You are on page 1of 1

პიონერი

„პიონერი“— საქართველოს ალკკ ცკ-ისა და ვ. ი. ლენინის სახელობის ნორჩ პიონერთა


ორგანიზაციის რესპუბლიკური საბჭოს ყოველთვიური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1926
წლის ოქტომბრიდან. 1942–1944 წლებში ჟურნალი არ გამოდიოდა. განახლდა 1945 წელს.
სხვადასხვა დროს ჟურნალის მთავარ რედაქტორებად მუშაობდნენ: შ. რადიანი, ა. მირცხულავა
(მაშაშვილი), ი. აბაშიძე, მ. თომაძე, ე. აგლაძე, გ. კაჭახიძე, რ. მარგიანი, მ. მაჭავარიანი, 1964
წლიდან ბ. შელია.
„პიონერი“ განკუთვნილი იყო პიონერ-მოსწავლეებისათვის. ემსახურებიდა მოზარდი თაობის
კომუნისტური სულისკვეთბით აღზრდის საქმეს. ჟურნალში თანამშრომლობდნენ მწერლები: ი.
აბაშიძე, გ. აბაშიძე, მ. მრევლიშვილი, მ. ლებანიძე და სხვები. მხატვრები: შ. ცხადაძე, ა.
შალიკაშვილი, ჯ. ლოლუა, თ. სამსონაძე, ე. ამბოკაძე, ზ. ფორჩხიძე და სხვები.
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1977). გამოდიოდა 156 ათ. ტირაჟით (1984).

კომკავშირი
სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი (ან უბრალოდ
შემოკლებით საკ. ალკკ; კომკავშირი; რუს. Комсомол) — საბჭოთა ახალგაზრდობის მასობრივი
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია. წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური
პარტიის აქტიურ თანაშემწესა და რეზერვს; დახმარებას უწევდა პარტიას
ახალგაზრდობის კომუნიზმის სულისკვეთებით აღზრდაში. რუსეთის ახალგაზრდობის
კომუნისტური კავშირი (რაკკ) შეიქმნა 1918 წლის 29 ოქტომბერს მუშა და გლეხი
ახალგაზრდობის კავშირებისა სრულიად რუსეთის I
ყრილობაზე. 1924 წლის ივლისში რაკკს — ვლადიმერ ლენინის სახელი მიეკუთვნა — რუსეთის
ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი (რალკკ). საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირის შექმნასთან დაკავშირებით (1925 წელი) 1926 წლის მარტს კომკავშირს
ეწოდა საკავშირო ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი. სრულიად საკავშირო
ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის წესდების მიხედვით, კომკავშირში
იღებდნენ 14-იდან 28 წლამდე ასაკის მოწინავე ახალგაზრდებს.

You might also like