You are on page 1of 1

სათვალიანი დათვი

სათვალიანი დათვი (ლათ. TREMARCTOS ORNATUS) — მტაცებელი


ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახიდან. სათვალიანი
დათვის სხეულის სიგრძე 1.3-2.1 მ, წონა 80-200 კგ აღწევს. მისი
სიმაღლე მხრებში 70-80 სმ-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-25
წელია. სათვალიანი დათვი ბინადრობს უკიდურეს სამხრეთ
რეგიონებში. გვხვდება სამხრეთ ამერიკის ანდებში, ვენესუელასა
და ჩილეში. ასეთი საინტერესო სახელი მას უწოდეს იმის გამო,
რომ სახეზე თვალების მიდამოებში აქვს ღია ყვითელი ფერის
ლაქები, რომლებიც სათვალეს ჰგავს.
ეს სახეობა დათვებს შორის ყველაზე ვეგეტარიანელი დათვია,
იგი საუკეთესო მცოცავია და დროის უმეტეს ნაწილს ხეებზე
ატარებს. სათვალიანი დათვი მთელი წლის განმავლობაში
აქტიურია. მშობიარობს იანვარში.
START SLIDE

რთულად საღეჭი საკვების გამო მათ ქვედა ყბაზე აქვთ უმსხვილესი


ზიგომატური კუნთები, რომლებიც მდებარეობს ყბის შიგნით, რაც მათ
უმარტივებს ღეჭვის პროცესს.

You might also like