძლოს იმის გაგება,
რომ ჩვენი საუკუნე, ისევე, როგორც ყველა ეპოქა, შესაძლოა სიხა-
რულს განიცდიდეს, თუ მას რწმენა გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ აბ-
რაამი არ არის არარაობა ან მოჩვენება, ან სპექტაკლი, რომლითაც
ადამიანი თავს იქცევს, მაშინ შეცდომა ვერანაირად ვერ იქნება მოქ-
ცეული იმაში, რომ ბიწიერსაც სურს მსგავსად მოქცევა, არამედ არ-
სი იმაშია, დავინახოთ, თუ რაოდენ დიადი იყო აბრაამის ქმედება,
რათა ადამიანმა შეძლოს განსაჯოს, არის თუ არა მოწოდებული და
გაბედული ასეთი გამოცდის გასავლელად. ორატორის ქცევის კო-
მიკური წინააღმდეგობა იმაში მდგომარეობს, რომ მან აბრაამი უსუ-
სურობამდე შეამცირა, იმავდროულად კი დაარწმუნა სხვა, ასევე
ემოქმედა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აბრაამის შესახებ საერთოდ
აღარ უნდა ვისაუბროთ? არ ვფიქრობ ასე. მე რომ მიწევდეს მის შე-
სახებ საუბარი, პირველ რიგში მისი გამოცდის მტკივნეულობას აღ-
ვწერდი. ამ მიზნით მე ვისურვებდი, რომ წურბელას ამოეწოვა მთე-
ლი შიში და ტანჯვა მამის წამებიდან, რათა იმის აღწერა შემძლებო-
და, რაც აბრაამმა განიცადა, როდესაც მას მაინც სწამდა. მე შევახ-
სენებდი აუდიტორიას, რომ მოგზაურობა სამ დღეზე მეტს გრძელდე-
ბოდა, და რომ ეს სამდღენახევარი უსასრულოდ გრძელი იყო იმ
რამდენიმე ათას წელიწადზე, რომელიც მე აბრაამს მაშორებს. შემ-
64
დეგ მე შევახსენებდი, რომ, ჩემი აზრით, ყველა ადამიანს შეუძლია
საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა, სანამ მოქმედებას დაიწყებ-
დეს, და ყოველ წამს ძალუძს მონანიედ დაბრუნდეს უკან. თუ ვინმე
მოიქცევა ასე, მე არ შევუშინდები საფრთხეს, არც ადამიანებში იმ
მიდრეკილების გაღვიძებისა შემეშინდება, რომ აბრაამის მიხედვით
იყვნენ გამოცდილნი. მაგრამ თუ ვინმე აბრაამის იაფფასიან ვერსი-
ას შეარჩევს, და სხვებსაც დაარწმუნებს ასე იმოქმედონ, ეს სასაცი-
ლო იქნება. ახლა კი შევეცდები აბრაამის ამბიდან მისი დიალექტი-
კური შემადგენელი გამოვიტანო, რასაც პრობლემის ფორმით გა-
მოვხატავ, იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ დიდი პარადოქსია რწმე-
ნა, პარადოქსი, რომელსაც ძალუძს მკვლელობა ღმერთისთვის სა-
ამო წმიდა ქმედებად აქციოს, პარადოქსი, რომელიც ისააკს უბრუ-
ნებს აბრაამს, რასაც ვერანაირი აზროვნება ვერ შეძლებს, რადგან
რწმენა ზუსტად იქ იწყება, სადაც აზროვნება წყდება.

65
პრობლემა I: შესაძლებელია თუ არა ეთიკურის ტე-
ლეოლოგიური გაუქმება?

ეთიკური, როგორც ასეთი, ყოვლისმომცველია, ხოლო როგორც


ყოვლისმომცველი, ყველა ადამიანისადმი გამოყენებადია, რაც
სხვაგვარად შეიძლება ისე გამოვთქვათ, რომ ის ყოველ წამს გამოი-
ყენება. ის იმანენტურადაა დავანებული საკუთარ თავში, არაფერი
გააჩნია საკუთარი თავის გარდა, რაც არის მისი ηέλορ1, მაგრამ
ηέλορ-ს წარმოადგენს ყველაფრისთვის, რაც მის გარეთაა, ხოლო
როდესაც ეთიკური ამას თავის თავში იღებს, მას წინსვლა აღარ ძა-
ლუძს. არის რა უშუალოდ განსაზღვრული, როგორც ფიზიკური და
ფსიქიკური, ცალკეული ინდივიდი - ეს არის ინდივიდი, რომელსაც
საკუთარი ηέλορ აქვს ყოვლისმომცველში, ხოლო მისი ეთიკური
ამოცანაა საკუთარი თავის მუდმივად გამოხატვა მასში, საკუთარი
თავისებურების გაუქმება, რათა ყოვლისმომცველად იქცეს. რო-
გორც კი ინდივიდი საკუთარ თავს თავისებურებაში ამტკიცებს ყოვ-
ლისმომცველის წინაშე, ის სცოდავს, და მხოლოდ ამის აღიარებით
ძალუძს მას კვლავ მორიგება ყოვლისმომცველთან. როცა კი ყოვ-
ლისმომცველში შეღწევის შემდეგ ინდივიდი განიცდის ბიძგს, დაამ-
კვიდროს საკუთარი თავი, როგორც განსაკუთრებული, ის ცდუნება-
შია2, საიდანაც თავის დაღწევა მას შეუძლია მხოლოდ საკუთარი თა-
ვის მონანიედ დატოვებით, როგორც კერძოსი ყოვლისმომცველში.
ეს რომ ყველაზე ამაღლებული იყოს მათ შორის, რისი თქმაც ადა-
მიანისა და მისი არსებობის შესახებ შეიძლება, მაშინ ეთიკურს იგი-
ვე ხასიათი ექნებოდა, როგორც ადამიანის მარადიულ ნეტარებას,

1(ბერძ.) მიზანი.
2Anfaegtelse (დან.) - „ცდუნება“, როგორც სულიერი გამოცდა, მდგარი ინდივიდის
წინაშე.
66
რაც მთელს მარადიულობასა და ყოველ წამს არის მისი ηέλορ, რად-
გან წინააღმდეგობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ის შეგვიძლია უარ-
ვყოთ (ტელეოლოგიურად აღმოვფხვრათ), რადგან მისი უარყოფა
უმალ მისი განადგურებაა, როდესაც სიტყვის სხვა გაგებით, ის, რაც
უარყოფილია, არ ნადგურდება, არამედ იმ უმაღლესშია შენახული,
რაც არის ηέλορ.
თუკი ეს ყველაფერი ასეა, მაშინ მართალია ჰეგელი, როდესაც
„სამართლის ფილოსოფიის“ მეორე ნაწილში („სიკეთე და სინდი-
სი“), ადამიანს ახასიათებს, როგორც მხოლოდ ცალკეულ ინდივიდს
და განიხილავს მას „ბოროტების მორალურ ფორმად“, რაც ამოღე-
ბულ უნდა იქნას მორალის ტელეოლოგიიდან, ასე რომ, ინდივიდი,
რომელიც ამ საფეხურზე რჩება, ან სცოდავს, ან ცდუნებულია. მე-
ორეს მხრივ, ჰეგელი ცდება, როდესაც რწმენის შესახებ საუბრობს,
ცდება, როდესაც ხმამაღლა და ცხადად არ აპროტესტებს ფაქტს,
რომ აბრაამი ხარობს პატივითა და დიდებით, რომელიც მას რწმე-
ნის პატრიარქის სახით ერგო, როდესაც ის დევნილი და დასჯილი
უნდა იყოს, ვითარცა მკვლელი1. რადგან, რწმენაა სწორედ ის პარა-
დოქსი, რომ ცალკეული უფრო მაღალია, ვიდრე ყოვლისმომცველი,
- თუმცა, უნდა აღინიშნოს, იმგვარად, რომ მოძრაობა მეორდება, შე-
საბამისად კი ინდივიდი, მას შემდეგ, რაც ყოვლისმომცველის ნაწი-
ლი იყო, ახლა ცალკეულის სახით საკუთარი თავის იზოლირებას ახ-
დენს, როგორც ყოვლისმომცველზე მაღლა მდგომი. რომ არა რწმე-
ნა, აბრაამი დაიღუპებოდა, მაშინ რწმენა არასოდეს ყოფილა ამ-
ქვეყნად... იმიტომ, რომ ის მუდამ არსებობდა. რადგან, თუ ეთიკური

1 საინტერესოა, რომ ჰეგელის ადრეულ ნაშრომებში, რომლებიც მხოლოდ 1906


წელს გამოქვეყნდა (Hegel . Theologische Jugendschriften. Tübingen, 1906), აბ-
რაამი სწორედ მკვლელისა და დამნაშავის სახითაა აღწერილი, რის შესახებ, კირ-
კეგორს, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა რაიმე სცოდნოდა.
67
(ანუ მორალური) ყველაზე მაღლა დგას, ხოლო ადამიანში არაფერი
დარჩა არათანაზომადი, გარდა იმისა, რაც ბოროტებითაა (ანუ ცალ-
კეული, რაც ყოვლისმომცველში უნდა იქნას გამოხატული), მაშინ
ადამიანს სხვა კატეგორია აღარ სჭირდება, გარდა იმისა, ბერძნებმა
რომ მოიპოვეს ან რაც თანმიმდევრული გააზრების გზით შეიძლება
გამოტანილი იქნას იქიდან. ჰეგელს ეს ფაქტი არ უნდა მიეჩუმათე-
ბინა, რადგან მისთვის ცნობილი იყო ბერძენთა ნააზრევი. არცთუ
იშვიათად ადამიანებისგან, რომლებიც ტექსტებში ჩაკარგვას გაურ-
ბიან, შესაძლოა ისეთი ფრაზები გავიგონოთ, როგორიცაა ის, რომ
ქრისტიანობას შუქი ასხოვოსნებს, როდესაც წარმართობა ბნელი-
თაა მოცული. ასეთი გამოთქმა ყოველთვის უცნაურად მეჩვენებო-
და, იმდენად, რამდენადაც ყველა ღრმა მოაზროვნე და ყველა სე-
რიოზული ხელოვანი დღევანდელ დღესაც კი განახლებას პოუ-
ლობს ბერძენი ერის მარადიულ სიყმაწვილეში. მსგავსი გამოთქმა
შესაძლოა ახსნილ იქნას იმ მოსაზრებით, რომ ადამიანებმა არ
იციან, რა თქვან, და იციან მხოლოდ ის, რომ რაღაც უნდა თქვან.
სავსებით მართებულია იმის თქმა, რომ წარმართობაში არ არის
რწმენა, მაგრამ თუ ამით რაღაცის თქმაა საჭირო, ადამიანი ოდნავ
უფრო ცხადად უნდა განმარტავდეს, თუ რას გულისხმობს რწმენის
ქვეშ, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში კვლავ მხოლოდ ფრაზე-
ბი შეგვრჩება ხელთ. იოლია არსებობისა და რწმენის სრულად გან-
მარტება რწმენის შესახებ რაიმე წარმოდგენის გარეშე, ასეთი ადა-
მიანი კი ყველაზე ცუდ გათვლას არ აკეთებს, როდესაც იმედი აქვს
ასეთი განმარტებით აღტაცებისა; რადგან, როგორც ბუალო იტყო-
და: „un sot trouve toujours un plus sot qui l’admire“1. რწმენა არის
სწორედ ისეთი პარადოქსი, რომ ცალკეული ინდივიდი უნვიერსა-

1 „ბრიყვი ყოველთვის იპოვის თავისზე ბრიყვს, რომელიც მისით აღტაცებაში მოვა“


- ნ. ბუალო, „პოეზიის ხელოვნება“ (Boileau N . L'art poétique. 1674. I. 232).
68
ლურზე მაღლა დგას, გამართლებულია მის წინაშე, და არა მორჩი-
ლია, არამედ მბრძანებელი, - თუმცა კი, უნდა აღინიშნოს, იმგვა-
რად, რომ სწორედ ცალკეული ინდივიდია ის, ვინც, იყო რა დაქვემ-
დებარებული ყოვლისმომცველს, როგორც ცალკეული, ახლა ყოვ-
ლისმომცველის მეშვეობით იქცევა ინდივიდად, რომელიც, რო-
გორც ცალკეული, აღემატება ყოვლისმომცველს, რადგან ინდივი-
დი, როგორც ცალკეული, აბსოლუტურ დამოკიდებულებაში იმყო-
ფება აბსოლუტთან. ამ პოზიციის მედიაცია ვერ მოხდება, რადგან
ყოველგვარი მედიაცია1 ყოვლისმომცველის წყალობით ხდება; ის
არის და რჩება მარადიულ პარადოქსად, რაც აზრისათვის მიუწვდო-
მელია. და მაინც, რწმენა პარადოქსია, - ან (ეს გახლავთ ლოგიკური
დასკვნა, რასაც, მკითხველს ვთხოვდი, გამუდმებით შეენარჩუნები-
ნა in mente2, რადგან ჩემთვის მეტისმეტად რთული იქნება ყოველ
ჯერზე ამის შეხსენება) - ან რწმენა არასოდეს არსებულა... ზუსტად
იმიტომ, რომ ის მუდამ არსებობდა. სხვა სიტყვებით, აბრაამი დაღუ-
პულია. მართალია, რომ ცალკეულ ინდივიდს ეს პარადოქსი შესაძ-
ლოა ცდუნებაში შეეშალოს, მაგრამ ამ მიზეზით ის არ უნდა დავფა-
როთ. მართალია, რომ მრავალი ადამიანის კონსტიტუციისთვის შე-
საძლოა ეს პარადოქსი განმზიდველი იყოს, მაგრამ ამ მიზეზით
რწმენა არ უნდა ვაქციოთ რაღაც განსხვავებულად, რათა მას დავე-
უფლოთ, არამედ უმალ ვაღიაროთ, რომ რწმენა არ გაგვაჩნია. რო-

1 თვით „მედიაციის“ ცნება აქ მეორედ გვხვდება, თუმცა პირველად კირკეგორი მას


გვთავაზობს ერთგვარ მთლიან კონცეფციასთან კავშირში, თვლის რა, რომ უადგი-
ლო არ არის მისი გამოყენება ჰეგელის რიგი იდეების განხილვისას. მთლიანობაში
„მედიაცია“ ჰეგელის მოძღვრებაში წარმოადგენს წინააღმდეგობათა გადალახვას
მათი ჩართვით უფრო მაღალი თანრიგის კონცეპტუალურ ნაგებობებში. მაგალი-
თად, „საზოგადოებრივ სარგებლობასა“ და „პირად თავისუფლებას“ შორის წინა-
აღმდეგობა წყდება (ანუ მისი „მედიაცია“ ხდება) იმის გაგების წყალობით, რომ თა-
ვისუფლება საბოლოოდ ამ სარგებლობას ეყრდნობა.
2 (ფრ.) ცნობიერებაში.

69
დესაც ისინი, ვინც ფლობს რწმენას, კონკრეტული კრიტერიუმების
ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდნენ ცდუნებისგან პარადოქსის გან-
სხვავებისათვის.
აბრაამის ისტორია ეთიკურის ასეთ ტელეოლოგიურ გაუქმებას
გულისხმობს. არ არსებულა ჭკვიანი თავებისა და ფუნდამენტურ
მეცნიერთა დეფიციტი, ვისაც შესაბამისი ანალოგიები მოუძებნია.
მათი სიბრძნე იმ კოხტა ვარაუდიდან იღებს სათავეს, რომ საფუძ-
ველში - ყველაფერი ერთნაირია. თუკი უფრო ახლოდან დავაკვირ-
დებით, ეჭვი არ არის, რომ სამყაროში ერთ ანალოგიასაც ვერ ვნა-
ხავთ (გარდა გვიანდელისა, რომელიც არაფერს ამტკიცებს), რად-
გან ერთი რამ არის მყარი და უცვლელი. კერძოდ კი ის, რომ აბრაა-
მი არის რწმენა, და რომ რწმენა, ჩვეულებრივ, მასშია გამოხატული,
ვისი ცხოვრებაც გასააზრებლად ყველაზე პარადოქსული კი არ
არის, არამედ იმდენად პარადოქსულია, რომ მისი გააზრება უბრა-
ლოდ შეუძლებელია. ის აბსურდის ძალით მოქმედებს, რადგან უკი-
დურესად აბსურდულია ის, რომ ის, როგორც ცალკეული, ყოვლის-
მომცველზე მაღლა დგას. ამ პარადოქსის მედიაცია შეუძლებელია;
რადგან, როგორც კი ამას დაიწყებს, მყისიერად უნდა აღიაროს,
რომ ის ცდუნებაშია, ხოლო თუ ეს ასეა, ის ვერასოდეს მივა ისააკის
მსხვერპლად შეწირვის წერტილამდე, ან, თუკი უკვე შესწირა ისააკი,
მონანიედ უნდა დაუბრუნდეს ყოვლისმომცველს. აბსურდის ძალით
მოიპოვებს ის ისააკს ხელახლა. შესაბამისად, აბრაამი არცერთი გა-
გებით არ არის ტრაგიკული გმირი, ის უმალ მკვლელი ან მორწმუ-
ნეა. შუალედური საფეხური, რომელმაც ტრაგიკული გმირი უნდა იხ-
სნას, აბრაამს არ გააჩნია. ამგვარად, მე ძალმიძს ტრაგიკული გმი-
რის გაგება, მაგრამ არ შემიძლია გავუგო აბრაამს, თუმცა გარკვეუ-
ლი შლეგური აზრით მე მისით მეტად ვარ აღტაცებული, ვიდრე ნე-
ბისმიერი სხვა ადამიანით.
70
ისააკისადმი აბრაამის დამოკიდებულება, ეთიკური გაგებით, ერ-
თობ მარტივად გამოიხატება იმის თქმით, რომ მამას თავისი ძე სა-
კუთარ თავზე მეტად უნდა უყვარდეს. თუმცა თავისი მოქმედების
სფეროში ეთიკურს გარკვეული გრადაციები აქვს. მოდით გავარკვი-
ოთ, არის თუ არა ამ ამბავში ეთიკურის უფრო ამაღლებული გამოვ-
ლინება, რამაც შეიძლება ეთიკურად განმარტოს მისი მოქმედება,
ეთიკურად გაამართლოს ძის მიმართ ეთიკური ვალდებულების გა-
უქმება, არ გავცდებით რა ამ დროს ეთიკურის ტელეოლოგიას.
როდესაც წამოწყება, რომელზეც მთელი ერი ზრუნავს, უეცრად
შეჩერებული აღმოჩნდება, როდესაც იგი ემხობა ზეცის გულისწყრო-
მის შედეგად, როდესაც განრისხებული ღვთაება ისეთ სიმშვიდეს
ჰფენს, რომ ამით ყველა ძალისხმევა გაქილიკებულია, როდესაც წი-
ნასწარმეტყველი ასრულებს თავის მძიმე ამოცანას და აცხადებს,
რომ ღვთაება ახალგაზრდა ქალწულს მოითხოვს მსხვერპლად - მა-
შინ ასრულებს მამა გმირულ მსხვერპლშეწირვას. ის სულგრძელად
ფარავს თავის ტკივილს, თუმცა კი შესაძლოა ჰქონოდა სურვილი,
ყოფილიყო „მდაბალი ადამიანი, ვისაც ცრემლის უფლება აქვს“1, და
არა მეფე, რომელიც მეფურად იქცევა. და მიუხედავად იმისა, რომ
მარტოსული ტკივილი იჭრება მის გულში, მას მხოლოდ სამი სანდო
ადამიანი ჰყავს, თუმცა მალე მთელი ერი შეიტყობს მისი ტკივილის
შესახებ, მაგრამ ასევე მისი გმირობის შესახებაც, რადგან ყველას
სიკეთისთვის მას საკუთარი ქალიშვილის, საყვარელი ქალწულის
მსხვერპლად შეწირვა სურს. ო, მომხიბვლელი მკერდი! ო, მშვენიე-
რი ღაწვები! ო, ოქროს თმები! (ლექსი 687). ქალიშვილი განგმი-
რავს მას თავისი ცრემლით, ის კი სახეს შეაქცევს, მაგრამ გმირი და-
ნას იშიშვლებს. ხოლო როდესაც ეს ამბავი წინაპართა სახლს მიაღ-

1 „იფიგენია ავლიდში“, ლექსი 448, სადაც აგამემნონი იმის შესახებ საუბრობს, რომ

ბედნიერია ის, ვინც დაბალ ფენებში გაჩნდა, რადგან მისთვის ცრემლი დასაშვებია.
71
წევს, მაშინ გაწითლდებიან საბერძნეთის ქალწულები აღმაფრენის-
გან, ხოლო თუ ქალიშვილი დანიშნული იყო, მისი საქმრო არ გან-
რისხდება, არამედ ამაყი შეიქნება სასიმამროს ქმედებით, რადგან
ქალწული მასთან მეტად გრძნობითი კავშირით იყო შეკრული, ვიდ-
რე მამასთან. როდესაც უშიშარი მსაჯული, რომელმაც ისრაელი გა-
ჭირვების ჟამს იხსნა, ერთი ამოსუნთქვით შეკრავს საკუთარ თავსა
და ღმერთს ერთი და იმავე ფიცით, მაშინ ის ჰეროიკულად შეცვლის
ახალგაზრდა ქალწულის ზეიმს, საყვარელი ქალიშვილის სიხა-
რულს ნაღველით, მასთან ერთად კი მთელი ისრაელი დაიტირებს
მის ქალწულებრივ ახალგაზრდობას; მაგრამ ყოველი თავისუფლად
შობილი მამაკაცი გაუგებს, და ყოველი გულმაგარი ქალი აღფთო-
ვანდება იფთახით1, და ისრაელის ყოველი ქალწული ისურვებს ისე
იმოქმედოს, როგორც მისმა ქალიშვილმა. რადგან, რა იქნებოდა
სასიკეთო იმაში, თუკი იფთახი გაიმარჯვებდა ფიცის მიზეზით, მაგ-
რამ არ დაიცავდა მას? ნუთუ არ წაერთმეოდა გამარჯვება ერს?

1იხ. მსაჯულნი, 11:30-40. „30. ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდე-
ბინებ ყამონიანებს, როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგე-
ბება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.
წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი. სასტი-
კად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ- კერამიმამ-
დე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში
და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის
გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი. როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და
თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე
გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას. უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი
ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა
სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს. უთხრა მამას: ოღონდ
ერთი რამ შემისრულე: ორი თვით გამიშვი, წავალ, მთაში ავალ და ჩემს დობილებ-
თან ერთად გამოვიტირებ ჩემს ყმაწვილქალობას. უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა,
წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილქა-
ლობა. ორი თვის შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღ-
თქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია“.
72
როდესაც ძე ივიწყებს თავის ვალდებულებას, როდესაც სახელ-
მწიფო მამას სამართლიანობის მახვილს გადასცემს, როდესაც კა-
ნონი სასჯელს მოითხოვს მამის ხელით, მაშინ ივიწყებს მამა გმირუ-
ლად, რომ დამნაშავე მისი ძეა, ის სულგრძელად ფარავს თავის ტკი-
ვილს, მაგრამ ერთი ადამიანიც არ იარსებებს, არც ერთი ძე, ვინც
აღტაცებაში არ იქნება მამისგან, ხოლო ყოველ ჯერზე, როდესაც
რომის კანონის განმარტება ხდება, უნდა გავიხსენოთ, რომ მრა-
ვალს განუმარტავს იგი განსწავლულად, მაგრამ არავის - ისეთი სი-
დიადით, ვითარცა ბრუტუსს1. თუკი, მეორეს მხრივ, სანამ ზურგის
ქარი მიაქანებდა ფლოტს თავისი მიზნისკენ, აგამემნონი მაცნეს
გაგზავნიდა იფიგენიას მოსაყვანად, რათა მსხვერპლად შეეწირა
იგი; თუკი იფთახი, თავისუფალი ყოველგვარი ფიცისაგან, რომელ-
საც ერის ბედი უნდა გადაეწყვიტა, ეტყოდა თავის ქალიშვილს: „დაი-
ტირე შენი ქალწულობა ორი თვის განმავლობაში, რადგან მსხვერ-
პლად უნდა შეგწირო“; ბრუტუსს რომ მართალი შვილი ჰყოლოდა
და მაინც ებრძანებინა ლიქტორებისთვის მისი სიკვდილით დასჯა -
ვინ გაუგებდა მათ? თუკი ეს სამი ადამიანი უპასუხებდა კითხვას, თუ
რატომ მოიქცა ასე: „ეს არის ჩვენი გამოცდა“ - ნუთუ უკეთ გაუგებ-
დნენ მათ ადამიანები? როდესაც აგამემნონი, იფთახი და ბრუტუსი
გადამწყვეტ მომენტში ჰეროიკულად უმკლავდებიან ტკივილს, ჰე-
როიკულად ჰკარგავენ საყვარელ ადამიანებს და მხოლოდ გარეგ-
ნული მსხვერპლშეწირვაღა უნდა შეასრულონ, არ იარსებებს დედა-
მიწის ზურგზე კეთილშობილი სული, რომელიც თანაგრძნობის
ცრემლს არ დაღვრის მათი ტკივილისათვის და მათი გმირობით აღ-
ტაცებისგან. მაგრამ თუ, მეორეს მხრივ, ეს სამი ადამიანი გადამ-

1ბრუტუსი რომის პირველი კონსული იყო (85-42 ჩვ. წ.ა.), ვინც ორი საკუთარი ვაჟი
დასაჯა სიკვდილით იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელნი ტარკვინიუსის ძალაუფლე-
ბის აღდგენას ცდილობდნენ.
73
წყვეტ მომენტში გმირულ ქმედებას შემდეგ სიტყვებს დაურთავდა:
„თუმცა, ეს არ მოხდება“, - ვინ გაუგებდა მაშინ მათ? თუკი განმარ-
ტების სახით დაურთავდნენ: „ჩვენ ეს აბსურდის ძალით გვწამს“, -
ვინ გაუგებდა მათ უკეთ? რადგან, ვინ ვერ გაიგებდა იოლად, რომ ეს
მართლაც აბსურდია, მაგრამ ვინ გაიგებდა, რომ ამის რწმენა შეიძ-
ლება? ტრაგიკულ გმირსა და აბრაამს შორის სხვაობა ცხადია. ტრა-
გიკული გმირი ეთიკურის საზღვრებში რჩება. ის ნებას რთავს ეთი-
კურის ერთ გამოხატულებას, იპოვოს თავისი ηέλορ ეთიკურის მეტად
ამაღლებულ გამოხატულებაში; ეთიკური დამოკიდებულება მამასა
და ძეს შორის, ან ქალიშვილსა და მამას შორის, მას დაჰყავს გრძნო-
ბაზე, რომლის დიალექტიკა მორალურობის იდეასთან დამოკიდე-
ბულებაში მდგომარეობს. აქ კითხვაც კი არ შეიძლება დაისვას
თვით ეთიკურობის ტელეოლოგიური გაუქმების შესახებ.
აბრაამის შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია. თავისი
ქმედებით მან მთლიანად გადააბიჯა ეთიკურს და უფრო ამაღლე-
ბულ ηέλορ-ს დაეუფლა მის მიღმა, რომელთან დამოკიდებულებაში
მან გააუქმა ეთიკური. რადგან, ერთობ მაინტერესებს, როგორ შეიძ-
ლება აბრაამის ქმედების დაკავშირება ყოვლისმომცველთან, და
საერთოდ შესაძლებელია თუ არა რაიმე კავშირის აღმოჩენა აბრაა-
მის ქმედებასა და ყოვლისმომცველს შორის... გარდა იმ ფაქტისა,
რომ მან გადააბიჯა უნივესალურს. ეს არ მომხდარა ხალხის სახსნე-
ლად, არც სახელმწიფოს იდეის მხარდასაჭერად, და არც განრისხე-
ბულ ღვთაებათა გულის მოსალბობად. თუკი საერთოდ შესაძლებე-
ლია, წარმოშობილიყო კითხვა ღვთაებათა რისხვის შესახებ, ასეთი
რისხვა მხოლოდ აბრაამის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, ხო-
ლო აბრაამის ქმედებას არაფერი აქვს საერთო ყოვლისმომცველ-
თან, ეს წმინდა წყლის კერძო საქმეა. შესაბამისად, თუ ტრაგიკული
გმირი დიადი თავისი მორალური ღირსების წყალობით არის, აბ-
74
რაამი დიადია წმინდად პირადი ღირსების წყალობით. აბრაამის
ცხოვრებაში არ არსებობს ეთიკურის მეტად ამაღლებული გამოხა-
ტულება, ვიდრე ის, რომ მამას საკუთარი ძე უნდა უყვარდეს. ეთიკუ-
რობის შესახებ, მორალის აზრით, მოცემულ შემთხვევაში კითხვაც
კი არ არსებობს. რამდენადაც ყოვლისმომცველი აქ საერთოდ მყო-
ფობს, ის დაფარულია ისააკში, მის წიაღში, და ისააკის ბაგეთაგან
უნდა ამბობდეს: „არ გააკეთო! ყველაფერს დაღუპავ!“
მაშ რატომ აკეთებს აბრაამი ამას? ღმერთისათვის და (რაც იგი-
ვეა) საკუთარი თავისთვის. მან გააკეთა ეს ღმერთისთვის, რადგან
ღმერთმა მისგან რწმენის დასტური მოითხოვა; ხოლო საკუთარი
თავისთვის მან ეს გააკეთა, რათა საბუთი წარმოედგინა. ამ ორი
თვალსაზრისის ერთიანობის საუკეთესო გამოხატულებაა სიტყვა,
რომელიც მუდამჟამს გამოიყენებოდა ამ სიტუაციის დასახასიათებ-
ლად: ეს გამოცდაა, ცდუნებაა. ცდუნება - რას ნიშნავს იგი? ადამიანს
ჩვეულებრივ ის აცდუნებს, რაც ვალდებულების შესრულებაში უშ-
ლის ხელს, მაგრამ ამ შემთხვევაში თვით ეთიკურია ცდუნება... რა-
მაც მას შესაძლოა ღმერთის ნება არ აღასრულებინოს. ასეთ შემ-
თხვევაში, რა არის ვალდებულება? ვალდებულება - ღმერთის ნების
ზუსტი გამოხატულებაა. აქ ჩნდება ახალი კატეგორიის შემოტანის
აუცილებლობა, თუკი აბრაამის გაგება გვსურს. ღვთაებისადმი
მსგავსი დამოკიდებულება წარმართობისთვის უცნობი იყო. ტრაგი-
კული გმირი კერძო ურთიერთობებს არ ამყარებს ღვთაებასთან,
მაგრამ მისთვის ეთიკური - ღვთაებრივია, შესაბამისად, ამ სიტუ-
აციაში მოქცეული პარადოქსის მედიაცია ყოვლისმომცველში შეიძ-
ლება. აბრაამის მედიაცია შეუძლებელია, ხოლო იგივე შეგვიძლია
გამოვხატოთ სიტყვებით, თუ ვიტყვით, რომ მას არ შეუძლია საუბა-
რი. სანამ მე ვსაუბრობ, მე ყოვლისმომცველს გამოვხატავ, ხოლო
თუ ასე არ ვაკეთებ, მე ვერავინ გამიგებს. შესაბამისად, თუკი აბრა-
75
ამს სურს, რომ საკუთარი თავი ყოვლისმომცველის ცნებებით გამო-
ხატოს, მან უნდა თქვას, რომ ის ცდუნების მდგომარეობაში იმყოფე-
ბა, რადგან მას არ გააჩნია მეტად ამაღლებული გამოხატულება
ყოვლისმომცველისთვის, რომელიც დგას ყოვლისმომცველზე მაღ-
ლა, რომელსაც ის გადააბიჯებს. შესაბამისად, თუმცა კი აბრაამი
ჩემს აღტაცებას იწვევს, იმავდროულად ის მზარავს კიდეც. ისაა ადა-
მიანი, ვინც უარყოფს და მსხვერპლად წირავს საკუთარ თავს ვალ-
დებულებისთვის, უარს ამბობს სასრულზე უსასრულოს მოსახელ-
თებლად, ასეთი ადამიანი კი ერთობ უზრუნველყოფილია; ტრაგიკუ-
ლი გმირი სწირავს საიმედოს მეტად საიმედოსთვის, დამკვირვებ-
ლის თვალები კი მშვიდადაა დავანებული მასზე. მაგრამ ის, ვინც
ყოვლისმომცველს სწირავს, რათა კიდევ უფრო ამაღლებული მო-
იხელთოს, რაც არ არის ყოვლისმომცველი - ის რას აკეთებს? არის
შესაძლებელი, რომ ეს იყოს რაიმე, განსხვავებული ცდუნებისგან?
ხოლო თუ ეს შესაძლებელია... მაგრამ ადამიანი შეცდა - რა იხსნის
მას? ის ტრაგიკული გმირის მთელ ტკივილს განიცდის, მას ნულამდე
დაჰყავს სიხარული ამ სამყაროში, უარს ამბობს ყველაფერზე... და
შესაძლოა იმავდროულად უარს ამბობდეს იმ ამაღლებულ სიხა-
რულზე, რაც მისთვის იმდენად ძვირფასი იყო, რომ მას ნებისმიერ
ფასად შეიძენდა. მას ვერ გაუგებს ის, ვინც აკვირდება, და ვერც მისი
მზერა დაივანებს მასზე მშვიდად. იქნებ იმის გაკეთება არც იყოს შე-
საძლებელი, რასაც მორწმუნე აპირებს, რადგან ეს მართლაც წარ-
მოუდგენელია. ან, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ ადამიანმა მცდა-
რად გაიგო ღვთაებისა - რა იხსნის მას? ტრაგიკულ გმირს ცრემლი
ესაჭიროება და მოითხოვას მას, ხოლო სად არის მოშურნე თვალი,
რომელიც იმდენად დაშრეტილია, რომ არ ძალუძს აგამემნონთან
ერთად ცრემლის ღვრა; და სად არის ადამიანი, რომელიც იმდენა-
დაა ჩავარდნილი საგონებელში, რომ აბრაამის დატირებას განიზ-
76
რახავს? ტრაგიკული გმირი თავის საქმეს ასრულებს დროის კონ-
კრეტულ მომენტში, მაგრამ დროის მსვლელობაში მას არანაკლებ
მნიშვნელოვანის გაკეთება უწევს: ის ესტუმრება ადამიანს, ვისი სუ-
ლიც ნაღველითაა მოცული, ვისი მკერდიც ვეღარ სუნთქავს გოდე-
ბისა გამო, ვისი ფიქრებიც ცრემლითაა გაჟღენთილი და დამძიმებუ-
ლი, მას ეჩვენება ის, ხსნის მას მწუხარების ჯადოს, ასუსტებს მჭიდ-
რო კორსეტს, აფრქვევს ცრემლს, რითიც საშუალებას აძლევს ტან-
ჯულს, დაივიწყოს საკუთარი ტკივილი. შეუძლებელია აბრაამის და-
ტირება. ადამიანი მას უახლოვდება horror religiosus1-ით, როგორც
ისრაელის ხალხი უახლოვდებოდა სინაის მთას. მაშინ, თუ ადამი-
ანი, რომელიც მორიას მთაზე ადის, რომლის მწვერვალი ცად არის
აზიდული აულიის დაბლობზე, თუკი ის სომნამბულისტი არ არის,
რომელიც უსაფრთხოდ დაიარება უფსკრულის კიდეზე, მაშინ რო-
დესაც ის, ვინც მთის ძირში დგას, შიშისგან აკანკალებული შეჰყუ-
რებს, და პატივისცემის გამოისობით ვერ ბედავს მის დაძახებას, - თუ
ამ ადამიანს დაებნა გონება, თუკი მან დაუშვა შეცდომა?! მადლობა
და კიდევ ერთხელ მადლობა მას, ვინც ადამიანს, რომელიც ცხოვ-
რებისეულმა მწუხარებამ შეაკრთო და გააშიშვლა, ლეღვის ფო-
თოლს სთავაზობს მისი უბედურების დასაფარად. მადლობა შენ, დი-
ადო შექსპირო, რომელმაც შეძელი ყველაფერი გამოგეხატა, აბსო-
ლუტურად ყველაფერი, ისე, როგორც არის, და მაინც - რატომ არა-
სოდეს გამოგითქვამს ეს ტკივილი? იქნებ საკუთარი თავისთვის და-
იტოვე, ვითარცა ის შეყვარებული, რომლის სახელის ხსენება გა-
უსაძლისია მთელი სამყაროს წინაშე? რადგან, პოეტი მოიპოვებს
სიტყვათა ძალაუფლებას, ძალაუფლებას სხვათა ყველა საზარელი
საიდუმლოს გამოთქმისა, რის საფასურს ერთი პატარა საიდუმლო

1 (ლათ.) წმიდა შიში.


77
წარმოადგენს, რომელსაც ის ვერ გამოთქვამს... პოეტი არ არის მო-
ციქული, ის ეშმაკებს მხოლოდ ეშმაკთა ძალით განდევნის.
მაგრამ ახლა, როდესაც ეთიკური ტელეოლოგიურადაა გაუქმე-
ბული, როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა, ვისშიც არის იგი გაუქმე-
ბული? ის არსებობს როგორც კერძო, საპირისპიროდ ყოვლისმომ-
ცველისა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის სცოდავს? რადგან ესაა ფორმა
ცოდვისა, რომელიც იდეაში მოჩანს, მსგავსად ჩვილისა, რომელიც,
თუმცაღა, არ სცოდავს, რადგან ის ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თა-
ვის არსებობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი არსებობა, იდეური
განხილვისას, ცოდვაა, ეთიკური კი ყოველ წამს წარუდგენს მას თა-
ვის მოთხოვნებს. თუკი ვინმე უარყოფს, რომ ეს ფორმა შესაძლოა
[ზრდასრულში] იმგვარად იქნას გამეორებული, რომ ის ცოდვა
აღარ იქნება, მაშინ აბრაამისთვის განაჩენი გამოტანილია. მაშ, რო-
გორღა არსებობდა აბრაამი? მას სწამდა. ეს არის პარადოქსი, რო-
მელიც მას ზღვარზე აკავებს და რომელსაც ვერც ერთ ადამიანს ვერ
აუხსნის, რადგან პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ის, რო-
გორც ინდივიდი, საკუთარ თავს აბსოლუტისადმი აბსოლუტურ და-
მოკიდებულებაში აყენებს. მართლდება თუ არა ის? მისი გამარ-
თლება კიდევ ერთი პარადოქსია; რადგან, თუ ის მართლდება, ეს
ხდება არა რაიმე ყოვლისმომცველის, არამედ ცალკეული ინდივი-
დის სახით მყოფობის ძალით.
როგორღა იყოს ადამიანი დარწმუნებული, რომ ის გამართლდე-
ბა? საკმაოდ იოლია მთელი არსებობის დაყვანა სახელმწიფოს ან
საზოგადოების იდეამდე. თუკი ადამიანი ამას გააკეთებს, ის მედი-
აციასაც იოლად შეძლებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი სა-
ერთოდ ვერ შეხვდება იმ პარადოქსს, რომ ინდივიდი, როგორც ინ-
დივიდი, უფრო მაღალია, ვიდრე ყოვლისმომცველი - რაც მე ზუსტად
შემიძლია ასევე პითაგორას თეზისით გადმოვცე, რომ კენტი რიც-
78
ხვები მეტად სრულყოფილია, ვიდრე ლუწი. თუკი ჩვენს დროში ვინ-
მე დროდადრო გაიგონებს არგუმენტს, რომელსაც პარადოქსთან
აქვს დამოკიდებულება, ის ასეთი იქნება: „ეს შედეგით უნდა შეფას-
დეს“. გმირი, რომელიც ζκάνδαλο1-ად იქცა თავისი თანამედროვეე-
ბისთვის, რადგან ეს უკანასკნელნი აცნობიერებენ, რომ ის არის პა-
რადოქსი, რომელიც საკუთარ თავს გასაგებად ვერ აქცევს, შეჰღა-
ღადებს საკუთარ თაობას: „შედეგი ჭეშმარიტად დაასაბუთებს, რომ
მე გამართლებული ვარ“. ჩვენს დროში ასეთი ღაღადისი უკიდურე-
სად იშვიათად გვესმის, რადგან ჩვენი საუკუნე, მისდა სამწუხაროდ,
ვერ შობს გმირებს, თუმცა ის დადებითიც ახლავს, რომ მცირე რა-
ოდენობის კარიკატურებს ქმნის. საკმარისია ჩვენს საუკუნეში ადა-
მიანმა გაიგონოს: „ეს შედეგის მიხედვით უნდა შეფასდეს“, რომ
ადამიანისთვის მყისვე ხდება ცხადი, თუ ვისთან საუბრის პატივი
ხვდა წილად. ამგვარად მოსაუბრენი მრავალრიცხოვან ტომს წარ-
მოადგენენ, ვისაც მე საერთო სახელს - დოცენტს - ვუწოდებ. ისინი
უსაფრთხოდ არსებობენ თავის ფიქრებში, ისინი მყარ ნიადაგზე
დგანან და ნათელი პერსპექტივა აქვთ კარგად ორგანიზებულ სა-
ხელმწიფოში, მათ საუკუნეები და ათასწლეულებიც კი აშორებს არ-
სებობის ძვრებს, ისინი აღარ შიშობენ, რომ მსგავსი რამ შესაძლოა
განმეორდეს - რადგან, რას იტყვიან ამაზე პოლიცია და გაზეთები?!
მათი ცხოვრების საქმე დიადთა განსჯაა, განსჯა შედეგების მიხედ-
ვით. დიადთა მიმართ მსგავსი მიდგომა მათში ქედამღლობისა და
უსუსურობის უცნაურ ნაზავს ავლენს: ქედმაღლობისა, რადგან მიაჩ-
ნიათ, რომ ისინი მოწოდებულნი არიან მსაჯულებად; უსუსურობისა,
რადგან ვერ გრძნობენ, რომ თუნდაც უშორესი კავშირი არსებობ-
დეს მათსა და დიადებს შორის. რასაკვირველია, ადამიანი, რომე-

1 (ბერძ.) აქ: აღშფოთება.


79
ლიც ნაწილობრივ erectioris ingenii1-ს მაინც ფლობს, სრულად არ
იქცევა ცივ და ლორწოვან მოლუსკად, ხოლო დიადთან მიახლოვე-
ბისას მხედველობიდან არ გამორჩება, რომ სამყაროს შექმნის დღი-
დან, როგორც წესი, შედეგი ბოლოს დგება, და თუ ვინმეს მართლაც
სურს რაიმეს სწავლა დიად საქმეთაგან, ყურადღება დასაწყისს უნდა
მიაქციოს. იმ შემთხვევაში, თუკი მას, ვინც მოქმედებს, საკუთარი
თავი უნდა შეეფასებინა შედეგის მიხედვით, ის ვერასოდეს მიაღწევ-
და საწყის წერტილს. მიუხედავად იმისა, რომ შედეგმა შესაძლოა
მთელ ქვეყანას მოჰგვაროს სიხარული, გმირს ის დახმარებას ვერ
გაუწევს, რადგან შედეგს ის მხოლოდ მას შემდეგ შეიტყობს, რაც
ყველაფერი დასრულდება, ხოლო გმირად ის ამის გამოისობით კი
არ იქცევა, არამედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მან დაიწყო. მე-
ტიც, შედეგი (რამდენადაც ის არის სასრული პასუხი უსასრულო
მოთხოვნაზე) თავის დიალექტიკურ სისავსეში სრულიად შეუთავსე-
ბელია გმირის არსებობასთან. ან იქნებ შესაძლებელი იყოს იმის
დამტკიცება, რომ აბრაამი გამართლებულ იქნა ცალკეული ინდივი-
დის პოზიციის მიღებით ყოვლისმომცველისადმი... იმ ფაქტით, რომ
მან ისააკი სასწაულის ძალით მოიპოვა? აბრაამს რომ მართლაც შე-
ეწირა ისააკი, ის ნაკლებად იქნებოდა გამართლებული?
მაგრამ ადამიანებს შედეგი აინტერესებთ, ისევე, როგორც წიგ-
ნის დასასრული აინტერესებთ ხოლმე - მათ სურთ არაფერი იცოდ-
ნენ შიშის, ტანჯვისა და პარადოქსის შესახებ. ისინი ესთეტიკურად
ეკურკურებიან შედეგს, იგი ისევე მოულოდნელად და, იმავდრო-
ულად, ისევე იოლად მოდის, როგორც ლატარიაში მოგება. ხოლო
შედეგის შესახებ მოსმენისას ადამიანი მორალურად მაღლდება. და
მაინც, ტაძრის არც ერთი მძარცველი, რომელსაც საკატორღო სა-

1 (ლათ.) აზრთა უფრო მაღალი წყობა.


80
მუშაო აქვს მისჯილი, არ წარმოადგენს ისეთ მდაბალ ბოროტმოქ-
მედს, როგორც ადამიანი, რომელიც სიწმიდეებს ძარცვავს, თვით
იუდაც კი, რომელმაც საკუთარი მოძღვარი ოცდაათ ვერცხლად გას-
ცა, არ იმსახურებს მეტ სიძულვილს, ვიდრე ადამიანი, რომელიც სი-
დიადეს ჰყიდის.
ჩემი სულისათვის ამაზრზენია სიდიადის შესახებ არაადამიანური
საუბარი, მისი ხილვა შორს, პირქუში და განუსაზღვრელი ფორმით,
ხილვა იმისა, რომ ის დიადია, თუმცა მისი ადამიანური ხასიათის
გაცხადების გარეშე - რადგან ასეთ შემთხვევაში ის აღარ იქნება დი-
ადი. ის კი არ მაქცევს დიადად, რაც ჩემს თავს ხდება, არამედ ის, რა-
საც მე ვაკეთებ. მართლაც, არავინ ჩათვლის ადამიანს დიადად, რო-
მელმაც ლატარიაში დიდი თანხა მოიგო. თუნდაც ადამიანი მოკრძა-
ლებულ გარემოში იზრდებოდეს, მე მაინც მოვითხოვ მისგან, არ
იყოს იმდენად არაადამიანური საკუთარი თავის მიმართ, რომ მე-
ფის სასახლე მისთვის მხოლოდ შორს მყოფი რაღაც იყოს, იოცნე-
ბებს რა მის შესახებ და, იმავდროულად, მის განდიდებას ისურვებს,
ისევე, როგორც განადგურებას, რადგან ის მას მდაბლად განადი-
დებდა. მე მოვითხოვ მისგან, რომ საკმარისად მამაცი იყოს, რათა
თავდაჯერებით და ღირსეულად შეაბიჯოს იმ ადგილზეც კი. ის არ უნ-
და იყოს იმდენად არაადამიანური, რომ ურცხვად დაარღვიოს ყვე-
ლა კანონი და პირდაპირ ქუჩიდან შეიჭრას სამეფო დარბაზში. ამით
ის უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე მეფე. პირიქით, შესაძლოა მან სი-
ხარული იმაში მოიპოვოს, რომ თავაზიანობის ყველა წესს სიხარუ-
ლითა და ხალისით დაიცავს, რაც მას გულწრფელობასა და გამბე-
დაობას შეჰმატებს. ეს მხოლოდ სიმბოლოა, რადგან აქ ნაჩვენები
განსხვავება სულიერი დისტანციის ოდენ არასრულყოფილი გამო-
ხატულებაა. მე ყოველი ადამიანისგან მოვითხოვ, არ იფიქროს იმ-
დენად არაადამიანურად საკუთარი თავის შესახებ, რომ ვერ გაბე-
81
დოს ისეთ სასახლეებში შესვლა, რომლებშიც არა მხოლოდ რჩე-
ულთა მოგონებებია ცოცხალი, არამედ თვით რჩეულებიც ბინად-
რობენ. ის კადნიერად არ უნდა მიიწევდეს წინ და საკუთარ თავთან
ნათესაობას ახვევდეს სხვებს თავს; პირიქით, ის ნეტარებას უნდა გა-
ნიცდიდეს ყოველ ჯერზე, როდესაც თავს დაუხრის, იმავდროულად
კი უნდა იყოს გულწრფელი და თავდაჯერებული, და რაღაც უფრო
მეტი, ვიდრე მოახლე, რადგან თუ ასეთი არ იქნება, შესვლას ვერა-
სოდეს შეძლებს. ხოლო რაც მას უნდა დაეხმაროს, ესაა შიში და ტან-
ჯვა, რითიც დიადნი გამოიცდებიან, რადგან, წინააღმდეგ შემთხვე-
ვაში, თუკი მას მცირედი სიმტკიცე გააჩნია, ისინი მის სრულიად სა-
მართლიან შურს გამოიწვევენ. ხოლო ის, რასაც მანძილი დიადად
აქცევს, რასაც ადამიანები აქცევენ დიადად ცარიელი და ფუჭი ფრა-
ზებით, თვითვე დაჰყავთ არარაობამდე. ვინ იყო სამყაროში ისე დი-
ადი, როგორც ის კურთხეული ქალი, ღვთისმშობელი, ქალწული მა-
რიამი? და, მიუხედავად ამისა, როგორ ვსაუბრობთ ჩვენ მის შესა-
ხებ? ჩვენ ვამბობთ, რომ ის კურთხეული იყო ქალთა შორის. და თუ
არა ის უცნაური გარემოება, რომ მსმენელებს ისევე არაადამიანუ-
რად შეუძლიათ ფიქრი, როგორც მოსაუბრეებს, ყველა ახალგაზ-
რდა გოგონა იკითხავდა: „მე რატომ არ ვარ კურთხეული?“ ხოლო
თუ მე სხვა არაფერი მექნებოდა სათქმელი, ასეთ კითხვას არ უარ-
ვყოფდი, როგორც უგუნურს, რადგან, როდესაც საქმე კურთხევას
ეხება, თუ აბსტრაქტულად განვსჯით, ყველა ადამიანი თანაბრად იმ-
სახურებს მას. ის, რაც გამორჩებათ ხოლმე, ესაა ტანჯვა, შიმშილი,
პარადოქსი. ჩემი აზრი ისევე წმინდაა, როგორც ნებისმიერი სხვა,
ხოლო აზრი ადამიანისა, ვისაც მსგავსის განაზრება შეუძლია, აუცი-
ლებლად დაიწმინდება - და თუ ასე არ მოხდება, ის საზარელს უნდა
ელოდეს; რადგან, მან, ვინც ერთხელ მოიხმო ეს ხატები, მათ თავი-
დან ვეღარ მოიშორებს, ხოლო თუ შესცოდავს მათ წინააღმდეგ, ისი-
82
ნი შურს იძიებენ რისხვით, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდ-
რე ათი ულმობელი რეცენზენტის საქვეყნო ძაგება. რაღა თქმა უნდა,
მარიამმა სასწაულებრივად შვა ჩვილი, მაგრამ ეს მის თავს ქალის
მსგავსად მოხდა, ეს კი ქალისთვის შიშის, ტანჯვისა და პარადოქსის
დროა. რასაკვირველია, ანგელოზი მომსახურე სული იყო, მაგრამ
არა მონური, რომელიც ავალდებულებდა მას, ისრაელის სხვა ქალ-
წულებისთვის ეთქვა: „ნუ შეიძულებთ მარიამს. ის, რაც მის თავს
ხდება, არის არაჩვეულებრივი“. მაგრამ ანგელოზი მხოლოდ მარი-
ამს ეწვია, და არავის შეეძლო ქალწულის გაგება. ბოლოს და ბო-
ლოს, რომელი ქალი იყო იმდენადვე დამწუხრებული, როგორც მა-
რიამი? და ნუთუ მართალი არ არის ამ შემთხვევაში, რომ ადამიანს,
რომელსაც ღმერთი აკურთხებს, იმავდროულად წყევლის კიდეც?!
ასეთია მარიამის სულიერი ინტერპრეტაცია, ის არ არის (ამის თქმა
შოკისმომგვრელია ჩემთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მგვრის
შოკს, რომ მათ დაუფიქრებლად და კოხტაობით განმარტეს იგი ასე)
- ის არ არის ლამაზი ქალბატონი, რომელიც ფუფუნებაში ზის და
ღვთიურ ჩვილს ეთამაშება. მიუხედავად ამისა, როდესაც ის ამბობს,
„აჰა, მხევალი უფლისა!“1 - მაშინ არის ის დიადი, მე კი ვფიქრობ,
რომ რთული არ იქნება იმის განმარტება, თუ რატომ იქცა ის ღვთის-
მშობლად. იგი არ საჭიროებს ამქვეყნიურ აღტაცებას, ზუსტად ისევე,
როგორც აბრაამი არ საჭიროებს ცრემლს, რადგან მარიამი არ იყო
გმირი, ისევე, როგორც აბრაამი, მაგრამ ორივე მათგანი უფრო დი-
ადი გახდა, ვიდრე ნებისმიერი გმირი, არა იმიტომ, რომ ისინი შიშის,
ტანჯვისა და პარადოქსისგან გათავისუფლდნენ, არამედ სწორედ
ამის წყალობით. დიდებულია, როდესაც პოეტი, წარუდგენს რა აღ-
ტაცებულ აუდიტორიას ტრაგიკულ გმირს, ბედავს თქმას: „დაიტი-

1იხ. ლუკა, 1:38. „ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტ-
ყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი“.
83
რეთ იგი, რადგან ის ამას იმსახურებს“. რადგან, დიდებულია დაიმ-
სახურო მათი ცრემლი, ვინც იმსახურებს, რომ ცრემლს ღვრიდეს.
დიდებულია, როდესაც პოეტი ბედავს მართოს ბრბო, ბედავს ადამი-
ანთა შეურაცხყოფას, მოითხოვს რა, რომ ყველა ადამიანმა შეამოწ-
მოს საკუთარი თავი, თუ რამდენად იმსახურებს გმირის დატირების
უფლებას. ყეყეჩთა ნაბანი წყალი ხომ წმიდათაწმიდას დამცირებაა?!
მაგრამ კიდევ უფრო დიდებულია ის, რომ რწმენის რაინდი ბედავს
უთხრას ყველა კეთილშობილს, ვინც მას დასტირის: „დაიტირეთ
თქვენი თავი და არა მე“. რასაკვირველია, ადამიანში ღრმა ემოციას
იწვევს, როდესაც მავანს იმ შესანიშნავ ეპოქაში დაბრუნება სწყუ-
რია, როდესაც გრძნობს ნეტარ სწრაფვას სასურველი მიზნისკენ -
იხილოს იესო, მოხეტიალე აღთქმულ მიწაზე. ესოდენ იოლი იყო
შეცდომის არდაშვება? ნუთუ შემზარავი არ იყო, რომ ეს ადამიანი,
რომელიც სხვა ადამიანთა შორის დააბიჯებდა, - ნუთუ შემზარავი არ
იყო, რომ ის იყო ღმერთი?! ნუთუ შემზარავი არ იყო მასთან ერთად
მაგიდასთან ჯდომა? ესოდენ იოლი იყო მოციქულად ქცევა? მაგრამ
შედეგი - თვრამეტი საუკუნე - აქაა დახმარება, ის ეხმარება უსუსურ
სიცრუეს, რომლის მეშვეობით საკუთარ თავსა და სხვებს ვატყუებთ.
არ ვფიქრობ, იმგვარი გამბედაობა გამაჩნდეს, ამ მოვლენების თა-
ნამედროვეობა ვისურვო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მკაცრად
არ განვსჯი შეცდომაში მყოფებს, და არც მდაბალი აზრისა ვარ მათ-
ზე, ვინც მართებულად ხედავდა. და მაინც, აბრაამს დავუბრუნდეთ.
სანამ შედეგი დადგებოდეს, ან აბრაამია ყოველ წუთს მკვლელი, ან
ჩვენ ვეჩეხებით პარადოქსს, რომელიც ყველა სახის მედიაციაზე მა-
ღალია. შესაბამისად, აბრაამის ამბავი ეთიკურის ტელეოლოგიურ
გაუქმებას გულისხმობს. როგორც ინდივიდი, ის ყოვლისმომცველ-
ზე ამაღლდა. ეს არის პარადოქსი, რომლისთვისაც დაუშვებელია
მედიაცია. იმდენადვე აუხსნელია ის, თუ როგორ აღმოჩნდა იგი მას-
84
ში, რამდენადაც ის, თუ როგორ დარჩა მასში. თუკი ეს არ არის აბ-
რაამის მდგომარეობა, მაშინ ის ტრაგიკული გმირიც არ ყოფილა,
და უბრალოდ მკვლელია. სურვილი, კვლავაც უწოდო მას რწმენის
პატრიარქი, ესაუბრო ამის შესახებ ადამიანებს, რომლებიც სიტყვე-
ბის გარდა არაფერს უწევენ ანგარიშს, უგნურებაა. საკუთარი ძა-
ლით ადამიანი შესაძლოა იქცეს ტრაგიკულ გმირად, მაგრამ არა
რწმენის რაინდად. როდესაც ადამიანი შეუდგება გზას, გარკვეული
აზრით, მძიმე გზას ტრაგიკული გმირისა, მრავალს შეუძლია მის-
თვის რჩევის მიცემა; მაგრამ მას, ვინც რწმენის ვიწრო გზაზეა შემ-
დგარი, ვერავინ მისცემს რჩევას, მას ვერავინ გაუგებს. რწმენა - სას-
წაულია, თუმცა არც ერთი ადამიანი არაა მისგან გამორიცხული;
რადგან ის, რაშიც ადამიანის მთელი ცხოვრებაა მოქცეული, არის
ვნება1, რწმენა კი ჭეშმარიტად ვნებაა.

1ლესინგმა თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში მსგავსი აზრი გამოთქვა წმინდად ესთე-


ტიკური თვალსაზრისით. მან ამ მონაკვეთში ცხადად უჩვენა, რომ მწუხარებაც შე-
იძლება გონებამახვილურად იქნას გამოხატული. ამ მიზნით ის ინგლისის უიღბლო
მეფის, ედურად II-ის გამონათქვამს იხსენებს, მისი საპირისპირო მაგალითის სა-
ხით კი დიდროს ციტირებას ახდენს - რომელიღაც გლეხის გოგონას ისტორიას და
მის რეპლიკას. შემდეგ ის განაგრძობს: „ესეც გონებამახვილობა იყო, ოღონდ გლე-
ხისა. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ეს გარდუვალი იყო. შესაბამისად, არ
არის საჭირო ტკივილისა და მწუხარების გონებემახვილური გამონათქვამების გა-
მართლებათა ძიება, რადგან ადამიანი, რომელიც მათ გამოთქვამს, კეთილშობი-
ლი, კარგად აღზრდილი, გონიერი და, ამასთანავე, გონებამახვილია. ვნებები ყვე-
ლა ადამიანს ათანასწორებს. მაგრამ მიზეზები, სავარაუდოდ, იმაში უნდა ვეძებოთ,
რომ ადამიანი მსგავს ვითარებაში იგივეს იტყოდა. გლეხის გოგონას აზრი ისეთივე
იყო, როგორიც თავში დედოფალსაც მოუვიდოდა, ზუსტად ისევე, როგორც ის, რომ
მეფის ნათქვამს გლეხიც გაიმეორებდა. უდაოდ გაიმეორებდა“.
85
პრობლემა II: არსებობს თუ არა აბსოლუტური ვალ-
დებულება ღმერთის წინაშე?

ეთიკური ყოვლისმომცველია, ხოლო, როგორც ასეთი, ღვთი-


ურიცაა. შესაბამისად, ადამიანს აქვს უფლება თქვას, რომ პრინციპ-
ში ყოველი ვალდებულება არის ვალდებულება ღმერთის წინაშე;
მაგრამ თუ მეტის თქმა არ შეუძლია, ამით ადამიანი ადასტურებს,
რომ იმავდროულად მას არ გააჩნია ვალდებულება ღმერთის წინა-
შე. ვალდებულება ვალდებულებად იქცევა ღმერთთან მიმართებით,
მაგრამ თვით ვალდებულებაში მე ღმერთთან დამოკიდებულებას
არ ვამყარებ. ვთქვათ, საუბარია ახლობლის სიყვარულის ვალდებუ-
ლებაზე, მაგრამ ამ ვალდებულების შესრულებისას მე შევდივარ და-
მოკიდებულებაში არა ღმერთთან, არამედ ახლობელთან, რომე-
ლიც მიყვარს. თუკი მე ამასთან კავშირში ვიტყვი, რომ ღმერთის
სიყვარული ჩემი ვალდებულებაა, ეს ტავტოლოგია იქნება, რამდე-
ნადაც „ღმერთი“ ამ შემთხვევაში გამოიყენება სრულიად აბსტრაქ-
ტული აზრით, როგორც ღვთაებრივი ანუ ყოვლისმომცველი ანუ
ვალდებულება. ამგვარად, ადამიანის მოდგმის მთელი არსებობა
სფეროს მსგავსადაა მომრგვალებული, სადაც ეთიკური, ერთსა და
იმავე დროს, საზღვარიცაა და შემადგენელიც. ღმერთი იქცევა გა-
უჩინარების უხილავ წერტილად, უძლურ აზრად, მისი ძალა მხო-
ლოდ ეთიკურშია მოქცეული, რაც არსებობის შემადგენელს წარმო-
ადგენს. ხოლო თუკი უეცრად ვინმეს თავში მოუვა, უყვარდეს ღმერ-
თი აქ მოწოდებულისგან განსხვავებული აზრით, ის რომანტიკული
პიროვნებაა, მას უყვარს აჩრდილი, რომელიც, მეტყველების უნარი
რომ ჰქონოდა, ეტყოდა: „მე არ მოვითხოვ შენს სიყვარულს. იდექი
იქ, სადაც დგეხარ“. თუკი მოხდებოდა, რომ ადამიანი ღმერთს
სხვაგვარად შეიყვარებდა, ასეთი სიყვარული მოწყვლადი იქნებო-
86
და ეჭვისადმი, მსგავსად რუსოს მიერ ნახსენებისა, იმ ადამიანებთან
მიმართებით, რომლებსაც ქაფრები მეტად უყვართ, ვიდრე ახლობ-
ლები1.
თუკი ის, რაც აქ გადმოვეცით, მართებულია, თუკი არ არსებობს
არათანაზომადობა ადამიანის ცხოვრებაში, ხოლო თუკი ასეთი არ-
სებობს, ეს მხოლოდ შემთხვევითობაა, საიდანაც ვერანაირ დას-
კვნას ვერ გამოვიტანთ, და სანამ არსებობა მხოლოდ იდეის ჭრილ-
ში განიხილება, ჰეგელი მართალია; მაგრამ ის არ არის მართალი
რწმენის შესახებ საუბრისას, როდესაც უშვებს, რომ აბრაამი რწმე-
ნის პატრიარქად იქნას განხილული; რადგან ამ უკანასკნელით ის
განსჯის როგორც აბრაამს, ისე რწმენას. ჰეგელის ფილოსოფიაში
das Äussere (die Entäusserung) უფრო მაღლა დგას, ვიდრე das
Innere2. ამის ილუსტრირება ხშირად ხდება მაგალითით. ბავშვი
არის das Innere, მამაკაცი - das Äussere. შესაბამისად, ისე ხდება,
რომ ბავშვი განისაზღვრება გარეშეთი, და პირიქით, მამაკაცი, das
Äussere, განსაზღვრულია სახელდობრ das Innere-ს მეშვეობით.
რწმენა კი, პირიქით, ისეთი პარადოქსია, სადაც, შინაგანი უფრო მა-
ღალია, ვიდრე გარეშე, ან, ზემომოტანილ გამოთქმას თუ გამოვიყე-
ნებთ, კენტი რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ლუწი.
ამგვარად, ცხოვრების ეთიკური თვალსაზრისი არის ინდივიდის
ამოცანა, თავიდან მოიშოროს შინაგანის დეტერმინანტები და გამო-
ხატოს ისინი გარეშეში. ყოველ ჯერზე, როდესაც ის გადაუხვევს ამ
გზიდან, როდესაც ჯიუტად შეეცდება გრძნობის, განწყობისა და ა.შ.
შინაგან დეტერმინანტებში დაბრუნდეს, ის სცოდავს, ის ცდუნებაშია.
რწმენის პარადოქსი იმაშია, რომ არსებობს ისეთი შინაგანი, რომე-

1დაუდგენელია, საერთოდ ეკუთვნის თუ არა ეს აზრი რუსოს.


2 (გერმ.) das Äussere - გარეშე; (გერმ.) die Entäusserung - გარეშე გამოვლინება;
(გერმ.) das Innere - შიდა.
87
ლიც გარეშეს თანაუზომადია, შინაგანი, რომელიც არის არა პირვე-
ლი შინაგანის იგივეობრივი, არამედ ახალი შინაგანი. ეს არ უნდა
გამოგვრჩეს მხედველობიდან. თანამედროვე ფილოსოფიამ საკუ-
თარ თავს უფლება მისცა, „რწმენის“ ადგილას უშუალო განეთავსე-
ბინა. თუკი ამას ვაღიარებთ, მაშინ სასაცილოა იმის უარყოფა, რომ
რწმენა ყველა ეპოქაში არსებობდა. ამგვარად, რწმენა ერთობ
ჭრელ კომპანიაში აღმოჩნდება გრძნობასთან, განწყობასთან,
იდიოსინკრაზიასთან, მელანქოლიასა და სხვა მსგავსთან ერთად.
მაგრამ ვერაფერი გაამართლებს ფილოსოფიის მიერ ამ ფრაზის გა-
მოყენებას რწმენის მიმართ. რწმენას წინ უსწრებს უსასრულობის
მოძრაობა, და მხოლოდ შემდეგ, აბსურდის ძალით, მოულოდნე-
ლად, შემოიჭრება რწმენა. ამის გაგება სათანადოდ შემიძლია, თუნ-
დაც იმის პრეტენზიის გარეშე, რომ თვით გამაჩნია რწმენა. თუკი
რწმენა მხოლოდ ისაა, რასაც მისგან ფილოსოფია ქმნის, მაშინ სოკ-
რატე უფრო შორს წასულა, გაცილებით შორს, როდესაც ჭეშმარი-
ტება საპირისპიროშია, რომ მას არასოდეს მიუღწევია მისთვის. ინ-
ტელექტუალური გაგებით მან უსასრულობის მოძრაობა შეასრულა.
მისი უცოდინრობა უსასრულო თვითაღკვეთაა. ეს ამოცანა თავის-
თავად ადამიანის ძალების შესაბამისია, მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენს დროში ადამიანები მას უგულვებელყოფენ. მაგრამ მხოლოდ
მას შემდეგ, რაც ის განხორციელებულია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც
ინდივიდი უსასრულოში აღმოჩნდება, მხოლოდ მაშინ მიიღწევა
წერტილი, რომელშიც შესაძლოა რწმენა გამოვლინდეს.
რწმენის პარადოქსი ასეთია: ინდივიდი ყოვლისმომცველზე მა-
ღალია, ინდივიდი (თუ დოგმატურ განსხვავებას გავიხსენებთ, რო-
მელიც დღევანდელ დღეს იშვიათად გაისმის) ყოვლისმომცველი-
სადმი თავის დამოკიდებულებას განსაზღვრავს თავისი დამოკიდე-
ბულებით აბსოლუტისადმი, და არა პირიქით, ანუ თავის დამოკიდე-
88
ბულებას აბსოლუტისადმი თავისი დამოკიდებულებით ყოვლისმომ-
ცველთან. პარადოქსი ასევე შესაძლოა გამოხატულ იქნას იმის
თქმით, რომ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება ღმერთის წინა-
შე; რადგან, ვალდებულების ამ დამოკიდებულებაში ინდივიდი, რო-
გორც ინდივიდი, აბსოლუტურ დამოკიდებულებაშია აბსოლუტთან.
ამგვარად, როდესაც ამ მიმართებით ამბობენ, რომ ღმერთის სიყვა-
რული ვალდებულებაა, ამით სრულიად განსხვავებულს ამბობენ
იმისგან, რაც ზემოთ იყო გადმოცემული; რადგან, თუ ვალდებულება
აბსოლუტურია, ეთიკური ფარდობითობაზე დაყვანილი აღმოჩნდე-
ბა. თუმცა, აქედან არ გამომდინარეობს, რომ ეთიკური უნდა გაუქ-
მდეს, არამედ ის სრულიად განსხვავებულ გამოხატულებას პოუ-
ლობს, პარადოქსულ გამოხატულებას - მაგალითად, ასეთს: ღმერ-
თის სიყვარულმა შესაძლოა რწმენის რაინდი აიძულოს ახლობლის
სიყვარულს იმის საწინააღმდეგო გამოხატულება მიანიჭოს, რაც,
ეთიკურად თუ ვიტყვით, ვალდებულების მიერ მოითხოვება.
ეს რომ ასე არ იყოს, რწმენას ვერ ექნებოდა სათანადო ადგილი
არსებობაში, ასეთ შემთხვევაში რწმენა იქნებოდა ცდუნება, აბრაამი
კი დაღუპულია, რადგან იგი დანებდა მას. ამ პარადოქსისთვის და-
უშვებელია მედიაცია, რადგან ის მხოლოდ იმ ფაქტზეა დამყარებუ-
ლი, რომ ინდივიდი მხოლოდ ინდივიდია. როგორც კი ასეთი ინდი-
ვიდი [ვინც აცნობიერებს ღმერთის უშუალო ბრძანებას] ისურვებს,
გამოხატოს თავისი აბსოლუტური ვალდებულება ყოვლისმომცვე-
ლის [ანუ ეთიკურის] ცნებებით, ის აღიარებს, რომ ცდუნებაში იმყო-
ფება ანუ რწმენის გამოცდას აბარებს, ხოლო თუ ის გაუძლებს ამას,
ის იმით დაასრულებს, რომ არ შეასრულებს ე.წ. აბსოლუტურ ვალ-
დებულებას; ხოლო თუ ვერ გაუძლებს, ის სცოდავს, თუნდაც realiter

89
1
მისი მოქმედება ზუსტად ის იყოს, რასაც მისი აბსოლუტური ვალდე-
ბულება მოითხოვდა. როგორ უნდა მოქცეულიყო აბრაამი? თუკი ის
ეტყოდა სხვა ადამიანს: „ისააკი ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია
ამქვეყნად, და ამიტომ ესოდენ მძიმე იყო მისი მსხვერპლად შეწირ-
ვა“, ეს სხვა უეჭველად თავს გააქნევდა და იტყოდა: „მაშ რატომღა
სწირავ მას?“ - ან ის სხვა რომ ცბიერი ყოფილიყო, ის აბრაამს გამ-
ჭოლ დაინახავდა და იგრძნობდა, რომ მისი გრძნობები მის ქმედე-
ბას არ შეესაბამებოდა. აბრაამის ამბავში სწორედ ასეთ პარადოქ-
სთან გვაქვს საქმე. მისი დამოკიდებულება ისააკისადმი, ეთიკურად
თუ ვიტყვით, იმაში მდგომარეობს, რომ მამას საკუთარი შვილი უნ-
და უყვარდეს. ეს ეთიკური დამოკიდებულება დაყვანილია შეფარ-
დებით პოზიციაზე განსხვავებით ღმერთისადმი აბსოლუტური დამო-
კიდებულებისგან. ხოლო კითხვაზე - „რატომ?“ - აბრაამს არ აქვს
სხვა პასუხი, გარდა იმისა, რომ ეს არის გამოცდა, ცდუნება - ცნებე-
ბი, რომლებიც, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ორი შეხედულე-
ბის ერთობას წარმოადგენს: რომ ეს ხდებოდა, როგორც ღმერთის
ნებით, ისე საკუთარი ნებითაც. ეს ორი განსაზღვრება ყოველდღიურ
სასაუბრო გამოყენებაშიც შეესაბამება ერთმანეთს. ასე რომ, როდე-
საც ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც აკეთებს რაღაცას, რაც არ
შეესაბამება ყოვლისმომცველს, ჩვენ ვამბობთ, რომ ის რთულად თუ
აკეთებს ამას ღმერთისათვის, რითიც იმას ვგულისხმობთ, რომ ის
ამას საკუთარი თავისთვის აკეთებს. რწმენის პარადოქსმა დაკარგა
შუალედური ცნება, ანუ ყოვლისმომცველი.
რწმენა, ერთის მხრივ, უკიდურესი ეგოიზმის გამოხატულებაა (ამ
საზარლობას ის საკუთარი თავისთვის სჩადის); მეორეს მხრივ კი ის
არის ყველაზე აბსოლუტური თავგანწირვის გამოხატულება (ამის

1 (ლათ.) რეალურად.
90
ჩადენა ღმერთისთვის). რწმენის მედიაცია ყოვლისმომცველში არ
შეიძლება, რადგან ასეთ შემთხვევაში ის განადგურდება. რწმენაა ეს
პარადოქსი, ინდივიდს კი აბსოლუტურად არ შესწევს უნარი, გასაგე-
ბი გახდეს ვინმესთვის. ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ წარმოდგე-
ნა, თითქოს ინდივიდს ძალუძდეს გასაგები გახდეს სხვა ინდივიდის-
თვის, რომელიც იმავე მდგომარეობაში იმყოფება. ასეთი შეხედუ-
ლება წარმოუდგენელი იქნებოდა, ჩვენს დროში რომ ადამიანთა
ესოდენ დიდი რაოდენობა არ ცდილობდეს მრავალფეროვანი ხრი-
კებით სიდიადის მიღწევას. რწმენის ერთი რაინდი ვერანაირ დახმა-
რებას ვერ აღმოუჩენს მეორეს. ადამიანი ან იქცევა რწმენის რაინ-
დად პარადოქსის სიმძიმის აღიარებით, ან არასოდეს იქცევა ასე-
თად. ამ სფეროში თანამშრომლობა წარმოუდგენელია. ყოველი მე-
ტად ზუსტი განმარტება იმისა, თუ რა უნდა გაიგოს ისააკმა, ადამიან-
მა საკუთარ თავს უნდა შესთავაზოს. და თუნდაც ადამიანს, ზოგადად
თუ ვიტყვით, შეეძლოს ესოდენ ზუსტად განსაზღვრა იმისა, რაც ისა-
აკს აქვს განზრახული (რაც, ამას გარდა, კიდევ უფრო უგნური შინა-
განი წინააღმდეგობა იქნებოდა, ანუ ცალკეული ინდივიდი, რომე-
ლიც ცალსახად ყოვლისმომცველს მიღმა იმყოფება, ზუსტად ყოვ-
ლისმომცველის კატეგორიებში ექცევა, როდესაც მოქმედებს, რო-
გორც ინდივიდი, რომელიც ყოვლისმომცველს მიღმა იმყოფება),
ადამიანი მაინც ვერ შეძლებდა სხვათა მეშვეობით ამ მიდგომის
მართებულობაში დარწმუნებას, ამას ის მხოლოდ თვითონ შეძლებ-
და, ცალკეული ინდვიდის სახით. შესაბამისად, თუნდაც არსებული-
ყო საკმარისად მხდალი და მდაბალი ადამიანი, რომელიც რწმენის
რაინდობას სხვისი პასუხისმგებლობით ისურვებდა, ის ამას ვერ
შეძლებდა; რადგან მხოლოდ ინდივიდი იქცევა რწმენის რაინდად,
როგორც ცალკეული ინდივიდი, და სწორედ ამაშია რაინდობის სი-
დიადე, რისი გაგება მე მშვენივრად ძალმიძს ორდენში გაწევრიანე-
91
ბის გარეშე, რადგან საამისო გამბედაობა არ მყოფნის; მაგრამ სწო-
რედ ესაა საზარლობა, რომ მე უკეთ შემიძლია გავიგო. როგორც სა-
ყოველთაოდაა ცნობილი, ლუკას სახარება (14:26) გვთავაზობს გა-
საოცარ დოქტრინას ღმერთისადმი აბსოლუტური ვალდებულების
შესახებ: „თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მა-
მას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნე-
ბა ჩემი მოწაფე“. ეს მძიმე სიტყვებია, ვის ძალუძს მათი გაძლება?
სწორედ ამ მიზეზით გაისმის ისინი ესოდენ იშვიათად. თუმცა, ასეთი
მიჩუმათება გვერდის სრულიად უსარგებლო ავლაა. მიუხედავად
ამისა, თეოლოგიის სტუდენტისთვის ცნობილია, რომ ესაა სიტყვები
ახალი აღთქმიდან, ხოლო ამა თუ დამხმარე ეგზეგეტიკურ სახელ-
მძღვანელოში იხილავს განმარტებას, რომ μιζεΐς ამ და სხვა რამდე-
ნიმე პასაჟში გამოიყენება μειωζις აზრით, ანუ minus diligo,
posthabeo, non colo, nihil facio1. თუმცა კონტექსტი, რომელშიც ეს
სიტყვები გვხვდება, როგორც ჩანს, არ ამყარებენ ამ მაღალი გემოვ-
ნებით გადმოცემულ განმარტებას. შემდეგ ლექსში ვეცნობით ამ-
ბავს ადამიანისა, რომელსაც კოშკის აგება სურდა, მაგრამ სანამ და-
იწყებდა, გამოთვლა ჩაატარა, რათა ადამიანების სასაცილო არ გამ-
ხდარიყო შემდეგ. ამ ამბისა და აქ ციტირებული ლექსის ახლო კავ-
შირი, როგორც ჩანს, ზუსტად გვიჩვენებს, რომ სიტყვები იმდენად
საზარელი აზრით უნდა გავიგოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია,
ისე, რომ ყველა ადამიანმა გამოსცადოს საკუთარი თავი და გადაწ-
ყვიტოს, ძალუძს თუ არა ასეთი შენობის აგება.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ღვთისნიერი და კეთილი ეგზეგეტიკოსი,
რომელსაც ეგონა, რომ ასეთი გაყალბების გზით შეძლებდა სამყა-
როში ქრისტიანობის შეტანას, საკმარისად იღბლიანი აღმოჩნდებო-

1minus diligo - იყო ნაკლებ ერთგული;, posthabeo - გვერდზე გადაჩოჩება;, non


colo - არ სცე პატივი; (ლათ.) nihil facio - არ გაითვალისწინო.
92
და და დაარწმუნებდა ადამიანს, რომ გრამატიკული, ლინგვისტური
და καη αναλοβίαν1 თვალსაზრისით სწორედ ესაა იმ პასაჟის აზრი, უნ-
და ვიმედოვნოთ, რომ იმავე წამს ის საკმარისად იღბლიანი იქნებო-
და საიმისოდ, რომ დაერწმუნებინა იგივე ადამიანი, რომ ქრისტია-
ნობა ერთ-ერთი ყველაზე სავალალო რამაა ამქვეყნად. რადგან
დოქტრინას, რომელიც თავის ერთ-ერთ ყველაზე ლირიულ გამოხა-
ტულებაში, სადაც მისი მარადიული ვალიდურობის ცნობიერება
ყველაზე ძლიერადაა მასში გამოვლენილი, სხვა აღარაფერი აქვს
სათქმელი, გარდა ხმამაღალი სიტყვისა, რაც მხოლოდ იმას აღნიშ-
ნავს, რომ ადამიანი უნდა იყოს ნაკლებად სათნო, ნაკლებად ყურად-
ღებიანი და მეტად გულგრილი; დოქტრინის წინაშე, რომელიც იმ
წუთს, როდესაც თითქოს რაღაც საზარელი უნდა თქვას, საბოლოოდ
ლაყბობაში გადაიზრდება - მის წინაშე ქუდს ვერ მოვიხდი. სიტყვები
მართლაც შიშისმომგვრელია, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ადამი-
ანს ძალუძს მათი გაგება, თუმცა აქედან არ გამომდინარეობს, რომ
მას, ვისთვისაც ისინი გასაგებია, ამ ყველაფრის გაკეთებაც ძალუძს.
ადამიანი ყველა გარემოებაში საკმარისად ერთგული უნდა იყოს
იმისთვის, რომ აღიაროს დაწერილი სიტყვა და მისი სიდიადე, თუნ-
დაც ადამიანს არ ჰყოფნიდეს საამისო გამბედაობა. ის, ვინც ასე იქ-
ცევა, ვერ იქნება გამორიცხული იმ შესანიშნავი ამბიდან, რომელიც
შემდეგ არის გადმოცემული, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ის შეი-
ცავს ერთგვარ ნუგეშს ადამიანისთვის, ვისაც არ ეყო კოშკის აგების
გამბედაობა. მაგრამ ჩვენ გულწრფელობა უნდა შევინარჩუნოთ და
არ განვმარტოთ გამბედაობის ნაკლებობა მორჩილებად, რადგან ეს
მართლაც სიამაყეა, მაშინ, როდესაც რწმენის გამბედაობა - ერთა-
დერთი მორჩილი გამბედაობაა.

1 (ბერძ.) ანალოგია.
93
იოლია იმის გაგება, რომ თუკი შეიცავს კიდეც ეს პასაჟი რაიმე
აზრს, ის სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ. ღმერთი არის ის, ვინც აბ-
სოლუტურ სიყვარულს მოითხოვს. მაგრამ, თუკი ის, ვინც ადამიანის
სიყვარულს მოითხოვს, ფიქრობს, რომ ასეთი სიყვარული დასაბუ-
თებულ უნდა იქნას გულგრილად ქცევით ყველაფრისადმი, რაც მა-
ნამდე ძვირფასი იყო - ასეთი ადამიანი არა მხოლოდ ეგოისტია,
არამედ უგნურიც, ხოლო ის, ვინც ასეთ სიყვარულს მოითხოვს,
იმავდროულად საკუთარ სასიკვდილო განაჩენს აწერს ხელს, იმ ვა-
რაუდით, რომ მისი ცხოვრება ასეთ სასურველ სიყვარულს იყო გა-
დაბმული. ამგვარად, მამაკაცი მოითხოვს, რომ მისმა ცოლმა დატო-
ვოს დედ-მამა, მაგრამ თუკი ის საკუთარი თავისადმი ცოლის განსა-
კუთრებული სიყვარულის საბუთად იმას მიიღებს, რომ ეს უკანას-
კნელი დუნე და გულგრილ შვილად იქცა, ასეთი კაცი უგნურთა შო-
რის უუგნურესია. რაიმე წარმოდგენა რომ ჰქონდეს სიყვარულის შე-
სახებ, ის ისურვებდა ეხილა, რომ როგორც ქალიშვილსა და დას,
მას სრულყოფილი სიყვარული ძალუძს, ამაში კი იმის საბუთს და-
ინახავდა, რომ ცოლს ის ყველაზე მეტად ეყვარებოდა ამქვეყნად.
შესაბამისად, რასაც მამაკაცის შემთხვევაში ადამიანი ეგოიზმისა და
უგნურების ნიშნად ჩათვლიდა, ეგზეგეტიკოსის მეშვეობით იგივე
განხილულ უნდა ყოფილიყო ღვთაების ღირსეულ კონცეფციად.
და მაინც, რატომ უნდა გვძულდეს ისინი? მე არ გავიხსენებ აქ სიყ-
ვარულისა და სიძულვილის ადამიანურ განსხვავებას - არა იმიტომ,
რომ მრავალით შემიძლია შევეპასუხო (რადგან, ბოლოს და ბო-
ლოს, ეს ვნებაა), არამედ იმიტომ, რომ ეს ეგოისტურია და მისი ად-
გილი აქ არ არის. თუმცა, თუ მე პრობლემას პარადოქსად ვაღი-
არებ, მაშინ მე მესმის ის, ანუ მე ის ისე მესმის, როგორც ადამიანს
პარადოქსი უნდა ესმოდეს. აბსოლუტურმა ვალდებულებამ შესაძ-
ლოა აიძულოს ადამიანი, გააკეთოს ის, რასაც ეთიკა კრძალავს,
94
მაგრამ ვერანაირად ვერ აიძულებს ის რწმენის რაინდს, შეწყვიტოს
სიყვარული. ამას გვიჩვენებს აბრაამი. იმ წამს, როდესაც ის მზად
არის ისააკის მსხვერპლად შესაწირად, ეთიკური გამოხატულება
იმისა, რასაც ის აკეთებს, შემდეგია: მას სძულს ისააკი. მაგრამ თუ
მას მართლაც სძულს ისააკი, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ
ღმერთი არ მოითხოვს ამას, რადგან კაენი და აბრაამი განსხვავდე-
ბიან ერთმანეთისგან. ისააკი მას მთელი სულით უნდა უყვარდეს;
როდესაც ღმერთი მოითხოვს ისააკს, აბრაამს ის, თუ შესაძლებელი
იქნება, კიდევ უფრო მეტად უნდა უყვარდეს, და მხოლოდ ამ პირო-
ბით შეძლებს ის მსხვერპლის გაღებას. რადგან რეალურად ისააკი-
სადმი სიყვარული, ღმერთისადმი სიყვარულის პარადოქსულ წინა-
აღმდეგობაში, აქცევს ამ ქმედებას მსხვერპლშეწირვად. მაგრამ ამ
პარადოქსის უბედურება და საზარლობა იმაშია, რომ, ადამიანურად
თუ გამოვხატავთ, მას სრულიად არ ძალუძს, გახდეს გასაგები. მხო-
ლოდ იმ წამს, როდესაც მისი ქმედება აბსოლუტურ წინააღმდეგობა-
შია მის გრძნობასთან, წარმოადგენს მისი აქტი მსხვერპლშეწირვას,
მაგრამ მისი ქმედების რეალურობა არის ფაქტორი, რომლის მეშ-
ვეობითაც აბრაამი ყოვლისმომცველს ეკუთვნის, ამ ასპექტში კი ის
არის და რჩება მკვლელად. მეტიც, ლუკას სახარების ამონარიდი
ისე უნდა იქნას გაგებული, ცხადი გახდეს, რომ რწმენის რაინდს არ
გააჩნია ყოვლისმომცველის (ეთიკურის) უფრო მაღალი გამოხატუ-
ლება, რომლის მეშვეობითაც მას საკუთარი თავის ხსნა ძალუძს. მა-
გალითად, თუ დავუშვებთ, რომ ეკლესია მისი რომელიმე წევრის
მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ
ტრაგიკულ გმირთან გვაქვს საქმე. რადგან, ეკლესიის იდეა ხარის-
ხობრივად არ განსხვავდება სახელმწიფოს იდეისგან, რამდენადაც
ადამიანი მასში მარტივი მედიაციის გზით შედის, ხოლო რამდენა-
დაც ადამიანი პარადოქსთან მიდის, ის ვერ აღწევს ეკლესიის იდეას;
95
ის არ გამოდის პარადოქსიდან, მან მასში უნდა ჰპოვოს თავისი ნე-
ტარება ან თავისი დაღუპვა. ასეთი ეკლესიური გმირი თავისი ქმედე-
ბით ყოვლისმომცველს გამოხატავს, და არავინ იქნება ეკლესიაში -
არც მისი დედა, არც მამა ან სხვა ვინმე - ვინც მას ვერ გაუგებს. მე-
ორეს მხრივ, ის არ არის რწმენის რაინდი, მისი პასუხი კი განსხვავ-
დება აბრაამისეულისგან: ის არ ამბობს, რომ ეს გამოცდა ან ცდუნე-
ბაა, რომლითაც მას ცდიან. ადამიანები, ჩვეულებრივ, თავს იკავე-
ბენ ლუკას სახარების ამ ნაწილის ციტირებისგან. ისინი უფრთხიან
ადამიანისთვის მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, შიშობენ,
რომ ყველაზე უარესი მოხდება, როგორც კი ადამიანი ცალკეული
ინდივიდის სახით ქცევას მოიწადინებს. მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ
ინდივიდის სახით არსებობა ყველაზე ადვილი რამაა, შესაბამისად
კი ადამიანები უნდა ვაიძულოთ, იქცნენ ყოვლისმომცველის კუთ-
ვნილებად. მე არც ამ საშიშროების და არც ამ თვალსაზრისის გაზია-
რება ძალმიძს, და ორივესათვის ერთი და იგივე მიზეზი მაქვს. მან,
ვინც ისწავლა, რომ ინდივიდის სახით არსებობა უსაზარლესი რა-
მაა, არ შეუშინდება იმის თქმას, რომ ეს დიადია, მაგრამ ეს მან იმ-
გვარად უნდა თქვას, რომ მისი სიტყვები მახედ არ იქცეს გზააბნეუ-
ლი ადამიანისთვის, არამედ, პირიქით, დაეხმაროს მას ყოვლისმომ-
ცველის მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვები მცირე
ოდენობით ტოვებენ ადგილს დიადისათვის. ის, ვინც ამ ტექსტის
ხსენებას ვერ ბედავს, ვერც აბრაამის ხსენებას გაბედავს, ხოლო მი-
სი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ინდივიდის სახით არსებობა საკ-
მაოდ ადვილია, უკიდურესად საეჭვო აღიარებას შეიცავს მის თავ-
თან მიმართებით; რადგან ის, ვინც პატივს სცემს საკუთარ თავს და
ზრუნავს საკუთარი სულის შესახებ, დარწმუნებულია, რომ ადამი-
ანი, რომელიც მისი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობს, მარტოდ-
მარტო ამქვეყნად, უფრო მკაცრად და იზოლირებულად ცხოვრობს,
96
ვიდრე ქალწული თავის კოშკში. ის, რომ შესაძლოა არსებობდეს
ვინმე, ვისაც იძულება სჭირდება, ვიღაც, ვინც, თუკი ხელ-ფეხი გახ-
სნილი ექნებოდა, ველური მხეცის მსგავსად ჩაეფლობოდა ეგოის-
ტურ სიამტკბილობაში, უდაო ჭეშმარიტებაა; მაგრამ ადამიანმა სა-
ფუძვლიანად უნდა დაამტკიცოს, რომ ის ასეთთა რიცხვს არ ეკუთ-
ვნის, რისთვისაც შიშითა და თრთოლვით საუბრის უნარი უნდა გა-
მოიყენოს. დიადის თაყვანისცემით უნდა ისაუბროს ადამიანმა, და
ამ დროს არ იქნას დავიწყებული შიში ზიანისა, რომლის არიდება
თავისუფლად შეიძლება, თუ ადამიანი ცხადად იტყვის, რომ ესაა სი-
დიადე, რომელსაც მისი საშინელებით ვცნობთ - მის გარეშე ვერ შე-
იცნობა დიადი.
მოდით ახლა ოდნავ უფრო ახლოდან განვიხილოთ რწმენის პა-
რადოქსის ტანჯვა და შიში. ტრაგიკული გმირი უარყოფს საკუთარ
თავს, რათა ყოვლისმომცველი გამოხატოს, რწმენის რაინდი კი
ყოვლისმომცველს უარყოფს ინდივიდად ქცევისათვის. როგორც
უკვე ითქვა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია ადა-
მიანის შინაგანი განწყობა. ის, ვისაც სწამს, რომ ინდივიდად ყოფნა
იოლია, ყოველთვის დარწმუნებული იქნება, რომ არ წარმოადგენს
რწმენის რაინდს, რადგან მაწანწალები და მოხეტიალე გენიოსები
არასოდეს არიან რწმენის კაცები. მეორეს მხრივ, რწმენის რაინდის-
თვის ცნობილია, რომ დიდებულია - ეკუთვნოდე ყოვლისმომცველს.
მან იცის მშვენიერება და სიქველე ინდივიდად ყოფნისა, რომელიც
თვით აქცევს საკუთარ თავს ყოვლისმომცველად, რომელიც, ასე
ვთქვათ, საკუთარი თავის დაწმენდილ ვერსიას ამზადებს, იმდენად
თავისუფალს შეცდომებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რა-
თა ყველასათვის იყოს მისაწვდომი; მისთვის ცნობილია, რამდენად
განმაახლებელია, გახდე გასაგები საკუთარი თავისთვის ყოვლის-
მომცველში, ისე რომ, თვითონ გაიგოს ეს, და ყველა ინდივიდი, რო-
97
მელიც გაიგებს მისას, მისი მეშვეობით შეიცნობს ყოვლისმომცველ-
საც, და ორივე მიეცემა სიხარულს ყოვლისმომცველის საიმედოო-
ბაში. მან იცის, რომ მშვენიერია დაიბადო, როგორც ინდივიდი,
რომლის სახლი ყოვლისმომცველია, მისი მეგობრული საცხოვრე-
ბელი, რომელიც ხელგაშლილი ესალმება მას, როგორც კი ის მასში
ფეხს შედგამს. მაგრამ მისთვის ასევე ცნობილია, რომ მასზე მაღლა
გადის ვიწრო და ციცაბო ბილიკი; მან იცის, რომ საზარელია, იყო
დაბადებული ყოვლისმომცველს მიღმა, ისე, რომ ერთ ყარიბსაც
ვერ შეხვდე. მისთვის ჩინებულადაა ცნობილი, სად იმყოფება თვი-
თონ და როგორია მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ადა-
მიანურად თუ გამოვხატავთ, ის შეშლილია და არ ძალუძს, გახდეს
გასაგები სხვებისთვის. და ეს ჯერ კიდევ რბილი გამოთქმაა, თუ ვიტ-
ყვით, რომ ის შეშლილია. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის ასეთი არ
არის, მაშინ ის ფარისეველი ყოფილა, და რაც უფრო მაღლა აცოც-
დება ამ ბილიკით, მით უფრო საშიში ფარისეველია ის.
რწმენის რაინდისთვის ცნობილია, რომ საკუთარი თავის უარყო-
ფა ყოვლისმომცველისთვის ენთუზიაზმის აღმძვრელია და გამბე-
დაობას მოითხოვს, მაგრამ მისთვის ასევე ცნობილია, რომ ამაშია
საიმედოობა, სახელდობრ იმ მიზეზით, რომ ეს ყოვლისმომცველის-
თვის კეთდება. მან იცის, რომ დიდებულია, იყო გასაგები ყველა კე-
თილშობილი გონებისთვის, იმდენად დიდებული, რომ ამის მხილ-
ველი თავად ხდება მეტად კეთილშობილი, და თითქოს დაბმულია
ამით; ის ისურვებდა, რომ დავალება მისთვის მიეცათ. ამგვარად, აბ-
რაამს ჭეშმარიტად შეეძლო დროდადრო ჰქონოდა ამოცანა ისააკის
სიყვარულისა, როგორც ეს მამას მოეთხოვება, ყველასათვის გასა-
გები გზით და საუკუნეთა სამახსოვროდ; ის ისურვებდა, რომ ამოცა-
ნა ყოფილიყო ისააკის მსხვერპლად შეწირვა ყოვლისმომცველის-
თვის, რათა მამები შთაეგონებინა დიდებული საქმეებისთვის, -
98
თვით კი თითქმის შეძრულია იმ აზრით, რომ მისთვის მსგავსი სურ-
ვილი მხოლოდ ცდუნებაა, რომელსაც ასეც უნდა მიუდგეს, რადგან
იცის, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც ადგას ის, და რომ
ის არაფერს ჰმატებს ყოვლისმომცველს, არამედ მხოლოდ გამოც-
დასა და ცდუნებაში იმყოფება. თუ იქნებ მაინც შეჰმატა აბრაამმა რა-
იმე ყოვლისმომცველს? ნება მიბოძეთ ამის შესახებ ადამიანურად
ვისაუბრო, ერთობ ადამიანურად. ის სამოცდაათ წელიწადს ელოდა
სიბერის შვილს. იმას, რასაც სხვა ადამიანი ერთობ სწრაფად იღებს
და რითიც დიდხანს ხარობს, აბრაამმა სამოცდაათი წელიწადი მო-
ანდომა. რატომ? გამოსაცდელად. ნუთუ ეს სიგიჟე არ არის? მაგრამ
აბრაამს სწამდა, სარა კი ყოყმანმა შეიპყრო და აიძულა ის, აგარი
კონკუბინად მიეღო; მაგრამ აბრაამს მისი გაგდებაც მოუწია. ის ისა-
აკს იღებს და კვლავ გამოცდა ელის. მან იცოდა, რომ დიდებული
იყო ყოვლისმომცველის გამოხატვა, დიდებული იყო ისააკთან ერ-
თად ცხოვრება. მაგრამ ეს არ იყო ამოცანა. მან ისიც იცოდა, რომ
მეფური საქციელი იქნებოდა ასეთი ძის მსხვერპლად შეწირვა ყოვ-
ლისმომცველისთვის, ის თვით მოიპოვებდა სიმშვიდეს მასში, და
ყველა მოიპოვებდა სიმშვიდეს ასეთი ქმედების განდიდებაში, ისე-
ვე, როგორც ხმოვანი მშვიდდება თანხმოვნებში1; მაგრამ ამოცანა
ამაში არ მდგომარეობს - ის გამოცდილ უნდა იქნას. რომაელი სარ-
დალი, რომელიც კუნქტატორის2 სახელით არის განდიდებული,
მტერს გადავადების ტაქტიკით აკავებდა, - როგორ უნდა შევადა-
როთ მას აბრაამი - მაგრამ ის ხომ არც სახელმწიფოს ხსნას ცდი-

1 აქ კირკეგორს ჭეშმარიტი დამოკიდებულება ეშლება: სინამდვილეში ივრითში


სუსტი თანხმოვნები მშვიდდებიან ანუ სუსტდებიან, თითქოს წინამორბედ ხმოვანთა
შემადგენლობაში.
2 კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი, მეტსახელად „კუნქტატორი“ („შემკავებელი“, „დინ-

ჯი“), ომებში გამოჩენილი სიფრთხილის გამო დიქტატორად იქნა დანიშნული რომ-


ში ჰანიბალთან ომის დროს (217 ჩვ. წ.ა.), ხუთგზის იყო კონსული (233-209 ჩვ. წ.ა.).
99
ლობდა. ეს არის სიცოცხლის ასოცდაათი წლის შემადგენელი. ვინ
გაუძლებდა ამას? ნუთუ არ იტყოდნენ მისი თანამედოვრეები, თუკი
მსგავსი რამის შესახებ საუბარი საერთოდ შეგვიძლია, მის შესახებ:
„აბრაამის თავს გამუდმებული გაუგებრობაა. საბოლოოდ მან ძე მი-
იღო. ამას საკმაო დრო დასჭირდა. ახლა მისი მსხვერპლად შეწირვა
სურს. ნუთუ შეშლილი არ არის? თვითონ მაინც შეეძლოს განმარტე-
ბა იმისა, თუ რატომ სურს ამის გაკეთება - მაგრამ ის მხოლოდ იმას
ამბობს, რომ ეს გამოცდაა“. აბრაამს არც შეეძლო მეტის ახსნა, რად-
გან მისი ცხოვრება წიგნის მსგავსია, რომელიც ღმერთის წინაშეა
გადაშლილი და არასოდეს იქცევა publici juris1. ეს საშინელებაა.
ვინც ამას ვერ ხედავს, მუდამ დარწმუნებული იქნება, რომ ის არ
არის რწმენის რაინდი, მაგრამ ის, ვინც ხედავს, ვერ უარყოფს, რომ
ყველაზე ნაცადი ტრაგიკული გმირის ნაბიჯიც კი ცეკვას მოგვაგო-
ნებს რწმენის რაინდთან შედარებით, რომელიც დინჯად მიიწევს
წინ. თუ მან იხილა ეს და დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ არ ჰყოფ-
ნის გამბედაობა ამის გასაგებად, სულ ცოტა, გასაოცარი დიდების
წინათგრძნობა მაინც ექნება, რომელსაც რწმენის რაინდი მოიპო-
ვებს იმ ფაქტით, რომ ღმერთის უახლოეს ნაცნობობას აღწევს, უფ-
ლის მეგობრობას, და (ადამიანურად თუ ვიტყვით), რომ ზეცად მყოფ
უფალს მიმართავს „შენ“-ობით, როდესაც ტრაგიკული გმირი მას
მხოლოდ მესამე პირში ესაუბრება.
ტრაგიკული გმირი სწრაფად ემზადება და სწრაფადვე ასრულებს
ბრძოლას, ის უსასრულო მოძრაობას ასრულებს და შემდეგ საიმე-
დოდ იმყოფება ყოვლისმომცველში. რწმენის რაინდი კი, მეორეს
მხრივ, ძილს ჰკარგავს, რადგან მას გამუდმებით ცდიან, და ყოველ
წამს არსებობს მისთვის შესაძლებლობა მონანიედ დაბრუნებისა

1 (ლათ.) საყოველთაო მონაპოვარი.


100
ყოვლისმომცველში, ასეთი შესაძლებლობა კი თანაბარი ხარისხით
შეიძლება იყოს, როგორც ცდუნება, ასევე ჭეშმარიტება. განმარტე-
ბას კი ვერავისგან მიიღებს, რადგან ასეთ შემთხვევაში პარადოქსს
მიღმა აღმოჩნდებოდა. ამგვარად, რწმენის რაინდს, უპირველეს
ყოვლისა, აუცილებელი ვნება გააჩნია კონცენტრაციის მოსახდენად
მთელი ეთიკურის ცალკეულ ფაქტორზე, რომელსაც ის გადალა-
ხავს, რათა დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ მას მართლაც უყვარს
ისააკი მთელი სულით1. თუ ამის გაკეთება არ ძალუძს, ის ცდუნებაში

1 კიდევ ერთხელ ვისურვებდი, განმემარტა სხვაობა კოლიზიებს შორის, რომ-


ლებთანაც აქვთ საქმე რწმენის რაინდსა და ტრაგიკულ გმირს. ტრაგიკული გმირი
არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ეთიკური ვალდებულება (ანუ უფრო დაბალი ხარის-
ხის ეთიკური ვალდებულება, რომელიც, ჩვენს შემთხვევაში, სამომავლოდაა გადა-
ნახული უფრო მაღალისათვის, შესაბამისად, ესაა მისი ქალიშვილის სიცოცხლის
დახსნის ვალდებულება) სრულად მყოფობს მასში იმ ფაქტით, რომ იგი მას სურვი-
ლად გარდაქმნის. ამგვარად, აგამემნონს შეუძლია თქვას: „მტკიცებულებად იმისა,
რომ მე არ უგულვებელვყოფ ჩემს მშობლურ ვალდებულებას, ის წარმოადგენს,
რომ ჩემი ვალდებულება ჩემი ერთადერთი სურვილია“. აქ სურვილი და ვალდებუ-
ლება ზუსტად შეესაბამება ერთიმეორეს. ცხოვრებაში არის იღბლიანი წუთები, რო-
დესაც ისინი თანხვდებიან, ასე რომ, ჩემი სურვილი არის ჩემი ვალდებულება, და
პირიქით, ადამიანთა უმარვლესობის ცხოვრებისეული ამოცანა იქნება საკუთარი
ვალდებულების შენარჩუნება, გარდაქმნის რა მას თავისი შთაგონებით საკუთარ
სურვილად. ტრაგიკული გმირი უარს ამბობს თავის სურვილზე, რათა სრულად მი-
იღოს ვალდებულება. რწმენის რაინდისთვისაც იგივეობრივია სურვილი და ვალ-
დებულება, თუმცა მისგან ორივეს უარყოფა მოითხოვება. ამიტომ ხდება, რომ რო-
დესაც თვითაღკვეთა სურს, და უარს ამბობს საკუთარ სურვილზე, სიმშვიდე ვერ მო-
უპოვებია; რადგან, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ვალდებულებაცაა. ხოლო თუ მას
სურს, რომ საკუთარ ვალდებულებაში დარჩეს თავისი სურვილით, ის ვერაფრით
ვერ იქცევა რწმენის რაინდად; აბსოლუტური ვალდებულება მყისვე მოითხოვს,
რომ მან უარი თქვას ამ ვალდებულებაზე. ტრაგიკული გმირი მოიპოვებს ვალდებუ-
ლების უფრო ამაღლებულ გამოხატულებას, მაგრამ არა აბსოლუტურ ვალდებულე-
ბას.
101
იმყოფება. შემდეგ, მას საკმარისი ვნება გააჩნია საიმისოდ, რომ
თვალის დახამხამებაში მოიპოვოს ასეთი დამაჯერებლობა იმგვა-
რად, რომ ის ისევე სრულად ვალიდური იქნება, როგორც პირველ
წამს. თუკი ამას ვერ გააკეთებს, ის ვერასოდეს დაიძვრება ადგილი-
დან, რადგან ყოველ ჯერზე ხელახლა დაწყება მოუწევს. ტრაგიკული
გმირიც ასევე ეთიკურის ერთ ფაქტორზეა კონცენტრირებული, რო-
მელიც მან თეოლოგიურად გადალახა, მაგრამ ამ მიმართებით მას
მხარდაჭერა ყოვლისმომცველში აქვს. რწმენის რაინდს მხოლოდ
საკუთარი თავი გააჩნია, და სწორედ ეს არის ამ მდგომარეობის სა-
შინელება. ადამიანთა უმრავლესობა ისე ცხოვრობს ეთიკური ვალ-
დებულების ქვეშ, რომ მწუხარებას ერთი დღით კმარობს, მაგრამ
ისინი ვერასოდეს აღწევენ ვნებიან კონცენტრაციას, ამ ენერგეტი-
კულ ცნობიერებას. ყოველისმომცველი, გარკვეული გაგებით, შე-
საძლოა ტრაგიკული გმირის შემწე აღმოჩნდეს ამის მიღწევაში, მაგ-
რამ რწმენის რაინდი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.
ტრაგიკული გმირი სჩადის ქმედებას და სიმშვიდეს ყოვლისმომ-
ცველში მოიპოვებს, რწმენის რაინდი კი გამუდმებულ დაძაბულობა-
ში იმყოფება. აგამემნონი უარს ამბობს იფიგენიაზე და ამგვარად
პოულობს სიმშვიდეს ყოვლისმომცველში, და მხოლოდ ამის შემ-
დეგ სწირავს მას მსხვერპლად. აგამემნონს რომ უსასრულო მოძ-
რაობა არ შეესრულებინა, თუკი გადამწყვეტ წამს მისი სული ვნებია-
ნი კონცენტრაციის ნაცვლად ჩაიკარგებოდა ჩვეულ ლაყბობაში
იმის შესახებ, რომ მას კიდევ ჰყავს ქალიშვილები, და რომ vielleicht1
მოხდეს Außerordentliche2, მაშინ ის, რასაკვირველია, არის არა
გმირი, არამედ კლინიკური პაციენტი. აბრაამსაც გააჩნია გმირის
კონცენტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ მის შემთხვევაში ეს გაცი-

1 (გერმ.) შესაძლოა.
2 (გერმ.) განსაკუთრებული.
102
ლებით უფრო რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს
მხარდაჭერა ყოვლისმომცველში; მაგრამ ის კიდევ ერთ მოძრაობას
ასრულებს, რომლითაც სასწაულზე ახდენს საკუთარი სულის კონ-
ცენტრირებას. ეს რომ არ გაეკეთებინა, აბრაამი მხოლოდ აგამემ-
ნონი იქნებოდა, ესეც იმ პირობით, თუ საერთოდ შესაძლებელია
იმის ახსნა, თუ როგორ არის შესაძლებელი მის მიერ ისააკის
მსხვერპლად შეწირვის გამართლება, როდესაც ყოვლისმომცველი
ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს. მხოლოდ თვით ინდივიდს შეუძ-
ლია იმის გადაწყვეტა, იმყოფება ადამიანი ცდუნებაში თუ ის რწმე-
ნის რაინდია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია პარადოქსიდან
რამდენიმე კრიტერიუმის გამოტანა, რომელიც იმისთვისაც გასაგე-
ბი იქნება, ვინც პარადოქსში არ იმყოფება. რწმენის ჭეშმარიტი რა-
ინდი ყოველთვის აბსოლუტურ იზოლაციაშია, ყალბი რაინდი - სექ-
ტანტია. ასეთი სექტანტობა წარმოადგენს მცდელობას პარადოქსის
ვიწრო ბილიკიდან გადახვევისა და იაფად ტრაგიკულ გმირად ქცე-
ვისა. ტრაგიკული გმირი გამოხატავს ყოვლისმომცველს და საკუ-
თარ თავს სწირავს მსხვერპლად მას. სექტანტი პულჩინელო კი, ნაც-
ვლად ამისა, საკუთარ თეატრს ფლობს, ანუ ჰყავს რამდენიმე სანდო
მეგობარი, რომლებიც ყოვლისმომცველს წარმოადგენენ, დაახ-
ლოებით ისევე, როგორც „ოქროს პორტსიგარის“1 ცრუმოწმეები
წარმოადგენენ მართლმსაჯულებას. რწმენის რაინდი, პირიქით, პა-
რადოქსია, ის ინდივიდია, აბსოლუტურად არაფერი, გარდა ინდივი-
დისა, კავშირებისა და პრეტენზიების გარეშე. ესაა საშინელება, რო-
მელსაც სექტანტი მანეკენი ვერ უმკლავდება. ნაცვლად იმისა, ეს-
წავლა ამ საშინელებისგან, რომ მას არ შესწევს უნარი დიადი ქმე-
დების ჩადენისა, შემდეგ კი ამის ღიად აღიარებისა (რაც მე არ შემიძ-

1 დანიელი დრამატურგის, ქრისტიან ოლუფსენის კომედია.


103
ლია არ მოვიწონო, რადგან მეც ასე ვმოქმედებ), მანეკენი ფიქრობს,
რომ სხვა მანეკენებთან გაერთიანებით ის შეძლებს ამას. მაგრამ ეს
სრულიად გამორიცხულია. სულის სამყაროში თაღლითობა დაუშ-
ვებელია. ათობით სექტანტი ერთიანდება, მათ არაფერი იციან ცალ-
კეულ ცდუნებათა შესახებ, რომლებიც რწმენის რაინდს ელის და
რომლებისთვის გვერდის ავლას ის სწორედ იმიტომ ვერ გაბედავს,
რომ კიდევ უფრო საშიში - თავდაჯერებულად წინ გაწევა იქნებოდა.
სექტანტები სმენას უხშობენ ერთმანეთს ყვირილითა და შეძახილე-
ბით, ახლოს არ უშვებენ შიშს თავიანთი მოთქმით, და სწორედ ასეთ
ხმაურიან სპორტსმენთა კომპანია აპირებს ზეცის დალაშქვრას,
ფიქრობენ რა, რომ იმავე გზაზე დგანან, რომელზეც რწმენის რაინ-
დი, ვისაც ყოვლისმომცველის მდუმარებაში არც ერთი ადამიანის
ხმა არ ესმის და მარტო მიდის თავისი საშინელი პასუხისმგებლო-
ბით.
რწმენის რაინდი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ეყრდნობოდეს,
ის ტკივილს გრძნობს, მოგვრილს იმით, რომ არ ძალუძს, გასაგები
გახდეს სხვებისთვის, მაგრამ ის არ განიცდის სხვათა დამოძღვრის
ფუჭ მოთხოვნილებას. ტკივილია იმის საბუთი, რომ ის მართებულ
გზაზე დგას, ეს ფუჭი სურვილი მისთვის უცნობია, ის მეტისმეტად სე-
რიოზულია ამისთვის. რწმენის ყალბი რაინდი მყისიერად გასცემს
საკუთარ თავს ხელმძღვანელობის უნარით, რომელიც მან წამის
განმავლობაში შეიძინა. ის ვერ ხვდება იმის აზრს, რომ როდესაც
სხვა ინდივიდმა უნდა განვლოს იგივე გზა, ის ზუსტად ასევე უნდა იქ-
ცეს ცალკეულ ინდივიდად და ის არავის მეგზურობას არ საჭიროებს,
ყველაზე ნაკლებ კი ადამიანისა, რომელიც ამას თავს ახვევს. ამ მო-
მენტში მრავალი გადადის გზიდან, მრავალი ვერ უმკლავდება უწ-
ვდომლობის მარტვილობას, ნაცვლად ამისა კი კომფორტულად ირ-
ჩევს საკუთარი ოსტატობით მიწიერ აღტაცებას. რწმენის ჭეშმარიტი
104
რაინდი არის მოწმე, არასოდესაა ის მოძღვარი, ამაშია მისი ღრმა
ადამიანურობა, რაც გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვათა
ტანჯვასა და ვაებაში უგნური მონაწილეობა, რასაც თანაგრძნობის
სახელით სცემენ თაყვანს, თუმცა რეალურად ეს მხოლოდ პატივ-
მოყვარეობაა. ის, ვინც მხოლოდ მოწმეა, ამით აცხადებს, რომ არც
ერთი ადამიანი, ყველაზე დაბლა მდგომიც კი, არ საჭიროებს სხვის
თანაგრძნობას და არ უნდა იქნას დამცირებული ასეთი თანაგრძნო-
ბით, რათა სხვამ შეძლოს ამაღლება. მაგრამ, ვინაიდან ის, რაც თვი-
თონ მოიპოვა, ძვირი დაუჯდა, არც ყიდის მას იაფად, ის არ არის იმ-
დენად სულმდაბალი, რომ ადამიანებისგან აღტაცებაში მოვიდეს და
სანაცვლოდ მათ საკუთარი მდუმარე სიძულვილი მიუძღვნას, მან
იცის, რომ ჭეშმარიტად დიადი ყველასათვის თანაბრად ხელმისაწ-
ვდომია. შესაბამისად, ან არსებობს აბსოლუტური ვალდებულება
ღმერთის წინაშე, და თუ ეს ასეა, ეს არის აქ აღწერილი პარადოქსი,
რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდი, როგორც ინდივი-
დი, ყოვლისმომცველზე მაღალია და, ასევე, როგორც ინდივიდი, აბ-
სოლუტურ დამოკიდებულებაშია აბსოლუტთან, ან რწმენა არასო-
დეს არსებულა, რადგან ის მუდამ არსებობდა ან, სხვაგვარად რომ
ვთქვათ, აბრაამი დაღუპულია, ან კიდევ ადამიანმა ლუკას სახარე-
ბის მეთოთხმეტე თავის ხსენებული პასაჟი უნდა განმარტოს გემოვ-
ნებიანი ეგზეგეტიკოსის მსგავსად, და ასევე განმარტოს შესაბამისი
და მსგავსი პასაჟები1.

1მსგავსი ადგილებია: მეორე რჯული, 13:6-9 „თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დე-
დაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგო-
ბარი, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა
ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა, იმ ხალხთა
ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს
მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო, ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენა-
ნება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ, არამედ მოჰკალი იგი. პირველად შე-
ნი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა.“ მეორე რჯუ-
105
პრობლემა III: გამართლებულია თუ არა ეთიკურად
აბრაამის მიერ სარას, ელეაზარისა და ისააკის წინა-
შე დუმილის შენარჩუნება განზრახვასთან მიმართე-
ბით?

ეთიკური, როგორც ასეთი, ყოვლისმომცველია, და კვლავ, რო-


გორც ყოვლისმომცველი, ეს არის მანიფესტი, გაცხადება. ინდივი-
დი, განხილული უშუალოდ ანუ ვითარცა ფსიქიური და ფიზიკური
არსება, დაფარული, შენიღბულია. შესაბამისად, მისი ამოცანა ამ
ფარულობიდან გამოსვლასა და ყოვლისმომცველში საკუთარი თა-
ვის გაცხადებას წარმოადგენს. ამგვარად, როცა კი ის ფარულობაში
დარჩენას ცდილობს, სცოდავს და ცრუობს ცდუნებაში, რისგან თა-
ვის დაღწევა მხოლოდ საკუთარი თავის გაცხადებით შეუძლია.
ამგვარად, ჩვენ იმავე წერტილში ვიმყოფებით. თუკი არ არსე-
ბობს ფარულობა, რომლის საფუძველს ის წარმოადგენს, რომ ინდი-
ვიდი, როგორც ინდივიდი, ყოვლისმომცველზე მაღალია, მაშინ აბ-
რაამის ქმედება გაუმართლებელია, რადგან მას ყურადღება არ მი-
უქცევია შუალედური ეთიკური დეტერმინანტებისთვის. მეორეს
მხრივ, თუკი ასეთი ფარულობა არსებობს, ჩვენ პარადოქსში ვიმყო-
ფებით, რომლის მედიაცია შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც ის

ლი, 33:9. „რომელიც ამბობს თავის დედ-მამაზე: არ მინახავს ისინი. არ ცნობს თა-
ვის ძმებს და არ იცნობს შვილებს, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და შენს
აღთქმას ინახავდნენ“. მათე, 10:35-37. „ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მა-
მამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას. და კაცს მტრებად ვუქციო
მისი სახლეულნი. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და
ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი“. მათე, 19:29. „და
ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ- შვილს თუ
დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიი-
ღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“. გარდა ამისა, კირკეგო-
რის „დღიურებში“ (Papirer. IV. В 96.6) ასევე არის მინიშნება პირველ ეპისტოლეზე
კორინთელებისადმი (7:11), თუმცა აზრობრივი შესაბამისობა აქ არ იკითხება.
106
ეფუძნება ვარაუდს, რომ ინდივიდი, როგორც ინდივიდი, უფრო მა-
ღალია, ვიდრე ყოვლისმომცველი, მაგრამ სწორედ ყოვლისმომ-
ცველი წარმოადგენს მედიაციას.
ჰეგელის ფილოსოფიისათვის ყოველგვარი გამართლებული ფა-
რულობა, ყოველგვარი გამართლებული არათანაზომადობა მიუღე-
ბელია. შესაბამისად, ის თვითკმარია, როდესაც გაცხადებას მოით-
ხოვს, მაგრამ ერთობ ბუნდოვანი ხდება, როდესაც აბრაამს რწმენის
პატრიაქრად განიხილავს და საერთოდ საუბრობს რწმენის შესახებ.
რადგან, რწმენა არის არა პირველი, არამედ შემდგომი უშუალობა.
პირველი უშუალობა ესთეტიკურია, ამაში კი ჰეგელის ფილოსოფია
შესაძლოა არც ცდებოდეს. მაგრამ რწმენა სრულებით არ არის ეს-
თეტიკური, ან, სხვა სიტყვებით, რწმენა არასოდეს არსებულა, რად-
გან იგი მუდამ არსებობდა. უმჯობესი იქნებოდა, მთელი საკითხი
წმინდად ესთეტიკური თვალსაზრისით განგვეხილა, ამ მიზნით კი
ესთეტიკურ კვლევას შევდგომოდით, რისთვისაც მკითხველს
ვთხოვ, დროებით სრულიად დაივიწყოს საკუთარი თავი, სანამ მე,
ჩემი წვლილის სახით, შევცვლი ჩემს გადმოცემას თემის შესაბამი-
სად. კატეგორია, რომელსაც მე ოდნავ უფრო დაწვრილებით განვი-
ხილავ, საინტერესოა, და მან ჩვენს საუკუნეში (სახელდობრ იმ მი-
ზეზით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ in discrimine rerum1) განსაკუთრებუ-
ლი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ის მართლაც შემობრუნების
წერტილის კატეგორიაა. შესაბამისად, ჩვენ, ვისაც გვიყვარდა ეს კა-
ტეგორია pro virili2, არ უნდა ვიქილიკოთ მასზე, როგორც ამას ზოგი-
ერთები აკეთებენ, რადგან ჩვენ ის გადალახული გვაქვს, მაგრამ
არც მეტისმეტად ხარბები უნდა ვიყოთ მის მოსაპოვებლად, რადგან
ცალსახაა, რომ იყო საინტერესო ან გქონდეს საინტერესო ცხოვრე-

1 (ლათ.) შემობრუნების წერტილში.


2 (ლათ.) ძალების თანახმად.
107
ბა, - არის არა ოსტატური გაწაფულობის ამოცანა, არამედ საბედის-
წერო პრივილეგია, რომელიც, სულიერების სამყაროს ყველა პრი-
ვილეგიის მსგავსად, მხოლოდ ღრმა ტკივილის ფასად შეიძინება.
ასე მაგალითად, ოდესმე არსებულთა შორის სოკრატე ყველაზე სა-
ინტერესო ადამიანი იყო, მისი ცხოვრება - ყველაზე საინტერესოა
ჩვენთვის ცნობილთა შორის, მაგრამ ასეთი არსებობა მისთვის
ღვთაების მიერ იყო ბოძებული, ხოლო ვინაიდან თვით უნდა მოეპო-
ვებინა იგი, მისთვის უცნობი არ იყო ტკივილი და მწუხარება. თუ ადა-
მიანი ასეთ ცხოვრებას ფუჭად მიიჩნევს, ეს არ ნიშნავს, რომ მის-
თვის ცხოვრება სერიოზული რამაა, და, მიუხედავად ამისა, ჩვენს
დროში არცთუ იშვიათია ასეთ ძალისხმევათა შემთხვევები. მეტიც,
ასევე საინტერესოა საზღვრული კატეგორია, მიჯნა ესთეტიკასა და
ეთიკას შორის. მეტიც, საზღვრული კატეგორიაა საინტერესო, მიჯნა
ესთეტიკასა და ეთიკას შორის. ამის გამოისობით ჩვენს მსჯელობას
გამუდმებით ეთიკის სფეროში მოუწევს შეჭრა, როდესაც მნიშვნე-
ლოვნების შესაძენად პრობლემა მან ესთეტიკური ინტენსივობითა
და ვნებით უნდა განიხილოს. ჩვენს დროში ეთიკა იშვიათად არის
ასეთი საკითხებით დაკავებული. მიზეზი შესაძლოა იმაში მდგომა-
რეობდეს, რომ ამისათვის სათანადო ადგილი არ მოიძებნება სის-
ტემაში. თუმცა, ამის გაკეთება მონოგრაფიაში იქნებოდა შესაძლე-
ბელი, და მეტიც, თუ ვრცლად ამის გადმოცემა არ არის სასურველი,
შეიძლება სიტყვის შეკვეცა და იმავე შედეგამდე მისვლა, თუ, ასე
ვთქვათ, ადამიანს პრედიკატი გააჩნია, რადგან ერთ ან ორ პრედი-
კატს მთელი სამყაროს გაცხადება ძალუძს. იქნებ მოიძებნებოდეს
სამყაროში ადგილი ასეთი პრედიკატისთვის? თავის უკვდავ „პოე-
ტიკაში“ (თავი 11) არისტოტელე ამბობს: „δύο μεν οΰν ηος μονού μέπη

108
πεπί ηαςη εζηί, πεπιπέηεια κααί αναβνώπιζιρ“1. ბუნებრივია, მე აქ მხო-
ლოდ მეორე ფაქტორი მაინტერესებს, αναβνώπιζιρ, გამოცნობა. იქ,
სადაც შესაძლოა დადგეს საკითხი გამოცნობის შესახებ, eo ipso2
იგულისხმება წინამორბედი ფარულობა. ამგვარად, ისევე, როგორც
გამოცნობა არის გაცხადება, კვანძის გახსნა დრამატულ ცხოვრება-
ში, ფარულობა არის დაძაბულობის ფაქტორი. რასაც არისტოტელე
იმავე თავში ამბობს ტრაგედიის ღირსების შესახებ, რისი შეფასება
სხვადასხვაგვარად ხდება იმის შესაბამისად, თუ როგორ ზემოქმე-
დებას ახდენენ ერთმანეთზე πεπιπέηεια და αναβνώπιζιρ, ასევე იმას,
რასაც ის „ინდივიდისა“ და „ორმაგი ამოცნობის“ შესახებ ამბობს, აქ
მე ვერ გავითვალისწინებ, თუმცა მისი სიტყვების შინაგანი სიღრმე
და სიმშვიდე განსაკუთრებით მაცდუნებელია მისთვის, ვინც სწავ-
ლულ ენციკლოპედისტთა ზედაპირული ყოვლისმცოდნეობითაა
დაქანცული. შესაძლოა აქ მეტად ზოგადი განხილვა უფრო სათანა-
დო იყოს. ბერძნულ ტრაგედიაში ფარულობა (შესაბამისად კი ამოც-
ნობა) არის ეპიკური ხსნა, რომელიც ეფუძნება ბედისწერას, რო-
მელშიც უჩინარდება დრამატული მოქმედება და საიდანაც იღებს ის
ბუნდოვან და ამოუცნობ საწყისს. შესაბამისად, ბერძნული ტრაგე-
დიის ზემოქმედება ჰგავს შთაბეჭდილებას, მოგვრილს მარმარი-
ლოს ქანდაკების მიერ, რომელსაც მხედველობის უნარი არ გააჩ-
ნია. ბერძნული ტრაგედია უსინათლოა. შესაბამისად, გარკვეული
აბსტრაგირებაა საჭირო მისი მართებულად შეფასებისთვის. შვილი
კლავს მამას, მაგრამ მხოლოდ შემდეგ შეიტყობს, რომ მოკლული
მისი მამა იყო. დას ძმის მსვერპლად შეწირვა სურს, მაგრამ გადამ-
წყვეტ მომენტში შეიტყობს, თუ ვინ არის ის. ეს ტრაგედია არცთუ სა-

1 სულ კი ფაბულის ნაწილი ოთხია, მათ შორის ორია - პერიპეტია და გამოცნობა


(არისტოტელე, პოეტიკა, 11).
2 (ლათ.) შესაბამისად.

109
ინტერესოა ჩვენი რეფლექსიური ეპოქისთვის. თანამედროვე დრა-
მამ უარი თქვა ბედისწერაზე, ის გათავისუფლდა და საკუთარი თვა-
ლებით ხედავს, სწავლობს საკუთარ თავს და წყვეტს ბედისწერას
თავის დრამატულ ცნობიერებაში. ფარულობა და გაცხადება ამ შემ-
თხვევაში მთავარი გმირის ნებისმიერი აქტებია, რომლებზეც ის პა-
სუხიხმგებლობას კისრულობს. გამოცნობა და ფარულობა აგრეთვე
წარმოადგენენ თანამედროვე დრამის არსებით ელემენტს. ამის მა-
გალითების მოტანა შორს წაგვიყვანდა. მე საკმარისად თავაზიანი
ვარ, რათა მივიჩნიო, რომ ჩვენი დროის ყველა ადამიანი, რომელიც
ესთეტიკურად იმდენად გულანთებული, აღგზნებული და ნაყოფი-
ერია, რომ ჩასახვის აქტი იმდენადვე იოლია, როგორც ქათმის შემ-
თხვევაში, რომლისთვისაც, არისტოტელეს მტკიცების თანხმად,
მამლის ხმის ან მისი ფრთების შრიალის გაგონებაა საკმარისი - მე
ვთვლი, რომ ყველა, საკმარისია გაიგონოს სიტყვა „ფარულობა“,
და ათობით რომანსსა და კომედიას ამოყრის ჯიბეებიდან. შესაბამი-
სად, სიტყვაძუნწი ვიქნები და ერთიანად გადმოვცემ ზოგად შენიშ-
ვნას. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დამალობანას თამაშისას
(რითიც თამაშში დრამატული მომენტი შეაქვს) მალავს რაიმე უაზ-
რობას, ჩვენ კომედიას ვიღებთ; მეორეს მხრივ, თუ ის იდეასთანაა
მიმართებაში, ის შესაძლოა ტრაგიკულ გმირს მიუახლოვდეს. აი,
კომიკურის მაგალითი. მამაკაცი სახეს იღებავს და პარიკს ატარებს.
იმავე ადამიანს საკუთარი იღბლის გამოცდა სურს მშვენიერი სქესის
წარმომადგენლებთან, ის სრულადაა დარწმუნებული გამარჯვებაში
ფერუმარილისა და პარიკის დახმარებით, რაც მას მოუგერიებლად
აქცევს. ის ხიბლავს გოგონას და ბედნიერების მწვერვალზე იმყოფე-
ბა. ახლა კი საქმის არსი: თუკი ის აღიარებს ამას, ხომ არ დაკარგავს
მთელ მომხიბვლელობას, თუ აღმოჩნდება, რომ ის სრულიად ჩვე-
ულებრივი, მეტიც, მელოტი მამაკაცია, ხომ არ დაკარგავს ის თავის
110
შეყვარებულს? ფარულობა თავისუფალი ქმედებაა, რისთვისაც მას
ესთეტიკაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ასეთი მეცნიერება არ მე-
გობრობს მელოტ ფარისევლებთან, ის მას დაცინვის მსხვერპლად
აქცევს. ნათქვამი საკმარისი მინიშნება უნდა იყოს იმისა, რაც მე ვი-
გულისხმე - კომიკური ვერ იქნება ამ კვლევისთვის საინტერესო.
ჩემს ვალდებულებას შეადგენს, დიალექტიკურად გამოივკვლიო
როლი, რომელსაც ფარულობა ასრულებს ესთეტიკურსა და ეთი-
კურში, რადგან ჩვენს მიზანს წარმოადგენს აბსოლუტური განსხვა-
ვების დემონსტრირება ესთეტიკურ ფარულობასა და პარადოქსს
შორის. რამდენიმე მაგალითი: გოგონას ფარულად უყვარს მამაკა-
ცი, თუმცა მათ ერთმანეთისთვის სიყვარული ჯერ არ გაუმხელიათ.
მშობლები გოგონას სხვაზე მითხოვებას აიძულებენ (მისი ქმედება
შესაძლოა ვალდებულების გრძნობითაც იყოს ნაკარნახევი), ის
ემორჩილება მშობლებს, ფარავს თავის სიყვარულს, „რათა არ გაა-
უბედუროს სხვები და ვერავინ ვერასოდეს გაიგოს, თუ როგორ გა-
იტანჯა თვითონ“. ახალგაზრდა მამაკაცს ერთი სიტყვით ძალუძს თა-
ვისი სურვილის და მშფოთვარე სიზმრების ობიექტის დაუფლება.
თუმცა ამ პატარა სიტყვას შეუძლია მთელი ოჯახის კომპრომეტირე-
ბა და (ვინ იცის?) განადგურებაც კი. ის სულგრძელად გადაწყვეტს,
დარჩეს თავის ფარულობაში, „გოგონა ამას ვერასოდეს შეიტყობს,
და შესაძლოა ბედნიერიც კი გახდეს სხვაზე ქორწინებით“. სამწუხა-
როა, რომ ეს ორი პიროვნება, რომელთაგან ორივე დაფარული იყო
თავისი შეყვარებულისთვის, ასევე დაფარული იყო ერთმანეთის-
გან, საწინააღმდეგო შემთხვევაში ნიშანდობლივად უფრო მაღალი
ერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა შეიქმნებოდა. მათი ფა-
რულობა თავისუფალი აქტია, რისთვისაც პასუხისმგებელნი ასევე
არიან ესთეტიკის წინაშეც. ესთეტიკა კი, თავის მხრივ, თავაზიანი და
სენტიმენტალური მეცნიერებაა, რომლისთვისაც მეტი მიზანშეწონი-
111
ლი საშუალებაა ცნობილი, ვიდრე მელომბარდესთვის. რას აკეთებს
ის? ის ყველაფერს შესაძლებლად აქცევს შეყვარებულებისთვის.
შემთხვევითობის წყალობით სავარაუდო ქორწინების მონაწილენი
იღებენ მინიშნებას მეორე მხარის სულგრძელ თანხმობაზე, ადგილი
აქვს განმარტებას, ისინი მოიპოვებენ ერთმანეთს, იმავდროულად
კი ჭეშმარიტ გმირთა სტატუსს. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მათ
ერთი ღამეც არ ჰქონდათ ერთად გატარებული, ესთეტიკა მათ მაინც
ისეთებად მიიჩნევს, თითქოს გაბედულად ებრძოლოთ გადაწყვეტი-
ლებისთვის წლების განმავლობაში. ესთეტიკა დიდად არ ზრუნავს
დროის შესახებ, ის მისთვის თანაბრად სწრაფად მიედინება, იქნება
ეს სერიოზულად თუ ხუმრობით. მაგრამ ეთიკისათვის სრულიად უც-
ნობია ასეთი შემთხვევა ან ასეთი სენტიმენტალობა, და არც დროის
წარმავალობის შესახებ აქვს მას წარმოდგენა. შესაბამისად, საკით-
ხი განსხვავებულ ასპექტში წარმოდგება. სახეირო არ არის ეთიკას-
თან კამათი, რადგან ის წმინდა კატეგორიებს იყენებს. ის არ ეყ-
რდნობა გამოცდილებას, რაც უგნურებათა შორის ყველაზე დიდი
უგნურებაა, და რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი ბრძენად
აქციოს, ქმნის მისგან შეშლილს, თუკი მისთვის ამაზე მაღალი არა-
ფერია ცნობილი. ეთიკისათვის არაფერია ცნობილი შემთხვევითო-
ბის შესახებ, შესაბამისად, ადგილი არ აქვს განმარტებას; ის არ ეთა-
მაშება ღირსებას, ის უზარმაზარ პასუხისმგებლობას ჰკიდებს პატა-
რა გმირის მხრებს, ის საძრახისად რაცხავს მის სურვილს, ბედისწე-
რა გაითამაშოს თავის ქმედებებში, თუმცა ასევე კიცხავს თავის სა-
ტანჯველთან იგივეს გაკეთების სწრაფვისთვის. ის აიძულებს ადამი-
ანს, ირწმუნოს რეალობა და გააჩნდეს გამბედაობა, შეებრძოლოს
რეალობის ყველა შეჭირვებას, კიდევ უფრო მეტად კი იმ უსისხლო
ტანჯვას, რომელიც მან საკუთარი პასუხისმგებლობით იკისრა. ის
იძლევა გაფრთხილებას, არ ენდონ გონების ცბიერ გაანგარიშე-
112
ბებს, რომლებიც ანტიკურ მისნებზე მეტად ვერაგები არიან. ის იძ-
ლევა გაფრთხილებას ყოველგვარი უდროო სულგრძელობისგან.
დაე, სინამდვილემ გადაწყვიტოს - და მაშინ დადგება დრო გამბე-
დაობის საჩვენებლად, მაგრამ იმავე დროს შესთავაზებს ეთიკა შე-
საძლო დახმარებას. მაგრამ თუ, მიუხედავად ამისა, იყო ამ ორ ას-
პექტში რაღაც უფრო ღრმა, თუკი არსებობდა ამოცანის განჭვრეტის
სერიოზულობა, მისი დაწყების სერიოზულობა, მაშინ რაღაცას მივი-
ღებდით მათგან; მაგრამ ეთიკას არ ძალუძს დახმარების გაწევა, ის
შეურაცხყოფილია, რადგან ისინი საიდუმლოს ინახავდნენ მისგან,
საიდუმლოს, რომელსაც ისინი საკუთარი რისკის ფასად ინახავ-
დნენ. ასე რომ, ესთეტიკა მოითხოვს ფარულობას და აჯილდოვებს
კიდეც მას, ხოლო ეთიკა მოითხოვს გაცხადებას და სჯის ფარულო-
ბას. თუმცა, დროდადრო ესთეტიკაც მოითხოვს გაცხადებას. როდე-
საც ესთეტიკური ილუზიის მახეში გამბული გმირი ფიქრობს თავისი
დუმილით იხსნას სხვა ადამიანი, ესთეტიკა მოითხოვს ასეთ დუმილს
და აჯილდოვებს მას. მეორეს მხრივ, როდესაც გმირი თავისი ქმედე-
ბით სხვის ცხოვრებაში იჭრება, ის გაცხადებას მოითხოვს. ტრაგი-
კულ გმირზე შევჩერდეთ. ევრიპიდეს „იფიგენია ავლიდში“ განვიხი-
ლოთ. აგამემნონმა მსხვერპლად უნდა შესწიროს იფიგენია. ამ მო-
მენტში ესთეტიკა აგამემონის დუმილს მოითხოვს იმდენად, რამდე-
ნადაც გმირისთვის უღირსი იქნებოდა სხვა ადამიანთან ნუგეშის ძი-
ება, ისევე, როგორც მზრუნველობიდან გამომდინარე მან მაქსიმა-
ლურად დიდხანს უნდა დაფაროს ეს ქალებისაგან. მეორეს მხრივ,
გმირი, ზუსტად იმ მიზნით, რომ გმირად იქცეს, გამოცდილ უნდა იქ-
ნას უსაზარლესი გამოცდით, რასაც მისთვის კლიტემნესტრასა და
იფიგენიას ცრემლი წარმოადგენს. რას აკეთებს აქ ესთეტიკა? მას
აქვს საშუალება, მას გამზადებული ჰყავს მოხუცი მსახური, რომე-
ლიც ყველაფერს გაუცხადებს კლიტემნესტრას. ახლა კი ყველაფე-
113
რი ისეა, როგორც უნდა იყოს. იმავდროულად, ეთიკას არც შემთხვე-
ვა აქვს ხელთ და არც მოხუცი მსახური ჰყავს. ესთეტიკური იდეა
მყისვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როგორც კი რეალობაში მი-
სი განხორციელება უნდა მოხდეს. შესაბამისად, ეთიკა გაცხადებას
საჭიროებს. ტრაგიკული გმირი თავის ეთიკურ გამბედაობას იმ ფაქ-
ტით გვიჩვენებს, რომ სახელდობრ ის არის, ვინც ყოველგვარი ეს-
თეტიკური ილუზიის ხაფანგში გაბმის გარეშე უცხადებს იფიგენიას
მის ხვედრს. თუ ტრაგიკული გმირი გააკეთებს ამას, მაშინ ის ეთიკის
საყვარელ შვილად იქცევა, ვისზეც არის ეთიკა სიხარულით დავანე-
ბული. თუ ის დუმილს ინარჩუნებს, ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს,
რომ ამით სხვისთვის ამ ყოველივეს გაიოლებას ფიქრობს, მაგრამ
მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ საკუთარი თავისთვის ცდილობ-
დეს ამ ყოველივეს გაიოლებას. თუმცა, მისთვის ცნობილია, რომ ამ
უკანასკნელ მოტივს მასზე ზემოქმედება არ მოუხდენია. თუ დუმილს
შეინარჩუნებს, როგორც ინდივიდი, ის სერიოზულ პასუხისმგებლო-
ბას კისრულობს, იმდენად, რამდენადაც ის უგულვებელყოფს არგუ-
მენტს, რომელიც შესაძლოა გარედან წარმოიშვას. როგორც ტრა-
გიკულ გმირს, მას არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ეთიკას ის
მხოლოდ იმისათვის უყვარს, რომ ის გამუდმებით გამოხატავს ყოვ-
ლისმომცველს. მისი ჰეროიკული ქმედება გამბედაობას მოითხოვს,
მაგრამ სწორედ გამბედაობის ნაწილია, რომ ის არანაირ არგუ-
მენტს არ გაურბის. ახლა ცხადია, რომ ცრემლი არის საშიში
argumentum ad hominem1, და უეჭველია, რომ არსებობენ ისეთები,
რომლებსაც ცრემლების გარდა აღარაფერი აღელვებს. პიესაში
იფიგენიას აქვს გოდების უფლება, მართლაც უნდა ეგლოვა მას იფ-
თახის ქალიშვილის მსგავსად ორი თვე, არა მარტოობაში, არამედ

1(ლათ.) არგუმენტი ადამიანისადმი - არგუმენტი, რომელიც მოცემული ადამიანის


ან მოცემული სიტუაციის განსაკუთრებულ თავისებურებებს ეყრდნობა.
114
მისი მამის ფერხთით, რათა მთელი თავისი ხელოვნებისთვის მოეხ-
მო, „რაც მხოლოდ ცრემლია“, და მის მუხლებს მოხვეოდა, ნაც-
ვლად იმისა, რომ მოაჯის ზეთისხილის რტო მიეწოდებინა.
ესთეტიკა გაცხადებას მოითხოვს, მაგრამ შემთხვევითობით გა-
დის ფონს; ეთიკა მოითხოვს გაცხადებას და ტრაგიკულ გმირში პოუ-
ლობს დაკმაყოფილებას. მიუხედავად იმ სისასტიკისა, რომლითაც
ეთიკა გაცხადებას მოითხოვს, ვერ უარვყოფთ, რომ იდუმალება და
მდუმარება მართლაც აქცევენ ადამიანს დიადად, რადგან ისინი ში-
ნაგანის მახასიათებლები არიან. როდესაც ამური ტოვებს ფსიქეს,
ეუბნება: „შენ შობ ჩვილს, რომელიც ღვთიური იქნება, თუ დუმილს
შეინარჩუნებ, ხოლო ადამიანი, თუ გასცემ საიდუმლოს“. ტრაგიკუ-
ლი გმირი, რომელიც ეთიკურის ფავორიტია, წმინდად ადამიანუ-
რია, ვისი გაგებაც მე ძალმიძს, ხოლო ყველაფერი, რასაც ის აკე-
თებს, გაცხადების შუქითაა მოსილი. თუ უფრო წინ წავალ, პარა-
დოქსს გადავეყრები, ღვთიურს ან დემონურს, რადგან დუმილი -
ორივეა. დუმილი დემონის მახეა, ხოლო რაც უფრო მეტად ინარჩუ-
ნებს ადამიანი დუმილს, მით უფრო საზარელია დემონი; მაგრამ დუ-
მილი იმავე დროს არის ურთიერთგაგება ღვთაებასა და ინდივიდს
შორის. თუმცა, სანამ აბრაამის ამბავს დავუბრუნდებოდე, რამდენი-
მე პოეტურ პერსონაჟს მოვიწვევდი სცენაზე. დიალექტიკის ძალმო-
სილების შემწეობით მე მათ თითის წვერებზე ვაჩერებ, ხოლო სასო-
წარკვეთის შოლტის გაქნევით ვაიძულებ, არ გაჩერდნენ ერთ ადგი-
ლას, რათა შიშში მყოფებმა ესა თუ ის საიდუმლო გაგვიმხილონ1.

1 ეს მოძრაობები და მიდგომები ასევე შეიძლება იქცნენ შემდგომი ესთეტიკური


განხილვის საგნად. თუმცა, ღიად ვტოვებ საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენად არის
შესაძლებელი, რომ რწმენა და ზოგადად რწმენით ცხოვრება ასეთი განხილვის სა-
განი იყოს. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მე ყოველთვის მახარებს მადლიერების გა-
მოხატვა მათდამი, ვის წინაშეც ვალში ვარ, მსურს მადლობა გადავუხადო ლესინგს
ქრისტიანულ დრამაზე რამდენიმე მინიშნებისთვის, რაც მის Hamburgische
Dramaturgie-ში აღმოვაჩინე. თუმცა, მას მზერა მიპყრობილი აქვს ქრისტიანული
115
თავის „პოლიტიკაში“ არისტოტელე მოგვითხრობს ამბავს პო-
ლიტიკური მღელვარებისა დელფოში, რაც ქორწინების საკითხით
იყო პროვოცირებული. სასიძო, რომელსაც ავგურები უწინასწარ-
მეტყველებენ, რომ მის ქორწინებას უბედურება მოჰყვება, გადამ-
წყვეტ მომენტში, როდესაც საპატარძლოს წასაყვანადაა მოსული,
შეცვლის გეგმას და უარს ამბობს ქორწინებაზე. მე სხვა არაფერი
მჭირდება1. რასაკვირველია, დელფოში ეს ამბავი ცრემლის გარეშე
ვერ ჩაივლიდა. თუკი პოეტი ამ თემას აირჩევდა, მას შეეძლო ჰქო-
ნოდა თანაგრძნობის იმედი. ნუთუ საზარელი არ არის, რომ სიყვა-
რული, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ხშირად განდევნილია
ხოლმე, ახლა ზეცის მხარდაჭერასაც მოისაკლისებს? ნუთუ ძველი

ცხოვრების წმინდად ღვთიური მხარისკენ (მიღწეული გამარჯვება), შესაბამისად კი


საფრთხეებსაც გრძნობს; შესაძლოა, წმინდად ადამიანური მხარისათვის
(theologia viatorum) რომ მეტი ყურადღება დაეთმო, სხვაგვარად განესაჯა. უდაოა,
რომ ის მოკლედ საუბრობს, დროდადრო არაპირდაპირაც, მაგრამ რადგან მე ყო-
ველთვის მსიამოვნებს ლესინგის კომპანია, ამას ყოველთვის ხალისით ვაკეთებ.
ლესინგი იყო გერმანიის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი გო-
ნება, მას არა მხოლოდ იშვიათი სიზუსტე ახასიათებდა სწავლებაში. ამ მიზეზით
სრულად შეიძლება მისი და მისი მოწმობების ნდობა, არ შევუშინდებით რა წყვე-
ტილ ციტატებში ჩაკარგვას, არამავალდებულებელ, სანახევროდ დაშლილ ფრა-
ზებში, რომლებიც არასანადო კომპენდიუმებიდანაა ამოღებული, არ შეგვეშინდება
რა ორიენტაციის დაკარგვა სიახლეთა ბრიყვულ რეკლამაში, რისი გადმოცემა
ძველ დროს უკეთესად ხდებოდა; ამ ყველაფრის გვირგვინად ის ფლობს ერთ უკი-
დურესად უჩვეულლო უნარს: განმარტებას იმისა, რაც თვითონ გაიგო. ჩვეულებ-
რივ, ის აქ ჩერდება, როდესაც ჩვენ დროს ადამიანი, როგორც წესი, უფრო შორს
მიდის და განმარტავს იმას, რაც თვითონ ვერ გაიგო.
1 არისტოტელეს თანახმად, კატასტროფის ისტორია შემდეგია: შურის საძიებლად

პატარძლის ოჯახმა ფარულად მოიტანა ჭურჭელი ტაძრიდან და იგი სხვა საოჯახო


ნივთებს შორის განათავსა. საქმროს ტაძრის მძარცველის განაჩენი გამოუტანეს.
თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კითხვა იმაში არ მდგომარეობს, გონე-
ბამახვილია თუ წინდაუხედავი ოჯახი შურსიძიებისას. ოჯახს მხოლოდ იდეალური
მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც ის გმირის შინაგან დიალექტიკაშია ჩათ-
რეული. გარდა ამისა, საბედისწეროა, რომ ის, ცდილობს რა თავიდან აიცილოს
უბედურება ქორწინებაზე უარის თქმით, უბედურებაში აღმოჩნდება, ხოლო მისი
ცხოვრება ღვთიურთან ორგვარად ამყარებს კონტაქტს: პირველად, ავგურთა წი-
ნასწარმეტყველების შესაბამისად, ხოლო მეორედ - ტაძრის მძარცველის სახით
განსჯისას.
116
გამოთქმა, რომ „ქორწინება ზეცაში წყდება“, შებღალული არ არის?
ჩვეულებრივ, ეს არის ხოლმე სასრულის ტანჯვა და სირთულეები,
რომლებიც ავი სულების მსგავსად აშორიშორებენ შეყვარებულებს,
მაგრამ ზეცა სიყვარულის მხარესაა, შესაბამისად კი ეს წმინდა კავ-
შირი ყველა მტერს უმკლავდება. ამ შემთხვევაში ზეცა მიჯნავს იმას,
რაც თვითონ შეაერთა. ვინ იფიქრებდა ამას? ყველაზე ნაკლებ -
ახალგაზრდა საპატარძლო. წამით ადრე ის სანთიობოში იჯდა მთე-
ლი თავისი მშვენიერებით, მშვენიერი ქალწულები კი მზრუნველო-
ბით რთავდნენ მას, ისე, რომ მთელი სამყაროს წინაშე შეეძლოთ
ეგოთ პასუხი ამისათვის, მაგრამ არა მხოლოდ უხაროდათ მათ, არა-
მედ შურსაც განიცდიდნენ, სიხარულს, გამომდინარეს იმ ფაქტიდან,
რომ შეუძლებელი იყო მათთვის მეტი შურის გამოხატვა, რადგან შე-
უძლებელი იყო საპატარძლოსთვის მეტად გამშვენიერება. ის მარ-
ტო იჯდა სანთიობოში და მშვენიერების ხატებს ირგებდა, რადგან
ყველაფერი, რისი ძალაც ქალურ ხელოვნებას შესწევს, იყო გამო-
ყენებული აქ, რათა ღირსეულად მოერთოთ ღირსეული. მაგრამ კი-
დევ იყო რაღაც მოსაკლისებული, რაზეც ახალგაზრდა ქალწულები
ვერც იოცნებებდნენ: მეტად თხელი და მსუბუქი მოსახური, ვიდრე
ის, ქალწულებმა რომ მოახვიეს საპატარძლოს, საქორწილო კაბა,
რომლის შესახებ არც ერთმა ახალგაზრდა ქალწულმა არაფერი
იცოდა და არც დახმარება შეეძლო მის მორგებაში, დიახ, თვით სა-
პატარძლომაც კი არ იცოდა, როგორ მოერგო ის. ეს იყო უხილავი,
მეგობრული ძალა, რომელიც სიამოვნებას იღებდა საპატარძლოს
მორთვისგან, რომელიც არგებდა მას ამ მოსახურს, ისე, რომ ქალ-
წულმა თვით არ იცოდა ამის შესახებ; რადგან მან მხოლოდ ის და-
ინახა, რომ სასიძომ ტაძრისკენ ჩაიარა. მან იხილა, როგორ დაიხუ-
რა კარი მის უკან, და ის კიდევ უფრო მეტად მშვიდი და ნეტარი შე-
იქნა, რადგან მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ბიჭი მას მეტად ეკუთვნო-
117
და, ვიდრე ოდესმე. ტაძრის კარი გაიღო, ბიჭი გამოვიდა, გოგონამ
თვალები დახარა და ამიტომ ვერ შეამჩნია, რომ ბიჭს შეშფოთებუ-
ლი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ბიჭი ხედავდა, რომ ზეცას
შურდა გოგონას მშვენიერება და იღბალი. ტაძრის კარი გაიღო და
ახალგაზრდა ქალწულებმა იხილეს, როგორ გამოდიოდა სასიძო,
მაგრამ მათ ვერ შეამჩნიეს შეშფოთებული გამომეტყველება მის სა-
ხეზე, მათ საპატარძლო გამოჰყავდათ. შემდეგ საპატარძლომ ნაბი-
ჯი გადმოდგა მთელი ქალწულებრივი მოკრძალებით, გარშემორ-
ტყმულმა ახალგაზრდა გოგონების ამალით, რომლებსაც თავი
ჰქონდათ დახრილი მის წინაშე, როგორც საერთოდ უნდა დახარონ
ახალგაზრდა ქალწულებმა თავი საპატარძლოს წინაშე. ასე იდგა ის
თავისი ამალის თავში და ელოდა - ეს იყო მხოლოდ წამი, რადგან
ტაძარი იქვე იყო - და სასიძო მოვიდა... მაგრამ მან ჩაუარა მის კარს.
თუმცა, აქ უნდა შევწყვიტო თხრობა - მე არ ვარ პოეტი, მე საგნებს
მხოლოდ დიალექტიკურად განვიხილავ. უპირველეს ყოვლისა, უნ-
და გვახსოვდეს, რომ სწორედ გადამწყვეტ მომენტში იღებს გმირი
განმარტებას, ის წმინდა და უნაკლოა, წინდაუხედავად არ არის და-
კავშირებული თავის შეყვარებულს. შემდგომ ამისა, მის წინაშე ან,
უფრო ზუსტად, მის საწინააღმდეგოდაა მიმართული ღვთიური სიტ-
ყვა, შესაბამისად, ის, სუსტი და უსუსური შეყვარებულის მსგავსად,
საკუთარი თავდაჯერებულობით არ ხელმძღვანელობს. მეტიც, თა-
ვისთავად იგულისხმება, რომ ეს სიტყვა მას ისევე აუბედურებს, რო-
გორც საცოლეს, დიახ, ოდნავ მეტადაც კი, რადგან ბოლოს და ბო-
ლოს ის ქალიშვილის უბედურების მიზეზს წარმოადგენს. სრული სი-
მართლეა, რომ ავგურებმა მას უბედურება უწინასწარმეტყველეს,
მაგრამ საკითხი იმაშია, არის თუ არა ეს უდებურება იმ ხასიათის,
რომ არა მარტო მას შეეხება, არამედ მათ ერთობლივ ბედნიერება-
საც. როგორ უნდა მოიქცეს ის ახლა? (1) დუმილი შეინარჩუნოს და
118
ქორწინება იზეიმოს? - იმ აზრით, რომ „იქნებ უბედურება ერთიანად
არ მოვიდეს, ყოველ შემთხვევაში მე ჩემი სიყვარულის ერთგული
ვიყავი და არ ვუფრთხოდი საკუთარი თავის გაუბედურებას. მაგრამ
დუმილი მაინც უნდა შევინარჩუნო, რადგან საწინააღმდეგო შემ-
თხვევაში ეს ხანმოკლე მომენტიც ფუჭად დაიკარგება“. ეს სავსებით
დამაჯერებლად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის,
რადგან ამ ქმედებით მან გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა. მან ერ-
თგვარად დამნაშავედ აქცია გოგონა თავისი დუმილით, რადგან ამ
უკანასკნელს რომ სცოდნოდა სიმართლე, ის არასოდეს დათან-
ხმდებოდა ასეთ კავშირს. ასე რომ, გაჭირვების ჟამს მან არა მხო-
ლოდ უბედურება უნდა იტვირთოს, არამედ პასუხისმგებლობაც
იმისთვის, რომ დუმილი შეინარჩუნა, ისევე, როგორც გოგონას სა-
ფუძვლიანი აღშფოთება ამ დუმილის შენარჩუნებისთვის. (2) თუ დუ-
მილი შეინარჩუნოს და უარი თქვას ქორწინებაზე? ასეთ შემთხვევა-
ში ის საკუთარ თავს მისტიფიკაციაში ჩაითრევს, რითიც საკუთარ
თავს ნულამდე დაიყვანს მასთან ურთიერთობაში. თუმცა, ესთეტი-
კამ შესაძლოა მოიწონოს ეს გადაწყვეტილება. კატასტროფა ასე შე-
საძლოა რეალურ ამბავს დაემსგავსოს, იმის გამოკლებით, რომ
განმარტება უკანასკნელ წამს გაკეთდება - თუმცა, ეს მას შემდეგ
მოხდება, რაც ყველაფერი დასრულდება, რადგან ესთეტიკური
თვალსაზრისით ეს არის აუცილებლობა მისთვის სიკვდილის უფლე-
ბის მიცემისა... თუკი მეცნიერება ვერ იპოვის საბედისწერო წინას-
წარმეტყველების გაუქმების საშუალებას. და მაინც, ასეთი ქცევა,
რაოდენ სულგრძელიც არ უნდა იყოს ის, გოგონასა და მისი სიყვა-
რულის რეალურობის შეურაცხყოფას გულისხმობს. (3) იქნებ უნდა
აღიაროს? მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გმირი ოდნავ უფ-
რო მეტად პოეტურია, რათა დავუშვათ, რომ სიყვარულზე უარის
თქმას მისთვის წარუმატებელი ბიზნეს სპეკულაციის შედეგისგან
119
განსხვავებული მნიშვნელობა არ ექნება. თუ ის ხმას ამოიღებს, მთე-
ლი ამბავი წარმოდგება „აქსელისა და ვალბორგის“1 უიღბლო სიყ-
ვარულის ისტორიად2. ეს არისი წყვილი, რომელსაც თვით ზეცა გა-
ნაშორებს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში განშორება განსხვავებუ-
ლად უნდა იქნას აღქმული, რადგან ის იმავდროულად ინდივიდთა
თავისუფალი ნებიდანაც გამომდინარეობს. ამ შემთხვევის დიალექ-
ტიკის სირთულე იმაშია, რომ უბედურება მხოლოდ სასიძოს უნდა
დაატყდეს თავს. ამგვარად, ორი შეყვარებული ვერ პოულობს, აქსე-
ლისა და ვალბორგის მსგავსად, საკუთარი ტანჯვის ერთობლივ გა-

1 ადამ ოლენშლეგერის ტრაგედია (1810), რომლის გმირები ახლო ნათესაური კავ-

შირის გამო ვერ ქორწინდებოდნენ.


2 მეტიც, ამ წერტილიდან შეგვიძლია დიალექტიკური მოძრაობა სხვა მიმართულე-

ბით გავავრცელოთ. ზეცა უბედურებას უწინასწარმეტყველებს ქორწინებას, ასე


რომ, სასიძოს შეუძლია უარი თქვას ქორწინებაზე, მაგრამ არ მიატოვოს გოგონა,
არამედ იცხოვროს მასთან რომანტიულ კავშირში, რაც შეყვარებულებისთვის სავ-
სებით დამაკმაყოფილებელი იქნება. თუმცა, ეს გოგონას შეურაცხყოფას გულის-
ხმობს, რადგან თავის სიყვარულში ის არ გამოხატავს ყოვლისმომცველს. მიუხედა-
ვად ამისა, ეს შეიძლება თემად იქცეს, როგორც პოეტის, ისე ეთიკოსისთვის, რომე-
ლიც ქორწინებას იცავს. მთლიანობაში, თუ პოეზია ინდივიდის რელიგიურსა და ში-
ნაგან გრძნობებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან
თემებს აღმოაჩენს, ვიდრე ისინია, რითიც ახლაა ის დაკავებული. პოეზია მსმენელს
ერთსა და იმავე ამბავს სთავაზობს: მამაკაცი მიბმულია გოგონას, რომელიც მას
ოდესღაც უყვარდა, - ან შესაძლოა გულწრფელად არასოდეს ყვარებია, რადგან ახ-
ლა სხვა გოგონაა მისი იდეალი. მამაკაცი შეცდომას უშვებს ცხოვრებაში, საჭირო
ქუჩაზე აღმოჩნდა, მაგრამ სხვა სახლში, რადგან ზუსტად საპირისპირო მხარეს, მე-
ორე სართულზე ცხოვრობს მისი იდეალი - ამას თვლიან ადამიანები პოეზიის თე-
მად. შეყვარებულმა შეცდომა დაუშვა, მან საცოლე დაინახა ლამფის შუქზე და იფიქ-
რა, რომ მას შავი თმა ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ხილვისას აღმოჩნდა,
რომ ის ქერაა, - თუმცა მისი და, აი იდეალი! ამას მიიჩნევენ ისინი პოეზიის თემად!
ჩემი აზრით ყოველი ასეთი ადამიანი - სრული უგნურია, რომელიც აუტანელი იქნე-
ბა რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ მყისვე სტვენით უნდა გააძევოთ სცენიდან, რო-
გორც კი პოეტურობას დაიჩემებს. მხოლოდ ვნება წინააღმდეგ ვნებისა უზრუნველ-
ყოფს პოეტურ კოლიზიას, და არა ამ დეტალების გაერთიანება ერთსა და იმავე ვნე-
ბაში. მაგალითად, შუა საუკუნეების ეპოქის გოგონა შეყვარების შემდეგ არწმუნებს
საკუთარ თავს, რომ მიწიერი სიყვარული ბიწიერებაა და ამიტომ ზეციურს ანიჭებს
უპირატესობას, აქ პოეტური კოლიზია გვაქვს, გოგონა პოეტურია, რადგან ის იდეა-
ში არსებობს.
120
მოხატულებას, იმდენად, რამდენადაც ზეცა საკუთარ განჩინებას
ორივეს თანაბრად უნაწილებს, რადგან ისინი თანაბარი ხარისხით
ახლოს არიან ერთმანეთთან. თუკი ეს ასეა, გამოსავალი შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ. რადგან, ვინაიდან ზეცა არანაირ ხილულ ძალას
არ იყენებს მათ განსაშორებლად, არამედ ამას მათ მიანდობს, სავ-
სებით შესაძლებელია, რომ ისინი ერთმანეთს შორის მიიღებენ გა-
დაწყვეტილებას, ესროლონ გამოწვევა ზეცასა და მის უბედურებას.
თუმცა, ეთიკა მისგან აღიარებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში მისი
ჰეროიკულობა იმ ფაქტში უნდა ვეძიოთ, რიმ ის უარყოფს ესთეტი-
კურ სულგრძელობას, რაც რთულად თუ ჩაითვლება in casu1 პატივ-
მოყვარეობის მინარევად, რაც ფარულობაში მდგომარეობს, რად-
გან მისთვის მართლაც ცხადი უნდა იყოს, რომ ის აუბედურებს გო-
გონას. თუმცა, მისი ჰეროიზმი დამოკიდებულია ფაქტზე, რომ მას მი-
ეცა შესაძლებლობა [ჭეშმარიტი სიყვარულის], მაგრამ გააუქმა ის;
რადგან, თუ ასეთი ჰეროიზმის მოპოვება ამის გარეშეა შესაძლებე-
ლი, ჩვენს დროში საკმაო რაოდენობის გმირები გვეყოლებიდა,
ჩვენს დროში, რომელმაც უპრეცედენტო ოსტატობას მიაღწია გა-
ყალბებაში და უმაღლესს იმის ხარჯზე ახორციელებს, რომ ყოველი-
ვე შუალედურს გადაახტება.
მაგრამ მაშინ რა საჭიროა ეს მონახაზი, თუკი მე ტრაგიკულ
გმირს არ გავცდები? სულ ცოტა, იმისათვის, რომ შესაძლოა ამით
შუქი მოეფინოს პარადოქსს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე,
თუ როგორ დამოკიდებულებაშია ეს კაცი ავგურების სიტყვისადმი,
რაც ასე თუ ისე გადამწყვეტია მისი ცხოვრებისთვის. არის ეს სიტყვა
publici juris თუ ის privatissimum2-ია? სცენა საბერძნეთში მიმდინა-
რეობს, ავგურთა წინასწარმეტყველება ყველასათვის გასაგებია. მე

1 (ლათ.) მოცემულ შემთხვევაში.


2 (ლათ.) სრულიად კერძო საქმე.
121
მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩვეულებრივ ადამიანს მისი გა-
გება შეუძლია სიტყვასიტყვით, არამედ იმისა, რომ ჩვეულებრივ
ადამიანს შეუძლია გაიგოს, რომ ავგური ინდივიდს ზეცის გადწყვე-
ტილებას აცნობს. ასე რომ, ავგურის სიტყვა გასაგები არა მხოლოდ
გმირისთვისაა, არამედ ყველასათვის, და აქიდან ღვთაებასთან
არანაირი კერძო ურთიერთობა არ გამომდინარეობს. აკეთოს, რაც
სურს, ის, რაც ნაწინასწარმეტყველებია, მაინც მოხდება, და არც ქმე-
დებითა და არც ქმედებაზე უარის თქმით არ გახდება ის მეტად ახ-
ლობელი ღვთაებისთვის, ან მისი წყალობისა თუ რისხვის საგანი.
ნაწინასწარმეტყველები შედეგი ისევე კარგად იქნება გასაგები ჩვე-
ულებრივი ადამიანის, როგორც გმირისთვის, და არ არსებობს რა-
იმე იდუმალი წერილი, რომელიც მხოლოდ გმირისთვისაა მისაწ-
ვდომი. თუკი ის საუბრობს, ის ამას კარგად აკეთებს, და შეუძლია,
რომ გასაგები გახდეს სხვებისთვის. თუკი ის დუმილს ინარჩუნებს,
ეს იმიტომ, რომ ინდივიდად ყოფნის ძალით ის უფრო მაღალი იქნე-
ბა, ვიდრე ყოვლისმომცველი, თავს მოიტყუებს ყველა სახის ფან-
ტასტიური წარმოდგენით იმის შესახებ, რომ გოგონა სწრაფად და-
ივიწყებს მწუხარებს და ა.შ. მეორეს მხრივ, თუკი ზეცის ნება მისთვის
ავგურის მიერ არ იყო გაცხადებული, თუკი ეს ცოდნა მან სრულად
პირადული გზით შეიძინა, თუკი ამგვარად მას სრულიად კერძო და-
მოკიდებულება ჩამოუყალიბდა მასთან, მაშინ ჩვენ პარადოქსს ვე-
ჩეხებით (დავუშვათ, რომ ასეთი რამ არსებობს, რადგან ჩემს მოსაზ-
რებებს დილემის ფორმა აქვთ), მაშინ მას შეუძლია არ ისაუბროს,
როგორც არ უნდა სურდეს ეს. მაშინ ის არ დატკბებოდა თავისი დუ-
მილით, არამედ ტკივილს განიცდიდა - მაგრამ ეს იქნებოდა სწორედ
მისთვის იმის დასტური, რომ ის გაამართლეს. ამგვარად, მისი დუ-
მილის მიზეზი არის არა ის, რომ მან ინდივიდის სახით საკუთარი თა-
ვი ყოველისმომცველისადმი აბსოლუტურ დამოკიდებულებაში ჩა-
122
აყენა, არამედ იმაში, რომ ის, როგორც ინდივიდი, აბსოლუტურ და-
მოკიდებულებაშია ჩაყენებული აბსოლუტთან. ამაში შეძლებს ის
სიმშვიდის მოპოვებას (როგორც ამის წარმოდგენა მე ძალმიძს),
როდესაც მისი სულგრძელი დუმილი გამუდმებით იქნება შეწუხებუ-
ლი ეთიკის მოთხოვნებით. უკიდურესად სასურველია, რომ ესთეტი-
კა ერთხელ მაინც დაწყებულიყო იმ წერტილიდან, სადაც ამდენი
წლის განმავლობაში სრულდებოდა, ანუ ილუზორული სულგრძე-
ლობიდან. ასე რომ მომხდარიყო, ეს უშუალოდ რელიგიის ინტერე-
სებში იქნებოდა, რადგან რელიგიაა ერთადერთი ძალა, რომელსაც
ესთეტიკის გათავისუფლება ძალუძს ეთიკურთან ბრძოლისგან.
ელისაბედ დედოფალმა სახელმწიფოს შესწირა ესექსის გრაფისად-
მი თავისი სიყვარული, მოაწერა რა ხელი მის სასიკვდილო განა-
ჩენს. ეს გმირული აქტი იყო, თუნდაც ყოფილიყო მასში პირადი წყე-
ნის მცირედი ულუფაც, გამოწვეული იმით, რომ გრაფმა მას ბეჭედი
არ გაუგზავნა. სინამდვილეში მან გაგზავნა ბეჭედი, მაგრამ, რო-
გორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს ფაქტი კარის ერთ-ერთი ქალბა-
ტონის ავგულობით იქნა დაფარული. ელისაბედმა შეიტყო ამის შე-
სახებ, (როგორც ამბობენ, ni fallor1), რის შემდეგ ათი დღის განმავ-
ლობაში თითი ედო პირში და იჭამდა ხმის ამოუღებლად, მერე კი
გარდაიცვალა. ეს შესაძლებელია ყოფილიყო თემა პოეტისთვის,
რომელმაც იცის, როგორ გააღოს პირი კივილისას, თუმცა ასეთი პი-
რობის გარეშე ეს ყველაზე მეტად ბალეტის დირიჟორისთვის არის
შესაფერისი, ვისშიც ჩვენს დროში პოეტს ხშირად ეშლება საკუთარი
თავი.

1 (ლათ.) თუ არ ვცდები.
123
ახლა კი ერთ სიუჟეტს განვიხილავ, რომელიც საკუთარ თავში
დემონურს შეიცავს. ამაში „აგნესისა და წყლის კაცის“ ლეგენდა1 და-
მეხმარება. წყლის კაცი არის მაცდური, რომელიც ზევით ამოდის
ზღვის უფსკრულის მალული ადგილიდან და ველური ვნებით წყვეტს
უბიწო ყვავილს, რომელიც მთელი თავისი სიმშვენიერით იზრდება
ზღვის ნაპირას და თავი აქვს ნაზად დახრილი ოკეანის ხმის გასაგო-
ნად. ამას გულისხმობდნენ ამ ამბავში პოეტები დღემდე. მოდით,
ოდნავი ცვლილებები შევიტანოთ. წყლის კაცი მაცდურია. მან მოუხ-
მო აგნესს, გამოიტყუა თავისი მშვიდი ბაასით მისი მალული გრძნო-
ბები, ამ უკანასკნელმა კი წყლის კაცში ის აღმოაჩინა, რასაც ეძებდა,
რის დანახვასაც ზღვის უფსკრულში ცდილობდა. აგნესი მზად არის
გაჰყვეს მას. წყლის კაცმა იგი ხელში აიყვანა, აგნესი კისერზე შემო-
ეხვია, მთელი სულითაა მინდობილი თავისზე ძლიერ არსებას; ის
უკვე კიდეზე დგას, ზღვისკენ იხრება, თითქმის მზად არის გადაეშვას
მასში თავის ნადავლთან ერთად, - ამ დროს აგნესი კიდევ ერთხელ
მიაპყრობს მას მზერას - არა მხდალად, არა დაეჭვებით, არამედ სი-
ამაყით თავისი იღბლის გამო, აბსოლუტური მორჩილებით, მსგავ-
სად ყვავილისა, რომლად ქცევა აქვს თავისთვის ჩაფიქრებული. ამ
მზერით ის ანდობს მას მთელ თავის ხვედრს. და ჰოი, შეხედეთ, -
ზღვა აღარ ბობოქრობს, ის დამუნჯებულა, ბუნების ვნება, რაც
წყლის კაცის ძალას წარმოადგენს, სტოვებს მას გასაჭირში, სამარი-
სებური სიმშვიდე ისადგურებს - აგნესი კი ისევე შეჰყურებს მას. აქ
კი წყლის კაცი ტყდება, ის ვერ უძლებს უბიწობის ძალას, მისი მშობ-
ლიური სტიქია ღალატობს მას, მას არ ძალუძს აგნესის შეცდენა.
უკან აბრუნებს, უხსნის, რომ მხოლოდ იმის ჩვენება სურდა, თუ რა-
ოდენ მშვენიერია წყნარი ზღვა. აგნესს სჯერა მისი. შემდეგ ის შებ-

1ეს ლეგენდა ხალხური ლექსის ფორმით არსებობს. მისი სიუჟეტი გამოიყენა და-
ნიელმა ლიტერატორმა იენს ბაგესენმა პოემაში „აგნესი ჰავმანდენიდან“.
124
რუნდება და მარტო მიდის, ზღვა კი ბობოქრობს, თუმცა წყლის კაცის
რისხვა კიდევ უფრო ძლიერია. მას ძალუძს აგნესის შეცდენა, მას ძა-
ლუძს ასობით აგნესის შეცდენა, მას ნებისიერი გოგონას გატაცება
ძალუძს - მაგრამ აგნესმა გაიმარჯვა, და წყლის კაცმა დაკარგა ის.
მხოლოდ მსხვერპლის სახით შეიძლება გახდეს ის მისი, ის ვერც ერ-
თი გოგონას ერთგული ვერ იქნება, რადგან ის მხოლოდ და მხო-
ლოდ წყლის კაცია. აქ მე თავს უფლებას ვანიჭებ, მცირედი ცვლი-
ლება1 შევიტანო წყლის კაცის ხასიათში; შესაბამისად, ოდნავ შევ-

1 ეს ლეგენდა შეგვიძლია სხვაგვარადაც გავიგოთ. წყლის კაცს არ სურს აგნესის


შეცდენა, თუმცა მანამდე მრავალი ჰყავს შეცდენილი. ის აღარ არის წყლის კაცი,
ან, თუკი ვინმეს ასე უფრო მოსწონს, ის საბრალო წყლის კაცია, რომელიც დიდი
ხანია ზღვის ფსკერზე ზის და დარდსაა დანებებული. მიუხედავად ამისა, მან იცის
(როგორც ამას ლეგენდა გავსწავლის), რომ მისი ხსნა უბიწო გოგონას შეუძლია.
მაგრამ მისი სინდისი სუფთა არ არის გოგონებთან მიმართებით, რის გამოც მათ-
თან მიახლოვებას ვერ ბედავს. შემდეგ ის აგნესს დაინახავს. უკვე მრავალჯერ, ლე-
ლიანში დამალულს, უნახავს, როგორ დასეირნობდა ის ზღვის ნაპირზე. მისი მშვე-
ნიერება, მისი თავდაჯერებულობა იპყრობს წყლის კაცის ყურადღებას; მაგრამ,
დარდი გამეფებულა მის სულში, არანაირი სურვილი არ მყოფობს მასში. და აი, ახ-
ლა, როდესაც წყლის კაცი თავის ამოოხვრას უერთებს ლელიანის შრიალს, აგნესი
მისკენ აბრუნებს თავს, შემდეგ კი ჩერდება და ოცნებას ეძლევა, მეტად მომხიბლა-
ვი, ვიდრე ნებისმიერი ქალი და, იმავდროულად, მშვენიერი, ვითარცა მხსნელი ან-
გელოზი, რომელიც წყლის კაცს თავდაჯერებულობას უნერგავს. წყლის კაცი გამბე-
დაობას იკრებს, უახლოვდება აგნესს, მოიპოვებს მის სიყვარულს და გათავისუფ-
ლებას იმედოვნებს. მაგრამ აგნესი არ იყო მშვიდი ქალწული, მას მოსწონდა ზღვის
ღრიალი, ხოლო მშვიდი წყლის პირას ჯდომა და ნაღვლიანი ამოოხვრა მხოლოდ
იმდენად მოსწონდა, რამდენადაც შინაგანად უფრო მეტად ბობოქრობდა. მას სურს,
რომ შორს იყოს, ის ველურად გაქანდებოდა უსასრულობისკენ წყლის კაცთან ერ-
თად, რომელიც მას უყვარს, ამიტომ მის პროვოცირებას ახდენს. გოგონამ შეიძულა
მისი მორჩილება, იღვიძებს სიამაყე. ზღვა ბობოქრობს, ტალღები აქაფებულა,
წყლის კაცი კი ეხვევა აგნესს და მასთან ერთად გადაეშვება წყალში. არასოდეს ყო-
ფილა ის ესოდენ მოუთოკავი, არასოდეს - ესოდენ გამსჭვალული სურვილით, რად-
125
ცვალე აგნესიც, რადგან ლეგენდაში აგნესი სრულიად უმწიკვლო
არ არის - ზოგადად თუ ვიტყვით, უაზრობა, კოხტაობა და ქალთა
სქესის შეურაცხყოფაა, თუ ცდუნების შემთხვევას ისე წარმოვიდ-
გენთ, თითქოს მასში გოგონას მცირედი წვლილი მაინც არ ედოს.
ლეგენდის აგნესი (თუ ჩემს გამოთქმას ოდნავ სახეს ვუცვლით) არის
ქალი, რომელსაც „საინტერესო“ სწყურია, ხოლო ყოველ ასეთ
ქალს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ სადღაც, სიახლოვეში,
მუდამ მოიძებნება წყლის კაცი, რადგან წყლის კაცს ცალი თვალი
თვითონ აქვს აქეთ მიპყრობილი, აღმოჩენის შემთხვევაში კი ზვიგე-
ნისებურად ეკვეთება ხოლმე. ამდენად, სრული უგნურება იქნება
იმის დაშვება (ან იქნებ ეს ეჭვია, რომელიც წყლის კაცმა გაავრცე-
ლა?), რომ ე.წ. კულტურა იცავს გოგონას ცდუნებისგან. არა, არსე-
ბობა მეტად მართებული და სამართლიანია: არის ერთადერთი დაც-
ვა, ესაა უბიწობა. ახლა კი, მოდით, წყლის კაცს ადამიანური ცნობიე-
რება შევძინოთ და დავუშვათ, რომ მისი წყლის კაცად ყოფნის ფაქტი
გვიჩვენებს ადამიანის წინარე არსებობას, რომლის შედეგებმა
აბურდეს მისი ცხოვრება. არაფერი უშლის მას ხელს გმირად ქცე-
ვისგან, რადგან ახლა ის დგამს ნაბიჯს მორიგებისკენ. ის აგნესმა იხ-
სნა, მაცდური განადგურებულია, მან ქედი მოიხარა უბიწობის ძლი-
ერების წინაშე, ის აღარასოდეს აცდუნებს. მაგრამ ერთსა და იმავე
დროს ორი ძალა ცდილობს მის დაუფლებას: მონანიება; და აგნესი
და მონანიება. თუკი მხოლოდ მონანიება დაეუფლება მას, ის დაფა-
რულია; ხოლო თუ აგნესი და მონანიება დაეუფლებიან, ის გაცხად-
დება.

გან ამ გოგონას მეშვეობით იმედოვნებდა გათავისუფლებას. აგნესი მას მალე მო-


ბეზრდა, მისი სხეული კი ვერ იპოვეს; ის ხომ ქალთევზად იქცა, რომელიც მამაკა-
ცებს თავისი სიმღერით აცდუნებს.

126
რადგან მონანიება მოიცავს მას და დაფარულია, ის აშკარად აუ-
ბედურებს აგნესს, რადგან აგნესს ის მთელი თავისი უბიწობით უყ-
ვარდა, იმ წამსაც კი, როდესაც შეცვლილი ეჩვენა, მიუხედავად იმი-
სა, თუ რამდენად ოსტატურად ნიღბავდა ის ამას, აგნესს სწამდა,
რომ წყლის კაცი სიმართლეს ამბობდა, როდესაც უთხრა, რომ მხო-
ლოდ ზღვის სიმშვიდის ჩვენება სურდა. თუმცა, რაც ვნებას შეეხება,
წყლის კაცი თვით ხდება უფრო უბედური, რადგან მას აგნესი ვნება-
თა მთელი მრავალფეროვნებით უყვარს, ახლა კი, ყველაფერთან
ერთად, ახალი დანაშაულის სიმძიმეც უნდა ზიდოს. მონანიების დე-
მონური ელემენტი უჩვენებს მას, რომ ეს სახელდობრ მისი სასჯე-
ლია, ხოლო რაც უფრო მეტად დაიტანჯება, მით უკეთესია.
თუკი ის დანებდება დემონურ გავლენას, მან შესაძლოა კიდევ
ერთ მცდელობას მიმართოს აგნესის სახსნელად, იმგვარად, რო-
გორც, გარკვეული აზრით, ბოროტების მეშვეობითაა შესაძლებელი
ადამიანის ხსნა. მან იცის, რომ აგნესს უყვარს. თუკი ის შეძლებს
დასტყუოს აგნესს ეს სიყვარული, ეს ამ უკანასკნელისთვის ერთგვა-
რი ხსნა შეიძლება იყოს. მაგრამ, როგორ? წყლის კაცი მეტისმეტად
გონიერია იმისათვის, ჩათვალოს, რომ გულწრფელი აღიარება აგ-
ნესში სიძულვილს გააღვიძებს. შესაბამისად, მან შესაძლოა სცა-
დოს გოგონას ყველა ბნელი ვნების გაღვიძება, ის დასცინებს მას,
დაამცირებს, გააქილიკებს მის სიყვარულს, და, თუ შეძლებს, მის სი-
ამაყესაც გაკენწლავს. არც საკუთარი თავისთვის იტყვის ტანჯვაზე
უარს; რადგან სწორედ ეს არის დემონურის სიღრმისეული წინააღ-
მდეგობა, გარკვეული აზრით კი უსასრულოდ მეტი სიკეთეა მოქცეუ-
ლი დემონურში, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანში. რაც უფრო მეტად
ეგოისტია აგნესი, მით უფრო იოლია მისი მოტყუება (მხოლოდ გა-
მოუცდელი ადამიანები თვლიან, რომ უდანაშაულოთა მოტყუებაა
ადვილი; არსებობა სიღრმისეულია, არსებითად კი ცბიერისთვის
127
ცბიერის მოტყუება ყველაზე ადვილია) - მაგრამ წყლის კაცის ტანჯვა
სულ უფრო საზარელი იქნება. რაც უფრო ეშმაკურადაა ჩაფიქრებუ-
ლი მისი მოტყუების გეგმა, მით ნაკლებად დამალავს აგნესი მისგან
მორცხვად თავის ტანჯვას; ის ყველა საშუალებას მიმართავს, და
მათ ექნებათ შედეგი - არა მისი გადაწყვეტილების შესარყევად, არა-
მედ მის საწამებლად.
ამგვარად, დემონურის შემწეობით წყლის კაცს სურს, რომ იყოს
ინდივიდი, რომელიც, როგორც ინდივიდი, ყოვლისმომცველზე მა-
ღალია. დემონურს იგივე მახასიათებლები აქვს, რაც ღვთიურს, იმ-
დენად, რამდენადაც ინდივიდი აბსოლუტურ დამოკიდებულებაშია
მასთან. ეს ანალოგიაა, საპირისპირო ცნება პარადოქსისა, რომლის
შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ. შესაბამისად, აქ გარკვეული მსგავსება
გვაქვს, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს. ამგვარად,
წყლის კაცს აშკარად აქვს საბუთი იმისა, რომ მისი დუმილი გამარ-
თლებულია, რადგან მისით გადააქვს მას მთელი ტკივილი. მეორეს
მხრივ, არანაირი ეჭვი არ არის იმაში, რომ მას ძალუძს საუბარი. ამ-
გვარად, ის შეიძლება იქცეს ტრაგიკულ გმირად, ჩემი აზრით, გრან-
დიოზულ ტრაგიკულ გმირად, თუკი ისაუბრებს. ისე კი, მხოლოდ ზო-
გიერთისათვის იქნება ალბათ გასაგები, რა არის ამაში გრანდიოზუ-
ლი1. მაშინ შეძლებს ის, თავი დააღწიოს თვითმოტყუებას იმასთან

1ესთეტიკა დროდადრო მსგავს საკითხს ჩვეული კოხტაობით განიხილავს. აგნესი


იხსნის წყლის კაცს, ყოველივე კი ბედნიერი ქორწინებით სრულდება. ბედნიერი
ქორწინება! ეს მეტისმეტად მარტივია. მეორეს მხრივ, თუ ქორწილში ეთიკა ისაუბ-
რებდა, ეს, ჩემი აზრით, სრულიად განსხვავებული რამ იქნებოდა. ესთეტიკა სიყვა-
რულის ლაბადას ახურავს წყლის კაცს, შესაბამისად კი ყველაფერი დავიწყებულია.
გარდა ამისა, ის საკმაოდ უზრუნველია, რათა დაუშვას, რომ ქორწილში მოვლენე-
ბი ისე ვითარდება, როგორც აუქციონზე, სადაც ყველა ნივთი იმ მდგომარეობაში
იყიდება, როგორიც ჩაქუჩის დაკვრის დროს გააჩნია. ერთადერთი, რაზეც ის ზრუ-
ნავს, ის არის, რომ შეყვარებულებმა ერთმანეთი მოიპოვონ, სხვა მას არ აინტერე-
სებს. მას რომ იმის დანახვა შეეძლოს, თუ რა ხდება შემდეგ, მაგრამ - საკმარისი
დრო არ აქვს ამისთვის, ის ერთინად შეყვარებულთა ახალი წყვილის შეერთებითაა
128
დაკავშირებით, რომ არ შესწევს აგნესის გაბედნიერება, მას საკმა-
რისი გამბედაობა ექნება იმისათვის, რომ, ადამიანურად თუ ვიტ-
ყვით, გაანადგუროს აგნესი. აქ კი მსურს ერთი ფსიქოლოგიური მო-
საზრება მოვიტანო. რაც უფრო ეგოისტურად განვითარდება აგნესი,
მით უფრო მომაჯადოებელი იქნება თვითმოტყუება. მართლაც, სრუ-
ლებით არ არის წარმოუდგენელი, რომ რეალურად ისე მოხდეს,
რომ წყლის კაცმა თავისი დემონური გამჭრიახობით, ადამიანურად
თუ ვიტყვით, არა მხოლოდ იხსნას აგნესი, არამედ რაღაც განსაკუთ-
რებულს მიაღწიოს; რადგან დემონმა იცის, თუ როგორ განავითა-
როს გასაოცარი თვით ყველაზე სუსტი ადამიანური ძალებიდან, თა-
ვისებურად კი მას შესაძლოა ერთობ ქველი განზრახვა ჰქონდეს
ადამიანთან მიმართებით.
წყლის კაცი დიალექტიკური შებრუნების წერტილში იმყოფება.
თუკი ის გადაურჩება დემონურს მონანიებით, მისთვის ორი გზაა
გახსნილი. ის შესაძლოა უკან შეყოვნდეს, შეინარჩუნოს თავისი ფა-
რულობა, მაგრამ არ დაეყრდნოს გამჭრიახობას. ის არ შედის აბსო-
ლუტურ დამოკიდებულებაში დემონურთან, როგორც ინდივიდი,
არამედ სიმშვიდეს მოიპოვებს საპირისპირო პარადოქსში, რომ
ღვთაება იხსნის აგნესს. (ამგვარად, შუა საუკუნეებს უნდა შეესრუ-
ლებინათ მოძრაობა, რადგან კონცეფციის თანახმად წყლის კაცი აბ-
სოლუტურად არის მონასტრის ერთგული1). საწინააღმდეგო შემ-
თხვევაში ის შეიძლება აგნესთან ერთად აღმოჩნდეს დახსნილი. ეს
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აგნესის სიყვარულის მეშვეობით ის შე-

დაკავებული. ესთეტიკა - მეცნიერებათაგან ყველაზე უნდოა. ყველა, ვისაც ღრმად


ყვარებია ის, გარკვეული გაგებით უბედურად იქცევა, მაგრამ ის, ვისაც არასოდეს
ყვარებია, იყო და არის pecus (ლათ. - ბრიყვი).
1 კირკეგორი არაერთხელ აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეების ბერ-მონაზვნური მოძ-

რაობა „აბსოლუტური მიზნისადმი“ დამოკიდებულების მცდარი, „აბსტრაქტული“


საშუალება იყო.
129
საძლოა დახსნილ იქნას იმისგან, რათა მაცდური იყოს მომავალში
(ეს ხსნის ესთეტიკური გზაა, რომელიც ყოველთვის გვერდს უვლის
მთავარს ანუ წყლის კაცის ცხოვრების განგრძობას); რადგან, ამგვა-
რად ის უკვე დახსნილია, ის დახსნილია იმდენად, რამდენადაც გაც-
ხადებულია. შემდეგ ის აგნესზე ქორწინდება. და მაინც, ამ პარა-
დოქსს უნდა მიმართოს. რადგან, როდესაც ინდივიდი საკუთარი
ბრალეულობით სცდება ყოვლისმომცველის საზღვრებს, უკან დაბ-
რუნება მას შეუძლია მხოლოდ როგორც ინდივიდს, რომელიც აბსო-
ლუტურ დამოკიდებულებაშია აბსოლუტთან. აქ კი მე ერთ მოსაზრე-
ბას მოვიტან, რომლითაც გაცილებით მეტს ვიტყვი, ვიდრე წინამორ-
ბედ განხილვაში იყო ნათქვამი1. ცოდვა არ არის პირველი უშუალო-
ბა, ის გვიანდელი უშუალობაა. ცოდვით ინდივიდი უკვეა ყოვლის-
მომცველზე მაღალი (დემონური პარადოქსის მიმართულებით),
რადგან ეს არის წინააღმდეგობა ყოვლისმომცველის მხარეზე, თავს
მოეხვიოს ადამიანს, რომელიც conditio sine qua non2-ს მოისაკლი-
სებს. თუკი ფილოსოფია სხვა უცნაურობებთან ერთად იმაზეც იფიქ-
რებდა, რომ ადამიანისთვის მოსაწონი ყოფილიყო მისი მოძღვრე-
ბის მიხედვით მოქმედება, აქედან საინტერესო კომედიას მივიღებ-
დით. ეთიკა, რომელიც ცოდვას უგულვებელყოფს, სრულიად უსარ-
გებლო მეცნიერებაა; მაგრამ თუ ის მნიშვნელობას ანიჭებს ცოდვას,
ის eo ipso აღმოჩნდება საკუთარ თავს მიღმა. ფილოსოფია გვასწავ-
ლის, რომ უშუალო გაუქმებულ უნდა იქნას. ეს სავსებით მართებუ-

1 წინამობედ განხილვაში მე ბეჯითად ვუვლიდი გვერდს ცოდვისა და მისი რეალო-


ბის საკითხის ხსენებას. ყველაფერი აბრაამისკენ იყო მიმართული, ახლა კი მასთან
მიახლოვება შემიძლია უშუალო კატეგორიების წყალობით, ყოველ შემთხვევაში,
იმდენად, რამდენადაც საერთოდ შემიძლია მისი გაგება. მაგრამ როგორც კი ცოდ-
ვა გამოდის სცენაზე, ეთიკა ირღვევა, მას მონანიებით აქვს ძირი შერყეული; რად-
გან მონანიება უმაღლესი ეთიკური გამოხატულებაა, მაგრამ სწორედ ამ სახით
არის ის უღრმესი ეთიკური შინაგანი წინააღმდეგობა.
2 (ლათ.) აუცილებელი პირობა.

130
ლია. მაგრამ ის, რაც მართალი არ არის, იმაში მდგომარეობს, რომ
ცოდვა მყისიერად უშუალოა, ისევე, როგორც მცდარია ის, რომ
რწმენაც მყისიერად უშუალოა.
სანამ ამ სფეროებში ვმოძრაობ, ყველაფერი შეუფერხებლად მი-
ედინება, თუმცა აქ ნათქვამი ვერანაირად ვერ განმარტავს აბრაამს;
რადგან არა ცოდვით იქცა აბრაამი ინდივიდად, პირიქით, ის მართა-
ლი ადამიანია, ის ღმერთის რჩეულია. ასე რომ, აბრაამთან ანალო-
გიას მანამ ვერ მივმართავთ, სანამ ინდივიდი იმ წერტილში არ აღ-
მოჩნდება, რომ ყოვლისმომცველი შეასრულოს, რის შემდეგ პარა-
დოქსი ისევ გამეორდება.
მე შემიძლია გავიგო წყლის კაცის მოძრაობები, თუმცა ვერ ვიგებ
აბრაამს; მხოლოდ და მხოლოდ პარადოქსის მეშვეობით მიდის
წყლის კაცი ყოვლისმომცველის განხორციელების წერტილამდე.
რადგან, თუ ის დაფარულია და საკუთარ თავს მონანიების ტანჯვას
უძღვნის, ის დემონად იქცევა და, როგორც ასეთი, განადგურდება.
თუ ის ფარულობაში დარჩება, მაგრამ ცბიერად არ იფიქრებს, რომ
მონანიების მონობაში ტანჯული შეძლებს აგნესის გათავისუფლე-
ბას, რასაკვირველია, სიმშვიდეს მოიპოვებს, მაგრამ სამყაროსთვის
დაკარგული იქნება. თუკი ის გააცხადებს საკუთარ თავს და აგნესის
მიერ იქნება დახსნილი, ის უდიდესია ადამიანთა შორის, რომელიც
კი მე შემიძლია წარმოვიდგინო; რადგან მხოლოდ ესთეტიკოსი მწე-
რალი ფიქრობს წინდაუხედავად, რომ სიყვარულის ძალას განადი-
დებს, როდესაც საშუალებას აძლევს დაკარგულ კაცს, უყვარდეს
უბიწო გოგონას და ამ გზით იქნას დახსნილი, მხოლოდ ესთეტიკოსი
მწერალი ხედავს პრობლემას და სწამს, რომ გოგონა - გმირია, მა-
შინ, როდესაც მამაკაცია გმირი. ამგვარად, წყლის კაცი არ შეიძლე-
ბა ეკუთვნოდეს აგნესს, თუ, უსასრულო მოძრაობის შესრულების
შემდეგ, მონანიების მოძრაობისა, კიდევ ერთ მოძრაობას არ ასრუ-
131
ლებს აბსურდის ძალით. მონანიების მოძრაობის შესრულება მას
საკუთარი ძალებით შეუძლია, მაგრამ ამისათვის ის მთელ თავის ძა-
ლას იყენებს და, შესაბამისად, აღარ ძალუძს რეალობაში დაბრუნე-
ბა და მისი მოხელთება. თუკი ადამიანს არ გააჩნია საკმარისი ვნება,
რათა ერთი ან მეორე მოძრაობა შეასრულოს, თუკი ის უქმობს
ცხოვრებაში, მცირედ ინანიებს და ფიქრობს, რომ სხვა ყველაფერი
თავისთავად მოგვარდება, მან ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი
იდეაში ცხოვრებაზე - რის შემდეგ მას საკმაოდ იოლად შეუძლია
უმაღლესის მიღწევა და სხვათა დახმარება მის მიღწევაში, ანუ შეც-
დომაში შეიყვანოს საკუთარი თავი და სხვები იმ აზრით, რომ სულის
სამყაროში ყველაფერი ისევე მიმდინარეობს, როგორც ბანქოს
ცნობილ თამაშში, სადაც ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებუ-
ლი. ამგვარად, განყენებაც შეიძლება იმაზე დაფიქრებით, თუ რა-
ოდენ უცნაურია ჩვენს საუკუნეში, როდესაც ყველას შეუძლია უმაღ-
ლესის მიღწევა, რომ ეჭვი სულის უკვდავების შესახებ ესოდენაა
გავრცელებული; რადგან ადამიანი, რომელსაც უსასრულობის მოძ-
რაობა შეუსრულებია, ძნელად თუ დაეჭვდება. ერთადერთი სანდო -
ვნების დასკვნებია, სხვა სიტყვებით, ყველაზე დამაჯერებელი დას-
კვნები. საბედნიეროდ, არსებობა ამ შემთხვევაში მეტად კეთილგან-
წყობილი და მეგობრულია, ვიდრე ამას ბრძენები მიიჩნევენ, რად-
გან მისთვის არც ერთი ადამიანი არ არის გამორიცხული, ყველაზე
მდაბალიც კი, ის არავის ატყუებს, რადგან სულის სამყაროში მხო-
ლოდ ის არის მოტყუებული, ვინც საკუთარ თავს ატყუებს. ასეთია სა-
ყოველთაო აზრი და, რამდენადაც მე ვბედავ მსჯელობას, ასეთივეა
ჩემი შეხედულებაც - მონასტრად წასვლა არ არის უმაღლესი რამ.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე სრულებით არ მიმაჩნია, რომ ჩვენს
საუკუნეში, როდესაც მონასტრად აღარავინ მიდის, ყველა უფრო
დიადია, ვიდრე ღრმა და გულწრფელი სულები, რომლებიც სიმშვი-
132
დეს მონასტერში ჰპოვებენ. რამდენი მოიძებნება ჩვენს საუკუნეში,
ვისაც საკმარისი ვნება გააჩნია ამის გასააზრებლად, შემდეგ კი სა-
კუთარი თავის გულწრფელად შესაფასებლად? მხოლოდ აზრი იმის
შესახებ, რომ დრო სინდისს აჰკიდო, მისცე მას დრო, სრული სიფ-
ხიზლით გამოიკვლიოს ყველა იდუმალი აზრი ისეთი ეფექტით, რომ
ადამიანმა თუნდაც მყისიერად არ შეასრულოს მოძრაობა იმის ძა-
ლით, რაც ყველაზე მაღალი და წმინდაა ადამიანში, ის გამუდმებით
აღმოაჩენს საკუთარ თავში ბნელ მიდრეკილებებს1, რომლებიც,
სხვათა შორის ყოველ ადამიანშია დაფარული, რასაც გარეთ, სხვა
თუ არაფერი, შიში იტყუებს, მაშინ, როდესაც ადამიანი, თუ ის საზო-
გადოებაში ცხოვრობს, ისე ადვილად ივიწყებს, ისე იოლად იძვრენს
თავს რთული სიტუაციიდან, იმდენად მრავალრიცხოვანი საშუალე-
ბით ინარჩუნებს წონასწორობას და იძენს ხელახლა დაწყების შე-
საძლებლობას - მხოლოდ ეს აზრი, წვდომილი სათანადო პატივის-
ცემით, ჩემი აზრით მრავალ ინდივიდს მისცემდა მიმართულებას,
ვისაც მიაჩნია, რომ უკვე მიაღწია უმაღლესს. მაგრამ ამის შესახებ
ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მიაღწიეს უმაღლესს, თით-
ქმის არ ზრუნავენ ჩვენს დროში, როდესაც სინამდვილეში არც ერთი
ეპოქა არ ქცეულა კომიკურის ისეთ მსხვერპლად, როგორც ჩვენი
საუკუნეა, და საერთოდ გაუგებარია, რატომ არ შვა მან generatio
aequivoca2-ს მეშვეობით უკვე თავისი გმირი, დემონი, რომელიც
უმოწყალოდ შექმნიდა საზარელ სპექტაკლს, რომელიც მთელს

1 ჩვენს სერიოზულ საუკუნეში ხალხს აღარ სწამს ამის, თუმცა ნიშანდობლივია, რომ

წარმართობაშიც კი, რომელიც მეტად წინდაუხედავი და ნაკლებად კრიტიკულია,


ბერძნული βωΰθι ζαςηόν-ის (ბერძ.: „შეიცან თავი შენი“), როგორც არსებობის კონ-
ცეფციის, ორი გამორჩეული წარმომადგენელი იმაზე მიანიშნებდა, რომ საკუთარ
თავში ჩაღრმავებისას ადამიანი პირველ რიგში ბოროტებისკენ მიდრეკილებას აღ-
მოაჩენდა. ვფიქრობ, არ არის აუცილებლობა იმისა, აღვნიშნო, რომ სოკრატესა და
პითაგორას ვგულისხმობ.
2 (ლათ.) თავისთავადი ჩასახვა.

133
ეპოქას აიძულებდა ეცინა, დაავიწყებდა რა, რომ ის საკუთარ თავს
დასცინის. და ნუთუ არ უნდა გავიცინოთ არსებობაზე, თუკი ადამია-
ნი ოცი წლის ასაკში უკვე ყველაფერს აღწევს? ამასთანავე, რომელი
უფრო ამაღლებული ემოცია წარმოშვა ჩვენმა საუკუნემ, თუკი ადა-
მიანები მონასტერში აღარ მიდიან? ნუთუ ეს სავალალო კეთილგო-
ნიერება, ცბიერება და სულმდაბლობა არ არის, რომელიც სუფრის
თავში ზის და ყალბად არწმუნებს ადამიანებს, რომ მათ უმაღლესი
განახორციელეს და ცბიერად უშლის ხელს თუნდაც უმნიშვნელოს
გაკეთებისთვის? ადამიანს, რომელმაც მონასტერში წასვლით შეას-
რულა მოძრაობა, კიდევ ერთი მოძრაობა აქვს შესასრულებელი,
მოძრაობა აბსურდისა. ვის ესმის ჩვენს საუკუნეში, რა არის აბსურ-
დი? რამდენი ჩვენი თანამედროვე ცხოვრობს ისე, რომ ყველაფერი
უარყო ან ყველაფერი მიიღო? რამდენია იმდენად გულწრფელი სა-
კუთარ თავთან, რომ ცის, რისი გაკეთება ძალუძს და რისი - არა? და
ნუთუ მართალი არ არის, რომ თუ ვინმე ხვდება კიდეც ასეთ ადა-
მიანებს, ეს ნაკლებად კულუტურულებსა და, ნაწილობრივ, ქალებს
შორის ხდება? ნათელმხილველობის ეპოქა საკუთარ სისუსტეს ამ-
ხელს, მსგავსად დემონისა, რომელიც ყოველთვის ამხელს საკუთარ
თავს საკუთარი თავის გაგების გარეშე, რადგან ის კვლავ და კვლავ
კომიკურს მოითხოვს. ეპოქა რომ მართლაც ამას მოითხოვდეს, მა-
შინ თეატრს შესაძლოა ახალი პიესა დასჭირდეს, რომელშიც კომი-
კურის საგანი ადამიანის სიყვარულისგან სიკვდილი იქნებოდა - და
ნუთუ კეთილისმყოფელი არ იქნებოდა ამ საუკუნისთვის, თუკი ასე-
თი რამ მოხდებოდა ჩვენს შორის, თუკი ეპოქა ასეთი მოვლენის
მოწმე იქნებოდა, რათა ამჯერად გამბედაობა მოეკრიბა სულის ძა-
ლების რწმენისათვის, გამბედაობა, რათა აღარ ჩაეხშო მხდალად
საუკეთესო საკუთარ თავში და შურით არ ჩაეხშო საუკეთესო სხვებ-
ში... სიცილის მეშვეობით? ნუთუ მართლა სჭირდება ეპოქას რელი-
134
გიური ენთუზიასტის კომიკური გამოფენა, რათა რაიმეზე გაიცინოს,
ან უმალ ის ხომ არ სჭირდება, რომ ასეთმა ენთუზიასტმა ის შეახსე-
ნოს, რაც უკვე დავიწყებულია?
თუკი ვინმეს ანალოგიურ თემაზე დაწერილი ამბის მოსმენა სურს,
რომელიც მეტად ახლოსაა იმ ფაქტთან, რომ მონანიებისადმი
სწრაფვა არ იქნა გაღვიძებული, ამისათვის უნდა გამოიყენოს ისტო-
რია, რომელიც „ტობითის წიგნშია“ მოთხრობილი. ახალგაზრდა
ტობიას სარაზე - რაღუელისა და ყადნას ასულზე სურდა დაქორწი-
ნება. მაგრამ ამ გოგონას სამწუხარო ფატალურობა ამძიმებდა. ის
შვიდჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ შვიდივე ქმარი სანთიობოში მოკ-
ვდა. ჩემი გეგმის გადმოსახედიდან ეს თავისებურება ამ ისტორიის
ნაკლია, რადგან თითქმის გარდუვალად იქმნება კომიკური ეფექტი
ქორწინების შვიდმაგ ფუჭ მცდელობაზე დაფიქრებისგან, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ის ძალიან ახლოს იყო ამასთან - მსგავსად სტუდენ-
ტისა, რომელიც შვიდჯერ ჩაიჭრა გამოცდაზე. „ტობითის წიგნში“ აქ-
ცენტი სხვა ადგილზეა გაკეთებული, ამიტომ რიცხვს აქ დიდი მნიშ-
ვნელობა აქვს და გარკვეულწილად წვლილი შეაქვს ტრაგიკული
ეფექტის შექმნაში, რადგან ტობიას გამბედაობას უსვამს ხაზს, რაც
კიდევ უფრო მეტად ნიშანდობლივია, რადგან ის ერთადერთი შვი-
ლია ოჯახში (6:15) და რადგან საზარლობა ასე უფრო შთამბეჭდავია.
ასე რომ, ეს გვერდზე უნდა გადავდოთ. მაშასადამე, სარა არის გო-
გონა, რომელსაც მანამდე არასოდეს ყვარებია, რომლისთვის ჯერ
კიდევ ძვირფასია ქალწულებრივი ნეტარება, მისი უზარმაზარი შე-
ნატანი არსებობაში, მისი Vollmachtbrief zum Glücke1, პრივილეგია
მამაკაცის სიყვარულისა მთელი გულით. და მაინც, ის უუბედურესი
ქალწულია, რადგან იცის, რომ ბოროტი დემონი, რომელსაც უყვარს

1 (გერმ.) - „ბედნიერების უფლებამოსილება“. შილერი, „განდგომა“.


135
ის, მოკლავს სასიძოს ქორწილის ღამეს. მე მრავალ სამწუხარო ის-
ტორიას ვიცნობ, მაგრამ ვეჭვობ, სადმე ისეთივე ღრმა მწუხარება
არსებობდეს, როგორსაც ამ გოგონას ცხოვრებაში ვხვდებით. თუმ-
ცა, თუ უბედურება გარედან გვეწვევა, ამაში, ბოლოს და ბოლოს,
გარკვეული ნუგეში მაინც არის. თუმცა არსებობას არ მოუტანია ის,
რასაც მისი გაბედნიერება შეეძლო, მაინც არის გარკვეული ნუგეში
იმ აზრში, რომ ადამიანს შეეძლო გაბედნიერება. მაგრამ აი, მიუწ-
ვდომელი მწუხარება, რომელსაც დრო ვერ აიცილებს და რომელ-
საც დრო ვერ განკურნავს: გააცნობიერო, რომ თუნდაც ცხოვრებას
ყველაფერი გაეკეთებინა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, ეს ვერა-
ფერს შეცვლიდა!
ბერძენი ავტორი უკიდურესად ბევრს ფარავს თავისი მარტივი გუ-
ლუბრყვილობით, როდესაც წერს: „πάνηωρ βαπ ονδεηρ Επωϊα εθςβεν ή
θεύξεηαι, μέσπι αν κάλλορ η και ο θςαλμοί αλεπωζιν“1. მრავალი გოგონა
ყოფილა უბედური სიყვარულში, მაგრამ ისინი ხდებოდნენ უბედუ-
რები, სარა კი მანამდე იყო უბედური, სანამ ასეთი გახდებოდა. რთუ-
ლია, როდესაც ვერ პოულობ ადამიანს, რომელსაც ერთგულად და-
ნებდებოდი, მაგრამ შეუდარებლად რთულია, არ შეგეძლოს დანე-
ბება. ახალგაზრდა გოგონა ნებდება, შემდეგ კი იტყვიან: „ის აღარ
არის თავისუფალი“; მაგრამ სარა არასოდეს ყოფილა თავისუფალი.
და მაინც, ის არასოდეს დანებებულა. რთულია, თუ გოგონა დანებ-
დება, შემდეგ კი მოტყუვდება, მაგრამ სარა მანამდე მოტყუვდა, სა-
ნამ დანებდებოდა. რა სამყაროული მწუხარებაა მოქცეული იმაში,
რაც შემდეგ მოხდება, როდესაც საბოლოოდ ტობია სარაზე დაქორ-
წინებას გადაწყვეტს! როგორი საქორწინო ცერემონია! რა მზადება!

1„სიყვარულს ხომ ვერავინ გაქცევია და ვერც გაექცევა, სანამ სილამაზე არსებობს


და მის დასანახად თვალი გვაქვს ნაბოძები“. (ლონგე, „დაფნისი და ქლოე“, თარ-
გმანი იროდიონ ქავჟარაძის).
136
არ არსებულა ქალიშვილი, მოტყუებული მეტად, ვიდრე სარა, რად-
გან ის მოტყუებულ იქნა ყველაზე წმინდაში, აბსოლუტურ სიმდიდ-
რეში, რომელსაც ყველაზე ღატაკი გოგონაც კი ფლობს, მოტყუებუ-
ლი საიმედო, უსაზღვრო, შეუკავებელ და ერთგულ დანებებაში;
რადგან თავდაპირველად თევზის გულღვიძლი უნდა დაეწვათ გა-
ვარვარებულ ნახშირზე. ხოლო, იმის შესახებ დაფიქრდით, თუ რო-
გორ უნდა დამშვიდობებოდა დედა ქალიშვილს, რომელმაც საკუ-
თარი თავი მოატყუა და, აქედან გამომდინარე, დედასაც უნდა წაარ-
თვას ტყუილით ყველაზე მშვენიერი. მხოლოდ წაიკითხეთ. „ასე გა-
აკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში,
და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა: გამაგრდი
შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი
დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.“ (7:16-17). შემდეგ კი
ქორწილი, თუ ცრემლი არ შეგიშლით წაკითხვას. „როდესაც ჩაიკეტ-
ნენ ორივენი, ადგა ტობია სარეცლიდან და თქვა: ადექი, დაო, და ვი-
ლოცოთ, რათა წყალობა მოიღოს ჩვენზე უფალმა.“ (8:4).
პოეტს რომ წაეკითხა ეს ტექსტი, თუკი მისი გამოყენება დასჭირ-
დებოდა, ასს ჩამოვდივარ ერთის წინააღმდეგ, რომ ის ძირითად აქ-
ცენტს ახალგაზრდა ტობიაზე გააკეთებდა. მისი ჰეროიკული გამბე-
დაობა, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე ასეთი ცხადი საფრთხის არ-
სებობისას - რასაც მოთხრობა კვლავ შეგვახსენებს ქორწილის მე-
ორე დღეს, როდესაც რაღუელი ეუბნება ყადნას: „გავგზავნოთ ერთი
მხევალი და ნახოს, ცოცხალია თუ არა. თუ არა და დავმარხოთ და
არავის ეცოდინება“ (8:12) - ასეთი ჰეროიკული გამბედაობა პოეტის
თემაა. მე თავს ნებას მივცემ, სხვა შემოგთავაზოთ. ტობია მამაცუ-
რად იქცევა, გამბედავად და რაინდულად, მაგრამ ნებისმიერი მამა-
კაცი, ვისაც მსგავსი გამბედაობა არ გააჩნია, არის დოყლაპია, რო-
მელმაც არ იცის, რა არის სიყვარული და რას ნიშნავს, იყო მამაკა-
137
ცი, ან რისთვის ღირს ცხოვრება; ის უმცირეს საიდუმლოსაც კი ვერ
შეიცნობდა, რომ გაცემა სჯობს მიღებას, და არანირი წარმოდგენა
არ ექნებოდა დიადი საიდუმლოს შესახებ, რომ გაცილებით უფრო
რთულია მიღება, ვიდრე გაცემა, - რასაკვირველია, თუ ადამიანს გა-
აჩნია გამბედაობა, რაიმეს გარეშე გავიდეს ფონს და გაჭირვების
ჟამს არ განიცადოს მხნეობის ნაკლებობა. არა, გმირი - სარაა.
მსურს მივუახლოვდე მას, ისე, როგორც არასოდეს არც ერთ გოგო-
ნასთან არ მივსულვარ ახლოს, და არც ცდუნება მიგრძვნია, მივახ-
ლოვებოდი რომელიმე გოგონას, რომლის შესახებ წამიკითხავს.
რადგან, როგორი უნდა გქონდეს სიყვარული ღმერთისადმი, რათა
განკურნება ისურვო, როდესაც თავიდანვე სრულიად უდანაშაუ-
ლოდ ხარ დასახიჩრებული, როდესაც დასაწყისიდანვე ადამიანის
უიღბლო ნიმუში ხარ! რაოდენი ეთიკური სიმწიფე მოითხოვება პა-
სუხისმგებლობის საკისრებლად, ნება დართო საყვარელ ადამიანს,
ასეთი გაბედული ნაბიჯი გადადგას! როგორი მორჩილება სხვა ადა-
მიანის წინაშე! როგორი რწმენა ღმერთისა, რათა დაიჯეროს, რომ
მომდევნო წუთს არ შესძულდება ქმარი, რომლის წინაშეც ყველაფ-
რითაა ვალდებული.
სარა რომ მამაკაცი იყოს, დემონური სულ ახლოს იქნებოდა. ამა-
ყი და კეთილშობილი ადამიანი ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ მა-
ინც რჩება რაღაც, რაც გაუსაძლისია, - ესაა სიბრალული. ამაში იგუ-
ლისხმება აღშფოთება, რომელიც ადამიანის მიმართ მხოლოდ უფ-
რო მაღალმა ძალამ შეიძლება გამოავლინოს, რადგან საკუთარი
თავისთვის ის ვერასოდეს გახდება სიბრალულის ობიექტი. თუკი
ადამიანი შესცოდავს, სასჯელი მან სასოწარკვეთის გარეშე უნდა მი-
იღოს; მაგრამ დანაშაულის გარეშე იყო არჩეული დედის საშოში
სიბრალულის მსხვერპლად, როგორც ტკბილი სურნელი მისი ყნოს-
ვისათვის - ამის გაძლება მას არ ძალუძს. სიბრალულს უცნაური დი-
138
ალექტიკა ახასიათებს: ერთ წამს მას დანაშაული სჭირდება, მომ-
დევნო წამს მას აღარ ითხოვს; ასე რომ, იყო წინასწარ განწყობილი
სიბრალულისადმი, მით უფრო მეტად საშიშია, რაც უფრო მეტადაა
ადამიანის უბედურება მიმართული სულიერისკენ. მაგრამ სარას
არანაირი ბრალი არ მიუძღვის, ის ყველა ტანჯვის მსხვერპლია და,
გარდა ამისა, სიბრალულის წამებასაც უნდა გაუძლოს, რადგან მეც
კი, ვინც მეტად ვარ მისით აღფრთოვანებული, ვიდრე ტობიას უყ-
ვარდა, მეც კი ვერ ვახსენებ მის სახელს, თუ არ დავამატე: „საბრა-
ლო გოგონა“. დააყენეთ მამაკაცი სარას ადგილას, გააგებინეთ,
რომ თუ მას გოგონა შეუყვარდება, ჯოჯოხეთის სული მოევლინება
და მოაკვდინებს მის შეყვარებულს; რასაკვირველია, სავსებით შე-
საძლებელია, რომ მან დემონური ნაწილი აირჩიოს, რომ ის საკუ-
თარ თავში ჩაიკეტოს და დემონური სულის მსგავსად თქვას: „დი-
დად გმადლობთ, მე არ ვმეგობრობ თავაზიან და სიტყვაუხვ ფრაზებ-
თან, მე აბსოლუტურად არ ვსაჭიროებ სიყვარულის სიამეს, მე შე-
მიძლია „ლურჯწვერად“ ვიქცე, ვპოვებ რა სიამოვნებას ქალიშვილ-
თა განადგურებაში ქორწილის ღამეს“. ჩვეულებრივ, ადამიანს იშ-
ვიათად ესმის დემონურის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფე-
როს, განსაკუთრებით კი ჩვენს დროში, საფუძვლიანი პრეტენზია
აქვს იმისა, რომ გამოკვლეული იყოს, და მიუხედავად იმისა, რომ
დამკვირვებელი, თუკი მისთვის ცნობილია, როგორ დაამყაროს ურ-
თიერთობა დემონთან, შემთხვევით მაინც შეძლებს თითქმის ყოვე-
ლი ადამიანის გამოყენებას თავისი მიზნებისთვის. როგორც ასეთი
მკვლევარი, შექსპირი იყო და რჩება გმირად. ის საზარელი დემონი,
ყველაზე დემონური ფიგურა, რომელიც შექსპირმა შეუდარებლად
დახატა, გლოსტერის გრაფი (შემდგომში მეფე რიჩარდ III) - რა აქ-
ცევს მას დემონად? ცხადია, ის ფაქტი, რომ მას არ შეეძლო იმ სიბ-
რალულის ზიდვა, რომელსაც ის ბავშვობიდან ხვდებოდა. მისი მო-
139
ნოლოგი „რიჩარდ მესამის“ პირველ ნაწილში ყველა მორალურ
სისტემაზე მეტად ღირებულია, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ გა-
აჩნიათ არსებობის საშინელებების ან მათი განმარტების შესახებ.

„მე, უშნოდ გათლილს, არ მაქვს სატრფო შეხედულობა,


რომ მოვაწონო თავი ცუნცრუკ, კოხტა გომბიოთ;
არა რა მაქვს მე ერთმანეთთან შეფერებული;
მუხთალ ბუნებას აუვსივარ უსახურობით
და უჟამური, შეთითხნილი გაურევივარ
ცოცხალთა შორის ნაადრევად მუცლით ნასხლეტი.
ნახევრადაც არ დამთავრებულს, უმზგავსს და საპყარს
ძაღლნიც კი მყეფენ, როცა იმათ გვერდით უდგავარ...“1

გლოსტერის მსგავსი ნატურების ხსნა შეუძლებელია იმის წყა-


ლობით, რომ მათი მედიაცია მოხდეს საზოგადოების იდეაში. ეთიკა
სინამდვილეში სათამაშოდ აქცევს მათ, ისევე, როგორც სარას და-
ცინვა იქნებოდა, თუ ეთიკა ეტყოდა მას: „რატომ არ გამოხატავ ყოვ-
ლისმომცველს და არ დაქორწინდები?“
არსებითად ასეთი ადამიანები პარადოქსში იმყოფებიან და მე-
ტად არასრულყოფილები არ არიან, ვიდრე სხვა ადამიანები, მაგ-
რამ ან დემონურ პარადოქსში არიან დაღუპულები, ან ხსნილნი -
ღვთიურში. ადამიანები უხსოვარი დროიდან ხარობდნენ იმის გა-
ფიქრებისგან, რომ ჯადოქრები, ქაჯები, ტროლები და ა.შ. იყვნენ
გონჯები, და უდაოა, რომ ყოველ ადამიანს, ვინც გონჯს დაინახავს,
უჩნდება მიდრეკილება, დაუკავშიროს იგი მორალური გარხწნილე-
ბის შესახებ წარმოდგენას. რა ჯოჯოხეთური უსამართლობაა! რად-

1 უ. შექსპირი, „რიჩარდ მესამე“. თარგმანი ივანე მაჩაბლის.


140
გან სიტუაცია უმალ შექცეული უნდა იყოს, იმ გაგებით, რომ თვით
არსებობამ შერყვნა მათი ნაკვთები, მსგავსად იმისა, როგორც დე-
დინაცვალი ამახინჯებს დროდადრო გერს. ფაქტი იმთავითვე ყოვ-
ლისმომცველის მიღმა არსებობისა, - ბუნებისა თუ ისტორიულ გარ-
მეოებათა გამოისობით, - წარმოადგენს დემონურის დასაწყისს, რა-
შიც თვით ინდივიდს ბრალს ვერ დავდებთ. ამგვარად, ქამბერლენ-
დის „ებრაელიც“1 დემონია, მიუხედავად იმისა, რომ ის ქველ საქმე-
ებს სჩადის. ამგვარად, დემონურიც შესაძლებელია, რომ ადამიანე-
ბისადმი სიძულვილის სახით იქნას გამოხატული, სიძულვილით,
რომელიც, უნდა ითქვას, არ აიძულებს ადამიანს, საძულველად მო-
იქცეს, რადგან, პირიქით, ის საკუთარ თავს უპირატესობად უთ-
ვლის, რომ ის უკეთესია ყველა მათგანზე, ვინც მას განსჯის. ამ ყვე-
ლაფერთან კავშირში განგაშის ზარი პირველად პოეტებმა უნდა შე-
მოკრან. ღმერთმა იცის, რა წიგნებს კითხულობს ახლა რითმათ-
მთხზველთა ახალგაზრდა თაობა! როგორც ჩანს, მათი მეცადინეო-
ბა იმაში მდგომარეობს, რომ რითმები დაისწავლონ ზეპირად.
ღმერთმა იცის, რა დანიშნულება აქვთ ამ ადამიანებს არსებობაში!
დღესდღეობით ჩემთვის უცნობია, რა სარგებლობა მოაქვთ მათ,
გარდა სულის უკვდავების დიდაქტიკური დადასტურებისა, იმ ოდე-
ნობით, რა ოდენობითაც ბაგესენი ამბობს ჩვენი ქალაქის, კილდე-
ვალეს, პოეტზე: „თუ ის უკვდავია, ჩვენც უკვდავები ვართ“. ის, რაც
აქ სარას შესახებ ითქვა, თითქმის პოეტური ნაწარმოების სახითა და
ფანტასტიური წინაპირობით, სრულ მნიშვნელობას იძენს, თუ ადა-
მიანი ფსიქოლოგიური ინტერესით ჩაუღრმავდება ძველებური გა-
მოთქმის აზრს: „Nullum unquam exstitit magnum ingenium sine

1რიჩარდ ქამბერლნედის დრამატული პიესა, რომლის მთავარი გმირი, ებრაელი


შევა, ვისაც ყველა მევახშედ და ძუნწად მიიჩნევს, სინამდვილეში ყველას კეთილის-
მყოფელი აღმოჩნდება.
141
aliqua dementia“1. რადგან ასეთი შეშლილობა არის ტანჯვა, წილ-
ხვდომილი გენიოსისთვის არსებობაში, ეს გახლავთ, თუ ნებას დამ-
რთავთ, გამოხატულება ღვთიური შურისა, როდესაც გენიოსის ნიჭი
ღვთიური წყალობის გამოხატულებაა. ამგვარად, გენიოსი დასაწყი-
სიდანვე დეზორიენტირებულია ყოვლისმომცველთან მიმართებით
და დამოკიდებულებაში ჩაყენებული პარადოქსთან - იქნება ეს მისი
შეზღუდულობის სასოწარკვეთაში (რაც მის თვალში მის ყოვლის-
შემძლეობას უძლურებად აქცევს) დემონური ნუგეშის ძიება და, შე-
საბამისად, უღიარებლობა ასეთი შეზღუდვისა ღმერთისა თუ კაცის
წინაშე, თუ საკუთარი თავის რელიგიური ნუგეში ღვთაების სიყვარუ-
ლით. აქ ფსიქოლოგიური თემებია ნაგულისხმევი, რომლებსაც, ჩე-
მი აზრით, ადამიანი სიხარულით მიუძღვნიდა მთელ ცხოვრებას -
და, მიუხედავად ამისა, ადამიანი ასე ხშირად გაიგონებს მათ შესა-
ხებ. რა დამოკიდებულება აქვს სიგიჟეს გენიალობასთან? შეგვიძ-
ლია ერთი მეორიდან გამოვიყვანოთ? რა აზრით და რამდენად არის
გენიოსი თავისი სიგიჟის ბატონი? რადგან, თავისთავად იგულისხმე-
ბა, რომ გარკვეული ხარისხით ის არის ბატონი, რადგან სხვა შემ-
თხვევაში ის უბრალოდ შეშლილი იქნებოდა. მაგრამ ასეთი დაკვირ-
ვებებისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის გამომგონებლობა
და სიყვარული; რადგან, დაკვირვება მეტად მაღალ გონებაზე უკი-
დურესად რთულია. თუკი ამ სირთულისადმი სათანადო ყურადღე-
ბით წავიკითხავთ კონკრეტულ ავტორთა ნაწარმოებებს, რომლებიც
გენიოსებად არიან ცნობილნი, ერთადერთ შემთხვევას თუ აღმოვა-
ჩენდით, თანაც დიდი სირთულით, რომელიც რაიმეს შეგვძენდა.
კიდევ ერთი შემთხვევის განხილვას ვისურვებდი, ინდივიდისა,
რომელიც თავისი ფარულობითა და დუმილით იხსნის ყოვლისმომ-

1„არ არსებულა დიადი გენიოსი რაიმე სიგიჟის გარეშე“ (არისტოტელეს სიტყვები


სენეკას გადმოცემით. იხ. სენეკა, „სულის სიმშვიდის შესახებ“).
142
ცველს. ამისათვის მე ფაუსტის ლეგენდას მოვიშველიებ. ფაუსტი ეჭ-
ვებშია1, სულისაგან განდგომილი, რომელიც ხორცის გზას ირჩევს.
ამას გულისხმობენ პოეტები, და მაშინ, როცა კვლავ და კვლავ იმეო-
რებენ, რომ ყველა ეპოქას თავისი ფაუსტი ჰყავს, პოეტები ერთმანე-

1 თუკი ვინმე ამჯობინებს, რომ დაეჭვებული არ იქნას გამოყენებული, შეუძლია


მსგავსი ფიგურა აირჩიოს, მაგალითად, ირონიკოსი, ვისმა მახვილმა მზერამ სა-
ფუძვლიანად დაადგინა არსებობის უგნურება, ვინც ცხოვრების ძალების იდუმალი
გაგებით არკვევს, თუ რა სურს პაციენტს. მან იცის, რომ გააჩნია სიცილის ძალა,
ხოლო თუ გამოიყენებდა მას, ის დარწმუნებულია თავის გამარჯვებასა და, ასევე,
იღბალში. მისთვის ცნობილია, რომ ინდივიდუალური ხმა შესაძლოა მის წინააღ-
მდეგ ამაღლდეს, მაგრამ იცის, რომ თვით უფრო ძლიერია, მან იცის, რომ წამით
ადამიანი შესაძლოა სერიოზულად აქციო, მაგრამ ასევე იცის, რომ სულის სიღრმე-
ში ყველა მასთან ერთად სიცილს ოცნებობს; მისთვის ცნობილია, რომ წამით შე-
საძლოა გოგონა აიძულო, მარაო გაშალოს, როდესაც მამაკაცს ესაუბრება, მაგრამ
ამ უკანასკნელმა იცის, რომ გოგონა იცინის მარაოს მიღმა, რომ მარაო არ არის
სრულიად გაუმჭვირვალე, იცის, რომ მასზე შესაძლებელია რაიმეს დაწერა უხილა-
ვი ასოებით, მან იცის, რომ როდესაც გოგონა ოდნავ წაჰკრავს მარაოს, ესე იგი გა-
უგო მამაკაცს, მისთვის სიცრუის უმცირესი საფრთხის გარეშეც ცნობილია, თუ რო-
გორ მიცოცავს სიცილი ადამიანის სულში და როგორ იბუდებს მასში. მოდით, ასე-
თი არისტოფანე და ასეთი ვოლტერი წამოვიდგინოთ, ოდნავ შეცვლილი, რადგან
ის ერთსა და იმავე დროს თანაგრძნობითაა აღსავსე, მას უყვარს არსებობა, მას უყ-
ვარს ადამიანები, და მან იცის, რომ თუმცა შესაძლოა სიცილის მხილებამ გაანათ-
ლოს დახსნილი ახალი თაობა, თანამედროვეთა შორის მრავალი დაიღუპება. ასე
რომ, ის დუმილს ინარჩუნებს და შეძლებისდაგვარად ივიწყებს სიცილს. მაგრამ ბე-
დავს კი ის დუმილს? შესაძლოა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ოდნავადაც
არ ესმით ხარისხი სირთულისა, რომელსაც მე ვგულისხმობ. მეტად სავარაუდოდ
ისინი იმ აზრისკენ იხრებიან, რომ დუმილის შენარჩუნება სულგრძელობის შესა-
ნიშნავი აქტია. მე ამ აზრს არ ვიზიარებ, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანი,
თუკი მას დუმილის შენარჩუნების სულგრძელობა არ გააჩნია, არსებობის მოღა-
ლატეა. ასე რომ, მე ვითხოვ მისგან ასეთ სულგრძელობას, მაგრამ მისი მოპოვების
შემდეგ კი გაბედავს ის დუმილის შენარჩუნებას? ეთიკა სახიფათო მეცნიერებაა და
შესაძლებელია, რომ არისტოფანე წმინდად ეთიკური მოსაზრებებით ხელმძღვანე-
ლობდა, როდესაც სიცილით ცდილობდა შეცდომაში აღმოჩენილი ეპოქის გამოს-
წორებას. ესთეტიკური სულგრძელობა ვერ დაგვეხმარება დუმილის შენარჩუნების
საკითხის გადაწყვეტაში, რადგან მის სასარგებლოდ არავინ რისკავს. თუკი დუმი-
ლის შენარჩუნება სურს, ის პარადოქსში უნდა შევიდეს. - კიდევ ერთ მონახაზს შე-
მოგთავაზებთ. ვთქვათ, ადამიანი ფლობს საიდუმლოს, რომელიც ჰეროიკულ
ცხოვრებას განმარტავს, თუმცა ეს განმარტება ერთობ სამწუხაროა; და მაინც, მთე-
ლი თაობა აბსოლუტურადაა დარწმუნებული თავის გმირში, არ ეჭვობს რა მსგავსს
არაფერს.
143
თის მიყოლებით დაუღალავად მიუყვებიან ერთსა და იმავე გატკეპ-
ნილ გზას. მოდით, ოდნავი ცვლილება შევიტანოთ. ფაუსტი დაეჭვე-
ბულია par excellence, მაგრამ მას თანამგრძნობი ბუნება აქვს. ფა-
უსტის გოეთესულ ინტერპრეტაციაშიც კი შევიგრძნობ მე ღრმა ფსი-
ქოლოგიური გაგების ნაკლებობას იდუმალი საუბრებისა, რომლებ-
საც დაეჭვება საკუთარ თავთან მართავს. ჩვენს საუკუნეში, როდე-
საც ყველას განუცდია დაეჭვება, არც ერთ პოეტს ჯერ კიდევ არ გა-
დაუდგამს ნაბიჯი ამ მიმართულებით. ასე რომ, ვფიქრობ უმჯობესი
იქნება, მათ სამეფო ფასიანი ქაღალდები შევთავაზო, რათა ზედ იმ
ყველაფრის ჩაწერა შეძლონ, რაც ამ მიმართებით აქვთ განცდილი -
რთულად თუ დაწერენ მეტს, ვიდრე ამას მარცხენა მინდვრის სივ-
რცე იძლევა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ამგვარად მიაქ-
ცევს ფაუსტის მზერას თავისი შინაგანისკენ, იქცევა ეჭვი პოეტურად,
მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს ის სინამდვილეში მხოლოდ სატან-
ჯველს. მისთვის ცნობილია, რომ სულია არსებობის საყრდენი, მაგ-
რამ ასევე იცის, რომ სიმშვიდე და მხიარულება, რომელშიც ადამია-
ნები ცხოვრობენ, არა სულის სიძლიერეს წარმოადგენს, არამედ შე-
საძლოა მარტივად იქნას ახსნილი არარეფლექტირებადი ბედნიე-
რების სახით. როგორც დაეჭვებული, როგორც ერთადერთი დაეჭვე-
ბული, ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას, ხოლო თუ ვინმე შეეცდება
გააცუროს ის, დაარწმუნებს რა, რომ მას დაეჭვების წვრთნის კურსი
აქვს გავლილი, ის მას გამჭოლ დაინახავს, რადგან ადამიანი, რო-
მელმაც მოძრაობა შეასრულა სულის სამყაროში, ანუ უსასრულო
მოძრაობა, მყისიერად მიხვდება ნათქვამი სიტყვების მიხედვით, მას
გამოცდილი და გამოცდაგავლილი ადამიანი ესაუბრება თუ ვინმე
მიუნჰაუზენი. იმას, რასაც თემურ-ლენგი თავისი ჰუნების მეშვეობით
აღწევდა, ფაუსტი აღწევს ეჭვის დახმარებით: დააფრთხოს შეცბუნე-
ბული ადამიანები, შეარყიოს არსებობა მათ ფეხქვეშ, განდევნოს
144
ისინი საზღვრებს გარეთ, შიშის გმინვა გამოიწვიოს ირგვლივ. ხო-
ლო თუ გააკეთებს ამას, ის მაინც არ არის თემურ-ლენგი, გარკვეუ-
ლი აზრით ის უფლებამოსილია, ის აზრის უფლებამოსილებითაა აღ-
ჭურვილი. მაგრამ ფაუსტს თანაგრძნობა გააჩნია, მას უყვარს არსე-
ბობა, მისი სულისთვის უცხოა შური, ის გრძნობს, რომ ვერ შეძლებს
რისხვის ჩაქრობას, რომლის გამოწვევა ძალუძს, მას არ სურს ჰე-
როსტრატესეული პატივი - ის დუმილს ინარჩუნებს, ეჭვს ის საკუთარ
სულში ფარავს, და ამას მეტი მზრუნველობით აკეთებს, ვიდრე გო-
გონა, რომელიც მკერდში ბიწიერი სიყვარულის ნაყოფს მალავს, ის
ცდილობს ფეხი აუწყოს სხვა ადამიანებს, მაგრამ იმას, რაც მასში
ხდება, ის თვით შთანთქავს, შესაბამისად კი მსხვერპლად სწირავს
თავს ყოვლისმომცველს. როდესაც რომელიმე ექსცენტრული პი-
როვნება ეჭვის ქარბორბალას დაატრიალებს, შესაძლოა ვინმემ
თქვას: „ნეტავ გაჩუმებულიყო“. სწორედ ამ იდეას ახორციელებს ფა-
უსტი. მისთვის, ვისაც გააჩნია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას
ნიშნავს ცხოვრება სულით, ეჭვისმიერი შიმშილიც ცნობილია, და
რომ დაეჭვებულს ისევე სჭირდება პური არსობისა, როგორც სუ-
ლიერი საკვები. შესაძლოა ტკივილი, რომელსაც ფაუსტი განიცდის,
სავსებით სამართლიანი არგუმენტი იყოს საიმისოდ, რომ სიამაყეს
არ მოუცავს იგი, თუმცა, ამის შესამოწმებლად მე სიფრთხილის ერთ
ღონისძიებას მივმართავ, რაც, ვგონებ, რთული არ უნდა იყოს. რად-
გან, როგორც გრიგოლ რიმინელს1 ეწოდა tortor infantium2, რადგან
ის მხარს უჭერდა ჩვილთა წყეულობის შეხედულებას, ასევე შემიძ-

1 გრიგოლ რიმინელი - ავგუსტინელი ბერი, ფილოსოფიის პროფესორი პარიზის


უნივერსიტეტში (გარდ. 1358 წელს). მეტსახელად შეარქვეს „ჩვილთა რისხვა“,
რადგან, მისი აზრით, მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ, და არა გან-
საწმედელში, როგორც, ჩვეულებრივ, მიაჩნდათ კათოლიკეებს.
2 (ლათ.) „ჩვილთა რისხვა“.

145
ლია მე საკუთარ თავს ვუწოდო tortor heroum1, რადგან მე უკიდურე-
სი გამომგონებლობით გამოვირჩევი, როდესაც საქმე გმირთა წამე-
ბას ეხება. ფაუსტი ხედავს მარგარიტას - არა მას შემდეგ, რაც მან სი-
ამოვნების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რადგან ჩემი ფაუსტი
არ ირჩევს სიამოვნებას - ის ხედავს მარგარიტას არა მეფისტოფე-
ლის გამრუდებულ სარკეში, არამედ მთელი მისი უმშვენიერესი უბი-
წობით, და რამდენადაც მის სულს შენარჩუნებული აქვს სიყვარული
კაცობრიობისადმი, მისთვის სავსებით შესაძლებელია გოგონას
შეყვარება. მაგრამ ის დაეჭვებულია, ეჭვმა გაანადგურა რეალობა
მისთვის. რადგან, ჩემი ფაუსტი იმდენად იდეალურია, რომ ის არ
ეკუთვნის ამ მეცნიერულად დაეჭვებულებს, რომლებიც სემესტრში
ერთ საათს ეჭვობენ პროფესორის სავარძელში ჩაბრძანებულები,
მაგრამ დანარჩენ დროს შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, და ასეც
იქცევიან, სულის ან სულის ძალის დახმარების გარეშე. ის დაეჭვე-
ბულია, დაეჭვებულს კი იმდენადვე სჭირდება პური არსობისა, რო-
გორც სულიერი საკვები.
თუმცა, ის ერთგულებას ინარჩუნებს თავისი გადაწყვეტილები-
სადმი და არავის ესაუბრება თავისი ეჭვის შესახებ, ისევე, როგორც
არც მარგარიტას - თავისი სიყვარულის შესახებ.
თავისთავად იგულისხმება, რომ ფაუსტი მეტისმეტად იდეალუ-
რია იმისათვის, რომ ფუჭი ლაყბობით დაკმაყოფილდეს. თუ ის ისა-
უბრებს, ამით საბაბი მიეცემა საყოველთაო დისკუსიას, და ყველა-
ფერი შედეგის გარეშე ჩაივლის, - შესაძლოა ასე, შესაძლოა ისე...
(აქ, როგორც ყველა პოეტი იოლად შეამჩნევს, კომიკური ელემენტი
შემოვიდა ჩვენს თხრობაში, რაც საფრთხეს უქმნის ფაუსტს, ირონი-
ულ დამოკიდებულებაში ჩააყენოს იაფფასიანი კომედიების ბრიყ-

1 (ლათ.) „გმირთა რისხვა“.


146
ვებთან, რომლებიც ჩვენს საუკუნეში ეჭვებს დასდევენ, მოაქვთ გარე
მტკიცებულებები, მაგალითად, ექიმის ცნობა, რომ მართლაც დაეჭ-
ვებულები არიან, ან ფიცს დებენ, რომ ყველაფერში ეჭვი შეიტანეს,
ან იმით ამტკიცებენ ამას, რომ გზად დაეჭვებულს შეხვდნენ, - სუ-
ლიერი სამყაროს ამ მაცნეებსა და მალემსრბოლებთან, რომლებიც
უკიდურესი აჩქარებით იღებენ ერთი ადამიანისგან დაეჭვებაზე ოდ-
ნავ მინიშნებასაც კი, მეორისგან - მინიშნებას რწმენაზე, შემდეგ კი
ცდილობენ საუკეთესო ფორმით დაკავდნენ საქმეებით, იმის შესა-
ბამისად, მრევლი „წვრილ ქვიშას მოითხოვს თუ მსხვილს“1). ფაუს-
ტი მეტისმეტად იდეალური ფიგურაა იმისათვის, რომ ქოშში წაჰყოს
ფეხი. ის, ვისაც უსასრულო ვნება არ გააჩნია, არ წარმოადგენს
იდეალს, ხოლო მან, ვისაც ასეთი ვნება გააჩნია, დიდი ხნის წინ და-
იხსნა სული ასეთი უგნურებისგან. ის დუმს და საკუთარ თავს სწი-
რავს მსხვერპლად, ან საუბრობს და ნათლად აცნობიერებს, რომ
ყველაფერს აბურდავს.
თუკი ის დუმს, ეთიკა კიცხავს მას, რადგან ის ამბობს: „შენ უნდა
აღიარო ყოვლისმომცველი, და მხოლოდ მისი ამოთქმით აღიარებ
მას, და ამიტომ არ უნდა გაგაჩნდეს თანაგრძნობა მის მიმართ“. არ
უნდა დაგვავიწყდეს ამის შესახებ, როდესაც ადამიანი დაეჭვებულს
მკაცრად განსჯის საუბრისათვის. მე არ ვარ მომხრე, ასეთი საქციე-
ლი მოწყალედ განვსაჯო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც
ყველგან, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხდება თუ არა მოქმე-
დება ნორმალურად. თუკი ყველაზე უარესი მოხდება, დაეჭვებული,
თუნდაც საუბრით მთელი სამყაროსთვის ყველა შესაძლო უბედურე-

1 იხ. დანიელი ავტორის იოჰან ლუდვიგ ჰოლბერგის დრამა „ერაზმ მონტანელი“


(მოქმედება პირველი, სცენა 3). ერთ-ერთი პერსონაჟი, დიაკვანი, მსჯელობს რა
იმის შესახებ, ღირს თუ არა ვაჭრობა საფლავზე მოსაყრელი მიწის ფასის შესახებ,
ამბობს: „მე ყოველთვის შემიძლია ვუთხრა გლეხს - წვრილი ქვიშა გჭირდება თუ
მიწა?“
147
ბა მოჰქონდეს, მაინც სჯობს იმ უმწეო სუსნიებს, რომლებიც ცოტ-
ცოტას ყველაფერს უსინჯავენ გემოს, და რომლებიც კურნავენ დაეჭ-
ვებას ისე, რომ არა იციან რა მის შესახებ, და რომლებიც, ჩვეულებ-
რივ, უშუალო მიზეზი არიან ხოლმე ეჭვისა, როდესაც ის მთელი სიშ-
მაგითა და დაუცხრომელი მძვინვარებით იფეთქებს. თუ ისაუბრებს,
ის ყველაფერს აბურდავს, რადგან, თუმცა ეს რეალურად არასოდეს
ხდება, ამას ის მხოლოდ შემდეგ შეიტყობს, ხოლო შედეგი ვერავის
დაეხმარება - ვერც ქმედების მომენტში და ვერც პასუხისმგებლო-
ბასთან მიმართებით. თუკი ის დუმილს თავისი პასუხისმგებლობით
შეინარჩუნებს, ეს შესაძლოა მართლაც სულგრძელი საქციელი
იყოს, მაგრამ საკუთარ სხვა ტკივილს ამით მცირედ ცდუნებას უმა-
ტებს, რადგან ყოვლისმომცველი გამუდმებულ წამებას დაუწესებს
მას და ეტყვის: „შენ უნდა გეთქვა. სად ნახავ იმის დასტურს, რომ ფა-
რული სიამაყე არ მიუძღოდა შენს გადაწყვეტილებას?“ და პირიქით,
თუ დაეჭვებულს ძალუძს იქცეს ცალკეულ ინდივიდად, რომელიც,
როგორც ინდივიდი, აბსოლუტურ დამოკიდებულებაშია აბსოლუტ-
თან, ის თავისი დუმილის უფლებამოსილებას მოიპოვებს. ასეთ შემ-
თხვევაში მან დაეჭვება ბრალეულობად უნდა აქციოს. ასეთ დროს
ის პარადოქსში იმყოფება, მაგრამ მისი დაეჭვება განკურნებულია,
თუმცა ახალი დაეჭვება - შესაძლებელი.
ახალი აღთქმაც კი მოიწონებდა ასეთ დუმილს. არსებობს ფრაგ-
მენტები ახალ აღთქმაში, რომლებიც იწონებენ ირონიას, თუმცა კი
ის რაღაც კარგის დასაფარად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ეს
მოძრაობა იმდენადვეა ირონიის მოძრაობა, როგორც ნებისმიერი
სხვა, რომელსაც ფესვები იმ ფაქტში აქვს გადგმული, რომ სუბიექ-
ტური უფრო მაღალია, ვიდრე სინამდვილე. ამის შესახებ ჩვენს
დროში ადამიანებს არაფრის გაგონება არ სურთ, ზოგადად, მათ
იმაზე მეტის ცოდნა არ სურთ, რაც ჰეგელმა თქვა ამ საკითხზე - ვი-
148
საც, რაც საკმაოდ საინტერესოა, დიდად არ ესმოდა ეს საკითხი და
გარკვეულ სიძულვილს განიცდიდა მის მიმართ, სიძულვილს, რომ-
ლის შენარჩუნების სრული საფუძველი აქვს ჩვენს საუკუნეს, რად-
გან მან უბრალოდ თავი უნდა დაიცვას ირონიისგან. მთის ქადაგება-
ზე ნათქვამია: „ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და და-
იბანე პირი შენი. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად“1. ეს პასა-
ჟი უშუალოდ მოწმობს იმას, რომ სუბიექტურობა რეალობის არათა-
ნაზომადია, და რომ მას აქვს სიცრუის ნებართვა. ჩვენი დროის ადა-
მიანები, რომლებიც ცარიელ სიტყვებს ისვრიან თემის იდეის შესა-
ხებ, რომ მეტ ყურადღებას უთმობდნენ „ახალ აღთქმას“, შესაძლოა
სხვა აზრებითაც გამსჭვალულიყივნენ.
მაგრამ აბრაამი, ის როგორ მოქმედებდა? რადგან მე არ დამვიწ-
ყებია და ალბათ მკითხველსაც ეამება იმის შეხსენება, რომ ამ წერ-
ტილის მიღწევის მიზნით შევუდექი მთელ ზემომოტანილ მსჯელო-
ბას - არა იმიტომ, რომ ამის წყალობით აბრაამი მეტად გასაგები
გახდება, არამედ იმიტომ, რომ გაუგებლობა კიდევ უფრო მიუკერ-
ძოებელი იყოს. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, მე არ ძალმიძს აბ-
რაამის გაგება, მე მხოლოდ აღტაცება შემიძლია მისით. ასევე აღ-
ნიშნულ იქნა, რომ ჩემს მიერ აღწერილ ეტაპთაგან არც ერთი არ
არის აბრაამის ანალოგიური. მაგალითები მხოლოდ იმისათვის იყო
მოტანილი, თუმცა კი მხოლოდ საკუთარ სფეროში ნაჩვენები, რომ
თავდაუჯერებლობის წამს თითქოს უცხო მიწის საზღვრები ეჩვენები-
ნათ. თუკი რაიმე ანალოგიაა შესაძლებელი, მისი პოვნა ცოდვის პა-
რადოქსში შეიძლება, ეს კი ისევ და ისევ სხვა სფეროში ძევს და ვერ
განმარტავს აბრაამს, თვით კი გაცილებით უფრო იოლი განსამარ-
ტავია, ვიდრე აბრაამი.

1 მათეს სახარება, 6:17-18.


149
გარდა ამისა, აბრაამს არაფერი უთქვამს, არც სარასთვის და არც
ელეაზარისთვის, არც ისააკისთვის, - ის ამ სამ ეთიკურ ინსტანციაზე
ამაღლდა; რადგან ეთიკურს აბრაამისთვის არ ჰქონია უფრო მაღა-
ლი გამოხატულება, ვიდრე ოჯახურ ცხოვრებას.
ესთეტიკა დიახაც მოითხოვდა ინდივიდუალურ მდუმარებას, თუ-
კი ასეთი დუმილის წყალობით სხვისი ხსნა იქნებოდა შესაძლებე-
ლი. ეს უკვეა საკმარისი საბუთი იმისა, რომ აბრაამი ესთეტიკურ საზ-
ღვრებში არ იმყოფებოდა. მის დუმილს უდაოდ ისააკის ხსნა ჰქონდა
მიზნად, ზოგადად კი ამოცანა ისააკის მსხვერპლად შეწირვისა საკუ-
თარი თავისა და ღმერთისთვის - ესთეტიკის შეურაცხყოფაა, რად-
გან ამ უკანასკნელს კარგად ესმის, რომ მე ვწირავ საკუთარ თავს
მსხვერპლად, მაგრამ ვერ იგებს სხვის შეწირვას ჩემთვის. ესთეტი-
კის გმირი დუმს. ეთიკა განსჯის მას, რადგან ის თავისი შემთხვევითი
თავისებურების ძალით დუმდა. დუმილს მას მისი ადამიანური წი-
ნასწარი ცოდნა აიძულებდა. ამას ეთიკა ვერ პატიობს, ყოველი ასე-
თი ადამიანური ცოდნა არის მხოლოდ ილუზია, ეთიკა უსასრულო
მოძრაობას მოითხოვს, მოითხოვს გაცხადებას. ასე რომ, აქ ესთე-
ტიკის გმირს შეუძლია საუბარი, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს. ჭეშ-
მარიტი ტრაგიკული გმირი სწირავს საკუთარ თავსა და ყველაფერს,
რაც მისია, მსხვერპლად ყოვლისმომცველს, მისი ქმედებები და ყო-
ველი ემოცია ყოვლისმომცველს ეკუთვნის, ის გაცხადებულია, და
ამ თვითგაცხადებაშია ის ეთიკის საყვარელი ძე. თუმცა, ეს არ გა-
მოდგება აბრაამის შემთხვევაში: ის არაფერს აკეთებს ყოვლისმომ-
ცველისთვის და ის დაფარულია. აქ კი პარადოქსს მივუახლოვდით.
ან ინდივიდს, როგორც ინდივიდს, ძალუძს აბსოლუტურ დამოკიდე-
ბულებაში იყოს აბსოლუტთან (და თუ ასეა, ეთიკური აღარ არის
უმაღლესი) ან აბრაამი დაღუპულია - ის არც ტრაგიკული გმირია და
არც ესთეტიკური.
150
აქ შეიძლება ისევ მოგვეჩვენოს, რომ პარადოქსი უადვილესი და
ყველაზე მოსახერხებელი რამაა. მიუხედავად ამისა, უნდა გავიმე-
ორო, რომ ის, ვინც დარწმუნებულია ამაში, არ წარმოადგენს რწმე-
ნის რაინდს, რადგან შიში და ტანჯვაა ერთადერთი გამართლება,
ხოლო მათი განაზრება ვერ მოხდება ზოგადი ცნებებით, რადგან
ასეთ შემთხვევაში პარადოქსი უქმდება. აბრაამი დუმილს ინარჩუ-
ნებს, მაგრამ მას არ შეუძლია საუბარი, ამაშია შიში და ტანჯვა. რად-
გან, თუკი მე საუბრისას არ შემიძლია გასაგები ვიყო, მე არ ვსაუბ-
რობ - თუნდაც უწყვეტად ვისაუბრო დღითა და ღამით. სწორედ ასე-
თია აბრაამის შემთხვევა. მას ყველაფერის თქმა შეუძლია, მაგრამ
ერთ რამეს ვერ იტყვის, და რომც შეეძლოს, ამას ისე ვერ გააკეთებს,
რომ სხვამ გაიგოს, ასე რომ, ის არ საუბრობს. საუბრის შვება ის
არის, რომ მას ყოველისმომცველში გადავყავარ. ახლა აბრაამს შე-
უძლია ლექსიკისთვის ცნობილი უმშვენიერესი სიტყვები თქვას
ისააკისადმი სიყვარულის შესახებ. მაგრამ ეს არ აქვს მას გულის
სიღრეში ჩამალული, მას უფრო ღრმა აზრის გამოთქმა სურს, რომ
ის მსხვერპლად შესწირავს ისააკს, რადგან ეს გამოცდაა. ამ უკანას-
კნელი აზრის გაგება არავის ძალუძს, რის გამოც პირველსაც არას-
წორად იგებენ. ტრაგიკული გმირისათვის უცხოა ასეთი ტანჯვა.
უპირველეს ყოვლისა, მას აქვს ნუგეში, რომ ყოველ საწინააღმდეგო
არგუმენტს სათანადო ყურადღება მიექცა, რომ მას შეეძლო კლი-
ტემნესტრას, იფიგენიას, აქილევსისა და ქოროსთვის, ყოველი ცოც-
ხალი არსებისთვის, ადამიანის გულიდან ამომავალი ყოველი ხმის,
ყოველი ცბიერი, ყოველი ბრალმდებელი და ყოველი თანამგრძნო-
ბი აზრისთვის მის წინააღმდეგ აღდგომის შესაძლებლობა მიეცა.
მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ყველაფერი, რაც მის საწი-
ნააღმდეგოდ ითქვა, ნათქვამი იყო უმოწყალოდ, დაუნდობლად, ხო-
ლო სამყაროსთან ბრძოლა ნუგეშია, საკუთარ თავთან ბრძოლა კი
151
ტანჯვა. მას არ აქვს მიზეზი ეშინოდეს იმის, რომ რაღაც გამორჩა,
რათა შემდეგ მეფე ედუარდ მეოთხესავით არ მოუწიოს დაყვირება:

ვინ შემევედრა, ანუ ჩემის გაცოფების დროს


ვინ დამიჩოქა და მირჩია მშვიდად მეფიქრა?
ვინ გამახსენა სიყვარული, ძმობა, ერთობა?1

ტრაგიკული გმირისათვის უცნობია მარტოობის საზარელი პასუ-


ხისმგებლობა. გარდა ამისა, მას აქვს ნუგეში, - მას გოდება შეუძლია
კლიტემნესტრასა და იფიგენიასთან ერთად. ცრემლი და გოდება ამ-
შვიდებს, მაგრამ ამოუთქმელი კვნესა მტანჯველია. აგამემნონს
სწრაფად შეუძლია სულიერი ძალების მოკრება იმ რწმენით, რომ ის
იმოქმედებს, შემდეგ კი მას კვლავ ექნება დრო ნუგეშის ცემისა და
გამბედაობის მინიჭებისთვის. ამას აბრაამი ვერ გააკეთებს. როდე-
საც მისი გული ატოკებულია, როდესაც მისი სიტყვები ნეტარ ნუგეშს
შეიცავენ მთელი სამყაროსთვის, ის ვერ ბედავს ნუგეშის ცემას,
რადგან ნუთუ სარა, ნუთუ ელეაზარი, ნუთუ ისააკი არ ეტყოდნენ:
„რატომ აკეთებ ამას? ჯერ ხომ შეგიძლია თავის შეკავება?“ ხოლო
თუ თავის ტანჯვაში ის ნებაზე მიუშვებდა თავის გრძნობებს და ყველა
თავისიანს მოეხვეოდა უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმამდე, შესაძ-
ლოა შედეგი საზარელი ყოფილიყო, - სარა, ელეაზარი და ისააკი
იფიქრებდნენ, რომ ის თვალთმაქცობდა. მას არ ძალუძს საუბარი,
ის არ საუბრობს ადამიანურ ენაზე. თუმცა, თვითონ რომ სამყაროს
ყველა ენა ესმოდეს და მის ახლობლებსაც ესმოდეთ მისი, ის მაინც

1 უ. შექსპირი, „რიჩარდ მესამე“. თარგმანი ივანე მაჩაბლის.


152
ვერ ისაუბრებდა - ის ღვთიურ ენაზე მეტყველებს... ის „სხვა ენაზე სა-
უბრობს“1.
მე კარგად მესმის ასეთი სირთულე, მე შემიძლია აღტაცებული
ვიყო აბრაამით, მე არ ვშიშობ, რომ ვინმე შეიძლება ცდუნებულ იქ-
ნას ამ მონათხრობით, რათა დაუფიქრებლად იქცეს ცალკეულ ინდი-
ვიდად, მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, რომ საამისო გამბედაობა არ
გამაჩნია და რომ სიხარულით ვამბობ უარს წინ ნაბიჯის გადადგმა-
ზე, თუკი ჩემთვის ნებადართული იქნებოდა, რომ თუნდაც დაგვიანე-
ბით, მაგრამ მაინც მივსულიყავი ამ წერტილამდე. აბრაამს ყოველ
წამს შეუძლია ყველაფრის შეწყვეტა, მას შეუძლია მოინანიოს ყვე-
ლაფერი, როგორც ცდუნება, შემდეგ ის ისაუბრებს, შემდეგ მას ყვე-
ლა გაუგებს, მაგრამ ის უკვე აღარ იქნება აბრაამი.
აბრაამს არ შეუძლია საუბარი, რადგან მას არ შეუძლია ამოთ-
ქვას სიტყვა, რომელიც ყველაფერს განმარტავდა (ანუ ისე, რომ გა-
საგები იყოს), მას არ შეუძლია თქვას, რომ ეს არის გამოცდა, თანაც
იმგვარი, ეს უნდა აღინიშნოს, როდესაც ეთიკურია ცდუნება. ის, ვინც
ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, ემიგრანტია ყოვლისმომცველის
სფეროდან. მაგრამ შემდეგი სიტყვის თქმა მას კიდევ უფრო ნაკლე-
ბად ძალუძს. რადგან, როგორც ეს საკმარისად იქნა ჩამოყალიბებუ-
ლი ზევით, აბრაამი ორ მოძრაობას ასრულებს: თვითაღკვეთის
უსასრულო მოძრაობას და ისააკის უარყოფას (ამის გაგება არავის
ძალუძს, რადგან ეს კერძო საქმეა); თუმცა შემდეგ ის მყისვე ასრუ-
ლებს რწმენის მოძრაობას. ეს არის მისი ნუგეში, რადგან ის ამბობს:
„და მაინც, ეს არ მოხდება, ხოლო თუ მოხდება კიდეც, უფალი მე
ახალ ისააკს მომცემს, სწორედ რომ აბსურდის ძალით“. ტრაგიკუ-
ლი გმირი ბოლოს და ბოლოს ამბის დასასრულს აღწევს. იფიგენია

1იხ. პირველი კორინთელთა მიმართ, 14:23. „მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყა-
როს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს...“.
153
თავს ხრის მამის გადაწყვეტილების წინაშე, ის თვითონ ასრულებს
თვითაღკვეთის უსასრულო მოძრაობას, ასე რომ, მათ უკვე კარგად
ესმით ერთმანეთის. მას შეუძლია აგამემნონის გაგება, რადგან ამ
უკანასკნელის საქციელი საყოველთაოს გამოხატულებაა. თუკი, მე-
ორეს მხრივ, აგამემნონი ეტყოდა მას: „მიუხედავად იმისა, რომ
ღვთაება შენს თავს ითხოვს მსხვერპლად, ჯერ კიდევ არსებობს შე-
საძლებლობა, რომ მან არ მოითხოვოს ეს - სწორედ რომ აბსურდის
ძალით“, იფიგენია მას ვეღარ გაუგებდა. თუკი აგამემნონი ამას ადა-
მიანური ანგარიშიანობის ძალით ეტყოდა, იფიგენია გაუგებდა მას,
მაგრამ აქიდან ის დასკვნა უნდა გაგვეკეთებინა, რომ აგამემნონმა
არ შეასრულა თვითაღკვეთის უსასრულო მოძრაობა, შესაბამისად,
ის არ არის გმირი, და მაშინ ნათელმხილველის სიტყვებიც საზღვაო
ლათაიაა, მთელი ამბავი კი ვოდევილი. აბრაამი არ საუბრობს. ერ-
თადერთი სიტყვაა შენარჩუნებული, ერთადერთი პასუხი ისააკს,
რაც ასევე საკმარისად ასაბუთებს იმას, რომ მას მანამდე არ უსაუბ-
რია. ისააკი ეკითხება აბრაამს, სად არის მსხვერპლად შესაწირი
კრავი. „უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ
კრავს“1. აბრაამის ეს უკანასკნელი სიტყვა ოდნავ უფრო დაწვრილე-
ბით უნდა განვიხილო. რომ არა ეს სიტყვა, მთელ ამბავს რაღაც მო-
აკლდებოდა; ამ სიტყვებს რომ სხვა შინაარსი ჰქონოდათ, შესაძ-
ლოა ყველაფერი აბდა-უბდით დასრულებულიყო.
ხშირად მიფიქრია იმ საკითხის შესახებ, აქვს თუ არა ტრაგიკულ
გმირს უკანასკნელი სიტყვის უფლება, მიუხედავად იმისა, მისი ტრა-
გედიის კულმინაცია მოქმედებაა თუ ტანჯვა. ჩემი აზრით, ეს დამო-
კიდებულია ცხოვრების სფეროზე, რომელსაც იგი ეკუთვნის, აქვს

1 იხ. დაბადება 22:8.


154
თუ არა მის ცხოვრებას ინეტლექტუალური მნიშვნელობა, არის თუ
არა მისი ტანჯვა ან მოქმედება დამოკიდებულებაში სულთან.
თავისთავად იგულისხმება, რომ ტრაგიკულ გმირს, მსგავსად ნე-
ბისმიერი ადამიანისა, ვისაც მეტყველება არ დაუკარგავს, თავისი
კულმინაციის მომენტში ძალუძს ამოთქვას რამდენიმე სიტყვა, შე-
საძლოა რამდენიმე სათანადო სიტყვა, მაგრამ აქ კითხვა იმაში
მდგომარეობს, არის თუ არა სათანადო მისთვის ამ სიტყვების
ამოთქმა საერთოდ. თუკი მისი ცხოვრების მნიშვნელობა გარეშე აქ-
ტში მდგომარეობს, მას არაფერი აქვს სათქმელი, რადგან ყველაფე-
რი, რასაც ის იტყვის, ლაყბობაა, რის შედეგად მის მიერ შექმნილი
შთაბეჭდილება მხოლოდ სუსტდება, როდესაც ტრაგედიისთვის სა-
ჭიროა, რომ თავის ამოცანას ის მდუმარებაში ასრულებდეს, მიუხე-
დავად იმისა, ტანჯვაში მდგომარეობს ის თუ მოქმედებაში. მეტისმე-
ტად შორს რომ არ წავიდეთ, მე მოვიტან მაგალითს, რომელიც ყვე-
ლაზე ახლოსაა ჩვენი განხილვის საგანთან. თუ დანა თვით აგამემ-
ნონს და არა კალქასს უნდა შეემართა იფიგენიაზე, ის მხოლოდ და-
ამცირებდა საკუთარ თავს, თუ უკანასკნელ წამს რამდენიმე სიტყვის
წარმოთქმას მოიწადინებდა, რადგან მისი ქმედების მნიშვნელობა
ყველასათვის იყო ცნობილი, ღვთისმოსაობის, თანაგრძნობის, ემო-
ციის, ცრემლის იურიდიული პროცედურა შესრულდა, მეტიც, მის
ცხოვრებას არაფერი ჰქონდა საერთო სულთან, ის არც მოძღვარი
და არც მოწმე ყოფილა სულისა. მეორეს მხრივ, თუ გმირის ცხოვრე-
ბის მნიშვნელობა სულისკენ მიმართულებაში მდგომარეობს, მაშინ
შესაბამისი პასუხის არარსებობა შეასუსტებს მის მიერ შექმნილ
შთაბეჭდილებას. ის, რაც მან უნდა თქვას, არ არის რამდენიმე სათა-
ნადო სიტყვა, არ არის მოკლე დეკლამაცია, არა, მისი სიტყვების
მნიშვნელობა იმაშია, რომ გადამწყვეტ მომენტში ის თვითონ ახორ-
ციელებს საკუთარ თავს. ასეთ ინტელექტუალურ ტრაგიკულ გმირს
155
უნდა გააჩნდეს ის, რის მოპოვებასაც სხვა ვითარებაში ხშირად ცდი-
ლობენ კომიკური გზით, მას უნდა გააჩნდეს და უნდა შეინარჩუნოს
უკანასკნელი სიტყვა. მისგან ისეთივე ამაღლებული დამოკიდებუ-
ლება მოითხოვება, როგორიც ყველა ტრაგიკულ გმირს უნდა ჰქონ-
დეს, მაგრამ, გარდა ამისა, მისგან მოითხოვება სიტყვაც. ამგვარად,
როდესაც ასეთ ინტელექტუალურ ტრაგიკულ გმირს კულმინაცია
ტანჯვაში (სიკვდილში) აქვს, თავისი უკანასკნელი სიტყვით ის უკ-
ვდავად იქცევა, სანამ მოკვდება, როდესაც ჩვეულებრივი ტრაგიკუ-
ლი გმირი უკვდავად მანამ არ იქცევა, სანამ არ მოკვდება.
შეგვიძლია მაგალითის სახით სოკრატე განვიხილოთ. ის ინტე-
ლექტუალური ტრაგიკული გმირია. მას სასიკვდილო განაჩენი გა-
მოუტანეს. ის სწორედ ამ წამს კვდება - რადგან ადამიანს, ვისაც არ
ესმის, რომ სიკვდილისათვის მთელი სულიერი ძალების მობილი-
ზებაა აუცილებელი, და რომ გმირი ყოველთვის მანამდე კვდება, სა-
ნამ მოკვდება, ასეთი ადამიანის წარმოდგენა ცხოვრების შესახებ
არცთუ შორსმჭვრეტელურია. ასე რომ, სოკრატეს, როგორც გმირი-
საგან, მოითხოვებოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა საკუთარ თავში,
მაგრამ, როგორც ტრაგიკული გმირისაგან, მოითხოვება, რომ უკა-
ნასკნელ წამს სულიერი სიძლიერე გამოავლინოს საკუთარი თავის
განსახორციელებლად. ამგვარად მას, მსგავსად ჩვეულებრივი
ტრაგიკული გმირისა, არ ძალუძს კონცენტრაცია მოახდინოს სიკ-
ვდილთან პირისპირ შეხვედრაზე, მაგრამ მან ეს მოძრაობა იმდენად
სწრაფად უნდა შეასრულოს, რომ იმავდროულად საკუთარ ცნობიე-
რებაში გასცდეს ამ ბრძოლას და საკუთარი თავი დაამკვიდროს.
სოკრატეს რომ სიკვდილის კრიზისში დუმილი შეენარჩუნებინა, მი-
სი ცხოვრების ეფექტი შესუსტდებოდა და გაჩნდებოდა ეჭვი იმასთან
მიმართებით, რომ მისი ირონიის ელასტიურობა იყო არა ელემენტა-
რული ძალა, არამედ თამაში, რომლის მოქნილობა უნდა გამოეყე-
156
ნებინა მას, რათა გადამწყვეტ წამს ემოციური გამძლეობა მოეპოვე-
ბინა1.
იმას, რაც აქ მოკლედ არის მინიშნებული, რასაკვირველია, არა-
ნაირი კავშირი არ აქვს აბრაამთან, თუკი ვინმე იფიქრებს, რომ ანა-
ლოგიის მიხედვით შესაძლებელი იქნება სათანადო სიტყვის პოვნა,
რომლითაც აბრაამი დაასრულებდა, თუმცა ამას კავშირი იმ ხარის-
ხით აქვს, რამდენადაც ადამიანი აღიქვამს, თუ რაოდენ აუცილებე-
ლია, რომ უკანასკნელ წამს აბრაამმა დაამკვიდროს საკუთარი თა-
ვი, მდუმარედ არ შემართოს დანა, არამედ ჰქონდეს სიტყვა სათქმე-
ლი, რადგან, როგორც რწმენის პატრიარქს, მას აბსოლუტური მნიშ-
ვნელობა ენიჭება სულიერი გაგებით. თუ რა უნდა ეთქვა, ამის შესა-
ხებ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი; მას შემდეგ, რაც ის იტყვის, მე შე-
საძლოა გავიგო ეს სიტყვები, შესაძლოა გარკვეული აზრით გავიგო
თვით აბრაამიც, თუმცა მასთან იმაზე ახლოს მისვლის გარეშე, ვიდ-
რე ამ მსჯელობით ხერხდება. სოკრატეს უკანასკნელი რეპლიკა
რომ არ არსებობდეს, მე შევძლებდი ამაზე დაფიქრებას და ასეთი
სიტყვის წარმოდგენას; თუ მე ვერ შევძლებდი, ამას პოეტი მოახერ-
ხებდა, მაგრამ ვერც ერთი პოეტი ვერ ჩაწვდება აბრაამს. სანამ აბ-
რაამის სიტყვას უფრო დეტალურად განვიხილავდე, მსურს ყურად-
ღება მივაპყრო სირთულეს იმისა, რომ აბრაამს საერთოდ არ ძა-

1 აზრები შესაძლოა გაიყოს იმასთან დაკავშირებით, თუ სოკრატეს რომელი რეპ-


ლიკა უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტად, რადგან სოკრატე პლატონის მიერ არაერ-
თი საშუალებით იქნა პოეტურად განდიდებული. მე შემდეგი აზრი მაქვს. მას სასიკ-
ვდილო განაჩენი გამოუტანეს, ის იმავ წამს კვდება, იმავ წამს გადალახავს ის სიკ-
ვდილს და ამკვიდრებს საკუთარ თავს ცნობილი რეპლიკით, რომელიც გაკვირვე-
ბას გამოხატავს იმის გამო, რომ განაჩენი გამოტანილ იქნა სამი ხმის უმრავლესო-
ბით. არც ერთ საბაზრო ნალაყბევზე, იდიოტის არც ერთ ბრიყვულ შენიშვნაზე გა-
ცინება არ შეიძლებოდა მეტი ირონიით, ვიდრე ამ სასიკვდილო განაჩენზე.
157
ლუძს საუბარი. პარადოქსის უბედურება და საზარლობა, როგორც
ზემოთაც იყო ნაჩვენები, დუმილშია - აბრაამს არ ძალუძს საუბარი1.
რადგან, ამის გათვალისწინებით, შინაგანად წინააღმდეგობრივი
იქნება მისგან საუბრის მოთხოვნა, თუკი მავანს მისი პარადოქსიდან
გამოყვანა არ სურს, ისე, რომ უკანასკნელ წამს ის აუქმებდეს პარა-
დოქსს, რითიც საკუთარ თავსაც გააუქმებდა და იმ ყველაფერსაც,
რაც მანამდე იყო. ამგვარად, თუ უკანასკნელ წამს აბრაამი ეტყოდა
ისააკს: „ეს შენ გეხება“, ეს მხოლოდ სისუსტის გამოვლინება იქნე-
ბოდა, რადგან, მას რომ საერთოდ შეძლებოდა საუბარი, ეს დიდი
ხნით ადრე უნდა გაეკეთებინა, ხოლო სისუსტე ასეთ შემთხვევაში
მოქცეული იქნებოდა ფაქტში, რომ ის ჯერ სულიერად არ იყო მომ-
წიფებული და არ გააჩნდა საკმარისი კონცენტრაცია წინასწარ განე-
აზრებინა მთელი ტკივილი, არამედ მოიშორა ის თავიდან, რათა
ჭეშმარიტი ტკივილი გაცილებით უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე
წარმოსახვითი. მეტიც, ასეთი სიტყვით ის ამოვარდებოდა პარადოქ-
სიდან, ხოლო თუ მართლაც ისურვებდა ისააკთან საუბარს, თავისი
მდგომარეობა მას ცდუნებად უნდა ექცია, რადგან სხვა შემთხვევაში
ის ვერაფერს იტყოდა, ხოლო თუ ასე უნდა მოქცეულიყო, ის ტრაგი-
კული გმირიც კი აღარ არის. მიუხედავად ამისა, აბრაამის უკანას-
კნელი სიტყვა შემონახულია და რამდენადაც მე პარადოქსის გაგება
შემიძლია, იმდენადვე შემიძლია გავიგო აბრაამის მყოფობა ამ სიტ-
ყვაში. უპირველეს ყოვლისა, ის არაფერს ამბობს და სწორედ ამ
ფორმით ამბობს ის თავის სათქმელს. ისააკისადმი რეპლიკას ირო-
ნიის ფორმა აქვს, რადგან ყოველთვის ირონიულია, როდესაც ადა-

1 თუკი საერთოდ შეიძლება ანალოგიაზე საუბარი, ასეთია პითაგორას სიკვდილ-


თან დაკავშირებული გარემოება. დუმილი, რომელსაც ის მუდამ ინარჩუნებდა, თა-
ვისი ცხოვრების უკანასკნელ წამებამდე უნდა განეხორციელებინა, შესაბამისად
(იყო რა იძულებული, ესაუბრა), მან თქვა: „სჯობს მოგკლან, ვიდრე ილაპარაკო“
(დიოგენე ლაერტელი, VIII, 39).
158
მიანი ამბობს რაღაცას და ამით არაფერს ამბობს. ისააკი კითხვას
უსვამს აბრაამს და ფიქრობს, რომ აბრაამმა იცის. ამგვარად, აბრაა-
მის პასუხი რომ ყოფილიყო: „მე არაფერი ვიცი“, ეს სიცრუე იქნებო-
და. მას არაფრის თქმა არ ძალუძს, რადგან არ შეუძლია იმის თქმა,
რაც იცის. ამიტომ პასუხობს: „ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავ-
ლენ კრავს“. აქ ჩანს ორმაგი მოძრაობა აბრაამის სულში, როგორც
ეს წინამდებარე განხილვაში იყო ნაჩვენები. აბრაამს რომ უბრა-
ლოდ უარი ეთქვა ისააკზე და სხვა არაფერი მოემოქმედა, ეს უკანას-
კნელი სიტყვა სიცრუე იქნებოდა, რადგან მან იცის, რომ ღმერთი
ისააკის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს, ასევე იცის, რომ იმ წამს
თვითონაც მზად არის მსხვერპლის მისატანად. მაშასადამე, ჩვენ
ვხედავთ, რომ მყისვე ამ მოძრაობის შესრულების შემდეგ ის ასრუ-
ლებს შემდგომ მოძრაობას, რწმენის მოძრაობას აბსურდის ძალით.
ამის გამოა, რომ ის არ ცრუობს, რადგან აბსურდის ძალით, რასაკ-
ვირველია, შესაძლებელია, რომ ღმერთმა რაიმე განსხვავებული
გააკეთოს. ამგვარად, ის არ ცრუობს, მაგრამ არც რაიმეს ამბობს,
რადგან ის სხვა ენაზე საუბრობს. ეს კიდევ უფრო ცხადი მაშინ ხდება,
როდესაც ვითვალისწინებთ, რომ თვით აბრაამმა უნდა შეასრულოს
ისააკის მსხვერპლად შეწირვის ადათი. ამოცანა რომ სხვაგვარად
ყოფილიყო დასმული, უფალს რომ ებრძანებინა აბრაამისთვის
ისააკის მიყვანა მორიას მთაზე, რის შემდეგ ის მას მეხს დასცემდა
და ასე მიიღებდა მსხვერპლს, მაშინ, თუკი მის სიტყვებს პირდაპირ
გავიგებთ, აბრაამი შესაძლოა მართალიც ყოფილიყო, როდესაც ქა-
რაგმით საუბრობდა, რადგან მას თავადაც არ ეცოდინებოდა, რა უნ-
და მომხდარიყო. მაგრამ იმ ამოცანის მიხედვით, რომელიც აბრაა-
მის წინაშე იყო დასმული, მან თვითონ უნდა იმოქმედოს, ხოლო გა-
დამწყვეტ მომენტში იცის, როგორ მოიქცეს, მან იცის, რომ ისააკი
უნდა შესწიროს მსხვერპლად. ეს რომ სრული განსაზღვრულობით
159
არ იცოდეს, ის არ შეასრულებდა თვითაღკვეთის უსასრულო მოძ-
რაობას, მაშინ, თუმცა მისი სიტყვა სიცრუე არ არის, ის ძალიან შორ-
საა იმისგან, რომ აბრაამი იყოს, მას ნაკლები მნიშვნელობა აქვს,
ვიდრე ტრაგიკულ გმირს, ის გაუბედავი ადამიანია, რომელსაც არ
შეუძლია ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა და ამ მიზეზით ყოველთვის გა-
მოცანებით მოუწევს საუბარი. მაგრამ ასეთი გაუბედავი ადამიანი
რწმენის რაინდის ცხადი პაროდიაა.
აქ შესაძლოა კვლავ მოგვეჩვენოს, რომ ადამიანმა შეიძლება გა-
იგოს აბრაამის, მაგრამ გაიგოს ისევე, როგორც პარადოქსი ესმის.
მე ჩემის მხრივ გარკვეულწილად შემიძლია გავიგო აბრაამი, მაგ-
რამ იმავდროულად მესმის, რომ არ მაქვს საუბრის გამბედაობა,
მით უმეტეს, გამბედაობა ისე მოქმედებისა, როგორც ის მოქმედებს,
- მაგრამ ამით სრულებით არ მსურს იმის თქმა, რომ იმას, რაც მან
გააკეთა, მნიშვნელობა არ აქვს, არამედ პირიქით, ეს არის ერთა-
დერთი სასწაული. თანამედროვე ეპოქა რას ფიქრობს ტრაგიკული
გმირის შესახებ? მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ის დი-
ადია, ისინი აღტაცებულნი არიან მისით. კეთილშობილთა იგივე
თავყრილობა, მსაჯულები, რომელსაც ყოველი თაობა ქმნის წინა-
მორბედის განსასჯელად, განსჯის მასაც. მაგრამ რაც აბრაამს შეეხე-
ბა, მისი გაგება არავის ძალუძს. და მიუხედავად ამისა, ნახეთ, რას
მიაღწია მან! მან საკუთარი სიყვარულის ერთგულება შეინარჩუნა.
მაგრამ მას, ვისაც ღმერთის სიყვარული აქვს, ცრემლი არ სჭირდე-
ბა, არ სჭირდება აღტაცება, თავის სიყვარულში ივიწყებს ის ტანჯვას,
იმდენად სრულად ივიწყებს მას, რომ შემდეგში მცირედი მინიშნე-
ბაც კი აღარ არის მის ტკივილზე, თუ თვით ღმერთი არ შეახსენებს
ამას, რადგან ღმერთი იდუმალს ხედავს და ითვლის ცრემლს და
არაფერს ივიწყებს.

160
ამგვარად, ან არსებობს პარადოქსი, რომ ინდივიდი, როგორც
ინდივიდი, აბსოლუტურ დამოკიდებულებაშია აბსოლუტთან, ან აბ-
რაამი დაღუპულია.

ეპილოგი

ერთხელ ჰოლანდიაში, როდესაც ბაზარზე სანელებლების ფასი


მკვეთრად დაეცა, ვაჭრებმა რამდენიმე პარტია ზღვაში ჩაძირეს, რა-
თა ფასების ზრდა გამოეწვიათ. ეს საპატიებელი, შესაძლოა, აუცი-
ლებელი საშუალება იყო ხალხის გასაცურებლად. ნუთუ მსგავსი
რამ გვჭირდება სულის სამყაროში? იმდენად საფუძვლიანად ვართ
დარწმუნებულები, რომ უმაღლეს წერტილს მივაღწიეთ და აღარა-
ფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, ღვთისმოსავად გვჯეროდეს, რომ
იმდენად შორს არ წავსულვართ, რათა რაიმეთი დავკავდეთ? არის
თუ არა ეს იმგვარი თვითმოტყუება, როგორის საჭიროებას თანა-
მედროვე თაობა განიცდის, ნუთუ საჭიროებს ის წვრთნას თვითმოტ-
ყუების ვირტუოზულობაში, თუ უკვე სრულყოფილად ფლობს საკუ-
თარი თავის მოტყუების ხელოვნებას? ან იქნებ ყველაზე საჭირო რამ
გულწრფელი სერიოზულობაა, რომელიც უშიშრად და მოუსყიდა-
ვად გვიჩვენებს ამოცანებს, გულწრფელი სერიოზულობა, რომელიც
სიყვარულით ადევნებს თვალს ამოცანებს, რომელიც არ აფრთხობს
ადამიანებს, იჩქარონ უმაღლესი ამოცანების შესრულება, არამედ
უნარჩუნებს ამოცანებს სინორჩესა და მომხიბვლელობას, თუმცა
სირთულესა და აღმაფრენასაც კეთილშობილი ადამიანებისთვის,
რადგან კეთილშობილთა ენთუზიაზმი მხოლოდ სირთულიდან იღე-
ბს სათავეს? რაც არ უნდა ისწავლოს ერთმა თაობამ მეორისგან,
იმას, რაც ჭეშმარიტად ადამიანურია, ვერც ერთი თაობა ვერ ისწავ-

161
ლის წინამორბედისგან. ამ აზრით ყველა თაობა ხელახლა იწყებს,
არ გააჩნია წინასგან განსხვავებული ამოცანა, და არც უფრო შორს
მიდის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინა თაობა გადაიხარა
ამოცანისგან და თავი მოიტყუა. ეს ავთენტურად ადამიანური ფაქ-
ტორი არის ვნება, რომელშიც ერთი თაობა სრულად უგებს მეორეს
და საკუთარ თავს. შესაბამისად, არც ერთ თაობას არ უსწავლია მე-
ორისგან სიყვარული, არც ერთი თაობა არ იწყებს დასაწყისისგან
განსხვავებული ადგილიდან, არც ერთ თაობას არ აქვს უფრო მარ-
ტივი ამოცანა, ვიდრე წინას, ხოლო თუ რომელიმე თაობა, არ ისურ-
ვებს რა, წინამორბედის მსგავსად, სიყვარულზე შეჩერებას და უფ-
რო შორს წავა, ეს უქმი და უგნური საუბარი იქნება.
მაგრამ ადამიანის უმაღლესი ვნება არის რწმენა, აქ კი არც ერთი
ადამიანი არ იწყებს წინასგან განსხვავებული წერტილიდან, ყოვე-
ლი თაობა ყველაფერს იწყებს ხელახლა, მომდევნო თაობა არ მი-
დის წინაზე შორს - რამდენადაც თავისი ამოცანის ერთგულია და არ
ამბობს უარს მასზე. ეს რომ დამქანცველია, არის რაღაც, რასაც, რა-
საკვირველია, ვერც ერთი თაობა ვერ იტყვის, რადგან თაობა არსე-
ბითად ამოცანას ასრულებს და არაფერი ესაქმება იმასთან, რომ წი-
ნამორბედ თაობასაც იგივე ამოცანა ჰქონდა - გარდა შემთხვევისა,
როდესაც კონკრეტული თაობა ან კონკრეტული ინდივიდი განიზრა-
ხავენ დაიკავონ ადგილი, რომელიც მხოლოდ სულს ეკუთვნის,
სულს, რომელიც მართავს სამყაროს და საკმარისად მომთმენია
იმისათვის, რომ არ დაიღალოს. თუკი თაობა რაიმე მსგავსით იწ-
ყებს, ის გადაგვარებულია, რადგან ჭეშმარიტად არავინ ყოფილა ამ-
ქვეყნად, ვისთვისაც იმდენად გადაგვარებული ყოფილიყოს სამყა-
რო, როგორც თერძისთვის, რომელიც სიცოცხლეში აღმოჩნდა ზე-

162
ცაზე და იქიდან აკვირდებოდა ქვეყნიერებას1. თუკი თაობა მხო-
ლოდ საკუთარი ამოცანით არის დაკავებული, რაც მისთვის უმაღ-
ლესი რამ არის, ის არ დაიღლება, რადგან ამოცანა ადამიანის
მთელ ცხოვერებას კმარა. როდესაც ბავშვებს დასვენების დღეს ყვე-
ლა თამაში გამოცდილი აქვთ სანამ საათი თორმეტს დაკრავდეს და
მოუთმენლად იტყვიან: „რაიმე თამაში ხომ არ იცის ვინმემ?“ ნუთუ
ეს არ ამტკიცებს, რომ ეს ბავშვები მეტად არიან განვითარებულნი,
ვიდრე იმავე თაობის ან წინა თაობის ბავშვები, რომლებიც მთელი
დღე ერთი და იმავე თამაშით იქცევენ თავს? ან ნუთუ არ ამტკიცებს
ეს იმას, რომ ეს ბავშვები მოისაკლისებენ, რასაც მე მომხიბვლელ
სერიოზულობას ვუწოდებ, რაც თამაშს ეკუთვნის?
რწმენა ადამიანის უდიდესი ვნებაა. შესაძლოა ყველა თაობაში
მრავალი იყოს ისეთი, ვინც არასოდეს მიდის მასთან, მაგრამ მას ვე-
რავინ გასცდება. მრავალია თუ არა ჩვენს საუკუნეში ისეთი, ვინც
ხვდება ამას, - ამის გადაწყვეტას მე ვერ გავბედავ; მხოლოდ საკუთა-
რი თავისადმი მიმართვას გავბედავ, ვისაც საუკეთესო პერსპექტივა
არ აქვს, მაგრამ მაინც არ სურს მოატყუოს საკუთარი თავი და უღა-
ლატოს იმ დიადს, რასაც რწმენა ჰქვია, მისი დამცირებით უმნიშვნე-
ლობამდე, ბავშვურ ავადმყოფობამდე, რომლისთვის თავის დაღწე-
ვას ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს. მაგრამ იმ ადამია-
ნისთვისაც, ვინც ვერ მიდის რწმენამდე, ცხოვრებას საკმარისად
აქვს ამოცანები, ხოლო თუ ადამიანს ისინი გულწრფელად უყვარს,
ცხოვრება უქმად არ არის დაკარგული, მიუხედავად იმისა, რომ არ
შეიძლება მისი შედარება იმ ადამიანის ცხოვრებასთან, რომელმაც
უმაღლესი მოიხელთა. მაგრამ ის, ვინც რწმენას მიაღწია (არ აქვს
მნიშვნელობა, გამორჩეული ნიჭის ადამიანია, თუ უბრალო მოკვდა-

1 ძმები გრიმების ზღაპარი „თერძი ცაში“.


163
ვი), იქ უძრავად არ რჩება, ის აღშფოთდებოდა კიდეც, ვინმეს რომ
მსგავსი რამ ეთქვა მისთვის, ზუსტად ისევე, როგორც შეყვარებული
იქნებოდა შეურაცხყოფილი, თუკი ვინმე ეტყოდა, რომ ის სიყვა-
რულში რჩება. ის უპასუხებდა: „მე არ ვდგევარ უძრავად, მთელი ჩე-
მი ცხოვრება ამაშია“. მიუხედავად ამისა, ის არ მიდის უფრო შორს,
არ მიდის რაიმე განსხვავებულისკენ, რადგან, თუ ამას აღმოაჩენს,
მას სხვაგვარად განმარტავს.
„უფრო შორს არის წასვლა საჭირო, უფრო შორს“. შორს წასვლის
ასეთი იმპულსი დიდი ხანია არსებობს სამყაროში. ჰერაკლიტე ეფე-
სელმა, რომელმაც თავისი აზრები ნაწარმოების სახით ჩამოაყალი-
ბა, შემდეგ კი დიანას ტაძარში განათავსა (რადგან მისი აზრები მისი
საჭურველი იყო, შესაბამისად, ქალღმერთის ტაძარში დაკიდა),
ბრძანა: „ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ“ (პლატო-
ნი, „კრატილე“).
ჰერაკლიტეს ჰყავდა მოწაფე, რომელიც არ შეჩერდა ამაზე და
თქვა: „ამას ერთხელაც ვერ გააკეთებ“. საბრალო ჰერაკლიტე, ასე-
თი მოწაფის ყოლა! ამგვარ გაუმჯობესებათა გზით ჰერაკლიტეს თე-
ზისი იქცა ელეატთა თეზისად, რომელიც ყოველგვარ მოძრაობას
უარყოფს; არადა, მოწაფეს ხომ მხოლოდ ჰერაკლიტეს მოწაფეობა
სურდა, რომელიც უფრო შორს წავიდა, და არ დაბრუნებულიყო
იმასთან, რაც თვით ჰერაკლიტემ მიატოვა.

164

You might also like