You are on page 1of 12

სალომე ფეიქრიშვილი

კურსი: ჰაინრიჰ ჰაინე: ,,რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისთვის


გერმანიაში’’

ლექტორი: ლევან შატბერაშვილი

ფილოსოფიის ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022წ
18-ე საუკუნის გერმანული ფილოსოფია: ჰაინრიხ ჰაინე; კანტი;
ფიხტე; შელინგი; ჰეგელი.

ჰაინრიხ ჰაინე, მე-18 საუკუნის რომანტიკოსი მწერალი, პუბლიცისტი და


ფილოსოფოსი გვესაუბრება გერმანული ფილოსოფიის მნიშვნელობაზე, რაობაზე,
არსზე, გავლენიან ფილოსოფოსებზე საკუთარ წიგნში ,,რელიგიისა და ფილოსოფიის
ისტორიისთვის გერმანიაში’’. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჰაინრიხ ჰაინე
დიდად არ გამოირჩეოდა როგორც ფილოსოფოსი, ის მხატვრულად,
ენამოსწრებულად და გარკვეულწილად გროტესკით გვიხატავს 18-ე საუკუნის
გერმანული კლასიკური ფილოსოფიის სურათს. როგორც ბერძნული, ისევე
გერმანული ფილოსოფია გამოირჩევა მთლიანად მსოფლიოში განსხვავებული, ახალი
მოსაზრებებით, იდეებით, უამრავი საინტერესო ნაშრომით. ალბათ სწორედ
ამიტომაც მოუვიდა აზრად ჰაინეს საკუთარი თვალსაწიერიდან აღეწერა ის და
გადმოეცა მკითხველისთვის ამგვარად. ამ პერიოდის გავლენიანი გერმანელი
ფილოსოფოსები გახლდათ იმანუელ კანტი, იოჰან გოტლიბ ფიხტე გეორგ ვილჰელმ
ფრიდრიხ ჰეგელი, ფრიდრიჰ ვილჰელმ იოზეფ შელინგი... ეს ეპოქა გამოირჩეოდა
იდეალიზმით, ნატურფილოსოფიით, დიალექტიკით.

ჰაინრიხ ჰაინეს სურს გერმანული სულიერება და ფილოსოფიური ხასიათი


როგორც ფრანგებს ისევე ზოგადად მსოფლიოს გაუზიაროს. ჰაინე საკუთარ თავში
იმდენად დარწმუნებულია, რომ მიიჩნევს რომ თვითონ არის ხალხი, მისი
შემოქმედებითი ენა სოციუმის ამოძახილია. ეს კი მას ისეთ საფუძველს აძლევს, რომ
თამამად შეუძლია იმ მთელი გერმანელი რიგის ფილოსოფოსების მოსაზრებები
გააკრიტიკოს, განიხილოს და სხვაგვარი თვალსაზრისით წარმოგვიდგინოს,
რომელთაც სირცხვილის თუ სხვა სახასიათო ნებისმიერი მიზეზის გამო ვერ
გამოთქვეს საკუთარი პოზიციები ამგვარად მკაფიოდ და ცალსახად. გერმანია
საკმაოდ რელიგიური ქვეყანაა, სწორედ ამიტომ ჰაინე გვერდს ვერანაირ შემთხვევაში
ვერ ჩაუვლის ამ მნიშვნელოვან ფაქტორს გერმანული სულიერების და აზროვნების
გათავისების კვალდაკვალ. ის გერმანულ ფილოსოფიას განიხილავს როგორც
ქრისტიანობის ჭრილში, ის განიხილავს მთლიანად რელიგიას, თუმცა რაღა თქმა
უნდა და ფილოსოფიური კუთხით: როგორ იქცა ის რომაულ კათოლიციზმად,
შემდგომ როგორ წარმოშვა მან პროტესტანტიზმი, ხოლო ამ უკანასკნელმა როგორც
წარმოშვა ჭეშმარიტი გერმანული ფილოსოფია. ჰაინე გვეუბნება, რომ რელიგიური
დოგმების დანგრევა ჯერ კიდევ ვოლტერმა სცადა, თუმცა მისი მცდელობა
ყოვლისმომცველი სულაც არ ყოფილა, რელიგია ხომ უპირველეს ყოვლისა იდეაა,
თანაც უმტვერებელი, თუმცა ეს იდეა ისტორიის კვალდაკვალ არ წარმოშობილა
როგორც მკაცრად განსაზღვრული მოცემულობა. მისი საწყისი ძირითადად
ორგვარია: გნოსტიკოსები და მანიქველები. აქედან მანიქველებმა ეს მოცემულობა
სპარსული მემკვიდრეობის შედეგად მიიღეს, ხოლო გნოსტიკოსებმა კი გაიაზრეს ისე
როგორც კეთილის საწყისი. ღმერთისგან გამომდინარე საწყისი - ლოგოსი, რომელიც
ჭეშმარიტად სიკეთეა, ლოგოსი-როგორც ფილოსოფია.

ჰაინეს დეტალურად აქვს განხილული მარტინ ლუთერის მოღვაწეობა, მისი


შემოქმედება და პოლიტიკურ-სოციალური როლი გერმანიაში. დიდი რელიგიური
რევოლუცია რომელიც ლუთერის წყალობით განხორციალა და მოიცვა მთელი
გერმანია, მართლაც დიდი გავლენის მქონე აღმოჩნდა. თუმცა ფილოსოფიური
კუთხით მსჯელობისას, იდეოლოგიურ დაპირისპირებებს ვეჩეხებით. ჩვენი
მოცემული საკითხიც ძირითადად ამის შესახებ იქნება. როგორც შესავალში
აღვნიშნეთ, ფილოსოფიის ეს რევოლუცია არაფერია სხვა, თუ არა პროტესტანტიზმის
საბოლოო შედეგი, იდეოლოგიური დაპირისპირება, გონითი, ცნობიერი რევოლუცია,
რომელიც უპირველეს ყოვლისა მიმდინარეობს ადამიანის შიგნით, ადამიანის
გონებაში და ცნობიერებაში. ეპოქის ფილოსოფიის ამგვარი აფეთქება უპირველეს
ყოვლისა კანტს შეეხო, ჰაირნრიხ ჰაინე გვეუბნება, რომ “წმინდა გონების კრიტიკა”
კანტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია, ტექსტებიც, სადაც მოიაზრება
სოციალური მნიშვნელობა სწორედ ამ ნაშრომში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. კანტი
გვესაუბრება უამრავ ფენომენზე, მათ შორის: განათლების სწორ მოდელზე,
შემეცნების გზებზე, მეტაფიზიკურ საკითხებზე, ფენომენისა და ნოუმენის არსზე და
სხვ. ჰაინრიხ ჰაინეს მსჯელობის საკითხი კანტთან მიმართებით სწორედ ღმერთის
არსის, ფენომენისა და ნოუმენის შესახებ არის ნაგულისხმები. კანტისმიერი ღმერთი
რომელიც “ნოუმენაა” და ამგვარად ტრანსცენდეტალური იდეალური არსება,
რომელიც სხვა არაფერია თუ არა ადამიანური გაიდეალების მცდელობა, მისი
განსხეულების ცნება. როგორც აღვნიშნეთ ეს ეპოქა (18-ე საუკუნე) აღინიშნებოდა
იდეალიზმით, და სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა ლოგიკურ დიალექტიკას
საფუძველი. კანტის ნაშრომების კითხვისას შეუძლებელია ეს ფაქტორი არ
შევნიშნოთ. მისი მსჯელობები თანმიმდევრული, მიზეზ-შედეგობრივი და
ლოგიკურად გამართულია. სპეკულაციური გონების კრიტიკის ძირითადი იერიში
კანტს ფიზიკურ-კოსმოლოგიაზე, ნატურალიზმზე და ონტოლოგიაზე ჰქონდა. ჰაინე
კი გვეუბნება რომ აქედან პირველი ორი გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს
კანტის შემთხვევაში, ხოლო ონტოლოგიაზე კი იგივეს თქმა რთული იქნება. თუმცა
აქვე ჰაინე გვეუბნება, რომ კანტის ღვაწლს ტყუილად მაინც არ ჩაუვლია: გერმანელი
ხალხის ამოძრავება მართლაც სირთულეს წარმოადგენს, ხოლო კანტმა ამ
უკანასკნელს თავი წარმატებით გაართვა.

კანტის შემდგომ გერმანიის ნიადაგზე მოაზროვნეების მთელი წყება


ამოიზარდა. კანტის მოსწავლეებს შორის აღსანიშნავია იოჰან გოტლიბ ფიხტე. კანტის
ნეგატიური კრიტიკის შემდგომ, ფიხტეს პოზიტივიზმის ახალი ენა მართლაც
კონსტრუირებული და აბსტრაქტულია. ფიხტესთვის მიუღებელია ფილოსოფიური
ტერმინოლოგია, სოციოლოგია და სნობიზმი, ამის საპირისპიროდ ის ისტორიას და
მეცნიერებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ძირითადი ამოცანები რაც ფიხტე
უწინარესად აყენებს არის: რა არის ეგზისტენცი, ნივთების არსი, საპასუხოდ კი ის
გვეუბნება რომ ყოველივეს არსს ადამიანის სულის მიერ აქვს. მაშასადამე,
ადამიანური ეგო არის ის, რისი მეშვეობითაც ადამიანის ეგოცენტრული სამყაროს
გაანალიზება ხდება. ჰაინე მსგავსად კანტისა ფიხტეს შემთხვევაშიც მის მთავარ
ნაშრომზე ამახვილებს ყურადღებას. “მეცნიერებათმოძღვრება” მიუხედავად
ფიხტესადმი უდიდესი კრიტიკისა და დაცინვისა, ფიხტეს ფილოსოფოსის ერთ-ერთი
მოწინავე აბტრაქტულ-ეგოცენტრული ნაშრომია, რომელიც მთლიანად
ორიენტირებულია ადამიანურ ეგოზე და უარყოფილია რაიმე გარეგანი,
მატერიალური.. ფიხტესეული “მე” არა ინდივიდუალური, პირობითი და
სუბიექტურია, არამედ განზოგადებული, გაცნობიერებული მსოფლიო-მე. ფიხტეს
ნაშრომებში კვლავ იგრძნობა თავისუფლების, სიამაყის, ღირსების მძაფრი ხასიათი.
საერთო ჯამში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიხტეს უამრავი კრახისა, ფსიქო-
ემოციური წნეხისა, წარმატებისა თუ წარუმატებლობისა, მან მაინც მნიშვნელოვანი
და საყურადღებო ნაშრომები დაუტოვა გერმანულ საზოგადოებას. გერმანულ
ნიადაგზე, სადაც ამოიზარდა შელინგის და ჰეგელის ფილოსოფიაც, ფიხტე ბოლომდე
არ ტყუოდა რომ შელინგის ფილოსოფია არაფერი არ იყო თუ არა მისი იდეების და
მოსაზრებების რეკონსტრუქცია. ამ ორ ფილოსოფოსს (შელინგსა და ფიხტეს)
მართლაც ბევრი საერთო აქვთ: ეგოცენტრიზმი, მე-ს გააბსოლუტება, იდეალიზმი,
როგორც ადამიანური ეგოს ბუნებითი მდგომარეობა. თუმცა განსხვავება მაინც
მოიძებნება ამ ორ ფილოსოფოსს შორის: ფიხტე მე-ს წარმოდგენას, გაცხადებას
გვთავაზობს იდეალიზმის პერპექტივიდან, ხოლო შელინგი ამის საპირისპიროდ
ნატურალიზმიდან - ადამიანური მიწიერი სამყაროდან გამოყავს ადამიანის
იდენტობა. ყოველივე ამას უკეთ გავაანალიზებთ, თუ შელინგის მოსაზრებებს უფრო
დეტალურად გავეცნობით.

ფრიდრიჰ ვილჰელმ იოზეფ შელინგი 18-ე საუკუნის გერმანელი


ფილოსოფოსია. შელინგის ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის
იპოვოს ბუნებაში დიალექტური დაპირისპირებები და წინააღმდეგობანი. სწორედ
ამგვარ გარემოებაშია შესაძლებელი ადამიანის ეგოცენტრიზმის შემეცნება. ფიხტესგან
განსხვავებით შელინგის მიზანი არ არის ადამიანის ეგოს დედუქცია, ამის
საპირისპიროდ მისი მსჯელობის შედეგია ადამიანის ეგოს როგორც სამყაროს
მთლიანობის შემადგენელი ნაწილის, როგორც ბუნების, ნატურის ყოფიერების
ნაწილის განსაზღვრა, მისი როლის, მისი თავისუფლების ძიების პროცესების დასახვა
და ამგვარად გაიდეალება, სრულყოფა ადამიანისა ბუნების წიაღთან ჰარმონიაში.
მისი ამგვარი იდეალიზმი ფილოსოფიის სულია, რეალიზმი კი - მისი სხეული, ხოლო
ორივე ერთად ქმნის ერთ ცოცხალ მთლიანობას.
შელინგის ფილოსოფია როგორც შესავალში აღვნიშნეთ ადამიანური
თავისუფლების არსის შესახებ განიხილება როგორც ნატურალისტური,
იდეალისტური კუთხით, ისევე მეტაფიზიკური თვალსაზრისით. ის ადამიანის არსს
ჭვრეტს როგორც უმაღლესი გონის მქონე პიროვნებას, და ამავდროულად როგორც
ბუნებაში აღმოცენებულ ყოფიერებას. შელინგი სვავს ისეთ კითხვებს როგორიცაა:
როგორ მიმართებაშია ღმერთი როგორც ზნეობრივი არსება გაცხადებასთან? რა
ურთიერთკავშირები შესაძლოა არსებობდეს ადამიანურ გონს, ნებას, სულიერებას და
ღვთიურს შორის? შელინგის მიხედვით თავისუფლება, რომელსაც ის ყოველივეს
უწინარესად აყენებს, არ არის საკმარისი თვითგაცხადებისთვის, ის გვეუბნება, რომ
აზრები და ფიქრი ნაწარმოებია სულის მიერ დამოუკიდებლად, ადამიანური გონი
უმზერს არათვითმყოფადს, ღმერთი კი გარემოს ჭვრეტს თავისთავად, ისე როგორც
მარადიულს, სწორედ ღვთაებრივი პერსპექტივა მიეკუთვნება ბუნებასაც. ამგვარი
დედუქცია წარმოადგენს შელინგისთვის გონების სისტემას, ამგვარი გზითაა
მხოლოდ შესაძლებელი გონების სწორი შემეცნება. შელინგი გვმოძღვრავს, რომ
ადამიანურმა ნებამ უნდა გამოიაროს ცოდვის და სიკვდილის საყოველთაო
აუცილებლობა, უნდა გამოიაროს იმგვარად როგორც ცეცხლში რათა მისი სული
საბოლოოდ განიწმინდოს. თუმცა მიუხედავად ამგვარი გამოცდისა, ადამიანს მაინც
ხელეწიფება თავისუფალი არჩევნის გაკეთება სიკეთეზე თუ ბოროტებაზე. ის
განმაპირობებელი ფაქტორები რომლებიც შესაძლო წინამდებარე
გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანონ კი - ჯერ კიდევ გაურკვეველია და შესაბამის
კვლევას საჭიროებს. შელინგი გვეუბნება, რომ მხოლოდ ფილოსოფიურ
იდეალიზმთან გაიგივების შემდგომ ადამიანს შეუძლია ობიექტის ნამდვილი არსი
შეიმეცნოს. ადამიანური თავისუფლება თავდაპირველად იდეალიზმმა აამაღლა,
ადამიანის არსი რომელიც ყოველგვარ მიზეზ-შედეგობრიობას მოკლებულია და
აღმატებულია დროზე მეტად იმდენად, რაც ის დროის მიღმიერია, ამგვარად
თავისუფლება შეუძლებელია რომ განისაზღვროს ან რაიმე დებულებების ჩარჩოებში
იქნეს მოქცეული. შელინგი გვეუბნება, რომ ღმერთი არ არის მხოლოდ ყოფიერება,
ღმერთი ბევრად მეტია, ის უპირველეს ყოვლისა სიცოცხლის საწყისია. მან გამიჯნა
სინათლე და წყვდიადი, სიკეთე და ბოროტება, ყოველივე ეს კი მან გააკეთა მხოლოდ
თავისუფლების, ადამიანის ნების თავისუფალი არჩევნის და გამო. ბიბლიური
მოძღვრების თანახმად, შესაქმის პირველი პერიოდი სწორედ სინათლის დაბადებას
მოიაზრებს. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: მთავრდება კი ოდესმე ბოროტება ან/და
როგორ ხდება ეს უკანასკნელი? თუ ის თავად არის თვითმიზანი, მაშინ საბოლოო
შედეგი რატომ არ არის მოყვანილი სრულყოფაში? შელინგი ამ კითხვაზე გვპასუხობს
ისევ ღვთიური ძალთა მიმართებაში, რომ თავად შემოქმედის ნება იმდენად
ღვთიურია, იმდენად სიკეთეზე და სათნოებაზე არის მიმართული, რომ ამგვარ
ყოფიერებებს არ ძალუძთ ქმნადობის გარეშე იარსებონ. ყოფიერება რაიმესი
ყოველთვის განიხილება ისეთ კონტექსტში სადაც მოქმედებაა, მოქმედება კი
შესაძლოა მრავალმხრივი და განსხვავებული იყოს, იმდენად რამდენადაც სინათლე
და სიბნელეა. შელინგი გვეუბნება, რომ სიცოცხლის შიში განდევნის ადამიანს
გარკვეული კონცეფციებისაგან. მან ჩამოაყალიბა ერთგვარი აზროვნების წესი,
რომელიც უნივერსალურია ყველა ადამიანისთვის, ისტორიის კვალდაკვალ რომ
განვაზოგადოდ ეს უნივერსალური განშტოებები ოდითგანვე ჰქონდა ადამიანს
მისთვის მისაღები და აუცილებელი მაქსიმები, და ყოველივე ეს არ არის შედეგი
დროის ცვლილების. რა საკვირველია ადამიანის გარემო მუდმივად განიცდიდა
პროგრესს, თუმცა აქ, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ადამიანურ ინსტიქტებზე
აზროვნების კუთხით. ადამიანი დედამიწაზე არსებულ სხვა ცოცხალ თუ არაცოცხალ
ორგანიზმებთან შედარებით ხომ ბევრად განვითარებულია, ის წარმოადგენს
შემოქმედის ანარეკლს, მას ცნობიერება გააჩნია, უმაღლესი გონი-რომლის
საშუალებითაც აქვს შესაძლებლობა იაზროვნოს, იფიქროს, იგრძნოს, შექმნას,
შეიმეცნოს და ა.შ.. შელინგი გვეუბნება, რომ როდესაც იუდამ გაყიდა ქრისტე, ამის
შეცვლა არავის არ შეეძლო, ვინაიდან და რადგანაც ეს ფაქტი არა იძულება, არამედ
მისი თავისუფალი ნების არჩევანი იყო. ამგვარია ადამიანის ბუნება- ის თვითონ არის
საკუთარი თავის მმართველი, თავისუფალია იმდენად, რამდენადაც მას აქვს
შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს კეთილსა და ბოროტს შორის. ადამიანი დაიბადა
ამგვარი, დასაბამიდან, ღმერთი კი როგორც რელიგია გვკარნახობს, საბოლოო
განაჩენს ამ საქციელების და გამო გამოუტანს ადამიანებს, ერთათვის-ნეტარება,
ხოლო მეორენი - წარწყმედისთვის არიან განწირულები.

აქედან გამომდინარე, შელინგის მსჯელობაზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია


მოვიაზროთ რომ, თავისუფლება რომელიც ასე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის,
ბოლომდე თვითმყოფადი არ არის, ვინაიდან და რადგანაც გარკვეული გავლენა
შეიძლება იქონიოს თანდაყოლილმა ხასიათმა ან გარემომ. თუმცა შელინგი
გვეუბნება, რომ მიუხედავად ამ ფაქტორებისა მაინც ვერაფერი აღუდგება წინ და
შებღალავს თავისუფლებას, ვინაიდან და რადგანაც თავისუფლება არ არის მკაცრად
განსაზღვრული პოსტულატი, ის ბევრად მასშტაბური და შემოქმედებითია.
შელინგის მთელი ყურადღება მოხმობილია თუ როგორც გავიგოთ სწორად
ადამიანური თავისუფლების არსი, რომ ადამიანი საწყისეულად არა მოქმედება და
საქციელია, არამედ გონიერი არსება, რომელსაც საკუთრივ ნებას ფლობს.
აღსანიშნავია შელინგი როგორც ფილოსოფოსი საკუთარი სტილით და წერის
მანერით: დიალექტიკა, როგორც კამათის ხელოვნება — მოძღვრება განვითარების
შესახებ, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობით ანტიკური დროიდან გამოიყენება, შუა
საუკუნეებში, შელინგის მოღვაწეობის ეპოქაში მეტად პოპულარობით სარგებლობდა,
იმდროისთვის დიალექტიკა ლოგიკის სინონიმი იყო. გახლდათ ერთგვარი
საშუალება, როგორც სამყაროს შეცნობის ფილოსოფიური მეთოდი, იგი მდგომარეობს
თეზისის და ანტითეზისის დაპირისპირებაში, შელინგის ტექსტებიც სწორედ ამ
მეთოდოლოგიას ეფუძნება. ის მსჯელობს, მოჰყავს საკუთრივ არგუმენტი, ხოლო
შემდგომ ყოველივეს კონტრარგუმენტებით უპირისპირდება, ფილოსოფოსების
დიდი ნაწილი ამგვარი ნაშრომებით გამოირჩევა, შელინგი კი ყოველივე ამ ტაქტიკას
მიმართავს მაშინ, როდესაც საუბრობს ნატურალიზმზე, ადამიანსა და ბუნების
ურთიერთმიმართებაზე, ადამიანის რაობაზე და ისეთ მნიშვნელოვან ცნებებზე
როგორიც არის თავისუფალი ნება, ნების ყოფიერება და ა.შ. ის “ტრანსცენდეტალურ
იდეალიზმის სისტემაში” წერს, რომ ნატურფილოსოფია არის იდეალიზმის
ფიზიკალური განმარტება, ბუნებამ უკვე შორეულ წარსულში ჩაუყარა საფუძველი იმ
სიმაღლეს, რომელსაც მან გონებაში მიაღწია.” (თევზაძე, გურამ. გვ.128)
შელინგისთვის სამყარო უნივერსალური ორგანიზმია, სადაც გონებას და ბუნებას
ერთი და იგივე პრინციპები ამოძრავებს, რომ თავისუფლება რაც უწინარესი და
უმნიშვნელოვანესია სულის არსისთვის, კარგავს თვითმყოფადობას მაშინ, როდესაც
სიყალბის და ტყუილის მსხვერპლია, ამის საპირისპიროდ, ღვთაებრივი მაგია,
რომელსაც მხოლოდ მას ძალუძს სიკეთის გამოწვევა, შესაძლოა მხოლოდ
თავისუფალი ცნობიერებისა და სწორი შემეცნების კვალდაკვალ. ჰეგელისთვისაც
მსგავსად შელინგისა გონს ადამიანისთვის ჭეშმარიტების ძიების კვალდაკვალ
წანამძღვრად აქვს დედა ბუნება, რომელსაც ახასიათებს თავისთავადი ობიექტურობა.
ნორმალური მხრივ გონის არსებას წარმოადგენს თავისუფლება, აბსოლიტური
ნეგატიურობა ცნების, როგორც თავისთავთან იგივეობის მიმართ, გონის სუბსტანცია
არის სწორედ იგივე თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ცნებისა და ობიექტურობის
მიმართებაც სწორედ ამგვარ კონტექტში უნდა იქნეს გააზრებული. გონი არ
გააცხადებს რაიმეს, ამის მაგივრად ის თვითონ განისაზღვრება როგორც გაცხადება,
როგორც შინაარსი და როგორც სინამდვილე. გონის ცნების შემეცნება როგორც
უზენაესი ღმერთის ფილოსოფიის ერთ-ერთი ჭეშმარიტი ამოცანაა, ხოლო ჰეგელი
გვეუბნება, რომ ამ ცნების განსაზღვრის გარეშე ფილოსოფია უხასიათო და
არარელევანტურია, იმ მხრივ რომ თავისუფლების იდეა და ცნების
ურთიერთმიმართება განუსაზღვრელია. სამყაროსეული უნივერსალური იდეა,
რომელიც წარმოგვიდგება როგორც ბუნების ცნება, როგორც ბუნების თავისთავად
არსებული ყოფიერებაში მთვლემარე გონი. ჰეგელი გვმოძღვრავს, რომ სწორედ
ამგვარად ცხადდება გონი. მეორე მხრივ, ჰეგელი გვეუბნება, რომ გონი ბუნებაზე
რეფლექსიას ახდენს, ის აიდეალებს ბუნებას, შედეგად კი ბუნება აღიქმება როგორც
თავისთავადი, საკუთრივ შედგენილი ელემენტი, თუმცა მიუხედავად ამისა, ბუნება
მაინც დამოუკიდებელია აბსტრაქტული, განყენებული და თვითმყოფადია, ვიდრე
ადამიანური გონი და მისი შინაგანი აღქმა, ჭეშმარიტება კი მდგომარეობს შემდეგში:
გონი და ბუნება რა საკვირველია გარკვეულ მიმართებაში არიან ერთმანეთთან. გონი
თავის თავთან და სხვის მიმართებაში რეფლექტირებულია და ამგვარად
თვითცნობიერებაა, თუმცა თვითცნობიერისა და ობიექტური, ჭეშმარიტი
ცნობიერების ურთიერთდამოკიდებულება იმდენად ზედაპირული,
არაპროგნოზირებადი და მერყევია, რომ გონი მაინც ცალკეულად ადგენს ბუნებას,
როგორც თავის სამყაროს, ეს სამყარო კი მოიცავს ყოველივე ბუნებისეულს, ვრცეულს
და დროულს, სადაც ერთი ყოფიერება მეორეს მოსდევს, სადაც ატომური უმცირესი
ნაწილაკები ჯერ იშლება შემდგომ კი კვლავ შედგება. ამ კანონზომიერებიდან
გამომდინარე სწორია მივიჩნიოთ, რომ ბუნებაში არა თავისუფლება, არამედ
აუცილებლობა ბატონობს. ამგვარი სიცოცხლის წრე არის როგორც არაცოცხალ, ისევე
ისეთ ცოცხალ ორგანიზმებში, როგორებიც არის მცენარეები, ჰეგელი გონის და
მცენარის სიცოცხლის ციკლს ერთმანეთს ადარებს, თუმცა გონის ეს მეტამორფოზა
ბევრად სრულყოფილად წარმოგვიდგება, ვინაიდან და რადგანაც ამ შემთხვევაში
იგივეობრივი სტრუქტურა ნარჩუნდება. მცენარის ჩანასახი საკუთარ არსს წარმოშობს
იმ სინამდვილით, რომ თესლს წარმოშობს, ხოლო გონმა ეს პროცესი განვლო ისე რომ
მან ცნობიერად შეძლო ცნების გაგება. შედეგად კი თავისთავის შემმეცნებელ გონში
იგივე ჭეშმარიტებაა რაც წარმომშობში. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჰეგელი
გვეუბნება, რომ გონის ცნების შემეცნება როგორც უზენაესი ღმერთის ფილოსოფიის
ერთ-ერთი ჭეშმარიტი ამოცანაა. მიუხედავად მისი სკეპტიკური
დამოკიდებულებისა, რომელიც აიხსნება ფილოსოფიისა და თავისუფლების,
ბუნების ცნების არაერთგვაროვნობით, ჰეგელმა მართლაც შეძლო ის პარალელები
დაესახა ბუნებასა და მისი ცნების ფილოსოფიურ აღქმაში. მკაფიოდ გამოხატა გონის
მნიშვნელობა, რომლის გარეშეც არა დედა-ბუნებას, არამედ ვერც მთლიანად გარშემო
სამყაროს ვერ აღიქვამდნენ ადამიანები.

რომ შევაჯამოთ, უნდა ვაღიაროთ რომ ჰაინრიჰ ჰაინე მართლაც მეტად


კრიტიკული და მეტიც, ირონიულია თავისი ეპოქის თანასწორი მოღვაწეებთან
მიმართებით. ეს მას გარკვეულ გროტესკს სძენს, თუმცა თუ ყოველივეს სხვა კუთხით
შევხედავთ, აღმოვაჩენთ რომ ჰაინეს თვითმიზანი არ არის კრიტიკა როგორც
საკუთარი თვითშეფასების ამაღლების მცდელობა, ამის საპირისპიროდ ის
გამოირჩევა საინტერესო აქცენტებით, გვაფიქრებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც
შესაძლოა მოცემულ ავტორების ნაშრომების კითვისას ვერც კი შეგვინიშნავს. მისი
ანალიზი შესაძლოა არ არის სრულყოფილი და ამომწურავი, თუმცა ვფიქრობ, მან
შეძლო დაესახა მკითხველისთვის მართებული გზა სწორად გააზრებისა სხვა და სხვა
ნაშრომების თუ ტექსტებისა. სწორედ ამიტომ, ეპოქის ამგვარი მხრივ გაგება,
უმაღლესი იდეოლოგიის-რელიგიის რაკურსით მართლაც მეტად მნიშვნელოვანია
ქვეყნის კულტურის, იდენტობის, განათლების უკეთ გააზრების კვალდაკვალ.

ბიბლიოგრაფია

1. ჰაინე, ჰაინრიხ. რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისათვის გერმანიაში.


თარგ. ლევან შატბერაშვილი. გამომცემლობა Carpe Diem. თბილისი, 2021წ.
https://cdn.fs.iliauni.edu.ge/GRoKnHJqS2yZnPh2igfE?&policy=eyJleHBpcnkiOjE2NTc5NjQ5NjAsI
mNhbGwiOlsicmVhZCJdLCJoYW5kbGUiOiJHUm9LbkhKcVMyeVpuUGgyaWdmRSJ9&signature=f1
ab74ef6bb07ff8d45b0b9d7d29fc76252b3f7516ff61e80e034c9b332c4060 (16.07.2022)
2. შელინგი, ფრიდრიჰ. ნარკვევი ადამიანური თავისუფლების არსის შესახებ და
მასთან დაკავშირებული საგნები. თრგმ. თამარ ცოფურაშვილი.
https://elearning.iliauni.edu.ge/pluginfile.php/582127/mod_resource/content/0/%E1%
83%A8%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83
%98.%20%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%8
3%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98.pdf (16.07.2022)
3. შელინგი, ფრიდრიჰ. ნარკვევი ადამიანური თავისუფლების არსის შესახებ.
თრგმ თამარ ცოფურაშვილი.
https://elearning.iliauni.edu.ge/pluginfile.php/582124/mod_resource/content/0/%E1%
83%A8%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83
%98.%20%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%8
3%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98.%202.pdf (16.07.2022)
4. თევზაძე, გურამ.
https://elearning.iliauni.edu.ge/pluginfile.php/582139/mod_resource/content/0/%E1%83%97%
E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%20-
%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98.p
df (16.07.2022)
5. გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი. გონის ფილოსოფია.
https://elearning.iliauni.edu.ge/pluginfile.php/582116/mod_resource/content/0/%E1%
83%B0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83
%98%20-
%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%A3
%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%
A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%
E1%83%98..pdf(16.07.2022)

You might also like