You are on page 1of 15

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია


პროგრამის მოცულობა კრედიტებით (ECTS)
-240
მისანიჭებელი კვალფიკაცია
ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ბაკალავრი

სწავლების ენა
-ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
 უზრუნველყოს კურსდამთავრებული ქიმიურ და ბიოლოგიური ინჟინერიის სფეროს
ფართო ცოდნით, შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი,
დარგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და პროფესიული კომპეტენციებით;
 ჩამოუყალიბოს კურსდამთავრებულს ქიმიურ და ბიოლოგიური ინჟინერიის სფეროში
არსებული ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტული ანალიზის, საქმიანობისას
წარმოქმნილი პრობლემების და ამოცანების გაგებისა და მათი უსაფრთხო და
გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად, განხორციელების პრაქტიკული უნარები.
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგი
 აღწერს ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სფეროში დამკვიდრებულ თეო¬რიებსა
და პრინციპებს; წარმოებაში გამოყენებული მასალების დანიშნულებას, გარემოს დაცვით
და შრომის უსაფრთხოების ნორმებს;
 განმარტავს პროდუქტებისა და პროცესების ქიმიურ და ფიზიკურ ცვლილებებთან
დაკავშირებულ დაგეგმვას, დაპროექტებასა და განვითარებას;
 იყენებს ქიმიური საწარმოების და კონტროლის სისტემის დაგეგმვა/პროექტირების
საფუძვლებს;
 ანგარიშობს ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სხვადასხვა სფეროში გამოყენებული
ნედლულისა და მზა მასალის ძირითად მახასიათებლებს, ტექნოლოგიურ და
აპარატურულ ნაწილს; კინემატიკურ და ძალოვან მახასიათებლებს;
 განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური პროდუქტების წარმოებისას მიმდინარე
ძირითად პროცესებს;
 საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების, ასევე ტექნოლოგიების და
მათემატიკის ცოდნის საფუძველზე ახორციელებს კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის
პროექტს/ნაშრომს წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
 აფასებს მასალათა ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებ¬ლე¬ბს და ტექნოლოგიური
მოწყობილობების გამართულ ფუნქციონირებას;
 არჩევს ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სფეროში გამოყენებული
მოწყობილობისა და მანქანა-დანადგარების სქემებს და ტექნოლოგიურ ხაზებს.
 აკეთებს დასკვნას მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამართული ფუნქციონირებისა
და მუშაობის შესახებ;
 სპეციალისტების და არასპეციალისტების აუდიტორიასთან, კონტექსტისათვის
შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით,
აწარმოებს მკაფიო და გასაგებ კომუნიკაციას სფეროსთან დაკავშირებული იდეების,
არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე.

შეფასების წესი
შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.
დადებითი შეფასებებია:
 (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
 (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
 (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
 (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებებია:
 (FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად
მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება;
 (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში ინიშნება დამატებით გამოცდა, შედეგების გამოცხადებიდან


არანაკლებ 5 დღეში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არ ემატება დასკვნით
შეფასებაში მიღებულ ქულას.
დეტალური ინფორმაცია მოცემულია სტუ-ის ვებგვერდზე: საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია:
https://gtu.ge/Study-Dep/Forms/Forms.php
-
საკონტაქტო პირი (სახელი,გვარი / ტელეფონი / e-mail / მისამართი) ნაზიბროლა კუციავა /
ტელეფონი 599 96 44 48 / e-mail n.kutsiava@gtu.ge /
მ.კოსტავას №69 , სტუ-ს II კორპუსი

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა: გარემოსდაცვითი ინჟინერია


პროგრამის მოცულობა კრედიტებით (ECTS)
-240
მისანიჭებელი კვალფიკაცია
-გარემოს ინჟინერიის ბაკალავრი

სწავლების ენა
-ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
 უზრუნველყოს კურსდამთავრებული გარემოსდაცვითი ინჟინერიის სფეროს ფართო
ცოდნით, შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი,
დარგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და პროფესიული კომპეტენციებით;
 შეასწავლოს სტუდენტს გარემოს ობიექტების ხარისხის ნორმატივები, მასზე მოქმედ
მავნე ნივთიერებათა, აგრეთვე ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების
ზეგავლენით გამოწვეული ბიოსფეროს წონასწორობის რღვევა და კლიმატური
ცვლილებები;
 სტუდენტები დაეუფლონ გარემოს ობიექტების დაცვის თვალსაზრისით
დამაბინძურებელი წყაროებისა და ქიმიური ნივთიერებების მნიშვნელობების მიხედვით
ეკოლოგიური მონიტორინგის ჩატარების პრინციპებს;
 მისცეს სტუდენტს უნარჩენო ან მცირენარჩენიანი ტექნოლოგიის
თვალთაზრისით სამრეწველო აეროზოლებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის
მეთოდების, აპარატებისა და საშუალებების, აგრეთვე მეორადი მასალების
გადამუშავების ფართო ცოდნა;
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგი
 განიხილავს გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის სფეროს თეორიულ და
პრაქტიკულ ასპექტებს;
 აღწერს ბუნებრივი და ანთროპოგენული ზემოქმედების მიხედვით გარემოს ობიექტების
ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების ასპექტებს.
 ეუფლება გარემოს ობიექტების ეკოლოგიური მონიტორინგის განსახორციელებლად
ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კონტროლთან დაკავშირებულ, ასევე
გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირების
საკითხებს;
 ახორციელებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე ტექნოლოგიების და
მათემატიკის ცოდნის საფუძველზე შესაბამისი კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის
პროექტს /ნაშრომს წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
 იყენებს ბუნებრივი ობიექტების, სამრეწველო აეროზოლებისა და ჩამდინარე წყლების
შემადგენელი კომპონენტების განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტულ,
ტოქსიკომახასიათებლებისა და ტოქსიკოკინეტიკის მეთოდებს;
 არჩევს სამრეწველო აეროზოლებისა და ჩამდინარე წყლებში არსებული
ნივთიერებებისგან გაწმენდის მეთოდებს მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების
მიხედვით, გარემოსდაცვითი ინჟინერიის სფეროში გამოყენებულ მოწყობილობებს და
აპარატ-დანადგარებს;
 საზღვრავს სამრეწველო აეროზოლებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი აპარატების
ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, ზღვრულად დასაშვებ გაფრქვევებსა და მიწისპირა
მაქსიმალურად დასაშვებ კონცენტრაციებს, ზღვრულად დასაშვებ ჩაშვევებს;
 აკეთებს დასკვნას გამწმენდი აპარატებისა და ხელსაწყოების მიერ გაწმენდის
ეფექტურობის შესახებ;
 აფასებს ბიოსფეროში ცოცხალი ორგანიზმების საარსებო პირობების სტრუქტურულ და
რაოდენობრივ ცვლილებებს მავნე ნივთიერებათა მიგრაციის და გარდაქმნის
საფუძველზე, აგრეთვე გარემოს ობიექტებზე მიყენებულ ეკოლოგიურ ზარალს.
 აწარმოებს მკაფიო და გასაგებ კომუნიკაციას გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და
ეკოლოგიის სფეროსთან დაკავშირებული იდეების, არსებული გამოწვევებისა და მათი
აღმოფხვრის გზების თაობაზე, სპეციალისტების და არასპეციალისტების
აუდიტორიასთან, კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და
კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

შეფასების წესი
შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.

დადებითი შეფასებებია:
 (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
 (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
 (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
 (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებებია:
 (FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად
მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება;
 (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში ინიშნება დამატებით გამოცდა, შედეგების გამოცხადებიდან


არანაკლებ 5 დღეში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არ ემატება დასკვნით
შეფასებაში მიღებულ ქულას.
დეტალური ინფორმაცია მოცემულია სტუ-ის ვებგვერდზე: საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია:
https://gtu.ge/Study-Dep/Files/Pdf/sasw_proc_mart_ inst_18.1119_SD.pdf

საკონტაქტო პირი (სახელი,გვარი / ტელეფონი / e-mail / მისამართი) დიმიტრი ერისთავი /


ტელეფონი 599115670/ e-mail d.eristavi@gtu.ge /
მ.კოსტავას №69 , სტუ-ს II კორპუსი.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა: მასალათმცოდნეობა


პროგრამის მოცულობა კრედიტებით (ECTS)
-240
მისანიჭებელი კვალფიკაცია
ინჟინერიის ბაკალავრი მასალათმცოდნეობაში

სწავლების ენა
ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
 უზრუნველყოს კურსდამთავრებული მასალათმცოდნეობის სფეროს ფართო თეორიული
და პრაქტიკული ცოდნით, შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებთან
შესაბამისი, დარგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და პროფესიული კომპეტენციებით;
 შეასწავლოს სტუდენტს მასალათმცოდნეობის საფუძვლები, ლითონური და
არალითონური მასალების აგებულება, ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და ქიმიური
შედგენილობა, სტრუქტურასა და თვისებებს შორის კავშირი, ტექნოლოგიური
პროცესების მართვის ძირითადი პრინციპები და კანონზომიერებები, ტექნოლოგიური
პროცესების უსაფრთხო წარმართვა და ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების
გარემოს დაცვითი მოთხოვნების მიხედვით ექსპლუატაცია, პროდუქციის ხარისხის
ექსპერტიზის მეთოდოლოგია;
 შეასწავლოს ტექნიკაში გამოყენებული უმთავრესი და ახალი საკონსტრუქციო მასა-
ლების თვისებები, მათი გამოყენების სფეროები. მოწყობილობა-დანადგარების მუშაო-
ბის პრინციპები და ტექნოლოგიური რეჟიმები.
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგი
 აღწერს მასალათმცოდნეობის სფეროში დამკვიდრებულ თეორიებსა და პრინციპებს;
წარმოებაში გამოყენებული მასალების დანიშნულებას, გარემოს დაცვის და შრომის
დაცვის ნორმებს;
 განიხილავს მასალათმცოდნეობისა და მასალათა დამუშავების სფეროების ძირითად
საკითხებს და მათ ურთიერთკავშირს;
 განმარტავს მასალათმცოდნეობის სხვადასხვა მიმართულებების ძირითად ოპერაციებს
და პროცესებს;
 საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების, ასევე ტექნოლოგიების ცოდნის
საფუძველზე ახორციელებს პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს წინასწარ-
განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
 ანგარიშობს მასალათმცოდნეობის სხვადასხვა სფეროში გამოყენებული მასალების
ძირითადი ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების ხარისხობრივ და რაოდენობრივ
მაჩვენებლებს;
 აფასებს მასალების დამუშავების გავლენას საკონსტრუქციო მასალების საექსპლუატაციო
მახასიათებლებზე; ტექნოლოგიური მოწყობილობების გამართულ ფუნქციონირებას;
 არჩევს მასალათმცოდნეობის სფეროში გამოყენებული მოწყობილობისა და მანქანა-
დანადგარების ტექნოლოგიურ რეჟიმებს და სქემებს.
 აკეთებს დასკვნას მოწყობილობებისა და ხელსაწყოების მუშაობის შესახებ.
 იყენებს სფეროსათვის დამახასიათებელი პროფესიული უნარების ფართო სპექტრს
წარმოების პროცესში წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ;
 სპეციალისტების და არასპეციალისტების აუდიტორიასთან, კონტექსტისათვის
შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით,
აწარმოებს მკაფიო და გასაგებ კომუნიკაციას სფეროსთან დაკავშირებული იდეების,
არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე.

შეფასების წესი
შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.
დადებითი შეფასებებია:
 (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
 (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
 (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
 (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
 უარყოფითი შეფასებებია:
 (FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად
მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება;
 (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუ ვალდებუ-ლია
დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
არანაკლებ 5 დღეში.
სასწავლო პროცესის ორგანიზების, სტუდენტთა მიღწევების შეფასების, სტუდენ-
ტებთან სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებებისა და სტუდენტის მიერ კრედიტების
დაგროვების და სხვა სტუდენტებისათვის საჭირო ინფორმაცია მოცემულია „საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციაში“:
https://gtu.ge/Study-Dep/Files/Pdf/sasw_proc_mart_inst_18.1119_SD.pdf

საკონტაქტო პირი (სახელი,გვარი / ტელეფონი / e-mail / მისამართი) ზურაბ საბაშვილი, (+995)


599 565392, z_sabashvili@gtu.ge

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა : მეტალურგია

პროგრამის მოცულობა კრედიტებით (ECTS)


-240
მისანიჭებელი კვალფიკაცია
ინჟინერიის ბაკალავრი მეტალურგიაში

სწავლების ენა
-ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
 უზრუნველყოს კურსდამთავრებული მეტალურგიის სფეროს ფართო ცოდნით, შრომის
ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი, დარგისათვის საჭირო
უნარ-ჩვევებითა და პროფესიული კომპეტენციებით;
 ჩამოუყალიბოსკურსდამთავრებულს მეტალურგიის სფეროში არსებული
ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტული ანალიზის, აგრეთვემეტალურგიული
ღუმლების, აგრეგატების თბური მუშაობის, მათი კონსტრუქციის გაანგარიშებისა და
დაპროექტებისსაქმიანობის, დადგენილი ნორმების შესაბამისად,განხორციელების
პრაქტიკული უნარები.
 შეუქმნას კურსდამთავრებულს საფუძველი სწავლის შემდგომი გაგრძელებისა და
პროფესიული განვითარებისათვის.
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგი
 აღწერს მეტალურგიაში დამკვიდრებულ თეორიებსა და პრინციპებს; წარმოებაში
გამოყენებული მასალების დანიშნულებას, გარემოსდაცვით და შრომის უსაფრთხოების
ნორმებს;
 განიხილავს ლითონის და ლითონის პროდუქციის წარმოების დაგეგმვის, პროექტირების,
განვითარების, შენარჩუნებისადამონიტორინგის საკითხებს.
 განმარტავს მეტალურგიის სხვადასხვა მიმართულებების სტანდარტულ ტექნოლოგიურ
რეჟიმებს და პროცესებს;
 იყენებს სფეროსათვის დამახასიათებელი პროფესიული უნარების ფართო სპექტრს
საქმიანობისას წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ;
 წყვეტს მეტალურგიისათვის დამახასიათებელი მაღალტემპერატურულ და
ჰიდრომეტალურგიულ პროცესებში მაღალი ხარისხის ლითონის მიღების პრობლემებს
შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;
 საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების, ასევე ტექნოლოგიების და
მათემატიკის ცოდნის საფუძველზე ახორციელებს პროექტს წინასწარგანსაზღვრული
მითითებების შესაბამისად;
 აგროვებს თანამედროვე მეტალურგიის წარმოების მონაცემებს, როგორიცაა: ლითონის
წარმოების ტექნოლოგიური და ეკონომიკური მაჩვენებლები სხვადასხვა აგრეგატებში -
სათბობის და ელექტრულ ღუმლებში და ადგენს ენერგიის ხარჯს ალქმედ,
კონვერტერულ, ელექტრორკალურ და ინდუქციურ ღუმლებში;
 ანგარიშობს მეტალურგიაში გამოყენებული ნედლულისა და მზა მასალის ძირითად
მახასიათებლებს, ტექნოლოგიურ და აპარატურულ ნაწილს; კინემატიკურ და ძალოვან
მახასიათებლებს;
 აკეთებს დასკვნას სადნობი, სახურებელი ღუმლებისა და დამხმარე
მოწყობილობებისმაღალი ტემპერატურის პირობებში გამართული მუშაობის შესახებ;
 გეგმავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ადგენს სწავლის
საჭიროებებს.
შეფასების წესი
შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით.
დადებით შეფასებად ჩაითვლება:
 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:


 (FX ) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით
დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის
მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს

FX-ის მიღების შემთხვევაში ინიშნება დამატებით გამოცდა, შედეგების გამოცხადებიდან


არანაკლებ 5 დღეში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არ ემატება დასკვნით
შეფასებაში მიღებულ ქულას.

დეტალურიინფორმაციამოცემულიასტუ-ისვებგვერდზე:
საქართველოსტექნიკურუნივერსიტეტშისასწავლოპროცესისმართვისინსტრუქცია:
https://gtu.ge/Study-Dep/Forms/Forms.php
საკონტაქტო პირი (სახელი,გვარი / ტელეფონი / e-mail / მისამართი) ომარ მიქაძე /
ტელეფონი 593 313000 / e-mail omikadze@gtu.edu.ge /
მ.კოსტავას №69 , სტუ-ს II კორპუსი

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა : ფარმაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებით (ECTS)


-240
მისანიჭებელი კვალფიკაცია
ფარმაციის ბაკალავრი

სწავლების ენა
-ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია კვალიფიციური, პროფესიული ზრდისა და შემდგომ ეტაპზე
სწავლის უნარის მქონე ფარმაცევტი ბაკალავრის მომზადება, რომლებიც იქნებიან
კონკურენტუნარიანი თანამედროვე შრომის ბაზარზე.
მისცეს სტუდენტს ფარმაციის ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და
პრინციპების კრიტიკულ გააზრებას, ფარმაცევტული პროდუქციის დამზადებისა და წარმოების
ტექნოლოგიებს, ხარისხის კონტროლს, შენახვისა და გაცემის წესებს და მოსახლეობის
უზრუნველყოფას ხარისხიანი, უსაფრთხო საშუალებებით;
მოამზადოს ისინი თერაპიულ ჯაჭვში: „ექიმი–ფარმაცევტი–პაციენტი“ აქტიური
მონაწილეობისათვის, განუვითაროს პროფესიულ წრეებთან და საზოგადოებასთან
კომუნიკაციის უნარები.
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგი
აღწერს: ფარმაცევტულ პროდუქციას, დამზადებისა და წარმოების ტექნოლოგიებს, მათი
სტანდარტიზირებისა და სერტიფიცირების, ხარისხის კონტროლის, შენახვისა და გაცემის
წესებს.
განმარტავს: ფარმაცევტული დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას, მართვისა
და საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებს; ფარმაცევტული ბიზნესის მარეგულირებელ ძირითად
ნორმატიულ დოკუმენტებს.
განიხილავს: ადამიანის ორგანიზმში მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე მიმდინარე
ძირითად ბიოქიმიურ პროცესებს; ფარმაციაში დამკვიდრებული თეორიებისა და პრინციპების
დაცვის მნიშვნელობას ეფექტური, უვნებელი და ხარისხიანი სამკურნალო საშუალებების
დასამზადებლად;
საბუნებისმეტყველო და ფარმაცევტული მეცნიერებების, მათემატიკის ცოდნის
საფუძველზე განახორციელებს კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს
წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
აგროვებს: სამკურნალო ბიოლოგიურ ნედლეულს, ფარმაცევტულ სუბსტანციას,
რომელიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტის მომზადებისათვის ან/და წარმოებისათვის.
აფასებს: პრეპარატების კლინიკურ და ღირებულებით ეფექტურობას. სპეცკონტროლს
დაქვემდებარებული (ფსიქოტროპული, ნარკოტიკული) სამკურნალწამლო საშუალებების
აღრიცხვისა და გაცემის რისკს.
იყენებს: თანამედროვე ბიოქიმიური კვლევების და ფარმაკოპეულ მეთოდებს,
ფარმაცევტული პროდუქციის დამზადებისა და წარმოების ტექნოლოგიებს, ხარისხის
კონტროლის, შენახვისა და გაცემის წესებს.
ანხორციელებს: წამალთა ფორმების კლასიფიკაციას, დაზარალებულთათვის პირველად
სამედიცინო დახმარებას, ფარმაცევტულ და ტოქსიკოლოგიურ ანალიზს.
ამოიცნობს და ახდენს იმ პრობლემების ფორმულირებას, რაც დაკავშირებულია
სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტების მოქმედების მექანიზმებთან და სხვა სამკურნალო
საშუალებებთან ურთიერთქმედებასთან;
აქვს კომუნიკაცია: მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან როგორც უშუალოდ, ასევე
თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით - ქართულ და
უცხოურ ენაზე.

შეფასების წესი
შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.
დადებითი შეფასებებია:
 (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
 (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
 (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
 (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებებია:
 (FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად
მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება;
 (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი

თითოეულ სემესტრში თითოეული სასწავლო კურსის შეფასების მაქსიმალური ქულაა


100. შუალედური შეფასების მაქსიმალური ქულაა 60. შუალედური შეფასება შედგება 2
კომპონენტისაგან: მიმდინარე აქტივობა და შუასემესტრული გამოცდა.
სემესტრის მანძილზე სტუდენტი აბარებს ერთ შუასემესტრულ და ერთ დასკვნით
გამოცდას.
სტუ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში 15 კვირა სასწავლოა (სააუდიტორიო
მეცადინეობების), 1 – შუასემესტრული გამოცდის, 1 – დოკუმენტური მასალის ჩაბარების
და 3 – სასესიო (დასკვნითი და დამატებითი გამოცდების). სასწავლო პრაქტიკა, მისი
სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ჩატარდეს როგორც სასწავლო კვირებში, ისე სხვა
დროს.

FX-ის მიღების შემთხვევაში ინიშნება დამატებით გამოცდა, შედეგების გამოცხადებიდან


არანაკლებ 5 დღეში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არ ემატება დასკვნით
შეფასებაში მიღებულ ქულას.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია სტუ-ის ვებგვერდზე: საქართველოს ტექნიკურ


უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია

https://gtu.ge/Study-Dep/Forms/Forms.php

საკონტაქტო პირი (სახელი,გვარი / ტელეფონი / e-mail / მისამართი) თამარ ცინცაძე /


ტელეფონი 599 15 66 78 / e-mail t.tsintsadze@gtu.ge /
მ.კოსტავას №69 , სტუ-ს II კორპუსი

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა : ქიმია

პროგრამის მოცულობა კრედიტებით (ECTS)


-240
მისანიჭებელი კვალფიკაცია
-ქიმიის ბაკალავრი
სწავლების ენა
-ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
ქიმიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია :
უზრუნველყოს კურსდამთავრებულისათვის თეორიული და პრაქტიკული განათლების
მიცემა ქიმიის საბაზისო დარგებში: ზოგად და ელემენტების ქიმიაში, ორგანულ, ფიზიკურ,
კოლოიდურ, ანალიზურ, მაღალმოლეკულურ, კომპლექსურ ნაერთთა ქიმიაში, აგრეთვე სხვა
მნიშვნელოვან ქიმიურ დისციპლინებში; ქიმიის ექსპერიმენტული მეთოდების დაუფლება;
უსაფრთხოდ მუშაობის უნარების გამომუშავება; ქიმიური ექსპერიმენტის დაგეგმისათვის
საფუძვლის შექმნა, მისი ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, დასკვნების გაკეთება. ქიმიკოსის
პროფესიული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება. ძირითადი ქიმიური პროცესების მექანიზმების,
მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში ნაერთების გამოყენების შესწავლა;
ქიმიის დარგობრივი პრობლემების კრიტიკული ანალიზისთვის საჭირო უნარების
გამომუშავება, რის საფუძველზეც კურსდამთავრებულს შეეძლება მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრაცია
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგი
აღწერს ქიმიის, საბუნებისმეტყველო საგნების ძირითად ცნებებს, კანონებსა და
კანონზომიერებებს, ქიმიური პროცესების მიმდინარეობის მექანიზმს. ფუნქციონალური
ჯგუფების ბუნებას და თვისებებს;
განსაზღვრავს არაორგანული და ორგანული ნივთიერებების, კოორდინაციული და მაღალ-
მოლეკულური ნაერთების ინდივიდუალურობას, აღნაგობას, ქიმიურ ბმებს, წარმოქმნას,
თვისებებს, რეაქციების მექანიზმებს, გასუფთავების პირობებს, ფუნქციონალური ჯგუფების
ბუნებას და მათი ურთიერთგარდაქმნის კანონზომიერებებს, გამოყენებასა და მნიშვნელობას;
კრიტიკულად აანალიზებს ქიმიის საბაზისო დარგების: ზოგადი და ელემენტების ქიმიის,
ორგანული, ფიზიკური,კოლოიდური, ანალიზური, მაღალმოლეკულურ ნაერთთა, კომპლექსურ
ნაერთთა ქიმიის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური დისციპლინების სფეროს კონცეფციებს,
პრინციპებს და თეორიებს;
პროგნოზირებს ქიმიური პროცესების მიმდინარეობის შესაძლებლობებს და პირობებს;
იყენებს ქიმიური ტერმინოლოგიას, ნომენკლატურას, პირობით აღნიშვნებს ქიმიური
პროცესების მიმდინარეობის მექანიზმის აღწერის, თეორიული და პრაქტიკული მონაცემების
ინტერპრეტაციაში;
შეუძლია ქიმიურ ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობა, ექსპერიმენტის დაგეგმვა,
მსვლელობაზე დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მიღებული შედეგების
ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
იღებს პასუხისმგებლობას ექსპერიმენტით მიღებული მონაცემების უტყუარობასა და
გაზომვების, ანათვლების მაღალ სიზუსტეზე, ეთიკის პრინციპების დაცვაზე;
აგროვებს ქიმიური ნაერთების, პროცესების შესახებ მონაცემებს, საცნობარო ლიტერატურისა და
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
ქიმიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის
საფუძველზე ახორციელებს კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს წინასწარ
განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
აწარმოებს მკაფიო და გასაგები კომუნიკაციას სფეროსთან დაკავშირებული იდეების, არსებული
პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, სპეციალისტების და არასპეციალისტების
აუდიტორიასთან, კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

შეფასების წესი
შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.
დადებითი შეფასებებია:
(A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
(B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
(C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
(D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
(E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებებია:
(FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად
მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით
გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუ
ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების
გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ
შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით
გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო
პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული
შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50
ქულის მიღების შემთხვევაში, ან თუ სტუდენტი ვერ გადალახავს დასკვნით/დამატებით
გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0
ქულა.
თითოეულ კომპონენტში სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასების
პროგრამული ნაწილი შედგება შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდისგან.
შუალედური შეფასება თავის მხრივ მოიცავს მიმდინარე აქტივობას და შუასემესტრულ
გამოცდას.
შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა)
განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში. კერძოდ, შუალედური
შეფასების მაქსიმალური ქულაა არაუმეტეს 60, ხოლო დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური
ქულა–არანაკლებ 40.
შეფასების თითოეული ფორმა მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც
მოიცავს შეფასების მეთოდს/მეთოდებს, ხოლო შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება
შეფასების კრიტერიუმებით.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელმაც შუალედური
შეფასებ(ებ)ის კომპონენტ(ებ)ში დააგროვა არანაკლებ მინიმალური დადებითი შეფასება
სასწავლო კურსის პროგრამის შესაბამისად (ჯამში არანაკლებ 30 ქულა), ამასთან შეასრულა
და დროულად ჩააბარა პროგრამით განსაზღვრული სამუშაოების მინიმუმი დოკუმენტური
მასალის სახით.
შეფასების სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია სტუ-ის ვებგვერდზე.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციაში“
https://gtu.ge/Study-Dep/Files/Pdf/sasw_proc_mart_inst_18.1119_SD.pdf

საკონტაქტო პირი (სახელი,გვარი / ტელეფონი / e-mail / მისამართი) დენიტა ბიბილეიშვილი /


ტელეფონი 599 44 88 73 / e-mail d.bibileishvili@gtu.ge/ მ.კოსტავას №69 , სტუ-ს II კორპუსი

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა : სასურსათო


პროდუქტების წარმოების ინჟინერია

პროგრამის მოცულობა კრედიტებით (ECTS)


-240
მისანიჭებელი კვალფიკაცია
-ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ბაკალავრი

სწავლების ენა
-ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
მისცეს სტუდენტებს ფართო განათლება ზუსტ, საბუნებისმეტყველო, ზოგად საინჟინრო და
ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
 სტუდენტს მისცეს ზოგადი ცოდნა სურსათის წარმოების ინჟინერიის ისეთ
სფეროში, როგორიცაა პურპროდუქტების, საკონდიტრო პროდუქტების,
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ხორცისა და რძის პროდუქტების,
საკონსერვო წარმოების, შაქრის წარმოების ინჟინერია;
 შეასწავლოს სტუდენტს დარგის ძირითადი პრინციპები, თეორიები და კონცეფციები,
საწარმოს ძირითადი და დამხმარე ტექნოლოგიური ხაზები, ხაზების ოპერირება
და ტექნოლოგიური პროცესის რეჟიმის დაცვა; საწარმოს მოცულობის და
დანადგარების განაწილების გეგმის შემუშავება;
 ჩართოს სტუდენტები საკვები პროდუქტების ტექნოლოგიურ პროცესების
გაზომვების ჩატარებასა და ექსპერიმენტალური მონაცემების შემუშავებაში,
შეასწავლოს სტუდენტს საწარმოში ტექნიკურ–ტექნოლოგიური, ეკოლოგიური,
შრომის დაცვითი კონტროლისა და ტექნოლოგიური დანადგარების სწორი
ექსპლოატაციის საკითხები;
 გამოუმუშაოს სასურსათო პროდუქტების ინჟინერიის დარგში პრაქტიკული
მუშაობის უნარ-ჩვევები.

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგი


ცოდნა- გაცნობიერება
აღწერს სასურსათო პროდუქტებში შემავალი ნივთიერებების როლს ცოცხალი ორგანიზმის
ცხოველქმედებაში, საწყისი, შუალედური და საბოლოო პროდუქტების ფიზიკურ-ქიმიურ
მახასიათებლებს,სასურსათო წარმოებაში გამოყენებული მასალების დანიშნულებას, გარემოს
დაცვით და შრომის უსაფრთხოების ნორმებს;
განიხილავს სასურსათო პროდუქტების წარმოებისას, დაკონსერვებისას,
კონცენტრატების მომზადებისას მიმდინარე ძირითად პროცესებს.
განმარტავს წარმოების ძირითადი კვანძების ტექნოლოგიური რეჟიმის
პარამეტრებს, პროცესებში გამოყენებული აპარატურის სახეებს;
უნარი
ანგარიშობს სასურსათო წარმოებაში გამოყენებული ნედლულისა და მზა მასალის
ძირითად მახასიათებლებს, ტექნოლოგიური და აპარატურული ნაწილს; კინემატიკურ
და ძალოვან მახასიათებლებს.
აფასებს სასურსათო ნადლეულის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური
მოწყობილობების გამართულ ფუნქციონირებას;
იყენებს მენეჯმენტის და მარკეტინგის მეთოდებს და თეორიებს დარგთან მიმართებაში
მიკრო– და მაკროეკონომიკური და მმართველობითი პრობლემების გადაჭრაში
მონაწილეობისათვის; არჩევს წარმოების ტექნოლოგიური და მანქანა-აპარატურული ხაზის
სქემას, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს გენერალურ გეგმას,
ტექნოლოგიური სქემას;
აკეთებს დასკვნას სასურსათო ტექნოლოგიის, ტექნოლოგიური მოწყობილობების
გამართული ფუნქციონირების შესახებ, საწარმოთა ავტომატიზაციისთვის საჭირო საზომ-
საკონტროლო და მარეგულირებელი ხელსაწყოების მუშაობის შესახებ.
აქვს კომუნიკაცია სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან
იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ ინფორმაციისა და
კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით მშობლიურ და უცხო ენებზე.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა-
საკუთარ საქმიანობას ახორციელებს ეთიკის პრინციპების დაცვით, გეგმავს და ხელს უწყობს
საკუთარი და სხვების უწყვეტ პროფესიული განვითარებას, ადგენს საკუთარ შემდგომი
სწავლის საჭიროებებს და ახორციელებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.

შეფასების წესი
შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით.
დადებით შეფასებად ჩაითვლება:
 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:


 (FX ) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით
დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის
მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს
შესასწავლი.

საკონტაქტო პირი (სახელი,გვარი / ტელეფონი / e-mail / მისამართი) როზა ხუციშვილი /


ტელეფონი 599 16 67 33 / e-mail d.khutzishvili@gmail.com. / მ.კოსტავას №69 , სტუ-ს II
კორპუსი

You might also like