You are on page 1of 1

19 ე საუკუნის მეორე ნახევარში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ თერგდალეულები, იგივე

სამოციანელები, იგივე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. მათი ლიდერი იყო ილია


ჭავჭავაძე და
მიზნად დაისახეს საქართველოს განთავისუფლება რუსეთისგან. მათი მთავარი დევიზი იყო
მოქმედება,ისინი ვერ იტანდნენ უმოქმედობას, რადგან მათ საქართველოში დახვდათ
უმოქმედობა წინა თაობისგან, რასაც ბრძოლა გამოუცხადეს.
მათი სამოქმედო პროგრამა შედგებოდა 4 ნაწილისგან: 1) ბატონყმობის გადავარდნა, 2)
თანასწორუფლებიანობა, 3) წერა-კითხვის გავრცელება საზოგადოებაში 4) სალიტერატურო ენის
დაახლოება სალაპარაკო ენასთან.
მამათა და შვილთა ბრძოლის დაწყების მიზეზი გახდა ილია ჭავჭავაძის მძიმე კრიტიკული
წერილი (1871წ) "თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კოზლოვიდან შეშლილის თარგმნაზედ" ,
სადაც ილია ჭავჭავაძემ გააკრიტიკა თავად ამის ავტორი
და მასთან ერთად მისი თანამედროვენი ანუ რომანტიკოსთა თაობა, რომელთაც ბრალს სდებდა
უმოქმედობასა და ენის წახდენაში, რასაც მამების მხრიდან მოჰყვა პროტესტი, თუმცა
თვითონ გრიგოლ ორბელიანი თავდაპირველად არ
ჩაერთო ამ ბრძოლაში, ის მხოლოდ მაშინ ჩაერთო როდესაც ილიამ და აკაკიმ უშუალოდ მასზე
დაწერეს კრიტიკული წერილი, ასევე დახატეს კარიკატურები და დაიწყეს მთელ თბილისში
დარიგება. სწორედ ამან განაპირობა
მისი გაბრაზება შვილების მიმართ და დაწერა ლექსი "პასუხი შვილთა', სადაც მან პირიქით
შვილები გააკრიტიკა და მათ უწოდა უმადურები.

You might also like