You are on page 1of 4

ბიზნეს-ინფორმატიკის

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

შესასრულებელი რეკომენდაცი(ებ)ი1

1) პროგრამაზე დაშვების წინაპირობაში დაკონკრეტდეს უცხო ენა და ჩაიწეროს - ინგლისური ენა და


ცოდნის დონე B2.
2) დაზუსტდეს სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობები შემდეგ სასწავლო კურსებზე: „პრაქტიკა“,
„ბიზნეს-მოდელირების კომპიუტერული ტექნოლოგიები“, „ბიზნეს-ინგლისური“.
3) სასწავლო კურსი „ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირება (C++/C#)“ შინაარსი გაძლიერდეს
მაგისტრატურის დონის შესაბამისად.
4) კურსში „ქსელური ტექნოლოგიები და კომუნიკაციები“ ჩაემატოს უკაბელო კომუნიკაციების
საკითხები.
5) სასწავლო კურსის „ინფორმაციის დაცვა და უსაფრთხოება“ შეიცვალოს სხვა კურსით, რომლშიც
შეისწავლება კიბერუსაფრთხოების და კიბერთავდაცვის საკითხები.
6) დამსაქმებლებთან გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს სტუდენტების რაოდენობას,
პრაქტიკის მიზანს და ხანგრძლივობას.
7) რეკომენდირებულია უსდ-მ დანერგოს მოცემული პროგრამისთვის ქმედითი მექანიზმი, რომელიც
უზრუნველყოფს სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და კვლევით
პროექტებში ჩართვას.
8) ვინაიდან აღნიშნული პროგრამა არის ბიზნეს-ინფორმატიკის, ბიზნესის მიმართულებით
გადაიხედოს და დაიხვეწოს საგნების თემატიკა, ჩამოყალიბდეს სტრატეგიულიდან ოპერირების
დონეზე.

სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა და პასუხისმგებლობების სფეროები გადანაწილდა:


სამუშაო პროცესის კოორდინირება:
 სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახური;
 ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური;

სამუშაო ჯგუფი:

 ბიზნეს-ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი,


პროფესორი ლერი ნოზაძე (რეკომენდაცია 1,2,3,4,5,6,7,8);
 ბიზნეს-ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი,
ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლელა წითაშვილი
(რეკომენდაცია 1,2,3,4,5,6,7,8);
 ასოცირებული პროფესორი - ვასილ ტაბატაძე (რეკომენდაცია 3);

1
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული
რეკომენდაციების რაოდენობის გათვალისწინებით
 ასოცირებული პროფესორი დიანა მიქელაძე (რეკომენდაცია 2);
 მოწვეული სპეციალისტი - დავით გოგალაძე (რეკომენდაცია 4);
 პროფესორი - ცისკარა ზარანდია (რეკომენდაცია 8);
 პროფესორი - გიორგი ბუცხრიკიძე (რეკომენდაცია 8);
 პროფესორი - თინა გელაშვილი (რეკომენდაცია 8);
 ასოცირებული პროფესორი-ნანა ჯღარკავა (რეკომენდაცია 8);
 მოწვეული სპეციალისტი - თორნიკე ხოშტარია (რეკომენდაცია 8);
 საზღვარგარეთთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი - გურანდა მოდებაძე
(რეკომენდაცია
7);
 სტუდენტი - ეკა თოთაძე -(რეკომენდაცია 7)
 კურსდამთავრებული - ირაკლი ხაძიძე - (რეკომენდაცია 7)
 დამსაქმებელი - შპს „ტექაღრიცხვა“-ს დირექტორი გოცა მიქაბერიძე (რეკომენდაცია 6).

ინფორმაციული ტექნოლოგიების
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
შესასრულებელი რეკომენდაცი(ებ)ი2

ა) განხორციელდეს აქტივობები პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით;


ბ) სისტემატურად გადაიხედოს პროგრამის სწავლის შედეგები დამსაქმებელთა მოთხოვნების და
დარგში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად;
გ) თვითშეფასების დოკუმენტში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა მისანიჭებელი
კვალიფიკაციის ნაწილში;
დ) გადაიხედოს და დაზუსტდეს შემდეგი კურსების სილაბუსები: დაპროგრამების
საფუძვლები; ობიექტ - ორიენტირებული პროგრამირება I (c++); ობიექტ - ორიენტირებული
პროგრამირება II ( C ++);
ე) სილაბუსებში მოხდეს ტექნიკური და გრამატიკული შეცდომების გასწორება;
ვ) მოხდეს საგნის ინფორმაციული ტექნოლოგიები მეცნიერებაში ჩანაცვლება, ან შესაბამისი
მოდიფიცირება;
ზ) სტუდენტთა მეტი ჩართულობა პროექტებში მათი სწავლის საფეხურის და პროგრამის
სწავლის შედეგების შესაბამისად, კვლევითი და პრაქტიკული უნარების გამოსამუშავებლად;

სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა და პასუხისმგებლობების სფეროები:

სამუშაო პროცესის კოორდინირება:


 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;
 ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური;

სამუშაო ჯგუფი:

2
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული
რეკომენდაციების რაოდენობის გათვალისწინებით
 ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ინჟინერიის, აგრარულ
და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლელა წითაშვილი (რეკომენდაცია ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ);
 პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ლერი ნოზაძე (რეკომენდაცია ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ);
 ასოცირებული პროფესორი გულნარა ჯანოვა (რეკომენდაცია ე);
 ასისტენტ-პროფესორი - ნინო ბერიძე (რეკომენდაცია დ, ე, ვ, ზ);
 მოწვეული სპეციალისტი - ჯულიეტა ტაბეშაძე (რეკომენდაცია დ, ე, ვ, ზ);
 მოწვეული სპეციალისტი - დავით გოგალაძე (რეკომენდაცია დ, ე, ვ, ზ);
 მოწვეული სპეციალისტი - გოჩა მიქაბერიძე (რეკომენდაცია დ, ე, ვ, ზ);
 საზღვარგარეთთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე (რეკომენდაცია ა);
 საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მერი სახამბერიძე (რეკომენდაცია ბ);
 მოწვეული სპეციალისტი - გულნარა ჯანელიძე (რეკომენდაცია დ, ე, ვ, ზ);
 სტუდენტი - ქრისტინე მოთიაშვილი(რეკომენდაცია ზ);
 კურსდამთავრებილი - ჰეღინე საგოიანი (რეკომენდაცია ზ);

რჩევ(ებ)ი3

ა) მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგის განახლება ვებ გვერდზე;


ბ) ვებ გვერდზე ე.წ. აბიტურიენტების ვებ პორტალზე „როგორ ჩავაბარო თქვენთან“ სექცია
საჭიროებს განახლებას, კერძოდ, უნდა იქნას გამოქვეყნებული პროგრამებზე დაშვების
წინაპირობებიც უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული პროგრამების დასახელებების
ჩამონათვალთან ერთად და უნდა იძლეოდეს შესაბამისი პროგრამის დეტალურ აღწერაზე
გადასვლის შესაძლებლობას;
გ) პროგრამის პრაქტიკული ხასიათიდან გამომდინარე, სასურველია პროექტი იყოს
სავალდებულო სახით;
დ) უნივერსიტეტის ვებგვერდზე ბიბლიოთეკისა და სხვა ინტერნეტ რესურსებით
სარგებლობის გაუმჯობესება;
ე) კმაყოფილების კვლევის კითხვარებში ცალკე ბლოკი მიეძღვნას მაინორის შედეგების
შეფასებას და კვლევას;

სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა და პასუხისმგებლობების სფეროები:


სამუშაო პროცესის კოორდინირება:
 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;
 ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური;

სამუშაო ჯგუფი:
 ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ინჟინერიის, აგრარულ
და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლელა წითაშვილი (რჩევა ბ, გ, დ, ე);
 პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ლერი ნოზაძე (რჩევა ბ, გ, დ, ე);
 სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკური ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე (რჩევა დ);

3
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული რჩევების
რაოდენობის გათვალისწინებით (რჩევების გათვალისწინება არ არის სავალდებულო)
 სჯსუ ვებ-გვერდის ადმინისტრატორი, მოწვეული სპეციალისტი - ჯულიეტა ტაბეშაძე (რჩევა ა, ბ,
დ);

You might also like